საუკუნო სიყვარული.თავი 22.(დასასრული)
ყველას ცხოვრებაში დგება დრო,ზოგი ზეცას მიაპყრობა თვალს და არ ელოდება ისეთ ბედნიერებას რომელიც ეწვია და ცრემლებამდე მიჰყავს ამ მოულოდნელობას.ზოგს წელში ხრის თავისივე ბედნიერება და ასე წელში მოხრილი აგრძელებს სვლას ცხოვრების გზაზე.ასე იყო სწორედ გაბრიელი და ნინის დასაფლავების დღეს ყველა გაუშვა,ის კი დარჩა საფლავთან და მიწას დაადო ხელი. -ნახევარი დავრჩი შენს გარეშე,ვეღარ გავთბი თუნდაც იმ თბილი სვიტერით შენ რომ მიყიდე გასულ კვირას.ნინი ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ აღარ ხარ,იქნებ აქ ხარ და ვერ გხედავ,იქნებ გვერდიც ჩამიარო ქუჩაში და ვერ დაგინახო.ხომ იცი რომ უშენოდ ვერ ვიცხოვრებ,არსებობისთვის შენ მჭირდები.არა,არა სხვა ადამიანი ვერ გაამრთელებს ჩემს განახევრებულ სხეულს,ადამიანები ხომ სხვა ფიგურებს ვერ ვიწებებთ.შორს ხარ,მიუწვდომლად შორს ხარ,მაგრამ ჩვენ ყოველთვის ერთნი ვიქნებით.მე მოვალ,არ ვიცი როდის მაგრამ მოვალ,გიპოვი და ერთად ვიქნებით.გაბრიელი ცრემლით ტიროდა და გურამი კი ამ დროს ცდილობდა ყალბი პასპორტის გაკეთებას რომ ქვეყნიდან გასულიყო. -სად იყავი,სად დადიხარ. -საცობში მოვყევი უფროსო. -დააგვიანე,დიდი ხანია გელოდები. -მოვედი და გისმენთ,რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო. -სასწრაფოდ მჭირდება პასპორტი,რომ ქვეყნიდან გავიდე. -შეუძლებელია,ვერ შევძლებ უფროსო. -შეძლებ,აი ეს გამომართვი და ხვალ ამ დროს აეროპორტში მომიტანე. -გასაგებია,შევეცები. -კარგია,თავისუფალი ხარ,ალიკა კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საქმე უნდა დაგავალო. -გისმენ უფროსო,რა გინდათ გავაკეთო. -მე ვერ გამოვჩნდები,ეს ერთი და ბოლო საქმე გააკეთე და ხვალ გაქრები ქვეყნიდან ოჯახთან ერთად.მხოლოდ შენ იყავი ჩემი ერთგული,მხოლოდ შენ. -მითხარით,რა უნდა გავაკეთო. -ყველაფერი გააკეთე,რომ სესილი და ლუკა დღესვე მოკვდნენ.დღესვე უნდა დასრულდეს მათი სიცოცხლე,ისე რომ ძვალიც არ დარჩეს მათი მრთელი. -ადვილია,დღესვე გავაკეთებ,მაგრამ თქვენ დარწმუნებული ხართ? -დარწმუნებული ვარ,ისინი დახოცე და პატარა ჩემთან მოიყვანე,ის ჩემია და ჩემთან გაიზრდება როგორც მე მინდა.ჩემს გარშემო ბევრი მატლი დაცოცავს და ყველა უნდა გავსრისო,ყველა.ყველაზე ბოლოს ვიტოვებ ერთ დიდ საქმეს,მაგრამ ეს შენ არ გეხება,თავად გავაკეთებ.ჩემივე ხელებით უნდა დავასრულო მისი სიცოცხლე,ეს ჩემი ძვირფასი ცოლია და ამით დაიხურება ბნელი საქმეები გურამ მენაბდის ცხოვრებაში. -მოუსვენრობამ შეაწუხა და ადგა,სესილის კარგად დააფარა თავად კი სარკმელთან დადგა.მალე გათენდებოდა,რადგან ცას ეპარებოდა ნელა-ნელა დილის შუქი,უკანასკნელი ვარსკვლავიც ჩამოვარდა,თვალები დახუჭა და სურვილი ჩაიფიქრა.დღევანდელი ღამე ყველაზე ძნელი ღამე იყო მის ცხოვრებაში.შიში ჰქონდა? არა,შიში არ ჰქონდა,მაგრამ იმედგაცრიების კი ეშინოდა.ჯიბეში ტელეფონის ხმა იგრძნო,ხმა ჰქონდა დაწეული ამოიღო და ჩაეცინა. -გისმენთ. -ლუკა უკვე დროა,ყველაფერი პროკურატურას გადასცე და დავასრულოთ,ყველამ უნდა გაიგოს სიმართლე. -დილით წავალ. -ჩვენი ხალხი მას უთვალთვალებს,ყველა მისი ნაბიჯი ჩვენთვის ნაცნობია ცდილობს ქვეყნიდან გაიქცეს და არ წავა ისე ვინმეს არ დაუშავოს,ფრთხილად იყავით,პატარას სკოლაში ნუ გაუშვებთ,თვალზე არ მოიცილო. -ფრთხილად ვარ,ყველაფერი კარგად იქნება,თქვენ როგორ ხართ. -ჩვენ კარგად ვართ,დადგა ჩვენი გამოჩენის დროც. -სულ ცოტა და ესეც მოხდება,რომ ყველას გაუკვირდება თქვენი გამოჩენა. -ლუკა მადლენი შეეცდება ანდერძი გაასაჩივროს. -არ მაინტერესებს,რაც უნდა ის ქნას.კარგად მიცნობ,მე არ მაინტერესებს ფული,მე მხოლოდ ორი ადამიანის ბედნიერება მაინტერესებს და ამიტომ ვიბრძვი ეს ორი არსება ჩემს გვერდით იყოს და მეც მათი არსებობა მავსებდეს. -ლუკა შეიძლება შემს გვერდით არ ვყოფილვარ შვილო,მაგრამ ჩემზე კარგად შენ არავინ გოცნობს. -უმადურო არ ვარ,არც არასდროს ვყოფილვარ პირიქით მადლობა რომ მე დღეს კაცი მქვია და სახელი მაქვს.ხანდახან კი ვფიქრობ,რატომ გავჩნდი,ნუთუ მხოლოდ იმიტომ რომ ასე მეწვალა? -გიყვარდეს შვილო,ბედნიერი იყო და შენ იქნები ბედნიერი.ეს ღვთის გმობაა,ღვთის დაკარგვაა რასაც შენ ამბობ,იმედი არასოდეს არ დაკარგო შენ ისეთ ასაკში ხარ სიცოცხლის ყველა წამი უნდა გიყვარდეს და გიხაროდეს.მალე შევხვდებით თავისუფლად ერთმანეთს,სულ მალე.ლუკამ ტელეფონი გათიშა და მხოლოდ ახლახანს იგრძნო როგორ შესცივებოდა,ფრთხილად მივიდა საწოლთან და ფრთხილად შეუწვა სესილის.ესიამოვნა მისი თბილი სხეულის შეხება,მაგრამ მისმა ცივმა სხეულმა გააღვიძა სესილი. -სად იყავი,სულ გაყინულხარ. -არ დამეძინა და ვარსკვლავები დავითვალე ცაზე. -მარტო? უჩემოდ შეძელი შენი ვაესკვლავის პოვნა? -ჩემი ვარსკვლავი მე უკვე ვიპოვე. -მართლა? -მართლა და აქ მყავს,ჩემს მკლავებში. -მეძინება ლუკა თმებზე მომეფერე და ჩამეძინება. -დაიძინე,ჯერ ისევ ადრეა.სესილის ჩაეძინა,ლუკა კი ისევ ფიქრობდა. -ეს შენი ცხოვრებაა,შენი გზაა ლუკა რომელიც უნდა გაიარო.ეს ის გზაა,ზოგან გვირილები რომ დაგხვდა და ზოგან ეკლიან ბალახებში რომ იარე,მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. -არ დავუშვებ მას ჰქონდეს მამაჩემის ქონება,მათე არ შემეწინააღმდეგო. -ყოჩაღ დედა,ბებერი მენაბდე წავიდა და ახლა შენ გააგრძელე ბინძური საქმეების კეთება,მე ნუ გამრევ,მაგრამ იცოდე ცხოვრება ძალიან რთულია ეს ჩემზე უკეთ იცი და ისეთი სიურპრიზი არ გაგიკეთოს,რაც გაქვს ისიც არ დათმო შენივე სურვილით.დამიჯერე,უმჯობესია შეეშვი ბრძოლას და ჩათვალე რომ ომი წააგე,თორემ ლუკა და სესილი არა,შენ თავად დაზარალდები. -ალიკა როგორაა საქმე,ბავშვი აეროპორტში მომიყვანე,იქ გელოდები. -მე უკვე აქ ვარ უფროსო. -სად,სად ხარ. -შენს უკან ვარ,შემობრუნდი.მენაბდე შებრუნდა და ალიკა იდგა მის წინ. -რა ქენი,ბავშვი არ მოიყვანე? -მაპატიე,მაგრამ რასაც მთხოვთ იმას მე ვერ გავაკეთებ. -რას ჰქვია ვერ გააკეთებ,მე ხომ უამრავი ფული მოგეცი. -მე დავალება უნდა შევასრულო უფროსო,თქვენ მართალი ხართ. -ჰოდა შეასრულე,რას ელოდები ბავშვი აქ უნდა მომიყვანო. -არა,თქვენს დავალებას ვერ შევასრულებ. -აბა,კიდევ ვისთვის მუშაობ.გაუკვირდა მენაბდეს და ალიკას მიაჩერდა. -მაპატიე,მთელი ეს დრო მე საიდუმლო დავალებას ვასრულებდი. -რააა,რა თქვი? ყველა ჩემი ნაბიჯი იცი,ყოჩაღ მომილოცავს,მთელი ეს დრო თურმე ჩემზე ინფორმაციას აგროვებდი? -ალიკა არა,მე ვაგროვებდი ინფორმაციას.ალიკას უკან გაისმა სიბრაზით სავსე ხმა. -ვინ ხარ,რა გინდა ჩემგან. -ანდრეა ნინუა ადამიანი რომელმაც უნდა გიხილოს განადგურებული და წაქცეული,ამბობდი თავდახრილი ვერავინ ვერ მნახავსო,ყველაზე პირველი მე გნახავ ბებერო ძაღლო. -რატომ,რას მერჩი შენთვის არაფერი დამიშავებია. -ჩემს თეონას რას ერჩოდი ღორო,ის ხომ მხოლოდ 16 წლის იყო,მხოლოდ 16 წლის.უყვირა ანდრეამ და მენაბდისკენ გაიწია,მაგრამ ალიკამ შეაჩერა. -მე,მე,მე.აბლუკუნდა გურამმა და შუბლიდან სიმწრის ოფლი მოიწმინდა. -ნანი ბებო,გახსოვს ნანი ბებო? მე მისი შვილიშვილი ვარ,თეონა? თეონა რომელიც გააუპატიურე და შემდეგ კუს ტბაში ჩააგდე მოკლული,მოვიდა შენი აღსასრული ბებერო.ბედნიერი ვარ შენს განადგურებულ და უმწეო სახეს რომ ვხედავ,თქვი რამე,დავიჯერი სათქმელი არაფერი გაქვს? -რა გითხრა,მაპატიე. -გაპატიო? ამ ერთი სიტყვით შეიძლება ყველა ის ტკივილი გაყუჩდეს,რომელიც მე მომაყენე,რომელიც ჩემს თეონას და ბებოს მიაყენე?ანდრეამ იარაღი ამოიღო და დაუმიზნა მენაბდეს,მაგრამ ალიკამ გადაუდგა წინ. -გაგიჟდი? ნაბრძანებია ცოცხლად ავიყვანოთ,შენ რას აკეთებ ანდრეა. -იმას ვაკეთებ,რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა. -არ გინდა,ნუ გაისვრი სისხლში ხელს შენ არ ხარ მენაბდესნაირი,გადავცეთ მართლმსაჯულებას და მას კანონი დასჯის. -მართალი ხარ,შენ დიდი,ძალიან დიდი სიურპრიზი გელოდება წინ.ანდრეას უკან ორგანოს თანამშრომლები იდგნენ,განზე გადგა და გზა მათ დაუთმო. -წამოიყვანეთ,აქ დასრულდა შენი თავისუფლება.გურამი წაიყვანეს,ანდრეა კი სულ სხვა გზით წავიდა და ალიკას უთხრა. -მალე მოვალ განყოფილებაში,ერთი საქმე უნდა დავასრულო კიდევ.მადლენი მარტო იყო სახლში და თავის ოთახში წიგნს კითხულობდა,კარზე ზრი შემოესმა და თავად წავიდა კარის გასაღებად,გაუკვირდა ანდრეას დანახვა. -თავად მოვედი გაცნობოთ,რომ თქვენი მეუღლე ავიყვანეთ და განყოფილებაშია გადაყვანილი,შეგიძლიათ ნახოთ. იდგა მადლენი და უცქერდა ანდრეას თითქოს ბედნიერი იყო ამ ყველაფრით რაც მოისმინა,მაგრამ ანდრეამ მკაცრი მზერით შეხედა, მიახლოვდა და უთხრა. -მათეს ხათრით გტოვებ გარეთ,მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ,რაც შეიძლება ჩქარა წადი ქვეყნიდან.თუ დაფიქრდები და გადაწყვეტ,ეს ჩემი ნომერია დამიკავშირდი და მე თავად დაგეხმარები. -მე რატომ.............. -არაფერი არ თქვა,ქალბატონო მადლენ სანამ ამ კითხვას დასვამ ,,რატომ'' ჯერ თქვენს გულში ჩაიხედეთ და აღიარეთ,რომ არც თქვენ გაქვთ თქვენს ქმარზე სუფთა წარსული.გაიხსენეთ,რამდენის სიცოცხლე შეწყდა თქვენი ბრძანებით,თუ გინდათ დაგეხმარებით და სიას გადმოგცემთ რომ გაგახსენდეთ მათი ვინაობა თუ ვინ იყვნენ ისინი. -ანდრეა დრო წავიდა და უკან არასოდეს დაბრუნდება. -მართალი ბრძანდებით,ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო რომ შენი არსებობით სხვა არ შეაწუხო.თქვენ კი ორივე,ცოლიც და ქმარიც წუხდით თუ ოდნავ თქვენზე მეტი იყო ვინმე და მას აქრობდით,მათ ცხოვრებას ითვისებდით,კვალს არ ტოვებდით გქონდათ თქვენი წერტილები.ესეც უნდა გითხრათ,რომ ქველმოქმედებას ეწეოდით და ასე ადვილად გამოდიოდით.თქვენ ადამიანების სისხლით მორწყულ ბილიკებზე დადიოდით და არაფრად მიგაჩნდათ იმ ადამიანებმა იქამდე როგორ მივიდნენ და როგორ შეიძინეს ცხოვრება,რა ძნელი და ეკლებით სავსე გზები გაიარა და ბევრი,ძალიან ბევრი სიარული მოუწია რომ მიეღწიეთ დასახული მიზნებისთვის,მაგრამ თქვენ იყავით ჩასაფრებული და ართმევდით ბოლოს ყველაფერთან ერთად სიცოცხლეს.ესაა თქვენი ცხოვრება,არისტოკრატო ქალბატონო მადლენ. -ანდრეა არ გინდა. -რა არ მინდა,არ მოგეწონა სიმართლე? დიახ, მე ამაყი ვარ და დასახული საქმე ბოლომდე მიმყავს.სულ პატარამ 16 წლისას როცა თეონას გაცივებული სხეული მეჭირა ხელში და ცრემლით სავსე თვალებით გზას ვერ ვხედავდი,სწორედ მაშინ მივეცი პირობა ჩემს დას რომ მე ვიძიებდი შურს და მე დავიჭერდი მენაბდეს,მაგრამ აქამდე მოსასვლელად ძალიან რთული ცხოვრება გავიარე,მაგრამ მოვედი გაბედულად და არადოდეს შემშინებია ჩემი გაგადგმული ნაბიჯის,სწორედ ამ რთულმა და ეკლიანმა გზამ მომიყვანა გვირილებთან და როგორც იქნა თქვენი აღსასრულიც მოვიდა.სახლიდან გამოვიდა და ღრმად ამოისუნთქა,ცრემლი მოიწმინდა კიდევ ერთხელ მიიხედა უკან ზიზღით და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ეზო. -ცივა,ლუკა ძალიან შემცივდა.სესილი ცალ თვალს ხუჭავს და ლუკას უცქერს. -შეგცივდა? უთხრა ლუკამ ღიმილით. -აჰამ,დღეს ძალიან სიცივეა. -მოდი,ჩამეხუტე და გათბები.სითბომ მოთენთა და ლუკას მხარზე თავჩამოდებულს ჩაეძინა,ლუკასაც ჩასძინებოდა,რომ ძილში ნატას განწირული ხმა შემოესმა. -რა მოხდა.იღვიძებს სესილი და ლუკას უცქერს,სახლი კი კვამლშია. -ეს რა არის,რა სუნია,ვიწვით? სესილი ადექი კვამლის სუნია, მგონი ვიწვით,გესმის ვიწვით.ნატაააა,წამოხტა ლუკა და ნატას ოთახისაკენ წავიდა. -ლუკაააააა,ლუკააააა,სესილიიიი ვიწვიიით.სესილი გამოერკვა თუ რაც ხდებოდა და საშინელი ხმით იყვირა. -მიშველეეეეეთ,ჩემი შვილი ოთახშია.კიოდა და ნატას ოთახში შესვლას ცდილობდა,მაგრამ ვიღაც აკავებდა,ვიღაც ნიღბიანი რომელიც ცდილობდა ნატას ოთახში შეეყვანა სესილიც და ორივე ერთად დამწვარიყო. -ვინ ხართ,რა გინდათ ჩვენგან. -ეს ბრძანებაა,მაპატიეთ.უეცრად ნიღბიანმა ხელი შეუშვა სესილის და გაქცევას შეეცადა,მაგრამ ლუკამ დაიჭირა და ცემა. -ლუკა,ლუკა ნატა ოთახშია,გთხოვ ის გადაარჩინე.ლუკამ გვერდი აუარა ძირს მყოფ სესილის და ცეცხლმოდებული კარი ფეხით შეანგრია,ატირებული ნატა ხელში აიყვანა და სესილისთან ერთად სახლიდან გავიდა.სამშვოდობოს გასულებმა კი ანდრეას და ბესოს დაურეკა,ცოტა ხანში ყველა მათთან ერთად შეჰყურებდა როგორ იწვოდა მათი სახლი,სახლი რომელიც ძალიან უყვარდა სამივეს.ლუკას ხელიდან აართვა ნატა ბესომ და გულში ჩაიკრა,სესილიმ კი უკან მიიხედა თუ არა გული წაუვიდა უზარმაზარ ცეცხლის ენებს რომ შეხედა. -ესეც მენაბდის ბრძანებნით გაკეთდა,როდის დაგვანებებს ეს ადამიანი თავს და მშვიდად ცხოვრების უფლებას მოგვცემს. -არა,მენაბდე დაკავებულია,ის დღეს დააკავეს.სულ სხვაა ბრძანების გამცემი და ვიცი ვინც არის.თქვა ანდრეამ და ტელეფონზე დარეკა. -გისმენთ ბატონო ანდრეა. -დააკავეთ მენაბდეს ცოლი,მან ახლახან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა,იქ რომ მიხვალთ დამირეკეთ.რამდენიმე წუთში ანდრეას ტელეფონზე ნაცნობი ზარი გაისმა. -მოვედით აქ ვართ. -სახლშია? -კი,აქ არის უკვე ემზადებოდა წასასვლელად. -მიეცით ტელეფონი.სულ მალე მადლენის შეშინებული ხმა გაიგონა ანდრეამ. -გისმენ ანდრეა. -მე წასვლის საშუალება მოგეცი,მაგრამ თქვენ დაუშვით ძალიან დიდი შეცდომა,ამიტომ თავისუფლების ღირსი არ ხარ,სამი ადამიანის მოკვლის ბრძანება გაეცი,მე კი შენი დაკავების ბრძანება გავეცი უკვე. -ანდრეა............... -სათქმელი აქ არაფერია,სასამართლოზე შევხვდებით ერთმანეთს არისტოკრატის ქალბატონო. -ანდრეა შვილო,ანდრე...........................ანდრეამ აღარ მოუსმინა მადლენს და ტელეფონი გაუთიშა. -დასრულდა,ვერც ცოლი და ვერც ქმარი ვერ შეძლებს თქვენთან მოახლოვებას.სასწრაფო გამოვიძახოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში,სამივე უნდა გნახოთ ექიმმა.სესილი უგონოდ იწვა,ნატა ძალა გამოცლილი ტირილისაგან,ლუკა დაბნეული ხან ერთის საწოლთან მივიდოდა,ხან მეორეს თხოვდა თვალი გაეხილა.ნატას საწოლს ექიმი მიუახლოვდა და ლუკამ შეშინებულმა შეეკითხა. -ექიმო,ჩემი შვილი როგორ არის. -პატარა შეშინებულია,სხვა მხრივ ყველაფერი კარგად არის. -სესილი,რატომ არ იღვიძებს სესილი. -სულ მალე გამოიღვიძებს და მადლობა უფალს რომ ოთხივე კარგად ხართ.ლუკამ გაოცებულმა შეხედა ექიმს და შეეკითხა. -ოთხივე? მეოთხე ვინ არის ექიმო. -არ იცოდით? თქვენი მეუღლე ფეხმძიმედ არის და ნაყოფიც კარგად გრძნობს თავს დედასთან ერთად.ლუკას გაეცინა და სესილის შეხედა. -საყვარელო,გაიგონე რა თქვა ექიმმა? ნატას დაიკო ან ძამიკო ეყოლება,ღმერთო რა ბედნიერი ვარ.ნატამ გაიგონა ლუკას ნათქვამი,წამოდგა და სესეილის საწოლს მიუახლოვდა. -დედა,შენც არ მიმატოვო გთხოვ თვალი გაახილე. -როგორ ხართ,ლუკა ექიმი ნახე? გაფითრებული მილენა როგორც ქარი ისე შემოიჭრა სესილის პალატაში. -კარგად ვართ,ძალიან კარგად ვართ. -დედიკო გთხოვ ნუ მომიკვდები,გესმის ჩემი? მე ხომ შენი შვილი ვარ,მიყვარხარ დე.სესილიმ თვალი გაახილა და ნატა გულში ჩიკრა. -შვილო,ჩემო შვილო.მადლობა უფალო,რომ ჩემი ნატა კარგად მყავს. -საყვარელო დედიკო ოთხივე კარგად ვართ და ამიერიდან ბედნიერად ვიცხოვრებთ. -ლუკა რას ამბობს ბავშვი,თავი ხომ არ დაარტყა.ლუკას გაეცინა და სესილის უთხრა. -ნატა მართალია,ჩვენ ოთხივე ბედნიერები ვიქნებით,გილოცავ,საყვარელო რამდენიმე თვეში ჩვენ პატარა გვეყოლება,რომელიც აი აქ ზის ჯერ კიდევ მშვიდად და მისი სახელი თათა არის. -მართლას მეუბნები? აქ ჩვენი შვილია,ჩვენი თათა? -თუ გოგო იქნა,ის აუცილებლად თათა იქნება.უთხრა ლუკამ და მელინა სიხარულისგან ხმას ვერ იღებდა,მხოლოდ ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა მათ. -საუკუნო სიყვარულით თქვენთან ერთად,მხოლოდ თქვენით მინდა ვისუნთქო და თქვენით ვიარსებო. -ყველაფერი დასრულდა სესილი მხოლოდ ერთი რამ მინდა გავაკეთო,ჩემთან ერთად მინდა იყო,რომ კიდევ ერთი დიდი საიდუმლო გაიგო და შემდეგ სამუდამოდ წავალთ აქედან და ვიცხოვრებთ ბედნიერად. -ვუერთდები თქვენს ბედნიერ წუთებს.ყვავილებით ხელში მათე იდგა კართან და ღიმილით უცქერდა ბედნიერ წყვილს. -შემოდი მათე,როგორც იქნა დასრულდა მაგრამ ჯერ ფინალი წინ არის. -გურამი და მადლენი დაკავებულია და კიდევ რა ფინალს უნდა ველოდოთ ლუკა. -ეს ყველასათვის სიურპრიზია და დამიჯერე ნუ დასვამთ კითხვებს,ღირს მოთმინება და ლოდინი ამ ამბის გასაგებად.ყველა წვრილმანი კარგად არის გათვლილი,ასე რომ შენს სურვილზეა სასამართლოს დაესწრები თუ არა.უთხრა მათემ მილენას და ლუკას თვალი ჩაუკრა. -მათე დამაინტრიგე და დამაინტერესე,დავესწრები რა თქმა უნდა.უთხრა მილენამ.ის ღამე სესილი საავადმყოფოში დარჩა,ნატა მელინამ წაიყვანა,ლუკა კი სესილისთან დარჩა იჯდა მის საწოლთან და თმებზე ეფერებოდა,თან ჩურჩულებდა. -დასრულდა,ყველა მიიღებს იმ სასჯელს რაც დაიმსახურა.უნდოდათ წაერთმიათ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი,მაგრამ რა კარგია ბოროტი ადამიანები რომ ყოველთვის მარცხდებიან.ბევრს არასდროს ვლაპარაკობდი,რადგან ხანდახან უმჯობესია ჩუმად იყო,დუმდე და შენი დუმილით თქვა შენი სათქმელი.ჩვენი სამყარო სუფთაა და ჩვენ სწორედ ამ სამყაროში გავზრდით შვილებს, სადაც ბოროტება და შიში აღარ იქნება.ყოველთვის მჯეროდა და მწამდა,რომ ჩემი მოლოდინი გამართლდებოდა.საყვარელო ახალ წელს ჩვენ ოთხნი შევხვდებით,რა ბედნიერი ახალი წელი დგება.სესილის ჩაეძინა და დილით ბედნიერებით სავსემ გაიღვიძა,ლუკას შეხედა ტელეფონზე საუბრობდა,ცოტა ხანში გათიშა და სესილის მიუბრუნდა. -დილა მშვიდობის. -დილა მშვიდობის ლამაზო დედიკო. -ვის ელაპარაკები,ბავშვთან დარეკე? -მოვიკითხე,მელინამ და ანდრეამ ორივემ ერთად დამელაპარაკა,რადგან ყველა სამხილი ხელთ აქვთ და გამოსაძიებელიც აღარაფერია საქმე გახსნილია,ხვალ დიდი დღეა სესილი. -რა,რა ხდება ხვალ. -ხვალ სასამართლოა,როგორც იქნა დადგა დღე ყველამ ერთად ვნახოთ თავდახრილი მენაბდე და მისი კლდემამოსილი მეუღლე. -ისიც დაიჭირეს? ლუკა რატომ,მადლენმა რა დააშავა. -რა დააშავა? შენ მადლენი უცოდველი გგონია? სწორედ მადლენის ბრძანება იყო სამივე გამოვმწვარიყავით ის სახლში,მისი ბრძანებით მოხდა ყველაფერი. -როგორ,ის ხომ გვეუბნებოდა,მე თქვენს მხარეს ვარო. -და შენც დაიჯერე,მე კი მისი ერთი სიტყვაც არ დამიჯერებია და არც მისი ცრემლების მჯეროდა.დამშვიდდი,ნუ ფიქრობ ცუდზე,ცუდი დამთავრდა,ექიმს ვნახავ და წავიდეთ.ლუკა ექიმის სანახავად წავიდა,ექიმმა დანიშნულება მისცა და გააფრთხილა,რომ აუცილებლად წასულიყვნენ გენოკოლოგთან. -თავისუფალი ვართ,წავედით საყვარელო.სესილი უკვე მზად იყო და წავიდნენ,ის დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნეს და ის ღამეც სამივემ ერთად დაიძინა მშვიდად და ბედნიერად.დილით ლუკას მოუსვენრობა ემჩნეოდა,მაგრამ სესილიმ იფიქრა ღელავსო და შეკითხვებით არ აავსო,მაგრამ შეატყო ლუკამ თუ როგორი დიდი იყო ცნობისმოყვარეობა მასში და უთხრა. -დღეს მნიშვნელოვანი დღეა და თუ რატომ ცოტა ხანში გაიგებ,მანამდე კი დაივიწყე ყველა პრობლემა რაც აქამდე ყოფილა და მოემზადე საინტერესო წუთებისთვის.წავიდნენ,სესილი აღელდა სასამართლო დარბაზში რომ შევიდა,თვალი მოავლო სავსე დარბაზს და ლუკამ ხელი მოკიდა,წინა რიგებში დასხდნენ ნატასთან ერთად,მათ უკან კი მათი სამეგობრო და საგანგებოდ ჩამოსული ამ დღისთვის ნოდო გულმანი.მათეც მათთან ერთას იჯდა და თავი ისე ეჭირა,თითქოს უცხო იყო ის ორი ადამიანი მისთვის.მოწმეები დაიკითხა და დადგა ლუკას ჯერი,სესილის ხელზე ხელი მოუჭირა და ადგა. -დაიფიცეთ,რომ იტყვით სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს. -ვფიცავ,თქვა მოსამართლემ და პირდაპირ თვალებში შეხედა. -დაიწყეთ,გისმენთ. -მე მათ სახლში დავიბადე,სულ პატარა ასაკიდან მე მათესთან და ბახვასთან ერთად ვიზრდებოდი,მაგრამ 7 წლის ვიყავი როცა მოხუც ბებოსთან ერთად ქუჩაში გამოგვყარა ბატონმა გურამმა. -დედა? სად იყო დედა,არ გყავდა? -მყავდა 7 წლამდე,მაგრამ აი ამ არაკაცმა მომიკლა ჩემი დედიკო,რომ არავის გაეგო ეს ჩვენ ქუჩაში გამოგვყარა და დედას გვამის დაწვის ბრძანება გასცა. -ტყუილია,არ მომიკლსვს. -სიწყნარე გააგრძელე. -როგორც არ მოკალი ბატონი ვალერიანი ღამით გაგუდე ბალიშით. -ესეც ტყუილია.იყვირა გურამმა. -გგონია მიცვალებულები არაფერს ამბობენ და ამიტომ არ გინდა აღიარო? გინდა თავად იმ ორმა ადამიანმა თქვას სიმართლე? -მკვდერები არ ლაპარაკობენ,შენ კი ვერ დაამტკიცებ ვერაფერს. -დავამტკიცებ და მერე როგორ დავამტკიცებ.ლუკამ კარებისკენ გაიხედა და კარებთან მდგარ მამაკაცს ხელით ანიშნა რაღაც,მან კარი გააღო და დარბაზში ვალერიანი შემოვიდა ლილესთან ერთად. -პირველად ისტორიაში,მკვლელს დაუპირისპირდება თავისი მოკლული,შეცდი მენაბდე,როცა გეგონა მოკალი და მოიშორე ორივე,ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ.ყველა გაოცებული უცქერდნენ საიქიოდან დაბრუნებულ ორ ადამიანს,უსმენდნენ ლუკას და დარბაზიდან გაოცებული შეძხილები ისმოდა. -გააგრძელეთ.გაისმა მოსამართლის ხმა. -სახლი არ გვქონდა,ხან სად გვეძინა მე და ბებოს და ხან.ერთმა უცნობმა შეგვიკედლა,მასწავლა კიდეც და ბებო რომ გარდაიცვალა დარდისგან მისი დახმარებით მივაბარე მიწას.სკოლაშიც სხვა სკოლაში გადამიყვანა,კარგი მოსწავლე ვიყავი და უმაღლესი სასწავლებელშიც მოვხვდი,არ უნდოდა ჩემთვის უცნობ ადამიანს ისევ მენაბდეს შევხვედროდი გზაში და სასწავლებლად პარიზში გამიშვა.სასწავლებელმაც ხელი შემიწყო და იქ დავრჩი უამრავი წლები,სწავლა დავასრულე და დავბრუნდი,მაგრამ იქ ყოფნისას მე ვაგროვებდი სამხილებს მენაბდის შესახებ და მოვაგროვე უამრავი რამ რომელიც გადავეცი პროკურატურას.ეს ადამიანი მკვლელია,ხელთ უამრავი სამხილი გაქვთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელიც უნდა გადავცე ნოდო გულბანს.თათა მეტრეველი რომელსაც ჩვენგან იცნობდი და გესმოდა მთელი ეს დრო თუ როგორ დაიღუპა,ნოდი ის შენი და არის,მეტრეველი კი იმათი გვარია ვინც თათა იშვილეს,მაგრამ ისინი დაიღუპნენ თათა კი მოხვდა ბავშთა სახლში.თათა დაიბადა თუ არა,მენაბდემ მოიპარა სამშობიაროდან,დედას მკერდიდან აართვა შვილი მამაშენის გასამწარებლად,რაც შეეხება მამაშენი თვითმკვლელობას ესეც ტყუილია,ის მოკლეს და ესეც მენაბდის ბრძანებით.ახლა კი მთავარი და მნიშვნელოვანი,დღემდე ვიყავი და ყველა მიცნობდა როგორც ლუკა ვაჩიბერიძე,მაგრამ დღეიდან მე ვარ ლუკა ნადარაია რადგან მე ვალერიან ნადარაიას ერთადერთი მემკვიდრე ვარ. -რააააა? ფეხზე წამოხტა მადლენი. -დიახ საყვარელო დაიკო,მე შენი ძმა ვარ,ის ძმა რომელიც სულ რაღაც 24 საათის წინ მისი მოკვლის ბრძანება რომ გაეცი,მაგრამ ცოცხალი ვარ.მთელი ეს დრო ჩემი მფარცველი ანგელოზი კი თომას სახით იყო შენი მამა,ანუ ჩვენი მამა თუმცა მან არ იცოდა მისი შვილი რომ ვიყავი,ახლა კი ყველაფერი დამტკიცებულია.ასე რომ,ამ აზრს შეეგუე და იმ აზრსაც მე შენ არასოდეს მოგიკითხავ და არ გნახავ ციხეში.ბატონო მოსამართლევ მე ყველაფერი ვთქვი,ახლა კი სასჯელი გამოუტანეთ დამნაშავეებს.ყველა გაოცებული უცქერდა ლუკას და მათ შორის გურამიც. -გაგიკვირდა? ნუ გიკვირს მე დანაშაული არ ჩამიდენია,არც ვინმეს ქონება მიმითვისებია ეს შენი ხერხია და არა ჩემი, დანაშაული კი შენ ჩიდინე.შენ მომიკალი დედა,მაგრამ მე ის ვიპოვე და ვიპოვე მამაც რომელმაც მიპატრონა და დღეს მისი ქონებაც მე მეკუთნის.მშვიდად დაჯდა სესილის გვერდით და ნასიამოვნები დარჩა როცა სასჯელი მოისმინა,მაგრამ სასჯელის გამოცხადებამდე დაიკითხა ლილე და დაიკითხა ვალერიანი,ლუკს აღარაფერი ესმოდა,მხოლოდ ვალერიანის ბოლო სიტყვები გაიგონა,რომელმაც დიდი შვება მოჰგვარა. -როგორც იქნა ჩემი სახლი განთავისუფლდა ზედმეტი მუწუკებისგან,დღეიდან სახლის ყველა სარკმელს,ყველა შიდა თუ გარე კარს გავაღებ რომ იმ სახლის კედლებიდან ცუდი აურა გამოვდევნო და შეივსოს ახალი სუფთა ჰაერით რომ თავისუფლად ვისუნთქო ჩემი სიცოცხლის დარჩენილი წლები.რაც შეეხება ჩემს ქალიშვილს,ის ჩემი ღვიძლი შვილი არ არის,ის ჩემი გარდაცვლილი მეუღლის შვილია და მე ის მივიღე როგორც საკუთარი შვილი,ბატონო მოსამართლევ მე ჩემს ქალიშვილს ვკვეთავ ჩემი შვილობისგან რადგან მან არასოდეს არ გაითვალისწინა ჩემი რჩევა.გაოცებულ მადლენს გული წაუვიდა და ის დარბაზიდან გაიყვანეს.სასჯელის გამოცხადების დრო დადგა და ორივეს მუდმივი პატიმრობა შეუფარდეს,კმაყოფილი სახით იჯდა ყველა.ლუკამ დედას ხელი მოხვია და უთხრა. -სამართალი აღსრულდა,მართალია გვიან მაგრამ ის არასდროს ტოვებს დამნაშავეს სასჯელის გარეშე.ახლა კი მინდა ძალა მოიკრიბოთ და სიხარულით დაელოდოთ რამდენიმე თვეში თქვენი შვილიშვილი დაიბადება.უზასღვროდ ბედნიერი იყო ვალერიანი და ლილე რომლებმაც სესილი გულში ჩაიკრა და შვილად მიიღო.სასამართლო დასრულდა და ლუკამ რამდენიმე წუთი ითხოვა მენაბდესთან მისულიყო და თანხმობის მიღების შემდეგ,მან გურამს შეხედა და უთხრა. -ვერ გავბედე ხმამაღლა მეთქავა ეს დიდი საიდუმლო,რადგან საკმარისია რაც ტკივილი მიიღო დღეს მათემ და აღარ დავუმატე ეს ტკივილიც დაე იცოდეს რომ შენ მისი მამა ხარ,მაგრამ შენ კი უნდა იცოდე ერთი ჩმორი იყავი მადლენისთვის.ყოველთვის მამას სახელით აგვარებდი საქმეებს,მხოლოდ კარგ საქმეებს და არა შენს ბნელ საქმეებს.მენაბდე აქამდე იცოდი ორი შვილი გყავდა,მაგრამ არცერთი არ არის შენი შვილი,ამიტომ არ დაგემსგავსა არცერთი სისასტიკეში,თუმცა ძალიან შეეცადე მათეს შეცვლას მაგრამ მადლობა უფალს დროულად მოეგო გონს.დაე ეს ტკივილი და ეს ფურთხი გეყოფა მთელი ეს წლები ნესტიან საკანში საფიქრად.გურამი გაშეშებული იდგა და ხან სესილის უცქერდა და ხან ლუკას,ლუკამ კი სესილის ჩაკიდა ხელი და ნელა-ნელა გურამიც უკან მოიტოვა.მხოლოდ ნოდო იდგა განადგურებული და ლუკას გამოსვლა ელოდა,დაინახა თუ არა ლუკა უთხრა. -ლუკა დარწმუნებული ხარ რაც თქვი? -დარწმუნებული ვარ მეგობარო,ეს ათასჯერ გადამოწმებული ინფორმაციაა,დამნაშავე დაისაჯა და მიიღო ის რაც დაიმსახურა,ნატა კი შენი დის-შვილია ის ჩვენთან გაიზრდება და მას როგორც შვილი ისე გავზრდი.ნოდომ ძალიან დიდი თანხა მიიღო კონპესაციის სახით და მადლობებს უხდიდა ანდრეას და მილენას,ეს ყველაფერი ხომ მათი დამსახურება იყო.რამოდენიმე დღე გავიდა სასამართლოდან,ნოდომ დაჰპირდა ნატას რომ მათ ზაფხულზე წაიყვანდა საბერძნეთში და მის ოჯახს გააცნობდა,დაიმედებული და ბედნიერი დაუბრუნდა ოჯახს.ერთ დილით კარზე ზარის ხმამ გააღვიძა სესილი და ლუკა და გაოცებული უცქერდა კარებში მდგარ მილენას და ანდრიას რომლებსაც ასევე თავად გაკვირვებულმა უთხრა. -არ მითხრათ,რომ მენაბდე გაიქცა. -არა,არ გაიქცა.გუშინ დაგვიბარა ორივე და აი ეს საბუთები გადმოგვცა,წაიკითხეთ.ლუკამ წაიკითხა ყველაფერი და გაშეშებული იჯდა. -ასეა,ყველაფერი რაც კი გააჩნია და ხედავ ეს პატარა ქონება არ არის,ყველაფერი ნატალი მენაბდის სახელზეა მხოლოდ ერთი თხოვნაა გვარი არ შეუცვალოთ. -არა,გვარს არ შევუცვლით,მაგრამ არასოდეს არ ვეტყვი მისი მამის ვინაობას,დაე იცოდეს რომ მისი მამა ბახვა არის. -მეც ვეთანხმები ლუკას.თქვა სესილიმ და მილენას შეხედა. -რა გითხრათ,მეც ამ აზრზე ვარ.დაეთანხმა მათ მილენა და ანდრეა.ლუკას ტელეფონმა დაურეკა და ღიმილით უპასუხა. -გისმენ დედა. -გაგაღვიძე შვილო? -არა,არა გვღვიძავს. -დღეს საღამოს გელოდებით,მამას იუბილეზე და ახალ წელსაც ერთად შევხვდეთ ყველა. -კარგი,მოვალთ.ყველამ მოიყარა თავი იმ სახლში,სადაც არავის უნდოდა მისვლა,მაგრამ იმ საღამოს მხოლოდ სიხარულის ხმები გამოდიოდა იმ სახლიდან.ვალერიანიც ბედნიერი უცქერდა ყველას და ლილეს უჩურჩულა. -როგორც იქნა ამ სახლში მხიარული მაგიდა გაიშალა,როგორ მომნატრებია ეს წუთები. -ახალი ამბავი მაქვს და რადგან ყველა აქ ვართ ვიტყვი.პირველი ის რომ მათე უკვე ჩაფრინდა კანადაში და თავს კარგად გრძნობს.მეორე ამბავი კი მინდა ყველასთან ერთად გავიზიარო ეს სიხარული და ბედნიერება,ხელი ჯიბეში ჩაიყო,ბეჭედი ამოიღო და სესილის მიუბრუნდა. -მინდა იყო ჩემი ცხოვრების მეგზური და გქვიოდეს ჩემი ცოლი,იყო ჩემი მეორე ნახევარი,ვიცხოვროთ ერთად და ბედნიერად. -ნადარაია დაქორწინებას მთავაზობ? გაეცინა სესილის და ლუკამაც ღიმილით უპასუხა. -როგორ ფიქრობ,არ არის დრო? -არის,ვფიქრობ რომ დავაგვიანეთ კიდეც. -ჰოდა ჩვენს სამეგობრო წრეში ხვალ ჯვარს ვიწერთ. -ხვალ? ასე ადრე? -ხვალ დაგერქმევა ჩემი ცოლი და ჩემი იქნები მანამ,სანამ ჩემი სუნთქვა არ შეწყდება. -ჩვენ ვიქნებით ერთად და შევხედავთ როგორ გაგვითეთრდება თმა და როგორ დაგვეღარება სახე წლების მატებასთან ერთად.რაც არ უნდა ქარტეხლმა გადაიაროს ჩვენს თავზე,ჩვენი საუკუნო სიყვარული მყარი დარჩება,ასე გამოვცდით ჩვენი ურთიერთობის გამძლეობას. -მუდამ ერთად საუკუნო სიყვარულით. -მუფდამ ერთად საუკუნო სიყვარულით. დასასრულიიი. იმედია ახლა მაინც შეძლებთ და ორიოდე სიტყვით შეაფასებთ ისტორიას,ველი თქვენს შეფასებას.მომავალ შეხვედრამდე ჩემო მეგობრებო,ვეცდები დიდი შუალედი არ გავაკეთო და მალე დავუბრუნდე საიტს და ჩემს ერთგულ მკითხველს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.