ყველაფერი დაიწყო ლიფით (3 თავი)
ათის ნახევარზე უკვე იქ ვიყავით... ყველა აქ არის, თუმცა ჯერ ზუკას ვერ ვხედავ. დალევა დავიწყეთ, ვცეკვავდით, როდესაც ზუკას ხმა გავიგე. ყურადღება არ მივაქციე და ეგრევე წამოვედი. ვამჩნევდი როგორ მიყურებდა მთელი საღამოს განმავლობაში... ძალიან მოვიწყინე, სასმელი საკმაოდ მომეკიდა და იქვე დივანზე ჩამოვჯექი. ჩემს გოგოებს ვერ ვამჩნევდი, სამაგიეროდ მოვკარი თვალი როგორ კოცნიდა ზუკა ერთ გოგოს, ხოლო მეორეს წელზე ხვევდა ხელს, ის გოგო კი ყელს უგემოვნებდა, ზიზღით შევხედე და ლამის გული ამერია,თუმცა თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვიჯექი ასე, შემდეგ საბა დავინახე, როგორ მოდიოსა ჩემსკენ. -ნუცაა მოიწყინეე? მგონი დაიღალე და თუ გინდა გაგაცილებ, თან შენი მეგობრებიც ნასვამები არიან და არამგონია საჭესთან დაჯდეს რომელიმე-მეუბნება და თან ჩემი მეგობრებისკენ მიმანიშნებს, რომლებიც თავს ცეკვით ირთობენ და ნამდვილად ეტყობათ რომ ნასვამები არიან. - მადლობა, არ შეწუხდე, წავალ მე თვითონ. -კარგი როგორც გინდა- გადავეხვიე, მადლობა გადავუხადე დაპატიჟებისტვის და ჩანთის ასაღებად მივბრუნდი... სახლში ტაქსით მივედით. 12 საათი იყო. უცებ დავიბანე და როგორც კი დავწექი ეგრევე ჩამეძინა. დღეს სამშაბათია...ლექცია არ მაქვს. გადავწყვიტე მეფიქრა იმაზე, თუ რა გავაკეთო ისეთი, რომ ეს საქციელი ინანოს იმ დეგრადიულმა აბორიგენმა.საათს დავხედე, ჯერ მხოლოდ 7 საათია. აივანზე გავედი და დავინახე, რომ ზუკას აივნის კარი ღია იყო. თავში რაღაც აზრმა გამიელვა, ეშმაკურად ჩავიცინე, საჭირო ნივთები ავიღე და მის აივანზე გადავძვერი. კარი ფრთხილად შევაღე და როცა დავრწმუნდი, რომ ეძინა, ოთახში შევიპარე. საწოლთან მისი ‘ჩუსტები’ დავინახე, მივუახლოვდი და წებო წავუსვი, იატაკზეც დავასხი ცოტადა ზედ ‘ჩუსტები’ დავადე, როცა დავრწმუნდი რომ კარგად დაეწება, სააბაზანოსკენ წავედი, ფეხის წვერებზე დავდივარ რომ არ გაეღვიძოს... მისი შამპუნი ავიღე და შიგნით მწვანე თმის საღებავი ჩავასხი, კარგად ავურიე და ისევ მის ადგილას დავაბრუნე. თითონაც არვიცი რაში მჭირდებოდა თმის მწვანე საღებავი. ოთახი მალევე დავტოვე და ისევ ჩემს სახლში გადავძვერი. ჩემი საქციელით სრულიად კმაყოფილი ველოდებოდი მის რეაქციას. ოთახი მივალაგე, საწოლი გავასწორე. უკვე ცხრის ნახევრია... აივნის კარის გასაღებად მივდივარ, რომ ოთახი გავანიავო. ვხედავ ზუკამ გაიღვიძა და ტელეფონშია ჩამძვრალი, მაგრამ ჯერ კიდევ წევს. იქვე სკამზე დავჯექი და ველოდები როდის ადგება. ათი წუტი ასე ვიჯექი, როცა უცებ ღრიალის ხმა მომესმა -ფუ ამის დედას შე**ცი- შეიგინა უმისამართოდ. მე კი სიცილს ვერ ვიკავებ. ქვევით ჩავდივარ და სახლის დალაგებას ვიწყებ. სადღაც ერთი საათია გასული, კარზე ბრახუნის ხმა რომ მესმის. უცებ ვაღებ და კართან ზუკა მხვდება, თავზე ქუდი ახურავს. ეგრევე შემოვარდა, მაჯაზე ხელი მომიჭირა, კარი ფეხით დახურა და მისაღებში გამათრია. -ხელი გამიშვიი, მტკენ. ნორმალური ხარ საერთოდ?-იმდენად მტკიოდა, რომ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი...ხელს მიშვებს და ქუდს იხსნის. -მე კიარა შენ თუხარ ნორმალური? ამის დედას შე**ცი ასეთი თავით სად ვიარო?-ტკივილი ეგრევე მავიწყდება და სიცილი მიტყდება მის ამწვანებულ თავზე.-რა გაცინებს გოგო,ნუ გამაგიჟებ, თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ.-ისევ აგრძელებს ღრიალს. -მოიცა, შენ გეგონა ასე უბრალოდ დავივიწყებდი იმას, რომ მთელი უნივერსიტეტის დასაცინი გამხადე? - ბოლოს ყვირილზე გადავედი და ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი-ან კიდევ რა უფლებით მოდიხარ აქ და ღრიალებ. უნდა მიმხვდარიყავი, რომ შენს საქციელს შესაბამისი შედეგი მოყვებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა შენს განუვითარებელ ტვინს ხომ ამდენი აზროვნება არ შეუძლია. -შენ რა გაბრაზება გცოდნია პატარავ. მაგრამ იცოდე, სანამ მე არ მოვინდომებ ვერ მომიშორებ! -მეუბნება ირონიით და თან ლოყაზე მჩქმეტს. -ძალინ დიდი წარმოდგენა კი გაქვს საკუთარ თავზე, მაგრამ პირველ ყოფილის დონეზეც არხარ...-ვეუბნები და კარის გასაღებად მივდივარ.-წადი და მეორეჯერ ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახო!- -იმდენს ლაპარაკობ უკვე ტვინი ამატკიე-მითხრა და უეცრად მაკოცა.ისე დავიბენი აღარ ვიცოდი რა მექნა მაგრამ მალე მოვედი გონს და სახეში გავარტყვი. -შენ მე იმ გოგოებისნაირი ხომ არ გგონივარ ყელზე რომ გეკიდებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე შენს საწოლში აღმოჩნდნენ. -და შენ გგონია, რომ განსხვავდები მათგან?-მითხრა და მაშინვე წავიდა. ძალიან გაოგნებული ვიყავი. წარმოდგენაც არ მქონდა რატომ მაკადრა ასეთი რამ ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ ორი დღეა ვიცნობ, იმდენად მეწყინა რომ იქვე კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. მანამდე ვიჯექი გაუნძრევლად, სანამ კატო და ელენე არ მოვიდა,ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახეს ძალიან გაოცდნენ და მკითხეს რა მჭირდა.ყველაფერი მოვყევი და დაველოდე რას მეტყოდნენ. -ეგ უსინდისო, არადა რომ შეხედავ ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ახლა ელენემ დაიწყო -როდიდან გაინტერესებს მასეთი ჩამორჩენილი ხალხის აზრი? -აბა აღიარეე, ხომ არ მოგეწონა ის ბიჭიი? -ხო არ ღადაობ, საიდან მოიტანე? -ვუთხარი გაბრაზებულმა და ყავის მომზადება დავიწყე. გავამზადე და გოგოებთან ერთად საუბარი დავიწყე ელეს ახალ "სიყვარულზე", რომელიც დარწმუნებული ვარ ერთ კვირაზე მეტს ვერ გაძლებს...ასე ვისაუბრეთ დაახლოებით ორი საათი და შემდეგ დავიშალეთ.მე კი მაგიდა ავალაგე და დასაძინებლად წავედი.როგორც კი დავწექი მაშინვე ზუკა გამახსენდა და კიდევ უფრო გავბრაზდი. ჩემს თავს პირობა მივეცი რომ საერთოდ დავივიწყებდი ზუკას.გადავბრუნდი და დავიძინე... დილით ადრე გამეღვიძა სააბაზანოში შევედი მოვწესრიგდი ---------------------------------------------------------------------------------- ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის,ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვახერხებდი დაწერას ვიცი ესეც პაატარაა მაგრამ მეტის დაწერა ვერ მოვახერხე ვეცდები შემდეგი მალე დავდო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.