შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდრის სუნთქვა


27-01-2019, 21:56
ნანახია 1 220

შესავალი
გინახავთ მკვდრის სუნთქვა?გინახავთ ცოცხლად გარდაცვლილი ადამიანი?ის კი არა,ყუთში,რომ წევს და მიწას აყრიან; არა,იცით მკვდარი ვინ არის? თავისი სიცოცხლის მანძილზე,რომ არავინ უპასუხა არც სიყვარულზე,არც სითბოზე,არც სიკეთეზე...მკვდარი იმას ჰქვია,სიცოცხლის აზრი რომ აქვს დაკარგული, პირდაპირი მნიშვნელობით.მთელი ცხოვრების მანძილზე,რომ ტანჯვის მეტი არაფერი უნახავს,და ერთადერთი,რაც არ წაართვეს, ან ვერ წაართვეს,ერთადერთი ,რაც გააჩნია, ეს სიცოცხლეა.სუნთქვაა.
ახლა კი,თავიდან დავიწყოთ.გინახავთ მკვდრის სუნთქვა?




***
მზის ამოსვლა. ყველაზე ლამაზი რამ, რაც კი ცხოვრებაში უნახავს. სახურავზე წევს და ჩაფიქრებული შეჰყურებს ცას.რა უკიდეგანოცაა ცა, იმდენად უკიდეგანოა გაურკვევლობა.გაურკვევლობა ყველაფერში.როგორც არ უნდა განვითარდეს ადამიანი,მაინც ყოველთვის გაურკვეველი იქნება გრძნობებში.ტექნიკამ ადამიანი ცხოველივით მოიშინაურა, დედამიწა მთლიანად გარყვნა,ისეთი რამ გააგებინა, რასაც აქამდე ვერც იფიქრებდა,მაგრამ გრძნობებში ისეთივე გაურკვევლები დარჩნენ, როგორც იყო პირველყოფილი ადამიანი.ადამიანებს ისევ ისე სძულთ,უყვართ,ისევ ახრჩობთ ბოღმა, ისევ ისე განიცდიან სევდას, შურს, ვნებას,ნდომას,სურვილს;გამარჯვების სურვილს,წინ სვლის,ნდობის,სიყვარულის,კოცნის,ჩახუტების,ალერსის სურვილს... უბრალოდ სამყაროა სხვანაირი.ადამიანებმა ღმერთი დაივიწყეს და თავიანთი თავი გააღმერთეს.ისინი რობოტებად გადაიქცნენ , რომლებიც ვიღაცის ბრძანებას ასრულებენ,არ გააჩნიათ საკუთარი აზრი.
გოგონა გრძნობს რომ ამ სამყაროს არ ეკუთვნის.განა რა შეიცვალა ასეთი ოცდა მეერთე საუკუნეში, რომ ასე შეიცვალა ხალხი.იმისაც კი სცხვენია, რომ გოგონა ჰქვია მასაც და იმ გახრწნილ არსებებსაც რომლებსაც თავში არაფერი უყრიათ და ისეთი ცარიელი თვალები აქვთ, თითქოს თვითონაც არ სჯერათ,რომ თავში ტვინი აქვთ.
ამიტომაა, რომ სულ მარტოა ევა, მართალია, ჰყავს ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს ურჩევნია, მაგრამ თავს მაინც მარტო გრძნობს, გრძნობს რომ მარტოსულია.აღარავის იცნობს,იმათაც კი,ვისაც ეგონა იცნობდა.საკუთარ თავსაც ვეღარ სცნობს.აღარავინ ეგულება ქვეყანაზე ისეთი...როგორ გითხრათ;თავის მსგავსი.დიახ, თავის მსგავსი,თავის მსგავსი სულ ოდნავ მაინც...
სახურავი მისი საყვარელი ადგილია.ერთადერთი ადგილი, სადაც თავს მშვიდად გრძნობს.მზის ამოსვლისას მიდის იქ და ხშირად შუაღამემდეც რჩება.
უკვე ღამე იყო, რომ დაურეკეს.ხანდახან როგორ უნდა, რომ მოისროლოს ეს საზიზღრობა.არ უპასუხა.ზარი მეორედ რომ განმეორდა, მერე უპასუხა:
-სად ხარ?
-სამოთხეში.
-ჩამოდი სახურავიდან, უნდა გნახო.
-რა ხდება.
-უნდა გნახო!-გოგონა თანხმდება და ელოდება შეტყობინებას მეორე პირისგან.მისამართი გამოუგზავნეს თუ არა,დინჯად წამოდგა.რამდენიმე წუთში უკვე ქუჩას მიუყვებოდა.

ბნელა, მაგრამ მაინც მოჩანს ნისლში სავსე მთვარე,რომელიც გზას უნათებს გოგონას.ამის მიუხედავად იმ მიყრუებულ გზაზე მაინც უკუნეთი სიბნელეა.ლამპიონები ბჟუტავს.ქუჩის მეორე მხარეს ლოთი მობარბაცებს.ქუჩა მარტოსულია.ლოთიც მარტოსულია.გოგონაც.მალე გაჩერდა,უკან მიიხედა,უცნაური რომ ვერაფერი შენიშნა,ისევ განაგრძო გზა.შიში იგრძნობა მის თითოეულ მოძრაობაში, მიმოხრაში.ისევ ჩერდება, უკან იხედება,ადამიანის ჩრდილს ხედავს,უნდა დაიყვიროს მაგრამ ვიღაც პირზე ხელს აფარებს.
-მშვიდად,მშვიდად.
-მომწყდი თავიდან.-გაბრაზებული ურტყავს მამაკაცს ხელს.ბიჭმა დასვა და ლოყაზე აკოცა.
-წამო სანაპიროზე.-ერთად წავიდნენ.
ქვიშაზე წამოწვნენ,როგორც ბავშვობაში და ვარსკვლავების მორევში ჩაიძირნენ.ევამ მკერდზე თავი დაადო და ჩაფიქრდა.
- 1 წელი გავიდა...-ხმა აღარ დაემორჩილა.- 1 წელი გავიდა დედას გარდაცვალებიდან. მხოლოდ შენღა დამრჩი, ვაჩე.-გოგონას ცრემლები ახრჩობს.ვაჩეს კიდევ შესწევს ძალა,რომ თავი შეიკავოს.
-რაც დედა წავიდა ძმასთან ერთად ჩემი მშობელიც ხარ,ჩემი ყველაფერი ხარ-თავი აწია და ლოყაზე აკოცა საყვარელ ძმას.
-ჩემი ანგელოზი ხარ. -სიჩუმე ჩამოვარდა.თითქოს ნიავიც შეწყდა,ზღვამაც დაიოკა მოზღვავებული ემოციები და მოეშვა რხევას, ტყლაშა-ტყლუშს,ბობოქრობასა და გმინვას,თითქოს...თითქოს ძილს მიეცა,თითქოს სამყაროს დანებდა,თითქოს მიიკუნჭა კუთხეში და ხმას აღარ იღებს.
-დედას ძალიან ვუყვარდით,სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდით და არასდროს გაუხარდებოდა შენი ასეთ მდგომარეობაში დანახვა,ევა.ის ახლა იმ ვარსკვლავთაგანია, რომლებიც ჩვენ გადმოგვყურებენ,გვაკვირდებიან, გრძნობენ ჩვენს სევდას თუ სიხარულს.დედას გული ძალიან ეტკინებოდა ასეთი,რომ ენახე და საკუთარ თავს დაიდანაშაულებდა.ხალხში გაერიე, სამყაროსგან შორს ნუ ხარ,გულს ძალიან მტკენ,მესმის რომ ძნელია,მაგრამ გთხოვ, დედას ხათრით მაინც...
-დედას ხათრით მაინც... იმეორებს გოგონა-დედას ხათრით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent