შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სილუეტი [თავი პირველი]


31-01-2019, 15:54
ავტორი Yvavi.
ნანახია 1 399

პირში სისხლის გემოს გრძნობდა, გვერდები უსწორმასწორო ზედაპირზე წოლისგან დალურჯებული და დალილავებული ჰქონდა. წამიერად იგრძნო მფეთქავი ტკივილი მარცხენა ხელზე, რომელზეც იწვა. ხელით მოსინჯვა უნდოდა იმის გასარკვევად თუ რა აწუხებდა ასე ძალიან, მაგრამ ხელი ვერ გაამოძღავა.
ხელბორკილები მჭდროდ ეკვროდა მაჯაზე და ყოველ მოძრაობას ჯაჭვის ჟღრიალის ხმები მოჰყვებოდა.
კარის ჭრიალი გაისმა, და ოდნავ შეღებილი კარიდან შემომავალი ნათება სწორედ იმ ნათებას გავდა "გვირაბის ბოლოს" რომაა ხოლმე. შემდეგ უფრო ფართოდ გაიღო და ნათებაც გაძლიერდა. სინათლეს მიუჩვეველი თვალები უფრო და უფრო ასტკივდა, თუმცა ჯიუტად არ ხუჭავდა თვალებს. უნდოდა დაენახა. უნდოდა მხოლოდ გრძნობა არ ყოფილიყო, ვიზუალიზაციაც სჭირდებოდა.
როცა კარი საბოლოოდ გაიღო, თითქოს სინათლემ იკლო და მასში ადამიანის სილუეტი გამოიკვეთა. ხელში დანის ფორმის საგნით და უდიერად ამოცმული შარვლით იდგა სინათლეში.
-მწყურია. - ამოიხრიალა ევამ და თავი ოდნავ წამოწია, გამოსახულების გასასწორებლად.
-არ დაგიმსახურებია. - მამაკაცის ავბედითი ხმა მთელ ოთახს მოედო, დაიზრიალა და რამდენჯერმე განმეორდა.
-თითქმის ერთი დღეა წყალი არ დამილევია, გგონია თუ გამომფიტავ ინფორმაციას მიიღებ? - სარკასტულად ნათქვამმა, საცოდავი კატის კნავილით გაიჟღერა. უწყლოობისგან და კონტაქტის არ ქონისგან ხმა შესცვლოდა, ჩაჰხლეჩვოდა.
-ფასი არ გაქვს, არც მკვდარს არც ცოცხალს. - კაცის ხმაში უსაზღვრო ზიზღი იხატებოდა. ოდნავ დაიხარა და ევას მარცხენა ხელისკენ წაიღო ხელი. - ივიწყებ ხო რაც არ გინდა, რო გახსოვდეს? საშუალებას არ მოგცემ. - ჩაიცინა და მარცხენაზე გაჩენილ ღრმულში თითი ჩაყო.
ევას განწირული კივილი მთელ ოთახს მოედო. ადგილზე იკლაკნებოდა და ტკივილისგან აკანკალებდა.
-შეწყვიტე. - ამოიხრიალა, მაგრამ კაცს ხელი არ ,მოუშორებია. უფრო და უფრო აჭერდა ხელს.
ნელ-ნელა ტკივილი გაქრა და ღებინების შეგრძნება გაუჩნდა, გრძნობდა როგორ ირეოდა გამოსახულებები ერთმანეთში და ტრიალებდა სივრცე მის გარშემო. თითქოს ჰაერიც დამძიმდა.
კაცი სწრაფად მოშრდა გონებადაკარგულ ქალს და მომღიმარი სახით გაუჩინარდა კარიდან.

--- 3 წლის წინ ---
აივანზე მჯდომი გულმოდგინედ კითხულობდა ხვალინდელი გამოცდის კონსპექტებს. გვერდზე მდგომ პატარა მაგიდაზე ოთხი ცარიელი ყავის ფინჯანი იდგა, დაბლა კი ხუთზე მეტი ენერგეტიკულის ქილა ეგდო.
-მოვედი. - სახლიდან ნინას ხმა გაისმა.
მინის აივნის კარიდან აკვირდებოდა ევა მისკენ მომავალ მეგობარს.
ნინა გზადაგზა ქუსლიან ფეხსაცმელს იხდიდა და აქეთ-იქით ყრიდა, თან აყოლებდა პიჯაკს და ბოლოს ბიუსჰალტერიც იქვე მდებარე სკამზე მიაგდო. აივნის კარს უკვე ამსუბუქებული დაეჯაჯგურა და სწრაფად გავიდა.
-გაცივდები, ფეხზე ჩაიცვი. - ევამ თვალები აატრიალა, ფეხშიშველა ნინას დანახვაზე, რომელსაც მიმიკაც კი არ შესცვლია ცივ იატაკზე შეხებისას.
-სამსახურიდან გამათავისუფლეს. - მოაჯირთან ჩასრიალდა და რკინის რიკულებს თავი მიადო.
-რატომ? - კონსპექტების კითხვას აგრძელებდა ევა.
-უფროსისადმი უპატივისცემლო დამოკიდებულებისთვის.
-ამ წელში მერამდენე ეგეთი შემხვევა გაქვს ხვდები? ცოტა მოითმინე ხოლმე რა. - გაბრაზებული იყო, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.
ერთადერთი რაზეც ეფიქრებოდა ბინის გადაუხდელი ქირა იყო, რომელიც სავარაუდოდ ევას გადასახდელი გახდებოდა სულ მალე.
ნინას ბავშვობიდან იცნობდა, საბავშვო ბაღშიც ერთად დადიოდნენ და სკოლაშიც ერთ კლასში ისხდნენ. უნივერსიტეტში ოდნავ დაშორდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ერთად იქირავეს ბინა კავშირი აღსდგა.
-ხვალ ახალს მოვძებნი. - ნაწყენი წამოდგა და სახლში შევიდა. ევამ კი მიაძახა "შენი ნივთები წაიყოლე ოთახშიო", მაგრამ ნინას ყურადღებაც არ მიუქცევია.
უკანასკნელი გვერდის კითხვას, რომ მორჩა უკვე გათენებული იყო. არეულობის მილაგება არც უცდია, აბაზანაში შევიდა.
თმის გაშრობაზე დრო არ დაუხარჯავს, შავი, ზედმეტად სწორი თმა, რომელიც მხრებს ოდნავ ჩამოსცდენოდა, სწრაფად დაიწნა. სახეზე და ხელებზე დამატენიანებელი წაისვა და ტანსაცმლის გამზადება დაიწყო.
-არ შეჭამ? - ნინას ხმამ შეაკრთო. კარის ცარჩოს გვერდზე მიჰყუდებოდა და ევას აკვირდებოდა მოჭუტული თვალებით.
-გზაში შევჭამ, მაგვიანდება. - არც გაუხედავს, ისე განაგრძო კარადაში ტანსაცმლის თვალიერება.
-როგორც გინდა. - ქალი ჩარჩოს მოშორდა და თავისი ოთახის კარი მიიჯახუნა.

სახლის კარი ფრთხილად გამოიხურა და აჩქარებული ნაბიჯით წავიდა ავტობუსის გაჩერებისკენ.

--- დღევანდელი დღე ---
პირი სულ გამომშრალი ჰქონდა, თვალების გახელას ცდილობდა თუმცა ძლიერ განათებაზე ეწვოდა და წამდაუწუმ ხუჭავდა.
-მახსოვს, მითხარი მწყურიაო. - მამაკაცის ხმის გაგონებაზე სხეული ერთიანად დაეჭიმა და გული ყელთან მოაწვა.
ხმა არ ამოუღია, თვალების გახელა სცადა. მამაკაცის სახეს ისევ ვერ ხედავდა, მისთვის მხოლოდ ძლიერ შუქში გამოკვეთილი არასასურველი სილუეტი იყო.
-მმ, გაუწყლოებამ ეტყობა შენს მეტყვლებაზე იმოქმედა. იცი თუ ძალიან გამოიფიტები ჰალუცინაციები დაგეწყება, იქნებ შენი მეგობარიც ნახო. - დამცინავად ჩაიცინა და ხელში დანა შეათამაშა.
ევამ გაფართხალება სცადა, თუმცა სკამზე ძლიერად იყო მიბმული. მხრებთან თოკი ჭრილობის გასწვრივ შემოეჭირათ და ხელები წებოვანი ლენტის რამდენიმე ფენით გადაეჭირათ.
-კიდევ გინდა წყალი? - ევამ მსბუქად გააქნია თავი უარყოფის ნიშნად, თუმცა მამაკაცმა მაინც გააგრძელა საუბარი. - ვიცი, რომ გინდა. ამას შენი კანი მეუბნება.
სიმშრალისგან დამსკდარ და ახორკლილ კანზე ხელი გაუსვა.
-ხედავ? შენი სხეული მთხოვს დახმარებას.
ევა თითქმის გრძნობდა კიდეც წყლის გემოს, გრძნობდა როგორ ეხებოდა ხოლმე ერთ დროს მის კანს და იატაკზე წვეთავდა. წამიერად წვიმის სუნიც კი იგრძნო, გაახსენდა როგორ ემალებოდა ხოლმე წვიმის ბინძურ წვეთებს ქოლგის ან საწვიმარის ქვეშ. რას არ გასცემდა ოღონდ ახლა ეგრძნო ერთი წვეთი მაინც.
ოცნებებში გართულმა ვერც კი შემაჩნია როგორ გაჩნდა მის სახეზე პირსახოცი. სუნთქვას ცდილობდა, თუმცა აყროლებული, ჭუჭყიანი მატერია მთელ სახეზე ედებოდა და ყნოსვის ორგანოს შოკში აგდებდა.
-მოდი ვნახოთ, რამდენად სურს შენს სხეულს წყალი.
მამაკაცმა ჩაიცინა და მატერია გადაფარებული სახე უკან გადააწევინა. შემდეგ ქალმა იგრძნო როგორ დაუჭირეს თავი და მატერია უფრო შემოუჭირეს.
მალევე სუნთქვა გაუჭირდა, სახეზე დიდი ნაკადით მიშვებული წყალი, სასუნთ ორგანოებს უბლოკავდა. ცდილობდა ესუნთქა, თუმცა წყალი ყველგან იყო. მის სახეზე, ცხვირში, პირში, თვალებში.
მოძრაობას ცდილობდა, თუმცა მარწუხებივით შემოხვეული ხელები საშუალებას არ აძლევდა. უნდოდა ხელებით ჩამოეგლიჯა ეს მატერია სახიდან, რომელიც უფრო მეტად ახრჩობდა ვიდრე მანამდე, როცა ყარდა. ვერც კი გრძნობდა როგორ ჩაეჭრითა ლენტით მაჯები, როგორ დაიწყო სისხლმა ჟონვა მხრიდან.
ერთადერთი რაც სურდა, სუნთქვა იყო.
სუნთქვა და სხვა არაფერი.
პერიოდულად მამაკაცის სიცილიც ესმოდა. თითქოს სიამოვნებსო, თითქოს ენით აღუწერელ სიამოვნებას ანიჭებს ქალის ასეთ მდგომარეობაში ნახვაო.
შემდეგ კი როცა ეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა და სხეულსაც აღარ შეეძლო გადარჩენისთვის ბრძოლა, წყლის ნაკადი შეწყდა და მატერიაც მოაშორეს სახიდან.
-ხომ არ გადაიფიქრე? სათქმელი ხო არ გაგიჩნდა?
ევამ ძლივს ამოისუნთქა, ცხვირში ნავალი წყლისგან ყველაფერი ეწვოდა. ხმის ამოღებას ცდილობდა, თუმცა თავიდან არ გამოვიდა.
შემდეგ კი წყლის ამოხველების შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი გამარტივდა.
-არაფერი ვიცი, გთხოვთ. - ამოიტრა, მაგრამ უცრემლოდ. ყველაფერი ეზიზღებოდა.
ყველაფერი მისი არსებობიდან.
-ცოტას შეგასვენებთ, იქნებ მოიფიქრო. - კაცმა ჩაიცინა, მის მეწყვილეს ხელით ანიშნა გავედითო და კარში გაუჩინარდა.
მის უკან კი წყვდიადი დატოვა.
წყვდიადი, რომელშიც გაურკვეველი დროა ევა ცხოვრობდა.





***********'
არ მეგონა ოდესმე თუ დავბრუნდებოდი, ან ჩემი მუზა თუ მოინდომებდა დაბრუნებას.
მაგრამ აქ ვარ.
თქვენთან.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ვაუ flushed
აქ რაები ხდებაო?
პატარა თავი იყო და მეც სათქმელი ბევრი არ დამიგროვდა, თუმცა ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს.
ნეტა რა უნდათ ევასგან ?
მოკლედ ვკითხულობ და გელოდები wink

 


№2  offline წევრი Rania

Opaaa. Zalian davinteresdii. Patara tavi iyo da bevri verafeei gavige. Mharma zalian sainteresoaa. Imedia male daakmayofileb chvens cnobismoyvareobass
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent