კარგი გოგო/ცუდი გოგო +18 (2თავი)
ამის შემდეგ ორი კვირა არ მინახავს. არც მოუწერია და არც მე მიცდია დაკავშირება. უნივერსიტეტშიც არ გამოჩენილა. მეც არ მეცალა, ბევრი სამეცადინო მქონდა. დიდად იმედიც არ მქონდა რომ გამოჩნდებოდა, ეს ხომ უბრალოდ გართობა იყო, ერთი ღამე და მორჩა. კიდევ ერთი კვირა რომ გავიდა ცოტა ავნერვიულდი. ვიფიქრე რომ რამე შეემთხვა. მესიჯზე არ მიპასუხა. გვიან ღამით დაწოლას ვაპირებდი. ოთახის კარი გაიღო უეცრად და ნაცნობი ფიგურა შემოიჭრა სიბნელეში და სწრაფად დახურა კარი. -ეის? შუქი ავანთე. ის ძალიან აღელვებული ჩანდა. მასთან მივედი და ისე ძლიერად მომეხვია... ვიგრძენი როგორ ხარბად შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი. -მომენატრე ნატ -სად დაიკარგე. პასუხად მაკოცა. ხელები დახეთქილი და დასიებული ჰქონდა. აშკარად ისევ იჩხუბა ვიღაცასთან. -ისევ იჩხუბე? -არაფერია გამივლის. ისევ კოცნით გამაჩუმა და მოწყურებულივით დაეწაფა ჩემს სხეულს. მისი ქცევები მიკვირდა, მაგრამ ახლა არ მადარდებდა, როდესაც მის მკლავებში გახვეულს ტკბილად მეძინა. მომდევნო დილით ადრე ავდექი. მას ტკბილად ეძინა. ტანზე ჩავიცვი და თმებს ვივარცხნიდი, როცა წელზე შეხება ვიგრძენი. მან ხელები მომხვია ზურგიდან და მხარზე ნიკაპი დამადო. -როგორ ხარ? -ნაცემივით -ვით? ვით არ ქვია როდესაც სხეულზე სისხლჩაქცევები გაქვს -ჰეი ბრაზობ? -არა უბრალოდ მაინტერესებს სად დაიკარგე და ასე რატომ გამოიყურები. -დრო მოვა და გეტყვი. -კარგი როგორც გინდა... არ გშია? -კი. სულ მშია შენ რომ გხედავ. მან ჩემს კისრში ჩარგო თავი და მიკბინა -ჰეი! მე მართლა გკითხე -კი ცოტათი -სადმე გავიდეთ, მე გეპატიჟები -მაშინ არ მშია. -კარგი რა, მე სტიპენდია ავიღე. -მე ხელფასი, ამიტომ მე ვიხდი. -კარგი, კარგი. მან ჩაიცვა და კაფეში წავედით. -რას შეჭამ? -ომლეტს და ყავას. -მე სენდვიჩს და ფორთოხლის წვენს. ჭამის დროს თითქმის არ გვილაპარაკია. კაფიდან გავედით სასეირნოდ. -ეის ჯოშუას საიდან იცნობ? -რბოლებზე ხშირად დადის ხოლმე, მისი იდიოტი ძმაკაციც დაყვება ხშირად კესიდი პრესტონი, როგორ ვერ ვიტან რომ იცოდე. კესიდი? მან ახლა ჩემი ძმა ახსენა? -რატომ? -პრესტონების მთელ ოჯახს ვერ ვიტან. ზოგადად ბიზნესმენებზე გული მერევა. ამხელა ქონება სად წაიღონ არ იციან, ზოგი ადამიანი კიდე ქუჩაში მშიერი კვდება. ყველა ბიზნესმენი თაღლითი და მატყუარაა. -რატომ პატიოსანი ბიზნესმენი არ არსებობს? -არა. ყველა ბიზნესმენი ქურდია. როგორც ჯოშუას ბანკირი მამა. -მე მის ბანკში... უნდა მეთქვა რომ ყელსაბამს ვინახავდი, მაგრამ მივხვდი ჩემს ვინაობას გავცემდი. ეს არ მჭირდებოდა, მითუმეტეს ახლა, როდესაც მან ჩემი ოჯახი გალანძღა. ამიტომ არ მინდა ბიზნესში ჩართვა. ვიცი რომ სუფთა ბიზნესი არ არსებობს. -მის ბანკში რა? -ნამყოფი ვარ ადრე, ძალიან ლამაზი შენობაა. ეისმა რაღაც ჩაილაპარაკა, მე გარკვევით ვერ გავიგე -რამე მითხრი? -არა ჩავფიქრდი. -ისევ დაიკარგები? -ჯერ არა. დღეს ფართი-ზე გეპატიჟები. ჩემი კურსელი არონი აწყობს. -რომელზე? -12ზე -გამომივლი? -კი. ვაკოცე და უნივერსიტეტის კორპუსისკენ გავემართე. უეცრად ვიღაცამ დამიძახა. -ჰეი ჯენკინს. სხვა გვარით დავრეგისტრირდი, არ მინდოდა ჩემს გვარს აქაც აურზაური გამოეწვია. მამას ვთხოვე და ჯენკინსით დავრეგისტრირდი. გავიხედე საიდანაც მეძახდნენ. ორი გოგო დავინახე. ერთი ქერა, ერთი შავგვრემანი. ქერა საკმაოდ კარგი შესახედაობის იყო. შავგვრემანი დაბალი, მაგრამ მოხდენილი. -მე მეძახით? -ნატალი ჯენკინსი ხომ შენ ხარ? -კი. მე მათ მივუახლოვდი. -მე ჯესიკა ვარ. ჯესიკა ტეილორი, ალბათ გაგიგია ჩემი გვარი. ჰაჰა არათუ გამიგია. მამაჩემის კომპანიამ ტეილორების კომპანიას დიდი თანხა მოუგო სასამართლოზე, რადგან მათ ჩვენი პროდუქციის პროტოტიპი მოიპარეს. -კი მსმენია. -ეისსთან რას აკეთებ? -რატომ მეკითხები და რატომ უნდა გიპასუხო? -საჭირო არაა პასუხი. უბრალოდ გზიდან ჩამომეცალე. -უკაცრავად? სადაც გინდა იქ წადი მე შენს გზებთან საქმე არ მაქვს -მე ეისს ვგულისხმობ. -მეც. ხომ ხედავ სადაცაა. მიდი ხელს რა გიშლის? მან შემომხედა დაბნეულმა. -აა ვიცი ის უარგყოფს. უპს რა უხერხულია. ჩემი გზა გავაგრძელე და აუდიტორიაში ავედი. თვითონ გამიკვირდა თუ როგორ ვიეჭვიანე იმ ქერა ქათამზე. მე და ეისს შორის მხოლოდ სე*სია და თუ უნდა იყოს იმ ქერასთან მე რა. ლექციაზე მობილიზება ვერ მოვახდინე, რაც ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო. ერთი სიტყვაც ვერ გავიგე მარტო ბრაზი მახჩობდა და ისევ იმ გოგოზე ვფიქრობდი. ლექციების მერე სახლში წავედი. ეისს დავურეკე. -ჰეი. -ჰეი. კარგად ხარ? -კი -რაზე მირეკავ? -უნდა მეკითხა, ფართი-ზე როგორ ჩავიცვა -ჰაჰა თავს როგორც კომფორტულად იგრძნობ ისე. -კარგი. -შენი ხმა არ მომწონს -არაფერია დავიღალე ცოტა. -კარგი ლამაზო სახე გამებადრა მის სიტყვებზე. გადავწყვიტე საყიდლებზე წავსულიყავი. მოკლე შავი შორტები და შავი ტოპი ვიყიდე საღამოსთვის. ფეხზე მაღალი გეტრები და კედები. სახლში რომ მივედი ვიბანავე და ფრჩხილები გავიკეთე, თმები გავისწორე. მუქი მაკიაჟი არასოდეს წამისვამს. არც კი მიცდია, მაგრამ ყოველთვის არის პირველი ჯერი. თვალები შავად ჩავიხატე და მუქი შინდისფერი ტუჩსაცხი წავისვი. ახალი შორტები მეტისმეტად მოკლე აღმოჩნდა ჩემთვის, ზოგადად შორტებს არ ვიცვამდი ადრე. ტოპიც ჩავიცვი და ტყავის კურტკა მოვიცვი. შეტყობინება მივიღე ეისისგან და ქვემოთ ჩავედი. მან რომ დამინახა გაოცებული მომაშტერდა. -ეს შორტები... მგონი გადავიფიქრე ფართიზე წასვლა. შენთან ავიდეთ. -ჰეი სე*სს ყოველთვის მოასწრებ და ფართიზე საუკუნეა არ ვყოფილვარ. -კარგი, კარგი. მხოლოდ ახლა შევამჩნიე მოტოციკლი -არ არსებობს! -ჰაჰა რა იყო? არ გინახავს? -კი მაგრამ არ ვმჯდარვარ, არადა სულ მინდოდა -ხოდა დღეს შენი დღეა. მან ჩაფხუტი გამომიწოდა. -შენია? -არა, ძმაკაცმა მათხოვა. სანამ დავჯდებოდით მომიბრუნდა -ხო ისე დილით ჯესიკას რა უნდოდა? -შენ უნდოდი -მე? რისთვის? -რავიცი მე შენს პირადში არ ვერევი, პირადად კითხე. -ოჰო, ეჭვიანობ? -მე? არა. მე და შენ არანაირი პირობა არ მიგვიცია ერთმანეთისთვის, მხოლოდ სე*სი. თუ ის მოგწონს მე რა უფლება მაქვს ჩავერიო. -ჰმ... ჩემთვის ურთიერთობა მხოლოდ სე*სი არასდროსაა. ცოტა ბრაზის ტონი შევატყვე ხმაში. -მე პირიქით ვიფიქრე, ანუ შენ გულისხმობ რომ ჩვენ... -მისმინე თუ გასერიოზულება არ გინდა მაშინ შევწყვიტოთ. მარტო სე*სისთვის არ ვიყენებ გოგოებს. -მე არ მითქვამს რომ არ მინდა... -ხვალ დილით მითხარი პასუხი. -კარგი. ჩაფხუტი დავიფარე და მაგრად ჩავეხუტე. სინამდვილეში ფიქრისთვის დრო არ მჭირდებოდა, ვიცოდი ხვალ რასაც ვეტყოდი. უბრალოდ სხვა სიტუაციაში მინდოდა ამის თქმა. ფართიზე მივედით. ეს რაღაც მიტოვებული შენობა იყო ბევრი განათებებით, სასმელით და ნასვამი ხალხით. ბევრი ჩვენი უნივერსიტეტელი ვიცანი. მუსიკა ძალიან მაღალ ხმაზე იყო. ეისი ისევ გაბრაზებული ჩანდა. მოვეხვიე მას და ვაკოცე. -ნუ იბღვირები, მაშინებ. -მეგონა უშიშარი იყავი. -ეის... -ჯობს შევიდეთ. -ასე არ შემოგყვები. -მაშინ სახლში წადი! მან თითქმის იყვირა. სახეზე შემატყო, რომ შევკრთი. -ნატ... არ მინდოდა... -არ არის საჭირო ახსნა. შევიდეთ მე პირველი შევედი და სასმელი ავიღე , სასმელი საერთოდ რ მიყვარდა და მაქსიმუმ შამპანურს ვსვამდი ხოლმე. ახლა კი არაყის გარდა არჩევანი არ მქონდა. მეც გადავწყვიტე მეცადა. უსიამოვნო სიმხურვალემ ჩამწვა გულ-მკერდი და პირი გამიშრა. ძალიან მალე გავეხვიე ბურუსში და ცეკვა დავიწყე. ვიღაცის ხელი ვიგრძენი წელზე. -ეის... მოხვედი? -შენ ანუ ეისის გოგო ხარ? შევბრუნდი უკან მდგომისკენ. -მე ეისის მეგობარი ვარ... ლესტერი. -მე ნატალი მქვია. -მგონი ჯობს ჰაერზე გახვიდე. მან ხელი მომკიდა და გარეთ გამომიყვანა. -ეისი სადაა? -არ ვიცი, ალბათ არონთან ერთად სარდაფში ჩავიდა. -სარდაფში? იქ რა ხდება? საინტერესო არაფერი... სვამენ და ლაპარაკობენ. გინდა მაგრად გაერთო? -მინდოდა. -ჯერ კიდევ არ არის გვიანი მან რაღაც აბი გამომიწოდა. -არა ეს ზედმეტია -კარგი რა მოდუნდები და ვაფშე დაიკიდებ ეისს, საკაიფოდ გაერთობი. სასმელით გაბრუებულმა ბევრი არ ვიყოყმანე და აბი გადავყლაპე. შემდეგ ისევ შენობაში დავბრუნდი. ახლა სულ ერთი იყო ვისთან ვცეკვავდი და ვინ მეხებოდა. მე მხოლოდ ბასების გუგუნი მესმოდა, მეტი არაფერი, ფერებიც აირია ერთმანეთში. მხოლოდ გაუთავებლი გუგუნი. ვიღაცამ მაჯით ძლიერად გამომქაჩა. -რას აკეთებ გაგიჟდი? სიტყვები ვერ წარმოვთქვი საპასუხოდ. -ნატ? კარგად ხარ? უეცრად ყველაფერი დაბნელდა. დილით დანგრეულ ოთახში გავიღვიძე. პირი მიშრებოდა და გულისრევის შეგრძნება მქონდა. -ეისი დავინახე. დაძახება მინდოდა მაგრამ ძალა არ მეყო. შეამჩნია რომ გავიღვიძე და წყლის ბოთლით მოვიდა. -დალიე წყალი რომ დავლიე შვება ვიგრძენი. -რა მოხდა გუშინ? -არ ვიცი, შენ უნდა გკითხო. ლესტერს მოვკლავ!...ბავშვივით მოიქეცი გუშინ -რა? ბავშვივით? შენ ვერ მოგიყვანე ხასიათზე და მარტო როგორც შევძელი ისე ვერთობოდი. -მაგრად გაერთე. შენს გამო... -ჩემს გამო რა? -შენს გამო...პრობლემები მექნება -პრობლემები? და თანაც ჩემს გამო? კარგი წავალ. საწოლიდან წამოვდექი, მაგრამ თავბრუ დამეხვა და ისევ ჩამოვჯექი. -კარგად ხარ? -თითქოს გაღელვებდეს. ცრემლები ვერ შევიკავე. -ნატ... -წადი პრობლემები არ შეგექმნას, რომ გამოვკეთდები ავდგები და წავალ. ისე თითქოს არც გიცნობ. მე მართლაც არ გიცნობ... შენი სახელიც კი ყალბია. ცოტა ხანი ვიჯექით უხმოდ. ის არ გასულ მაკვირდებოდა. როცა თავი უკეთ ვიგრძენი ავდექი და სახლში წამოვედი. ვერც დღეს ვიმეცადინე და ვერც მომდევნო კვირას. მისგან მხოლოდ ერთი შეტყობინება მივიღე. იმედია კარგად ხარ, მშვიდობით. ეს „მშვიდობით“ ცუდად ჟღერდა, მაგრამ არ მაინტერესებდა. დედამ დამირეკა ანერვიულებული ხმით. -დედა მოხდა რამე? -შვილო მისტერ ბლექის ბანკი გაძარცვეს, შენი ყელსაბამი წაიღეს. -რა? როდის? ჩამოვიდე? -ჩამოდი მამა ნერვიულობს, შენი ნახვა უნდა. ისევ ჩემი პრინცესას ფორმა ჩავიცვი და პირველივე რეისით ჩავფრინდი ნიუ იორკში. ყველა თბილად შემხვდა ლოლაც კი. ცოტა ოჯახური საუბრის შემდეგ ოთახში ავედი. ბებია ამოვიდა ჩემთან. -როგორია კალიფორნია? -ბებია უნივერსიტეტიდან თითქმის არ გავდივარ ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვი. -ჩემი ბეჯითი. რაღაც მოწყენილი ჩანხარ. ყელსაბამზე ღელავ? -გული დამწყდა, ეს ხომ ოჯახის საჩუქარია, მაგრამ ხომ იცი დიდადაც არ განვიცდი. -მაშინ ბიჭის ამბავია. რაც მოხვედი დაბნეული და მოწყენილი ხარ. -იყო და აღარ არის ბებია. მორჩა -ჩემო გოგო, როცა ვფიქრობთ რომ მორჩა, ყველაფერი სწორედ მაშინ იწყება. -არ ვიცი ბებია, ისე უცებ დამთავრდა, როგორც დაიწყო. -გულს ნუ გაიტეხ. შენ ჩემი ჭკვიანი და ლამაზი გოგო ხარ, აუცილებლად შეხვდები კარგ ბიჭს. ეჰ ნეტა ბებიამ იცოდეს რომ კარგი ბიჭი სულ არ მჭირდება. მისთვის კარგი ბიჭი კოსტუმში გამოწყობილი, მდიდარი, განათლებული, ვიღაც ცნობილი ადამიანის შვილია. ჩემთვის კი შესაფერისი ვიღაც მაწანწალა იყო. იქნებ ჯობს ბებიას რჩევის გათვალისწინება და ჩემი ოჯახის შესაფერისი ბიჭის გაცნობა. -ნატალი მისმენ? -ჩავფიქრდი ბებია. -დღეს სტუმრები მოვლენ. -მისტერ ტეილორი მოვა? -კი ქალიშვილთან ერთად ო არა, ჯესიკამ არ უნდა გაიგოს ჩემს შესახებ. -კიდევ მისტერ სომერსი და მისი ვაჟი ალექსანდერი. ეგ ახალგაზრდა მართლაც რომ შენი შესაფერისია. მახსოვს რამდენიმე წლის წინ გავიცანი. საკმაოდ კარგი ყმაწვილია. ზრდილობიანი, განათლებული, კარგი ოჯახიდან. -კარგი ბებია შენი ხათრით გავიცნობ მაგ ახალგაზრდას გავუცინე. ბებიამ თავზე ხელი გადამისვა და ოთახიდან გავიდა. ოთახში ლოლა და კესიდი შემოვიდნენ. ლოლა-ნატ როგორ ხარ? -მომენატრეთ იდიოტებო კესიდი-ჩვენც პატარა. ორივე ჩამეხუტა და სამივე საწოლზე დავეცით. -ბანკიდან სხვა არაფერი წაუღიათ? ლოლა-ჩვენ მათ ბანკში სხვა არაფერი გვქონდა, მხოლოდ შენი ყელსაბამი იყო, მაგრამ ისე მთელი თანხა და ძვირფასეულობა გაიტაცეს. კესიდი-ნატ ჯოშმა მითხრა რბოლებზე ვნახეო და თან მაწანწალა ეისთან ერთად... მაგ ტიპისგან შორს დაიჭირე თავი. -ჩემს ფაკულტეტზე სწავლობს და უბრალოდ რამდენჯერმე მოგვიწია ერთად გასვლა, მეტი არაფერი. კესიდი-დღეს ალექსი მოვა, საუკუნეა არ მინახავს, თითქმის ბავშვობის მერე. ლოლა-მამას სასიძოდ მოსწონს ეგ ბიჭი ძაან, ამიტომ ფრთხილად იყავი ნატ ლოლამ გაიცინა -რა დროს გათხოვებაა... კესიდი-მართალი ხარ ჯერ დატკბი ცხოვრებით. -ვცდილობ ლოლა-კოლეჯი როგორია? -დამღლელი. კარგია რომ იქ არავინ მიცნობს, პაპარაცებისგან მაინც ვისვენებ. ლოლა-მე სულ არ მაწუხებენ... რამდენიმე ჟურნალის და ვებ-გვერდის ჰედლაინში თუ აღმოვჩნდები გადასარევი იქნება. კესიდი-ასეთი განსხვავებულები როგორ გაჩნდით სულ მიკვირდა. -მგონი უნდა მოვემზადოთ... ლოლა-მხოლოდ დღეს შეგიძლია ჩემი რომელიმე კაბა ითხოვო თუ გინდა ლოლამ გამიღიმა. ასეთი კეთილი იშვიათად იყო. მისი კაბები სულ მომწონდა. ჩემი კაბები ძალიან „ბავშვური“ და ზედმეტად დახურული იყო. ადრე მომწონდა ასე ჩაცმა. ლოლას კაბები კიდევ ისეთი იყო, თვალს რომ ვერ მოწყვეტ და თან ჩემს დას ძალიან უხდებოდა. მისი ფირუზისფერი კაბა ყოველთვის მომწონდა და ვიფიქრე რომ შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. -თუ ასეთი კეთილი ხარ, რატომ არ უნდა ვისარგებლო. ლოლას გავყევი ოთახში და კაბის მორგება დავიწყე. -მოყევი ახლა რა მოხდა -რას გულისხმობ? -გგონია ვერ ვამჩნევ რომ შეიცვალე? -ხო მარტო ცხოვრება ცვლის ადამიანს. -არა მაგიტო არა... რაღაც უფრო არ ვიცი... პრინცესას აღარ გავხარ... ეს ცუდი არაა, პირიქით... მიხარია რომ გათავისუფლდი შენი კომპლექსებისგან. ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე ლოლასთვის გული გადამეშალა. მომეწონა კიდეც მასთან გულახდილი საუბარი. -ანუ ასე უბრალოდ დაამთავრეთ? -მე მისი სახელიც არ ვიცი, ზედმეტად იდუმალია...ჩემთვისაც კი. -ხო... კარგი დრო გიტარებია,,, -ნუ იტყვი... მაგრამ მორჩა, აღარ მინდა მაგაზე ფიქრი... მზად ვარ მისტერ სომერსი გავიცნო. -ოჰო, მამას გაეხარდება... -ეგ თუ მაინც გაახარებს მზად ვარ ცოლადაც კი გავყვე, რაღაც ძალიან არ მომწონს გული ხშირად რომ აწუხებს. -ამ ბოლო დროს გაუხშირდა ტკივილები. ცოტა ხანში დედამ გვამცნო სტუმრების მოსვლა. არ მინდოდა ჯესიკას ვენახე, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მამას ეწყინებოდა რომ არ ჩავსულიყავი სტუმრებთან. მისაღებში ორი ასაკიანი მამაკაცი და ჯესიკა იდგნენ და მამას ესალმებოდნენ. მე მათ მივუახლოვდი. ჯესიკას ჯერ გაუკვირდა შემდეგ კი ეშმაკურად ჩაიცინა. -ესეიგი ჯენკინსი? ეისმა იცის რომ პრესტონი ხარ? მიჩურჩულა როცა ზრდილობის გამო გადავკოცნე. მე მხოლოდ გავუღიმე. -გამარჯობა მისტერ ტეილორ, მისტერ სომერს... მისტერ სომერსი-გამარჯობა ნატალი. მამაშენმა შენზე ბევრი მოგვიყვა. მისტერ ტეილორი-გოგონებო თქვენ ერთმანეთს იცნობთ როგორც ვხედავ ჯესიკა-უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი მამიკო. მამა დაინტერესდა ალექსანდერი სად იყო. მისტერ სომერსი-ჩემი ვაჟი რამდენიმე წელი ცოტა დაუმორჩილებელი გახდა. იმედი მაქვს ქორწინება ჭკუაზე მოიყვანს. ჯესიკა-ერთი სული მაქვს როდის ვიქორწინებთ მე და ალექსი. გველი უკვე ალექსი მიიტაცა, არადა მე და ეისმა მის გამო ვიჩხუბეთ ფაქტიურად. მალე ყველამ მაგიდასთან დაიკავა ადგილი. ჯესიკა, როგორ ჩემი „მეგობარი“ ჩემს გვერძე დასვეს. -ნეტა ეისი რას იტყვის როცა გაიგებს ვინც ხარ -რატომ გაღელვებს? შენ ხომ საქმრო გყავს. მაწანწალა რაში გაინტერესებს... მან უბრალოდ გაიღიმა პასუხად. ვიბრაცია ვიგრძენი და ტელეფონს დავხედე. ეისი ეწერა. არ მინდოდა მეპასუხა და გავთიშე. ზარი რამდენჯერმე განმეორდა. საბოლოოდ ბოდიში მოვიხადე და გარეთ გავედი საპასუხოდ. -გისმენ რა გინდა? -ლესტერი ვარ... ეისი ცუდადაა... შენი ნახვა უნდა -მეტი ვერაფერი მოიფიქრა? -მისმინე არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის, მაგრამ შეიძლება ვაფშე ვეღარ ნახო მისმა ნათქვამმა ამანერვიულა. ხმაში შიში ეტყობოდა... თითქოს ტიროდა კიდეც... -კი მაგრამ ქვეყნის მეორე ბოლოში უცებ ვერ გავჩნდები... ტაქსი გავაჩერე და აეროპორტში წავედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.