შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამდენიდან მე?! {თავი 4}


3-02-2019, 09:46
ავტორი anukaaa
ნანახია 1 614

მივდივარ და ისევ გადაბობღებას ვცდილობ უკნიდან სიცილი რომ მესმის. ეს ელენე არაა, არც ერეკლეა... ეს, ლილეა.
ღმერთო, ლილეს აქ რა უნდა?
იქნებ, ელენე მატყუებს და სინამდვილეში "ლილეს კაცია"...
მალევე ვაცნობიერებ, რომ ეს კისკისი ჩემით არაა გამოწვეული, შემდეგ გადაბობღებას თავს ვანებებ და ისევ ელენეს აივნისკენ ვიხრები. კართან მივდივარ, საბედნიეროდ ფარდები მაქსიმალურად ფარავს კარებს და მე ვერავინ დამინახავს შიგნიდან. რაღაც კვნესისმაგვარი მესმის. ხანდახან ამ კვნესას ლილეს ხმაც ემატება.
- მიდი, საყვარელო. უფრო ძლიერად ერეკლე.
კიდევ, ისეთი ხმები რასაც სექ*ის დროს გამოსცემენ.
ამ ყველაფრის მოსმენა მომწყინდა და ისევ ჩემს აივანზე გადავძვერი. იქ ელენე მელოდებოდა. სათქმელი პირდაპირ, გამარჯობის უთქმელად მივახალე.
- ელე, რომ იცოდე რა ხდება შენს ოთახში, მგონი სიცილისგან, გაბრაზებისგან, ან
მათი შემხედვარე გული წაგივა.
- ვინ "მათი"?
- შენი ძმის და ლილეს ხმები.
- რააა?
- წამომყვი, ელე.
ელენეს ხელს ვკიდებს და აივანზე გადაძრომაში ვეხმარები, მერე მეც გადავდივარ.
- რა ხდება?
- ჩუმად, გაიგებენ. შენს ოთახში ერეკლე და ლილე არიან.
- ვინ ლილე, ლაყე კვერცხი?
- ჰო, ლაყე კვერცხი. მიდი, მოუსმინე.
ელენეც კარებთან მიდის და ხმებს აყურადებს.
- ჩემი ძმა ვერაა.
- მართლა? ახალი ამბავი. აბა, ჭკვიანი რომ იყოს ლილესნაირ გოგოსთან დაწვებოდა?
- არა.
- ახლა რა ვქნათ?
- როგორმე ნოეს უნდა დავშოროთ.
- თანახმა ვარ!
ხელებს ერთმანეთს ვუხახუნებ, როგორც განძის მაძიებელი.
- პირველ რიგში, ვურეკავთ ნოეს.
- კაი, რა. მერე რას ეტყვი?
- ეგ მე ვიცი. კაი, მაცალე ახლა.
ელენე ჩემს ოთახში ბობღდება ვიღაცის ნომერს დიდხანს ეძებს, მერე რამდენიმე წამი ელაპარაკება, შემდეგ კი ჩემკენ ცბიერი ღიმილით მოდის.
- დაჯექი!
მაძლევს ბრძანებას ელენე.
- გამოშალე ფეხი წინ!
ფეხს წინ ვწევ, ელენე კი წვივზე მახტება და ხტუნავს. ტკივილისგან ხმას ვეღარ ვიღებ. მგონი მართლა ლილეს მოგზავნილია.
- ბოდიში ნი, მაგრამ, რომ მეთქვა ვერ დაგიყოლიებდი. ახლა წამოგაყენებ და ასკინკილით პირველ სართულზე ჩავალთ. კაი?
- ხოო. - ამოვიკვნესა საცოდავად.
წამოდგომაში მომეხმარა და მისი სახლის ჭიშკართან გავჩერდით.
- აქ რა გვინდა?
- ნახავ! - მოკლედ მპასუხობს - ფეხი გტივა?
- შენი წყალობით, კი.
- მერე, გოგო, დაიჭყანე და გამოხატე ტკივილი!
რობოტივით ვემორჩილები მის ბრძანებებს. კუთხეში შავი BMW გამოჩნდა. ჩვენს ფეხებთან გაჩერდა და მანქანიდან ის ბიჭი გადმოვიდა, რომელიც უნივერსიტეტში ლილეს კოცნიდა. ეს უთუოდ ნოე ვაჩაძე უნდა ყოფილიყო.
- მოდი, საავადმყოფოში წავიყვანოთ. - აზრს გამოთქვამს ნოე.
- კარგი აზრია. - მხარს უბამს ელენე, თუმცა თვალებით მანიშნებს არ დაგვთანხმდეო, მეც მაშინვე ვხვდები მის ჩანაფიქრს. - წავიდეთ ხო?
- იქნებ, შენს სახლში შევიდეთ, ბინტით გადამიხვიე და მერე წავიდეთ საავადმყოფოში.
- ელენე ნინი წამოიყვანე, მე კარებს გავაღებ.
- კარგი, ნოე მიდი. - ეუბნება ელენე და როცა ნოე დიდი მანძილით გვშორდება მე მიბრუნდება - ყოჩაღ, რა კარგად მოიფიქრე.
- გოგო წითელი ბლესკი არ გაქ?
- რად გინდა?
- მოტეხილ ფეხს თაბაშირში ჩასმა უნდა, და არა ბინტით შეხვევა. ბლესკი ვითომ სისხლია, ოღონდ ნოე არ უნა მოაკარო. კაი?
უსიტყვოდ მიქნევს თავს. ამასობაში ნოეს კარები გაუღია და გვეძახის წამოდითო. მეც ასკინკილით მივყვები ელენეს. დივანზე მაწვენს... "ახლა რა ვქნათ?" "როგორ უნდა ავიყვანოთ ნოე ელენეს ოთახში?" ფიქრებში ვარ გართული, როცა ელენე ხმას იღებს:
- ნოე მე ყინულს დავადებ, შენ კი მეორე სარულიდან სამედიცინო ყუთი მოიტანე. ჩემი ოთახის გვერდითაა ჩამოკიდებული. ჩემ ოთახს ადვილად მიაგნებ, ერეკლეს რომელიმე გოგო ეყოლება აგდებული.
- აჰამ.
ნოე მიდის, უსიტყვოდ ველოდებით რამდენიმე წამი. მერე ყვირილი გვესმის, ალბათ ნოემ ლილეს ხმა იცნო.
- რა გინდა აქ?
- შენი საქმე არაა.
- ჩემი საქმე არაა?
- ჰო, ნოე, შენი საქმე არაა.
- გოგო გუშინ ღამე მეფიცებოდი მიყვარხარო, ქორწილის გეგმებს ვაწყობდით და შენ მიღალატე... გამომართვი ეს შენი ნაჩუქარი ბეჭედი, და ესეს შენი ოქროს საათი.
მე და ელენე გაფაციცებული ვუსმენთ, თვალები გვაქვს დაჭყეტილი, კიბის საფეხურების ხმას რომ ვიგებთ სახეს ვალაგებთ, და ელენე ხელებს ყურებზე მაჭერს.
- ბიჭო, ნინის დასვენება სჭირდება, სიშვიდე, და თქვენ კიდე ბოლო ხმაზე ყვირით. 23 წლის ადამიანის სი*ობებს 19 წლის ბავშმა არ უნდა უსმინოს.
ნოე აქეთ-იქით დადის, ბოლოს ერთ კუთხეში ჩერდება. კიბეებზე ლილე ჩამოდის.
- ოჰ, სიღარიბის დედოფალას ამ მდიდრულ ტახტზე რა ესაქმება?
- სიღარიბის დედოფლობა შენკენ მოიკითხე. სხვათა შორის, წეღან ვისთანაც იჟი*ავე, მე მისი ბიძაშვილი ვარ, და აი იქ ვცხოვრობ.
ხელს ჩემი სახლისკენ ვიშვერ.
- ჰაჰაჰა, გგონია დაგიჯერე?
ტელეფონზე დედა მირეკევს, ჩემი ტეფონის დანახვისას ლილეს თვალები უფართოვდება.
- ალო, შვილო სად ხარ?
- ელესთან ვარ დე მისაღებში, გადმოდი.
რამდენიმე წამში დედაც ჩემთან ჩნდება, საავადმყოფოში მივდივართ, ექიმი კი სრულ სიწყნარეს მიწერს წამლად. ნოემ გამოაცხადა მე ვიცი ახეთი ადგილიო და ერთ ადგილას წამიყვანა, იქაურობა ულამაზესი იყო, ტბა მზეს საოცარ ფერებში ირეკლავდა აქვე იყო ულამაზესი მდელო. ნოემ გასეირნება შემომთავაზა, მეც დავთანხმდი. შუა მდელოზე ხელში ამიყვანა და მაკოცა...



№1  offline წევრი Niniko11

კარგი იყოო ძალიან მომეწონააა თავიც ცოტა გაგიდიდებიააა მიყვარს პასუხისმგებლიანი ადამიანებიი იმედი მაქვს ახალ თავს მალე დადეებ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent