საუკუნო სიყვარული.თავი 16.
ბოლო პერიოდის მოძალებულმა პრობლემებმა მენაბდეს ჯამრთელობა შეურყია,ღამით მშვიდი ძილი გაქრა,შიშით იხედება როცა ქუჩაში მიდის.რამოდენიმეჯერ წარსულს გადახედა და მოგონებებში ჩაფიქრებულმა უმისამართოდ იხეტიალა ქუჩებში და სახლში არა მუშაობით,ფიქრებით დაღლილი დაბრუნდა.შევიდა თუ არა სახლში ტელეფონზე შეტყობინენება მიიღო,გახსნა და თვალები გაუფართოვდა,შიშისგან უეცრად ხელით მაგიდას დაეყრდნო.გარეთ გავიდა,დაცვის ერთ-ერთ წევრს დაუძახა და უთხრა. -რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევია სახლის სიახლოვეს,ან უცხოს ხომ არ გაუვლია. -არა ბატონო გურამ ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. -კარგი,თავისუფალი ხარ.უთხრა და გაუშვა,თავად თავის კაბინეტში ჩაიკეტა და თავისი ძველ რვეული ამოიღო,სადაც მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების საკონტაქტო ტელეფონები ეწერა,ერთი ნომერი სასწრაფოდ აკრიბა და დარეკა. -გისმენთ. -მოდი,გელოდები. -ამდენი წლის შემდეგ რადგან დამირეკე,საქმე მართლაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს. -სწორედ ამიტომ უნდა მოხვიდე. -ვერ მოვალ,საქმეები მაქვს. -ვერ გავიგე? -კარგად გაიგე,მენაბდე გეუბნები ვერ მოვალ მე შენთან აღარ ვმუშაობ რამე რომ მიბრძანო, არც შენი ვალი მაქვს, გაიგე? -მოხვალ,რადგან დაგირეკე ესე იგი მჭირდები. -ნუ დამელოდები,ამჯერად თავად მოაგვარე ის რამაც ასე ძალიან შეგაშინა. -თამაზ მჭირდები,ძალიან მჭირდები.ხვეწნად გადაიქცა გურამი. -გასული ვარ ქალაქიდან,ორი დღე უნდა დამელოდო სხვა გვარად არ შემიძლია. -კარგი,კარგი გელოდები.გაფითრებულმა გათიშა ტელეფონი,თავზე შემოიწყო ხელები რადგან ეგონა ამდენი ფიქრისგან გაუსკდებოდა. -ვინ არის,ვინ გაბედა და შეძლო ჩემი ცხოვრების აწეწვა.მოუსვენრად გაიარა ორმა დღემ და ტელეფონზე ნანატრი ზარი გაჩნდა. -ჩვენს ადგილზე მოდი,გელოდები.გურამი ისე სწრაფად გავიდა სახლიდან,მადლენმა და მათემ გაოცებულებმა გააყოლეს თვალი. -რა ეტაკა,რა სჭირს.გაოცებულმა შეხედა მათემ დედას და გაწყობილ მაგიდას მიუჯდა. -ვერც მე ვცნობ, ეს დღეები სულ დაფიქრებული დადის ვგრძნობ რომ რაღაც პრობლემები აქვს,მაგრამ რა და ვისთან. -ბებერი მენაბდე ყველა ხვრელიდან რომ გამოძვრება ეს შენც კარგად იცი,დაჯექი და ერთად ვისაუზმოთ ტყუილა ნუ ჯავრობ,საღამოს კარგ ხასიათზე დაბრუნდება.გურამი დანიშნულ ადგილზე მივიდა და იქ ორი თავით მაღალი მამაკაცი დახვდა,რომელიც სიგარეტს ეწეოდა და ზურგით იდგა.გაიგო გურამის მისვლა,მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა თავად გურამი ეახლა და არც შემობრუნებულა,არც მისალმებია პირდაპირ უთხრა. -გისმენ,რა არის ასეთი საჩქარო ტელეფონში,რომ არ მითხარი და ჩამომიყვანე. -შემობრუნდი და ეს ნახე,ვის შეეძლო გამოეგზავნა.მამაკაცმა სათვალე მოიხსნა და გურამის მიცემულ ტელეფონს დახედა,წარბი აწია მაღლა და გურამს უთხრა. -სერიოზული პრობლემები შეგექმნება ბატონო გურამ. -რას გულისხმობ. -როგორ ფიქრობ,ვინც ეს გამოგიგზავნა ისე უბრალოდ გამოგიგზავნა? -ხომ გითხარით,ის ბიჭი უნდა მოგვეკლა და თქვენ არ დამიჯერეთ. -იმ ბიჭს შეეშვი,გურამ ის აქედან წასულია წლებია,ჩვენ მას ვაკონტროლებთ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს და მას შეეშვი,გამორიცხე და დამნაშავე სხვაგან ეძებე სადაც უფრო ძალიან გაქვს ჩასვრილი. -როგორ შეიძლებოდა ეს საბუთი სხვას ჩავარდნოდა ხელში,ჩვენ ხომ ყველა ნაბიჯი კარგად გავთვალეთ.უნდა გავიგი ვინ დგას ამ შეტყიბინების უკან,ვინ რა იცის,ცხადია ვიღაც არის ვინც ძალიან ბევრი რამ იცის. -მართალი ხარ,ვიღაც არის ვინც ძალიან ბევრი იცის,ამიტომ დაელოდე სიურპრიზს. -მეც ვფიქრობ,ვიღაც არის და ის ოთარის მხრიდან არის,მან ყველაფერი იცის და შეუძლია საიდუმლოს კარი გააღოს. -მე გამომრიცხე ამ საქმიდან,ამიტომ აღარ ჩავერევი,ეს შენი მოსაგვარებელია.ყველაფერი კარგად გათვალე,ღრმად ჩაუფიქრდი თითოეულ შენს მიერ დასახულ გეგმას და შეცდომა არ დაუშვა,ამჯერად არ გეპატიენა შეცდომა. -როდის დავუშვი შეცდომა ამჯერად რომ არ მეპატიება? -ირონია ჩემთან არ გაგივა მენაბდე და არ უარყო,ბახვა და თათა შენ მოკალი,ისინი შენი ბრძანებით დაიღუპნენ. -ეს შენ საიდან იცი,გაფითრებულმა შეხედა გურამმა თამაზის. -მე ყველაფერი ვიცი,ყველაფერი მესმის და ყველაფერს ვხედავ.მათემ არ მიაქცია ყურადღება დედის საუბარს,არც სახლიდან დიდი სისწრაფით გასულ გურამს ისაუზმა და სულ მალე სესილის კართან იყო. -მათე შენ ხარ? შენოდი,შემოდი. -როგორ ხართ,სად არის სესილი ან ნატა. -ძინავთ,ჯერ არ ამდგარან,დღეს შაბათია სკოლა არ არის და გაუგრძელდათ ძილი. -მე კი ვიფიქრე სასეირნოდ წავიყვანთქო.ლუკამ ჯერ უცქირა მათეს და შემდეგ სასამართლოს უწყება წინ დაუდო და თან დააკვირდა რა რეაქცია ექნებოდა,მათემ კი ქაღალდი გადაიკითხა და ლუკას შეხედა. -ეს რა არის ლუკა. -სასამართლოს ბრძანება. -ვხედავ,რომ სასამართლოს ბრძანებაა. -ორი დღეა რაც მივიღეთ და მის მერე სესილი ცუდად არის. -არ დაიჯერებთ,მაგრამ ეს დღეები გურამიც ცუდად არის.არ ვიცი რა დაემართა,მაგრამ ვხვდები რომ მის თავს რაღაც ხდება,რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი,მალე გავიგებ. -როგორ გაიგებ,ვინმე მიუჩინე? -მყავს ჩემი ხალხი,დღეს ვიღაცას შეხვდა ფოტოც გადმომიგზავნეს,მაგრამ ვერ ვიცანი უცხოა და გურამიც მოწიწებით ელაპარაკებოდა,ისეთი გრძნობა დამრჩა გურამის იმ მამაკაცის შეეშინდა. -მათე ნუ გამაცინე,გურამის ვინმესი შეეშინდა? -შენ წარმოიდგინე და შეეშინდა. -და ვინ უნდა იყოს ის გურამის რომ ეშინია? -გავარკვევთ,ნელა-ნელა ყველაფერი გაირკვევა. -მათე ერთი აზრი მაწუხებს და არ მასვენებს,მერიდება ვიცი რაც გააკეთე ნატას გამო მაგრამ,არც ის შემიძლია არ გითხრა. -ლუკა ასე მგონია ჩვენ არ უნდა დავუალოთ ერთმანეთს რას ვფიქრობთ და რას ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ,თუმცა ვიცი ეჭვები რატომ გაქვს ან შენ და ან სესილის. -მიჭირს თქმა,მაგრამ ვფიქრობ ის რაც მოხდა ისიც ერთ-ერთი თქვენი გეგმის ნაწილია.მათემ ჩაფიქრდა,თავი ჩახარა და რამოდენიმე წამი ჩუმად იყო,შემდეგ ლუკას შეხედა და უთხრა. -არა,არანაირი შიში არ გქონდეს ჩემი.დამიჯერე,ლუკა მეც მინდა სიმართლე გავიგო,ისე როგორც თქვენ თუ რატომ გარდაიცვალა ბახვა და თათა.ნატა კი სწორად მიმაჩნია აქ იყოს,აქ მისთვის სუფთა სამყაროა ფერადი ფერებით.არ მინდა იქ იზრდებოდეს სადაც სულ სიბნელეა და შესაძლებელია არასწორი გზით მოუწიოს ცხოვრების გავლა. -გასაგებია,სიმართლე გითხრა უკვე მშვიდად ვარ რადგან ჩვენს შორის აღმართული კედელი საბოლოოდ ჩამოიშალა. -ლუკა მინდა სესილი გავაფრთხილო. -რაზე უნდა გამაფრთხილო ან ვისზე მათე. -შესაძლებელია დედაჩემი მოვიდეს და არ დაიჯერო მისგან თბილად ნათქვამი არცერთი სიტყვა.ის აქეზებს გურამს და შენთან უნდა უცოდველი კრავის როლში გამოვიდეს,რომ მასზე ეჭვი არ მიიტანოთ. -იყო მოსული და სწორედ მასეთი უცოდველი სახით მესაუბრა,ლამის მეც დავიჯერე მისი უდანაშაულობა. -რაც გვქონდა სათქმელი ვთქვით,თუ რამეში კიდევ ეჭვი გეპარებათ გავარკვიოთ ახლავეს. -არა,ყველაფერი გარკვეულია ამ საუბრით და ეს თემა ჩვენში აღარ განიხილება. -კარგი მე წავედი თუ რამე დაგჭირდებათ მომწერეთ თუ არ გიპასუხეთ,მოგვიანებით გადმოგირეკავთ.მათემ კიდევ ერთხელ გადაიკითხა სასამართლოს დადგენილება და სახლიდან გავიდა.პირდაპირ სახლში მისული კი გაბრაზებული,ცეცხლს რომ ყრიდა თვალებიდან გურამის კაბინეტში შევიდა. -სად ხარ,სად გაქრი დილა ადრიან.გაგახსენდა სახლი,ოჯახი და მშობლები რომ გყავს? -ოპააა,ვინ მელაპარაკება სახლზე და ოჯახზე მე რომ არ მახსოვს.იყო დრო,რომ ვამაყობდი ჩემი უზარმაზარი სახლით,მაგრამ იცი როდის იყო ეს? აღარც მე მახსოვს,მახსოვს მხოლოდ ბაბუას სიტყვას ფასი ჰქონდა ამ სახლში და საღამოს ეზოში ვხვდებოდი მას,მაგრამ ახლა?გინდა გითხრა რას ვგრძნობ ახლა? მრცხვენია,შენი არსებობა მრცხვენია,რომ სუნთქავ,რომ დადიხარ,რომ არსებობს ამ ყველაფრის მრცხვენია,შენი მრცხვენია მამა. -რაც გავაკეთე,თქვენს გამო გავაკეთე მინდა ეს იცოდე. -არა,ჩვენთვის არა,ყველა შენი ბინძური საქმეს იმისთვის აკეთებდი შენი ჯიბე რომ არ გათხელებულიყო,ეს ყველაფერი კი ნელა-ნელა წლებმა მაინც თავისი ქნა და სიამოვნებად გადაგექცა ხალხის ხოცვა-ჯლეტა,მათი ქონების გაყიდვა და გინდოდა ხალხში მდიდარი არა,უმდიდრესი ადამიანის სახელი მოგეხვეჭა.გიხარია შენთან დასახმარებლად რომ მოდიან,გეთაყვანებიან და თუ დაეხმარები იმიტომ რომ ისევ ისინი გამოიყენო შენი ბინძური გეგმებისთვის.უარს ვერ გეუბნებიან,რადგან შენგან დავალებული არიან.ზოგს შვილი გადაურჩინე,ზოგს სიცოცხლე შეუნარჩუნა შენმა ბინძურმა ფულმა,ზოგს ქონება გადაურჩინე ბანკისგან დაყადაღებას.აი ასეთი პოროვნება ხარ შენ გურამ მენაბდე და შენ აღარასოდეს აღარ შეიცვლები. -უკეთესია თუ დაუკვირდები რას ამბობ,დარწმუნრებული ვარ ფეხი რომ გადამიბრუნდეს უკან არ მომიხედავ,ალბად სიხარულით სავსე გააგრძელებ გზას. -რამდენი წლის ხარ,56-ის თუ არ ვცდები,ხომ? -რატომ მეკითხები,გინდა იუბილე გადამიხადო? -არა,მინდა გავიგო კიდევ რამდენი გჭირდება შენი სრულყოფილი ბედნიერებისთვის და როცა შეივსები,ალბად შეჩერდები და შემდეგ შეეცდები ნელა-ნელა ის სისხლი ჩამოირეცხო,რომელიც შენს ხელებზეა,მაგრამ გაგიჭირდება რადგან ძალიან სქელია ის სისხლი. -ზედმეტი მოგდის მათე და ერთ დღეს შენს სიტყვებს თავად ინანებ.რაც გავაკეთე და რაც გამიკეთებია,ჩემი შვილების და ოჯახის კეთილდღეობისთვის გავაკეთე. -დაგიჯერე,როგორ არა შენ ხომ მხოლოდ შენი შვილები გახსოვდა და მათთვის იბრძოდი.რატომ არ იკითხე ერთხელ მაინც შენს შვილებს უნდოდათ კი ასეთი ფული და ასეთი სიმდიდრე,როცა ბევრი მათი თანატოლ ბავშვებს ქუჩაში ტოვებდი,მშობლებს უკლავდი და მათხოვრად აქცევდი? თუმცა ვის შეიცოდებდი,შენ შენი შვილები არ გიყვარდა,ყოველ დღე მირტყამდი.დღეს არ გაუშვებდი ქამრით რომ არ გეცემე მეც და ჩემი ძმაც, ხმის ამოღების საშუალებას არ გვაძლევდი,რადგან გინდოდა პატარა ასაკშივე შენი მორჩილი ვყოფილიყავით.შენ რა გგონია ისევ ისეთი პატარა ბიჭი ვარ და როცა გინდა მაშინ წამომარტყამ? -თქვენი დანახვაც კი გულს მირევდა. -რატომ,რატომ გეზიზღებოდით ასე ძალიან.მიდი,გაბედე და თქვი რატომ არის შენში ამოდენა ზიზღი,ნუთუ იმიტომ რომ გავიზარდეთ და შენი მარიონეტები არ გავხდით? შენ არ ხარ ღმერთი,რომ შენს წინაშე ყველამ თავი დახაროს და მათ შორის მეც.შენ არ ხარ ადამიანი,შენ ორ ფეხა ცხოველი ხარ,რომელიც ცოცხლად ჭამს ადამიანებს.ვერც ჩემი ძმის სიკვდილმა შეგაჩერა,რომ ახლა მაინც დამშვიდდე და ის სიბინძურე რაც გიკეთებია იკმარო.რას ერჩი სესილის და რატომ არ ანებენ თავს,ციხეში ვერ გამოკეტე და ახლა სასამართლოთი დაემუქრე ისევ ბავშვის წართმევით. -მე მენაბდე ვარ და უნდა მემორჩილებოდეს ყველა. -რატომ,ის ბეჭედი რომელიც გიკეთია და თავი მოგაქვს მისი მდიდრულობით ხომ არ გავიწყდება ის ამ ოჯახის საგვარეულოა და არა შენი. -საკმარისია........... -არა,რადგან დავიწყე უნდა ვთქვა.არც პატარა ბავშვებს იცოდებდი,ყველას ვიზედაც ხელი მიგიწვდებოდა აუპატიურებდი და შემდეგ ისე კლავდი მათ ხელი არც ერთხელ აგკანკალებია. -საკმარისია,გაეთრიე ჩემი სახლიდან. -გახსოვს ერთ ზაფხულზე ბათუმში წაგვიყვანე,მაშინ 16 წლის ვიყავი,გახსოვს ჩვენს მეზობლად ნანი ბებო რომ ცხოვრობდა? მე მისი შვილიშვილი მიყვარდა,ის იყო ჩემი პირველი სიყვარული,სიყვარული რომელიც დღემდე ჩემს გულშია,ისიც 16 წლის იყო ერთ კლასში ვიყავით,მაგრამ რა მოხდა? უეცრად ლელა დაიკარგა,მთელი თვე ეძებდნენ,მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მიაკვლიეს. -მე რა შუაში ვარ მერე მის სიკვდილთან. -იმ დღეს,სწორედ იმ დღეს როცა ბათუმში მივდიოდით ის გააუპატიურე,სცემეს კიდეც და ერთი თვის შემდეგ მკვდარი იპოვეს. -მე რატომ მიყვები ამ ყველაფერს მათე. -იმიტომ რომ ნუ იქმნი უცოდველის როლს,ის გოგო შენ გააუპატიურე და სიცოცხლეც შენ წაართვი. -ტყუილიაააა. -არა,ეს სიმართლეა,როცა ნანი ბებომ სიმართლის თქმა დააპირა,შუაღამეს მიაკითხე სახლში ჯერ კიდევ მგლოვიარეს,რომელსაც ცრემლი არ შეშრობოდა თვალზე და დაემუქრე. -რა სისულელეებს ამბობ. -არ შეგეპუა და თავადაც დაგემუქრა,რომ დილით პოლიციაში წავიდოდა და ყველაფერს იტყოდა,მაგრამ დილით ნანი ბებო მკვდარი იპოვეს,თავი გამოდევი როგორც მარტოხელა დასაფლავება შენს თავზე აიღე და შემდეგ მისი ეზო შემოიერთე,შენ ხომ ყველაფერში სარგებელს დაეძებ. -რა კარგი ფანტაზია გაქვს,არ გიცდია რამე სცენარი დაგეწერა? -რაც არ უნდა უარყო,ვერ დამაჯერებ რომ შენ ეს არ ჩაგიდენია -რატომ ხარ დარწმუნებული რომ ეს მე გავაკეთე. -იმიტომ რომ დაგინახე,დასამშვიდობებლად მივედი ლეკასთან მინდოდა მეთქვა,რომ ერთი თვე მივდიოდი,მაგრამ იქ რაც დავინახე თვალებში დამიბნელდა,მუხლებში ძალა წამერთვა.დაგინახე მამა,დაგინახე როგორ აუპატიურებდი ლელას და როგორ ცემდი,ახლაც მესმის მისი ხმა,როგორ გთხოვდა არ მოგეკლა,მაგრამ ვერაფერი გავაკეთე,ვერც ვთქვი,ვერც ვუშველე ჩემს სიყვარულს,რადგან მრცხვენოდა რომ ჩემმა მამამ ჩაიდინა ეს საშინელი უბედურება და ორი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა.არ იკმარე ეს ორი,მას შემდეგ კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტა მაგ ხელებმა თუ შემნა ბრძანებებმა,შეგიძლია დაითვალო რამდენი ადამიანის მზე დააბნელე? ვერა,ვერ შეძლებ მათ დათვლას,რადგან მათი რიცხვი ძალზედ დიდია.მათე ადგა და კაბინეტიდან გავიდა,მაგრამ შემოუბრუნდა გურამს და უთხრა. -რაც შეეხება ამ სახლს რაო რა თქვი? მითხარი რომ ეს შენი სახლია? არა,ძალიან სცდები ეს არ არის შენი სახლი და არც არასდროს იქნება.საბოლოოდ მიიხურა კარი და კართან თომა დაინახა,რომელიც გაოცებული იდგა. -ძია თომა? როგორ ხარ,მიხარია რომ დაბრუნდი. -მათე ძალიან დიდი დრო გავიდა ბოლოს რომ გნახე,დავაჟკაცებულხარ. -მართლაც დიდი დრო გავიდა.მათემ ხელი მოკიდა თომას გვერძე გაიყვანა და უთხრა. -როგორც ვიცი ჯგუფს ხელმძღვანელობ. -კი,ასეა მე ვხელმძღვანელობ. -ახალი გვაქვს რამე? -ჯერ-ჯერობით არა,არაფერია სიახლე. -თვალი არ მოაშოროთ,ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ რაღაცას ისევ ხლართავს,ვერ ისვენებს და სულ გასულია. -ყველაფერს აკონტროლებენ,არ ინერვიულო. -კარგი,თუ რამე უცნაური შეამჩნიოთ დამირეკეთ. -აუცილებლად.მათე წავიდა,გურამიც გავიდა სახლიდან და ტელეფონზე საუბრობდა,ეგონა მარტო იყო და ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა. -დღეს ღამის 4 საათზე გავდივართ,დატვირთეთ მანქანები და ფრთხილად იყავით.თომამ გაიგონა, სასწრაფოდ გადასცა ახალი ინფორმაცია სხვებს და გურამის თვალთვალის გაორმაგების ბრძანება გასცა,თავად კი მათეს დაურეკა. -გისმენ ძია თომა. -მათე სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ. -მოვდივარ. -სახლში არა,სახლთან რომ კაფეა იქ მოდი. -კარგი,იქ მოვალ.მათეს მოსვლამდე თომას რამდენჯერმე დაურეკეს და დრო და დრო ინფორმაციას აწვდიდნენ მისი ბიჭები,მათეც მოვიდა და გაკვირვებულმა შეხედა თომას. -მათე შვილო არ ვიცი როგორ გითხრა. -თქვი,მე უკვე ველოდები კარგს რომ არ მეტყვი და მზად ვარ ძია თომა მშვიდად მოგისმინო. -მამაშენი იარაღით და ნარკოტიკით ვაჭრობს. -რააააააა? -არ ეგონა იქ რომ ვიყავი და გავიგონე ტელეფონზე რაც თქვა,დღეს 4 საათზე გადიან. -ეს ყველაფერი დაზუსტებით იცი? -ჩემი ბიჭები უკვე მაწვდიან ინფორმაციას და რა ვქნათ,როგორ მოვიქცეთ. -ჩვენი იქ გამოჩენა არ შეიძლება,ვიცით ვისაც უნდა დავურეკოთ.მათემ ბესოს დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა,ისიც იქ მივიდა და თომასთან ერთად მოუსმინა მათეს. -მათე სერიოზული ბრალდებაა იარაღით ვაჭრობა. -მე ინფორმაცია მოგეცი,იმასაც გეტყვით სად უნდა მიხვიდე და აწი შენ იცი რაც უნდა გააკეთო,ჩვენ არ უნდა გამოვჩნდეთ. -მამაშენიც იქ იქნება? -შესაძლებელია ისიც იქ იყოს. -კარგია,როგორც იქნა დადგა ის წუთები,რომ ეს ადამიანი ვიღაცამ მოსვას თავის ადგილზე,მაგრამ თქვენ არ შეეხებით დღევანდელ თემას და დღევანდელი დღე უნდა დაივიწყოთ,მადლობა რომ მაცნობეთ ეს ყველაფერი და უკვე პოლიციის საქმეა,ამიერიდან მე მივხედავ. -ბესო მენაბდეს თქვენს შორის კაცი ჰყავს და ეს ისე უნდა გაკეთდეს,რომ არ უნდა გახმაურდეს ამ ოპერაციის შესახებ. -ვიცი,მეც ყველას ვაკვირდები და ჯერ ვერ ამოვიცანი ვინ არის. -ის ვინც შენს სიახლოვეს ტრიალებს,კარგად დააკვირდი.მას მაჩოს ეძახიან და ორი სახეა,დილით თქვენს გვერდით არის ფორმაში და ორგანოს მუშაკია,ღამით კი ის მენაბდის ხელქვეითია და მის დავალებას ასრულებს. -ვიცი ბატონო თომა და ძალიან ფრთხილად ვარ,მაქვს ერთზე ეჭვი და დღეს მხოლოდ ჩემი ამორჩევით გავიყვან ბიჭებს,თუ ეს საქმეც გაიცა და ჩაიშალა როგორც სხვები,მაშინ იმ ბიჭებში უნდა ვეძებო დამნაშავე. -მშვენიერია,ჩვენ შენგან დაველოდებით სიახლეებს. -კარგი,წავედით და თქვენც ფრთხილად იყავით.ბესო წავიდა,მათემ კი თომას მიუბრუნდა და უთხრა. -ყველაზე ცუდი ძია თომა იცი რა არის?მამაჩემმა დღემდე ვერ გაიგო რომ მე უკვე გავიზარდე. -მათე შვილო მას ბევრი რამ აქვს გაგებული და გაანალიზებული,ის ელოდება ვალერიანი როდის ამოისუნთქავს ბოლო ამოსუნთქვით და საბოლოოდ დაგვტოვებს. -მე ვხედავ სამაგიეროდ და ვგრძნობ მისი ოცნება და მის ოცნებებში შექმნილი ილუზია მალე გაქრება,უნდა მომეხმარო და ერთი გეგმა უნდა შევიმუშავოთ. -რა გეგმა,რა მოიფიქრე. -ეს ბაბუას ეხება და დაწვრილებით აუცილებლად გეტყვი,ახლა მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს წინ. -კარგი,მე სახლში წავალ და იქაურობას გადავხედავ. -მე ლუკას და სესილის გავაფრთხილებ,დღეს არ გავიდნენ სახლიდან და მეც სახლში მოვალ.ორივე თავ-თავის გზაზე წავიდნენ,თომა უკვე სახლში შედიოდა რომ გურამის ხმა შემოესმა -დარწმუნებული ვარ აქ იმიტომ დაბრუნდა,რომ მათე ჩემს წინააღმდეგ აამხედროს,მაგრამ მამაშენი მოკვდება თუ არა,ის აქედან წაბრძანდება. -ეს შენ გადაწყვიტე ასე და მე აღარაფერს წარმოვადგენ ამ სახლში? -გაიგე,რომ არ მომწონს ეს ადამიანი,რამდენჯერმე გითხარი და კიდევ გიმეორებ,არ მომწონს მისი აქ ყოფნა მას რაღაც აქვს ჩაფირებული. -ნეტავ რატომ არ მოგწონს? იმიტომ რომ შენთან ერთად არ განიხილავს შენს ბინძურ გეგმებს,დაიმახსოვრე მათე არ არის ჩვენი ოჯახის მტერი,შენი არ ვცი და მე მას ვებდობი ისე როგორც მამაჩემი ენდობა.მადლენი მის ოთახში შევიდა და გურამმა მაგიდაზე დადებული ჭიქა კედელს ესროლა რომელის ნამსხვრევებად იქცა.თომა სახლში შევიდა და გურამმა მაღალი ხმით უყვირა. -არ დავუშვებ აქ იცხოვრო,ახლავეს წახვალ აქეან.თომამ ჩაიცინა,მის წინ დადგა და მშვიდად უთხრა. -ძალიან კარგად ვიცი ვინ ხარ და რა საქმეებს ხლართავ,ნუ გგონია რადგან ჩუმად ვარ ვერაფერს ვხედავ და არაფერი მესმის ან ვერაფერს ვამჩნევ. -როგორ მიბედავ სიტყვის შემობრუნებას. -შენ? შენ როგორ გიბედავ? ვინ ხარ შენ რომ პასუხის გაცემის შემეშინდეს,ვინ ხარ და რას წარმოადგენ გარდა იმისა რომ ხარ მკვლელი,ნარკოტკით წამლავ ახალგაზრდებს. -შეგიძლია დაამტკიცო? ვერა,ვერ შეძლებ რადგან მე თუ ვაკეთებ საქმეს,კვალს არ ვტოვებ. -მშვიდად,თხრილზე რომ გადახტე ჰოპ მერე დაიძახე.მარტო მე არ ვამბობ,ამას შენზე ყველა ამბობს რა ნაგავიც ხარ. -.გპირდები,თუ არ შემეშვები ომი დაიწყება,გინდა? დავიწყოთ მაშინ ომი და ვინ გაიმარჯვებს ვნახოთ,თავად დარწმუნდები ჩემს შესაძლებლბლებში. -მე არ დავუშვებ შენ მშვიდად იცხოვრო მენაბდე.სახლში მათე შემოვიდა და გურამის წინ დადგა. -მათე? მათე შენ ჩემს წინააღმდეგ ხარ? -არა,შენს წინააღმდეგ არ ვარ,მე ვებრძვი იმ ადამიანს ვინც კლავს მომავალ თაობას. -რას ბოდავთ,ორივემ ცუდი სიზმარი ნახეთ? -არა მამიკო, ვიცი უკვე რომ ნარკოტიკით დაიწყე ფულის შოვნა. -თავად თუ ხვდები რას ამბობ შვილო. -მართალი ხარ,არ ვიცი რას ვამბობ მაგრამ გაფრთხილებ უარესი დღეები გელოდება წინ. -გაჩუმდით,ორივემ ხმა ჩაიგდეთ. -რას გვიზამ,ორივეს მოგვკლავ? გურამი თომას წინ დადგა და უთხრა. -ამდენი წლები აქ ყოფნაში გაატარე და კიდევ ვერ გაიგე ვის უპირისპირდები? დაიმახსოვრე,დღევანდელი ამ წუთებისთვის მწარედ გადაიხდი თომა. -ნუ მაიძულებ მე დაგასამარო პირველმა, მიფრთხილდი გურამ. -ვერ დამწვავ,არაფერი არ მოგეძებნება ჩემს წინააღმდეგ,ამას ვერ შეძლებ თომაკო.ნუთუ ელოდები,ვალერიანი მოკვდება თუ არა აქედან რამეს მიიღებ? ასე თუ არის ნუ დაელოდები ამ წუთებს,ვერ მიიღებ ერთ თეთრსაც კი,ვერც მადლობას ეღირსები ამდენი წლის აქ მუშაობისთვის. -არა,არაფერს ველოდები,ბატონ ვალერიანს მე უფასოდ და უსასყიდლოდ ვემსახურები,მადლობას შენ არა,ის მეტყვის რადგან მე მისთვის ძალიან ძვირფასი რამ მაქვს გადასაცემი,ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული რომელსაც უეცრად შეიყვარებს ყველა,შენ კი რამდენი წელია ამ სახლში ცხოვრობ,ვერ მოახერხე და შენ ვერავინის გული ვერ მოიგე,ის შენ არ გენდობა და ეს ჩემი ბრალი არ არის. -ნუთუ დადგება ის დღე,რომ აქედან წახვიდე და გაქრე. -არასოდეს დამისვია ბატონ ვალერიანისთვის კითხვა,თუ რატომ ვერ გიტანს ასე ძალიან,მაგრამ შენც არ ამოგდის მასზე მზე და მთვარე ზიზღს მის მიმართ პირდაპირ თვალებიდან აფრქვევ.და ბოლოს,მე არა შესაძლებელია ასე თუ გააგრძელე ამ სახლიდან თავად წახვიდე. -იცი რა მიკვირს? რა გაკავებს აქ,მთელი შენი ცხოვრება ამ სახლში რომ გაატარე. -იქნებ არიან ადამიანები,რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანი არიან,მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ და ნუ ჩაეძიები. -არის აქ რამე შენთვის მნიშვნელოვანი? -რამე არა გურამ ვინმე რომ გეთქვა,ეს უფრო სწორი იქნებოდა.გურამი გაეცალა მათ და ჩაფიქრებული შევიდა თავის კაბინეტში,თომამ კი მათეს შეხედა და თვალი ჩაუკრა. -თომა ნუ შეეჭიდება,მას ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს. -რა თვისებაა მინდა ვიცოდე. -თუ მასზე ძლიერი გამოჩნდა ვინმე,გაბედა და დაუპირისპირდა ისე ანადგურებს კვალს არ ტოვებს,ამიტომ გთხოვ ფრთხილად იყავი.უთხა მადლენმა თომას და ისევ თავის ოთახში შევიდა.საღამომდე სიმშვიდე სუფევდა მენაბდეთა სიახლოვეს,მათე და თომა მთელი დღე სახლში იყვნენ ხან საუბრობდნენ უამრავ თემებზე,ხან ნარდი ითამაშეს და ეს ყველაფერი გურამის გულზე მოქმედებდა.უკვე დაღამებული იყო,როცა მადლენის საძინებლის კარს ფრთხულად დააკაკუნა და შემდეგ შეაღო. -აქ ხარ? არ მეგონა აქ თუ იყავი. -აქ ვარ,გინდოდა რამე? -გავდივარ, მნიშვნელოვან საქმეზე დამირეკეს და შესაძლებელია ორი დღე ვერ დავბრუნდე. -გასაგებია. -შენთვის სიურპრიზი მაქვს. -რა სიურპრიზია? -ჯერ კიდევ ვფიქრობ,აი დავბრუნდები თუ არა გეტყვი. -გურამ 37 წელია ერთად ვცხოვრობთ და ამ წლების მანძილზე არასოდეს დამისვამს შენთვის კითხვა,თუ საიდან გაქვს ამდენი ფული,რას აკეთებ გურამ.მე არ მინდა შენი საქმეების თანამონაწილე ვიყო,ამიტომ მე არ მინდა არც შენი სიურპრიზები.ვფიქრობ და იცი რას მივხვდი? მე ვერ გავიგე მთელი ეს წლები ვინ ხარ შენ,მაგრამ მივხვდი რომ მათემ უკეთესად გაგიცნო ვიდრე მე.გურამ მე ნუ ჩამითრევ და ნუ გამომიყენებ შენი გეგმებისთვის,გზა ფართოა და ორივე გავეტევით.გურამმა შეხედა მადლენს,ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და ოთახიდან გავიდა. ჩქარი ნაბიჯით შევიდა განყოფილებაში,როგორც იქნა საშუალება მიეცა მენაბდე ხაფანგიდან გამოიყვანოს დღის სინათლეზე და ბედნიერებისაგან ლამის გული ამოუვარდეს,სუნთქვა შეკრულმა დააკაკუნა კომისრის კარებზე. -მობრძანდით.მოესმა კომისრის ზედმეტად სერიოზული ხმა.ბესომ კარი შეაღო და კომისრის წინ გაჯგიმული დადგა. -მშვიდობა გვაქვს? -ახალი და კარგი ამბსვი მაქვს კომისარო. -დაჯექი და გისმენ. -შესაძლებელია დღეს მენაბდე ავიყვანოთ. -ვინ გითხრა,სანდოა? -ჩემი წყაროებიდან ვიცი,სანდო ხალხი მყავს. -დაურეკე გაბრიელს და მე აქ ვიქნები ხაზზე,შენგან ზარს დაველოდები. -სწორედ ამიტომ მოვედი,რომ გითხრათ გაბრიელს ვერ დავურეკავ ამ ოპერაციის შესახებ. -რატომ? შენ და ის ხომ ყოველთვის ერთად გადიოდით ოპერაციაზე. -ამჯერად მინდა წავიდე ისე,რომ ის არ მინდა იყოს ჩემს გვერდით. -მიზეზი გაქვს? -მაქვს მიზეზი და ამის შესახებ შემდეგ ვისაუბროთ.კომისარი ფეხზე წამოდგა,ოთახში რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა და ბესოს უკან დადგა,მხრებზე ხელი დაადო და უთხრა. -ბესო იცი რომ ძალიან მიყვარხარ და გამორჩეული თანამშრომელი ხარ ჩემს გუნდში,გენდობი და ჩემი თხოვნაა ფრთხილად იყავი. -მეც მაქვს თხოვნა კომისარო. -გისმენ,მითხარი. -პირველი,დაზღვეული არავინ არ ვართ და თუ რამე მოხდა გაუთვალისწინებელი და რამე შემემთხვა,მილენას თქვენ გაბარებთ,ვიცი რომ როგორც შვილი ისე მიაქცევთ ყურადღებას. -ეს რა საუბარია,განა პირველად გადიხარ ასეთ საქმეზე.ცრემლი მოერია კომისარს. -მეორე,მინდა რომ გაბრიელმა არ იცოდეს სად წავედით. -ვფიქრობ სერიოზული მიზეზი გაქვს,რადგან მას არ ეუბნები,მაგრამ აქ არ უთხრას ვინმემ. -აქედან მხოლოდ ოთხი მივდივართ,თუ დამჭირდით დაგიკავშირდებით და მზად გყავდეს რაზმი. -წარმატებები ბესო და აქ ვარ,აქ დაგელოდები.ბესომ სამი საუკეთესო ვაჟკაცი აირჩია და თავის კაბინეტში დაიძრა ოთხივემ. -ბიჭებო საგანგებო დავალებაა,მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. -გაბრიელი არ იქნება ჩვენს გვერდით? -არა,ჩვენ ოთხნი მივდივართ და აკრძალული გაქვთ ტელეფონები,დატოვეთ აქ,მხოლოდ ერთს მექნება რომ აუცილებლობაზე გამოვიყენოთ. -რამდენად მძიმე არის ჩემი ტვირთი უფალო,ჩემს გარშემო დიდი და მყარი კედელია ისე რომ კარებს ვერ ვხედავ და უჰაერობით სუნთქვა მიჭირს.ფეხით მიუყვებოდა ქუჩას და მოულოდნელად ერთ სახლთან გაჩერდა,ცრემლით აევსო თვალები და წარსულში დაააბრუნა მოგონებებმა. -გურამი ეს ბიზნესი მამაჩემმა დამიტოვა,მას კი მამამისმა და წლებია თაობიდან-თობაზე გადადის ნუ წამართმევ,როგორ ჩავხედო ჩემს შვილს თვალებში ეს რომ წამართვა. -დრო ამოიწურა ოთარ ამჯერა არ შემიძლია დაგეხმარო. -ფული ხომ მოგეცი,ვალი ხომ დავფარე კიდევ რას მთხოვ გურამ. -სად ჩანს რომ გამისტუმრე,მე ხელთ მაქვს მხოლოდ ეს ქაღალდი სადაც შენი ხელმოწერაა რომ ვალის არ დაბრუნების შემთხვევაში,შენი ბიზნესი და ქონების გარკვეული ნაწილი მე გადმომეცემოდა. -გურამ მეუღლე ავად მყავს,შვილი დავკარგეთ ისე რომ მისი ვერაფერი გავიგეთ ნუ გამიკეთებ ამას. -ყოველთვის თავზე გისობდი ხელს და პირში დაღეჭილ ლუკმას გიდებდი,მაპატიე ახლა ეს ააღარ შემიძლია. -მადლენ,მადლენ ეს შენ ხარ? -მე ვარ ლიდა დეიდა,როგორ ხართ. -ცუდად ვარ შვილო ამ სახლის კარს რომ დაკეტილს ვხედავ. -იცით სად არის მათი შვილი? -ისიც წავიდა,საქართველოში არ ცხოვრობს და ვიცი რომ დედამისის ოცნება აასრულა,ის ექიმი გახდა.როგორ გაიხარებდა საცოდავი მისი მშობლები,ცოცხლები რომ იყვნენ. -მართლაც გაიხარებდნენ.მადლენი ცრემლით სავსე თვალებით დაბრუნდა სახლში და თავის თავს იდანაშაულებდა. -ჩემი ბრალია,ჩემი ბრალია გურამი რომ გაიცანით,ის რომ არ შემოსულიყო თქვენს ცხოვრებაში ახლა ცოცხლები იქნებოდით და ბედნიერი ოჯახიც გექნებოდათ. -მოხვედით უფროსო? -მოვედი,მეც აქ ვარ ყველაფერი მზად გვაქვს? -მზად ვართ,დროს ველოდებით და გავალთ. -იცით,თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება............. -ვიცით,არ ვახსენებთ თქვენს სახელს უფროსო. -თუ ვინმე გამოჩნდება,ისინი ცოცხლები არ უნდა გაუშვათ. -გასაგებია,სად მივდივართ პირველი გასვლით. -ორი ვარიანტი გვაქვს,ერთი აქ უნდა მოვიდნენ და წაიღონ ეს ტვირთი,მეორე ერთი საათი ველოდებით თუ არ მოვიდნენ პირველი გასვლა თურქეთში იქნება,იქ ხალხი დაგხვდება პრობლემა არ შეგვექმნება.ეს გასვლა კი ყველასათვის კარგია,რადგან ნარკოტიკი და იარაღი ერთად გადის,ყველაფერი კარგად დააკვირდით,იცოდეთ რომ დავიწვათ ყველა დავიღუპებით. -სხვაგვარად არ შეიძლება ბიჭებო,დღეს მყარი კედელი უნდა გავარღვიოთ და გავანადგუროთ.ფრთხილად მიაბიჯებდა ბესო მის ბიჭებთან ერთად. -შევძლებთ უფროსო,ეს ჩვენი შანსია და არ უნდა შეგვეშალოს,მენაბდე უნდა მოვიშოროთ სამუდამოდ. -ბედნიერებისათვის ბრძოლაა საჭირო მახო და ბრძოლის ველი ახლა ჩვენს წინაა,მზად ხართ? -მზად ვართ,ველოდებით ბრძანებას. -იმედია არ გვექნება არანაირი სიურპრიზები,მოემზადეთ ჩემო ლომებო.შავებში ჩაცმულო ოთხი ორგანოს მუშაკი მიდამოს ზვერავდა რომ ბესოს ტელეფონმა დაურეკა. -რა გინდა მათე ოპერაციაზე გავდივარ. -მეც ახლოს ვარ თქვენგან მეორე მხარეს. -რააააა? ამ წუთში წადი მაქედან,გესმის? -ვერ დაიჯერებ,წარმოდგენა არ გაქვს უკვე რა ხდება ამ მხარეს.ბებერი მენაბდე მოვიდა და უცხო ენაზე ლაპარაკობს,არ ვიცოდი ინგლისური თუ იცოდა.ბესო სიტყვები არ მესმის,მაგრამ სამი დიპლომატი ფული მიიღო უცხოელებისაგან. -მაგ ადგილიდან უნდა გაქრე,გესმის ჩემი? -მიდის,მენაბდე მიდის იმოქმედე.ინფორმაცია მოგაწოდე,ბესო მენაბდეს განადგურება თუ გინდა არ დაიჭირო. -რაააა? როგორ თუ არ დავიჭირო,როგორც იქნა ამის შესაძლებლობა მომეცა. -მისთვის სასიკვდილო დარტყმა ის იქნება,რომ ყველაფერს წავართმევთ. -ფიქრობ,რომ............... -მიმიხვდი,აბა წარმატებები.მათე და თომა მთელი ღამე ფხიზლად იყვნენ და ბუხართან დამჯდარი ისევ ნარდს თამაშობდნენ სახლში ფრთხილად რომ შემოვიდა გურამი.ორივემ შეხედა მის ბედნიერ სახეს,ორივეს გაეცინა რადგან ეს ბედნიერება დილით მწუხარებით შეეცვლება. -თქვენ ისევ აქ ხართ და თამაშობთ? -შენ მე ქვა მომპარე,ამიტომ ვწყვიტავ თამაშს.უთხრა მათემ თომას და ნარდი გვერდზე გადადო. -ოოო,რამხელა დრო გასულა,წავალ მეც დავწვები. -მოცადე აქ რჩები,აქ უნდა დაიძინო? -არ მოგეწონება ბატონო გურამ მაგრამ ბატონმა ვალერიანმა სასტუმრო ოთახი გამომიყო,დიახ აქ უნდა დავიძინო ამიერიდან.არაფერი უთქვამს,ღიმილით შეხედა თომას და კიბეებზე ასვლისას უთხრა. -სადაც გინდა იქ დაიძინე,ამ საღამოს ჩემს ბედნიერებას ვერ ჩამაშხამებ.გურამი მიიმალა და მათემ თქვა. -ვნახოთ დილით თუ იქნები ასეთი ბედნიერი მამიკო. -წავედით,დავიძინოთ ხვალ სხვა საქმეებია შვილო.ორივემ თავ-თავიანთ ოთახებს მიაშურა და თითქმის ჩაძინებული იყო ტელეფონმა რომ გაანათა,დახედა და ბესო იყო. -გისმენ ბესო. -შეგიძლია მშვიდად დაიძინო. -მოვიდე? სად ხართ. -არა,სახლში იყავი ამ დროს საეჭვოა სახლიდან რომ გამოხვიდე. -კარგი,მაგრამ ყველაფერი შემატყობინეთ,მოუთმრნლად ველოდები გათენებას.მათეს დილით ჩაეძინა,მაგრამ დიდი ხნით ვერ დაიძინა,რადგან გურამის ეგონა სახლში მარტო იყო და მისი ხმა მთელ კედლებს აზანზარებდა. -გგონია ჩემთან თამაში გაგივა ბინძურო ღორო? წუხელ რაც მოხდა,შენ ომი დაიწყე და მე მზად ვარ ომისთვის,იცოდე ძვირი დაგიჯდება წიხანდელი ღამე. -აააააა,დაიწყო.თქვა მათემ და საწოლიდან წამოდგა.ყური დაუგდო,ხმა ვერ იცნო უცხო მამაკაცი იყო სახლში გურამის კაბინეტში და ძალიან გაბრაზებული ემუქრებოდა მას. -არ ვიცი რა მოხდა მას შემდეგ მე რომ წამოვედი,მე ყველაფერი კარგად დავტოვე.ახლა კი ყველას პრობლემა გვაქვს და დიდი პრობლემა. -არ მაინტერესებს შენი პრობლემები,ეს საქმე ასე არ დასრულდება და შენც კარგად იცი მოღალატეებს რას ვუშვებით.მე ძალიან დიდი ფული დავკარგე წუხელ,რომელიც შენ გადაგიხადე.ერთ მილიონზე არ არის საუბარი,ამ ფულს გაორმაგებულად დამიბრუნებ უკან. -გაორმაგებულად? ამოიკნავლა გურამმა და თითქმის გულ-შეწუხებულმა დაეშვა სკამზე. -სამ დღეს გაძლევ დროს,მხოლოდ სამ დღეს.უცნობმა საჩქაროდ დატოვა სახლი და გურამი კი გაფითრებული დატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.