შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამდენიდან მე?! {თავი 2}


31-01-2019, 14:35
ავტორი anukaaa
ნანახია 1 804

ყველა მე მიყურებდა, აქეთ, ჩემი რიგისკენ მხოლოდ მე ვიდექი ჩემს წინ კი მთელი უნივერსიტეტი.
- გამარჯობა, ლილე.
- უი, ნახეთ ვინ მოსულა, სიღარიბის დედოფალა. ნინი, რამდენი წელი აგროვეს შენმა ღარიბმა მშობლებმა ფული, რომ აქ მოხვედრილიყავი და გესწავლა?-ამაზე ძალიან გავბრაზდი და ვიყვირე :
- არასოდეს გაბედო ჩემი მშობლების შეურაცხოფა, არასოდეს. გესმის ლილე დადიანო?
ლილემ გადაიხარხარა:
- გოგო შენ ხო არ უბერავ, წესიერად ესაუბრე უნივერსიტეტის დედოფალს.
- ანუ, უნივერსიტეტის დედოფალს, არა?
- დიახ!
- ლილე, შენ შეგიძლია მე დამცინო, მაგრამ, არასდროს შეურაცხყო ჩემი მშობლები, უნივერსიტეტის დედოფლობის კანდიდატო. - "დედოფლობის კანდიდატო" ხმამაღლა და გამოკვეთილად ვთქვი, რადგან იმ წამს გადავწყვიტე: იმ საღამოს, როცა უნივერსიტეტის დედოფლი უნდა აერჩიათ კანდიდატად ჩავეწერებოდი. იქაურობას გავცილდი, ტუალეტში ჩავიკეტე და ავტირდი.
10 წუთში ვაღაცამ კარზე დააკაკუნა.
- დიახ.
- ნინი, ხომ?
- კი, ნინი ვარ.
- მე-ელენე. გამოდი და ვისაუბროთ.
-კარგი.
გარეთ გავდივარ და როცა ჩემს ჩაწითლებულ თვალებს ხედავს, ჩანთაში იქექება თან მელაპარაკება.
- კარგი, რა. ლილე ნაგავია. მის გამო ნერვის განადგურება არ ღირს.
- კარგი, არ გავინადგურებ. - ვამბობ სიცილით.
ჩანთიდან ტონალურს იღებს თვალებთან მისვამს და ჩემს გარდაქმნას იწყებს: მიკეთებს მაკიაჟს თვალებზე, მისვამს ტუჩსაცხს, და, ჩანთიდან რაღაცას იღებს.
- ეს ლინზაა. - ამბობს ჩემი გაოგნებული სახის დანახვისას - ლინზას თვალში იდებ და თვალის ფერს ცვლის.
- მეშინია.
- ნუ ღელავ, საშიში არაფერია. სახის სხვა ადგილას რომ გიკეთებდე რამეს, გეტყოდი თვალები დახუჭეთქო, მაგრამ, ახლა დიდზე გაახილე.
თვალებს ვაფართოებ და ელენე პატარა პინცეტით თვალში ლინზას მიდებს.
- შეგიძლია, სარკეში ჩაიხედო.
მის ნებას ვყვები და სარკეში ვიხედავ. იქ კი ზღაპრიდან გამოსულ პრინცესას ვხედავ.
- მადლობა, ელე.
- რა სათქმელია. ახლა წავიდეთ და დავტოვოთ პირღია მთელი უნივერსიტეტი.
- კარგი. - ვპასუხობ სიცილით, და "პოდრუჩკს" ვუყრი. გარეთ გავდივართ და ყბაჩამოვარდნილი სდუტენტების მთელი ნაკადი გზას გვითმობს.
- ახლა ლილეს დავენახოთ.
- აუ, კარგი რა! არ გვინდა!
- რას მიქვია არ მინდა. წავიდეთ და იმ ლაყე კვერცხს დავენახოთ.
იმდენი ვიცინე მუცელი მეტკინა.
- კაი, კაი წავიდეთ.
მივდიოდით და სტუდენტები პირდაღებულები გვიყურებდნენ. ბოლოს ლილეც გამოჩნდა, ნოეს კოცნიდა. ლამის გული ამერია.
- ახლა მის წინ ისე გავივლით ვითომ ვერც შევნიშნეთ, გაიგე? - მკითხა ჩურჩულით.
- კი. - ჩურჩულითვე ვუპასუხე.
გვერდით ჩავუარე.
- გამარჯობა, სიღარიბის დედოფალა. - მომაძახა დერეფნის ბოლოში.
- ყურადღება არ მიაქციო. - მეჩურჩულება ელენე.
- შეუძლებელია, ეს უარყო. - ვუჩურჩულე და ხმამაღლა განვაგრძე: - გაგიმარჯოს სიმახინჯის დედოფალა.
მგონი ზედმეტი მომივიდა რადგან...
ლილე ჩემკენ სირბილით გამოიქცა და სილის გაწნა უნდოდა. ხელი აწია და ტკივილის
მოლოდინში თვალები დავხუჭე, თუმცა ჩემდა საბედნიეროდ და ამავდროულად გასაკვირად ლოყა არ მეწვება.
- პირველ დღეს ასე იწყებ, დადიანო? - ეს ხმა არ მეცნობა. თვალებს ვახელ და ვხედავ სრულიად უცხო ჟღალ გოგონას. - აბა აქედან დაახვიე!
არ ვიცი, ლილეს შეეშინდა თუ ლექტორი დალანადა, თუმცა ფაქტია, რომ, შებრუნდა და წავიდა.
- მე ლიზი ქობულოვი. თქვენ?
- მე ნინი რატიანი ვარ, ეს კი ელენე... - ელენესთვის გვარის საკითხავად ვერ მოვიცალე და ამიტომ გავჩუმდი.
- ლომთაძე, ელენე ლომთაძე.
- სასიამოვნოა, ელენე, ნინი. - ორივეს ხელი ჩამოგვართვა. დადიანს რა ესაქმებოდა აქ?
- ნოეს ეკოცნავებოდა.
- ნოე ვაჩაძეს? დავით ვაჩაძეს შვილს? - გაუკვირდა ლიზის.
- რატო გაქ ეგეთი სახე, ვინ არის დავით ვაჩაძე?
- დავით ვაჩაძე მსოფლიოს ტოპ 5 ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა სიის თავში წერია. - მიხსნის ქობულოვი.
- ვააა!!! ანუ, მსოფლიოში ყველაზე მდიდარია? - აღმომხდა გაკვირვებულს.
- ხო, ეგრეა. ისე, თუ დაუკვირდები, უცნაური არც არაფერია. ორივე მდიდრები არიან.
სახლში (თუ იმას სახლს ვუწოდებთ) შესვლისას მეგონა ამაზე მეტად ვერაფერი გამაკვირვებდა, თუმცა წინ კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა...


ჩემს ოთახთან გავჩერდი და მივაყურადე, დედა ხომ არ ალაგებს_თქო. თუმცა, როგორც ჩანს ჩემი დედ-მამა საშოვარზე წასულიყვნენ. ოთახში შესვლისას საშინელი არეულობა დამხვდა, თუმცა მაინც ვიმეცადინე და მთელი სახლის დალაგებას შევუდექი.
ჯერ ჩემი ოთახი დავალაგე, შემდეგ მისაღები, სამზარეულო და ბოლოს მშობლების ოთახშიც შევედი და დალაგება დავიწყე. მამას სამუშაო მაგიდა დავალაგე, მერე დედას მკერავი მანქანა გადავწმინდე და ბოლოს დამტვერილ სურათსაც მივაგენი, ჩამოვხსენი და მის უკან სეიფი დამხვდა, რომელსაც ეწერა....
"ლილეს უსაშინლესი საიდუმლოებები"...
თუ გგონიათ, რომ ეს ის ლილეა, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩემს დამცირებას ცდილობს, გეტყვით, რომ ცდებით. ლილე დედაჩემია...
ვდილობდი კოდი გამეტეხა, თუმცა პაროლი არ ვიცოდი, მერე უცებ ლილეს (დედას სახელით მოვიხსენიებ) დალუქული უჯრა მახსენდება.უჯრისკენ მივდივარ, შემდეგ ჩემსკენ ვწევ, თუმცა დაკეტილია. თმიდან "ლევეძინკას" ვიძრობ და დაუფიქრებლად
ვარჭობ ლუქში. დიდი წვალების და ჯახირის შემდეგ უჯრა ჩემკენ მოსრიალებს. იქ კი მხოლოდ ფურცლები მხვდება რომელზეც ერთი და იგივე ციფრები : 2-5-3-0.
სეიფთან მივრბივარ და ამ ციფრებს ვკრებ. კარი იღება და იქ არც მეტი არც ნაკლები ვარდისფერი დღიური დევს.
არც დავფიქრებულვარ, ისე დავიწყე კითხვა. რამდენიმე წუთი სრულიად შოკირებული ვდგავარ, შემდეგ ოთახიდან "ვლასლასდები" და წაკითხულის გააზრებას ვიწყებ. მერე, სასკოლო ჩანთაში უცებ ვალაგებ აუცილებელ ნივთებს და კარში გავდივარ. კიბეებს ფეხით მივუყვები, პირველ სართულზე კი ჩემი "მშობლებს" ვხვდები.
- აუცილებლად დავბრუნდები. - მოკედ ვპასუხობ, თვალებში ეტყობოდათ, რომ უამრვი შეკითხვა ჰქონდათ.
ტაქსს ვაჩერებ და მისმართს ვკარნახობ, ათ წუთში ადგილზე ვარ. კარზე ვაკაკუნებ და უკვე მიბრუნებას ვაპირებ, როცა კარს ახალგაზრდა ბიჭი აღებს. ეს ბიჭი სადღაც ნანახი მყავს, მაგრამ, ვერ ვიხსენებ_სად. თუმცა ახლა ჩაძიების დრო არ მაქვს.
- ელენე აქ ცხოვრობს?
რამდენიმე წამით ჩემს დასიებულ და დაწითლებულ თვალებს უყურებს, შემდეგ...
- დიახ!
- საყვარელო ვინ არის? - ეს ხმაც ნაცნობია ჩემთვის, შეუძლებელია დაივიწყო გოგონას ხმა, რომელმაც სიცოცხლე გაგიმწარა. - უი, ნინი ყოფილა. რაო ნინჩ ბოდიშის მოსახდელად მოხვედი? - მერე თვალებზე გადააქვს ყურადღება - თან რამდენი გიტირია ჩემ გამო, ნწ, ნწ, ნწ. - დანანებით აქნევს თავს.
- გამეცალე შე ლაყე კვერცხო. - ეს სიტყვები თავისთავად მოწყდა ჩემს ბაგეებს. ლილე გაოგნებული დგას და მე ხელით განზე ვწევ. მერე კი ვყვირი- ელენეეეე!!!!
- ნიიი, აქ რა გინდა? - მისი დაძახებული "ნიიიი" ახლა ყველაფერს მერჩივნა.
მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.
- მიყვარხარ ელე.
- მეც, ნი, მეც, რა იყო, ხო კარგად ხარ?
- არ ვარ კარგად, არა, გესმის?
- ვაიმე, სასწრაფო გამოვიძახო?
- არა, ელე, არა. შენ ოთახში შევიდეთ და ყველაფერს მოგიყვები.
- კაი, კაი, წამო.
ამ სიტყვებით ოთახიდან გავდივართ.
-არ მომიყვები? - მეკითხება 10 წუთის შემდეგ.
- ნაშვილები ვარ.
- რააა?
- ხო, გოგო. დედაჩემის დღიურში ეწერა, რომ სანდროს არ უნდ...
- სანდრო ვინაა?
- "მამაჩემი". ხოდა სანდროს არ უნდოდა ბიჭი იმიტო ბიჭი თუ დაიბადებოდა უეჭველი მოკვდებოდა. ეგ "დედაჩემს" გენში ქონია, ხოდა მამაჩემს უთრა, გოგოაო, თურმე ბიჭი ყოფილა და ვიღაცაში გავუცვლივარ.
-ააააა. - თანაგრძნობით მომითთუნა ხელი. - საავადმყოფოში წადი და იქნებ გაარკვიო.
- ეგ სამშობიარო 18 წლის წინ დაიკეტა.
- რა უცნაურია. - უფრო თავისთვის თქვა ელენემ.
- რა არი უცნაური?
- რა და ის, რომ ბიძაჩემის ცოლმაც გააჩინა გოგო, და ის ბავშვი დაიკარგა.
- რას ქვია დაიკარგა?
- რას და, 19 წლის წინ მანდ ბიცოლაჩემმა გოგო გააჩინა, მერე ვეღარ ნახეს, მაგრამ, ასე ვთქვათ ერთი ზედმეტი ბავშვი იყო, რომლის სქესი მამრობითი იყო.
- ეგ მართლა უცნაურ... მოიცა, შეიძლება მე შენი ბიძაშვილი ვარ?
- ეგრე გამოდის მაგრამ, ეს როგორ გავარკვიოთ?
- ორი ხერხი არსებობს. ჯობია, ჯერ ადვილით დავიწყოთ. მოკლედ, გეტყვი რა უნდა ქნა:...

II დღე უნივერსიტეტში.
- მოიტანე?
- კი, შენ?
- მეც.
- კაი, მომე.
ჩემი ბავშვობის ალბომს ვუწვდი. და ელენე სურათების შედარებას იწყებს, თუმცა ვერაფერს ხვდება.
- რატიანი, ლომთაძე, მითხარით რა წინადადება ვთქვი ბოლოს.
- არ ვიცი, მას!
- არც, მე, მას.
- მომიტანეთ ერთი ეგ სურათი და ფოტოლაბომი აქ...
- შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. - ვუჩურჩულე ელენეს.
ელენე დგება და ალბომი ლექტორთან მიაქვს.
- ახლა რა ვქნათ? - ვეკითხები როცა ბრუნდება.
ის კი ორ სურათს მაჩვენებს.
- ეს რა არის?
- გოგო ალბომიდან ორი ფოტო ამოვაძრე ერთი დავმალე და ერთი ვითომ ჩემი ფოტო იყო. ერთიც დავმალე. ალბომი მივეცი. მოდი ახლა შევადაროთ.
ფოტოებს გვერდი-გვერდ ვდებთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩემი ფოტო გადაღებულია 14 წლის წინ, და იმ ფოტოში 5 წლის ვარ და ელენეს ბიძამისის სახლიდან წამოღებული ფოტო გადაღებულია 19 წლის წინ.
- ასე ვერ გავარკვევთ. უფრო ძნელი ხერხი უნდა ვცადოთ. ერთხელაც მიდი ბიცოლაშენის სახლში და კბილის ჯაგრისი აიღე
და წამოიღე. მე საავადმყოფოში დაგხვდები, კაი?
- გავიგე, ხო.
- და, კიდე. ზუსტად ისეთი ჯაგრისი დაუდე კარგი?
- ხოოოოოო. გა - ვი - გე...

.... დილას მაღვიძარა მაფხიზლებს. ელენეს საწოლში მძინავს ხოლმე, ელენე კი თავის სახლიდან დადის. დღეს უნივერსიტეტში არც ერთი არ მივდივართ. უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს.
ჩვენი გეგმა რომ მახსენდება ფეხზე ვხტები და ნაუცბათევად ვიცმევ.
ტაქსს ვაჩერებ და მისამართს ვკარნახობ. როგორც ჩანს "დედაჩემმა" საავადმყოფოებიდან შორს დამაბინავა, რადგან მისვლას ნახევარ საათს ვანდომებთ.
ტაქსს ფულს ვაძლევ და მანქანიდან გადავდივარ. ელენე ადგილზე მხვდება.
- აუ, ელე დავაგვიანე? დიდხანს იცდიდი?
- არა ნიი, არა. მეც ახლა მოვედი.
- კიდე კაი. მოდი, შევიდეთ, კაი?
- ხო, წამო. გოგო, იცი რამდენი ხანი ვეხვეწე ბიცოლას შენს აბაზანაში დავიბან, ჩემი გაფუჭდათქო, და ასე მითხრა ვერ შეგიშვებ იატაკი მოსაწმენდია, სირცხვილიაო... - მელაპარაკებოდა თან საავადმყოფოს დერეფნებს მივუყვებოდით.
ბოლოს ლაბორატორიასაც მივაგენით.
- მზად ხარ? - მეკითხება შესვლამდე.
- კი ელე კი. ცუდად რატო უნდა ვიყო?
- რავი, ისე.
ელენეს კი ვუთხარი კარგად ვარ-თქო, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ ვარ კარგად.
ლაბორატორიიდან 2 საათში გამოვდივართ, თან ვწივართ და ვყვირი:
- ჩვენ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ. ჩვენ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ. ბიძაშვილ-მამიდაშვილები...
- ახლა რა გავაკეთოთ - მეკითხება სახეგაბრწყინებული ელენე.
- მე იმას ვფიქრობ, როგორ დავარწმუნოთ დედაჩემი, რომ მისი შვილი ვარ.
- მაგაზე ადვილი რა არი გოგო, მისმინე.
******
- მზად ხარ? - მეკითხება ელენე, როცა ბიძამისის სახლის კართან ვდგავართ.
- არ ვიცი, ელე.
- გეგმა ხომ გახსოვს?
- კი კი, მთელი ღამე მაგას ვიმეორებდი.
- მაშინ შევიდეთ.
- კაი... კარგი ნინი, დამშვიდდი. ღრმად ისუნთქე. ყველაფერი კარგად იქნება. - ვამხნევებდი ჩემს თავს.
- სამ დათვლაზე. ერთი, ორი...
- სამი. - "რაც არის არის" - მეთქი გავიფიქრე და ჩემი სახლის კარი შევაღე. იქაურობა ულამაზესი იყო.
- ბიცოლააა, გამოდი სამზარეულოდან, ნახე ვინ მოგიყვანე!!!
- ელენა შენ ხარ?
- ხო, ბიცო მე ვარ. ერთი წუთი გამოდი, ვიღაცას გაჩვენებ.
სამზარეულოდან უმშვენიერესი ქალბატონი გამოვიდა. ჩემს დანახვაზე კი შედგა.
- ელენა, არ გამაცნობ?
- დე_დაა... - ძლივს ამოვილუღლუღე ორი მარცვალი.
- რაოოო? ელენა, ვინ არი ეს გოგო?
- შენი შვილია, ბიცოლა. შვილი, რომელიც 19 წლის წინ საავადმყოფოში მოგპარეს.
ქალს თვალები აუწყლიანდა, შემდეგ სერიოზული გამომეტყველება მიიღო.
- რით დაამტკიცებ?
- აი, ამით. - თქვა ელენემ და დედაჩემს დნმ_ის პასუხების ფურცელი გაუწოდა. ქალი ცოტა ხანს ფურცლავდა, შემდეგ მე მომიბრუნდა.
- შენ ჩემი ნინიკო ხარ? ჩემი ნინიკო. ელენა, გესმის? ეს ჩემი ნინიკოა, ჩემი შვილი, ჩემი ნინიკო, ჩემი შვილი გესმის? ელენა, ეს ჩემი შვილია, ჩემი ნინიკო, ჩემი შვილი.
რამდენიმე წუთი კიდევ გულში გვიკრავდა ორივეს, მერე
მე ის კითხვა დავსვი, რომელიც დედაჩემის მიერ ჩემი სახელის წარმოთქმის წამიდან გამიჩნდა.
- თეო.. უფრო სწორად დე...
- რაც გინდა დამიძახე ჩემო სიხარულო.
- კაი, მაშინ, ხან თეოს დაგიძახებ, ხან თეონას და ხან დედას.
- ხო, ჩემო პრინცესა, კაი.
- მოკლედ, დე რა მაინტერესებს. ჩემი სახელი საიდან იცი?
- საიდან და, სახელი მე დაგარქვი. ხელზე სამაჯური გეკეთა, რომელზეც შენი სახელი ეწერა. ეტყობა აღარ დაგარქვეს სხვა რამე.
მე თითქოს ზღაპარში ვიყავი.


ველი კრიტიკას ❤




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent