გიჟად შრეცხული I ნაწილის დასასრული
თითქმის ორი კვირა გავიდა და მაინც კიდევ მიყურებენ, კვლავ ისე მიყურებენ როგორც ბავშვობაში, კვლავ ის საზიზღარი მზერა და ეს თითქოს რაღაცას მტკენს, შიგნიდან მტკივა, ფსიქოლოგის თქმით მეტაფორულად გული მტკივა, მაგრამ ეს ხომ სისულელა, ჩემი გული არაფერს გრძნობს და მეც არაფერს განვიცდი, ყოველ შემთხვევაში აქამდე. ელენე ისეთი თვალებით მიყურებს, ასეთი მზერა მხოლოდ კინოებში მინახავს, თითქოს თავისი ბრალი იყოს ჩემი სუიციდის მცდელობა, მაგრამ ძნელია აუხსნა მეგობარს რომ ასეთი რამე უკვე რამდენჯერნე დამმართნია და უბრალოდ ალკოჰოლი აღარ უნდა დავლიო. ცხოვრებაში დგება მომენეტი, როცა შენი თავის რწმენას კარგავ და ხელს ჩაიქნევ შენ ჩანაფიქრზე,მაგრამ ... მაგრამ რა ? ეკატერინე განსხვავებულია? კი , განსხვავებულია. ბოლოს და ბოლოს ის გიჟია! თავის შრამებს უყურებს დიდი ხანი, ისინი ერთმანეთს ფარავენ. სარკის წინ დადგა, სხვა შრამებიც გამოჩნდნენ:პირველი შრამი მუხლს ოდნავ ზემოთ ცეცხლით თამაშისას გაიჩინა, მეორე ხელის მტევანზე ლურსმანი მე უნდა ჩავაჭედოო და ხელში ჩაიჭედა შემთხვევიით რა თქმა უნდა, მესამე -საქანელიდან როცა გადმოვარდა მაშინ გაიჩინა ნიკაპის ქვემოთ, მეოთხე- ძაღლმა უკბინა, თუმცა ახლა ძლივს შესამჩნევია. კიდევ ბევრია ეკატერინეს სხეულზე შრამები და მათ ყველას თავისი ისტორია აქვს, მაგრამ გონების ჭრილობას არაფერი ეშველა დღემდე. ის უცნობი სჭირდება და რა ქნას. მართლა, ჰაერივით სჭირდება. მხოლოდ მასთან გრძნობ იმ იდილიას , იმასაც რასაც სიცოცხლე ჰქვია. ახსოვს, მართლა ახსოვს როგრო ეძახდა სახელით იმ ღამეს, ეძახდა რომ გონება არ დაეკარგა, მაგრამ ყველაზე მეტად ის დაამახსოვრდა რომ სახელით ეძახდა. მართლა! შეიძლება ეს ჰალუცინაციები იყო, მაგრამ ეკატერინეს სიცოცხლის ბოლომდე ეგონა, რომ მას სახელით მიმართა. თქვენ წარმოიდგინეთ ეკატერინეს გაოცება, როდესაც 5 კვირის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, როდესაც თითქმის დაკარგა მისი პოვნის იმედი, თვითონ გამოჩნდა. ეს საბედისწერო ამბავი 6 თებერვალს მოხდა, მაშინ საშნლად ციოდა, ეკატერინეს კი საშინლად თხლად ეცვა, მაღაზიაში შეიარა , რატომღაც საშინლად მლაშე მოუნდა. ტკბილეულობის სექციაში იყო და შოკოლადით ხელში გამოვიდა. ალბათ ეს მხოლოდ ქალების დამახასიეთებელი ნიშანია, რომ მაღაზიიდან გამოვიდეს იმით რაც თავიდანვე არ უნდოდა, ხოდა ბედმაც ცოტა ითამაშა და გახსნილი შოკოლადი, რომლისთვისაც ლუკმა უნდა მოეკბიჩა დაუვარდა ტლაპოში. ხო , ესეთი რაღაც მხოლოდ ეკატერინეს შეიძლება დაემართოს. ამან საერთოდ გუნება წაუხდინა და სკვერში დაჯდა, როცა პატარა ბავშვა მოირბინა მასთან სულ ცრემლებით. სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამდა, სულ სლუკუნებდა და ტიროდა. ეკატერინე აქეთ იქით იხედებოდა, რომ ბავშვის პატრონი ეპოვა , მაგრამ ამაოდ. ბავშვი ძლივს დააწყნარა, ნუ დააწყნარაც ზედმეტად ხმამაღალი ნათვამია, თავზე ხელს უსმევდა და სულ ჩუ, ჩუ, ჩუს ეუბებოდა. ბავშმაც გულ ამომჯდარმა ამოიგმინა და ჩაწითლებული თალები ეკატერინეს მიანათა. ძლივს მიაგნეს ბავშვის სახლს, მას მხოლოდ ქუჩის სახელი ახსოვდა სადაც ცხოვრობდა, ეკატერინე კიდე რომელი მცოდნე იყო ქალაქის ქუჩების, მთელი ორი საათი კითხვა კითხვის ხან სად მივიდნენ, ხან სად. საბოოლოდ ორი ქანცგაწყვეტილი ადამიანი მივიდა სწორ მისამართზე და ეკატერინემაც სასწრაფოდ კარებზე ზარი დარეკა, რომ ეს ბავშვი მოეშორებინა. აჰ, საშინლად არ უყვარს ბავშვები, ცუდი მოგონებები აქვს თვითონ ბავშვობიდან დარჩენილი და ალბათ ამიტომ. კარები ელვის სისწრაფით გაიღო და დაინახა, ის ვისაც ამდენი ხანი ეძებდა. თვალებს არ უჯერებდა. მისი სურნელი, მისი ხმა. ის უნდა ყოფილიყო! სხვა შანსი არ არსებობდა! ნამდვილად ის უნდა ყოფილიყო! ამის მერე ბატონმა დემეტრემ ჩვენი ეკატერინე კაფეში დაპატიჟა მადლობის გადასახდელად, თურმე სასეირნოდ იყვნენ წასულნი და-ძმა სკვერში, პატარა ნიაკოს კი მოუნდა ნაყინი ამ ყინვაში. მანაც, რა თქმა უნდა მაგარი ძმის სტატუსი შეინარჩუნდა და დააფიცა რომ ,თუ დედას არაფერს ეტყოდა ნაყინს აჭმევდა. ნიაკომ ენთუზიაზმით თავი დაუქნია და თვითონ მაღაზიაში შევიდა, მაგრამ როცა გამოვიდა , ნიაკო ადგილზე არ დახვდა. მოკლედ ამ წყვილის კუპიდონი ნიაკო გახდა. 14 თებერვალს მეორე პაემანი დაუნიშნა. სიყვარული ისე ეპარებოდა ამ ორის გულს, როგორც ლომი თავის მსხვერპლს. ეკატერინე მასზე დამოკიდეული ხდებოდა, უკვე პანიკები ემართებოდა, თუ ვერ ხედავდა დემეტრეს, ან მისი ხმა არ ესმოდა. დემეტრეს და ეკატერინეს ურთიერთობა იმაზე ბანალური იყო, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წამორიდგინოთ, დემეტრე იდეალური შეყვარებული იყოს. არ ავიწყდებოდა არცერთი დღესასწაული, მათი შეხვედრის პირველი თვე აღნიშნეს, შემდეგ ეკატერინეს დაბადების დღე, ეკატერინეს დედას დაბადების დღეც ახსოვდა, მათი პირველი კოცნის ერთი თვე, სიყვარულში გამოტყდომით ეკატერინემ დაასაწრო, არ ეგონა მასაც თუ შეეძლო საერთოდ ეს გრძნობა შეეცნო. თავი უბენიერეს ქალად მიაჩნდა, რადგან იპოვნა ის ერთარდერთი. საღამოს სეირნობა, ვარსვლავებით მოჭედილი ცის ნახვა, ვახშამი სანთლების შუქზე, მათ ეს ყველაფერი ჰქონდათ, ყველაფერი რასაც წიგნში, ანდა ნებისმიერ სულელურ მელოდრამაში ნახავდით. სანაპიროზე გასეირნებაც იყო და ის სასწაული მომნეტი, როცა ცივ საღამოს დემეტრემ გაიხადა თავისი მოსაცმელი და ეკატერინეს შემოახურა, შემდეგ თბილად შუბლზე აკოცა და ძლიერად ჩაიხუტა თავის მკლავებში. რა უნდა უნდოდეს ადამიანს მეტი ბედნიერებისთვის?! იდეალური მეგზური იპოვნა, რომელთანაც არცერთი აშლილობა დამართნია, ფსიქიკურად ყველაზე გაწონასწორებული იყო. ერთ საღამოსაც, როდესაც თავისი გაცნობის მეორე წელს აღნიშნავდნენ დემეტრე ჩაიმუხლა და ქალაქში ყველაზე ძვირიან რესოტრანში ხელი სთხოვა ეკატერინეს. მანაც თალცრემლიანმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და დადგა ის მომენტი. დიახ, ქორწილის დღე. ყველაზე ამაღლვებელი მომენტი ეკატერინეს ცხოვრებაში, რაც არ უნდა მომხდარიყო ამ დღეს ვერაფერი გააფუჭებდა. ეკატერინეს გარშემო ყველა მისთვის საყვარელი ადამიანი იდგა, მის პირდსაპირ საყვარელი ,უკვე ,ქმარი, გვერდით საუკეთესო მეგობარი ხელისმომკიდედ ელენე, ხოლო გარშემო ოჯახი, დედა და მამა. ორივე თავს ვერ იკავებდნენ და მთელი ცერემონიის განმავლობაში ტიროდნენ ჩუმად, ბედნიერებით თალები უციმციმებდათ. მათი ერთადერთი ქალიშვილი თხოვდებოდა და თანაც იდეალურ ადამიანზე, იმაზე ვისაც მათი შვილი გულწრფელად უყვარდა. თაფლობის თვე მხოლოდ ორი კვირა გაგრძელდა და ტაილანდიდან უკან თბილისში გამოფრიდნენ. ცხოვრება თითქოს სამოთხეს ჰგავდა, მაგრამ თითქოს და ეს ილუზია ისე ნელა იშლებოდა, რომ თავიდან ვერავინ ვერაფერს მიხვდა. და მაინც რა მოხდა ტაილანდში?.... ჰმ ... დიდ ხნიანი შესვენება გამომივიდა. იმედია მოგეწონებათ ახალი თავი. ველი თქვენს შეფასებას)))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.