კარგი გოგო/ცუდი გოგო +18 (5თავი)
ბიჭებთან დავბრუნდი, ისე მინდოდა მათ ჩემი მოგება ენახათ, მაგრამ ახლა როცა ჩემმა ძმამ გადაწყვიტა წამოსვლა, რამ ეუნდა მომეფიქრებინა რომ ისინი არ შეხვედროდნენ. -ბოდიში, მამა იყო... რაზე გავჩერდი? ხო ჯობს თქვენ თუ არ წამოხვალთ. კესიდი პრესტონი დღევანდელ რბოლას არაფრით არ გააცდენს. თქვენი იქ ყოფნა ეჭვს გააჩენს, მირჩევნია მარტო ვიყო. არონი-თავის მანქანას ვერ იცნობს? -შენი აზრით კალიფორნიაში ასეთი მანქანა ერთ ადამიანს ყავს? ეისი-რომ გიცნოს? შენ ხომ მასთან მუშაობდი? -მე მოახლე ვიყავი, შენ გგონია პრესტონები მოახლეებს ზედ უყურებენ? ჩემი სახელიც კი არ იცის, თანაც ძალიან ცოტა ხანი ვმუშაობდი მათთან. -კარგი, უბრალოდ ვღელავ შენზე. ამდენი ტყუილისგან მალე ჭკუიდან შევიშლებოდი, მაგრამ ეისისთვის ჩემი ვინაობის გამხელას ტყუილი მერჩივნა. -ჰეი, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სწრაფი მანქანა მყავს და საჭესთან მე ვარ. სანერვიულო ჩემს მოწინააღმდეგეებს აქვთ. სებასტიანი-თავდაჯერებულობაც ამას ქვია. ეისს ვაკოცე და მანქანაში ჩავჯექი. მანქანა ეზოდან გავიყვანე. ავტორბოლის ადგილას რომ მივედი, კესიდი და ჯოშუა დავინახე. კესიდი ჩამეხუტა. ჯოშუა მანქანას მიაშტერდა. -შენი მონსტრით ხარ? -სხვა მანქანას ელოდი ჯოშ? -ჰაჰა სასაცილო იქნებოდა შენ რომ სხვა აგერჩია. კესიდიმ იდაყვი გაჰკრა -შენ ჩემი ძმაკაცი ხარ თუ ამისი უთხრა სიცილით -დღეს მგონი ნატალისი, sorry bro ჯოშუა ჩემს მხარეს დადგა. -თუ ასეა ვნახოთ. ორგანიზატორთან მივედით. პრიზი 100.000 $ იყო დღეს. 10 მანქანა იწყებდა, მეორე ტურში პირველი ხუთეული გავიდოდა და ბოლოს პირველი სამეული. ჯოშუა გვერდზე მომიჯდა. პირველი ეტაპი დაიწყო და კესიდი პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. -შენი ძმა გავარდა. -რა ეგონა იმ ჯართით რომ მოვიდა?! მეორე ეტაპის დაწყებას ველოდებოდით. -ნატ... გახსოვს ტარება რომ გასწავლე... -ჯოშ... არ დაიწყო გთხოვ -ის დრო არ გენატრება? -ჩვენ შორის ყველაფერი დიდი ხანია მორჩა -მე ასე არ ვფიქრობ. -შენი ნებაა. -ვინმე გყავს? -კი -იმედია კარგი ადამიანია და შენი შესაფერისი. -შენი ოჯახი როგორაა, ბანკის გაძარცვაზე გავიგე -მამაჩემი ცდილობს ყველაფერი გაარკვიოს. ვწუხვარ რომ შენი ყელსაბამი დაიკარგა. -ხომ იცი მსგავსი ნივთები დიდად არ მხიბლავს. ოჯახის საჩუქარია და ამიტომ მწყდება გული. -ვიპოვნით. მეორე რაუნდი დაიწყო. მთლიანად რბოლაზე ვიყავი მობილიზებული. ჩემს მანქანას კონკურენტი არ ჰყავდა. სამეულშიც მოვხვდი და პირველი ადგილიც დავიკავე. -გილოცავ პატარა! -მადლობა კეს. -სახლში წავიდეთ და შენი მოგება ავღნიშნოთ -კესი ვილაში არ ვცხოვრობ. შორსაა უნივერსიტეტისგან, კამპუსში ვცხოვრობ. -იმ ვიწრო ოთახში? -მთავარია რომ ლექციებზე არ ვაგვიანებ. ხომ იცნობ შენს დას -ხო შენ მაინც სწავლობ რამეს. კარგი წადი მაშინ კამპუსში მე და ჯოში ვილაში დავრჩებით და ხვალ გავფრინდებით. კესიდის და ჯოშს დავემშვიდობე და კამპუსში წამოვედი. ჩემი ნივთები უნდა ამეღო. გზად ეისს დავურეკე. მოგების ამბავი არ ვუთხარი, მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა. როგორც იქნა ყველაფერი ჩავალაგე ორ დიდ ჩემოდანში. ჩემდა გასაკვირად კარი გაიღო და ეისი შემოვიდა. -ჰეი აქ რა გინდა? -ძალიან დააგვიანე... მომენატრე და თან მივხვდი რომ დახმარება დაგჭირდებოდა. -მეც მომენატრე და დახმარება მართლა მჭირდება. მან ჩემოდნები აიღო და ოთახი დავკეტე. ჩანთები მანქანის უკანა სავარძელზე დაალაგა. ის პირველად დაჯდა მანქანაში ჩემს გვერდით. -ღვედს თუ შეიკრავ ჯანმრთელს მიგიყვან სახლამდე. მან ჩემს ნათქვამზე გაიცინა და ღვედი მართლაც შეიკრა. ჩვენს ერთოთახიანში გადავსახლდით საბოლოოდ. -ახლა სულ შენთან ვიქნები -გადასარევია -არ დაიღლები ყველგან ჩემი ნახვით? -არასდროს. -ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც ცუდი მოხდება. -ჰეი საიდან მოიტანე ეგ. უბრალოდ ღელავ ალბათ. ცუდი არაფერი მოხდება, სანამ შენთან ვარ -ხო მეც ასე ვფიქრობ. ის ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. მობილურმა დამირეკა. -უცხო ნომერია -უპასუხე რას ელოდები? -გისმენთ! -ნატალი პრესტონს ვესაუბრები? ეისს შევხედე იმის შიშით გაიგო თუ არა ტელეფონიდან რამე, მაგრამ იგი მოშორებით იდგა და ტანსაცმელს ალაგებდა. -დიახ. -მე მეისონ სტერლინგი ვარ, ავტო რბოლების მოყვარული. -ჩემთან საქმე გაქვთ? -დიახ. თუ თქვენი სურვილი იქნება, მინდა თქვენი სპონსორი გავხდე ქუჩის ავტორბოლებში. ასი ათასი არაა ის თანხა რომელზეც თქვენ უნდა იბრძოდეთ. თქვენ უფრო მაღალი დონის მოწინააღმდეგეებს უნდა შეხვდეთ. იქ სადაც ფსონები იდება. -მგონი ჯობს პირადად შევხვდეთ და ვისაუბროთ. -ხვალ 3 საათზე კაფე „ჰოთ სფოთ“-ში -კარგით, ნახვამდის. ეისი დივანზე იჯდა. კალთაში ჩავუჯექი. -მგონი კარგი ამბები მაქვს, მაგრამ იქამდე ფული უნდა წავიღოთ შტაბში. -რა ფული? -რბოლა მოვიგე შენ კიდევ არც კი გიკითხავს -რა? მართლა მოიგე? მის წინ ფულის შეკვრა ამოვიღე. -რატომ არ მითხარი -მინდოდა გამეხარებინე, მაგრამ შენ არ დაინტერესდი -მე მეგონა რადგან არ თქვი წააგე, ამიტომ რ გკითხე რომ ცუდ ხასიათზე არ დამდგარიყავი. -კარგად ვერ მაფასებ -ვიცი და მზად ვარ სასჯელი მივიღო ამისთვის. -სასჯელი მოიცდის. წავიდეთ შტაბში ბიჭები ისვენებდნენ, სვამდნენ და ლაპარაკობდნენ ჩვენ რომ შევედით. ზურგჩანთიდან 10 ცალი 10,000 $-იანი შეკვრა დავყარე მაგიდაზე. სამივე წამოხტა და ფულის შემოწმება დაიწყეს... არონი-მგონი შენ იმაზე მეტი გააკეთე ჩვენთვის ერთ დღეში რაც ამ სამმა ორი წლის მანძილზე გამიღიმა არონმა და ფულის განაწილება დაიწყო. -კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს... მგონი სპონსორი მეყოლება. ლესტერი-რას ნიშნავს სპონსორი გეყოლება? -ახლა სადაც ეს ფული მოვიგე 100,000 $ არის მაქსიმუმი, რადგან ორგანიზატორების დაწესებული პრიზია. უფრო მაღალი დონის შეჯიბრებში კიდევ თანხა იმდენია, რამდენიც დადებული ფსონები იქნება ჯამში. სპონსორი დადებს ფსონს ჩემს მაგივრად, თუმცა მოგების შემთხვევაში მთელი თანხის რაღაც პროცენტი მას ხვდება. ხვალ უნდა შევხვდე და მაგაზე ალბათ შევთანხმდებით. სებასტიანი-მგონი ძარცვას უნდა შევეშვათ და ყველა რბოლაზე გადავიდეთ. არონი-ძარცვაზე კარგი გამახსენე... რიჩმონდ ქეფითალი ახალ დაცვას ეძებს დარბაზისთვის და ასევე დამლაგებელს... რას ფიქრობთ? სებასტიანი-შიგნიდან უნდა ვიმოქმედოთ? არონი-რამდენიმე დღე ან კვირა რომელიმე ორი უნდა იყოს შიგნით, რომ ყველაფერი დეტალურად დავგეგმოთ. ეს იდეალური ძარცვა უნდა იყოს. ლესტერი-კარგია რომ მანქანა გვყავს. ეისი-მანქანები მან გამომხედა და გამიღიმა. ლესტერი-პროგრამაც გვაქვს, რაციები გვინდა საკონტაქტოთ და დრონი. ეისი-დრონი? -ლესტერი მართალია დრონი მთლიანი შენობის გამოსახულებას მოგვცემს, ზევიდან და ასევე შეგვეძლება სხვადასხვა სართულზე მიმდინარე მოქმედებები დავაფიქსიროთ. არონი-ტექნიკის საქმეს ლესტერი და ნატალი მიხედავენ მაშინ. ეის კიდევ ერთი მანქანა გეგულება სადმე. -სამი. ეისს სახლის გასაღები ბარათი მივეცი. სებასტიანი-სამუშაოდ ვინ წავა? ლესტერი-მე როგორც უსაქმური დამლაგებლის პოზიციაზე იდეალურად გამოვდგები. სებასტიანი-დაცვად მარტო შენ თუ აგიყვანენ არონ. არონი-სებ მე და შენ გრანდიოზული გამოსვლა გველის, ამიტომ შიგნით ეისი და ლესტერი იქნებიან. -ყალბი CV-ები და პირადობები ხვალვე იქნება. ეისი-მანქანების გამოყვანა პერიოდულად ჯობს რომ საეჭვო არ იყოს. მე რადგან სამუშაოს ვიწყებ სებასტიანი იყოს მანქანებზე პასუხისმგებელი. მან ბარათი ხელებში ჩაუგდო სებასტიანს. არონი-იარაღს მე მივხედავ. ლესტერი-შიდა გეგმა ჩემზე და ეისზეა ანუ. არონი-შიდა გეგმა, მუშაობის გრაფიკი, ყველანაირი მოძრაობა რაც კი დღის განმავლობაში ხდება. კარგი დღეს დავიშალეთ. ხვალ დილით 8ზე ვხვდებით. -უკვე სამი საათია არონი-ხო და დროს ნუ კარგავთ გამოიძინეთ. დაღლილს მართლაც მეძინებოდა უკვე. მოტოციკლზე რომ ვიჯექი ცივი ქარის ნაკადმა გამომაფხიზლა. სახლში ასვლისას ორივემ გავიხადეთ ტანზე და დავიძინეთ. 8 საათზე შტაბში ვიყავით. ბიჭებისთვის პირადობები და CV-ები გავაკეთე და ისინი გულმოდგინედ სწავლობდნენ, რომ რამე არ შეშლოდათ. ჯერ კიდევ მეძინებოდა და დივანზე მჯდომარე გავითიშე. მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა. -ერთ საათში სამსახურში უნდა ვიყო არონი-წადი ჩვენ მივხედავთ საქმეს. -დღეს ინვესტორსაც ვხვდები საღამოს შვიდზე მოვალ. ეისს ვაკოცე და სამსახურში წამოვედი. დაღლილი და გათიშული შევედი კაფეში, წინსაფარი გავიკეთე და მაგიდების გადაწმენდა დავიწყე. -ჰეი პრესტონ! მომესმა ხმა. შევბრუნდი და ჯესიკა დავინახე. -მამიკო ფულს არ გაძლევს? თუ მაწანწალას ამბავი გაიგეს და სახლიდან გამოგაგდეს? პასუხი უნდა გამეცა მაგრამ მენეჯერს მოვკარი თვალი სიახლოვეში. სახეზე ყალბი ღიმილით გავხედე ჯესიკას. -რას ინებებთ მის ტეილორ? -ორი შოკოლადის მილქშეიკი, ერთი ფორთოხლის ფრეში და ორი ჩიზქეიქი -ახლავე მოგართმევთ სამზარეულოში შევედი და შეკვეთა მივეცი. მენეჯერი მომიახლოვდა. -ტეილორი გაწვალებს? -მის ევანს... -გთხოვ კრისტა დამიძახე, უბრალოდ კრისტა... მისს რომ მეძახი თავი ასაკოვანი მგონია. შენზე სულ 3 წლით ვარ დიდი. -კარგი, კრისტა ჯესიკას და მე რაღაც უთანხმოება გვაქვს. -სად მოახერხე ჯესიკა ტეილორთან საქმის დაჭერა? -გრძელი ისტორიაა, ისეთი გრძელი, რომ მეც დამავიწყდა საიდან დაიწყო. -კარგი, თუ რამე არ მოგერიდოს პასუხის გაცემა კრისტამ გამიღიმა და სამზარეულოში შევიდა. კაფე თითქმის ცარიელი იყო. ეისის დანახვა გამეხარდა. ვაკოცე და მაგიდასთან დავსვი. -გამოიცანი რა მოხდა? -არ თქვა რომ აგიყვანეს -დიახ, დიახ... მას მოვეხვიე. ჯესიკამ დაგვინახა და ბრაზმორეულმა შემომხედა -ამის აღსანიშნად ყავა და შენი საყვარელი ნამცხვარი ჩემზეა. -მე მეგონა რამე უფრო გემრიელს შემომთავაზებდი მან ეშმაკურად შემომხედა. -ჰეი ვამპირო, სახლამდე მოითმინე. -იქამდე დიდი დროა -ეის... ის ხელს არ მიშვებდა. როგორც იქნა ხელი გამოვგლიჯე და თითი დავუქნიე -იცოდე დაისჯები -უჯვე ორჯერ შემპირდი და მოუთმენლად ველი გამეცინა მის ნათქვამზე. ამ ყველაფერს ჯესიკა აკვირდებოდა. ჯესიკას და მისი დაქალის შეკვეთა მზად იყო და მათ მაგიდასთან მივედი ლანგარით. ჯესიკამ მილქშეიკი აიღო და ეისისკენ წავიდა. ბარის უკან დავდექი და ვუსმენდი მათ სუბარს. -ეის როგორ ხარ? -ჯესიკა... -სად იკარგები ხოლმე? ადრე გახსოვს როგორ ვერთობოდით? -ხო ადრე ვერთობოდით... ახლა არ მცალია გასართობად. მან ეისს ხელზე ხელი მოკიდა. -არ მოგენატრა ის დრო? ეისმა გამომხედა და ჩაეღიმა. ალბათ ჩემი სახის გამომეტყველებაზე. -ეს ქათამი შენს ბიჭს ეფლირტავება? კრისტას სიტყვებზე გამეცნა -რა გაცინებს? კაცს გართმევენ -უბრალოდ მეც ქათამს ვეძახი და არავის მართმევენ. ვერ ხედავ რა საწყალი სახე აქვს. -მაშინ მიდი და უშველე. მან ეისის ყავა და ნამცხვარი მომაწოდა და მიბიძგა რომ მაგიდისკენ წავსულიყავი. მაგიდაზე დავალაგე ყავა და ნამცხვარი. ჯესიკა წამოდგა -კარგი ეის მე წავალ... შემეხმიანე მას ხელში თავისი მილქშეიკი ეჭირა. უეცრად მაგიდის ფეხს ფეხი წაარტყა და მილქშეიკი ზედ გადამასხა, თან გაიკვირვა თითქოს შემთხვევით მოუვიდა. -უფს, ბოდიში... -არაუშავს ჯესიკა. ისევ ნაძალადევად გავუღიმე. სანამ გაივლიდა მაჯით დავიჭირე და ღიმილით ვუთხარი -ფრთხილად მის ტეილორ ფეხი არ გაგიცურდეთ მან ხელი გამაშვებინა და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა მაგიდას. ეისი შეწუხებული მიყურბდა. -ჰეი შენს გამო ნახე რა მიქნეს -ვწუხვარ ასე რომ გექცევა. -არაფერია. ხომ ხედავ თავს ვართმევ -ხო. თან ძალიან კარგად. ეისი ჯესიკას ამ საქციელის მერე უხასიათოდ იჯდა. მაისური და შარვალი წყლით გავიწმინდე და მასთან დავბრუნდი. -დრო გაქვს? -შენთვის ყოველთვის -შეგიძლია სახლიდან ტანსაცმელი მომიტანო? დღეს ინვესტორს ვხვდები. -კი ჩემო ლამაზო. ეისმა ხმამაღლა თქვა ჯესიკას გასაგებად. ცოტა ხანში ის ტანსაცმლით დაბრუნდა. გოგოები წასულები იყვნენ. ტანზე გამოვიცვალე და კრისტას დავეთხოვე ერთი საათით. -წამომყვები შეხვედრაზე? -კი დღეს თავისუფალი ვარ და ამიტომ მთელი დღე ვერ მომიცილებ -და საღამოს სახლშიც შენ?! -არ მომწონს ეს ტონი -გეხუმრე. როგორ შეიძლება შენთან ყოფნა მომბეზრდეს. მოტოციკლზე დავჯექი და მოვეხვიე. კაფეში ადრე მივედით და ადგილი დავიკავე. მივხვდი რომ ინვესტორისთვის ჩემი ყალბი გვარი არ მითქვამს და გვარით ეისთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოემართა. რაღაც უნდა მექნა. მალე სპორტული აღნაგობის შავგვრემანი მამაკაცი მოგვიახლოვდა. -მის... -ნატალი, მხოლოდ ნატალი სანამ ის დაასრულებდა წამოვდექი და ხელი გავუწოდე. მან ხელი ჩამომართვა. -ამ შემთხვევაში მხოლოდ მეისონი. -ეს ჩემი... წამიერად შევყოვნდი, ეისისთვის შეყვარებული არასოდეს დამიძახია. -ეს ჩემი შეყვარებულია, ეისი. მან ეისსაც ჩამოართვა ხელი და დაჯდა. -პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. პირობები ალბათ იცით როგორიცაა. მოსაგები თანხა ფსონისგან შედგება. მოგებული ფსონს იღებს მთლიანად. მზად ვარ შენი წითელი ეშმაკი დავაფინანსო, მაგრამ მოგებიდან რა თქმა უნდა პროცენტი მეკუთვნის. -დიახ მთავარია პროცენტზე შევთანხმდეთ. -მოდი ასე ვთქვათ სიტუაციას რეალურად ვაფასებ და ვიცი რომ ფული რომ არ გჭირდებოდეს ამხელა რისკზე არ წახვიდოდი, ამიტომ ჩემს წილს 30%-ად ვაფასებ, მაგრამ წაგების შემთხვევაში, მოგიწევს მთელი ფსონის ოდენობა ამინაზღაურო. -ანუ არ უნდა წავაგო? -სასურველი იქნება. -კარგი, მაწყობს. -კარგი მაშინ რბოლის დეტალებზე დაგიკავშირდები. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ ზრდილობის გამო და მალე წამოვედით. -არ მომწონს ეგ ტიპი... -რა? რატომ? -ზედმეტად კეთილია. -რას გულისხმობ? -რას და მას არც კი უცდია 50% მოეთხოვა, არადა საკმაო თანხას დებს. პირიქით 30% რომ შემოეთავაზებინა შენთვის უფრო არ გამიკვირდებოდა. -ჰეი ისე საუბრობ თითქოს ბიზნესში რამე გესმოდეს... ექნებ ეს 30% მისთვის საკმარისია, თანაც ხო გაიგე თუ წავაგე დადებული ფსონი უნდა გადავუხადო. -არ მინდა რამე მოგატყუოს... -ნუ ღელავ სამსახურში დავბრუნდი. ეისს ბიჭებმა დაურეკეს და წავიდა. -ნატალი დაბრუნდი? -კი. საქმე გაქვს? -არა, მინდა ფართიზე დაგპატიჟო. შენ, ეისი და მისი ძმაკაცი რომაა. -აჰა ესე იგი ძმაკაცი... რომელი? -აი ის მაღალი, მარცხენა ხელზე ტატუები რომ აქვს. -ოუ... კრისტა სებასტიანი მოგწონს? -სებასტიანი ქვია? ვაუ კარგი სახელია. კრისტას თვალები უბრწყინავდა. -ჰეი შენს ადგილას ასე ძალიანაც არ გავიხარებდი, ცოტა თავისებურია. -ჩვენ ყველა ცოტა თავისებურები ვართ არა? მან გაბადრული სახით მითხრა და საქმეებს დაუბრუნდა. სამსახური რომ დავასრულე ეისმა მანქანით გამომიარა. -გაგიჭირდა ჩემი გოგოს მართვა? -არა. ნატ ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო. -შენს განკარგულებაში ვარ. მანქანა მაღაზიასთან გააჩერა, -წამოდი -ეს ბავშვთა სათამაშოების მაღაზია იყო. -ჰაჰა არ მითხრა რომ შვილი გყავს და მიმალავ -რა იცი? იქნებ ასეა -ჰეი ხელი ვკარი. -უფრო მეტს გეტყვი 16 ზე მეტი შვილი მყავს. -ეის! -მოიცადე და ყველაფერს ნახავ. მან ბევრი სათამაშო შეარჩია და მანქანაში ჩაალაგა. -ახლა წიგნების მაღაზია გვინდა წიგნების მაღაზიაში შევიდა და მალე დაბრუნდა წიგნით ხელში. -ჰარი პოტერი? სერიოზულად? -ჩემთვის არაა და თან ახალი ნაწილია დაახლოებით ვხვდებოდი რასაც აკეთებდა და მისი საქციელით ვამაყობდი. საბოლოოდ დავრწმუნდი როდესაც ბავშვთა სახლთან გავჩერდით. ის მანქანიდან გადმოვიდა. -ეის? -რა იყო? მას ჩავეხუტე. -მიყვარხარ. -მეც ნატ. გამეხარდა რომ ის თეორია რომ ის ნაძარცვ თანხას გაჭირვებულებს აძლევდა მართალი აღმოჩნდა. ეზოში შევედით. ის რამდენიმე მოზარდს მიესალმა, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ და მის დანახვაზე მისკენ გამოიქცნენ. მალე პატარები შემოეხვივნენ გარს. ვუყურებდი როგორ თბილად ურთიერთობდა ბავშვებთან და სითბოთი ვივსებოდი. წარმოვიდგინე რომ კარგი მამა იქნებოდა. ბავშვთა სახლის შენობიდან წითური გოგო გამოიქცა. -ეის! ეისი გოგონას ჩაეხუტა. მან მანიშნა მივსულიყავი. -გამარჯობა! პატარა გოგონასთან ჩავიცუცქე. ეისი-სესილია გაიცანი ეს არის ნატალი. ნატალი ეს არის სესილია. -ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა სესილია. გოგონამ დაიმორცხვა და პასუხად მხოლოდ გამიღიმა. ეისი-ბოლო წიგნი დაასრულე? სესილია-კი უკვე დავასრულე. ეისი-მაშინ სწორად მოვიქეცი, რომ ახალი მოგიტანე გოგონას თვალები გაუბრწყინდა და ჩაეხუტა მას. -მადლობა ეის. -არაფრის. შემდეგზე რა მოგიტანო? -არაფერი. შენ მოდი და ნატალიც თქვა მან მორცხვად და შემომხედა. -გპირდები აუცილებლად მოვალთ ვუთხარი და თავზე გადავუსვი ხელი. ეისი ბავშვებთან თამაშობდა. მე შორი ახლოს ვიჯექი და ვუყურებდი. საშუალო ხნის, სასიამოვნო გარეგნობის ქალი მომიახლოვდა. -გამარჯობა! -გამარჯობა! -ეისს იცნობთ? -მე მისი შეყვარებული ვარ -სულ მიკვირდა აქამდე მარტო როგორ იყო -დიდი ხანია მას იცნობთ? -4 წელია აქ მოდის და გვეხმარება. -ის უბრალოდ თავისებურია და ყველა გოგო ვერ გაუგებს. -ძალიან სასიამოვნოა რომ გაჩნდა ის ვისაც ესმის მისი. ის ცოტა ხანი გაჩუმდა. -ეისს არაერთხელ უთქვამს რომ სესილიას შვილება უნდა, მაგრამ მდგომარეობა არ უწყობს ხელს. იქნებ მის ცხოვრებაში ქალის გამოჩენამ ეს პრობლემა მოაგვაროს. ისინი ერთად ძალიან ბედნიერები არიან ხომ ხედავთ. -ვფიქრობ ამაზე დავილაპარაკებთ. ქალმა გამიღიმა. ეისი ჩვენკენ წამოვიდა და სესილია მასწავლებელთან გამოიქცა. -მის ვილიამს ნახეთ ეისმა რა მაჩუქა. -ეის... ძალიან ანებივრებ ბავშვებს. -მთავარია რომ მათ უხარიათ. ეისმა მასწავლებელს კონვერტი გადასცა და წამოვედით. მანქანაში ჩუმად ვიჯექით. უბრალოდ იმდენი ემოცია მავსებდა ერთდროულად. არ ვიცოდი რითი დამეწყო. ხელი მოვკიდე -ნატ? ტირი? -არა... -ვის ატყუებ -ძალიან მიხარია -რა გიხარია? -შენ რომ შეგხვდი. მან ხელი ხელზე მომიჭირა. სახლში რომ მივედით ჯერ კიდევ ემოციებში ვიყავი. მას ვაკოცე. -სესილიას აყვანა გინდოდა? -მასწავლებელმა გითხრა? კი მაგრამ რანაირად ავიყვან ჩემი ცხოვრების წესით. -რატომ მაინცდამაინც სესილია? -მისი მშობლები ჩემი მეგობრები იყვნენ. სესილიას დედა 15 წლის იყო ბავშვი რომ გაუჩნდა. არცერთი იყო მზად ბავშვისთვის, მაგრამ მოუწიათ ერთად ცხოვრება და ვერ გაუძლეს წნეხს. დალევა დაიწყეს, ორი წლის იყო სესილია მის მშობლებს მასზე უფლებები ჩამოართვეს და ბავშვთა სახლს მიაბარეს. ამის შემდეგ ნარკოტიკების მოხმარებაც დაიწყეს და ამან მოუღო მათ ბოლო. ქმარი ზედმეტი მოუვიდა და ცოლმა რომ ნახა თავი მოიკლა. მაგის მერე სესილიას ვცდილობ დავეხმარო. ჩავეხუტე. -ნატ? არ დაიღალე? -ცოტა. -დღეს ჯესიკას გამო ძალიან გაბრაზდი? -ვერ გავიგე შენგან რა უნდა, როდესაც ალექსანდერ სომერსზეა დანიშნული. -რა ვიცი... მოიცა საიდან იცი რომ სომერსზეა დანიშნული? -თვითონ მითხრა -როდის? თქვენ ხომ ერთმანეთს კილომეტრზე უვლით -ადრე, როცა გავიცანი ეს დიალოგი ძალიან არაბუნებრივი და უხერხული ჩანდა, შევატყვე, რომ ეისმა რაღაც იცოდა და მალავდა, მაგრამ გადავწყვიტე არ ჩავძიებოდი. ვივახშმეთ და ორივე სამეცადინოდ დავჯექით. უნივერსიტეტში სიარულს ძალიან მოვუკელით, ამიტომ შედეგები უნდა გამოგვესწორებინა. თანაც მეცადინეობა საუბრისგან გაქცევის საუკეთესო საშუალება იყო. მე ვიცოდი რისი დამალვაც მინდოდა, მაგრამ ეისი არაბუნებრივად იქცეოდა. დილით ავდექი და ის უკვე გასული იყო. უნივერსიტეტშიც მთელი დღე არ მინახავს. შტაბში მივედი. ბიჭები რაღაცას განიხილავდნენ. ეისი არც აქ იყო. -ნატ მოდი კარგი ამბავი გვაქვს. გამიღიმა არონმა. მათთან მივედი. -ლესტერი სამუშაოზე აიყვანეს. ამის გაგონებაზე ვიფიქრე რომ ეისი სამუშაოზე წავიდოდა და ცოტა დავმშვიდდი. -ძალიან კარგი. ახლა ისღა დაგვრჩა დავიცადოთ. მე ინვესტორს ვესაუბრე და ყველაფერი მოვაგვარეთ 70% ჩემია. -ვაუ კარგია. -გთავაზობთ კაფეში წავიდეთ და აღვნიშნოთ. ჩემთან სამსახურში მივედით. ბიჭები დასხდნენ. მე ჩემი წინსაფარი მოვირგე და მათი შეკვეთა სამზარეულოში გადავეცი. კრისტა შემოვიდა კაფეში. სებასტიანის დანახვაზე სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა. -ჰეი სად დადიხარ? ვერ ხედავ შენი პრინცი მოგიყვანე -მოსაწევად გავედი. ნატ ასე შეიძლება გულის შეტევა დამემართოს. -გულის შეტევა მე დამემართება. -რა ხდება? -დრო გაქვს? -ხომ ხედავ კლიენტები არ არიან შენი მეგობრების გარდა, ამიტომ სანამ ხალხით გაივსო აქაურობა ჯობს დაიწყო მოყოლა. ვერანდაზე გავედით და სიგარეტი მეც მიწილადა კრისტამ. -ეისი რაღაცას ხვდება ჩემზე, რაც არ უნდა გაიგოს, თორემ შემიძულებს... ის მთელ ჩემს ოჯახს ვერ იტანს. -ჰეი დამშვიდდი, სულ ცახცახებ. ასეთი რა ოჯახი გაქვს? ხელით სკამისკენ მიბიძგა. მეს დავჯექი. ყველაფერი მოვუყევი. ვინ ვიყავი და რა მოხდა. ეისის საქმიანობის გარდა რა თქმა უნდა. -არ არსებობს! შენ ხარ ის პრესტონი? სულ ვფიქრობდი შენი სახე საიდან მეცნობოდა... ადრე გნახე რაღაც გადაცემა იყო თუ საინფორმაციო. -ვცდილობ დიდად არ გამოვჩნდე. ჩემი და არის ინტერნეტის და ყვითელი პრესის ვარსკვლავი. -შენს დას ეგრევე ვიცნობდი. არ მჯერა... რატომ იკლავ თავს აქ. ან მუშაობით ან ეისის ნაირ ბიჭთან. არ ვგულისხმობ რომ ის ცუდია, მაგრამ... შენ ხომ მასთან შანსი არ გაქვს... -ვიცი და ამიტომ მინდა რომ რაც შეიძლება გვიან გაიგოს ჩემი ვინაობა, რადგან ისედაც ცოტა დრო გვაქვს. მე ის მიყვარს და სულ ერთია ვინაა. ეს მამაჩემისთვისაა შეუფრებელი სასიძო, თორემ ჩემთვის სხვა მამაკაცი არ არსებობს. ყველაზე მეტად ის მაშინებს რომ სიმართლე შეიძლება ჯესიკასგან გაიგოს. -რა თქმა უნდა მაგ გველმა იცის ვინც ხარ. -ხო... -კრის ფართი როდისაა. -ორ დღეში. -შეგიძლია სებასტიანი თვითონ დაპატიჟო. -რა? მე მას არც კი ვიცნობ. -მე აქ რისთვის ვარ კრისტა და მე შიგნით შევედით. ეისიც მოსული იყო და ბიჭებთან იჯდა. მათი შეკვეთა ავიღე და თან კრისტაც გავიყოლე. ეისი წამოდგა და მაკოცა -დილით ისე გაიქეცი... -სამსახურში მაგვიანდებოდა. ახლაც ლანჩზე გამოვედი. -რამე მოგიტანო? -არა იყავი. შენი ნახვა მინდოდა. გავუღიმე და გმახსენდა რომ კრისტა ჩემთან იდგა. -გაიცანით ეს კრისტა არის. -გამარჯობა. ბიჭებიც თავაზიანად მიესალმნენ. კრისტა ფიზიკურად ნამდვილად კარგი შესახედაობის იყო. -მას უნდა რომ ფართიზე დაგვპატიჟოს ყველა. -ძალიან გამეხარდება თუ მოხვალთ ლესტერი-აუცილებლად არონი-ვნახოთ თუ მოვიცლით. როდისაა? კრისტა სებასტიან უყურებდა და ცოტა დააყოვნა პასუხი, შემდეგ არონს გახედა. -ორ დღეში. მისამართს და დროს ნატალის ვეტყვი. ყველას გელოდებით მან კიდევ გაიღიმა და წასვლას აპირებდა. -კრის შემოგვიერთდი. საქმე მაინც არ არის. ბიჭებო წინააღმდეგი ხომ არ ხართ? მათ ერთმანეთს გადახედეს. თავისუფალი ადგილი მხოლოდ არონის გვერდზე იყო. მან ხელით ანიშნა დამჯდარიყო. კრისი მორცხვად დაჯდა. ბიჭები გავაცანი. ლესტერი ახალი ნაცნობით აღტაცებული ჩანდა. ბევრს ლაპარაკობდა და ხუმრობდა. სებასტიანი ძირითადად ჩუმად იჯდა. ეისი წავიდა და ბიჭებმაც დააპირეს წასვლა. დაველოდე რომ სებასტიანი წამომდგარიყო და მასთან მივედი. -სებ შეგიძლია დამეხმარო? ორი წუთის საქმე... ყუთებია შემოსატანი. უბრალოდ სულ გოგოები ვართ და... -რა პრობლემაა. ის უკანა ეზოში გავიყვანე, სადაც კრისტა ახალ საქონელს იბარებდა და თიტონ საქმე მოვიმიზეზე რომ მარტო დამეტოვა. ცოტა ხანში კრისტა დაბრუნდა მკვლელი სახით. -გირჩევნია გამასწრო... -რა იყო? კარგად არ ჩაიარა? -არა, მე ვგულისხმობ კარგი იყო მისი ახლოდან გაცნობა, მაგრამ სერიოზულად? ყუთების ზიდვა შენი აზრით რომანტიულია? -ჰეი, ყველას თავისი შეხედულება აქვს რომანტიკაზე -საწყალი ეისი... სე*სის წინ ყუთებს აზიდინებ? -ჰაჰაჰა ჩვენ გარემოს შექმნა არ გვჭირდება, სულ რომანტიკაა ჩვენს სახლში -არ დადნე მითხრა და დამეჯღანა. ენა გამოვუყავი და საქმეს დავუბრუნდი. კაფე ხალხით გაივსო. შტაბში გვიან დავბრუნდი. მეისონმა დამირეკა და რბოლის თარიღი მითხრა. -ხვალ რბოლაა -ისეთი სახით ამბობ თითქოს თავის მოკვეთა მოგისაჯეს მითხრა არონმა. -რომ მიესაჯათ ღირსიც იქნებოდა თქვა სებასტიანმა და დაკუჭული ქაღალდი მესროლა პირდაპირ შუბლში. -ჰეი! ეს თუ კრისტას გამოა გირჩევ შანსი არ გაუშვა ხელიდან. უბრალოდ დავიღალე ძალიან და ასეთი სახე იმიტომ მაქვს. ეისი და ლესტერი სად არიან? -კაფის მერე არ მინახავს არცერთი თქვა სებმა და არონმაც მხრები აიჩეჩა. ეისი არ მპასუხობდა ტელეფონზე. შტაბში საქმე არ იყო ამიტომ სახლში წამოვედი. სახლიც ცარიელი დამხვდა. ტანზე გამოვიცვალე და წამოვწექი. ვერაფრით დავიძინე. ღამის 3 საათი იყო. უკვე ყველაფერი ვიფიქრე. როგორც იქნა მესიჯი მომივიდა. „ტელეფონი არ იჭერდა ახლა ვნახე ზარები. არ ინერვიულო, ლესტერთან ვარ. დღეს მასთან დავრჩები. სახლში რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვები. გკოცნი, მიყვარხარ“ პასუხად მხოლოდ ერთი სიტყვა მივწერე „მეც“. მის გარეშე დაძინებასაც გადავეჩვიე. მთელი ღამე დავდიოდი ოთახში. თავი ცუდად ვიგრძენი. გული ამერია. გამთენიისას ჩამეძინა. ეისის ხმამ გამაღვიძა. -ჰეი მძინარე მზეთუნახავო, როგორ გეძინა უჩემოდ -არ მეძინა. მან გაკვირვებით შემომხედა. -თვალებზე გეტყობა რომ არ გეძინა. ცუდად ხომ არ ხარ -ასე ცუდად გამოვიყურები? საწოლზე წამოვჯექი და თავბრუსხვევა ვიგრძენი. გულისრევა ისევ ვიგრძენი და ტუალეტში გავიქეცი. -ნატ? კარგად ხარ? შემომძახა გარედან. ტუალეტიდან რომ გამოვედი იქვე იდგა. -მგონი მოვიწამლე. -სულ ერთი ღამით დაგტოვე... -ჰეი მე რომ ერთი ღამით დაგტოვე თეძოდან ტყვია ამოგიღე. -ანუ ჩემი ჯერია. შენნაირი ექიმი არ ვარ ოღონდ. -კარგი რა. რა ექიმი ჩავიცვამ და უნივერსიტეტში წავიდეთ -გაგიჟდი? ახლავე დაწექი. -ჰაჰა შენ სულ მიზეზს ეძებ რომ საწოლში ჩამაწვინო ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა ჩემს ხუმრობაზე არც კი შეეცვალა მიმიკა -კარგი კარგი ვწვები. გუშინ რა ხდებოდა ლესტერთან? -დედამისი გახდა ცუდად და საავადმყოფოში დააწვინეს. -უი საწყალი. -ხო მერე მასთან ავედით და ცოტა დავლიეთ და მარტო ვერ დავტოვე -სწორად მოიქეცი. ისე მეძინებოდა ვერც მივხვდი როგორ გავითიშე. რომ გავიღვიძე ეისი თავს დამტრიალებდა სანამ ცოტა გამოვკეთდებოდი. -ხვალ რბოლაა -და შენ ფიქრობ შენი თავბრუსხვევით ხვალ რბოლაზე წახვალ? -ეს პირველ რბოლაა ამ ტურნირში არ შეიძლება გაცდენა, თან თუ არ მივალ ფულის გადახდა მოგვიწევს. -იდიოტური წესია. მაგრამ შენი ჯანმრთელობა არ ღირს მაგის ფასად. -ეის ხვალამდე გამოვკეთდები. კარგად დავისვენებ და წავალ რბოლაზე. -კარგი ჯიუტო, მაინც ვერ გადაგათქმევინებ. რბოლამდე მართლაც მოვახერხე გამოკეთება და თავს კარგად ვგრძნობდი. ეისმა მარტო არ გამიშვა, მეტიც მანქანაშიც კი ჩამიჯდა. -ასე უფრო მშვიდად ვიქნები. -მშვიდად იქნები? ჩემს მანქანაში, თანაც რბოლაზე? ეს ავტო რბოლა მოყვარულთა შორის ყველაზე მაღალი დონის ტურნირი იყო და მისი მოგება ისეთი მარტივი არ იქნებოდა, როგორც ჩვეულებრივის. ჩემი სუპერ სწრაფი მანქანისთვისაც გამოინახებოდა აქ კონკურენტი. მთავარი თვითონ გზის სირთულე იყო. სტარტის ხაზზე გავსწორდით. მე და კიდევ ორი მონაწილე. -შანსები გვაქვს? -შანსი ყოველთვის არის. ძრავების ხმა გაისმა და სამ თვლაზე სამივე მოვწყდით ადგილს. თავიდანვე პირველი ვიყავი, მაგრამ მოსახვევში მომიწია სიჩქარის დაგდება და ამით ერთმა ისარგებლა და გზა ჩამიჭრა. ის არ ცდილობდა სიჩქარის მომატებას პირიქით ჩემს წინ ნელა მიდიოდა და გზას მიბლოკავდა. მესამე მონაწილემაც მის მსგავსად შემოვლითი გზით წინ ჩაგვიდგა ორივეს, მაგრამ ის ნამდვილად მოგებას ცდილობდა. მომეჩვენა თითქოს მათ ეს დაგეგმილი ჰქონდათ და გუნდურად მუშაობდნენ. ჩემს წინ მიმავალმა როგორც იქნა სიჩქარეს მოუმატა და მეც გავზარდე სიჩქარე თუმცა წინ ისევ არ მიშვებდა. სიჩქარე საკმაოდ მაღალი იყო, როდესაც ჩემს წინ მიმავალმა მანქანა უეცრად გააჩერა. ეისი პანიკაში ჩავარდა და მეც. დამუხრუჭებას ვერ მოვასწრებდი. ვერც გზიდან გადავიდოდი. ყველა შემთხვევაში რაღაცას ვეჯახებოდი. -ნატ შევასკდებით! -დამშვიდდი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.