შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარანორმალური. 13


24-01-2019, 19:48
ნანახია 1 000

ფორტეპიანოს მელოდია: Yann Tiersen – Comptine D'un Autre Ete-L'Apre



{ - შეიძლება, არც კი გამჩნევენ - გოგონა იჯდა ფორტეპიანოსთან, ემზადებოდა დასაკრავად. დილანი ადგა სავარძლიდან, მივიდა მასთან და გვერდით დაუჯდა. გოგონამ ფართოდ გაიღიმა და შეხედა ბიჭს:

- შენ ეს არც განაღვლებს - აქნევს თავს - ის თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ხალხს შენს მიმართ - იკვნეტს ტუჩს.

- მართალია - ეთანხმება - მიდი, დაუკარი, დღეს ვარჯიშზე წასვლა უნდა მოვასწრო, ჩვენ კი ნახევარი საშინაო დავალებაც კი არ დაგვიწერია.

გოგონა ადგილზე მოძრაობს. მისი ღიმილი სუსტდება:

- ანუ, შენთვის სულ ერთია, რას ვგრძნობ შენს მიმართ ? - უყურებს ო'ბრაიანს. ბიჭი აბრუნებს თავს და მზერით ხვდება მას. გოგო კრავს ტუჩებს, უცდის პასუხს, მაგრამ დილანი მხოლოდ წარბებს კრავს და უყურებს მას სათვალის მინიდან. }





არ ვიცი, რაა უკეთესი, მაგრამ მარტო დარჩენა ოთახში სულ არ მინდა, ამიტომ , როგორც კი დილანი ოთახიდან გავიდა, მეც მას დავედევნე და ჩურჩული დავიწყე:

- სად მიდიხარ? - ვჩერდები, ვხვდები, რომ მელოდია ზევიდან ისმის. ვწევ თავს. სხვენი? მაგრამ, დილანმა თქვა, რომ ფორტეპიანო მამაჩემის კაბინეტშია , თან სხვენში რომ ვიყავი არ მინახავს ის.

ო'ბრაიანმა, რომელიც ასევე მიხვდა, საიდან მოდიოდა ხმა, მოქაჩა თოკი, რათა კიბე ჩამოეშვა. სიბნელეშიც კი კარგად ართმევს თავს, აშკარაა, რომ ბიჭი კარგად ორიენტირდება სახლში.

- დილან - ვცდილობ ჩურჩულს - მანდ არაა ფორტეპიანო, ეს ყველაფერი საერთოდ... - ვჩერდები, ვყლაპავ - ეს ყველაფერი უცნაურია, ვერ ამჩნევ?

ბიჭი არ მიყურებს, აგრძელებს ჭერის თვალიერებას.

-დილან, შენ რა საერთოდ არ გეშინია? - არ მესმის.

ო'ბრაიანი იფხანს ცხვირს, ეყრდნობა რკინის მოაჯირებს და ზევით ასვლას იწყებს. პირი გავაღე და ირგვლივ ყურება დავიწყე.

საშინლად არ მომწონს ეს ყველაფერი.

კვლავ ვუყურებ ბიჭს, რომელიც უკვე სხვენში ავიდა. ნუ, ამის...

მივყვები მას და ვწყევლი გონებაში. არ ვიყურები ქვევით.

დილანი რთავს შუქს - ნათურა ოთახის ცენტრში კიდია. ის არა სასიამოვნოდ ციმციმებს და თვალებს დაძაბვას აიძულებს.ნათურის არსებობის შესახებაც კი არაფერი არ ვიცოდი. ახლა ყველაფრის დათვალიერება შემიძლია ისე, როგორც საჭიროა: სხვენში ბევრი ყუთია, ასევე კარადა, რომელიც წიგნებით და ჩვეულებრივი გაზეთებითაა სავსე. კედელთან ძველებურად დგას რაღაც, დაფარული თეთრი ნაჭრით. დილანი ათვალიერებს ირგვლივ ყველაფერს და ხვდება, რომ ფორტეპიანო აქ არ არის. ის მიდის გახსნილ ყუთებთან და ხმაურის გარეშე იწყებს მათში ქექვას. ხელებით ვეხუტები , ჩემს თავს, რადგან აქ საკმაოდ სიცივეა და ნესტის სუნია ასევე რაღაც ძალიან ძველის.

მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ირგვლივ სიჩუმეა. მელოდია აღარ აღიზიანებს ყურებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი იყო.

დრო რომ არ დავკარგო, ამიტომ კარადასთან მივდივარ. ვაცემინებ მტვრისგან, როცა ვიღებ ერთ ერთ წიგნს. ვაღებ. ყდაზე წარწერაა მელნით. ვარჩევ ნაწერს და ვკითხულობ:"კლარისა მონტეზს - ჩემს ერთგულ მკითხველს და არაჩვეულებრივ ქალიშვილს "

მოიცადეთ.

ვკითხულობ თავიდან.

მონტეზი. მისტერ მონტეზი, დირექტორი მონტეზი, მაქს მონტეზი, გაბრიელა მონტეზის სკოლა.

ახლა თავი ამიფეთქდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

ვბრუნდები, რათა დილანს შევეკითხო, თუმცა ყურადღებას იქცევს ფოტო ჩარჩოში, რომელიც წიგნების მარცხნივ დევს. ვიღებ მას და ვდებ წიგნს მის ადგილას. თითით ვწმენდ მტვერს მინაზე და გვერდულად ვხრი თავს: ეს ბავშვია ლამაზ ფუშფუშა კაბაში. აშკარაა რომ გოგონაა. მისი ნათელი თვალები მინისას გავს. ფოტო აშკარაა, რომ დიდი ხნის წინაა გადაღებული. ხარისხი არ ახდენს შთაბეჭდილებას.

ვწყვეტ მისი ჩარჩოდან გამოტანას, რადგან ჩვეულებრივ უკანა მხარეს სახელს აწერენ.

ასეც იყო. შევხედე ხელის ნაწერს, რომელიც აშკარად თვითონ გოგონასი იყო : "კეტრინ პეტროვა".

ვკრავ წარბებს, კვლავ ვუყურებ ფოტოს. ეს არის კეტრინი? ვათვალიერებ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიცნობ მას.

- დილან - ვეძახი მას - რატომ არის აქ წიგნი, რომელიც ვიღაც მონტეზს ეკუთვნის? მაქსის ნათესავია?

ო'ბრაიანი ილოკავს ტუჩებს, აგდებს ყუთში, იმას რაც ხელში ეჭირა:

- კი.

- "კლარისა" აწერია - ვამბობ. ბიჭი მიყურებს და ხელს ხელზე ირტყამს:

- ის... - ახველებს - ის მაქსის დედაა.

ყბა ჩამომივარდა.

- მ-მოიცადე, რას აკეთებს აქ მაქსის დედის წიგნი? - ნერვულად ვიღიმი, საბოლოოდ დაბნეული.

დილანი ხელებს მისი შარვლის ჯიბეში იწყობს:

- ის - იკვნეტს ტუჩს - ის აქ ცხოვრობდა მამაშენამდე.

- მოიცა და კეტრინი? - ის რა დამცინის?

- კეტრინ პეტროვა იყო კლარისას ახალი ქმრის შვილი, ამიტომაც აქვთ სხვადასხვა გვარი - ამის შემდეგ ბრუნდება, რათა ყუთებში ქექვა გააგრძელოს. ხშირად ვახამხამებ თვალებს, ვხვდები , რომ თავბრუ მეხვევა. ვუყურებ სურათს:

- პეტროვა? რუსი იყო?

- არამგონია... ჩვენ არასდროს არ ვლაპარაკობდით ამის შესახებ. მას საერთოდ არ უყვარდა, მის ოჯახზე საუბარი - გაიხსენა დილანმა და ამოიხვნეშა - მისი გვარის გამო, ხშირად ხუმრობდნენ სკოლაში.

- ხუმრობდნენ ?

- ჰო, იფიქრებდნენ სხვადასხვა დამცინავ სახელებს.

- რა სახელებს? - ვინტერესდები, ვდებ ფოტოს მის ადგილას, რის შემდეგაც მივდივარ ნივთთან, რომელიც ძველი ნაჭრითაა დაფარული.

- ყველა არ მახსოვს, მაგრამ მას ქონდა ერთი ზედმეტსახელი, რომელსაც ვერ იტანდა - დილანმა ხელში გაზეთი აიღო.

ხელით შევეხე ნაჭერს და ვიგრძენი ,როგორ დაიწყო გულმა სწრაფად ფეთქვა, უცნაური ხმაური ყურებში კი ხელს მიშლის კარგად მოვუსმინო ო'ბრაიანს:

- რა იყო ეს ზედმეტსახელი?

დილანმა გადაშალა გაზეთი და მტვრისგან ხველება დაიწყო:

- მას ყველა ეძახდა პეტრას.

აქ ხველება მე დავიწყე. უეცრად შემოვბრუნდი, რის გამოც დილანმა შემომხედა.

-პეტრა? - ვჩურჩულებ.

ნათურა უეცრად ქვრება. ვიხევი უკან და ვარტყამ ზურგს ნივთს. ვტრიალდები. ნაჭერი ჩამოვარდნილია და მტვრიან იატაკზე დევს. ტუჩები იწყებს კანკალს. არ ვახამხამებ თვალებს და ვუყურებ ჩემს ანარეკლს. მაგრამ არა, ეს მე არ ვარ.

ეს სარკეა.

ჩემს ანარეკლს არ აქვს თვალები.

ვწრიპინებ, როცა მეორე მეს ყბა უვარდება თითქმის ლავიწებამდე. ვაგროვებ ფილტვებში ჰაერს და ჩემი კივილი გაისმის სხვენში.




***


დილანი ტრიალდება:

- რა...

ჩარლი ხტება უკან, შორდება სარკეს, ერევა ერთმანეთში ფეხები და ეცემა იატაკზე. ბიჭმა მიირბინა მასთან და წამოაყენა:

- რა ხდება? რა...

გოგონამ კივილი მიატოვა. მისი ხელები კანკალებდნენ, მზერა კი წინ იყო მიპყრობილი. ო'ბრაიანი შებრუნდა, მაგრამ ნაჭრით დაფარული ნივთების გარდა ვერაფერი ვერ აღმოაჩინა. გოგონამ ტირილი და რაღაცის ჩურჩული დაიწყო:

- ის იქ იყო, ის...

დილანი დაიძაბა და ხელი ჩასჭიდა გოგოს მხარს:

- წავედით.

ჩარლი ცდილობდა თავის დაღწევას დილანისგან, თითით უჩვენებდა ნივთზე მის წინ:

- ის იქაა, დილან! იქ - კივის, რის გამოც ბიჭს უწევს ხელი დააფაროს მის პირს:

- ჩუმად, ჯანდაბა, ჩერი! - თვითონაც ვარდება,არ ესმის გოგოს საქციელი.

ქვევით ჩამოდის და ჩამოყავს გოგოც. ჩარლი კვლავ უყვირის მას და თხოვს , რომ შებრუნდეს უკან:

-ის იქაა! აი ის! შებრუნდი!

დილანს მიჰყავს ის დერეფანში, რათა შევიდნენ გოგოს ოთახში, ის ნერვიულობს, რომ ჩარლის კივილზე შეიძლება მშობლები გამოვიდნენ:

- ჯანდაბა, ჩუმად იყავი ჩერი!

ბიჭი შეშდება, მიშტერებულია სარკეს მის წინ. გოგონა ცდილობს გაექცეს დილანს, თუმცა ის ძლიერად იჭერს მას და განძრევის საშუალებას არ აძლევს.

- რა არის მანდ? - წრიპინებს - დილან?!

ო'ბრაიანი ხედავს მას. გოგონა დგას კიბესთან.

გოგონა კი ხედავს მას. დილანი ახამხამებს წამწამებს, როცა ხვდება, რომ გოგოს არ აქვს თვალები.

ეს კეტრინი არ არის.

ის ნელა დაიძრა დილანისა და ჩარლის მხარეს.


ეს ისაა, რამაც კეტრინი მოკლა.





{ - ეს უსამართლობაა - გოგონამ დაკვრა მიატოვა და კვლავ დილანს შეხედა - ვინ გაგიკეთა ასეთი რამ?

ბიჭმა თვალები გადაატრიალა:

- რას ბოდავ?

- ასე ძლიერ ვინ გატკინა, რომ ყველასგან ჩაკეტვა გაიძულა? - მისი ხმა კანკალებდა - მითხარი.

დილანმა მძიმედ ყლაპავს , იკვნეტს ტუჩს, რის შემდეგაც ადგომა სურს, თუმცა გოგონა იჭერს მის ხელს და დგება. ო'ბრაიანი წარბ შეკრული უყურებს მას.

- შენ ასეთი არ ხარ - გოგო მეორე ხელით ეხება ბიჭის სათვალეს - არ ხარ ასეთი.

- შენ საიდან უნდა იცოდე, კეტრინ? - მისი ხმა უემოციოა.

- რადგან მე ვიცნობ. ვიცნობ ნამდვილ დილან ო'ბრაიანს - ჩურჩულებს, თითებით მის ლოყას ეხება შემდეგ კი ბიჭის ტუჩებზე გადადის. }



№1  offline წევრი ამელიაპონდ11

მადლობა ოთხ საათიან შუალედს ლექციებს შორის ამ თავისთვის joy
მიუხედავად იმისა , რომ პატარა თავია, თანდათან იწყება ყველაფრის ახსნა... შემდეგი თავი კი ჩემი საყვარელია ჯერ sweat_smile
ელოდით , რომ პეტრა და კეტრინი ერთი და იგივე ადამიანია? anguished

 


აი მშიშარა რომ ხარ ადამიანი მაგრამ მაინც რომ კითხულობ :დდ მაგრამ რა ვუყო? მაინტერესებს :დ ახლა ოთახიდან ოთახშიც ვეღარ გავალ...კითხვისას სულ ოთახს ვზვერავდი :დ რაიმე საეჭვო ხომ არ ხდებათქო :დდ ერთი სიტყვით მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და ეს ისტორია და მისი ავტორიც უკვე მიყვარს♥♥♥

 


№3  offline წევრი ამელიაპონდ11

ლიზელ მარტოსული
აი მშიშარა რომ ხარ ადამიანი მაგრამ მაინც რომ კითხულობ :დდ მაგრამ რა ვუყო? მაინტერესებს :დ ახლა ოთახიდან ოთახშიც ვეღარ გავალ...კითხვისას სულ ოთახს ვზვერავდი :დ რაიმე საეჭვო ხომ არ ხდებათქო :დდ ერთი სიტყვით მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და ეს ისტორია და მისი ავტორიც უკვე მიყვარს♥♥♥


სხვათაშორის, მეც შენს მდგომარეობაში ვარ :დდ

ძალიან დიდი მადლობა ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მიხარია შენი და საერთოდ თითოეულის კომენტარი ❤︎❤︎

 


№4  offline მოდერი Moonlight17

აი რაღაც ისეთი განსაკუთრებული და გამორჩეველი წერის სტილი გაქვს, ვერ ავხსნი (კარგი გაგებით)
იმდენად კარგად წერ რომ აი კარგად გუარ ჩაუჯდა ადამიანი შეიძლება ვერ გაიგოს შინაარსი ვერჩაწვდეს სათქმელს. ისტორიებში და ხოგადად წიგნებში ეს პირადად მე ძალიან მიზიდავს..
კარგი გოგო ხარ შენ, პროსტა ძალიანაც არ დაგვაბნიო მომავალში :დ ❤️

 


№5  offline წევრი ამელიაპონდ11

Moonlight17
აი რაღაც ისეთი განსაკუთრებული და გამორჩეველი წერის სტილი გაქვს, ვერ ავხსნი (კარგი გაგებით)
იმდენად კარგად წერ რომ აი კარგად გუარ ჩაუჯდა ადამიანი შეიძლება ვერ გაიგოს შინაარსი ვერჩაწვდეს სათქმელს. ისტორიებში და ხოგადად წიგნებში ეს პირადად მე ძალიან მიზიდავს..
კარგი გოგო ხარ შენ, პროსტა ძალიანაც არ დაგვაბნიო მომავალში :დ ❤️


დიდი მადლობა ❤️ ძალიან მიხარია, რომ მოგწონს relaxed ❤️

შევეცდები joy

 


№6  offline წევრი Liziko27

აუფფფ ესრა პაწაწინა იყო,(((( თან რადროს გაწყვიტე:d:d:d:d:

 


№7  offline მოდერი Moonlight17

როგორ მიყვარს კომემტარების კითხვის დროს ნაცნობს რომ წავაწყდები ხოლმე :დ პრივეწიკებიი❤️ ვერ იტყვი “კარგ “დროს გაწყვეტას შეჩვეული არ ვაროო:დდ
Liziko27
აუფფფ ესრა პაწაწინა იყო,(((( თან რადროს გაწყვიტე:d:d:d:d:

 


№8  offline წევრი Niniko11

Raa vercki warmovidgendii tu petra da ketrini ertidaigiveee largiaa shemdeg tavs veli moutmenlad♡♡99

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent