შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამდენიდან მე?! {თავი 5}


5-02-2019, 10:12
ავტორი anukaaa
ნანახია 1 686

ნოემ გასეირნება შემომთავაზა, მეც დავთანხმდი. შუა მდელოზე ხელში ამიყვანა და მაკოცა...
გაოცებისგან წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევ.
- მიყვარხარ!
- რა თქვი ნოე? გაიმეო...
სიტყვის დასრულებას არ მაცლის კიდევ ტუჩებში მკოცნის.
მეც, დებილივით ვყვები კოცნაში.
- შენ გიყვარვარ?
- მე, მე... მე, ნოე არ ვიცი მე მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაგიცანი.
- ჰო, მართალი ხარ. ძალიან ავჩქარდი.
- ნოე, საიდან დაასკვენი, რომ გიყვარვარ, ჩვენ ხომ ერთმანეთი ერთი კვირის წინ გავიცანით!
- კი, ერთი კვირის წინ გავიცანით, მაგრამ, გგონია ერთი კვირის წინ შემიყვარდი? არა. მე შენ 5 წელია მიყვარხარ. ნინი, გესმის? 5 წელი. იმ დღიდან მიყვარხარ,
პირველად რომ სახლში მიმავალი დაგინახე. წვიმა იყო, ტანსაცმელი მიწებებული გქონდა ტანზე. თმა არეულად გეყარა მხრებზე. მაშინ დაგინახე პირველად და მაშინვე...
ის დღე მეც გამახენდა: მართლა წვიმა იყო, ქუჩაში გალუმპული ვიდექი და სახლში მისვლა არ მინდოდა, რადგან ვიცოდი, რომ ვერც იქ გავთბებოდი. ამ ამბის გახსენებაზე თვალები ამიწყლიანდა.
- არ იტირო, რა!
- სახლში წამიყვანე, ნოე!
ნოემ უსიტყვოდ გადაიარა ნახევარი მდელო, სახლიდან მანქანის გასაღები აიღო, მანქანა დაქოქა და ფეხებთან გამიჩერა. მეც ჩავჯექი. თბილისამდე მანქანაში მხოლოდ დაბალ ხმაზე სიმღერების ხმა ისმოდა.
- მადლობა!
- არაფერს!
- ნოე, თუ გინდა დღეს, ექვსისთვის, ჩემს სახლში მოდი, მეგობრები ვიკრიბებით.
-კარგი.
რა თქმა უნდა ვიცრუე. სახლში შესვლისთანავე ვიყვირე:
- მოვედიიი.
სამზარეულოდან დედა გამოვიდა.
- შენ სულ სამზარეულოში რატო უნდა იყო?
- შენ სულ უცნაურ დროს რატო უნდა მოდიოდე სახლში?
- მისმინე. დღეს ექვსზე შეგიძლია შენი მეგობრები დაპატიჟო? შვილებთან ერთად მოვიდნენ. კაი?
- კარგი, დე. მაგრამ რატომ?
- მინდა შენი მეგობრები გავიცნო, თან ახალ მეგობრებს გავიჩენ. ჩემი გამოჩენა ავღნიშნოთ.
- ტელეფონი მომიტანე და დავურეკავ ყველას.
გამომძახა უკვე სამზარეულოში შესულმა.
- ახლავე... დე ლილეს დედასაც დაურეკე, ლილე მოიყვანოს.
დედა თავის დაქნევით მთანხმდება, მე კი სამზარეულოდან ცბიერი ღიმილით გავდივარ.
ექვსი საათისთვის მზად ვარ. მოკლე, ტრა*ზე "მომდგარი" შორტი და თეთრი მაისური ჩავიცვი ნარინჯისფერი ზოლებით, თმაზე კოსა გავიკეთე.
ქვევით ჩასვლისას დედას მეგობრები ადგილზე მხვდებიან.
ჩემს გამოჩენას ჟრიამულით ხვდებიან. ბიჭები ნერწყვს ყლაპავენ.
- გამარჯობა. - ვესალმები ყველას.
ისინიც მესალმებიან.
მაგიდასთან ლილეს ვხედა, რომელიც შურით მიყურებს. იქვე შორი-ახლოს ნოესაც ვლანდავ. პირდაპირ მისკენ მივიწევ, მაგრამ გზად ელენე მეღობება.
- ნიი, წამო, რა "სიმართლე ან მოქმედებას" ვთამაშობთ გოგოები.
- კაი, წამოვალ, ორი წუთი მაცადე.
- მიდი, მალე.
მე ნოესკენ მივიწევ.
- ნოე, ბავშვები სიმათლე და მოქმედებას თამაშობენ, წავიდეთ ჩვენც.
- წამო.
ხელი ჩამკიდა და ბავშვთა ჯგუფისკენ წავედით. იქ ლილეც იყო. 50%ის გამიხარდა, 50%-ით კი შემეშინდა ვაითუ მე შევხვდე და საშინელება გამაკეთებინოს-თქო.
- დასხედით და ვატრიალებ.
მე და ნოე გვერდი-გვერდ ვჯდებით. პირველი ლილეა. აი, ბედი რომ გექნება ადამიანს, კითხვა მე უნდა დამესვა.
- ნებისმიერი შეიძლება. უგარყვნილესიც კი. - ამბობს მაკო.
- კარგი მაკო. სიმართლე თუ მოქმედება ლილე?
- სიმართლე.
- კარგი. მმმ... ქალიშვილი ხარ?
- მაკო ასეთი კითხვა შეიძლება?
- კი, ლილე. უნდა უპასუხო.
- მაშინ კარგი... არა!
ჯგუფში ჩოჩქოლი ატყდა. მაკომ ბავშვები დაამშვიდა.
- შემდეგი... ნოეს უსვამს კითხვას ნიკა. აბა, ნიკოლოზ დასვი კითხვა.
- სიმართლე თუ მოქმედება?
- სიმართლე.
- კაი... ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?
ნოემ ჩემკენ გამოიხედა.
-კი. - თქვა ჩემთვის თვალმოუწყვეტელად.
- რატომ? - იკითხა ნიკამ.
- ეგრე არ შეიძლება. - წამოიყვირა მაკომ. - იმ შემთხვევაში გიპასუხებს თუ თვითონ უნდა. ნოე გინდა, რომ უპასუხო?
- რატომაც არა... აბა, კითხვა?
- რატომ გჯერა ერთი ნახვით შეყვარების?
- იმიტომ, რომ მეც ასე შემიყვარდა.
-ვაა.
არ გამომპარვია როგორ გაიჯგიმა ლილე.
- შემდეგი. - გამოაცხადა მაკომ. - კიდევ ნოეს მოუწია. იღბლიანი ხარ ნოე. კარგი, ნოეს ეკითხება გიორგი.
გიორგის ნიკამ რაღაც გადაუჩურჩულა, იმანაც თავი დაუქნია.
- სიმართლე თუ მოქმედება?
- სიმართლე.
- ვინ შეგიყვარდა ერთი ნახვით?
- სიმართლე ვთქვა?
- კი, კი - ახმაურდნენ ბავშვები.
- კარგი, მაშინ, სიმართლე. ერთი ნახვით სიგიჟემდე შემიყვარდა ნინი.
ათი წყვილი თვალი მომაშტერდა, მათ შორის ლილეს აწყლიანებული სფეროებიც. ნოე წამოდგა.
- მე და ნინი მივდივართ.
ხელი ჩამკიდა და ფეხზე წამომახტუნა... მივყავდი, უკნიდან კი ბავშვების ჟრიამული მესმოდა. ზოგი რას ამბობდა, ზოგიც რას:
- მაგარი წყვილი ხართ!
- სად მიდიხართ?
-ის მაინც გვითხარი სად გეძებოთ!
- დაიკარგეთ, ორივენი ღირსებიხართ, განსაკუთრებით შენ სიღარიბის დედოფალა.
ბოლო წინადადება რათქმა უნდა ლილეს ავტორობით იყო. მე კი უკან შევბრუნდი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. ვიცოდი, ეს გააღიზიანებდა. მის რეაქციას აღარ დავლოდებივარ, შევბრუნდი და ნოეს ფეხი ავუწყვე.
მანქანით დიდხანს ვმგზავრობდით, ბოლოს ერთ გასართობ პარკში მიმიყვანა. ყველა ატრაქციონზე ორ-ორჯერ დავჯექით. იქაურობა სიცილით ავიკლეთ. დღის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი. არ ვიცოდი ნოესთვის მადლობა როგორ გადამეხადა, ამიტომ ფეხისწვერებზე ავიწიე და ვაკოცე.
ჩემი საქციელით გაოცებული ნოე მომშტერებია, ვერაფერს ამბობს. ბოლოს მოძრაობასაც ახერხებს, სასტუმროში მივდივართ.
- აქ რა გვინდა?
- შენს სახლში შეკრებილ ხალხს რას ეტყვი?
- ვერაფერს!
- მერე?
- ისე, ცნობისთვის აქ შენ წამომათრიე.
- სამაგიეროდ, ხომ მოგეწონა?
- კი.
- ახლა ბოლომდე დავისვენოთ, აღვიდგინოთ ძალები, ვიჭორაოთ, დავიძინოთ და დილას წავიდეთ სახლში.
თავს ვუქნევ და სასტუმროში შევდივართ.
- ორი ოთახი გვინდა ბოლო სართულზე.
- სამწუხაროდ, ორი არ გვაქვს. სხვა სართულზე არის, მაგრამ, ბოლო სართულზე მხოლოდ ერთია.
- აბა, ნი, რას იტყვი?
მე რათქმაუნდა ბავშვობის ოცნების ახდენა მინდოდა. ყველაზე მაღალი სასტუმროს ყველაზე მაღალ სართულზე დაძინება, მაგრამ ამ ოცნების ასახდენად ნოესთან მომიწევდა დაძინება.
- თანახმა ვარ.
- მაშინ ეგ ერთი ნომერი გვინდა ხვალამდე.
ნომრის გასაღებს გვაძლევენ, ნოე კი მაგიდაძე 10 000$ ტოვებს.
მე და ნოე ნომერში ლიფტით ავდივართ. ლილეზე ვსაუბრობთ. თურმე ნოე ლილესთან მამამისის გამო ყოფილა.
- აღარ მიდა ლილეზე ლაპარაკი, ტელევიზორს ვუყუროთ.
- კარგი.
ტახტზე ვსხდებით, ტელევიზორის ყურებაში ჩამთვლიმა. შემდეგ რაც მოხდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მასოვს: ნოე მკოცნიდა... მეც ავყევი... ტკივილი მუცლის არეში...
დილით უცნაურ "პოზაში" მეღვიძება. ნოეს თავი ჩემს შიშველ მკერდზე უდევს. ორივე სრულიად შიშვლები ვართ....



№1  offline წევრი Niniko11

Raa mosaxdrni moxdaa dzaan male vitardeba movleneebii moutmenlad veli shemdeg tavss momwons es istoriaa♡♡

 


№2  offline წევრი anukaaa

Niniko11
Raa mosaxdrni moxdaa dzaan male vitardeba movleneebii moutmenlad veli shemdeg tavss momwons es istoriaa♡♡
მადლობა ნინიკოო. შენი გამოჩენა ძალიან მიხარია... ❤
მიყვარხარ, ტკბილოოო ❤ ❤ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent