შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარანორმალური. Dylan's thoughts.


29-01-2019, 01:10
ნანახია 1 200

დილანი.


ის რა დამცინის?


ლოყით ხელს დავეყრდენი, ვწუწუნებ ცხვირ წინ, როცა ვხვდები, რომ ყველა გაკვეთილზე ვიჯექი, ეს ქალბატონი კი , რომელიც ასე თავდადებით ამტკიცებდა, რომ დღეს სკოლაში მოვიდოდა, ჯერაც არ გამოჩენილა. თავი საბოლოო კრეტინი მგონია.


ვიყურები ფანჯრის მხარეს და მიკვირს ასეთი გადაწმენდილი და ნათელი ცა. ამინდი მაინცაა კარგი. ჩემი მზერა გადადის ჩერის ცარიელ მერხზე.


მაგრამ მაინც, რატომ არ მოვიდა დღეს?


არ ვაქცევ ყურადღებას მაქსს, რომელმაც "შემთხვევით" გადმოაგდო ჩემი რვეული მაგიდიდან. სერიოზულად? ჩვენ რა ბაღში ვართ თუ დაწყებით კლასებში? ტიპი მის პოტენციალს კარგავს. ან ფანტაზია ამოეწურა. სულ ერთია, .


- ვხედავ, შენი მცველი დღეს არ გამოჩენილა? - მაქსი დაჯდა ჩემი მერხის ბოლოში - ვწუხვარ, მაგ გოგოს გაბრაზება მინდოდა კიდევ ერთხელ. თვითონ მაინც არ გერევა გული? გოგო გიცავს, ეს სიდაბლეა, ისეთი ადამიანისთვისაც, როგორიც შენ ხარ, ო'ბრაიან.


მიყურებს. ალბათ, უცდის რეაქციას, მაგრამ არ ვიცი, როგორი უნდა იყოს ის. სიმართლე რომ ვთქვა, ამ ბოლო დროს, ხშირად ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ როგორ და რა ვაკეთო, როგორი უნდა იყოს ჩემი სახე კონკრეტულ მომენტში, რა უნდა ვთქვა, როდის უნდა ვთქვა, როგორ უნდა ვუყურო იმას ვისთანაც დიალოგს ვიჭერ. ეს მძაბავს. არა, მაღიზიანებს კიდეც.


უცნაურია, რომ სწორედ ასეთი უარყოფითი გრძნობები და ემოციები, როგორიცაა სიბრაზე, სიძულვილი, გაღიზიანება - შემიძლია ადვილად ვიგრძნო და გამოვაჩინო. დანარჩენებს რაც შეეხება, ისინი სულ არ მეხებიან, თუმცა ბოლო დროს რაღაც იცვლება.


"ბოლო დროს" - რაღაც ხშირად დავიწყე ამ სიტყვის გამეორება.


გაკვეთილი დაიწყო. საშინლად მოსაბეზრებელია. ჩემი ტელეფონი ვიბრაციის ხმას გამოსცემს. წერილია დედისგან და მამისგან. დღეს "ოჯახური" ვახშამი უნდა იყოს. ტუჩები თვითონ იშლებიან ირონიულ ღიმილში: ვახშამი განშორებულ მშობლებთან ერთად? სიტყვითაც უხერხულად ჟღერს.


- ეი, ო'ბრაიან - ჩურჩულებს მაქსი,რომელიც მეზობელ მერხთან ზის - იმ ჩარლის ნომერი ხო არ გაქვს?


მანდამაინც დღეს მაღიზიანებს ეს კრეტინი ჩვეულებრივზე მეტად.


ვებრძვი სურვილს წავუსვა მისი სიფათი მთელს მერხს და გავუტეხო ის წყეული ოთკუთხედი ყბა. სერიოზულად. მისი ყბისგან სწორი კუთხეების დახატვაც კი შეიძლება. საშინლად გამოიყურება.


გადამაქვს მზერა, კვლავ ფანჯარას ვუყურებ.


არა, უკაცრავად საშინელება ისაა რომ მე აქ ვაგდივარ. საშინელებაა ის , რომ აქ მოვედი. მე კი მოვედი, იმიტომ რომ მეგონა ჩერი იქნებოდა აქ.


გადამაქვს მზერა მისტერ მონტეზზე, რომელიც მასწავლებლის მაგიდასთან ზის და ინიშნავს მათ ვინც დღეს არაა. კაცი იფხანს წვერს და წევს მზერას. ვიცი, სადაც იყურება.


- ის დღეს არაა - ამბობს გოგონა და ირგვლივ იხედება - იქნებ , ჩარლი ცუდადაა? -უსვამს შეკითხვას საკუთარ თავს, ისწორებს შავ თმებს, რომლის ბოლოებიც წითლადაა შეღებილი.


ცუდადაა? შეიძლება. მისი ნომერი მაქვს? არა. ვინ ვართ ერთმანეთის, რომ ნომრები გავცვალოთ? ჩვენ მეგობრებიც კი არ ვართ.


ძალიან კარგად ვიცნობ მონტეზების ოჯახს, ამიტომ ადვილად შემიძლია გამოვიცნო, რაზე საუბრობდნენ ჩერი და მასწავლებელი. მსგავსი სიტუაცია კეტრინთანაც იყო, მაგრამ ის მე ყველაფერს მიყვებოდა. იმ გოგოს ვერ გააჩერებდი, მაგრამ ის მნიშვნელოვან თემებზე საუბრობდა, ლაპარაკობდა იმაზე თუ რას ფიქრობს სინამდვილეში, მაგრამ ჩერი ასეთი არაა. მას შეუძლია მთელი დღე სისულელეები ილაპარაკოს, მაგრამ საუბარში არ შეეხება იმ თემას, რაც ნამდვილად აწუხებს მას.


მეუბნებოდა, რომ მეგობრობა უნდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს თვითონ წარმოდგენაც კი არ აქვს რას ნიშნავს "მეგობრობა"


ვიჭერ მონტეზის მოკლე მზერას ჩემსკენ.


ისიც კი ამ ბოლო დროს უფრო მაღიზიანებს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგს არაფერს მომიტანს. კიდევ სანამდე მეყოფა მოთმინება?


ვუყურებ ტელეფონის ეკრანს. წერილები დედისგან და მამისგან. ისინი ერთად არიან სახლში.


ერთად.


ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება გავიგოთ, რომ დედა არაა დამნაშავე,იმაში რაც დიდი ხნის წინ მოხდა.


მაგრამ როგორც კი მას ვხედავ, წარსულის სურათი კვლავ ჩნდება ჩემი თვალების წინ. ეს მაბრაზებს.


მამა - საერთოდ სხვა ისტორიაა. ადამიანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით დაანგრია...


ვაჩერებ ფიქრების ნაკადს, ვიწმენდ თვალებს სათვალის ქვეშ.


თვითონ ფიქრებიც კი ამის შესახებ მღლის.



***


ზოგჯერ მინდა, რომ ბოქსის ტომარის მაგივრად აქ მაქსი ეკიდოს ან კიდევ რომელიღაც ადამიანების წარმომადგენლები, რომელებიც ტვინს მიბურღავენ. დღევანდელი დღე არ იყო გამონაკლისი, ამიტომაც ვურტყამდი ტომარას იგივე ძალითა და სიძულვილით, როგორც ადრე. ჩემს მწვრთნელს ეს არ მოსწონს. ის ყველანაირად მეხმარება, მაძლევს რჩევებს და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, თუმცა კარგად ესმის რომ მომავალ ქმედებებს ჩემით მივიღებ და მე თვითონ გადავწყვეტ მოვუსმინო თუ არა მის რჩევებს. უმრავლეს შემთხვევაში, არ ვუსმენ. ეს ნორმალურია თინეიჯერისთვის - ჩათვალო, რომ შენ უკვე ბევრი რამ იცი ცხოვრების შესახებ. გინახავთ ის მოზარდები, რომლებიც ეწევიან, იგინებიან, მხოლოდ სექსზე ფიქრობენ და "ფილოსოფიურ" გარჩევებს იწყებენ ცხოვრებასა და ყოფაზე? ჰოდა , ეს გამოიყურება საშინლად გულის ამრევად და სასაცილოდ. რომელიღაც ცამეტი წლის "ჭიამაია", იტანჯება ცალმხრივი სიყვარულით და ამის შესახებ მის ბლოგში ან სოციალურ ქსელებში წერს. ეს მაღიზიანებს. მაგრამ ვფიქრობ, მეც არ ვარ უკეთესი.


ნამდვილი გრძნობები, ემოციები - ისინი ბუნდოვნად მაქვს. ისინი სიმძიმეა ჩემში. რატომ უნდა დავხარჯო დრო, ძალები, ფული და ნერვები კიდევ ვინმეზე, თუ საკუთარ თავთანაც ყველაფერი არაა ნათელი და ადვილი.


ვიწყებ დარტყმას, ვგრძნობ, როგორ ვარდება ოფლის წვეთები დასველებული თმის ბოლოებიდან. დარბაზი თანდათან ხალხით ივსება. ისინი ყველა - ერთი "მებრძოლი" ოჯახია. ეს ერთერთი საშუალებაა გადარჩე სოციუმში. შენ უბრალოდ უერთდები რომელიღაც სოციალურ ჯგუფს, ან თვითონ ქმნი მას.


მაგრამ, რატომ აქაც?


ვიღებ პირსახოცს, ვიწმენდ სველ სახეს.


აქაც გარიყულად და მიტოვებულად ვგრძნობ თავს.


იქნებ უბრალოდ მე ვარ ასეთი.



***

ვიცოდი რაზეც მივდიოდი.


დედის და მამის მანქანები სახლის წინ აყენია.


ჩემი სახლის წინ.


შევდივარ, მანამდე ვისწორებ სათვალეს. ბებიასაც არ უხარია ორივეს ერთად მოსვლა. ადრე ეს არაფერი კარგით არ მთავრდებოდა, ვნახოთ ახლა. რა იქნება დღეს.


- დილ! - მამაჩემი გამოიყურება ისე თითქოს ახლახან გამოვიდა აბაზანიდან - როგორც იქნა, გიცდიდით. ვარჯიშზე იყავი? ნახე, როგორი სველი ხარ! - მან დაიწყო ხელის ქნევა, თითქოს წარმოსახვით მოწინააღმდეგეს ურტყამდა მუშტებს.


კარგი მცდელობაა, მა.


ყურადღებას არ ვაქცევ, მივდივარ წინ. კაცი ბრუნდება, მაგრამ არ იბნევა, მიდის სამზარეულოში:


-სოფი, ყავას დავლევდი! - ვერ ვხვდები, კიდევ რაღაცის ქვეშაა? როდის მერეა ასეთი აქტიური?


დედაჩემი გამოდის აბაზანიდან, როცა მე კიბით მესამე სართულზე ავდივარ.


ქალი ღიმილით მესალმება.


როგორც ჩანს ისინი ყველა რაღაცის ზემოქმედების ქვეშ არიან. რა დადგმული ატმოსფეროა?


როგორც ჩანს, სანამ ყველა არ დაიშლება, შხაპს ვერ მივიღებ.


შევდივარ ოთახში და კარებს ვკეტავ. საინტერესოა. ბაბუა გამოვა დღეს ოთახიდან თუ არა? დიდი ხანია არ გვისაუბრია.


ბებია ამბობს, რომ ამ ბოლო დროს უარესად გახდა. ეს კი არცისე კარგია.


ჩანთას ვაგდებ იატაკზე, თვითონ კი ავტომატურად ფანჯარასთან მივდივარ, ვაღებ მას, მაგრამ სანამ დავაკაკუნებ, ოდნავ ვებრძვი ჩემს თავს. იქნებ არ ღირს მისი შეწუხება?


ვაშორებ ხელს მინას, ვიყურები ჩერის ოთახის სიბნელეში.


იქნებ მხოლოდ თავს ვაბეზრებ მას?


ვკრავ წარბებს, ვხვდები , რომ ირაციონალურად ვაზროვნებ, ამიტომ მიმაქვს თითები მინასთან და ვიწყებ კაკუნს. ადრე ის მალე მორბოდა და უცებ აღებდა , ახლა კი ლოდინი მომიწია, რის შემდეგაც გოგონამ დაღლილი გადააბრუნა სახელური და გამომხედა. მაბნევს მისი მკრთალი სახე, ეს წითელი თვალები კი მეუბნება, რომ ის აშკარად ტიროდა.


- რა მოხდა ისევ? - არც ვესალმები ისე ვუსვამ შეკითხვას.


გოგონა შლის პირს ღიმილში, რომლისგანაც ძალაუნებურად ვყლაპავ, როცა გაჩენილ ბურთს ვგრძნობ კისერში. დადგმულია. ის მთლიანად ხელოვნურია.


- არაფერი განსაკუთრებული - სუსტი ხმა უშვებს.


- რატომ არ მოხვედი სკოლაში? - ვკრავ წარბებს, მაგრამ, როცა ვამჩნევ, რომ მისი თვალები გაბრწყინდნენ, ოდნავ ვიბნევი.


ჩერი ხელებით ეყრდნობა ფანჯრის რაფას:


- შენ რა სკოლაში იყავი ?


-თითქმის - ვპასუხობ.


მან წარბი აწია:


- ეს როგორ "თითქმის"?


მე თვითონაც არ ვიცი, ვუპასუხე ის რაც პირველი მომაფიქრდა. არ მინდა, იფიქროს, რომ სკოლაში მთელი დღე იდიოტივით ვიჯექი მხოლოდ მის გამო.


- რატომ ზიხარ სიბნელეში? - ვწყვეტ თემის შეცვლას.


გოგონა ირგვლივ იყურება:


- მართლაც, დაღამდა უკვე.


-გეძინა?


- არა, მე... - ენა ებნევა - დავალებას ვწერდი.


მატყუარა.


- და თვალები რატომ გაქვს წითელი? - ჩავიცინე.


- ზედმეტი ყურადღების კონცენტრაციის გამო - სახის ჭკვიანი გამომეტყველებით ამბობს, რის გამოც ძალაუნებურად მინდება გავიღიმო.


და მაინც, ის იტყუება.


იდაყვით ვეყრდნობი რაფას, მეორე ხელს კი ვწევ და ნეკა თითს ვუწვდი. გოგონა მომაშტერდა, სახეზე ჩამოვარდნილი თმა ყურს უკან გადაიწია:


-რას...


- უბრალოდ ვიფიქრე - ვაწყვეტინებ - შენ ხომ გინდა ჩემთან მეგობრობა, ამიტომ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ - კარგია სათვალე, რომ გავიკეთე. ასე ადვილია სახის სწორი გამომეტყველების შენარჩუნება. ჩერი პირდაპირი მნიშვნელობით "გაბრწყინდა", სუსტად, მაგრამ ნამდვილად გამიღიმა:


- მაშინ, შენც უნდა გააკეთო რაღაც.


ვკრავ წარბებს. კიდევ რაღა უნდა?


გოგონა რაფაზე ამოდის, წევს ორივე ხელს, მე კი მიწევს შევაჩერო საკუთარი თავი, რომ არ დავიჭირო ის. სულელი, ადვილად შეეძლო გადმოვარდნა. მაგრამ არ ვინძრევი, თუმცა მინდა უკან დახევა, როცა ჩერი კიდებს ხელს ჩემს სათვალეს და მხსნის სახიდან:


- აი ასე, სულ სხვა საქმეა - იღიმის, მიწვდის ნეკა თითს და იჭერს ჩემს თითს, ისევ იღიმის - თურმე არც ისეთი კრეტინი ხარ, ო'ბრაიან.


ჩუმად ვარ, ვუყურებ მას. გოგონა ისუნთქავს:


-ნუ, დაე ვიყოთ მეგობრები.


- მშვენიერია - სწრაფად ვაშორებ ხელს და ვართმევ სათვალეს.


სულელური და ბავშვური საქციელი იყო, მაგრამ ახლა შედარებით უკეთესად ვგრძნობ თავს.


- და ჰო - ცოტახნის შემდეგ ისევ იწყებს საუბარს - შეიძლება რაღაც გთხოვო?


- რა? უკვე? - ჩავიცინე.


ჩერის თქმა ერიდება:


-შეიძლება დღეს შენთან დავიძინო?


ვუყურებ მას: ასე უცებ?


- ისევ ორმხრივი გადარჩენა? - მძიმედ ვისუნთქავ, ვაჩვენებ რომ ჩემთვის ეს სიმძიმეა.


- მხოლოდ ეგ არა - ის კვლავ იღიმის - მეგობრული დახმარება.


ავწიე წარბი:


- როგორც ვხედავ ჩვენი მეგობრობის ექსპლუატაციას იწყებ.


- რათქმაუნდა - უცებ მპასუხობს.


კვლავ ვუყურებ მას. ვფიქრობ ეშინია მარტო მის ოთახში ძილი, მაშინ, რატომ არ უნდა დავეხმარო? ეს ჩვეულებრივი მეგობრული მხარდაჭერაა, არა?


- ნუ, მიდი ტემპში, გაიწიე - მთხოვს, წევს ფეხებს რაფიდან.


უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი რაღაცას. მივხვდი, ასე ძალიან რა მიზიდავს ამ გოგოში.


ჩერი ფეხშიშველი ფეხით ეხება ჩემი ფანჯრის რაფას, მაიძულებს გონს მოვიდე. ვიჭერ სათვალეს კბილებს შორის, ფრთხილად ვიჭერ ჩერის მხრების ქვევით. მან ჩაიცინა და თქვა რომ ეღიტინება.


პატარა ბავშვია.


გოგონა ეგრევე ვარდება ჩემს საწოლზე, ამთქნარებს, მაგრამ არამგონია დაიძინოს, რადგან მას ამის გაკეთების უფლებას არ მივცემ. რაღაცაზე უნდა დაველაპარაკო.


მომწონს იმის ყურება, თუ როგორ იცვლება მისი სახის გამომეტყველება.






{ ეს შიშველი გოგონები. ყოველ კვირას მას ახალი უცხო გოგო მოჰყავს, სანამ სახლში დედა არაა. ისინი სახლში დადიან, არ ფარავენ მათ სხეულებს, ბინძურად ცეკვავენ, ასრულებენ ყველა მამის კაპრიზს.

სწორედ ასეთი იყო - დილანის ბავშვობა, გაჟღენთილი სიგარეტის კვამლისა და ალკოჰოლის სუნით. }



№1  offline წევრი Niniko11

საოცრებააა ძალიან კარგიაა დილანში შეინიშნება რაღაც ცვლილებებიი რაც მახარეებსს ეს გოგო კო ცოტა მაღიზიანებსს დდდ უთხრას სიმართლე დაელაპარაკოსს უფრო კარგად არ იქნებაა♡♡♡
და ჰო დილანს შემთხვევით ხომ არ მოწონსს?♡

 


№2  offline წევრი ამელიაპონდ11

Niniko11
საოცრებააა ძალიან კარგიაა დილანში შეინიშნება რაღაც ცვლილებებიი რაც მახარეებსს ეს გოგო კო ცოტა მაღიზიანებსს დდდ უთხრას სიმართლე დაელაპარაკოსს უფრო კარგად არ იქნებაა♡♡♡
და ჰო დილანს შემთხვევით ხომ არ მოწონსს?♡


შეიძლება :დდ

 


№3 სტუმარი რონინი

ისტორია კარგია,მაგრამ ძალით ნუ ხლართავ სიუჟეტს,ვითომ ინტრიგა შემოგაქვს,არადა უაზრობებს წერ. და კიდევ,შენი ქართული მკლავს:დდდ "გოგონა შლის პირს ღიმილში,რომლისგანაც ძალაუნნებურად ვყლაპა"ვ,"ვწუწუნებ ცხვირ წინ" და ასე შემდეგ:დდ

 


№4  offline წევრი Frigga

ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ მშრალი, განვითარება აკლია, უფრო მეტად უნდა აღწერი თუმდაც გარემო, მოქმედება, მკითხველი როცა კითხულობს თვალნათლივ უნდა დაინახოს ის, რისი თქმაც ან გაგებინებაც გინდა, იფრო მეტად უნდა გადმოსცე გრძნობები, არ ეცადო გაწელო დიალოგები, უფრო საინტერესო გახადე, ვიდრე უბრალოდ თინეიჯერი ბავშვების ჩათია.. საბოლოოდ არაუშავს. თანაც დილანის სახელს არქმევ პერსონაჟს და მეტი პასუხისმგელობა ❤???? ძალიანმიყვარს.. მთლიანობაში არაუშავს, წარმატებებს გისურვებ და იმედია არ გეწყინება, რადგან შენიშვნები უნდა გაითვალისწინო.

 


№5  offline წევრი Niniko11

ახალ თავს მალე დადეეებ♡♡

 


№6 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან საინტერესო ისტორიაა მაგრამ კარგი იქნება დიდხანს თუ არ ალოდინებ მკითხველს

 


№7 სტუმარი ვერო

ეს ისტორია არ დასრულდება?

 


№8  offline წევრი khatia khatia

ძაან კაი ისტორია ❤❤როგორც ვხვდები დილან ო'ბრაიენზე შენც აფრენ❤❤სასცაულია????????❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent