გამშორდი..
გამშორდი - უბრძანა ღრუბელთა მეუფემ ჰერას და წყვდიადში განერთხა ოლიმპო, გამშორდი - წავიდა ქალღმერთი ზვიადი, თითქოს და საშველად არავინ მოიხმო.. ვაგდივარ ბნელეთში, დაცემულ ზევსივით, და ქალღმერთს გაქცეულს, ზევსივით ვეძახი, თავს დავიიმედებ ტყვე ოდისევსივით, წყვდიადი ექოდ რომ მომიტანს შენს ძახილს.. ვერ ვუძლებ მომნუსხველ სიმღერას ნიმფების, და ვეღარც ვპოულობ სულს ბოძზე მისაბამს, რომ სადღაც მიწურში, წყვდიადში გიკვდები, ვერაფერს გიტოვებ, ქალღმერთო, მისაბაძს.. ოღონდაც ძვირფასო, არ გინდა ცრემლები, ცოდვაა ტუჩები დარდით რომ ატოკდეს, არ ველი, არ მოვლენ სატირლად მხევლები, ან გული ობოლი საფლავში დაოკდეს. მივდივარ, ნუ.. შენგან კი არა ძვირფასო, უბადრუკ ცხოვრებას მხოლოდღა აქ ვტოვებ, ის მცირე ტკივილი იცოდე, რით ფასობს რომ წაიკითხავ და ჩემში რომ დატოვებ. დაეცა ოლიმპო.. იყო და დამთავრდა, იცოდე.. არ ველი მაშველად არავის, ჩემი უკვდავებაც იმ დილით გათავდა, როცა მომლოდინე არ მყავდა არავინ.. გამშორდი გითხარი ერთხელ და ამაყად, ვიგრძენი, თითქოს და მეჩუქნოს ვარდები, მე იმ სიხარულით თავს ვიკლავ ამაღამ, რითაც შემატოვე შენ ხელში დარდები.. არ ვნანობ.. აღარ მსურს გადაშლა არაფრის, მინდა რომ მივეცე მარადის ოცნებას, დრო მოვა მშობელი ამ წიგნსაც გადაშლის, ედემში რიჟრაჟზე დამხვდები კოცნებად.. ვშიშობდი.. ვიცოდი დღეობა ვიადრე, ან ვინ დარჩენილა ჩემთან კი მარადის, შენამდე ასობით მაშორებს იარდი, ო, ნეტავ ზეცაში შემეძლოს ნავარდი.. გათენდა.. არ მოდის ეს ტკბილი სიბერეც, და შენზე ლოდინში მიკვირს არ დავბერდი, მათ ვინც კი ოდესმე შენს გვერდით მიბევრეს, ცოტ ცოტას მოვუხდი ბოდიშს რომ გავბევრდი.. გამშორდი - უბრძანა ღრუბელთა მეუფემ, ჰერას და უეცრად დაემხო ოლიმპო, და აჰა განსრულდა ბეჭედიც მეხუთე, დავსრულდე, კვლავ დაბადებამდე.. მოვითხოვ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.