შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემული ანგელოზი /სრულად/


7-02-2019, 23:18
ავტორი Tamta.k
ნანახია 3 784


ქვესკენელის კედლები გაატარეს, კელდებზე ნათლად იყო აღბეჭდილი თითოეული დაცემული ანგელოზი. მოემზადა იმ ტკივილისთვის, რისთვისაც არც არასდროს, უნდა ეფიქრა. ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო, სულიერთან.
მთელი კანი ეწვოდა, იმის გახსენებისას თუ რა მოხდებოდა სამი წუთის შემდეგ.
დრო...თითქოს დაასწრაფესო, ასე მალე არასდროს გასულა წამები, როდესაც კუთვნილი ადგილი დაიკავა, სარკეში საკუთარ ანარეკს მოკრა თვალი, ეს სარკე კი, ალბათ სპეციალურადაც კი აქვთ აქო, გაიფიქრა. რადგან ამ ადგილას მყოფმა, დაინახოს რას კარგავს... თეთრი ფრთები, რომელიც ჰაერში ჩამოკიდებულან და ბუმბულები თეთრი სხივებივით ანათებდნენ, დიდი ხნის წინ შეისისხორცა.
პირველად როდესაც მფარველ ანგელოზად დანიშნეს, ვერც კი წარმოიდგენდა ცხოვრებას, ამოდენა ფრთებით. მაგრამ ახლა... მათ გარეშე სიცოცხლე, მისი არსებობა ვერც კი წარმოედგინა.
მთავარ ანგელოზმა, იმან ვინც ფრთები უბოძა, ეხლა თვითონვე ბასრი საგნით ერთი ხელის მოსმით, მოაცილებს სხეულიდან.
წითელმა სისხლმა, თეთრი ბუმბული შეღება... თითქოს არც არასდროს ყოფილა სხვა ფერისო...
გულის წამყებად დაიწყო კივილი, უნდოდა ის ბობოქარი ტკივილი, ორგანიზმიდან გამოედევნა, რადგან ამოდენა ტკივილის ატანა, აღარ შეეძლო.
შემდეგ, მთავარ ანგელოზმა თეთრ დიდ სფეროსთან მიიყვანა, შელახული...
- მზად ხარ ადამინთა სამყაროში დაბრუნდე? - ეკითხება, სისხლიან პერანგში გამოწყობილ, დაცემულ ანგელოზს.
- დაე აღსრულდეს თქვენი ნება. - უთხრა და სფეროს დააკვირდა.
- შენ ვერ დაიცავი, მფარველო ანგელოზო, დაე აღსრულდეს ჩემი მთავარ ანგელოზის ნება! -
ერთ დროს, მფარველ ანგელოზად წოდებულს ხელი ჰკრა და უკუნით სიბნელეში ჩააგდო...
მისი ბრალი მხოლოდ ერთი რამ იყო, მოვალეობის პირნათლად შესრულება ვერ შეძლო.
მფარველი ანგელოზი, რომელიც ყოველ ადამიანს ჰყავდა მხოლოდ ერთ წესს ასრულებდა მუდამ, არასდროს უნდა შეეშვა სიბნელე, ბოროტება ადამიანის გონებაში, ფიქრებში და ძრახვებში.
ადამიანი რომელიც მას უსახელეს, მუცლად ყოფნიდან... შავგრემანი, თხელ ტანიანი გოგონა იყო, მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, მისი მფარველი ანგელოზი კი ცდილობდა, მისი ტკივილი შეემსუბუქებინა, მისი ფანჯრის რაფას ფრთების შრიალით მიახლოვდებოდა და მანამ იყო იქ სანამ გოგონა, მშვიდად არ დაიძინებდა.
ერთ უკუნით დღეს, იმ დღეს როდესაც ცაზე მთვარე ამოსულიყო და ნისლს არემარე დაეფარა, მფარველმა ანგელოზმა მას მიაკითხა, შორიდან უცქერდა მომტირალი გოგონას სილუეტს და ვერ ხვდებოდა სად დაუშვა შეცდომა...
შემდეგ გოგონა ფანჯრის რაფაზე აცოცდა, თითქოს შეამჩნია მისი მფარველი ანგელოზიო, გაიღიმა და უფრთოდ, უღმერთოდ გადმოეშვა.
მან სასუფეველი ვერ დაიმკვიდრა, ის ცოდვის მორევში კვლავ ჩაიძირა.
და მაშინ მიხვდა მფარველი ანგელოზი, რომ დაკარგა ის ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნდა...
ეხლა კი ფრთებ დაჭრილი, დაცემული ანგელოზი ადამიანთაა შორის მიიკვლევს გზას, ყველა ამჩნევს და უკვირს თუმცა ახსენდება რომ ის უკვე ანგელოზთა შვილი აღარ არის.
საშჯელი კი ყველაზე მტკივნეული და სამართლიანი გახლდათ.
ადამიანთა შორის ცხოვრება, მფარველი ანგელოზისთვის სულის სიმწარე იყო...
აქ კიდევ ადამიანებს წლები აშინებთ, ეშინიათ სიბერის რომელსაც, სიკვდილი თან მოსდევს.
ანგელოზები არ განიცდიან ცვლილებებს. მათ შორის არ არის არც ყრმა, არც ყმაწვილი, არც მოხუცი, ისინი მუდმივად რჩებიან იმ მდგომარეობაში, რა მდგომაროებაშიც შეიქმნენ. მათი შემადგენლობა სუფთად და უცვლელად არის შენარჩუნებული.
პირველად როდესაც, მთავარ ანგელოზად აკურთხეს მხოლოდ ერთი რამ უთხრეს "ღმერთს, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს თავის მიერ შექმნილი ადამიანი, არ შეუძლია მიატოვოს იგი მფარველი ანგელოზის გარეშე. ანგელოზი ხომ ადამიანს იფარავს ყოველგვარი განსაცდელისგან"
ბოლო სიტყვები კი როდესაც მფარველმა ანგელოზმა, ფრთების დაკარგვამდე მოისმინა
- შენ მიატოვე, შენი ადამიანი, უღმეროდ.
იმ ადგილს მიუახლოვდა სადაც გოგონას სულმა დატოვა სხეული. მხოლოდ სისხლის ლაქები ემჩნეობა ასფალტს, რომელიც მზის მწველ სხივებს, გაეხმო.
დაცემულ ანგელოზს ეკლესიის საოცარი ჰანგები მოესმა, გზა სახე მომღიმარმა გაიარა და ეკლესიაში შესულმა შვება იგრძნო. ყოველ დღე დადიოდა, ერთხელ კი, მიხვდა რომ ისიც ადამიანი გახდა, ჩვეულებრივი მოკვდავი.
- ერთ კვირა დღეს მივედი ეკლესიაში წმინდა საიდუმლოს მისაღებად. დავინახე ანგელოზი, რომელიც იდგა ტრაპეზის მარჯვენა მხარეს. შევშინდი და კელიაში დავბრუნდი. მომესმა: მას შემდეგ, რაც აკურთხეს ეს ტრაპეზი, მე მაქვს კურთხევა, აქ ვიმყოფებოდეო"
გაკვირვებულმა შეხედა, ეკლესიის ეზოში ფარფატა ფრთებს
- ვინ ხარ შენ? - კითხა და დააკვირდა.
- შენს სულში, ბევრი ტკივილია დაცემულო ანგელოზო - საამური ხმით უპასუხა - ეხლა კი მე შენი მფარველი ანგელოზი ვარ.
ოთხად მოიკეცა, ცრმელებმა დაცემულ ანგელოზს სახე დაუნამეს და მაშინ მიხვდა, რომ სიცოცხლე უფსკრულის იქითაც კი გრძელდებოდა.



№1 სტუმარი მარიაკო

ძალიან კარგი იყო, ყოჩაღ????

 


№2  offline მოდერი Tamta.k

მარიაკო
ძალიან კარგი იყო, ყოჩაღ????

დიდი მადლობაა❤️

 


№3  offline წევრი nina kupradze

როგორი ხარ შენ თამთა...
როგორ ჩამაფიქრე ნეტავ იცოდე!
ვგიჟდები მე შენზე...

 


№4  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
როგორი ხარ შენ თამთა...
როგორ ჩამაფიქრე ნეტავ იცოდე!
ვგიჟდები მე შენზე...

ჩემი ნინაა, მადლობა დიდი დიდიი❤️

 


№5  offline წევრი Niniko11

კარგი იყოო♡♡

 


№6  offline მოდერი Tamta.k

Niniko11
კარგი იყოო♡♡

ნინიკო❤️

 


№7  offline წევრი Elea_Nora

აი არ ვიცი ვინ ხარ შენ თამთა!❤ მიყვარხარ შენ შენი მოთხრობებითურთ. ეს იყო ძალიან დამაფიქრებელი და მტკივნეული!❤❤ აი არ ვიცი რა ვთქვა❤ ლავ იოუ❤❤

 


№8  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
აი არ ვიცი ვინ ხარ შენ თამთა!❤ მიყვარხარ შენ შენი მოთხრობებითურთ. ეს იყო ძალიან დამაფიქრებელი და მტკივნეული!❤❤ აი არ ვიცი რა ვთქვა❤ ლავ იოუ❤❤

ძალიან, ძალიან მიყვარხარ მე შენ!❤️

 


№9  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

არ ვიცი რა ვთქვა..❤
დახვეწილი აზრი და წერის მანერა❤
შესანიშნავი ხარ❤
მიყვარხარ❤

 


№10  offline მოდერი Tamta.k

MÔDÎLÎAŇI
არ ვიცი რა ვთქვა..❤
დახვეწილი აზრი და წერის მანერა❤
შესანიშნავი ხარ❤
მიყვარხარ❤

მადლობა! ნეტავ იცოდე როგორ გამახარეეე❤️მეც მიყვარხარ!❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent