შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარგი გოგო/ცუდი გოგო +18 (1თავი)


24-01-2019, 17:33
ნანახია 2 595

კარგი გოგო-ცუდი გოგო
-ნატალი ჩამოდი ქვევით ყველა შენ გელოდება.
დედამ შემომძახა კარების მეორე მხრიდან.
-ჩამოვდივარ!
დღეს ჩემი დაბადების დღეა. 18 წელი ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ასაკია. ჩემს დას, როცა 18-ის გახდა დედამ და მამამ ბრილიანტის საყურეები აჩუქეს და ფიჯიზე გაუშვეს ერთი კვირით. ჩემს ძმას კი ახალთახალი სპორტული მანქანა უყიდეს. ჩემი ჯერიც დადგა. არ გეგონოთ რომ ძვირფასეულობა მაკლია ან მოველი რაიმე განსაკუთრებულ სიმდიდრეს, მატერიალური ყველაფერი გამაჩნია, მე ერთ საჩუქარს ველი მხოლოდ. კიბეები ჩავირბინე და ყველა მაგიდასთან დამხვდა შეკრებილი; დედა, მამა, და-ძმა და ბებია. ვისადილეთ, მილოცვები მივიღე და ტორტიც ჩავაქრე და აი დადგა ის მომენტი... მამა მოვიდა ჩემთან ხავერდოვანი ყუთით ხელში.
-ჩემო პატარა გოგო იმედია ეს საჩუქარი მოგეწონება, ის შენსავით ნაზია და დახვეწილი.
მამას გავუღიმე, მან ყელზე თეთრი ოქროს ყელსაბამი მომარგო, ბრილიანტის თვლებით.
ჩემმა დამ ცოტა შურით გამომხედა. თუმცა მე ამ საჩუქარს არ ველოდი. ყალბი ღიმილით მადლობა გადავუხადე მშობლებს.
-მამა მგონი ჯობს დროებით ეს ყელსაბამი ბანკის სეიფში შევინახოთ. ყოველ დღე მაინც ვერ გავიკეთებ და როდესაც საჭირო იქნება მაშინ გამოვიტანოთ.
-ჩემი ჭკვიანი გოგო. უკვე სრულწლოვანი ხარ, თვითონ გადაწყვიტე რას იზავ,
„წვეულებამ“ ჩვეულებრივ ჩაიარა. ბევრი ვისაუბრეთ და ცოტა დავლიეთ. უკვე მოსაღამოვდა, როდესაც ჩემს ოთახში ავედი. ტანსაცმელი გამოვიცვალე. მამას უყვარდა სახლშიც კი კლასიკურად გამოწყობილს სიარული. ყველა ოჯახის წევრი ასე ვიცვამდით. ერთგვარი ეტიკეტი იყო ჩვენთვის. მომწონდა ასე ჩაცმა, მაგრამ ჩემს ოთახში უბრალო ჯინსებს და ტოპს არაფერი მერჩივნა.
კარზე კაკუნი გაისმა. ბებიას ოდნავ ათრთოლებული ხმა მომესმა
-საყვარელო შეიძლება შემოვიდე?
-მოდი ბებია.
ბებიამ კარი ნელა შემოაღო და ოთახში შემოვიდა.
-ნატალი ჩემო გოგო გაბრაზებული ხარ?
-რაზე ბებია?
-სურვილი რომ არ აგისრულეს
-მგონი აღარც ახსოვთ. მამას ისე არ უნდა ჩემი გაშვება, რომ არც კი ახსოვს ჩემი თხოვნა.
ბებიამ სავარცხელი გამომართვა ხელიდან და თმების დავარცხნა დამიწყო.
-ასე ნუ ფიქრობ. მამაშენი წარმატებული ბიზნესმენია, მას უნდა რომ შვილებმა მისი საქმე განაგრძონ, შენი და ბიზნესთან და ციფრებთან საერთოდ შორსაა, მას მხოლოდ ხარჯვა შეუძლია, შენი ძმა ზედმეტად მიამიტია და არც ისაა ნაკლებ ხელგაშლილი ვიდრე შენი და, აი შენ კი... შენ ჩემო ლამაზო ჭკვიანი, ლამაზი, წარმატებული, კომუნიკაბელური ხარ. შენ საუკეთესო „მემკვიდრე“ იქნები.
-მესმის, მაგრამ მე არ მინდა ბიზნესის სწავლა, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტშიც კი.
-ხომ იცი რომ მე ყოველთვის შენ გვერდით ვარ, შევეცდები მამაშენს დაველაპარაკო.
ამ დიალოგის შემდეგ გავიდა ერთი კვირა, სახლში დავბრუნდი ინფორმატიკის ლექციიდან, სადაც ჩუმად დავდიოდი. კარებთან უკვე გავიგე ჩხუბის ხმა. მივხვდი რომ ლოლამ ან კესიდიმ რამე დააშავა. კარი შევაღე და მეც გავერიე მოცემულ სცენაში.
-მამა რა მოხდა? რატომ ყვირით?
ლოლა სკამზე იჯდა და მაგიდაზე ჰქონდა ფეხები შემოწყობილი,
-შენი და ინფარქტს დამმართებს!
ლოლა-მამა ნუ ადრამატულებ სიტუაციას.
-ლოლა რა ჩაიდინე ამჯერად?
-ჩავიდინე? შენი საქმე არაა ჩემო უცოდველო პატარა დაიკო.
ლოლა გარეთ გავიდა. მამამ ხელი გულზე მოიკიდა და ნელა დაეშვა სკამზე.
-მამა კარგად ხარ?
გრაფინიდან წყალი დავასხი და მივაწოდე.
-ხომ ხედავ რა დღეში მაგდებენ... მხოლოდ შენ ხარ ჩემი იმედი...თუ რამე მომივა...
-ასე ნუ ამბობ მამა
-არა ნატალი უნდა იცოდე...თუ რამე მომივა შენ მოგიწევს ყველაფრის შენს ხელში აღება... დედაშენს ვერ ვენდობი... ამ ბოლო დროს საეჭვოდ იქცევა. არ მინდა ჩემი ქონება ქარს გაატანონ. დამპირდი...
-გპირდები მამა
მას მოვეხვიე და თავზე ვაკოცე.
-ჩემს ოთახში საწერ მაგიდაზე დევს კონვერტი, მომიტანე.
ოთხში შევედი და კონვერტი ეგრევე შევნიშნე. ზედ არც დამიხედავს ისე მივუტანე მამას.
-წაიკითხე
-კი მაგრამ მამა ეს ხომ შენი წერილია
-შენია ჩემო გოგო.
კონვერტს სტენფორდის უნივერსიტეტის ლოგო ჰქონდა და ჩემთვის იყო განკუთვნილი. ვიფიქრე რომ ჩემი საბუთები ბიზნესის ფაკულტეტზე გააგზავნეს და პასუხი მომივიდა. წერილი უხალისოდ გავხსენი და ასევე უხალისოდ წავიკითხე. თავიდან წაკითხული ვერ გავიაზრე, სანამ მეორედ არ გადავიკითხე, რომ ერთ კვირაში სტენფორდში გამოცდაზე უნდა ვყოფილიყავი, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩასარიცხად. ემოციები ვერ მოვთოკე და მამას მოვეხვიე, შემდეგ ბებიას ოთახში შევვარდი და ყვირილით ვამცნე სიახლე, ბოლოს დედას მოვუყევი.
ერთ კვირაში სტენფორდში გავემგზავრე. თავიდანვე ვიცოდი, რომ იქ სხვანაირად ვიცხოვრებდი, ყოველგვარი ძვირფასი მანქანების და ტანსაცმლის გარეშე, უბრალო სტუდენტის ცხოვრებით.
გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა და სწავლაში გადავეშვი თავით. საერთო სტუდენტურ საცხოვრებელში ვცხოვრობდი და ისე ვიქცეოდი როგორც ნებისმიერი სხვა სტუდენტი და არა ნიუ იორკელი პრინცესა.
მეგობრები ვერ გავიჩინე, მაგრამ ეს ფაქტი არ მაწუხებდა. კამპუსის ტერიტორიაზე ბალახზე ვიჯექი და ლეპტოპში პროგრამას ვწერდი, როდესაც ვიგრძენი ვიღაც მომიახლოვდა და მალე ხმაც გავიგე.
-შეიძლება შენთან დავჯდე?
-ბალახი ნაყიდი არ მაქვს, სადაც გინდა დაჯექი.
-ჰაჰა ხო სულელურად ჟღერდა...
ის გვერდზე მომიჯდა.
-მე ეისი მქვია
-ეისი? (Ace-ინგ. ბანქოს ტუზი)
-ხო
-უცნაური სახელია... პოკერი გიყვარს? თუ რატომ?
-პოკერი არც ისე, უბრალოდ ერთი ტუზი ყოველთვის მაქვს სახელოში. (Ace up my sleeve)
-თამამი განაცხადია. მე ნატალი ვარ... უბრალოდ ნატალი სურპრიზების გარეშე, ალბათ ცოტა მოსაწყენიც, საინტერესოა რითი მივიქციე შენი ყურადღება... ალბათ გოგოები ბუზებივით გეხვევიან.
-ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვს ჩემზე ნატალი.
-ინფორმატიკას სწავლობ?
-კი ვამთავრებ წელს, შენც როგორც ვხედავ
-მე ახლა ჩავაბარე.
-ამ პროგრამას მე სხვანაირად ვწერდი.
-როგორ?
მან ლეპტოპი გახსნა და თავისი დაწერილი კოდები მაჩვენა.
-მერე გამოგდიოდა?
გავიცინე როდესაც კოდს გადავხედე.
-რა გაცინებს, საუკეთესო ვიყავი ამაში.
-ეს კოდი ზედმეტად გრძელია და უსარგებლოც. ბევრი ხარვეზი ექნება. აი ეს ნახე
მან ჩემ ლეპტოპს გადახედა.
-ამხელა რიცხვების დათვლა არ გეზარება?
-მირჩევნია რიცხვები დავითვალო და ნაკლები ვწერო, ვიდრე ვიწვალო და შენნაირი შედეგი მივიღო.
-იცი რა, უნდა ვაღიარო საკმაოდ ძლიერი ხარ პირველ-კურსელისთვის.
-ნიუ იორკში კერძო კურსებზე დავდიოდი.
ეს წამომცდა, რადგან არ მინდოდა ვინმეს ჩემი წარმომავლობა გაეგო.
-ანუ ნიუ იორკი ხო?
-ხო. შენ?
-მე სახლი არ მაქვს
-რას გულისხმობ?
-ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე და ახლა უნივერსიტეტის კამპუსში ვცხოვრობ. რომ დავამთავრებ ჩემი ოფიციანტის ხელფასით ნაქირავებ ბინაში მომიწევს ცხოვრება.
-ოუ ვწუხვარ
-არაფერია. მიჩვეული ვარ ასე ცხოვრებას.
ცოტა ხანი ჩუმად ვიჯექით.
-დღეს გეგმები გაქვს?
-სამეცადინოს გარდა არაფერი.
-არ გინდა ერთ მაგარ ადგილას წამოხვიდე?
-და რა ხდება იმ მაგარ ადგილას?
-ავტო რბოლა
-შენ მონაწილეობ?
-არა, ჩემი სიცოცხლე ჩემთვის ძალიან ძვირფასია
-ჰაჰაჰა მშიშარა ხარ ანუ
-ეგ არ მითქვამს, ფრთხილი ვარ და დაკვირვებული.
-კარგი, კარგი.
-აბა რას იტყვი?
-წავიდეთ
საღამოს ეისმა გამომიარა და რბოლაზე წავედით. საინტერესო სანახაობა იყო. უეცრად ჩემი ძმის ძმაკაცი შევნიშნე ხალხის ბრბოში. მანაც შემამჩნია და ჩვენსკენ წამოვიდა. არ მინდოდა ეისს ჩემს შესახებ გაეგო. წასვლა დავაპირე, მაგრამ გვიანი იყო, ჯოშუა მომეხვია.
-ნატ სად დაიკარგე? მომენატრე პატარა...
-მეც მომენატრე ჯოშ
გავუღიმე და ეისის რეაქციას ავხედე.
ჯოშუა-ამ უსაქმურთან რას აკეთებ ნატალი
ეისი-ამ ფულის ტომარას იცნობ?
-ოუ თქვენ ესე იგი იცნობთ ერთმანეთს?
ჯოშუა-კი და გირჩევ ამ მაწანწალას მოშორდე, სანამ რამე არ მოგპარა ან ამოგაცალა.
ეისი-მოპარვა უფრო მამაშენის და შენი საქმეა.
ვერც კი მივხვდი როგორ ატყდა ჩხუბი. არეულობაში მხოლოდ მაშინ მოვედი გონს როცა ბიჭები გააშველეს. ჯოშუა მეგობარმა გაიყვანა მეორე მხარეს.
-კარგად ხარ ეის?
-უკეთესადაც ვყოფილვარ, მაგრამ ვიცოცხლებ.
ის შებრუნდა და წავიდა. მე უკან გავყევი.
-სისხლი მოგდის
-მერე რა. არც პირველია და არც უკანასკნელი.
-ნება მომეცი გაგიწმინდო მაინც ჭრილობა.
-კარგი.
ეისი ჩემს ოთახში შევაპარე, ისე რომ არავის დაენახა. სასწავლების საერთო საცხოვრებელში არ შეიძლებოდა ბიჭების მიყვანა. სისხლი მოვწმინდე ცხვირიდან და ცივი წყლის ბოთლი დავადე ნატკენზე.
-ტუჩზეც გაქვს
-იყოს გემრიელია
-ჰაჰა ვამპირი ხარ?
-რა იცი იქნებ ვარ?
-კარგი ახლა გეყო ლაპარაკი უფრო გაგისკდება.
-ჩემი გაჩუმების ერთი გზა არსებობს
-არც იფიქრო.
-მე არა, შენ იფიქრე.
-იცი რა...
-გისმენ
მის ტუჩს ხელი გადავუსვი და მის კალთაში მოვკალათდი.
რატომაც არა? ახალი ქალაქი. ახალი ცხოვრება და ახალი წესები.
მან წელზე მომხვია ხელი და უფრო ახლოს მიმიზიდა, ისე რომ მის სხეულს ავეკარი. ნაზად გადამიწია თმა და კისერში ნაზად, შემდეგ კი კბენით მაკოცა.
-მართლა ვამპირი ყოფილხარ
გამეცინა და ახლა მე მოვიზიდე მისი თავი ჩემსკენ და ტუჩებზე ვაკოცე, მანაც საპასუხოდ მაკოცა. ვიგრძენი როგორ დაიმუხტა გარემო. როგორი ცეცხლი იყო ჩვენს შორის. მისი სუნთქვა უკვე გახშირებულიყო, მხოლოდ სურვილიც კი აგიჟებდა მას ამ წუთას, მაგრამ ცდილობდა ჩემი ნებართვის გარეშე შორს არ შეეტოპა. როდესაც მაისური გავიხადე თვალები გაუბრწყინდა. კისრიდან მკერდამდე სველი კოცნების ნაკვალევი დატოვა. ბიუსტჰალტერი შემიხსნა და მომაშორა სხეულიდან. შევატყე რომ ცდილობდა ნაზი ყოფილიყო და გამოსდიოდა კიდეც. მალე ჩემს ზევიდან მოექცა საწოლზე. მისი შარვლის გახსნა დავიწყე. მან ხელზე ხელი მომკიდა და შემაჩერა.
-ჰეი დარწმუნებული ხარ?
-მე კი, მგონი შენ არა
-უბრალოდ არ მინდა მერე ინანო
-არასდროს ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებებს.
მან ჯიბიდან პრეზერვატივი ამოიღო.
-სულ მზად ხარ?
-ჰაჰა ასეთი შემთხვევებისთვის.
მან უცებ განაგრძო ჩემი კოცნა და მისი ალერსი ისეთი სასიამოვნო იყო, ასე მეგონა გონებას დავკარგავდი. ტანში ჟრუანტელი მივლიდა მის შეხებაზე, მის ყველა მოძრაობაზე. დაღლილს როგორ ჩამეძინა ვერც კი გავიაზრე. დილით რომ გავიღვიძე მას ეღვიძა და მიყურებდა.
-იცი რომ ასე შეიძლება ადამიანს გული გაუხეთქო?
-ხომ არ შეგშინებია მერე
-მე მშიშარა არ ვარ
-ისე კარგად ხარ?
-გადასარევად. რატომ მეკითხები
-ისე... გუშინ შეგეძლო გაგეფრთხილებინე
-რას გულისხმობ?
-რომ პირველი ვიყავი...
-აა ეგ სულ დამავიწყდა.
-ჰაჰაჰა ან დამიმალე.
-ხო შემეშინდა არ გაქცეულიყავი
-ხო შეიძლებოდა მართლა გავქცეულიყავი
-რატომ?
-ასეთ ადგილას და თან შემთხვევით ადამიანთან არ უნდა გქონდეს პირველი სე*სი.
-შემთხვევი ხარ?
-არ ვიცი შენი გადასაწყვეტია ეგ.
-და შენ რას ფიქრობ
-მე ვფიქრობ ჩემნაირი მაწანწალა მხოლოდ შემთხვევით ხვდება ასეთ სიტუაციებში.
უბრალოდ ვაკოცე და მის სხეულს ავეკარი. მან ხელები ჩემს თმებში შეაცურა. ცოტა ხანი კოტრიალის შემდეგ ავდექი და გამზადება დავიწყე. მანაც ჩაიცვა.
-ლექციების მერე გნახავ?
-არ ვიცი თუ მოვიცლი მოგწერ
მითხრა, შუბლზე მაკოცა და გავიდა.



№1  offline წევრი Elea_Nora

ვაუ! ძალიან კარგი დასაწყისია! მომწონს ადამიანები რომლებიც საკუთარი თავის აღმოსაჩენად იბრძვიან!(ასე ვთქვათ) იმედია გააგრძელებ და არ მიატოვებ. ასე რომ.
წარმატებები!

 


Elea_Nora
ვაუ! ძალიან კარგი დასაწყისია! მომწონს ადამიანები რომლებიც საკუთარი თავის აღმოსაჩენად იბრძვიან!(ასე ვთქვათ) იმედია გააგრძელებ და არ მიატოვებ. ასე რომ.
წარმატებები!


მადლობა <3 ვეცდები უფრო და უფრო საინტერესო თავები შემოგთავაზოთ.

 


№3  offline წევრი anukaaa

მართლა მაგარი იტორიაა.. იმედია გააგრძელებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent