ნუმა ათქარვენ! (არ დაიკარგო)- {სრულად}
დრო, დრო არ ჩერდება. დრო მიდის მხოლოდ მოგონებებს, თუ შეუძლიათ დარჩენა. შეჩერებული კადრივით იტრიალონ ჩვენს გონებაში და ასე სამარადისოდ გაგრძელდეს. მოგონებების დათვლა, რომ შეგვეძლოს ადამიანებს ალბათ სათვალავი აგვერეოდა. რამდენი კარგი დღე დაეტია გონებაში, რამდენი ბედნიერი მომენტი გადაგვიხვევია გონებაში ხანდახან და ის გრძნობა განგვიცდია, რასაც მაშინ ვგრძნობდით. ჩვენ ადამიანები სხვადასხვა გრძნობების შესაგრძნებად მივილტვით მუდამ. რაც მოგვეწონება მის ახლიდან განმეორებას ვცდილობთ, რაც არა და ყველანაირად ვცდილობთ ავერიდოთ. სიყვარულს ერთხელ ვიგემებთ და მუდამ მის კვალზე დავდივართ. სიყვარულის მერე ვაცნობიერებთ, რომ მასზე მძაფრი გრძნობა არაფერია.. საერთოდ არაფერი. ♡ მაისის ბოლო დღე იყო. მზეც თავისთავად ზაფხულს ეგებებოდა ჩვეული სიცხით. თბილისი კვლავინდებურად დახუთულობაში გახვეულიყო და საღამოს ლისისკენ თუ არ გავისეირნებდი ისე არ შემეძლო გაგრილება. ყველაზე მეტად მიყვარდა ზაფხული. ყველაზე ძალიან კი რატომღაც მაისი მძულდა. ჩემთვის ყველაფერ ცუდთან ასოცირდებოდა. ბევრი ადამიანი წამართვა ამ თვემ. წართმევაში კი სამწუხაროდ სიკვდილს ვგულისხმობ. მხოლოდ ერთი იყო გამონაკლისი. ზუსტად ერთი წლის წინ წავიდა ისიც. ის ერთადერთი ვინც ამ ქვეყნად უმძაფრესი შეგრძნებები მაჩუქა. დაუკითხავად შემოაღო კარი ახალი წლის ღამეს, ჩემში არსებული დალაგებული სახლი მიურ-მოურია და ასევე დაუკითხავად წავიდა. ბევრისგან გამიგია, რომ ასე ხშირად ხდება. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ხდება ასე, მათ დალაგებულ ცხოვრებაში იჭრებიან, ყველაფერს ყირამალა აყენებენ და მერე ისე მიდიან თითქოს, მათ არ აურევიათ ყველაფერი. მაშინ განსაკუთრებული იყო ყველაფერი. პირველად ვიგრძენი, რომ ახალი წელი შემიყვარდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ახალ წელში არაფერი იყო განსაკუთრებული და ყველაფერი მაინც იგივე რჩებოდა, უბრალოდ ცოტა მეტი პრობლემა ემატებოდა და სულ ეგ იყო. მიუხედავად ჩემი ასეთი დამოკიდებულებისა, ცუდად მაინც არასდროს ვხვდებოდი. აუცილებლად ოჯახში ვხვდებოდი და შემდეგ მეგობრებთან ერთად ვაგრძელებდი გართობას. სულ, რომ არაფერი მეგობრებს გვქონდა შეკრების მიზეზი და მე სოფია ქარელი მათი განუყრელი გიჟი ნაწილი ვიყავი. რატომღაც სულ სხვანაირად ველოდი ახალ წელს მაშინ. კარგად მახსოვს როგორ ამაყად შემოაბიჯა ჩემი სახლის და გულის კარებში იმ დროისთვის უცნობმა გიორგი ქურდიანმა. გიორგი ქურდიანი ჩემი ბავშვობის მეგობრის და კლასელის მეგობარი იყო. ერთხელ როდესაც ბექა სვანეთში იყო წასული იქ გაიცნეს ერთმანეთი და საკმაოდ დაახლოვდნენ. იმდენს ლაპარაკობდა ბექა მასზე სერიოზულად ვეჭვიანობდი, რადგან მე და ბექა საკმაოდ ახლო მეგობრები ვიყავით. ის ჩემთვის იმ ძმასავით იყო, რომელიც არასდროს მყავდა. იმ ახალ წელს ჩემთან შევხვდით მეგობრები. არასდროს დამავიწყდება მისი პირველი შემოხედვა და მოლოცვილი ახალი წელი. შეხედავდი და სვანი იყო. ნამდვილი სვანი. იმდენი დრო მაქვს გატარებული სვანეთში, რომ სასწაულად შემიყვარდა ეს მხარე და მისი მცხოვრებნი. ქურდიანს მამაკაცისთვის უჩვეულო ნაკვთები ამშვენებდა. ამ ყველაფერს კი მისი სვანური შეჭმუხნული წარბები ემატებოდა. შავი თმები და ჭაობისფერი თვალები საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს. მისი თვალიერებით თითქმის მთელი ღამე ვიყავი გართული. ვმხიარულობდით და დროს ძალიან მაგრად ვატარებდით. ქურდიანიც გაგვიშინაურდა. ისიც ხალისობდა, მაგრამ წამიერად ისე გასვანდებოდა ხოლმე მტრისას. მხედველობიდან არც ის გამომპარვია, როგორი თვალებით შემომხედავდა ხოლმე. საოცარი თვალები ჰქონდა.. მომაჯადოვებელი.. დიდხანს თუ უყურებდი უეჭველად ჩაიძირებოდი. ფერს ამართლებდა. ჭაობივით ჩამთრევი ჭაობისფერი იყო. ჭაობისფერი და წყლიანი. მეც ღიმილითვე ვპასუხობდი მის სხვანარ გამოხედვებს და გულს სასტიკად სიამოვნებდა ეს ყველაფერი. სასმელმა თავისი გაიტანა და ღმერთმანი ძალიან შევთვერი! მშობლები კარგა ხნის გადავარდნილები იყვნენ ძილის მორევში. მეგობრებს კი თავიანთი თავები ძლივს ეჭირათ, რომ სუფრაზე არ მისძინებოდათ. საკმაოდ დიდი სახლი მქონდა და ყველას მიძინება შევძელი სხვადასხვა ოთახებში. მე ვერ ვიძინებდი ვერაფრით. სასმლით დამთვრალს მისი თვალები მიდგა თვალწინ და თავბრუც სულ სხვანაირად მესხმოდა. უჩვეულო გრძნობა იყო, ვერ გამეგო რა მჭირდა. მე სოფია ქარელს როდის იყო ვინმეს თვალები ასე მატყვევებდა? თუმცა, უკვე ვთქვი, რომ ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში დაუკითხავად ხდება. ჩემს თბილ ხალათში გავეხვიე და საძინებლის აივანს მივაშურე ცხელი ყავით ხელში. ორ საძინებელს აივანი საერთო ჰქონდა. ცოტახანში კარის ხმა გავიგე და შეშინებული შევხტი. ის იყო ჩემი ქურდიანი. უკვე დავიჩემე კიდეც.ის ღამე მარტოებმა გავათენეთ. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცინეთ. მისი ეშმაკური თვალები ჩემს წყობიდან გამოყვანას არ ეშვებოდნენ. ბოლოს ასე კარგად როდის ვიყავი აღარც მახსოვდა. მერე გათოვდა. სასწაული იყო. თბილისში თოვა ხომ იშვიათია. ავტყდი გარეთ მინდათქო. სიცილით გავიპარეთ სახლიდან და გარეთ გავედით. თბილისის ქუჩებში დავეხეტებოდით ბარდნაში გადასულ თოვას ფეხს ვუწყობდით. იმ ღამეს დავიჯერე, რომ ჯადოსნური ახალი წლის ღამე იდგა. ისე მოულოდნელად, ისეთი გამეტებით ამიძგერდა გული. თოვა და ჩვენ. თოვა და ქურდიანი. ქურდიანი და მე. საოცარი შერწყმა იყო. საოცარი ღამე. ღამე არ ჩქარობდა გათენებას, დრო ითხოვდა გამაჩერეთო. დროში გავიჭედეთ მე და ქურდიანი. იმ ღამეში დავიდეთ ბინა. კარგად მახსოვს, როგორ არ გვემეტებოდა მე და ქურდიანს ღამე გასათენებლად. ისე მოურიდებლად ვეუბნებოდით სათქმელს ერთმანეთს ნეტავ გენახათ. ისე მოურიდებლად მოეფერა ჩემს თმებს და ისე მოურიდებლად გაიწია ჩემმა ხელებმა მისი მხრებისკენ. რიყის პარკში ვიდექით ორივე ასე გადახლართულები და თოვდა. მერწმუნეთ ნამდვილად ჯადოსნური ღამე იყო! ის დღე იყო და მე გიორგი ქურდიანი თავდავიწყებით შემიყვარდა. მიყვარდა მთელი არსებით. მიყვარდა გადაუყვარებლად! მერე კი უბრალოდ ადგა და წავიდა. დილით ნამძინარევს ყურთან მი სი მალატ (მე შენ მიყვარხარ) შემომაჩეჩა და გაქრა. მაისთან ერთად გაქრა. ♡ -ერთი წელია ასე გრძელდება სოფია. მე და შენ ვზივართ აქ ამ აივანზე, ვუცქერით თბილისს და სევდას ამ შავ ღვინოს ვატანთ. -ეს ღვინოც აღარ მშველის ანანო ხომ ხედავ. ეს სევდა ძალიან ღრმაა და მე მასში ჩავიძირე. -იქნებ დროა ლოდინი შეწყვიტო. მე და შენ ყოველ კვირა დღეს აქ ვლაპრაკობთ ქურდიანზე, იმ ყველაფერზე რაც მაშინ იყო. ხან სიცილით ხან ტირილით. ხომ იცი რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება? -ვიცი ანანო ვიცი. მე უბრალოდ მის გარეშე არაფერი ვარ. ალბათ მთელი ცხოვრება ასე ვიქნები. მარადიულად შევიყვარე მე გიორგი ქურდიანი! -მისი სახელი და გვარი ტკივილით წარმოვთქვი და თბილმა ბურთულებმაც იპოვეს გზა ჩემს ლოყებზე. -ვერასდროს ვერ ვუპოვნი ახსნას მის საქციელს. არადა მასაც როგორ უყვარხარ. ვერ დავიჯერებ, რომ გადაგიყვარა. -საოცარი სევდით ლაპარაკობდა ანანო. ისიც განიცდიდა ჩვენს ამბავს. ანანო ყველას არ ჰგავდა. ის განსაკუთრებული იყო ჩემს ცხოვრებაში ქურდიანივით. ყველაფერი ყველა დანარჩენზე უკეთ ესმოდა. -არ არსებობს არ გადამიყვარებს! -დარწმუნებით ვთქვი და მუჭით ცრემლი მოვიწმინდე. -არ გინდა ამ შვებულებაზე სადმე წავიდეთ? მე და შენ მარტო. -ღიმილით შემომთავაზა და უკვე მივხვდი, რომ ეს ღიმილი სვანეთს ნიშნავდა. -რა თქმა უნდა მინდა! ბექას ვეტყვი, რომ რაიმე ბინა მოძებნოს ვინმე ტკბილ ხალხთან. საოჯახო სასტუმრო რა. -მეც გამეღიმა და ცოტა გუნება გამომიკეთდა. -ძალიან კარგი! ორ დღეში იქ ვართ რა მაგარია! ♡ დიდ ხნიანი მგზარობის შემდეგ, როგორც იქნა მესტიამდე ჩავაღწიეთ მე და ანანომ. იქ კი ერთი ასაკოვანი კაცი დაგვხვდა, რომელთანაც ერთი კვირა ვიცხოვრებდით . -ხოჩა ლადეღ! (გამარჯობა) -მხიარულად მივესალმე კაცს და თბილად გამიღიმა. მისი თვალების დანახვისას უჩვეულო შეგრძნება გამიჩნდა, თუმცა ყურადღებაარ გავამხვილე და მის მანქანაში მოვთავსდი. მალე მათთან სახლში ვიყავით და კარში მისი ცოლი შეგვეგება. -მოდით შვილო მოდით. -ღიმილით გადაგვკოცნა და შინ შეგვიძღვა. ორივე ისეთი საყვარელი იყო გულში სითბო მეღვრებოდა. ბატონი მაიზერი ძალიან მხიარულად იყო. ქალბატონი ნინო კი ცოტა სევდიანად გამოიყურებოდა. -ქალბატონო ნინო რაიმე ხომ არ გაწუხებთ? -მზრუნველი ტონით მივმართე. -ნერვიულობა შვილო სხვა რა შემაწუხებს? -სევდიანად გამიღიმა ქალმა. -რამე მოხდა? -მეც დავსევდიანდი მისი შემხედვარე. -ჩემი ვაჟიშვილი მენერვიულება ძალიან. უკვე მე-9 თვეა ავღანეთშია წასული. მე-9 თვეა დედას მისი ღიმილი არ დაუნახავს და რამისაა გული დამეფლითოს. -ქალს თვალზე ცრემლი ჩამოუგორდადა გაუცნობიერებლად მივუახლოვდი და ჩავეხუტდ. -არ ინერვიულოთ ქალბატონო ნინო მალე ჩამოვა აი ნახავთ. ჯანმრთელი და უვნებელი. -თბილად გავუღიმე და მანაც გამიღიმა. -როგორი კარგი გოგო ხარ სოფია! -ხელებზე მაკოცა მოხუცმა. -მოდი ახლა ივახშმეთ შვილო და მერე დაისვენეთ დაიღლებოდით გზაში. -ნინომ სუფრა გააწყო და ყველანი ერთად შემოვუსხედით ტრადიციული კუბდარიც ამშვენებდა სუფრას და გემრიელად მივირთვი. ნინოს ალაგებაში მივეხმარეთ და ჩვენს ოთახებში წავედით მე და ანანო. -რა კარგი ვქენით რომ წამოვედით ან. -ჩავეხუტე ძილის წინ და ჩემს საძინებელში შევედი. ოთახი კარგად მოვათვალიერე. ყველაფერი თითქოს ნაცნობი და ამავდროულად უცნობი იყო. ოთახი გაჟღენთილი იყო საოცარი სურნელით. თვალებიდანცრემლი წამსკდა და ჩემი ფიქრები ეგრევე ქურდიანს გადასწვდა. ძალიან დიდ ხანს ვტიროდი. იქადე ვიტირე სანამ გული არ ვიჯერე. ყველაფერი მის თავს მახსენებდა. თავის ხელში აყვანა ვცადეე და ეს ყველაფერი მის მონატრებას მივაწერე. ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლში შევწექი. ვერაფრით ვერ ვიძინებდი. გონება მხოლოდ ქურდიანის გარშემო დაფრინავდა. გამთენიისას გავიგე ნელა როგორ გაიღო საძინებლის კარი, მძიმე სხეული დაეშვა ჩემს გვერდით საწოლზე. მძიმედ ამოიოხრა და გვერდით მომიწვა. თავისი დიდი ტორები მუცელზე შემომხვია და თავი ყელში ჩამიდო. ვტიროდი მთელი ძალით. მე ახლა სვანეთში, თურმე ქურდიანის სახლში ვიყავი, მის მშობლებთან. მის საწოლში ვიწექი და ის მეხუტებოდა. ყველაფერი ზღაპარს ჰგავს არა? თურმე ოცნებები ხდება. ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. თურმე ავღანეთში ყოფილა. ასრ სანერვიულოდ ვერ გამიმეტა ჩემმა სიყვარულმა. ბექამ კი აქ სპეციალურად გამომიშვა. უკვე ხმამაღლა ვსლუკუნებდი ის კი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. -ჩშ.. დამშვიდდი მე უკვე აქ ვარ. შენთან ვარ. სოფია ჩემო მონატრებავ. -ხმა აუკანკალდა გიორგის. გული საშინელ დღეში მქონდა. ნელ-ნელა გადავბრუნდი მისკენ და ათრთოლებული თითები სახეზე ჩამოვუსვი. -ჩემო სიყვარულო, შენ მოხვედი, შენ აქ ხარ, ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. -ხო აქ ვარ, შენთან ვარ ჩემო პატარავ. -ათრთოლებულ თითებზე მაკოცა და ჩემს ტუჩებზე გადაინაცვლა. -ნუმა ათქარვენ! (არ დაიკარგო) -მკაცრად ვუთხარი და მის მაისურზე ჩაბღაუჭებული მთლიანად მას ავეკარი! -არასდროს! იმედია მოგეწონებათ ეს პაწაწინა ისტორია ♡ ველი შეფასებას სულმოუთქმელად ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.