შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევანგელინა /4/


3-02-2019, 01:18
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 603

დიზაინრების მორთული სახლი საოცრება იყო, ეზო სადაც აუზი და თეთრი მაგიდები განელაგებინათ ულამაზესი იყო, ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილი დავიკავეთ და ველოდებოდით როდის მოვიდოდნენ ანუშკა და ანდრეი. რადგან ანუშკას ახლობლებს არ ვიცნობდით, მაგიდაზე სხადასხვა მხარის სტუმრები ერთად დავაჯინეთ. ტიტე მის ოჯახთან ერთად, მამიდაჩემის მაგიდაზე იყო. რამდენჯერმე დავიჭირე, მისი მზერა. რამოდენიმე წუთში, საქორწილო სიმღერის ჰანგები გაისმა და ულამაზესი წყვილი შემოვიდა, ფეხზე წამოვიმართე და ჩემს ძმას თვალ ცრემლიანი, დავაკვირდი.
მამა, რომელსაც სახეზე დაღლილობა ეტყობოდა, ეხლა იმდენად ლაღად უყურებდა შვილს, სახე მომცინარი.
ადგილი დაიკავეს თუ არა, მივუახლოვდი და ორივეს ჩავეხუტე.
- გილოცავთ, მუდამ ბედნიერები ყოფილიყავით - ვუთხარი თვალცრემლიანმა
- გვიყვარხარ - ჩამეხუტა ანუშკა
- მალე, შენთვის მომელოცოს დაიკო.
- ხმა გააჩუმე, იდიოტო - ისევ ჩავეხუტე
- აბა როგორ გაატარე, მასთან ერთად დრო? - მანიშნა ტიტესკენ, რომელიც, გამწარებული ჭამდა.
- ამისთვის სამაგიეროს გადაგიხდი, აუცივლებლად - ვუთხარი ჩემს რძალს და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
ორი საათი შემდეგ, ხალხი შეზარხოჟდა, ჩემი ძმა კი დიჯეის მიუახლოვდა და მიკროფონი გამოართვა.
- მინდა სადღეგრძელო ვთქვა - ხალხი გაჩუმდა - დღეს,ჩემთვის მნიშვნელოვან დღეს, დედაჩემი ჩემს გვერდით არ არის, მამაჩემი ყოველთვის მეც და ჩემს დას ისე გვივლიდა როგორც დედა და მამაც... მინდა რომ მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. - მამაჩემის თვალზე ცრემლები შევნიშნე, მივხვდი რომ მეც ვტიროდი - ასევე მადლობას ვუხდი ჩემს დას, რომელის ყოველთვის ცდილობდა დედის მაგივრობა გაეწია ჩემთვის, ის ჩვენი ოჯახის ნათელი წერტილია.
- სულელი - ამოვისლუკუნე.
ამის შემდეგ კი დიჯეიმ სიმღერები ჩართო და გართობაც დაიწყო. ოთხი ჭიქა დავლიე, ისე კარგად ვიყავი როგორც არასდროს. სადაც ყველა ერთად ცეკვავდა , იმ ადგილს მივუახლოვდა და ცეკცა დავიწყე, თხუთმეტი წუთი გაუჩერებლაად ვცეკვავდი, შემდეგ განათებებიც ჩააქრეს და მხოლოდ აუზში ანთებული სანთლები ანათებდა გარემოს. ზურგზე ნაზი შეხება ვიგრძენი
- ცეკვაც გყვარებია - ჩამჩურჩულა უკნიდან და ნაზად დამისვა ხელი მოშიშვლებულ ზურგზე
- დაგაგვიანდა. - გავუღიმე და შევტრიალდი, ტიტეს თვალები სიბნელეში, ბრწყინავდნენ. ხელებს ჩემს სხეულზე ისე ასრიალებდა როგორც გიტარისტი, გიტარაზე. სახე ჩემს თმებში, ჩარგო და ცეკვაში ამყვა.
- ბედისწერააა ეს ყველაფერი, ასე არ გგონია? - ისევ ჩურჩულითვე მითხრა
- ბედისწერის არ მჯერა, მომავალს შენ თვითონ ჰქმნი - მისი ცხელი ტუჩები, მხრებზე ვიგრხენი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
- რისი გწამს და გჯერა ყველაზე მეტად ევანგელინა?
- საკუთარი თავის მწამს და იმის მჯერა რომ ეხლა მეთამაშები - გავუღიმე და ხელი უხედაშად მოვიშორე
- სიყვარული ბევრმხრივია ძვირფასო, ან ბოლომდე უნდა შეიგრძნო ის ან საერთოდ არ უნდა გადაწყვიტო მისი დაგემოვნება. - მითხრა და სიგარეტს მოუკიდა
- ამით რის თქმას ცდილობ? - სიმღერის ხმაში ვცდილობდი გამეგონა მისი სიტყვები
- ისევ გიყვარს? - გამახსენდა როგორ მუთხარი ელას შესახებ, ელას რომელმაც მისი სიყვარული მასწავლა.
- არ ვიცი - გამოვუტყდი, მის ხსენებაზეც კი ვიძაბებოდი.
- მე დაგეხმარები, მხოლოდ მე. - თვალი ჩამიკრა - როდესაც დახმარება მოგინდება, მე აქ ვიქნები...
და წავიდა, ჩემს გარშემო ადამანები ცეკვავდნენ მე კი გაოცებული ვუყურებდი, ხალხის რბოში გამქრალ ტიტეს.
- ანდრეი გეძახის - მითხრა მამამ როდესაც მაგიდასთან მივედი.
- პატარავ - ხელი დამიქრია, მეც მივუახლოვდი.
- ჰოო?
- იმედია გაგიხარდება - ეშმაკურად გამიღიმა - ვიცოდი გაგიხარდებოდა, მისი ნახვა, ამიტომ დავპატიჟე.
- ვიინ? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- შენი დაქალი, აი ისიც - ვიცოდი ვისაც გულისხმობდა, ანდრეიმ სადაც მანიშნა იქ გავიხედე, ელა.
მისი ცისფერი კარე, აუზის სანთლების ფონზე ბრწყინავდა, მიღიმოდა, მის იდუმალ და ამავდოულად ნაცნობ სახეს ვხედავდი. უკნიდან გოგო მიუალოვდა, წელზე ხელი შემოხვია და კოქტეილის ჭიქა მიაწოდა, ელამ თვალი მომწყვიტა და გოგოს გაუღიმა, თვითონაც ნაზად აკოცა ტუჩზე... ვგრძნობდი როგორ დამეძაბა სხეული, კანკალი დავიწყე და თავის, გონების, სხეულის, დამორჩილებას ვერ ვახერხებდი...
- არ მეგონა ელას გოგონები თუ მოსწონდა - მითხრა ჩემს გვერდით მდგომმა ადრიანმა.
- რატომ დაპატიჟე? - ვცდილობდი ბრაზი, რომელიც ლავასავით გადმოსვლას ეწინააღმდეგებოდა, ჩემს ძმაზე არ გადამეტარებინა.
- მეგონა გაგიხარებოდა და შეგირდებოდოთ, თქვენ ხომ ასე კარგად იყავი ერთმანეთთან - მინდოდა მეპასუხა თუმცა ანიშკამ დაუძახა და მასთან მივიდა.
მე და ელა ერთმანეთს, ხუთი თვე ვხდებოდით. ეს იყო ყველაზე ბედნიერი და ლაღი დღეები ჩემს ცხოვრებაში, აი ადამიანი რომ ეძებს იმ ერთადერთს და ბოლოს შვება მოგვრილი იპოვის იმ ერთადერთ ადამიანს, ისე ვიყავი. მეგონა მხოლოდ მისით შემეძლო სუნთქვა, მეგონა რომ მის გარდა სხვა არ არსებობდა. ერთ დღეს, კლუბში ძალიან ბევრი დავლიე, ელა მენატრებოდა... ამ დროს ელა ქალაქგარეთ ოჯახთან ერთად იყო და უკვე მეხუთე დღე, მისი მონატრება მკლავდა, ერთი ბიჭი მოვიდა და ლაპარაკი დამიწყო, დიდი ხანი ვლაპარაკობდით შემდეგ კი, მაკოცა. ელას ხმის გაგონებისთანავე მოვიშორე ბიჭი, ის ჩემს წინ თვალ ცრემლიანი იდგა. ვკითხე თუ რას აკეთებდა აქ თუმცა პასუხი არც მჭირდებოდა, ის ჩემს გამო დაბრუნდა, მასაც ისე ვენტრებოდი, როგორც მე ის...
ამის შემდეგ ელამ, ეს არ მაპატია და მისი ცხოვრებიდან ამომშალა. ეხლა კი ის ჩემს წინ დგას, თუმცა არა ჩემთვის, ის ჩემი აღარ არის.
აუზს მოვუახლოვდი, შემდეგ კი ელას წინ დავიდექი, გამიღიმა.
- გილოცავ ძმის გაბედნიერებას, გამიხარდა, რომ დამირეკა - მითხრა.
- შენც გილოცავ გაბედნიერებას - მისი შეყვარებულისკენ ვანიშნე რომელიც ნელ სიმღერაზე, დიჯეის წინ ცეკვავდა.
- მადლობა ევუ - ისეც ისე ნუ მეძახი თქო, მინდოდა მეთქვა თუმცა თავი შევიკავე.
- კარგ გართობას გისურვებ - წასვლას ვაპირებდი როდესაც მისი შეყვარებული მოგვიახლოვდა.
- შენ ალბათ ევა არაა? - გამიღიმა და ელას ტანზე აეკრო
- დდიახ - ვითხარი სუნთქვა შეკრულმა
- შენზე ბევრი მსმენია ელასგან, მე ნინი მქვია. - მაღალი გრძელი ფეხები ჰქონდა, მოკლე შავი კაბა ეცვა.
- კარგად გამოყურები - მითხრა ელამ, მის შეყვარებულს ფეხზე ხელი დაუსვა
- ეგრე ნუ აკეთებ, ხო იცი რა მემართება? ცოტაც მოიცადე და წავალთ - ნინის სიტყვებმა ადგილზე გამაშეშა. ვგრძნობდი რომ მალე ტირილს დავიწყებდი, დებილი და სუსტი გოგოსავით.
- ძვირფასო - უკან შევიხედე ტიტემ ჯერ მე შემომხედა, შემდეგ მათ დააკირდა
- ტიტე? - მეგონა უკვე წავიდა
- შენ გეძებდი - წელზე ხელი შემომხვია და ბაგეებზე ვნებიანად დამაცხრა, ჯერ გაოცებული ვიყავი, თუმცა ვხვდებოდი როგორ მიყურებდა ელა და ბრაზისგან სკდებოდა. ტიტემ ხელით მისკენ მიმწია, კოცნა არ შეუწყვიტავს, მას... რბილი და ვნებიანი კოცნა ჰქონდა. ბოლოს უკან დაიხია და შუბლზე მაკოცა.
- ბოდიშით, ტიტეს უნდა გავყვე - ორივეს შევხედე, ელა ადგილზე გაყინულიყო და თვალს არ მაცილებდა, ნინი კი უხერხულად იდგა მის გვერდით.
- კარგად - მითხრა ცივად, როდესაც ტიტემ სახლისკენ წამიყვანა.
- რა ჯანდაბას აკეთებ?! - ვუყვირე მეორე სართულზე, სადაც არავინ იყო.
- მეგონა, მადლობას მომიხდიდი - მომღიმარმა შემომხედა
- მადლობას რისთვის?
- იმისთვის რომ ის გოგო, მოიცა რა ერქვააა, ელა ხო? აეჭვიანე.
- შენ რა იცოდი რომ ის იყო? - გაკვირვებულმა შევხედე
- არ მითქვამს რომ შენს სახეზე, ყველაფრის წაკითხვაა შესაძლებელი?
- მოკეტე რა - ბოლთას ვცემდი, ღმერთო ჩემო ეხლა რა მოხდებოდა? არა ნუ არც არაფერი იყო.
- ისე მაგარი ნა*შა ახლდა - ტიტე თავის სტიქიაში იყო როგორ ყოველთვის.
- სახლში წამიყვან? - ვკითხე ორ წუთში
- რაა? ისევ მე?! - თვალები გადაატრიალა
- ტიტე! - სიცილით მომიახლოვდა
- თუ კიდევ ერთი კოცნით, დამასაჩუქრებ - ყელში ამომივიდა, ხელი ვკარი და სწრაფი მაბიჯებით წავედი
- კარგი კარგი! დამელოდე ევანგელინა...

***
ქორწილიდან მეხუთე დღე იყო გასული, ჩემს ნივთებს ვალაგებდი და სიცხის გამო ყოველ წამს ვისვენებდი. მამა მეწუწუნა დაგეხმარებიო თუმცა არ მივაკარე ჩემს ნივთებთან, შეიძლება ისეთი რამ მოგყვეს ხელში რისიც შემრცხვება თქო...
ანუშკა და ადრიანი, ხვალ ჩამიოდნენ ვენეციიდან, თაფლობის თვე სასწაულად გაატარეს, ანუშკა ყოველ ნახევარ საათში ინსტაგრამზე ფოტოებს დებდა... ტელეფონი აწრიალდა, ვიდეო ჩათით მირეკავდა შალო
- დაქალოო - წამოიყვირა
- ოჰ გული გამიხეთქე, აბა რასშვებიი?
- მე კი არა შენ რასშვები?! აბა დღეს ხომ ავღნიშნავთ შენს ბინაში გადასვლაას?
- ოჰჰ - დაღლილმა დავიწუწუნე
- კარგი რა! აი ნახე რა ვიყიდე - ორი ღვინის ბოთლი დამანახა - ნეკამ კიდევ ორი იყიდა!
- კარგი ხო, წავედი ვამთავრებ ჩალაგებას - კოცნა გავუგზავნე და გავთიშე. მენსონის, მძიმე როკი ჩავრთე დინამიკებში, სანამ ჩავალაბდი და გამოცვლა დავიწყე.
- საცვალი არასწორად გაცვია - მომესმა უკნიდან ხმა და შეშინებულმა წამოვიყვირე
- ელა? აქ რას აკეთებ? - გაოცებულმა შევხედე და სწრაფად გადავიცვი, წითელი, კოპლებიანი სარაფანი.
- მე დავურეკე - მამამ თავი შემოყო - დროა შერიგდეთ და ნივთების გადატამაშიც მოგეხმარება.
- რა თქმა უნდა - გამიღიმა.
გაოცებული ვაკვირვებოდი მის ყველა მოძრაობას, მეღიმებოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი, ჩემი ერთადერთი კითხვა გამაჩნდა მხოლოდ, მისმა შეყვარებულმა იცოდე ეს? იცოდა რომ ეხლა ჩემთან იყოო?
- შვილო, საღამოს გინდა გამოვიდე და ავეჟი გადაგალაგებინო?
- არა, გოგოები აპირებენ მოსვლას, უნდა დავლიოთ.
- ნუ ნერვიულობთ - მამას შეხედა ელამ - მეც მათთან ვიქნები.
- რაა? - გაკვირვებულმა ვკითხე
- ხო, თუ არ გინდა...
- არა, რა პრობლემაა.
კიდეც ერთხელ მომიწევდა მისთვის დარეკვა, ტიტე დღეს ისევ მჭირდებოდა, ჩემი "შეყვარებული" ჩემს გვერდი უნდა ყოფილიყო, ასე არ არის?



№1  offline წევრი Niniko11

მაგარიაა ჰო აბა ტიტეს გარეშე რა იქმება ერთი ძალიან მაინტერესებს ამბის განვითარებააა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს♡♡

 


№2  offline მოდერი Tamta.k

Niniko11
მაგარიაა ჰო აბა ტიტეს გარეშე რა იქმება ერთი ძალიან მაინტერესებს ამბის განვითარებააა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს♡♡

ნინიკოო ჩემო თბილოო❤️მალე დავამთავრებ, არ გავწელავ❤️

 


№3  offline წევრი Elea_Nora

ეუუ ელა! გამოხტა ეხლა ყოფილი და შედგა სამკუთხედი. ვაიმე არადა მინდა ტიტე და ევა მინდა ერთად, მაგრამ რა ვიცი რა შემოგივლის ამიტომაც მოვლენებს არ გავუსწრებ. ეხლა რაც შეეხება ელას ვერ ჩამოვყალიბდი როგორი პიროვნებაა მაგრამ მგონია რაღაცნაირად ცხოვრებისგან დატანჯული პიროვნება მგონია. არ ვიცი რა რა ვთქვა.
მაგარი ხარ რა ჩემო ტკბილო!❤❤
ლავ იოუ!

 


№4  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
ეუუ ელა! გამოხტა ეხლა ყოფილი და შედგა სამკუთხედი. ვაიმე არადა მინდა ტიტე და ევა მინდა ერთად, მაგრამ რა ვიცი რა შემოგივლის ამიტომაც მოვლენებს არ გავუსწრებ. ეხლა რაც შეეხება ელას ვერ ჩამოვყალიბდი როგორი პიროვნებაა მაგრამ მგონია რაღაცნაირად ცხოვრებისგან დატანჯული პიროვნება მგონია. არ ვიცი რა რა ვთქვა.
მაგარი ხარ რა ჩემო ტკბილო!❤❤
ლავ იოუ!

მადლობა ჩემო მარწყვუნია❤️ყველაფრისთვის!
შენ შეუდარებელი ხარ! მიყვარხარ❤️

 


№5  offline წევრი Niniko11

Axal tavs male dadeb?♡♡

 


№6  offline მოდერი Tamta.k

Niniko11
Axal tavs male dadeb?♡♡

12საათის შემდეგ❤️დღეში ორის დადება არ შემიძლიაა❤️

 


№7  offline წევრი Niniko11

ურააააააააააააა დაგელოდებიიი მთელი ღამეც რო დაგჭირდეს დასადეებათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent