შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევანგელინა /2/


30-01-2019, 20:11
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 632

საზაფხულო ბანაკი, მხოლოდ გართობით არ შემოიფარგლებოდა. სადილის შემდეგ, ყველა ერთად შევუდექით პროეკტს " მე და ბუნება" შვიდ ჯგუფად გავნაწილდით, ბოლოს უკვე როდესაც ყველას მობეზრდა ხის ნარგავებზე და ჰავაზე ლაპარაკი ლექტორმა, შესვენება გამოაცხადა მეორე დღემდე. შალოს და ნეკას მივუახლოვდი, ორივე ძალა გამოცლილი ისხდნენ ხის მორზე.
- ხომ არ დაიღალეთ? - ბალახზე წამოვწექი
- მეძინება - დაიწუწუნა შალომ
- შენ, რომ გონგი საათ ნახევრით ადრე არ შემოგერტყა, რა იქნებოდა ავანგელინა?! - თვალები დააწვრილა ნეკამ და თეატრალურად, გადასწია თავი უკან.
- ხომ აგიხსენით არაა? სხვა გზა არ მქონდა, ის გიჟი გოგო როგორმე უნდა მომეცილებინა - როდესაც გონგის ხმა გაიგონეს ჩემმა გოგონებმა, პირდაპირ ჩემსკენ, წამოვიდნენ და საყვედურებით ამავსეს, მე კი ოცი წუთი დამჭირდა ასახსნელად.
- ნეტავ იმიტომ ხომ არა, რომ თქვი გოგოები მომწონსო? - შალოს სიტყვებზე გულიანად გამეცინა
- კარგი რაა, მე ხომ ორივე სქესი მომწონს? მე უბრალოდ ის ავღნიშნე, რომ გოგოები უფრო ლამაზები, ჰიგიენურები და ჭკვიანები არიან, ვიდრე ბიჭები.
- ამას ყველა ვერ მიხვდებოდა - მხრები აიჩეჩა
- მეღადავები? - უკვე დავსერიოზულდი
- წარმოიდგინე ევაა, შენც ეგრე იფიქრებდი. - მხრები აიჩეჩა ნეკამ
- სულაც არააა, ჩემი თვალით რომ არ მენახა ის ორი გოგო, რას აკეთებდნენ კარავში, სულაც არ დავიჯერებდი.
- და რატომ? ეხლა ეს ყველაფერი, აღარ არის გასაკვირი.
- კარგი, კარგი - დავნებდი - დროშობანას თამაში დაიწყება მალე.
- აუუ, ვიცი ხო. მოდი მე და შენ ერთად ვიყოთ? - შალო ხელს მკიდებს
- არა, ანუ არ ვიცით, ვისთან მოგვიწევს, ფურცლები უნდა ამოვიღოთ.
- ძალიან ბავშვური არ გგონია? ანუ ეს ყველაფერი... - ნეკას წუწუნი უკვე ჩვევაში გადაექცა, ასე რომ აღარ მიკვირს.
- მოდი, წავიდეთ. უნდა დავეხმარო ლექტორებს - გოგონებს ლექტორებისკენ მივუთითებ რომელიბიც, ფურცლებს ალაგებდნენ. ყველას შეკრებვის შემდეგ, რა თქმა უნდა ვისაც არ უნდოდა ან კარვებში დარჩა, ან კიდევ კვლავ გასართობად. პირსინგიანს მოვკლარი თვალი, რომელიც ხის ჩრდილჩი იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ჩემი მზერა დაიჭირა თუ არა გამიღიმა, შემდეგ მისი შეყვარებული მიუახლოვდა ამიტომ თვალი მოვარიდე, მაგრამ შევამჩნიე როგორ წამოვიდნენ ხელი-ხელ ჩაკიდებულები, ფურცლის ასაღებად.
- თამაშის პრონციპი ესეთია - დავიწყე ლაპარაკი - დროშები ლექტორების მიერ, არის დამალული ტყეში. მინიშნებები გავლილი მასალიდან არის, ასე რომ ვინც ისწავლეთ, არ გაგიჭირდებათ.
ფურცლების აღება დაიწყეს, მეც ერთ ფურცელს დავსტაცე ხელი.
- ვინ მოგიწიაა? - მკითხა შალომ
- არ ვიცი, ტიტე ვინ არის? - შალომ მხრები აიჩეჩა
- შენ მინ მოგიწიაა? - ნეკამ ორი ბიჭისკენ მიმითითა
- ისინი, მე და შალოს, მოდი გავარკვიოთ ვინ არის ტიტეეე - ხმამაღლა დაიძახა.
- რა არის? - ბოხი ხმა მომესმა და უკან შევიხედე ის პირგიანი გვიყურებდა.
- რა? შენ რა გინდა? - ვკითხე და შალოს კისკისზე დავიბენი
- შეენ? - კითხა ნეკამ და სიცილში აჰყვა
- რა ის? - უკვე ვბრაზდებოდი - სად არის ის ტიტე? ან რანაირი სახელია
- ჩვეულებრივი, ბებიაჩემმა დამარქვა - პირსინგიანს შევხედე, მომესმა?
- რა თქვი?
- ბებიაჩემმა დამარქვა თქო, ტიტე... - ღიმილით შემომხედა
- ტიტე გოგოს სახელია? - გამეცინა, თუმცა ეს აშკარად, სიმწრის სიცილი იყო.
- შენი აზრით? - თვალები გადაატრიელა.
- ესეიგი გოგო არ ხარ? - სიცილი ძლივს შეწყვიტა ნეკამ - ისე, ლამაზი ბიჭი ხარ იცი?
- საიდან მოიტანე რომ გოგო ვარ? - ღიმილითვე კითხა პირსინგიანმა
- თქვენ რა მეღადავებით? - წამოვიყვირე - იმ გოგომ არ თქვა რომ გოგოები მოგწონსო? აბა ბიჭები მოგწონდა? ეს პირსინგი... ღმერთო ჩემო!
- ევაა, დამშვიდდი - მომიახლოვდა ისე, რომ ღიმილი არ შეუწყვეტია - პირსინგი ბიჭებს არ აქვთ? მე გოგოები მომწონს, გოგოებთან სექ*სი, ბევრთან ერთად და ნუ ბიჭები აღარ მომწონს, გოგოებთან უფრო დავამუღამე სიამოვნებით მიღება, ვიდრე საპირისპირო სქესთან.
- ამის დედაც - ამოვილაპარაკე
- აბა მზად ხართ? - დინამიკში ჩასძახა ლექტორმა - თქვენს წყვიბთან ერთად დადექით, სამი ისარი უნდა იპოვოთ, შემდეგ კი აქ დაბრუნდეთ, წარმატებები!
- ევანგელინა - ხელი გამომიწოდა პირსინგიანმა - წავედით?
- ეგრე ნუ მეძახი - შევუბღვირე
- ფურცელზე ევანგელინა წერია - მხრები აიჩეჩა.
- წავედი, თუ გინდა დარჩი. - გავასწარი, არ დავლოდებივარ.
- როგორი ფიცხიხარ - მომესმა ტყეში შესვლისას, ხმა უკნიდან.
- კვლავ გოგო მგონიხარ, ეს ცოტათი უჩვეულოა... - გზას ხეებს შორის ვიკვლევდი, ერთ საათში დაბინდებოდა, ყველა კუთხე-კუნჭულს ვათვალიერებდი იმის ფიქრით, რომ მალე ვიპოვიდით ნიშნებს და ყველაფერი მალე დამთავრდებოდა.
- გოგოც რომ ვყოფილიყავი რაა? - გვერდით ამომიდგა - ააა, დამავიწყდა შენ ხომ გოგონები მოგწონს.
- მოკეტე. - ეს ადამიანი უკვე მაღიზიანებდა
- როგორი შეგრძნებაა? - გამიცინა
- შენც უნდა იცოდე, ბიჭები მოგწონდა ხო? ეგ უფრო ამაზრზენია, ვიდრე გოგოსთან ყოფნა.
- რატომ? - ხმამაღლა გაიცინა - აააჰ მიგიხვდი, ყოფილხარ ოდესმე გოგოსთან? - თავში ოთხი თვის გასული ჩემი ცხოვრება გამახსენდა, ელაა, ელა გამახსენდა.
- ეს შენ არ გეხება, ჩემთან დაქალობა გინდა? - ვკითხე ირონიულად
- არა, უფრო მეტი. მითხარი, გყოლია გოგო? - აშკარად დაინტერესებულმა მკითხა
- უფრო მეტი რას ნიშნავ? მყოლია, შემეშვი ეხლა და მინიშნება მოძებნე.
- რა ერქვა იმ გოგოს? - რა ჯანდაში გაინტერესებს თქო უნდა მეკითხა, მაგრამ რადგან მკითხა, ვუპასე
- ელა. - ზედმეტად ჩუმად ხომ არ ვთქვი? - მას, ელა ჰქვია.
- ხო, გავიგე. აი იქ არის... - გაოცებული შევხედე
- ვინ? ელაა? - მის ხელს თვალი გავაყოლე
- არა, რა ელა - დამცინა - ისარი.
- უი. - ხეზე მიმაგრებულ ლურჯ ისარს მოვკარი თვალი.
- იყავი, მე ავიღებ. - არასდროს დავკვირვებივარ მას ისე როგორც ბიჭს, არადა ბიჭს უფრო ჰგავდა ვიდრე გოგოს. მისი ბოხი ხმა, მანერები, გადახოტრილი თმა...
- მოგეხმარო? - თუმცა მოხმარება აშკარად არ სჭირდებოდა რადგან ჩემზე მაღალი, იყო.
- ესეც ერთი - ხელებში მოიქცია - აბა მეორეც მოვძებნოთ?
- შენი შეყვარებული... - ქერა გოგოზე ვკითხე, ოცი წუთის შემდეგ, ხმას არ ვიღებდით ამიტომ რაიმე უნდა მეთქვა.
- მარიამი? - რაღაცას დააკვირდა - აი მეორეც
- ოუუუ - სიხარულით გადავწიე პატარა ქვის ლოდი
- მარიამი, ერთი წლის წინ გავიცანი, მაშინ ბიჭები მომწონდა. - გაკვირვებულმა შევხედე
- ეს როგორ?
- აი ესე, შემდეგ მან შემაცვლევინა ნაწილობრივ აზრი, ამის შემდეგ ერთად ვართ.
- და აი ესე უბრალოდ? - გავოცდი
- ცადე შენც, თუ შესაფერისი გოგო ვერ ნახე, რა თქმა უნდა - ჩაეცინა
- ნეტავ ვინმემ იპოვა სამი? - დამაინტერესა
- არ ვიცი, მეზარება ესეთები...
- შენ ხომ ჩვენს უნივერსიტეტში არ სწავლობ? აქ როგორ ხარ?
- მარიამმა მთხოვა, წამოვსულიყავი.
- აჰ,ჰო. - ლურჯ ნათებას მოვკარი თვალი, თუმცა დავინახე, რომ ტიტემაც შეამჩნია.
- სამხატვრო აკადემიაში ვარ, მესამე კურსზე. - რატომ არ ამნობდა რომ დაინახა? თუმცა არც მე ვამბობდი
- კარგად ხატავ? - ვკითხე და მინიშნებისკენ წავედი
- არ ვიცი, შენ თვითონ შეაფასე... - თვალი ჩამიკრა და მინიშნება ავიღე.
- წავედით? - მკითხა
- წავედით.
ტრილ მინდორზე ასვლისას დავინახე როგორ მირბოდა ორი ჯგუფი ლექტორებისკენ, აი ყველაფერი "შიმშილის თამაშების" კადრს გავდა, როდესაც იარაღები ყველას ერთად უნდა აეღოთ, სიცოცხლის ფასად. სწრაფად გავიქეცით მე და ტიტე თუმცა ჩვენმადე უკვე ერთი გუნდი მისულიყო, მეორეები ვიყავით. სუნთქვა შეკრულმა ერთი ბოთლი წყალი გამოვცალე
- გილოცავ - მეუბნება და მიღიმის
- მეორე ადგილი, არაუშავს. შენც გილოცავ - გავუღიმე
- სიცოცხლე - მომესმა წვრილი ხმა
- მარიამი - გამიღიმა ტიტემ. ოჰ ღმერთოო
- მოიგეე? - ბაგეები ენით აულოკა და კალთაში ჩაუჯდა.
- მეორე ადგილი - მოშორების შემდეგ უთხრა ტიტემ
- ჩემი მეწყვილე ისეთი დებილი იყოო - წუწუნი დაიწყო არ ვიცოდი სად იყვნენ შალო და ნეკა, ტილეფონის ხმა მომესმა და ეკრანს დავხედე
- მამიკო?
- შვილო როგორ ხარ? - უცნაური ხმით მკითხა.
- კარგად, მშვენივრად. რამე მოხდა?
- შენი ძმა... - გული ამიჩქარდა
- რა მოუვიდა ცოტნეს? - შეშინებულმა ვკითხე
- ცოლი მოიყვანა. - ვგრხნობდი როგორ ეცინებოდა
- მეღადავები? როგორ თუ ცოლი მოიყვანა? - ვიცოდი რომ ჩემს უფროს ხმას, შეყვარებულიც კი არ ჰყავდა.
- ვიღაც გოგოა, ცოტა დაბნეული ვარ ძვირფასო...
- მამიკო, წამოვალ კარგი? ეხლავე
- არა ევანგელინა, ეხლა როგორ უნდა წამოხვიდე ტყიდან ძვირფასო. იყავი მანდ
- როგორმე, მინდა მანდ ვიყო, თან აქ უკვე მომბეზრდა. - ვაღიარე
- შვილო...
- მამიკო, როგორმე მოვახერხებ.
ტელეფონი გავთიშე, თვალები დავხუჭე და დავიწყე ფიქრი თუ როგორ უნდა წავსულიყავი? ან ვინ მოიყვანა ცოლად იმ იდიოტმა? ღმერთო ეხლა ამის დრო იყო?
- რა დაგემართა? - მკითხა ტიტემ.
- უნდა წავიდე, დღესვე.
- კი მაგრამ რატომ? - გაკვირვებულმა შემომხედა
- ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა.
- გილოცავ, მაგას რა ჯობია? - გამიღიმა
- უნდა წავიდე - წამოვდექი - მაგრამ, როგორ?
- მე წაგიყვან. - მითხრა
- არა, არაა. უნდა გაერთო, მე კი...
- ორმოცი წუთის გზააა, ასე რომ არაუშავს.
- მადლობა - გავუღიმე და უკან გავყევი, ჩემი ნივთები სწრაფად ჩავაწყვე ჩანთაში და გოგოებს ტელეფონზე შეტყობინება დავუტოვე
- მზად ხარ? - კარავთან მკითხა
- კი. - უკან გავყევი, მანქნის კარი გამოვაღე და პირველი თვალში რაც მომხვდა, წითელი საცვალი იყო.
- ოჰ ეგ - უკან მოისროლა - მარიამი ცოტა უწესრიგოა
- არაუშავს - მის გვერდით დავჯექი.
- წავედით. - სიმღერა ხმამაღმა ჩართო და მოწყვეტით გააქროლა მანქანა.



№1  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგიააა მოუთმენლად ველი შემდეგ თავსს ტიტეეე კაი სახელიაა ხოიცი შენ ჰაჰჰაააა
♡♡♡

როგორც იქნა პირველმა წავიკითხე????

 


№2  offline წევრი mariam m.k

Vava,kargi iyo, momewona ise xo vambobdi biwi iqnebatqo (es ro ar metqva ar shemelo) kargia ara mosabezrebeli istoria, ese gagrzele da arc iqneba, cota patara iyo magram araushavs imedia shemdegshi gamoasworeb.

 


№3  offline მოდერი Tamta.k

Niniko11
ძალიან კარგიააა მოუთმენლად ველი შემდეგ თავსს ტიტეეე კაი სახელიაა ხოიცი შენ ჰაჰჰაააა
♡♡♡

როგორც იქნა პირველმა წავიკითხე????

სახელზე დიდი ხანი ვფიქრობდი, ვაღიარებ და მიხარია ეომ მოგეწინა
ჯერ ციტა არეულია ყველაფერი, თუმცა მალე დალაგდებაა, შენ კი ჩემო ნინიკო ხომ იცი, მახარებს ყოველთვის შენი აქ ყოფნა❤️

 


№4  offline წევრი Elea_Nora

რააა ბიჭია? ვაიმეეეე... აუუ იმხელა ტექსტი იქ ტყუილა დავწერე? იმდენი ტყუილად ვიბოდიალე? ვაიმეე თამთა შენი თავი მომაკვლევინა და... ვაიმეე ის საცვალი. (ღმერთო როგორ მეშლება ნერვები სმაილები რომ არ იწერება) მოვკვდი სიცილით. ვააა ცოლი? ჰმმ... რა მოხდება ნეტავ? ნწ ნწ რა ინტრიგანა ხარ. წავედი ეხლა მათემატიკა მაქვს დასაწერი.
P.S. კი გამაბრაზე მაგრამ მაინც მიყვარხარ ჩემო ტკბილო!❤❤

 


№5  offline მოდერი Tamta.k

mariam m.k
Vava,kargi iyo, momewona ise xo vambobdi biwi iqnebatqo (es ro ar metqva ar shemelo) kargia ara mosabezrebeli istoria, ese gagrzele da arc iqneba, cota patara iyo magram araushavs imedia shemdegshi gamoasworeb.

ამბობდი, მიხვდი და ძალიან დაკვირვებული ხარ შენნნ❤️

 


№6 სტუმარი Is

Ver mivxvdi tite bijia tu gogo

 


№7  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
რააა ბიჭია? ვაიმეეეე... აუუ იმხელა ტექსტი იქ ტყუილა დავწერე? იმდენი ტყუილად ვიბოდიალე? ვაიმეე თამთა შენი თავი მომაკვლევინა და... ვაიმეე ის საცვალი. (ღმერთო როგორ მეშლება ნერვები სმაილები რომ არ იწერება) მოვკვდი სიცილით. ვააა ცოლი? ჰმმ... რა მოხდება ნეტავ? ნწ ნწ რა ინტრიგანა ხარ. წავედი ეხლა მათემატიკა მაქვს დასაწერი.
P.S. კი გამაბრაზე მაგრამ მაინც მიყვარხარ ჩემო ტკბილო!❤❤

აუუუუ :დდდ ნეტა არ გაგიჟდეე :დდდ ხომ გითხარი მაცადე და გაიგებ თქო?! მიყვარხარ მარწყვოოო????????

Is
Ver mivxvdi tite bijia tu gogo

ბიჭია, ბიჭიიი:დდ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent