ევანგელინა /5/
მის მანქანაში გვერდით ვეჯექი, ბოლოს ორი ჩანთა იყო წამოსაღები და მორჩა. ცოტა მოვიწყინე სახლიდან გადასვლის მომენტში, რა თქმა უნდა ის ჩემი სახლი იქნებოდა ყოველთვის მაგრამ,მე იქ აღარ ვიცხოვრებდი. - რა დაგემართა? - მითხრა და მანქანა გააჩერა - არაფერი, რა არის? - ვფიქობდი ზედმეტად ცივად ვეუბნობოდი ან ველაპარაკებოდი თუ არა მაგრამ, ის ამის ღირსი ამ მომენტში ნამდვილად, იყო. - ხო, ისეთი სახე გაქვს - მხრები აიჩეჩა და კიბეებზე ავიდა - აი გასაღები - მივაწოდე, კარები გააღო შევიდა, უკან შევყევი და კვლავ მოვავლე თვალი ჩემს ახალ "ბუნაგს" - ეხლა, მე და შენ რომ გადმოვდიოდეთ აქ ბევრად აჯობებდა - თქვა მრგვალ ფანჯარასთან მდგომმა - ჩვენ? ჩვენ აღარ არსებობს, მოდი ამაზე ლაპარაკი არ დავიწყოთ, კარგი? - გაბრაზებულმა ვითხარი და მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტები, მაცივარში შევალაგე. სახლი ორ ოთახიანი, იყო. ფანჯრები ოვალური ასევე, აივანზე გასასველიც ოვალური ფორმის იყო. ამიტომ მომწონდა, ერთი კელდის ნახევარი კი ზევით მინდა იყო, ორმაგი და დღე-ღამე ისეთი ლაპარაკი იყოო... ღამით შემეძლებოდა ვარსკვლავებთან, მეჭორავა. - ტანსაცმლის ყუთებს, შენს საძინებელში შევიტან - მითხრა და ორი ქაღალდის ყუთი ჩემი ოთახისკენ წაიღო. ტელეფონი ამოვიღე და სამზარეულოში გავედი - გოგოებო - დავურეკე შალოს, რომელიც ნეკასთან ერთად ჩემთან მოდიოდნენ - გზაში ვართ - მითხრა შალომ - მოიცა რაღაც უნდა მოგიყვეთ - სწრაფად მოვუყევი ელას გამოჩენზე ქორწილში, ტიტეზე ყველაფერი. - მოიცა ის ბიჭი,გოგო რომ გვეგონა? - გაოცებული იყო ორივე. - ხო და არ შეიმჩნიოთ, ვითომ ყველაფერი იცით, რომ ის ჩემი შეყვარებულია. - კარგი, ნახევარ საათში მანდ ვართ. - კარგი - გავუთიშე და ტიტეს ნომრის გასარკვევად ანუშკას მივწერე, მალევე მომწერა ისე, რომ შეკითხვები არ დაუსვამს და ძალიან გამიხარდა ეს. - გისმენთ - მისი ხმის გაგონებისთანავე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და გავისუსე - მე, ევა ვარ - ვუთხარი რამოდენიმე წამის შემდეგ - ევას არავის, ვიცნობ. - იდიოტი. - კარგი რა ტიტე - ვუთხარი გაღიზიანებულმა. - თუ ევანგელინას გულისხმობ, კიდევ ჰოო - უკვე თავი ამატკივა, როგორ შეუძლია ეს, არვიცი. - ხო ევანგელინა ვარ. - მისი სიცილი მომესმა - რაიმე სასწაული მოხდა, რომ დამირეკე? - ღრმად ამოვისუნთქე და ყველაფერი ავუხსენი. - [ ] ანუ გინდა ისევ ვითამაშოთ? მაშინ რომ გამიბრაზდი? - დღეს, გპირდები ბოლო იქნება. - კარგი, მისამართი მომწერე. - მადლობა - შვებამოგვრილმა ამოვისუნთქე - და იცოდე, ჩემს ქცევებზე პასუხს არ ვაგებ. - მინდოდა მეკითხა რა ქცევებზე? მაგრამ უკვე გათიშული ჰქონდა. ოთახებში, სახლში, ელას სურნელი გამეფებულიყო... ყველგან ვგრძნობდი მის არსებობას, ყოველ ამოსუნთქვაზე. სალათი და ნაყიდი მზა საჭმელი მაგიდაზე დავაწყვე, ღვინის ჭიქები და თეფშები. ელა კი თვალს არ მაშორებდა, ყოველ ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა. - შენი შეყვარებული სად არის? - ვკითხე ბოლოს - არ სცალია, რა იყო გინდა აქ იყოს? - აქ არც შენ უნდა იყო - ვითხარი და შევტრიალდი - ხო, მაგრამ ვარ. - ფეხი, ფეხზე გადაიდო - არ ვიცი რა გინდა? ან რის მიღწევას ცდილობ. - სამზარეულოდან ვკითხე - არაფერს, ჩვენ უბრალოდ მეგობრობას ვაგრძელებთ. - მამაჩემს არ უნდა დაერეკა - ფარდები გადავწიე და გამოსაცვლელად ოთახისკენ წავედი. - მორჩი მსახიობობას, რომ არ მოგენატრე - კარებთან გავჩერდი და გავუღიმე - გვიანია. - ოთახში შევედი თუ არა, ოთხად მოვიკეცე, ეს იმდენად მძიმე გადასატანი იყო ჩემთვის... იმდენად ვებრძვოდი თავს. მოკლე ჯინსის შორტი და თეთრი ტოპი ჩავიცვი, ელა ყოველთვის ეჭვიანობდა ასე რომ მეცვა. - კარებს გავაღებ - გავედი თუ არა ზარის ხმა გავიგონე, ჩამეცინა რადგან ელას მწველი მზერა, ვიგრძენი. - დაქალოო - გადამეხვია ორივე - მომენატრეთ - ვუთხარი ორივეს. - ბანაკიდან რომ წახვედი ვერც კი დაგემშვიდობეთ - ლოყაზე მაკოცა შალომ, ნეკა კი ბინის სიღრმეში გაუჩინარდა. - აქ არის? - მკითხა - ხო შალო, აქ არის - ვუთხარი და ღვინის ბოთლები გამოვართვი. - და როგორ ხარ? - მიხვდი რატომაც მეკითხებოდა - არ ვიცი, უნდა გავუძლო. რადგან ელას, გოგონებთან ადრე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ეხლაც არ გასჭირვებია მათთან საერთო ენის პოვნა. ერთი ბოთლის შემდეგ, როდესაც ნეკას სიზარზე მე და შალო ბოლო ხმაზე ვიცინოდით, ზარის ხმა გაისვმა. - მე გავაღებ - თქვა ელამ და წამოდგა. - არა, იჯექი - უკან დააჯიმა შალომ და სწრაფად წავიდა კარებთან. ტიტეს ხმა მომესმა, როგორ მიესალმა შალოს და ერთმანეთს კითხეს როგორ იყვნენ. - ძვირფასო - მომიახლოვდა ტიტე, ხელში გვირილები ეჭირა - ტიტე - უნდოდა ლოყაზე ეკოცნა თუმცა მივხვდი, რომ ელა გვიყურებდა ამიტომ ტუჩზე ნაზად ვაკოცე. - ოჰოო - ჩაილაპარაკა ნეკამ - აბა რას სვამთ? - კითხა გოგონებს - თეთრ ღვინოს - უთხრა ელამ, რომელიც თვალს არ მაშორებდა. - ამაზე რას იტყვით? - დიდი ბოთლი მარტინი, მაგიდაზე დადო. ერთი საათის შემდეგ, ალკოჰოლი ყველას უფრო გვეკიდებოდა, დაძაბულობაც იგრძნობოდა. - როგორ გაიცანით ერთმანეთი? - ელამ , ტიტეს შეხედა. - შემთხვევით. შემთხვევითი შეხვედრა ყველაზე არაშემთხვევითი რამ არის დედამიწაზე...ერთი თმის ღერიც არ ჩამოგვვარდება თმიდან და ერთი ფოთოლიც არ მოწყდება ხეს შემთხვევით, ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა იყოს, არცერთი ნაბიჯით გვიან არცერთი ნაბიჯით ადრე. - გაოგნებული შევხედე ტიტეს. - გული ამიჩუყდა - თქვა და გადაიხარხარა - გეყოფა ელა - ვუთხარი მოჩვენბითი ღიმილით და ტიტეს ხელი მოვკიდე. - ხო, მე მას ძალიან ვუყვარვარ - ტიტე კოცნას აპირენდა როდესაც ელამ ხმამაღლა თქვა - არა! - ყველამ მას შევხედეთ - მას შენ არ უყვარხარ, მას ყოველთვის ერთი ადამიანი უყვარდა, მე. - პირველად ვხედავდი ესეთ ელას, მისი თვალები... - არ ვიცი რა იყო, რამიდენიმე თვის წინ მაგრამ, მე და ევანგელინას ეხლა ერთმანეთი გვიყვარს, ესე არ არის ძვირფასო? - თმაზე ხელი ჩამომისვა - რა თქმა უნდა - გავუღიმე. - მას გოგონები მოსწონს და არა მამრები! იცოდი? - უკვე ვღიზიანდებოდი ესე რომ ლაპარაკობდა - დიახ, ის ჩემი შეყვარებულია შენ კი მისი ყოფილი. - უთხრა ტიტემ და ჭიქა გამოცალა - მოდი წავიდეთ - თქვა შალომ და ნეკას ანიშნა წავედითო - არა! მოდი გავარკვიოთ - ელა ფეხზე წამოდგა და ჩვენს წინ დადგა - მას არ შეუძლია ბიჭის შეყვარება. - გეყოფა! - მოთბინება დაკარგულმა წამოვიყვირე - ვის გამო დამშორდი გახსოვს? ბიჭს რომ ვაკოცე იმის გამო! თუ არ შემეძლო როგორ ვაკოცე? ტიტეს თავი დაანებე, კარგი? მას ნუ ჩარევ. - შენ არ გესმის - ლაპარაკი დაიწყო თუმცა გავაჩერე - შენ შეყვარებული გყავს! მოდი ისე დავტოვოთ ყველაფერი როგორ ქორწილამდე, იყო კარგი? - ის ჩემი შეყვარებული არ არის! - გაოცებულმა შევხედე - მეგობარია, რომელსაც ვთხოვე დამხმარებოდა შენს საეჭვიანოდ. - ხოდა ყველაფერი მოგვარდა - წარბის აწევით მითხრა ტიტემ, ხელი ავაფარე კიდევ რაიმე რომ არ ეთქვა. - ეს არ უნდა გექნა, მნიშვნელობა არ აქვს. მე მიყვარს ტიტე და ეხლა არაფერი შეიცვლება. გამიღიმა და უკან მოუხედავად გავიდა კარებში, წავიდა. ჩემს ოთახში შევედი და კარები ჩავკეტე. გული გტკივა? ეს შენ თვითონ გააკეთე, შენი სიამაყის გამო... როდესაც ელამ მიმატოვა, ყოველ დღე ვაკითხავდი და მუხლებ ჩავარდნილი ვეხვეწებოდი ეპატიებინა, რომ მთვრალი ვიყავი და შეცდომა დავუშვი. მაგრამ ის ყოველ ჯერზე, მაგდებდა და მეუბნებოდა რომ აღარ ვუყვარდი... მან ერთი კოცნისთვის, დაანგრია ყველაფერი. ეხლა კი სამაგიეროს გადახდა არ მოეწონა... როგორი ყოფილა? როგორია გულის ტკივილი? ბოლოხმაზე ვტროდი მის კარებთან, ვემუდარებოდი მაგრამ... ისევ ოთხად მოვიკეცე, ისტერიული ტირილი დავიწყე. კარებზე, შალო და ნეკა აკაკუნებდა თუმცა ძალა არ მქონდა ავმდგარიყავი, არ შემეძლო. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ესეთ მდგომარეობაში, ავდექი და სარკეში ჩავიხედე, თვალები დასიებული მქონდა. საშინლად გამოვიყურებოდი, კარები გავაღე, სახლი მილაგებული დამხვდა. სამზარეულოდან, ტიტე გამოვიდა და გამიღიმა. - ეს ყველაფერი შენ დაალაგე? - გაკვირვებულმა ვკითხე - ნახევრად. სალო და ნეკა მომეხმარა, თუმცა ნახევრად ეძინათ, ამიტომ გავუშვი სახლში - მივუახლოვდი და ჩავეხუტე. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, თუმცა ეს ნამდვილად მჭირდებოდა. - მადლობა - უკან დავიხიე - მადლობას ნუ მიხდი, უკვე შევეჩვიე - მაგიდა გაასწორა და შემომხედა - მეძინება - თვალები დაღლილობისგან და ტირილისგან საშინლად მეწვოდა. - წამოდი, დაწექი სანამ არ ჩაგეძინება, ვიქნები - საძინებლის კარი გამიღო. - შენც დაიღლებოდი - ვუთხარი და საწოლზე დავწექი. - არაუშავს - ჩემს გვერდით ჩამოჯდა - ტკბილი ძილი, ევანგელინა. მალევე ჩამეძინა, არ ვიცი როგორ მოვახერხე, როდესაც ვიცოდი ტიტე იქ, იყო. *** ათი დღის შემდეგ, დილით ჩამეძინა და ლექციაზე, რომ არ დამეგვიანებინა ისე გავრბოდი ყველა მე მიყურებდა. ბოლოს საათს დავხედე და შევიკურთე, აზრი აღარ ჰქონდა. ტროტუარზე ჩამოვჯექი, ავტობუსის მოლოდინში , რომ უკან სახლში წავსულიყავი ადგილე ჩამეძინა. - გოგონიი - მომესმა ხმა საღაც შორიდან , შემდეგ ვიღაცის შეხება ვიგრძენი და ხელში აყვანა - რასაკეთებ ტიტე?! დამსვიი! - ვუყვიროდი, მაგრამ მანქანაში მომისროლა - ჩემი "შეყვარებული" საუზმეზე მიმყვას - შევუბღვირე - სანამ მივალთ, შეგიძლია დაიძინო. ფანჯარაში გავიხედე, თვალები დავხუჭე და ვითომ გაბრაზებული სახე მივიღე, თუმცა მაინც გამეღიმა, იდიოტი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.