შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამდენიდან მე?! {თავი 3}


2-02-2019, 13:03
ავტორი anukaaa
ნანახია 1 506

სიხარულისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ჰოდა, დედას ვკითხე სტუმრების ოთახი სად არისმეთქი.
- ვფიქრობ, ერთი სასტუმრო ოთახის გადაკეთება მოგვიწეეევს. - სიცილით ამბობს ელენე.
გასაპროტესტებლად პირს ვაღებ, მაგრამ დედა ლაპარაკს არ მაცლის.
- მართალია.
- კარგი, თქვენი ნებაა. მაგრამ ამ სამი დღის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა გასააზრებლად უნდა დავისვენო და იქნებ იბოძოთ ნება და მიმასწავლოთ სად დავიძინო...
- წამო ნი, წამო. - მეუბნება და თეონას უბრუნდება - ბიცო მე ავირჩევ რა ოთახს. გთხოოოვ.
- კარგი ელენა. შენ ისეთი საქმე გამიკეთე შენი ვალიდან მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ.
- კარგი, რა ბიცო.
- უკაცრავად, მეძინება. - ელეს ხელი ცხვირწინ ავუფრიალე.
- წამო.
10 გრძელი წუთის განმავლობაში ოთხს მირჩევს მერე კი დასაძინებლად შევდივარ. საწოლზე ვწვები და მალევე ვსტუმრობ მორფეოსის სამყაროს.
მესიზმრება თითქოს ნოეს ვკოცნი. ბუნებაში ვართ. ხელში ვყავარ აყვანილი, და მკოცნის. მესიჯის ხმა მაღვიძებს.
ჩემი ტელეფონი საწოლის გვერდით, ტუმბოზე დავდე. ხელს ტუმბოზე ვაფათურებ, ხელში ფურცელი მხვდება, ქუთუთოებს ერთმანეთისგან ვაშორებ და წერილს ვკითხულობ:
"გეძინა და ამიტომ არ გაგაღვიძე :) ბიცოლამ ტელეფონი მაყიდინა შენთვის... იმედია, გამოყენება იცი... შენი კარტა ჩავდე... ელენე."
ახლაღა გადამაქვს მზერა ტელეფონზე. IPONE X. ღმერთო, ჩემი ტელეფონია. წარმომიდგენია ლილეს სახე, როცა ამ ტელეფონით ხელში დამინახავს.
მერე მახსენდება მესიჯი.
უცხო ნომერია:
"გილოცავ, მართლა იმსახურებდი ასეთ ოჯახს."
ეს უცნობი მაშინებს. კიდევ მოდის მესიჯი:
"ასთი სახე ნუ გაქვს"
რაო? ამან საიდან იცის როგორი სახე მაქვს. ფანჯარასთან მივრბივარ და ფარდას ვაფარებ, წამით კი მოპირდაპირე სახლის ერთ-ერთ ოთახში ბიჭს მოვკარი თვალი.
ტელეფონზე კიდევ მესიჯია:
"ფარდის გაფარება საჭირო არ იყო."
ეს უცნობი მაშინებს. ნეტავ ვინ არის? ერთი ნაბიჯი მეც უნდა გადავდგა. ამიტომ შეტყობინებას ვუგზავნი:
"შენი არ მეშინია!"
"რატომ უნდა გეშინოდეს ჩემი?"
"იმიტომ, რომ უცხო ხარ და არ გიცნობ"
"გოგო, მე არ მიცნობ?"
"ხო, შენ და გოგოთი ნუ მიხსენიებ"
"აბა, "ნიიი" დაგიძახო?"
"ვინ ხარ?"
"თუ გაინტერესებდა თავიდანვე გეკითხა"
"ვინ ხარ მეთქი"
რამდენიმე წამი მესიჯი არ მომდის, სამაგიეროდ ტელეფონზე ზარია. ის უცნობი მირეკავს, ჯერ არ ვპასუხობ, მაგრამ ერთ გაბედულ ნაბიჯს კიდევ ვდგამ.
- გისმენთ!
- ...............
- გესმით ჩემი?
- ..............
- კარგი, თქვენი ნებაა.
ტელეფონს ვკიდებ.
" ნეტავ, ვინ იყო? " უკვე მეშინია.
ტელეფონზე კიდევ ის უცნობი რეკავს. ვაპირებ, ვუპასუხო, მაგრამ ხმას არ ამოვიღებ.
- ........
- ...........
- .......
- ..........
- აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა
- რომელი ხარ?
- ელენე, ვარ, ელენე. აჰაჰაჰა.
- ელენე, არ დამენახო...
ჰაჰ! მე კი მეგონა ის ბიჭი იყო.
- ელენე, საიდან მხედავ?
- უკან გამოიეხედე.
მე უკან ვიხედები და მხოლოს აივანს ვხედავ.
- აივანი?
- ჰო, აივანი. აბა, კარი გააღე და გამოიხედე.
აივნის კარს ვაღებ დააა.... ჰოი, საოცრებავ. ჩემი ოთახის აივნის დასასრულიდან ნახევარ მეტრში ელენეს ოთახის აივანი იწყება.
- აბა, როგორია?
- დამელოდე.
ვუთიშავ და აივნის კარს ვაღებ.
გადაძრომა რთული აღმოჩნდა. ნახევარიმეტრის გავლას ნახევარი წუთი მოვანდომე. ელენეს აივნის კარზე დავაკაკუნე და კარის გაღებამაც არ დააყოვნა.
იქ კი ელენეს ნაცვლად წელს ზევით შიშველი ბიჭი იდა. გონებაში უამრავმა კარდრმა და აზრმა გამიელვა, თუმცა თავის გაქნევით აზრები გავფანტე, მხნეობა მოვიკრიბე და ვკითხე:
- ელენე სად არის?
- სააბაზანოში, თავს იწესრიგებს-ისევ ის კადრები მივსებს ტვინს. - თქვენ ვინ ხართ?
- მე..მე.. ა, მე ნინი.
- უი, შენ ის ნინი ხარ, ჩემი ბიძაშვილი, სასიამოვნოა. მე ერეკლე. ელენეს ძმა.
- ჰოო? ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ ძმა ყავდა.
ხელი გამომიწოდა და ჩამოვართვი. ის კადრები ისევ გაიფანტა.
- რომ გამოვა უთხარით ჩემთან გადმოძვრეს.
- კარგი, ვეტყვი.
მივდივარ და ისევ გადაბობღებას ვცდილობ უკნიდან სიცილი რომ მესმის. ეს ელენე არაა, არც ერეკლეა... ეს, ლილეა.



ვფიქრობ დროა ნოეც გამოჩნდეს.
შემდეგ თავში ნოე აუცილებლად იქნება.. ❤



№1  offline წევრი Niniko11

კარგიაა ძალიან მომეწონაა მოუთმენლად ველი შემდეგ თავსს უბრალოდ გთხოვვ თავები ცოტაც გაზარდე♡♡

 


№2  offline წევრი anukaaa

Niniko11
კარგიაა ძალიან მომეწონაა მოუთმენლად ველი შემდეგ თავსს უბრალოდ გთხოვვ თავები ცოტაც გაზარდე♡♡
როგორ მიხარია კომენტარი რომ მხვდება... ❤ მადლობა რომ კითხულობ, შენიშვნას გავითვალისინებ. ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent