კარგი გოგო/ცუდი გოგო +18 (6თავი)
-დამშვიდდი! -ამის დედაც! როგორ დავმშვიდდე?! სიჩქარეს უმატებ?! -ვიცი რასაც ვაკეთებ. არ მენდობი? -ნატ რასაც არ უნდა ფიქრობდე არ მომწონს... ხელი ხელზე მოვუჭირე სიჩქარე საკმაოდ დიდი იყო. წინ მდგომ მანქანასთან ძალიან ახლოს ვიყავი, როდესაც იგი დაიძრა და სცადა გასწრება , მაგრამ მალევე ჩამოვიტოვე უკან. ჩემს წინ მიმავალ მანქანას ახლა უკვე გვერძე მივსდევდი, ის შეეცადა ჩემს გზიდან გადაგდებას, მაგრამ სანამ მანევრს შეასრულებდა ჩემი მანქანა უკვე ფინიშს კვეთდა. ეისი მიყურებდ გაოცებული და შეშინებულიც. -გიჟი ხარ! რომ არ დაძრულიყო ხომ ავილეწებოდით -ხომ გადავრჩით? -კი მაგრამ საიდან იცოდი რომ წავიდოდა. -არ ვიცოდი...ვივარაუდე. მისი ავტომობილის უკანა ნაწილი მაღალია, ჩემი მანქანის ცხვირი კიდე დაბალი. რა სიჩქარითაც მე მივდიოდი მას რომ დავჯახებოდი, მისი მანქანა ამობრუნდებოდა. ჩვენც კი ვრისკავდით, მაგრამ საკუთარი სიცოცხლის ფასად მისი მეგობრის მოგება ნამდვილად არ ენდომებოდა იმ ვიღაცას და ეს გავთვალე. -გიჟი ხარ! კიდევ ერთხელ მითხრა და მაკოცა. მოგებული თანხა შტაბში მივიტანეთ და წამოვედით. სახლის გზაზე საჭესთან ეისი დავსვი. -ნატ? კარგად ხარ? -თავბრუ მესხმის ისევ -ინერვიულე... -არ მეგონა ასეთ რამეს თუ გააკეთებდნენ. მეც ძალიან შემეშინდა. ახლა ვაცნობიერებ რამხელა რისკი იყო. რბოლის დროს მაგას ვერ ვგრძნობდი -გეტყობოდა... -ხვალ დავურეკავ და უარს ვეტყვი... არ მეგონა ასეთი რაღაცეები თუ ხდება. დღეს გამოვძვერით და მეორედ შეიძლება გვიანი იყოს. -მეც ეგ უნდა მეთქვა. ისე კარგად მოიფიქრე. ნატ? ჰეი ნუ მაშინებ? თვალებში დამიბნელდა და თავბრუსხვევა გამიძლიერდა. სახლში ხელში აყვანილი ამიყვანა და დამაწვინა. ცოტა რომ დავისვენე გამოვფხიზლდი. სამზარეულოში გავედი. ის ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. იშვიათად ეწეოდა ხოლმე. ჩავეხუტე მას ზურგიდან. -კარგად ხარ? -კი -მგონი ძალიან იღლები. სამუშაო, სწავლა, რბოლები, ახლა კიდევ ძარცვის დაგეგმვა და თან სახლის საქმეები. -ძალით არაფერს ვაკეთებ. ყველაფერი მომწონს -სახლის საქმეებიც? -განსაკუთრებით -მაინც რა ნაწილი? -მაგალითად როდესაც საჭმელს ვაკეთებ და ვიცი რომ სამსახურიდან ლანჩზე შემოივლი. როდესაც შენს მაისურებს ვაუთოვებ და ვიცი რომ გაგეხარდება გამზადებულს რომ ნახავ. -მგონი გაგიჟდი -ხო მგონი ის ჩემსკენ შემობრუნდა -მიყვარხარ! -მეც. ძლიერად ჩამეხუტა. მომდევნო დღეს ეისმა დაიჟინა ექიმთან წავსულიყავი. ის მანქანაში მელოდა სანამ ექიმთან ვიყავი. -აბა რა გითხრეს? -არაფერი ახალი. უბრალოდ მოვიწამლე. ეისი სამსახურში წავიდა. მეც კაფეში მივედი. -ეი დღეს ფართია და გელოდებით ხო იცი? -კი აუცილებლად მოვალთ. კრისტამ მთხოვა მასთან წავსულიყავი და ფართიმდე ერთად გამოვეწყვეთ. -კრის დარწმუნებული ხარ რომ ასე გინდა სტუმრებს დაენახო? -არ მოგწონს? მას მოკლე კაბა ეცვა, ღრმა დეკოლტეთი, გრძელი შავი თმები გაშლილი ჰქონდა და მუქი წითელი ტუჩსაცხი ესვა. -ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ არ მინდა სებასტიანმა მხოლოდ სე*სის ობიექტად აღგიქვას -ჰეი ამას ამბობს გოგონა რომელიც არც კი იცნობდა მამაკაცს ისე დაუწვა -ეისი სხვანაირია -ყველა კაცი ერთნაირია -ღმერთო ეს იდიოტური ფრაზა საიდან ამოთხარე -გამოცდილებიდან პატარა -კარგი, კარგი ბებია. -შენ არ გამოიცვლი? -არა. მე ასეც კარგად ვარ -დახეულ ჯინსებში და ბანძ ტოპში? შანსი არ გაქვს. წითელ კაბას ჩაიცვამ. -კარგი რა -სანამ მოვალ მზად იყავი ის გავიდა სტუმრების დასახვედრად. საწოლზე დაფენილი რამდენიმე კაბიდან წითელი ავიღე და ჩავიცვი. ძალიან მომიხდა. მუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმები კოსად ავიწიე. ოთახიდან გამოვედი. უკვე საკმაო ხალხი იყო მოსული. ვიღაცამ თეძოებზე მომხვია ხელი და კისერზე თბილი სუნთქვა ვიგრძენი, როდესაც ჩამჩურჩულა -გოგონი მარტო ხარ? -არა, ჩემს სუპერ სიმპათიურ შეყვარებულთან ერთად მისკენ შევბრუნდი და ვაკოცე. -შენ გგონია შენს შეხებას ვერ ვცნობ? თუ შენს ხმას? -ვიფიქრე ცოტა შევაშინებთქო -ხო იცი რა უშიშარიც ვარ -და ძალიან ლამაზი. ეს კაბა ძალიან გიხდება -მადლობა. კრისტამ დაიჟინა, თორემ მე ჯინსებით ვაპირებდი ყოფნას. ცოტა ხანი ცეკვის და გართობის შემდეგ არონი მოგვიახლოვდა და თვით გვანიშნა გავყოლოდით. სახლის უკანა ეზოში ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ. ლესტერი-ვაუ ნატ რა ლამაზი ხარ -მადლობა არონიმა არემარე შეამოწმა მსმენელი რომ არ გვყოლოდა და მოვიდა ჩვენთან ახლოს -შტაბი ძაღლებმა აიღეს, მთელი ფული და იარაღი იქაა. ყველაფერი დავკარგეთ ფული? იარაღი? იქ ჩვენი ანაბეჭდებია -ჩვენი ანაბეჭდებიც ლესტერი-ბაზაში არცერთი ვართ და ჰქონდეთ ანაბეჭდი რაში გამოადგებათ თქვენ შეიძლება არ ხართ, მაგრამ ნატალი პრესტონი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცნობილი ადამიანი უსაფრთხოების დებილური მიზნებისთვის ბაზაში არის და ახლა ჩემს გამო შესაძლოა ყველა დაგვიჭირონ. არონი-რიჩმონდის თემას ვაგრძელებთ მაინც. ახლა უფრო გვჭირდება ფული. მთავარია პროგრამა გვაქვს და მანქანები და კიდევ გეგმები. ნატალი ხვალ მოგიწევს რიჩმონდში წასვლა. რაიმე ნივთი უნდა დავტოვოთ სეიფში, რომ წვდომა გვქონდეს სეიფების განყოფილებასთან. -რას დავტოვებთ? არონი-რაიმე ძვირფასეულობა გვჭირდება... შტაბიდან ყველაფერი გაიტანეს. ეისი-ყველაფერი არა... ეისმა ჯიბიდან ყელსაბამი ამოიღო. ჩემი ყელსაბამი. არონი-ეს რატომ აიღე? ეისი-მინდოდა ნატალისთვის მეჩუქებინა არონი-კარგი ანუ ძვირფასეულობა გვაქვს. ლესტერი-ეს ყელსაბამი მოპარულია, არ დაგვიჭერენ? არონი-ეს ყელსაბამი მოვიპარეთ პატარა ფილიალში და თანაც ფოტოები ხომ არ ექნებათ რომ ამოიცნონ? ბლექები ნულზე ზიან მგონი გამოძიებაც შეწყვიტეს. სანამ ბანკს გავძარცვავთ იქამდე არ დავიწვებით ეგ უეჭველი ვიცი. ეისი-ნატალის მარტო მაინც ვერ გავუშვებ არონი-არც იქნება მარტო...ძალიან საეჭვო იქნებოდა მარტო რომ მივიდეს. სებასტიანი გაყვება, როგორც პარტნიორი, მე კი მათი პირადი დაცვა. ეისს ხელი მოვუჭირე. მან მიმიხუტა და ჩამჩურჩულა ბიჭებს რომ არ გაგეგოთ -ღელავ? -ცოტათი. მან შუბლზე მაკოცა -მეც ახლოს ვიქნები. მითხრა ბოლოს. არონი-ნატალი რას იტყვი. -თანახმა ვარ წვეულებაზე დავბრუნდით. ეისმა ზურგით შემაბრუნა და ყელსაბამი გამიკეთა. პირველად გავიკეთე ყელსაბამი. ახლა ეს არა მხოლოდ ჩემს ოჯახთან დაკავშრებულ მოგონებებს მახსენებდა, არამედ ამ დღიდან სამუდამოდ დაუკავშირდა ამ საღამოს და ეისს. 100ჯერ მეტი ღირებულება შეიძინა. ისე არ მინდოდა მისი ბანკში ჩაბარება, მაგრამ მეტი გზა არ მქონდა. დილით ავდექი და ჩაცმა დავიწყე. -ნატ სად მიდიხარ? -მაღაზიაში. -ფული გაქვს? ფული მაქვს? მე? ნატალი პრესტონს? არა... საიდან საყვარელო?! მე ხომ სტომატოლოგის შვილი ვარ და არა ბიზნესმენის. -ჯერჯერობით გვაქვს -საიდან? მე მეგონა სულ შტაბში დატოვე -წინა რბოლიდან დამრჩა -ამ თვეში ქველმოქმედებაზე ვეღარ დავხარჯავ რიჩმონდი თუ არ გავიტანეთ. -იქნებ ჯობს შეგესვენათ? -ღელავ -ძალიან, მაგრამ არა ჩემს გამო -არ მინდა პრობლემა შეგექმნათ -არ შეგვექმნება. -ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ? -უბრალოდ დამიჯერე -პლედი დაიფარე გაცივდები და დაიძინე ადრეა ჯერ -ჰაჰა დედიკო გაკვეთილებიც ხომ არ ვიმეცადინო? -ისე კარგი იქნებოდა მართლა სწავლასაც თუ გაიხსენებდი. ამდენ ფულს რაში იხდი? -გპირდები მივხედავ მაღაზიაში გავედი საყიდლებზე. მობილურმა დამირეკა. -ლოლა? -როგორ ხარ პატარა დაიკო? -კარგად შენ? -არაჩვეულებრივად. რას შვები? -საყიდლებზე ვარ -შენ? საყიდლებზე? -პროდუქტებს ვყიდულობ -ააა. არადა ვიფიქრე გეშველა და შოპინგი დაამუღამე -მაგაზე დამირეკე? -არა. მამას უნდა რომ ერთი კვირით ჩამოხვიდე, რაღაც ღონისძიებებია აქ და შენი ყოფნა აუცილებელია. -კარგი ვნახავ როდის შევძლებ გამოფრენას. პროდუქტები სახლში ავიტანე. ეისი ჩაცმული იდგა სამზარეულოში და ტელეფონზე საუბრობდა, უფრო სწორედ ჩხუბობდა. -არ მაინტერესებს! თუ გინდა ხვალ იყოს! ჩემთვის მაინც არაფერს ნიშნავს! თუ გინდა დამემუქრე, მაგრამ ვერ შემაშინებ! იმ ალქაჯს კითხე და მოაგვარე მე თავი დამანებე, როცა საჭირო იქნება იმ დღეს მოვალ და საღამოსვე წავალ. აქ დასრულდება ეს ისტორია. რადგან ვერ შემამჩნია ცოტა ხმაურიანად შევედი, რომ არ ეფიქრა ჩუმად მისმენსო. მან ტელეფონი გათიშა და საწოლზე დააგდო. -პრობლემები? -არა საყვარელო უბრალოდ ერთი ტიპის ვალი მმართებს. -და ალქაჯი იმ ტიპის ვინ არის? -ჰაჰა ანუ გაიგე? ალქაჯი ჩვენი შუამავალია. პირადად ეს ნაბი*ვარი არ მინახავს და არც მაქვს სურვილი. -დიდი ვალი გაქვს? -ნატ დაივიწყე მე მოვაგვარებ. მან მოულოდნელად მაკოცა და თავისკენ მიმიზიდა. -დიდი ხანია თავს მარიდებ ქალბატონო და ამ ჯერად არ გაგიშვებ. -ვაღიარებ, ვამპირმა მსხვერპლი გამოიჭირა. ხელში ამიტაცა და საწოლზე დამაწვინა. ასე თითქოს საუბრის შეწყვეტის გამო იქცეოდა. თავი გავაქნიე რომ ფიქრები მომეშორებინა. მან კისერში მაკოცა და მაისური სწრაფი მოძრაობით გამხადა, მეც გადავაძრე მას მაისური და ... და არონმა დარეკა. ეისი-რა ხდება? არონი-თქვენთან შეიძლება ამოვიდეთ, საქმე გვაქვს. ეისი-კი რა თქმა უნდა. მან მობილური გათიშა და სევდიანად შემომხედა. -ბიჭები ამოვლენ -ამოვიდნენ. ეისი წამოდგა და მეც გავთავისუფლდი მისი მარწუხებიდან. მაისური გადავიცვი და თმა გავისწორე. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. -ეის მგონი უნდა ვილაპარაკოთ -რაზე? -შენ ფიქრობ რომ სალაპარაკო არ გვაქვს? -არ ვიცი... ორივეს გვესმოდა რამდენად მძიმე საუბარი მოგვიწევდა და ამიტომ ისულელებდა თავს, თორემ კარგად იცოდა რომ უნდა გვესაუბრა. ამ დროს კარზე კაკუნიც გაისმა. არონი შემოვიდა. მას შარვალ-კოსტუმი ეცვა და იარაღიც კი ჰქონდა, როგორც პირად დაცვას შეეფერება. არონი-1 საათში მზად უნდა ვიყოთ და წავიდეთ ბანკში. სები ემზადება. თავისი მშობლების სახლში წასვლა მოუწია რომ კოსტუმი წამოეღო. შენ რას ჩაიცვამ ნატალი. -გუშინდელ კაბას ჩავიცვამ. მგონი საკმაოდ კარგი ვარიანტია ყურადღების გასაფანტავად ეისმა მიჩქმიტა მხარზე. -ჰეი მეტკინა -ზედმეტი არ მოგივიდეს ყურადღების გაფანტვა არონი-ეის სერიოზულად. მაგის დრო არაა! ბიჭები სამზარეულოში დავტოვე. მე ჩავიცვი და მაკიაჟი და თმა გავიკეთე. ისე როგორც ამას ლოლა იზავდა. მე ხომ ახლა მდიდარი ქალბატონი უნდა ვყოფილიყავი. ყელსაბამი ყელზე გავიკეთე. ეისმა თავისი იარაღი აიღო და შარვალში ჩაიცურა. -ეის?! -სხვების იმედზე ვერ დაგტოვებ, თუნდაც ჩემი ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ. ჩავეხუტე. არონი უკვე გასული იყო სახლიდან. -გაკოცებდი მაგრამ მაკიაჟი გამიფუჭდება და თან დაგსვრი. -მოვითმენ საღამომდე. სახლიდან გავედით. სებასტიანს ჩემი პორშე გამოეყვანა. საჭესთან ეისი დაჯდა. მის გვერდით არონი. უკანა სავარძელზე სებასტიანი და მე. -როგორ ხარ სებ? -კარგად. შენ? ხომ არ ღელავ? -ცოტათი. -დამშვიდდი ჩვენ ხომ აქ ვართ. ეისმა სარკეში გამომხედა და გამიღიმა. ცოტა დავმშვიდდი სანამ მივედით. არონი გადმოვიდა მანქანიდან და კარი გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა. ძალიან მაღალი შუშის შენობის პირველ სართულზე შევედით. კართან დაცვამ შეგვაჩერა. არონს მისი ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა მოუწია რომ ჩვენთან ერთად შემოეშვათ, როგორც დაცვა. დაცვას რომ გავცდით პირველი ეტაპი უკვე გადალახული იყო. დარბაზი მოვათვალიერეთ. უეცრად ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი. ახალგაზრდა მამაკაცი მონდომებით წმენდდა იატაკს იატაკის ჯოხით. ლესტერის დანახვაზე სიცილი ძლივს შევიკავე, თუმცა მისმა გულითადმა ღიმილმა უფრო გამამხნევა და თავდაჯერებულობა შემმატა. დარბაზი ძალიან დიდი იყო და ბევრი მაგიდა და სალარო იდგა. ბანკის წარმომადგენელი ახალგაზრდა ბიჭი შეგვეგება. -მოგესალმებით მისტერ და მისის... სებასტიანი-მისტერ და მისის ნიკოლსი ნიკოლსი სებასტიანის ნამდვილი გვარი იყო და რადგან მისი ოჯახი მდიდარია არავის არ გაუკვირდებოდა ამ ქალაქში ნიკოლსების სახელზე ძვირფასეულობის არსებობა. მათ შორის არც ბანკის პერსონალს. -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მისტერ და მისის ნიკოლს. რით შემიძლია დაგეხმაროთ? სებასტიანი-ჩემს მეუღლეს სურს ყელსაბამის შენახვა თქვენს ბანკში. ეს ხომ ყველაზე დაცული ბანკია მთელს კალიფორნიაში. მან წელზე მომხვია ხელი და შარმიანად გაუღიმა ბიჭს . მეც ღიმილით შევხედე ახალგაზრდას. -აქეთ მობრძანდით მან ხელით დარბაზის ცენტში მდგარი მაგიდისაკენ მიგვითითა. ჩვენ მაგიდასთან მივედით და დავსხედით. არონი ჩემთან ახლოს იდგა. მალე ასაკიანი მამაკაცი მოგვიახლოვდა და თავაზიანად მოგვესალმა. -მისტერ და მისის ნიკოლს მოგესალმებით. სებასტიანი წამოდგა ხელის ჩამორთმევის დროს, მამაკაცმა ხელი მეც გამომიწოდა და თავაზიანად ჩამოვართვი. მან დოკუმენტების გაფორმება დაიწყო ჩვენი ყალბი პასპორტებით. -მის ნიკოლს თქვენი სეიფი და პირადი მონაცემები რომ დაცული იყოს რაიმე საიდუმლო კოდი ან სიტყვა უნდა მითხრათ, რომელიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ და მე. წამოვდექი და მამაკაცისაკენ დავიხარე რომ ყურში სიტყვა მეთქვა. -სიურპრიზი მამაკაცს ცოტა გაუკვირდა შემდეგ კი სიტყვა ჩაიწერა ისე რომ არავის დაენახა. -ახლა კი სეიფში წამობრძანდით რომ თქვენი თვალით ნახოთ თუ როგორ სანდო ხელებშია თქვენი ყელსაბამი. მხოლოდ თქვენს დაცვას ზემოთ მოუწევს დარჩენა. ცოტა დავიბენი მაგრამ სებასტიანმა გამიღიმა. სებასტიანი-რა პრობლემაა... ჩვენ თქვენ გენდობით სებასტიანმა ხელი მომკიდა და ბანკის თანამშრომელს და ერთერთ დაცვას ჩავყევით კიბეებზე. ქვევით სართული ციხეს გავდა. რიკულებით იყო ყველაფერი შემოსაზღვრული. ერთ ერთ საკანში შევედით, რომელთანაც მეორე დაცვა იდგა. საკნის კედელზე უამრავი განყოფილება იყო. ბანკის თანამშრომელმა უჯრა გამოიღო. ყელსაბამი მას გავუწოდე და უჯრაში ჩადების მომენტში მოვახერხე რომ უჯრის ნაპირზე მიკრო კამერა დამემაგრებინა. მან უჯრა შეინახა და ჩაკეტა გასაღებით. -უკაცრავად შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ ბანკის თანამშრომელი სევაბრუნე და რაც შეიძლება გამომწვევად ვესაუბრებოდი, რომ არ შეემჩნია სებასტიანი, რომელმაც საკნის კუთხეში ჩაიმუხლა თითქოს თასმას ისწორებდა და ამასობაში პატარა კამერა დატოვა იქაც. დაცვამ მას იარაღი მიუშვირა. დაცვა-მისტერ რას აკეთებთ? სებასტიანი-უკაცრავად? თასმა გავისწორე. ცოტა შეურაცხმყოფელია ასეთი დამოკიდებულება კლიენტების მიმართ. მან გაკვირვებულ ჩემს მოსაუბრეს გამოხედა მკაცრი მზერით. სებასტიანი-წამოდი საყვარელო. ხელი მომკიდა და გაბრაზებული გამომეტყველებით ბოლოჯერ გახედა დაცვას. ბანკიდან მშვიდობიანად რომ გამოვედით შვებით ამოვისუნთქე. მანქანაში ჩავჯექით. ეისი პლანშეტს დაჰყურებდა. ეისი-გამოგივიდათ! ორივე კამერა მუშაობს. სახლში მივედით. ეისმა გადმოსვლისთანავე მაკოცა. -ხომ კარგად ხარ? -კი. სებმა კარგად იმუშავა. არც კი მომიწია ხმის ამოღება. სებასტიანი-შენც კარგად გეჭირა თავი ცოლო მან თვალი ჩამიკრა და ჰალსტუხი შეიხსნა. ბიჭებს მაცივრიდან ლუდი მივაწოდე და ეისს ჩავუჯექი კალთაში. ეისი-ხვალ მე ვარ სმენაში, მაგრამ სეიფის დაცვებს დიდი ხნის სტაჟით არჩევენ, მაგაზე უნდა ვიფიქროთ. არონმა ჯერ მე გამომხედა მერე ეისს. რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ გადაიფიქრა. სებ-იარაღი რისთვის გაქვს? ეისი-სებ! ჩვენ არ ვკლავთ არონი-მას მოკვლა არ უგულისხმია, ხომ შეგიძლია გათიშო და მისი ადგილი დაიკავო. ბიჭები რომ წავიდნენ ეისმა მოტოციკლით სამსახურში გამიყვანა ის ტიპი შევამჩნიე მაგიდასთან რბოლაზე რომ კინაღამ შევასკდი. მეტი გზა არ მქონდა უნდა მოვმსახურებოდი. მაგიდასთან მივედი. -მოგესალმებით! რას ინებებთ? -შენთან საუბარს თუ დრო გაქვს -უკაცრავად? -კარგი რა ორი დღის წინ კინაღამ მომკალი და დღეს საუბარიც არ გინდა? -ცოტა დრო მაქვს. გისმენ -პირველ რიგში მე გილბერტი მქვია -ნატალი -სად ისწავლე ასე ტარება ნატალი? -ნიუ იორკში ჩემმა მეგობარმა მასწავლა. -შენს მეგობარს ჯოშუა ბლექი ქვია? -საიდან იცი? -მართლა არ გახსოვარ? -უნდა მახსოვდე? -გილბერტ ნელსონი, მამაშენი და მამაჩემი განუყრელები არიან...იყვნენ. -ღმერთო გილ?! საუკუნეა არ მინახიხარ. როგორ შეიცვალე. -შენც... დაქალდი ბავშვობის მეგობარს მოვეხვიე. -აქ რა გინდა? -მამაშენის ერთერთ ფილიალში ვმუშაობ. ბრიტანეთიდან ჩამოვედი ახლახანს და მამაშენმა რომ გაიგო, მამაჩემის პოზიციაზე დამნიშნა აქ. -მამაშენის გარდაცვალებაზე გავიგე, ვწუხვარ. ცოტა ხანი დუმილის შემდეგ დიდი ხნის უნახავი მეგობარი სახლში დავპატიჟე. სამუშაო დღე რომ დასრულდა. სახლში წავედი და სტუმრის მოსვლისთვის მოვემზადე. გილბერტი მალე მოვიდა. ყვავილები გამომიწოდა. -პრესტონ ამ ბინაში როგორ ეტევი? -გვყოფნის -თანაც მარტო არ ცხოვრობ? -არა შეყვარებულთან ერთად -მართლაც დიდი დრო გავიდა... უკვე შეყვარებულიც გყავს -ხო, ხომ ხედავ ვერც კი გიცანი. -მამაშენმა მითხრა სხვათა შორის მენახე და კიდევ კარგი შეგხვდი. -მამაჩემმა ისიც გითხრა სასიძოდ მომწონხარო? სხვა შემთხვევაში ჩემთან არ გამოგაგზავნიდა -ჰაჰაჰა ასე ფიქრობ? -კი. -მან იცის შეყვარებული რომ გყავს? -არა. და არც უნდა გაიგოს. -სამარე ვარ კარი გაიღო და ეისი შემოვიდა. მას გაკვირვება და სიხარული დაეტყო სახეზე გილბერტის დანახვისას. -გილ? -ეის! ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ -არ თქვა რომ ესაა შენი შეყვარებული?! გილბერტმა გამომხედა. -თქვენ ერთმანეთს იცნობთ? ეისი-როგორც ჩანს თქვენც? -მე და გილბერტი ერთ სამეზობლოში ვცხოვრობდით. მას თვალი ჩავუკარი და ვანიშნე ამყოლოდა. გილბერტი-ხო მე და ნატალი ბავშვობაში ერთად ხშირად ვთამაშობდით -თქვენ საიდან იცნობთ? ეისი-მე და გილბერტი... გილბერტი-მამაჩემი პრესტონ ინდასთრის ამ ფილიალში რომ მუშაობდა, ხშირად ვსტუმრობდი კალიფორნიას და სერფინგით ვიყავი გატაცებული, ხოდა სერფერების ტურნირზე გავიცანი ალ... ეისი. მთელი საღამო უცნაური და უაზრო იყო. ათასი გამოგონილი და ნამდვილი ისტორია აირია ერთმანეთში. გილბერტი რომ წავიდა მივხვდი დრო იყო ეს ცირკი დამესრულებინა. ეისი სამზარეულოში იჯდა და ეწეოდა... -ამ ბოლო დროს ძალიან მიეჩვიე მოწევას -შენც -ეის... რაღაცას გეტყვი, ისეთს რომ შეიძლება...შეიძლება შემიძულო მან ხელი მომკიდა და თანაგრძნობით შემომხედა. -რაც არ უნდა მოხდეს ვერ შეგიძულებ... არ შემიძლია, იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ. -გთხოვ... ასე ნუ ამბობ უფრო მირთულებ სათქმელს... -ნატ... ნუ მაშინებ -ადრე თუ გვიან მაინც გაიგებ ამას ამიტომ ჯობს მე გითხრა. მე ნატალი ჯენკინსი კი არა ნატალი პრესტონი ვარ... იმ პრესტონის შვილი შენ რომ ასე გძულს და კესიდის და. ადრე სულ მინდოდა მეთქვა, მაგრამ შენი დამოკიდებულება... მეშინოდა რომ მიმატოვებდი... ახლაც მეშინია, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ... მიყვარხარ... მეგონა გაბრაზდებოდა, მაგრამ უფრო სევდა დაეტყო. -ერთი კვირით მივდივარ ნიუ იორკში და დრო გექნება ამაზე იფიქრო... არ მინდა ასე უაზროდ დავშორდეთ. -მიდიხარ? როდის? -დღეს... ვფიქრობ ჯობს ცოტა ხანი დავისვენოთ და შენც დრო მოგცე. მას აღარაფერი უთქვამს. მისი რეაქცია მაკვირვებდა. არც ბრაზობდა და არც რამე უთქვამს. აეროპორტში გამაცილა. -ეის არაფერს მეტყვი? -რომ ჩამოხვალ ყველაფერზე დავილაპარაკებთ. მაკოცა, ისე თითქოს საბოლოოდ დამემშვიდობა. თვითმფრინავში ჩასხდომა მალე დაიწყო და გამეხარდა რომ ეს უხერხული გაცილების ცერემონია მალე დასრულდა. ჯობდა ეყვირა ან საერთოდ დაერტყა კიდეც (თუმცა ამას არ იზამდა) , მაგრამ ასეთი რეაქცია ვერ ვხვდები რას ნიშნავს. აეროპორტში მამა დამხვდა. არ ველოდი თვითონ თუ დამხვდებოდა. მისკენ გავიქეცი და მოვეხვიე. -მამა ძალიან მომენატრე -მეც ჩემო პატარა. -როგორ იფრინე? -ძალიან კარგად... სახლში რა ხდება? ყველა ძალიან მომენატრეთ. -ლოლა როგორც ყოველთვის, შესაძლებლობას არ უშვებს რომ გამაბრაზოს. კესიდი... კესიდი ძალიან შიცვალა. დედაშენიც კი ძალიან მაღიზიანებს უკვე. არ ვიცი ასაკის ბრალია თუ შენ რომ აღარ ხარ სახლში და ამ ყველაფერს მარტო ვუძლებ. ბებიაშენი რომ არა ალბათ სახლიდან წავიდოდი. -მამა ასე ნუ ამბობ. ყველაფერს მოვაგვარებთ, ხომ ასეა? მე და ლოლა ვერასოდეს ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ კესის კი მოვარჯულებ... -შენ თუ უშველი მაგათ ჩემო პატარა. ისე კარგ დროს ჩამოხვედი, ამ კვირაში დიდი და მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება. ხო მართლა გილბერტი ნახე? -კი, გუშინ... ძალიან გამეხარდა. -კარგი ბიჭია... ჭკვიანი -მამა ბიჭს რაც შეეხება... შეყვარებული მყავს. ჩვენი წრიდან არაა, მაგრამ ძალიან მიყვარს. -ნატალი ხომ იცი რომ გვერდში ძლიერი და გამოცდილი ადამიანი გჭირდება, ვინც ფირმის მართვაში დაგეხმარება. -ვიცი. -ალექსანდერი რომ გაგეცნო ახლა ჯესიკას მაგივრად შენ და ის იქნებოდით დანიშნული, თანაც ის ბიჭი ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, შენ რომ შეგეფერება ისეთი. -ჯერ არ ყოფილა მათი ქორწილი? - ამ კვირაშია. მისტერ სომერსი ალექსანდერის პასუხს ელოდებოდა და როგორ იქნა შეთანხმდნენ თარიღზე. -ძალიან კარგი, ახლა მაინც დამანებებს ჯესიკა თავს -რას გულისხმობ? გაწუხებს? -ჩემს შეყვარებულს გადაეკიდა ... -მაგ გოგოს წესიერი აღზრდა არ აწყენდა, თუმცა რაც დედა ყავს ის შვილია. როგორც იქნა სახლამდე მივედით. დედა ჩამეხუტა და მომიკითხა, შემდეგ დაქალებთან შესახვედრად წავიდა. ბებია თავის ოთახში იჯდა და კერავდა. -ბებია! ის სიხარულით წამოდგა და ჩამეხუტა -ჩემი ჭკვიანი გოგო დაბრუნდა -როგორ მომენატრე -მეც ჩემო ლამაზო. ასე მგონია ყოველ ჩამოსვლაზე უფრო და უფრო გაზრდილი და დაქალებული ხარ. -რას კერავ? -დროის გასაყვანად კაბის კერვა დავიწყე. ალბათ მოგერგება -მე? -ხო. მინდა რომ ჩემგან დაგრჩეს და სულ გახსოვდე -ბებია, მე ისედაც სულ მახსოვხარ. -ხო მაგრამ ყოველთვის შენთან ვერ ვიქნები. -ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი. -მომიყევი აბა რა მოხდა მაშინ რომ გაიქეცი. -გახსოვს რომ მითხარი ყველაფერი ახლა იწყებაო? მართლაც ასე ყოფილა... იმდენი რამე გამოვიარეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაშორება მოგვიხდა. -რატომ დაშორდით? -მას არ მოსწონს ბიზნესმენები და ჩვენი ოჯახი განსაკუთრებით... -არ მიკვირს... ჭკვიანი ყოფილა ეგ ბიჭი. ბიზნესზე ბინძური საქმე არ არსებობს -კი მაგრამ მამა ხომ... -თავის დროზე მამაშენსაც უთაღლითია... ასეთ ქონებას სუფთა შრომით ვერ დააგროვებ. -მართალი ყოფილა მაშინ რომ არ მოვწონვართ -ხო... უყვარხარ? -ამბობს სიგიჟემდეო -მაშინ არ დაგშორდება -რა იცი? -სიყვარული გაციება არაა ერთ კვირაში რომ გაგიაროს. ნამდვილი სიყვარული არასოდეს ქრება. -იმედია მართალი ხარ ბებია. -როგორ მოგწონს მარტო ცხოვრება -მადლობა რომ სახლის საქმეები მასწავლე, ძალიან გამომადგა. -ქალმა, რაც არ უნდა ფული ჰქონდეს, ყველაფრის კეთება უნდა იცოდეს. ყოველთვის მოახლე ვერ მოგემსახურება. დედაშენმა ვერ ისწავლა ეგ, ვერც შენმა დამ. მამაშენი სანამ ბიზნესში ჩაერთვებოდა და ფულს იშოვნიდა ჩემს ხელფასზე ვცხოვრობდით და ოჯახში ერთადერთი დიასახლისი მე ვიყავი. შენ მაშინ ძალიან პატარა იყავი. ახლა უკვე დიდი ხარ. ბებიას ჩავეხუტე. როგორც იქნა ავედი ჩემს ოთახში სადაც ლოლა მელოდა. -ჰეი სად ხარ? რამდენი ხანია გელოდები გადავკოცნე და საწოლზე გადავწექი. -აბა მოყევი შეურიგდი? -შევურიგდი და ისევ დავშორდი -ამჯერად რატო? ლოლას ყველაფერი მოვუყევი. -იდიოტი! მაგიტო დაშორდით? -ის მართალია ერთის მხრივ, მაგრამ მე რა დავაშავე. -ხო. რა შენი ბრალია პრესტონი რომ ხარ -მოკლედ ასე დასრულდა, რომ ჩავალ რა იქნება არ ვიცი. -ქორწილის მოსაწვევი თუ მიიღე? -არა... რა ქორწილი? -ჯესიკა და ალექსის. ჯესიკამ პირადად დაგპატიჟა და დაიჟინა რომ აუცილებლად უნდა იყო იქ. -ო ღმერთო დაქორწინდნენ და დავისვენებ -რას ჩაიცვამ ქორწილში? -როდისაა საერთოდ? -ორ დღეში. -ახლა ისეთ რამეს გეტყვი რაც დიდი ხანია არ შემომითავაზებია. -ჰმ... გელოდები -ვიშოპინგოთ? -მგონი კალიფორნიამ გამოგასწორა და მუდო აღარ ხარ. -მგონი მე და ლოლა წავედით საყიდლებზე და ქორწილისთვის კაბები და აქსესუარები ავარჩიეთ. სახლში გვიან დავბრუნდით. ბებიას ვაჩვენეთ შენაძენი და ძალიან მოეწონა. -მგონი ბებიასთან მეტი დრო უნდა გავატარო ხოლმე -ახლა მიხვდი? მას ძალიან უნდა რომ ახლოს იყოთ -ისე ახლოს ვერ ვიქნებით როგორც თქვენ ხართ -მას ისევე უყვარხარ როგორც მე -კარგი ვეცდები ხშირად მოვუსმინო -კესი სადაა? მთელი დღეა აქ ვარ და არ მინახავს -ეგ და ჯოში ახალ მანქანას ეძებენ რბოლებისთვის. მითხრა როგორ მოუგე -ხო. კარგი იყო. გავერთეთ. მომდევნო ორი დღე ერთადერთი რაც მესმოდა ქორწილი იყო... ტელევიზიით, ჟურნალებში, სოციალურ მედიაში, სახლში. ყველგან ამ წყეულ ქორწილზე საუბრობდნენ. ეისი ტელეფონს არ პასუხობდა. ქორწილის დღეც დადგა. მთელი დღის მანძილზე დედაჩემის საყვარელი სალონის სტილისტები ჩვენს გარეგნობაზე ზრუნავდნენ, ცოტათი მესიამოვნა კიდეც ამდენი ყურადღება. საბოლოოდ კაბაში გამოწყობილი ვიდექი და სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებდი. ისევ ის პრინცესა გავხდი. გრძელი, ღია ვარდისფერი, ლამაზი თვლებით მორთული კაბა მეცვა, თმა ისე იდეალურ კოსად მქონდა შეკრული, რომ ერთი ღერიც კი არ იყო არასწორად. ბებიას ნაჩუქარი მარგალიტის მძივი, საყურეები და სამაჯური გავიკეთე. ტუჩებზე ვარდისფერი ბლესკი გადავისვი. ლოლა შემოვიდა. მას მოკლე შავი კაბა ეცვა. თმა ლამაზად ჰქონდა ჩაწნული. -ვაუ ნატ... რა ლამაზი ხარ -შენც -უკვე წასვლის დროა. სახეზე რა გჭირს? -მაკიაჟი გავიფუჭე? -ჯერ არა მაგრამ მგონი გაიფუჭებ მალე, იმიტომ რომ აშკარად ტირილს აპირებ -ეისი არ მპასუხობს -დააცადე ცოტა ხანი დაისვენოს შენგან. თვითონ დაგირეკავს. დარწმუნებული ვარ ღრმად ჩავისუნთქე, მობილური ოთახში დავტოვე და ლოლასთან ერთად ჩავედი მისაღებში. მამა-ჩემი ლამაზი გოგოები მამას გავუღიმე. ცერემონია დიდ ლამაზ დარბაზში ტარდებოდა. ბევრი სტუმარი და ბევრი კამერა იყო შეკრებილი. ვცდილობდი ჟურნალისტებს არ გამოვეჭირე სადმე. ვერც კი გავიაზრე როდის დაიწყო ცერემონია. ბებიას და ლოლას გვერძე ვიჯექი. ჩვენგან ზურგით ახალგაზრდა მამაკაცი იდგა რეგისტრატორთან ერთად, სავარაუდოდ ეს იყო ის ალექსანდერ სომერსი. ყვავილებისაგან შექმნილ დერეფანში ჯესიკა გამოჩნდა. ფართო ღიმილით ამაყად მიაბიჯებდა საქმროსკენ. მან შემამჩნია და ღიმილი უფრო გაუფართოვდა სახეზე. მამაკაცს ზურგიდან ვხედავდი, მაგრამ მისი აღნაგობა ძალიან მეცნობოდა. უკვე პარანოია დამეწყო ყველას ეისს ვამსგავსებდი. ჯესიკა მივიდა საქმროსთან და რაღაც უჩურჩულა ღიმილიანი სახით. მამაკაცი ნელა მობრუნდა და პირდაპირ ჩემკენ გამოიხედა. ვერც კი მივხვდი როგორ წამოვდექი. ჟურნალისტები და სტუმრები ყველა ჩემკენ მობრუნდა. თავბრუსხვევა ვიგრძენი და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა რომ აქედან უნდა გავქცეულიყავი. გული მეკუმშებოდა. ყურებში ჩემი გულისცემა მესმოდა და თვალებში მხოლოდ მისი სახე მელანდებოდა. სახლამდე როგორ მივაღწიე არ ვიცი. ოთახში ჩავიკეტე. ჩემი გონება არ აღიქვამდა იმას რაც ვნახე. არ მინდოდა დაჯერება. თავბრუსხვევა გამიძლიერდა სანამ გონება არ დავკარგე. გონს მალევე მოვედი. კარზე ვიღაც აბრახუნებდა და მეძახდა. -ნატალი! კარგად ხარ? ნატ ხმა გამეცი! იცოდე კარს შემოვანგრევ. -რაც გინდა ის ქენი... კარს არ გაგიღებ! შენი სახის ნახვა არ მინდა. -ყველაფერს აგიხსნი...ეს მამაჩემის ახირებაა, მხოლოდ ბიზნესის გამო -მეგონა ბიზნესმენებს ვერ იტანდი. შენ კიდევ თვით სომერსის შვილი ხარ -შემომიშვი და ყველაფერს გეტყვი. ჩემი სახელის გარდა არაფერი მომიტყუებია. მე ის ვარ ვინც ვარ. მე ეისი ვარ. -არა... ეისი არ არსებობს... ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და გაქრა. ძალიან დავაგვიანე, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელი უფრო ადრე დადება. ამ თავთან დაკავშირებით თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. პ.ს შეიძლება ისტორიის განვითარებაზე იმოქმედოს თქვენმა აზრმა. პ.ს.ს ზოგან ნატალის ფიქრებია აღწერილი. სადაც ტირე-თი არ იწყება საუბარი არ არის. მხოლოდ ფიქრებია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.