შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი რეალობა (დასასრული)


8-02-2019, 00:23
ავტორი ანმანო13
ნანახია 10 447

ჩამოსვლის ღამეს ვერაფრით დავიძინე.. ვფიქრობდი რამდენი.რამ დავკარგე ჩემი წასვლით..ახლობლები,მეგობრები,საყვარელი ადამიანი..სამსახური,ჩემი საყვარელი საქმე.მაგრამ უნდა გავქეულიყავი,უნდა გავქცეოდი საკუთარ თავს,სანდროზე ფიქრს და ლევანისთან გატარებულ დღეებს.. როგორ მინდოდა უკან დამებრუნებინა ყველაფერი,უკან ჩემს ბავშვობაში და თავიდან დამეწყო ყველაფერი.. ვფიქრობდი იქნებ ჩემს ცხოვრებაში გამოჩენილიყო ვინმე სხვა, ვისთანაც შეცდომებს აღარ დავუშვებდი და მის გვერდით მშვიდად ვიცხოვრებდი,მაგრამ ახალი ადამიანის პოვნაც ილუზიაა.რადგან ამ ახალ ადამიანშიც ძველს ეძებ,ეძებ დიდხანს და  ერთ წამსაც კი ვერ დაიჭერ რაღაც მსგავსებას..
  ამდენი ნერვიულობით,წანწალით,უძილობით ორგანიზმი დამენგრა,გავხდი,დავსუსტდი, ელიჩკა მეხვეწებოდა ექიმთან წავსულიყავი,მაგრამ ჩემზე უკეთ არავინ იცოდა ჩემი ავადმყოფობის მიზეზი, ჩემი წამალი მხოლოდ ლევანი იყო,სანდროს რამდენიც არუნდა ეცადა რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო... უკვე იმდენად მაღიზიანებდა მისი ჩემს გვერდით ყოფნა ერთ დღეს დავჯექით და ყველაფერ ზედმეტის გარეშე ვუთხარი
- სანდრო აღარ მიყვარხარ და წადი ჩემი ცხოვრებიდან
-??
- ყველაფერმა დამღალა,შენი.შეხება და ლაპარაკი მაღიზიანებს უკვე
- ცუდად ხარ
- სულ ცუდად ვიქნები სანამ შენ ჩემს გვერდით იქნები
-?????
- წადი და აღარ დაბრუნდე.. მეორე შანსი აღარ გექნება ჩემთან დაბრუნების..
- ელენე
- სანდრო, წადი..
 თითქოს ელოდა.. ელოდა როდის გავუშვებში ჩემი ცხოვრებიდან ჩემივე სურვილით.. სანამ კარში გავიდოდა ათჯერ მოიხედა უკან,არ ვიცი რას ელოდა ჩემგან,ხმა არ ამომიღია.. წამალი დავლიე და დავიძინე...
დილით მესიჯი დამხვდა მესენჯერში.. ლევანი მწერდა " მიყვარხარ ასე,ჩუმად და უბრალოდ"... ნეტავ გაიგო რომ დავბრუნდი?? არა რომ გაეგო დამირეკავდა.. მოვიდოდა რამეს მოიმოქმედებდა რომ ვენახე,მაგრამ ის რაიყო ბაკურიანში რომ არ ჩამოვიდა? რატომ მოიქცა ასე მაშინ?!. მესიჯი ათჯერ წავიკითხე ან მეტჯერ,ტელეფონი გადავდე და ავტირდი.. რა დამიშავა ამ ბიჭმა,ან საკუთარ თავს რატო ვტანჯავ ან მას.. რანაირად შეგვიყვარდა ასე ჩუმად ერთმანეთი.. როგორ მითხრა? პირველივე წუთიდან მიყვარხარო? ასფალტზე რომ იჯექიო? რა საყვარელია ღმერთმანი..
- ბებოო ყავა არ გვაქვს?
- არა ბებო, ნინო იყო შემოსული მას დავალევინე
- სადაქალოს ჩემი ყავა რომ არ ასვა არაა???
- ეგ მოგვწონს ჩვეენ.. გაიცინა
- ოხ ელიჩკაა.. მივედი და ჩავკოცნე..- ნუ ხარ ესეთი საყვარელი და ნუ ასმევ ჩემს ყავას მაგათ..
- კარგი ბებო.. კარგი,ჩავირბენ ამოგიტან..
- რასამბობ? სად ჩახვალ. მე ჩავალ არ მინდა მაცადე
ხალათი გავიხადე,ჟაკეტი მოვიცვი და ლიფტით დავეშვი..
- რატომ არ თქვი.რომ ჩამოხვედი?
- ლევან,შემაშინე,გამოვსულიყავი მაინც სადარბაზოდან
- რომ გაქცეულიყავი? გადაიხარხარა
- კარგი რაა
- რა გჭირს რა ფერი გაქვს
- ცუდად ვარ
- რატო?
- კიბო მაქვს.. ერთიანად გათეთრდა,ენა დაება, შევატყე ვერ იყო.კარგად..- გეხუმრე.. და ახლა მე გადავიხარხარე
  ძალიან მეჩხუბა..
- ელენე მთელი ცხოვრება იდიოტობებს აკეთებ.. ხოდა მოვედი რომ ნორმალურ ადამიანად გაქციო.. დაამთავრე ეს ბავშვური ჭირვეულობა და წამოდი ჩემთან.. არ დავიწყებ იმაზე საუბარს რომ მიყვარხარ და რატომ მიყვარხარ..
ვიდექი დასჯილი ბავშვივით,სადარბაზოსთან ატუზული და ვუსმენდი..
- დღეს საღამოს გელოდები ბაკურიანში ჩემს სახლში, ერთად შევხვდეთ ახალ წელს მე და შენ.. თუ არ მოხვალ ყველაფერი ისე დარჩეს როგორც ჩემამდე იყო შენს ცხოვრებაში..
რაღადროს ყავა იყო,დაბნეული და გაყინული ავვარდი სახლში, საწოლზე გულაღმა დავწექი და რაზე ვფიქრობდი? არაფერზე,საერთოდ არაფერი აზრი არ მომდიოდა თავში..
ღამის 10 საათზე ლევანის სახლის კართან ვიდექი,ბაკურიანში, დაკაკუნება არ დამჭირვებია კარი წამში გააღო.. ხელები გაშალა და თითქოს ვერ გაბედა რომ შემხებოდა..
- ვიცოდი
- მომენატრე
- ჩემო პატარა..
ახალ წელს ერთად შევხვდით,აი ისე ფილმებში რომ არის და მე რომ ბევრჯერ მიოცნებია მსგავს რამეზე.. ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო და სჯობდა გვიან ვიდრე არასდროს..
   ხანდახან გინდა სადღაც მოისროლო შენი სიძლიერე.. შენი მაგარი გოგოობა..შენი მშვიდი ნერვები და ყველაფერს გადავიტან განწყობა..ზოგჯერ გინდა მოისმინო რომ ირგვლივ ნამდვილად კოშმარია,მაგრამ ვიღაც არის შენთან,ვინც სამყაროს შეცვლას კიარ ცდილობს,პრობლემებს კიარ გარიდებს,ზღაპრებს კიარ გიკითხავს და საოცრებებს კიარ გპირდება. არა, უბრალოდ გპირდება რომ შენთან იქნება.. ხანდახან გინდება შენ იყო ვინმესთვის ამდენად საჭირო,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შენს არსებობას გამართლება რომ ქონდეს,სიცოცხლის გაგრძელება რომ მოგინდეს,კი არ მოგინდეს,შეწყვეტა ვერ გაბედო,იმიტომ რომ შენ მარტო არ ხარ.ხანდახან გინდა მოისმინო რომ სუნთქვა შეეკრათ შიშისგან როცა უშენოდ ყოფნა წარმოიდგინეს...
    გამარჯობათ!! მე ელენე ბაბლუანი ვარ.. იურისტი,4 შვილის დედა.. ლევან ბაბლუანის მეუღლე...  ( ისტორია ჩემს უხლოეს ადამიანზეა.. რათქმაუნდა შემოკლებული,მაგრამ ზუსტად დაწერილი, დიახ არსებობენ ასეთი ქალებიც,ბევრს რომ აღიზიანებს მათი საქციელი,მაგრამ სინამდვილეში ისინი ყველაზე თბილები,ბავშვურები და საყვარლები არიან.. დრომ კი გვიჩვენა რომ საუკეთესო მეუღლეები და დედები არიან... სულ მინდოდა მისი სულელური ისტორია დამეწერა.. იმის მიუხედავად რომ თვითონ თავისი წარსულის ძალიან სცხვენია,მე მაინც მგონია რომ ცხოვრება ამად ნამდვილად ღირდა...)



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომეწონა ძალიან. როგორც იქნა მიხვდა ელენე როგორ უნდა მოქცეულიყო.
ისე კი შერცხვებოდა თავისი სულელური საქციელის წლების მერე: დდ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა.
მინდოდა უფრო ვრცელი და ბევრი სიყვარული ყოფილიყო. მაგრამ ასეც კარგი გამოვიდა. იმედია წერას არ შეწყვეტ და მალე დაგვიბრუნდები

 


Chikochiko
მომეწონა ძალიან. როგორც იქნა მიხვდა ელენე როგორ უნდა მოქცეულიყო.
ისე კი შერცხვებოდა თავისი სულელური საქციელის წლების მერე: დდ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა.
მინდოდა უფრო ვრცელი და ბევრი სიყვარული ყოფილიყო. მაგრამ ასეც კარგი გამოვიდა. იმედია წერას არ შეწყვეტ და მალე დაგვიბრუნდები

ზუსტად, გეთანხმები, იგივეს გეტყვი მეც, მაგრამ დავამატებ ერთს ძაან მაგარი იყო, იმენა ემოციებით გავივსე ეს რომ წავიკითხე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent