შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენიმე წამი (სრულად)


24-01-2019, 20:18
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 809

„იმ ფერად დღიურს,
გარდასულ დღეთა,
შერჩეს იმ ტრფობის მწვანე ფიფქები...
შენ იყავ ჩემში
ქალად და ღმერთად,
უჩემოდ
მხოლოდ ქალი იქნები...“
ვასილ ბესელია

ერთი ზარი და ათასი ფიქრი... ერთი წინადადება და თითქოს ყველაფერი ცხადი ხდება.. აკანკალებული თითებით ვკრეფ ნომერს, „ტაქსის“ ვიძახებ და ბინიდან გავდივარ. მალე ისიც მოდის, წინ ვჯდები და ვთხოვ, სწრაფად წავიდეს.
გაჩერებასთან მიჩერებს, ამბობს, რომ უფრო ღრმად ვერ შემოიყვანს მანქანას. მეც სხვა გზა არ მაქვს, ფულს ვუხდი და სწრაფი ნაბიჯით ვშორდები. გაგუას კლინიკასთან შამპანურს ხსნის, ნახევარი ისხმევა და კინაღამ ვიწუწები. ნაბიჯს კიდევ უფრო ვუჩქარებ, თითქმის სირბილზე გადავდივარ, ისე შევდივარ მისაღებში ეზოში არსებულ საახალწლო განათებაც ოდნავ ვერ მიკეთებს განწყობას.
-იმედადე სადაა ? - ვკითხულობ აკანკალებული ხმით.
-იმედაძე ? იმედაძე ცოტა ხნის წინ გაიყვანეს - ოფლი მასხმს. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო. რატომ უნდა გაეყვანათ, ის ხომ მე მელოდებოდა...
-ქალბატონო, დაბრძანდით... ექიმი მოვა და გაგესაუბრებათ..
წამიერად ყველაფერი ქრება, საავადმყოფოს ღია ფერის კედლებისა და გულის გამალებული ფეთქვის გარდა.. არც კი ვიცი, რა შეიძლება მოხდეს.. რას მიმზადებს მომდევნო წუთები... ცრემლებიც კი არ მდის, უბრალოდ არ შემიძლია.. არ შემიძლია, ტკივილის შემსუბუქება.. მე ხომ ყველაფერი ვხვდები...
-ქალბატონო... - ახლა უფრო დაბალი ხმა ჩამესმის და გული მიმდის.
როცა მეღვიძება სრულიად მარტო ვარ.. მის სახელს ვყვირი უკანასკნელ ხმაზე..
-ნიკა ....
თეთრხალათიანები შემოდიან, ცდილობენ, დამამშვიდონ, ერთ - ერთი მათგანი დამამშვიდებელსაც მიკეთებს.
-სად არის ჩემი ცხოვრება, სად ? - ვერ ვჩერდები. ასეთ მდგომარეობაში რას შეუძლია, დამამწყნაროს ? რას ?
პასუხის ლოდინში ტუჩებს ჰაერი მიყინავს.. მის გარეშე წამიც კი მიჭირდა, მის გარეშე... და ახლა ? რას მეტყვიან ? მეტყვიან, რომ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნუგეში, იმედი, სიყვარული აღარ არსებობს ? მეტყვიან, რომ ვსო ? ეს ხომ ყველაზე რთული განაჩენი იქნება, ყველაზე საშინელი... ნიკას, ნიკას ღიმილის გარეშე ხომ არაფერს აქვს აზრი ამ ცხოვრებაში.. საერთოდ არაფერს...
-ის გაიღუპა, ტრაგედია სრულიად გამანადგურებელი აღმოჩნდა ...
ყველაფერი ცხადი ხდება... ყველაფერი ნათელი...
გული წამიერად ჩერდება, მერე გადაჭარბებით იწყებს მოძრაობას...
-ნეტავ, მე ვყოფილიყავი მის ადგილას, ნეტავ, მე.. - მეტი სიტყვის თქმა უბრალოდ არ შემიძლია..
***
გაშტერებული ვწევარ, ვერავის ვხედავ, ვერავის ვგრძნობ... სმენაც დახშული მაქვს... მაგრამ რამდენიმე ქალბატონის საუბარით ქვეცნობიერი ინტერესდება და მოსმენის რეჟიმში გადავდივარ...
ხმები გარედან ისმის, მაგრამ სმენა საკმაოდ კარგი მაქვს...

-რა ტრაგედია იყო, კაცო...
-როგორ განადგურდა მთელი კორპუსი ?
-აბა, გაზი დაგროვდაო, ამბობენ ექსპერტები.. რას გაიგებ კაცი..
-ის გოგო ასეთ დღეში რომ იყო წუხელ, მისი ცოლია ?
-ჰო, საწყალი ბიჭი, ასეთი ახალგაზრდა, როგორ შეეწირა...
-გავიგე, მეგობართან იყოო..
-ჰო, საწყალი... ეტყობა, კარგები მიჰყავს ღმერთს თავისთვან..
-ჩუ, ქალო, ჩუ.. არ გაგვიგოს...

ისტერიული ყვირილი მეწყებაა... მაჩერებენ... ხელ-ფეხის ქნევას ვიწყებ ავმტომატურად, ყოველი მხრიდან თეთრხალათიანები მოდიან, ლამისაა დამაბან...
ვგრძნობ, რომ სრულიად უმწეო ვარ, მთელი კაცობრიობის მიღმა მდგარი, საკუთარ ტკივილთან ვიხრჩობი...
ჩემი არავის ესმის, მაჩერებენ..
მათ ხომ არ იციან, როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანის სიცოცხლე რამდენიმე წამში, მხოლოდ რამდენიმე წამში... პირველი რვა ცა ხომ წამიერად იცლება, მაისის წვიმასავით მოულოდნელი და გულივით სწრაფია..
ასეა, მხოლოდ რამდენიმე წამსაც კი შეუძლია ყველაფრის შეცვლა, არსებობისთვის ყოველგვარი საყრდენის გამოცლა, იმედის ყავარჯნით შეცვლა, ან სიცოცხლის სრულიად შეჩერება...
ადრე არ მესმოდა რამდენიმე წამს ასეთი ძალა თუ ჰქონდა..
ახლა ყველას ვეცოდები, ყველა წუხს ჩემი მდგომარეობის გამო, მაგრამ რეალურად არავინ... ადამიანებს უბრალოდ სხვისი ტკივილი აინტერესებთ, აინტერესებთ და ამით გარკვეულწილად კათარზისს განიცდიან.. როგორც იტყვიან, „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“.

საღამოს ისევ შემოდიან, ისევ მიმღვრევენ უბედურ სიმყუდროვეს. სინი მოაქვთ, არაფერი გიჭამიაო.. მე გვერდზე ვწევ, მოსულთ ინტერესით ვაკვირდები, შემდეგ კი ვეკითხები :
-ნიკა სადაა ?
-თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება.
-და ახლა დალხენილში ვარ ? მანახეთ - მეთქი ! - ტონს ვუწევ.
ყურადღებას აღარავინ მაქცევს. გადასხმებს მიკეთებენ ძალით..
ისინი ხომ მხოლოდ ფიზიკურს ამჩვენევენ, სულიერს - ვერა....
არც ერთ მათგანს არ შეუძლია, ან უბრალოდ არ უნდა ოდნავ მაინც შევიდეს ჩემს მდგომარეობაში, დაინახოს რას განვიცდი, როგორ ვკვდები, როგორ აკლდება თითოეულ წამში წელი ჩემს სიცოცხლეს..


***
მეორე დილას საავადმყოფოდან მწერენ. სარკეში რომ ვიხედები საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. 25 წლის ქალს სახეზე 2 მკვეთრი ნაოჭი დამჩნევია და პირდაპირ სამ ნახილად მიყოფს შუბლს. თვალები ჩამწითლებია, უპეები გამმუქებია, ლავიწები ლამისაა ამომვარდეს ადგილიდან, იმდენად მკვეთრად მეტყობა... ერთი სიტყვით, მექანიკური სუნთქვის გარდა არაფერი შემრჩენია, რაც ადამიანთაც დამაკავშირებს.
ვიღებ ჩანთას და საავადმყოფოდან გავდივარ. გზაში მაჩერებს ექიმი, ნიკაზე მეუბნება. დედამისი ჩამოფრინდა ამერიკიდან და სახლში დაასვენესო. მადლობასაც არ ვეუბნები, ისე ვწყდები ადგილს და “ტაქსის“ ვაჩერებ. სამწუხაროდ, საფულე დამკარგვია, ვერ ვუხდი და ვთხოვ, დამელოდოს. მიკვირს, რომ მთანხმდება, ადამიანები 21 - ე საუკუნეში ხომ უკიდურესმა სკეპტიციზმა მოგვიცვა.
-მადლობა ! - ვუღიმი მძღოლს. კიბეებზე სირბილით ავდივარ და შევდივარ იმ ოთახში, სადაც ერთ-ერთი უკანასკნელი პაემანი უნდა მქონდეს ჩემს საყვარელ მეუღლესთან.
-ნიკა.. არ მჯერა, რომ.... - დედამისი მეხვევა, სუსტ ხელის მტევნებს ზურგზე ნელა მისვამს, ცრემლები მადგება, ნიკასთან მივდივარ... სასახლეს ვხდი, ჯერ უბრალოდ ვუყურებ, მერე გაყინულ სახეზე თითებს ვუსვამ, მინდა, ვიგრძნო, მინდა, წამით მაინც ვიფიქრო, რომ ჩემთანაა.. მაგრამ რეაქცია არ აქვს...
არ მჯერა, რომ დაგვტოვა.. როგორ შეძლო ? განა არ მეუბნებოდა, სულ ერთად ვიქნებითო ?
ისტერიული ტირილი მეწყება და მის სხეულზე ვემხობი.
-შენთან მინდა, თან წამიყვანეე... გთხოვ ! არ უნდა დაგეტოვებინე მარტო.. შენი წასვლით სული ამომძვრა, შენ რომ ჩამბერე.. გახსოვს.. გახსოვს....
სიტყვებისთვის ძალა აღარ მრჩება.
ვგრძნობ, რომ ვიღაცის ხელებს გავყავარ და საწოლზე მაწვენენ მაშინ, როცა მას ცივა, არ შემიძლია თბილად ყოფნა, საბანს ვიხდი და გათიშული ვუყურებ ჭერს...
ვგრძნობ, რომ მას ცივა... ისიც ვიცი, რომ ვენატრები, მაგრამ საკუთარი თავის საერთოდ აღარ მესმის... ნიკას იმქვეყნიდან ვგრძნობ, მაგრამ საკუთარ თავს - ვეღარ.... თითქოს ის მე აღარ მეკუთვნის...
ეს ჩემი ცხოვრების წერტილია.. მის გარეშე რა უნდა ვქნა, როგორ ვიცხოვრო... ან მან რა უნდა აკეთოს იქ ჩემს გარეშე ?
ხომ მეუბნებოდა, ერთად ვიქნებითო.. მეც ხომ დავპირდი.... როგორ შეიძლება დაპირების უკუგდება, ღმერთო ?!


***
მის საფლავთან ვდგავარ აკანკალებული სხეულით, შავებში ჩაცმული... ვერაფერს ვგრძნობ ვერც სულს და ვერც გულს, მხოლოდ უშველებელ ტკივილს...
ერთადერთი ოცნებაღა დამრჩენია - მალე გავიდეს წამები... მალე გავიდეს წამები და მალე შევხვდე ცხოვრების პირველსა და უკანასკნელ სიყვარულს...







№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

პირველად წავიკითხე თქვენი ნამუშევარი, მარიამ და მინდა, აღვნიშნო, არ ვნანობ! წარმატებები! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ქეთი იმერლიშვილი
პირველად წავიკითხე თქვენი ნამუშევარი, მარიამ და მინდა, აღვნიშნო, არ ვნანობ! წარმატებები! ❤️

მადლობა heart_eyes

 


№3  offline წევრი Rania

Mariamooo. Jer tema iyo iseti da siujeti. Vitire imdeni. Saocari gogo xarr. Realistii
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

Rania
Mariamooo. Jer tema iyo iseti da siujeti. Vitire imdeni. Saocari gogo xarr. Realistii

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent