სიბერე...
ვხედავ მიქრიან წლები, რაში უმატებს ქოშინს, სანაპიროს ქვიშით თამაშობენ სხვები, და დრო ჰაერში გარინდული დუმს ზღვათა შორის. ვხედავ წლები მიქრიან მიწამდე, და სხვა გზა არ არის, უნდა გავქრე, მე ჩემი სიბერე ახალგაზრდობაშივე ვიწამე, როცა მივენდე შენელებულ ქარებს. ჩემი დროება ზეცით შეფერილი, ბინდი უმატებს სიჩუმეს, სახლში საწოლზე მთვარე ეშვება ქნარიდან მობერილი, და ოთახს უმატებს ჯადონსურ სილურჯეს. მოხუცი ხელები სარკმელში ხუნდება, ჩემი სხეული ხავსებს იმალავს, ბაგენი ჟამამდე თანდათან დუმდება, და სიკვდილიც ჯიუტად თარიღს მიმალავს. ვგრძნობ უიმედოა ზღვათა სიმარტოვე, ფეხებში ძარღვები გროვებად ამეხლართა, ტკბილმა წუთებმაც გაბედეს და მიმატოვეს, და მეც დასასრულს უფრო და უფრო ვხლართავ. ნისლი ვარ სიჭაბუკიდან დაფერილი, ნესტიანი ქარები რომ დაქრიან, მიყურებს იმედი ერთ დროს ოცნებით გაბერილი, და კარს ვუღებ ჩემი სულის ამინდს ქარიანს. ვხედავ ირგვლივ გაქრნენ ლანდები, მარადიული ძილით მშვიდად გმინავენ, გთხოვთ ჩემს სპექტაკლზეც ჩამოუშვათ ფარდები, თორებ მარტოობის როლები დღითიდღე მყინავენ. ცრემლი დაშრა ვით ტბა მზეში, ჩემი დალექილი ფესვები გამხმარია, ვთბები მხოლოდ წინაპრების შეშით, და სახლში ბავშვები უკვე არ არიან. მარადისობა მისჯილი გედივით, სცენას ტიტანივით ვიპყრობ, ტანი მიფეთქავს ლავით დანამული მთებივით, და ეს სიმხურვალე ცეცხლივით მიპყრობს. რიტმი დაირღვა ჩემს ქუჩაზეც, სახლებმა დაკარგეს სამოთხე შავი ფერით, იშლება ჩემი ანაბეჭდი ეზოში მუხაზეც, და ამ მოგონებებს მივყვები უღონო ფრენით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.