ევანგელინა /დასასრული/
წვიმიანი დღე იყო, გარეთ კოკისპირულად წვიმდა, თითქოს დედამიწას საფრთხე ემუქრებოდესო და ამინდიც კი ხვდებოდეს ამას... წიგნი დავხურე და სანიშნე გვერდით დავუდე, რადგან წიგნის კითხვაც კი დავასრულე. ზარის ხმა გაისმა,დაზარებით წამოვდექი ფანჯრის რაფიდან, ანუშკა იყო. - რატომ არ მითხარი რომ მოდიოდი? - სახეზე ბედმიერი ღიმილი აეკრო, მთლიანად სველი იყო. - რა იყო ჩემმა ძმამ სახლიდან გამოგაგდო? - ევა - გადამეხვია, გაკვირვებულმა შევხედე თუმცა ხელები მეც მოვხვიე - რა მოხდა? - ვუთხარი და მშრალი ტანსაცმელი, გამოვიტანე. - მე, ოჰ ღმერთო - ცრემლები წამოუვიდა, შეშინებული მივარდი და მუხლებზე დავდექი. - მისმინე, ადრიანმა თუ გაწყენინაა... - არა ევაა, არა - გაკვირვებულმა შევხედე - აბა რა მოხდა? მოიცა იცინი? - ხო იცი ამის შესახებ ჯერ, დედას ან ქმარს უებმენიან. თუმცა მე შენთან წამოვედი, დეიდა ეყვარება განსაკუთრებით. - ხელები ამიკანკალდა - რა თქვი? - ალბათ ძალიან შოკირებული სახე მქონდა, რადგან ანუშკას გაეცინა. - მე ექიმთან ვიყავი და მითხრა რომ - ემოციებით ლაპარაკი აღარ შეეძლო - ბავშვი მეყოლება, მე და ადრიანს... - ღმერთო ჩემო - წამოვიყვირე - არარსებობს! - ჰო ევა, ჰო - ორივემ ტირილი დავიწყეთ, ალბათ ესე ძალიან დიდი ხანია, არაფერი გამხარებია. - დეიდა გავხდები? - ამოვისლუკუნე ანუშკას მუცელთან. - მე დედა - სიცილით მიპასუხა. და მაშინ მივხვდი, როგორი იყო ეს შეგრძნება, ბოლომდე ვერ მაგრამ მაინც ვხვდებოდი რას გრძნობდა ანუშკა ამ დროს. ის ასეთი ბედნიერი, როგორც ეხლა იყო, არასდროს ყოფილა, მაშინაც კი როდესაც ქორწილის დღე იყო... ანუშკა ეხლა სრულყოფილი ქალი იყო და მე ბედნიერი დეიდა. ადრიანის რეაქცია, ბედნიერი შეძახილები და მამაჩემის სახე მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რადგან ჩემი ოჯახი ისევ ბედნიერი იქნებოდა, ეკატერინეს, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ. *** ელა კაფის კუთხეში, მის საყვარელ ადგილას იჯდა და ტელეფონში ძველ ფოტოებს ათვალიერებდა, ნაცნობი ხმა მოესმა და შემოსასველისკენ გაიხედა, ტიტე ბარმენს მიუახლოვდა, შეკვეთა მისცა და ელას მოშორებით დაჯდა, ელას მისი დანახვა არ ესიამოვნა, თუმცა გაუხარდა რომ ტიტემ ის ვერ შეამჩნია. ბიჭს რომელიც მაღალი და უცხო გარეგნობის იყო, ეხლა უფრო კარგად დააკვირდა, თეთრი უმკლაო მაისური და შავი ბუტიკლა შარვალი ეცვა, რომ ვერ ვიტანდე, მშვენიერი შეხედულებისაა თქო ვიტყოდიო, გაიფიქრა ელამ. რამოხდენიმე წუთში, როდესაც ელა წასვლას აპირებდა, ტიტეს მაგიდას ქერა, მაღალ ფეხება გოგო მიუახლოვდა, ბიჭს ლოყაზე აკოცა და მის წინ ჩამოჯდა. ელა აკვირდებოდა, ფიქრობდა მეგობარიაო,მანამ სანამ გოგონამ ხელი, ტიტეს ხელს არ დაადო და გამომწვევლად არ დააკვირდა. მიმტანი ელას მიუახლოვდა, ანგარიში ელამ მოითხოვა. - გიორგი - უთხრა ბიჭს, რადგან ხშირად დადიოდა აქ, ყველას იცნობდა - რაღაც უნდა გკითხო - მკითხე ელა - უთხრა ბიჭმა და ყავის ჭიქა მაგიდიდან, აიღო. - აი ის ბიჭი ბართან, რომ არის გოგოსთან ერთად - ტიტე? - ელავ თავი დაუქნია - ხო, იცნობ? - კი, ჩვენი ხშირი სტუმარია, რა მოხდა? - იცი ის გოგო ვინ არის? - მომღიმარ გოგონას კვლავ დააკვირდა. - რამდენჯერმე იყვნენ ერთად, აქ როგორც მახსოვს. თუ არ ვდები, შეყარებულია. - ელამ გაოცებული შეხედა - დარწმუნებული ხარ? - კი ელა, ერთხელ ეგრე გაგვაცნო. - მადლობა გიორგი - ბიჭმა გაუღიმა და ისევ ბართან დაბრუნდა. ელამ რამოდენიმე ფოტო გადაუღო ტიტეს და მის გვერდით მყოდ გოგონას, ჩანთა გადაიკიდა და ტიტეს შეუმჩნევლად დატოვა კაფე. *** მაგიდაზე ლეპტოპში ფილმი მაქვს ჩართული, თეთრი შოკლადის დიდი ფილა ხელში მიჭირავს და ჩემს ლორჯ დივანზე, კომფორტულად ვწევარ. გარეთ ისევ წვიმს, მაგრამ კარგია როდესაც იცი, არანაირი საქმე, რომ არ გაქვს და ესე შეგიძლია იყო, ორი დღე მაინც. ტელეფონის ხმა მესმის და ლეპტოპს ოდმავ ვწევ რომ მივწვდე, გაკვირვებული ვუყურებ ტელეფონს. - ტიტე? - გამარჯობა, ევანგელინა. - რას მივაწერო, შენი დარეკვა? - საქმე მაქვს, განა სამ დღეში მოგენტრე? - რა საქმე? - მონატრებაზე, ჩვეულებრივად დავაიგნორე. - მინდა ყველაფერი გავარკვიოთ, შენ სახლთან ვარ, უფრო სწორად უკვე ბინასთან და ვხედავ როგორ შემოდის ბინაში ელა. - სწრაფად ვდები და პლედს ვიშორებ. - ჰო - ღრმად ამოისუნთქა - დღეს მე და მარიამი, ხომ გახსოვს ბანაკიდან? - ჰო - მისი შეყვარებულის ხსენებაზე, ნერვები მეშლება. - კაფეში ვიყავით, დავინახე როგორ გვიყურებდა ჩუმად შენი სიყვარული, ასე რომ რაიმე მოიფიქრე,კარგი? - კარგი. - უნდა გამეთიშა, მაგრამ გააგრძელა - ის ისეც გიყვარს? - მეკითხება - ამაზე ლაპარაკი, ეხლა არ მინდა. - კარგი, კარგი - ზარის ხმა მესმის. - ტიტე, რატომ მეხმარები? - ვერთობი, რა სულელური შეკითხვაა ევანგელინა. - მითიშავს, ტელეფონს გაბრაზებული ვუყურებ, ვითომ ტიტე იყოს. კარისკენ მივდივარ და ვაღებ, ელა ღიმილით შემოდის, დივანზე ჯდება და ჩემი შოკოლადის ჭამას იწყებს. - რა გინდა? - ვეუბნები, ცივად. - ჯერ, გამარჯობა ევუ. - გეყოფა ელა, მითხარი რა გინდა? - ყავას გამიკეთებ? - სამზარეულოში შევდივარ, ცოტა ფიქრი მჭირდება. ყველაფერი ისე აეწყო, რომ ვერც კი მივხვდი. ტიტეს შეყვარებული, მარიამი არც კი გამხსენებია, ტიტე მასზე აღტაცებული ლაპარაკობდა... მაშინ რაღა უნდა ჩემთან? იქნებ მართლაც ერთობა. ცხელი ყავა ჭიქაში ჩავასხი და ელაც წინ მაგიდაზე დავდე. - ესეთი ბედნიერი სახე რატოომ? - ალბათ ერთი სული აქვს როდის მეტყვის, მარიამის და ტიტეს შესახებ. - არასდროს მეგონა "ბაბნიკები" თუ მოგწონდა... - ვის გულისხმობ? - მის წინ ვჯდები - ტიტეს - ყველაფერს მიყვება, შემდეგ ტელეფონში გადაღებულ ფოტოებს მაჩვენებს, გული მიჩქარდება მათი კვლავ ერთად, დანახვისას. - მომისმინე ელა, ამას მე და ტიტე გავარკვევთ, შენ არაფერს შუაში ხარ. - დასწყევლოს ეშმაკმა! - ხმამაღლა ამბობს - როგორ თუ არაფერ შუაში არ ვარ? - ეხლა კარგად მომისმინე! - მეც ვუმაღლებ ხმას - შენი თავი ისევ ჩემი ცხოვრების ეპიცენტრი გგონია? მოდი შენს სიტყვებში და გონებაში პატარა, კორეკტირებას შევიტან კარგი?! შენ მე ერთი იდიოტური კოცნისთვის მიმატოვე! აი ადექი და წადი... - შენ ბიჭს აკოცე - ამბობს ირონიით - ესეიგი გოგოსთვის რომ მეკოცნა, რეაქცია არ გექმენოდა? - მის სახეზე პასუხის, ამოკითხვა მარტივია, ამიტომ ვაგრძელებ - შენს კარებთან, ვტიროდი და გემუდარებოდი რომ გეპატიებინა, მაგრამ შენ რა გააკეთე? ფეხებზე დამიკიდე. შეიძლება ისევ მქონდეს შენს მიმართ გრძნობები, მაგრამ დამიჯერე შერიგება საერთოდ აღარ მინდა. - ევუ - მიახლოვდება და თითებს ტუჩებზე მისმევს. - გეყოფა, წადი - ტუჩის კუთხეში მკოცნის. - გთხოვ, მაპატიე. - ეს ალბათ ბოლო წვეთი იყო, რადგან ხელი ვკარი - წადი! უბრალოდ წადი. - ევა იცოდე არასდროს დავბრუნდები! - მეუბნება და მიახლოვდება - კარგი, შეგიძლია წახვიდე. - სახეზე გაოცება ეტყობა, თეთრდება და მისი ლურჯი ფერის თმის ფონზე, მკვდრის ფერი ადევს. შემდეგ უსიტყვოდ, იღებს ჩანთას და უკან მოუხედავად მიდის. ჩემი სიტყვებით, იმის თუ რას გადმოგცემთ ეხლა ერთადერთი რამის სწავლა შეგიძლიათ, პატიების. ელამ, ადამიანმა რომელიც მიყვარდა და ჩემთვის მნიშნველოვანი ადამიანი იყო, ამ სიტყვის მნიშნველობა საერთოდ არ იცოდა. მას, რომ ჩემთვის ეპატიებინა, ორმაგად შემიყვარდებოდა... მაგრამ, არა. თავმოყვარეობა, ადამიანის ერთ-ერთი ძლიერი თვისებაა, მაგრამ მასაც აქვს საზღვარი. ალბათ იფიქრებთ,მეც უნდა მეპატიებინა ელასთვის, მისი შეცდომა არ გამემეორებინა, არა... ელას შეცდომა იყო უპატიებელი. საყვარელ ადამიანს, როდესაც მარტო დატოვებ, ეს შეცდომა უკვე ზღვარ გადასულია. მე კი ელა, საარსებოდ აღარ მჭირდებოდა. რამოდენიმე წუთში, კარზე ზარის ხმა გაისმა, ტიტე ჩემს წინ იდგა. - როგორ ხარ? - ალბათ, მიხვდა რომ ელა საბოლოოდ გავუშვი. - კარგად ვარ. - მოვუჭერი მოკლედ. - შეიძლება ვილაპარაკოთ? გარეთ, აივანზე ვისხედით, დაისის პირისპირ. - მარიამზე უნდა მოგიყვე, ჩვენ დავშორდით. ამის სათქმელად ვნახე ის... - ჩემს გამო? - შემომხედა, ალბათ ზედმეტად ირონიულად ვთქი. - არა, მე და ის დიდი ხანი ვიყავით ერთად, ალბათ ეს საუკუნეებთან მეჩვენებოდა. აი რომ ამბობენ, ქიმიაა გვაკლდა და ამის შეგრძნება რომ ბოლო ერთი წელი ერთმანეთს ვეღარ ვგრძნობდით, ვეღარც კი ვხვდებოდით. - მე რატომ მიყვები ამას? - შევხედე - რატომ? - მადლობა მინდა გადაგიხადო... - რისთვის ტიტე? - გაოცებულმა შევხედე - იმისთვის რომ ეს შეგრძნება დამიბრუნე. შეგრძნება რასაც ლტოლვა ჰქვია, შენ რომ არა მე და მარიამი დიდი ხანი ვიცხოვრებდით, ტყუილში. - ხო მაგრამ, შეიძლება ის არ ფიქრობს ასე? - გული საშინლად ამიჩქარდა. - შეიძლება ეხლა არა, მაგრამ დამიჯერე მიხვდება. როდესაც ისეთ ადამიანს გაიცნობს და ისე შეხედავს ვინმეს, როგორც მე შენ. - არ გინდა, ტიტე - გავაჩუმე და ჩამავალ მზეს დავაკვირდი. - ოდნავადაც არ გინდა ჩემთან ყოფნა? - არვიცი, მართლა. - ალბათ, უნდა წავიდე არაა? - ფეხზე წამოდგა და მისაღებში გავიდა. - ტიტე - უკან შევიხედე - ესეც ვიცოდი, შენ ბედნიერება არ გინდა... წავიდა, კარების დაკეტვის ხმა გავიგონე თუ არა გული საშინლად მეტკინა. სიმწრის მწარე ცრემლები წამომოვიდა. ერთ ადგილას გაშეშებული ვიყავი, არასდროს მოუსმინოთ გონებას, გული ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ, იღებს გადაწყვეტილებას. სწრაფად ავდექი, ფეხსაცმელი მგონი ცალი-ცალი ჩავიცვი. სირბილით ჩავირბინე კიბეები, ტიტეს მანქანა აღარსად იდგა, ცრემლები სახეს მინამავდა... რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი, ბინას გავცდი თუ არა ტიტეს მანქანა შევნიშნე, ტიტე მის წინ იდგა და ჩაჯდომას აპირებდა. - ტიტეე! - დავუძახე ხმამაღლა, აშკარა გაკვირვება ეტყობოდა - ევანგელინა? - არ გავჩერებულვარ ისე ჩავეხუტე - არ შემიძლია... ვერ გაგიშვენ და შეცდომას ვეღარ დავუშვებ. - შემომხედე - სახეზე დამაკვირდა, ბოლოს მზერა ტუჩებთან შეაჩერა და ნელ-ნელა გადმოიწია ჩემსკენ, მისი შეხება ვიგრძენი, ბაგეები მისმა თბილმა და თბილმა ტუჩებმა დაიპყრო, ესეთი შეგრძნება არასდროს მქონია... ასე ადრენალინის მოზღვავება არასდროს მიგვრძნია, ასე არასდროს მყვარებია. - მიყვარხარ - ჩამჩურჩულა - და ვგრძნობ, ყოველთვის მეყვარები. - მიყვარხარ - გავიმეორე მისი სიტყვები. - მზად ხარ გიჟური დღეებისთვის? - გამიღიმა, ხელები მომხვია და დამატრიალა. - მგონი, მზად ვარ - თვალი ჩავუკარი და ხელით სახეზე მოვეფერე. - ევანგელინა - პირველად მომეწონა ეს სახელი, მისი ნათქვამი, ყველაზე ლამაზად ჟღერდა, ევანგელინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.