ანდროგენი (სრულად)
„დღეები მიქრიან და მიქრიან, სიყვარული კი რჩება. იქ შიგნით ღრმად, საგანთა არსებაში, მჭიდროდ ურთიერთობენ და გულს აწყალებენ ამ ქვეყნის მიმდინარე საკითხები, იმ ქვეყნის საპირისპიროდ, ამისგან კი ადამიანი ვითარდება და მომაბეზრებელი ხდება ყველაზე სევდიანი და ტკბილი ტკივილი, ტკივილთა შორის- სიცოცხლე.“ უნამუნოს ამ ფარზის წაკითხვისას გაეღიმა კანდელაკს და აღფრთოვანების ჩვეულმა ჟრუანტელმა დაუარა.საათს დახედა- ოთხის ათი წუთი იყო, არაფერი ჩანდა ბნელ ოთახში გარდა სამყაროს ნაწილად გამოყვანილი, მსუბუქი მატერიის ფორმის, საკუთარი სხეულის შავი სილუეტისა, რომელსაც მკრთალად ეცემოდა მთვარის შუქი. „მომაბეზრებელი სიცოცოხლე“, ეს ის არის, რაც ზუსტად აღწერს მის არსებობას. ცის კიდურიდან მალე ამოიწვერება მზე თავისი დიდეულებით, ის კი წევს საწოლზე, ეწევა სიგარეტს და ფიქრობს თავისი ცხოვრების განვლილ 20 წელზე. ცხოვრება არავისთვის ყოფილა მარტივი, ამ მხროვ არც ის იყო გამონაკლისი. ბავშვობიდან ხვდებოდა, რომ სხვებთან საუბარი უჭირდა უფრო სწორად არც უნდოდა, ადმიანები ერთფეროვნები იყვენენ, ეს ალბათ იმ პატარა ქალაქის ბარლიც იყო, სადაც ბავშვობა გაატარა და სადაც ადამიანები უბრალოდ არსებობდნენ ისინი უფერულები იყვენენ, მათი ცხოვრებისგან კი მხოლოდ ერთი უსწორმასწორო საფლავის ქვა რჩებოდა, ისინი თავიანთ ჩარჩოებში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ შეზღუდული, იძულებით მიღებული თავისუფლება, რწმენა, სიყვარული, ოჯახი და ღირებულებები, ისიც მსგავს ოჯახში გავიზარდა, სადაც გეუბნებიან რა უნდა აკეთო, ვინ უნდა გწამდეს, ვინ უნდა გიყვარდეს, საერთოდ როგორ უნდა იცხოვრო, მან კი ბავშვობიდან უარი თქვა ამ დამკვდრებულ, ძვლებში გამჯდარ წესებზე და შეხედუელბებზე, ამის გამო მშობვლებთან ხშირად ჩხუბობდა, ისინი არსდროს ცდილობენენ მის გაგებას. მის ამბოხს, პროტესტს, ძალადობითა და ცარიელ ოთახში გამოკეტვით პასუხობდნენ, ამ ცარიელ ოთახში ძალიან დიდი დროის გატარება მოუწია, მასში კი მხოლოდ წიგნების კარადა იყო, ისიც იმისთვის რომ ფიქრი ცოტახნით მაინც შემეწყვიტა და შიშილის გრძნობა გამეყუჩებინა კითხულობდა, მთელი დღეები კითხულობდა და ეს ეხმარებოდა. წიგნებმა გაგიჟებისგან იხსნეს. თავისი გონებით უკამყოფილო არასდროს ყიფილა, პირიქით იცოდა მისი შესაძლებლობები და მათ სწორად გამოყენებას ცდილობდა, სკოლაში მიუხედავად იმისა რომ სწავლის, არც ერთ მეთოდს არ ეთანხმებოდ, მაინც ყველაზე კარგად სწავლობდა. თანდათან საუბარი შეწყვიტა, შეწყვიტა რამის გაპროტესტება უბარლოდ ბრძოლა, მთელს დღეებს სწავლას უთმობდა, შედეგად კი სრული დაფინანსებით მოხვდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულეტეტზე. მშობლებს ეს უფრო გაუხარდათ ვიდრე მისი არსებობა , რადგან ეს არ იყო ის რაც რეალურად უნდოდოა ეს უბრალოდ ერთადერთი გზა იყო, რომ იმ ქალქიდან , ის სახლი დაეტოვებინა. უნივერსიტეთან ახლოს პატარა ბინა იგირავა საკუთარი მოგროვებული ფულით, რომელიც წიგნის მაღაზიაში წლობის მუშაობითგამოიმუშავა. აგვისტოოს 29 ში კი საბოლოოდ დატოვა პატარა ქალაქი ნაცრისფერი ადამიანებით და ეცადა ახალი ცხოვრება დაეწყო. პირველი კვირა ბინის მოწყობას და ნივთების დალაეგბას დასჭირდა. სწავლის დაწყებამდე კი ქალაქის გაცნობა გადაწყვიტა და ძალიან ბევრს სეირნობდ, უამრავი ლამაზი და რთულად მისასველელი ადგილი აღმოაჩინა, მუსიკასთან ერთად კი ეს ყველაფერი საოცრად საინტერესო და რომანტიული იყო. მშობლებთან სულ უფრო და უფრო იუშვიათად საუბრობდა. ცხოვრებაში პირველად იგრძენო სიმშვიდე, საკუთარი თავის აღქმადობა საკუთარ სხეულთან. ბევრი მეგობარი არასდროს ჰყოლია, იყვენენ ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ მასთან მეგობრობა, თუმცა ადამიანებს იმდენად კარაგდ იცნობდა, რომ მათი ამოცნობა მათი თვალებითაც კი შეეძლო, მათი სიყალბის სუნსაც კი გრძნობდა, მიუხედავად რამდენიმე კარგი ნაცნობისა, ერთადერთი ნამდვილი მეგობარი გაბრილი იყო, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა უნივერსიტეტში სამრთალზე, ამიტომ გაუცხოება არ უგრძვნია როცა ამდენ ადამიანთან ერთად შევედა ძალიან დიდ აუდიტორიაში. -ანოოო- გაეღიმა როცა მისი მონატრებული ხმა გაიგონა სადღაც ბრობოს სიღრმიდან“ - გაბრიელ, რომ იცოდე როგორ მიხარია, რომ აქ ხარ- მოეხვია“ -ვიცი,და სულ აქ ვიქნები. ხელი მოჰკიდა და ცარიელი ადგილისაკენ გაუიძღვა. ლექციები ჩვეულებრივ ჩატარდა, ამას ბევრი და საინტერესო ემოციები არ გამოუწვევია ყველაფერი უღიმღამო იყო და მარტივი. უნივერსიტეტდან ანო და გაბრიელი მასთან წავიდნენ ლუდი და სიგარეტი იყიდეს და დოლანის ფილმი ნახეს. როცა ფილმი დასრულდა დიდიხანს იჯდნენ ჩუმად, ყოველთვის ასე იყვნენ ხოლმე ფილმის მერე მასზე ფქირობდნენ, მერე ეწეოდნენ და ის მიდიოდა. რამდნიმე თვის შემდეგ კი ძილისთავის აღარ ჰქონდა დრო, სწავლა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე იმედოვნებდა, თუმცა ეს კარგიც იყო. ასე ნაკლები დრო რჩებოდა ფიქრისთვის. ცხოვრება მიედინებოდა დუნედ და მშვიდად, მხოლოდ ბნელ ღამეში უკვე გამთენიისას, მშვიდიი მუსიკისა და სიგარეტის ფონზე გრძნობდა, რომ სამყარომ მასაც უწილადა მისი მცირე ბენდიერება და სიმშვიდე, დილით კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ბევრი ადამიანი გაიცნო, თავიდან მათ თვალებში შიშს ხედავდა მისი უფერულობის და უხეში თვალების გამო, მაგრამ მერე მათი შიში გაქრა და მიხვდა, რომ ყველა ძალიან სასიამოვნო იყო, ამიტომ ისიც ასევე პასუხობდა მათ. პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ სტიპენდია აიღო, ძალიან დიდ შრომად დამუჯდა, მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო თან კარაგდ ესწავლა და მშობლებისგანაც ფული არ აეღო. ჰო, ეს ანოა, ვფოქრობ რომ სხვებისაგან არაფრით გამოირჩევა ყოველ შემთხვევაში ამას ძალიან ცდილობდა მისი უფერული, შავი სამოსმით, რომლიც მუდმივად ეცვა, მაქვს ძალიან მოკლე თმები და ლურჯი თავალები, სწორი პატარა ცხვირი ჰქონდა. საკვები ყოველთვის არსებობისთვის აუცილებელი დანამატი იყო და ის სიამოვნების ობიექტად არასდროს უქცევია, ამიტომაც ბუებრივია რომ გამხდარი იყო, თუმცა არც ძალიან შემშფოთებლად. ახლა კი მინდა მოგიყვეთ მისი ისტორია, რომლზეც ბევრი უფიქრია და ხშირად დაუსვამს კითხვა, რომლზე პასუხი არსაიდან ისმის -რატომ ის?~ იმ დღეს მთელი ღამე ვერ დაიძინა, ისედაც ძალიან უჭირს დაძინება, მაგრამ ის ღამე ძალიან უჩვეულო იყო, ემოციურად სავსე იყო, თუმცა არ ვიცი რატომ, ვერც მუსიკამ და კითხვამ უშველა, ძალიან სციოდა, იანვარი იწურებოდა და ზამთარი ისევ ბობოქრობდა ფანჯრებს მიღმა, თბილი სახლების მიღმა. ექვსი საათი სრულდებოდა, როცა მიხვდა აღარ შეეძლო საწოლში დაწოლა, ადგა, შავი შარვალი და დიდი სქელი შავი მაისური ჩაიცვა , მისი დიდი ბატინკები, რომლებიც ყოველთვის ეცვა და გრძელი დიდი პალტო, რომლიც ძალიან დიდი იყო მისთვის, მაგრამ ის ერთმა მოხუცმა აჩუქა თატრიდან, რომლიც ერთ წარმოდგენაზე გაიცნო და ბევრიი ისაუბრეს წიგნებზე, ის იმდენად აღფრთოვანდა მისი აზროვნებით და ასაკით, სთხოვა რომ მის სათაყვანებელ პალტოს თუ ის ჩაიცვამდა ეს მას ძლაიან გააბედნიერებდა, რადგან მალე ის მოკვდებოდა ამ სამოსის ისტორია კი კიდევ უნდა გაგრძელებულიყო, მან გავუღიმე და მას შემდეგ სულ აცვია დიდებული სამოსი . მოიცვა პალტო და გაუყვა ცარიელი, ჯერ კიდევ ჩაძინებული ქალაქის ქუჩებს, არ ახსოვს რამდენი ხანი იარა ასე უაზროდ, გაეღიმა როცა მტრედები მოგროვდნენ დაყრილი საკენკის ირგვლივ, უყურებდა მათ და აღიქვმადა ჩუმი სამყაროს სიალმაზეს, დილით ყველაზე ლამაზია და მშვიდია ქალაქი. დიდხანს იდგა ასე, მერე კი ბოლო მუჭაც მიმოფანტა ქვაფენილზე და სახე გაბადრულმა ისევ გააგრძელა გზა, თუმცა მალევე შეეყინა ღიმილი სახეზე, როცა მისკენ მომავალი მამაკაცი შენიშნა, არაფერი ახსოვს გარდა მისი უჩვეულოდ ჩაწითლებული თვალებისა, რომლებშიც დაღლა და ტკივილი დაინახა, არ ვიცი მაშინ სახეზეც თუ გამოეხატა ის უცანური გრძნობა რაც მაშინ იგრძენო, მაგრამ მიხვდა რომ სამყარო მაშინვე შეიცვალა გაქრა და მხოლოდ ამ თავლებმა დაიწყეს არსებობა. მათ უბრალოდ გვერდი ჩავუარეთ ერთმანეთს და სამყარომ ისევ განაგრძო ძილი. მივხვდა, რომ დაიღალა და უბრალოდ სახლში წავიდა. ჩაწვა და ძალიან დიდხანს ეძინა. ლაზარე: კარის ბარხუნმა გამაღვიძა, ძლივს შევძელი თავის წამოწევა, ცოტა დრო დამჭირდა მივხვდარიყავი რომ ჩემს ოთახში ვიწექი, ჩემს მკერდზე კი წითელთმიან გოგოს ეძინა. ბრახუნზე ეტყობა მასაც გამოეღვიძა და თავი დუნედ ასწია, როცა მიხვდა რომ მეც მეღვიძა გამიღიმა და ეცადა ეკოცნა ჩემთვის. მაგრამ დილით ქალების ტუჩები ყველაზე ნაკლებია რაც მჭირდება, უხეშად მოვიშრე და იქვე დაგდებული შარვალი ამოვიცვი. კარზე ისევ გაისმა ბრახუნი. - ლაზარეეე. -მისი ძმაკაცი ბღაოდა. კარის გაღებისას მაშივნე შემოვარდა, ეტყობა ჯერ კიდევ მთვრალი იყო. - აუ რამე დამალევინე რა, მეზრაება ახლა სახლში მისვლა და თაკოს წიკების მოსმენა, აქ დავიძინებ. - რაც გინდა ის ქენი ტო, არ შეგეძლო კარი შემოგემტვრია და დაწოლილიყავი რას ამაგდე ასე ადრე საწოლიდან . გაკვირვებით, არაფრის მთქმელი თავლებით შემომხედა და იქვევ მდვანზე მიწვა -კარგი აწი ასე ვიზამ. ~ ლაზარე ისევ ოთახში დაბრუნდა, წითელთმიანი ჯერ ისვე საწოლში იწვა, მთელი სხეული სტკიოდა და მშვიდად და სიამოვნებით უყურებდა მამაკაცისგან დატოვებულ სილურჯეებს ხელებზე, კბენის კვალს ყელზე, ფეხებ შორის მწველ ტკივვილს გრძნობდა თუმცა მაინც იზიდავდა ეს კაცი, ჭკუიდან შლიდა მისი მბრძანებლური, მომთოხვნი, უხეში, დამოკიდებულება. როცა მამაკაცი მის გვერდით წამოწვა, მიხვდა მიუხედავდა ტკიივილისა როგორ მოენტრა გუშინდელი ალერსი და მისი მკაცრი და უხეში შეხება, ამიტომ მისკენ გაიწია და შიშველი სხულით შემოეხვა .- - -უნდა წახვიდე- უთახრა ბიჭმა მკაცრად და სიგარეტი გააბოლა, 0-რა? ჯერ ნორმალურად არც გათენებულა ლაზარე. - ბიჭმა გადახედა მისი შავი თვალები უჩვეულოდ გაშავებულიყო, ქალისკენ დაიხარა და ხელები ყელზე შემოხვია თითქოს მის დახრჩობას ცდილობდა. ქალი გრძობდა როგორ უჭირდა სუნთქვა, სიგარეტის ნამწვავი, რომლიც ხელში ეჭირად მის ნაზ კანს ოდნავ მიადო და ქალმა ტკივილისგან და სიამოვნებისგან ამოიკვნესა. მამკაცმა კი ტუჩები ყურთან მიუტანა და უთხრა. -არ მაინტერესებს რა დროა ნორა, მარტო მინდა ახლა ყოფნა. დაა*იე აქედან.- მალეეე. ქალი სასწაფოდ წამოხტა , მისი ტანსაცმელი მოკრიფა და სახლიდან გავარდა, ყოველთვის ასე იქცეოდა ლაზარე, სხვები ქალთმოძულესაც კი ეძახდნენ, რადგან ყოველთვის უხეშად ექცეოდა მათ, თუმცა ქალებს ყოველთვსი იზიდავს ევასეული მორჩილება, და მუდმივად ისწრაფვიან მისკენ. მასზე უამრავი გოგო გიჟდებოდა , რადგან ვერავინ უძლებდა მისი სხეულის სრულყოფილებას, მის ძალაუფლებას და სიმკაცრეს, ყველას იმდენად იპყრობდა მისი ქალის წოდების სურვილი, რომ ამისთვის ყველაფერზე მიდოდნენ. ლაზარე ბევრს არსდროს საუბრობდა, მაგრამ მასზე ბევრი საუბრობდა. ყოველთვის ზედმეტად მშვიდი და მკაცრი იყო, მას შემდგე კი რაც მშობლები მოუკლეს ძალიან უხეში გახდა, იმ დღის შემდეგ არავინ დარჩა და ამ მკვლელობაზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა თბილისი. 17 წელი გავიდა უკვე მართალია ტკივილმა მიიძინა, მაგრამ შურისძიების გრძნობა ჯერ კიდევ არ აძლევდა სუნთქვის საშუალებას დადეშქელიანს. ამობდნენ რომ მკვლლელების პოვნისთვის ისეთ საშიში და ცუდ წრეებთან დაიჭირა საქმე, რომლებზეც დღემდე შიშით საუბრობენ. როგორც კი სიგარეტის უკანასკენელი ღერიც მიილია, მიხვდა რომ სახლში გაჩერება აღარ შეეძლო, ჩაიცვა და ქუჩაში გავარდა ჯერ მირბოდა, ალბათ შვიდი საათიც არ იყო ჯერ ამიტომ ქალაქი სულ დაცრიელებულიყო, ყველფერი აღიზიანებდა და ახრჩობდა, ეზიზეღებოდა საკუთარი თავი, ის გოგო, ყველფაერი რაც გუშინ მას გაუკეთა სისიხლიანი ზეწარი, რომლიც ოთახში დატოვა, მთელი სამყარო და ყველაზე მეტად საკუთარი ცხოვრება, ბოლოს როცა იგრძნო ვეღარ სუნთქავდა გაჩერდა კედლეს მიეყრდნო და ა ასე იყო სანამ, ისევ არ იგრძნო რომ ხელები და ფეხები ჰქონდა, რომ ადამიანი იყო და არსებობდა. მჭიდროდ მოიხვია ქურთუკი და უბრალოდ გზა განაგრძო. მისი ყურადღება გოგომ მიიიქცია, რომლიც მტრედებს საკენკს უყრიდა და იღიმებოდა, გრძნობდა რამდენად ბედნიერი და მშვიდი იყო ის, ლამაზი იყო ამის ყურება, როცა გოგონამ ბოლო მუჭა საკენკიც დაუყარა მტრედებს წამოვიდა და როცა ლაზარე დაინახა, ღიმილი მაშინვე გაუქრა, თითქოს სამუდამო აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ არ უნდა გაეღიმა და როცა ვიღაცამ ასე დაინახა ასეთი ბუენბრვი და ემოციური, თავლები დამნაშავესავით დახარა, თუმცა როცა ლაზარე მისკენ გაემართა კარგად დაინახა მმისი ცივი, ლურჯი თვალები, უცნაური ლურჯი იყო ყვითელში გარდამავალი, იგრძნო რომ მას ფერები ჰქონდა და ის ყვითელი იყო. ყველაფერი დაავიწყდა სამყაროში, როცა გვერდი ჩაუარა მიხვდა რომ დაიღალა, დასრულდა პროტესტი და ამბოხი, უბრალდო დამშვიდდა. უკან მოიხედა, მაგრამ ის უკევ ძალიან შორს იყო. *** აუ ანო დარჩი რა დღეს- გოგონამ ტუჩები მოკუმა, თხოვნის ნიშნად. -არა მარ, ვერ დავრჩები, თან უნდა ვიმეცადინო, საანამ არ დამეძინება -არადა რამდენი რამ გაგიკეთე მამიდა, ყველაფერეის ჭამა ჯერ ვერ მოასწარი. -კარგი რა ნონა, ისედაც ძალიან შეწუხდით, წავალ მე. კიდევ მოგინახულოებთ. ანო თბილად გადაეხვია მამიდას და მამდიდაშვილს. ლიფტი არ უყვარდა ამიტომ ფეხით ჩავიდა, უკვე ბნელოდა და მიუხედაცად იმისა რომ გარეთ გასული არც იყო ი საშინელ სუსხიან ღამეს. როცა სადარბაზოდან გამოვიდა უეცრად საოცარი, წარმოუდგენელი რამ მოხდა. ვერ კი მიხვდა საიდან გაჩნდა მის გვერდით ამდენი ბიჭი, თან უმეტესობას ხელში რკინის ხელკეტი ეკავა. ულმობლად ურტყამდნენ ერთმანეთს, ყველაფერი იმდენად მოულოდნელი და არეული იყო ვერც კი გაიაზრა. აზრადაც არ მოსვლია ადგილიდან დაძვრა. უბრალოდ უყურებდა საინტერესო სანაახაობას და აღვიქვამდა საოცრად ბევრ ემოციას, რომელიც ამძიმებდა ისედაც დამძიმებულ ჰაერს. უცრად იგრძნო როგორ შემოხვია ვიღაცამ წელზე ხელი და ისევ სადარბაზოში შეიყვანა. ეტყობოდა ძალიან გაბრაზებული იყო, მსუბუქად მიაჯახა კედელს და კაპიუშონიდან უყურებდა. ანო კი მხოლოდ მის შავ თავლებს ხედავდა, სიბნელეში უცნაურად აკიაფებულს, არ ვიცი რამდენი ხანი იდგნენ ასე ბოლოს პალტოს ღილი შეუკრა გოგონაას და წავიდა. მალე ვიღაცამ იყვირა "ძაღლები მოდიანო" და ყველა სადღაც დაიფანტა, მერე ბევრი არაფერი ახსოვს უბრალოდ წამოვიდა, პოლიციამ გამოჰკითხა და უთხარი რომ ახლა ჩამოვედი ბინიდან. უკვე გვიანი იყო 12 ხდებოდა გაუაზრებლად გაუყვა ქუჩას. იქვე ახლოს ცხოვრობდა და ახლა მხოლოდ ჰაერი სჭირდებოდა... უკვე თითქმის სახლთან იყო, როცა მიხვდა, შავი მანაქანა მოჰყვებოდა. უფრო სწრაფად დაიწყო სიარული და სადარბაზოში შევედა. ბინის კარი კარგად ჩაკეტა, შუქი არ აუნთია. ფრთხილად მივიდა ფანჯარასთან , ნახა როგორ იდგა კორპუსიის ქვევით შავი მანქანა. ცოტა ხანში მაღალი მამკაცი გამდმოვიდა და ბინას ამოხედა სახეზე არანაირი ემოცია ეტყობოდა დიდხანს იდგა ასე , მერე მანქანის ბორბალს ძლიერად მოარტყა ფეხი და ძალიან სწრაფად გაუჩინარდა. ანო საწოლზე ჩამოჯდა ტანსაცმელი გაიხადა და შეამჩნია რომ ის ადგილი სადაც ბიჭი შეეხო გაწითლებული ჰქონდა. როგორც კი გადმოვიდა მაშინვეე იცნო მისი ჩაწითლებული შავი თვალები რომლებიც წინა კვირას ნახა ცარიელ ქალაქში. ლაზარე: რა გჭირს ტო? - გადახედა ლუკამ თავის ძმაკაცს, რომელიც მდივანზე იჯდა, ერთ ადგილს მიშტერებოდა და ხმას არ იღებდა.- კაი რა ხომ იცი მაგათ მერე ისედაც მივხედავთ დღეს გაუმართლათ ხვალ ვერ გაგვექცევიან. - ეგ დედა*******ები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ახლა. - ის გოგო ვინ იყო შენ რომ გაიყვანე? - ლაზარებ გაბრაზებული სახით გადხედა მეგობარს მაგრამ არაფერი უთქვამს. - ისე მგონი სიკვდილი უნდოდა, მსგავს მომენტებში ქალები არ ყვირიან ტოო? მოიცა რა გჭირს ძმაო ასეთი გაბრაზებული არასდროს მინახიხარ, ჩემს ცემასაც ხო არ აპირბ? - ეცადე ხუმრობით განემუხტა სიტვაცია. - - გაანებე ბიჭო თავი ნუ მო****ი ტვინი - გასძახა საბამ მეგობარს და სიგარეტი გააბოლა. ლაზარე წამოდგა და უთქმელად გავიდა სახლიდან. უკვე თითქმის თენდებოდა ისევ ნაცნობ კორპუსს მიუახლოვდა. ვერ გაგეგო აქ რა დატოვა, ვერ მიხვდა რატომ იქცეოდა ასე ან რატომ გრძნობდა საშიენლ ბრაზსს იმის გამო რომ "მას" ამ ყველაფრის ნახვა მოუწია. საკუთარი თავი აგიჟებდა და ჭკვუიდან შლიდა ეს მდგომარეობა რომელსაც სახელს ვერ არქმევდა .. გაბრაზებულმა ისევ დაქოქა მანქანა და საყვარელ კლუბშიი შევიდა. რამდენიმე ჭიქის შემდეგ იგრძნო როგორ ჩამოჯდა მის გვერდით ლამაზი გრძელფეხება ქალი, წითელი კაბით. სახეზე არც შეუხედავს მისკენ მოიზიდა და აკოცა. ქალი რომელიც დიდიხანი ელოდა ამ მომენტს, სიამოვნებით აყვა მის ვნებიან კოცნას. ძალიან მალე კლუბიდან ერთად გამოვიდნენ. ძალიან უნდოდა მამაკაცს ახლა მხოლოდ ამ ქალზე ეფიქრა და დაევიწყებინა , გაეყუჩებინა უცნაური შეგრძნება მის თავში. როგორც კი ოთახში შეიყვანა კაბა შეამოახია და მჭიდროდ აეკრო ქალის შიშველ სხეულს. -თვალებში მიყურე- წარმოთქვა მტკიცედ და მალევე მოიცვა ოთხი ქალის ტკივილნარევმა სასიამოვმო კვნესამ. ყოველი ბიძგის შემდეგ ხედავდა მამაკაცი ნაპერწკლებს ქალის თვალებში უფრო მეტ სურვილს, უცებ ყველაფერი გაქრა და ქალს მწვანე თვალები ლურჯად შეეცვალა , ნაცნობ ლუჯ თვალებად რომელშიც ყვითელი ფერიც მოჩანდა კარგად დაკვირვებისას. ბალიში აიღო და ქალს სახეზე დაადო, როცა ორივემ მიაღწია ორგაზმს, მთელ სხეულში იგრძნო დაღლა ბოლოჯერ შეხედა ქალს. მისი მწვანე თვალების დანახვისას გაეღიმა და მალევე ჩაეძინა. *** სიცივეს მთლიანად მოეცვა გარემო ფანჯრის მიღმა, შავმა ღრუბელმა ისევ გაახვია სამყარო თავის შავ მარწუხებში. დილა იყო ადრიანი, თუმცა უკვე ისე ბნელოდა, რომ დილის არსებობის აქტის დამტკიცება მხოლოდ საათის ისრებს შეეძლოთ, სამყარო ნისლში იყო გახვეული ანო კი ფანჯრის წინ იდგა, ხელში ცხელი ჩაის ჭიქით, ასეთ მომენტში, ასეთ ცივ დღეს ყოველთვის წარმოიდგენდა თბილ, დიდ სახლს, უამრავი ადამიანით, რომლებსაც უბრალოდ უყვარდათ ერთმანეთი ყველგვარი მოვალეობებისა და ვალდებულებების გარეშე, უბარლოდ იმტომ რომ სუნთქვამდნენ. წარმოიდგენდა, სახლს, სადაც მუდმივად უყვარდათ ,ფუქფუსსებდნენ და ზრუნავდნენ ერთმანეთზე. ჩაის ბოლო ყლუპიც მოსვა და სევდიანი თვალები მოავლო ცარიელ , მარტოსული , ცივ ბიბნას, ჩანთა ზუგზე გადაიკიდა და სახლიდან გავიდა . ტრანსპორტით თითქმის არასროს დადიოდა, მუსკის ფონზე სეირნობა ფიქრის საუკეთესო საშუალება იყო, თან ამ დროს შეგიძლია ისეთი რამ დაინახო რასაც სხვები ვერ ხედავენ ხოლმე. -ანოოო- უნივერსიტეტში შესვლისას მაშინვე მოესმა ნაცნობი, თბილი ხმა. მალე მისკენ მომვალი, მაღალი, ბიჭი დაინახა . რომელსაც გრძელი თმა მხრებზე გადმოეშალა, მისი მომდგარი მაისური კი უფრო მეტად გამოკვეთდა მის დიიდ მხრებს, რომლიც გოგონას მოეხბია და გულში ჩაიკრა. გაბრილი ანოსთვის ის ერთადერთი ადამიანი იყო რომლსაც ენდობოდა ამ სამყაროში რომელისაც საკუთრ თავზე მეტად სჯეროდა, ის სწორედ მაშინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდებნოდა,. ლექციების შემდეგ შუალედში გადაწყვიტეს რაიმე ეჭამათ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო ჰქონდათ. -ანო, უჩვეულოდ ჩაფიქრებული ხარ დღეს რამე მოხდა? გაბრელმა წინ ყავა და ფუნთუშა დაულაგა. - ამმ, არ ვიცი, ჯერ თუმცა როცა ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ მოგიყვები აუცილებლად. - კარგი, ხომ იცი რომ შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ. -ვიცი -მიყვარხარ -მიყვარხარ - ეს სიტყვები ორი მეგობრისთვის ერთგვარი საშვი იყო, ან თუნდაც კოდური სიტყვა, რომლთა თქმის შემდეგაც მეგობრობის საიდუმლო აღთქმას დებდნენ... მათი ურთიერთობა გვერდიდან, უცხო თვალისთვის ძალიან ახლო იყო და ყველას შეყავრებულებად მიაჩნდა ისინი, რადგან არავის შეეძლო ისე გაბრწყინებოდა თავლები ქალის დანახვისას როგრც გაბრიელს, თუმცა ანოსთვის ის უბრალოდ სულის ნაწილი, იყო ერთ-ერთი მზიეზი არსებობისთვის.- -დიახ, - ჩასძახა გაბრილმა ტელეფონში, რომლიც რამდენიმე წამის წინ აწკრილდა- რა მოხდა? აუ ისევ? კარგგი არ ინერვიულოთ, ახლავე მოვალ. დამელოდოს. - ანო უნდა წვაიდე დედაჩემი ისევ ცუდად გახდა, ხომ იცი მხოლოდ ის დამრჩა და მოვკვდები მას რომ რამე დაემართოს. - რა თქმა უნდა გაბრილ უნდა წახვიდე. ჩემზე არ იადრდო. თუ გინდა წამოვალ მეც -არა ასე არ მოეწონება თუ გნახავს, რამდენი ხანია მთხოვს გამაცანი ანოო, სხვა დროს წაგიყვან მასთან როცა უკეთ იქნება, თავზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯებით გაუჩინარდა ბიჭი. ანოს კიდევ რამდენიმე ლექცია ჰქონდა, დღის ბოლოს კი როგროც ყოველთვის ბიბკლიოთეკაში წავიდა სადაც მეცადინობდა ხოლმე. მუუშაობამ ისე გაიტაცა, რომ ვერც კი მიხვდა როგორ დაღამდა, ან დრო როგორ გავიდა, მაშინ მოეგო გონს როცა ბიბლიოთეკარმა ზრდილობიანად უთხრა რომ იკეტებოდნენ. მაშინვე მოაგროვა მისი ნივთები რამდენიმე წიგნიც წამოიღო სახლში, რათა მუშაობა გაეგრძელებინა. საღამოს უფრო მეტად აციებულიყო, ქუჩაში არავინ იყო, მანქანებიც კი უჩვეულოდ შეთხელებულიყვენენ. მჭიდროდ მოიხვია პალტო და გაუყვა ჩაბNელებულ გზას. ლაზარე: სიმდიდრეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, პირველ რიგში ის დამატებიზთი შესაძლებლობაა ადამიანის ისედაც მრავლი შესაძლებლობის მიღმა, მანიპულაციის მნიშვნელოვანი ბერკეტია, ამ შემთხვევაში არ გჭირდება იმის კეთება რაც არ გინდა რომ გააკეტო. ამიტომაც არც ლაზარეს გასჭირვებია წყნეთის გზატკეცილის 4 ნომერში მდებარე კორპუსში მცხოვრები 18 დან 23 წლმადე გოგონას ვინაობის გაგება , ლუკას მეშვეობით, რომელიც გამომძიებელი იყო არ გასჭირვებია „მის’ შესახებ პირადი მონაცემების მოძიება. - მოკლედ ძმაო, ანოს დოსიეს გავეცანი და ყველაფერი სუფთაა, თბილისიდან 300 კილომეტრში დაიბადა ერთ პატრა ქალაქში, 19 წლის არის. ჩვეულებრივი მშობლები ჰყავს, არაფრით გამორჩეული, მამა ბანკში მუშოაბს, დედა მასწავლებელია, ანო მათი ერთადერთი შვილია. დაფინანსებით ჩაირიცხა და მას შემდეგ აქ გადმოვიდა სასწავლებლად. უნივერსიტეტში ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტია. მოკლედ ჩვეულებრივი უფერული ცხოვრების აღწერაა, არაფერი განსაკუთრებული, ამიტომაც პირადი გამოცდილებოდან გამომდინარე ყველაზე მეტად ეს ამშინებს, თან ხომ უნდა გამეგო ჩემი მომავალი სარძლოს შესხებ უფრო მეტი, - ხო კარგი კარგი ვიხუმრე უბრალოდ ნუ მიღრენ - დაამატა მაშინვე ლუკამ როცა ლაზრე მისკენ წამოიწია გაბრაზებული სახით .- მოკლედ სკოლის ჩანაწერები ამივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი რამ ხომ სწორედ ბავშვობაში ხდება და აღმოჩნდა რომ ანო კომფლიქტური ბავშვი იყო, ხშირად მოსდიოდა ჩხუბი მასწავლებლევბთან , ნუ ყველანი ასეთები ვართ მაგრამ აქ მთავარი ის არის რომ 8 კლასში მან თვთმკვლელობა სცადა ვენები გაიჭრა, ეს მისი ფსიქოლოგის დასკვნაში ამოვიკითხე ასევე იყო რამდნიმე შენიშვნა, მასწავლებლების ჩანაწერებიდან, რომ მას ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა რომ მათ სახლში სოციალუირ მუშაკი მაივლინეს, რომელსაც უნდა შეეფასებინა ოჯახური პირობები, რამდნიმე თვიანი დაკვირვების შედეგად სოციალურმა მუშოკმა მათი ოჯახური მდგომარეობა იდეალურად შეაფასა და ეს საქმეც ამით დაიხურა. აარაფერი საეჭვო არ მომხდარა ამის შემდეგ. - -ღადაობ ტო, ცამეტი წლისამ როგორ მოიფიქრა მსგავსი რამ, ან რამ აიძულა- ხელები ერთმანეთს გადააჭდო და ოხვრით ჩახარა თავი საბამ. - -ლაზარეს თავალი ერთი ადგილისთვის გაეშტერებინა, არაფერი უთქვამს. ვერც მეგობრები ეუბნებოდნენ რამეს. ბოლოს მშვიდად წამოდგა. -მადლობა ლუკა. წავედი მე. - თქვა და გავიდა. - ღამის სუსუხმა და სიცივემ თითქოს გამოაცოცხლა. მანქანას მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა. არც კი იცოდა რა დაერქმია თავისი ფიქრებისათვის, მას არ ჰყავდა მშობლები და ისინი ყოველდღე უფრო მეტად ენატრებოდა, ყოველდღე უფრო აუტანელი ხდებოდა ტკივილი, მაგრამ სმაყაროში სხვას ვისაც ორივე მათგანი ჰყავს უბრალოდ შეიძ₾ება ეზზიზიღებოდეს. ყველა და არავინ იმსახურებს იმას რაც აქვს, რადგამ ყველაფერი რაც აქვთ ადამიანებს დაუფასებელია, რაც არ აქვთ კი დაფასებული. სიგარეტს ეწეოდა და ისევ მისი თავლები ედგა თვალწინ. ის სევდიანი ყვითელნარევი ლურჯი თავლები. ვერც კი ხვდბეოდა რა ემართებოდა, ახლა ხომ ამის დრო ნამდვილად არ ჰქონდა 17 წელი ელოდებოდა იმ დღეს როცა იპოვიდა მისი მშობლების მკვლელს და ახალა როცა მიზანთან ყველაზე ახლოს იყო, ახლა ნამდვილად ვერ მისცემდა თავს საშუალებას სისიუტე ეპოვნათ, მასში რაც უფრო მეტად ხარ მარტო მით მეტად ძლიერი ხარ. რადაგნ ყოველი გრძნობა შეძენელი თუ თანდაყოლილი გასუსტებს და ამ ქვეყნიურ სამყაროს უფრო მეტად გაჯაჭვებს. მანქანა დაძრა მოწყვეტით და ჭავჭავაძისკენ გადაუხვიოა, მიზეზი არ ჰკითხოთ მაინც ვერ გიპასუხბეთ, უბრალოდ გადაწყვიტა რომ ისევ შეეგრძნო მისი ფსევდო სიახლოვე, უამრავი სართულისა და კედლის მიღმაც კი, თუნდაც უბარლოდ მის ოთახში ანთებული შუქი ენახა, თუნდაც ბოოლოჯერ და უაბრლოდ დაესრულებინა ის რაც აარც კი დაწყბეულა, რაც ინდივიდუალური იყო, პირობითი და მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ტანში ჟვრატელი უვლიდა მისი თვალბის გახსენებისას, მისი კანის წარმოდგენისას, მისი სურვილი მთელს სხეულში უვლიდა. ქუჩებში თითქმის არავინ იყო, თუმცა კარგად შეამჩნია როგრო მიემწყვდია ორ ბიჭს შენობის კედელთან გოგონა, ერთი ხელებს უკავებდა მეორე კი მის კოცნას ცდილობდა, . - -- ამათი დედა****ი- შეკურთახა და მაქნიდან გამოვარდა, მაშინვე მათკენ დაიძრა და ვერც კი მიხვდა რა დაემართა, როცა უცნობი გოგონას ნაცვ;ლად ანო შერჩა, რომლიც ტიროდა და ტუჩი გახეთქოდა, არაფერი ახსოვს, მხოლოდ გოგონას ყვირილმა, თხოვნამ მოყვანა გონს, რომლიც ევედრებოდა გაჩერებულიყო. თვითონ ერთ- ერთი მათგანი გაეგდო ფეხქვეშ და ისე ურტყამდა, რომ სახე მთლიანად დუაფარა ბლანტმა სისხლმა, მხოლოდ ახლა მოაგონდა ანო, რომლიც ალბათ ძალიან შეშინებული იყო. ხელები ერთიანად გასისიხლიანებოდა, მეორეც იქვე ეგდო უგონოდ. ფრთხუილად წამოდგა და გოგოსკენ გადადგა რამდნიმე ნაბიჯი, მაგრამ მან უკან დაიხია, ახლა მის თავლებში მხოლოდ შიში ამოიკითხა. - - არაფერს დაგშავებ, თავლებში შემომხედე ხომ მენდობი?>- მხრებში ჩაავლო ხელები და თავალებში ჩახედა, მისი მწყრალი შავი სევდიანი თავლები მიანათა. - გოგონამ მცირე დუმილის შემდეგ უხმოდ დაუქნია თავი. - კარგი მაპატიე, ეს არ უნდა გენახა, დამელოდე. მაშიჯნვე ტეელეფონი ამოიღო და საბას დაურეკა. - საბა სასწაფოდ ჭავჭავაძეზე მოდით ორი დედა*****ი შემომეცემა და მოსაშორებელია. - -არვიცი ცოცხლები არაინ თუ არა, მაგათთვის ჯობია აღარ სუნთქვადნენ. მე უნდა წავიდე . - პასუხს არც დალოდებია ტელფონი გამორთო. - -წამოდი წაგიყვან, ხომ კარგად ხარ . - -ვარ.. ჩუმად ამოთქვა გოგონამ მისთვის არც შეუხედავს, ბიჭმა წლეზე მოხვია ხელები და მანქანისკენ წაიყვანა, საოცრად დაუცველი და შეშინებუილლი ეჩვენა ანო, უნდოდოა მოხვეოდა და მთელი სამყაროსგან ეხსნა იმ ნიავისგანაც კი რომლიც ცივად დაუვლიდა მის სხეულს. თუმცა არ უნდოდა უფრო მეტად შეეშინებინა. მანაქანის კარი გაუღო და ფრთხილად ჩასვა. მალე თვითონაც მოთავსდა მძღოლის სავრძელში , ჯიბეები მოიქექა და არც კი დაფიქრებულა ისე ამოიღო დედის ნაჩუქარი ცხვირსაცოხი, ტუჩიდან წამოსული სსისხლი ნელა მოწმინდა, ცრემლებიც შეუშრო. - -მადლობა - უთხრა ჩუმი, ნაზი ხმით გოგონამ და ცხვირსახოცი გამოართვა . ლაზარემ იგრძნო რომ ძალიან დიაღალა, საჭეს თავი მიაყრდნო და ასე გაირინდა, არც ის იღებდა ხმას, მხოლოდ მათო სწაფი გულისცემა არღვევდა სიჩუმეს, ეს დუმილი კი ყველაზე ხმაურიანი იყო. ცოტა ხანში მანქანა დაძრა ლაზარემ და ასევე უხმოდ მიიყვანა ანო სახლში. გადმოსვლას არც ერთი ჩქარობდა. გრძნობდა როგორ ტიროდა ჩუმად ანო, ტიროდა იმიტომ რომ ასეთი სუსტი და დამცირებული , იყო. უკვირდა, უხაროდა მისი აქ ყოფნა , უამრავ გრძნობას ერთიანად მოევცა, ბოლოს ძალები მოიკრიბა და მანქანიდან გადმოვიდა. ბიჭიც გამოჰყვა მანქანას მიეყრდნო და უბრალდო უყურებდა მიმავალს. უეცრად გაჩერდა გოგო, შემობრუნდა და ისევ შეანათა მისი ლურჯი თვალები ბიჭს, ფრთხილად მიუახლოვდა და ჩეხუტა. 26 წელი იცხოვრა ლაზრე დადეშქელიანმა, მაგრამ აარასდროს ამ სამყაროში, მისთვის განკუთვნილ ცხოვრებაში მსგავსი სიმშვიდე არ უგრძვნია, მანაც მოხვია ხელები და იგრძნო როგრო თრღოდა ანოს სხეული. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ხანი იყვნენ ასე, ან საერთოდ დროის რომლ განზომილებაში ხდებოდა ეს, ქაოსური სამყარო მათთვის უბრალოდ გაჩერდა და ყველაფერმა აზრი დაკარგა, იდეებმა, ბრძოლბმა ადამიანურმა გარდატეხებმა, უბარლოდ გონებაც დაიღალა და შეწყვიტა ფიქრი. გრძნობდა გოგონას სურნნელს, მის თმებში ჩაერგო თავი და ეფერებოდა, მისთვის აწ უკვე ყველაზე ძვირფას და უცნობ ქალს. -მადლობა- ჩუმად ჩასჩურჩულა გოგონამ ყურთან და გაქრა. მისი სურნელი რომ არა მართლა დაიჯერებდა რომ ეს უბრალოდ მისი წარმოსახვა იყო . დაელოდა როგორ აინთო შუქი და წავიდა. - სულ გაგიჟდი ხო შენ ? სად გინახავს ასე ადაამიანის ცემა?- რა მოხდა ასეთი ან ჩვენ რატომ არ დაგვირეკე, საერთოდ რატომ ვარსებიობთ იიცი? - აუ ნუ მიტ****თ რა , ქალზე ძალადობდნენ. - მოიცა აქ მარტო ქალის ამაბავი არ არის- ცაფოქრდა ლუკა 0- ანო, რა თქმა უნდა, ანო იყო ის ქლაი არა? - ჰო იყო. - მაგათი დედს****ი მე, მიკვირს როგორ გადგირჩნენ საერთოდ, სახეზე გეტყობა იმენა ყველაფერი. დღეს დარეკეს, საავადმყოფოში არაინ, თურმე ბიზნესმენი რომაა რატიანი მისი შვილი ყოფილა ერთ-ერთი მგონი ასე მარტივად ვერ გამოვალთ ამ ამბიდან . - -ჰოდა მოვიდნენ რა პრობლემაა, ბოლოოს იმას იანნებენ მაშინ რომ არ მოვკალი. თქვა მშვიდად და მდივანზე ჩამოჯდა მოწყვეტით, თავი მდივნის კიდეს დააყრდნო და თავლები დახუჭა , ისევ მის სურნელს გრძნობდა და ჩუმად ეღიმებოდა. - გადავრეკავ მეც ბიჭეთან, ფუ მაგათი დედა*****- ამილაპარაკა ლუკამ. ერთი კვირა გავიდა იმ უცნაური ღამის შემდეგ, ეგონა რომ გამოჩნდებოდა უცნობი მხსნელი , რომელმაც უკვე მარავალჯერ იხსნა ცხოვრების უცნაური და მოულოდნელი საფრთხისგან, მაგრამ მხოლოდ მისი სურნელი ახსენებდა იმას, რომ ის რელური იყო.ასევე ცხვირსახოცი, რომლიც მისგან დარჩა და კიდეზე „ლაზარე“ იყო ამოქარგული, ლამაზი ასოებით. მსგავსი არაფერი უგრძვნია აქამდე ,თავს ყოველთვის დაკარგულად გრძნობდა სამყაროში, მაგრამ მაშინ მის მკლავებში, მიხვდა რომ არსებობდა, რომ არ იყო უმნიშვნელო, საერთოდ ის უბარლოდ მარტო აღარ იყო. მაგრამ ალაბთ ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყო ბიჭისთვის, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ანო გრძნობდა, მისი ეს ყველაზე ლამაზი და სუფთა იყო რაც კი ოდესმე უგრძვნია, იმ სიძულვლის მიღმა რასაც ზოგადად განიცდიდა. დილით ბიცოლამ დაურეკა და სთხოვა რომ სააღამოს მისთვის გაევლო. მათ მართლაც უნდოდათ ეზრუნათ ანოსზე, ის მიეცათ რაც მშობლებისგან ვერ მიიღეო, მაგარმ ამას უბრალოდ ვერ ჩააანაცვლებ, არ უნდოდა ეწეყნინებინა ამიტომ დასთანხმდა. -ანოოოოო როგორ გამახარე, მაშინვე მოეხვია მამაიდაშვილი როგროც კი კარებში მდგარი მომღიმარი გოგონა დაინახა- ზუსტად აახლა მოვედი სამსახურიდან, ისეთი დაღლილი ვარ, ახლა შენი სიმშვიდე მჭირდებოდა ზუსტად. – - მოდიიი ანნნ- გადაეხვია მამიდა, იცი რამდენი რამ მოვამზადე, ისეთი გამხადრი ხარ მეშინია მამი რამე არ დაგემართოს . - თბილად გაუღიმა ანომ, უახროდა მათი ყურება, მათთან უჩვეულოდ კომფორტულად გრძნობდა თავს მიუხედავად იმისა რომ მისთვის ნაკლებად საინტერესო თემებზე საუბრობდნენ. - აუ რამეს ვუყუროთ რა ანოო, მოიცა ტელევიზორში ვანახავ ჯერ რამეს- შესთავაზა მარიმმაა სადილობის შემდეგ. გოგონები იქვე მდივანზე მოკალათდნენ მამიდა კი ხილის დაჭრას შეუდგა. - აუ კიდევ რაღა მოხდა. -დაწუწუნა მარიმმაა და ტელვიზორს მიაჩერდა ინტერსით.- -გაცნობბებთ რომ დღეს ვაკე -საბურთალოს მიმდებარე ტერიტოირაზე მომხარი ქუჩური დაპირისპირებისას დაიჭრა ცნობილი მოსამართლის აწ გარდაცვლილი რატი დადეშქელიანის შვილი, ლაზარე დადაეშქელიანი.ის ამჟამად იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, არის კიდევ რამდენიმე დაზარებული , თუმცა მათი ვინაობა უცნობია, ასევე უცნობია დაპირისპირების მიზეზი.... ანოს უკვე აღარაფერი ესმოდა, როცა ტელევიზორში მისი უცნობი მხსნელის სურათი ამოიცნო. ლაზარე, ლაზარე..... მხოლოდ ამას იმეორებდა მისი გონება გაუჩერებლად. მაშინვე ჩანთას დაავლო ხელი პალტო მოიცვა.-ანოო რა მოხდა? წამოდგა მარიამი -რა? აა, მე ... მე.. უნდა წავიდე. - ამოილუღლი=უღა და მაშინვე გარეთ გავარდა. საავადმყოფომდე არ ახსოვს როგორ მივიდა, დერეფანი მკვეთრი და თეთრი იყო რაც თვალს სჭრიდა, უაამრავი ადამიანი იყო ირგვლივ, მიმღებში შევიდა ლაზარეს შესახებ იკითხა , უთხრეს რომ ოპერაციას უტარებდნენ და მეორე სართულზე უნდა ასულიყო. დერეფანში რამდენიმე ბიჭი იდგა, შეშინებულები იყვნენ ნერვიულობდნენ, ზოგი იატაკზე იწვა, ზოგი საავადმყოფოში სიგარეტს ეწეოდა და მედდაა უშედეგოდ მოუწეოდებდა მოწევის შეწყვეტისკენ. უცებ იქვე კედელთან მდგარმა გრძელ ფეხება, წითელთმიანმა გოგომ შეამჩნია, რომლიც ისეთი ლამაზი იყო, რომ ანოს გაკვირვება გამოხატა. - შენ ვინ ჯანდაბა ხარ? - ალამაცერად აათვალიერა გოგონა თავლები ჩასწითლებოდა ტირილისგან. ანო ძალიან გააღიზიანა ამ ქალმა, მაგრამ ახლა ამაზე ნამდვილად არ ფიქრობდა, არაფერი უთქვამს საკუთარ გონებაში გამოიკეტა, წითელ თმიანი ხმაზე ბიჭებმაც მოიხედეს. – - ანო მოხვედი?- შესძახა ერთ-ერთმა მათგანმა, გაცხარებულ მედდას სიგარეტი ხელში მიაწოდა და ანოსკენ დაიძრა. ენა ჩაუვარდა გაკვირვებისგან კანდელაკს, საიდან იცნობდა ეს ბიჭი? თუმცა ახლა ეს ყველაზე უმნშვნელო იყო. ბიჭი მიუახლოვდა მხრებზე ხელი ნაზად მოუსვა - კარაგდ ხარ ? - როგორ არის?- ამოილაპარაკა ჩუმად ანომ და ეცადა ცრემლი დაეამალა რომლიც ლოყაზე მინც ჩამოუგორდა. – - შენ რომ დაგინახავს კარგად გახდება აი ნახავ, გაუღიმა ბიჭმა, მაგრამ ანო მიხვდა, რომ ეს ღიმილი დიდი ძალისხმევად დაუჯდა. – - ექიმი მოდის- შესძახა ვიღაცამ და ყველა ფეხზე წამოიჭრა. - ძალიან ბევრი ხართ მეგობრებო , ეს საავადმყფოა- წამმოწყო ექიმმა - თქვი დროზე როგორ არის ეეე?- წამოწია მისკენ ლუკა. - რადგან ასეა დამშვიდდით, პაცინტს საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა 6 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული აქედან ერთი ცეცხლსასროლი იარაღით, ჯერჯეორბით მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ყველაზე მთავარი წინ გველოდება. თუ მომდევნო რამდენიმე დღე მდგომარეობა არ გაურთულდება უკეთ იქნება. - -ნახვა შეიძ₾ება.- შესძახა წითელთმიანმა, ხმაში სასწოარკევთილება შეეტყო - - მხოლოდ ერთი ადაამიანის შეშვება შვგვიძლია ამჟამად. მე გამომყევი - უთხრა ექიმმა - -ახლავე - მაშნვე წამოიჭრა წითღელთმიანი თუმცა საბას ხელმა უხეშად შეაჩერა. - -- შენ აქ დარჩები - წარმოთქვა მკაცრად- ანო შევა.! ექიმი საშუსლო ზომის, თეთრ ოთახში შეუძღვა. - მხოლოდ 15 წუთით, ახლა მნიშვნელოვანია მისთვის ძვირფას ადამიანებთან ყოფნა.- ჩუმად ჩაილაპარაკა ექიმმა და ოთახიდან გავიდა. ლაზარეს თვალები დაეხუჭა, საწოლთან უამრავი აპარატი იყო მიმაგრებული. ყველაზე მძიმე აღმოჩნდა კანდელაკისთვის მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ხელით შეეხო მის უფერულ, დაღლილ ხელს. მაშინვე იგრძნო როგორ დაუარა მთელს სხეულში ჯვრანტელმა. ცრემლებისგან ვეღარ ხედავდა, ასეთი არასდროს უნახავს თავისი თავი, მაშინაც კი არ უტირია როცა ტკივილისგან იკრუნჩხებოდა, ახლა კი ამ უცნობი კაცის წინ იჯდა და სულელი, შეყვარებული გოგოსმსგავსად ცრემლად იღვრებოდა. არ ეგონა თუ ასეთი სუსტი იქნებოდა. და ვინ იყო ეს კაცი ? მასთან არასდროს უსაუბრია მხოლოდ ის დაინახა როგორ უმოწყალოდ გაიმეტა ორი ადამიანი, რომელიც კინაღამ სიკვდილამდე მიიყვანა. ჯიბიდან მისი ცხვირსახოცი ამოიღო და ხელებში ჩაუდო. მიხვდა რომ მისთვის ის მნიშვნელოვანი იყო. მალე ექთანი შემოვიდა და ზრდილობიანად უთხრა, რომ პაციენტს დასვენება სჭირდებოდა. პალატიდან გამოსვლისას ის ბიჭი შენიშნა, რომელიც იცნობდა კანდელაკს. ის მაშინვე მისკენ წამოვიდა. -როგორ არის ? - ჰკითხა და ხმაში მოუთმენლობა შეეპარა. - უგონოდაა- მხოლოდ ამის თქმა შეძლო და სიბრაზემ შეიპყრო როცა ისევ ვეღარ შეიკავა ცრემლთა ნამადი ( ჯანდაბა) ხელები უხეშად მოისვა თვებზე. - კარგად იქნეება, უარესები მოსვლია და გადარჩენილა არ ინერვიულო შენ კარგი ?-ბიჭი მის დამშვიდებას ეცადა.- მოდი აქ ჩამოჯექი. -საიდან მიცნობ? - იკითხა კანდელაკმა, როცა ბიჭი გვერდით ჩამოუჯდა და ცოტა დამშვიდდა. -ლაზარესგან, ბევრს არასდროს საუბრობს, მაგრამ რაც შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ანო გულწრფელად გეტყვი ლაზარე არ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, მთელი ცხოვრება მარტო იყო და ახლა ეს ყველაფერი... ასეთი არასდროს მინახავს. როცა მშობლები მოუკლეს მაშინ მხოლოდ ცხრა წლის იყო. მამამისი ერთადერთი მოსამართლე იყო, რომელმაც ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდის საქმე აიღო. მაშინ მთავრობამ ძალიან მოინდომა და ისე დაამცირეს ისინი რომ კანონიერ ქურდებს ქონება ჩამოართვეს და მათ სახლებში გახსნეს პოლიციის ოფისები. ლაზარეს მამის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უვადო თავისუფლების აღკვეთით ბოლო წვეთი აღმოჩნდა მათთვის. მას შემდეგ ყოველ დღე იმიტომ სუნთქავს რომ შური იძიოს მათზე, მაგრამ საქმე იმდენად ჩახლართულია არ ვიცი ეს სადამდე მიგვიყვანს. - მე... მე ძალიან ვწუხვარ. ახლა მესმის ბევრი რამ, მაგრამ დღეს რა მოხდა? ასე როგორ გაიმეტეს? - მიზეზს ნუ მკითხავ გთხოვ შეიძლება ეს ლაზარეს არ მოეწონოს, უბრალოდ ერთი საქმე იყო გოგოზე -ბიჭმა მოჭუტული თვალებით გადახედა კსნდელაკს- მოკლედ შეხვედრა საღამოს ჰქონდათ დანიშნული, თუმცა ეგ ნაბი****ი სახლთან ჩაუსაფრდნენ და 20 კაცი ერთს გაუსწორდა, ჩვენ მალევე მოვედით მაგრამ ლაზარეს უკვე ვერაფერი ვუშველეთ. -ბიჭს ხმა გაუწყდა და თავი დახარა. ანო ისედაც მიხვდა, რაც მოხდა თავი ცუდად იგრძნო, ისევ შეაწუხა საკუთარმა არსებობამ, საერთოდ იმან რომ სუნთქავდა და მის გამო უფრო მეტად გაურთულა სხვას ცხოვრება, მითუმეტეს რომ ეს "სხვა" მისთვის ასეთი მიმზიდველი და საინტერესო იყო. -წამოდი გაგიყვან სახლში- ფიქრები ბიჭის ხმამ შეაწყვეტინა. -არა, დავრჩები. მხოლოდ აქ შემიძლია ახლა მშვიდად ვიყო. - მესმის შენი. ხმა არც ერთს არ ამოუღია. მთელი ღამე ასე გაატარეს, მერე სხვებიც მოვიდნენ, მიდიოდნენ და მოდიოდნენ . ლუკას რაღაცას ესაუბრებოდნენ. ის წითელთმიანი გოგოს მოვიდა, როგორც გაიგო ნორა ერქვა და თვალებით ჭამდა ანოს, თუმცა მისდა საბედნიეროდ ხმაც არ ამოუღია. ეს ალბათ მისი შეყვარებული იყო ან იქმებ საცოლე, ან ცოლი, მაგრამ უკვე არაფერს ჰქონდა აზრი, ან მნიშვნელობა. როგორც კი ლაზარე კარგად გახდებოდა ის მაშინვე გაქრებოდა მათი ცხოვრებიდან. ისედაც წარმოუდგენელია ასეეთი ლამაზი ქალი არ შეგიყვარდეს, მაგრამ მართლაც რომ სიყვარულისთვის მხოლოდ გარეგნობა არ კმარა, ის უფრო ღრმაა ვიდრე ზედაპირზე ჩანს და ეს უხილავი ჯაჭვია რომელიც ორ ადამიანს აკავშირებს და ყველაფერს ეკარგება აზრი. რასაც აქამდე ღირებულად მიივნევდი. ხვდები რომ მთელი დედამიწა თუ იქნება ერთ მხარეს და მეორე მხარეს მხოლოდ "ის". შენ მას აირჩევ. რადგან მის გარეშე მთელს დედამიწას აზრი ეკარგება, იმისთვის რომ ისუნთქო მხოლოდ ჰაერი როდია საჭირო. - ანო ყავა მოგიტანე - ვუი ხო მე საბა ვარ. - მადლობა საბა- გოგონამ თბილად გაუღიმა, თვალები ძალიან სტკიოდა. ჭიქა გამოართვა საბას და ფანჯარას მიუახლოვდა, დღეს ულამაზესი იყო ცა. ადამიამები ხშირად რომ იხედებოდნენ მისკენ დაინახავდბენ რომ სასწაულების მოთხოვნა არც არის საჭირო სასწაული სწორედ მათ წინ არის, ამ საოცარი და გარდამავალი ფერების სახით . ღმერთისთვის არადროს არაფერი უთხოვია , რადგან ეჭვი ეპარებიდა რომ ის საერთოდ ამჩნევდა მას. ბავშვობაში სხვადასცვა რელიგიები შეისწავლა და მიხვდა რომ ეს უბრალოდ ადამიანის გონების პროდუქტი იყო, მხოოლოდ ლამაზი შთაგონება ღმერთზე, ვიღაც სხვაზე ვინც იზრუნებდა ამ მარტოდ დაგდებულ, ცარიელ ადამიანებზე. ადამიანებს იმდენად ეცოტავებათ სიცოცხლე თავს არწმუნებენ რომ სიკვდილის შემდეგაც იცოცხლებენ და ეს საუკუნო და მარადიული იქნება. ანოს არასდროს დასჭირვებია ღმერთი იმისთვის რომ ეცხოვრა, მაგრამ ახლა ამ ფანჯრის წინ, მაშინ როცა მთელს სხეულში უვლის ტკივილი საყვარელი ადამიანის დაკარგვისა, ძალიან უნდა და სჭირდება ღმერთის არსებობა, იმედი სჭირდება ცულ მცირე. მიხვდა რომ აქ ჰაერი არ ყოფნიდა, ამიტომ უბრალოდ წამოვიდა. -ანო მე წაგიყვან- დაეწია გზად ლუკა -არა ლუკა რა საჭიროა შენი შეწუხება, ისედაც დაღლილი იქნები მე უბრალოდ არ შემიძლია აქ ყოფნა ცოტას გავივლი და მოვალ ისევ. -მიზეზს ნუ მკითხავ მაგრამ ახლა მარტო ვერ გაგიშვებ საშიშია, თან ლაზარე მომკლავს რომ გაიგოს. - გაეღიმა ლუკას. კარგი მაშინ სახლში წამიყვანე, ნივთებს ავიღებ და წამოვიდეთ -წამოდი. სახლში მისვლისას, ისედაც ძალაგამოლეულ ლუკას ჩაი და ნამცხვრებით გაუმასპინძლდა, თბიყონ წყალი გადაივლო რადგან ახლა ყველაზე მეტად ეს შჭირდებოდა რათა ემიცუებისგან დაცლილიყო და მშვიდად ეტირა, ისე რომ არავის დაენახა მისი ცრემლები. მლევე ჩაიცვა და უკვე შუადღისას ისევ ლაზარეს პალატასთან იყვნენ. ლუკა ბევრს ეხვეწა ექიმს და დაითანხმა რომ ანო დღეს ლაზარესთან დარჩენილიყო. ჯერ ისევ უგონოდ იყო. საბა სხვა ბიჭებთან ერთად ყველაფერს აკეთებდა რომ წითელთმიანს ანომდე ვერ მოეღწია. ის კი გააფთრებული უყურებდა ამ უფერულ, არაფრით გამორჩეულ გოგოს. საღამოს ბიჭები დასასვენებლად წქვიდნენ. - თუ რამე მოხდა მაშინვე დამირეკე კარგი? -აუცილებლად მერე მის პალატაში შევიდა, ისეთი სიმპათიური იყო, ისევ ვერ ხედავდა მის კუპრივით შავ თავლებს, რომლკს სიღრმეშიც უცნაური სინათლე კიაფობდა ხოლმე. ტუჩები ჩვეულებრივზე მეტად გასწითლებოდა, მიუახლოვდა და თმებზე გადაუსვა ხელი, როგორ უნდოდა მასზე ეზრუნა, მაგრამ თავის თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა, ის სიყვარულისთვის არ იყო შექმნილი. ბედნიერებას არც ეძებდა, არც კი იცოდა ამ სიყვის ნარატიული, რეალური, განცდილი მნიშვნელობა. მხოლოდ ის უნდოდა რომ თავისი კვალი დაეტოვებინა სამყაროში. იდეებისთვის ეცხოვრა. იდეალიზმამდე დაყვანალი ქმედებებით. შუაღამისას იქვე სკამზე ჩამოჯდა და მისი ხელი ხელებში მოიქცია, მალე კი თვითონაც ჩაეძინა. - რა ლამაზია - შორიდან , ბოხი ხმა მოესმა, თთქოს სადღაც სიღრმეში საუბრობდნენ . ჯერ კიდევ ეძინა - ჰო უცნაურად ლამაზია, მართალი გითქვამს მის თვალებზე. სულ აქ იყო, თვითონ მოვიდა, ალბათ ტელევიზორში გაიგო სულ ტიროდა, თან ეტყობოდა უნდოდა შეეკავებინა ცრემლები მაგრამ არ გამოსდიოდა. - მაშინვე იცონო ლუკას ნაცნობი ხმა. - ისე ძლიერად უჭირავს ჩემი ხელი, მგონი რომც მოვინდომო ვერასდროს გავუშვებ. - ჰოდა ნურც გაუშვებ. - ხომ იცი რომ არ შემიძლია, მას საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. იცი ერთხელ წავიკითხე რომ სამაროში დაბადებული ადამიანი ცარიელი, დაკარგული ანდროგენია , რომელიც მთელს ცხოვრებას მისი დაკარგული ნაწილის ძებნაში ატარებს და თუ ვერ იპოვის ამ დანაკლისის გრძნობით კვდება. ამ სიტყვებზე გამეცინა და ყველაზე დიდ ბანალურ სისულელედ მომეჩვენა მაშინ, მაგრამ მაშინვე მიხვდი როგორ ვცდებოდი, როცა ის პირველად დავინახე... ამის შემდეგ ისევ მოიცვა სიბნელემ მისი გონება და ყველა ხმა გაქრა ... როცა თავალები გაახილა, მაშინვე მწველი მზერა იგრძნო და სამყარომ ისევ დაიბრუნა ფერები როცა მისი შავი თვალები დაინახა. ვერც კი მიხვდა როგორ გაეღიმა, ოთახში არავინ იყო მათ გარდა, იგრძ ო როგორ ჩაფრენოდა ბიჭის ხელს, საშინლად შერცხვა და მაშინვე გაუშვა ხელი. ბიჭს გაეღიმა, საოცრად უხდებოდა ღიმილი. - როგორ ხარ- ამოილაპარაკა ჩუმად, მის გვერდით მაშინე ქრებოდა ძლიერი, მეგრძოლი და ჭკვიანი ანო. იმდენი სისიულელე მოსდიოდა თავში ყველაფერი რომ ეთქვა ალაბათ გიჟად ჩათვლიდნენ. - უკვე კარგად- ბიჭმა ხელით თმა გადაუწია, რომელიც სახეზე ჩამოშლოდა კანდელაკს . - რამე ხომ არ გჭირდება, ექიმს დავუძახო? - წინააღმდეგობა არც კი გაუწევია, მისი შეხებისას თავლები თავიადაუნებრურად მიელულა. - უბრალოდ აქ იყავი- ჩუმად, მაგრამ მტკიცედ ამოთქვა ბიჭმა. ანომ კვლავ შეანათა მისი ყვითელ შეპარული, ლურჯი თვალები. უეცრად ოთახში ლაზარეს მეგობრები შემოვიდნენ, ძალიან ბედნიერები იყვნენ და უხაროდათ მეგობრის კარაგდ ყოფნა. ანომ თავი უხერხულად იგრძნო, ამიტომ წამოდგა და იქვე მდივნის კიდესთან დადგა, შორიდან უყურებდა მათ. ბიჭები ზოგჯერ მისკენ აპარებდნნე თვალს თბილად უღიმოდნენ და ლაზარეს თვალს უკრავდნენ, ამაზე მასაც ეცინებოდა. - ჩემო სიცოცხლეე - ოთახში ემოციური, აღელვებული ხმით შემოვიდა წითელთმიანი, მაშინვე ლაზარესთან მივიდა მისიბ ტუჩებისჯენ დაიხარა, ყველაფერი ისეთი მოულოდენლი იყო ვერავინ გაიაზრა, ანო კი ისედაც მზად იყო მსგავაი სცენისთვის, უხმოდ აიღო კუთხეში მიგდებული ჩანთა და პალატიდან გავიდა, არაფერი ესმოდა და ხედაცდა უბრალოდ ახლა ამ ყველაფრისგან შორს უნდოდოდა ყოფნა. იქვე მდგარი ტაქსი გააჩერა და ჩაჯდა დაიანახა როგორ უყვიროდა ლუკა, თუმცა რა აზრი ჰქონდა. მია საყვარელ ადგილას მივიდა. ჩამოჯდა ხის პატარა სკამზე და უხმოდ შეხვდა იმ სიცარიელეს, რომელსაც მისი მთელი სხეული მოეცვა. უეცრად მისი ტელეფონი აწკრილადა. არ აპირებდა ეპასუხა თუმცა როგორც კი გაბრილის ნომერი ამოიცნო მიხცდა როგორ სჭირდებოდა მეგობარი. - ჰეი- სად დამეკარგე ანო? სახლშიც არ იყავი. - ჩემს ადგილას ვარ, შეგიძლია მოხვიდე. - 10 წუთში მანდ ვარ. ტელეფონი გამორთო , კიდევ ერთხელ გადახედა მთელს ქალაქს და უხოდ გაირინდა. როგორც კი განიელი მოვიდა, ჯანდაბა ისევ ვერ შეიკავა თავი და ცრემლებუ წასკდა. ბიჭმა გულში ჩაიკრა და ხელები თმებში შეუცურა, ტკივილისგან სახე მოეღიცა როცა ასეთ მდგომარეობაში დაიანხა ანო. - რა მოხდა ანო? - არაფერი მკითხო , უბრალოდ ჩემთან იყავი კარგი. - კარგი. მე სულ შენთან ვიქნები სანამ ეს გენდომება. დიდიხანი იყვენენ ასე, მერე გაისეირნეს ბევრი იარეს, უმისამართოდ. ანო ხმას არ იღებდა და არც ბიჭი აძალებდა რაიმეს თქმას, მიუხედავად იმია რომ ბრაზიაგან ძარღვები ეჭიმებოდა. - გინდა დღეს შენთან დავრჩე? - არა გაბრიელ, ნონა დეიდას მარტო ხომ არ დატოვებ მე უკეთ ვარ, უბრალოდ ემოციებისგან დაცლა მჭირდებოდა. - მაინც არ მიყვები რა მოხდა. - ისეთი არაფერია მართლა, ურალოდ ამაზე საუბარი არ შემიძლია. - მესმის. - დროებით გაბიელ- გოგონა მისკენ დაუხარა და ყელში აკოცა, ბიჭმა სიამოვნებისგან თავლები მილულა და გაუღიმა. ანო კი უკვე სადარბაზოში გაუჩინარდა. მთელი ღამე ნერვიულობდა, აინტერესებდა როგორ იყო ლაზარე, მაგრამ არ იცოდა როგორ დაკავშირებოდა. ან როგორ უნდა მისულიყო მასთან. საერთოდ რატომ დაიწყო, ფიქრი ამაზე, რატომ მისცა ამ ბიჭს იმის უფლება რასაც არსდროს მისცემდა სხვას, მისი სიცივით და უხეშობით ყველას მაშინვე იშორებდა, მაგრამ მის გ ერდით რაღაც ემართებოდა, მოჯადოებულს ჰგავდა. რამდენიმე საათი გაატარა ცხელ წყალში, უნდოდა ცოტა ხნით მაინც დაეხშო ფიქრები, რომელებიც მოსვენებას უკარგავდნენ. მთელი ღამე ფანჯარასთან მჯარდამა გაატარა წითელი ღვინით ხელში. გამთენიისას კი როგორღაც ჩაეძინა. მეორე დილით გადაწყვიტა უნივერსიტეტაიბ წასულიყო.ისედაც რამდენიმე ლექცია გაუცდა, შარვალსა და რძელ მაისურზე მისი დიდი პალტო მოიცვა და გზას გაუყვა, თქნ მუსიკას უსმენდა, რომელიც გუშინ მოისმინა და საოცრად მოეწონა, მის მდგომარეობას ახალა ეს სრულიად პასუხობდა, სიამოვნების ჟვრანტელი უვლიდა მოსმენისას. უცებ შენიშნა როგორ გაჩერდა მის წინ წრაფად და მოწყვწტით შავი მანქანა, იმდენად სწაფად რომ გაოცებულმა რამდენიმე გამვლელმა შეჰყვირა კიდეც. კარი მაშინვე გაიგო და გადმოფრიბდა დადეშქელიანი, ანოს ძალიან გაუკვირდა სართოდ ფეხზე როგორ იდგა, მგონი მართლა ჯადოქარი იყო ძალიან სიმპათიური და მიმზიდველი ჯადოქარი, რომელსაც უნდა გაქცეოდა. მაშინვე ზურგი აქცია, და საპირისპირო მიმართულებით გააგრძელა გზა. მალევე იგრძნო როგორ ჩაავლო ხელი დადეშქელიანმა მხარში და მისკენ მოიზიდა ქალი. ანომ ქვემოდან ამოხედა მის შავ თავლებს, რომლებიც ახალა ჩვეულებრივზე უფრო მეტად ჩაშავებოდა. გაბრაზებული იყო დადეშქელიანი. ანომ ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმის რომ ერთი ყურსასმენი მას გაუკეთა და ახლა უკვე ორივეს ესმოდა ის საოცარი მუსიკა სიტყვეის გარეშე. ან რაში სჭირდება მუსიკას სიტყვები, ის ხომ მათ გარეშეც საუბრობს. ბიჭს ღიმილმა გადურბინა სახეზე და თვალები დახუჭა. გოგონა ძილერად ჰყავდა მოქქცეული მის მკალვებში.კანდელაკი და მოურიდებლად აკვირდებოდა მისი სახის გამოკვეთილ იდეალურობამდე დასულ ნაკვთებს. ლაზარემ ისევ შეანათა შავი თვალები და მის ბაგეებს ხარბად დაეწაფა, ანომ იგრძნო როგორ დაეძაბა მთელი სხეული, როგორ ენატრებოდა ის. ხელები თმებში შეუცურა . ახლა მხოლოდ მუსიკა ისმოდა, სადღაც შორიდან, და მათი სწარფი, შეყვარებული გულისცემა.~~ როცა როგორღაც მოსწყდა მათი ტუჩები ერთმანეთს ბიჭი მოეხვია და კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა მისი სურვნელი , რომელიც ასე სჭირდებოდა. ხელი ჩასჭიდა და მანქანისკენ გაუძღვა. -სად მივდივართ?- იკითხა ანომ, რომლსაც ჯერ კიდევ ვერ დაეჯერეინა რომ ეს რელობა იყო და არა მისი წარმოსახვა. - ჯერ სააავადმყოფოში- გამდოხედა დადეშქელიანმა და გაუღიმა- ნაკერები გამეხსნა, არც იციან რომ წამოვედი. - რაა? შენ რა სულ გაგიჟდი ასე როგორ მოხვედი აქ- ანოს ხმაში აშკარად იგრძნობოდა შიში - უნდა მენახე, ისე წახვედი რომ ვერფერის ახსნა მოვასწარი. ეს ქალი წარსულია, თუმცა არც წარსულში ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი, იმედია ამის ახსნა აღარ დამჭირდება. ანოს არაფერი უთქვამს, მიუხედავად კმაყოფილებისა რომლიც ბიჭის სიტყვებმა მოჰგვარა, მაინც ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, რადგან მის გამოო შეიძ₾ებოდა ლაზარეს მდგომარეობა გართულებულიყო. როგორღაც მიაღწიეს საავადმყოფომდე, გადმოსვლისას ლაზარე მანაქანს მიეყრდნო, ერთიანად გამფერკთალებულიყო, ეტყობა ბევრი სისიხლი დაკარგა, ანო მაშინვე მიუახლოვდა და ხელი შეაშველა. ბიჭს ეღიმებოდა როცა გოგოს ასე შეშიენბულს ხედავდა. ეზოში ლაზარეს მეგობრები იდგენენ, შეშინებული, დაბნეული გაბრაზებუილი სახეებით, ერთი მაშინვე ექიმთან გაიქცა. - გამოხვალ აქედან და მაგრად გცემ - მაშინვე გვერდით ამოუდგა გაბრაზებული ლუკა ძმაკაცს. - დავიმახსოვრებ ამას იცოდე- ღიმილით შეაგება სიტყვები დადეშქელიანმა. ექიმებმა მელვე გადაიყვანეს ლაზარე პალატაში, ნაკერების დადება თავიდან გახდა საჭიორო უკვე მეორედ გახსნილ ჭრილობებზე. წითელთმიანი მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. საღამოს როცა ექიმმა პაციენტთან შესვლის ნება დართო მეგობრებს, ბევრი საუბრისა და ხუმრობის შემდეგ, ბიჭები სახლებში წავიდნენ. ლაზრესთან კი ანო დარჩა, რომლიც აქამდე მდივნის კიდესთან იდგა და უბრალოდ აკვირდებოდა მათ, მათთან ერთად იცინოდა, გრძნობდა ლაზარეს მწველ მზერას. ყველაფერი ზედმეტად ჩვეულებრივი და მარტივი იყო. საბოლოოდ ისევ მხოლოდ ორნი დარჩნენ, ანო მდევანზე იჯდა და ფანჯრიდან დანახულ ვარსკვალევბით მოჭედილ მთავრიან ღამეს უყურებდა, ლაზარე კი მას. -მოდი ჩემთან - ბიჭი საწოლისკიდისკენ წაიწია. ანომ ღიმილით შეხედა და ნელა წამოდგა, ძალინ ფრხილად მოთავსდა მის გვერდით, დადეშქელიანმა ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა თავისი ანდროგენი. ალაბთ სამყაროში ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო , რომ ის იპოვა, მაგრამ გულში მაინც გრძნობდა დიდ სევდას, რადგან ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ხნით გაგრძელდბოდა, სასწორის პინაზე მთელი მისი ცხოვრება იდო. არავინ და არფერი სჭირდებოდა მის გარდა, მაგრამ იცოდა რომ ამითაც კი როცა ასე ახლოს ჰყავდა მისი საყვრელი ქალი მას ძალიან დიდი საფრთხეს უქმნიდა, მაგრამ არ შეეძლო, მის გარეშე აქამდე როგორ ცხოვრობდა ისიც კი უკვირდა, მხოლოდ იმის წარმოდგენა რომ ის არსებობს, სუნთქვას, დადის უფრო მეტ მნიშვნელობას სძენდა მის არსებობას. კანდელაკი გრძნობდა, რომ აქამდე ის უბრალოდ ხე იყო ფესვების გარეშე, დაკარგული ,ჰაერში გამოკიდებული, უადგილო, ახლა კი ის იქ იყო სადაც უნდა ყოფილიყო, მის მკლავებში. ბიჭმა მისი მარცხენა მაჯა ასწია, მთავრის შუქზე დააკვირდა მის დიდი ნაიარევს , რომლის გამოც ვენები ჩევულებრივზე უფრო მეტად ამობობურცვვოდა გოგონას, გულში საოცრად დიდმა ტკივილმა გაკრა, ხელი ტუჩებისკენ წაიღო , ნაზად ეამბორა. ამით უკვე ისედაც ითქვა ბევრი რამ , ან საერთოდ რა საჭირო იყო საუბარი. სიტყვები ყოველთვის აზრს უკარგავენ მოქმედბებეს, თუმცა სათქმელიც არაფერი იყო. სამი დღის შემდეგ გამოწერეს დადეშქელიანი საავადმყოფოდან. ლექციების შემდეგ ანო მასთან მოდიოდა, თუმცა იმდენი ხალხი იყო მის გვერდით, რომ ნორამლურად მარტო დარჩენასაც ვერ ახერხებდნენ. ლაზარე არ ჰგავდა ისეთ ბიჭს, რომლიც ბევრს საუბრობს, არც თბილი იყო სხვების მიმართ, არც ხუმარა და ღია , მაგრამ ის მაინც ასე განსაკუთრებით უყვარდათ მის მეგობრებს. უყვარდა ანოს მათი ყურება. ერთამანეთის ცხოვრებით ცხოვრობნდნენ, ერთმანეთის გამო ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები. ერთმანეთს ზურგს უმაგრებდნენ და ეს ადამიანური თანგრძნობის აქტის, მეგობრობის საუკეთესო მაგალითი იყო, მათ სუფთა ენერგია ჰქონდათ და თვითონაც იღებდა ამ ენერგიას მათთან ყოფნისას. საღამოს საავადმყოფოდან ყველანი ერთად გამოვიდნენ, ლაზარემ ანო ჩაისვა, რათა სახლში წაეყვანა. - ჩემს გამო ძალიან გადაიღალე, ვერც მოვახერხეთ საუბარი, მაგრამ შენი თვალების დანახვაც კი საკმარისია ჩემი სიმშვიდისთვის. კანდელაკმა თბილად გაუღიმა. ჯერ კიდევ უხერხულად იყო მასთან ასე ახლოს ადამიანთან არასდროს ყოფილა. ეს ვინ არის? - ლაზარეს ხმაში სიბრაზე გამოეხატა როცა სახლთან გაბრიელი დაინახა, რომელიც ჩვენი მოსვლისას წამოდგა. - გაბრიელია - წარმოთქვა ანომ ჩუმად. იგრხნო როგორ დაეძაბა ლაზარეს ძარღვები . ნელა გადმოვიდნენ მანქანიდან. გაბრილს გაკვირრვება გამოეხატა სახეზე, ანოსკენ წამოვიდა რათა მოხვეოდა, მაგრამ ლაზარემ ყბებში ჩაავლო ხელი და უკან გასწია. - რა უფლებით უახლობდები? - ხელი გაწიე შე ს** ო- მაშინვე მოიშორა მისი ხელი ყბიდან და მისკენ გაიწია ერთმანეთს უბღვერდნენ გაბრაზებულები - ლაზარე გაგიჟდი? ეს გაბრიელია ჩემი მეგობარი. - წამოყვირა ანომ და გაბიელს მიუახლოვდა. - კარგად ხარ? - რა გაკავშირებს ამასთან? - გაბრაზებულმა წამოიყვირა და თავით ლაზარესკენ მიუთითა. - ამის გამო ტიროდი არა? წამოყვირა. განრისხებული იყო ასეთი არასდროს უნახავს, ლაზარესაც ერთი სული ჰქონდა დაძგერებოდა მას და ასეც იქნებოდა რომ არა ანო რომლიც მათ შორის ჩადგა. - ლაზარე გთხოვ, თუ ოდნავ მაინც პატივს მცემ, წადი. გაბრილეს მე დავლაკპარაკები. ბიჭს ერთიანად დასჭიმვოდა ძარღვები ყელზე, თავლებით ჭამდა კანდელას. ბოლოს გაბრუნდა ძლიეერად ამოარტყა მაქანას წიხლი. - დედა****ი- წამოიყვირა გაბრაზებულმა და მოწყვეტით დაძრა მანქანა. ანო გრძნობდა გაბრიელის მწველ მზერას და არ უნდოდა შემობრუნებულიყო. ბიჭი მოუახლოვდა ხელები მხრებზე მოხვია. - გთხოვ მითხარი რომ ის არ გიყვარს - მის ხმაში უფრო მუდარა იგრძნობოდა. კანდელაკს ხმა არ ამოუღია. - დედავა**** , მეკაიფები ანო? შენ და ის? იცი ვინ არის? იიცი რეები აქვს გაკეთებული? ადამინს ისე გამოჭრის ყელს თვალიც არ შეუტიკდება. იცი ქალებს რას უშვრება? ჩვეულებრივი მაზოხისტია. ვერ ვხვდები მართლა.- ანო მისკენ შებრუნდა და მის ჭაობისფერ თავლებს შეხედა. - გაბრიელ, მე მას ვიცნობ. ხო არ ვიცი რა აქვს გაკეთებული, მაგრამ ამის ცოდნა არც მჭირდება. მე ის ისეთი მივიღე როგორიც არის. შენ ხომ იცი ცხოვრების ყოველი წამი რამდენ ძალიხმევად მჭირდება. ახლა კი მის გარეშე უკვე ვეღარ ვიპოვი ამ ძალას. ეს არ არის სიყვარული, გატაცება ან ვნება. ეს ენითაღუწერელია...ვერ ვხსნი . გაბრიელმა თავი დახარა. არ შეეძლო ეყურებინა გოგოს შეყვარებული, მოციმციმე თავლებისათვის როცა მასზე საუბრობდა. - უნდა წავიდე- თქვა მწყრალად და ასე დატოვა. როგორ უნდოოდა ეტირა ანოს, მაგრამ ეზიზღებოდა საკუთარი ცრემლები. სახლში ავიდა და სრულიად შიშველი დაწვა საწოლზე. როცა ცუდად იყო ყოველთვის ასე ეკრობოდა საწოლს. თითქოს დედიშობილა ისევვ უბრუნდებოდა საწყის ადგილს. თავის თავს. რამდენიმე საათი გაატარა ასე, ფანჯრისმიღმა ჯერ ისევ ბნელოდა. ტელეფონმა უცნაური ხმა გამოსცა. - "გძინავს?" -" სად ხარ? " - " შენთან" - " ამოდი" სწრაფად მოიცვა გრძელი ხალათი და კარის გასაღებად წავიდა, ლაზარე მშვიდი იყო, ჩვეულებრივზე მშვიდი. იქვე მდგარ მდივანზე ჩამოჯდა და გეღიმა როცა გოგონას ოთახს მოავლო თვალი. - ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა ანო მის პირდალირ საწოლზე ჩამოჯდა, ჩუქი არ აუნთია ამიტომ მხოლოდ მთავრის შუქი ეცემოდა მის სახეს, რომელსაც ძალიან უნდოდა მოჰფერებოდა. ერთამნეთს თავლებში უყურებდნენ ხმა არც ერთს არ გაუღია. - გიყვარს? - რა თქმა უნდა. თუმცა ისე არა როგორც მამაკაცი. მაშინ როცა ჩემს გვერდით არავინ იყო, მხოლოდ ის მყავდა. მხოლოდ ის მაიძულებდა ისევ გამეგრძელებინა სიცოცხლე. - რატომ? - რთულია ამზე საუბარი. რა თქმა უნდა მარტოვი ცხორება არავის აქვს , ისვე როგორც მე. მაგრამ მე არც ისეთი ძლიერი ვარ. გსმენია სიკვდილით შეპყრობილზე? ზოგჯერ მგონია რომ მეც ასე ვარ. მე უბრალოდ ძალიან დავიღალე. - მოდი ჩემთან - მისი ხმა მკაცრი იყო და თითქოს ბარძენას ჰგავდა, მაგრამ თვალებში უსაზღვრო სევდა და ტკივილი ედგა. ანო შეიშუშმნა როცა გაიაზრა რომ აამ ხალათის ქვეშ სრულიად შიშველი იყო, თუმცა მაინც წამოდგა და მიახლოვდა. კალთაში ჩაუჯდა თავი მხარზე დაადო, ცხვირი კი მის კისერში ჩაერგო. ბიჭმა ხელები მოხვია და მკლავებში მოიქცია, თმაზე ეფერებოდა. - მინდა რომ ყველასგან და ყველაფრისგან დაგიცვა, მაგრამ მეშინია რომ ეს ვერ შევძლო, ჩემო ანდროგენო, მეც ასე ვცხოვრობდი აქამდე მაგრამ შენგან განსხავვებით მე გავბოროტდი ძალიან ბევრი მიუტევებელი ცოდვა ჩამიდენია და ამის გამო მეზიღებოდა ყოველთვის ჩემი თავი, მაგრამ არ ვჩერდებოდი უფრო და უფრო ღრმად ვიძირებოდი ჭაობში. იმ დღეს კი, იმ დილით ცხოვრებაში პირველად შემიყვარად სამყარო, რომლშიც ვცხოვვრობდი. ისეთი წმინდა ხარ, ისეთი უმანკო და ამავდროულად ძლიერი არ მინდა შენი ცხოვრებაც გავანადგურო ანო, მაგრამ ეგოისტი ვარ, საშინლად ეგოისტი, იმდენად რომ ვერ გთმობ. მსაგვსი არასდროს არაფერი მიგრძვნია. ანომ თავი ასწია და მსი თავლებს ჩააშტერდა, ხედლი ტუჩებზე დაადო- იყავი ჩემთთან. ლაზარემ ხელი თმებში შეუცურა და მისკნე მოიზიდა, ვნებიანად და ნაზად კოცნიდა თავის ანდროგენს, ტუჩებიდან ყელისკენ გადაინაცვლა, ყრუდ ამოიკვნესა ქალმა, როცა მხრებიდან ხალათი გადაუწია და მის ლამაზ ლავიწებს დაეწაფა. იგრძნო ლაზარემ რომ სრულიად შიშველი იყო ამ თხელი ნაჭრის მიღმა და მთელი სხეული დაეძაბა. ასეთ სურვილს არასდროს მოუცავს მისი გონება. თუმცა გრძნობდა როგორ თრთოდა ქალი და ეშინოდა. - ვიცი რომ ამისთვის ჯერ მზად არ ხარ, არაფერს დაგაძალებ- მისმა სიტყვრბმა თავად გააკვირვა, რადგან არსდროს უთქვამს მსგავსი რამ ქალისთვის, აზრად არც მოსვლია მის გრძნონებზე ეფიქრა. გულში ძლიერად ჩაიკრა ანო. მცირე ხნით ასე იჯდნენ. - უნდა წავიდე- ამოთქვა მკაცრად ლაზარემ, მგონი ნორმალურ ტემბრში საუაბრი არც შეეძლო. - დარჩი- ამოთქვა ჩუმად ანო. - თუ დავრჩები თავს ვერ შევიკავებ , მე კი არ მინდა რამე გატკინო. ორივესთვის ასე აჯობებს. ლაზარე წამოდგა და უთქმელად წავიდა... ანოსაც მალევე ჩაეძინა. დილით საშინლად წვიმდა, ლამაზი იყო ნისლსა და სისველეში ჩაკარგული სამყაროს ყურება. თბილად ჩაიცვა და როცა ქვემოთ ჩამოვიდა გაოცდა ნაცნობი შავი მანქანის დანახვისას. მაშინვე მისკენ გაიქცა და მგზავრის სავარძელში დაიკავა ადგილი, ლაზარე უღიმოდა შავი მაისური ეცა რომელიც ძალიან უხდებოდა, ანო მაშინვე ჩაეხუიტა, ბიჭმაც სიყვარულით მოხვია ხელები. - დიდიხანია მელოდები? - შენი განრიგის გაგება არ გამიჭირევბია.- ბიჭმა თვალი ჩაუკრა და მანაქნა დაძრა. გული დაწყდა ანოს რომ ასე მალე დასრულდა გზა უნივერსიტეტამდე მითუმეტეს რომ იქიდან საღამომდე ვერ გამოაღწევდა. მანქანა გაჩერდა. ლაზარემ ანოს ტუჩები ისევ დააგემოვვნა -დღეს კლუბში მივდივართ, წამო რა შენც. - კლუბში? ჰმმ, კარგი ვიფიქრებ ამაზე. -ანო! - დამელოდე და თუ მოვალ, პასუხი დადებითი იქნება , გოგონამაც თვალი ჩაუკრა და გაეცინა ბიჭის გაბრაზებული სახის დანახვისას მანაქანიდან გადავიდა შენობის შესაასვლელში გაუჩინარდა. მთელი დღე საკმაოდ დამღლელი გამოდგა, გაბრილი არ მოსულა ლექციებზე. ანომ იფიქრა რომ დაერეკა, თუმცა იქნებ არ უნდოდა საუბარი ამიტომ გადაწყბიტა დრო მიეცა. შებინდებისას უნივერაიტეტთან ლუკა ელოდა, ძალიან გაუხარდა და გაუკვირდა მისი დანახვა. -სალამი ლუკა- თბილად გადაეხვია ბიჭი- აქ რამ მოგიყვანა. - ლაზარემ ვერ მოიცალა და მთხოვა სახლში მიმეცილებინე. - მოუცა ახლა მარტო ვერსად ვერ წავალ - გაეცინა ანოს. - როცა ლაზარეს გოგო და ჩემი მომავალი სარძლო ხარ, ეს ბუნებრივია- ბიჭმა თავალი ეშმაკურად ჩაუკრა და მანქანაში ჩაჯდა. - ჯერ ადრეა ამაზე საუბარი ლუკა - ლაზარესთან ყველაფერი სწაფად ხდება- დღეს მოდიხარ კლუბში, ლაზარემ არ მიპასუხა. - ალბათ მოვალ, მაგრამ მას არ უთხრა. - გასაგებია. - ამოდი თუ გინდა გაგიმასპინძლდები ჩემი ბალახეულის ჩაით, რომელზეც გაგიჟდი. - ოუ კარგი იქნებოდა მაგარმ სამსახურში ვარ გაასასვლელი. სხვა დროს აუცილებლად შეგახსენებ ამას. იმედია გნახავ საღამოს. წვულებებზე არასდროს დადიოდა კანდელაკი, სკოლის ბანკეტზეც არ ყოფილა. ეს ყველაფერი უბარლოდ ზედმეტად უაზროდ ეჩვენებოდა, მაგრამ დღეს როცა ლაზარემ წამოსვლა შესთავაზა ეს ბუნებრივად აღიქვა, რადგან არ ჰქონდა აზრი სად იყო, მთავრია რომ მის გვერდით იყო და უფრო უკეთ სწავლობდა მას. შხაპის მერე დიდხანს ფიქრობდა რა ჩაეცვა, ბოლოს გადაწყვიტა შავი ტანზე მომდგარი გრძელი კაბა ჩაეცვა, რომლიც უფრო ლამაზად გამოკვეთდა მის საოცარ ყელსა და ლავიწებს. მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ორგანულად ვერ იტანდა ამიტომ დაბალყელიანი ბათინკები ჩაიცვა. ასეც ხდება, არის რაღაცეები რასაც ვერ შეცვლი. :დ მაკიაჟს ისედაც არ ატარებდა, ტუჩსაცხიც კი არ ჰქონდა სახლში. ცოტა გული დაწყდა იმაზე რომ ამდენად "არა ქალური " იყო და მაშინვე გაახსენდა ის წითელთმიანი ლამაზმანი, რომლიც საოცრად სექსუალური იყო ნებისმიერი მამკაცისთვის . გასვლის წინ სარკეში თავლი მოავლო მის თავს და ცოტა გაუკვირდა კიდეც, ისეთი უშნოც ისეთი უშნოც არ იყო როგორიც ეგონა საკუთარი თავი. ესეც ლამაზ და გამომწვევ კაბას დააბრალა და მაშინვე გავიდა სახლიდან . ლაზარეს არც დაურეკავს, ეტყობა გააბრაზა გუშინდელმა ხუმრობამ. როცა კანდრლაკი კლუბში შევიდა, ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო, თუმცა არ გასჭირვებია იქვე მეგობრებთან ერთდა მჯდომი ლაზარეს დანახვა , რომელიც სიგარეტს ეწეოდა და სხვებს უსმენდა, მაშინვე დაიჭირა ანოს მზერა და წელში გასწორდა, იგრძნო ანომ როგორ დაეძაბა მთელი სხეული დადეშქელიანს და დაიანხა როგორ მოისვა ქვედა ტუჩზე ენა. კანდელაკს არც იმ წითელთმიანი დანახვა გასჭირვებია, რომელიც იქვე იჯდა და ლაზარეს ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, მაშინვე ინანა ანომ აქ მოსვლა და მთელი სხეული სიბრაზემ მოიცვა . ლაზარეს თვალი აარიდა და პირდაპი ბარისკენ დაიძრა. მარტინი შეუკვეთა და არც დაფიქრებულა ისე დალია რამდენიმე ჭიქა. მალევე იგრძნო როგორ აეკრა უკნიდან მამკაცის ძლიერი სხეეული და როგორ მოხვია მკლავები. არ გასჭირვებია ნაცნობი სურნელით ლაზარეს ამოცნობა. - მაგიჟებ - ჩასჩურჩულა ყურში და ყელზე აკოცა. ანო მაშინვე მობრუნდა და გაბრაზევული თავლები შეანათა. - მას აქ რა უნდა. - რა ვქნა ანო , ჩემთან ოც მეტრში მოახლოება ავუკრძალო, არ მეგონა ამ სისიულელეზე თუ გაბრაზდებოდი. - იცი რა მხოლოდ მე არ ვარ ეგოისტი- გამოცრა კბილებში და თმებში ხელი შეუცურა. ლაზარემაც არ დააყოვნა და ვნებიანად დაეწაფა მის ტუჩებს. - წავიდეთ აქედან- ჩასჩურჩულა გამომწვევად, როცა მის ტუჩებს მოსწყდა ანო. გრძნობდა როგორ უყურებდა ყველა მათ და აღიზიანებდა ყურადღების ცენტრში ყიფნა. ლაზარემ კიდევ ერთხელ დააგემოვნა მისი ტუჩები და წელზე ხელი მოხვია. უთქმელად გავიდნენ კლუბიდან . - სად მივდივართ.- იკითახა ანომ როცა გზა ვეღარ უცნო - ჩემთან მალევე გაჩერდა მანქანა ლამაზი პატარა სახლის წინ, რომელსაც საოცრად დიდი და მოვლილი ეზო ჰქონდა, ზუსტად ისეთი ფილმებში რომ აქვთ ხოლმე. აღფრთივანებისგან საუბარის უნარი წაერთვა კანდელაკს. ლაზრეს დაეყრდნო რომელიც მას სახლში შეუძღვა. ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული და ნათელი იყო. - აქ ჩემს მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, ძალიან იშვიათად მოვდივარ. - ძალიან ლამაზია ლაზარე, საოცრად მყუდრო. იმდენი მცენარეა. იცი ყოველთვის ვფიქრობდი რომ ორანჟერეაში ვიცხოვრიბდი. - ორანჟერუაში, უამრავ ძველ წიგნბს შორის არა. - ჰო ასეა. - ლაზარემ მისკენ მიიზიდა. - ლამაზი და ამოუცნობია შენი სამყარო - შენიც, მაჩვენებ შენს ოთახს? - ბიჭს გაეღიმა და მაშინვე გაუძღვა მეორე სართულზე. ოთახი შედარებით ჩაბნელებული და სადა იყო. გაუკვირდა ანოს როცა მთლიან კედლებზე დიდი ბიბლიოთეკა დაინახა და მით უფრო რომ წიგნების უმეტესობა იაპონური ლიტერატურიდან იყო. - არ ვიცოდი რომ კითხვა გიყვარდა. ღმერთო კობო? იცი რამდენი ხანია ვეძებ ამ წიგნს. - ყველაფერი რაც მე მემუთვნის შენია ჩემო სიცოცხლევ. - როგორი სასიამოვნო იყო მისგან ამ სიტყვების მოსმენა. - შენი გრძნონებიც ? - მისკენ შებრუნდა ანო და მის შავ თვალებში ჩაიძირა. - ჩემი გრძნობებიც - წარმოთქვა ჩუმად და საყვარელი ქალის ბაგეებს დაწაფა. მართალია ყველაფერი ძალიან სწაფად ხდებოდა მაგრამ რატომ უნდა თქვა იმაზე უარი რაც გინდა, მითუმეტეს როცა ხვდები რამდენად რეალური და ღრმაა ის. ანომაც მოხვია ხელები. ბიჭმა საწოლზე ფრთხილად დააწვინა და კაბას საზურგე შეუხსნა, ხარბად შეავლო თვალი ქალის ლამაზ, უჩვეულოდ ლამაზ სხეულს, რომლიც იმდენად სუსუტი და ნაზი იყო რომ შეეშინდა რამე არ სტკენოდა. - ღვთაებრივი ხარ- წარმოთქვა ჩუმად და ისევ განაგრძო მისი საყვარელი ქალის სხეულით ტკბობა. პირველად იყო ანო ასე ახლოს ადამიანთან და გრძნობები იმდენად მძაფრი იყო, ვერც კი წარმოედგინა თუ ეს ამდენად სასიამოვნო იქნებოდა. - ანო, ნამდვილად გინდა ეს? ჰკითხა და თვალები დაუკოცნა. ანომ არაფერი უპასუხა, მისკენ მოიზიდა და აკოცა. ბიჭმა ეს ნებართვად მიიღო და მათი სხეულები ფრთხილად შეაერთა , იმ მომენტში ისინი ერთ სხეულად იქცენნ და ეს იმაზე ლამაზი და მტკინვეული იყო ვიდრე შეიძლება აღწერო. ლაზარე გაჩერდა, ჯერ კიდევ მასში იყო და უყურებდა მის ამღრეულ ცრემლებ ჩამდგარ თვალებს. ცრემლიანი თავლები დაუკოცნა და ჩუმად ამოთქვა - მიყვარხარ ანდროგენო. გამთენიისას ჩაეძინათ, ერთამენთის სხეულები არ ემეტებოდათ უერთომანეთოთ. სიმშვიდისთვის ისიიც კი საკმარისი იყო, რომ ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ. ძილი არსდროს ყოფილა ასეთი მშვიდი, უსაფრთხო და სასურველი. დილით ისევ მის მკლავებში გაეღვიძა, ვერც კი იჯერებდა კანდელაკი რომ ასეთი ბედნიერიც შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი, როგორ გაეცალა საფუძველი მის გარეშე ყველს იდეას და მიზანს , რომელზეც უფიქრია... უყურებდა მძინარე დადეშქელიანს და უნდოდა მთელი ცხოვრება ასე გაგრძელებულიყო, ეს არ იყო უბრალოდ წუთიერი სურვილი, ეს იმდენად მყარი და ღრმა გრძნობა იყო რომ თვითონაც აშინებდა თუ ისევ გამოეღვიძებოდა და ეს უბრალოდ სიზმარი აღმოჩნდებოდა. არც კი იცოდა ამას თუ გადაიტანდა. ტუჩის კუთხე დაუკოცნა ფრთხილად და ყურთან ჩასჩურჩულა -მეც მიყვარხარ - მაშინვე გაეღიმა ჯერ კიდევ თვალებ დახუჭულ დადეშქელიან ს და სხეულზე მიიკრა მისი სიყვარული. ქალებთან თითქმის არსდროს იძინებდა, უბრალოდ არ შეეძლო სხვასთან ერთად ძილი, მაგრამ მსაგავსი, რამ ერთხელაც არ უგრძვნია ანოს გვერდ . პირიქით მაზდ იყო ყველაფერი დაეთმო რათა მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა. საღამოს ლუკასთან წავიდნენ. - ანო რა უქენი ამ ბიჭს, მეც მითახარი რა ისეთი ბედნიერია პირს ვერ ვხურავ ღიმილისგან.- გადუალაპარაკა საბამ და თან ღიმილით გადახედა ლაზარეს, რომელიც მეგობრებთან საიბრობდა. საბას შემხედვარე ანოსაც გაეცინა, იგრძნო რომ არასდროს ყოფილა სიცოცხლე ასეთი სასურველი. ის ღამეც ერთად გაატარეს, შიშვლები იწვნენ საწოლზე სიგარეტს ეწეოდნენ და საყვარელ მუსიკას უსმენდნენ . ზოგჯერ ანო ფრაზებს უკითხავდა მისი საყვრელი წიგნიდან . მეორე დღეს უნივერსიტეტში ლაზარემ მიიყვანა, შესასვლელთან გაბრიელი ელოდა ანოს, ლაზარეც გამოვიდა მაქანიდან და გულიში ჩაიკრა ანო. წასვლისას კი გაბრილეს თავის დაუკრა. ისიც იგივე ფორმით მიესალამა. ანო გაბიელისკენ წავიდა - თქვენ რა ისაუბრეთ ? - გაბრილი თბილად მოეხვია. - ჰო ცოტა. ლექციების მერე უნდა ვილაპარაკოთ - კარგი... ბოლო ლექცია გაუცდათ, ამიტომ იქვე ბაღში ჩამოჯდნენ.. - ლაზარე მეესაუბრა თქვენს გრძობებზე- გაბრილეს თავი დახრიილი ჰქონდა საუბრისას ისეთი განადგურებული იყო ანომ ისიც კი იფიქრა დედამისს ხო არ დაემართა რამეო, მაგრამ საუბარი აღარ გააწყვეტინა. - ანო ხომ იცი რომ ყოველთვის გულწრფელი ვარ, მითუმეტეს შენთან. არც ერთი ქალით არ აღფრთოვანებულვარ აქმდე, ვგიჟდები შენზე, გაცნობის დღიდან მიყვარხარ, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ მე ვერასდროს მივიღებდი შენგან საპასუხო გრძნობას. კინაღამ გავგიჟდი როცა ლაზარესთან დაგინახე, მაგრამ იცი ყველაზე მეტად იმის კი არ შემეშინა რომ მე სამუდამოდ დაგკარგავდი არამედ იმის რომ მასთან რამე არ დაგშავრბოდა. ჰო ჩემი სიყვარული ასეთია, ჩუმია და გამოუთქმელი , მგრამ მე მიყვარს ეს გრძნობა ჩემში, შენი სუნთქვაც კი საკმარისია იმისთვის რომ ბედნნიერი ვიყო. ამიტომ მინდა რომ არაფერზე თქვა უარი და იბრძოლე კიდეც შენი სიყვარულისთვის. ვხედავ როგორ შეიცვალა ლაზარე და ვხედავ როგორი ბედნიერი ხარ შენ. მაგრამ იმას გეტყვი რაც ლაზარეს ვუთხარი . შენს გვერდით ვიქნბი მთელი ცხოვრება როცა დაგჭირდები და კვალში ჩავუდგები ლაზარეს, როგორც კი რაიმე შეცდომას დაუშვებს ამით ვისარგებლებ და შენთვის ვიბრძოლებ. - გაბრიელ... მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ანომ და გადაეხვია. სწორედ ამ დროს ლუკამ დაურეკა ანოს. აღელვებული ხმა ჰქონდა უთახრა რომ წინ ელოდებოდა და გაბრილიც თუ მანდ იყო წამოსულიყო.- ლუკა მართლაც მაქნასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა მთელი სხეული უცახცხაებდა ანოს კინაღამ მუხლები მოეკვეთა ცუდი ამბის გაგების მოლოდინში. - ლაზარე სად არის, ლუკა? - ანო ახლა უნდა მომისმინო და ლაზარეს ხათრით უნდა დამიჯერო გთხოვ. ლაზარე ახლა ვერ დაგელაპარაკება, საერთოდ ცოტა ხანი უნდა მოიცადო, ძალიან ცუდად არის მაგრამ არა ფიზიკურად. ყველაფერს თვითონ მოგიყვება როცა გნახავს . გაბრიელ ლაზარემ გადმოგცა რომ შენი სიტყვბი უნდა შეასრულო რადგან უკვე დროა.- გაბრელმა თავი დაუკრა. - ვერ ვხვდები რა ხდება? რატომ არაფერს ამობოთ. ლუკა წამიყვანე ლაზარესთან- უკვე ყვიროდა. - ბოდიში ანო- ლუკამ თავლები მოარიდა და მანქანაში ჩაჯდა - ლუკა, დავრუნდი - არ უნდოდა მისი გაშვება მაგრამ გაბიელმა არ დაანება, ხელით დაიჭირა და მის დამშვიდებას ცდილობდა. არც კი ახსოვს როგორ მივიდნენ სახლში. - ანო ახლა სახლიდან არ უნდა გახვიდე. მეც სულ აქ ვიქნები. ლუკას უნდა დავუჯეროთ. ყველაფერს ლაზარე აგიხსნის. ისეთი გაბრაზებული და ძალა გამიცლილი იყო კითხვების დასმის თავიც აღარ ჰქონდა. საწოლზე დაწვა მუხლებზე ხელბი შემოიხვია. სამი დღე ასე გავიდა, არც ლაზარეზე იცოდა რამე , არც ლუკა გამოჩენილა. გაბრიელი სულ მის გვერდით იყო და ცდილობდა მარტო არ ეგრძნო თავი, მაგრამ გული უკვდებოდა როცა ანოს ასეთ უსიცოცხლოს ხედავდა. ყოველღამე იღვიძებდა ყვირილით და მხოლოდ ბიჭის მკლავებში იძინებდა მშვიდად. რომ არა გაბრილი ამ გაურკვევლობას ალაბათ ვერც გაუძლებდა. რამდენჯერმე სცადა წასულიყო ლაზარეს სახლში მაგრამ გაბრიელმა არ გაუშვა. არწმუნებდა რომ მისთვის ეს საშიში იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ . მეოთხე დღეს შუაღამისას როცა გაბრიელს ეძინა ჩუმად წამოდგა, მოსაცმელი მოიცვა და სახლიდან გავიდა. ლუკას დაურეკა მაგრამ არავინ უპასუხა. გადაწყვიტა ლაზარეს ბინაში წასულიყო. კიბეებზე ასვლისას მიხვდა გულისცემა როგორ გაუხშირდა. კარი ღია იყო, ამიტომ არ დააკაკუნა. სახლი საშინლად იყო არეული, თითქოს ვიღაცას განგებ დემსხვრია ყველაფერი საუბრის ხმა მოესმა და იმ ოთახისკენ დაიძრა. ლუკაას ხმა მაშინვე ამოიცნო და ცოტა დამშვიდდა, ბიჭები იქვე ბუხართან იდნენ და ეწეოდენ ლაზარე კი მდივანზე იწვა და კეფით მდივნის კიდეს ეყრდნობოდა, თავლები დაეხუჭა. მაშინვე იგრძნო ანომ როგორ მოენატრა . ცრემლები მოადგა თუმცა თავი შეიკავა ბიჭები ანოს დაანახვისას გაჩუმდნენ და გაკვირვება გამოეხატათ სახეზე. - ანო აქ რა გინდა? წარმოთქვა საბამ და მაშინვე ასწია თავი ლაზარემ. გაბრაზება გამოეხატა სახეზე და ხელები მომუშტა ძალიან გაუჭირდა თავის შეკავება რომ არ მოხვეოდა. ლაზარე წამოდგა და ფანჯარასთან დადგა. ანოს გაუკვირდა რომ ზურგი აქცია. ხმა ვერ ამოიღო,იცოდა თუ რამეს იტყოდა ცრელები წასკდბოდა. - წადი - გაისმა ის ცივი, მკაცრი ხმა რომლიც ასე ენატრებოდა, რომელიც ეუბნებოდა რომ უყვარდა ახლა კი ამის მოსმენა ძალია რა ხდება ლაზარე ? წარმოთქვა როგორღაც და მაინც იგრძნო როგორ ჩამოუგორდა ცრემლი, ლუკას და საბას გადახედა, რომლებსაც თავი დაეხარათ და ფეხზე ძლივს იდგენნ. - წადი- მეთქი- ისევ გაიმეორა მან - მაგრამ ლაზარე - გაეთრიე აქედან - ლაზარე მისკენ მობრუნდა ბოლო ხმაზე უყვირა, შიშისგან შეხტა კანდელაკი , ძალიან ეტკინა, მიხვ და რომ ვეღარ სუნთქავდა მაშინვე უსიტყვოდ გამოვარდა სახლიდან, ესმოდა როგორ ამტრევდა ნივთებს და ყვიროდა დადეშქელიანი. უმისამართოდ მიდიოდა ანო და ბოლოს უკვე ვეღარც გადადგა ნაბიჯი და იქვე ჩაიკეცა. მალევევ იგრძნო როგორ შეუერთადა მის ცრემლრბს წვიმის წვეთები. არაფერი ახდოვდა გარდა იმისა როგორ აყვანა ხელში გაბრილმა, ნეტავ იქ როგორ გაჩნდა, ან რა მნიშვნელობა ჰქონდა უკვე რამეს? რამდენი რამ გადაუტანია ანო კანდელაკს, მაგრამ არასდროს უგვრძნია ისეთი ტკივილი რომელიც ლაზარემ მიაყენა თავისი სიტყვებით. ვერ იჯერებდა ვერ ხვდებოდა რა უნდა დამართნოდა. დღეები ბუნდოვნად ცვლიდნენ ერთმანეთს. სამყარო უფრო და უფრო იძირებოდა სიბნელისა და გამოუთქმელი გრძნობების მორევში. ერთი კვირით ადრე დიდი, ჩაბნელებული სახლში უზარმაზარ ეზოში შავი მანქანა შეიჭრა. მალე გადმოვიდა მაღალი კაცი, ახოვანი, შავი თმებითა და მწვანე თვალებით. შემშინებლად შეუვალი სახე ჰქონდა გეგშიძის ვაჟს. სწრაფი ნაბიჯებით შევარდა სახლში და მიმოიხედა. ოთახში ბნელოდა მხოლოდ მდივნის გვერდით მდგარი ნათურა იყო ანთებული, რომელზეც შუახნის ასაკას გადაცილებული მამაკაცი იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. - ასეთი შეშინებული სახით ხვდები გეგა მამაშენს? - კაცს ირონია გამოერია ხმაში და იდნავ გაიღიმა - მამა - წამოიყვირა ბიჭმა და მისკენ გადადგა ნაბიჭი. მჭიდროდ მოეხვია გაქცეული მამა უკვე დავაჟკაცებილ ბიჭს. - მამა შენ ხომ იცი როგორ მიხარია შენი ჩამისვლა მაგრამ საშიშია დადეშქელიანი შმაგივით დაგეძებს და ისე არ მოკვდება შური რომ არ იძიოს. - დამშვიდდი გეგა, მე მისი არც მეშინია, მაინტერესებს კიდეც რა ხელი აქვს იმ პატარა ბიჭს მე რომ დავტოვე. ის ვერასდროს გაიგებს მშობლების მკვლელის ვინაობას. - მომენატრე მამა - მეც შვილო, მეც ისევ მოეხვია ვაჟა გეგეშიძე თავის უმამოდ გაზრდილ ვაჟს . - ლაზარეეე- სად ხარ? - ლუკა ტელეფონში ყვიროდა - ანო დავტოვე უნივერსიტეტში რა ხდება? - სასწაფოდ მიდი შენთან ბინაში და მოვალ მეც. 15 წუთში უკვე ლაზარეს სახხლის წინ იდგა , იქვე იდგა დადეშქელინის მანქანც . ერთი ამოისუნთქა და ბიანში ავიდა. - რა მოხდა ლუკა, რა გაღრიალებდა ტელეფონში. - ლაზარე ახლა კარგად უნდა მომისმინო და გთხოვ სიბარეზეს ნუ ა ყვები. მოკლედ გუშინწინ დავიჭირეთ ვიღაც იოსებ ნონიაშვილი დიდი რაოდენობით, ნარკოტიკების შენახვა შეძენისა და მოხმარებისათვის. წინასასანართლი სხდომის შემდეგ როცა მიხვდა მინიმუმ 8 წლით მოუწევდა ჩაჯდომა მისი ადვიკატი მოვიდა ჩემთან და საპროცესოს გამოფორმება შემომთავაზა, სანაცვლოდ კი 17 წლის წინანდელი საქმეს გახსნიდა ნონიაშვილი. დაკითხვისას განაცხადა რომ მხოლოდ ჩემთან ისაუბრებდა, მან აღიარა ლაზარე აღიარა რომ იცოდა იმ პიროვნების სახელი და გვარი ვისაც პირდაპირ არ მოუკლავს შენი მშობლები, მაგრამ თანამონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში და მან ყველაფერი იცის, მხოლოდ მე გამანდო და ჯერ ჩვენ ვიცით ეს ამბავი . -ვინ არის? - პირდაპირ მითხარი. - ლევან ახვლედიანი - არ გამომყვე- წარბიც არ შეხრია დადეშქელიანს ისე დატოვა სახლი -ლაზარეე , მოიცადე მეც მოვდივარ თუმცა უკვე გვიანი იყი გიჟივით მოწყდა ლაზარეს მანქანა ადგილს. ისევ მოიცვა ღამის სიბნელემ თბილისი. ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა. ვინც იცის რა აზრები ტრიალებდა მაშინ ადამიანის გულში, ყელში ამოდენილ სიძულვილი ვინ იცის რას არ გააკეთებინებს კაცს. ლევან ახვლედიანი ღამის პირველ საათზე გამოვიდა კუთვნილი კომპანიიდან და მანქანისაკენ დაიძრა მშვიდი დაღლილი ნაბიჯებით. ბოლომდე ამოსუნთქვაც ვერ მიახერხა როდესაც ჩაჯდომისას საფეთელზე მიადეს ლულა. - ღმერთო მიშველე - ამოიყვირა საწყლად.- რა გინდა ჩემგან? მითხარი რა გინდა მოგცემ ყველაფერს. ვინ ხარ? დადეშქელიანმა მანქანის სარკე მისკენ შეაბრუნა და ახვლედიანმა კარგად გაარჩია სახე, რომლსაც ყველაზე კოშმარულ სიზმრებში ხედავდა და გულისსიღრმეში ელოდა კიდეც ამ დღის დადგომას. - ლაზარე შვილო -არ გაბედო, არ გაბედო შენ დედამოტ***ო ხმის ამოღება, არც ზედემეტი ილაპარაკო. დიდიხნის წინ უნდა მომეშორებინა შენი გახრწნილი სული სამყაროსთვის. - ლულა უფრო მაგრამ მიაბჯინა საფეთქელზე - მითხარი სახელი და გვარი - გეტყვი ლაზარე , გეტყვი მაგრამ ნუ მომკლავ შვილო. - სიკვდილის წინ მაინც იყავი კაცი და ქალივით ნუ მევედრები? მეორედ არ გაგიმეორებ მითხარი რისთვისაც მოვედი აქ. - ვაჟა გეგეშიძე. მან მოგიკლა მშობლები შვილო, მე ვცდილობდი შემეჩერებ... - ლაზარემ არც დაასრულებინა სიტყვა ისე გამოკრა სასხლეტს და იგრძნო როგორ შეეხო მის კანს თბილი ბლანტი სისხლიი. ლუკას ცივმა ოფლმა დაასხა, როცა გაიგო რომ ახვლედიამი მოკლული იპოვეს თავის მანქანაში. მთელი დღე ფერწასული დადიდოა. - ტატო რა ხდება გაიგეს ექსპერტებმა რიმე მკვლელი შესახებ. - არა ლუკა, უცნაური ამბავია ძალიან თითქოს მიწამ ჩაყლაპა მკვლელი, ვერც ერთ ანაბეჭდი ვიპოვეთ. ყველაფერი სუფთად არის გაკეთებული. თბილისში ჩოჩქოლი და მღელვარება გამოიწვა ერთ ერთ ყველაზე გავლენიანი კაცის ამოუცნობმა მკვლელობამ. ხალხი გეგეშიძის დაბრუნებას უკავშირებდა მისი ბავშვობის მეგობრის სიკვდილს, მაგრამ თავად ვაჟა არც კი გამოჩენილა. -მამა რა ვქნა მითხარი, ჩემი ხელით დავახლი ტყვიას და შენს თავს არ დავუთმობ მაგ ნაბიჭ***ს. - როგორ გაზრდილა და დაკაცებულა დადეშქელიანების ვაჟი, არ იტყოდა გეგა ლევანი, არაფერს იტყოდა. - დაცვას გავაძლიერებ, როგორც იქნა აქ მყავხარ მამა და მაგ სი*ს არ დავუთმობ შენს თავს. ჯერ იყო და ციხეში მყავდი, მერე დადეშქელიანების ნაშიერს ემალებოდი ამდენი ხანი. - დამშვიდდი გეგა მე არ მეშინია მისი. - ამოთქვა მტკიცედ გეგეშიძემ მაგრამ მიხვდა ძლივს იკავებდა თავს შვილის წინ ხმაში შიში და ეჭვი რომ არ გამოპარვოდა. ახვლედიანის მკვლელობიდან სამი დღე იყო გასული, ლაზარე ლუკასთან და საბასთან ერთად იჯდა მდივანზე და სვამდა. - რას აპირებ ლაზარე ახლა შენ? - ველოდები საბა, ველოდები გეგეშიძის გატყდომას. ახლა იცის რომ მასზე ვნადირობ და ელოდება როდის მივაკითხავ, მინდა რომ მელოდოს შიშისგან თავისი ანარეკილისაც კი უნდა ეშინოდეს. - ლაზარე ფიქრობ ამას რა შეიძლება მოყვეს? -აწი გვიანია ლუკა, გვიანი. ერთადერთი მიზანი მქონდა 17 წლის მანძილზე . ვერ ხედავ რად ვიქეცი, მკვლელად მაქცია სამართლის ძიებამ ლუკა- სიმწრით გაეცინა ლაზარეს. -მერე ანო? - გოგონას სახელის ხსენებაზე სახე წაეშალა დადეშქელიანს. თვალებში საოცრად დიდი ტკივილი ჩაუდგა. - ბევრს ვეცადე ლუკა, მაგრამ ვერ ამოვიღე გულიდან სიძულვილი რომელიც 17 წელია მახრჩობს. ანოს ასე ვერ მოვექცევი. ჩემმნაირი ცოდვიანი კაცისთვის ვერ გავწირავ მას, იმდენად მოიცვა ჩემი სული წყვდიადმა არ მინდა მასაც გადავდო . ვიცი აწი ისე აღარაფერი იქნება როგორც იყო. როგორ უნდა შევხედო მას იმ ნათელ, წმინდა თვალებში. - ანო გაგიგებს, თუ უყვარხარ გაგიგებს ლაზარე. - მე ვერ გავუგებ ლუკა ჩემს თავს, ღამის აჩრდილი ვარ, ცივსისხლიანი მკვლელი. ერთი წამითაც კი არ მინანია გესმის , მესიამოვნა კიდეც როცა მისი ბლანტი სისხლი ვიგრძენი სახეზე. არ მემეტება მე ჩემი ანო ასეთი კაცისთვის . ხმა ვერავინ ამოიღო. ტკივილი ახრჩობდა სამივეს ოთახში, გამოუთქმელი, მწარე ტკივილი. სწორედ ამ დროს შენიშნა საბამ კარებში მდგარი კანდელაკი.... ***** მისმა დამახვამ საბოლოოდ გაახელა დადეშქელიანი თვალებში ვერ შეხედა მაგრამ ისედაც გრძნობდა, როგორ ანადგურებდა ტკენდა მის საყვარელ ქალს, მაგრამ უფრო დიდი ტკივილისთვის არ ემეტებოდა თავისი ანდროგენი. გეგეშიძე ბოლთას სცემდა თავის სახლში. შიშით შუქსაც არ ანთებდა ღამით. მუდმივად ფანჯრიდან გაჰყურებდა ეზოს. თუ მართლა გამოუტყდა ლევანი დადეშქელიანს რატომ აქამდე არ მოაკითხა. ეს გაუკვერვლობა ჭკვიდან შლიდა და უფრო მეტად აშინებდა გეგეშიძეს. ბოლოს თავის საყვარელ და უკვე განუყოფელ ვისკის ბოთლთან ერთად შევიდა მის კაბინეტში. ჩუქი არც ამჯერად აუნთია მაგრამ იგრძნო რომ მარტო არ იყო ოთახში . სუნთქვა შეეკრა და შიშისგან კარს მიეკრო. იმის იმედით რომ მოეჩვენა, იქვე მდგარი ნათურა აანთო, მკრთალ სინათლეში კი წყვდიადუდან ნელა გამოვიდა დადეშქელიანი. სახეზე სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა . - ლაზ ა რე - ძლივსღა ამოთქვა გეგეშიძემ. - იცი რამდენი ხანი ველოდებოდი ამ დღეს? 17 წელი. 17 წელი ყოველდღე შენი სიძულვილით ვიღვიძებდი. ახლა კი აქ დგახარ ჩემს წინ , საცოდავი, შიშისგან დაპატარავებული. - ლაზარე მე ძალიან ვნანობ შენი მშობლების სიკვდილს - ხო ? შენს თვალებში კი სხვა რამეს ვხედავ მე გეგეშიძე, უფრო მეტს ველოდი, კაცისგან რომელმაც ბავშვობა წამართვა. 9 წლისამ მივაბარე მშობლები ცივ მიწას. შენ კი ამდენი წლის მერეც სუნთქავ და არსებობ. ადამიანი რომ გაიხრწნება მერე გადასაგდები ხდება ხომ გაგიგია გევეშიხე, შენი სუნი კი აქაც მცემს. შენი უბრადრუკი სულის აყროლებული სუნი.. - გეგეშიძეს ფეხები მოეკვეთა, მუხლებზე დაეცა დადეშქელიანის წინ და ატირდა. - შვილი მყავს მე ლაზარე - ახლა გაგახსენდა შვილი გეგეშიძე? რად უნდა შენნაირ კაცს შვილი ? და მე არ მყავდა მამა რომლის სითბოც არასდროს მიგრძვნია . მე არ მყავდა დედა, რომელსაც ვერ დასცალდა შვილის სიყვარული. მე არ ვიყავი შვილი, უმოწყალოდ რომ ამომიხოცე მშობლები? მიმიფურხებია შენი უბადრუკი სიცოცხლისთვის გეგეშიძე. -იღრიალა ლაზარემ და უემოციოდ გამოჰკრა სასხლეტს თითი. ზემოდან დაჰყურებდა მშობლების მკვლელს და უყურებდა, როგორ ეცლებოდა მის თვალებს სიცოცხლის ნიშანწაყალი. მორჩა... დასრულდა, 17 წლიანი ლოდინის, უშედეგო ძებნის, უძილო ღამეების შემდეგ მისი მშობლების მიკვლელი მის ფეხქვეშ ეგდო უსულო და დამცირებული. გულზემოეშვა? არა, არაფერი უგრძვნია საერთოდ . ეგონა რომ ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა, შვებას იგრძნობდა, მაგრამ უფრო მეტად დაამძიმა მისი სხეული წყვდიადით მოცულმა გულმა. უფრო მოიძულა ცხოვრება ისეთ ადამიანად როგორიც ის იყო. მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო, როცა სხვისი მეშვეობით ვერ იპოვა სამართალი თავისი ხელებით აღასრულა ის. დაიღალა, ძალიან დაიღალა დადეშქელიანი. კლუბიდან დაბრუნებული, მშვიდად შევიდა სახლში , არ უნდოდა მამის გაღვიძება ალბათ ეძინა ჯერაც. თუმცა მაინც შეიხედა მის კაბინეტში ფრთხილად. ფეხებიწაერთვა როცა მიწაზე გართხული, შუბლში ტყვია დაჭედებული მამა დაინახა. მამის სხეულს მიეჭრა და დაჭრილი მგელივით იღრიალა უმცროსმა გეგეშიძემ. - ვერ დაგიცავი მამი ვერა. ვერ გავძეხი მამი შენით. ვერ დაგიგულე ჩემად. გეფიხები მამი, შენს სულს გეფიცები შურს ვიძიებ და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ დადეშქელიანს.- კიდევ დიდხანს ისმოდა ღრიალი გეგეშიძეების უზარმაზარი სახლიდან. ისევ გაახსენა გეგეშიძის მკვლელობამ 17 წლის წინ მომხდარი შემზარავი ისტორია თბილისს. ყველა ამბობდა მაინც იძია შური დადეშქელიანმაო, რომლის სახელის გაგონებისას შიშისგან ცრიდა ყველას, მაგრამ სამართალდამცავებმა ვერაფერი დაამტკიცეს, მხოლოდ ჭორებს კი რა ხელი ჰქონდა ამ დროს. არც გეგეშიძე ითხოვდა რამეს. დუმილით მიაბარა მიწას გაციებული მამის სხეული და ეს დუმილი უფრო მეტად აშინებდა თბილისს. მას შემდეგ დღის სინათლეზე არავის უნახავს დადეშქელიანი. ზოგი ამბობდა ისევ დადის თავის კლუბშიო, ზოგმაც მშობლების საფლავს აკითხავსო. ზოგი იმასაც ამბობდა საერთოდ წავიდა საქართველოდანო. მავრამ არავინ იცოდა რომ იმ ავადსახსენებელ დღეს კანდელაკის ფაბჯრის ქვეშ იდგა დადეშქელიანი. მთელი ღამე უყურებდა მისი ოთახიდან გამომავალ მკრთალ შუქს და გულში წყევლიდა თავის ცხოვრებას, რომ ყველაზე ძვირფასი და წმინდა რამ დაკარგა. არ ემეტებოდა ქალი ასეთი კაცისთვის, წყვდიადში ჩაკარგული. ცხოვრებისთვის... დილამდე იდგა მის შორიახლოს როგორ უნდოდა მოხვეოდა, მისი სურნელი შეწგრძნო, მისი ცხელი და ნაზი ტუჩების გემო მოენატრა, მაგრამ თავად გაანადგურა ყველაფერი. მისნაირებისთვის არ შეუქმნია ღმერთს ბედნიერება. მას შემდეგ არავის უნახავს დადეშქელიანი თბილისში. იმ საზარელი დღიდან სამი თვის შემდეგ ლუკამ მიაკითხა კანდელაკს... განადგურებული და წამხდარი ეჩვენა დადიანს ქალი, რომელიც მისი დანახვისას კიდევ უფრო მეტად გაფითრდა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა. მოუახლოვდა და ხმა ვერ ამოიღო. - როგორ ხარ ანო? - აქ რა გინდა ლუკა. რამე დაემართა მას... - სახელის წარმოთქმისთვის ძალა აღარ ეყო. - კარგად არის, თუ ამას ყოფნა ჰქვია საერთოდ. გაიგებდი გეგეშიძის ამბავს და ჭორებსაც რომელზეც მთელი თბილისი საუბრობს. მართალია ანო ყველაფერი. ლაზარემ 17 წლის შემდეგ მაინც იძია შური, მაგრამ თვითონაც მოკვდა, ვერ პატიობს თავის თავს. შენთვის სხვანაირი ცხოვრება ემეტება ანო და არა მკვლელის ცოლობა, ხომ იცი აწი მის აბოგინებულ სულს ვერაფერი დაამშვიდებს. არც კი იცის აქ რომ ვარ ახლა შენს წინ თორემ მეც მომკლვადა ალბათ. მაგრამ ასე ვერ დაგტოვებდი, მინდა გითხრა რომ წავიდა და არ ვიცი თუ დაბრუნდება ოდესმე. ბედნირი იყავი ანო, ეს გაახარებს მხოლოდ მას.- ბიჭმა ლოყაზე მოუსვა ხელი და წავიდა. იქვე სკამზე ჩამოჯდა კანდელაკი და ტკივილოსგან მოიკეცა. მაინც ამტანია ადამიანი ყველაფერს აიტანს, აუტანელსაც კი. ასეთია მისი ბუნება, სანამს პირში სული უდგას, არ ნებდება და არ ეპუება... მთელი დღეები ცდილობდა საწოლიდან წამოდგომას მაგრამ არ გამოსდიოდა, გაბრიელი რომ არა ვერასდროს დაიხსნიდა თავს ამისგან. ანოს შეზოფრენიის საწყისი ეტაპი დაუდგინეს, რომლის პირველი სიმპტომიც დეპრესია იყო, რომლიც ძილერი ემოციური ტრამვის შედეგად განუვითარდა. რომ არა გაბრილი ალბათ ვერასდროს შეძლებდა იმ წყვდიადიდან და უფერული სამყაროდან თავის დაღწევას რომელშიც აღმოჩნდა. 2 თვე სანატორიმშიი გაატარა, ორი თვიდან კი მხოლოდ ბოლო დღე ახსოვს როცა გაბრიელმა სახლში მოიყვანა. ანო თითქოს ჩვეულებრივად იყო ჭამდა, ეძინა, ისევ ძველებურად უყურებდნენ ფილმებს . მაგრამ თითქოს ყველაფერს ინსტიქტურად აკეთებდა დაპროგრამებულივით. ავტომატურად. ძალიან ცოტას საუბრობდა და ისიც საჭიროების გამო. თითქოს სადღაც შორს ცხოვრობდა ყველასა და ყველაფრისგან შორს. გაბრიელმა დედა გააცნო. გაგიჟდა ნანა ანოს ნახვისას, ძალიან მოეწონა გოგონა, მაგრამ ხვდებოდა რომ რაღაც ისე ვერ იყო, მის თვალებში საოცრად ღრმა და გამოუთქმელ ტკივილს ხედავდა. ანო უფრო და უფრო მეტს კითხულობდა მთელი დღეები, იმისთვიდ რომ არ ეფიქრა ცდილობდა გონება გადაეტვირთა, თანდათან ეს ჩვევად ექცა და საინტერესოც გახდა. უკვე ბოლო კურსზე იყო და ეს ყველაზე მნიშვნელოვნად ეჩვენებოდა ახლა. მთელი დღეებს ლექციებსა და ბიბლიოთეკაში ატარებდა, საღამოს კი გაბრიელთან ერთად ვახშმობდა. რომ არა ის ალბათ ვერ გადაიტანდა ამ აუტანელ და ძვლებში გამჯდარ მარტოობას. დრო სწაფად გადიოდა დააასრულეს ანომ და გაბრიელმა სწავლა. გაბრიელმა უშიშროებაში დაიწყო მუშაობა, ანო კი პროკურატურის გამოცდისთვის ემზადებოდა. რა თქმა უნდა, არავის გაკვირვებია როცა უმაღლესი შეფასებით მიიღო პროკურორის წოდება და ბოლოს დავბოლოს შეეძლო ეკეთებინა ის საქმე, რომელიც ასე უყვარდა. კვლავ ცდილობდა რომ დაეღწია თავი თავისი მდგომარეობისთვის და მთელს დროს საქმეს უთმობდა. მალე დაიწყეს საუბარი ყველაზე ახლაგაზრდა და ნიჭიერ პროკურორზე. უამრავი ადამიანი გაიცნო, მაგრამ თავიდან მათი სახელების დამახსოვრება ძალიან უჭირდა, იმდენად უმნიშვნელ9 იყო თითეული სახე მისთვის. მთელს მის ცხოვრებას თითქოს ბურუსი გადაჰკვროდა . - ანოო, რას შვები ? - სამსახურში ვარ, მალე პროცესზე უნდა შევიდე რატომ? - დღეს ნანამ დაგვპატიჟა ვახშმად და გამოგივლი საღამოს. - კარგი დაგელოდები. უკვე 7 სრულდებოდა როცა ისევ დაურეკა გაბრილემა ახლაღა გაახსენდა რომ უნდა წასულიყო, მაშინვე აიღო ნივთები და გავიდა. ბიჭი მანქანას მიყრდნობოდა და უღიმოდა მის საყვარელ ქალს. - როგორ მომენატრე - მისი დიდი მკალვები მოხვია ანოს და გულში ჩაიკრა, მისი სურნელი კიდევ ერთხელ შეიგრძნო. - დღეს არ მნახე გაბრიელ. -მერე რა მე სულ მენატრრები- წავიდეთ თორემ მომკლავს ნანა. ანო უყურებდა მის გვერდით მჯდარ ბედნიერ გაბრიელს და მასაც უხაროდა ასეთს რომ ხედავდა. ის ბევრს არაფერს ითხოვდა, მხოლოდ მასთან ყოფნას. მის ცხოვრებაში არსებობას. ორი წელი გავიდა იმ ამბებიდან და არც ერთი დღე არ გასულა ანოს ცხოვრებაში გაბრიელის გარეშე. - ვაიმე ჩემი შვილები მოვიდნენ, თათული მიხედე ხაჭაპურებს.- შეჰყვირა ნანამ , რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო უკეთ ხდებოდა. - ანოო ისე მომენატრე ასე უნდა დამივიწყო ჩემო გოგო? - ბოდიში ნანა, ვერ მოვიცალე. - ამდენი მუშაობა სად გაგონილა, რა სუსტი ხარ ანნ მოდი , იმდენი რამ მოგიმზადეთ - კაი ნანა ნუ დაახრჩვე ანო, მეც აქ ვარ ისე. - რაო დე ეჭვიანობ შენ? - სამივეს გულიანად გაეცინა. კარგი იყო მათთან ყოფნა. მხიარულად ივახშმეს. მერე კი ნანა დასასვენებლად წავიდა. გაბრიელმა ვერდაზე ჩამომჯდარ ანოს ჩაი მიაწოდა და მია გვერდით მომალათდა - ლამაზია ღამეა არა გაბრიელ? - შენ უფრო ლამაზი ხარ ანო კანდელაკს არაფერი უთქვამს. - ანო იცი, რააღაც მინდა გითხრა, დიდიხანია ვცდილობ ამის თქმას მაგრამ სიმართლე გითხრა მეშინია შენი პასუხის. ხომ იცი რომ სამყაროში ყველაზე ძლიეერი და გამოუთქმელი სიყავრულით მიყვარხარ. შენ ხომ იცი რომ მე არაფერს ვითხოვ შენგან, მხოლოდ ის მინდა რომ ჩემთან იყო და ჩემი იყო სამუდამოდ. - გაბრიელ მე... - რაღაცის თქმა დააპირა კანდელაკმა, მაგრამ ისევ შეაწყევტინა ვიჭის სიტყვებმა. - გახდები ანო ჩემი ცოლი? ვიცი რომ შენ ისე არ გიყვარვარ როგორც მე მაგრამ მინდა რომ სამყაროში ყველაზე ბედნიერ ქალად გაქციო. ჩემი სიყვარული იმდემად დიდია რომ ორივეს დაგვიტევს, ორივეს გვეყოფა ჩემო ერთადერთო. ანო გაშრა, ამას არ მოელოდა გაბრიელისგან. რა თქმა უნდა მასაც უყვარდა გაბრიელი მაგრამ იყო კი ეს ის სიყვარული რომლის გამოც დათანხმდებოდა მთელი ცხოვრება გაბრიელთან ყოფნას? - ანო ვიცი რომ მოულოდნელია შენთვის და არც გთხოვ რომ ახლავე მიპასუხო, როცა მზად იქნები და მიხვდები როგორ უნდა მოიქცე მაშინ მითხარი პასუხი. მე დაგელოდები ჩემო საყვარელო. ისევ მოიმწყვდია აცრემლებული ქალის სხეული თავის მკლავებში გაბრიელმა... არავინ დარჩა ანოს ისეთი ძვირფასი როგორიც გაბრიელი იყო მისთვის , ის იყო კაცი , რომელმაც მისი ტკივილი გააყუჩა და ნელ ნელა მისი ჭრილობების შეხორცებას ცდილობდა და ახერხებდა კიდეც. მის გარეშე იმაშიც კი ეპარებოდა ეჭვი რომ საერთოდ ცოცხალი დარჩებოდა აქმდე. სრულიად მარტო ამას ვერ გადაიტანდა. მიუხედავად უარყოფისა, გაბეიელს მაინც სურდა ანოს ცოლად შერთვა, ამდენი წლის მერე, მისი სიყვარულის საკუთარ თავზე მეტად სწამდა. ყოველთვის როცა მას უყურებდა და ასეთ ბედნიერს ხედავდა მის გვერდით, უნდოდა მოხვედოა როგორც დედა შვილს, მის ერთადერთ ნამდვილ ადამიანს მთელს სამყაროში. ახლა კი როცა ხვდებოდა მხოლოდ მის ერთ სიტყვას შეეძლო ის მსოფლიოში უბედნიერეს კაცად ექცია, ვერ ხვდებოდა რატომ უჭირდა მაინც ამ მარტივი და ერთადერთი სწორი გადწყევფილების მიღება. დეკემბერიც დადგა და ისევ გაეხვია თბილისი ზამთრის მარწუხებში. დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია ზამთრის დადგომასთან ერთად გავრცელებულმა უცნაურმა და იდუმალმა ამბავმა თბილისში. ხალხი ალაპარაკდა ლაზარე დადეშქელიანი დაბრუნდაო სამშობლოში. ისევ ისეთი უტყვი, საშიში და შემაზრწუნებლად მშვიდი. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ყოველი ერთით მეტი დღის შემდეგ გრძნობდა კანდელაკი რომ უფრო ნაკლებად აუტანელი ხდებოდა სუნთქვა. მთელს დღეებს თავის კაბინეტში ატარებდა , საღამოს კი წიგნებს კითხულობდა ბუხრის წინ, წითელი ღვინით ხელში. - ანო სახლში ხარ ? - ჰო გიგი რა მოხდა? - მეგბრები გვეპატიჟებიან კლუბში, თან დღეს ლაშა ჩამოვიდა და შენი გაცნობა უნდა წამო რა. - კარგი წამოვალ. - გამიგივლი ნახევარ საათში. ანომ გრძელი სადა, ზურგ ამოღებული კაბა ჩაიცვა. მოკლე თმები ახლა მხრებამდე ეშლებოდა. მაკიაჟს არც ახლა ატრებდა უკვე მზად იყო, როცა კარის ზღურბლზე გაბრიელის ჭაობისფერი თვალები შემოეგებნენ. - რა ლამაზი ხარ ანო, ჩემო სიყვარულო. - ნუ აჭარბებ გაბრიელ, გაღიმა ანოს. - მე ვაჩერბებ კარგი რა .. როცა დარბაზში შევიდნენ მაშიმვე მიიქცია საოცრად ლამაზმა წყბილმა ყურადღება, გაბრიელს გაეღიმა და ყურში ჩასჩურჩულა კანდელაკს. -ახლაც მე ვაჭარბებ? . - გაბრიელ - ღიმილი ვერ შეიკავა ანომ - ღმერთო როგორც იქნა გავიცანი ქალი რომელიც ასე შრუბარა ჩემმა ძმაკაცმა სასიამოვნოა ანო შენი გაცნობა- ხელზე ეამბორა ლაშა ანოს , გაეღიმა მის ამ დახვეწილ ჟესტზე. ვიცეკვოთ? - ამმ მეზიზღება ცეკვა - გთხოვ რა ანო - კარგი ჰო მშვიდი მუსკის ფონზე წელზე მოეხვია გაბრიელის ხელები ანოს, მან კი მხარზე დაადო თავი, ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული იყო განათების გამო, თუმცა მაინც დაინახა როგორ უყურებდნენ გაბრიელის მეგობრები მათ და იღიმოდნენ. თუმცა მარტო ისინი არ უყურებდნენ ამ ლამაზ წყვილს. წყვდიადში, სადღაც ხალხს შორის იქვე იჯდა დადეშქელიანიც. სახე გაეყინა როცა ანო დაინახა, თან ვისთან ? მიხვდა როგორ შეეკრა სუნთქვა, ამ წლების მანძილზე კანდელაკი უფრო დამშვენებულიყო, საოცრად უხდრბოდა ქალს გრძელი დალალები, უფრო დაიხვეწა და დამშვენდა ანო. ახლა კი როცა შორიდან უყურებდა მას გაბრიელთან ერთად, სიბრაზისგან ისე უჭერდა ვისკის ჭიქას ხელს, რომ ჩაეფშვნებოდა ალბათ მინა ხელში დადეშქელიანს. ამდენი ხნის მერე მხოლოდ მის გამო დაბრუნდა, მხოლოდ მისი არსებობა ექაჩებოდა უკან და მაგნიტივით იზიზდავდა, თუმცა არ შეეძლო მისი ყურება სხვა კაცის მკლავებში და არც ჰქონდა უფლება გაპროტესტების. ამიტომ შეუმჩნევლად წამოვიდა და საკუთარ გულში გამეფებულ წყვდიადში ჩაიძირა. - გაბრიელ წავაიდეთ რა, თან რაღაც მინდა რომ გითხრა. - კარგი ანო არ არის პრობლემა. მეგობრებს დაემშვიდობნენ და გაბრიელი ანოს სახლისკენ დაიძრა. - გაბრიელ - გისმენ ჩემო სიყვარულო - თანამხმა ვარ. -რა? - გამოგყვები ცოლად- გაბრიელმა ისე მოულოდნელად დაამუხრუჭა კინაღამ უკან მომავალი მამქანა შეეჯახათ. სახე ღიმილისა და ბედნიერებისგან ერთიანად გაბადროდა ბიჭს. - ანო, ჩემო ერთადერთო, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ კაცად მაქციე შენი სიტყვებით - გულში ჩაიკრა მისი საყვარელი ქალი, შემდეგ ნიკაპ ქვეშ ხელები ამოსდო და თავი ააწევინა. ნაზად დაეწაფა კანდელაკის ტუჩებს, აქამდე ცდილობდა თავი შეეკევებინა მითუმეტეს, რომ ანოს გრძნობების შესახებ არ იცოდა. ახლა კი როცა ქალი მხოლოდ მისად დაიგულა, ნეტარებით დაეწაფა მის ბაგეებს, არც ანო შეწინააღმდეგებია, დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული საცოლე. - წავიდეთ რა გაბრიელ - კი ანო ახლავე, აუ ერრთი სული მაქვს ნანას როდის ვეტყვი, დღეს არ დაიძინებს ალბათ უკვე დაიწყებს ქორწილის დაგეგვმას. - დიდი ქორწილი არ მინდა, მხოლოდ ჩვენ და უახლოესი მეგობრები, ხომ იცი პომპეზური არაფერი მომწონს. - მეც ასე ვფიქრობ, ყველა ისედაც გაიგებს რომ ყველაზე საოცარი ქალი მომყავს ცოლად. - ახლა კი ისევ აჭარბებ. გამოემშვიდობა მომავალ საქმროს და მის ახლა სახლში შევიდა. ერთი წელია უკვე რაც აქ ცხოვრობს, პატარა მაგრამ მყუდრო სახლია ასევე პატარა ეზოთი, სადაც ანო ყვავილებს უვლის ხოლმე. ეს სახლი გაუხდია ახლა მესაიდუმლედ, მხოლოდ ამ ოთხმა კედლებმა იციან რას იტევს და იანხავს კანდელაკის გული. სახლში შესვლისას შუქი არც აუნთია. ბუხარში ჯერ კიდევ ენთო ცეცხლი, ფეხსაცმელი იქვე მიაგდო და იქვე მდგარ მის წითელ ღვინოს მიაშურა ბუხრის წინ დადგა ჭიქით ხელში და ცეცხლს მიაჩერდა, იმ გადაწყვეტილებაზე ფიქრობდა რომელიც დღეს მიიღო. მაგრამ უეცრად იგრძნო რომ მარტო არ იყო სახლში. მაშინვე შემობრუნდა და კედელს მიყრდნობილი ლაზარე რომ დაინახა ეგონა, გული გაუსკდებოდა. ბიჭი უღიმოდა, მაგრამ მის თვალებში უსაზღვროდ დიდ სევდასა და ტკივილს გრძნობდა. - ყველაფერი ისეა როგორც გინდოდა ორანჟერეა და წიგნები.- ამოთქვა ღმილით ლაზარემ და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს. ანოს გაეცინა, ეს ყველაფერი მართლა ძალიან სასაცილო იყო. უკვე მართლა აღფრთოვანდა საკუთარი თავით. ლაზარეს გაკვირვება გამოეხატა, ასეთ რეაქციას არ ელოდა ანოსგან. - მეგონა ამაზე მეტად ვეღარ გავგიჟდებოდი, მაგრამ ახლა უკვე ჩემმა გონებამ წარმოსახვასაც მიმართ და იმას რეალურად ვხედავ რისი ნახვაც მინდა. არაფერია თვალებს დავხუჭავ, და აქ აღარ იქნები. - ანო- წამოძახა ლახარემ და კანდელაკს მიუახლოვდა, - მე აქ ვარ, შენს წინ ნამდვილი და რეალური . მხრებზე შეეხო და თვალები მილულა მისი კანის შეგრძნებისას. - მგონი მართლა გავგიჟდი? არადა უკეთ ვიყავი მეგონა. - ანოო, მოეშვი ამ სისულელეებს. მე დავბრუნდი . - ამჯერად გულში ჩაიკრა აცახცახებული ქალი დადეშქელიანმა, გული უკვდებოდა ასეთ დღეში, რომ ხედავდა მას. ანოს იმდენად უჭირდა ამის დაჯერება ისევ საკუთარ თავს აბრალებდა, ბოლოს დადეშქელიანმა თავი ააწევინა და მის ტუჩებს დაეწაფა. მთელს ცხოვრებას დათმობდა ოღომდ კი ეს წამები უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, წუთებად და საათებად ქცეულიყვნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ დასცალდა, რადგან იგრძნო როგორ ჰკრა ხელი ანომ და როგორ აეწვა მარჯვენა ლოყა. - შენ რა მართლა დაბრუნდი - მაშინვე მოსწყდა ანო და ისევ ბუხრის წინ დადგა.. - ლაზარემ მხოლოდ გაუღიმა ანოს საქციელით გაკვირვებულმა - როგორ გაბედე აქ მოსვლა? მე ხომ თითქმის დავიწყე ცხოვრების გაგრძელება, მივეჩვიე სამყაროს შენს გარეშე... - მე ვერ შევძელი ანო, ვერ ავიტანე ცხოვრება უშენოდ. - ასეთი ეგოისტი რატომ ხარ ? რატომ გგონია რომ ყველაფერს რასაც მოისურვებ მაშინვე მიიღებ. იცი საერთოდ რა გამოვიარე ? შენ მე მომკალი დადეშქელიანო ახლა კი გაცოცხლებას ნუ ითხოვ ჩემგან - ვიცი ანო ვიცი. არც ერთი წამით შემიწყვეტია შენზე ფიქრი, მეგონა სწორად ვიქცეოდი, როცა ჩემთან ცხოვრებას აგარიდე, მეგონა ასე გიცავდი, მაგრამ მივხვდი რომ საკუთარ თავს ვსჯიდი მხოლოდ ამით. არ მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია ჩემი თავი შენს ღირსად, მაგრამ ჰო ეგოისტი ვარ იმდენად ეგოისტი რომ დავბრუნდი შენთვის, დავბრუნდი რომ ის მივიღო რაც მე მეკუთვნის. და ეს შენ ხარ, შენი სული და გრძნობები . - უკვე ძალიან გვიანია ლაზარე, მაშინ რომ არ წასულიყავი ასე რომ არ გეტკინა ჩემთვის გული, მე არ მოგცემდი წასვლის უფლებას რომ ჩემგან წასულიყავი, მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე. ამდენი წლის მერე მოდიხარ და ძლივს დალაგებულ, ფიქრებს ცხოვრებას ისევ თავდაყირა მიყენებ. წადი გთხოვ. - წავიდე? ამას მე მეუბნები ანო? ხომ იცი რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, ღმერთმა ჩემს ანგელოზად მოგავლინა და მიუხედავად ყველაფრისა წასლას მთხოვ? წავიდე და რა? იმ დედამოტყ***,ს დავუთმო შენი თავი, მთელი ცხოვრება რომ კუდში დაგყვება და ბავშვივით გივლის? - უკვე ყვიროდა დადეშქელიანი და შიშისგან უფრო და უფრო უკან იხევდა ანო. - ეს კაცი რომელსაც შენ მოიხსენიებ ასე, ჩემი საქმროა ლაზარე. ზუსტად დღეს დავთანხმდი ცოლობაზე. იმდენად დავიღალე ბრძოლით რომ ახლა სიმშვიდის მეტი არაფერი მინდა, გაბრიელი ჩემი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.- ანოს სიტყვებმა ადგილზე მიეყინა ლაზარეს სხეული, ყველაფერს იფიქრებდ ა მაგრამ გააგიჟა იმის წარმოდგენამ რომ შეიძლებიდა ანო, თავისი ანო სხვისი ცოლი გამხდარიყო . - მატყუებ ხო ანო? უბრალოდ ახლა გინდა რომ გამაბრაზო? ლაზარე ფრთხილად მიუახლოვდა ქალს და ძალიან ეშინოდა პასუხის გაგების . - ლაზარე გთხოვ არ გინდა? - რატომ იტანჯავ თავს ჩემო ანდროგენო, როგორც კი თვალებში შემომხედე მივხვდი, რომ ისევ გიყვარდი, შენი თვალები არასდროს მომატყუებენ- ლაზარე იმდენად ახლოს იდგა მასთან რომ ანო მის სუნთქვასაც კი გრძნობდა . გული ისე სწაფად უცემდა , რომ ეგონა მთელ სახლში გამაყრუებლად ისმოდა მისი გულისცემის ხმა. - შენი სხეული სხვა რამეს მეუბნება, როცა ვეხები, შენი ტუჩები ისევ და ისევ მთხოვენ რომ ვეამბორო, ჩემო ანდროგენო იმდენად მენატრებოდი, რომ ვერაფერზე ვფიქრობდი შენს გარდა, ვცდილობდი დამევიწყებინე, ბედნიერი ყოფილიყავი შენი ცხოვრებით ჩემს გარეშე, მკვლელის გარეშე ანო, მაგრამ ისევ და ისევ შენ გიბრუნდებოდი ბოლოს. სუნთქვაც კი ისეთი რთულია შენს გარეშე ჩემო სიყვარულო- ლაზარემ ისევ ჩაიკრა მისი საყვარელი სხეული გულში. მის გრძელ და ლამაზ თმებს მოეფერა და აკოცა. - ლაზარე გთხოვ წადი ძალიანნ მტკივა, ნუღარ მტკენ მეტი აღარ შემიძლია.- გულიმოუკლა ქალის სიტყვებმა დადეშქელიანს. უკვე მერამდენედ შესძულდა თავისი უბადრუკი თავი, რომელსაც მხოლოდ სხვებისთვის ტკივილის მიყენება შეეძლო. - მაშინვე მოწყდა ანოს, კანდელაკი კი იქვე მდგარ სკამს ჩამოეყრდნო, რომ არ დაცემულიყო. ლაზარე უცებ გაჩერდა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა უნდა ეთქვა, მერე კი ჩუმად და მტკინვეულად ამოთქვა. - მიყვარხარ - და გაუჩინარდა. მისი სიტყვები მთელს სახლში გაიფანტა და ყოველ საგანს მოედო, ანოს სხეულსაც, რაღაც ძალიან სასიამოვნო იგრძნო, მაგრამ ძალა აღარ შერჩა მისი სურნელი, სხული რომელსაც ყოველდილა ივიწყებდა ბურუსიდან გამოვიდა და ახა ისევ იმდენად ცხადი გახდა, რომ მისი დავიწყება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ყვლეფერი უშედეგო გამოდგა ერთი გამოჩენით ისევ აურია მოჩვენებითი, უსულო ცხოვრება. - ანო ნახე არა? - ჩუმად თქვა ლუკამ. -ვნახე ლუკა ვნახე. - ხშირად ვნახულობდით ხოლმე მე და საბა, იმის გასარკვევად კარგად იყო თუ არა, უნივერსიტეტის დამთავრებისას ხალხში ჩვენც ვიდექით, მაგრამ მას არ ვენახებოდით, რომ ისევ არ გახსენებოდა ყველაფერი. ძალიან ცუდად იყო ლაზარე. - ვიცი საბა, მეც დავინახე რა ვუქენი ყველაზე ძვირფასსს და წმინდას, რაც კი გამაჩნდა. - გაბრიელმა სიტყვა შეასრულა, არც ერთი წუთი არ დაუკარგავს. - შევატყვე ესეც, თურმე ცოლობაც კი შესთავაზა. - მერე ? - ლუკამ თავი ჩახარა და იატაკს მიაჩერდა. - დასთანხმდა მგონი ანოც . - რას აპირებ ლაზარე შენ? - ბედნიერს რომ ვხედვადე, მის თვალებში ისევ იმ სხივს, რომ ვხედვდე რასაც ჩემი ყურებისას ვხედავ მხოლოდ, არც დავენახებოდი. მივცემდი ჩემს გარეშე ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრების უფლებას, მაგრამ ახლა აღარ ვიცი.... მის გარეშე ადამიაანს აღარ ვგავარ. ხმა არავის ამოუღია, ყველამ ფიქრს მისცა თავი. -შენ როდის უნდა გამაცნო ლუკა შენი საცოლე? - გაუღიმა ლაზარემ, ლუკასაც მაშინე გაუნათა სახე საყვარელი ქალის ხსენებამ . - როცა შენ მეტყვი ძმაო, მეჯვარე ხარ ბოლოს და ბოლოს ... - ჰოდა გავიცნობ ჩვენს რძალს, დიდი სიამოვნებით . დილით ძალიან გაუჭირდა ანოს თვალების გახელა. საერთოს ვერ მოძებნა ძალა სხეულში, უეცრად ტელეფონის საშინლად გამაღიზიანებელმა ხმამ გამოაფხიზლა. - ხო გაბრიელ. - რა მოხდა ანო, კარგად ხარ? - კი უბრალოდ გადავიღალე, სამი დღით მინდა დავსვენო და მთაში ავიდე, ნუ მომაკითხავ კარგი, მარტო მინდა უბარლოდ ყოფნა. - მესმის ანო, ასე მოულოდნელად ვერ შეუდგები ახალ ცხოვრებას. ზოგჯერ მაინც მომწერე როგორ ხარ კარგი? - კარგი , დროებით. - მიყვარხარ ანომ ტელეფონი გამორთო და იქვე მიაგდო. ყველაზე მეტად გაბრიელი ეცოდებოდა, რომ ასე ექცეოდა , ეზიზიღებოდა მისი ასეთი სუსტი და უძლური თავი. ისევ იგივე გემოს გრძნობდა იგივე სუნს, რასაც მაშინ, როცა ლაზარეს წასვლას ებრძოდა. მხოლოდ ახლა გააცნობიერა რომ ეს კაბა ისევ ეცვა, როგორღაც მოიშორა სხეულიდან და საბანში გაეხვია. მთელი დღე გაუნძრებლად იწვა, ადგომის არანაირი სურვილი არ ჰქოდა, ზოგჯერ იქვე უჯრიდან სიგარეტს ამოიღებდა ხოლმე და ი ნერციით ეწეოდა, ამდენი წლის მერე ისევ. უყურებდა საკუთარ სხეულს, სუსტ ტერფებს, გრძელ თითებს და გულიეროდა მის სხეულზე, საკუთარ თავზე რომ ასეთი სუსუტი და უსუსური იყო, ასეთად როდისღა იქცა. დღე და ღამე უკვე ერთმანეთში არეოდა კანდელკს. ისევ საბანში იყო გახვეული და გაბრუებული, როცა კარზე ბრახუნი შემოესმა, დიდხანს აკაკუნებდა დადაეშქელიანი ანოს კარებზე, მაგრამ როცა არავინ გაუღო, ერთი შეიკურთხა და გაეცალა იქაურობას. ვერ ხვდებოდა სად უნდა წადულიყო, სახლიდან მცირე სინათლეც კი არ გამოდიოდა.. ანოს არც უფიქრია კარების გაღება, თუმცა არც ამის ძალა ჰქონდა. უკვე დღეებიც აერია და არც კი იცოდა რამდენი ხანი იყო ასე, ან რა მნიშვნელობა ჰქონდა საერთოდ დროს ან რამეს სამყაროში. ისს ისევ მოიცვა დეპრესიის მარწუხებმა და ისევ დაიმორჩილა მისი სხეული, გონება კი იმდენად მოადუნა რომ ფიქრიც აღარ შეეძლო, მუცელში აუტანელ წვას გრძნობდა. ემბრიონის პოზაში იწვა ალბათ საათები ან იქნებ დღეები. საღამოს მხოლოდ მცირე ხნით გამოაფხიზლა რაღაც საშინელმა ხმამ, მაგრამ მალე ისევ ჩაეძირა სამყარო სიჩუმისა და სიბნელი მორევში. კარები შეამტვრია გააფთრებულმა დადეშქელიანმა. გიჟს ჰგავდა უკვე, ყველა ადგილი მოიარა სადაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო ანო და ისევ ამ ჩაბნელებულ სახლში დაბრუნდა. სიბრაზემ უფრო მეტად შეიპყრო, როცა ანო საწოლში მწოლიარე დაინახა. - შენ რა მეკაიფები კანდელაკო? გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო არა. - მის ყვირილზე წარბიც არ შეტოკებია ანოს; გაუკვირდა დადეშქელიანს დაიბნა. მაშინვე გადაავიწყდა სიბრაზე და საბანი ოდნავ გადააძრო ანოს. მისი სახე ხელებში მოიქცია. - ანო გამეცი ხმა, რა გჭირს? გოგონამ ყრუდ ამოიოხრა მხოლიდ. ვერ მიხვდა ლაზარე რა ხდებოდა . - ანო ჩემო სიცოცხლევ მითხარი გთხოვ რა მოხდა. - მეძინება- ჩუმად, ძლივს ამოთქვა კანდელაკმა ლაზარეს გაახსენდა ლუკას სიტყვები დეპრესიისგან იტანჯებოდა ანოო. გული მოუკვდა, როცა ასეთ დღეში დაინახა მისი საყვარელი ქალი და მით უფრო რომ ეს მხოლიდ მისი ბრალი იყო. ასე ვერ დაუთმობდა ავადმყოფობას მის ქალს. მაშინვე ხელში აიყვანა და სააბაზანო ოთახში შეიყვანა, ანო თითქოს გონს იყო, მაგრამ თვალების გახელის თავიც არ ჰქონდა. საკუთარი ხელებით დაბანა, მისი საყვარელი ქალი, თავისივე ხელებით გაუშრო მონატრებული და დაუძლურებული სხეული და სხვა დალაგებულ ოთახში გადაიყვანა თბილად ჩააწვინა საწოლში. მერე სამზარეულოში ჩავიდა, საჭმლებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ მარტო ცხოვრებისას მოუხდა რამდენიმე კერძის მომზადების სწავლა. ცხელი წვნიანი თავისივე ხელით მოუმზადა დადეშქელიანმა , ზოგჯერ ეცინებოდა კიდეც თავის თავზე , გ ვერდიდან რომ წარმოიდგენდა ამ ყველაფერს. .. ძლივს წამოაყენა ანო რომელიც დაძინებას სთხოვდა. თავისივე ხელით აჭამა ცხელი წვნიანი, სულ მცირე, მაგრამ ესეც ნიშნვადა რაღაცას. სულ გაყინულიყო კანდელაკი, თვითონაც შეუწვა ლაზარე საწოლში და მთელი სხეულით ჩაიხუტა თავისი ანდგროგენი. მის მკერდზე ედო თავი ანოს . გულში იწყევლიდა თავის თავს, დადეშქელიანი წასვლის გამო. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასე ძლიერ შეეძლო შეყვარებოდა მისნაირი ადამიანი ვინნეს. მკვდრები არ უყვარდებათ მკვდრების დავიწყება შეუძლიათ მხოლოდ დროთა განმავლობაში ადამიანებს. როცა უყურებდა ანოს და ხედავდა როგორ მშვიდდებოდა მისი სხეული ლაზარეს შეხებისას, გრძნობდა რამდენად სჭირდებოდა მას. მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ ერთადერთი რასაც მნიშვნელობა ჰქონდა ამ 29 წლის მანძილზე ეს საოცარი არსება იყო, რომელმაც ისეთი შეიყვარა როგორიც არის, ცივსისხლიანი მკვლელი, რომელსაც ცხოვრება გაუნადგურეს. თვალი არ მოუხუჭავს დადეშქელიანს. მთელი ღამეე თეთრად გაათენა ანოზე ფიქრში, თავისი თავის სიძულვილში. ერთხელ გამოეღვიძა მხოლოდ კანდელაკს წყალი ითხოვა, მაშინვე მიაწოდა ლაზარემ იქვე მდგარი ჭიქა, რომლის დაკავების ძალაც კი არ ჰქონდა გოგონას, მერე ისევ მიეკრა ლაზარეს სხეულს და მთელი ღამე ისე მჭიდროდ ეხვეოდა თითქოს გაქცევას ეცდებოდა დადეშქელიანი. გულში ნატრობდა, რომ დრო გაჩერებულიყო და არ მოჰყოლოდა ღამეს ნათელი დღე, რომ სულ ასე ახლოს ჰყოლოდა სიცოცხლის ერთადერთი მიზეზი. ბოლოს გამთენიისას თავადაც ჩაეძინა. როცა გამოეღვიძა უკვე კარგად გათენებულიყო, მაშინვე მოავლო ოთახს თვალი, რადგან ანო არსად დახვდა. რა არ იფიქრა შეშინებულმა, მაშინვე ქვედა სართულზე ჩაფრინდა და შვებით ამოისუნთქა, როცა ბუხრის წინ მაისურში გახვეული ანო დაინახა . - ანო როგორ ხარ? - მაშინვე მის წინ ჩაიმუხლა დადეშქელიანი. ანოს ლურჯი თვალები თითქოს დაეწმინდა, ახლა უფრო მკვეთრად ჩანდა მასში ყვითელი ფერი, აგიჟებდა ეს თვალები დადეშქელიანს. ანომ გაუღიმა ოდნავ. - ცეცხლს დამინთებ ლაზარე? - ძლივს გაისმა მისი სუსტი ხმა ოთახში. ისეთი უსუსური და ნაზი ჩანდა უნდოდა მთელი ცხოვრება მასზე ეზრუნა დადეშქელიანს . - აბა რას ვიზამ ჩემო ლურჯთვალებავ. ახლავე, შენ ეს კარგად მოიხურე . იქვე დალაგებულ შეშას დასწვდა და მალევე აგიზგიზდა ბუხარიც. თვითონაც ცოტა ხნით გვერდით ჩამოუჯდა ანოს. ერთად უყურებდნენ მოგიზგიზე ცეცხლის ენებს. მერე გაახსენდა რომ უკვე რამდენი დღეა არაფერი უჭამია კანდელაკს. მაშინვე წამოდა და სამზარეულოდან ცხელი წვნიანით დაბრუნდა. თავისი ხელით აჭამა, არც ერთს ამოუღია ხმა, ყველაფერი კი ლამაზ სიზმარს ჰგავდა რომელიც ისევ და ისევ მუდმივად უნდა გამეორებულიყო. ისე უნდოდა ლაზარეს გახარება წუწუნის გარეშე გამოსცალა მთელი ჯამი. ნელ ნელა გრძნობდა მის სხეულში ძალას, თითქოს თავიდან იბადებოდა. ლაზარე ისევ მიუჯდა ანოს და მის დიდ მკლავებში გაახვია. ასეთი სიმშვიდე არასდროს უგრძვნიათ ორ დაკარგულ და აფორიაქებულ სულს. რამდენიც არ უნდა ეცადო ვერაფერს შეცვლი, ყველგან გამოჰყვება ადამიანს პირველი სიყვარულის აჩრდილი. - გაიგებდი გეგა დადეშქელიანის ჩამოსვლის ამბავს - ცინიკურად წამოიძახა შავებში გამოწყობილმა, წვერიანმა კაცმა და მის წინ მჯდარ გეგეშიძეს შეხედა, რომელსაც წარბები შეეკრა და ფანჯარას მისჩერებოდა. - გავიგე თამაზ, მხოლოდ ამით ვცხოვრობ მე, ხომ იცი ეს შენ. - მერე რას ვაპირებთ ახლა ჩვენ გეგა - ჯერ არაფერს ჩემო თამაზ, ჯერ ველოდები. კვალში ვუდგავარ დადეშქელიანს, ვსწავლობ. მის სუსტ წერტილს ვიპოვნი და პირდაპირ გულში დავარტყამ. ისეთ დღეში ჩავაგდებ რომ თვითონ არაფერი დაუშავდება, იცოცხლებს კიდეც, მაგრამ ყოველ დღე თავად ინატრებს სიკვდილს. ბუხრის წინ მჯდარ ანოს, რომელიც ლაზარეს მკერდს მიყრდნობოდა, მალევე ჩაეძინა სითბოში. მთელი საათი გულში იხუტებდა ლაზარე და თმებზე ეფერებოდა კანდელაკს. -ლაზარე? -ჰო ანო - არ შემიძლია -რა არ შეგიძლია? - შენს გარეშე ცხოვრება.- - მაპატიე გთხოვ, ყოველიდღისთვის ჩემს გარეშე. მიყვარხარ ანო. კანდელაკმა თავი ფრთხილად წამოსწია და მის შავ თვალებს მიაჩერდა, გაეღიმა და თვალები დაუკოცნა, ლაზარემ მისი სსახე ხელებში მოიქცია და ნაზად დაეწაფა მის ტუჩებს, მათი ენები და სუნთქვა მალევე შეერწყა ერთმანეთს, იგრძნო ანომ როგორ უბრუნდებოდა სხეულში ძალა. სწორედ ეს სჭირდებოდა დადეშქელიანს იმისთვის რომ ცოცხლად ეგრძნო თავი, საყვარელი ქალის ალერსი, რომელიც ასე ენატრრებოდა. ლაზარეს ტუჩები ახლა ანოს კისერზე მიიკვლევდნენ გზას, მისი ხელები კი მაისურის ქვეშ დასრიალებდნენ, ოთახში მათი გულისცემა ერწყმოდა ერთმანეთს და ზოგჯერ ყრუ კვნესა აფრთხობდა დამკვიდრებულ სიჩუმეს. ისე ენატრებოდა ანო, ამ ხნის მანძილზე რამდენჯერ წარმოიდგინე მსაგვსი მომენტი, მისი სხეულის კვლავ შეგრძნობა და მისით ტკბობა, თუმცა უეცრად ტელეფონმა დარეკა. - დედაშე***ი- წამოიძახა კადელაკმა და მდივანზე ჩამოჯდა თან მაგიდაზე დაგდებული ტელეფონი აიღო - რა ხდება ლუკა? - **** - აა ხო ეგ სულ გადამავიწყდა, იცი რა ანოსთან ვარ და მოდით თქვენც. -*** ტელფონი იქვე დადო და ისევ მოეხვია ანოს რომლიც მაისურს ისწორებდა, ლუკა და მისი საცოლე თინა უნდა მენახა დღეს, თუმცა გადამავიწყდა და აქ მოვლენ, ვიფიქრე რომ შენთვის ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნბეოდა. - ანოს თვალები გაუნათდა ლუკას ხსენებისას. - ლუკა ძალიან მომენატრა არ ვიცოდი თუ დაქორწინებას აპირებდა. - ასეა ამიტომ ერთად გავიცნოთ ჩვენი მომავალი რძალი ... ორივეს გაეღიმა. - მოიცა მე სახლში არაფერი მაქვს, რამე მოვუმზადოთ რა. - მოდი შევუკვეთოთ რა ანო დაღლილი ვარ . - კარგი... ანო შეეცადა თავი მოეწესრიგებინა, მისი ძალის გათვალისწინებით ეს თითქოს მოახერხა კიდეც. მალე კარზე მოსალოდნელი კაკუნი გაისმა და საოცარი მონატრებისა და სიხარულის გრძნობა დაეუფლა ანოს როცა ლუკა დაინახა. - ანოოო, ღმერთო როგორ მომენატრე, უფრო გახდი? - მეც ლუკა, ჰო რთული პერიოდი მაქვს . მალევე ყველას მზერა კარებში მორცხვად მდგარი, ლამაზი და საოცრად ნაზი გოგოსკენ მიემართა. - გაიცანით ეს თინაა.. უყურებდა ანო ლუკას და ხვდებოდა რამდენად შეეცვალა მისი ნაღვლიანი ბუნება ამ ნაზ გოგოს. ეს სიტვაცია მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან იმდენად ყოფითი იყო, ჩვეულებრივი, უბრალო რომ სიამოვნებით ტკბებოდა ამით.... მთელი საღამოს განმავლ9ბაში გრძნობდა ლაზარეს ხელს წელზე, მის მორიდებულ კოცნას ყელზე, მის თვალებს, სხვა არც არადროს უთხოვია კადელაკს სამყაროსგან . როცა სტუმრები გააცილეს, გადაწყვიტეს ერთად მიეღოთ შხაპი. ანო სიამოვნებით ტკბებოდა ლაზარეს საოცრად დიდი და ძლიერი სხეულით, თითეული ნაიარევი დაუკოცნა რომელიც 29 წლიანი ცხოვრების მანძილზე დაგროვებოდა დადეშქელიანს... გაშრობა არც უცდია, მაშინვე საწოლზე დააწვინა მისი საყვარელი ქალის სუსტი, სველი და ცივი სხეული. ისევ იგრძნო დადეშქელიანმა სისიხლი მის ვენებში, კვლავ შეიგრძნო მისი კანი, სურნელი. მთელი ღამე ძალიან სწრაფად მიილია ერთმანეთის ტკბობაში გამთენიისას ჩაეძინათ. მთელი ღამე ბორგავდა ანო და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ბოლოს ლაზარეს შუბლზე აკოცა და წამოდა. კარადიდან შავი ჯინსის შარვალი და დიდი მაისური გამოიღო, სწაფად ამოიცვა და სახლიდან ფრთხილად გავიდა. ერთ საათში უკვე გაბრიელის სახლის წინ იდგა, მცურე ყოყმანის შემდეგ მაინც დააკაკუნა. -ანო , რა კარგია რომ მოხვედი, კინაღამ გამიგიჟდა გაბრიელი ნერვიულობდა რომ ვერ დაგიკავშირდა, სად იყავი დედუ? - რავიცი ნანა, ფიქრი და მარტო ყოფნა მჭირდებოდა. სადაა გაბრიელი? - ოთახშია დედუ, გუშინ გვიან მოვიდა -კარგი შევალ მე . ანომ ფრთხილად შეაღო გაბრიელის ოთახის კარი, შესვლისთანავე მოიხედა გაბრიელმა და მთელი სხეული დაეჭიმა. მაშინვე წამოდგა საწოლიდან და ანოს გადაეხვია. - ღმერთო სად იყავი ანო , გავგიჟდი კინაღამ, მოიცა ასე რატომ მიყურებ რამე მოხდა- გაბრიელი ანოს მოსცილდა და მის თვალებს მიაჩედა. ანო იდგა მის წინ უყურებდა წყლიანი თვალებით და არც კი იცოდა რა უნდა ეთქვა ან რიგორ უნდა ეთქვა. დრო სწაფად გადიოდა, თუმცა ანომ ხმის ამოსაღებლად ძალა ვერ გამონახა. - ჩამოვიდა არა? -მძიმედ ამოთქვა გაბრიელმა და იქვე ფანჯრის რაფას მიეყრდნო. - იცი გულისსიღრმეში ვიცოდი ეს დღე რომ დადგებოდა და შენ მაშინვე წახვიდოდი ჩემგან, ახლაც კი გიყურებ და ვხედავ რომ ბრწყინავ ბედნიერებისგან , ისევ დაგიბრუნდა ფერი, თვალები ისევ ძველებურად გინათებს, თითქოს ვიღაცამ კვლავ შთაგბერა სული, ვიღაცამ არა მან! - მაპატიე გთხოვ. - სიყვარულისთვის ბოდიშს არ ითხოვენ ანო. როგორ მინდა მოვკლა შენი თითეული ცრემლის გამო და იმ ტანჯვით საცსე დღეების გამო რაც მის გამო გამოიარე, მაგრამ ვიცი ამით შენც მოგკლავ. დავიღალე იმ ბრძოლის გაგრძელებით, რომლის დასაწყისშივე დავმარცხდი. - თავი დახარა გაბრიელმა. უეცრად შავი მანქანა სწარფად და მოწყვეტით გაჩერდა გაბრიელის სახლის წინ. ფანჯრის მიღმა ამოიცნო კანდელაკმა ლაზარე. ახლა მათ ჩხუბს ვერ დაუშვებდა ამიტომ სწრაფად დაუდო გაბრიელს გვერდით ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი და კარისკენ წავიდა , გასვლისას ისე შეხედა ბიჭის დაღვრემილ, ტკივილნარევ სახეს, თვალებს რომელიც მას ვერ უყურებსნენ და უხმოდ გავიდა. - ანო რამე ხო არ დაგიშავა კარგად ხარ? - რა უნდა დაეშავებინა ლაზარე, - მაინც არვუნდა წამოსულიყავი მარტო, შემეშინდა როცა გავიღვიძე და არ დამხვდი - წავიდეთ აქედან გთხოვ გაფერმკთალებულმა სამყარომ, ფერები ისევ შეიძინა. ისტორიამ ისევ განაგრძო არსებობა, ორი ადამინის ცხოვრებაში. ლაზარე, ძალიან შეიცვალა... მისიი თავლები ახლა უფრო ანათებდნენ ვიდრე ოდესმე, მის ტუჩებს ხშირად აპობდა ლამაზი ღიმილი, ცხოვრობდა სრული და სავსე ცხოვრებით, 29 წლისას მიიღო ის, რაც ზოგჯერ არც კი ეღირსება დაკარგულ, მარტოდ დაგდებულ ადამიანს, აქამდე ყოველდღე თავს იკლავდა, თუმცა ახლა უკვე შეწყვიტა, მოვლენად ყოფნა, თავისი დაკარგული ნახევრით შეივსო სიცარიელე და მიხვდა არ შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი, ის შეიძლება იყო სრულყოფილი, ღმერთის ნაწილი, თავდა იქცა ღმერთად მასში, მის წყვიდიადით მოცულ გულს მალევე მოედო სიყვარულის ლამაზი ფერი, მთელი ღამეე უყურებდა მის სხეულზე მოხვეულ ანდროგენს და საკუთარ თავს ეკითხებოდა რით დაიმსახურა ეს? მის სურნელში გახვეულს გამეთეენიისას ეძინებოდა და მიუხედავად იმისა რომ ღამეს დღე ცვლიდა, ის არ იყო მოსწყენი, ან ძალადობრივი,. უბრალო და სუფთა მხოლოდ. ლაზარემ ყველაზე მაღალი შენობის ბოლო სართულზე ბინა იყიდა მისთვის და ანოსთვის, საღამოობით ყოფიერებით დაღლილები, მშვიდი მუსიკის ფონზე ტკბებოდენენ ამ საოცარი ხედით , წითელი ღვინისა და სიგარეტის თანხლებით. ანო დღითი დღე უკეთ ხდებოდა, უფრო და უფრო ლამზდებოდა... ერთხელაც ჩვეული ტრადიციული, სიბნელეში ჯდომისას, ხელი სთხოვა ანოს. რთული მისახვედი არ არის რა იქნებოდა შეყვარებული ქალის პასუხი. სამი თვის შემდეგ მაღალი მთის ერთ მიუვალ მონასტერში დაიწერეს ჯვარი, მხოლოდ სამინი იდგენენ საკურთხეველთან, ანოს გრძელი , სადა თეთრი კაბა ეცვა, რომელიც მასავით უბრალო და ლამაზი იყო, მათ სიყვარულს ფიცი არც სჭირდებოდა, თუმცა ლაზარეს უნდოდა ანოსთვის ეჩუქებინა ის დღე რომელზეც თუნდაც გულისსიღრმეში ყველა ქალი ოცნებობს. თუმცა მათ არ იცოდნენ რომ იქ მმათ გარდა კიდევ იყო ვიღაც. გაბრიელი უყურებდა მონასტრის ფანჯრიდან როგორ იწერდა ჯვარს მისი საყვარელი ქალი, ქალი რომლის გამოც უღირდა ცხოვრება, მაგრამ თვითონაც ბედნიერი იყო რადგან არასდროს უნახავს ასეთი ანო, ამად კი ღირდა მისი უბედურება. თუმცა ცხოვრება არც თუ ისე მარტივია, რომ ადამაინი დიდიხნით დატოვოს ბედნიერი იყოს. - ქალბატონო ანო კარგად ხართ? - .... მე არ ვიცი- - მანდატურს დაუძახეთ- ბრძანა მოსამართლემ, იქვე მდგარმა ადვოკატმა ძლივს მოასწრო ანოს დაჭერა რომლსაც გული წასვლოდა. სსასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მალევე მოვიდა გონს კანდელაკი. თავს მშვენივრად გრძნობდა, უბარლო გადაღლას აბრალებდა, მის უღონობას. - სალამი ქალბატონო ანო, მე თქვენი ექიმი ვარ. - ექიმო არაფერია უბარლოდ გადავიღალე, ბევრი სამუშაო მქონდა, უკეთ ვარ. - მე ასეც ვერ ვიტყოდი, ქალბატონო ანო თქვენ ფეხმძიმედ ხართ - რა? ... მოიცა ღმერთო! - გილოცავთ, სერიოზული არაფერია, ჯერ მხოლოდ ორი თვის ორსული ხართ. დაისვენეთ და შეიგიძ₾იათ წახვიდეთ. კიდევ ერტხელ გილოცავთ. ანო გაოგნებული იყო, არასდროს უფიქრია დედობაზე. თავიდან ვერც მიხვდა რაა რეაქცია უნდა ჰქონოდა, თუმცა იმის გაფიქრებისას რომ თავისი სიყვარულის კვალს დატოვებდა ამ სამყაროში, მაშინვე სითბო ჩაეღავარა სხეულში, უკვე წარმოიდგინა პატარა რომლსაც ლაზარეს თავლები ექნებოდა, ეს ზუსტად ის იყო რაც სჭირდებოა, ახალი ადამაინი, რომელსაც იმ ცხოვრებას მისცემდა რაც მას არასდროს ჰქონია. საღამოს როცა სახლში შევიდა, ლაზარე ჯერ არ დაბრუნებულიყო, ფანჯარასთან ჩამოჯდა და საკუთარ მუცელს ეფერებოდა, ვერც კი იჯერებდა რომ ამ საოცარი მოვლენის ნაწილი გახდა, მის სხეულში ადამიანი იზრდებოდა... არასდროს წარმოედგინა თავი დედად, მაგრამ მიხვდა რომ სამყაროში ამ საოცარ არსებაზე მნიშვნელოვანი არავინ იყო მისთვის. არც კი იცოდა რამდენი ხანი გაატარა ფიქრებში, ვერც ის იგრძნო როგორ მოეხვია ქმარი ზურგიდან, და ყელი დაუკოცნა. -მომენატრე -ლაზარე გისმენ ჩემო სიცოცხლევ- ანო მისკენ შემობრუუნდა და ჩაეხუტა. შემდეგ ფრთხილად ა სწია თავი და თავლებში ჩააჩერდა. - მშობლები გავხდებით!- ლაზარეს სახე გაეყინა, სხეული დაეძაბა... ბაგეები ღიმილმა გაუპო. - შვილი ანო? ჩვენი შვილი? - ჩვენი შვილი...- მთელი გრძნობით ჩაიკრა გულში, აწ უკვე მისი მომავალი შვილის დედა, იმ მომენტში მიხვდა რომ მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო... სიამყისა და ბედნიერების გრძნობები შეერია მის ემოციებს, მთელი არსებით იკრავადა მის საყავრელ ქალს გულში და წარმოიდგენდა, პატარა ბავშვს, დედის ლურჯი თავლებით, რომლსაც თუ კარაგდ დააკვირდები ყვითელიც აკრავს გარს. ერთ თვეში ისიც გაიგეს რომ ანოს და ლაზრეს ბიჭი ეყოლებოდათ, ჯერ არ ეტყობოდა ანოს მუცელი, თუნცა ყოველ ღამე მასთან საუბარში ათენებდა დადეშქელიანი. ყველა აღფრთოვანებით შეხვდა საძმაკაცოს პირველ შვილს. - კაი ტო? პატარა ლაზარე? როგორ მოვითმინო ახლა მე 6 თვე - ამიოხრა საბამ - ეგ მე მკითხე აბა? - გაეღიმა ლაზარეს და მის გვერდით მჯდომ ანოს მოეხვია. - იარაღის სროლა მე უნდა ვასწავლო- წამოუიძახა საბამ - მოიცა ნუ გამიგიჯებ ბაავშვს, შენი თავი გვყოფნის- მკლავი ამოსდო ლუკამ. არსდროს ყოფილა სრულყოფილება, ასეთი სასიმაოვნო, და არც დიდხანს გაგრძელებულა ის ოდესმე ადამაინის ცხოვრებაში. ბედნიერება ისე აბრუებს ადამიანს, რომ ვერ ამჩნევს იმ წყვდიადით მოცულ სმაყაროს, რომლშიც შეუმჩნევლად ახვეევს. დადეშქელიანმა ჰპოვა სულიერი სიმშვიდე, მაგრამ არც ერთი წამით არ დანებუბულა გეგეშიძის ბობოქარი გული. - ანუ გადაწყვიტე გეგა? - ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილი მქონდა, უბრალოდ შესაფერის მომენტს ველდოდებოდი, მინდა იგრძნოს დადეშქელიანმა ბედნიერების სუნი, რომ უფრო მეტად დააფასოს ის, რასაც დაკარგავს. - ანუ ხვალ საღამოს ვიწყებთ მოქმედებას? - ასეა თამაზ ასე. წინ ბნელი და უძინარი ღამეები გველის. ანო პროკურატურის შენობიდან გამოდიოდა, როცა ტელეფონმა დაურეკა. -ჰო ლაზარე? - მალე მოხვალ? -გამოვედი უკვე, წამოვალ ახლა -სურპრიზი მაქვს შენთვსი, გელოდები.. -მმმ კარგი მალე მოვალ -მიყვარხარ - ყველაზე და ყველაფერზე მეტად დადეშქელიანო! ტელეფონი ჩანთაშიც არ ჰქონდა ჩადებული როცა უკნიდან მძიმე , ძმიერი ხეკლები იგრძნო, რომელმაც პირზე რაღაც ნაჭერი აააფარა, მერე კი ყველაფერი ბურუსში ჩაიძირა. კარზე კაკუნისას, მაშინვე გაეღიმა ლაზრეს და სწაფად წავიდა გასაღებად რომ გულში ჩაეკრა თავისი ანდროგენი, თუმცა გაუკვირდა როცა რამდენიმე პოლიციელი შერჩა ხელში. -ლაზარე დადეშქელიანი ბრძანდებით, ქალაბტონი ანო კანდელაკის მეუღლე? -დიახ, რა ხდება? - უნდა წამობრძანდეთ ბატონო ლაზარე, დაახლოებით 30 წუთის წინ თქვენი მეუღლე გაიტაცეს. შენობის დაცვამ შენიშნა თუმცა ყველაფერი ისე სწავაფად მოხდა ვერაფერი შეძლო. ლაზარეს მუხლები მოეკეცა, ეგონა რომ ძალიან ცუდ სიზმარში მოხვდა, ვერც კი გაიაზრა როგორ ჩაჯდა მანქანაში, როგორ შევიდა განყოფილებაში. - ბატონო ლაზარე, კარგად ხართ? - ეს ნამდვილად ხდება? - სამწუხაროდ ასეა, კამერის ჩანაწერი უნდა განახოთ, რომ იქნებ შეძ₾ოთ გამტაცემბლების ამოცნობა. ლაზარემ მაშინვე იცნო გეგეშიძე, რომელიც ანოს უკნიდან მოეხვია და გოენბადაკრაგული მანქანნაში ჩასვეს... ძარღვები დაებერა, იქვე მდაგრი მაგიდა გადააყირავა მისმა ღრიალმა მოიცვა მთელი ოთახი. ხმა ვერავინ ამოიღო. ბოლოს ერთმა გამომძიებელმა ჩუმად იკითხა, - იცნობთ ბატონო ლაზარე ამ კაცს? ლაზრე თითქოს ადამიანის ხამამ გამოარკვია, წამით შეხედა და თავლები გაუსწორა. კბილები დააღჭრილა და სიმწრისგან გაეცინა. - არა ! - ისეთი ცივი ხმა ჰქონდა რომ გამომძიებელი თავისდაუნებურად შეხტა. ლაზარემ მაშინევ დატოვა შენობა. - ლუკა შეკრიბე ყველა, გეგშიძემ გაიტაცა ანო. მიწიდან ამომითხრეთ და აქ მომიყვანეთ, ჩემი ხელით დავლევ მის სისხლს.- ღრიალებდა დადეშქელიანი. მაშინვე მოეღრიცა სახე როცა მისჯენ მომავალი გააფთრებული გაბრილი დაინახა. რომელიც სახელოში ჩააფრინდა და კედლეთან მიიწმყვდია. - - ყველაფერი გინდა რომ გაანადგურო არა? შე დეედა***ლო შენი ცოდვების გამო ანო რატომ უნდა აგებდეს პასუხს? -ახლა შენი ნერვები მაქვს ზუსტად- ლაზარემ მუცელში ისე ძლიერ ამოარტყა გაბრილს, რომ თავი ვერ შიკავა და ჩაიკეცა, იქვე მიაგდო დადეშქლიანმა და სწაფად მოწყდა მისი მანქანა ადგილს. -ა მის დედაშ**** ,ლუკა, ჩემი ცხოვრების დედა****ნ, ანოს რომ რამე მოუვიდეს,ყველას მოვკლავ და თავსაც არ ვიცოცხლებ - ლაზარე გთხოვ დამშცვიდდი, ვიპოვით ხომ იცი? ჩატავლე მკვდარია გეგეშიძე. სამი დღე გავიდა, ანოს გატაცებიდან. მტელი სამი დღის მანძილზე გამოკეტილი ჰყავდათ ბენლ ცივ ოთახში. ვერაფერს იაზრებდა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ ბავშვს აარაფერი დაშავბეოდა. გული ერეოდა და შიშისგან საუბარსაც კი ვერ ახეერხებდა, მთლიანად წაერთვა ხელებში ძალა. მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოესმა უცნაური ხმაური და მიხვდა როგორ გაიღო რკინის კარი. ოთახში მაღალი, შავბში ჩაცმული კაცი შემოვიდა. - ვინ ხართ? რა გინდათ ჩემგან? - ჩუუუ ნუ ნერვიულობ ლამაზო, შენგან არაფერი აი ლაზარესგან კი ყველაფერი! გეგონა ასე მარტივად შერჩებოდა დადეშქელიანს მამაჩემის მოკვლა? - გთხოვთ გამიშვით- ანოს არ უნდოდა მისი ფეხმძიმობის ამბავი გაეგოთ , ამას შეიძ₾ება უფრო აგერთულებინა საქმე. ეშინოდა ძალიან ეშინოდა და ენატრებოდა ლაზარე. - ცუდია ის რომ შეგიყვარდა, საოცრად ლამაზი ხარ და სუფთა, ვერ ვხვდები რა ნახე იმ დედამო**** ში. - არ გაბედო მასზე ასე საუბარი- ანო ფეხზე წამოიჭრა და სილა გააწნა. არც კაცი მორიდებია და იგრძნო ანომ როგრო გაუსკდა ტუჩი და სისიხლი თქრიალით წამოუვიდა. ისევ მარტო დარჩა. -ლაზარე? - რა მხოდა? -რატიანი გამოტყდა - სად არის/? - დაგველდოე ისე არ ეგტყვი, მარტო არ წახვალ დადეშქელიანო! - დედაშევე*** ლუკა თქვი დროზე, ჩემი ხელით მოვკლავ მაგ სირს - დამელოდე ლაზარე გაბარზებულმა იქვე მიაგდო ტელეფგონი. ექვსამდე მანქანა მიუყვებოდა წყნეთის გზას მოწყევტით, კბილებს ილესავდნენე და ლაზარე მხოლლოდ იმაზე დარდობდა რომ ანოს არაფერი დამართნოდა. ის გადრჩენილიყო და თავისი თავი არც ადარდებდა. უღრანი ტყის გავლისას ერთ ძალიან დიდ სახლს მიადგენენ.. ექვსივე მანქანა სიმეტრიულად გჩაერდა სახლის წინ. მაშინვე გადმოვიდა დადეშქელიანი -გეგეშიძე, მოვედი აქ ვარ, მოდი და ჩემთან გასწორდი- ღრიალებდა ლაზარე. დიდიხანს ლოდინი არც დასჭირვებიათ, მალევე გამოვიდა რამდნეიემ კაცი და სახლის გარშემო წრიულად განლაგდა, ცოტახანში კი მათ გეგეშიძე მოჰყვა თან ანო მოჰყავდა, ზურგიდან კი იარაღს უმიზნებდა. გულიგაუჩერდა ლაზარეს, როცა ძალა გამოლეული დასახიჩრებული ანო დაინახა და ამ ყველფრის გამოვლა მხლოდ მის გამო მოუწია. - გაუშვი ანო და მე და შენ მოვაგვაროთ ყველაფერი. - ი იცი ლაზარე, შენ გგონია შენი ლაჩარი ძმაკაცების გამო მომაგენი? ეს წინასწარ მქონდა გათვლილი, სამი დღის სიგიჟის, გაურკვევლობის შემდეგ, უნდა მოსულიყავი, მე და თამაზმა დიდი ხნის წინ გავთვალეთ, მინდოდა რომ შენი თავლით გენახა შენი საყვარელი ქალი, რომლიც ასეთი დაუძლურებული და დასახიჩრებულია, შენს გამო გაიგე>? მხოლოდ შენს გამო? იმდენად ზედმეტი ხარ ამ სამყაროში რომ ყველას ცხოვრებას ანადგურებ ვისაც კკი უახლოვდები, მამაშენივით. ჩემი ცხოვრებაც ასევე დაანგრიე, როცა მაამაჩემი ისე მოკალი, რომ წარბიც არ შეგტოკებია, ცივსისიხლიანი მკვლელი ხარ და მიკვირს შეენნაირი როგორ შეუყვარდა ამ საოცარ არსებას. ანო ვერაფერს ამბობდა, ამის ძალა არც ჰქონდა უბრალოდ ცრემლები თავისით მოსდიოდა როცა ლაზარეს განადგურებულ სახეს ხედვდა. ლაზარემ იარაღი ამოიღო და გეგეშიძეს დაუმიზნა. - ხომ იცი რომ კარაგდ ვისვრი არ გამიჭირდება შენი შუბლის გახვრეტა მამაშენივით. გაუშვი ანო - ოოო არა ძალადობის წინააღმდეგი ვარ ხომ იცი>? გავუშვებ ანოს. აი ნახე. გეგეშიძემ მართლაც გაუშვა ხელი კანდელაკს, და წინ წასვლისკენ უბიძგა, ორვე მხარეს იარაღები დაემიზნებინა ერთმანეთისთვის, ყვე;ლაზე წინ ლაზრე იდგა. ~ -წადი რას ელოდები, გიშვებ საკმარისად იტაჯეთ უკვე- შესძახა გეგეშიძემ და წინ უბიძა ანოს. ანომაც შეანათა ლაზარეს მისიი ლურჯი თავლები.ხვდებოდა? როგორ არ ხვდებოდა, როგორ არ ხვდებოდა რომ ბოლოჯერ მიდიოდა მისკენ, ბოლოჯერ ხედავდა მის შავ თვალებს, ყველაზე კარგად შეეძლო იმის ამოცნობა როდის იტყუებოდა ადამიანი, იცოდა რასაც აპირებდა გეგეშიძე, მაგრამ ლაზარეს სიკვდილს მისი სიკვდილი ერჩივნა, თავის სუნთქვას მისს ამჯობინებდა. გაუღიმა და ნელა წავიდა მისკენ, იმის იმედი მაინც ჰქონდა რომ ბოლოჯერ მაინც იგრძნობდა მის მკლავებს და სითბოს. არ დასცალდა! ლაზარეც ანოსკენ წავიდა, რათა გულში ჩაეკრა მისი სიოცოხლის აზრი, ზუსტად მაშინ როცა უნდა შეხებოდა გეგეშიძემ სახლეტს სამჯერ გამოჰკრა, ღიმილი არ მოშორებია ანოს, უბარლოდ ხელი მუცელზე დაიდო და ცრელმები ჩამოუგორდა სახეზე. ხელებში ჩაუვარდა ჩაცხრილული მეუღლე ლაზარეს. გეგეშიძე კი იდგა და ხარხარებდა, ყველაფერი სწრაფდ მოხდა, ორივე მხარე ერთანნეთს დაერია, ლუკა და საბა ანოსთან მოვიდნენ და ხელში აიყვანეს , ლაზარე არსად ჩანდა, ეტყობა სახლში შემალულ გეგშიძეს გაჰყვა? ნმდვილად, ასე იყო. ფეხქვეშ გაიგდო გეგშიძე და მანამ ურტყამდა სანამ ლაზარეს სხეულმა თავისი თავი არ დაბლოკა, უკევ დიდიხნის მკვადრი იყო გეგეშიძე მაგრამ ის ამჯერადაც არ გაჩეებულა, გადასაგდებ ლეშს მთელი ძალით ურტყამდა და ძვლებამდე ჩადიოდა მისი ხელები, ერთი წამითაც არ გაუაზრებია ყველაფერი ის რასაც აკეთებდა, ცხოველად იქცა , ცხოველად რომლსაც სული ამოაცალეს და მისგან აღარრაფერი დარჩენილიყო. ლუკას კინაღამ გული აერია იმ სანახაობის ნახვისას რაც სახლშ შესულს დახვდა, გამტებით ურტყამდა ლაზარე უკვე მკვდარ ლეშს, გეგეშიძის ტვინში ჰქონდა ხელები ამოსვრილი, ტვინისა და სისიხლის მასა ერთამანეთში აზელილიყო, ვერავინ გაბედა მისვლა ახლოს, ღრიალებდა და ხაოდა ლაზარე, ბოლოს ისევ ლუკამ მოიკრიბა ძალა და მიუახლოვდა არც მას მორიდებია დადეშქელიანი უკვე გონებაც დაკარგული ჰქონდა, სხვები გონს მოვიდნენ და როგორღაც 8 კაცმა ძილივს გამოიყვანა ერთი განადგურებული ადამიანი. ანო უკვე საავადმყოფოში მიჰყავდათ. - ლაზარე , გემის ჩემი? შემომხედე ძმაო. - - უყვიროდა ლუკა და ანჯღევდა - -სად არის ანო? - საავადმყოფოშია, ახლა აქ მალე პოლიცია მოვა და უნდა წახვიდე, გეგეშიძის გვამს ჩვენ მივხედვათ, დემეტრე წაიყვანე - ანოს გარდა ახლა ვერაფერზე ფიქრობდა. განდგურებული იჯდა მანქანაში, ბიჭები ხელებს უსუფთავებდნენ, მალევე მივიდნენე საავადმოფოში, ანო საოპერაციოში გადეყავნათ უკვე. არასდროს ყოფილა დრო ასეთი ნელი, ზანტი, აუტანელი, გაუსაძლისი. იქვე კედლეთან ჩაკეცილიყო დადაეშქელინაი და ვერ ხვდებოდა როგორც უნდა გეძლო იმ ტკივილისთვის რომლსაც განიცდიდა, ანოს რომ რამე დამართნოდა უკვე ვეღარ გადაიტანდა ამას, ამჯერად ეს მის ძალებს აღემატებოდა. ყველანი დაზაფრულები ელოდენენ ექიმის გამოსვლას, ოთხი საათი გაგრძელდა ოპერაცია. გამოსვლისას მთელი სახე გაოფლილი ჰქონდა ექიმს. ყველა მას მივარდა ლაზარემ ვერ შეძლო, ადგომა, ვერ მოახერხა თავლები დახუჭა და მისი ცხოვრების განჩენის მომასმენად მოემზადა. - ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, პაციენტის ორგანიზმი ისედაც ძალიან იყო დასუსუტებული, ახლა ყველაფერი მასზეა დამოიკიდებული, მომდევნო 24 საათი კრიტიკული იქნება. - ექიმო ბავშვი? - შესძახა ლუკამ მაგრამ ე ს უფრო ხავილს ჰაგვდა, ექიმმა შუბლზე ხელი მოისვა და მძიმედ ამოიოხრა, - ძალიან ვწუხვარ, ბავშვი გარდაიცვალა, ანოს სიცოცხლის გადასარჩენად იძულებულები გავხდით, ეს გაგვეკეთებინა, არამგონია ოდესმე შეძლოს შვილის ყოლა. ლაზარემ თავი მუხლებში ჩარგო, და ცხოვრებაში პირველად ატირდა. არც ერთხელ, არც ერთხელ უტირია დადეშქელიანს, მაშინაც კი როცა მშობლები თავისივე ხელით მიაბარა ცივ მიწას, მაშინაც როცა ორი ადამიანი გამოასალმა სიცოცხელს და ანო დატოვა. ახლა კი კედელს მიყრდნობოდა და მთელი სხეულით ცახცახებდა, მისი თვალებიდან კი არ წყდებოდა ცრემლთა დენა, ძალიან რთული იყო ასეთი ადამიანის ნახვა, და უფრო მეტად რთული იყო ეს მისი მმეგობრებიოსთვის, ვერც ლუკამ შეიკაავა ცრემლები, მის წინ დაიჩოქა და ხელები შემოხვია ბავშვობის ძმაკაცს. გეგეშიძის გავმი და ყოველგვარი მტკიცებულება გაანადგურეს, ხმა გავარდა გეგეგშიძე დადეშქელიანს გაექცა და ახლა მთელი ცხოვრება მისი აჩრდლის შიშით აპირებს დამალვასო. არც ერთი წამით არ უნანიია, დადექელიანს ის რაც ჩაიდინა, მეორედაც იგივეს იზამდა, მოკვდებოდა და იმ კაცს არ არცოცხლებდა ვინც ჯერ არ დაბადებული შვილი მოუკლა. სამი თვის შემდეგ: სავადმყოფოში ცხოვრობდა დადეშქელიანი. ანო ჯერ ისევ ძალიან ცუდად იყო, ჭრილობები რთულად უხორცდებოდა, თუმცა მკურნალობის მერე უკეთ გახდებოდა , ყველაზე საშიში უკან დარჩა, მხოლოდ პალატის ფანჯრიდან უყურებდა ლაზარე, თითქმის სულ ეძინა ანოს, როგორც კი იღვიძებდა ბავშვს კითხულობდა და გონებას კარგავდა. ბოლოს როცა უთხრეს დადაეშქელიანს გონს მოვიდა ანოო, მუხლები მოეკვეთა როგორ უნდა ჩაეხედა თვალებში საყვარელი ქალისთვის? როგორ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი ?. ისედაც ფერმკრთალი ახლა სულ გაფერმკრთალებულიყო, თითქოს ძლივს სუნთქვადა და ყოველი სუნთქვვა უდიდიეს ძალისხმევად უჯდებოდა. როცა ლაზარე დაინახა, ისევ გაუნათდა მისი ლურჯი თვალები, გაუღიმა. ლაზარე მიუახლოვდა და მისი ხელები ტავისაში მოიქცია. - არ მჯერა რომ ისევ ცოცხალი ვარ, ისევ გხედავ, ლაზარე როგორ არის ჩვენი ბიჭი? ვერაფერი თქვა, თავი დახარა და ძლივს იკავედბა თავს რომ არ ეღრიალა. მიხვდა ანო, მაშინვე მიხვდა, როცა ოტახში შემოვიდა და მისი უსულო თავლები დაინახა, მიხვდა მაგრამ ისევ ეპოტინებოდა იმმ მცირე იმედს რომლიც არასდროს ქრება ადამიანში, მტელი სხეული ტკივილისგან ეკრუნჩხვებოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ სულიერ განცდასსთან შედარებით რაც მაშინ დაეუფლა, ერთიანად აცახცახდა და ცრემლები წასკდა. ვეღარ უყურებდა ლაზარე მაგრამ გრძნობდა, იმ ხელებით გრძნობდა რომელიც ტავისაში მოექცია. ვერ მოუფრთხილდა, საყვარელ ქალსაც კი ვერ მოუფრთხუილდა. როცა ანოს პულსი ნორმალურს გასცდა ექთანი შემოვიდა ოთახში, ყველამ იცოდა მათი ტრაგედია და ყველას ერიდებოდა ახლოს მისვლის, ექთანიც კი დაიბნა, ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა. -დამაძინეთ გთხოვთ- ცრემლიანი მუდარით სავსე თავლებით შეხედა ექთანს, მან მაშინვე შეუყვანა შესაბამისი ინექცია ვენაში და სამყარო ისვე ჩაიძირა სიბნელისა და სიგიჟის მორევში. - ლაზარე ახლა ანოსთვის უნდა იცოცხლო გესმის? ასე ნუ იქცევი, შედი მასთან მარტოა , ეს ყველაფერი ერთად უნდა გადალახოთ. - ვიციი ლუკა, ვიცი მაგრამ სულ იძინებს, არ უნდა რომ გონზე იყოს, თავლებშიც კი არ მიყურებს. როგორ მინდა რამით შევუმსუბბუქო ტკივილი მაგრამ ეს გრძნობა მე თვითონაც მანადგურებს და შიგნიდან მჭამს. -ბატონო ლაზარე ანომ გაიღვიძა და თქვენ გიკითხათ ლაზარე მაშნევ გაემართა ანოს პალატისკენ, კართან მცირე ხნით შედგა , მაგრამ ბოლოს მაინც შევდია, არ შეუხედავს მისთვის იქვე მდგარ სკამზე ჩამიოჯდა და თავი დახარა. ორივენი ჩუმად იყვნენ, არც ერთი აპირებდა ხმის ამოღებას, ალბათ ჭკუიდან გადავიდიოდა დადაეშქელიანი რომ არა ანო, რომელმაც ჩუმად ოდნავ გასაგონად სთოხოვა. -ჩამეხუტე ისევ მოსწყდა ლაზარეს თავლებს ცრემლები და გულში ჩაიკრა მისი საყვრელი ქალი, ქალი რომლის გამოც ყველაფერზე იყო წამსველელი და სიცოცხლესაც კი დათმობდა. ორივენი ძლიერად ეხვეოდნენე ერთამნეთს და ტიროდნენ... შეიძლება მიწასტან გაასწორო ადამინი, ბოლომდე გაანადგურო, თუმცა თუ ერთი ძლიერი მიზეზი მაინც გაქვს ცხოვრებისთვის, მაინც განაგრძობ არსებობას, აუცილებელი არ არის ეს მიზეზი მნიშვნელოვანი იყოს, ეს შეიძლება შემოდგომის უკანასკნელი ფოთოლი იყოს ან ღრუბლიანი ცა, მთავარია შენ მიხვდე და გეჯროდეს რომ იმისითვის, რომ იცოცოხლო ესეც შეილძება იყოს მიზეზი, თორემ სიკვდილს რა უნდა? ამაზე იოლი და გარდაუვალი არაფერია სამყაროში. როცა სიკვდილი გინდა და მაინც აგრძელებ ცხოვრებას, აი ეს არის ყველაზე აღმაფრთოვანებელი. ადამიანი ღმერთია და განმღრთობის , საკუტარი თავსი შეცნობის გზაა მხოლოდ ცხოვრება. არასდროს იცი ის რას გიმზადებს, მაგრამ ნუ შეგეშინდება ამის, ნუ შეგეშინდება ცვლილების, იმისითვის რომ წამოდეგე უნდა დაეცე. ანო და ლაზარე ერთმანეთის დაკარგული ანდროგენები იყვენენ, რომლებიც ცხოვრებამ წიხლქვეშ გაიგდო, მერე რა? ისინი მაინც იბრძოდნენ, ცალცალკე და ერთად. თუნდაც ჯოჯოხეთში ისინი ერთად იყვნენ და ეს ყველაზე მათვარი იყო. მხოლოდ ამას ჰქონდა მნიშვნელობა. მათი ცხოვრება ისევე გაგრძელედება როგორც თქვენ გინდათ, თვითონ დაასრულეთ მათი ისტორია, მაგრამ არასდროს დაგავიწყდეთ რომ სამყაროში თავად ქმნით თქვენს ცხოვრებას, თავად ხართ საკუთარი თავის ღმერთი და თავად ქმნით საკუთარ თავს, თქვენ ყველანი მწერლები ხართ, ერთი ყველზე მნიშვნელოვანი წიგნის ავტორები, თქვენ თავად წერთ საკუთარ ისტორიას. ამოიტომ ნუ შეგეშინედებათ შიშის, ადამიანების, სხვების აზრების, სიტყვების, ისეთი ისტორია დაწერეთ, რომ სიკვდილის წინ გაგეღიმოთ, რადგან იქ, სარეცელთან სადაც ყველანი მარტო ვრჩებით, სიკვდილის წინაშე, მის მარწუხებში, მხოლოდ ეს მოგონებები გაგყვებათ, ეს განცდილი გრძნობები დარჩება განვლილი ცხოვრებისგან . დიდი მადლობა. სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.