შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი 6)


9-02-2019, 16:39
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 1 354

ეს მეექვსე ჩემებო..
გელოდებით.


ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის ვფიქრობდი სიყვარულზე,იმაზე თუ როდის მეწვეოდა ,პირიქით ამას ირონიითაც კი ვუყურებდი,მაგრამ რაღაც ინტრიგული ინტერესი ყოველთვის მქონდა თუ რა ხდება ამ დროს,როდის ხვდებიან ადამიანები რომ უყვართ?ან მოსწონთ?

    რაც მე და იოანე თოვლით დაფარულ ქუჩაში ერთად მოვდიოდით,მას მერე აღარ მინახავს,ერთი კვირაა აღარ ჩანს.რაღაც უცნაურად ვარ იცით?ვერ გეტყვით რას ვგრძნობ.
ჩემი თავის შემხედვარე გაოცებული ვარ,როცა ყველგან სადაც დადის ვიღაცას ეძებს თვალებით.
სახლში ამ წამს დავბრუნდი.ჩემს ოთახში შევდივარ,საწოლზე ვჯდები და სახეს ხელებით ვისრეს.მაგიდაზე აყუდებულ ნახატს ვხედავ,ვუახლოვდები და ვჯდები.გამახსენდა როგორ დავასრულე ერთ ღამეში ეს ნახატი.ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.მაშინ ვერ ვხვდებოდი ასე უცებ რამ დამასრულებინა მაგრამ,ახლა ნელ-ნელა მგონი ვხვდები.ღრმად ვსუნთქავ და ფანჯარასთან მივდივარ.თოვლიანი სახურავები ჩანს გზებზე კი მისი კვალი აღარ არის,მხოლოდ აქა-იქ ნაპირებზე შემორჩა.ადგილს ვერ ვპოულობ.
-ოოოფფ-უცებ აღმომხდა და სკამზე დავეშვი.
თითქმის მივეჩვიე იმას,რომ ამ ბოლო ხანებში ჩემს თავს აღარ ვგავარ.ახლაც გამაოცა ჩემიდან აღმომხდარმა ხმამ.
წინ და უკან სიარულს მოვყევი და ბოლოს მისაღებში გავედი.
დივანზე დავჯექი.თავში მომენტები და წინადადებები მიკრთოდ.ყველა ის ეპიზოდი რომელშიც იოანე იყო..
მისი თვალები სიბნელეში
ხმა
ღიმილი
სიტყვები
-ერთი ვარსკვლავი დედამიწაზეც ყოფილა..
-დიდი ხანია არმინახიხარ ..
-ლამაზად თოვს
-არ შეგეშინდეს..
-რომ ვეღარ მნახავ ის იფიქრე.......
ჩემი გონება ამ ბოლო ფრაზაზე გაშეშდა..სხვაგან ვეღარ მივდიოდი.ყველაფერმა ცუდმა ჩემს თავში დაიბუდა. იქნებ რამე დაემართა,ასე რატომ თქვა ან რატომ აღარ ჩანს..
ღმერთო რა მემართება..
შემიყვარდა..
იქნებ ჯერ კიდევ მაშინ,იმ სიბნელეში,მისი ხმით და თვალებით.იქნებ მაშინ განადგურებული რომ ვნახე,ან იქნებ მაშინ როცა ბოლოს ვნახე..
ამას მნიშვნელობა არაქვს.
მართალი იყო მის გარეშე ვეღარ ვძლებ..
მაგიდაზე ერეს დატოვებული მანქანის გასაღები დევს ერთი კვირით სოფელში წავიდა საქმეზე.გასაღებს ხელს ვტაცებ და სახლიდან გამოვდივარ.სიჩქარე ნამდვილად არ მახსოვს მაგრამ დაახლოვებით თხუთმეტ წუთში მის კლინიკასთან ვიყავი.მანქანიდან გადმოვედი და კლინიკაში შევედი.მის კაბინეტთან რომ მივედი იქიდან გაბრიელი გამოვიდა,თეთრი ხალათით,რომ დამინახა სახე გაუნათდა.
-თათია გამარჯობა..
-გამარჯობა..იოანე..
-ოპერაციაზეა,უკვე ერთი საათია ველოდები მაგრამ თვითონ უკვე მეოთხე საათია ოპერაციას აკეთებს.
-აა გასაგებია..
-არ წახვიდე!-უცებ წამოიყვირა ისე რომ შევცბი,მერე უცებ დაამატა-ანუ,მალე მოიცლის და დაელოდე...ყავას დალევ?
-რავიცი მაშინ კი..-უკან გავიხედე და დავინახე საოპერაციოს კართან დაქანცული ადამიანები,ტირილისგან მილეულები..მაშინვე გავიფიქრე იოანე როგორ არის ნეტავ მეთქი..ღმერთო დაეხმარე...ესღა ამოვიკვნესე და გაბრიელს გავყევი.
კაფეტერიაში დავსხედით,გაბრიელმა ყავა მოიტანა.
-დიდი მადლობა
-არაფერს..ამ ყავას ჩვენთვის ბევრჯერ უშველია-გაიცინა გაბრიელმა.
-რთულია არა?
-ძალიან..მაგრამ ჩვენი ცხოვრებაა
-შენ და იოანე დიდი ხანია მეგობრობთ როგორც ვიცი..ნუ როგორც მივხვდი,მას არაფერი უთქვამს.
-რათქმაუნდა,ის არასდროს ლაპარაკობს ზედმეტს ძვირფას ადამიანებზე.იოლა ჩემი ბავშვობაა..
-იოლა?-გამეღიმა,გაბრიელი შეცბა
-ვაიმე წამომცდა!-გაეღიმა-თვითონ ეძახდა თავის თავს ასე ბავშვობისას.რომ გაიგოს გითხარი გაიგჟდება!ან იქნებ არც გაგიჟდეს რა ვიცი?-გამიღიმა,თავი დავხარე.
-იცი ის სხვებს საერთოდ არ გავს,ბავშვობიდან სხვანაირია,როგორ გითხრა..ცხოვრებას სხვანაირად უყურებს.ცოტაა ადამიანი ვისაც ელაპარაკება გახსნილად,გულღიად.მაგრამ დიდებული გული აქვს,დიდებული და არა დიდი!მის გულში ბევრი ვერასდროს იმკვიდრებდა თავს,მაგრამ ვინც იქ მოხვდებოდა იქიდან აღარ ამოვიდოდა!...ახლაც ასეა,არ შეცვლილა.
არაფერი მითქვამს,უბრალოდ ვფიქრობდი.ცოტა ხნის შემდეგ ვუთხარი
-ხომ არ გავიდეთ ?
-კი დროა უკვე.
კაფეტერიიდან გამოვედით და საოპერაციოს კარი გაიხსნა,მასთან მისვენებული ხალხი ფეხზე წამოცვიბდნენ.კარში იოანე გამოჩნდა,გული შემეკუმშა მაგრამ მერე მისი თვალები დავინახე...
ხმა არ მესმოდა მაგრამ დავინახე როგორ შემოეხვია ხანში შესული ქალი იოანეს,ეხუტებოდა,ხალათს უკოცნიდა,ცრემლით უსველებდა.მიქანცული სახეები ღიმილმა შეცვალა,იოანეს თვალები დინჯად ბრწყინავდა.ერთ ადგილას გაშეშებული ვუყურებდი,ღიმილით .ისე მომერია ცრემლი ვერცკი შევნიშნე..
-ასეთია,აი ასეთი!
გაბრიელი წინ წავიდა იოანეს გადაეხვია და წავიდა.იოანემ ამოისუნთქა და მხოლოდ ახლა შემნიშნა.სახე ეცვალა ჩემსკენ წამოვიდა.ის იყო რაღაც უნდა ეთქვა ხმა გავიგეთ.
-ექიმო..ექიმო იოანე!
-დიახ..
-ერთი წუთით,პაციენტი გონს მოვიდა..უნდა ბავშვს სახელი თქვენ დაარქვათ.
იოანემ შემომხედა
-ახლავე მოვალ..
თავი დავუქნიე.
უცებ ორი ექთანი მომიახლოვდა საუბრით
-ისევ სასწაული ჩაიდინა..
-ჰო..არავის გვეგონა თუ ქალი და ბავშვი გადარჩებოდნენ..
გული სიამაყით ამევსო,ამიჩქარდა.
იოანე მომიახლოვდა ხელი ჩამკიდა
-წამოდი,ვიღაც უნდა გაგაცნო.
უსიტყვოდ გავყევი,სათანადოდ შევიმოსე და პალატაში შევედით.იქ პატარა გოგონა იწვა და ტიროდა.
-სულ ნახევარი საათია ამქვეყნად გაჩნდა.ისკი მისი დედიკოა.-ხელით მინით გაყოფილი პალატისკენ მანიშნა.
-ძალიან ლამაზი გოგონაა..
-დედამისმა მთხოვა სახელი მე შემერჩია.
-რა ქვია?
ამ დროს ექთანი შემოვიდა და იოანეს რაღაც მისცა.
იოანემ ბავშვს ხელზე გაუკეთა და წავიკითხე:,,თათია“
ვერ ავღწერ რა დამემართა იმ წამს,რამხელა ბედნიერება ვიგრძენი.როგორ ამიჩქარდა გული.იოანეს შევხედე.
-ამ სახელმა ჩემში ბევრი რამ შეცვალა,ცხოვრება გამილამაზა,იმედია ეს გოგონა ღირსეულად ატარებს ამ სახელს.
თვალები ცრემლით ამევსო და ვთქვი
-იმედია გამოუჩნდება ადამიანი,რომელიც შიშს დაავიწყებს და გააბედნიერებს,როგორც მე გამომიჩნდა....
იოანეს თვალებში უდიდესი სითბო დავინახე,ბედნიერება,ღიმილი.
ჩავეხუტე.გულში ჩამიკრა.ეს აგიღწეროთ?ალბათ ბევრგან წაგიკითხავთ,მაგრამ თუ განგიცდიათ დამეთანხმებით,ამას ვერ გადმოსცემ.ამ დროს თავბრუ დამეხვდა,სხეულში ყველა კუნთი,კაპილარი,ძარღვი და ყველა ორგანო ერთად ამოძრავდა.ცხოვრება ღირს წამებისთვის,ახლა ვხვდები.

-აღარ გეშინია?
-უნდა მეშინოდეს?
-არა..
-წავიდეთ?
-წავიდეთ!
-სად?
-სულ ერთია!

გარეთ გამოვედით
-აბაა...წამოხვალ?
მანქანაზე ვანიშნე.
-ოოო ერთხელ ვნახე შენი სისწრაფე მახსოვს!
-უფრო ახლოდან ნახვაზე რას იტყვი?
-წავედით!
-როგორც გინდა!
როდესაც მანქანა გავაჩერე,არა დავამუხრუჭე თავი ინერციით მინასთან მიიტანა და გამომხედა.
-ქედს ვიხრი!მგონი არითმია მაქვს!

მთელი დღე დავდიოდით,ყველგან ვიყავით სადაც მოვასწარით.დღე თითქოს არ მთავრდებოდა,სიცოცხლე გვიხაროდა.ეს პირველი დღე იყო..დაუვიწყარი...სხვანაირები ვიყავით ორივე,სხვანაირი იყო ცა,მიწა,ქალაქი.სამყარო იყო სხვანაირი...ცხოვრება იყო სხვა..
ბოლოს დაქანცულები სკამზე დავეშვით პარკში.პირისპირ ვისხედით,თავი ხელებზე ჩამოვაყრდნე და მას ვუყურებდი.ვფიქრობდი,როგორ შემიყვარდა ასე უეცრად,ასე მოკლე დროში,ასე...ასე ძლიერად.როგორ არ ვიცოდი აქამდე არაფერი ამ გრძნობაზე..
-რაიყო?რატომ იცინი?
-მე?-შევცბი უცებ-რავიცი,უბრალოდ..
-კარგი,მასე იყოს.
-არ მკითხავ რატომ მოვედი კლინიკაში?
-არა-თავი გააქნია-ვიცი,მაგრამ თუ შენ გინდა მითხრა მოგისმენ.
გამეღიმა
-რატომ აღარ ჩანდი?
-რომ გამოვჩენილიყავი დღეს აქ ასე ვერ ვისხდებოდით..
-რომ გკითხო შეჩვევა იცისო,როგორ გადაეჩვიე ეს ერთი კვირა უეცრად გამოჩენებს?
-ნუ მართალია,მე რომ წამოვედი მთელი ღამე სინათლე გენთო ოთახში,მეორე დღეს კაფეშიც უხასიათოდ იჯექი,ისე ის წვენი კარგი იყო?...ან იმდენი სამეცდინო როგორ გადაიტანე?და მთელი კვირა უხასიათოდ იყავი-ეს მნიშვნელოვანია!
გაოგნებული ვუყურებდი
-შენზე გადაჩვევა ასე ადვილი როდია?
-საშიში ადამიანი ხარ!
-გეშინია?
-არა..

ტელეფონი რეკავდა,ეკრანზე თორნიკე ეწერა
-ჰო თოკო
-თათია-საშინელი ხმა ჰქონდა ფეხზე წამოვვარდი
-თორნიკე რა მოხდა
-თათია,ერე..ცუდადაა ავარიაში მოყვა..
....



№1 სტუმარი ნათია41

ვარდისფერუ სათვალე მოვირგე და დავიწყე ლივლივი ცაში და უცბად ერთ წამში დამაბრუნე დედამიწაზე. რას მეეჩოდი?! იმედია ერე არ გაწირავ. კარგი ხარ

 


№2  offline წევრი მარიამი მ.ბ

ნათია41
ვარდისფერუ სათვალე მოვირგე და დავიწყე ლივლივი ცაში და უცბად ერთ წამში დამაბრუნე დედამიწაზე. რას მეეჩოდი?! იმედია ერე არ გაწირავ. კარგი ხარ


რავიცი რავიცი ვიმედოვნოთ კარგად იქნება,მეც ვდარდობ☺️❤️❤️

 


№3 სტუმარი Baby

მარიამი მ.ბ
ნათია41
ვარდისფერუ სათვალე მოვირგე და დავიწყე ლივლივი ცაში და უცბად ერთ წამში დამაბრუნე დედამიწაზე. რას მეეჩოდი?! იმედია ერე არ გაწირავ. კარგი ხარ


რავიცი რავიცი ვიმედოვნოთ კარგად იქნება,მეც ვდარდობ☺️❤️❤️


ჰაჰააა ვგიჟდები შენზეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent