ჩემი რეალობა (3 თავი)
ფილმის კადრებივით ტრიალებდა ყოველ ღამე, ჩვენი ერთად ყოფნის 7 წელი... თუ გამხდარხართ ცუდად იმის გამო რომ გენატრებათ?? თუ შეგშინებიათ მარტოობის,ან იმის რომ ეს მონატრება სამუდამოდ გაგრძელდებოდა??თუ გიფიქრიათ,ერთ დღეს თავს ვერ მოერეოდით და მასთან გაიქცეოდით,მუხლებში ჩაუვარდებოდით თითქოს დამნაშავე შენ ყოფილიყავი... უცებ მარტოობის შემეშინდა.. სასწრაფოდ ჩავიცვი და სადგურზე წავედი.. 2 საათში თბილისში ვიყავი..ლევანიმ ოთხჯერ დამირეკა და არ ვუპასუხე, არ ვიცი რატომ. იქნებ შემეშინდა რომ მის ხმას თუ გავიგებდი ყველაფერი უკუღმა დატრიალდებოდა? ლევანის მივეჩვიე, ლევანი სხვანაირი იყო, ცხოვრებაზე დაფიქრებული, ქალის პატივისცემა და მოფრთხილება იცოდა, მოვლა იცოდა ქალის, ფიქრებში გართული ჩემი სახლის კარს მივადექი.. დავაკაკუნე. არავინ გააღო.. ჩანთაში გასაღებს დავუწყე ძებდა და კიდევ დავაკაკუნე, ბებო გამომეხმაურა და კარიც გაიღო. - ვაი, შენ მოგიკვდეს შენი ბებოო.. შემომტირა ზღურბლთან გაჩერებულმა. ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა - ბებო კარგად ვარ. - ჩემო ერთადერთოო.. მეფერებოდა თან გზას მითმობდა.. სახლში უცხოსავით შევედი,თითქოს სხვა დროს არ მენახოს ეს ოთახები..სადაც ადრე სიხარულის წუთები გამიტარებია ახლა მუცელი დამიმძიმდა და ყელში წყალი ჩამექცა,როგორც ადამიანს მაშინ ემართება,უცრემლოდ რომ ტირის..მომეჩვენა რომ იგივე სუნი იდგა როგორსაც სანდრო ატარებდა, ხმები ჩამესმოდა ირგვლივ წრეზე..ყველაფერი შეცვლილი მომეჩვენა,მუქ სევდის ფერებში.. ოთახში შევედი,კარი ჩავკეტე და დავწექი.. ზარის ხმამ გამომაღვიძა - სად ხარ? ლევანი იყო - სახლში - ვის სახლში? - ჩემს სახლში - თბილისში რომ ბრუნდებოდი გეთქვა მაინც,დაგხვდებოდი - არ ვარ მომსახურებას მიჩვეული ლევან. - კარგი.. ტელეფონი სწრაფად გათიშა.. ეწყინა, გავიფიქრე და ტელეფონი მუცელზე დავიდე..გული დამწყდა მაგრამ მაგის დრო არ იყო.. უამრავი საქმე მქონდა მოსაგვარებელი.. ორი დღე დავისვენე,მერე სამსახურში მივედი,განცხადება დავწერე წამოსვლაზე.. სანდროს ირაკლის ხელით გავუგზავნე ბეჭედი და შევუთვალე რომ არაფერი არ მჭირდებოდა და ჩემი ნაყიდი ნივთებიც მასთან ყოფილიყო.. ლევანი იშვიათად მკითხულობდა და სულ მეუბნებოდა არ მინდა შეგაწუხოვო. მე კიდევ ისე შვებას მგვრიდა მისი საუბარი.. ირაკლიმ რომ დამირეკა და მითხრა სანდრო და ლანა ერთად არიანო თავბრუ დამესხა .. რატომ მეგონა რომ ამ დროის მანძილზე რამე შეიცვლებოდა? რატომ მქონდა სულ მოლოდინი რომ ვაპატიებდი? სულ მეგონა მოვიდოდა და მუხლებში ჩამივარდებოდა პატიების თხოვნით, მე რომ ვფიქრობდი ის მოქმედებდა.. ვიგრძენი რომ ძალიან ცუდად ვიყავი. აივანზე გავვარდი,ჰაერი ჩავისუნთქე და ვეცადე არ მეტირა,თუმცა ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა ქვედა ტუჩი და კიდურები.. ინსტიქტურად დავურეკე ლევანის - ლევან,სად ხარ? - ბათუმში მივდივარ ელე საქმეზე, შენ როგორ ხარ? - კარგად ვარ.. მომეშვა,ამოვისუნთქე.. - რა ხმა გაქვს,რა მოხდა?? - არაფერი ისე მოგიკითხე. -კარგიი. საღამოს დაგირეკავ - კარგი.. ჩავიცვი და სანდროსთან წავედი, რატომ წავედი?? არ ვიცი.. რა მინდოდა რისთვის მივდიოდი რატო მივდიოდი, არაფერი არ ვიცი.. უბრალოდ აი ასე ავდექი და წავედი.. სადარბაზოსთან გავჩერდი, სანდრო და ლანა მანქანიდან რაღაცას იღებდნენ,ოჯახურ წყვილს გავდნენ.. ძალიან უცნაურად ხდება..თითქოს მე ღალატის გადატანა შემეძლო,თითქოს ეს ყველას შეგვიძლია,მაგრამ როგორც კი ის ადამიანი დავინახე,ვისზეც გამცვალა და ვისთანაც ჩემს შემდეგ იგრძნო თავი ბედნიერ ადამიანად, მაშინვე გამიძნელდა სუნთქვა და ისეთი ტკივილი ვიგრძენი ,რომელიც თითქოს აქამდეც გამოცდილი მქონდა და ვერ ვიხსენებდი.. სანდრომ მანქანა დაინახა,სასწრაფოდ დავქოქე და გამოვიპარე... ვიჯექი მატარებელში და ვფიქრობდი,რატომ მივდიოდი, რატომ მეგონა რომ ლევანის ჩემი დანახვა გაუხარდებოდა.რატომ აღვიქვამდი ისე რომ ლევანის ჩემთან ყოფნა და საუბარი სიამოვნებდა.. იქნებ ისე გამომდიოდა სათადარიგო ნაწილად იყო ლევანი,რომ გამიჭირდებოდა ის მშველოდა, იქნებ სათამაშოდ მყავდა,როცა გულის გადაყოლება მომინდებოდა რომ ვესაუბრებოდი და მომეშვებოდა.. არა,არა ლევანი სხვა იყო,ლევანი სხვანაირი იყო..ხელები მაგრად შემოვიჭირე თავზე და მუხლებში ჩავრგე.. ტელეფონმა დარეკა.. - გისმენ ლევან - სად ხარ, მესენჯერში გირეკავდი - გარეთ ვარ - ღამის პირველ საათზე? - ჰო, რა მოხდა მერე,მაკონტროლებ? გაეცინა.. - არ გაკონტროლებ.. უბრალოდ არ მინდა ვინმე დაგეჯახოს, ჩემსავით არ მინდა მერე მოგიარონ.. - ლევან.. მინდოდა მეთქვა მოვდივართქო მაგრამ გავჩუმდი..- სად ხარ? - სახლში ვარ. გასვლას ვაპირებ კლუბში - მშვენიერია.. კარგი მიდი მაშინ. კარგად - კარგად ელე.. მომეჩვენა თუ გოგოს ხმა ისმოდა? ვინმესთან ერთად ჩავიდა?მე რომ ეხლა თავზე დავადგე არ ტეხავს? სასტუმროში მივალ,მერე ბარში დავჯდები,დავთვრები და დარდევს გავიფანტავ, მეცინებოდა თან ჩემს აზრებზე.. როგორც იქნა დავბინავდი. ტელეფონი ავიღე და ბარში ჩავედი.. ბევრი ხალხი ირეოდა,არ მესიამოვნა,კუთხეში მაგიდასთან დავჯექი,სასმელი შევუკვეთე, დარბაზი მოვათვალიერე და ლევანი.. ლევანი გოგოსთან და ბავშვთან ერთად!! ოო არაა გული ამიკანკალდა. ოღონდ ეგ არა,ამჯერად ვეღარ გადავიტან..და რატომ არა? რატომ? ჩემმა მეორე მემ იჩინა თავი.. ლევანი... და შენ ლევანისგან რა გინდა?? შენ არ ჰკრავ ხელს? შენ არ გაიძახი სანდრო.სანდროს?? ლევანისგან რაგინდა გეკითხები?? თავი დავხარე, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე,ავწიე და ლევანიმ შემამჩნია, კარგად დამაკვირდა,ადგა და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ..თავი დავხარე,იმდენად დავხარე,ადგილს ვეძებდი დასამალად. - ელენე? - ლევან... წინ დამიჯდა.. მის მაგიდასთან მჯდომი ოთხი თვალი არ გვცილდებოდა.. - აქ საიდან? ასე უცებ ქრები და ჩნდები? ირონიით მკითხა - ასე გამოდის. ნაგლურად ვუპასუხე - რომ გითხრა არ გამიხარდათქო მოგატყუებ,ძალიან გამიკვირდა.. - მეც გამიკვირდა - რა გაგიკვირდა? თავით ვანიშნე მისი მაგიდისკენ - მოიცა .. გაიცინა. ხელი დაუქნია ანიშნა მოდითო. - ანაა ეს ელენეა.. თვალებიდან გამოვიხედე,განათდა ყველაფერი ირგვლივ.. ანნა.. მისი დაა - ელენე? აბა თბილისშიაო? დამტვრეული ქართულით იკითხა - ახლა ბათუმშია. ლევანის გაეცინა - ელე ანნას შორიდან ხომ იცნობ - კიი ვიცნობ.. მომეშვა. ლოდი ამაცალეს გულიდან. ყელში გაჩხერილი ბურთი ჩაგორდა და გაუჩინარდა.წყალი მოვსვი,ავდექი და ხელი გავუწოდე, ანნამ ჩემი ხელი არ შეიმჩნია, მოვიდა და ჩამეხუტა.. - თქვენ ყველა ასეთი კარგები ხართ?.. დაბნეულმა ვიკითხე. - კიი ყველა..გაიცინა ანნამ. ლევან მე და ლიზა წავალთ, დავისვენებთ, თქვენ დარჩით ისაუბრეთ.. - ტაქსით გაგიშვებთ. - კარგი.. ანნა ისევ ჩამეხუტა და ისე დამემშვიდობა.. მათი წასვლა და ლევანის დასერიოზულება ერთი იყო. - აქ საიდან გაჩნდი? - ლევან. ცრემლები ვეღარ შევიკავე,ემოციებმა და სასმელმა თავისი ქნა.. - რა დაგემართა,რატო წახვედი ან აქ რატო ჩამოხვედი? ამხელა კაცს მირეკავ და მატყუებ ბავშვივით რაღაცეებს. თბილისში მგონიხარ და ბათუმში გამეჩითე,მარტო, ამ დროს.. - ლევან... - ელენე ნერვები მეშლება და გისვავ კითხვას რა გინდა? - სანდროსთან ვიყავი.. - სანდროსთან? შევამჩნიე რომ არ ესიამოვნა,სახე აელეწა და არ შეიმჩნია - ჰო - მერე რაო? შემირიგდიო? და აქ იმიტო მოხვედი რომ ქორწილში მპატიჟებ?? მისმა სინაგლემ გამაღიზიანა. ავდექი და უკან მოუხედავად გავედი ქუჩაში.. ტროტუარს დავუყევი.. არ გამომკიდებია.. რაღაც მანძილის გავლის შემდეგ დამეწია.. მანქანა გააჩერა და გადმოხტა - მანქანაში დაჯექი. - არა - ელენე - არათქო -რანაირად იქცევი? იმიტომ ჩამოხვედი რომ ნერვები მომიშალო?? - შემეშვი რაა -შეშვებული ვარ.. რა გინდა ბოლობოლო? რატო მეთამაშები? გინდა რომ ბოლომდე გამაგიჟო? შენ თუ ასეთი იყავი გიღალატებდა ის ბიჭი აბა რას იზავდა.. შევტრიალდი და სახეში შემოვარტყი..მაჯაში ჩამკიდა ხელი და მანქანაში კიარ ჩამსვა ჩამაგდო... სასტუმროს პარკინგზე გააჩერა მანქანა,სწრაფად შემოურბინა,ჩემი კარი გააღო და ძალიან მშვიდად მითხრა - გადმოდი - არა - სალაპარაკო გვაქვს გადმოდი დავემორჩილე,აზრი არ ქონდა უარის თქმას ისე იყო ძალით მაინც გადამიყვანდა.. ლიფტს არ დალოდებია,კიბით ავედით, უხეშად გააღო ოთახის კარი,წინ მე შემიშვა, მიაჯახუნა და ჩაკეტა.. დივანზე დავჯექი თვითონ წინ დამიჯდა და საჩხუბრად მოემზადა. მე მშვიდად გავიხადე ფეხსაცმელი და მოვკალათდი.. გაეცინა. - ღმერთოო.რანაირი ხარ?? -? - მინდა გეჩხუბო და ისეთი ხარ ვერ გეჩხუბები. მეც გამეცინა.. - რატომ წახვედი? - სახლი მომენატრა. - კიდევ? - სანდროს ბეჭედი დავუბრუნე - მერე? ავდექი და ფანჯარასთან მივედი..თენდებოდა უკვე.. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი რომ ცრემლი გადამეყლაპა.მაგრამ მაინც ჩამომიგორდა ლოყაზე.. - ერთად იყვნენ, იმ სახლთან, სადარბაზოსთან.. თან ვტიროდი - ვინ? - სანდრო და ის.. - შენ იქ იდექი და უთვალთვალებდი? - ჰოო..ძალიან შემრცხვა ჩემი ქმედების. - არ უნდა წასულიყავი. - მეგონა - რა გეგონა?? გეგონა შენზე ფიქრობდა დღემდე? რა ვერ ამოიგდე თავიდან ეგ სისულელეები. - ჰოო - მართლა ბავშვი ხარ.. და მერე მე დამირეკე.. გულის გადასაყოლებლად. გასართობად .. - ლევან - არ გინდა ელენე რაა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.