შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევაგელინა /3/


1-02-2019, 14:35
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 439

მთელი გზა, ისე გავიარეთ რომ არცერთს ხმა არ ამოგვიღია, მისამართი ვუკარნახე, ადგილზე ორმოც წუთში მივედით.
- მადლობა ტიტე, არც კი იცი როგორი მადლიერი ვარ შენი - გავუღიმე და ზურგსაკი ავიღე
- არაფრის ევანგელინა. - ჩამოსვლისას მივხვდი როგორი დაღლილი იქნებიდა, ერთი საათი ტყეში გავატარეთ, შემდეგ კი გზაში.
- იქნებ, ყავაზე ამოსულიყავი? - შევთავაზე
- მგონი ცუდი აზრია, ეხლა ოჯახს სალაპარაკო გექნებათ.
- არაა, მამაჩემი ეგეთი მკაცრიც არ არის. წამოდი, თუ სიტუაცია არ მოგეწონება წადი, კარგი?
ბოლოს დავითანხმე, სახლის კარები ღია დამხვდა, საჭმლის სურნელი კი სახლის კარებიდანვე ვიგრძენი.
- მამიკო - დავუძახე და წინ წავედი, ტიტე უკან მომყვებოდა
- ევანგელინა? - მამაჩემი სამზარეულოდან, გაოცებული გამოვიდა და გადამეხვია - როგორ მოახერხე შვილო, წამოსვლა?
- ტიტემ წამომიყვანა - მისკენ ვანიშნე - ეს ტიტეა მამა, ეს კი მამაჩემია.
- სასიმოვნოა - ერთამანეთს ხელი ჩამოართვეს, სიცილი ძლივს შევიკავე მამაჩემის სახის დანახვისას, როგორ აკვირდებოდა ტიტეს პირსინგზე და ტანსაცმელზე.
- სად არის ჩემი ცანცარა ძმა? - ხმამაღლა ვთქვი, სამზარეულოდან გოგონა გამოვიდა. კარე თმის, თხელი ტანით, ნუ ლამაზი იყო, ჩემს ძმას გემოვნება ყოველთვის ჰქონდა.
- შენ ევა არაა? - მომიახლოვდა და გადამკოცნა
- კი, კარგია ევას რომ მეძახი - გავუცინე
- ტიტეე? - ჩემს უკან მდგომ ტიტეს შეხედა, ორივის თვალები გაუფართოვდა.
- ანუშკა? - თავი რომელიმე ფილმში მეგონა, სახელენს რომ იმეორებენ და ყველა ერთმანეთს გაშტერებული უყურებდა.
- მოიცა გათხოვდი? - ეს რა ტიტეს რომელიმე გოგო იყო? ჩემს რძალს ეჭვის თვალის შევხედე რომელიც უხერხულად, იჭმუჭნებულობა.
- ჰო, გავთოხვდი - ბოლოს გაღიმება მოახერხა.
- და თქვენ საიდან? - ვკითხე ტიტეს
- ანუშკა, მამაჩემის ნათლულია.
- ოჰჰ - შვებამოგვრილმა, ამოვილაპარაკე.
- წამოდით, დავსხდეთ, ყავა დავლიოთ და ვილაპარაკოთ - მამა სამზარეულოსკენ გაგვიძღვა.
ანუშკას გაკეთებული, შოკმანჟე უგემრიელესი აღმოჩნდა, ტიტეც იხსენებდა ძველ ამბებს. მაგრამ სურვილი მკლავდა გამეგო, როგორ მოიყვანა ცოლი ჩემმა ძმამ? თუმცა ხმამაღლა, კითხვა შემრცხვა, თან ტიტეს თანდასწრებით.
- მე უნდა წავიდე, ბანაკში დაღამებამდე უნდა მივიდე - წამოდგა, ანუშკა გადაკოცნა და მამას მადლობა გადაუხადა, გამასპიმძლებისთვის.
- კიდევ ერთხელ, მადლობა - ვუთხარი ლიპტთან
- არაფრის, ევანგელინა. - გამიღიმა და ლიპტში შევიდა - იმედია შევხვდებით.
- კარგად. - დავემშვიდობე მანამ, სანამ კარები დაიკეტებოდა.
სახლში შემოვედი თუ არა, კარებზე ზარის ხმა გაისმა და უკან გავბრუნდი, მეგონა ტიტეს რაიმე დარჩა, სიმრთლე გითხრათ და ოდნავ გამიხარდა, თუმცა არც კი ვიცი რატომ.
- ეეე პატარაა - ჩემმა, მაღალმა, გრძელმა და აწ.უკვე ცოლიანმა ძმამ ხელები გადამხვია, კარების გაღების თანავე.
- იდიოტოო, გამგუდავ! - შევუბღვირე
- არ მოგენატრე? - ცელოგნები, რომლებიც ძირს დაყარა, აიღო და ეშმაკურად ჩამიცინა
- ოთხი დღე ვიყავი წასული! ოთხი, გესმის? ერთი, ორი , სამი და ოთხი, ხომ ხვდები? და არაა ოთხი წელი ხომ მართალია?
- პირდაპირ მითხარი - თვალები გადაატრიალა
- როგორ მოახერხე, ეს ყველაფერი? შეყვარებული და შემდეგ ცოლი?
- აი ესე უბრალოდ, ერთი ნახვით შეყვარება.
- მოიცა, ერთხელ ნახე? - მეგონა, ინფაქტი ან რაიმე მსგავსი დამემართებოდა.
- არაა - ხმამაღლა გაიცინა - სამჯერ.
- იდიოტო - მუჭები დავუშინე - გიყვარს მაინც? - ჩუმად ვკითხე
- რა თქმა უნდა - მომბაძა და ჩურჩულით მითხრა, ვიცოდი ორი წამიც და სიცილში გაიგუდებოდა.
- გაეთრიე, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს - სამზარეულოში შევაგდე და ჩემს ოთახში შევედი.
ამდენმა ინფორმაციამ, ჩემი ნერვული სისტემა და ტვინი, ზედმეტად გააღიზიანა. ჩემს რბილ საწოლზე, წამოვგორდი და თვალენი დავხუჭე.
ჩემი ძმა, ანდრეი რვის იყო, როდესაც დედა გარდაიცვალა მე კი, ოთხის.
ამიტომ დედას სახე აღარ მახსოვს, ანდრეი ბედნიერია როდესაც წარმოდგენაში აქვს ის კადერი როდესაც დედა ელაპარაკება ან თუნდაც სკოლაში აცილებს...
არასდროს მიგვრძნია, ის რომ სითბო მაკლდა, მამა მუდამ ყურადღებიანი იყო მისი სამსახურის მიუხედავად, ანდრეი კი ნამდვილი ძმასავით იქცეოდა, ყოველთვის. ამიტომ ჩვენ სამს განსაკუთრებულად გვიყვარს ერთმანეთი, თუმცა, დედა ყოველთვის მაკლდა და ეხლა ამ წამს როდესაც ჩემი იდიოტი ძმა ოჯახს ქმნის, ამას უფრო განვიცდი.
განა მართლა ესეთია ცხოვრება? უსამართლო და ყველაზე შეუპოვარი, ცივ კალთაში ჩაგიჯენს და იმდენ ხანს გამყოფებს იქ რამდენი ხანიც, მას სურს. წყალი გადავივლე და სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი, დროა ანუშკა გამეცნო.
- აბა, რასაკეთებთ? - ვკითხე ყველას ერთად.
- შვილო, ანუშკას მშობლები უნდა ვნახოთ მე და შენმა ძმამ - მითხა მამამ და კოსტუმი ჩაიცვა
- კარგი, ანუშკა მშია, მოდი გავაკეთოთ რაიმე რა - ვუთხარი, მათი წასვლის შემდეგ
- უკვე გავაკეთე - გამიღიმა და ცხელი ხაჭაპური, სალათთან ერთად თეფშზე დამიდო - გასინჯე
- ოჰოო, როგორი სწრაფი ხარ - გავუღიმე და ჭამა დავიწყე
- ტიტეს დიდი ხანია იცნობ? - მისი სახელის ხსენებაზე, დავიძაბე და ამავდროლად მუცელში სპაზმები ვიგრძენი.
- არაა, ბანაკში გავიცანი - წყლის ჭიქა ბოლომდე ჩავცალე
- კარგი ბიჭია - ყავის მადუღარა, გასქურაზე შემოდგა.
- თუმცა, თავიდან გოგო მეგონა - გამეცინა ანუშკას სეხეზე
- ნათლიაჩემი სულ იმას ეუბნება, ეგრე ბიჭს უფრო მოიყვან ცოლად, ვიდრე გოგოსო - ყავა ჩამოასხა ორივესთვის და ჩემს წინ ჩამოჯდა.
- არა, ხო მართლა გავდა - მხრები ავიჩეჩე
- მოგწონს? - შეპარულად მკითხა, გამეცინა.
- არ ვიცი, კი ალბათ - გამიკვირდა ჩემი გულახდილობა - შეყვარებული ყავს, ქერა მაგარი ნა*შა - თეფში გავრეცხე და ყავას მივუბრუნი
- მთავარი მონდომებაა, გაინტერესებს როგორ გავიცანი შენი ძმა?
ანუშკა კარგი, გულწრფელი და რაც მთავარია გახსნილი პიროვნება აღმოჩნდა რამაც ძალიან გამახარა, მამა და ანდრეი სახლში ორ საათში მოვიდნენ. ანუშკა ისე ნერვიულობდა ბოლოს აღარ იცოდა რა ექნა.
- რა მოხდა? - ვკითზე ორივეს მისაღებში შემოსვლის შემდეგ.
- ქორწილი, ორი კვირა გვაქვს. - რაო? ვერაფერი გავიგე, ანუ ქორწილი?
- რაა? - წამოიძახა ანუშკამ - მე ხომ, ჩვეენ, ქორწილი არ გვინდოდა.
- ხო მაგრამ, მამაშენმა დაიჟინა დ დავთანხმდით - ანდრეი მოეხვია და შუბლზე ნახაზ აკოცა.
- ოჰ ღმერთო - ჩავილაპარაკე, იმის გახსენება რომ კაბა უნდა ვიყიდო, მაღალქუსლიანები და მაკიაჟი, შემდეგ ყველას გავუღიმო, ამ ყველაფერს ჭკუიდან გადავყავდი.
შემდეგი ათი დღე, ცხოვრება სრულ ქაოსსში გავარარე. მომიწია ანუშკას დაქალების, ძმაკაცების, ახლობლების,
ყველას ერთად გაცნობა. რადგან ზაფხული იყო, გადავწყვიტეთ ქორწილისთვის დიდი სახლი გვექირავებინა და აუზიან ეზოში გაგვემართა ქორწილი, ანუშკას ეს აზრი ძალიან მოეწონა, რადგან ქორწილი საერთოდ არ უნდოდა. დღეს წამოვიღე სამკერვალოდან ანუშკას თეთრი ატლასის კაბა და ჩემი წითელი ატლასის კაბა, დიდი ხანი ვფიქრობდი რანაირი უნდა ყოფილიყო ჩემი, თუმცა მალევე გადავწყვიტე რადგან დრო არ იყო. ქორწილის წინა ღამე იყო, ყველა მისაღებში ვიყავით და ვისვენებდით
- ბავშვებო, სალაპარაკო მაქვს - დაიწყო ლაპარაკი მამამ, ცოტა გამაკვირვა კიდეც
- რა მოხდა? - ვკითხე და ანდრეის გადავხედე რომელმაც მხრები აიჩეჩა
- აქ დიდი სივრცე არ არის, შენთვის იმ ბინის ჩუქება გადავწყვიტე, რომელიც შარშან ვიყიდეთ, ყველანაირად მოწყობილია, შენს უნოვერსიტეტთანაც ახლოს არის და...
- მამა? რას გულისხმობ რომ მარტო შემიძლია ვიცხოვრო? - პირდაღებული ვუყურებდი
- დიახ ევანგელინა, თუმცა იცოდე ყოველთვის შეგამოწმებ. უბრალოდ მინდა თავისუფლად იყო შენც და ანუშკა, ანდრეისც.
- მამა ჩემი და, ხელს არასდროს შეგვიშლის - ანდრეიმ მამას დაბნეული გადახედა
- დიახ, პირიქით მე და ევა კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს... - დაიწყო ლაპარაკი ანუშკამ, თუმცა მამამ გააჩერა.
- არა, ერთ ხშირად იქნებით თან ბინა ახლოსაა, ასე რომ ერთმანეთი არ მოგენატრებათ.
ბევრი აღარ მილაპარაკია, მივხვდი რომ მამაჩემი მართალი იყო და ამდენი სახლში ვერ ვიცხოვრებდით, მითუმეტეს როდესახ ბავშვები ეყოლებოდათ.
ჩემი ძმა მუშაოვდა, მშვენიერი ხელფასი ჰქონდა, მამას კი ორჯერ ბევრი... მაღაზიენიც გვქონდა, ასე რომ არასდროს არ გვიჭირდა... ის ბინა რაზეც მამა ლაპარაკობდა, ორი ქუჩის იქით იყო. ორ ოთახიანი, კეთილ მოწყობილით , ყველაფერი იყო... ასე რომ ანუშკას და ანდრეის თაფლობის თვის დამთავრებამდე გადავიდოდი.
დილით მაღვიძარა, შვიდ საათზე მაღვიძებს. მგონია რომ ისევ უნოვერსიტეტში უნდა წავიდე და მახსენდება კაბა, ქორწილი
- ღმერთო, ვაგვიანებთ!!! - სწრაფად ვარდები საწოლიდან და ანუშკასთან გავრბივარ
- ანუშკა! დაგვაგვიანდა, ღმერთოოო - ანუშკა გაოცებული მიყურებს, შემდეგ კი ყველაფერს ხვდება
- ღმერთო, ქორწილიიი დღეს ჩემი ქორწილია?
ორ საათში მე და ანუშკა, სახლში მაკიაჟ გაკეთებულები მოვდივართ. მამას ჩაცმაში ვეხმარები რადგან სტუმრები თორმეტზე მოვლიან.
წესისამებრ, ანუშკას სახლში უნდა მივაკითხოთ ამიტომ, კაბას და სხვა საჭირო რაღაცეებს მანქანაში ვდებ და მამას ანუშკას ვატან.
სარკეში საკუთარ ანარეკლს ვიყირებ, შავი თმა ოდნავ გრძელი და ხვეულია, კაბა მკედს ოდნავ ფარავს, ზედმეტად ამოღებული დეკოლტე ხომ არ მომივიდა? თუმცა მომწონს ატლასის კაბა როგორ ეკვრის ჩემს ტანს, მაკიაჟიც კი მომწონს.
- პატარაა - მეძინახი ადრიანი, ვერცხლისფერ მაღალქუსლიანებს ვიცმევ და გავდივარ.
- ჰო - მამა და ადრიანი, სმოკინგებში იმდენად სიმპათიურები არიან, თვალს ვერ ვაშორებ
- ღმერთო ალისა, ეს შენ ხარ? - მეკითხება მამა და მიყირებს
- ჰა? - მიკვირს რა უნდა
- ულამაზესი ხარ ძვირფასო - მიახლოვდება და შუბლზე მკოცნის
- მართლაც - ეხლა ჩემი ძმა, ცრემლების გარეშე არ შემეძლო ამ წამების ბედნიერების, შეგრძნება.
ანუშკას სახლიხან გამოსლისას, ვუახლოვდები და ხელს ვკიდებ
- აბა ნერვიულობ? - მიღიმის და კაბის კალთას წევს
- არა, ნუ არც ისე - ანუშკა იმდენად ლამაზია, თვალს ვერავინ წყვეტს.
- ეკლესია ახლოს არის მგონი ხო? - ვეკითხები
- არცისე, რა იყო?
- მგონი ფეხით მიწევს წასვლა, მამაჩემის მანქანა დაკავებულია - ყველა ახლობელი, დიდიც და პატარა მანქანაში ძვრება
- აი იმ მანქნით წადი - ხელს იშვერს და ჩემი ძმის გვერდით ჯდება - მართლაც თუ არ გინდა ტაქსით წამოხვიდე
- ანუშკაა - თვალს მიკრავს და მანქანაც ადგილს წყდება.
იმ მანქანას ვუყურებ, რომელზეც ანუშკამ მანიშნა, დაიქოქა
- არააა - ვყვირი და გავრბივარ - დამელოდე - ჩერდება, დაბურილ მინაში ვერ ვხედავ ვინ არის
- ღმერთო დიდი მადლობა, ფეხით მომიწევდა წამოსვლა - ვეუბნები და თავს ვწევ
- სულ მადლობას, როგორ უნდა მიხდიდე?
- ტიტეეე?! - გაოცებული ვეუბნები, სმოკინგში გამოწყოვილს რომ ვხედავ სიცილი მიტყდება
- რა გაცინებს? - წარბს წევს და თვითინავ ეღიმება
- არა, ეს სმოკინგი ცოტა სასაცულოა შენს ტანზე - ხმამაღლა ვიცინი
- შვილო, დავაგვიანებთ, დაქოქე მანქანა - უკან ელდანაკრავი ვიყურები, ვხედავ როგორ ზის უკან ორი კაცი და ერთი ქალი. მინდა მანქნიდან ჩავიდე და ფეხით წავიდე მართლა, ტიტეს ვუყურებ რომელიც სადაცაა სიცილს დაიწყებს.
- გამარჯობა - ვამბობ ჩუმად და წინ ვიყურები, თავი მომეჭრა.



№1  offline წევრი Niniko11

კარგიააააა მომეწონა ძაააანნ
ტიტე და ევაა კაი წყვილი გამოვააა ვიცი ერთმანეთი შეუყვარდებათ და იმედი მაქვს ეს მალე მოხდებააა
♡♡♡

 


№2  offline მოდერი Tamta.k

Niniko11
კარგიააააა მომეწონა ძაააანნ
ტიტე და ევაა კაი წყვილი გამოვააა ვიცი ერთმანეთი შეუყვარდებათ და იმედი მაქვს ეს მალე მოხდებააა
♡♡♡

ნინიკოო, მადლობა დიდი საყვარელო❤️

 


№3  offline წევრი nina kupradze

მომწონს ძალიან, ტიტე განსხავებულია როგორც ევანგელინა.
დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც განსხვავებულს გეგმავ...
გელოდები❤️

 


№4  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
მომწონს ძალიან, ტიტე განსხავებულია როგორც ევანგელინა.
დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც განსხვავებულს გეგმავ...
გელოდები❤️

ნინა მადლობა, უსაყვარლესი ხარ და ყოველთვის მახარებ❤️

 


№5  offline წევრი Elea_Nora

ვაიმეე! ქორწილია! ქეიფია! გრიალია! რა მაგარია! იმ მომენტზე მოვკვდი! რას ვიღადავებ ხოლმე! ამათი სისაყვარლე მომენტები მჭირდება. ნუ რაა... რა მყავხარ შენ! აუუ და-ძმის მომენტებიც მინდა! არაა რა შეკვეთებს არ იღებ ხო? რა საწყენია. აუუ მაგარი ხარ ჩემო ალუბალო! მიყვარხარ მე შენ!❤❤

 


№6  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
ვაიმეე! ქორწილია! ქეიფია! გრიალია! რა მაგარია! იმ მომენტზე მოვკვდი! რას ვიღადავებ ხოლმე! ამათი სისაყვარლე მომენტები მჭირდება. ნუ რაა... რა მყავხარ შენ! აუუ და-ძმის მომენტებიც მინდა! არაა რა შეკვეთებს არ იღებ ხო? რა საწყენია. აუუ მაგარი ხარ ჩემო ალუბალო! მიყვარხარ მე შენ!❤❤

შეკვეთები შეიძლებააა, მხოლოდ განსაკუთრებულებისგან! ასე რომ შეგისრულებ ყველაფერს!:დდ ❤️
მეც! მეც მიყვარხარ მარწყვუნიაა❤️

 


№7  offline წევრი mariam m.k

Sanam sheqebaze gadaval manamde mwarec unda gitxra nu xom gagigia"jer mware wame kvlav tkbilio" xom es mware is arisrom bevri shecdoma gqonda es ragac umnishvnelo ar gegonos shesamchnevi iyo da ecade xolme sishqareshi ar mogivides an mere gadaxede ro dawer.kargi rac shexeba yovelive sxvas ra metqmis sxva danarcheni kargi iyo.

 


№8  offline მოდერი Tamta.k

mariam m.k
Sanam sheqebaze gadaval manamde mwarec unda gitxra nu xom gagigia"jer mware wame kvlav tkbilio" xom es mware is arisrom bevri shecdoma gqonda es ragac umnishvnelo ar gegonos shesamchnevi iyo da ecade xolme sishqareshi ar mogivides an mere gadaxede ro dawer.kargi rac shexeba yovelive sxvas ra metqmis sxva danarcheni kargi iyo.

მადლობა მარიაამ, ვიცი არასწორი სიტყვები და შეშლილი ასოები ბევრია.
კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხარ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent