შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიტყვაზე გაცილებით მეტი (1 თავი)


4-02-2019, 17:22
ავტორი artificial
ნანახია 4 431

-ნინა დეიდა ნუ ტირიხარ რა - ჩემს ბუთხუჩა ნინას შემხედვარე მეც წამომივიდა ცრემლები
-ჩემო ლამაზო - მკერდზე მიმიკრო და თავზე მოფერება დამიწყო - მიხარია რომ როგორც იქნა აქაურობას დააღწევ თავს - სრუტუნით მელაპარაკებოდა
-შენ და ბავშვები მომენატრებით - ბოლოჯერ გადავეხვიე, ტკბილი ლოყები ჩავუკოცნე და ჩემს ახალ მშობელთან ერთად დავტოვე ბავშვთა სახლი.
მე რუსკა (კირკიტაძე) უკვე მაჭავარიანი ვარ, 17 წლის, მეთორმეტე კლასელი, მაღალი, გამხდარი, ყავისფერი გრძელი თმით და შავი თვალებით, აპრეხილი ცხვირით და დიდი, რბილი, ალუბლისფერი ტუჩებით.
სამი წლის ვიყავი ჩემმა მშობლებმა, რომ ბავშვთა სახლში დამტოვეს და აღიკვეცნენ მიწისაგან პირისა.
აქაურობა მალევე გახდა ჩემი სახლი და ყველა აქ მცხოვრები, ჩემსავით უბედო ბავშვი, ჩემი ოჯახის წევრი. ზოგს უმართლებდა და შვილად მიყავდა კეთილ ხალხს, ზოგს არ უმართლებდა და თვრამეტი წლის ასაკში უწევდათ ბავშვთა სახლის დატოვება.
მეც ხუთ თვეში 18 წლის ვხვდებოდი და უკვე იმ აზრთან შეგუებული რომ ერთადერთ სახლსაც დავკარგავდი ცხოვრებას ვაგრძელებდი. მაგრამ, ერთ დღეს კერძოდ 16 ნოემბერს, საყვარელმა და კეთილმა წყვილმა მიშვილა და შემიფარა.
-რუსკა შვილო წინააღმდეგი ხომ არ იქნები სხვა სკოლაში რომ გადაგიყვანო? - ხელზე მეფერებოდა ნატო (დედა) - დათო და კოტეც (შვილები) იქ სწავლობენ და შენთვისაც უფრო მარტივი იქნება
-თქვენ როგორც გინდათ - მხრები ავიჩეჩე და მორცხვად გავაგრძელე მათი თვალიერება
-აქ მთავარი არის შენ რა გინდა - გამოგვეხმაურა აკაკი (მამა) - და კიდე თქვენობით ნუ მელაპარაკები მამაშენი ვარ ბოლოს და ბოლოს -ამაყად გაიჯგიმა და თბილი ღიმილით შემამკო
გზაში ცოტა ვისაუბრეთ ზოგად თემებზე, მათაც უფრო კარგად გამიცნეს, ლაპარაკში დრო მალე გავიდა, ორივე ისეთი თბილი იყო ჩემს მიმართ მორცხვობა მაშინვე გადამავიწყდა და თამამად ვსაუბრობდი მათთან. მანქანა მალევე გაჩერდა უზარმაზარ კერძო სახლთან და ჩვენც გადავედით. სამოთხეზე თუ ოდესმე შემეკითხებით გეტყვით რომ მას მაჭავარიანების ბაღში იპოვით. სახლი გარედან ულამაზესი იყო, აი ისეთი ერთი შეხედვისთანავე სითბოთი რომ გივსებს გულს. ყველაფერს გულდასმით ვაკვირდებოდი და ვცდილობდი მალევე შევჩვეოდი აქ ყოფნას.
-წამო შვილო ოთახს გაჩვენებ - ნატომ მკლავში ხელი მომკიდა და მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში შევიდა. ოთახი იმხელა იყო ალბათ მაგხელა მისაღებიც არ აქვს ბევრს. დიდი საწოლით, საწოლის წინ ტელევიზორით, საწერი მაგიდით, პატარა ბიბლიოთეკით, თავისი სააბაზანოთი და ტანსაცმლის ოთახით. ნატომ როგორც კი მარტო დამტოვა მაშინვე მუცლით დავეშვი საწოლზე და ვერც გავიაზრე ისე მიმთვლიმა.
რომ გავიღვიძე უკვე საღამოს რვა საათი იყო, შავი ელასტიკი და შავი უზარმაზარი ჰუდი ჩავიცვი და კიბეებზე ფართხუნით დავეშვი.
-ისე გაგუდულს გეძინა აღარ გაგაღვიძე - სიცილით გამომძახა ნატომ სამზარეულოდან
-ზოგადად მე და ძილი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან - მხრები ავიჩეჩე და ნატოსთან მივედი - რამეში დაგეხმარო?
-არა შვილო მიდი დაჯექი ყველაფერს მე ვიზამ - ლოყაზე მაკოცა და იმ წამს ისეთი სითბო ვიგრძენი ლამის იქვე დავიწყე ბღავილი, სევდიანი ღიმილით გავუღიმე და დახლზე შემოვჯექი (ამ ჩვევას ვერ გადავეჩვიე) სნიკერს დავწვდი, გავხსენი და უკვე უნდა ჩამეკბიჩა ნატომ რომ ამაცალა
-ვახშმამდე ტკბილეული არ შეიძლება- თითი დამიქნია ისე თითქოს ორი წლის ბავშვი ვიყავი და მარიგებდა
-სულ სულ ცოტას შევჭამ - თითებით ძალიან მცორედზე მივანიშნე და თვალები საყვარლად მოვჭუტე, მაგრამ ისეთი მტკიცე მზერა ქონდა მივხვდი წუწუნს აზრი აღარ ქონდა და ამიტომაც დავნებდი
-ნატო მიშველე შენს განუმეორებელ შვილს მკლავენ - ყვირილით შემივარდა ოთახში დათო
-აუ ნატო დეიდა გაიწიე გთხოვ ამას ენა უნდა ამოვაძრო - უკან შემოყვა გაცხარებული ბიჭი და ისეთი იყო ლამის პირი დავაღე, მაღალი, მხარბეჭინი აი ისეთი პრიალა გაზეთის ყდებზე რომ ხატია, გაცეცხლებული იყო და მის მწვანეებში ისე დახტოდა ცეცხლის ნაპერწკლები მარტო ამ სანახაობის გამოც კი ღირდა მისი გაბრაზება, ხელები დამუშტული ქონდა და ყბის ძვლებს ისე აჭერდა ერთმანეთს ლამის მივედი და კონტური მოვუხაზე
-რა ხდება? - გაურკვევლობაში იმყოფებოდა ნატო და არ იცოდა რა ექნა გაეწირა თავისი ბიჭი თუ არა, თან მათ საქციელზე ეცინებოდა ასე პატარებივით რო დარბოდნენ
-ვზივარ ჩემთვის გოგოსთან ერთად კაფეში, სკუჩნად რამე რუმე და ეს შენი ბედოვლათი შვილი მიჯდება და მოფერებას არ მიწყებს - სასოწარკვეთილი საუბრობდა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა - ჩემო საყვარელოო, სიცოცხლეო რავი კიდე რა არ დააბრეხვა და ბოლოს იცი რა მითხრა? - ჩაიცინა - გუშინდელი ღამის მერე დაჯდომა ხო არ გიჭირსო, გოგო გამოყ... - უცებ დააპაუზა როდესაც მიხვდა რას იძახდა და გადააკეთა - გამოშტერდა და ისე მოწყდა ადგილს თვალი მძლივს მოვკარი
-ხო მაგრად გავუჩალიჩე დეე - ხარხარებდა დათო და უფრო აქეზებდა ბიჭს
-აი ახლა კი მართლა მოვკლავ - გაიწია ბიჭისკენ, ნატოც სიცილით გამოეცალა და უკვე დარტყმას აპირებდა დათომრო შეყვირა
-ეს ძევუჩკა ვინ არის? - ჩემსკენ გამოიხედა და მეც ახლახანს მივხვდი რომ ამ დროის განმავლობაში "სეირს" დებილივით ვაკვირდებოდი
-დათო შვილო ეს რუსკაა რომ გიყვებოდი - ჩემსკენ წამოვიდა ქალი, მეცჩამოვხტი დახლიდან და მორცხვად დავიწყე თითების წვალება
-ანუ მაინც მოიყვანეთ - ირონიულად ჩაიცინა და ზიზღნარევი მზერა მესროლა
-ჩვენ ხომ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე დათო - დასერიოზულდა ნატოც
-ვილაპარაკეთ მაგრამ მერწმუნე არ მსიამოვნებს ის ფაქტი რომ ჩვენს სახლში, ვიღაცისგან მიგდებულმა გოგომ უნდა იცხოვროს, ეს თავისიანებს არ უნდოდათ და მე რატომ უნდა მინდოდეს - დაიღრიალა, შეშინებული შევხტი, თავი ჩავხარე და ცრემლებმა დაიწყეს დენა.
დასირცხვული ერთ ადგილზე ვიყავი მიყინული და არ ვიციდო რა გამეკეთებინა უბრალოდ ვტიროდი, მაგასაც ისე ვაკეთებდი რომ არავის გაეგო
-რა გაღრიალებს ბიჭო - კიბეებზე დაეშვა დათოს მსგავსი გარეგნობის ბიჭი იმ განსხვავებით რომ ის საოცრად გავდა დედას დათო კი მამას
-რა მაღრიალებს და შეხედე დედიკომ საყვარელი დაიკო მოგვითრია სახლში - ხელს ჩემკენ იდვერდა და უკვე სადაცაა გული წამსვლოდა აღარ ვიცოდი სად შევკუნჭულიყავი
-წესიერად ილაპარაკე დავით - დაუღრინა ნატომ და ისეთი სიმკაცრე იგრძნობოდა მის ხმაში მეც შემეშინდა
-შენ ხარ რუსკა? - ჩემთან მოვიდა კოტე და იმის მოლოდინში რომ მასაც უნდა დავემცირებინე თავი უხმოდ დავაქნიე - შენ რა ტირი? - გაკვირვებულმა შემომხედა როდესაც ჩემი სახე შეამჩნია და მხრებში ხელი ჩამავლო - რა იყო ტო ასე ძაან თუ გაგიტყდებოდა ჩემი ჩამოსვლა ვაფშე არ ჩამოვიდოდი - ვითომ ნაწყენმა ჩაილაპარაკ
-არა.... მე..... უბრალოდ შენ.... ისა... - დაბლენული ვლაპარაკობდი სლუკუნით
-კაი ნუ ტირი დათოს სიტყვების გამო ჯერ კიდევ ვერ ისწავლა რა როგორ და ვისთან უნდა ილაპარაკოს - დათოს შეუღრინა და ხელი გადამხვია- ამ გოგოს როგორც დას ისე მივიღებ - დასტოინად და მკაცრად საუბრობდა, ამ მომენტში ისე გავდა ნატოს რომ რავიცი - ამიტომაც გაითვალისწინე და მოდი ეს ბრაზი სხვა რამეზე, თუნდაც ვინმეზე გადმოანთხიე - თვალებში უყურებდა და მერე ნატოს მიუბრუნდა - დადაჩკ მე და რუსიკო გავისეირნებთ და მოვალთ okey?! - თვალი ჩაუკრა, ხელი დამავლო, სწრაფად შემომაცვა ქურთუკი, მანქანა დაძრა და ეს ყველაფერი ისეთი მოულოდნელი იყო ჯერ კიდევ არ ქონდა აღქმული ჩემს ტვინს
-ბოდიში დათოს გამო - მართლა დამწუხრებული ჩანდა. მაოცებდა ეს ბიჭი ისე სწრაფად იცვლიდა სახეებს
-შენ საბოდიში არაფერი გაქვს - ძალდატანებით გავუღიმე
-მოდი დავიკიდოთ რა - გამხიარულდა - ჩემი დაიკო კარგად უნდა გავიცნო, წამო სადმე კლუბში დავჯდეთ
-როგორ შენ გინდა - ჩვეული პასუხი გავეცი
-კაი ნუ მორცხვობ რა შენი ძმა ვარ უბრალო ტიპშა კი არა - ამოიბუზღუნა - აქვე მაგარი ადგილი ვიცი და იქ წავიდეთ - თვალი ჩამიკრა და მალევე გააჩერა მანქანა სასურველ ადგილთან.
შიგნით ალკოჰოლის სუნი და ხმაური იყო გამეფებული, ჩვენც ბარის მაგიდასთან დავჯექით და სასმელი შეუკვეთა
-ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს - თქვა თუ არა მაშინვე გადაკრა სასმელი, მეც გაუმარჯოს ნიშნად ჭიქა ჰაერში ავწიე და სასულეში გადავუშვი სითხე რომელმაც ყელი ჩამწვა და ამახურა.
ლაპარაკ-ლაპარაკში იმდენი დავლიე რომ უკვე ფეხი მებმოდა. ერთმანეთი გავიცანით და კოტე ისეთი საყვარელი აღმოჩნდა რომ როგორც ნატოსთან და აკაკისთან გავიხსენი ისე გავიხსენი მასთანაც. როგორც და ისე მიმიღო და ჩვენს შორის არსებული დისკომფორტი სულ რაღაც ხუთ საათში გააქრო. რომ მივხვდით რომ წასვლის დრო იყო კოტემ ვინმე ლუკას დაურეკა და თხოვა რომ მოსულიყო
-რუსაჩკ - ხან როგორ მომმართავდა ხან როგორ. ხელი გადმომხვია და გასასვლელისკენ ბანცალით წავედით- მალე ჩემი ძმაკაცი ლუკა მოვა და ის წაგვიყვანს - თქვა თუ არა ჩევენს ფეხებგან მანქანა მოსრიალდა
-რა შუსტრია ე - პირდაღებული ვიყურებოდი
-ლუკსიტა ძმა ხარ - მხარზე ხელი დაკრა მანქანიდან გადმოსულ ბიჭს - გაიცანი ეს რუსიკოა ჩემი ახალი, არაბიოლოგიური და - მიანიშნა ჩემზე- რუსო გაიცანი ლუკა ჟღენტი ჩემი ძმაკაცი
-სასიამოვნოა - მომაჯადოვებელი ღიმილით გამიღიმა და ორივე მანქანაში ჩაგვსვა
გზაში ბევრი ვიცინეთ, უაზრობებზე ვიფხრიწებოდით მე და კოტე, ლუკა კი ჩვენ დაგვცინოდა. სახლში იდეაში ჩუმად შევიპარეთ სამივე და მისაღებში დივანზე ჩამოვჯექი ფეხმორთხმით
-აუ ის იცით - სიცილისგან წამოსულ ცრემლს ვიწმენდდი - გოგო მივა ბიჭთან და ეკითხება რას შვრებიო? - ვთქვი და სიცილი ამივარდა
-მერე? - გაკვირვებული გვიყურებდა ლუკა რომელსაც აშკარად არ გაეცინა ანეგდოტზე
-ვაიმე მაგარი იყო - მუცელზე ხელი მიიდო კოტემ რომელსაც აღმოაჩნდა რომ ჩემნაირი იუმორის გრძნობა ქონდა - და ის იცით? ბიჭი მივა გოგოსთან და ეუბნება არაფერს შენო?- თქვა თუ არა ამჯერად სამივეს აგვიტყდა სიცილი და ღამის ოთხ საათზე იმხელა ხმაზე დავიწყეთ ხარხარი ყველა ოთახიდან გამოვარდა
-კარგად ხართ? - ცალწარბ აწეული და გაოცებული გვიყურებდა აკაკი
-ვკვდებით მშობლებო - ამოთქვა კოტემ
-წყალი - დაიხრიალა ლუკამ
-მუცელი მტკივა - სიცილისგან მოკეცილი მძლივს ვლაპარაკობდი
-თქვენ რა დალიეთ? - ჩვენი არეული სიფათი რომ დაიჭირა ნატომ მაშინვე დადო დასკვნა
-შევყევით ლაპარაკში, ბევრი არა ცოტა დავლიეთ - სული მოითქვა კოტემ და ახსნა დაიწყო - მერე ლუკსიტამ მოგვაკითხა მე და ჩემს სისტრას და წამოგვიყვანა
-გაკლიათ რა - აბუზღუნდა აკაკი - ამ შუა ღამით რა გახარხარებთ
-ჩვენ ბოდიში - ხელებ აწეული წამოდგა კოტე და მეც ამაყენა - წამო ლუკსიტ შენც - თავი დაუქნია ბიჭს და მე ხელი გადმომხვია - ჩვენ ჩემს ოთახში ვიქნებით - დაიბარა და ბანცალით ავუყევით კიბეებს თან სიცილით ვკვდებოდით - წამო ბიჭებო თქვენც - გადასძახა დათოს და უცნობ ღმერთკაცს და ოთახში შევედით.
მე მაშინვე საწოლში დავემხე კოტეს გვერდით
-აუ მოიცა ის იცით? - უკვე სიცილს იწყებდა კოტე
-აბა? - დებილი ბავშვის სახით შევხედე
-იტოკში ზებრა შედის მაღაზიაში და გამყიდველს ეუბნება:
-უკაცრავად ერთი პური თუ შეიძლება
-რომელი თეთრი თუ შავი?
-რა მნიშვნელობა აქვს მაინც ველოსიპედითვარ-ო - თქვა თუ არა მარტო მე და კოტემ ავტეხეთ ხარხარი
-და ის? - წამოიწყო ლუკამ - ზეიმია და ყველა ბავშვს აცვია ფორმა, მასწავლებელიც დადის და გამოცნობას იწყებს ვის რა ფორმა აცვია. ერთი ბავშვი კუთხეში დგას თავისთვის და ყავისფერი ფორომა აცვია, მასწავლებელიც ეკითხება : შენ ალბათ დათვის ფორმა გაცვიაო? და იმან : არა მძ*ნერი ვარ ზეიმში უნდა ჩაგი*ვათო - აი ამაზე კი ყველა გადავასკდით ერთმანეთს და მაგ დროს ჩიფსებით და სასმელებით ხელში დათო და უცნობი შემოვიდნენ და საწოლზე მოხერხებულად დაეშვნენ.
სასმლის გამო ყველა და ყველაფერი გადამავიწყდა და ამიტომაც ისევ ისე ლაღად ვაგრძელებდი საუბარს და კისკისს. ბოლოს ერთ ანეგდოტს ვყვებოდი და შუა ნაწილში ჩამეძინა, ისე ტკბილად და თბილად მეძინა რომ დილით ენერგიით და პოზიტივით დამოხტულმა გავიღვიძე, თავი მძლივს ავწიე და რას ვხედავ, მე საწოლში ვწევარ, კოტე მარცხნივ მიწევს, ლუკა მარჯვნინ, ხოლო დათო და ნიკა (უცნობი უკვე ნაცნობი) ფეხებთან მეწვნენ. ისე საყვარლად ფშვინავდბენ მაშინვე გული გამითბა, იდეაში ფრთხილად წამოვდექი მაგრამ მაინც ყველას გაღვიძება მოვახერხე
-რას ცმუკავ გოგო დაწექი რა - თავის ტორებში მომიქცია ლუკამ და ისე მიმიკრო სუნთქვა გამიჭირდა
-რა ველური ხარ გადავტყდი ნეკნებში- დავიკნავლე და უშედეგოდ ვცადე ადგომა
-აუ მოიცადე რა - ამოიფრუტუნა და ჩემს კისერში ჩადო თავი
-ნუ ჩხავიხარ რა - ამოიზმუვლა ნიკამ- შენ კი გაუშვი ხელი თოჯინა კი არ არის
-მშია - პირის ტკლაპუნი დაიწყო კოტემ, ჩემი თავი ლუკას გამოსტაცა და ახლა ის გადამეხვია
-რაც ცხოვრებაში არ მომხვევიან ერთბაშად ამინაზღაურეთ თქვენ ორმა- მეც შემოვხვიე ხელები კოტეს და უფრო ავეკარი
-ახლა ვიტირებ - ცინიკურად ჩაიცინა დათომ და ოთახიდან გავარდა
-დაიკიდე - მითხრა კოტემ და თავზე მაკოცა - წამოდი ნატო გვაჭმევს რამეს
სამივე ერთად წამოვფრინდით და კიბეებზე ვეშვებოდით უცებ ლუკამ ხელში რო ამიტაცა
-ვაიმე - მოულოდნელობისგან შევკივლე
-რა იყო ვაფშე არ ჭამდი? - ხელში ისე მათმაშებდა თითქოს თოჯინა ვყოფილიყავი
-დასვი ბიჭო არ დაგივარდეს - გამოსძახა პირგამოტენილმა ნიკამ
-შენ ძაან ღელავ ხომ?! - შეუბღვირა დათომ - ნატო დღეს სახლში არ იქნება წერილი დამხვდა
-არა მაგრად ამას რა მოუვა, პროსტა მერე ამის ღნავილის თავი არ მაქვს - უდარდელად ჩაილაპარაკა ნიკამ და მაშინვე ღიმილი შემახმა სახეზე
-წესირად ილაპარაკეთ - დაუბღვირა ლუკამ
-კიდევ ერთი დამცველი - როგორც ყოველთვის ცინიკური და ზიზღნარევი მზერა მომაპყრო დათომ- ვინ იქება შემდეგი?!- თქვა და თეატრალურად ააპყრო ხელები ცაში
-ჩემს ოთახში ავალ - ნაძალადევად გავუღიმე ბიჭებს და დინჯი ნაბიჯებით გავემართე
-კარგდ დაიმახსოვრე ამ სახლში შენი არაფერი არ არის
აი ეს უკვე ბოლო წვეთი იყო და ამომასხა
-მომისმინე დათო - მკაცრი მზერით დავიძარი მისკენ - მერწმუნე ნატოს, კოტეს და აკაკის პატივს რომ არ ვცემდე აქამდე უკვე ცხრაჯერ მოგაკეტინებდი - ნელ-ნელა უფრო ვმწარდებოდი - შენი აზრით მე მსიამოვნებს ის ფაქტი რომ მშობლებმა მაგრად დამიკიდეს? ან ის ფაქტი რომ შენნაირის გამოხტომების ატანა და ღვარძლის გადმოსანთხევ ობიექტად ყოფნა მსიამოვნებს? არა, ნამდვილად არ მსიამოვნებს. უბრალოდ ეს ერთი რამ დაიმახსოვრე, მეც მაქვს მოთმინების ფიალა და მეც შეიძლება ავფეთქდე, ხოლო როდესაც გაბრაზებული ვარ ყველა და ყველაფერი მავიწყდება, ამიტომაც შენთვისვე იქნება უკეთესი რომ დაოკდე თორემ მეორე ჯერზე შენს ოჯახსაც აღარ გავითვალისწინებ რომლის უზომო მადლიერი ვარ - მონოლოგი დავამთავრე და დათოს ცინიკური მზერა ვესროლე - ახლა კი შენის ნებართვით, შევალ ოთახში რომელიც შენს სახლშია მაგრამ იდეურად მე მეკუთვნის - ამაყად ავიარე კიბეებზე და როგორც კი ოთახში შევედი მაშინვე იწყეს ცრემლებმა დენა.
რთულია, ძალიან რთულია როდესაც უმეგობროდ ხარ და არ შეგიძლია ვინმეს შენი ტკივილი გაუზიარო, არ გყავს ადამიანი რომელიც ასეთ რთულ მდგომარეობაშ გვერდით დაგიდგება, ჩაგეხუტება და გეტყვის ყველაფერი გაივლისო. რა დავუშავე დათოს? რა ჩემი ბრალია თუ მისი მშობლები მხსნელად მომევლინნენ? რა ჩემი ბრალია თუ მშობლებმა უარი განაცხადეს ჩემზე?.... ამ სიტუაციაში ხომ ჩემი ბრალი არაფერი არ არის მაგრამ რატომღაც ჩემზე ანთხევს ღვარძლს. ამ ფიქრებით და ტირილში ღონემიხდილს ჩამეძინა.

-რუსიკო ადექი - ზემოდან დამეცა კოტე
-რა ხდება? - ამოვიზმუვლე და ზედ ავეკარი
-სკოლა - მძლივს წარმოთქვა და ორივეს ისევ მიგვეძინა ერთმანეთში გადაკვანძულებს
-კოტე აქ რუსოს გასაღვიძებლად გამოგიშვი და არა მასთანერთად დასაძინებლად - ფხუკუნით გველაპარაკებოდნენ ნატო და აკაკი
-აუ ცოტა ხანიც რა - უფრო შევიფუთნე საწოლში
-აჰამ - ამოიზმუვლა კოტემ და უფრო მომეხვია
-ახტით ორივე - საბანი აგვაძრო ნატომ
-ვდგები ხო - წამოვიზლაზნე ჯერ კიდე თვალ დახუჭულმა და სააბაზანოსკენ დავიძარი, მივდიოდი როდესაც თავით კედელს დავეჯახე და მოვჯექი, კოტემ კი იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი ლამის დავყრუვდი
-ვაიმეე - კვდებოდა - რამაგრად მოჯდა.... აჰაჰაჰაჰ.... გადაიღეთ ხო?! - იმედიანად შეხედა მშობლებს
-დაფიქსირებულია - აყვა აკაკიც
-უჰ კარგად ვიცინე - კოტემ შუბლზე მაკოცა - კაი მოვემზადე მეც და შენც ჩაიცვი, მე წაგიყვან
გალაგდნენ ჩემი ოთახიდან და ჩაცმის საშუალება მომცეს. დიდად არ მიყვარს ტანსაცმლის არჩევა და ტრიალი, თან აქამდე არც მქონდა ბევრი ტანსაცმელი მაგრამ ამ სახლში მოსვლისას მთელი ოთახი დამახვედრეს ტანსაცმლით სავსე ამიტომაც დავუყევი საკიდებს და არჩევა დავიწყე. არ მიყვარს კლასიკური სტილი და უმეტესწილად სპორტულად ვმოძრაობ ამიტომაც არც დღეს დავარღვიე ჩემი ტრადიცია და ელასტიკით, მოტკეცილი მკლავიანი ტოპით, ბოტასებით და თხელი ჟატის ჟაკეტით შევიმოსე რომელიც ნახევრად შევიკარი და ფარფარად მედგა ტანზე, თმა დაუდევრად ავიკოსე, ჩანთაში წიგნები ჩავილაგე, ცალ მხარზე გადავიკიდე და სამზარეულოში ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე შევლასლასდი
-მე მზად ვარ - დავეხეთქე დივანზე
-მოდი ჭამე და ისე წადი - სამზარეულოდან გამომძახა ნატომ
-იყოს დილაობით არ ვჭამ - ვთქვი და თვალები დავხუჭე უკვე უნდა დამეძინა კოტე რომ მომვარდა და ცალ მხარზე გადამიკიდა, მეორე მხარზე ჩემი ჩამთა მოიგდო, და ტოსტის ჭამით გააგრძელა აქეთ-იქით ტრიალი
-კიტე არ დაგივარდე - ამოვიკნავლე და მოვეჭიდე
-ნუ ღელავ სისტრა - პირ გამოტენილმა მითხრა და ნატოსკენ დავიძარით - ნატო წავედით ჩვენ
-ჭკვიანად - ჯერ კოტეს აკოცა მერე კი დაიხარა და კოტეს მხარზე მყოფს მაკოცა.
მალევე გავარდა კოტე ჩემთან ერთად და მანქანაში ჩამსვა
-არაფერს არ ჭამ თუ რა გამხდარი ხარ
-მე კი არ ვარ გამხდარი შენ ხარ ძლიერი - თვალი ჩავუკარი და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე
-ხო არ ნერვიულობ?
-მაქვს რამე სანერვიულო?
-არა... ჩევნ გვინდოდა რომ ჩემს კლასში ყოფილიყავი მაგრამ რაღაც მიზეზების გამო პარალელურში მოხვდი, მაგრამ არც იქ არ არიან ცუდი ბავშვები
-დაიკიდე რა - ხელი უდარდელად დავიქნიე
-მოვედით - მანქანა გააჩერა და ერთად გადმოვედით, მერე ხელი გადმომხვია და ისე დავიძარით სკოლისკენ
-კოტიკო
-ჰო
-ყველა ჩვენ რატომ გვიყურებს? - უხერხულად შევიშმუშნე
-ისეთ ბიჭთან ერთად მოძრაობ გიკვირს რო გიყურებენ? - ამაყად გაიჯგიმა, და კლასში შემიშვა - წარმატებები - შუბლზე მაკოცა და წავიდა
ერთი ჩავისუნთქე და უდარდელად შევედი კლასში, ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული
-გამარჯობა - უხერხულად ჩავილაპარაკე და თავისუფალი მერხისკენ დავიძარი - აქ ზის ვინმე - ზოგადად ვიკითხე და როდესაც უარყოფის ნიშნად თავი გააქნიეს ადგილი დავიკავე.
-შენ ახალი ხარ? - მერხზე შემომიჯდა ერთი ბიჭი
-კი
-რა გქვია?
-რუსკა შენ? - ვხვდებოდი რომ დიალოგის აწყობა უნდოდა ამიტომაც მეც დავეხმარე
-მე ცოტნე - მომაჯადოებლად გამიღიმა - კარგი სახელი გაქვს
-კაი რა რუსუდანი რა სახელია - ჩავიცინე
-აი ნახე რამდენ ნაირად შეიძლება გადაკეთდეს.. რუსიკო, რუსკა, რუსუდან, რუსო, რუსკიტა - თან იცინოდა - უი რუსკიტა მომწონს, პრობლემა ხო არ გექნება ასე რომ მოგმართო
-არანაირი - მეც გავიცინე
-ცოტნიკო გაიცანი ახალი - მოგვიახლოვდა ერთი ლამაზი გოგო- მე ანასტასია მქვია - საყვარლად გამიღიმა
-მე რუსკა - მეც თბილად გავუღიმე
-აუ მოდი მე და ცოტნე სკოლას დაგათვარიელებინებთ - წამოენთო ანასტასია
-კარგი - მხრები ავიჩეჩე და უკან გავყევი
დიდი და ლამაზი სკოლა გვქონდა, ჯერ ბუფეტი მანახეს სად იყო, მერე ქიმიის და ბიოლოგიის კაბინეტები, ბოლოს კი ეზოსკენ გადავინაცვლეთ
-ეს ჩემი და ტასის საგყვარელი ადგილია - ხესთან არსებულ სკამზე ჩამოჯდნენ
-სასიამოვნოა აქ ჯდომა - თავი გადავხარე და თვალები დავხუჭე
-აჰამ - დამეთანხმა ცოტნე და საუბარი დაიწყეს
ბევრ თემაზე ვსაუბრობდით და ვიცინოდით, მალევე დადგა სკოლაში შესვლის დროც და სამივე დანანებით დავიძარით კლასისკენ
-გაიცანი უკვე ბავშვები? - ზურგიდან მომეპარა ლუკა და ჰაერში ამიტაცა
-გული გამიხეთქე - შეკივლების მერე ვუთხარი და გულზე ხელი მივიდე
-ტასოჩკას და ცოტნიკოს რომ გაიცნობ პირველ დღეს აზრზე ხარ რა პატივში ხარ? - ბავშვებს გაუღიმა
-ლუკსიტას რომ იცნობ უკვე აზრზე ხარ რა პატივში ხარ? - არ ჩამორჩა ტასო
-ნუ რა ხალხს ვიცნობ რა პატივში ვარ- თვალები ავატრიალე - შენც აქ სწავლობ?
-ხო კოტეს, ნიკას და დათოს კლასში ვარ - ცხვირზე თითი დამკრა - მიდი შედი ახლა კლასში და არ შემარცხვინო - გაიცინა და ადგილს მოწყდა.
კლასში ბავშვებთან ერთად შევბრუნდი და სხვებიც გამაცნეს ცოტნემ და ტასომ. გაკვეთილების შემდეგ ცოტნემ თავისთან დაგვპატიჟა ამიტომაც კოტეს გაფრთხილება გადავწყვიტე მაგრამ ვერსად რომ ვერ ვიპოვე ნიკასთან მივედი რომელიც გადატყლარჭულ გოგოებთან იდგა და ფლირტაობდა
-ნიკა - მხარზე ხელი დავადე და ისიც მომიბრუნდა
-რა გინდა? - როგორც ყოველთვის ახლაც უხეში იყო
-ბოდიში შეწუხებისთვის მაგრამ ბიჭები ვერ ვნახე და შეგიძლია კოტეს უთხრა რომ გაკვეთილების მერე ცოტნესთან წავედი?
-ეს გოგო ვინ არის ნიკუშა? - გამოეყო წრეს ერთი არანაკლებ სიმპატიური ბიჭი - მე საბა ვარ შენ რა გქვია?
-რუსკა - მეც გავუღიმე
-რა ლამაზი ღიმილი გაქვს რუსკა
-მადლობა
-შენ მიდიოდი ხო - ორივეს მკვლელი მზერა გვესროლა ნიკამ
-რა უხეში ხარ ნიკოლოზ რა იყო - ჩაიცინა საბამ - მიგაცილებ ცოტნემდე
-მადლობა ჩემითაც წავალ.... ნიკა გთხოვ თქმა არ დაგავიწყდეს თორემ ინერვიულებს კოტე
ცოტნესთან კარგად ვატარებდით დროს, ორივე ისეთი კომუნიკაბელური და კარგი იყო რომ მალევე დავუახლოვდი
-ვკვდები - ოთახიდან გამოვიდა ტანს ზემოთ შიშველი ბიჭი, ისეთი სიმპატუირი ლამის იქვე დავდნი
-რას დატანტალებ ტრუსიკიანი - შეუღრინა ცოტნემ - რუსიკო ეს ჩემი ძმაა დამიანე - უცებ გამაცნო ბიჭი და იმანაც იკადრა გამოხედვა, ერთი კარგად ამათვარიელა და უხმოდ დაიძრა სამზარეულოსკენ
-ხო და რას გიყვებოდით? - გამოერკვა ტასო
-გიგას დაბადების დღეზე რო გაიცანი ვიღაც იმას
-ვინ გაიცანი? - ვაშლით ხელში დაებერტყა დივანზე და ხელი ტასოს გადახვია
-ერთი ბიჭი
-შენ სულ ბიჭებს რატო იცნობ?
-რომელი ლესბო მე მნახე რო გოგოები გავიცნო და ვეფლირეტაო?
-რა დროს შენი ფლირტია
-აუ დამი გეხვეწები 50 წლის კაცივით ნუ საუბრობ რა - თვალები აატრიალა ტასომ
-შენ ამათ საიდან იცნობ - ტასო დააიგნორა და მე მომიტრიალდა
-ახალი კლასელი ვარ
-ეჰ რა დრო იყო მეც სკოლაში რო ვსწავლობდი - მართლა მოხუცივით ჩაილაპარაკა
-დიდი ხანია პირველ კურსზე ხარ? - უკბინა ტასომ
-კი ტასიკო - პატარა ბავშვივით დაეჭყანა
-დასკვნა. ამას ღმერთიც ვეღარ უშველის - ხელი დამიანესკენ გაიშვირა და სამივემ ჩავიცინეთ
-ჰა ჰა ჰა - გაგვაჯავრა დამიანემ - ღლაპები ესენი
ბევრი ვილაპარაკეთ კიდევ, დამიანეც კომუნიკაბელური და მხიარული ტიპი აღმოჩნდა
-ჩემი წასვლის დროა - ჩანთა ავიღე და ბავშვები გადავკოცნე
-მოიცა გაგიყვან - დამიანეც წამოდგა
-არა იყოს
-შენი აზრით ამ ღამით მარტოს გაგიშვებ?
-როგორც მივხვდი არა
-სწორად მიხვდი - თვალი ჩამიკრა და ერთად დავიძარით გასასვლელისკენ- სისწრაფის ხომ არ გეშინია?
-არა, პირიქით მიყვარს
-კარგია - ჩაილაპარაკა და იქვე მდგომ მოტოსკენ დაიძრა, ჩაფხუტი გამიკეთა თვითონაც გაიკეთა და დავიძარით.
სწრაფად და მოხერხებულად დაყავდა ამიტომაც მალევე მივედით სახლში, გადმოვედი მოტოდან დამიანე კი ჩაფხუტის მოხსნაში დამეხმარა
-მადლობა - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
მანაც გამიღიმა და სახლისკენ დავიძარი
-მოვედი - სახლში მისვლისას შევყვირე და დივანზე დავეშვი
-აქამდე სად იყავი? - მკითხა დათომ
-ცოტნესთან
-როგორც ვიცი ცოტნეს მოტო არ ყავს
-სამაგიეროდ ცოტნეს ძმას ყავს და იმან მომაცილა
-რა იყო რა დაკითხვა მოუწყვე? - ჩაერია კოტე
-არა კოტე დაკითხვა კი არ მოვუწყე ვამოწმებ ისეთი რამ არ გააკეთოს რომ ხალხის დასაცინი გავხდეთ
-დათო რაც აქ მოვედი რამე არასწორად გავაკეთე? ან რამე ისეთი რაც შენ არ მოგეწონა თუ ჩემს აქ მოსვლას არ ჩავთვლით? - გამჭოლი მზერა ვესროლე და დავაკვირდი
-არა
-ხოდა მაშინ ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავე, მერწმუნე შენი სახელი არ შერცხვება ყოველ შემთხვევაში ჩემი ქცევით - მობეზრებულმა ამოვილაპარაკე და ჩემს ოთახში ავედი.
მალევე ჩავიცვი სახლურად და მეცადინეობა დავიწყე
-აუ რუსკა - ოთახში თავის ქექვით შემოვიდა კოტე
-გისმენ - თან ველაპარაკებოდი და თან დავალებას ვწერდი
-მითხარი რომ ქიმია გაგეგება
-გამეგება
-აუ ძაან გთხოვ დაეხმარე შენს ტვინდახშულ ძმას - ყელი გამოიღერა და კატის თვალებით შემომხედა
-რა პრობლემაა - გავიცინე და მასთან ოთახში გავედი
ქიმია ერთად ვიმეცადონეთ, ის თემებიც ავუხსენი რაც უჭირდა და შემდეგ ერთად გავემართეთ მისაღებისკენ
-შენ ყოფილხარ უმოზგესი - ხელ გადახვეული მივყავდი
-კაი ნუ მაწითლებ
-რაც რეპეტიტორებმა ვერ შემაგნებინეს ერთ საათში გამარკვიე
-რა ვარ ასეთი - შევიფერე და ხელები ავწიე
-საოცრება ნუუ - თქვა და ორივემ სიცილი დავიწყეთ
ვივახშმეთ, ვილაპარაკეთ და დასაძინებლად გადავნაწილდით

-რუსა ადექი დე - ნატო მანჯღრევდა
-აი სულ ცოტა ხანი გთხოვ - უფრო მოვიბუზე
-კაი რა რუსა, დაგაგვიანდება
-კაი - წამოვიზლაზნე - კოტიკოს ღვიძავს?
-არ ჯერ არ გაუღვიძია
-გადაიღე - სიცილი დავიწყე და კოტესთან შევედი, ნატოც უკან გამომყვა.
ჩუმად შევიპარეთ კოტესთან, ფარდები ჩამოვაფერეთ რომ დაბნელებულიყო, მე თეთრი ზეწარი გადავიფარე და ფანარი დავიჭირე, ნელ-ნელა კოტიკოს მივუახლოვდი
-კოტე - ხმა დავიბოხე - კოტე - საწოლზე ავედი და თავზე დავადექი - ადექი კოტე - დავსჭექე არაბუნებრივი ხმით და კოტემაც ჭყიტა თვალები
-აააააა - ქალივით შეკივლა და საბანი თავზე გადაიფარა.
ამის დანახვა და ჩემი და ნატოს არაამქვეყნიური ხარხარის დაწყება ერთი იყო
-რუსა მკვდარი ხარ - საბანში იყო ახვეული და სანამ ის გამოძვრა მანამდე დავეშვი კიბეებზე, ნატო კი უკან მოგვყვებოდა და ვიდეოს იღებდა
-ვაიმე რა მშიშარა ხარ - თან ვიცინოდით და თან სახლს კრუგებს ვარტყავდით - ისე შეყვირე ქალი მეგონე
-დაგიჭერ და ნახავ რაც მოგივა - ბოროტულად ჩაიცინა
უკვე მიახლოვდებოდა და უნდა დავეჭირე აკაკის რომ ამოვეფარე
-დაანებე ბიჭო თავი - დამიცვა აკაკიმ
მეც თავი გამოვწიე და დაჯღანვა და ენის გამოყოფა დავუწყე, იმანაც მომბაძა და ასე ხუთი წლის ბავშვებივით ვეჯღანებოდით ერთმანეთს.
-წარმატებები - როგორც ყოველთვის ახლაც შუბლზე კოცნით დამემშვიდობა და კლასში შემატარა
-პრივეტ - გადავკოცნე ტასო და ცოტნე
-აუ დღეს გადაღებებზე გამომყვებით რომელიმე? - ტელეფონში ცხვირჩარგულმა ცოტნემ გვკითხა
-მე არ მცალია
-შენ რუსო?
-რავი კი მცალია მე - მხრები ავიჩეჩე
-კარგია მაშინ, გაკვეთილების მერე საღამოსკენ გამოგივლი და წამოდი
-კარგი
გაკვეთილებმა რუტინულად ჩაიარა და დიდი დასვენებაც მალევე დადგა.
-ჩავედი მე ბუფეტში, წამოხვალთ თქვენც? - ბავშვებს გადავხედე
-აუ გვეზარება - ერთხმად ამოიზმუვლეს და მერხზე თავები დადეს
მეც ჩავედი ბუფეტში, სასმელი ვიყიდე და ჩემთვის მოვკლათდი ცარიელ მაგიდასთან, თან სიმღერების მოსმენა დავიწყე
-შეიძლება? - ყურებს მოსწვდა ბოხი ბარიტონი
-კი - თვალები არ გამიხელია ისე ვუთხარი
-რას უსმენ?
-ვიცი რომ გიყვარვარ Asea sool
-მეც მიყვარს
-ცოტამ იცის ამ სიმღერის შესახებ - ყურსასმენები მოვიხსენი, თვალები გავახილე და ხელში საბა შემრჩა
-შეიძლება? - ყურსასმენებზე მიმითითა და მეც უხმოდ გავუწოდე ერთი ცალი. ისევე უხმოდ გავაგრძელეთ სიმღერის მოსმენა, თვალები დავხუჭე და მთლიანად მოვწყდი ამ სამყაროს, არაფერზე არ ვფიქრობდი და არაფერი არ მედარდებოდა
-აუ საბუ - კალთაში ჩაუჯდა ერთი გადატყლარჭული გოგო
-ნუცა - შეუღრინა და თავისი კალთიდან ააგდო
-შენ ვინ ხარ? - ახლა მე მომიბრუნდა და სიტყვების უაზროდ გაწელვა და ტყლარჭვა დაიწყო
-რუსა - მშვიდად ვუთხარი და გავაცნობიერე რომ ჩემს პონტში სიმღერების მოსმენა არ დამცალდებოდა ამიტომაც ყურსასმენები დავკეცე და ტელეფონთან ერთად შევინახე
-ნუცა რა გინდა? - უკვე ნერვები ეშლებოდა საბას
-მომენატრე - ტუჩები დაბუსხა და საბას კისერზე შემოაწყო ხელები. უკვე გულს მირევს ეს გოგო
-მე წავალ კარგი?! - გავუღიმე, გადავკოცნე და ისე დავტოვე იქაურობა პასუხის თქმაც ვერ მოასწრო.

-ნატო - სახლში მისვლისას შევყვირე
-გისმენ
-ცოტნემ ჩემმა მეგობარმა უნდა გამომიაროს და გადაღებებზე გავყვები კარგი? - როგორც ყოველთვის ახლაც დახლზე შემოვჯექი და ბანანის ჭამა დავიწყე
-რა უცებ გაგიჩენია მეგობრები, მომიყევი სკოლის ამბები
-აუ ძაან კარგი ბავშვები არიან, ყველაზე მეტად ცოტნეს და ანასტასიას დავუახლოვდი, ორივე უზომოდ მხიარული და საყვარელია... მერე გაგაცნობ - გავეკრიჭე - კიდე ცოტნეს ძმა გავიცანი დამიანე ეგ პირველ კურსელია, მაგან მომაცილა სახლში. კიდე საბა გავიცანი ჩემი სკოლელია. ლუკას ხშირად ვხედავ ხოლმე და ეგეც სულ მკითხულობს. მასწავლებლებიც კარგები არიან, კლასიც კარგია მაგრამ რამოდენიმე გოგო მყავს ძაან ტყლარჭი და რაღაცნაირი მაგრამ აი ვაფშე არ ვაქცევ ყურადღებას. ყველაზე სასაცილო კიდე იცი რა არის? - კისკისი დავიწყე
-რა?
-ერთი ორმა გოგომ საქმის გარჩევაც კი დამიწყო კოტეზე და ლუკაზე, ჩემი ბიჭები არიან თავი დაანებეო - გადავიხარხარე
-ვაიმე - ისიც ამყვა სიცილში - რა სიმპაწიური ბიჭები გვყავს ნუუ
-აჰამ
ვლაპარაკობდით ცოტნემ რომ დამირეკა, მეც დავემშვიდობე ნატოს და ცოტნეს გავყევი გადაღებებზე. ყველა ქაოსურად მოძრაობდა, ზოგი სად გარბოდა ზოგი სად, ზოგს რა მოჰქონდა ზოგს რა.
-სოფო სად არის? - განევიულებულმა ქალმა შეყვირა
-არ ვიცით - გამოეხმაურა მეორე
-მოვკლავ რა - აქეთ-იქით გაგიჟებული დადიოდა - დღეს უნდა გვქონდეს ფოტოები, რა უნდა ვქნათ?!
-არ იღებს ტელეფონს
-ღმერთო - ხან ვის უყვიროდა ხან ვის მე კიდე ამ ყველაფერს მშვიდად ვაკვირდებოდი, უცებ შემომხედა და მზერა გაეყინა - შენ ვინ ხარ? - ნელა დაიწყო ჩემსკენ მოახლოება
-ცოტნეს მეგობარი, მას წამოვყევი - დაბნეული ვაცეცებდი აქეთ-იქით თვალებს
-რომელიმე სააგენტოში მუშაობ მოდელად?
-არა - გაკვირვებულმა ვუპასუხე
-შესანიშნავია - შესძახა და თვალები გაუბრწყინდა - წამომყევი - ხელი ჩამავლო და გასახდელში შემათრია - შენ უნდა დაგვეხმარო, დღეს ფოტოსესიაზე ცოტნეს მეწყვილე უნდა იყო, ანაზღაურება გექნება. თანახმა ხარ? - იმედიანი თვალებით შემომხედა
-რავი კი - მხრები ავიჩეჩე
-ვაიმე მაგარია - მეცხრე ცაზე იყო ისე გაუხარდა - აი ესენი ჩაიცვი, მერე მაკიაჟს გაგიკეთებენ და გამოხვალ - ტანსაცმელზე მიმანიშნა და ოთახში უამრავი ადამიანი შემოყრა, რომლებიც ხან ჩემს თმაზე ხანაც კი მაკიაჟზე მუშაობდნენ
ფოტოსესია სახალისო იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ის გაგიჟებული ქალიც სიხარუსლისგან სად წასულიყო არ იცოდა
-გადაგვარჩინე - სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი მანამდე მითხრა ცოტნემ
-გავერთე - მეც გავუღიმე, დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი - მოვედი - როგორც ყოველთვის ახლაც შევყვირე სახლში შესვლისას. მისაღებში ბიჭები (საბა, ლუკა, ნიკა, კოტე, დათო) დამხვდნენ- პრივეტ - ბიჭებს პროსტა მივესალმე და ლუკა გადავკოცნე, უკვე წასვალს ვაპირებდი ლუკამ ხელი რომ დამავლო და კალთაში ჩამიჯინა
-სად იყავი?
-ცოტნეს გავყევი გადაღებებზე, მერე ერთი გოგო არ მივიდა და იმის ნაცვლად მე ვიყავი ცოტნეს მეწყვილე. ძაან დავიღალე
-რუსა - კარები შემოგლიჯა ტასომ და იმხელაზე შეყვირა ყველას გული გაგვისკდა - რუსა ვკვდები - მაშინვე სამზარეულოში შევარდა და არცერთი შეგვიმჩნია - ვაიმე მიბრწკინე გთხოვ, ან შენ წაიკითხე ეს ესემესი და მითხარი რო არ მელან... ბიჭებო?! - ახლახანს შეამჩნია ბიჭების გამოშტერებული სახე მაგრამ ისეთი აჟიტირებული იყო მაინც ვერ დაწყნარდა და ერთ ადგილას ცმუკავდა
-რა ხდება? - მისკენ დავიძარი და გაკვირვებული დავაკვირდი
-ეს აქ მართლა წერია თუ მე მელანდება რუსა? - კნუტის თვალებით შემომხედა და ტელეფონი გამომიწოდა
-"ტასი როგორ ხარ?" - ბუტბუტით წავიკითხე და მას შევხედე - ეს რა ისაა? - პირდაღებულმა ვკითხე
-სახელი და გვარი ხო აწერია?!
-ხო
-ხოდა ისაა - შეურაცხადივით დაიწყო კისკისი და ნერვიულად ჩაკბიჩა ბაუნტი - არა, არ მჯერა!
-მოიცა! - ხელები ავწიე - ანუ ეს მართლა ისაა? - კიდევ ერთხელ ვკითხე და უფრო დებილი სახე მივიღე
-სხვა კანდელაკი იცი ჩემს გარემოცვაში? - ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა - შენ კიდე ნუ ხარ გამოშტერებული, მე უნდა ვიყო მასე და შენ უნდა მამშვიდებდე
-რა გაქვს გოგო დასამშვიდებელი ხო არ გაჟრუალებს - წამოვენთე უცებ - ეს ისაა ტასი ის... ახლა მეცხრე ცაზე უნდა იყო
-დალევა მინდა, წამო ცოტნესაც ვუთხრათ და დავჯდეთ სადმე კლუბში
-უკაცრავად? - თავი გამოყო ლუკამ
-აუ ლუკსიტ ხოიცი რამაგრად მიყვარხარ მაგრამ ძაან შოკშივარ და რამე თუ არ დავლია ასე დადებილებული დავრჩები და მაწყობს ახლა ეს მე?
-შენ ვინ გიშვებს? - დათო მომიბრუნდა მე
-აუ კაი რა დათო, რა 80 წლის მამასავით იქცევი - ამოვიფრუტუნე - ნატოს დავურეკავ და ვეტყვი, იმედია ძმები არ გამიჭედავთ, ცოტნეც იქნება
-დამიანეც - დაამატა ტასომ
-მითუმეტეს
-კაი წადი და ჭკვიანად - მაკოცა კოტემ და მე და ტასო ოთახში ავქანდით
თან ტანსაცმლებს ვარჩევდით და თან ვსაუბრობდით. უკვე რამდენი ხანია ტასოს კანდელაკი მოწონს და როგორც იქნა მიწერა ამიტომაც არცერთი ჭკუაზე არ ვიყავით.
მისაღებში ჩავედით დამიანემ რომ დამირეკა
-წავედით ჩვენ - ბიჭებს დავემშვიდობეთ და ჩვენ ოთხნი გავემართეთ კლუბისკენ
სამივეს გვიხაროდა ტასოს ასეთს რომ ვუყურებდით და ჩვენც მეცხრე ცაზე დავფრინავდით მასთან ერთად.
მე და ტასო ვცეკვავდით უცებ უკნიდან რომ ვიღაც ამეკრო და მისკენ მიმატრიალა
-ნიკა - გაოცებულმა წარმოვთქვი - აქ რა გინდა?
-ბიჭები ნერვიულობდნენ და წამოვედით
-გასაგებია - ამოვილაპარაკე - ვინები ხართ?
-ნუ მე, კოტე, საბა და ლუკა - თვალებ მოჭუტულმა ჩამომითვალა
-კარგი მივალ მაშინ მათთან - მის მწველ მკლავებს დავუსხლტი და ბიჭებისკენ გადავინაცვლე

^^^^
-დღეს ძაან ააჟიტირებული იყავი ხომ? - ყურში ბოხი ხმით ჩამჩურჩულა საბამ და ზურგიდან ამეკრო
-ვიყავი არა ვარ! - შემოვბრუნდი და კისერზე დავაწყვე ხელები
-ასე ძალიან გაგახარა კანდელაკმა? - ნაგლად ჩაიცინა მაგრამ ისეთ ხასიათზე ვიყავი გუნებას ვერ წამიხდენდა
-შენ საიდან იცი?
-ზედმეტად ხმამაღლა ვარდებოდი პანიკებში
-უფს - ხელი ტუჩებზე ავიფარე და ავკისკისდი

იმედია მოგეწონებათ kissing_heart შფასებას ველი თქვენგან heart_eyes



იცოდე მე გელოდები, ძაან მაგარი ისტორია იქნება დარწმუნებული ვარ

 


№2  offline წევრი artificial

სიყვარული გულს გვტკენს
იცოდე მე გელოდები, ძაან მაგარი ისტორია იქნება დარწმუნებული ვარ

ყოველი მეორე დღის შუადღისთვის დავდებ❤️ ვეცდები დიდი თავები დავდო და არ გალოდინო ბევრი❤️

 


№3 სტუმარი ნათია41

იწყებენ და აღარ ამთავრებენ ეგრე არ იყოს. ❤ საინტერესოა

 


№4  offline წევრი artificial

ნათია41
იწყებენ და აღარ ამთავრებენ ეგრე არ იყოს. ❤ საინტერესოა

იმედებს არ გაგიცრუებ❤️

 


№5  offline წევრი kesane123

გააგრძეელეე მომწონს კარგია ძალიან❣️ მალე დადე შემდეგი❣️

 


№6 სტუმარი სტუმარი Liza

ესეიგი ძაან მაგარი იყო არანაირი კრიტიკა არ არსებობს ძალიან მომეწონა პირველ რიგში მომეწონა ის რომ.არ გაქ მოვლენები დაჩქარებული და ყველაფერი აზრიანად გაქ. <3 ველოდები მალევე ახალ თავებს და ასეთივე დიდი თავები იყოს თორე მოგკლავ :)<3

 


№7  offline წევრი artificial

kesane123
გააგრძეელეე მომწონს კარგია ძალიან❣️ მალე დადე შემდეგი❣️

აუცილებლად გავაგრძელებ ❤️ გულს გამიხარებ თუ შენც გააგრძელებ შენს ისტორიას ძალიან დამაინტერესა❤️

სტუმარი Liza
ესეიგი ძაან მაგარი იყო არანაირი კრიტიკა არ არსებობს ძალიან მომეწონა პირველ რიგში მომეწონა ის რომ.არ გაქ მოვლენები დაჩქარებული და ყველაფერი აზრიანად გაქ. <3 ველოდები მალევე ახალ თავებს და ასეთივე დიდი თავები იყოს თორე მოგკლავ :)<3

ვეცდები რაც შეიძლება დიდი დავდო❤️ შენ არ იცი როგორ გამაბედნიერე❤️

 


№8 სტუმარი Levender

Dრეს ვერ დადებ?????????

 


№9  offline წევრი artificial

Levender
Dრეს ვერ დადებ?????????

კი დღეს დავდებ❤️ წესით ორი დღის წინ უნდა დამედო მაგრამ საიტის პრობლემების გამო ვერ ავტვირთე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent