თეთრი ნათება
ზუსტად მახსოვს დღე და რიცხვი, 23 თებერვალი სამშაბათი დღე 9:45 წუთი სამსახურიდან ახალი გამოსული ვიყავი... მჩვევია ჩემი მანქანით აღმა დაღმა სიარული. ასეთ მანქანებს ხოჭოს ეძახიან, ნარინჯისფერია შემოდგომით ფოთლები რომ,ფერს იცვლის და ხმობას იწყებს ისეთი ფერის.პატარა და ძალიან კომფორტული.ჩემი სახელია ჰელენი, ნიუ იორკში ვცხოვრობ დიდი და ძალიან ხმაურიანი ქალაქია,ვმუშაობ კაფეში რადგან, ჩემი საკმაოდ დიდი სახლის ქირა დავფარო და საჭირო ნივთები შევიძინო.მიყვარს ბუნება და არის ადგილები სადაც არავინ დადის,მხოლოდ ჩემნაირი მარტოსულები ისიც იშვიათად,ეს ადგილები სიცოცხლის მშვენიერებას მაგრძნობინებს... სამსახური რომ,დავამთავრე ფორმა გავიხადე,კაფე დავხურე და მანქანისკენ წავედი.მარტო ვცხოვრობ ამიტომ სახლში არავინ მეგულება,რომ ვიჩქარო და გადავწყვიტე წავსულიყავი ადგილას,რომელსაც სიცოცხლის გორას ვეძახი მაღალი ადგილია, საიდანაც ბევრი ხე და ერთი ხის სახლი მოჩანს ,საიდანაც კვამლი ამოდის.აქ საათობით ვზივარ და ხარბად ვისუნთქავ ზამთრის სუსხიან ჰაერს,ვგრძნობ,რომ რაღაცნაირად ბუნებას ვეკუთვნი მოკლედ რომ,ვთქვა საკუთარ თავს ბუნებაში ვხედავ,აქ ვგრძნობ თავს ისე თითქოს სახლში ვარ თითქოს აქაურობას ვეკუთვნი...ღამეა მთვარე თვალისმომჭრელად ანათებს,ხო ისე მთვარის შუქი განსაკუთრებით მიყვარს მისტიურია ბინდში გახვეული თეთრი ბურთი რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია შესწავლილი,დედამიწიდან მასზე კრატერები ნაცრისფერ ლაქებად მოჩანს, ის იდუმალია გაურკვეველი და შეუცნობელი დამაფიქრებელი და ძალიან საინტერესო ერთხელ რომ,შეხედავ მერე თვალს ვეღარ წყვეტ ამ გორიდან ისე ჩანს თითქოს ის დედამიწასთან ძალიან ახლოსაა დიდი და ძალიან ლამაზია რომ, ვუყურებ ძალიან ბევრ რამზე ვფიქრდები შემიძლია მთელი ღამე გავატარო მთვარის ყურებაში,მოწყენილმა და მარტოსულმა ყველასგან დავიწყებულმა...მართალია რომ, ბუნება ძალიან მშველის ,მაგრამ მთლიანადაც ვერ მკურნავს ხანდახან თავს უსუსურად ვგრძნობ მარტოობაში გადის ცხოვრება,უმნიშვნელო არსებად მიმაჩნია ჩემი თავი ,მაგრამ არც ვტირი არც ვყვირი არანაირად არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას ტკივილი გარეთ გამოვუშვა,შიგნით ვინახავ ყველაფერს რაც უსასრულოდ მტანჯავს,ეს კი ოჯახის დაკარგვითაა გამოწვეული... საშინლად მენატრება ჩემი ოჯახი განსაკუთრებით კი ჩემი და ვიხსენებ მომენტებს, როდესაც ვისხედით და ვლაპარაკობდით ჩვენს პირადულებზე.არასდროს არაფერი დამიმალავს მისგან,მაგრამ მაინც ალბათ იყო რაღაცეები რაზეც მეგს ჩემთან არასდროს უსაუბრია,ის რაც სამუდამოდ მასში დარჩა და ის რასაც მე ალბათ ვერასდროს ვერ გავიგებ.ის დოზის გადაჭარბებით მოკვდა ღამე ზემოქმედების ქვეშ მყოფს ჩაეძინა და აღარც გაუღვიძია.მისი დაკარგვა საშინელება იყო რამაც დიდი სიცარიელე დატოვა,რასაც ვერასდროს ვერავინ შეავსებს.მეგონა ტკივილს დარჩენილი ოჯახის წევრები შემიმსუბუქებდნენ,მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ მათაც დავკარგავდი..ისინიც დაიღუპნენ ავტო კატასტროფაში და მეც მარტო დავრჩი.ყოველთვის მაინტერესებს რატომ მეც არ ვიყავი მანქანაში მათთან ერთად და ჯანდაბა!!ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი...და ვაანალიზებ ,რომ ამდები ხნის შემდეგ პირველად ვტირი.სასაცილოა,მაგრამ მე ყველა დავკარგე და ყოველი დღე ასე მთავრდება,მოვდივარ აქ საყვარელ ადგილას ვჯდები და ვფიქრობ ამ ყველაფერზე,ამჯერადაც ასეა ვზივარ და ძალიან მეძინება ვცდილობ წამოვდგე, მაგრამ ძალა არ შემწევს ამიტომ ადგილზევე ვრჩები და სანამ ჩამეძინება თეთრ ნათებას ვხედავ,რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში... სამშაბათია 23 თებერვალი 9:45 წუთი ჩამეძინა და ვხედავ საღამოს იმ ხის სახლში,რომელიც ამ გორიდან მოჩანს მე მეგი დედა და მამა, ბედნიერი ოჯახი,ჩემს საყვარელ ადგილას საყვარელ ადამიანებთან.სახლიდან გამოვდივარ გარეთ და ცაზე მთვარეს ვხედავ ჩურჩულით ვამბობ,ისევ ის! თეთრი ნათება და შემდეგ ძალიან ღრმა ძილით ვიძინებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.