შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Cry baby (მეორე ნაწილი სრულად)


2-02-2019, 17:44
ნანახია 4 276

-თინათინ-ნაცნობი ხმა მესმის და ვოხრავ. უკვე გვიანია გაუჩინარებაზე ფიქრი, თავის დროზე უნდა მოვშორებოდი ამ ადგილს.
ჩემკენ სალომე მოდის, სრულიად მარტო და თან არანაირი ერეკლე არ ახლავს.
-გოგოებო, როგორ ხართ?-ხალისიანად შემოგვყურებს და მთელი სახით გვიცნის. ლეკვი მის მკლავებში ინაცვლებს. ისიც, ხელებს იწვდის და ლუსის მართმევს.-ჰეიი, შენც აქ ხარ პატარავ? მოდი ჩემთან საყვარელო.
ლილე ფხუკუნებს და გაღიმებული მიყურებს, ცდილობს, სიცილი შეიკავოს.
-აბა, მომიყევით, რა ხდება თქვენკე?-ჩვენი მიმართულებით იხედება სალომე და სეირნობას ერთად ვაგრძელებთ.
მე მხრებს ვიჩეჩავ, თუმცა ლილე ვერ აჩერებს ენას და ყველაფერს ისე ფქვავს, როგორც ქარის წისქვილი ქარში:
-რავიცი, რავიცი... ჩემთან არაფერი ხდება, აი, თინათინს აქვს პირად ცხოვრებაში ცოტა სიახლეები...
ფერდში იდაყვს ვურტყამ და თვალებს ვუბრიალებ, რომ ენა გააჩეროს, მაგრამ იმსიგრძე ენა აქვს, მის გაჩერებასაც მოუნდება დიდი დრო.
-რა სიახლეები თინა?-ინტერესით მიყურებს სალომე და ვერ ვხვდები, ეს ინტერესი ყალბია თუ გულწრფელი. თუმცა, ამ გოგოს სახეზე ჯერჯერობით ყალბი არაფერი მინახავს. შესაძლოა, იმდენად კარგად ნიღბავს საკუთარ ემოციებს, რომ ვეღარც ვხვდები, როდისაა ნამდვილი და როდის არაბუნებრივი.
-არაფერი, ისე თქვა...
-არა რა ისე-კვლავ ენას ვერ აჩერებს ჩემი დაქალი და სრულიად ჩვეულებრივ ყვება ჩემს ამბავს, რომელიც მის ქმარსაც ეხება-უბრალოდ, ასეთი შემთხვევა გვაქვს... თქვენი ქმარი, ერეკლე, ხომ იცნობთ, არა?
თვალებს ვატრიალებს და სახეზე სიცხე მაწვება. ისე მცხელა, ლამისაა გავიგუდო და დარწმუნებული ვარ, მთლიანი სახე გაწითლებული მაქვს.
„ღმერთო, რა დავაშავე“-გულში ვფიქრობ და სურვილი მიჩნდება, თავში ხელი ვიტაცო, ან ლილე გავაჩუმო რამენაირად, რომ მთელი სიმართლე არ დაფქვას. სალომე ბუნებრივად იღიმის, ის კი აგრძელებს:
-ჰოდა, მაგ ერეკლემ ძალიან ბევრი სისულელე ჩაიდინა. გაინტერესებთ, რატომ აქვს ჩემს მეგობარ არითმია და განსაკუთრებით, გაძლიერებული ახლა? რატომ გახდა ცუდად ამდენჯერ, თანაც ზოგჯერ იმდენად ცუდად, თქვენ რომ წარმოდგენაც არ გაქვთ. თვალებში ვეღარაფერს ხედავდა ნათლად, ყველაფერი ერთმანეთში ერეოდა, ნაბიჯებს სწორად ვეღარ დგავდა, ეს ყველაფერი კი მხოლოდ ნერვიულობამ გამოიწვია. გაგიგიათ, რომ ადამიანს, რომელიც გიყვარს, შეუძლია იმაზე მეტი მორალური ტკივილი მოგაყენოს, ვიდრე ფიზიკური? აბა, გამოიცანით, ვის შეაყვარა თავი თქვენმა მეუღლემ... თუმცა, გამოცნობა რათ გჭირდებათ, თუ კარგად იცნობთ, ისედაც მიხვდებოდით, რომ მას ყველასთან შეუძლია თავისი ნამდვილი საზიზღარი სახე და ბუნება გამოავლინოს და ყველას ისე ავნოს როგორც ჩემს დაქალს. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ მან ის აირჩია თავის მმარიონეტად და იმისთვის, რომ ეს თამაში მოეგო, თავისი „ლამაზი“ თვალების წყალობით თავი შეაყვარა ამ ბატს. რა უნდა ექნა, ეგ მითხარით? დაევიწყებინა? როგორ, როცა ყოველდღე ხედავს, როცა ყოველდღე ელაპარაკება და თანაც, მხოლოდ ეს არაა. ერეკლე, თქვენი ქმარი, თინათინთან სახლშიც იყო მისული. თინამ გააფრთხილა, რომ არ მიკარებოდა, მაგრამ მას არ აინტერესებდა, თინას რა უნდოდა, მხოლოდ საკუთარი სურვილებით მოქმედებდა. გული ისე ატკინა, არც დაფიქრებულა, არითმია უფრო გაუძლიერდა, სიცხემ და წნევამ აუწია, სიცხისგან მოლანდებები დაეწყო. და ამის შესახებ თქვენ არც კი იცით. უბრალოდ, თქვენი ქმარი ძალიან უნამუსო და უსინდისო ადამიანია. აი, ეს არის ახალი ამბები...
სალომეს თვალებში ვუყურებ და ვატყობ, რომ მიმიკა არ ეცვლება, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ოდ ნავ გაოცებას გამოხატავს. ცოტა ხანში, მის მაგივრად მე გავგიჟდები ლილეს გამოხტომითა და მისი ეურეაქციობით.
გოგონა ლილეს ყუყრებს თვალებში და ორ წამში მეც მაჩერდება, ისეთი მზერა აქვს, თითქოს ეს-ესაა რაღაც უნდა ამოღერღოს და ამისთვის საკუთარ თავს ამზადებს.
-გოგონებო, რაღაც უნდა გითხრათ-და ესეც შესავალი. სწორედ ასე იწყებს ახალი ამბის მოყოლას, რეალური სიმართლის ღაღადს.
მე და ლილე ერთმანეთს გადავხედავთ და ორივე დაეჭვებული, დაჟინებული მზერით ვაშტერდებით სალომეს. მას, სულაც აღარ ეტყობა პირვანდელი ხალისიანი განწყობა და სახეზე მუდმივი ღიმილი. პირიქით, ისეთი სერიოზულია, მე ცოტა მეშინია მიდეც, სამაგიეროდ, ლილე დგას მედგრად და ელოდება, როდის გაიგებს მორიგ საინტერესო ამბავს ჩვენი ჩახლართული და ინტრიგული ისტორიიდან, რომ შემდეგ სათავისოდ წარმართოს სიტუაცია და ერეკლეზე უფრო მეტი უარყოფითი ილაპარაკოს.
-გისმენთ მთელი ყურადღებით-პირდაპირ ეუბნება ლილე და ანიშნებს, ამოღერღეო.
-მე და ერეკლე ცოლ-ქმარი ვართ,…
-უი, რას ამბობ, მართლა?-ირონიულად ზიდავს ლილე წარბებს მაღლა და მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მხარზე ვჩქბეტ.
-მაგრამ…-სიტყვას წყვეტს გოგონა და მზერას ვეღარ გვისწორებს, ალბათ, მობილიზება და სიტყვების გონებაში დალაგება სურს.-მაგრამ ერთმანეთი არ გვიყვარს.
ვსიო, ეს პიკია. ყველა ემოცია, რაც მანამდე მქონდა, ყველა გრძნობა, რაც ამ წუთამდე გამაჩნდა, ამ მომენტში წყდება და სხვა ემოციები ცოცხლდებიან. თავში სისხლი მივარდება და სუნთქვა მეკვრის. ყველაზე მეტად, რაც ახლა მინდა ის არის, რომ ეს სიმართლე იყოს და არა მორიგი სიზმარი.
სალომეს თვალებში ვაჩერდები და ლილეს მაგივრად (რომელიც არანაკლებ რვებული დგას), მე ვეკოთხები შეშფოთებული ხმით:
-რატომ იტყუებოდით?
-ფიქტიური ქორწინება გვაქვს და არ გვინდა, ვინმე სხვამ ეს გაიგოს, იმიტომ რომ უახლოეს მომავალში დასრულდება მთელი ეს სპექტაკლი. მაგრამ მანამდე, სანამ დასრულდება, არ მინდა, არასწორად გეფიქრათ. ყველაფერს ვხვდები. თინათინ, ერეკლე გიყვარს, არა?
თვალებში მიყურებს დაჟინებული მზერით. რა ვუპასუხო, სიმართლე? მან ისედაც ყველაფერი იცის, ამიტომ ტყუილის თქმას აზრი ნამდვილად ეკარგება:
-ისედაც იცი, რომ მიყვარს. მაგრამ, არ მაქვს ამის გასაჯაროების და საერთოდაც, გაღრმავების სურვილი.
-არ იდარდო, არ ვეტყვი. უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემ გამო პრობლემა არ შეგქმნოდათ. ახლა მხოლოდ ერეკლეზეა დამოკიდებული თქვენი ურთიერთობა. მე მისი მეგობარი ვარ, მაგრამ ვხვდები, რომ არასწორად გექცევა. უბრალოდ ასეთი ადამიანია და მთავარი ის არის, მის გულს შეეხო, შემდეგ აღარ შეეცდება, გატკინოს. დაიმახსოვრე, საშუალება არ მისცე, მან იპოვოს შენი სუსტი წერტილი და გატკინოს. უბრალოდ დაანახე, რომ მასაც უყვარხარ…
მონოლოგი სრულდება და სალომეც უკან ტრიალდება. მე და ლილე ერთმანეთს ვუყურებთ, მერე კი მე, ჩემთვის, ჩუმად ვბურტყუნებ, თითქოს საკუთარი თავისგან ძალიაშ შორს დავიკარგე:
-იქნებ უკვე მისწვდა ჩემს გულს?...
-ღმერთო ჩემო, რა ჯანდაბა ჩავიცვა ამ არეული კარადიდან…-ტანსაცმლის კარადას ვუყურებ და ლოცვაღა დამრჩენია. ამასობაში, ლელაჩკაც შემოდის ოთახში ჩემი ტირილამდე მისული ხმის გაგონებისას და ოხრავს, როცა კარადის წინ მხედავს დამდგარს მუმიის სახით:
-თინანო, შემაშინე. რა იყო გოგო, ტანსაცმელი ვეღარ გიპოვია ამხელა კარადაში?
-დედა, ამხელა რომ არის და ყველაფერი ერთად რომ მაქვს შეწყობილი, მაგიტომ ვერ მიპოვია. არ გინდა, შენი ზედა მათხოვო?
მოციმციმე და ეშმაკური თვალებით შევყურებ, დარწმუნებული ვარ, გული მოულბება და ზედას მიწილადებს, როგორც ჭეშმარიტი დედა.
-მე რომ არ გყავდე, რა გეშველებოდა…-თავს იქებს და გადის. მისი კარადაც ჩემს განკარგულებაშია!
მისი ტანსაცმლიდან ჯინსის კომბინიზონს ვირჩევ და ბრეტელებიან, თეთრ ტოპზე ვირგებ. ესეც ასე!
*************************************************************
დილაა, ჯერ არც გათენებულა, მაღვიძარა რომ რეკავს და საწოლიდან ვვარდები. იატაკზე დაცემულს, კოჭი მტკივა. დედა ხმაურზე ოთახში შემორბის და გადაჯვარედინებული ხელებით მაჩერდება:
-მერამდენედ თინათინ?
-მოსპეთ ეს მაღვიძარა!-ვზმუი და კოჭნატკენი ვდგები ბარბაცით.
-ახლა მაღვიძარას დააბრალე შენი მოუსვენრობა...
მოჭუტული თვალებით ვუყურებ დედაჩემს, რომელსაც სახეზე თავმომწონე ღიმილი დასთამაშებს.
ცოტა ხანში, ეზოდან მანქანის სიგნალი მესმის და ვვოხრავ. ჭამას ვეღარ ვასწრებ, რადგან სანდროს მანქანა უკვე სადარბაზოსთან დგას და მელოდება.
-წავედი-ვიძახი ხმამაღლა, სანამ კარს გავიხურავდე. მანქანაში უკანა სავარძელზე ვხტები, რადგან წინ და-ძმანი სხედან.
-დიდება შენს ჩამოსვლას-ხელებს ზემოთ აღაპრყობს სანდრო და მანქანას ქოქავს.
-შენ გირჩევნია წინ იყურო, თორემ ლოცვა მერე მოგიწევს, ვინმეს თუ დაარტყი-ვპასუხობ და მოგებული ღიმილით ვაჩერდები ფანჯარაში პეიზაჟს.
სანამ სკოლამდე მივალთ, ლილე საუბარს იწყებს და ვხვდები, ახალი თემაა წამოჭრილი:
-თინ, დღეს ვერთობით.
-გართობაში რას გულისხმობ?
-მერე გეტყვი-თვალს მიკრავს და დაინტრიგებულს მტოვებს, სანამ მანქანიდან არ გადავალთ და ხელზე არ ვეჯაჯგურები მკვლელი თვალებით, რომ როგორმე ამოღერღოს და ცნობისმოყვარეობისგან არ მომკლას.
-ქალო, ნუ მომაგლიჯე ჩემი სათუთი და ერთადერთი მარცხენა ხელი... გეტყვი, გეტყვი.
-გისმენ ყურადღებით.
-სანდრო დავითანხმე, რომ საღამოს აუზზე წავიდეთ. ნუ, მართალია, ვიღაც გოგოს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ხომ იცი, მე როგორი ძვირფასი ვარ მისთვის-თავმომწონედ წევს თავს.
-ძვირფასი კიარა, ნერვების ჭია-ვუღიმი.
ღიმილი უქრება და მხარში ხელს მირტყმას:
-ჰო, მიდი, შენც მის მხარეს გადადი და მიღალატეე.
-უიმე, რა სულელი ხარ-მეცინება და ქართულის კაბინეტისკენ მივაბიჯებ.
კლასში შესვლისთანავე თვალში ერთი უცნაურობა მხვდება-იქ არავინაა, მასწალებლის ჩათვლით.
-რა ხდება?-ვლაპარაკობ ჩემთვის.
-თინ, მგონი აპოკალიფსი დაიწყო და მარტო ჩვენ არ ვიცით-ჩურჩულებს ლილე გაშტერებული მზერით.
მისკენ ვტრიალდები და ვამჩნევ, დერეფანში სასწავლო ნაწილი მოკაკუნობს ქუსლიანებით.
-გოგონებო, აქ რას აკეთებთ?
-ჩვენ?-წარბებს ვზიდავთ ორივე და მე ვაგრძელებ-სად გაქრა ყველა?
-მთელი სკოლა სააქტო დარბაზშია და პრეზენტაციას ესწრება. დღეს გაკვეთილები არ ჩაგიტარდებათ, პრეზენტაციის მერე ინტელექტუალური და სპორტული თამაშები გაიმართება და საღამომდე ყველაფერი დასრულდება.
მე და ლილე ერთმანეთს ვუყურებთ.
-წამოდით, აქ ნუ დგახართ-მიგვითითებს ქალი და ჯერ თვითონ მიემართება წინ.
-რაღა იმ დღეს მოეწყო ეს რაღაც კონცერტი და გასართობი ცენტრი სკოლაში, როცა მე ქართული ათიანზე ვისწავლე...-ვბურტყუნებ და ქალს მივყვებით.
სააქტო დარბაზში სსესულს, უამრავი ადამიანი მხვდება თვალში და ვვოხრავ.
-ესღა გვაკლდა...
-გაუძელი-მხარზე ხელს მიტყამს ლილე.
ირგვლივ მიმოხედვისა და ხალხის დათვალიერების შემდეგ სცენასთან ახლოს, ჩემგან მოშორებით მდგარ ერეკლეს ვამჩნევ, როგორც ჩანს, განკარგულებებს გასცემს და ხელით ანიშნებს მეთორმეტე კლასელს გოგოს, რა უნდა შეასწოროს, სანამ პრეზენტაცია გაიმართება. სახეს სხვა მხარეს ვატრიალებ, არ მინდა, რომ აქ შემამჩნიოს და მითუმეტეს-მასთან ახლოს ვიყო.
სანამ პრეზენტაცია დაიწყება, ლილე მქაჩავს ხელზე და ახალგადმოსულ შავგვრემანზე მიმითითებს.
-არ გამაგიჟო ახლა და არ თქვა, საყვარელიაო-თვალებს ვუქაჩავ და თითს ვუქნევ გამაფრთხილებლად, მაგრამ მის გარომანტიკულებულ და ჩამომდნარ სახეს ჩემი სიტყვები 20 პროცენტითაც ვერ ცვლის.
-ლილე, გამოფხიზლდი-ხელს ვუქნევ თვალების წინ.-რა იყო, აფროდიტემ სიყვარულის ისარი გაგარტყა? ძალიან გთხოვ, ხმა გამეცი და ასეთი სახით ნუ დგახარ, უკვე სერიოზულად მეშინია.
როგორც იქნა, ჩემკენ იხედება დადებილებული ღიმილით და სურვილი მიჩნდება, წყალი შევასხა, რომ როგორმე გამოვაცოცხლო:
-რა გჭირს დაო, კვდები? არ მოკვდე...
-რა ვკდები ქალო-მალევე ფხიზლდება და თავს აქნევს-რაებს მელაპარაკებოდი, ჩაფიქრებაც არ მაცადო ახლა. წამოდი, სცენასთან ახლოს მივიდეთ, უკეთ გავიგებთ ხმას..
ხელს მკიდებს და სცენისკენ მიმაქანებს. შეპასუხებასაც ვერ ვასწრებ და უარყოფას მითუმეტეს.
გზაში ვუყირი, გაჩერდი, არ მიმიყვანოთქო, მაგრამ ვის ესმის?! იმხენი ხალხია, თავი ნემსი მგონია თივის ზვინში.
სცენასთან მიახლოვებული, უკვე ვეღარ ვამჩნევ ერეკლეს და შვებით ვსუნთქავ, რადგან მგონია, რომ ჩემგან შორს არის. ლილე ჩემკენ ბრუნდება ეშმაკური ღიმილით.
-ასე რატომ იღიმი, რამეს მიმალავ??
-აქ დამელოდე, მალე მოვალ-ხელს მიშვებს და ბრბოში მიძვრება.
-ლილე, სად მიდიხარ?-ვყვირი, რომ გავაგებინო, თუმცა, აზრი არ აქვს, ლილეს კი არა, მეც არ მესმის საკუთარი ხმა. განმარტოვებით დამდგარი, უამრავ ხალხში ვარ მოქცეული და მხრებჩამოყრილი უაზროდ ვუყურებ იატაკს, თან ჩემთვის ვლაპარაკობ და საკუთარ თავს ვეწუწუნები:
-საწყალო თინათინ, დაგტოვეს მარტო, იყავი ახლა იდექი და იყურე მარტოსული კოალასავით... ღმერთო, როგორ ვიწვი სახეზე, ალბათ ლოყებიც აწითლებული მექნება...
-ნამდვილად-მესმის წინიდან ხმა და თავს წამში ვწევ. გამომეტყველება მეცვლება, როცა ჩემ წინ ჩემივე შიშისა და დაძაბულობის ობიექტს ვხედავ, რომელსაც მთელი დილაა გავურბი, ახლა კი წინ მიდგას და დაჟინებული, საკუთარ თავში დარწმუნებული მზერით მიყურებს.
-რა ნამდვილად?
-ლოყები აგიწითლდა. საინტერესოა, ასე რატომ იწვი...-მიახლოვდება და მეც უკან ვიხევ. სურვილი მაქვს ან გაჩერდეს და თავისუფლად აზროვნება დამაცადოს, ან გაქცევის საშუალება მომეცეს და ამ ადგილს თავიდა მოვწყდე.
-ჩემი გეშინია?-ირონიული ღიმილით მეკითხება და თავს ცერად ხრის.
თვალს ვუსწორებ და ერთ ადგილზე ვშეშდები. ისიც შეშდება და მეც თავისუფლად ამოვისუნთქავ.
-იოცნებე, რომ შენი მეშინოდეს.-გამბედავად ვპასუხობ, მაგრამ რა ვიცი, ჩემს სიტყვებს რა მოყვება. ენა რომ წინ მისწრებს, სულ მისი ბრალია და არ ვაპირებ, ამის გამო ჩემი ენაწყლიანობა დავადანაშაულო.
-არა?-რიტორიკულ კითხვას სვამს და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ჩემკენ. ისე უეცრად ვიხევ უკან, როგორც მან გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი. მერე კი ვხვდები, რომ ეს მხოლოდ თავისი სიტყვების დასაზუსტებლად გააკეთა და სახეზე უფრო მეტად ვწითლდები, ვიდრე მანამდე ვიყავი.
-გასაგებია-თავს მიქნევს და თავისთვის ჩაიცინებს.
-რა გაცინებს?-ნერვიულად ვეკითხები და ლამისაა, ტირილი დავიწყო უსუსურობისგან. როგორ არ მინდოდა, ასეთი უსუსური ოდემე ვყოფილიყავი, თუმცა მხოლოდ თვითონ მაიძულებს, რომ მის წინაშე ასეთი ვიყო, თავი დავიმცირო და შიში გამოვხატო.
-შენი გრძნობები.-თვალს თვალში მიყრის და ჩემს ემოციებს ელოდება, მე კი ვფიქრობ, რომ სწორად ვერ გავიგე, რისი თქმა უნდა.
-ჩემი გრძნობები შენ რანაირად გეხება?
-ყველანაირად.-თავის თავში დარწმუნებულია, მეტიც, ჩემს პიროვნებაზე ისე თავისუფლად საუბრობს, როგორც გასართობ სათამაშოზე.
თვალები ოდნავ მიფართოვდება, მერე კი ცრემლისგან მევსება, მაგრამ არ მინდა, ეს მან შენიშნოს. მის სიტყვებზე არ ვკონცენტრირდებბი, მხოლოდ ჩემს დასახულ მიზანს მივდევ-უნდა ამოვშალო ჩემი მეხსიერებიდან და ჩემი გულიდანაც.
-მომისმინეთ-მრავლობით ფორმაზე გადავდივარ, რადგან ჩვენ შორის მაწავლებლისა და მოსწავლის შორის აღმართული ზღუდე, რომელიც მან დაანგრია, კვლავ ავაშენო-არაფერს ვგრძნობ თქვენ მიმართ. ზედმეტი ამბიციები ნუ გაგიჩნდებათ, როგორც თქვენ მომექეცით, სათამაშოსავით, სწორედ ასეთ სათამაშოდ აღგიქვამთ და თავს ნუ შეიწუხებთ ჩემთან ზედმეტი კონტაქტით. მგონი, ისიც გვეყოფა, რაც იყო... პირად ცხოვრებაში წარმატებები.
ვტრიალდები და ცრემლები ყელში მებჯინება, სანამ წამოვიდოდე. ეს ის მომენტია, როცა უარი ვთქვი საკუთარ გრძნობებზე, იმიტომ, რომმ არასწორი ადამიანი შემიყვარდა. როცა გიყვარდება, არ განარჩევ კარგსა და ცუდს, არ აკვირდები, გატკენს თუ მოგიფრთხილდება. არც ის გადარდებს, როგორ იმოქმედებს შენს ფსიქიკაზე, უბრალოდ გიყვარს მისი ყველაფერი, მისი ხასიათI, მისი გარეგნობა და რაც მთავარია, მისი სული გიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიყვარული ცალმხრივია და მისი გული შენ არ გეკუთVნის, მიუხედავად იმისა, რომ იცი, არ არის ეს ადამიანი ასეთი სიყვარულის ღირსი, ვერ აიძულებ საკუთარ თავს, რომ მისკენ არ მოინდომოს წასვლა, რომ სწორ ბილიკს არ გადაუხვიოს. სიყვარული კი ისაა, როცა გულს გტკენს, მაგრამ შენ მაინც გიყვარს. როცა მისი ყოველი ნაკლის მიუხეავად, მაინც ცდილობ, დაივიწყო უარყოფითები და მასთან ახლოს იყო, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო და უყურეო, თუნდაც მხოლოდ უყურო და არ შეიმჩნიო, როგორ ეხება სხვა ქალებს, როგორ უღიმის გოგონებს, როგორ არ გიჩნევს და გაწვალებს, საკუთარი სურვილების მიხედვით გიყენებს. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი ასეთი ადამიანის დავიწყება.
***************************************************************************
-მოდიხარ?-ყურმილში ჩამძახის ლილე, თუმცა მე ჯერ კიდევ საცურაო კოსტუმით ხელში ვდგავარ სარკის წინ და გრილ ნაჭერს სსხეულზე ვიდებ იმის დასაზუსტებლად, მომიხდება თუ არა.
-ლილე, აუზში საცურაო კოსტუმის გარეშე ჩასვლა შეიძლება?-ინტერესით ვეკითხები, ის კი ბოლო ხმაზე იცინის:
-ვინ ჩაგიშვებს ქალო შიშველს..
-რა შიშველს, სულ გაგიჟდი შენ?-თვალები მიფართოვდება და ვსაყვედურობ. ღირსია, გვერდით მყავდეს და თვაში ერთი წკლიპურტი ვუთავაზო.-ტანსაცმლით ვიგულისხმე.
-ჩემზე ჭკვიანი თუ იქნებოდი, არ მეგონა-ფხუკუნებს.-ნუ გამაგიჟე ახლა, რა ტანსაცმლით, ნორმალური ხარ საერთოდ?
-არ მიხდება საცურაო კოსტუმი...-ვბუზღუნებ და დივნის კიდეზე ვჯდები. ოთახში ლელა შემოდის ორი ჭიქა ცივი ფორთოხლის წვენით და ერთ-ერთს მე მაწვდის.
-იცი რა ქენი, საწვმარი წამოიღე და იმით ჩაგიშვებენ.-მეღადავება, მე კი თვალებს ვატრიალებ.-სახლიდან დროზე თუ არ გამოხვალ, ქალბატონო თინათინ, კონკრეტულად შენთვის სახლს გავყიდი და გილიოტინას ვიყიდი, რომ სიკვდილით დაგსაჯო.
ტელეფონს ისე მითიშავს, ჩემი პასუხიც არ აინტერესებს.
-ვინ გააჩინა ასეთი ენერგიული?!-შეშფოთებული მოვსვამ გრილ წვენს და სხეულიც სასიამოვნოდ მიგრილდება.

ერთ საათში, ზურგჩანთამოკიდებული ვაღებ სანდროს მანქანის უკანა კარს და ლილეს გვერდით ვკდებ უაზრო სახით. წუწუნს მანამდე ვიწყებ, სანამ გავიაზრებდე, რატომ ზის უკან ქალბატონი:
-არ ვაპირებდი წამოსვლას, მარტო იმიტომ წამოვედირო სამაგიერო გადამეხადა შენთვის.-თითს ვუქნევ ლილეს და წინ ვიხედები. სახე მეყინება, კიდურები კი მიშესდება და განძრვას ვერ ვახერხებ, როცა წინ ორ ვაჟბატონს ვამჩნევ. თავს მხოლოდ იმით ვიწყნარებ, რომ ჩემი საბოლოო სიტყვა საკმაოდ ეფექტური იყო და ახლა არაფერი მაკავშირებს ჩემს ქიმიის მასწავლებელთან.
-რითი, ჩემი დახრჩობით?-კისკისებს ლილე და ჩაწნულ ქერა თმა მიშლის.
-რას აკეთებ?-შეშფოთებული ვეკითხები.
-თინა, ერთი თვეა ეს ნაწნავები არ დაგიშლია, თვითონ ვარ მოწმე, როგორ იბან დაწნულ თმას.
წინიდან ფხუკუნი მესმის და თიკას ფერდში იდაყვს ვურტყამ. როგორ ვერ მიეჩვია, რომ თავის ძმასა და ერეკლესთან ასეთი შინაარსის ტექსტები არ უნდა წარმოთქვას?!...
სანამ დანიშნულების პუნქტამდე მივიდოდეთ, სანდრო კიდევ ასწრებს გახუმრებას და ჩემგან მუჯლუგუნსაც იღებს ზირგში (სხვაგან ვერ ვწვდები). მანქანას ავტოსადგომზე აჩერებს და იქიდან პირველი მე ვხტები.
-სად მირბიხარ, დაგველოდე-უკნიდან მეძახის სანდრო, ლილე კი მეწევა და გვერდით მომყვება.
-ბავშვია, ირბინოს...-მეწევა ერეკლეს ხმაც და გაღიზიანებული ვცდილობ შინაგანი ხმის ჩახშობას, რომელიც მის მოკვლას ნატრობს.
შესასვლელში საშვებს ვყიდულობთ და შევდივართ. სანამ გამოვიცვლიდეთ, სანდროს ვაფრთხილებ, რომ დაცინვა არ იყოს.
ხელებს უდანაშაულო იერით სწევს და ფიცს დებს, რომ სიცილი კი არა, ღიმილიც კი არ დასცდება ტუჩებზე, როცა საცურაო კოსტუმებს ჩავიცმევთ.
გასახდელში მე და ლილე ვბჭობთ:
-ღრმა თუ იქნება, არ ინერვიულო, მე დაგიჭერ, რომ არ დაიხრჩო-მაფრთხილებს ეშმაკურად.
-ფრთხილად იყავი, თავად არ დაგახრჩო. შენი სიცოცხლე ჩემზე იქნება დამოკიდებული.
წითელი ბიკინითა და აკოსილი თმით ვდგავარ სარკის წინ და საკუთარ თავს უკმაყოფილოდ ვათვალიერებ.
-რას იჯღანები? -გვერდში მიდგება ლილე და პოზიორობს.
-ღმერთო, ამ ბიკინის გაძლება მომეცი!
-ღმერთო, მე ამ ბატის გაძლება მომეცი-ჩემზე ლოცულობს ლილე და ერთად გავდივართ გასახდელიდან. ვერავის ვამჩნევთ აუზთან, აუზში კი რამდენიმე ადამიანი, უმეტესობა-უცნობი.
ლილეს ვანიშნებ, ჯერ თვითონ ჩავიდეს, რადგან წყლის ტემპერატურა და სიღრმე მიკარნახოს.
წყალში ჩასული, ცერა თითს მიწევს იმის სათქმელად, რომ კარგი წყალია და ცურვას აგრძელებს.
თვალებს ვხუჭავ და წამებს ვითვლი, რომ გადავხტე. ცოტა არ იყოს, მეშინია. თვალდახუჭული, ცხვირზე თითმოჭერილი ვდგავარ და გულში წამზომი მაქვს ჩართული, როცა უეცრად შიშველ წელზე შემოსრიალებულ ხელებს ვგრძნობ და პირდაპირ წინ, წყლისკენ მივექანები შეშინებული. წყლის ხმა ისმის და ვგრძნობ, ჩემთან ერთად ისიც გადმოხტა. ხელებს ძლიერად ვუსვამ წყალში და მისკენ ვტრიალდები. თმა მაინც დამისველდა. თვალებიდან წყლის წვეთებს ვიმშრალებ ორივე ხელით და გაფართოებული თვალებით ვაკვირდები ერეკლეს. მომღიმარ ტუჩებს არც კი ხსნის ბოდიშის მოსახდელად.
-რა გააკეთე, შეიშალე?-ვერც ვყვირი, ისე ვარ შეშინებული, აღელვებული ხმით ვეკითხები და სახეზე შემოკრული თმის მოშორებას ვცდილობ.
-რა გავაკეთე?-იოცებს და უდანაშაულო იერს იკრავს.
-რატომ შემეხე?
-ჩემი შეხება არ გსიამოვნებს?-მომგებიანი მზერა აქვს. მაინც არ გამოუვა თავის დაძვრენა ძველებური ხრიკებით!
-ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ.-მკაცრად განვუცხადებ და ვტრიალდები, თუმცა, ერთი ხელის მოსმით კვლავ მისკენ მატრიალებს და სახეში მაჩერდება, მერე კი მზერა ჩემს ლავიწებზე და სველ ბიკინიზე გადააქვს, რომელიც ასე თუ ისე, წყლის ქვეშაც მოჩანს.
-ეგ ბიკინი სველი უფრო გიხდება.-პირდაპირ მახლის სიტყვებს და ზემოდან დამშტერებია სერიოზული მზერით.
ბიუსჰალტერზე ვიხედები და ვხედავ, სველ ბიკინიში მკერდიც ნაწილობრივ მოჩანს. გული ისე მიცემს, მგონია, მალე ინფაქტი დამემართება. ერეკლეს სახეში ვეღარ ვუყურებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ახლა სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებს და ისე მიყურებს, თითქოს მთელი არსებით მას ვუყურებდე. სასწრაფოდ ვტრიალდები და ლილესკენ მივცურავ. გოგონა რომ მამჩნევს, ბედნიერი მზერით მოემართება.
-ლილე, წამოდი, მივდივართ.-სანამ მიპასუხებდეს, კიბისკენ მივცურავ და უხმოდ ავდივარ. უკან ლილე მომდევს გაოცებული:
-რა მოგივიდა, ჯერ რა დროს წასვლაა, ახლა არ მოვედით?!
-ძალიან გთხოვ, ახსნის თავი არ მაქვს, გზაში მოგიყვები ან სახლში, თუ გინდა, უბრალოდ ახლა წამოდი და სანდროსაც უთხარი, წამოვიდეს.
მანქანის უკანა სავარძელზე უხმოდ ვსხედვართ და არც ერთი სიტყვას არ ძრავს. სახლამდე სანამ მივალთ, სანდრო და ერეკლე საუბრობენ ჩვენთვის უცნობ თემაზე და ყურადღებას არც ვაქცევ. დაბნელებულ ქუჩაში მანქანა ჩემი სახლის წინ ჩერდება, მე კი სანდროსა და ლილეს ვემშვიდობები და გადასვლის წინ ორწამიან მზერას ერეკლესაც ვტყორცნი, რომელიც დაჟინებით მიყურებს და ვერ გამიგია, ჩემგან რა უნდა.
ლიფტს ვიძახებ და სახლის კარს როგორც კი ვაღებ, შვებას ვგრძნობ. სახლის სიმყუდროვეს არაფერი შეედრება, მითუმეტეს მაშინ, როცა ემოციებით დახუნძლული ბრუნდები შინ და სიმშვიდე გხვდება სითბოსთან ერთად, რომელსაც ოჯახი გიზიარებს.
სახლიდან გამოვდივარ და თან არც გასაღების წამოღენა მავიწყდება, დედამ დამიბარა, რომ დღეს სახლში არ მოვლენ. სკოლის გზას ფეხით გავდივარ და გზაში ყურასმენებში ჩართულ სიმღერას თვითონაც ვღიღინებ. სკოლის ავტოსადგომს უნდა ჩავუარო, მანქანის კარის მოხირვის ხმა რომ მესმის, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ცოტა ხანში, როცა ცეკვა-ცეკვით მივუყვები გზას, ვიღაც გვერდით მიდგება და კარს ხნის, შემდეგ კი ხელით იჭერს მინას, რომ კარში შემატაროს. გრძელი და მოქნილი ხელის პატრონს პირდაპირ სახეში ვუყურებ და მადლობელი გამომეტყველება ურეაქციო სახის მიმიკით მეცვლება, იგივე ადამიანს რომ ვხედავ.
-გმადლობ, არაა საჭირო-ნაგლურად ვუღიმი და კარს თავადაც ვკიდებ ხელს, რომ მიხვდეს, მისი დახმარება არ მჭირდება და მითუმეტეს, აქამდე გამოუჩენელი, არარსებული ჯელტმენობა.
-შედი-მოკლედ მიჭრის და ისე, რომ კარის შუშას ხელს არ უშვებს, მიმითითებს, შევიდე. უკმაყოფილო სახით შევდივარ. ისიც შემოდის და თვალს მისწორებს.
-რატომ ჯიუტობ?-დასერიოზულებული სახით მეკითხება და თავს ცერად ხრის. ისეთი ნაცრისფერი თვალები აქვს, როგორც პირველი დანახვისას, ისეთი ცივი და ამავდროულად, მწველი, რომ შემოხედვისას ჯერ გულს გიყინავს, შემდეგ კი გწვავს.
-მე?-მკერდზე ხელს ვიბჯენ და მასაც ყურადღება იქ გადააქვს, სადაც თითი მაქვს მიყრდნობილი. მისი მზერა მაკომპლექსებს, მითუმეტეს მაშინ, როცა ასე პირდაპირ მიყურებს ტანზე მოტმასნილ საროჩკაზე.-მომისმინეთ... შეგიძლიათ, უბრალოდ როგორც მოსწავლეს ისე მომექცეთ?
ისე ამომხედავს, ლამის გული მიჩერდება და სუნთქვა მიწყდება. ენა მუცელში მივარდება და სათქმელი გონებაში იფანტება. თვალის გუგები, დარწმუნებული ვარ, საშინლად გამიფართოვდა და ტუჩებიც ისეთი გამშრალი მაქვს ენით ვისველებ.
ტუჩებიდან მზერას არ მაშორებს და თან საკუთარ თავში დარწმუნებული ხმით მესაუბრება:
-მიწვევ. მერე კი მეუბნები, რომ როგორც მოსწავლეს, ისე გიყურო. რთავად ცდილობ ჩემი ყურადღების მიპყყრობას, ასე არ არის?
გაშტერებული თვალებით ვუყურებ და სულ მავიწყდება პასუხის გაცემა, მითუმეტეს ამ დროს, როცა ნამდვილ სისულელეებს ლაპარაკობს, მე კი მხოლოდ მის მზერაზე ვფიქრობ.
-მიპასუხე, ხომ ასეა?-კითხვას მიმეორებს და მეც მის ბაგეს დავცქერი.
-რა?-თითქოს გამოვცოცხლდები და თვალებში ვაშტერდები.-რა მითხარით?
ჩაიცინებს და თავს ზემოთ სწევს, მერე კი ხელს სწევს, მე კი ყურადღებით ვაკვირდები მის ყოველ ქმედებას. ხელი რომ ჩემი სახისკენ მოაქვს, პულსაცია მიჩქარდება და გული იმაზე სწრაფად მიცემს, ვიდრე ოდესმე. ვერ ვიაზრებ, რას მერჩის მანამ, სანამ ორი თლილი თითით წინ ჩამოყრილ თმას ყურზე არ მიწევს და მიღიმის.
-მგონი, ჯიუტზე უფრო მეტად „დაბნეული“ შეგეფერება.- „კომპლიმენტებით“ მავსებს და ნერვებს კვლავინდებური სიზუსტით მიშლის. თვალებს ვატრიალებ და მხრებში ვსწორდები. დროა, საკუთარ საქციელზე პასუხი აგოს!
-მე კი არ ვიცი, თქვენ რა გიწოდოთ... იქნებ მოსწავლეებზე თავდამსხმელი მანიაკი?... ოღონდ ამ წინადადებას ერთი სიტყვა აკლია-სექსუალური მანიაკი.
- ჰოდა გაითვალისწინე, რომ ეს სექსუალური მანიაკი მხოლოდ სექსუალურ გოგონებს ესხმის თავს-თვალს მიკრავს და სანამ გაუჩინარდება, კიდევ რამდენიმე სიტყვას მაძახებს-კარგად ცეკვავ, მოკლე კაბით მითუმეტეს.
კაბას რაც შეიძლება ქვემოთ ვქაჩავ, მაგრამ აზრი არ აქვს, მეტი აღარ ჩამოდის. ნერვები მეშლება რომ საუბარი მან დაასრულა და თანაც მოგებულმა. მერე კი, სახე მიწითლდება იმის წარმოდგენაზე, რომ კაბის ქვეშ რაიმე დაინახა. „ერეკლე, განახებ, როგორ უნდა ნერვების მოშლა!“

გაკვეთილი დაწყებულია, მე კი კარს დაუკაკუნებლად ვაღებ და სანამ ადგილს დავიკავებ, ბატონის ხმა მაჩერებს:
-მოიცალე ქიმიისთვისაც?
ერეკლეს მზერას ვუსწორებ და ხელებგადაჯვარედინებული, პირდაპირ ვახლი:
-საგანს რას ვერჩი...
ცალი ტუჩის კუთხე უღიმის, ზუსტად ხვდება რომ მასზე გავაკეთე აქცენტი და იმასაც ზუსტად ხვდება, რისთვის ვუხდი სამაგიეროს. გაკვეთილის ახსნას რომ იწყებს, ლილესთან ვაბამ საუბარს და რამდენჯერმე ერეკლეც მხვდება თვალში, რომელიც მომენტებში გამომხედავს.
-თინათინ, იქნებ მოყვე, რაც ავხსენი?-მეკითხება ახსნის დასრულებისფთანავე და მზერას მტყორცნის თავისი ნაცრისფერი თვალებიდან, რომელშიც თითქოს მზე უბრწყინავს.
-მაგრამ, თქვენ ხომ შემდეგი გაკვეთილი ახსენით...-მხრებს ვიჩეჩავ და პასუხს უპრობლემოდ ვაგებებ, მაგრამ სახეზე ვატყობ, რაღაც აქვს ჩაფიქრებუპი და დანებებას არ აპირებს.
-და შენ არ მისმენდი...
წარბს ვწევ. ასეთი წესებით თამაშობს? ჰოდა ჩემგანაც იგივეს მოელოდეს.
-გაუგებრად საუბრობთ-თვალს ვუსწორებ და ვხედავ როგორ კრთება მის ტუჩებზე ირონიული ღიმილი, მე კი მტკიცე მზერას არ ვიშლი სახიდან.
-კარგი, რადგან ასეა...-მხრებს იჩეჩავს და სანამ აშკარა გაკვირვებას გამოვხატავდე, აგრძელებს- გაკვეთილის მერე დარჩები და უკეთ აგისხნი.
თვალებს ვატრიალებ. ჩემი დატოვება უნდა, მაგრამ რა საინტერესოა, მართლა გაკვეთილს თუ შეეხება მოსალოდნელი საუბარი. ლილე ყურში მეჩურჩულება:
-თუ რამე მოხდა იკივლე და ცეცლმაქრით შემოვალ.
-ცეცხლმაქრი ვერ დაამარცხებს ურჩხულს-მეცინება და რვეულის ბოლო გვერდზე ცხრათავიან ურჩხულს ვხატავ. დიდი დრო არ გადის, რამდენიმე წუთში ზარიც ირეკება და მე სკამზე ისევ ისე ვარ წამოწოლილი, როგორ მანამდე, სხვა ბავშვები კი სახლში მიდიან. ვვოხრავ. რა უსამართლობაა!
სანამ ყველა კლასიდან არ გადის, მანამ ხმას არ იღებს . თავისის მაგიდის ჯკუთხეზეა ჩამომჯდარი და დაჟინებული მზერით მიყურებს.
-ქიმია ამიხსენით-მოკლედ ვუჭრი და წელში ვსწორდები. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა თემაზე საუბრის გზა მოჭრილი აქვს, თუმცა უეცრად, მაგიდიდან დგება და ჩემკენ მოემართება, ტუჩები კი ცალყბად უღიმის.
-ქიმია გაინტერესებს?-მეკითხება შეცვლილი ხნით და მერხის წინ მიდგება.
თავს ვუქნევ და ლოყაზე ფანქარს ვიბჯენ.
-ეჭვი მეპარება ამაში.-თავს ეშმაკური გამომეტყველებით აქნევს და წარბაწეული მაკვირდება. ვერ გამიგია, ჩემგან რა უნდა. მაშინ, როცა უფლებას აღარ ვაძლევ, დამამციროს და ჩემით ითამაშოს, მაინც არ მეშვება და მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემ მიმართ არანაირი გრძნობები და ემოციები არ გააჩნია, მაინც ცდილობს, ჩემთან ახლოს იყოს, მაწვალოს და გამანადგუროს. თვალებში, პირისპირ ვუყურებთ ერთმანეთს. მოკუმულ ტუჩებს ძალით არ ვხსნი, მასთან საუბრის გაბმას არ ვაპირებ. მანამ არ მინდა, მომიახლოვდეს, ვიდრე ჩემკენ არ იხრება და თმაზე არ მეთამაშება. ხმა სულ მიწყდება და მხოლოდ ჩურჩულით ვცდილობ შეშფოთების გამოხატვას გაფართოვებული თვალებით:
-რას აკეთებთ?
-მომენატრე.-ისიც მეჩურჩულება და წამით თბილ მზერას მიცვლის, მერე კი კვლავ ჩემს კმოშიშვლებულ ყელს უყურებს და კაპილარზე ნეკა თითს მისვამს. კანი მეხორკლება და თვალები თავისით მეხუჭება. ნერწყვს ისე ვყლაპავ, აშკარად შესამჩნევია.
-გსიამოვნებს?-კვლავ მეკითხება და ვხვდები, როგორ შეჰპარვია მის ხმას ღიმილის ნოტები.
თვალებს ვახელ და მის ნაცრისფერ მზერას ვეგებები. მომჩერებია, პირდაპირ და უსირცხვილოდ.
-ხელი გაწიეთ-მტკიცედ და მკაცრად ვიმეორედ და სკამიდან მაშინვე ვდგები. თუმცა, სანამ დავიძვრები ადგილიდან, მკლავში ხელს მტაცებს და წინ მიყენებს:
-ნუ თამაშობ უკარებას როლს, არ გიხდება.
-არც უკარება ვარ და არც ბ*** და თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, ნამდვილად არ მადარდებს.
-ჰოო? მე კი ვიცი, რომ ჩემ გარდა არავის ეკუთვნი. -ცივად იღიმის და თვალებშიც სიცივე უდგება. მთლიანად ცივდება და მეც გული მიჩქარდება, თუმცა არ ვიცი, რატომ.
-ცდებით.-მოკლედ ვუჭრო და ხელის განთავისუფლებას ვცდილობ.
-მალე მიხვდები.-მპასუხობს და ხელს მიშვებს. არ ვიცი, მიყურებს თუ აღარ, თუმცა სწრაფი და მტკიცე ნაბიჯით გამოვდივარ კლასიდან გაღიზიანებული.
-ლილე, ძალიან გთხოვ, ადე.-ვემუდარები საწოლზე წამოკოტრიალებულ ჩემს უჯიშო დაქალს, რომელსაც ადგომას სიკვდილი ურჩევნია. მის ოთახში, ორივე საწოლზე გაწოლილები ვუყურებთ ფილმს კედელზე ჩამოკიდულ ტელევიზორში. ორსაათიანი გაუნძრევლად წოლის შემდეგ, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მაწუხებს წყურვილი, მაგრამ ადგომა საოცრად მეზარება და ლილეს ვთხოვ.
-აუ არაა-წუწუნებს და სხვა მხარეს ტრიალდება.-აი, დამთავრდება ეს ფილმი და ავდგებით, მშია უკვე...
მაინც კიყოლიებს, რადგან მეც მშია. ცოტა ხანში, ორივე ერთდროულად ვდგებით. შოტრ-კომბინიზონში გამოწყობილი, სამზარეულოსკენ მიმავალ ლილეს უკან მივყვები ფეხების ფლასტუნით. ვიცი, რომ ნერვები ეშლება, მაგრამ ვერ ვიშლი ამ ჩვევას.
-თინათინ, გეფიცები შენს მოსვლას ორი კილომეტრიდანაც ვიგრძნობ.-გამომძახის სანდრო სიცილით.
-გრძნობ კი არა, გესმის-მეც მეცინება და კარში გაშეშებულ ლილეს გვერდს ვუვლი-რა იყო, დაგეღალა ძვლები სიბერისგან?
არ მპასუხობს და ვხვდები, რაღაც რიგზე ვერ არის. სანდროსკენ მივმართავ მზერას და მეც ლილესავით ვშეშდები, როცა სანდროს გვერდით მჯდარ ვაჟბატონსაც ვამჩნევ, თუმცა არ ვიმჩნევ და მაცივრის კარს თავისუფლად ვხსნი.
-ქალბატონო...-ვტრიალდები-აირჩიე, ქათმის სალათი თუ ოლივიე?
-ოლივიე.-მპასუხობს და საჭმლის გასაკეთებლად აუცილებელ პროდუქტებს მაცივრიდან ჩემთან ერთად იღებს.
-მაიონეზი გამოგრჩათ-გვახსენებს სანდრო ბრძნული იერით.
-არ მიყვარს მაიონეზი-უაზრო სახით ვპასუხობ. წესით, როცა მეცხრეჯერ კითხულობს ერთ რამეს, უნდა დაიმახსოვრობს, მაგრამ ვინ მისცა მას ასეთი მახსოვრობა?!
-რატომ, ასუქებს?-ირონიულად მეკითხება ერეკლე, მე კი ტუჩის კუთხეც არ მიტოკდება.
-ზოგადად, როცა 10 საათზე ჭამს ადამიანი საჭმელს, ეგეც ასუქებს, მაგრამ როგორც ხედავთ, ეგ ა
რ მადარდებს.-ვპასუხობ პირდაპირ და ვტრიალდები, რომ სალათს ბარდა ვუქნა.
-ეს აიღე-მაწვდის ლილე მოხარშულ კარტოფილს და ხის დაფას თავად ვიღებ რომ დავჭრა.
-ფრთხილად, ხელი არ გაიჭრა-მაფრთხილებს სანდრო სერიოზული სახით, თუმცა მაინც მგონია რომ დამცინის, ამიტომ წარბაწეული ვაშტერდები მას და ისე ვჭრი კარტოფილს. სანამ თითზე დავიხედავდე, წვას ვგრძნობ და ვხვდები, რაც მოხდა. როგორ არ მინდა ახლა თითზე დახედვა და სისხლის დანახვა, მოხლოდ და მხოლოდ პრინციპის გამო. შევრცხვი, ნამდვილად დავიწვი!
-ღმერთო…-ოხრავს ერეკლე უემოციო სახით და დგება. ლილეს ჩემს უკამყოფილო სახეზე ეცინება, სანდრო კი დაუფარავად და უსირცვილოდ დამცინის. ცოტა ხანში, სამზარეულოში ბამბითა და სპირტით ხელში ერეკლე შემოდის და სანტავიკის ყუთს მაგიდაზე დებს, მე კი ხელით მანიშნებს, წინ ჩამოვუჯდე.
თავს ვაქნევ და ცხვირს ვიბზუებ, მაგრამ გული მიგრძნობს, ეს ბავი ასე არ დამთავრდება.
ერეკლე თვალებს ატრიალებს ჩემს სიჯიუტეზე და დგება. ხელს ისეთი ძალით მავლებს მაჯაში, ლამის მომწყდეს და სკამზე კი არ მასვამს,, მაგდებს, მერე კი წინ ისე მიჯდება, მზერას არ მაცილებს.
-უხეში…
-ჯიუტი ბავშვი.-არც ის მრჩება ვალში და ჩემს ხელს იღებს. როცა სპირტის სუნს ვგრძნობ, ხელს ინსტიქტურად ჩემკებ ვექაჩები და ვცდილობ, ხელიდან გამოვგლიჯო ჩემი ხელი.
-მოისვენე-მიღრენს და ცივი გამომეტყველებით ხელს მიკავებს, რომ სპირტიანი ბამბით გამიწმინდოს ჭრილობა.
-არ ქნა…-ლამის ვიკივლო შიშისგან და ტკივილის მოლოდინისგან.
-დამშვიდდი, არ გატკენ.
-ამას ახლა მიხვდი, რომ არ უნდა მატკინო?-მაინც ვერ ვიკავებ თავს მწარე კომენტარისგან და მისი მზერა რომ მხვდება თვალში, თვალს ვაცილებ.
-წყნარად იჯექი, თუ გინდა, რომ არ გატკინო.-დასერიოზულებული ხმით მეუბნება და თითზე ბამბას მისვამს. თვალებს ისე ძლიერად ვხუჭავ, როგორც შემიძლია.
-გაახილე, მორჩა-მეუბნება და თვალს როცა ვახელ, უკვე სანტავიკს მაკრავს თითზე.
წამომდგარი ვხვდები, როგორ მომჩერებია, მე კი არ მინდა, წამით მაინც შევხედო თვალებში და მისი მადლიერი ვიყო. არ მინდა, გამოველაპრაკო, რადგან ვიცი, ამ შემთხვევაში, გული ვეღარ მომითმენს და შევურიგდები, კვლავ მივცემ საშუალებას, ჩემი ტანჯვა და დამცირება განაგრძოს.
-წამო ლილე.-ვახსენებ და თავით კარისკენ ვანიშნებ. უხმოდ დგება და გვერდს მიმშვენებს, მერე კი, სანამ გავიდოდეთ, ყურში მეჩურჩულება:
-აღარ გშია?
-გამიარა შიმშილმა ვიღაცის გამყინავი სახის დანახვისას-ვჩურჩულებ მის ყურთან და ჩემკენ მომზირალ ერეკლეს თვალს თვალში ვუყრი.
-უეჭველი ჩვენ გვჭორავენ-ეცინება სანდროს.-ისეთი საინტერესო ცხოვრება გვაქვს, ცდუმენას ვერ უძლებენ, რომ არ ჩაერიონ.
-ფრთხილად ძმაო-ვეუბნები წარბაწეული, თავდაჯერებული ღიმილით და ოთახიდან გამოვდივარ, გვერდით კი ლილე მომყვება, რომელსაც რატომღაც ჩვენს საუბარზე ეცინება.
დღეები ისე უცებ გადის, ვერც ვამჩნევ, როგორ მოდის ორკვირიანი არდადეგები და როცა ასე სწრაფად გასულ დროს ვუკან მოვიტოვებ, არდადეგებს გაშლილი ხელებითა და ბედნიერი სახით ვეგებები ჩემს გიჟ დაქალთან ერთად.
-რა მოიფიქრე, თინ, სად წავიდეთ?-საქმიანი იერით მეკითხება ერთ-ერთ გაკვეთილზე ლილე და თავს ხელისგულს აყრდნობს.
-რავიცი აბა, მგონი ჰიმალაი ჯობია… ან ჯომოლუნგმა.-მეც ასეთივე გამომეტყველებით ვპასუხობ და სანამ არ მიხვდება, რომ ვხუმრობ, სახეს არ ვიცვლი.
-გოგონებო, დაწყნარდით-ჩვენი სიცილის გაგონებაზე ქალბატონი ისტორიის მასწი უემოციო სახით გვიცხადებს პროტესტს გართობაზე, თუმცა ჩვენ ასე ადვილად არ დავნებდებით!
საუბარს ისევე ვაგრძელებთ, როგორც დავიწყეთ და ამჯერად სხვა თემაზე გადაგვაქვს.
-სალომე შენიშნე?-მეჩურჩულება ლილე ისე შეფარვით, რომ არავინ გაიგონოს. თითქმის მეც არ მესმის მისი ხმა.
-რა მნიშვნელობა აქვს…-მხრებს ვიჩეჩავ და არ ვიმჩნევ რომ სალომე ასე თუ ისე მადარდებს სწორედაც რომ ერეკლეს გამო.
-ჰო, სულ არ გაინტერესებს-დამცინის და აგრძელებს-დილით ერეკლესთან ერთად მოვიდა სკოლაში მანქანით. რომ გადმოვიდნენ, ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.
-შენი აზრით, უთხრა ერეკლეს რომ მე უკვე ყველაფერი ვიცი?-დაინტერესებული ვეკითხები და გარშემო მიმდინარე სიტუაციასთან ერთად ჩემ ირგვლივ მსხდარი ადამიანებიც მავიწყდება.
-შეიძლება-მხრებს იჩეჩავს. ყოველ შემთხვევაში, შენ ერეკლესთან თამაში უნდა შეწყვიტო და აგრძნობინო, რომ შენთვის მნიშვნელოვანი მისგან წამოსული გრძნობებია და არა უხერხულად შექმნილი სიტუაცია, რომელიც თქვენ შორის დგება.
-ლილე-ვაწყვეტინებ ბრაზიანად, გამკაცრებული სახით-ვერ გავიგე, შენ ერეკლესკენ ხარ თუ ჩემკენ? ბარემ ისიც მითხარი, ცოლად გაყევი და შვილები გაუჩინე, მან კი საყვარლებთან იაროსო… მორჩა ამ თემაზე საუბარი, აღარ შევრიგდები, თუნდაც იმიტომ რომ მასთან არც არასდროს მქონია რამე და ნუღარ გამახსენნებ, ძალიაბ გთხოვ.
ჩუმდება და წინ იყურება. დარწმუნებული ვარ, ჩემს სიტყვებს გონებაში ითავისებს, მე კი ვმშვიდდება. წინ კიდევ რამდენიმე გაკვეთილი მელოდება, მათ შორის კი ქიმიაცაა.

-წიგნები შენ აიღე?-ვეკითხები ჩემ წინ მიმავალ ლილეს. კვლავ გვაგვიანდება. მინდა, ჩემს თავს ვკითხო, როგორ ახერხებ-თქო, მაგრამ ამის დროც კი არარის.
კაბინეტის კარზე ვაკაკუნებთ და სანამ შესვლის ნებართვას მოგვცემდნენ, ჯერ თავს ვყოფ, მერე კი დაფასთან მდგარ ერეკლეს რომ ვხედავ, ხანმოკლე ღიმილით ვასაჩუქრებ და უსიტყვოდ, წელში გამართული შევდივარ კლასში.
-სად ჯდები თინათინ?-მეკითხება მისი რბილი ხმა, სწრაფად ვატრიალებ თავს მისკენ და მზერას ვაგებებ. მის კითხვაზე პასუხად მხრებს ვიჩეჩ.
-ჩემს ადგილზე.
-აქ გადმოდი-მიმითითებს ნაცნობ ადგილზე, სადაც მთელი წელი გავატარე. ვვოხრავ და ღრმად ამოვისუნთქავ, სანამ ადგილს დავიკავებდე.
-რამე არ მოგწონს?-მეკითხება დაჟინებული მზერის თანხლებით. უაზროდ ვუყურებ და უემოციოდ, ცივად ვუღიმი.
-რას ამბობთ…
კიდევ ერთხელ ვცვლით მზერას და თვალს მაშორებს, რომ გაკვეთილი დაიწყოს. გულში ვჩურჩულებ, რომ არ შეიძლია როცა მიყურებს გაკვეთილზე კონცენტრირდეს, თუმცა ასე არაა. მას კიდევ სხვა ბევრი რამე შეუძლია, რაც მე ვიცი და რაც არ ვიცი და რამდენიმე თვისება, ეგრეთწოდებული ნიჭიერება უკვე გამოამჟღავნა ქალთან ურთიერთობის მხრივ.
გაკვვეთილი რომ იწყება, მოწყენილობისგან ადგილზე ვცმუკავ და ფეხს ვათამაშებ. ერეკლეს ცივი და გამჭოლი მზერა პირდაპირ მხვდება თვალში და მყინავს. ვიცი, რატომაც მიყურებს ასე.
-რა?-მხრებს ვიჩეჩ, როცა მზერას არ მაშორებს და უცოდველ სახეს ვიღებ.
ვხედავ, როგორ ეწევა ცალი წარბი და ტუჩის კუთხეც.
-ვერ ისვენებ?-მეკითხება რიტორიკულად და უკვე ვხვდები, რომ სიტყვებს მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
-ვისვენებ.-მოკლედ და კონკრეტულად ვპასუხობ, მაგრამ ფეხს კვლავ ვაბაკუნებ. მზერა არ ეცვლება, კვლავ ისეთი სახე აქვს, თითქოს სადაცაა მომვარდება, ფეხზე წამომაყენებს და ტუჩებს კოცნით დამილურჯებს. ასეთი ფანტაზია საიდან მაქვს, პირდაპირ ვვოცდები…
-გაკვეთილს ჩემ მაგივრად ხომ არ ახსნიდი?-ამჯერად ორივე წარბს ზიდავს და თავს ცერად ხრის. მთელი კლასი გაჩუმებულია და უკვე მგონია, რომ ოთახში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ.
-ქიმია არ ვიცი-მხრებს ვიჩეჩ და უდარდელად ვიყრი თმას მხრებიდან უკან, ზურგზე.
მის თვალებში არ ვიცი, ამჯერად რა დგას-სითბო, სიცივე თუ ეშმაკურობა, მაგრამ აშკარაა, რომ მის ნაცრისფერი თვალებში ყავისფერი გუგები ნელ-ნელა უფრო ღრმავდება და დიდდება.
-თამამი აღიარებაა…-მპასუხობს და ჩემთან ახლოს, ორი მერხის დაშორებით ეყრდნობა სკამის საზურგეს.-მაგრამ, იქნებ ისიც დააკონკრეტო, რა იცი?
უკვე აშკარად ვხვდები, რას მინამიოკებს და დროულად თუ არ შეწყვიტა, მეც ავფეთქდები და ერეკლეს გაბნეული ნაწილები საპოვნელი და ახლიდან ასაწყობი გაუხდებათ ბავშვებს. ვცდილობ, თავი შევიკავო, სანამ კლასში ვარ და ღრმად ჩავისუნთქავ ჩახუთულ ჰაერს.
-ბევრი რამე ვიცი-ცივად ვუღიმი.
-მაგ ბევრ რამეში რას გულისხმობ?-მაინც მეძიება. ასე უნდა? ჰოდა იყოს ასე.
-თქვენთან დაკავშირებით?-საქმიან იერს ვიღებ და მერხს იდაყვებით ვეყრდობი, სახით კი მისკენ ვიწევი და პირდაპირ ვაჩერდები თვალებში.
-დიახ, მგონი ქიმიის გაკვეთილზე სხვა თემაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ.
-კარგი…-საკუთარ თავში ისე ვარ დარწმუნებული, მეტეორიც ვერ დაშლის ჩემს თვითრწმენას და თავდაჯერებულობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სახეზეც კი მაწერია.-რახან თქვენთან დაკავშირებით ჩემი შთაბეჭდილება გაინტერესებთ, გიღრჩევდით, მოსწავლეებთან ცოტა უფრო ნაკლებად სუბიექტური და ადამიანური იყოთ. და რაც შეეხება თქვენი სწავლების სტრატეგიებს, ვშიშობ, ქიმიით ვერ დამაინტერესეთ.
კლასში რასაც ჰქვია “ბუზის გაფრენის ხმა” ისმის და ოდნავ მეღიმება ამ სიტუაციაზე. ერეკლეს, თვალებში ვატყობ, სამაგიეროს აუცილებლად გადამიხდის ასეთი გულახდილობისთვის, თუმცა საბედნიეროდ, სანამ პასუხს გამცემდეს, ჩემი გმირი ზარიც ირეკება და მისი ტყვეობიდან მიხსნის. სანამ კლასიდან გავიდოდე, უკნიდან ერეკლეს ხმა მესმის, მტკივცე და მაინც, რაღაცნაირად შეცვლილი:
-ჩემთან დაკავშირებით, ქიმიის გარდა ყველაფრით დაგაინტერესე, ამიტომ პრეტენზიულობა გადამალე.
ვშეშდები, თუმცა მისკენ შეტრიალებას არ ვჩქარობ.
-ხომ ვერ მეტყვით, რაზე ლაპარაკობთ?
-რათქმაუნდა.
მისკენ ვტრიალდები და თვალებში ვუყურებ.
-გგონია, ვერ ვატყობ, რომ ჩემთან სხვანაირი ხარ?-ჩემკენ მოემართება და წინ მიდგება, მერე კი მოშიშვლებულ ლავიწზე ნეკას მისვამს. უნდა ავიტანო! თვალები არ უნდა დამეხუჭოს...-კლასში, სხვებთან უხეში და ცივი ხარ, ზრდასრულივით იქცევი, ჩემთან კი სულ სხვანაირი ხარ, მომენტებში ბავშვური, ზოგჯერ ქალური და სექსუალური… მაგრამ ვიცი, რატომაა ასე. გგონია, ვერაფერს ვხვდები? სულელო ბავშვო!...
ცინიკური ღიმილი დასთამაშებია ტუჩებზე. როგორ მინდა, ეს ღიმილი ასეთი ყალბი და დამცინავი კი არა, გულწრფელი და თბილი იყოს, მთელი გრძნობით დატვირთული. მერე კი ვხვდები, რომ გადამეტებულ ოცნებასაც მოაქვს ზიანი სულისთვის.
-რა გინდა ჩემგან, ერეკლე?-ვეკითხები და თვალებში მივჩერებივარ, ის კი პასუხის გაცემას არ ჩქარობს, თითებით ნაზად “ხაზავს” ჩემს სხეულზე რკალებს და სხვადასხვა ფიგურებს. ვერ ვუძლებ, ვეღარ ვინარჩუნებ “ძლიერის” იმიჯს. მაინც ვნებდები ბოლოს ბედს და ცხოვრებას, რომელიც ბოლომდე ცდილობს ჩემ განადგურებას და დამარცხევას. ის მეჯიბრება, ვისაც მე არ ვეჯიბრები. ომს ის მიცხადებს, ვისთანაც ვცდილობ, ლოიალური ვიყო. და ბოლოს, დანას ის გირყამს ზურგში, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდუ, ვინც ყველაზე მეტად გიტყვარდა.
კანზე მისი თითების შეგრძნებისას, მომენტალურად მეხუჭება თვალები და სიტყვების ნაცვლად ცარიელ ბგერებს ამოვთქვამ ბაგიდან. მისი თითები მოძრაობებს წყვეტენ, მე კი თვალს ვახელ. ერეკლეს ისე, როგგორ ნებისმიერ მოღალატე და მატყუარა ადამიანს, გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებია სახეზე:
-უკვე მივიღე ის რაც მინდოდა. გავიგე, როგორი ხარ სინამდვილეში და როგორ ადვილად შეგიძლია დანებება.



№1  offline წევრი Niniko11

ურაა როგორ გამიხარდა რომ დადეე თანაც საკმაოდ დიდი თავი მაგრამ მე რა დამაკმაყოფილებსს დდდ
ძალიან კარგები არიაან მოუთმენლად ველიშემდეგ თავს♡♡

 


№2  offline წევრი DI ANA

მახსოვს კოცნის ვალს რომ ვკითხულობდი კომენტარებში გთხოვე მეორე ნაწილი დაწერე მეთქი და აიიი დადგა ეს ბედნიერი დღეც.

ერეკლემ ლამის თავი შემაძულა, საშინლად იქცევა, თინათინი ცოდოა მაგ უგულოს ხელში. წერა კარგად გამოგდის იმედია მესამე ნაწილს მალე დადებ❤

 


Niniko11
ურაა როგორ გამიხარდა რომ დადეე თანაც საკმაოდ დიდი თავი მაგრამ მე რა დამაკმაყოფილებსს დდდ
ძალიან კარგები არიაან მოუთმენლად ველიშემდეგ თავს♡♡

ძალიან დიდი მადლობა ტკბილო ????????

DI ANA
მახსოვს კოცნის ვალს რომ ვკითხულობდი კომენტარებში გთხოვე მეორე ნაწილი დაწერე მეთქი და აიიი დადგა ეს ბედნიერი დღეც.

ერეკლემ ლამის თავი შემაძულა, საშინლად იქცევა, თინათინი ცოდოა მაგ უგულოს ხელში. წერა კარგად გამოგდის იმედია მესამე ნაწილს მალე დადებ❤

როგორ მიხარია ასეთი სითბო რომ მხვდება საიტზე კომენტარებში ❤ მადლობებიი და ვეცდები ვრცელი თავი გამომივიდეს, თუმცა არვიცი რამდენად მალე იქნება...

 


ვაიმეეე, ყველაფერი ახლა წავიკითხე და მაინტერესებს მესამე ნაწილი თუ ექნება

 


სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმეეე, ყველაფერი ახლა წავიკითხე და მაინტერესებს მესამე ნაწილი თუ ექნება

კი, ექნება. თუმცა, ვფიქრობ მესამე თავი დასსასრული იქნება.

 


№6  offline წევრი Tata-777

ღმერთო ერეკლე საშინელი ადამიანია როგორ შეიძლება ეთამაშო იმ ადამიანს რომელსაც უყვარხარ და თან შენ ეს იცი მგონი თინათინი არ იმსახურებს ერეკლეს

ან ერეკლესნაირი არ იმსახურებს თინათინისნაირ კარგ ადამიანს

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

Agar agrdzelebt?

 


№8 სტუმარი taasoooo

აუუ როოდის დადებ შემდეგს მოოვკვდიი ლოდინით

უმააგრესი იყოო მაგარია ამ ერეკლეს რააჯადაბა უნდააკიდე იმედიაა გაამოოვაა მეესაამე ნააწილი დაა დავისვეენებ მოოუთმენლად გელოდები მაგარი უნამუსობაა რაა ვეელოდებიი რააიქნება დაადე ვაჰჰჰჰ ამანერვიულაა ადააამიანიი ვააააააააა

 


№9 სტუმარი ანანა

აღარ დებ შემდეგ თავს

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ შემდეგს ძალიან კარგია

 


№11 სტუმარი Tako

Mesame nacili agar aris?

 


№12 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Rogor mainteresebs mesame tavi, rato agar dade?

 


№13 სტუმარი Mako

Agar gaagrzelebt?kargi istoriaa da dasasrulis gareshe codoa

 


№14  offline წევრი duchi_duchi

მესამე ნაწილს როდის დადებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent