შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უსიყვარულოდ {17}


25-01-2019, 14:06
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 13 650

ზოგჯერ გინდა რომ უბრალოდ გაჩერდე , შეწყდე , დასრულდე და გაქრე . გაუჩინარდე ყველას მეხსიერებიდან რათა არ ატკინო იმათ ვისაც უყვარხარ და სამუდამო სიმშვიდე მოიპოვო , სიმშვიდე რომის სიდიადე არასდროს განგიცდია .
თორნიკე გიგანს ჰყავდა ოჯახი დედა, მამა, და , დაბადებიდან არ აკლდა სიმდიდრე და ბავშვობაშიც კი უამრავი ადამიანი იცნობდა. ლია ცნობილი სახე იყო ულამაზესი მომღერალი და მსახიობი . ქალო რომელითაც ბავშვობაში ამაყობდა. საოცარი გრძნობა ჰქონდა ბაღში წელიწადში ერთხელ მაონც რომ მიაკითხავდა და ყველა მას უყურებდა. ყველაფერს პატიობდა, ამართლებდა ამბობდა რომ მას საქმეები ჰქონდა და ელოდა დროს როდესაც დედა სახლში იქნებოდა. მამა კი მუდამ მკაცრი, ტირანული ქცევების მქონე კაცად ესახებოდა რომელიც ისეთ რამეებს ეუბნებოდა და ასწავლიდა რომ უძნელდებოდა შემდეგ ქცევების კონყროლი. ისე რომ იქცეოდა როგორც მას მოსწონდა შემდეგ შედეგები სტკენდა გულს. არ მოსწონდა სკოლაში ჩხუბისთავად ჰყოფნა, არც ის მოსწონდა ყველა მისი დანაშაული დაუსჯელი რომ რჩებოდა სხვებს კი მის ნაცვლადაც სჯიდნენ. ვერ იტანდა მამის გავლენას და მაინც ძნელი იყო ამ პრივილეგიებზე უარის თქმა. წლები დასჭირდა საკუთარი ღირებულებების შესაქმნელად და არაფერი იქნებოდა რომ არა სოფიო. ის იყო ძალა რომელიც დაცემულს წამოდგომის უნარს აძლევდა. სოფიოს დაბადების შემდეგ მხოლოდ ერთი სეუცვლელი ინსტიქტი ჰქონდა უნდა გაებედნიერებინა ანგელოზი რომელიც გვერდით ჰყავდა. ყოველთვის ცდილობდა მის დაცვას ხილული და უხილავი ტკივილისგან. გიას ტირანიისგან დაიხსნა და ყველაფრის უფლებას აძლევდა რაც კი სურდა. სოფიოს ერთი მზერა და ისიც წამსვე თანახმა იყო . თავისი წკრიალა ხმოთ დაუძახებდა თოკოს თავის ბრიალა მწვანე თვალებს დააწვრილებდა და მკლავებს ყელზე მოხვევდა.
ბავშვობის მეგობარმა რომ დაურეკა წამსვე მიხვდა რაღაც ხდებოდა. სოფიო ვერ არის კარგადო უთხრა და სხვა არაფერი იყო საჭირო. საქმე მიატოვა და სახლში დაბრუნდა. თითქოს სულ სხვა იყო , არ ლაპრაკობდა ოთახში იყო გამოკეტილი და რამდენიმე დღის შემდეგ გალაქგარეთ გასვლა მოინდომა . ვერ ისვენებდა , მის ოთახში მხოლოდ იმიტომ შევიდა რომ ძველი სათამაშოს აღება სურდა . წერილს წააწყდა და მაშინვე გახსნა იმ წამიდან ყველაფერი თავდაყირა დადგა. სახლის კარი რომ შეამტვრია და შევარდა მისაღევში დაინახა მისი სხეული ჰაერში ფართხალებდა . არ ახსოვს როგორ მოაშორა ყელზე მოხვეული თოკი. არც პირველი რამდენიმე დღე ახსოვდა. შემდეგ ბრაზმა შეიპყრო თითქოს ეს იყო მისი ცხოვრების გაგრძელების მიზეზი , შურისძიება.
შემდეგ ბევრი რამ გააკეთა , ბევრი ისეთი რამ რაც ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული. ის ადამიანიც მოიშორა ვინც მის გონს მოყვანას ცდილობდა და შემდეგ მარიამი მოიტაცა.
სოფიომ რომ გაიღვიძა სხივი დაიბრუნა , მაგრამ ამას ბევრი ტკივილიც ახლდა. ლია დაკარგა , ბავშვობის ნატვრაც გაუქრა და თავად თქვა უარი მასზე.
სოფიოს გვერდით ანდროს რომ ხედავდა ხვდებოდა რომ ისიც უნდა გაეშვა . უკვე ჰყავდა ის ვინც ყველაფერს მისცემდა და ბედნიერი იყო ორივეს გამო .
საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთი ეტაპი იყო სიმშვიდისკენ მიმავალ გზად ეჩვენებოდა, მაგრამ ვერ ხვდებიდა როგორ მოახერხებდა ამას.
ახლა ბნელ სახლში იჯდა, იქ სადაც ზაფხულს ატარებდა ბებიასთან და ბაბუასთან ერთად . იჯდა ვისკის ჭიქით ხელში და ფიქრობდა საკუთატ ცოდვებზე, იმ დანაშაულზე რომლის გამოსწორებაც არ შეიძლებოდა , მაგრამ უნდა ეპოვნა გზა რომ ამ შესანიშნავ ქალამდე მიეღწია. რეალურად არ იცოდა რა უნდოდა მისგან იყო თუ არა ეს სიყვარული , მაგრამ ვერ ივიწყებდა თითქოს გავლენის ქვეშ იყო ალბათ იმიტომ რომ მისი მსგავსი ქალი არასდროს უნახავს.
ერთ დღეს ხედავდა მის ხმამაღალ სიცილს, სირბილს , ცეკვას შუა ქუჩაში გამვლელი ბავშვის გასამხიარულებლად და შემდეგ ხედავდა გატაცებულ ქალს რომელოც საკუთარ თავზე არ ფიქრობდა, ეშინოდა , მაგრამ არ ტყდებოდა . ფიქრობდა კაცზე რომელსაც საშინელ ბრალს დებდნენ რომლის დანაშაულის გამოც ჰყავდა სრულიად უცხოს გამოკეტილი და მაინც ამ მდგომარეობიდანაც იმუქრებოდა. მის თვალებში ამ დროს ქარიშხალს ხედავდა.
ქალებს აღმერთებდა , ერთადერთი რამ იყო რაც ყოველთვის უყვარდა , ამშვიდებდა, აგიჟებდა და ყველაფერს ავიწყებდა , მაგრამ მისი მსგავსი არავის მიმართ განუცდია და თავადაც ვერ იგებდა რა იყო ეს. თითქოს საკუთარი თავი გამოიჭირა დანაშაულში , ზოგჯერ ფიქრობდა რომ მარიამს ასე შურისძიების გამო არ მოქცევია და იმ დროს მას რომ ეხებოდა არავინ არსებობდა იმ დროს .
ფიქრებს ჰყავდა დატყვევებული სოფიომ რომ დაურეკა. სანამ უპასიხებდა სახე დაალაგა და შემდეგ გაუღიმა
_თოკოოო როგორ ხარ მანდ?
_პეპელავ შენ როგორ ხარ? მხატვარი ხომ არ გაბრაზებს
_მხატვარი ნერვებს მიშლის სულ რაღაც საჭმელს მაჩეჩებს და ისე მექცევა ავადაა მგონი ... მიშველე რაა . ახლაც რაღაც უბედურებას მიმზადებს უთხარი რომ ვერ ვიტან ამ ბოსტნეულს და შემეშვაას _ ტუჩებს იწვალებდა ბუზღუნებდა და თორნიკეს ასმაგად ახალისებდა
_სწორია , ძალების აღდგენა გჭირდება. მხოლოდ წამლები და ექიმებთან სიარული ვერ დაგეხმარება . დაუჯერე მაგ ბიჭს და მე ნუ მეწუწუნები. ხომ შეიყვარე სხვა ჩემზე მეტად ხოდა მე შემეშვი
_თოკოოო მაგას როგორ მეუბნებიი . ხომ იცი შენზე მეტად არავინ მიყვარს
_ვის უხსნი სიყვარულს? ტყუილად მოგევლინე პრონცად და გაგაღვიძე მძინარე მზეთუნახავო? _ ანდრეას ხმა გაისმა და მერე გამოჩნდა ლანგრით ხელში _ოჰ ბატონ გიგანს ვახლავარ... საშინლად ჭირვეულობს არ ესმის რომ ნორმალურად უნდა იკვებოს და ენერგია დაზოგოს
_ნერვებს მიშლი
_ჭამე თორემ შიშველს არ დაგხატავ !
_რა ...ჩშშ _ უცებ ააფარა გალეული თითები ტუჩებზე და წამოწითლდა . ანდრეამ თითებზე აკოცა და შემდეგ ჩანგლით ლუკმა მიაწოდა _ვიწყებთ
_არაფერსაც არ ვიწყებთ არ მინდა და მორჩა !
_ბავშვივით ნუ იქცევი დ
_თოკოოო
_თორნიკე გადის ... გკოცნი პეპელა
_მიყვარხარ
_მეც პატარავ
ლეპტოპი დახურა და შემდეგ გაახსენდა სახლი. რატომღაც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გადაავიწყა გეგმები. ფურცელი იპოვმა სადაც არქიტექტორის ნომერი ეწერა და საათს დახედა. არც იმდენად გვიანი იყო ამიტომ დარეკა და დაელოდა . დიდხანს არ უპასუხა გათიშვას აპირებდა ქალის ხმა რონ გაიგო
_გისმენთ სრულიად საგიჟეთის გადამდგარი დედოფალი ხატია , ამჯერად რით შემიძლია გემსახურო ჩემო მკვლელო გულის განმგმირავო გაზაფხულზე კატასავით აღგზნებულო, პატარა ძმაო რომეო _ ქალის მონოლოგს უსმენდა და მობილურს უყურებდა რამე ხომ არ შემეშალაო . მერე სიცილი ვერ შეიკავა და ტუჩები მოკუკმა . მობილურის მეორე მხრიდან ბიჭის ხმაც გაიგო . აქ ვარ ვის ელაპარაკებიო და ქალმა წამოიკივლა _ ვაიმეე ... აბა მე ვის ველაპარაკები როდის მოხვედი ბიჭო ... ისა უკაცრავად მე კი არადა თქვენ ვინ ბრძანდებით ?
_კაცი რომელსაც თქვენი როგორც არქიტექტორის დახმარება სჭირდება , მგონი ცუდ დროს გირეკავთ ხვალ დილით რომ დაგიკავშირდეთ სჯობს აშკარად
_არა ...არა როგორ გეკადრებათ . უბრალოდ ჩვენთან კომპანიაში უნდა მიხვიდეთ ჯერ და
_მარიამმა მირჩია თქვენთან დარეკვა ასე რომ ფორმალური მხარე მოგვარებულია ქალბატონო ხატია
_კარგით მაშინ გისმენთ ...
_სახლის აშენებას ვგეგმავ , ქალაქგარეთ . მინდა რომ ზაფხულამდე დასრულდეს, შესაძლებელი თუ იქნება
_გააჩნია სახლის მასშტაბებს და როდის დაიწყება მშენებლობა. რაც პირადად ჩემზე იქნება დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ . მოდით ასე მოვიქცეთ მითხარით როდის გექნებათ თავისუფალი დრო რომ შევხვდეთ ან მისამართი რომ მომცეთ სად არის ნაკვეთი ტერიტორია რომ დავათვალიერო. მიწაც უნდა შემოწმდეს და მოკლედ შემდეგ მოგვიწევს თავად სახლზე საუბარი ... _სწრაფად საუბრობდა საკმაოდ თავდაჯერებული იყო და ქარიზმატული. საოცარი მუხტი მოდიოდა მისგან
_რომელ საათზე გექნებათ დრო მითხარით და შეგხვდებით
_11 საათზე ... ოფისთან ვიქნები
_კარგით , მაშ ხვალამდე ქალბატონო ხატია
_ნახვამდის
მობილური მაგიდაზე დადო და გაიცინა
_ყველა თავისნაირი გიჟი ჰყავს ირგვლივ, ენერგოვამპირები .
*^**^*^
ზუსტად თერთმეტზე გააჩერა მანქანა შენობის წინ და გადავიდა. კლასიკურ ფორმაში გამოწყობილ ქალს ელოდა სოლიდური შესახედაობით სათვალით , დიდი ჩანთით და სერიოზული გამომეტყველებით. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა ქალის ნომერი რომ აკრიფა და შენობიდან გამოსულ ჯინსებში და ტყავის ქურთუკში გამოწყობილმა წითელთმიანმა გოგომ რომ უპასუხა
_გისმენთ ... აი ამ წამს გამოვედი და მგონი გხედავთ _ ფართოდ გაუღიმა და ხელი გაუწოდა _ გამარჯობა...გუშინ სახელის კითხვა დამავიწყდა
_თორნიკე ... თორნიკე გიგანი.
_სასიამოვნოა... წავედით ხომ? _ მხარზე ტყავის საშუალო ზომის ზურგჩანთა ჰქონდა მოგდებული და აშკარად კანკალებდა . მსხვილი ტუჩები სულ გალურჯებული ჰქონდა
_წავედით ...მანქანა ქუჩის მეორე მხარესაა
_მისამართი მითხარით და ჩემი მანქანით გამოგყვებით
_კარგით , როგორც გინდათ . გზაში თუ ჩამომრჩებით დაგირეკავთ
_არამგონია ჩამოგრჩეთ , მაგრამ მოვახერხებთ რამეს _ ისევ გაუღიმა . ჯიბიდან გასაღები აკოიღო და ახლოს მდგომი შავი აუდისკენ დაიძრა .
გზაში ჩქარა სიარულს არ აპირებდა შორს ისედაც არ იყვნენ , მაგრამ თავად ქალბატონი არ აგდებდა სიჩქარეს. იმაზე სწრაფად მიდიოდა და ისე ატარებდა გაზის პედალზე ფეხის დაბიჯება მოგინდებოდა. მანქანა შესასვლელთან გააჩერა და ისიც უკან მიჰყვა. ეზოში ბევრი ხეები იყო და საკმაოდ დიდი სივრცე. უამრავი რამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო და ხედიც მშვენიერი იყო. გოგო აშკარად აღფრთოვანებული დარჩა
_შესანიშნავია... სახლი რამდენ სართულიანი გინდათ რომ იყოს . ეზოში აუზი , ბაღი, შადრევანი ან რამე მსგავსი ხომ არ გინდათ _ დადიოდა და ყველაფერს აკვირდებოდა უკვე ხელთათმანებიც ეკეთა , ქიდიც ეფარა მაგრამ მაინც უთრთოდა ტუჩები.
_ახალგაზრდა წყვილისთვის იქნება სახლი...გრანდიოზული არა უნდა იყოს. მყუდრო, სასიამოვნო გარემოთი . ალბათ ორ სართულიანი სჯობს. აუზი არ გვინდა სოფიოს წყლის ეშინია . სავარაუდოდ სახლი აქ უნდა იყოს ...სხვა ისეთი არაფერი მაფიქრდება
_მგონი თქვენ საერთოდ არ გიფიქრიათ ამ თემაზე და მხოლოდ მიწა იყიდეთ ცოლი რომ გაახაროთ. იქნებ თქვენი ცოლის დაქალი ან ვინმე დამეხმაროს რომ ვიცოდე რამხელა უნდა იყოს საძინებლები. აივანი, სახურავი , თავად სახლის ფორმა რომ მიახლოებითი ნახაზი გავაკეთო ხომ ხვდებით
_ეს სახლი ჩემთვის არ მინდა ... ჩემი და და მის საქმრო იცხოვრებენ. აქ ლაპარაკს აზრი არ აქვს აშკარად ბევრი დრო დაგვჭირდება. ამ ადგილის გეგმას მოგაწვდით მე , ფოტოებიც მაქვს . ახლა წავიდეთ სადმე დავსხდეთ და ვისაიბროთ... ყინავს აშკარად ცუდი დრო შევარჩიე
_არა , რაც უფრო მალე შევადგენთ სახლის მაკეტს მით უკეთესი ... მაშინ ჩემთან, კაბინეტში გადავინაცვლოდ და თან სავხაზავ კიდეც
_არა...იქ არ მინდა
_უკაცრავად?
_არ მიყვარს საქმიანი გარემო და დაძაბულობა ასე ვერ ვაზროვნებ. სადმე კაფეში დავსხდეთ , მყუდრო ადგილას ჩაიზე ან ცხელ შოკოლადზე დაგპატიჟებთ
_ ოფისში გნახავთ ... ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელი იქნება
_არა ... კაფეში მნახავთ _მკლავში წვდა და გააჩერა _ არ მინდა ოფისში მივიდე სახლის მშენებლობის განმავლობაში უკიდურესი აუილებლობის გარდა
_რატომ?
_მარიამის ნახვა არ მსურს, არც ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს და იქნებ როგორმე გაითვალისწინოთ
_მარიამთან არ გაქვთ კარგი ურთიერთობა? ჩვენ ჩემს უფროს მარიამზე ვსაუბრობთ თუ რაღაც შეცდომაა
_ყველაფერი ხდება ...
_ძალიან მინდა უარი გითხრათ , მაგრამ თან ძალიან უცნაური მზერა გაქვთ , ვგიჟდები ლურჯ თვალებზე და ამიტომ იყოს ისე როგორც გგნებავთ ბატონო თორნიკე. მაშინ იქ წავალთ სადაც მე მინდა და მყუდროდ ვიქნები... ჩაიზე მე დაგპატიჟებთ _ ხელი ასწია რომ გაეჩუმებინა და წინ წავიდა_მისამართი შეტყობინებაში მოგივათ _ სწრაფად მიდიოდა , მერე მანქანაში ჩაჯდა და ძრავა სწრაფად აამუშავა.
კაფესთან ელოდა და მერე პირდაპირ შევიდა. მიმტანსაც მიესალმა და ყველა თანამშრომელს. როგორც ყოველთვის ოღონდ ორიო უთხრა და ბოლოსკენ წავიდა. ტყავის სავარძელზე ჩამოჯდა და მაგიდა გაათავისუფლა . ჩანთიდან ფურცელი ამოიღო მაგიდაზე გაშალა და ხაზვა დაიწყო. თორნიკემ საერთოდ ვერ გაიგო რას აკეთებდა ისე უცებ დაასრულა. შეკვეთაც მიუტანეს ჩაი და რაღაც თორნიკესთვის უცნობი ნამცხვარი რომელიც ქალბატონმა მაშინვე დააგემოვნა და თან ხაზვა განაგრძო
_თხილით ხომ არ არის ...
_არ არის _თვითონ უპასუხა და პატარა კოვზი რომლითაც ნამცხვრის ნაწილი ჭამა ტუჩებშორის მოიქცია. შემდეგ ისევ ჩამოჭრა პატარა ლუკმა და ისიც მიირთვა. შუაში მდნარი შოკოლადი იყო , მარცხენა ხელით ხაზავდა და მარჯვენაში კოვზი ეჭირა. თორნიკე ჩუმად იჯდა ჩაის სურნელი სუნთქვის ცენტრს უღიზიანებდა და დაგემოვნება გადაწყვიტა, ძალიან მოეწონა და ამიტომ ფინჯანი თითებსშორის მოიქცია, სავარძელს მიეყრდნო და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა
_ რატომ დუმხართ ,მომიყევით
_რა მოგიყვეთ
_როგორი ქალები მოგწონთ... ქვემოდან ამოხედა და წარბები მაღლა აზიდა
_მთავარია ბუნებრივი იყოს და ვნებიანი _თითქოს ვერ მიუხვდა ისე უპასუხა და ნამცხვარი დააგემოვნა
_სერიოზულად? მითხარით რაიმე წყვილზე ვინც ამ სახლში იცხოვრებს თორემ ისეთს დავხაზავ როგორიც მე მომეწონებოდა
_დახაზეთ ...მაინტერესებს როგორი გემოვნება გაქვთ მერე მთავარია დეკორატორები როგორ მოაწყობენ ავეჯი, კედლების ფერი და ასე შემდეგ
_წარმოდგენაც არ გქონიათ სახლებზე ... თუ გეგმაა საშინელი ვერაფერსაც ვერ გააკეთებ. თუ საძინებელი არასწორ მხარესაა...სააბაზანო პატარაა და აივანი სადღაც საშინელ ხედს გადაჰყურებს როგორი ფარდებიც გინდათ ისეთი დაკიდეთ მაინც არაფერი ეშველება
_ნუ ღელავთ ასე სჯობს განაგრძოთ საქმე...აშკარა უფრო მშვიდად ხართ ფურცელთან ურთიერთობის დროს_გაიცინა და თვალები დაუწვრილდა გოგომ კი წითლად შეღებილი თმის ნაწილი უკან გადასწია და თვალები დახუჭა. მერე უცებ გაახილა , ისევ უყურებდა
_მე ემოციების გარეშე არ შემიძლია და თუ თქვენ პრობლემა გექმნებათ ბატონო თორნიკე მაშინ სხვა კომპეტენტურ პირს შეგახვედრებთ და დროს არ საგაკარგვინებთ
_არავითარ შემთხვევაში... მოდი საქმეზე გადავიდეთ . გოგო მოცეკვავეა , უკრავს კიდეც და მღერის ... ბიჭი მხატვარია და ორივე კომფორტისა და სიმყუდროვის მოყვარულია. სოფიას ღია სივრცეები უყვარს და ოთახები მაქსიმალურად დიდი თუ იქნება კარგი იქნება , ნათელი რომ გამოვიდეს ისე
_შესანიშნავია...პირველ სართულზე მინის კედლებს გავაკეთებთ . ორი მხრიდან შესანიშნავი ხედია . უკან ჩვეულებრივად დახურული იქნება . მისაღებიდან მინდვრის ნაწილი დარჩება...აქ ბაღის გაკეთება იქნება შესაძლებელი ბავშვები თუ ჰყავთ სათამაშოებს განათავსებენ და დააკვირდებიან კიდეც იქესდან_მაშინვე დაიწყო ხაზვა და ლაპარაკი. საძინებელთან აივანი იქნება რა თქმა უნდა ... გარდერობისთვის ოთახი , სააბაზანო ... მხატვარს სივრცე დასჭირდება აქვე გასასვლელი იქნება მალე რომ გავიდეს თუ ხატვა მოუნდება . თქვენს დას რაც შეეხება პირველ სართულზე რომ გავაკეთოთ ოთახი სადაც იცეკვებს და ინსტრუმენტებსაც დააწყობს ... ან საერთოდ ქვემოთ შეგვიძლია გავაკეთოთ ... მიწის ქვეშ იქნება , მაგრამ აქედან პირდაპირ ტყის ხედი იქნება მეორე მხარეს დიდ სარკეებს გააკეთებენ _ სრულიად შეშლილი იყო ისე დაუბრობდა თითქოს საკუთარ სახლს აკეთებდა. ტუჩებს იწვალებდა, თმებს არ ეშვებოდა და ფანქრის თავს ქვედა ტუჩზე ისე აკაკუნებდა თითქოს ასე უფრო აზროვნებდა _ ყველაფერი გასაგებია ... მგონი ძალიან კარგი გამოვა. აი ნახეთ? ხვალ თუ გეცლებათ საღამოს სრულ სურათს მპგიტანთ. დავხაზავ და გადმოგიგზავნით . თან ფოტოებიც მექნება და მერე შესწორებებისთვის დამიკავშირდებით
_გგონიათ რამე მესმის ახლა ამ ხაზების? _ ფურცელს დააკვირდა და თვალები გაუფართოვდა
_კარგით აგიხსნით _ისევ თავიდან დაიწყო ლაპარაკი. ამჯერად მასთან ახლოს გადაჯდა და ახსნის დროს ახალი იდეებიც გაუჩნდა .
_თითქმის ვიცი როგორიც იქნება _ ნახაზს ხელისგულებით დაეყრდნო მერე გასწორდა და მხრით გიგანს მიეყრდნო. მისი სუნთქვა ყელზე მოეფრქვია და უცნაურად გააჟრჟოლა. გაეღიმა მერე გვერდით გაიხედა და მის მუქ ვისფერ თვალებს თავისი კატისფერი მზერა გაუსწორა . თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა სურნელი, მერე ტუჩები გაილოკა და გაიცინა _ მმ შესანიშნავი სურნელი გაქვთ ბატონო თორნიკე ... ხვალამდე_ მშვიდად წამოდგა ნივთები ჩაალაგა ,ხელი გაუწოდა მომღიმარ გიგანს
_ხვალამდე ...
_ნახვამდის

პირველი დღე უცნაური იყო ნამდვილად თუმცა თორნიკეს ბევრი არ უფიქრია ამაზე. ყოველი შეხვედრისას დადებითად იმუხტებოდა. იმ დროს რომელსაც მასთან ატარებდა სხვაზე ნამდვილად ვერ ფიქრობდა და მთლიანად სახლის საქმეებზე იყო გადართული. იმდენად ბევრი რამ იყო ასარჩევი რომ სახლის ყიდვაც კი იფიქრა , მაგრამ ბოლო ნახაზი რომ ნახა და ტუჩებსშორის ფანქარგაჩრილმა ქარდავამ ყველაფერი დეტალურად დაუხატა საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა.
რადიკალური ცვლილებების გატარება მოუხდა. საქმესთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა ჰქონდა. მამამისის კომპანიას საერთოდ შეეშვა და მხოლოდ ის საქმე დაიტოვა რაც თავად შექმნა. ახლა დიდ რისკზე მიდიოდა ყველაფრის თავიდან დასაწყებად , მაგრამ საქმეში ყოველთვის ასეთი იყო.
სახლში იყო კოსტანტინე რომ მივიდა . ჩუმად დაჯდა მის წინ სასმელი დაისხა და დალია.
_შევრიგდით?
_არა !
_აბა აქ რა გინდა
_რამდენი კრედიტი აიღე ახლა დათომ ის შენი კომპანიონი რომ აიძულოს და დედა გიტიროს საიდან მოიტან ამდენ ფულს
_მოვახერხებ რამეს... თანაც არ გააკეთებს მაგას . მე საქმეში შეცდომები არ მაქვს
_ასე უნდა გირტყან ახლა ხან ვინ და ხან ვინ?
_და რა გავაკეთო კარგი ბიჭი ვარ_თქო ვუთხრა და იქეთ ვცემო რომელიმე? მეტიც მეკუთნის მამენტ , მაგრამ რატომღაც ცივილიზებულობისკენ იხრებიან
_როგორ არიან ისინი
_შენ არ ურეკავ?
_სულ ხო არ დავურეკავ ... ის ანდრეა ისე მიყურებდა შორიდან მგონი იეჭვიანა და ძლივს ერთად არიან ახლა ჩემ გამო ვერ ვაჩხუბებ
_დაიკიდე...ეგ ეგრეა სულ . არაფერსაც არ იჩხუბებენ. ვეტყვი მერე ვინც ხარ თუ შემირიგდები
_არ მითხრა მომენატრეო
_პიდარასტივით ნუ მელაპარაკები ... მომენატრე არა
_იცი რაზე ვბრაზდები? არაფერი რომ არ მითხარი . მე მგონია რაღაც საქმეს აკეთებ გულს აყოლებ და შენ თურმე შურისძიების გეგმას სახავ ...
_გამოვყლ*ვდი ერთხელ და უნდა შ*მცე ახლა შენც? სულ? აი მგონია რო ყველა ყოველთვის მაგ ამბავს გამახსენებს და ვერასდროს დავივიწყებ
_დავიწყება გინდა და მარიამი მიყვარსო გაიძახი?
_რომ მევასება ხომ იცი
_სხვისი ცოლია, სხვისი ქალია და მარტო იმის გამო რომ მაგარი ქალია და აღფრთოვანდი აქ არ უნდა იყო და სისულელეებზე არ ფიქრობდე
_რომ მივხვდები მაპატია , შევეშვები ...ახლაც არაფერს ვაპირებ
_ალექსანდრემ ერთი ორი რომ მოგარტყა გგონია ბულკია და არაფერს გააკეთებს? წარმოდგენა არ გაქ დადვანი ვინ არის...
_ვინ არის ... მკვლელია? არ არის...გიჟია? არ არის
_გიჟია და თან როგორი...მარიამის გამო წლების წინ ერთი ბიჭი ისე სცემა ძლივს ააწყვეს პირდაპირი მნიშვნელიბით. ცოტაც და შემოაკვდებოდა . საკუთარი თვალით მაქვს ნანახი როგორ ურტყავდა მიუხედავად იმისა რომ ორი კაცი აკავებდა . ის ბიჭი ჩემი მეზობელი იყო და დამიჯერე მისი სახე რომ ვნახე მეც კი შემეშინდა
_არ შემიძლია ეს მოთხრობილი ზღაპრები ხომ იცი...იმაზე უარესი რა უნდა გავაკეთო უკვე რაც მოხდა და თან ხომ იცი მაგრად რა დამემართება. ახლა შეიძლება ეგეც სჯობს , ყველაფერი მარტივი იქნება უფრო. სოფიოს ანდრეა ჰყავს ვიცი ცოტა ვერ არის, მაგრამ ჩემი და მასთან მაგრად იქნება
_ანდრეა ძმას შეუცვლის? რას ბოდავ ნეტავ აზრზე თუ ხარ
_არ ვარ...რაღაც ისეთი მინდა რაც ყველაფერს დამავიწყებს. სული მეხუთება და შენ ვერ გაიგებ. ეს რომ გაიგო შენც უნდა დაარტყა ქალს , დაარტყა და მერე უარესიც სცადო. მერე უნდა ხედავდე მის სახეს და პლიუს გახსოვდეს მისი სურნელი ...ეს ქალი უნდა გაგიჟებდეს და ეს ორი გრძნობა ერთმანეთს ერეოდეს ...უნდა იხრჩობოდე რომ გაიგო როგირ ვარ _სახე ხელებში ჩამალა და დიდხანს იჯდა ასე მოხრილი_ზოგჯერ მგონია რომ თავი გამისკდება...ვეღარ ვიძინებ საკუთარი თავი მეზიზღება . იმაზე უარესი ვარ ვიდრე გიაა ? იმაზე დამპალი ვიდრე ლია და საერთოდ ამ სისხლს ვერ ვიტან რომელიც ძარღვებში მაქ ...მითხარი სიკვდილი შვება არ იქნება?
_ჯოჯოხეთში დაიწვები და სამუდამო ტანჯვას მიიღებ. სჯობს დარჩე ბევრი კარგი და გონივრული საქმე გააკეთო. ეცადო იცხოვრო და მერე ყველა იქ წავალთ
_შენ გჯერა რომ შევძლებ? სერიოზულად? ნწ, თორნიკე გიგანს საერთოდ აღარ შეუძლია საკუთარ თავთან ბრძოლა და ფეხზე მყარად დგომა. ახლა მუხლებზე ვარ დაცემული ... ბოდიშამდე და პატიებამდე რომ მიიყვან საქმეს, საკუთარ თავს რომ ვერ პატიობ და მაგრად გაქ მიქარული მერე ყველაფერი ერთი დიდი ნ*ხვის გროვაა . მე მაგრად ჩავეფალი
_შენი საკუთარი თავისადმი სიძულვილი ყოველთვიდ მაოცებდა და ახლა პიკს მიაღწიე...იცი რა გჭირდება?
_მაინც რა მჭორდება კოსტიკ_ჩაიცინა და სასმელით სავსე ჭიქას დახედა _რამე მჭირდება ? მიშველის რამე?
_გიშველის ... ის ვისაც ეყვარები უბრალოდ , ძალიან მარტივად ეყვარები შენ თორნიკრ გიგანი
_როგორ მიყვარს შენი ოპტიმისტი ხასიათი ... მგონი მართლა მომენატრე შე ჩემა
_ის წითური ვინ არის
_ვინ წითური
_გოგო წითლად შეღებილი თმით... კაფეში დაგინახეთ ერთად . ლამაზია
_ხატია? გაგაცნობ მერე ... არქიტექტორია თან საკაიფო . სოფიოსთვის სახლს მაშენებინებს მაგარი შარი ყოფილა არასდროს დააპირო აშენება
_დამევასა ხო ...მაგარი ნაშა ჩანს
_ატრაკებ
_ცეცხლი იქნება ნამდვილი ... წარმოვიდგინე უკვე
_რა წარმოიდგინე ბიჭო ვიღაც ბ*ზი კი არაა რო გაგცნო და ჩაგიწვეს ეგრევე . წესიერ , ჭკვიანი გოგოა , ცოტა გიჟია ...არა ცოტა ძაან გიჟია. არაფერი აინტერესებს და ადარდებს
_ხოო არა? იქნებ მარიამმა თვითონ გამოგიგზავნა ის ვინც გჭირდება
_რომანტიკოსი გამხდარხარ ძმაო ჩემო ..._ხარხარი დაიწყო და სავარძელში გადაწვა , ფეხები მაგიდაზე დააწყო და ისევ დალია _ იცი რას ვფიქრობ?
_აბა რა მოიგონე ახლა
_სოფიო და ანდრეა რომ ჩამოვლენ ცოტა ხნით კიდევ დავრჩები მერე საქმეს ვინმეს გადავაბარებ და მთაში წავალ... ან სადმე სადაც მარყო ვიქნები და მშვიდად, მონასტერში წავიდოდი, მაგრამ ცოდვებით დამძიმების მერე რომ გინდება წასვლა და ღმერთთან საუბარი ძალიან არ შემიძლია.
_ადგილები ნამდვილად ბევრია , სიმშვიდისთვის ხეტიალი ნამდვილად გამოდგება
_აქ იქნები ?
_ცოტა ხნით ...
_გამაკონტროლებ რამე სისულელე არ ჩავიდინო ხო?
_დაახლოებით... გირეკავენ
_აი ახსენეო და რეკავს არქიტექტორი _გისმენ ხატია
_გვიან გირეკავ ვიცი, მაგრამ ხვალ ვერ შეგხვდებით . ყველაფერი ჩემს კაბინეტში იქნება და თუ მიხვალთ იქ დაგხვდებიან ბიჭებიც . ისინი გაგაცნობენ ყველაფერს
_რატომ არ იქნები?
_არ შემიძლია , პრობლემა მაქვს და იმედია არ გაბრაზდებით ბატონო თორნიკე
_ზეგ იყოს ხვალ თუ არ შეგიძლია
_ვერ შევძლებ ახლო მომავალში სახლიდან გამოსვლას . დაგეხმარებიან კომპეტენტური პირები. კარგად ბრძანდებოდეთ
_გათიშა...რა დაემართა ნეტავ
_რა ხდება
_არ მცალიაო სხვები მოგხედავენო ... ანუ ხვალ მარიამი უნდა ვნახო
_რა გინდა მისგან ისიც არ იცი
_მინდა ჩემი იყოს
_ალექსანდრეს ადგილას ყოფნა რადგან გინდა იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად მარიამი გინდა ! შენ უბრალოდ სიმშვიდე გინდა რომელსაც რაც უფრო უახლოვდები მით უფრო დიდ ბარიერს გახვედრებს ყოველთვის
_ოიი საცოდავი თორნიკე როგორ დასაჯა ღმერთმა თუ ვიღაც სხვამ ...ბედმა ან არ ვიცი რაც . აფსურდია ეს ყველაფერი ეშმაკიც და ათასი უბედურება ვისაც ვაბრალებთ საკუთარ შეცდომებს . სინამდვილეში კი შეცდომებს თავად ვუშვებთ ჩვენი ბნელი მხარე ზოგჯერ იზრდება , ზოგჯერ მცირდება , მაგრამ არასდროს ქრება
_მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ წინასწარ იმასაც ვერ განსაზღვრავ 100% ალბათობით რომ ხვალ დილით აუცილებლად შეჭამ ყველიან ტოსტებს და კარაქიან პურს , რადგან შეიძლება დილით ადრე ვერ გაიღვიძო და საუზმის გარეშე გასვლა მოგიხდეს ან აღმოაჩინო რომ საერთოდ არ გინდა საუზმე ან უცებ შემწვარი კვერცხი მოგინდეს
_შენს შედარებებზე ვგიჟდები კოსტ
_შენ იცი რასაც ვამბობ და დამიჯერე ხოლმე ... შეწყვიტე ეს ყველაფერი. საკუთარი თავი გაათავისუფლე ეცადე არ იმეორო რომ მარიამი გიყვარს. დამოკიდებულებებს ბევრი რამ შეუძლიათ შეცვალონ
*^*^*
მეორე დღეს ოფისში მივიდა. მარიამი დერეფანში დაინახა ვიღაც ქალს ესაუბრებოდა და რაღაცას უხსნიდა გაბრწყინებული სახით. მერე ერთ_ერთ კაბინეტში შევიდა .
რაღაც გაუგებარს გრძნობდა რომ ხედავდა , ყველაფერი ახსენდებოდა და თავის ტკივილი ეწყებოდა თითქოს სისხლძარღვები ეხშობოდა .
ხატიას სახელი დაინახა კარზე და დაკაკუნების შემდეგ შევიდა. იქ რამდენიმე ადამიანი ელოდა , ყველას მიესალმა და შემდეგ სავარძელში დაჯდა. ყველა პროფესიონალი იყო , მაგრამ რაღაც საქმიან თათბირზე ეგონა თავი და ვერაფერს იგებდა . უცებ გააჩერა გოგონა ნახაზთან რომ იდგა
_უკაცრავად შეგიძლიათ მითხრათ ხატია სად არის? ახალი საქმე აქვს?
_არა , ხატიას საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს ხოლმე ...უბრალოდ უბედური შემთხვევა შეემთხვა . ხელო აქვს მოტეხილი და ვერ შეძლებს მუშაობას , თუმცა ყველაფერს მასთან ვათანხმებ ისევ ჩართულია საქმეში
_გასაგებია... გამდლობთ. თუ არ მიწყენთ სხვა დროს განვაგრძოთ _ყველა რომ გავიდა შემდეგ მივიდა გოგონასთან _ნონა ხომ?
_დიახ
_ნონა , შეგიძლიათ ხატიას მისამართი მომცეთ?
_იცით არ უყვარს მისი პირადი სივრცის დარღვევა საქმიანი
_ძალიან რომ გთხოვოთ? _ავტომატურად ერთვებოდა მოფლირტავე კაცის ინსტიქტი რომელიც თითქმის ყველა ქალზე მოქმედებდა .
კართან იდგა და ელოდა როდის გაუღებდნენ . უცხო ბიჭი რომ გამოჩნდა ზღურბლზე რაღაც სისულელის მოგონებაც სცადა სრულიად სხვა სახელი რომ ეთქვა , მაგრამ მერე გადაიფიქრა
_ხატია ქარდავა აქ ცხოვრობს ხომ?
_დიახ ...
_მე , მეგობარი ვარ
_მობრძანდით...მისაღებშია . ხატიააა სტუმარი გყააავს და ჩამოსწიე ფეხები მაგიდიდააან_ დერეფნიდან გასჩხავლა მერე ქურთუკი აიღო და კარში გასვლამდე დაუძახა _წავედიიი მეეე გვიან მოვალ და თუ სადმე კიდე აილეწე სასწრაფოს დაურეკე
_სად მიდიხარ ბიჭოოო ვინ სტუმარი შენ რანაირი ძმა ხარ უმადუროოოო . ავდგები და მოგკლავ იცოდე შენც და იმ შენს თხა შეყვარებულსაც .
დივანზე იჯდა, შიშველი ფეხები მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი . წითლად შეღებილი თმა დაუდევრა ჰქონდა შეკრული . პიჟამაზე ხალათი ჰქონდა მოცმული , მარჯვენა მხარეზე მხოლოდ . ტელევიზორის წინ იჯდა და რაღაც სერიალს უყურებდა
_შეიძლება ? _ გიგანის ხმა რომ გაიგო მაშინვე წამოიკივლა .
_ბატონო თორიკე? სად ვარ... სიზმარია ისევ? საქმის სხვისთვის გადაბარებას ვერ ვიტან , მაგრამ არ დამესიზმრებოდი მაგის გამო ხო?
_ნონამ მითხრა რაც გჭირდა და გადავწყვიტე მომენახულებინე ... _ ინსტიქტურად ეღიმებოდა ამ ქალის დანახვისას . ლოყაზე აკოცა და ის რამდენიმე პარკი მაგიდაზე დაალაგა_რა დაგემართა ...
_არ იყო საჭირო შეწუხება ...
_გგონია ვწუხვარ აქ რომ ვარ?
_მე დავიბენი, მართლა ვერ ვხვდები ...თუმცა გმადლობთ რომ დაინტერესდდით ჩემი მდგომარეობით. დაბრძანდით _ოთახი არეული იყო. ძირითადად ბიჭის ნივთები ეყარა. ზოგან ფურცლები იყო, ზოგან ლუდის ქილები. ერთ ერთი ხალიჩაზე ყოფილა და ფეხი რომ დააბიჯა ხატიამ წამსვე დაკარგა წონასწორობა
_ფრთხილად.._ თორნიკემ ძლივს დაიჭირა . მერე მხარზე ჩამოვარდნილი ხალათი გაუსწორა და გოგოს გაუღიმა_ასე თუ დადიხართ სულ ახლა მესმის ხელი რატომაც მოიტეხეთ
_ხელი მთაში მოვიტეხე ... თხილამურებით ვსრიალებდი და უბედური შემთხვევა მოხდა
_ის არ უნდა გააკეთო ხოლმე რაც არ გამოგდის თუ ასეთი სახიფათო რამეა
_სხვა შემეჯახა თორემ მე ბავშვობიდან ვსრიალებ _ გაბრაზდა და უცებ აიღო ყველაფერი რაც ზედმეტი იყო _ეს ბავშვი კიდე გამაგიჟებს. ყველგნ რაღაცას ტოვებს სადაც კი დაჯდება .
_არაა საჭირო ...ნუ გადაიღლები ისედაც გტკივა ალბათ . მოდი , დაჯექი და მითხარი რა გვრშველება მე და ჩემს სახლს _ ხელი ჩაკიდა და ისევ დივანზე დასვა
_ნონა არ მოგეწონათ? ყველაფერი დასრულებულია მშენებლობაღა დარჩა. ხომ შეგხვდათ მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი და
_კი ყველაფერი კარგია , მაგრამ შენ რომ არ ხარ ვერაფერს ვიგებ და საერთოდ არ მინდა დაძაბულმა ვუსმინო ... არსად მეჩქარება. მაინც გაზაფხულზე დაიწყებენ მშენებლობას მანამდე ხელიდან თაბაშირსაც მოიხსნი
_კი, მაგრამ
_არავითარი ,მაგრამ თქვენ დაიწყეთ და თქვენ დაასრულებთ
_ასე კატეგორიულად? _ თავი გვერდით გადახარა და ღიმილშეპარული მზერა მიაპყრო გიგანს _კარგი, მგონი არ ვარ წინააღმდეგი. მაგრამ არ მომწონს ჩემი მუშაობით ასე მოხიბლულს ბატონს რომ გეძახი ასე რომ დღეიდან თორნიკე იქნები ან სხვას თან იმუშავებ
_რადგან მაშანტაჟებ სხვა რა გზაა
_მაშ, თორნიკე ყავას დალევ, ჩაის თუ ჩემს მომზადებულ ცხელ შოკოლადს
_ერთი ხელით აპირებ მაგ რომელიმეს გაკეთებას? მაშინ არ მინდა თორემ ვფიქრობ მოტეხილობას დამწვრობაც დაემატება
_ღმერთო ჩემო შენ გგონია რომ მე მხოლოდ ხაზვა მეხერხება? წარმოდგენაც არ გაქვს ერთი ხელითაც რამდენად კარგად ვაკეთებ ყველაფერს ...მოდი ცხელ შოკოლადს მოვამზადებ და ჩემს საფირმო ორცხობილებს შემოგთავაზებ
_შენთან ყოველი შეხვედრის შემდეგ ჩემს სხეულში გლუკოზის დოზა იმატებს
_ტკბილი ვარ და ეს ყველამ იცის ვინც 10 ჯერ მაინც შემხვდება ნახევარ საათზე დიდი დროით ...

რომ მიდიოდა ფიქრობდა რომ უბრალოდ ნახავდა და მალევე წამოვიდოდა, მაგრამ არასასურველი სტუმარივით დარჩა და საერთოდ ვერ გამოვიდა კომფორტის ზონიდან რომელიც ასე დიდი დოზით იყო ხატიასთან.
_შენი ძმა მართლაა რ აპირებს დაბრუნებას?
_არავის უნდა ხელმოტეხილ დასთან სახლში ჯდომა ... ნებისმიერ დროს გარბის შანსი რომ მიეცემა . მივეჩვიე უკვე იმ ფაქტს რომ ჩემი ძმა ყველგანაა ამ ბინის გარდა ... მგონი ზედმეტად გადავუხვიე ჩვენი სასაუბრო თემის ჩარჩოებიდან
_ვერ ვიტან ჩარჩოებს მითუმეტეს საუბრისას ... მეც უნდა მასწავლო ამ ორცხობილების მომზადება
_კარგი რა ...შენ და ორცხობილები?
_ხოო ზედმეტი მომივიდა მე და ცხობა ზედმეტად შორს ვართ , თუმცა სადაც ხორცი , თევზი და კალორიებია შემიძლია მიმზადება ...ასე ნუ იცინი თორემ მგონია რომ ფქვილში დასვრილს მიყურებ როგორ ვთქვეფ კვერცხის ცილას და შაქრის პუდრას
_მოგიხდება დარწმუნებული ვარ ... თუმცა შენი თითების სინატიფეში ეჭვი მეპარება . ზედმეტად გრძელი და ძლიერი ჩანს _მზერა დაუფარავად გადაიტანა გიგანის თითებზე რომელიც ბარძაყზე ელაგა და ტუჩები ერთმანეთს შეახო , მერე თითები ყელზე შეიცურა და თავი აიძულა ფიქრები შეეწყვიტა , მაგრამ არ გამოუვიდა _ჯანდაბა , შენი თითები
_ჩემი თითები ბევრს მოსწონს მე კი ზოგჯერ დამტვრევა მინდება , რადგან არც ისე კარგ საქმეებს აკეთებენ ხოლმე
_ახლა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩება რომ ვინმე მოგიკლავს მაგ ხელებით ან სიკვდილამდე გიცემია
_არ მომიკლავს , მაგრამ ეგ არაფერს ცვლის. შენ მგონი წამლის დალევის დრო გაქვს. თვალი მოვკარი მაცივარზე გაკრულ დანიშნულებას
_მოგვიანებით დავლევ...ჯერ არ მტკივა
_მერე ძალიან გეტკინება და სჯობს ახლავე დალიო
_მოგიტეხავს ხელი? მე პირველად მოვიტეხე და საშინელება იყო . ისე მიშლის ნერვებს ეს უძრაობა სადაცაა გავგიჟდები
_მომიტეხავს ...ორჯერ მარჯვენა ერთხელ მარცხენა. ფეხი ერთხელ და დამიჯერე ხელის მოტეხვა სჯობს ... ფეხი ახლაც მტკივა ხოლმედა რომ ვერ დავდიოდი ვგიჟდებოდი
_რა არის ამდენჯერ როდის მოასწარი
_პირველად ბავშვობაში გადმოვვარდი ხიდან...დედაჩემის წასვლას ვაპროტესტებდი . არ ჩამოვალ სანამ არ მოვა _თქო და ბოლოს რომ ჩამეძინა ჩამოვვარდი. მერე უკვე დიდი ვიყავი ჩხუბის დროს ცუდად დავეცი და მომტყდა. ერთიც ავარიის დროს
_ჩემი თხილამურების ამბავი აშკარად სჯობდა ... შენი და როდის ჩამოვა მოახერხებ სიურპრიზის დახვედრებას?
_ვერ მოვასწრებთ , მაგრამ არაუშავს. მთავარია დასრულდეს
_გამინადგურა ორცხობილების ზამთრის მარაგი...ერთი ხელით რას გავაკეთებ _ უცებ შეიცხადა და თორნიკესაც გაეცინა. მაინც განაგრძო შოკოლადიანი ორცხობილების დაგემოვნება
_დამირეკე რომ გამოილევა და გაკეთებას გადაწყვეტ მოვალ და მოგაწოდებ ინგრედიენტებს
_შენ თუ გგონია რომ შემრცხვება და არ დაგირეკავ ძალიან ცდები
_შენ თუ გგონია რომ არ მოვალ ძალიან ცდები_ზუსტად იგივე ტონით უპასიხა მერე ორი ორცხობილა მოჰპარა , ლოყაზე აკოცა და დაემშვიდობა.

იცოდა ხატიას ზედმეტად რომ მოსწონდა , მაგრამ სერიოზულად არ უყურებდა ამ ყველაფერს და ბევრს არც ფიქრობდა. ჭრელ ხელსაწმენდში ჰქონდა გახვეული ორცხობილები და ისე მიჰქონდა სახლში კოსტანტინე რომ შეხვდა
_ეგ რა არის ...
_გადმოსახლდი ბარემ...მამოწმებ თუ რა ხდება
_დიდი ხანია გელოდები... სამსახურში არ იყავი . სად დადიხარ. იმედია მარიამს არ დაჰყვები
_თუ ღმერთი გწამს ...მანიაკი ხომ არ ვარ _ სახლში შევიდა და ტყავის ქურთუკი გაიხადა
_აბა სად იყავი
_ჩემს ნაცნობს ხელი აქვს მოტეხილი და მოსაწყენი დროის გაყვანაში დავეხმარე
_შენი მეგობარი აქ მე ვარ და უბრალოდ ნაცნობებს როდის უმაღლებდი განწყობას
_შეეშვი ან ტონით საუბარს და ეს გასინჯე...ბავშვობის გემო გამახსენდა . ძიძა მიცხობდა რაღაც ასეთებს _ ერთი ცალი მისცა და მეორე მაგიდაზე დადო
_სად იპოვნე ესენი ... მეც მიყვარს
_ხატიას მოვპარე !
*^*^*^*^*^
ალექსანდრე ბიჭებთან ერთად ვახშმობდა რესტორანში შეხვდნენ ყველას თავისუფალი დრო ჰქონდა და შანსი არ გაუშვეს.
_ახალი წელი მოვა მალე და რას ვაპირებთ ხალხო?
_შენ სახლში არ იქნები?
_გამოვალ მერე შე ჩემა დედაჩემი პირველ საათზე იძინებს მივუშვებ მამაჩემს და წამოვალ_რეზი იცინოდა და როგორც ყოველთვის ჭინკები უხტოდნენ თვალებში
_კლუბში მოდით გვიან ... ღია წვეულება იმართება . კარგი სიტუაცია იქნება _ დუდამ შესთავაზა
_კარგი აზრია რესტორნებს და სადმე სახლში ყოფნას სჯობს აშკარად თან შენთან სულ კარგი სიტუაციებია
_დუდიიკ ვინ იქნება ახალ წელს მიმტანი? ის ხუჭუჭა ქერა ხომ არ იქნება?
_დაჩი , შეეშვი იმ გოგოს . შეყვარებული ჰყავს , სწავლობს და შენთვის არ სცალია
_არ ჰყავს შეყვარებული...დაშორდა და რატო შევეშვა ? დუდაა არ გინდა ისე რომ ქნა რომ იქ იყოს?
_როგორც მიმტანი თუ გასართობად მოსული ... შევფუთო თუ ისე მოვიყვანო
_ნუ ატრ*კებ ძმურად ...
_არ მიცნობდე მაინც ხომ იცი რომ ჩემს სტატუსს არ გამოვიყენებ და არაფერს ვუბრძანებ . არაა მორიგე და სად იქნება შესაბამისად არ ვიცი. ახალ წელს ქალაქიდან მიდის როგორც ვიცი
_ეს ის ქერაა მაშინ რო მიგასვა შე ჩემა? _რეზი ახარხარდა და დაჩის ხასიათი გაუფუჭა
_ნუცას ვეტყვი და დამეხმარება შენ უგულო ხარ
_უთხარი ხო _ გაიცინა და ღვინო მოსვა _ ნუცას არ სცალია ოღონდ . სამსახურშია
_რას უშვები იმ გოგოს არ გვინახავს საუკუნეა ... მარიამი გაგიჟებული მყავს
_ჩემ დღის გრაფიკს სწავლობს ...მალე დაიღლება და შეეშვება _ ჩაიცინა და ალექსანდრესაც გაეცინა
_ოხ დუდა რა შარში ჩაიგდო თავი ნუციკომ
_შარში მაშინ გაეხვა რომ დაეჯახა ... არა ისე კარგად ატარებს და როგორ დაგეჯახა მაინც მიკვირს
_დუდიკა რომ დაინახა თვალთ დაუბნელდა და მუხრუჭზე ფეხის დაბიჯება დაგვიანდა _ალექსანდრემ ისევ გაიცინა და მერე გაჩერდა ირინა რომ დაინახა. შორს იჯდა ვიღაც ქალთან ერთად თავზე ბიჭი ადგათ რაღაცას ეუბნებოდა ის კი სერიოზული სახით ესაუბრებოდა. ცოტა ხანს უყურებდა ირინა ამდენ ხანს რომ არ გაიღიმებდა ეგ უკვე ცუდის ნიშანი იყო. არ უნდოდა ჩარევა , მაგრამ ვერ მოითმინა ბიჭი მკლავში რომ წვდა და ქალმა მისი მოშორება დაიწყო. ბიჭებს აღარ უსმენდა უცებ წამოდგა და რესტორნის ნახევარი წამებში გადაიარა . ბიჭები გაკვირვებულები უყურებდნენ მხოლოდ დუდამ შეამჩნია მისი მზერის ობიექტი და სიტუაცია რომ შეაფასა ბიჭები დაამშვიდა.
ალექსანდრე მაგიდასთან მივიდა ხელის მარტივი მოძრაობით გაათავისუფლავირინას მაჯა და მათ შორის ჩადგა
_გამარჯობა ირინა, როგორ ხარ ?
_ალექსანდრე _ქალს სახე გაუნათდდა მისი დანახვისას _კარგად , შენ როგორ ხარ _მოეხვია და ლოყაზე აკოცა
_შენს ნაცნობს არ გამაცნობ? რაღაც აწუხებს აშკარად შორიდანვე ჩანს რომ ცუდი საღამო აქვს და უარეს დასასრულს ელის _ ბიჭს გვერდულად გახედა და მერე მზერა გაუსწორა _ აბა ? რა გვინაო რას ეუბნებოდი?
_შენ ვაფშე ვინ ხარ ...საიდან გაჩნდი . ვლაპარაკობთ ხომ ?
_ლაპარაკობთ? ირინა რას ლაპარაკობდით ხელი შეგიშალეთ?
_ის მიდის ... სამსახურში აქვს პრობლემები და ვერ ხვდება რომ მე არაფერი შემიძლია
_შენი ბრალია ... მიხვალ უფროსთან და ეტყვი დამაბრუნოს თორემ დედას გიტირებ შე ნაბ*ზარო ...როგორც უთხარი ფულს გპარავსო ისე ეტყვი შემეშალაო თორე შენს კატუსასაც მოვინახულებ იცოდე
ალექსანდრემ ირინას არეული მზერა დაინახა მხოლოდ თითქოს თვალებით სთხოვდა არ ჩაერიოო . ქალმა წამოდგომა ვერ მოასწრო ისე უცებ სწვდა ყელში უცნობდა და ისე მოუჭირა სუნთქვა შეუკრა . ფართხალებდა მაგრამ ვერაფერს ახერხებდა . ალექსანდრეს მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა მხოლოდ თვალები ჩაუწითლდა და გაუფართოვდა _ მხედავ ხო? ბოლო ვიქნები ვისაც დაინახავ ამ ქალის არსებობას თუ არ დაივიწყებ ! კატოს კიდევ თუ ახსენებ მაგ დამპალ ენას ამოგგლეჯ და უკან გაგთხრი გესმის ხომ ? ვერ გავიგე გესმის თუ არა ... რა ხდება ენა გადაყლაპე?
_ალექსანდრე ...გაუშვი გთხოვ დაიხრჩო . ალექსანდრე ყველა ჩვენ გვიყურებს _ ირინას ხმა რომ გაიგო უცებ შეუშვა .ბიჭს ხველა აუტყდა მოიკეცა ძლივს სუნთქავდა ,სულ წითელი იყო
_მოდი ... რა გჭირს რაღაც გადასცდა მგონი _ საყელოში წვდა გაასწორა მერე ლოყაზე მოუთათუნა ხელი და გაუღიმა _ არაფერი მოგივა ...
_შენ ვინ ხარ ... ვინ _ირინას გვერდით მჯდომმა გოგონამ ჯერ გაქცეულ ბიწს გახედა მერე მომღიმარ ალექსანდრეს მიაპყრო მზერა
_მე ალექსანდრე ვარ დადვანი ...თქვენ ?
_ალექსანდრე ის ჩემი თანამშრომელია მაკა ... მაკა ალექსანდრე ჩემი
_მაკა სასიამოვნოა ... ნუ გეშინიათ არაფერი მომხდარა უბრალოდ სუნთქვა შეეკრა იმ ბიჭს და ხო მე ირინას შვილი ვარ . გამიხარდა შენი ნახვა , ახლა დაგტოვებთ ბიჭები მელოდებიან _ ირინას ლოყაზე აკოცა შებრუნდა და წავიდა .
_რა იყო ეს?
_ვინაა ის ლამაზი ქალი ?
_რეზი ყველამ ვიცით უფროსი ქალები რომ მოგწონს , მაგრამ ის ქალი ირინაა
_ირინა? დედაშენია ტო? _უცებ წამოიძახა და მერე პირზე აიფარა ხელი _შანსი არაა ...
_მართლა ჰგავხარ ტო
_არ უნდა გაგვაცნო მერე? ან შენი და არ უნდა ვიცოდეთ სახელი რომ ვიცით მხოლოდ
_გაგაცნობთ აუცილებლად ... რეზი ტყუილად უყურებ ქმარი ჰყავს
_კაი რა რას მეღადავებით ტო იმ ქალს ვაფშე არ ეტყობოდა 40 წლის თუ იყო
_საერთოდაც 42 წლის იყო და დედაშენთან ერთად სწავლობსა სკოლაში
_მოკლედ თქვენ რა გეშველებათ არ ვიცი
ცოტა ხანს კიდევ საუბრობდნენ , გასვლას აპირებდნენ ქარიშხალი ნუცა რომ დაატყდათ თავს
_სამსახურს ვტოვებ! არ ვაპირებ შენთან მუშაობას შენ ხარ ნამდვილი ტირანი...ხალხოოო მამუშავებს იქ ეს მოძალადე ეს უგულო ლოდი კაცი , დამეთხარა თვალები, ჩემი სათუთი ლამაზი თვალებით ვეღარ ვუცქერ სამყაროს ... სულელი რომ იქნები კაცი ახლა მე რომ დავბრმავდე და ვეღარ დავინახო მისი სექსუალური სხეული ძალიან მაინტერესებს რას უპირებს ჩემს შინაგან ქალღმერთს. ხერხემალიც კი მტკივა იმდენ ხანს ვიჯექი ... რითაც ვიჯექი ისიც და ამის შემდეგ უნდა რომ სახლში დავხვდე , დატკბეს ჩემი ცქერით და არა მხოლოდ
_შესანიშნავია... სხვა თანამდებობას მოგცემ და სხვა უფროსი გეყოლება ანდაც თავად იქნები ვიღაცის უფროსი მაინტერესებს თუ იპოვნი საქმეს რომელიც არ გადაგღლის . რაც შეეხება შენს თვალებს და შინაგან ქალღმერთს , სახლში გაჩვენებ როგორ შეიძლება მზერის გარეშეც მისი აღგზნება _თვალებში უყურებდა , ისე უყურებდა აგიჟებდა. ბოლოს თვალი ჩაუკრა, ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და ბოლოს გაუღიმა .
ყველა გასუსული უყურებდა , ნუცა აალდა მისკენ დაიხარა , ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩუმად უთხრა
_ამ ღამესვე თუ არ გამიქრობ გადაღლილობას აღარ გაკოცებ და სურვილით მოგკლავ
_თვითმკვლელობა იქნება ძვირფასო და არა მკვლელობა
_ჩვენ გავდივართ გვრიტებო ...
_შეგეხმიანებით ხვალ _ ბიჭებს ხელი დაუქნია და მერე ნუცას მოხვია წელზე _სად გავჩერდით?_ცხვირის წვერი ლოყაზე შეახო და გაიღიმა
_თუ მე პირველი გაკოცებ იმას გავაკეთებ რაც გინდა
_ბავშვობ ნუცა
_თეთრ კაბას ჩაიცვამ და ხელს არ მოვაწერთ ისე თითქოს კონტრაქტს ვდებთ
_ახალ წლამდე მაკოცებ და
_და რა გინდა _ ყელში აკოცა და მერე თავი უკან გადასწია , ისევ თვალებში შეხედა
_მოვიფიქრებ _ხელი გაუწოდა და ეშმაკურად გაუღიმა
_უკვე გხედავ თეთრ კაბაში ძვირფასო
_მასაჟი მჭირდება , ტკივილგამაყუჩებელი და ნოყიერი ვახშამი. მთელი დღეა მშიერი ვარ
_როგორც იტყვი დედოფალო!


სავარაუდოდ თორნიკეს პერსონაჟი ვისაც არ მოსწონს ეს თავი მისთვის მოსაწყენი იქბებოდა თანაც ისე გამოვიდა რომ მაშო და დათოც არ იყვნენ . არც მარიამი და მოკლედ რაღაცნაირი გამოვიდა მაგრამ საჭირო იყო ვგონებ
მომდევნოს მალე დავდებ და დამიჯერეთ ემოციური იქნება



№1 სტუმარი სტუმარი Takk.22

პირველი ვარ?აბა წავედი

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Takk.22
პირველი ვარ?აბა წავედი

laughing laughing
ვაიმე ჩასაფრებული იყავი?

 


ძაან საინტერესო იყო, მე თორნიკე მომწონს, ამიტომ არ მომიწყენია, ძაან მაგარი ხა

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

სიყვარული გულს გვტკენს
ძაან საინტერესო იყო, მე თორნიკე მომწონს, ამიტომ არ მომიწყენია, ძაან მაგარი ხა

მადლობა
მიხარია სულ შენი კომენტარების ნახვა
heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამო

მალე დადებ? ანუ დღეს საღამოს ველოდო? ბევრი მარიამი და ალექსანდრე მინდაა
????????

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიამო
მალე დადებ? ანუ დღეს საღამოს ველოდო? ბევრი მარიამი და ალექსანდრე მინდაა
????????

დღეს საღამოს ვერა
ხვალ

 


№7  offline წევრი ნაია61

მიყვარს შენი ისტორიები და მრავალწყვილიანობა smile რას ქვია ეს თავო გამოტოვონ, ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუ ვინმე ამ თავს უბრალოდ გაატარებს. უბრალოდ საუკეთესო ხარ,მარიამ!
იმედია ახალ თავს დღეს დადებ blush

 


№8  offline წევრი Anya10

იმის მიუხედავად რომ თორნიკეს მეე სასწაულად ვლანძღავდი და არ მომწონდა. ეს თავი საჭირო იყო. სულ სხვა მხრიდან დამანახა თორნიკე. ანუუ როგორც პერსონაჟი ძააალიან საინტერესოააა უბრაალოდ მე მარიამთან არ მომწონდაა და ვერ წარმოვიდგენდი ალექსანდრეს ადგილას. გამიხარდაა ხატიას გამოჩენა დაა მეე ვიგრძეენი ის უსუპუსუ გრძნობა თორნიკესა და ხატიას შორის. კოსტაა ყველგაან კოსტაა და ვაფშეე მიყვაარს ყველაა კოსტაა რა. დავწეროოთ განცხადებაა და დუდაას დავუდგათ ძეგლი თბილისში!! ძააან კარგიი დაა უძააალიანეესააად საჭიროო იყო ეს თაავი!! მიყვარხაარ და გელი

 


№9  offline მოდერი abezara98

ძალიანაც კარგი თავი იყო და რაო, თორნიკეო? სულ სხვა მხრიდან დავინახე ეს პერსონაჟი. თანაც როცა მარიამის შებმას აღარ ცდილობს grin ჰმ, ხატიაც ძალიან მომწონს. ზედმეტად საყვარელი გოგოა და ვნახოთ, ვნახოთ... smirk ჩემი ნუციკო და დუდაც ხომ საოცრებები არიან. მგონი, კვლავ დაკარგა დუდამ სადავეები და ახლა ნუცა მიიწევს წინ grin
უბრალოდ ვგიჟდები მე შენზე და მოუთმენლად გელოდები heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი მართა

ყველას ყავს საყვარელი წყვილი, მაგრამ შენს ისტორიებში ბევრი წყვილია, თავიანთი მრავალი ფერით, ჩემთვის ყველა საინტერესო და სახალისოა... ხატია მგონი "ააალებს" თორნიკეს :D

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

ნაია61
მიყვარს შენი ისტორიები და მრავალწყვილიანობა smile რას ქვია ეს თავო გამოტოვონ, ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუ ვინმე ამ თავს უბრალოდ გაატარებს. უბრალოდ საუკეთესო ხარ,მარიამ!
იმედია ახალ თავს დღეს დადებ blush

დღეს ვერ დადებ ხვალ იქნება
თუ მოვასწარი დაწერა
მადლობა

სტუმარი მართა
ყველას ყავს საყვარელი წყვილი, მაგრამ შენს ისტორიებში ბევრი წყვილია, თავიანთი მრავალი ფერით, ჩემთვის ყველა საინტერესო და სახალისოა... ხატია მგონი "ააალებს" თორნიკეს :D

არ ვიცი წყვილი რამდენად შედგება ,მაგრამ თორნიკეს ფაქტორი მოიხსნეა
მადლობა

Anya10
იმის მიუხედავად რომ თორნიკეს მეე სასწაულად ვლანძღავდი და არ მომწონდა. ეს თავი საჭირო იყო. სულ სხვა მხრიდან დამანახა თორნიკე. ანუუ როგორც პერსონაჟი ძააალიან საინტერესოააა უბრაალოდ მე მარიამთან არ მომწონდაა და ვერ წარმოვიდგენდი ალექსანდრეს ადგილას. გამიხარდაა ხატიას გამოჩენა დაა მეე ვიგრძეენი ის უსუპუსუ გრძნობა თორნიკესა და ხატიას შორის. კოსტაა ყველგაან კოსტაა და ვაფშეე მიყვაარს ყველაა კოსტაა რა. დავწეროოთ განცხადებაა და დუდაას დავუდგათ ძეგლი თბილისში!! ძააან კარგიი დაა უძააალიანეესააად საჭიროო იყო ეს თაავი!! მიყვარხაარ და გელი

ძალიან ვღელავდი დადებამდე და მიხარია რომ გაამართლე ამ თავის არსებობა
მოკლედ დიდი მადლობა
და დუდას რაც შეეხება დუდა ჩემი ოქრო ბიჭია,მაგრამ ნუციკოც გაახარებს

abezara98
ძალიანაც კარგი თავი იყო და რაო, თორნიკეო? სულ სხვა მხრიდან დავინახე ეს პერსონაჟი. თანაც როცა მარიამის შებმას აღარ ცდილობს grin ჰმ, ხატიაც ძალიან მომწონს. ზედმეტად საყვარელი გოგოა და ვნახოთ, ვნახოთ... smirk ჩემი ნუციკო და დუდაც ხომ საოცრებები არიან. მგონი, კვლავ დაკარგა დუდამ სადავეები და ახლა ნუცა მიიწევს წინ grin
უბრალოდ ვგიჟდები მე შენზე და მოუთმენლად გელოდები heart_eyes

დუდა სადავეებს არასდროს კარგავს უბრალოდ უთმობს და მერე თვითონ ნუცას აგდებს მახეში
laughing laughing
მიხარია თორნიკეზე თავმა რომ გაამართლა

 


№12  offline წევრი Liziko27

კოსტამ მართლი თქვა შეიძლება.. თავად გაგიშვა იმასთან ვინც გჭირდებაო... იმედია მოეშვება ამ სისულელებს ეს თორნიკე;((( არა არიყო ზედმეტი არც მოსაწყენი.. მე ძან მომეწონაა :*:*:*:*

 


№13 სტუმარი ucnobi

ძალიან კარგი იყო თორნიკეს შესახებ რომ გავიგეთ, ცოტა შემეცოდა კიდეც, აი ხატიასთან თუ დარჩება და მარიამს თავს დაანებებს მომეწონება კიდეც, შენ ხომ სასწაულებს ახდენ აბა შენ იცი ყოჩაღ მარიამ, მთავარია დუდა იყო, დანარჩენები მოიცდიან არაუშავთ

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

Liziko27
კოსტამ მართლი თქვა შეიძლება.. თავად გაგიშვა იმასთან ვინც გჭირდებაო... იმედია მოეშვება ამ სისულელებს ეს თორნიკე;((( არა არიყო ზედმეტი არც მოსაწყენი.. მე ძან მომეწონაა :*:*:*:*

მადლობა
არ ვიცი კიდევ ერთ სიყვარულის ისტორიასარ ვაირებ უბრალოდ თორნიკეზეც მინდდოა დაწერა

ucnobi
ძალიან კარგი იყო თორნიკეს შესახებ რომ გავიგეთ, ცოტა შემეცოდა კიდეც, აი ხატიასთან თუ დარჩება და მარიამს თავს დაანებებს მომეწონება კიდეც, შენ ხომ სასწაულებს ახდენ აბა შენ იცი ყოჩაღ მარიამ, მთავარია დუდა იყო, დანარჩენები მოიცდიან არაუშავთ

დუდაზე შეყვარებული ქალები გავერთიანდეთ
laughing laughing laughing
მიხარია რო მოგწონს
ნუ მარიამს თავს დაანებებს მიუხედავად მისა სხვა შეუყვარდება თუ არა

 


№15  offline წევრი ნანა73

სულ ვცდილობ თავი შევიკავო კომენტარისგან, მაგრამ ახლა არ გამომივიდა. მარიამ ჩემო კარგო არაჩვეულებრივი გოგო ხარ, კარგად წერ და საინტერესოდ, თუმცა მგონი თვითონ უფრო გაერთე ამ ისტორიაში... იმდენ პერსონაჟს გვაცნობ, თავისი ცხოვრებით, დამავიწყდა მთავარი... ვიცი, მახსოვს და პატივს ვცემ შენს ჩვევებს, მაგრამ ჩვენზეც იფიქრე relaxed ასე მგონია ქალაქური "ბომონდის" ქრონიკას ვკითხულობ... ❤️

 


№16  offline წევრი ფარვანა

Chemi aleqsandre da mariamoo
heart_eyes scream
Tornikes sheudzlia ikos bednieri ogond xatiastan ertad smiling_imp laughing
Kargi taviiko magram simartlegitxra ar meko blush
Ise me duda da nucac Mikvars da momwons magramm...
Mariami & Aleqsandre & Data & Masho scream kissing_heart
Veli axals innocent relieved heart_eyes
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№17  offline წევრი მარია ანსაკა

მეც თავს ვიკავებ რომ რამე ისეთი არ დავწეეო მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია ხანდახან..ვინმე გაძალებთ რამის კითხვას ან აქ შემოსვლას ..პატივი ეცით ავტორს..ვგიჟდები ყველა შენს მიერ გამოგონილ გმირზე...ყველა შენს მოთხობაზე და ყველა შენს დაწერილლლ სიტყვაზეეეე....ასე გაგრძელე..იმიტომ რომ საუკეთესოდ გამოგდის მარიამ..

 


№18  offline წევრი Mariammmo

აუუ როგორ მომნატრებია ყველა შენმა მარიამმა ზუსტად რო იცის ვინ ვისთან უნდა გაუშვას ხოლმე :D პატარა ამურის ისრები რომ უჭირავთ :D <3

 


№19 სტუმარი Dea

თორნიკე მიყვარს, იმდენად რომ აზრი არ აქვს არაფერს. ალექსანდრე ნერვებს მიშლის, ჩემი სუბიექტური აზრით, სჯობდა მარიამი თორნიკეს თან ყოფილიყო. არვიცი, რა გამოვა..

ხო კიდევ, მაშოსა და დათოს წყვილი მომწონს, ოღონდ უცებ არ დაადნო ეს დათო, ეტყობა მოურჯულებელია.
ბევრი მძიმე მომენტი მინდა მაშოს და დათოს წყვილში, ასევე თორნიეკსთან... (ანუ, ეს მინდა და რაღაც, შეკვეთასავით გამომდის)???? მოკლედ, ვფიქრობ ასე უფრო საინტერესო იქნება, აი,ისეთი როგორიც არასდროს დაგავიწყდება ისტორია.
ენივეის, კარგი გოგო ხარ, უბრალოდ არმყოფნის, არადა ხო დიდია, მაგრამ არმეყო????

 


№20  offline წევრი ნანა73

მარია ანსაკა
მეც თავს ვიკავებ რომ რამე ისეთი არ დავწეეო მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია ხანდახან..ვინმე გაძალებთ რამის კითხვას ან აქ შემოსვლას ..პატივი ეცით ავტორს..ვგიჟდები ყველა შენს მიერ გამოგონილ გმირზე...ყველა შენს მოთხობაზე და ყველა შენს დაწერილლლ სიტყვაზეეეე....ასე გაგრძელე..იმიტომ რომ საუკეთესოდ გამოგდის მარიამ..

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან დიდი მადლობა ყველას
ხვალ გამოცდა მაქვს ჯერ კიდევ არ დამიწყია სწავლა და აქ საერტოდ რა მინდა ახლა არ ვიცი მაგრამ ვერ ვისვენებ როცა ველი შეფასებებს შემოვრბივარ ინსტიქტურად
მოკლედ როგორცაა მეც ვერ ვაკონტროლებ ამ ყველაფერს შეიძლება მინდოდეს სხვასთან დავტოვო რომელიმე გმირი მაგრა არ გამოდის წერის დროს სხვანაირად ხდება ყველაფერი არ ვიცი ამის ახსნა არ გამოვა არანაირად
უბრალოდ მახარებთ
ბრალიანად მახარებთ

 


№22  offline წევრი ნანა73

ჩემო კარგო, ისე დაიცავით ავტორი, თითქოს რამეს ვერჩი... რომ მომწონს და პატივს ვცემ, ზუსტად იმიტომ ვუთხარი რომ შემოქმედებითი ზრდა როცა არსებობს, არ ღირს ადგილის ტკეპნა... როცა შეუძლია არა მარტო თინეიჯერებისთვის წეროს, რატომ არ უნდა გვქონდეს მეტი ამბიცია? და რაც შეეხება აქ შემოსვლას და წაკითხვას, ეს ჩემი სურვილია და ავტორისადმი პატივისცემის დასტური

 


№23 სტუმარი ანოოოო

ხომ ვთქვი რო დათოს და მაშოს წყვილის გარდა არცერთ აღარ ვახსენებდი მაგრაააამმ...... ღმერთოოოოო ხატიამ შემშალააააააა.... საოცრებააა აი არ ვიცი და განსაკუთრებულ აღფრთოვანებას ის იწვევს რომ ჩემ თორნიკეს კატასტროფულად უხდება ეს ადამიანი..... ვგიჟდეებიიი... თორნიკეზე ხო ვაფშე მაბოდებდა მაგრამ თორნიკეს და ხატიას წყვილზე?!!! უბრალოდ გავრეკააააააააავვვვ..
..
თავიდან დათო და მაშო რო არ იყვნენ მეთქი არ წავიკითხავთქო მაგრამ თორნიკე გამოჩნდა და შემიყოლია მაგრამ აი ხატია რომ გამოჩნდა თავის გიჟობებით მინდოდა არასდროს დასრულებულიყო....
მე ვგიჟდები ამ წყვილზე და მაშო დათო თორნიკე და ხატია ჩემები არიან სულ სულ :დ

ველი ახალ თავს სულმოუთქმენლად <3

 


№24 სტუმარი ნათია41

მეღირსა კომენტარის დაწერაა????აი ყველა პერსონაჟი უმაგრესი გყავს ვგიჟდები ყველაზე. თორნიკეს რომ ხატია მოუვლინე გამიხარდა შარში რომ არის მგონი ჯერ ვერ ხვდევბა;დდდ
ამათი გადამკიდეს მავიწყდება რომ გულღრძო ადამიანებიც არსებობენ და აი სულ ბედნიერი და გულებ ამოცვენილი ვკითხულობ????❤❤❤

 


№25 სტუმარი სტუმარი დეა

დუდა და ნუცა ზედმეტია აშკარად

 


№26 წევრი რუსკიმარუსია

ამ თავში თორნიკე სულს სხვა სახით დაგვანახე. თორნიკე მომეწონა, მაგრამ არა მარიამისთვის. ხატიასთან აშკარად კარგად გრძნობს თავს და ჯობია ხატიასთან დარჩეს ან არ დარჩეს :)
ირინას გამოჩენა მომეწონა და ვფიქრობ მალე კატოც შემოგვიერთდება. გამიხარდება ალექსანდრეს ნორმალური ურთიერთობა თუბექნება დედასთან და დასთან.
ნუცა და დუდა. დააყენე ამათ საბოლოოდ საშველი:) დროა ნუცას საბოლოოდ მოუგრიხოს რქები დუდამ ❤
ამ თავში ჩემი ტკბილები დამაკლდნენ ❤

 


№27 სტუმარი Maco maco

როგორ გამიხარდა ისევ რომ შევძლებ დაწერას, მაგრამ ისეთს ვერაფერს გეტყვი, მომწონს დუდა და ნუცა და თორნუკეს მორჯულება ხატია შენ შენი წყვილების ჯადოქარი ხარ, (არასდროს დამთავრდეს რაა შენი ისტორიები)

 


№28  offline წევრი Anansio

ყოველთვიის საოცარი ხაარ შეენ❤️❤️❤️ყველა პერსონაჟთან მიმართებაშიი❤️❤️❤️მომწონს ის,რომ თორნიკეს დანაშაულის გრძნობა გაუღვივე ❤️ადამიანობა არ წაართვი და ხსნის გზა დაუტოვე❤️❤️❤️ოოო ხატიააც ისე გამოჩნდა ეჭვი მაქვს თორნიკეს დაანახებს ნამდვილს სიყვარულს და დაულაგებს არეულ გრძნობებსა და განცდებს❤️❤️❤️მინდა ბედნიერი იყოს❤️❤️❤️ჰოო მომდევნო თავებში ველოდები ჩემი სამი წყვილის გრძნობათა ზეიმს❤️❤️❤️სიგიჟეებს❤️❤️❤️მათი სიყვარულის გამოვლინებასა და გამოხატვის ფორმებს❤️❤️❤️სასწაული გოგო ხარ შეენ და ძაალიან ძალიაან მაბედნიერებ❤️❤️❤️წარმატებები მარიამ!!!❤️❤️❤️

 


№29  offline წევრი Ninuciusi

დედას თორნიკე.. ჩემი თორნიკე როგორ გამახარებ ხატიასთან თუ დააწყვილებ.. შენი ისტორიების წაკითხვა განტვირთვააჩემთვის.. მოვკვდები და ღამეს გავათევ რო წავიკითხო ჯერ ეს და შემდეგ ვიმეცადინო

 


№30  offline წევრი Niniko11

Kargi tavi ikoo da rogornsheileba ar mogwondes titoeuli personajii me kvela momwonss♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent