სიყვარული უსიყვარულოდ (დასასრული)
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ყველაფერი დაიწყო კიდევ ერთი ზაფხული მოვიდა. მწველი, ცხელი ზაფხული ახალი გრძნობებით, ახალი ემოციებით, ახალი ადამიანებით და გადალახული ბარიერების ბოლოს წარმატების განცდით. ფანჯრიდან გრილი ჰაერი შემოდიოდა და თხელ ,თეთრ ფარდას მაღლა სწევდა. მარიამთან აღწევდა და ნახევრად შიშველ სხეულზე ეხებოდა. კანი დაეხორკლა, გამომეტყველება შეეცვალა, გაეღიმა და მუცელზე დაწვა. პლედი წელამდე ჩავიდა ,ერთი ფეხი მოხრილი ჰქონდა მეორე გაშლილი,ხელები ბალიშზე ჰქონდა მოხვეული და სახეზე არეული თმები ეყარა . ალექსანდრე ოთახის მეორე ბოლოში მოლბერტის წინ იდგა და დიდი ხნის შემდეგ ისევ ხატავდა . მარიამს დიდხანს ვერ უყურებდა , თითების ბალიშები ეწვოდა უკვე , ტუჩები გაუშრა, თითქმის არაფერი ეცვა და მაინც იწვოდა. გაეცინა, საკუთარ თავს დასცინოდა და მარიამისკენ მიიწევდა. საწოლზე ავიდა ,მძინარე ცოლს წელის მალებზე აკოცა, შემდეგ ნეკნებს მიუყვებოდა , გამოკვეთილ ძვლებზე ეხებოდა ტუჩებით და იღიმოდა , მარიამს უკვე ეღვიძა ,თვალებს არ ახელდა სანამ ტუჩებამდე არ მიაღწია დადვანმა შემდეგ მკლავები მოხვია ხელით უბიძგა და ზემოდან მოექცა -ჩემი ქმარი ძალზედ აღგზნებულია , მთვარიანი ღამე იყო წუხელ ხომ? - თითები მის თითებში ახლართა , თვალებში უყურებდა და იცინოდა -როგორ შეგიძლია მშვიდად გეძინოს მაშინ როდესაც მე გიყურებ -შენ მე სულ მიყურებ და ვეღარ დავიძინო? - ხელები მაღლა ასწია ,სულ მთლად შიშველი იყო. თმები უკან გადასწია და ფანჯრიდან გაიხედა- შესანიშნავი ამინდია, დილიდან ცხელა -ძალიან, ძალიან ცხელა ...შეიძლება დავიწვა კიდეც- ერთი ხელი ყელზე შეუცურა, ცერი ქვედა ტუჩზე გადაატარა , მეორე ხელის ფალანგებით მკერდზე ეხებოდა, ჯერ მკერდის ხაზს მიუყვებოდა ,შემდეგ დვრილზე გადავიდა - ცურვისთვის შესანიშნავი ამინდია, მაგრამ ვფიქრობ ზედმეტად ცხელა იქ -იცი ხომ? - მაჯაზე თითები შემოხვია , ნაიარევზე აკოცა და თავი უკან გადასწია -დედამიწაზე არსებულ ყველა სიყვარულზე უფრო მიყვარხარ -მარიამ ... დილიდან ნუ გამაგიჟებ შენ ისედაც წუხელ მე - მარიამმა კოცნა რომ დაუწყო მაშინვე მიხვდა რაც ელოდა და არეულად დაიწყო ლაპარაკი -დამხატე? -ბოლომდე ვერ ...მარიამ -ჩშშ ,მოდუნდი პატარავ -მარიამ საზღვრები არ ჰქონდა მარიამ დადვანს და ყოველი დღე , ყველა წამი მის გვერდით იყო ფეიერვერკი ,დიდი აფეთქება , სიგიჟე და არაფერი იყო ჩვეულებრივი, არაფერი იყო ნაცრისფერი, როდესაც ის ჩნდებოდა ყველაფერი სხვა ქრებოდა . დამოკიდბეული იყო მასზე, ისე როგორც ჟანგბადზე, წყალზე და საკვებზე. არ არსებობდა კითხვები, არ ღელავდა წარსულზე მხოლოდ მომავალზე და აწმყოზე ფიქრობდა და ზუსტად იცოდა მარიამი მისი ცხოვრების ქალი იყო და ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა მხოლოდ მეგობრები რომ ყოფილიყვნენ. ეზოში იყვნენ, მარიამი ჰამაკში იჯდა ,ალექსანდრე წვენის ჭიქებით ხელში მიდიოდა ეზოსთან მანქანა რომ გაჩერდა . კატო მაშინვე გამოჩნდა , შორიდან ეძახდა ძმას და კიოდა -ჩავაბარეეეეე ... სტუდენტი ვააარ ხალხოოოო - ალექსანდრეს ყელზე ჩამოეკიდა -ყოჩაღ პატარავ , მოიცა რა გამოდის რომ მოტოციკლის ტარება უნდა გასწავლო? -დიააახ... -არც იფიქრო ალექსანდრე იცოდე გავგიჟდები ... მთელი კორპუსი ფეხზე დააყენა -ირინაც გამოჩნდა. ორივეს აკოცა და მერე კატოს შეხედა- რა? მამაშენი მეც მომკლავს და შენც რომ გაიგოს ბაიკს გაეკარე -მამა ახლა ისეთი დამყოლია დედა ერთი რომ გაუღიმო გაითიშება და ბაიკზე კი არა ვერტმფრენზე დამსვავს თავისი ხელით ... ვაიმეე ხალხო ჩავაბარე - ცეკვა დაიწყო , მარიამმა დაატრიალა და აკოცა -ხომ გეუბნებოდი...ვის ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მაგარი მულიო? -შეენ? ოოო ღმერთო ჩემოო არ მჯერაა...გილოცავთ ქალბატონო მარიამ -გიჟი ... - ირინამ გაიცინა და მერე ალექსანდრეს შეხედა- დე , მგონი მყუდროება დაგირღვიეთ -კარგი რა ირინა აღარ უნდა მორჩე უცხოსავით ლაპარაკს, ბოდიშებს და დისტანციის დაცვას? მე შევეჩვიე რომ დედაჩემი ხარ და შენ რით ვერ მიეჩვიე. დასხედით , წვენს მოგიტანთ და მერე მითხარი რა ხდება აბაშიძესთან - თავზე აკოცა და სახლისკენ წავიდა. ირინა გაღიმებული უყურებდა და გული დიდი სიჩქარით უცემდა. შემდეგ გოგონებს მიუბრუნდა სკამზე ჩამოჯდა. ბოლო თვეები სწრაფად გავიდა ,მაგრამ შედეგები აშკარად იცვლებოდა, იცვლებოდა თანაც უკეთესობისკენ. მხოლოდ დადებით მხარეს ხედავდა ამ ყველაფერში და ყველაფერი საბოლოოდ დატოვა წარსულში. ახლა ჰყავდა ორი დედა, და-ძმები, მამა , მამინაცვალი რომელსაც ირინა ძალიან უყვარდა და არ არსებობდა მიზეზი რომელიც მათგან შორს ყოფნას აიძულებდა. ნინო და ირინა რომ გააცნო ერთმანეთს იმ დღეს ყველაზე მეტად ღელავდა. იჯდა მარიამთან ერთად და უყურებდა იმ ორს . ორივე უყვარდა ეს იყო ყველაზე მთავარი და სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ნინო და შოთა სამოგზაუროდ იყვნენ წასულები. შოთამ თავისუფლებით ტკბობა ცოლთან ერთად გადაწყვიტა . ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, თავისთავად ალაგებდა დრო ყველაფერს ერთადერთი რაც არ იცვლებოდა მარიამი იყო მის გვერდით ჭირსა და ლხინში ... კატო და ირინა მალევე წავიდნენ . ისევ მარტო დარჩნენ , მარიამი მინდორზე იწვა და ხეებს შორის გამოჩენილ ცას უყურებდა -რთული კვირა იყო არა? -კატოს მართლა ასწავლი მართვას? -ვნახოთ , შეიძლება ვასწავლო -გახსოვს მე რომ მასწავლიდი? -ორი ბაიკი გადავაგდე მაგ სწავლების დროს -ღმერთო რა ბოროტი ხარ ... გაგებუტე -ანდრე და სოფიო ჩამოდიან...თორნიკეს სიურპრიზს უკეთებსო . წუხელ მითხრა ანდრეამ სოფიოს ისე უყვარს სულ რომ გამაგიჟოს მაინც ვერ ვეჩხუბებიო ...მოკლედ უნდა როგორმე ერთ ტერიტორიაზე შეგვკრიბოს. მგონი სოფიომ არ იცის ყველაფერი - მარიამის გვერდით დაწვა და თავი მუცელზე დაადო - რა გავაკეთო მარიამ? -ჩემთვის სულერთია ... მინდა სოფიო ვნახო და ანდრეას დავაკვირდე -დააკვირდე? -მაინტერესებს გგავს თუ არა -არ მგავს! -რომ გავიცნობთ გავიგებთ... გარეგნულად ეგრე ძალიანაც არ გგავს -მგავს მარიამ ... უბრალოდ სრულიად სხვა სტილი აქვს. თორნიკეზე ვლაპარაკობდით -სახლი ააშენა ... რემონტს ელვის სისწრაფით აკეთებინებს და იცი ვინ ეხმარება? -მაინტერესებს? -იმ სახლში ანდრეამ და სოფიომ უნდა იცხოვრონ... -ან იცხოვრებს ან არა...მე თუ მგავს მის სახლში არ იცხოვრებს -ხატიაა მის გვერდით -ეს მზერა... ქარდავა და გიგანი? სერიოზულად? -ხატიას მოუყვა , ყველაფერი უთხრა და ქარდავას უყვარს იცი? სულ პირველად რომ შეხვდნენ და ვკითხე მაშინვე მივხვდი რომ გიგანის ცისფერმა თვალებმა დაატყვევეს ჩემი გიჟი გოგო . ხატიას ხომ იცნობ ეგ რომ ჩაიფიქრებს , ეშმაკსაც ანგელოზად აქცევს და გიგანი გგონია წინააღმდეგობას გაუწევდა? -სახლი ამდენი ხანია შენდება და შენ ახლა მეუბნები ხატიაზე? -თუ ღმერთი გწამს ის გოგო ბედნიერია , კარგადაა და გიგანი მონსტრი არაა -სიანტერესოა...რა გამოდის რომ შენ მიიყვანე ხატიასთან? მარიაამ , ოხ ჩემო მარიაამ - ხელი მოხვია და ტუჩები დაუკოცნა- ჩემი ცოლი ჯადოქარია , მაგრამ კუდი არ აქვს და ცოცხის ნაცვლად ჩემზე ჯდომა უყვარს , ფრენა გამოგვდის ? - ხელი საჯდომზე მოუჭირა , ფეხებზე დაისვა და კოცნა გააღრმავა -გარყვნილი ქმარი მყავს,თვითონაა ლუციფერი და მე ჯადოქრობას მაბრალებს -რა უსამართლო ხარ სად მე და სად ლუციფერი -პირადად ჩემთვის ანთებ ცეცხლს და მწვავ...ვისააქვს კიდე ცეცხლი და ასეთი მნათობი თვალები -მხოლოდ მე! ........ ბავშვთან ერთად იჯდა ხალიჩაზე და ეთამაშებოდა, თან საათს უყურებდა . მაშო სახლში არ იყო, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სამახურიდან მოსულს ბავშვს ხელში მიაჩეჩებდა და მიდიოდა . ძირითადად სავარჯიშოდ დაბრძანდებოდა, ზოგჯერ მეგობრებს ხვდებოდა, ხანაც მეცადინეობდა და როგორც იყო ყოველ საღამოს ნიკუშა დათოსთან ერთად იყო. ნატაც არ ეხმარებოდა, გიგა საერთოდ ბავშვს მოფერებით თუ მოეფერებოდა თორემ საფენს ვერ უცვლიდა, ვერ აძინებდა და თამაშიც არ გამოსდიოდა. მაშოს ზედმეტი კილოგრამები თანდათან ქრებოდა, ახლა უკვე ფორმებზე ზრუნავდა და დათუნა ჭკუიდან გადადიოდა. არც ურეკავდა, ვერც მშვიდდებოდა . ბოლოს ბავშვი აიყვანა, ფეხსაცმელი ჩააცვა და სახლიდან გავიდა. მანქანიდან რომ გადავიდნენ და ყველამ შეხედა მერე გაიაზრა რომ თითქმის ერთნაირი ტანსაცმელები ეცვათ, ბავშვს ფუმფულა ლოყაზე აკოცა და გაიცინა -მაა დედაშენს ისე ვუყვარვარ შენც კი ჩემსავით გაცმევს...არ არის ნორმალური და იცოდე ვცემ ახლა იქ თუ იმ ტრენერს ეპრანჭება . ხო ,ხო შემოვსცხებ იმ მკვრივ უკანალზე ...საზიზღარი როგორ დადის და მიწვევს , დიდი გაიძრა ვინმეა,მაგრამ ასე მარტივად არ დავნებდები- უკვე დარბაზში იყო და აქეთ-იქით იყურებოდა. ბავშვი ძირს დასვა, ხელი ჩაკიდა და ისე განაგრძო გზა. მაშო ისევ ვარჯიშობდა, ყურსასმენები ეკეთა და ყველა რომ გაჩერდა მაშინ გაიხედა უკან. სიცილი ძლივს შეიკავა მამა-შვილის დანხვისას. პატარა ბატონი ისე მიბაჯბაჯებდა დათუნას გვერდით როგორც დიდი კაცი. დათოს ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და ნელა მიდიოდა ბავშვი რომ არ წაქცეულიყო , თორემ დიდი სიამოვნებით მივარდებოდა ჭრელთვალება ჟღალს. -დეე რაო მოგენატრე ? მამას საქმე აქვს ნეტავ თუ რატომ ვერ დამელოდა - ბავშვი აიყვანა და დათუნა დააიგნორა -მამასაც მოუნდა ვარჯიში , რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ -ჯინსებით აპირებ ვარჯიშს? -არა შენს შორტს ჩავიცვამ...თუ რა არის ეს- ახლოს იყო, მის ყურთან ლაპარაკობდა , ხელი მუცელზე შემოხვია და იღიმოდა- მუცელზე პრესის დაყენებას აპირებ?-თითები აათამაშა და ისე მიუახლოვდა რომ უკანალზეც ეხებოდა- საჯდომი უკვე ყველას ესალმება , ფეხზე დგებიან და თავს მაღლა სწევენ მისი დანახვისას -ახლა რომ გაკვირდები მგონი ღიპი გაქვს , შენც უნდა ივარჯიშო თორემ პოპულარობას კარგავ უკვე ძირფასო , არასასურველი გახდები მალე . რომ შემოხვედი ნიკუშას მეტი გოგო უყურებდა ვიდრე შენ- მოშორდა , გაუღიმა და წყლის ბოთლი აიღო - მანქანაში დამელოდე...გამოვიცვლი და გამოვალ -გამოიცვლის და გამოვა ... თავხედი ! შენ თუ ჭკუა არ გასწავლო , თურმე არასასურველი ვხდები...ღიპი გაქვსო გაიგონე რა მითხრა? იმ მწარე ენას რომ ამოვაცლი მერე ნახავს...სულ გაგიჟდა. მამიდაშენის ბრალია და მისი დაქალების გადაიყვანეს ჭკუიდან , თორემ ჩემთან ასე ლაპარაკი სად შეეძლო . მეტის ღირსი ვარ , ხომ ვეუბნებოდი როგორი ქალი ხარ ქმარს ვინ თმობს-თქო და აჰაა გადმოვიდა იერიშზე - ჯუჯღუნებდა ,წარბებშეკრული მიდიოდა და ბავშვიც გაჩუმებული უყურებდა ვერ გაეგო რა სჭირდა. სავარძელში ჩასვა ნიკუშა და თვითონ გარეთ დარჩა. სიგარეტს მოუკიდა , ყურადღება რომ გადაეტანა და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა . ქალბატონი ნელა მიაბიჯებდა და თან თმებს ისწორებდა. უკან, ბავშვის გვერდით დაჯდა და თავის ენაზე მოლაპარაკე პატარას ხელები დაუკოცნა -დეე დავიჯერო დათუნა გააბრაზე თუ სახლში ყოფნა მობეზრდა მამა ბატონს , როგორც ჩანს ისევ სადმე კლუბში მიეჩქარება თავისი ახალი გასართობი რომ ნახოს -რას ელაპარაკები ბავშვს ნეტავ ნორმალური თუ ხარ -დეე იცი იმ გოგოს შენ რომ ბურთები გიყვარს ისეთი აქვს წინ კალათბურთის ორი ბურთი აქვს უკან ფეხბურთის -აი თურმე რატომ იკლავ თავს ვარჯიშით...ტრენაჟორები მკერდის ზომას არ ზრდის ძვირფასო -ხერხემალს აზიანებს სხეულთან შეუსაბამო არაპროპორციული მკერდი და მე სრულიად ვაკმაყოფილებს მოდელის სტანდარტებსაც კი... ნატამ მთხოვა ფოტოსესიაში მიიღე მონაწილეობაო და ვფიქრობ დავთანხმდე. დაკავებული ვიქნები და ბავშვს დაგიტოვებ -ბავშვს ძიძას უპოვნი და დაიტოვებს ის , შენ კიდე ნატალიას მოდელობა გინდა თუ მუშაობის დაწყება -ფოტომოდელობი მუშაობენ რომ იცოდე , ქვის ხანის ადამიანო -ეს უკან დაჯდომა რა დაიწყე უნდა შევასკდე რამეს? -არ მითხრა რომ თუ ვერ მხედავ ვერ მესაუბრები -რას მეცინიკოსები გოგო რა ჯანდაბა გინდა ბოლო ერთი კვირაა მიღრენ -ვინ მე? როგორ გეკადრება ეს შენ ხარ უბრალოდ გაღიზიანებული...სახლიდან გასვლა ვერ მოახერხე . მაპატიე ხელს ვერ გიწყობ საყვარლებთან შეხვედრაში, მაინც რა ცუდი ცოლი ვარ არა? - მანქანის კარი გააღო და გადავიდა. ბავშვი აიყვანა , ჩანთაც მოიკიდა მხარზე და სახლისკენ წავიდა -რას ბოდავ გამაგებინე , ჩხუბი მოგენატრა და განგებ მაღიზიანებ? -ნუ ყვირი... ნატალია მუშაობს და შენი ყროყინის მოსმენა ხელს შეუშლის. რას მომყვები, შეგიძლია წახვიდე, ბავშვს მე მივხედავ. ხომ აჭამე უკვე, დავაძინებ რომ გამოიქეცი უნდა მიმხვდარიყავი რომ ეძინება -წავალ აბა რას ვიზამ, შენთან საერთოდ როგორ ვძლებ მიკვირს. ალქაჯი ეს, წითელთმიანი ალქაჯი ... -გაიქეცი , გაიქეცი არ დაგაგვიანდე ს -ღმერთო რატომ გინდა ცოდვა ჩამადენინო და მოვკლა? მერე რა ვუთხრა ნიკუშას,როგორ დავაჯერო დედაშენი სულელი იყო და ნერვები რომ მომიშალა შემომაკვდა-თქო -სულელი ნამდვილად ვარ ... ჭკვიანი შენ არ გამოგყვებოდა ცოლად, არც შეგიყვარებდა და საერთოდ რა მინდა აქ? -შენ გაგიჟდი ხომ ? რამე დალიე თუ რა გჭირს ... -გადი ბავშვი უნდა დავაძინო -დაიძინებს ისედაც...ვერ ხედავ სძინავს ფაქტობრივად - პიჟამაში გამოწყობილს დააკვირდა მოძრავ სათამაშოებს რომ უყურებდა და ნელ-ნელა ხუჭავდა თვალებს - გამომყევი შენ - ხელი ჩაავლო და ოთახიდან გაიყვანა -სად მიგყავარ...მანდ რომ აღარ მძინავს დაგავიწყდა? -აი მანდ მივქარე რომ გაგიშვი ... დღეიდან აქ დაიძინებ -ეგღა მაკლია ახლა დაველოდები როდის მოხვალ სხვა ქალის სუნით და მომიწვები გვერდით -ვინ ქალის გოგო შენ ხო არ გადარეულხარ ... მეტი მეკუთნის ლამის იმპოტენტი გავხდი და ეს ცრუ ბრალდებებს მიყენებს. ავადმყოფი, ეჭიანობს ახლა ვიღაცაზე და შ*მცა ტყუილად მთელი კვირაა შემჭამა -ტყუილად? დაგინახე როგორ კოცნიდი მიას თუ რა ჯანდაბაც ქვია იმ აირბაგებიან საფრთხობელას... ნორმალური მაინც იყოს , ტეხავს ჩემნაირი ცოლი რომ გყავს და ვიღაც მისნაირთან დადიხარ - მშვიდი ჰქონდა ტონი, მხოლოდ თვალები უელავდა დათუნა კი გიჟს გავდა. მერე ხმამაღლა დაიწყო სიცილი და მაშოსკენ დაიძრა -ანუ მია ... აირბაგებიანი საფრთხობელა და ტეხავს მასთან რომ დავდივარ -ნუ მიახლოვდები და დიახ , სირცხვილია . ადრე უკეთესი გემოვნება გქონდა -ახლა უკეთესი გემოვნება მაქვს ვიდრე ადრე , დამიჯერე -აუტანელი ხარ , ნერვებს მიშლი...ჩემზე ეჭვიანობ, სცენებს მიდგავ და თვითონ რას აკეთებ . გგონია დიდხანს მოვითმენ ? იქნებ კიდევ ერთი ბავშვი გამოგივიდეს და მერე გაგეყრები , მასაც ხომ ენდომება მზრუნველობა -შენს დახრჩობაზე რომ ვლაპარაკობდი რატომ გადამავიწყდა მშობიარობის შემდეგ...ეგრევე უნდა ამომეცალა ეგ ენა და დავისვენებდით ორივე . სულელო , ნამდვილი სულელი ხარ ...აზრზე არ ხარ საერთოდ . ყველაფერი მე უნდა გითხრა ისე ვერ ხვდები , შენს გარდა შვილს არავინ გამიჩენს, არც ვინმე სხვაზე ვიზრუნებ და საერთოდაც დიდი ხანია ჩემთვის ყველაფერს ცეცხლისფერი აქვს . ამ თმის ფერი, ამ თვალების რომლებიც ჭკუას მაკარგვინებს და მე არავის სურნელი არ მექნება შენს გარდა... მარტო შენ მინდიხარ, მაგიჟებ და მიყვარხარ ეს დედა მ*ტყნული რით ვერ გაიგე და მიხვდი რო გამაბი , მაგრად გამაბი - კედელთან მიიმწყვდია ხელი წელზე შემოხვია , მანძლი ბოლომდე შეამცირა და თვალებგაფართოებულ ჟღალს მსხვილ ტუჩებზე დაეწაფა. მთელ ბრაზს, სურვილს, ვნებას ,ცეცხლს გადმოსცემდა ამ კოცნით. ჰაერში ასწია, მუცელზე შეისვა , ტოპი მკერდთან გადაუხია და თითებში მოიქცია , ყელში კოცნიდა, ლავიწზე , მკერდზე -დათუნა ... დათ მე -გაჩუმდი ...შენი ხმა არ გავიგო. ახლა კიდე გამაგიჟებ და კიდე თუ გადავიფიქრე გაგეყრები იცოდე ,მერე იჩალიჩე ჩემ შემორიგებაზე - ნიკაპზე მოუჭირა თითები, დანისლული თვალები მიანათა და ისევ აკოცა - შემომეჭმევი , მაგიჟებ ...როგორ ხარ ასეთი -დათოო შენ ...შენ მართლა არ -რა არ გოგო ...გითხარი მიყვარხარ თქო და კიდე ის გაინტერესებს ვინ გ*ვჟიმე და ვინ არა? - ისევ გაბრაზდა, ხელი გაუშვა და კედელზე მუშტი მიარტყა- გაგეყრები, იცოდე მართლა გაგეყრები და შენ თუ არ მოგკლა მონატრებით მაშო კედელს იყო მიყრდნობილი, თვალები ამღვრეული ჰქონდა, გული აჩქარებული . თან იღიმოდა თან ტიროდა, დათოს შეშლილი მზერა , მისი სიტყვები, სხეული რომელიც სურვილისგან ნაწილებად ეშლებოდა და მანძილი რომელიც წამებში დაფარა. მკლავები მოხვია, სხეულზე აეკრო და პირველმა აკოცა. მაისური მოაშორა, თითები მუცელზე ჩააცურა , ქამარი გახსნა და საწოლისკენ წავიდა -მაგ სიტყვების უკან წაღების საშუალებას არ მოგცემ იცოდე...ჩემზე მეტად ვიცი ვერ შემიყვარებ, მაგრამ -ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ... შენი სიყვარულის გამოც მიყვარხარ. შენ ჩემი ხარ და მიყვარს ის რაც ჩემია - ბოხი ხმა ჰქონდა და არეული მზერა. საწოლზე სრულიად შიშველი დააწვინა, სანამ საბოლოოდ გათავისუფლდებოდა სამოსისგან მზერა არ მოუშორებია ჟღალისთვის. ახლა უკვე მის ყველა ნაკვთს აკვირდებოდა, სწავლობდა, უყვარდა, გიჟდებოდა, აღმერთებდა ამ ქალს და მის სიყვარულს. ყველაზე კარგი რამ იყო ჟღალი მის ცხოვრებაში, თავისებურად უცნაურად ამოუხსნელი , გიჟური და არაორდინალური . მთელი ცხოვრება კონტროლს აკარგვინებდა და თან ამშვიდებდა, წამალიც იყო და საწამლავიც წითური მისთვის. დილით სიმძიმის შეგრძნებამ რომ გააღვიძა ყველა შეგრძნება განუახლდა, გვერდით გაიხედა და დათოს დანახვისას გულისცემა აუჩქარდა,მანაც თითქოს ზუსტად იცოდა როდის გაიღვიძებდა. ხელი მოხვია და ახლოს მიიზიდა -ენერგოვამპირი ხარ ჟღალო და მაინც სულ მინდიხარ... დამ*ნძრა- გაიცინა და დაბუშებულ ტუჩებზე აკოცა . თვალები არ გაუხელია ისე მოექცა ზემოდან , ცხვირის წვერით ეხებოდა კანზე ,შემდეგ ტუჩებს დაასრიალებდა და არ კოცნიდა - როგორ შარში ვარ , მაინც მომიგრიხე კისერი ხო ? -დათუნა ასე თუ დარდობ -გაჩუმდი- ტუჩებზე ააფარა თითები და გაეცინა მაშომ რომ აკოცა, თითზე უკბინა და ტუჩებშორის მოიქცია- გარყვნილი ჟღალი -ამ ჟღალს ბავშვი ჰყავს რომელიც მალე გაიღვძებს და უნდა წავიდეს ახლა ...გონს მოვიდეს - ისევ აკოცა , სულ მთლად წითელი ჰქონდა ლოყები და მაინც ზედმეტად თამამი იყო. ხელები ყელზე მოხვია და ისე აკოცა- უნდა ვიბანაო და გავიაზრო ყველაფერი -შენმა გააზრებებმა მომკლა...ამდენ ხანს ხო ვერ მიხვდი სანამ არ მაღიარებინე და ახლა კიდე იაზრებ? -როგორი გაღიზიანებული ხარ -ნეტავ იმიტომ ხომ არა რომ მაწამებ -მე გაწამებ? - გაიცინა და თითები მკერდის ხაზიდან პრესისკენ გადაიტანა- ნუთუ არ გრცხვენია მაგას რომ მეუბნები -უყურებდა ბრჭვიალა ჭრელი თვალებით, გაბუსხული სავსე ტუჩებით , აწეწილი წითელი თმებით და ბროწეულისფერი ღაწვებით -ვერ გაგიშვებ ბავშვის ხმამ ოთახამდე რომ მიაღწია ბატონი დავითი მაინც არ გაჩერდა. მერე სწრაფად ჩაცმას ცდილობდნენ. ბოლოს მაშოს მაისური ეცვა და ისე გარბოდა საძინებლისკენ ნიკუშა საწოლიდან რომ არ გადმობობღეულიყო. ნატა რომ დახვდა ბავშვით ხელში შეჩერდა და დათოც მალევე გამოჩნდა. ქალბატონი ნატალია ჯერ გაკვირვებული უყურებდა შემდგე ჩაიცინა და კარისკენ წავიდა -დილამშვიდობისა ...მე და ნიკუშა დაგტოვებთ . დღეს თავისუფალი ვარ და შვილიშილთან გავატარებ დრო . გიგა წავიდა უკვე - ბავშვის ჩანთა აიღო და ეშმაკური ღიმილის თანხლებით წავიდა -რომ არ გამოქცეულიყავი ბავშვს მარტო ვერ მივხედავდი? -ჩემი ცოლი რომ ხარ გავიწყდება? ერთი წელი გავიდა უკვე ... ზედმეტად დიდხანს მაწყვეტდდი ნერვებს - მე გაწყვეტდდი ნერვებს? ნუთუ არ გრცხვენია -სად მიდიხარ...აქ მოდი ,გგონია ასე მარტივად გამექცევი ? - ხელი მოხვია და ჰაერში ასწია -დათოო -ოიიჰ დათუნა აღარ ვყოფილვარ -ნწ, შენ სულ ჩემი დათუნა იქნები -თანახმა ვარ ,დავა დასრულებულად გამომიცხადებია .......... ზღვის სანაპიროზე სეირნობდა . თმები მაღლა ჰქონდა აწეული, მოკლე ჭრელი კაბა ეცვა , სათვალიდან უყურებდა ზღვას და დამიანეს სიჩუმეშიც კი ხმაურს ხედავდა. ყოველთვის ასე ხდებოდა , დამიანე ჩუმად რომ იყო მაშნ ჰქონდა ყველაზე ბევრი სათქმელი -მომიყევი დამიანე -რა -რაც გიტრიალებს მაგ ლამაზ თავში ...პირველივე დე -წასვლა მინდა -სად -სადმე სადაც არ იქნება მაღალი კორპუსები , ინტერნეტი და სხვა დანარჩენი -მთაში გინდა? -აქ არა ... სადმე სხვა ქვეყანაში . იქ სადაც დახმარება სჭირდებათ -გინდა და წახვალ კიდეც -ვატომ გაჭედა -რამდენი წლის ხარ, ვატომ საკუთარ თავს მიხედოს...მზად ხარ? გინდა ? დარწმუნებული ხარ? ხოდა წახვალ -ექიმი მინდა გავხდე ... აღარ მინდა ბიზნესზე -ჩემს ბიჭს ადამიანების სიცოცხლის ხსნა სდომებია, მხოლოდ ჩემი სიცოცხლე რომ აბარია არ კმარა ხომ? - ლოყაზე აკოცა და მისი სუნი შეიგრძნო-ნეტავ იცოდე რამხელა პატივია შენი დედა რომ ვარ -დე , ბედნიერება ისაა შენ რომ ხარ ჩემი დედა - ხელი მოხვია და ჩაეხუტა -ანუ მიდიხარ -ცოტა ხნით წავალ და მერე სწავლას დავიწყებ -აი ზუსტად ახლაა დრო მეორე ბავშვზე ვიფიქრო ... იცოდე სულ მომწერ, დამირეკავ ან რა ვიცი როგორმე მომიყვები და აღწერ ყველაფერს რაც ემოციურად იმოქმედებს შენზე -აუცილებლად -იქნებ ვინმე აფროამერიკელი მაინც მოგეწონოს...მულატი შვილიშილები მეყოლება,გაასწორებს -დედაა კარგი რაა -ჩემი ბრალია ხომ? მე და მამაშენი იმდენად გარყვნილები ვართ შიში გაქვს ხომ? -აჭარბებ...უბრალოდ ამ საკითხში არ გგავართ და აღარ მითხრა ბიჭები ხომ არ მოგწონსო -რა რასისტივით მელაპარაკები ,მოგწონდეს მერე რომელ ხვრელში შედებ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის , უბრალოდ შვილიშვილი მინდა . საოცარი ადამიანი ხარ და შენ რომ შენნაირები არ გაზარდო არ შეიძება უბრალოდ -დედა ასე რომ მელაპარაკები 15 წლის უზრდელი თინეიჯერი მგონიხარ -ხომ გამოვიყურები 17 წლის გოგოსავით -დედა -მითხარი რა შეშინებული მიყურებ -მართალი უთხარი მაშინ ვატოს? -რა ვუთხარი აბა შემახსენე? -დედა ხომ იცი -მამაშენი სახლში დაბრუნდა ხომ? მითხრა მიყვარხარო , ყველაფერი და აღარ გაგიშვებო ხომ თქვა -მაგრამ მას მერე სხვანაირია -ხოდა იყოს სხვანაირი, სერიოზულია უფრო -სერიოზული კი არაა ცუდადაა დედა და შენ არაფერს აკეთებ იმისთვის რომ კარგად იყოს -ქალები საშიში ქმნილებები ვართ ძვირფასო, ჩვენი წყენინება, აბუჩად აგდება და გულის ტკენა მარტივად არავის შერჩება . ოდესმე რომ შეიყვარებ იცოდე , არაკაცივით ნუ მოიქცევი , სანანებლად ნუ გაიხდი საქმეს . ეცადე გაუძლო სჯობს სურვილი არ აისრულო ვიდრე ინანო -არასდროს აპატიებ ხომ? -ვაპატიე, ვერ დავივიწყე და არც დავივიწყებ -ზოგჯერ ვერ ხვდები რამხელა ადგილი აქვს ადამიანს შენს ცხოვრებაში ...ცუდადაა დედა -მე ხომ მივიღე სხვა ქალების ნაფერები სხეულით, მე ხომ მივიღე იმ წუთებით რომელიც სხვასთან გაატარა . რა აგიჟებს, რატომ ვერ ისვენებს -ისიც შენსავითაა ,იმის გამო კი არ გიჟდება რომ სხვასთან იყავი , იმის გამოა ცუდად ,რომ თვითონ აურია ყველაფერი . მე ისიც გამიკვირდა რომ მოვიდა, ხომ იცი როგორია -და შენ როგორი ხარ დამიანე -მე რა შუაში ვარ დედა -მამაშენის შემდეგ სხვა რომ მყოლოდა რას გააკეთებდი, მეორედ გათხოვება რომ გადამეწყვიტა -შენ ხომ არ ყოფილხარ სხვასთან -ვინ გითხრა რომ არ ვიყავი ...მე არ მახსენდება -დედა შენ -შენ მე გამყიდე ... ყველაფერს უყვებოდი მამაშენს. თურმე ყველაფერი იცოდა ბატონმა და იქედან მაკონტროლებდა . შენ მალევე გიპატიებია დამიანე -არ იყო ეგრე... პირველი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდი ხომ იცი. რამდენჯერაც დამირეკავდა იმდენჯერ შენზე მეკითხებოდა. ცუდად იყო დედა , ვხედავდი როგორც იყო და იმიტომ . ვატოს უბრალოდ შენსავით თავის მოჩვენება გამოსდის კარგად, ვერ იტანს როდესაც საკუთარ პრობლემებს სხვას ახვევს თავს... -მამაშენის ადვოკატად მევლინები ... ვატოსთან ჩემი ადვოკატი იყავი? -არა , შენ ის არასდროს გადანაშაულებს. სულ ისე ლაპარაკობს თითქოს ხელშეუხებელი ხარ , ქალღმერთი -და არ ვარ? -დე -ნუ მიყურებ ასე, არავისთან ვყოფილვარ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაგ იდიოტის გარდა ცხოვრებაში არასდროს არავინ მდომებია, არც კი მიფიქრია სხვაზე მის გარდა -უნდა უთხრა დედა , უთხარი დამიჯერე მერე ორივე მშვიდად იქნებით და შეძლებთ ყველაფრის თავიდან დაწყებას...იქნებ მეც ვეღირსო დას ან ძმას -დროა უკვე დედისერთობას შეეგუო ...ნაყინი გინდა ? - უცებ გაჩერდა და პატარა ბავშვივით გაუბრწყინდა თვალები -მინდა -გაიცინა და მაგიდასთან მდგომი სკამი გამოსწია-დაჯექი მე მოგიტან -ჰმ, შვილი ნაყინზე მეპატიჟება რ აუცებ გადის დრო... მახსოვს პირველად რომ გაჭამე როგორ მოისვარე,თმაზეც ნაყინი გქონდა -დედა რეებს იხსენებ ხოლმე ნაყინი რომ მიირთვეს შემდეგ დამიანე დატოვა და სასტუმროში დაბრუნდა. ვატო აივანზე იჯდა , ეწეოდა და ზღვას უყურებდა . კართან დადგა და ისე ადევნებდა თვალს, ვატო კი ვერაფერს ხვდებოდა ,თითქოს საერთოდ არ იყო იქ -ვიტალი როდის უნდა გადაეჩვიო სიგარეტის გაბოლებას? მართალია მესექსუალურები რომ ეწევი,მაგრამ ფილტვები კვამლში გაქვს უკვე ... -სიგარეტის ღერი გამოართვა და საფერფლეში ჩააგდო -დამიანე სად არის ... ისევ სანაპიროზეა? -ვუთხარი რომ ამ საღამოს ჩემი იქნებოდი და დაგთმო, პრეტენზია თუ გაქვს შეგიძლია წახვიდე - მოეხვია და ლოყაზე აკოცა -ვიტალი -გახსოვს პირველად რომ ჩამოვედით აქ? -მაშინ ყველაფერი სხვანაირი იყო , ოთახიდან არც გავსულვართ ფაქტობრივად -ყველაფერი ვიცი შენზე ... ვიცი როგორ გიყვარს სიარული, ჭამა, ძილი, რა წიკები გაქვს რომ ნერვიულობ,რომ ბრაზდები, რომ გიხარია ყველაფერი ვიცი უბრალოდ შენ არ გინდა დაინახო , ასე უფრო კომფორტულად გრძNობ თავს . დაიჯერე რომ არ მიყვარდი,რომ არ მაინტერესებდი და ამ აზრს ვერ იშორებ -იქნებ მე არ გიცნობ და ყველაფერი რასაც გაბრალებდი თავად ჩავიდინე -ტყუილია, შენ ყველაზე კარგად მიცნობ. უსიტყვოდ იცი როდის რა მინდა და სწორედ ამიტომ ვერ ვიაზრებთ ამ ყველაფერს. მე და შენ ფაზლის ნაწილები ვართ ,რომელსაც სხვა ვერავინ ჩაანაცვლებს -ჩემი ქმარი ორმოც წელს უახლოვდება და ნელ-ნელა ბრძენდება- აკოცა და თავი მხარზე დაადო- და ახლა რატომ ვლაპარაკობთ იმაზე რაც უსიტყვოდ გვესმოდა ? -არ ვიცი, ვგრძNობ რომ საჭიროა -შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარხარ და ცუდია იცი? ჩემმა ვატომ თავდაჯერებულობა დაკარგა მე კი ისევ მოწოდების სიმაღლეზე ვარ და გამოდის რომ სიტუაციას ვმართავ -ღირდა ამდენ ტანჯვად ? -შეიძლება არ ღირდა ,მაგრამ მინდოდა მენახა როგორ დაიტანჯებოდი და მეყო უკვე -საშინელი ქალი ხარ- ლოყაზე აკოცა, მერე ყბაზე და ყელზე გადავიდა. თითები თმაში შეუცურა, გათიშული იყო ,როგორც ყოველთვის მასთან ახლოს ყოფნა საღ გონზე არ შეეძლო-მანადგურებ და არ გებრალები ... ვერ ვიტან შენ რომ მართავ სიტუაციას, ვერ ვიტან ასე რომ ცვლი ჩემს ცხოვრებას, ყველა ნაბიჯს შენ განაპირობებ...მარიონეტად მაქციე უკვე 20 წელია და ვერ კმაყოფილდები . რა გინდა ჩემგან მანჩო სულიც წაიღე ,გულიც, სხეულიც. ეშმაკზე უარესი ხარ -და მაინც დაგკარგე ... როცა მეგონა რომ ჩემი იყავი გონს ვერ მოვედი ისე დაგკარგე. კი არ მიღალატე მე დაგკარგე -ტყუილია! შენ რომ გეგონა დამკარგე მე მაშინ მივხვდი რომ მხოლოდ შენთან ვიყავი, მხოლოდ შენი და სხვა ყველაფერი უაზრო იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მე დაგკარგე ... სხვას დავუთმე შენი თავი ,გაგიშვი -ღმერთო რატომაა ასეთი იდიოტი, რა დავაშავე? -თავი ააწევინა და მისი სახე ხელებში მოიქცია- შემომხედე , თვალებში მიყურე და კარგად დაიმახსოვრე ამას მეორედ არ გავიმეორებ აღარასდროს ! შენ ხარ ერთადერთი კაცი ჩემს ცხოვრებაში , გაბრაზებულიც შენი ვარ, გულნატკენიც, განადგურებულიც, ბედნიერიც, გაბოროტებულიც, შურისმაძიებელიც, კეთილიც, სიგიჟემდე შეყვარებულიც, შენი მოკვლის სურვილითაც შენი ვარ და შენს გარდა ჩემს ტუჩებსაც კი არ შეხებია ვინმე სხვა . უზომოდ მინდოდა შემძლებოდა სხვასთან ყოფნა, მშვიდად ყოველგვარი ფიქრის გარეშე,მაგრამ არ გამომივიდა. ვერც ვიფიქრე ვინმე სხვაზე და გეფიცები , ეჭვიანობის სულ პატარა მიზეზი მაინც რომ მომცე ყელს გამოგჭრი - ტუჩებზე დააცხრა, ფეხები წელზე შემოხვია და მალე სრულიად გათავისუფლდა ზედმეტი სამოსისგან. ........ საწოლში მარტოს რომ გაეღვიძა და ირგვლივაც არავინ იყო უცებ წამოდგა , სამზარეულოსკენ ფეხაკრებით დაიძრა . ამდენი თვის შემდეგ დადგა სანატრელი მომენტი და ქალბატონი ხატია გამოიჭირა ორცხობილების მზადების პროცესში. დილის შვიდი საათიც არ იყო, ქალბატონს სპილენძისფრად ჰქონდა თმა შეღებილი და ფანქრით შეკრული . კოსის შუაში ჰქონდა გაყრილი და გრძელი თმისღერები არეული იყო . თხელი ხალათი ჰქონდა სხეულზე მოცმული, ცალი მხარი მოშიშვლებოდა და მკერდის დიდი ნაწილიც უჩანდა. ყურსასმენები ეკეთა , სიმღერას უსმენდა და კოვზებით „დრამზე უკრავდა“ .თავს სასაცილოდ ამოძრავებდა, თეძოს და საჯდომს აქნევდა . უკვე ღუმელში შედებულ ორცხობილებს უყურებდა და წამებს ითვლიდა, შემდეგ ერთი ნაწილი გამოიღო . ფრთხილად დააწყო ლანგარზე და მეორე ნაწილის გადახვევა დაიწყო. მერე ცხელი ორცხობილა ძლივს დაიჭირა და სასაცილოდ უბერავდა რომ გაეგრილებინა. შოკოლადის ნუსი კოვზით დაადო ზემოდან ,ჩაკბიჩა და ტუჩებდამწვარმა გაიღიმა . მინაბული თვალები რომ გაახილა და თორნიკე დაინახა წამსვე გადავარდა მაღალი სკამიდან. -მაინც ხომ გამოგიჭირე არქიტექტორო -აქ რა გინდა შენ , არ გეძინა? - იატაკზე იყო გაშხლართული და შეწუხებული სახით იზელდა წელს. თორნიკემ ხელი მოხვია და უცებ აიყვანა ხელში . მაგიდაზე დასვა და მის ფეხებსშორის მოექცა- თორნიკე -წითურო არქიტექტორო აღარ კმარა საიდუმლოები? როდის გააკეთებ ჩემთან ერთად ორცხობილებს - თითები ნიკაპზე მოუჭირა და გამოწეულ ტუჩებზე აკოცა -როცა მივხვდები რომ მიყვარხარ -არ გიყვარვარ? - ხალათის ქამარი მარტივად გაუხსნა და მხარზე აკოცა , მერე მკერდზე გადავიდა - გულს მტკენ -ორცხობილები დამეწვება -დაიწვას -თითები ბარძაყზე რომ აასრიალა ჟრუანტელმა დაუარა ,საჯდომთან მისვლისას სრული სიშიშვლე რომ იგრძნო - რა უნამუსობაა...ასე რომ ამზადებ იმიტომ გამოდის ასეთი გემრიელი? -თუ შემიყვარდები შიშველ სხეულზე გაგიკეთებ წინსაფარს და ისე გავაკეთებთ ორცხობილებს -ფეხები წელზე შემოხვია, მკლავები მხრებზე და პირველივე ბიძგისას წასკდა კვნესა-უხეშო...გაუთლელო ჯანდაბა - თითები მოუჭირა თავი უკან გადასწია და ბოლოს იდაყვებით დაეყრდნო მაგიდის ზედაპირს . გიგანის დანისლული ცისფერი სფეროები უკვე ყველგან ეჩვენებოდა , სრულიად დაკარგა მოსვენება . მთელი ცხოვრებით გიგანს დაუკავშირდა, მის რელსებზე გადავიდა და ისე აგრძელებდა სვლას. მიდიოდა ,მაგრამ ბოლოს რა იქნებოდა წარმოდგენაც არ ჰქონდა , ზუსტად იცოდა ,რომ ეს კაცი თანდათან უფრო აგიჟებდა. გიგანი კი ამ ფერადი ქალის გვერდით სრულიად სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა, ისე ლაღად და თავისუფლად როგორც არასდროს . ბავშვობაც კი არ ჰქონია ისეთი მშვიდი და გიჟური როგორიც ბოლო თვეები . არქიტექტორი საოცარი ვინმე იყო , ყოველ თვე სხვადასხვა ფერის თმით , ყველა კუთხეში ფანქრებით . ჯიბეშიც კი შეიძება ჰქონოდა პატარა ფანქარი და უცებ ქაღალდის ხელსაწმენდზე დაეწყო ხატვა კლუბში ან რესტორანში, თუნდაც მანქანაში მგზავრობის დროს . ერთ საქმეს არასდროს აკეთებდა, ხაზვა, ტელევიზორის ყურება, ლაპარაკი ყველაფერი ერთად შეეძლო ეკეთებინა და არასდროს იღლებოდა ალბათ იმიტომ რომ აკეთებდა იმ საქმეს რაც უყვარდა. ყველაფერს რასაც მთელი დღის განმავლობაში ეხებოდა უყვარდა , სიამოვნებდა და ყველაფრისგან შეეძლო ბედნიერების შექმნა. ყველაფერს ამბობდა მხოლოდ ორცხობილების მზადების დროს იყო მარტო . ძიძის ნასწავლებ რეცეპტს რატომღაც არავის უმჟღავნებდა ,რიტუალი ჰქონდა თითქოს ჩასატარებელი ორ კვირაში ერთხელ. -დაიწვაა - მაგიდიდან ჩამოხტა და ლამის შიშველი ხელით მივარდა ღუმელს. უცებ გასწია უკან გიგანმა. თითონ გამოიღო ორცხობილები და ღუმელი გამორთო -არ დამწვარა...ისეთია მე რომ მიყვარს შენ კიდე თითებს დაიწვავ ერთ დღეს -არაფერსაც არ დავიწვავ...ცეცხლი და მწველი თავად ვარ - წარბები მაღლა აზიდა და არეული თმები თავიდან შეიკრა - მიალაგებ ალბათ მე ვიბანავებ და მერე საქმე მაქვს -რა საქმე გაქვს ...შენი საქმე მე ვარ და დღეს სახლი უნდა ვნახოთ -მე ბევრი საქმე მაქვს გეთაყვა ,ერთადერთი არ ხარ - თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გაუჩინარდა -დიახაც ,რომ ერთადერთი ვარ ! -გეგონოს -ყველგან მისმენ? -ხო შენი ხმა სულ მესმის ...ოხვრა განსაკუთრებით - შორიდან ელაპარაკებოდა უკვე და აშკარად იცინოდა კიდეც. მალევე გაჰყვა უკან , ქალბატონი უკვე გამოსული იყო სააბაზანოდან და ტანსაცმელს ეძებდა -არ გაქვს ... მხოლოდ ჩემი ნაყიდებია -იქნება რამე...ბინაში გავალ და იქ გამოვიცვლი -არადა რამდენ ხანს ვარჩევდი შენს მოსაწონ ტანსაცმელს -ვერ ვიტან სხვისი არჩეული რომ მაცვია რამე,მითუმეტეს სხვისი ფულით ნაყიდი . 17 წლის შემდეგ არ ჩამიცვამს ასე რომ წავიდე?- პირსაწმენდი ჰქონდა მოხვეული, თმებიდან მოიშორა და ხელები გაშალა -კომპლექსიან გოგოშკას ემსგავსები ხოლმე და მაგიჟებ...რატომ არ გადმოდიხარ ჩემთან? -არ შემოგითავაზებია -მეღადავები? -ცოტას -ხატია -გიგანო დაოკდი... არ მომწონს ეს სახლი . დიდია და რაღაცნაირი ნეგატიური განწყობა აქვს . აქ ვერ ვიცხოვრებ , თუ გინდა ჩემთან გადმოდი შენი საათებისთვის ცალკე გავაკეთებ ოთახს -ბინაში ცხოვრება არ შემიძლია და ძალიან კარგად იცი ეს -ორცხობილების შენთან ერთად გაკეთება რომ მომინდება მერე გადმოვალ ... წავედი - აკოცა და ისე გაიქცა გიგანმა ვერაფრის თქმა მოახერხა. ისევ საწოლზე დაეცა და გამოძინება გადაწყვიტა,მაგრამ პირველი სართულიდან ხმა გაიგო . იფიქრა დაბრუნდაო და სწრაფად დაეშვა კიბეზე. სოფიო რომ დაინახა სიხარულისგან გაგიჟდა -პეპელა -თოკოოო - წამსვე გაიღიმა და მკლავები მოხვია მონატრებულ ძმას -რატომ არ მითხარით ...როგორ ხარ პეპელა - მთელი სახე დაუკოცნა და აკვირდებოდა ისე თითქოს საუკუნის უნახავი ჰყავდა- ყოჩაღ ანდრო , გაგისუქებია- გაიცინა და ანდეას ხელი ისე გაუწოდა სოფიო არ მოუშორებია. ისიც მიხუტებული იყო კნუტივით მის განიერ გულ-მკერდს და ხელს არ უშვებდა -საზიზღარი ბიჭი ხარ, როგორ არ ჩამოხვედი ამდენ ხანს. თქვენ ორი შემიწირავთ რა ჯანდაბა გაეჭვიანებთ ... საშინლად მომენატრე- თვალებამღვრეული უყურებდა -პატარავ რას მეუბნები? სახლში ხო არ ჩაგისახლდებით მზვითში მიყოლილივით ტო -ნუ ხარ გრუზინი უიმეე მე ორივე მჭირდებით -ხომ ჩამოხვედი და ორივე შენთან ვიქნებით -ანდრეას უთხარი რომ აქ დავრჩებით, მაგასთან ჩხუბის ნერვები არ მაქვს- თორნიკეს ყელში ჰქონდა სახე ჩამალული და ისე ლაპარაკობდა- მითხრა ჩემს ბინაში მივიტან ბარგსო და ვეჩხუბე გზაში, გაბუტული ვარ -ცოტა ხანს დარჩით რა და მერე გადახვალთ ისედაც -დავრჩებით ხო, ვუთხარი დავრჩები-თქო და მაინც გაბუტულია. ხომ იცი როგორია ... სად ავიტანო ბარგი -მეორეზე ნებისმიერ ოთახში , ჩემსაშია მარტო ნივთები და მიხვდები ...პატარავ ძალიან კარგად გამოიყურები იცი? -ვიცი ხო...ის მატენიდა საჭმელს და ათას ვიტამინს მასმევდნენ. ექიმს შვიდასჯერ ჰკითხა ხო შეიძლება მგზავრობაო. გეფიცები დამღალა -რამდენიც არ უნდა იწუწუნო მთელი ცხოვრება მოგიწევს ამიტანო და სულ ტყუილად რომ ელაპარაკები ხომ ხედავ? თორნიკე ჩემსკენაა -არაფერიც - ენა გამოუყო და ისევ თორნიკეს ჩაეხუტა- ცუდი ბიჭია, არაფერს მიჯერებს . თავხედია -მე რა ვქნა პეპელა დავტუქსო როგორც ბოროტმა ბიძიამ? -შენც დამცინი? -მოფრინდი პეპელა სად მიდიხარ ... მე თქვენს ამბებში არ ჩავერევი-თქო ხომ გითხარი არა ? როგორიც შეგიყვარდა ისეთია . წამოდი , დავსხდეთ ...გამოიცვალე თუ გინდა. დაწექი ან რა ვიცი ...ყველაფერი ისევ ისეა როგორც იყო ადრე -ხო ვხედავ, არაფერი შეგიცვლია და კარგად ვარ , არ მინდა ზედმეტი მზრუნველობა. ექიმმა სრულფასოვნად შეგიძლია ცხოვრების გაგრძელებაო და თქვენ რით ვერ გაიგეთ -კარგი , როგორც შენ იტყვი -თოკოოო -ხოო -ის სად არის? - თვალების ციმციმით უყურებდა და იღიმოდა -ვინ ის -აი ის ვინაც შენს ცისფერებში სხივები შემოიტანა -სადღაც წავიდა...მოვა მალე და ეცადე მაშინვე უთხრა ვინც ხარ ვაიდა ვერ გიცნოს რამე არ დაგმართოს -ეჭვიანია? აი რომ არ დამალაპარაკე მაგის ბრალია. ფოტო მაინც როგორ არ აჩვენე -ნახა ფოტოები დამშვიდდი -აქ ცხოვრობს? -არა ...ხანდახან -ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ...აუ მარიამის ნახვაც მინდა, ალექსანდრესიც, კატუნასიც, ირინასიც, ყველას ნახვა მინდა სასწრაფო წესით . ვახშამზე დავპატიჟებ ხო? რაღაცები მოიტანე რესტორნიდან , სადმე გასვლა არ მინდა ჯერ -აუცილებელია დღესვე რომ დაპატიჟო? -ყველას ნახვა მინდა, მომბეზრდა კომპიუტერის ეკრანიდან ყურება -კარგი , როგორც გინდა -რა გჭირს, თუ არ გინდა რომ აქ მოვიდნენ სხვაგან შევხვდები -ეს სახლი შენიცაა პეპელა და ნუ ბრაზდები -გგონია ვერ ვხვდები რომ რაღაცას არ მეუბნები -სოფია წამოდი შენთვის გადაღლა არ შეიძლება ცოტა ხანს დაისვენე და მერე ებუზრუნე თორნიკეს...ასე ერთბაშად ნუ დაატყდები თავს -არ ვებუზღუნები და შენ ჩუ ...აუუ ანდროოო - უცებ შებუნდა გაბრწყინებული სახით- სამზარეულოში რაღაც სასუსნავები დავინახე და მომიტანე რააა . ბროწეულის წვენიც ექნება სადმე და ეგეც წამომიღე -მე მოგიტან რა იცის რო აგზავნი ისიც დაიღალა სოფიო რა ტირანი გამხდარხარ დაო -არაფერიც ...რომელიმემ მომიტანეთ თორემ ცუდად ვხდები უკვე -მომაქვს -ანდრო დაურეკე რა შენებს , მოვიდნენ საღამოს არაფერი დაგეგმონ -დღესვე ? ხვალ იყოს დავისვენოთ დღეს. იქნებ გეგმები აქვთ -არ ექნებათ...დაურეკე . მინდა ერთად გნახოთ ,აი ასე დაგაჯინოთ და დაგაკვირდეთ , მაინტერესებს შენნაირია თუ არა -ჩემნაირი არავინაა ! -რა შორს დაჯექი აქ მოდი და ჩამეხუტე... -დღეს თორნიკეს ჩაეხუტე...ღამე ჩაგეხუტები მე და თავს მიხედე თორემ ვეტყვი -ანდრეაა იცოდე აღარ დაგელაპარაკები - ჩუმად უთხრა და გაბრაზებულმა შეხედა -მაშინ დაწექი და დაისვენე...აქ მაინც წამოწექი, გამოიცვალე და ნუ ჯიუტობ -აი წვენი, ორცხობილები და ალუბალი -ვაიმეეე ალუბალიიიი როგორ მიყვაააარს ... - მთელი ჯამი აიღო და ელვის სისწრაფით დაიწყო ჭამა -ხოო...ვიტამინები აშკარად კარგად მოქმედებს -უგემრიელესია ...ვიტამინები რა შუაშია ახლა ორნი ვჭამთ და მთელი კვირის მარაგს ორ დღეში გაგინადგურებ - გემრიელად მიირთმევდა და ისე ლაპარაკობდა. თორნიკემ მაშინვე დაიჭირა მისი სიტყვები და სავარძელს დაეყრდნო -რაო როგორ ვჭამთო? -გემრიელიათქო ... თეთრი არ გაქვს? -ანდრეა ორიო? - ღიმილი ეპარებოდ აგაფითრბეულ სახეზე, მერე თვალებდამრგვალებულ ,ფაქტზე გამოჭერილ სოფიოს ხელი მოხვია და ზემოდან დახედა . მაისური აუკეცა და მუცელზე დააკვირდა- სოფიოო აქ ვინმეა? -იცი ... -სოფიოო- ანდრეამ შეუბღვირა და მერე თვითონ გაიცინა- ორნი არიან , 8 კვირის არიან ჯერ - ძლივს იტევდა აშკარად ამ ამბავს და რომ თქვა თითქოს თავიდან განიცადა სიხარული რომელიც ამ ამბის გაგებისას ეწვია . -ჩემო პატარავ, დედა გახდები? თან ორია ? - მუცელზე შეეხო გაშლილი ხელისგულით, თვალები აემღვრა, ხმა აუთრთოლდა და ისე ელაპარაკებოდა -ექიმთან კონსულტაციაზე რომ მივედით მაშინ გავიგეთ. სულ ციცქნები არიან , მინდოდა პირადად მეთქვა იმედია ერთი ბიჭი იქნება , თორნიკეს ვარქმევ -პატარავ, ჩემთვის თქმას როდის აპირებდი რომ არ წამოგცდენოდა...სხვებთან ერთად უნდა გეთქვა?- ვერც ეჩხუბებოდა, ისევ იღიმოდა კოცნიდა და ეფერებოდა- აქ ხო რჩებით , სად გააჩენ ბავშვებს -საქართელოში ...სხვაგან სად. იქ ვიქნებით სადაც ის ადამიანები ცხოვრობენ ვისაც ვუყვარვართ -ოღონდ ცალკე ვიცხოვრებთ -ანდრეაა შენ მე ახლა ისე გამახარე თუ გინდა საათები გამომიყავი და იმ დროს მოვალ როცა გინდა -კარგი რაა ... შენ გამო არ ვამბობ, უბრალოდ არ შემიძლია სხვის სახლში ცხოვრება -ჩემია და სხვისიას ნუ დაიწყებ ახლა თუ ღმერთი გწამს. მამა ხდები ბიჭო ?- გაიცინა და მერე მასაც მოეხვია -ხოოო და არმათქმევინებდა შენი და...მაწამებს გეფიცები , დედოფლად დაჯდა და მონად დამიყენა მეფედ კი არა -საბრალო ...უკვე ორნი მეყოლებით . მალე პირამიდების აშენებასაც დავიწყებ. რვა თვეში მოვრჩებით ვითომ -აი ხომ ხედავ როგორია... -ჯერ სად ხარ...ექიმმა თქვა შეიძლება საერთოდ შესძულდეს ყველაფერი რაც უყვარსო ,სულ კარგ ხასიათზე იყოს ან სულ ცუდ ხასიათზეო . დროა მოემზადოთ ძირფასებო -შარში ვართ ხომ? -ყველაზე სასიამოვნო შარში მისაღებში იყვნენ ისევ, უკვე მაგიდას ამზადებდნენ და სტუმრებს ელოდნენ. სოფიო ისე იყო აჟიტირებული თორნიკე ვერაფერს ამბობდა. ბავშვის ამბავმა ყველაფერი გადაფარა მის გონებაში და აღარაფერი აინტერესებდა. ხატიას არ ურეკავდა, ელოდა როდის მივიდოდა ის კი არა და არ ჩანდა. ბოლოს კარი გაიღო და გამოჩნდა, როგორც ყოველთვის სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა. ფეხსაცმელი მოიშორა და იქვე დატოვა -ყველაფერი იწვის გარეთ, ახლა მოუნდა ამ მზეს ცაში გამოკიდება და სადაც წავედი ყველგან გამომყვა . მგონი მალე გონებას დავკარგავ , მჭირდება წყალი, სიშიშვლე და ყინულიანი ვისკი გიგანოო მიშველე ცოცხლად გეწვება ქალი და იცოდე იქედან არ გაგახარებ - გიგანი კიბის თავში იდგა და იცინოდა , სოფიო და ანდრო კი მისაღებიდან გავიდნენ . სოფიო თვალებგაფართოებული უყურებდა ,ანდრო ჩუმად იცინოდა . ხატია კაბის ელვის გახსნას რომ აპირებდა თორნიკე კბიდან გადაფრინდა და უცებ მივარდა, შეატრიალა წყვილისაკენ და მერე არქიტექტორიც გაქვავდა -ხატიაა ,ჩემო მკვლელო მიიხედე ხოლმე გვერდით- ყელში აკოცა და სიცილით უთხრა -ის ...ესენი ორივე -შენ ხარ ხატია , ქალი რომელმაც ჩემი ძმა გააცოცხლა -ხატია ნამდვილად ვარ და გაცოცხლებაზე ვერაფერს ვიტყვი, სოფიო-უცებ ჩიცვა ფეხსაცმელი და გოგოს მოეხვია- სასიამოვნოა -ჩემთვისაც -ანდრეა ხომ? -დიახ...მიხარია შენი გაცნობა -ხოო, ეფექტური გაცნობების დიდოსტატი ვარ . უხერხულის უფრო იმედია კიდევ არ არის ვინმე ხო? - მაგიდას რომ შეხედა თორნიკეს გახედა და სულ გაწითლდა -ნწ , არვაინაა ჯერ ... წამომყევი . საქმე მაქვს, თქვენ შემდეგ ისაუბრებთ სოფიო -კი ,მაგრამ -არავითარი ,მაგრამ ყველამ თავის სიყვარულს მიხედოს- ანდროზე ანიშნა და ხატია სულ აფრინა კიბეზე -რაო რა თქვი?- საძინებლის კარს რომ მიეყრდნო მერე უთხრა, გიგანმა კი კაბა მოაშორა და აკოცა-სად მიგყავარ -გაგაგრილებ - პერანგი მოიშორა, ფეხსაცმელიც , შარვალიც და სააბაზანოსკენ წავიდა. წყლის ქვეშ სანამ არ დადგნენ მანამ კოცნიდა- სად იყავი ამდენ ხანს, მეგონა აღარ მოდიოდი და გამოქცევას ვაპირებდი -რა გჭირს- აკოცა და ხელები თავზემოხვია- ბედნიერებისგან გადაიწვი? -ბევრი ამბავი მაქვს... ორი კარგი ერთ ცუდი ან არ ვიცი -ცუდით ნუ დაიწყებ- ეფერებოდა და თან ლაპარაკობდა -ბიძა ვხდები -ფეხმძმედაა?- წამოიკივლა და ადგილზე ისე შეხტა ლამის გაიშხლართა -კიდევ ვხდები ბიძა -ვერ გავიგე -ორნი არიან -სერიოზულად? მეც მინდ აკომა, გამოფხიზლება და ორი ბავშვი -მე გენეტიკაში არ მაქვს ტყუპები...შენ? კომა არ გვინდა ისეც შემიძლია ბავშვის გაკეთება - კედელს მიაყუდა მისი ფეხები წელზე შემოიხვია და თითები საჯდომზე მოუჭირა- რა დამმართე -რა დაგმართე- წამოიკვნესა და მხრებზე მოუჭირა თითები -დაკარგული ბავშვივით ვარ შენ რომ არ ხარ და მგონია რომ ყველა ემოცია ერთ დიდ გორგლად დაეხვევა ,ჩემში დარჩება და შიგნიდან შემჭამს - სუნთქვა გახშირებული ჰქონდა, მის კანს ვერ შორდებოდა, მოძრაობდა ნელა და მზერას არ აშორებდა ხატიას ლიბრგადაკრულ თვალებს -წეხან რა თქვი -არ ვიცი ... ჩშშ -თორნიკეე -ვგიჟდები შენზე- ლოყაზე აკოცა და ქალის აკანკალებულ სხეულს ხელი მოხვია . თვითონ დაბანა, ისევ ეფერებოდა და ისიც ჩუმად იდგა . -ცუდი ამბავი არ გითქვამს - რომ გავიდნენ შემდეგ უთხრა და არეულ თმებზე პირსახოცი მიაფარა -აუუ ნუ ამირევ ახლა ... პატარა ბავშივით -თორნიკეე ცუდი ამბავი? -მარიამი, ალექსანდრე, კატო და ირინა მოვლენ . ახალი ამბავი უნდა უთხრას ხატიამ ... -და მარიამის ნახვის გამო ღელავ ?- პირსაწმენდი საწოლზე დააგდო და თითები შეცურა თმაში . მის ფეხებსშორის იდგა და ზემოდან უყურებდა. გიგანმა წელზე მოხვია ხელები და ქვემოდან ახედა -არა, მარიამი არაფერ შუაშია. არ მინდა სოფიო მიხვდეს ჩვენს ურთიერთობაზე ... ახლა ვერ მოვუყვები , არ მინდა ინერვიულოს -ვერ ვიტან პატარა ბავშვივით რომ იქცევი და დამალვის სურვილი გიჩნდება. გეყოფა , მარიამი და ალექსანდრე აქ თუ მოვლენ ეს იმის ნიშანი იქნება რომ დადვანმაც დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა . შენ და ალექსანდრე ორი ბავშვის ბიძა იქნებით , კიდევ რამდენის ვინ იცის და ალექსანდრე არ არის ის კაცი რომ ვერ დაინახოს შენი ნამდვილი სახე -როგორია ჩემი ნამდვილი სახე -ჩემი სიყვარულის ფერია - თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე შეეხო .............. .......... სახლში იყვნენ კარი რომ გაიღო და ანდრეა გამოჩნდა. ორივე გაკვირვებული უყურებდა , მერე კი გონს მოვიდნენ -გამარჯობა -ანდრო , დღესვე თუ მოდიოდი არ ვიცოდი. როგორ ხარ? -კარგად მარო შენ როგორ ხარ...ჩემნაირო შენ? -ჯერ ეს ერთი უფროსი მე ვარ და შესაბამისად შენ ხარ ჩემნაირი და მერე მეორე დღეს თუ ჩამოხვედი ვერ დამირეკე? სოფიო როგორაა - მოეხვია და მერე გაუღიმა- ოჰ ჰაერიც კი დამძიმდა ერთ პატარა ქალაქში ორნი ,როგორ გაგვიძლებს ეს ქვეყანა არ ვიცი -მალე უნდა წავიდე ,მანამდე სალაპარაკო მაქვს -დავსხდეთ...რამეს დალევ ანდრო? -წყალი მომიტანე ხო? -დაგტოვოთ? -არა ... რას ამბობ მარო არ გრცხვენია? შენთან დასამალი რა მაქვს -რაღაც ისეთი გაბრწყინებული ხარ მგონი უნდა გვითხრა რომ მალე ბიძა გავხდები - ალექსანდრე ჯერ ჩუმად იყო და მერე პირდაპირ მიახალა- ხო? მართალი იყო მარიამი და ტყუილად არ ემორჩილები ამ ბოლო დროს სოფიოს? -სერიოზულად? შენ მართლა ჯადოქარი ხარ ხომ? ორნი რომ არიან ეგეც ხომ არ იცი -რაა? მართლა ? ორნი ... მოიცა რამდენი თვისაა აუუუ რა მაგარიააა ერთნაირები თუ იქნებიან წარმოიდგინეთ - მარიამი აჟიტირბეული იყო , ანდროს მოეხვია და ლოყები დაუკოცნა-გილოცაავ ...სოფიო ხომ კარგადაა . ექიმმა რაო, აქ დარცებით და აქ იმშბიარებს ხო? -ბიძა ვხდები ტო? თან ორნი არიან? მარიააამ წადი შამპანიური მოიტანე ...დავლევ რამეს -ალექსანდრე ... სოფიოს უნდა ამ საღამოს ჩვენთან, ანუ თორნიკესთან მოხვიდეთ თქვენ , კატო და ირინა . ახლა არ მინდა ინერვიულოს ხომ გესმის , იცის რომ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, ისიც იცის რომ თორნიკემ მარიამი მოიტაცა, მაგრამ ჰგონია რომ ყველაფერი გაირკვა და დალაგდა -ამ საღამოს? -ემზადება უკვე და თუ მოაჩვენებთ რომ ბავშვებზე არ იცოდით კარგი იქნება, თორნიკესთან თვითონ წამოსცდა და გადაირევა სიურპრიზი თუ ვერ მოგიწყოთ . ხომ მოხვალთ , არ მინდა მისი მოტყუება -მარიამ -შენ როგორც იტყვი ისე იქნება , თუ გგონია რომ ბრაზი არ გაქრა და თავს ვერ შეიკავებ არ წავიდეთ . მე დავურეკავ სოფიოს და ვეტყვი ,რომ სხვა დროს ვნახავთ -ალექსანდრე , მე მშვიდად მინდა ვიცხოვრო ჩემს სოფიოსთან და ბავშვებთან ერთად. არ მინდა ჩვენსავით არეული ცხოვრება ჰქონდეთ ...შენც მათი ბიძა იქნები და თორნიკეც. მე რამდენადაც შენ მიყვარხარ სოფიოს ასჯერ მეტად უყვარს თორნიკე. აღმერთებს მის ძმას, ამბობს ბიჭი თუ გვეყოლება თორნიკე უნდა დავარქვაო . ე წარმოდგენაც არ მქონდა და-ძმას ასე ძალიან თუ შეიძლებოდა რომ ჰყვარებოდა ერთმანეთი , ალბათ სულ მარტო რომ ვიყავი იმიტომ ...დარწმუნებული ვარ შენც ასე ხარ, ჯერ კიდევ ვერ შეეჩვიე ბოლომდე ჩემი და კატოს არსებობას -მე არაფერს გავაკეთებ ისეთს სოფიომ რომ ინერვიულოს და მითუმეტეს ცუდად გახდეს , მაგრამ არც ყალბი პატიება, ღიმილი და თვალთმაქცობა შემიძლია, არასდროს არავის და არაფრის გამო . ზოგჯერ ადამიანის შესაძულებლად მიზეზი არ გვჭირდება , უბრალოდ ვერიდებით მის ნახვას მე კი სულ რომ დავივიწყო ყველაფერი არ ვიცი რამდენად მინდა და შემიძლია გიგანის სახლში ,მის სუფრასთან მის გვერდით ჯდომა -და მაინც საღამომდე დიდი დროა ... წავალ უკვე თორემ ვაგვიანებ -ნახვამდის ანდრო ფაღავამ სახლი რომ დატოვა მარიამი ალექსანდრეს გვერდით დაჯდა და ჩაეხუტა. დიდხანს ისხდნენ ჩუმად , მერე მის მუხლებზე გადაინაცვლა . კაბის ბრეტელი გადასწია და ცალი მხარე მოიშიშვლა -ჩემს ნახატს როდის დაასრულებ დიდო მხატვარო? -ვერასდროს -მაშინ ვნახავ -არა ,არ ნახავ -გავბრაზდები -მიყვარს როცა ბრაზდები -კიდევ რა გიყვარს დადვანო? -ასე რომ მიყურებ ...მიყვარს რომ გაშიშვლებ და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მინდიხარ - კაბა მოაშორა და მკერდზე მიაწება ტუჩები-მიყვარს შენი გულის ხმა ,რომელიც ჩემია და კიდევ ყველაფერი რაც შენია ........ სარკის წინ საცვლებით იდგა და პროფილში აკვირდებოდა საკუთარ სხეულს. მუცელზე მოიხვია მკლავები და მერე გაღიმებულმა გახედა საწოლზე მჯდომ ჯანდიერს -უსამართლობაა შენც რომ არ შეგიძლია ამის განცდა...კაცები დაგჩაგრათ ღმერთმა -ასე ვერ ვიტყოდი , ჩვენი სხეული არასდროს იქნებოდა ისეთი ლამაზი როგორიც შენია ახლა და ყოველთვის. საერთოდ მხოლოდ ქალები იმსახურებთ ახალი სიცოცხლის საკუთარი სხეულით ტარებას, მკერდის ქვეშ კიდევ ერთი გულისცემა ისმის . ნელ-ნელა იზრდება და მე შემიძლია ვუყურო ამ ყველაფერს, ვესაუბრო და ვიზრუნო იმ ორზე რომელიც ყველაფერია- თავს ვერ იკავებდა ვერასდროს, ერთიანად ტყდებოდა, ნაწილებად იშლებოდა, ბედნიერდებოდა და ეს შეგრძნება ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა შეუჩერებლად, ყოველ წამს , ყოველ წუთს სულ ნუცაზე და ბავშვზე ფიქრობდა. ქალბატონმა ჯანდიერმა ერთ დღეს საწოლის შუაში სიცარიელე დატოვა და დუდას უთხრა აქ ვერ დაწვებიო , დაკავებულიაო. შემდეგ რამდენიმე ტესტი თანმიმდევრობით დააწყო ზეწარზე და მშვიდად უთხრა- შეეჩვიე სულ მალე ამ ადგილს ჩემი მუცელი დაიკავებს, შემდეგ კიდევ ერთი შენნაირიო და იმ წამიდან დაიწყო ჯანდიერების სრულყოფილი ბედნიერება. ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვა რამეს წარმოადგენს, ვიღაცისთვის მატერიუალური უზრუნველყოფაა, ვიღაცისთვის სწავლაში წარმატებები, საჭმელი, ოჯახი, სამსახური, მშობლები, მოგზაურობა, თავისუფლება, უბრალოდ თბილი სახლი,მშვიდობა, სიყვარული დუდა ჯანდიერს კი ღმერთმა ნუცა ჯანდიერი გაუგზავნა და მასთან ერთად ბედნიერების მრავალი ფერი , ყოველ დღე ერთ ფერს აჩვენებდა საბოლოოდ კი თავად იყო ყველა’ფერი -ჯანდიერო -გისმენ -ასე რომ მიყურებ სუნთქვა მეკვრის ,მგონია რომ სადღაც დაფრინავ-კაბა ჩაიცვა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო. წვეულებაზე მიდიოდა ჯანდიერთან ერთად. შემდეგ თითქმის მისი სიმაღლე გახდა, ტუჩებზე შეეხო ,მერე ლოყაზე გადავიდა -როგორ შეიძლება ასე მიყვარდე ... წავედით , დავაგვიანებთ და არ მინდა ეს პომპეზური შესვლა ,ისედაც ყველას ყურადღება ჩემსკენ იქნება მომართული- უცებ თქვა , ჩანთა აიღო და კაკუნით წავიდა კარისაკენ. დუდამ გაიცინა და უკან გაჰყვა -მალე წამოვალთ და მერე სად წავიდეთ დედოფალო? -მთაშ წავიდოდი,მაგრამ ცხენზე დაჯდომა მომინდება და არ მინდა. კლუბშ წვაიდოდი ,მაგრამ ხმაურია და თავს მატკიებს თანაც ამ მუცლით ბრბოში ცეკვა არ მინდა. ზღვაზე წავიდეთ? ეს მზე არ შემიძლია...სად წავიდეთ ნეტავ ვინმეს სოფელშ ხომ არ აქვს სახლი სადაც პოზიტივით სავსე ადამიანები ცხოვრობენ, სუფთა ჰაერია, სიგრილე, ჯანსაღი პროდუქტი და ყველაფერი რაც მჭირდება -საწოლი შევცვალე, შეგვიძლია წავიდეთ -მართლა? -ხუთი თვეა უკვე ყველაფერზე ვთანხმდები , მეშინია უკვე . მგონი უარს ვეღარ ვამბობ -ნუ ღელავ , ყველაფერი კარგადაა , დამშვიდდი - მოეფერა და მერე მანქანაშ ჩაჯდა -ოოხ დედოფალოო , დედოფალო მაინც როგორ გიყვართ ჩემს გრძNობებზე თამაში წვეულებაზე მისვლისთანავე დაღლილობა იგრძნო. მას შემდეგ რაც ჯანდიერი გახდა ყველა სხვანაირად ექცეოდა, სრულიად სხვა საზოგადოების წევრებს ეკონტაქტებოდა და მოწყენილობისგან კვდებოდა. მხოლოდ მაშინ ერიმებოდა ჯანდიერს მადლობებს რომ უხდიდნენ ანაფერიზმის მოყვარულები რომ ადიდებდნენ და ის ჩვეული მშვიდი ურეაქციო სახით უსმენდა ყველას მერე ორ სიტყვას ეტყოდა და ტოვებდა . ამჯერად რაღაც საქმესთან დაკავშირებით საუბრობდა დუდა და ქალებისკენ გადაინაცვლა, თანაც ძველი ნაცნობი დაინახა და მასთან საუბარი ნამდვილად სურდა. ჯანდიერს შორიდან უყურებდა და ეღიმებოდა მის ირგვლივ მყოფები დუდაზე საუბარს რომ იწყებდნენ -შენ და დუდა ისე განსხვავდებით და მაინც როგორ უხდებით ერთმანეთს -შავი და თეთრი ხართ ,თქვენი ჩხუბი რომ მახსენდება სულ მგონია რომ ახლაც იფეთქებ -ზოგჯერ მენატრება ხოლმე ჩხუბი და ტყუილად ვჯუჯღუნებ ის კი მიცინის და არაფერს მეუბნება -რა საყვარელი ხარ , როგორ გიხდება ფეხმძიმობა. ისე ბიჭია თუ გოგო? -არ ვიცი ჯერ და არც აქვს მნიშვნელობა. ორივე ერთნაირად მინდა ...მთავარია დუდას უნდა ჰგავდეს,ცოტათი მაინც- ისევ გაიღიმა და ჯანდიერისკენ გახედა. სანამ დუდას იპოვნიდა მანამ ნაცნობი ქალის სახე დაინახა, ისიც უყურებდა და თვალს არ აშორებდა. ძალიან ლამაზი იყო, შავი თმები ტალღებად ეფინა ზურგზე , მსხვილი ტუჩები ბორდოსფრად ჰქონდა შეღებილი , მაღალ ყელზე ბრილიანტისთვლებიანი ყელსაბამი მოერგო . დახვეწილი იყო, სექსუალური, სასურველი , ამაყი მზერა ჰქონდა და ისე უყურებდა ნუცას უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. შემდეგ მზერა ისე მოაშორა თითქოს არც შეუხედავს და იქეთ დაიძრა საითაც ჯანდიერი იდგა. მივიდა მხარზე ხელი დაადო და ლოყაზე აკოცა. უღიმოდა, მის გვერდით მდგომ კაცებსაც მიესალმა. ყველა ხელზე ეამბორა მისი მარჯვენა კი ისევ ჯანდიერის მხარზე იდო და მტევნისაკენ მიიწევდა სანამ დუდამ არ მოიშორა. დაინახა როგორ შეხედა ქალს მერე ხელისგული შიშელ ზურგზე მიადო და იქედან გაიყვანა. სულ რამდენიმე წამით იყო მის გვერდით, მხოლოდ ერთხელ შეეხო, მერე რაღაც უთხრა ძალიან მშვიდად და ქალი დატოვა. ნუცასთან მივიდა უკვე მარტო რომ იდგა წვენის ჭიქით ხელში და კედელს მხრით ეყრდნობოდა -დედოფალო... წავიდეთ სოფელში? -რაო რა მინდაო -მომილოცა -მატყუებ -მითხრა მიხარია ბედნიერი რომ ხარო, მალე მამა გახდები და გილოცავო . იმედია იმაზე მეტად უყვარხარ ვიდრე მე მიყვარხარო - უყურებდა, ოდნავ იღიმოდა მერე თითები მუცელზე შეახო ,ლოყაზე აკოცა და ცხვირის წვერი კანზე შეახო -მერე? -მერე მე შენი ,ჩემი ღიმილიც კი მირჩევნია ყველა სხვის სიყვარულს . შენი ერთი კოცნა მთელ მატერიალურ და არამატერიალურ ქონებად მიღირს, შენს თვალებში სხივების დანახვისთვის სულს დავთმობ -აღარავის შეეხო რა , სისხლი მეყინება და მგონია რომ მოვკვდები -შეუძლებელს მთხოვ , თავიდან გაგიჭირდება ,მაგრამ მერე შეეჩვევი -შენ შეეჩვიე? -ვერ , ყოველ ჯერზე როდესაც ვიღაც უბრალოდ გეხება მგონია რომ კანს მისერავენ -ორი წელი როგორ გაუძელი , მე გავგიჟდებოდი -გავგიჟდი კიდეც- ხელზე აკოცა და გასასვლელისკენ განაგრძო სვლა -წავიდეთ -ძნელი ყოფილა ასე გიჟურად სიყვარული, ცუდად ვხდები -ისეთი საყვარელი ხარ ამ წამს შეიძლება მართლა გული გამისკდეს ბედნიერებისგან და გთხოვ ასე ნუ მიყურებ, გევედრები - მისი სახე ხელებში მოიქცია და ცხვირის წვერზე აკოცა, მერე ტუჩებზე გადავიდა, ნიკაპზეც აკოცა -წავიდეთ ეზოში ისხდნენ, დუდას მკერდზე ჰქონდ თავი მიყრდნობილი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა. ჯანდიერის თითებს ეთამაშებოდა და საკუთარ არათითზე მორგებულ ბეჭედს უყურებდა -და მაინც საიდან მოვიდა ეს ბეჭედი -წამის წინ ეზოზე ვსაუბრობდით -რომ ვიყიდი ყვავილებს მერე მივხედავთ...ბეჭედზე მომიყევი ეს სახლი ისედაც კომფორტულია ჩემთვის აქ შენი ისტორია იწერებოდა და სრულიას შეცვლილ ისტორიას გააგრძელებენ ჩვენი შილები -შვილები -დიახ, მინიმუმ სამს მე გავაჩენ და მეოთხე სხვას გააჩენინე თუ გინდა ან უკვე დაბადებული ვიშვილოთ -ნუცა , მართლა შეძლებ სხვისი შვილის გაზრდას? - ჯერ რეპეტიციას გავივლი საკუთარზე და შემდეგ სხვისი გენეტიკის მატარებელ ჩვენს შვილს აღვზრდი ...რაც შეიძლება ბევრ ბავშვს უნდა ერგოს დუდა ჯანდიერის შვილობის პატივი - ყელში აკოცა და ხელი წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა -შენ ჩემზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს და მეშინია რომ ერთ დღეს მოლოდინს ვერ გავამართლებ -ყველაფერი გამოვა , უბრალოდ ისევ ისე ძლიერ უნდა გიყვარდე ..სულ უნდა მესმოდეს ეს ხმა , ჩუმად არასდროს უნდა იყოს ჩემი სიახლოვისას- გულზე მიადო ხელი და მერე აკოცა -ბეჭედზე გაინტერესებს ანუ ... იქნებ უბრალო ისტორია აქვს. მივედი რომელიღაც საიუველირო მაღაზიაში და ვიყიდე -არა , ის გამორჩეული ნაკეთობაა ეტყობა -ბრილიანტის თვლები არ არის, ცირკონებია ... დანარჩენი კი საკუთარი ხელით გააკეთა ბაბუამ . ოქრომჭედელთან მეგობრობდა და როდესაც ბებიას დანიშვნა გადაწყვიტა თავისი საათის რაღაც ნაწილი გადაადნო, მეგობრის დახმარებით საკუთარი ხელით გააკეთა ეს ბეჭედი, მხოლოდ ერთხელ და ისიც ბებოსთვის. ეს იყო ერთადერთი რაც ბაბუამ მამაჩემისგან გადამალა , მე მომცა და მითხრა იმ ქალს გაუკეთე რომელიც მზის სხივივით იქნება შენთვის ,მის მოლოდინში რომ იცხოვრებ ყოველ დღე .არ აქვს მნიშნელობა ცოლი იქნება, შეყვარებული თუ საერთოდ სხვისი ქალიო არ მისცე იმ ქალს რომელიც არ გეყვრებაო . მისი გაყიდვა მომიხდა ერთ დროს, მერე დიდხანს ვეძებდი დავიბრუნე და შენ რომ დამეჯახე მისი არსებობაც გამახსენდა ... ეს ბეჭედი სულ იმ ქალს ეკეთა ვინც მთელი გულით უყვარდათ - თითებზე აკოცა და მერე ხელისგულზე გადავიდა -იმედია გვეყოლება ბიჭი რომელსაც ისეთი სიყვარულის ნიჭი ექნება როგორიც შენ გაქვს და ისე გააღმერთებს საყვარელი ქალი როგორც მე შენ - თავი ისევ მკერდზე მიადო და ჯანდიერის გულის ხმას დაუგდოყური -და მაინც მე ყველას დაგაჯერებთ რომ ეს ეზო სიყვარულის ბუდედ გადაიქცევა... უბრალო და ბრალიანი იქნება მერე დიდხანს ლაპარაკობდა გეგმებზე, ყველაფერ უბრალოზე არაფერ პომპეზურზე, ძვირადღირებულზე და მაინც ყველაზე ძვირფასზე . ისეთივე იქნებოდა ყველაფერი როგორც თავად დუდა ჯანდიერი- უბრალო და ყველაზე ძვირფასი -მეძინება...სულ მეძინება და არ მომწონს -რატომ არ მოგწონს- ხელში ჰყავდა აყვანილი და ნახევრად მძინარეს ღიმილით დაჰყურებდა. ნელა მიაბიჯებდა საძინებლისკენ -შენთან ლაპარაკი მინდა და მეძინება, შენი მოფერება მინდა და მეძინება, სულ მეძინება -მე მიყვარს რომ გძინავს, მშვიდი ხარ, საყვარელი და შემიძლია ისე გიყურო რომ გონება არ ამირიო -არ შეიძება ასე, მეც მინდა რომ გიყურებდე...შენ სულ არ გცალია , შენს გარდა ყველას ვუყურებ და ახლა როცა ჩემთან ხარ მეძინება -ჩემი ალქაჯი ნუცა მომენატრა , გიბრაზდბეოდი და სურვილს ვანეიტრალებდი ახლა ისეთი საყვარელი ხარ, ისეთი თბილი და ტკბილი თავს ვერ ვიკავებ -არ შეიკავო რაა -გძინავს ნუცა -გამაღვიძე -არა, მეც დავიძინებ -დუდაა -ხო -იცი ახლა რა მინდა?- ყელში კოცნიდა და ისე ლაპარაკობდა -რა გინდა დედოფალო -ცეკვა მინდა -ვიცეკვოთ - გაიღიმა , იატაკზე დასვა და უმელოდიოდ დაიწყო მოძრაობა. ჯერ ნელა არხევდნენ სხეულებს, ერთმანეთს უყურებდნენ და იღიმოდნენ,შემდეგ უფრო გახალისდა ქალბატონი. ტრიალებდა და იცინოდა, ბოლოს ხმამაღლა კისკისებდა. დუდას სხეულზე ეკვროდა, კოცნიდა, თამამად მოძრაობდა და ბედნიერებას ასხივებდა -ჯანდიერო -დედოფალო -იცი ,მაშინ ,პირველად რომ შემომხედე ვიცოდი ჩემს ცხოვრებას შეცვლიდი -მე კი ვიცოდი ,რომ ჩემი დედოფალი გახდებოდი -მეფე შენ ხარ და მე შენი დედოფალი ...დედოფალი რომლის უფლისწული ან პრინცესა მოძრაობს- გაიცინა და ჯანდიერის ხელი მუცელზე მიიდო- მოძრაობს -საოცრებაა ...ყოველ ჯერზე სუნთქვა მეკვრის- გაეღიმა , მუხლებზე დადგა . თავი მუცელზე მიადო ,ერთი ხელი წელზე მოხვია მეორე მის მტევანს ჩასჭიდა და ტუჩებთან მიიტანა- მამი , იცი მე შენ როგორ მიყვარხარ? მა-მი , რა საოცრად ჟღერს ნეტავ იცოდე როგორ მინდა მალე დაგინახო, ხელში აგიყვანო და მერე მოვისმინო როგორ დამიძახებ მამას -დუდააა -ხო- ქვემოდან ახედა და ისევ გაუღიმა იცოდა რაღაც უნდოდა -ალუჩა მინდა...პირდაპირ მზიკოს ხიდან მოპარული- ეშმაკურად გაიცინა ჯანდიერს ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა მზიკოს ბაღიდან ალუჩის მოსაპარად. ჩუმად მიდიოდნენ ქუჩაში, მერე ხილის ბაღებში მიიპარებოდნენ ბოლოს ალუჩის ხესაც მიადგნენ .ნუცამ კაბის კალთა აიკეცა და დაელოდა როდის ჩაუყრიდა დუდა ალუჩას -მზიკომ რომ დაგვინახოს გვესვრის -სერიოზულად? -სახე თუ ვერ გაარჩია ხო -სწრაფად მერე რას ზოზინებ- ვაიმეე რა გემრიელიაა- ერთი ჩაკბიჩა და თვალები დახუჭა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ სოფლის ორღობეში მოპარული ალუჩით სავსე კაბის კალთით და ჯიბეებით მიაბიჯებდნენ დუდა და ნუცა ჯანდიერები . ნუცას სიცილის ხმა სოფელს აღვიძებდა მეორე დღეს ალბათ ყველას ეცოდინებოდა რომ ჯანდიერები დაბრუნდნენ... ........... სოფიო დიდი ემოციებით შეხვდა ირინას და კატოს . ორივე ჰყავდა ნანახი, მაგრამ რამდენიმე დღით იყვნენ ჩასულები და მას შემდეგ სულ უნდოდა ორივესთან დაახლოება . იმდენად საყვარლები , ენერგიულები და მაგრები იყვნენ სოფიო საოცარ ენერგიას იღებდ აირინასგან. ეს ქალი იმხელა სითბოს აგრNობინებდა ,რომ ანდრეაზე მეტადაც კი შეიყვარა, უბრალოდ უყვარდა ქალი რომელმაც ანდრეა აჩუქა, უყვარდა როგორც უყურებდა ირინა შვილებს. საოცრება იყო მისთვის ირინას და კატოს ურთიერთობა თითქოს რაღაც არამიწიერს უყურებდა ,ისეთს რაც არასდროს განუცდია . -ანდროო - ბიჭეს უყურებდა და შოკოლადიან ტუჩებს ილოკავდა- მარიამს არ დაურეკე? -კი ,მაგრამ არ ვიცი მოახერხებენ თუ არა დღეს მოსვლას... ხვალ ვნახოთ - ტუჩის კუთხეში დარჩენილი შოკოლადი თითით მოწმინდა და მერე აკოცა- ჩემო გემრიელო ,უკვე მგონია რომ ერთ დღეს მეც შემოგეჭმევი -იმდენი ტატუ გაქვს ქიმიური ხარ უკვე ... თუმცა შენ თითებზე ვიფიქრებ- ეშმაკურად გაიცინა და თითებზე მოეფერა -მხატვარო , უი ხელი ხომ არ შეგიშალეთ?- კატო გამოჩნდა და ტუჩზე იკბინა- რაღა დროს ცელქობააა სტუმრებითაა სახლი სავსე -კატუსიი შენ როდის თხოვდები? -ვინ მე? მე არ ვაპირებ ჯერ ...ჩემი რაშიც არ გამოჩენილა და პრინცზე საუბარიც ზედმეტია- სიცილით უპასუხა ხატიას კითხვას - თქვენს ქორწილში როდის ვაპირებთ ქეიფს ? თორნიკეე ბიძია? -უთხარით ვინმემ ამ ბავშვს ნუ მეძახის ბიძიას ... კიდე თუ დამიძახებ ქორწილში არ დაგპატიჟებთ ,ან წინა დღეს გეტყვით და კაბის ყიდვას ვერ მოასწრებ -ბოროტოო ბიძია ... ანდრო ასეთ ცოლისძმას როგორ უძლებ? -ჩემი ატანა მხოლოდ ერთს უწევს და ისიც მშვენივრად ართმევს თავს - თვალი ჩაუკრა და ხატიას ჩუმად შეუცურა ხელი კაბის ქვეშ ჭრილში, ბარძაყზე ასრიალებდა თითებს და იღიმოდა მის მუქარანარევ მზერაზე -ანუ ქორწილი -დიახ , ქორწილი ...ქორწილი ზამთარში გვექნება . ხატიას თოვლი უყვარს - ხმამაღლა თქვა ისე რომ ქარდავასთვის თვალი არ მოუშორებია -მართლა აპირებთ ? თორნიკეე -მე არ... -რა თქმა უნდა ვაპირებთ , არაკანონიერი ურთიერთობები არ მინდა ყველამ უნდა გაიგოს რომ ეს წითელთმიანი არქიტექტორი გიგანის ქალია - ისევ უყურებდა თვალებგაფართოებულ წითელთმიანს და ეშმაკურად იღიმოდა. მერე ხელზე აკოცა და ქვემოდან ამოხედა-იანვარში თუ თებერვალში -შეიშალე? - ჩუმად უთხრა ოთახიდან რომ გაიყვანა მაშინ -მე? რატომ -რა დალიე ასეთი ... ისე ინერვიულე ალექსანდრეს და მარიამის მოსვლის გამო რომ სისულელეებს ლაპარაკობ? -არაფერზეც არ ვნერვიულობ, რა მაქვს სანერვიულო როდესაც შენ არსებობ ! არ გამომყვები ცოლად?- ცისფერები უბრჭყვიალებდა, ხელები წელზე მოხვია და სხეულზე აიკრა, ცხვირის წვერი კანზე გაუსვა და მერე უცებ აკოცა- მაშინ სახლში გამოგკეტავ და არ გაგიშვებ , რაპუნცელი გახდები წითელი თმებით -გიჟი ხარ -იყავი შენ ჩემზე დიდი გიჟი და გახდი ჩემი ცოლი -დილით სხვა ხასიათზე იყავი და რა შეიცვალა გიგანო?- მკლავეი ყელზე მოხვია და რამდენჯერმე აკოცა- დამაბნიე , ასე არ შეიძლება -სოფიოს რომ ვუყურებდი დღეს უზომოდ მომინდა შენც ისეთი ბედნიერი იყო როგორიც სოფიოა და მე იცი არასდროს მდომებია სხვა ადამიანის ასე გაბედნიერება სოფიოს გარდა , საკუთარი თავისაც კი ... ახლა კი ძალიან მინდა ჩემთან იყო და მქონდეს უფლება შენთან გავატარო დარჩენილი ცხოვრება -ცისფერთვალებავ ახლა შეიძლება ვიტირო და ეს ბოლოს აღარც კი მახსოვს როდის იყო- თვალებში უყურებდა და მზერას ვერ აშორებდა ,მის ცისფერებში ყველაფერს ხედავდა,მთელი სამყარო იყო იქ -ტირილი არ შეიძლება, შენ ისე მოგიხდება შეიძლება მოვკვდე - ღაწვებზე აკოცა,მერე თვალებზე .ჩუმად ელაარაკებოდა, ძალიან ჩუმად და მშვიდად .ასეთი დარწმუნებული არასდროს არაფერში ყოფილა- მითხარი რომ შენს საოცნებო ქორწილში ჩემი დედოფალი იქნები -თებერვალში ორცხობილებს გავაკეთებთ ერთად - ყველაზე უცნაური თანხმობა იყო, არასდროს არავის რომ არ უთქვამს ისეთი ოთახიდან რომ გავიდნენ ხატია მის მკლავზე იყო მოხვეული,იღიმოდა და ისე მიდიოდა . მისაღებში შესვლისას ფეხზე მდგომი წყვილი დაინახეს , სულ რამდენიმე წუთის მისულები იქნებოდნენ. მარიამი სოფიოს ეხვეოდა ,ალექსანდრე კატოსთან და ირინასთან იდგა . გიგანს გაეღიმა , შორიდანაც კი ეტყობოდა იმ ორს რომ წყვილი იყვნენ. ვეღარაფერს გრძნობდა, აღარც ტკივილს განიცდიდა, აღარაც სუნთქვა ეკვროდა . ალექსანდრემ რომ გამოხედა ისე მიესალმა როგორც ჩვეულებრივ ნაცნობებს ესალმებიან -რადგან ყველანი აქ ხართ ვისთვისაც ამ ამბის გაზიარება მსურს , აღარ მოვიცდი ისედაც ერთი სული მქონდა როდის ვიტყოდით ,რომ მე და ანდროს ტყუპები გვეყოლება ...დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენს ოჯახში მათი დაბადება გააქრობს ყველა ჭრილობას და შევძლებთ სრულფასოვნად ცხოვრებას ყველანი ერთ სივრცეში -მამიდა გავხდები ? ვაიმეეე -კატოს რეაქცია იყო პირველი . შემდეგ ირინასი. ალექსანდრემ და მარიამმაც ისე მიულოცეს ვითომ არაფერი იცოდნენ. შემდეგ ერთად გაატარეს რამდენიმე საათი და სოფიოს სითბო ყველაზე თანაბრად ვრცელდებოდა. სახლი რომ დატოვეს მანქანას ნელა ატარებდა დადვანი. ჯერ ჩუმად იყო , შემდეგ წვიმის წვეთები დაეცა მანქანას, ერთი ,ორი ,სამი და შემდეგ უთვალავი . აგვისტოს წვიმა იყო, თბილი წვიმა , მარიამს რომ უყვარდა ისეთი . მანქანა გააჩერა და უკვე აჟიტირებულ ცოლს გადახედა -გაქცევის დროა მარიამო -გაქცევის, ცეკვის და ჩვენი ალექსანდრე სწრაფად გადავიდა და ტრორტუარზე გაიქცა, მსხვილი წვეთები ცვიოდა , სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებდა სითბოსაც და სიგრილესაც. კაბა ტანზე მიეკრო, თმები დაუსველდა ალექსანდრეს თითებს თავისი ჩაკიდა და დატრიალდა -უსიყვარულო სიყვარულიდან უსაზღვრო სიყვარულამდე რამდენი ნაბიჯია იცი ?- სუნთქვააჩქარებული ტრიალებდა და უკანსვლით მიდიოდა -ორი ნაბიჯია - მაჯაზე თითები მოხვია ,თავისკენ მიიზიდა და წვიმის წვეთებით დასველებული ტუჩები დაუკოცნა- მე და შენ -ალექსანდრე და მარიამი ? -მეგობრობა და სიყვარული ღმერთმანი ესეც დასასრული რომელსაც ვერ წარმოვიდგენდი რომ დღეს დავასრულებდი არ ვიცი ალბათ მაინც ბევრი რამ დააკლდა კიდევ შეიძებოდა რამე დამეწერა მაგრამ ვიცი მეტს ვერ დავწერ უბრალოდ არ შემიძლია მიყვარხართ მომენატრებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.