შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სილუეტი [თავი მეორე]


2-02-2019, 04:11
ავტორი Yvavi.
ნანახია 1 385

--- "ალექსი" --


ალექსი ქერა, კულულა თმიანი, დიდრონი ცისფერი თვალების მქონე ბიჭი იყო.
მუდამ ლაღი და უდარდელი. თითქოს მის გარშემო ყველა და ყველაფერი მეორე ხარისხოვანი იყოო.
ყოველთვის თავაწეული დადიოდა, მისი სიარული კი..
მისი სიარული არაფრით გამოირჩეოდა ზღაპრული ჰაერში ლივლივისგან. თითქოს მიწას არც კი ეხებოდა ისე დადიოდა. ამას ემატებოდა არისტოკრატიული ნატიფი, ნაკვთები და გაცრეცილი კანი.
ევამ პირველად მშობლიურ ქალაქში ნახა.
პაპანაქება სიცხე იყო, ევას აუზთან შეზლონგი გაეშალა და გულმოდგინედ ირუჯებოდა.
პერიოდულად დედა გადმოსძახებდა ხოლმე ფანჯრიდან.
-გამოშრები ევანჯელინა, იცოდი არ მეწუწუნო შემდეგ-ო.
თუმცა ევა ყურს არ უგდებდა. მთელი მონდომებით ელოდებოდა, როდის შეეცვლებოდა კანი ხორბლისფერიდან ოქროსფერამდე.
თუმცა ერთადერთი რასაც გრძნობდა აუტანელი სიცხე და კანქვეშ ათუხთუხებული უჯრედები იყო, თითქოს სისხლსაც კი უჭრდა ვენებში მოძრაობა.
-უკაცრავად, ხომ ვერ დამეხმარებით? - ევამ ცალი თვალით გახედა შავ რკინის ჭიშკრის მიღმა მდგარ სილუეტს. თავიდან აპირებდა დაეიგნორებინა, მაგრამ ყმაწვილის დანახვაზე თითქოს სიმსუბუქე იგრძნო და სწრაფად წამოიმართა შეზლონგიდან.
-გისმენთ. - სწრაფად გადაკვეთა მოფილაქნებული ბილიკი და ბიჭსგან ორი-სამი მეტრის მოშორებით დადგა.
-მგონი დავიკარგე, მობილური დამიჯდა, ქაღალდის რუკების კი ბევრი არაფერი გამეგება. - ბიჭი აქტიურად იყენებდა ჟესტებს და მიმიკებს. ევას თვალში მისმა არისტოკრატიულმა გარეგნობამ წამიერად ფასი დაკარგა. რატომღაც ინანა კიდეც შეზლონგიდან წამოდგომა, თუმცა კარგად აღზრდილი იყო და უეცრად გამოჩენილი მოსაზრების გამო დიალოგს შუაში ვერ გაწყვეტდა.
-მობილურის გარეშე არსებობაც კი აღარ შეგვიძლია ხომ? - გაიცინა, თუმცა ყალბად. შემდეგ კი ჭიშკრის სახელს დასწვდა და გამოაღო. - მობრძანდით, იქნებ სატენი მოგვეპოვებოდეს, თუ არადა კომპიუტერში ვნახოთ მონაცემები.
-დეიდა ტერეზასთან მივდივარ, თუ დავაგვიანებ ალბათ ინერვიულებს. - ეზოში შესვლას არ ჩქარობდა.
-დაკარგული ხართ, ძალიანაც რომ გინდოდეთ თავის დროზე ვერ მიხვალთ. - ჩაიცინა და ფრჩხილზე ოდნავ გაშორებულ მანიკურის წვალება განაგრძო. შემდეგ უეცრად თვალებშ ნაპერწკალი აუთამაშდა და რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენით აღტაცებულმა დაილაპარაკა. - დეიდა ტერეზა? ქერა თმიანი, ოდნავ ბუზღუნა ქალი? წითელი ხელჯოხით და მუდამ მარგალიტის ყელსაბამით?
ბიჭი ოდნავ დაიბნა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და თავი დაუქნია.
-ოომ, შესანიშნავია, აღარ დაგჭირდება რუკები. ის ჩვენი სახლის გვერდზე ცხოვრობს.
ბიჭი უხმოდ გაეცალა სახლს, ევას ცოტა არ იყოს ეწყინა, თუმცა მხრები აიჩეჩა და შეზლონგს დაუბრუნდა.
-თავხედი, სახელი მაინც ეთქვა. - ჩაიბუზღუნა და მუცელზე გაწვა, რომელიც უკვე საკმაოდ გასწითლებოდა.

ბიჭი შეხვედრიდან ერთი კვირა არ ჩანდა. ევას ოთახის ფანჯარა დეიდა ტერეზას ეზოს გადაჰყურებდა. პერიოდულად უდარაჯდებოდა ხოლმე, თუმცა გერმანული ნაგაზის გარდა არავინ დარბოდა ეზოში. ერთადერთხელ მოვიდა მანქანა და ისიც შეკვეთილი პროდუქტები მოიტანა.
კვირა ნახევრის შემდეგ სრულიად შეცვლილი ალექსი იხილა ევამ. თმები დაბალზე შეეჭრა და მოეჩვენა თითქოს თვალებიც გამუქებოდა.
მაღაზიიდან ბრუნდებოდა ეზოში რომ დაინახა. არც უფიქრია დნობად ნაყინზე პარკში, მაშინვე ახლოს მივიდა მეტალის კონსტრუქციასთან.
-გამარჯობა. - ღიმილით შესძახა და დაელოდა, როდის მოსწყდებოდა ბიჭის თვალები წიგნს. ალექსმა წიგნში გვერდზე დადებული კოვზი მოათავსა სანიშნედ და ცარიელი თვალებით ამოხედა ევას.
-გამარჯობა. - არც კი წამომდგარა, ისევ იმ პოზაში იჯდა, როგორც აქამდე.
-არ ჩანდი. - მორიდების გარეშე გადავიდა მთავარ სათქმელზე. საშინლად ცხელოდა, გრძნობდა როგორ უხურდა კანი. საღამოს დამწვრობისთვის კრემის წასმა მოუწევდა, თუმცა საკუთარი ცნობისმოყვარეობა ყველაფერზე მაღლა იდგა.
-მეტისმეტად ცხელა გარეთ. - როგორც იქნა წამოდგა ბიჭი და ჭიშკართან მივიდა. ევას გაეცინა, რატომღაც თავისი მომხიბვლელობის აღნიშვნას აპირებდა. უკვე წარმოიდგინა როგორ შემოუვლიდა სახლს და ყოველ კუთხე-კუნჭულს დაათვალიერებდა, თუმცა იმედები გაუცრუვდა.
ბიჭმა აუღელვებლად ჩარაზა ჭიშკარი და უსიტყვოდ წავიდა სახლისკენ, თან იქვე დატოვებული წიგნი წაიყოლა და ხმაურიანად მიიხურა კარი.
-ჰმ. - ოდნავ ტუჩი მოიკვნიტა და სახლში შევიდა. თან მზერით ბურღავდა მეზობლის სახლს.
საღამოს ლეპტოპი მოიმარჯვა და გულმოდგინედ დაიწყო ბიჭის ძიება, ცოტა მეგობრები დაიხმარა, ცოტა დეიდა ტერეზას მრავლისმთქმელი სოციალური ქსელის პროფილი.
ინტერესისგან კანი ეწვოდა, ყველაფერი აინტერესებდა. ერთი დეტალის გამორჩენად არ უნდოდა. ბლოკნოტში სპეციალურად ორი გვერდიც გამოუყო.
იისფერ, არაფრით გამორჩეულ ბლოკნოტში ყველა ადამიანზე იყო მცირე ინფორმაცია ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ევასთვის მცირე იყო, თუმცა მათი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან დეტალს მოიცავდა.
მალევე გაარკვია ბიჭის სახელი, სკოლის ნიშნებიც კი. დღის ბოლოს კი 3 წლიდან დაწყებული 17 წლამდე არსებული ყველა მისი ურთიერთობის შესახებ იცოდა. თურმე არც ისე შორს მდებარე ქალაქიდან იყო და რამდენიმე თვის წინ შეყვარებული გარდაეცვალა ავტოკატასტროფაში.
ყველაზე უარესი ის იყო, რომ მანქანაში იმ კაცთან ერთად იყო ვისთანაც ღალატობდა. უფრო ცუდი კი გოგოს "daddy issues" იყო. მეორე დღეს უკვე იცოდა რომ გოგონა უმეტეს დროს მასზე ბევრად უფროს კაცებთან ატარებდა დროს, ალექსი კი მხოლოდ საფარი იყო ოჯახში.
მის პირადში ქექვას, რომ მორჩა მაღაზიაში ქაფქეიქები იყიდა, მინის ლანგარზე დაალაგა და გამარჯვებული სახით წავიდა დეიდა ტერეზას სახლისკენ.
კარზე დააზარუნა და თითების წკაპუნით დაელოდა მასპინძელს. რამდენიმე წუთი დაელოდა, არავინ გაუღო. არადა ნათლად დაინახა შუქი ფარდის მიღმა.
კიდევ ერთხელ დარეკა ზარი.
-რომ გაიგნორებენ იქნებ მიხვდე და წახვიდე? - კარი უეცრად გამოაღო ალექსმა, მუქი ხალათი ქონდა მოცმული და ლავიწთან დახატული ურობოროსის ნაწილი ჩანდა. ყველა სიმბოლოში გამოარჩევდა, ოდნავი დეტალითაც კი იცნობდა ევა ამ სიმბოლოს, რომელიც მარცხენა ბეჭზე ეხატა. ყველაფრის მიუხედავად, არ შეიმჩნია, ჯიუტად მიაშტერდა თვალებში და ცდილობდა თვალი ხალათიდან მომზირალი ქათქათა სხეულისკენ არ გაჰქცეოდა.
- შენი შეყვარებულიც მსგავსი იგნორით აიძულე, ეღალატა და უფრო ჩამოყალიბებულ მამაკაცთან წასულიყო? - იცოდა, რომ ასე არ იყო. მაგრამ ესიამოვნა ოდნავ მაზოლზე ფეხის მიჭერა, ეგონა რომ ალექსი ალაპარაკდებოდა ან თავის მართლებას მაინც შეეცდებოდა.
თუმცა არა.
რამდენიმე ნაბიჯი ევასკენ გადადგა. იმდენად ახლოს იყო წამიერად სუნთქვაც კი შეეკრა ევას, მილიმეტრები აშორებდა ალექსის ზემოთ-ქვემოთ მომოძრავე მკერდს.
-ტყუილად მიწვევ, არ მაინტერესებ. - ყურთან უჩურჩულა და ოდნავ კბილები გამოსდო.
შემდეგ ძალიან სწრაფად მოშორდა და ირონიული სახით კარისკენ ანიშნა.
თავი ასე დამცირებულად არასდროს უგვრძნია, ელვის სისწრაფიდ დატოვა დეიდა ტერეზას ეზო და თავის ოთახში ავიდა, რომლის ფანჯრიდანაც სტუმრების ოთახის და მისაღების ფანჯრები ჩანდა.
ფანჯრიდან პირდაპირ მისაღები ოთახის ფანჯარას შეხედა, ფარდის მიღმა კი ჯერ ისევ ამაყად მდგომი სილუეტი ჩანდა.
-ვნახავთ, როგორც არ გაინტერესებ. - ამოიღმუვლა და იქვე მიგდებული ფანქარი დაანაკუწა. შემდეგ ვითომც არაფერიო, გაიხადა და დასაძინებლად დაწვა.


-- ახლანდელი დრო --


გამთენიისას, ან ევას ეგონა რომ გამთენია იყო, საშუალო ასაკის ქალი შემოვიდა პირველადი დახმარების ჩანთით.
ევა ისევ სკამზე იყო მიბმული, ტანსაცმელი ტანზე შეშრობოდა და პერიოდულად ხველება შერჩენოდა.
ქალმა მაკრატლით მხრებზე შემოხვეული თოკი გადაჭრა და გაწითლებულ, გასიებულ ჭრილობას დააკვირდა.
ჩანთიდან სპირტი და ბამბა ამოიღო.
-ოღონდ ეგ არა. - სპირტის სუნზე ოდნავ ამოიზმუვლა გოგონამ, რის გამოც ქალის განრისხებული მზერა დაიმსახურა.
-ინფექცია თუ შეგეძრა და ხელი დაკარგე, არამგონია მერე ტკივილზე იდარდო. - ცივად ჩაილაპარაკა და სპირტში ამოვლებული ბამბა ჭრილობაზე დაადო.
არ ამოძრავებდა, უბრალოდ ედო და მშვიდად აკვირდებოდა როგორ იკლაკნებოდა ტკივილისგან ევა.
-ჭრილობა უნდა დავათვალიერო. - გააფრთხილა წინასწარ და მეტალის პატარა ჯოხებით დაიწყო ჭრილობის ჩიჩქვნა.
აქამდე არასდროს უნახავს მსგავსი რამ. უეცრად იგრძნო, რომ სულაც არ ადარდებთან ევას ჭრილობა, მთავარი იყო სტკენოდა.
თითქოს ტკივილი მათი ერთადერთი საბრძოლო იარაღი იყო.
ჯოხებით ჭრილობა უფრო გააღრმავა და გააფართოვა, შემდეგ კი ისევ სპირტით დაიწყო დამუშავება.
გრძნობდა როგორ ეშუშხებოდა კანი, როგორ კვდებოდა უჯრედები. წვა და სიმხურვალე მთელი სხეულის მარცხენა მხარეში ვრცელდებოდა. გული აუჩქარდა, მკერდთან სიმძიმე იგრძნო. გულის რევის შეგრძნება ქონდა, თან ეგონა რომ გონებას კარგავდა.
თუმცა არა, თავშიც გრძელდებოდა წვა, ამაზრზენი შეგრძნება მთელ სხეულში წრიალებდა.
-იმათგან განსხვავებით, არ მინდა რომ გონება დაკარგო. უნდა იგრძნო ყველაფერი. - ბოთლით წყალი ტუჩებთან მიუტანა და აიძულა დაელია. შემდეგ ცივი, სველი ხელებით საფეთქლები და ყურის ბიბილოები დაუმუშავა.
ევამ იგრძნო, როგორ გამოათრიეს სიბნელის მარწუხებიდან. გული იმდენად აღარ ერეოდა როგორც აქამდე.
მაგრამ მოლოდინი ერთიანად აზანზარებდა მის გონებას.
-მგონი ჯობია გავკეროთ, სხვა ჭრილობებიც გაგიჩნდება შემდეგში და იმათზე გავერთობი - "არ ინერვიულო" ტონით ახარა და ჭრილობის გაკერვა დაიწყო.
ისედაც დამუშავებისგან და ჩიჩქვნისგან გახურებული და სიკვდილამდე ატკიებული ჭრილობა, ნემსის შეხებისას უფრო გადაირია. ცდილობდა მხარი არ ემოძრავებინა, რომ უფრო მეტად არ სტკენოდა. სამაგიეროდ ტერფებიდან დაწყებული სხეულის ყველა სხვა დანარჩენი ნაწილი ეკრუნჩხებოდა ტკივილით.
კივილისთვის ხმაც კი აღარ ქონდა.
უნდოდა ეკივლა, თუმცა ხავილის მეტი აღარფერი ამოსდიოდა ყელიდან.
ღებინების შეგრძნება დაუბრუნდა, მაგრამ ქალმა ისევ გამოაფხიზლა.
ნაკერების დადებას, რომ მორჩა ჩანთიდან ანტიბიოტიკის ლისტი ამოიღო და ერთი აბი ძალით დაალევინა. ჭამას გადაჩვეულს პატარა აბის ჩაყლაპვა საშინლად გაუჭრდა, ეგონა მთელი ხელი ჩაეგლიჯა.
-ეს ზრუნვის ჟესტი არაა ძვირფასო. - თავზე ხელი გადაუსვა და ევას პასუხს დაელოდა. იცოდა რომ აუცილებლად დაუბრუნებდა პასუხს.
-ხანგრძლივი საწამებელი თოჯინის არსებობის იდეისთვისაა. - ცალყბად გაცინება სცადა, მაგრამ ტკივილებისგან დაკრუნჩხული კუნთები ვერაფრით დაიმორჩილა.
ქალმა თავი დაუქნია და სინათლეში გაუჩინარდა. ცოტა ხანში ოთახში შუქიც ჩააქრეს.



№1  offline წევრი Rania

Ra daashava am gogom aseti. Rabgestapos metodebit sjiann. An sad iyvnen aaseti ugulo adamianebii. Aulit xorcamde shezruli var am sisaatikit. Zalian magariaa. Yochagg. Moutmenlad geli
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent