სიტყვაზე გაცილებით მეტი (2 თავი)
-ასე ძალიან გაგახარა კანდელაკმა? - ნაგლად ჩაიცინა მაგრამ ისეთ ხასიათზე ვიყავი გუნებას ვერ წამიხდენდა -შენ საიდან იცი? -ზედმეტად ხმამაღლა ვარდებოდი პანიკებში -უფს - ხელი ტუჩებზე ავიფარე და ავკისკისდი. საბოლოო ჯამში იმდენი დავლიეთ და გავერთეთ სულ გადამავიწყდა ჩემი ქრაში და უკვე კარგად შეზარხოშებული დავბრუნდი სახლში. მეორე დღეს სასწაულმა პახმელიამ გამაღვიძა და თავის ტკივილით, დიდი მაისურის ამარა, თვალების სრესით, გავლასლასდი მისაღებში. -ვკვდები - ამოვიხვნეშე და იდეაში ჩემი ძმა ანდრიას კალთაში ჩავებერტყე და მკერდზე მივეხუტე მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩემი ძმა წინ მეჯდა, უკან თავი ფრთხილად შევატრიალე და საბა დამხვდა - უი საბუ როგორ ხარ? - უხერხულად გადავკოცნე - ფეხები ამერია - ავკისკისდი და ჩემს ძმას გადავუჯექი კალთაში - ვკვდები - იგივე გავიმეორე და უფრო დრამატიზებისთვის ამოვიხვნეშე -რატო ჩემო პრინცესა? -პახმელია ლეველ7363728287 -ვინ გაძალებდა მერე დალიეო? -მატრაკვეცა რომ დაიბადები ანდრი მანდ არის ვაფშე ყველაფერი დამთავრებული - დარწმუნებულმა ჩავილაპარაკე - აუ ეხა იცი რა მინდა? -გისმენ - ამოიხვნეშა -აი იცი რა? - ქვედა ტუჩზე თითი მივიდე -რა? -მაცადე მოვიფიქრო ეე - დავუცაცხანე- აი წარმოიდგინე ახლა ნაყინის ტორტი ოღონდ შიგნით მდნარი შოკოლადი რომ ესხას და გაძეძგილი იმდენი ტკბილით - ტუჩები გავილოკე -შუა ზამთარში სად გიშოვო ნაყინის ტორტი? -რავი კი იძახი შენთვის შეუძლებელს შევძლებო - ამოვიფრუტუნე -ვინ იძახის რომ შეუძლებელია? -ხოდა რა გაწუწუნებს? შენ პატარა დას მაგ მცირედ სურვილს ვერ უსრულებ? - შევიცხადე -წავედი - თავისი კალთიდან გადამსვა და მეც ეშმაკური ღიმილით ვაკოცე. მალევე დატოვა სახლი და მე და საბა, მოხერხებულად ავიკეცე ფეხები და საბას მზერას თვალი გავუსწორე -რა? - სიჩუმე დაარღვია -რა რა? - მხრები ავიჩეჩე -ასე უნდა მიყურო? - ჩაიცინა -ცდები - შევუსწორე - კი არ გიყურებ შენს მზერას ვუსწორებ თვალს - თითის აწევით ვუთხარი და კმაყოფილმა გავიღიმე -ააა... შენ არ გცივა ეგრე რო დადიხარ? -ნწუ -აუ რამე ჩართე რა მეზარება ასე სიჩუმეში ჯდომა - იქვე მიგდებული ფურცელი და პასტა აიღო და რაღაცის ხატვა დაიწყო -okey - ვუპასუხე და "alec benjamin - swim" ჩავრთე და თან ავყევი, ისიც ცალ ფეხს ათამაშებდა და თან ხატავდა - რას ხატავ? - დავინტრიგდი -გინდა ნახო? - თავი არ ამოუწევია ისე მითხრა -აჰამ - გახარებული მივუჯექი გვერდით და ფურცელში ჩავიჭყიტე. მე ვყავდი დახატული, პატარა ზომაზე და სხვადასხვა პოზებში, ზოგან ვცეკვავდი, ზოგან მაისურს ვიწევდი, ზოგან შიშველი ვიდექი, ზოგან ფეხმორთხმით ვიჯექი სავარძელზე. ყველა ისეთი ლამაზი იყო ჩამეღიმა - ლამაზებია -ხო - თქვა და მე გამიღიმა -მარა ერთი რაღავ არასწორად გიხატია -რა აბა? -ეგეთი ჩამოდღლაზული მკერდი არ მაქვს, უფრო მკვრივი და აბზეკილი უნდა დაგეხატა - ღიმილით ჩავუსწორე და ნახატზე მივანიშნე -მართალი ხარ - მკერდზე დაკვირვების შემდეგ განმიცხადა - ამ მაიკაში როგორც ჩანდა ისე დავხატე - მხრები აიჩეჩა -არა აშკარად ნიჭიერი ხარ - თვალი ჩავუკარი - მე მაგალითად არ გამომდის ხატვა, არ არის ჩემი -სამაგიეროდ სხვა რაღაც გამოგდის კარგად - ამოიხვნეშა -მაინც რა? -მაგას მერე გეტყვი - გაიღიმა თავისი ჰოლივუდის ღიმილით -გადადებული საქმე გადაგდებულიაო... ეგ მე კი არ მითქვამს ჭკვიანმა ადამიანმა თქვა -ვააა დაჟე?! -აჰამ - თავი მონდომებით დავუქნიე და ორივეს გაგვეცინა ჩვენს დიალოგზე .............. -ჩორნიე გლაზა ნანი ნანი ნანი ნანი... ჩორნიე გლაზა - სიმღერით შევედი კოტესთან და თავზე დავახტი - ნანი ნანი ნანი ნანი... ჩორნიე გლაზა -შე შტერო ტექსტი მაინც ისწავლე - ამოიფხუკუნა და საწოლში შემაგდო -არაუშავს ასეც წავა - ვთქვი და გაყინული ფეხები მივაკარი -ვაიმე რა ცივი ხარ - დააძაგძაგა და უფრო ჩამიკრა გულში -სამაგიეროდ შენ ხარ თბილი - ამოვიკისკისე - მისმინე, ჩემს სააბაზანოში თბილი წყალი აღარ მოდის და საერთო შემახსენე სად არის? -მეორე სართულზე მეხუთე კარი -გაკოცე - ლოყაზე გემრიელად ვაკოცე, შემდეგ ჩემს ოთახში შევედი, ტილო და ნივთები ავიღე და სიმღერით დავაწექი სააბაზანოსკენ. როგორც ყოველთვის ახლაც ვმღეროდი. მთელი ბანაობის პროცესი სიმღერით გავლიე, პირსახოცი შემოვიხვიე და გავტანტალდი გარეთ -ვაიმე - ვიღაცის მკვრივ სხეულს შევასკდი და რომ არა იმ ვიღაცის ძლიერი მკლავები მიწაზე ვიქნებოდი ძალიან ჩვეულებრივად გართხმული -წინ იყურე - მკაცრად ჩამაჩერდა თვალებში ნიკა -ბატონო?! - შევიცხადე - შემთხვევით კარში ხომ არ იდექი?! და მერწმუნე მე გაწევა არ დამესიზმრებოდა -რამდენს ტლიკინებ შენ -გაჩუმების საჭიროებას ვერ ვხედავ - ნაგლურად გავუღიმე - ხელი გამიშვი- ხელზე თვალებით მივანიშნე რომელიც ჯერ კიდევ ჩემს წელზე ედო და ახლა გავაანალიზე რომ ჯერ კიდევ ნახევრად შიშველი და სველი ვიდექი მის წინ -არმინდა რომ გაგიშვა - მანაც სწერვულად გამიღიმა -შენი მინდა მერწმუნე ძაან მეასეხარისხოვანია ჩემთვის და მაგრად მ*იდია - ამის თქმა და მის თვალებში მოთამაშე ცეცხლის ალის დანახვა ერთი იყო -მალე მოგაკეტინებ - ერთი ამოიხრიალა და ისე მოულოდნელად შემაგდო ცარიელ ოთახში რომ გაფიქრებაც ვერ მოვასწარი -რას აკეთებ? - ამოვიგმინე ისე მაგრამ მომიჭირა მხრებზე ხელი, კედელთან მინარცხებული ზურგი ამეწვა და დაბნეულმა დავიწყე თვალების ცეცება -ბევრს რომ ტლიკინებ ვერ ხვდები? - ისე უელავდა თვალები ერთწამს ისიც კი ვიფიქრე არ დამწვასთქო -შენ "ტლიკინს" ვერ გამიკონტროლებ- არ ვუთმობდი, ან რატომ უნდა დამეთვო ვიღაც უსექსუალურესი თავში ავარდნილი ბიჭისთვის?! -დიახაც გაგიკონტროლებ -შენს ოცნებებში საყვარელო - თვალი ჩავუკარი და ყველანაირი ტკივილი დავაიგნორე -ენა - დამიღრიალა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელი -ახლავე გამიშვი ხელი, ვაფშე რა უფლებით მეხები?! რადგან ძაან დასტოინად ვარ ჩემს პონტში ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენ რამეს მოგითმენ, ადამიანს რომელიც ჩემთვის მეათასე ხარისხოვანია, ასე რომ დაოკდი რა და ტონს დაუწიე თორემ ისე უპრობლემოდ მოგიღებ ბოლოს თვალსაც არ დავახამხამებ -შენ რისი გამკეთებელი ხარ?! - ცინიკურდ ჩაიცინა -მერწმუნე ჩემს შესაძლებლობებში არ ღირს ეჭვის შეტანა და დროზე გამიშვი ხელი დამილურჯდა..... ელემენტარულია გოგოსთან მოქცევის წესები რომელშიც შენი საქციელი ნაღდად არ შედის -მაგ ენას ძირში წაგაცლი - კბილებში გამოსცრა -ნელა იყავი ფეხი რამეს არ წამოკრა - ამის თქმა და ტუჩებში ველურივით დატაკება ერთი იყო, გამოვშტერდი... და როგორც კი გავიაზრე რას აკეთებდა მაშინვე დავასე კბილები ქვედა ტუჩზე და მალევე ვიგრძენი სისხლის გემო პირში -თამაში მოგინდა?! - ჭინკებ ათამაშებული თვალებით, დაბოხებული ცოტა ხრიწიანი ბარიტონით მითხრა და საჯდომზე ხელი წამავლო და უკვე მეორედ, უფრო ველურად და მომთხოვნად დამიკოცნა ორივე ბაგე -შემეშვი - მძლივს ამოვილუღლუღე... ისეთ სიტუაციაში ვიყავი რომ არა დაძაბული გარემო ალბათ სიცილით მოვკვდებოდი.. წარმოიდგინეთ : ნიკას ცალი ხელი ჩემს საჯდომზე უდევს და იმით ვყავარ მთელს სხეულზე აკრული, მეორე ხელი ჩემი თავის გასწვრივ კედელზე, მე კიდე ცალი ხელით პირსახოცს ვიჭერ, მეორე ხელით ქვემოთ ვქაჩავ და ტუჩების მოცილებას ვცდილობდი -დასახვეწი ხარ - ხელი უხეშად გამიშვა -შენ შემთხვევით დაქნეული ხო არ ხარ? - სრული სერიოზულობით ვკითხე -მოკეტე თორემ ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ -შიშისგან აღარ ვიცი რომელ დირკაში შევხტე რომ შენ დაგემალო - ვთქვი და ოთახიდან დავაპირე გასვლა ისევ მკლავში რომ ჩამავლო ხელი - ახლავე მომაშორე შენი ხელები, მძაგავს უბრალოდ რომ მეხები - შევუღრინე, მკლავი ძლიერად გამოვგლიჯე ხელიდან და დინჯი ნაბიჯებით გავემართე ოთახისკენ. კიდევ კარგი ემოციებს კარგად ვნიღბავ, ყველაზე მეტად შიშის დამალვა შემიძლია და მაგარი გოგოს როლის თამაში. ვაიმე რა ფაფუკი ტუჩები ქონდა იმ ვირს.... კარგი რუსო დაწყნარდი ნუ ფიქ.... ვაიმე რა სიმპატიურია ღმერთო, ყბის ძვლებს რომ ერთმანეთს აჭერდა გაბრაზებული.. მაგან არ იცის პროსტა რა ელოდება, მეტი საქმე არ მაქვს ახლა მაგას შევარჩინო თავისი უაზრო საქციელი. ოჰო ნიკა შენ აზრზეც არ ხარ რა გელოდება. ბოროტულად ვიცინივარ და ჯერ კიდევ ვცდილობ აფორიაქებული გულის დაწყნარებას. -ხვალ რა გეგმები გვაქვს? - კიბეებზე დაშვებისას დამეწია კოტე და ხელი გადამხვია -რა გეგმები გვაქვს? - გაკვირვებულმა შევხედე -მეღადავები გოგო? - თვალები დააჭყიტა - არა ღადაობ ხო? -რა? -ვაიმე, ვიცოდი რო მაგრად გეკლდა მაგრამ ასეც თუ გეკლდა ნაღდად არ ვიცოდი - თვალები აატრიალა - მე რაპონტში უნდა გახსენებდე შენს დაბადების დღეს? -უპს - პირზე ხელი ავიფარე -ხოდა რა გეგმაბი გვაქვს? -იდკ ( i don't know ), რა გეგმები უნდა გვქონდეს? - მხრები ავიჩეჩე -არაფერში არ უქნიხარ ღმერთს - დანანებით შემომხედა და თავი გააქანტურა -უკაცრავად?! -ნუ ახლა სწავლას არ ვთვლი - ხელები სიცილით აწია და მისაღებში დივანზე მოთავსდა მეც გვერდით მივუჯექი - სადმე არ გინდა წასვლა? ან რავი რამე არ გინდა? -აუ კი - მორცხვად ვუთხარი და მაიკაზე თამაში დავუწყე -თქვი მერე რა გიტყდება, ხოიცი რამაგრად მიყვარხარ და აი ვაფშე ყველაფერს შეგისრულებ - მიმიხუტა და თავზე მაკოცა -მაშინ სვანეთში დავაწვეთ რა - წამოვენთე - იქაურობა რომ მიყვარს ეგრე თუ მიყვარდეს რამე -აუ კაი იდეაა, მეც ვგიჟდები იქაურობაზე - თავი მონდომებით დამიქნია - ვინები წავიდეთ? -აი ვაფშე ყველაფერს შენ განდობ, ვინც გინდა და როგორც გინდა წმოიყვანე, მთავარია სვანეთში დავაწვეთ -მაშინ რას მალაპარაკებ ამდენს? - სიცილი დაიწყო - ქვეყნის საქმე მაქვს - და ჩამოთვლა დაიწყო რა უნდა გაეკეთებინა თან კიბეებზე ადიოდა. -რა ლამაზი ღამეა, რა ნათველია მთვარეა, იმიტომ რომ დღეს რუსიკოს დაბადების ღამეა - ოთახში აკაკი, კოტე და ნატო შემოდიან ტორტით და სანთლებით ხელში -ვაიმე - თვალებზე ცრემლი მომადგა და ტირილი დავიწყე, ჩემთვის არასოდეს არ მოულოციათ ასე დაბადების დღე, ახლა კი ისე სიყვარულით ქონდათ ეს ყველაფერი გაკეთებული გულში სითბო ჩამეღვარა და ტირილი დავიწყე -ნუ ტირი ჩემო ლამაზო და მიდი ჩააქვრე ტორტი - გვერდით მომიჯდა აკაკი - სურვილი არ დაგავიწყდეს მეც ცრემლები მოვიწმინდე და ბედნიერმა ჩავაქვრე სანთლები, მერე იყო შეძახილები და ცოტნეს, ტასოს და დამიანეს ჩემს ოთახში შემოვარდნა -უბედნიერესი ადამიანი ვარ - ახლახანს შევამჩნიე რომ ამდენი ხანი გაბადრული ვუყურებდი ბავშვებს და უკვე ყბა მტკიოდა ღიმილისგან -ჩემი პრინცესას დაბადების დღეა და ტეხავს ბედნიერი რო არ იყო - გვერდით მომიწვა ცოტნე და მას მალევე მოყვნენ ბავშვები ყველა ჩემს საწოლზე განლაგდა და ბოლოს მალევე მიგვეძინა -ახტით ყველა და სვანეთისკენ ჰერიჰერი - ტაში შემოკრა კოტემ და ჩვენი გაღვიძება დაიწყო. -ახლავე - სვანეთის გაგონება და ჩემი გამოფხიზლება ერთი იყო. მალევე დავტრიალდი და რადგან ყველას გვქონდა გამზადებული ბარგი მისაღებში უკვე მომზადებულები დავეშვით და სხვებს შევუერთდით -გილოცავ რუსაჩკა - პირველი ლუკა გადამეხვია და ხელში დამატრიალა -მადლობა ლუკსიტ - კისკისით ჩავკოცნე ყველამ მომცა საჩუქარი და ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ მეცხრეს კი არა მეასე ცას ვუკაკუნებდი -გილოცავ - ცხოვრებაში პირველად ჩამეხუტა დათო -მადლობა - გახარებულმა გავუღიმე და მეც მოვხვიე ხელები -ჩემს საჩუქარს არ ნახავ? - თვალები ამიციმციმა -აბა? -და დამ - დივნის უკნიდან გიტარა გამოაძვრინა -აააა - შევკივლე გახარებულმა და მეორედ ვეცი - მადლობა, მადლობა - მთელს სახეს ვუკოცნიდი და ისიც როხროხებდა - ვაიმე საიდან იცოდი?- ნაზად გადავუსვი გიტარას ხელი - თან რა ლამაზია - ვერ ვცხრებოდი - მიბრწკინეთ რა ვინმემ - ტასო მოვიდა და მართლა მიბრწკინა - დებილო რას აკეთებ მეტკინა? -ბოდიში პირდაპირი მნიშვნელობით გავიგე - გაიცინ და უკან დაიხია როგორც იქნა ყველა გავლაგდით სახლიდან, მშობლებს დავემშვიდობეთ და გავეშურეთ სვანეთისკენ. უცებ გავიყვანეთ დრო გართობაში და ვერც მივხვდი ისე ამოვყავი თავი სვანეთში. მთები სულ თეთრი თოვლით იყო დაფარული და გარშემო ისეთი სიმყუდროვე სუფევდა საშუალება რომ მქონოდა აქედან კარგა ხანს არ დავბრუნდებოდი უკან. სვანეთში ერთ-ერთ ქალბატონთან დავბინავდით და უკვე ღამის ათი საათი იყო ყველაფერს რომ მოვრჩით -ნინო დეიდა რამეში ხომ არ დაგეხმაროთ - სახლის პატრონთან მივედით მე და ტასო -იყოს შვილებო, დაღლილები იქნებით, დაჯექით თქვენ ყველაფერს მე მივხედავ - სანდომიანი ღიმილით გამოგვავგდო სამზარეულოდან -აუ დეიდუკა - კარებიდან მომესმა უცხო ხმა და ცხრა წყვილმა თვალმა უმალვე გავიხედეთ ხმის მიმართულებისკენ, სადაც ულამაზესი გოგო დაგვხვდა ქერა თმებით დიდი სისხლისფერი ტუჩებით, კურნოსა ცხვირით და ცისფერი თვალებით რომელზეც წყლის წვეთები კიაფობდნენ. ერთი ხელით მეორე ხელი ეჭირა უხერხულად და დეიდას საწყალი სახით აკვირდებოდა -აუ ნინო დეიდა მგონი ხელი მოტყდა- თავის ქექვით და დაშინებული შემოყვა მეორე გოგო -რაა? - შეყვირა ნინომ - გამაგიჟებთ რა თქვენ მე, ერთი დღე დამიღამეთ როგორმე რომ არ მანერვიულოთ - დაფეთებული ეცა ნინო ქერას და შავგვრემანი უკან გაყვა -არაფერია ისეთი პროსტა ძვალი მოტყდა რა, უცებ შეხორცდება - ნიახური გადატეხა და მიანიშნა ასე მოტყდაო და თავისი ჭკუით დაამშვიდა -ელენა გაჩუმდი - დაუცაცხანა ქერამ -აუ დეი ნუ ნერვიულობ რა პროსტა მომტყდა, დიტო გამიყვანს საავადმყოფოში ჩამისვავენ და ეგ არის რა -როგორ მოახერხეთ, მოსალლავები ხართ ორივე - თითი დაუქნია -ნინაჩკა ჩვენს მოკვლას რომ გადაწყვეტ მითხარი და მაგარ ხერხს გეტყვი.... სულ მინდოდა ფრენის ხელოვნებას გავზიარებოდა - ელენა აკისკისდა და სიტუაციაც განმუხტა -სულ გამოვშტერდი - თავში ხელი შემოირტყა - მარა თქვენ ხელში კიდე კარგად ვარ... ბავშვებო გაიცანით ესენი არიან ჩემი დისშვილები ელენა და მაშო - გოგონებზე მიგვანიშნა - ესენი კი ჩვენთან იცხოვრებენ რამოდენიმე დღე -სასიამოვნიოა - ამოილაპარაკა მაშონ და ელენამაც თავი დაგვიქნია - აუ დეი წავალთ ხო უკვე ჩვენ, დიტო გველოდება -რას დააყუდეთ ის ბიჭი მანქანაში შემოვიდეს უთხარით -აუ არა რა წავალთ და რომ ჩამისვავენ მერე მოვალთ -ხომ არ წამოგყვეთ? - ცმუკავდა ნინო -აუ კაი რა ნინაჩკ, ნახე რამდენი ვიღაც გყავს მისახდდი - ჩვენზე ანიშნა ელენამ - ჩვენ მოვუვლით როგორმე ერთ ძვალს რა საჭიროა ამდენი პანიკები დეიდია ჩაკოცნეს, ჩვენც დაგვემშვიდობნენ და ისე უცებ გაქრნენ კარებში როგორც გამოჩნდნენ. -ელენა ჩემია - ჩუმად გადაულაპარაკა დათომ ცოტნეს -მაშო ჩემი - მანაც გადაულაპარაკა და ორივე აროხროხდა. -ვაიჰ დედა - სიცილით შემოხსნა ელენამ კარები და უკან უცნობი ბიჭი და მაშო მოყვნენ - მოვედით - შესძახა და წამში გამოვარდა ნინო სამზარეულოდან -როგორ ხართ? - მოხარხარე ელენა და გაბრაზებული მაშო შეათვალიერა- ეს რატო იბღვირება? - თავით მაშოზე მიანიშნა -ვაიმე ნინაჩკა ცუდად ვარ - იატაკზე იყო გართხმული - მანქანიდან გადმოვდიოდით, ფეხი აუცურდა და მგონი ახლა თავიც გაიტეხა - მძლივს ამოთქვა ელენამ -რა სულელები ხართ რა - თავი გააქანტურა ნინომ - მოდით დაჯექით თქვენც ბავშვებთან - ცარიელ დივნებზე მიანიშნა სამეულს და ისევ სამზარეულოში შევიდა -ეს არის დიტო - ელენამ ხელით ბიჭისკენ მიანიშნა - დიტო ესენი კიდე ჩვენი ცოტახნიანი მდგმურები არიან რომელების სახელებიც არ ვიცი -სასიამოვნოა - ერთხმად წამოვიძახეთ და ბავშვების გაცნობა დავიწყე - ესენი არიან: ლუკა, დათო, კოტე, ნიკა, ანასტასია, საბა, ცოტნე, დამიანე - თან თითით ვაჩვენებდი ვინ ვინ იყო - და მე რუსკა. სამივე სწრაფად შემოვიდა კონტაქტში და მალევე გავიხსენით სუყველა. უკვე კარგად რომ დაღამდა პლედები გამოვიტანეთ, სასუსნაოები და სასმელი მოვიმარაგეთ და გართობა დავიწყეთ -ბავშვებო მე დავიძინებ, თქვენ არ მოგერიდოთ მე მაინც მესამე სართულზე ვწვები და ხმა არ ამოდის- დაგვემშვიდობა ნინო და ხვეულ კიბეს აუყვა -არ დაუკრავ? - ლუკამ გიტარა გადმომაწოდა -აუ მიდი ხო დაუკარი - წამოენთო მაშო - და ელენაც აგყვება -მაშო! - დაუცაცხანა დას -ხო თუ ელენაც ამყვება მარტო მაგ შემთხვევაში - ეშმაკურად გადავხედე მაშოს -კაი რა, რა თავს იფასებ? - როგორც ყოველთვის ახლაც გველურდ ჩაერთო დათო -შემახსენე რა გქვია შენ? - გამჭოლი მზერით დააკვირდა დათოს, მანაც პირი გააღო რომ სახელი ეთქვა მაგრამ, ელენამ ხელი აწია და გააჩუმა - ნუ რა მნიშვნელობა აქვს - ცინიკურად ჩაიცინა - არ მიცნობ და ჩემი პირადი რჩევა იქნება ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავო - თვალი ჩაუკრა და მე მომიბრუნდა - ახ ტურფავ იცი? -კი ეგ იყოს? -აჰამ - დამეთანხმა და მეც დაკვრა დავიწყე. ნოზის ხმა ქონდა და პირდაპირი მნიშვნელობით ყველას ატყვევებდა, თვალებ დახუჭული მთელი გრძნობით მღეროდა და თითქოს ამ სამყაროშიც აღარ იყო, ყველა დატყვევებული უყურებდა დათოს კი ლამის დორბლი მოსდიოდა პირიდან -რა მყავხარ ასეთი საოცრება - კალთაში გადაისვა დიტომ ელენა და გემრიელად ჩაკოცნა -ამ ხმას გვიმალავდი გოგო? - ჯერ კიდევ დაშტერებულმა ამოიბუტბუტა კოტემ -კაი ასე ნუ მაქებთ თორემ თავში ამივარდება - გულიანად გაიცინა. ძალიან ბევრი ვიმხიარულეთ და ღამის ოთხი საათისკენ დავიშალეთ, სახლი სამ სართულიანი და დიდი იყო ამიტომაც ყველა ცალ-ცალკე მოვთავსდით. ............. -კარგად მღერი - საპირფარეშოდან გამოსულს წინ ამეტუზა დათო და შიშისგან მძლივს შევიკავე თავი რომ არ ამომეკივლა -მადლობა - უხერხულად ამოვილაპარაკე და მისი მკლავებისგან თავის დაღწევა ვცადე მაგრამ ისე ვყავდი მომწყვდეული აშკარად ვერსად ვერ გავძვრებოდი - მიხვიდ ეხლა - თვალები გადავატრიალე -რას? - თავისი ლამაზი შავი თვალებით ჩამაჩერდა და უფრო ახლოს მომიახლოვდა. ისეთი სასიამოვნო სურნელი ქონდა წამსვე ამირია თავგზა -რომ გამეცალო -რა ცხარე ხარ პირდაპირ მწვავ - ტუჩები გაილოკა და ისე მოულოდნელად დამეწაფა ბაგეეზე და პირველი კოცნა წამართვა რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. -დეგენერატო - სილა გავაწანი და იქიდან გავშპი. აჩქარებული გულისცემა მძლივს დავიმშვიდე, ეს რა იყო?... ვაფშე სრულ ჭკუაზეა?!... ველური! როგორ დამეტაკა, ვაიმე რაღა დამაძინებს? ბევრი წრიალის და ბორგვის შემდეგ მაინც დავიძინე, სიზმრადაც ის დეგენერატი მესტუმრა... -გაიღვიძა ბუნებამ და გმოჩნდა ნაპირი - სიმღერით შემოდის მაშო ჩემს ოთახში და ჩემი ფხიზელი ძილის გამო მე უკვე მღვიძავს -და გამოჩნდა ნაპირი, იმ ნაპირზე ნავია ჩემი გამოგზავნილი - მეც ავყევი სიმღერაში და უფრო შევიფუთნე -დიტოს ძინავს - ცივი წყლის ბოთლი დამანახა და თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ -ხომ იცი რომ მოგვკლავს - მეც ავუბი მხარ -ეგ არაფერი.. ვინ არ მომკვდარა - ხელი უდარდელად აიქნია და ორივე ჩუმად გავემართეთ დიტოს ითახისკენ ჯერ კიდევ პიჟამოების ამარა -სამი.. ორი.. ერთი - ჩუმად შევსძახეთ და ორი ბოთლი ცივი წყალი იმ საწყალს თავზე დავაცალეთ -თუ გაპატიოთ - წამოიყვირა დიტომ და ჩვენც სიცილით წამში გავშპით ოთახიდან და სირბილი დავიწყეთ -აუ დიტო მე ხელი მაქვს მოტეხილი და შური ჩემზე სხვა დროს იძიე კარგი?! - თვალები აუფახულა მაშომ დიტოს და აი მაშინ მივხვდი მაგრად რომ დამერხა -დღეს შენ შეგიბრალებ, მეცოდები - ამოიღრინა და ისეთი მკვლელი მზერა მესროლა გონებაში უკვე ანდერძის შედგენა დავიწყე - დაო ჩემი ტანსაცმელი ბავშვთა სახლში გააგზავნე - თან დავრბოდი და თან ვყვიროდი - დედას და მამას უთხარი რომ მიყვარს ორივე და რაც მთავარია- უკვე მძლივს ვსუნთქავდი- შაკოს და სხვებს უთხარით რომ ეგენიც მიყვარდნენ ყველანაირი სიბოროტის მიუხედავად რაც მათთვის მაქვს გაკეთებული -დაგიჭირე - შეყვირა დიტომ და წელზე ხელი წამავლო -სად მიგყავს ბიჭო? - სამზარეულოდან გამოვიდა დეიდა -მიდი დეი მიაწექი არ გაატანო ჩემი თავი - მუდარნარევი მზერით შევხედე და უშედეგოდ ავფართხალდი მარა ამ მთასავით კაცთან მე ერთი მოლეული გოგო რას გავხდებოდი -ნახე რა მიქნა ნინაჩკა - თავის თავზე მიანიშნა - არ ინერვიულო ჭკუას ვასწავლი და მოგიყვან -მაშინ... - ჩაფიქრდა - ხელს აღარ შეგიშლი - გზა გაუნთავისუფლა დიტოს -ასე ყიდი შენს დიშვილს ხომ?! შეგირცხვა დეიდობა - ვყვიროდი და კარებისკენ მიმავალი დიტო რომ დავინახე მანდ ვაფშე გავგიჟდი - ვაიმე დიტო ჩემო ერთადერთო, ხოიცი როგორ მიყვარხარ - ტაქტიკა შევცვალე -არ გაგივა -არ გაპატიებ, აი გამომძიებელი რომ გამოვალ ავდგები და ნარკოტიკს ჩაგიგდებ.. ან ვაფშე მაგარი მკვლელობას შემოგტენი და მერე მეყოლე გისოსებში გამომწყვდეული ჩიტივით.... არა დიტო ეგ არ მიქნა... ასე სწირავ შენს ერთადერთ ელენას?! -ნახვამდის - ნაგლურად გამიღიმა და მუხლამდე თოვლში მისროლა პიჟამა შორტისა და ბრეტელიანი მაიკის ამარა, ხელი დემონსტრაციულად დაიფერთხა და სახლში შებრუნდა -ვიწერ რომ არ დამავიწყდეს - შევყვირე და მძლივს მძლივობით წამოვდექი თოვლიდან და თვალის დახამხამებაში შევვარდი სახლში - ვაიმე ვიყინები - მთელი არსებით ვცახცახებდი -შენი ბრალია - უდარდელად აიჩეჩა მხრები დიტომ და გამარჯვების ღიმილაკრული დაჯდა ბუხართან -ააფციუ - დავაცემინე და გაწითლებული ცხვირი მოვისრისე -ჩაიცვი ელენა - გამოვიდა დეიდა და პლედის მოფარება გადაწყვიტა ცხვირი რომ ავიბზუე -ხომ გამიმეტეთ თოვლში გუნგლაობისთვის?! ხოდა თუ გამეტებაა ბოლომდე გამეტება იყოს, შანსი არაა არ გამოვიცვლი და მერე ორმოცი სიცხით, ფილტვების და ვაფშე ყველაფრის ანთებით რომ ჩაგაკვდებით ხელში თქვენს სინდისზე იყოს -ჩაიცვი - შემიღრინა დათომ -შენ ვაფშე ვისთან ხარ? - დათოს ცალწარბ აწეულმა შევხედე -კაი რა დეი ჩაიცვი - უკვე დალბა ნინო -შანსი გაქვთ მარიანის ღრმულზე ქვემოთ დაყვანილი - თვალი ჩავუკარი და სიცივისგან უკვე არ ვიცოდი სად წავსულიყავი მაგრამ ჯიუტად არ ვიძვროდი ადგილიდან, ბავშვები კი ისე მიყურებდნენ თითქოს გიჟი ვყოფილიყავი, თუმცა რა მიკვირს?! გიჟი არ ხარ აბა რა ხარ შუა ზამთარში სვანეთში სველი შორტისა და ბრეტელიანი მაისურის ამარა რომ იდგები?! -ელენა - ახლა მაშომ შემომიტია -ნწუ - თავი გავაქნიე და ცხვირი ამაყად ავწიე - აააფციუ - კიდევ ერთხელ დავაცემინე და ისევ მოვისრისე ცხვირი -აუ დიტო ხო იცი სანამ ბოდიშს არ მოუხდი მანამდე ასე იქნება, არ იცი რა ჯიუტია? - მუდარითსავსე მზერით შეხედა მაშომ -ვარდის ფურცლებიც ხომ არ გავუფინო? ეგაა დებილი და არ იცვამს რა ჩემი ბრალია - ისევ უდარდელი გამომეტყველებით ალაპარაკდა -ბოდიშის მოხდის გარეშე მოვაგვარებ- ჭინკები აუთამაშდა თვალებში დათოს - მენდობით ნინო დედია? -ოღონდ შენ რამე გვიშველე - ხელები ცაში აღმართა და ისევ ჩვეულ სამყოფელს ანუ სამზარეულოს დაუბრუნდა -ნებართვა მივიღე - ხელები გაასავსავა და ისე მოულოდნელად გადამიგდო მხარზე შეყვირებაც ვერ მოვასწარი -ველურო ახლავე დამსვი - ავფართხალდი - დაგაიმპოტენტებ - ვუყვიროდი - მოგკლავ ისე რომ თვალს არ დავახამხამებ, მაგ გრძელ ხელებს ძირში წაგაჭრი -კიდე გააგრძელე ვხალისობ - ამოიცინა და სააბაზანოში შევიდა, კარები გადაკეტა და წყალი მოუშვა -ამას ვის გადავეყარე, რისთვის მსჯი ღმერთო? - ამოვიკრუტუნე -შენი ცოდვებისთვის -რომელი ღმერთი შენ ხარ პასუხს რომ მცემ?! - ცუდ სიტუაციაში ვიყავი მაგრამ მაინც არ ვთმობდი -შემომხედე პროსტა რა ღმერთკაცა ვარ - აათამაშა წარბები და კაბინაში შემაგდო, მთელი სხეული დამისველდა და ტანსაცმელი ზედ მომეკრო - მგონი ეს არ უნდა მექნა - თვალებ დაბინდულმა ამოილაპარაკა და ხელი ჩემსკენ წამოიღო -ხელი - ხელზე დავარტყი და დავუცაცხანე -რატო მტანჯავ? -თავი რამეს ხომ არ მიარტყი შემთხვევით -აუ რავი რაღაც არ მახსოვს - ჩაფიქრდა -ანუ რეალურად დებილი ხარ და რამე მიზეზის გამო არ დაჩლუნგებულხარ - დავდე დასკვნა ისეთი სერიოზული სახით რომ მგონი დაიჯერა რაც ვუთხარი - ნუ მიჭერ მაგ ორმეტრიან ხელებს და გამიშვი -ნწუ - ისევ გააწკაპუნა პირი -შენს თავს დააბრალე - მხრები უდარდელად ავიჩეჩე და სწრაფი მანევრირებით ისიც შემოვაგდე კაბინაში - ღირსი ხარ! -ჩემთან ერთად ბანაობა თუ გინდოდა გეთქვა მაგაზე გახვეწნინებდი?! - ნუ ეს ირონია რომ არ იყოს რა ეშველებოდათ ამას და მაგის ძმაკაცებს?! -არადა ვფიქრობდი როგორ ვუთხრათქო - თვალები ავატრიალე -კაი გოგო ჩემთან რისი თქმა გიტყდება არ გრცხვენია?! - წელზე ხელი შემომიცურა და უშედეგოდ დავეჯაჯგურე რომ გაეშვა -ხელი გამიშვი რას დამისრიალებ ვერგავიგე?! -მოდი ეს მაისური გაიხადე რა - თვალებზე ბინდგადაკეული მიყურებდა - ისე მოგეტკლიცა სხეულზე - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და საჯდომზე ხელი მომიჭირა -ხელი გამიშვი - დაბნეულობისგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი და უკვე ვლუღლუღებდი -როგორ ცახცახებ - თავი დახარა და ტუჩები მკერდთან მომაწება, მთელს სხეულში სიამოვნების ტალღამ დამიარა და თვალები მივნაბე - გსიამოვნებ?! - ახლა მკერდის ღართან გადაინაცვლა და იქიდან კოცნებით კისერს ამოუყვა - ნახე რა გიქნა - ამის თქმა და ყელზე კბილების ჩასობა ერთი იყო, კისერი სასიამოვნოდ ამომიქაჩა და მეც დავბრუნდი ამ პლანეტაზე -მეორედ.... მეორედ აღარ გაბედო და აღარ მომეკარო - მძლივს მოვიშორე და ცხვირთან თითი დავუქნიე -მმმ... - კბილები თითზე ჩამავლო და შემდეგ იმ ადგილას მაკოცა -ველურო - გამოვხტი კაბინიდან -სექსუალურო - გამომყვა უკან -ცხოველო -ლამაზტრაკა -უზრდელო -ლამაზო -შეწყვიტე - დავუღრინე და ოთახის კარი ცხვირწინ მივუჯახუნე ............... -დილამშვიდობის - კიბეებზე ჩავფრატუნდი და დივანზე მივესვენე, ისევ მეხუჭებოდა თვალები -რაღა დროს დილაა, უკვე ოთხი საათია - გამომეხმაურა ლუკა -მოიცა თქვენ რატო გღვიძავთ უკვე?! -ამ ორთან ბრძოლის ველი იყო - თავით მიმანიშნა დიტოზე რომელიც გამარჯვების ღიმილით იჯდა და ელენაზე რომელიც გაბუსხული და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული იყო - ააა, მე ბომბი რომ ამიფეთქოთ ვერ გავიღვიძებ -არადა რა სანახაობა გამოტოვე იცი?! - სიცილი დაიწყო ლუკამ - პოპკორნიღა მჭირდებოდა და თავი "კავეაში" მეგონებოდა -არაუშავრს სხვა დროსაც გავიმეორებთ და შენც ნახავ - კისკისით ამოილაპარაკა მაშომ -ხმა - დიტომ და ელენამ ერთხმად დაუცაცხანეს და მანაც ხელები აწია დანებების ნიშნად -სიმღერის ხასიათზე ვარ - მოულოდნელად წამოვხტი და ხმამაღალ ხმაზე დავიწყე სიმღერა, "asea sool - მათრობს" ვმღეროდი - "როდესაც გიცქერ, ფიქრი მიდის შორს, ყვავილებს იებს, დრო წაიღებს შორს, როდესაც გიცქერ, სევდა დამათოვს, ყვავილებს ფიფქებს ვერ გავატან დროს, შენი სურნელი ისევ დამათრობს, შენი ტუჩები ისევ დამატკბობს" - ტელევიზორის პულტი მქონდა მომარჯვებული და ტანის რხევით ვყვებოდი ჩემს ტელეფონში გაჟღერებულ მელოდიას -ჩუმად აქ ხალხს გვძინავს - კიბეებზე თმაარეული საბა ჩამოფრატუნდა და ბუზღუნი დაიწყე -რომელ ხალხს? - თვალებ მოჭუტულმა შევხედე -ანასტასია მე ხალხი არ ვარ? - ცალწარბაწეულმა მითხრა და საჩვენებელი თითი გულმკერდზე მიიდო -ნუ რას ვიტყვით ამხელა ხალხი ხარ - გამოეხმაურა დათო -ზუსტადაც - კიბეებზე ჩამოდიოდა "iggy azalea -kream ft. tyga" ჩაირთო და ყველა ავყევით სიცილით თან ვცეკვავდით და ბიჭები დაშტერებულები გვიყურებდნენ -მოდით ბრისლი მიაუ ვითამაშოთ - წამოენთო დამიანე -ამხელა ბიჭს რა ბრისლი მიაუ მოგინდა? -რაშუაშია ამხელა ბიჭი მთავარია საინტერესოდ ვითამაშოთ - ჩემი დაცინვა დააიგნორა და თამაშის წესების ახსნა დაიწყო - შავი არის გარტყმა, წითელი არის კოცნა და ყვითელი არის მოქმედება. მოვცხოთ?! - ბიჭებს გადახედა და რაღაც ანიშნა ბიჭებიც დაეთანხმნენ დიდი სიხარულით - კარგით მამა მე ვარ, ვინ დაიხუჭება? -მე - სიხარულით წარმოთქვა საბამ -კარგი ვიწყებთ - ყველა შეგვკრიბა და დივნებზე წრიულად დაგვსა, საბა დაიხუჭა და თამაში დაიწყო - ბრისლი მიაუ? - მიანიშნა დიტოზე -ბრის -ბრისლი მიაუ - ხელი მაშოსკენ გაიშვირა -ბრის -ბრიალი მიაუ - გრძელი და განსხვავებული ინტონაციით წარმოთქვა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა -მიაუ - შესძახა საბამ და თვალები გაახილა -წითელი, ყვითელი შავი? -ყვითელი -კარგი მაშინ ტასოს შენთან აქვს ერთი მოქმედება -არ გამიმეტო საბუ - თავის შეწყალების ინსტიქტს მივაწექი -არა მეღადავები?! შენ როგორ გაგიმეტებ - ეშმაკურად ჩაიცინა - ჩემი სურვილია რომ კანდელაკს დაურეკო და უთხრა მაგრად რომ გკიდია და ვაფშე შეგეშვას - ღიმილი სახეზე შემაშრა -რაა?! - წამოვიყვირე გაშტერებულმა - აუ კაი რა რა სიბოროტეა, მგონი ასე ძაან პირველად მომეწონა ვიღაც და მაგასაც ეს ვუთხრა? - სახე უცებ მოექუფრა და კბილებში გამოცრა -მ*იდია - დაიღრინა - მაშინ არ უნდა გეთამაშა! დაურეკე! -აუ კაი რა საბა მართლა რა სიბოროტეა - მხარი ამიბა რუსკამ -მოიცა თქვენ რომელ კანდელაკზე იძახით? - ახლა მაშო ჩაგვერთო -შაკო კანდელაკი - მოწყენილმა წარმოვთქვი და ვაფშე ყველაფრის ხალისი დავკარგე -ვაიმე არარსებობს - შეყვირა გახარებულმა - შენ ის ტასო ხარ ტვინი რო წაგვიღო?! -იცნობთ? -ვიცნობთ კი არა ერთმანეთზე ვართ გადაფსკვნილები - აკისკისდა - მაგას მართლა მოწონხარ - საბას მიუბრუნდა - კაი რა საბა რა სიბოროტეა სხვა რამე უთხარი -მე ჩემი სურვილი ვუთხარი და უნდა შეასრულოს - მტკიცედ თქვა - აი ტელეფონი - ტელეფონი მომაწოდა და მეც დავურეკე შაკოს, საბას ბოლოჯერ შევხედე მუდარით სავსე მზერით მაგრამ მაინც უტეხად ჩამაჩერდა თვალებში და ტელეფონზე მიმანიშნა რომელშიც შაკოს ხმა გაისმა -პრივეტ ფერია -შაკო - მწუხარედ ამოვთქვი -გისმენ, რა გჭირს კარგად ხარ? - წამში დასერიოზულდა ჩემი ხმის მოსმენისას -იცი მე რაღაც უნდა გითხრა - ტუჩებს ისე ვიკვნეტდი უკვე სისხლი დამედინა -გისმენ -ჩვენს შორის ყველაფერი უნდა დამთავრდეს რაც მომხდარა და რაც არ მომხდარა. გთხოვ არაფერი არ მკითხო უბრალოდ დავივიწყოთ ყველაფერი კარგი? -კარგი - ისეთი ხმით ამოილაპარაკა წამში დამეწვა გული, ყურმილი დაკიდა და წამსვე ჩამომიგორდა ცრემლი ლოყაზე -ბედნიერი ხარ? - დავუყვირე და ჩემს ოთახში გავვარდი ტირილით -მოდი აქ - იმანაც დამიღრიალა და უკან გამომყვა რომ არ გავჩერდი -შემეშვი, ვერ გიტან! - გავყვიროდი ბოლო ხმაზე და ცრემლი უფროდაუფრო ძლიერად მომდიოდა -რა გატირებს? - ოთახში შესვლისას კარის დაკეტვა ვერ მოვასწარი და შემომყვა, ყბებში ხელი ჩამავლო და თავი ამაწევინა -თითქოს გადარდებდეს - ისე ცინიკურად ჟღერდა ჩემი ხმა მეც გამიკვირდა, არ მეგონა ამდენი თუ შემეძლო -იმ ვიღაცა შაკოს გამო ღნავი? - კედელზე მტკივნეულად ამაკრო და ყბაზე ხელი უფრო მომიჭირა -მტკენ - ამოვიტირე და ახალი ცრემლების ნაკადი დამატყდა თავს -ამის დედამ***ან - დაიღრიალა კარები გამოწყვიტა და ოთახიდან ისე გავარდა თვალის გაყოლებაც ვერ მოვასწარი, მე კი კედელთან ჩავიკეცე და უფრო გავაგრძელე ტირილი რა უნდა? რამე დავუშავე?! რატომ მაწვალებს? საკუთარ თავს ისეთ კითხვებს ვუსვამდი რომელზეც მეც არ ვიცოდი პასუხი -კარგად ხარ? - მომეხვია რუსკა -რა უნდა რუსკა? ხომ იცის რამდენი ხანია მომწონს და რატო გამიფუჭა ურთიერთობა? - სლუკუნით ველაპარაკებოდი -არ ვიცი ტასო, მართლა ვერ ვხვდები - თავზე მეფერებოდა და მამშვიდებდა- აქედან გიჟივით გამოვარდა, გოგოები სასტიკად გააფრთხილა შაკოს არაფერი უთხრათო და ისე გავარდა სახლიდან არაფერი დაუბარებია, ბიჭები უკან გაყვნენ ზოგი დარჩა -ვერვიტან - წამოვიკივლე და უფრო ვუმატე ტირლის. ბოლოს იატაკზე მჯდომს ემოციებისგან გადაღლილს მიმეძინა. ბოდიში დაგვიანებისთვის მაგრამ რა ვქნაა არარის ჩემი ბრალი, ვერადა ვერ ვტვირთავიდი ისტორიას, საიტის პრობლემების გამო <3 იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ <3 ემოციებს ველი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.