შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასტურო „ელისი“ (1 თავი...საცდელი)


2-02-2019, 20:28
ავტორი colorfulgirl
ნანახია 974

დილით ისევ კოშმარი მაღვიძებს.. თვალებში ისევ ცრემლები მიდგას... ვცდილობ თვალები კარგად გავახილო და წამოვგდე. ტანში სასიამოვნო სიცივემ დამიარა. ფანჯარასთან მივდივარ და სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და მოწევას ღრმა "ნაპასით" ვიწყებ. დღეს ისევ ვცდილობ ცოტა ხნით მაინც დავივიწყო ჩემი საზიზღარი რეალობა და თავი ნორმალურად ვიგრძნო...ყველაფერი სამი წლის წინ დაიწო... ჯერ კიდევმაშინ როცა 18 წლის ვიყავი...გათამამებული, "მდიდარი მაიკოს გოგო". სახლში გვიან დავბრუნდი. კარი შევაღე და დედას ძებნა დავიწყე... მე და დედას კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია. ყოველთვის შეუძლებელს ითხოვდა ჩემგან, ყოველთვის იმაზე მეტი უნდოდა ვიდრე გვქონდა... დედა ჩემს სიჯიუტეს ვერასდროს იტანდა, არადა ეს მისგან გამომყვა,წესით არ უნდა გაკვირვებოდა...დედა ვერსად ვიპოვე. ვიფიქრე რომ სახლში არიყო და სააბაზანოში შევედი. კარი გავაღე თუ არა იატაკზე დედას სისხლით მოსვრილი სხეული ვიპოვე. გავშეშდი, ვერმივხვდი რაუნდა გამეკეთებინა, ტირილი ამივარდა. კარის ხმა გავიგე, მამა იყო. როცა დაგვინახა, ისიც ჩემსავით გაოცებული იყო. დედას დაკრძალვის შემდეგ მამამ სმა დაიწყო. ბიზნესშიც პრობლეემები შეექმნა. გავკოტრდით. ნახევარი წლის შემდეგ კი ოთახში ბაწარზე ჩამოკიდებული ვიპოვე. მაშინ დავკარგე ცხოვრების ხალისი. იმის მერე ყოველ ღამით კოშმარები მესიზმრები. თვალებს როცა ვხუჭავ დედას მწველ მზერას ვგრძნობ, ის აშკარად ცდილობს, რომ თავი დამნაშავედ მაგრძნობინოს. სამი წელია ვებრძვი ამ ტკივილს.სამი წელია ჩემი საუკეთესო მეგობარი ცდილობს გამომიყვანოს ამ მდგომარეობიდან, მაგრად ამაოდ. ყოველ ღამე კოშმარი მაღვიძებს.საკუთარ თავს მეასე პირობას ვაძლევ რომ შევეცდები გავუმკლავდე ამ ყველაფერს, თუმცა ეს ხომ შეუძლებელია. ხო, მე ევანგელია ვარ, ყველა ევას მეძახის. 21 წლის. მაღალი, წელამდე ოქროსფერ თმით და ღია ცისფერი თვალებით, პატარა ცხვირით და გამოყვანილი ტუჩებით... არქიტექტურაზე ვსწავლობ. თუმცა სამუშაოს პირობების გამო აკადემიურის აღება მომიწია...ახლა სასტუმრო „ელისში“ ვმუშაობ.
საათს ვუყურებ, უკვე 8 საათია, მომზადებას ვიწყებ. სააბაზანოში შევდივარ. მალევე გამოვდივარ, თბილად ვიცვამ და სახლიდან გავდივარ. ნოემბერია. მიყვარს ეს თვე. არც ცივია და არც თბილი.ავტობუსი ათ წუთში მოდის. ცხრაზე უკვე სასტუმროში ვარ.ფორმას ვირგებ და ოთახის შესამოწმებლად მივდივარ, როცა გზაში ჩემი ყველაზე გიჟი და გადარეული დაქალი მხვდება.
-ევაა ბევრი ოთახი გაქვსს?-მკოცნის და ეგრევე მეკითხება.
-209 და 211 შენნ?
-მე 225 და 267-მეუბნება და თვალებს ატრიალებს.
-მიდი, მიდი ქეთო ნუხარ ზარმაცი- ვუცინი და ხელს ვკრავ, რომ წავიდეს.
-გნახავ მერე და მოგიყვებიი რაღაცასს. წავედი გაკოცეე- კოცნას მიგზავნის და მიდის. ოთახს ნელნელა ვალაგებ...
ოთახების დალაგებას ორსაათს ვანდომებ. გარეთ გავდივარ თუ არა. უფროსი მეძახის.
-ევა მალე ჩამოდი, რაღაც მაქვს სათქმელი.
-კარგით-ვეუბნები უკვე დაღლილი. გზაში ქეთო მხვდება.
-მე და გიომ ვიჩხუბეთ-მეუბნება მოწყენილი ხმით, თითქოს ცრემლს ძლივს იკავებს.
-რაა? რატომ?-გაკვირვებული ვუყურებ,რადგან დათა და ქეთა მგონი ერთადერთი წყვილია რომლებიც უიშვიათესად კამათობდნენ.
-ის ვიღაც დეგენერატი რომ იყო ხოიცი? რომ მირეკავდა სულ- თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ- მაგაზე გაიგო, დამიწყო რაღაცეები, რატო არმოთხარიო, რაგეგონა ეგრე შეგეშვებოდაო.-თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
-კაი რა ქეეთ ხოიცი როგორ უყვარხარ დათას, აი ნახავ დღეს დაგირეკავს.-ვეუბნები ჩუმად და ვეხუტები.
-არ დამირეკავს, ხოიცი როგორია არაა, სანამ არ გადაუვლის არდამირეკავსს-დამშვიდებას ცდილობს.
-კაი მოიწმინდე ეგ ცრემლები და წავედით ნატომ რაღაც მაქვს სათქმელიო.
-აუ მაგანხო შეგვჭამა რაა. ეხლა რომელი ოთახი არმოეწონა ნეტაა.-ამბობს და ხმაში ეტყობა რომ ძალიან დაღლილია.ქვევით ჩავედით. ნატოს ყველა შეეკრიბა, ვინც დღეს სმენაში იყო.
-მოკლედ გოგონებო ეხლა შემატყობინეს რომ ორი მიმტანი გაუშვიათ და ორს იქ გადაიყვანენ. თავიდან ევას და ნინოს გადაყვანას აპირებდნენ, მაგრამ ნინო უკვე დეკრეტში გადის, ამიტომ ქეთი შენ და ევა გადახვალთ.-გაგვიღიმა-კარგით ეხლა დაისვენეთ და შემდეგ საქმეს მიხედეთ. თქვენ ხვალიდან რესტორანში იქნებით.-შემოგვხედა და გავიდა. ცოტახნით თავისუფლები ვიყავით,ვჭამდით როცა ქეთოს მობილურის ხმა გავიგეთ.
-აი ხომ გითხარი-ვუთხარი გახარებულმა.-აიღე მალეე,
-ხოო-მშვიდად საუბრობდა.-არაა... სამსახურში ვარ... გადაგიარა გაბრაზებამ?...მომენატრე... რო დავამთავრებ დაგირეკავ და გამომიარე რა...მიდი მეცც.-ტელეფონს თიშავს და მიღიმის.
-რასაყვარლები ხართ-ვეუბნები და ხელს ვხვევ.
-შენ როდის იპოვი ერთი ვინმეს-იცინის.-დარჩი შინაბერა.
-კარგი რა ქეეთ, მოვა მაგის დროც.-მეც მეღიმება...დრო მალე გავიდა.იმ დღეს კიდევ ოთხი ოთახის დალაგება მომიწია. სახლში საშინლად დაღლილი მივედი. ეგრევე სააბაზანოში შევედი, უცებ დავიბანე და მალევე გამოვედი.საღამური ჩავიცვი და ლოგინში შევწექი...მეორე დღეს კოშმარს არშევუწუხებივარ. წამოვდექი, უცებ მოვემზადე და სასტუმროში წავედი... სასტუმროს კართან გიოს მანქანა დავინახე და დაველოდე როდის გადმოვიდოდნენ. ორივე გადავკოცნე და გიო მოვიკითხე.
-როგორ ხარ გიო?
-კარგად ევაა შენნ? დღეს სადმე წავიდეთ რა, რამდენი ხანია ერთად არსად არწავსულვართ.-ჯერ ქეთოს უყურებს, შემდეგ კი მე.
-აუ ხო წავიდეთ.- სიხარულით ამბობს ქეთო.
-ხო ვნახოთ, ძაან დაღლილი თუ არვიქნები წავიდეთ.
-წავედი აბა მე, გნახავთ საღამოს.-ქეთოს კოცნის და მიდის...
დრო ნელა გადის, ჯერ მხოლოდ ორი საათია.. შეკვეთა მიმაქვს და თან საჭმელს დავყურებ, რაღაცნაირი ფორმა აქვს და ულამაზესადაა მორთული. უცებ ვიღაცას ვეჯახები და ხელიდან ყველაფერი მიცვივდება.
-ვაიმეე წინ იყურეე.-იწყებს ყვირილს და ისე მიყურებს თითქოს ბოლოდონის იდიოტი ვიყო.
-მეეე...მე ბოდიში. არ დამინახიხართ.-სათქმელს თავს ძლივს ვაბამ. გვერდით ზესიმპატიური ბიჭი უდგება, ღია ყავისფერი თვალებით და ამავე ფერის უკან გადაწეული თმით, ოდნა კეხიანი ცხვირით და საშუალო ზომის ტუჩებით.
-რახდება?-მიყურებს. მე ვცდილობ არ გავხედო.
-ნახეე რამიქნა. სულ დავისვარე დათიი-ამაზრზენად მიყურებს და ტანსაცმელს ათვალიერებს. ბიჭმაც მას გახედა.
-კაი რა ნატაშ, უცებ მოუვიდა ხოხედავ? რათუნდა ამდენი ამბავი? გამოიცვალე და ჩამოდი.-"მიცავს" და მზერას ისევ არმაშორებს.
-რაა?-ისევ ყვირის და მიდის. ბიჭიც მას მიყვება. ჩემთან კი მენეჯერი მოდის.
-ევა ცოტა ფრთხილად იყავი, ხომ გაგაფრთხილე არა? სულ ასე ვერ გამოძვრები.-მეუბნება და ისე მიდის პასუხს არც ელოდება. შემდეგ დრო ჩვეულებრივზე მალე გადის. უკვე ჩვენი წასვლის დროა. აქედან პირდაპირ კლუბში მივდივართ. ძალიან ბევრი დავლიე, თუმცა ძალიან დიდი ხანი არ გავჩერებულვარ. სახლში რომ მივედი პირველი საათი იყო. უცებ მოვწესრიგდი და დასაძინებლად წავედი.



№1  offline წევრი Onlyyou

Ici ragac shinaarsi devs cota zereled wer ise titqos ar grdznob istoriia personajebs ise titqos ogond dawero da meti raferi cota ganavrce dialogebi ase nu miafuchecheb da dzaan gtxov chamoyalibdi qetas sheyvarebuls data qvia tu gio dzaan dabneulad werr raaa


Nuuu mainc wavikitxav imedi maqvs gamoasworeb ❤

 


№2  offline წევრი colorfulgirl

Onlyyou
Ici ragac shinaarsi devs cota zereled wer ise titqos ar grdznob istoriia personajebs ise titqos ogond dawero da meti raferi cota ganavrce dialogebi ase nu miafuchecheb da dzaan gtxov chamoyalibdi qetas sheyvarebuls data qvia tu gio dzaan dabneulad werr raaa


Nuuu mainc wavikitxav imedi maqvs gamoasworeb ❤

ხო სახელის შეცვლა დამავიწყდა ზევით, მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent