შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობარზე მეტი (სრულად)


11-02-2019, 19:55
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 21 596

მეგობარზე მეტი (სრულად)

ფანჯარასთან ვიჯექი და ფინჯნით ხელში გადავყურებდი კორპუსის ეზოს, თითქმის ცარიელს. არადა ჩემი ბავშვობა რომ მახსოვს თითქმის სულ ეზოში მაქვს გატარებული.
ტელეფონის ზარი მესმის, ვიცი საძინებელშია, მაგრამ მეზარება გასვლა.
სანამ ჩაის ბოლომდე არ ვსვავ ფეხზე არ ვდგები, ფინჯანს სამზარეულოს ნიჟარაში ვდებ და საძინებლისკენ მივდივარ.
ტელეფონზე სამი გამოტოვებული ზარი მხვდება მათესგან.
არ ვურეკავ, ვიცი ვერასდროს შევძლებ მასთან ისე საუბარს როგორც აქამდე
თუმცა წუთი არაა გასული კარზე რომ აკაკუნებენ
-ვინაა?-ვკითხულობ და კარს ყურს ვადებ
-ვინ უნდა ვიყო, გამიღე კარი-მესმის მათეს ხმა
-არ მინდა შენთან საუბარი-ვეუბნები ისე რომ კარს არ ვუღებ
-გააღე, რაღაცას გეტყვი და წავალ-პირობებს მიყენებს ის, მეც გასაღებს ვატრიალებ და მარტო თავს ვყოფ კარიდან
-ესე აპირებ მელაპარაკო?-იცინის და ლურჯ თვალებს მანათებს, შემდეგ კარს თვითონ აღებს და სახლში შემოდის
-აბა რაღაცას გეტყვი და წავალო?-ვბრაზდები და უკან მივსდევ
-ყავას გამიკეთე ჯერ-თვალს მიკრავს და დივანზე ჯდება, ტელევიზორი ჩართო დაჯდა თუ არა, ვიცი რომ ვერ იტანს გამორთულ ტელევიზორს, ყოველთვის ურჩევნია ჩართული იყოს, თუნდაც უხმოდ.
-არაფერსაც არ გაგიკეთებ, უნამუსო ბიჭი ხარ შენ-ცალკე სავარძელში ვჯდები და ხელებს გაბრაზებული გულზე ვიჯვარედინებ
-ვიცი, არ უნდა გაგეგო ეგ ამბავი ეგრე-თვალებს დაბლა ხრის და პულტს ხელში ათამაშებს
-საერთოდ არ უნდა გამეგო, ანუ ეს ყველაფერი იცოდა ყველამ ჩემ გარდა?-ჩავეძიე მე
-არა, მარტო ზურამ და გაგამ იცოდნენ. აუ მართლა მიყვარხარ, ისე როგორც გოგო და არა მეგობარი, რა გავაკეთო? თავიდანვე ესე იყო და არც არასდროს არ შეიცვლება-სიმტკიცე ერევა ხმაში, დაძაბული ზის და თვალებში მიყურებს. მეც დაძაბული ვზივარ, ვერ წარმომედგინა ეს ყველაფერი, მითუმეტეს მათესგან, ჩემი მეგობრისგან, ჩემი ძმაკაცისგან, რომელთან ერთადაც უამრავი სისულელე გამიკეთებია.
-მათე, მაპატიე, მოულოდნელია ეს ჩემთვის, მითუმეტეს შენგან, მათე, მართლა ძალიან მეწყინა-ცრემლები მადგას თვალზე, არ ვიცი რა ვთქვა, როგორ გამოვხატო ჩემი ემოციები, რომ მეგობარია და არ შეეძლო შევყვარებოდი, უბრალოდ არ შეეძლო, მე ხომ მასთანაც ისე ვიყავი როგორც გაგასთან და ზურასთან?
-მე მაპატიე, რომ ეს ყველაფერი ასე გაიგე, უბრალოდ იცოდე, რომ მართლა ძაან მაგრად მიყვარხარ და ჩემი იმედი სულ უნდა გქონდეს სიკვდილამდე, არც დაფიქრებას გთხოვ და არც შეყვარებას, უბრალოდ სამეგობროში რომ შევხვდებით ერთმანეთს არ მინდა რამის მოგერიდოს, თუ მეტყვი საერთოდ აღარ მოვალ ბავშვებთან, ჩემთვის მთავარია შენ იყო კარგად-მეუბნება ნაღვლიანი ხმით, თვალებზე მომდგარ ცრემლს სწრაფად იშორებს, ვერც კი ვიაზრებ შუბლზე როგორ მკოცნის, შემდეგ კი უკვე სახლიდან გადის.
მეტირება, მასზე, ვიცი როგორი კეთილია, ვიცი რას ნიშნავს მისთვის სიყვარული, რას წარმოადგენს თითოეული ჩვენთაგანი მისთვის და მეტირება, როცა ვაცნობიერებ რომ ასეთ არაჩვეულებრივ ბიჭს ვუყვარვარ. ვამაყობ არა ქალური სიკეკლუცით, არამედ მთელი გულით.
--
უნივერსიტეტში მისულს, ეზოში ვხედავ ზურას და მათეს, ზურა ჩემი ნათლიაა და მეგობარი, სწორედ ზურას საშუალებით ვიცნობ გაგას, მათეს და სალომეს, რომელიც ჩემი მეგობრები არიან.
ზურა როგორც კი მხედავს ხელს მიქნევს და მეც მათკენ მივდივარ, ჯერ ნათლიაჩემს ვკოცნი ლოყაზე, შემდეგ კი მათეს, თან თვალს ვერ ვუსწორებ.
-როგორ ხარ ნიაკო?-მეკითხება ნათლიაჩემი და ხელს მხვევს
-რავი კარგად, თქვენ როგორ ხართ?-ვუყურებ ორივეს და მზერას მათეს ვუსწორებ, რაღაცნაირად მიყურებს, აი ადრე რომ არასდროს შემიმჩნევია ისე.
-ლექციებს რომ მორჩები საქმე მაქვს დამირეკე და გავიდეთ სადმე-პირდაპირ საქმეზე გადადის მათე
-კარგი, ხვალ ხო ამოხვალთ ოთხივე?-ვეკითხები და ზურას ვუყურებ, ბოლოს და ბოლოს ხვალ 21 წლის ვხდები.
-აბა რას ვიზავთ, შენ არ ინერვიულო, დაგადგებით დილიდანვე-იცინის გაგა და მათეს თვალს უკრავს
-წავედი მაშინ ლექცია მეწყება-გავუღიმე მათ და შენობაში შევედი
--
ჩემ უზარმაზარ ჩანთაში ტელეფონს ვეძებდი, რომ მათესთვის დამერეკა, თუმცა იმდენი ნივთი მეყარა შიგნით, აღარც მქონდა უკვე პოვნის იმედი, სულ მიკვირდა რატომ დავათრევდი ამდენ რამეს ჩანთით მაგრამ რომ დამჭირვებოდა?
ათ წუთიანი ძებნის შემდეგ ძლივს ვიპოვე და ვაჩნაძეს დავურეკე
-ეზოში ვარ გამოდი-მიპასუხა თუ არა მითხრა და მეც გასასვლელისკენ წავედი.
ეზოში გასულს მაშინვე მისი ხვეული თმა მომხვდა თვალში, ისეთი საყვარელი იყო მინდოდა მივსულიყავი და თმები ამებურდა, აქამდე გავაკეთებდი კიდეც, მაგრამ რაც "ახალი" ამბავი გავიგე ძალიან უხერხულად ვარ მასთან.
-წამო, სახლში გაგაცილებ-ხელკავს მდებს ის და ნელა მივუყვებით ქუჩას.
-უბრალოდ მინდოდა ეს მომეცა-მომაწოდა პატარა ყუთი
-რა არის?-გამიკვირდა მე და ყუთს თავი ავხადე. ოქროს ყელსაბამი იყო, ცეპით და ლამაზი კულონით.
-ამას ვერ ავიღებ-ყუთს კვლავ თავი დავახურე და მივაწოდე
-რატო ვერ აიღებ?-შუბლი შეკრა მან
-ძალიან კარგად იცი, რომ არ მიყვარს ძვირფასი საჩუქრები-შევყურებ ლურჯ თვალებში.
-არ გიყვარს-ერთია, და საჩუქრის უკან დაბრუნება-მეორე. აიღე და ვსო-ცოტა ნაწყენი მეჩვენება ის
-მადლობა-ლოყაზე ვკოცნი მას და კვლავ უხმოდ გავუყევით ქუჩას.
ჩემს სადარბაზოსთან მისულს უკვე მის წინ ვდგები და ველოდები, როდის ამოიღებს ხმას.
-ადი სახლში, შეგცივდება-იღიმის ის.
-ხვალ ხო მოხვალ?-ვეკითხები და მის თბილ, ლურჯ თვალებს ავყურებ. უხმოდ მიქნევს თავს, ლოყაზე ნაზად მკოცნის და მანიშნებს, სახლში ავიდე. მეც რაღაცნაირად, გახარებული ავდივარ სახლში, ყუთს ვხსნი და ულამაზეს ყელსაბამს დავყურებ, მაშინვე ყელზე ვიკეთებ და სარკეში გამოსახულებას ვუყურებ.
რატომ მიბრწყინავს თვალები? განა ასე გამეხარდებოდა ლუკას ან გაგას საჩუქარი? მაგრამ მათე ხომ მათე იყო.
კიდევ ერთხელ ვუყურებ გულზე დაკიდებულ ანგელოზის ფორმის ოქროს ყელსაბამს და მუჭში ვიქცევ.
თუ აქამდე ვაჩნაძეზე, ისე არასდროს მიფიქრია, როგორც მამაკაცზე, ეს დღეებია გამუდმებით მასზე ვფიქრობ. არც კი ვიცი როგორ მოვიქცე მასთან, როგორ ვიყო ისევ ის, ძველი ნიაკო და საერთოდ რა ხდება ჩემ თავს?
--
თორმეტ საათზე დამადგა სალომე თავზე.
ტორტით და სანთლებით, ისე გამეხარდა, მთელი ღამე ვმღეროდით, ვცეკვავდით, ცოტა დავლიეთ კიდეც, გამთენიისას ჩაგვეძინა მხოლოდ და კარზე ზარმა გაგვაღვიძა, მთქნარებით გავაღე კარი და გაგა და ზურა რომ დავინახე პარკებით ორივეს მაგრად ჩავეხუტე
-რაიყო გაილეშეთ გუშინ?-ხითხითებდა ზურა და აბურდულ თმას კიდევ უფრო მიბურდავს
-მათე სადააა?-როცა კარები დავკეტე და ბიჭებიც დივანზე დაჯდნენ მხოლოდ მაშინ ვიკითხე, თვალში ვინც მაკლდა
-რაღაც საქმე ქონდა და გვიან ამოვა-მითხრა გაგამ და სასმელები ამოაწყო პარკიდან
სასუსნავებიც მოვიმარაგეთ და დავიწყეთ გართობა.
უკვე რამდენი წელია მათთან ერთად ავღნიშნავ დაბადების დღეს, მაგრამ მათე რომ არ არის, ასე მგონია რაღაც, სულის ნაწილი გვაკლია, მარტო მე არა, ოთხივეს.
-მათე მალე მოვა? იქნებ დაურეკოთ?-უკვე ბინდდებოდა, კიდევ ერთხელ რომ მოვიკითხე მათე და გულზე ხელებგადაჯვარედინებული შევხედე ბიჭებს
-კარგი დავურეკავ-ერთმანეთს გადახედეს მათ, ბოლოს გაგამ ტელეფონი აიღო და დარეკა მათესთან.
გაჩუმებული ველოდებოდით ყველა, როდის უპასუხებდა ვაჩნაძე.
-რას შვები ბიჭო? არ მოდიხარ?-ზანტად და ჩუმად კითხა გაგამ მეგობარს და მე გამომხედა
-კარგი, ვეტყვი-თქვა და გათიშა. მერე მე გამომხედა, მერე ზურას, მერე ისევ მე და ისევ ზურას
-ამომივიდა ყელში, თქვი-გაბრაზებულმა გავხედე მას
-არმოდის-ამოღერღა მან ბოლოს
-ხოდა არ მოვიდეს, რაც უნდა ის ქნას-გაბრაზებულმა ვუთხარი ბიჭებს, ხელებგადაჯვარედინებული დავჯექი და მთელი ორი საათი, რაც ფილმის ყურებას დავუთმეთ მე არც კი გამიხედავს ტელევიზორისთვის.
გაბრაზებული ვიყავი, აი თურმე რატომ გადმომცა გუშინ საჩუქარი.
მეწყინა, ჩემ დაბადების დღეზე იცოდა რა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მეგობრებთან ერთად ყოფნა. თუნდაც ვყვარებოდი, არ შეეძლო ერთი საათით მაინც მოსულიყო?
დროთა განმავლობაში, როდესაც ვაანალიზებდი, რომ მათე ვაჩნაძე ჩემ დაბადების დღეზე არ მოვიდა კიდევ უფრო იმატებდა ბრაზი და წყენა ჩემში.
სწრაფად მოვიხსენი მისი ნაჩუქარი ყელსაბამი, მუჭში მოვიქციე და ზურას მივაწოდე
-თქვენ მეგობარს გადაეცით რომ მისი საჩუქარი არ მჭირდება, მე მერჩივნა ერთი საათით მაინც მოსულიყო-ვუთხარი მათ და ფილმის "ყურება" გავაგრძელე.
თან თვალს ვაპარებდი ბიჭებისკენ, ერთმანეთს თვალებით ესაუბრებოდნენ და რაღაცას ანიშნებდნენ.
-საპირფარეშიში გავალ-თქვა ზურამ და ტელეფონით ხელში წამოდგა
-ტელეფონი დატოვე-ვუთხარი და ვანიშნე, მივხვდი რასაც ცდილობთქო, მანაც ტელეფონი იქვე დადო.
-წამოდი, ტორტი კიდევ ვჭამოთ-ფეხზე წამოდგა სალომე სამზარეულოში გაგვყარა მე და გაგა.
დიდხანს ვერთობოთით, თითქმის შუაღამე იყო დაღლილებმა რომ დავიძინეთ. ძალიან მაკლდა მათე, და ძალიან ნაწყენი ვიყავი. სანამ დავიძინებდი ცრემლებიც კი წამომივიდა. ალბათ სამუდამოდ დავკარგე მეგობარი, და ვერც ვერასდროს ვიქნებოთ ისე როგორც ადრე. მე რომ სიყვარულით ვერ მეპასუხა მისთვის რა მოხდებოდა? ასე დაგვივიწყებდა სამეგობროს? ასე დამივიწყებდა მე როგორც დღეს?
---
უნივერსიტეტში მისულს კვლავ თვალში მომხვდნენ ბიჭები, რომლებიც ერთად იდგნენ და საუბრობდნენ.
ვაჩნაძემ დამინახა თუ არა გაჩუმდა, მის მზერას გაგამ და ზურამაც გამოაყოლეს თვალი და რომ დამინახეს, ხელი დამიქნიეს.
-გამარჯობა ბიჭებო-მივესალმე, არცერტი არ გადამიკოცნია.
-როგორ ხარ ცუნცულ?-როგორც ჩანს კარგ ხასიათზე იყო გაგა
-კარგად, მალე ბოლო გამოცდა მაქვს და ხვალ სახლში მივდივარ, მშობლებთან, შენ არ წამოხვალ?-ვკითხე ზურას. მთელი ამ საუბრის განმავლობაში, ერთხელაც კი არ შემიხედავს მათესთვის, თუმცა ძლივს ვიკავებდი თავს, ვგრძნობდი მის მზერას სახეზე.
-წამოვალ, წამოვალ, აბა მარტო ხომ არ გაგიშვებ? თქვენ არ წამოხვალთ ბიჭებო რამდენიმე დღე? სალოც წამოვიდეს-იდეა მოუვიდა თავში ზურას
-წამოვალ, მაინც მეზარებოდა მთელი თვე თქვენ გარეშე, მერე ჩემთან წავიდეთ რამდენიმე დღე-აღფრთოვანებული იყო იდეით გაგა.
-ანუ გადაწყდა, დღეს 6 საათისთვის ყველა ვიკრიბებით ნიაკოსთან და მივდივართ ჩემთან-საბოლოო სიტყვა ზურას ერგო, შემდეგ კი მათ დავემშვიდობე და გამოცდაზე შევედი.
--
ავტობუსში ვიჯექით, სალომემ უარი გვითხრა წამოსვლაზე, სხვა უნივერსიტეტში სწავლობდა და გვიან უმთავრდებოდა სწავლა შედარებით, თან ოჯახთან უნდოდა ძალიან წასვლა. ამიტომ მხოლოდ ოთხი მივუყვებოდით გზას. გაგა და ზურა ერთად იჯდნენ, მე და მათე კი ერთად.
-მეძინება-ამოვიძმუვლე და ფანჯარას თავი მივადე
-მე მომეყრდენი-გამომხედა მათემ და თავის ბეჭზე მანიშნა
-არ მინდა-ვუთხარი უხეშად და ყურსასმენები გავიკეთე. თუმცა არ მაცადა, მომხსნა და ტელეფონიანა ჯიბეში ჩაიდო.
-რას აკეთებ?-გაბრაზებულმა გავხედე
-პირველ რიგში ეს აიღე-ყელსაბამი გამომიწოდა
-არ მჭირდებათქო, მგონი გითხარი?-არ გამოვართვი და კვლავ ფანჯრიდან დავიწყე ყურება. თუმცა მისმა ხელებმა საშიალება არ მომცა მის გარდა სადმე სხვაგან გამეხედა. ჯერ თავი შემომაბრუნებინა ნელა და ლურჯი თვალები მომანათა თბილად. შემდეგ კი მასზე მიმიხუტა და ხელი გადამხვია.
-გამიშვი-ჩუმად ვუთხარი და ვცადე მისგან თავი გამეთავისუფლებინა.
-დაიძინე-მითხრა მანაც ჩურჩულით და საფეთქელთან მაკოცა. მის მკლავებში მეც ისე გავინაბე, თითქოს სულ არ ვიყავი მასზე ნაწყენი 4 დღის წინ და მთელი დღეები ცოფები არ მეყაროს მასზე.
ისე ჩამეძინა ვერც კი გავაანალიზე. მხოლოდ ნაზმა შეხებამ გამაღვიძა
-ნიაკო, გაიღვიძე, ჩავედით-ნაზად მარხევდა ვაჩნაძე
-მეძინებაა-ამოვიზმუვლე და უფრო კომფორტულად მოვეწყვე მის მხარზე.
-მოვედით ნიაკოო, ადექიიი-თავზე დამჩხავლა ზურამ და მეც მაშინვე გამოვფხიზლდი.
-რა საზიზღარი ხარ ზურა-ამოვიზმუვლე, ჩემი უზარმაზარი ჩანთა ავიღე და ფეხზე წამოვდექი.
ავტობუსიდან ჩასულს მამაჩემი რომ დავინახე სიხარულისგან შევაფრინდი
-როგორ მომენატრე მააა-ვეუბნებოდი და დან კისერზე ვეკონწიალებოდი
-მეც მა მეც-იცინოდა ის და მეხუტებოდა
-აბა მამაჩემს აღარც კი ვახსოვარ, დახვედრაზე ხომ ზედმეტია საუბარი-არარსებულ ცრემლს იწმენდდა ზურა
-წამოდით ახლა ჩემთან ყველა და მამაშენსაც დავურეკოთ მოვიდეს-ქართულ სტუმართმოყვარეობას არ ღალატობს პაატა.
-იმ პირობით თუ საჭესთან ამ ქალბატონს არ დააჯენთ-როგორც ყოველთვის ჩემი და მანქანის ურთიერთობის წინააღმდგებია ზურა.
მეც ძალიან კარგად ვიცი რომ ხშირად ძალიან იდიოტურად და არასერიოზულად ვმართავ მანქანას, მაგრამ რავქნა, მიყვარს.
-შანსიც არ გაქვს-ენას ვუყოფ და მამაჩემის მანქანისკენ მივრბივარ. ბარგს ბიჭები საბარგულში აწყობენ, მანამდე მე ვერგები სავარძელს და როცა ყველა მანქანაში ვზივართ, ძრავს ვრთავ.
სახლამდე საბედნიეროდ მშვიდობით მივდივარ და ავტოფარეხშიც ნორმალურად შემყავს მანქანა.
-დაურეკე მამაშენს, მოვიდეს-მანქანიდან გადასვლისას ეუბნება პაატა ზურას და სტუმრები სახლში შეყავს.
სახლში შესული ჯერ მონატრებულ დედას ვეხუტები, ბოლო ტკბილ ლუკმად კი ბებიას ვიტოვებ.
მალევე ზურას მშობლებიც მოდიან და ყველა ერთად ვჯდებით მაგიდასთან
მათესკენ გამირბის მზერა, რომელიც აქამდე არც კი გამხსენებია, ისიც მე მიყურებს. შევხედე თუ არა თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
-ჭამეთ ბავშვებო, დიდი გზა გამოიარეთ-დედაჩემი მზადაა სათითაოდ აჭამოს ყველას საჭმელი, მე კი ბებიას გვერდით ვზივარ და მას ვეხუტები.
ვგიჟდები მის ჭაღარა თმაზე და თბილ ხელებზე.
-მოკლედ, ნიაკო, რადგან დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის არ გვიკადრე, შენთვის ცოტა გვიან მოვამზადეთ საჩუქარი-ფეხზე დგება მამა, იქვე კარადის უჯრას აღებს და შეფუთული ყუთი ამოაქვს
-იმედია კიდევ მზესუმზირა არ გაქვს შეფუთული როგორც შანშან-თვალებს ვუბრიალებ მას და საჩუქარს ნელა ვხსნი
ყუთში ვერცხლის სამაჯური დევს, ძალიან ლამაზი, დედასთან ერთად საყიდლებზე მახსოვს ძალიან მომეწონა. მაგრამ უარი ვუთხარი, რომ მითხრა გიყიდიო.
-მადლობაა დეე-მოვეხვიე მას, შემდეგ მამასაც გადავეხვიე და ბებიასაც.
-ახლა ჩვენი ჯერია, მაშინ კი გაგვიცხადე უარი, ვერ ავიღებ ეგეთ ძვირფას საჩუქარსო, მაგრამ მაინც, ჩვენგან გქონდეს-საუბრობდა ზურა და თან იღიმოდა
-ბიჭო შენ არ გქონდა? სად წაიღე?-მიუბრუნდა მათეს. მანაც ღიმილით ამოიღო ჯიბიდან კულონი და გადმომცა
ჯერ ზურას დავუბრიალე თვალები, მერე მათეს.
-ხომ გითხარით, ძალიან ძვირფასია და არ მინდოდა ასე შეწუხებულიყავით-კბილებში გამოცერი და მათეს რასაც ქვია გამოვგლიჯე ხელიდან კულონი.
-მადლობა ბავშვებო, ვიცი რომ ჩემი შვილი ძალიან გიყვართ და კარგ ხელშია-მამაჩემმა ჩემ მაგივრად გადაუხადა მადლობა მათ.
მთელი საღამო მათზე გაბრაზებული და ნაწყენი ვიჯექი.
უკვე წასვლას აპირებდნენ და გასაცილებლად აივანზე ვიდექით ყველა ზურა რომ გადამეხვია.
-მაპატიე თუ გაწყენინე, მაგრამ ძაან მიყვარხართ ორივე და ორივეს თანაბრად დაგეხმარებით-გამიცინა მან და ლოყაზე მიჩქმიტა
მათეს და გაგასაც გადავეხვიე დამშვიდობებისას, თუმცა მათთვის ხმა არ გამიცია, ისე წავიდნენ ზურასთან.
-ძალიან მომეწონა შენი მეგობრები მამიკო-დივანზე დამჯდარს გვერდით მომიჯდა პაატა და გამორთული ტელევიზორი ჩართო. მის ამ ქცევაზეც კი მათე გამახსენდა, რომელიც ვერ იტანდა გამორთულ ტელევიზორს.
-სალომეს უბრალოდ ოჯახთან უნდოდა წასვლა ჯერ, თორემ შემდეგ ისიც ჩამოვა-ჩავეხუტე მას და როგორ ჩამეძინა არც გამიგია.
სიზმარშიც კი მათეს ვხედავდი.
ცხადად ვხედავდი მის ზურგს, ხვეულ ხმას.
მიდიოდა
ვეძახდი
მიდიოდა
შეშინებულს გამეღვიძა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, რას წარმოადგენდა ჩემთვის ის? ვხვდებოდი, არ იყო უბრალო მეგობარი, როგორიც გაგა, მაგრამ მეტსაც ვერ ვგრძნობდი.
საათს რომ დავხედე დილის ექვსი საათი იყო. ფეხზე წამოვდექი, ბებიას ოთახში ფეხშველი გავედი და ლოგინში შევუწექი. ჩავეხუტე და ისე გავაგრძელე ძილი.
--
ბიჭებმა დამირეკეს, ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ და მეც მიმიწვიეს, ზლაზვნით ჩავიცვი და რასაც ქვია შეფუთული გავედი სახლიდან. კაფე ახლოს მდებარეობდა, ხუთ წუთში უკვე იქ ვიყავი
-მეტი ვერაფერი ჩაიცვი?-დამცინოდა კვლავ გაგა.
მე, რა თქმა უნდა, ვაჩნაძის გვერდით მომწია დაჯდომა
-რას შვებოდით ორი დღე?-ვკითხე და მეც შევუკვეთე ყავა
-რავი ჯერ ვლოთობდით და მერე გვეძინა-მოკლედ გამაცნეს სიტუაცია
-შენ რას შვებოდი?-შემობრუნდა ჩემ მხარეს მათე
-არაფერს-მხრები ავიჩეჩე და თვალი ავარიდე
-წადით ახლა, გაისეირნეთ, მე და გაგა წავალთ საღამოსთვის რამეს ვიყიდით და ჩემთან ჩავუჯდეთ-თვალი ჩაგვიკრა ზურამ და ორივემ კაფე დატოვა
-იმდენს მიაღწევს, ხმას აღარ გავცემ საერთოდ-ვბუზღუნებ და როცა ვხვდები, რომ მცხელა ქუდს და კაშნეს ვიხსნი.
-რას შვები ნიაკო?-ამჯერად მთელი ტანით ბრუნდება ჩემჯენ მათე
-არაფერს, გაბრაზებული ვარ ყველაზე და ყველაფერზე-ხელებს გულზე ვიჯვარედინებ და სკამის საზურგეს ვეყრდნობი.
-მაპატიე კარგი, რომ არ მოვედი დაბადების დღეზე?-მიღიმის და თბილ,ლურჯ თვალებს მანათებს.
-არ გაპატიებ, და ამ ყელსაბამსაც, როგორც კი თბილისში ჩავალთ, დაგიბრუნებ-მართალია მისი მზერა გულს მილბობს, მაგრამ მაინც არ ვტყდები
-არ მინდოდა უხერხულ სიტუაციაში ჩამეგდე, აი, როგორც სხვა დროს ხარ უცერხულად ამ ჩვენი გაურკვეველი ურთიერთობით ისე იქნებოდი მაშინაც და ვეღარ აღნიშნავდი წესიერად-მიხსნის ის
-მე ის უფრო მეწყინა, რომ არ მოხვედი. შემდეგში აღარ დაგპატიჟებ, მარტო ზურას და გაგას ვეტყვი-ენას ვუყოფ ვაჩნაძეს, ჩვენ საუბარში შეკვეთაც მოიტანეს, ჩუმად დავლიეთ ყავა ორივემ, ვგრძნობდი ჩემკენ მობრუნებული სხვეული როგორ მაშტერდებოდა. მეც გავხედე რამდენჯერმე. შემდეგ კი ისევ ვხრიდი თვალებს.
-წამო გავისეირნოთ, დამათვალიერებინე შენი პატარა ქალაქი-გამიღიმა მან, ყავის ფული გადაიხადა და გარეთ გავედით.
ხელკავი გამომდო და ნელა ჩავუყევით ქუჩას.
წამით მეგონა, ისევ ძველი დრო იყო, მე და მათე ისევ მეგობრები ვიყავით და ისევ უმისამართოდ დავბოდიალებდით, მხარზე თავი ჩამოვადე და ხელები ამჯერად მე შემოვხვიე მის ხელს.
-ნიაკო, მოდი აქ დავჯდეთ-ხელს იშვერს მდინარის პირზე პატარა ძელსკამისკენ. მეც უხმოდ მივყვები და გვერდიგვერდ ვჯდებით.
-მე მართლა მინდოდა, რომ მოსულიყავი-ვუთხარი ჩუმად, ისე რომ მისი მხარიდან თავი არ ამიღია.
-ვიცი ნიაკო-გამიცინა მან და ნიკაპზე ხელი მომკიდა, ნელი მოძრაობით ამაწევინა თავი და თვალებში შემომხედა.
საშინლად დავიბენი, პირველად ვიყავი ბიჭთან ასეთ სიტუაციაში, სკოლაში შეყვარებული არ მყოლია, შემდეგ კი ზურას და ამ იდიოტების ხელში მე და სალომეს ვინ მოგვეკარებოდა.
ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა თუ არა, მივხვდი რასაც აპირებდა, სწრაფად ჩავხარე თავი და მის მხარს მივეყრდენი. მისი სიცილი გავიგე. მალევე მომკიდა ნიკაპში ხელი, თავი ამაწევიდა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-ვერსად გამექცევი ნიაკო-ტუჩების შემდეგ ლოყაზე დამიტოვა კოცნა და ხელი მაგრად მომხვია ბეჭებდე. იქამდე ვისხედით ასე სანამ არ მოსაღამოვდა.
-სად წავიდეთ?-ვკითხე ფეხზე წამომდგარმა მათეს და წინ დავუდექი
-ბიჭებს ვკითხოთ სად არიან-ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი, დაურეკა და როცა სასურველი პასუხი მიიღო გაუთიშა
-ზურასთან არიან, თან მშობლები სადღაც წასულან დავიმხობთ სახლსო-გაიცინა
-წავიდეთ მაშინ ზურასთან, ჩემებს დავურეკავ და გავაფრთხილებ-დედაჩემს დავურეკე მეც და ჯერკიდევ ძელსკამზე მჯდომ ვაჩნაძეს გავხედე
-არ დგები?-ვკითხე და მივუახლოვდი
-მაკოცე და ავდგები-ლოყაზე მიიდო ხელი, თვალი ჩამიკრა
-ზედმეტი ხო არ მოგდის?-თვალები დავუბრიალე ხელებგადაჯვარედინულმა
-კარგი, მეთვითონ-წამოდგა თვალების ტრიალით, კვლავ ნიკაპზე მომკიდა ხელი და მისი ღვინისფერი ბაგეები ჩემსას მიაწება.
-მათე, გთხოვ, ცოტა დრო მომეცი რა-მომშორდა თუ არა, ვუთხარი მოწყენილმა და სახეზე ხელები ავიფარე
-რა ხდება?-გაუკვირდა მას, ხელები სახიდან ჩამომაღებინა და თვალი თვალში გამიყარა
-კარგად იცი, რომ შეყვარებული არასდროს მყოლია, თან ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, შენ კი მათე, წლები საუკეთესო მეგობრად გთვლიდი, უბრალოდ ცოტა დაფიქრება მჭირდება-ხმა გამიტყდა მე, ისედაც გულჩვილი, ძლივს ვიკავებდი ცრემლებს.
-კარგი, მაპატიე, მოდი, მეგობრულად ჩაგეხუტო-გამიცინა მან და ხელები მხრებზე მომხვია, გულში ჩამიკრა, მეც წელზე მოვეხვიე და როგორც ყოველთვის, მაინც ამეტირა. მეტირებოდა, როცა ვხვდებოდი, რომ მე მათეს უკვე სულ სხვანაირად აღვიქვამდი. ის აღარ იყო ჩემი მეგობარი, არამედ გულში ისე ძლიერად მყავდა ჩაბეჭდილი, ვერც ვიგებდი, ასე უცებ როგორ შემეძლო მასზე აზრის შეცვლა.
-წავიდეთ?-როცა ოდნავ დავწყნარდი მკითხა და ფეხით გავუყევით გზას ზურას სახლამდე.
მათთან მისულს ეს ორი გიჟი ახალი იდეებით დაგვხვდა
-სვანეთში მივდივართ, გაგას თურმე იქ სახლი აქვს და საერთოდ მაგარი "ჟმოტია" აქამდე რომ არ გაგვიმხილა.
-ბიჭო, ამხელა კაცი ხარ, სვანი ვარ და სვანეთში სახლი არ მექნება? შენ როგორ ფიქრობ?-გაბრაზებულია გაგა-თან თუ გახსოვს გითხარით ჩემ სოფელშიც წაიდეთთქო, არ დამიკონკრეტებია სვანეთში მაქვს მამულიმეთქი-სერიოზულად გაბრაზებულია გაგა
-კარგი დაწყნარდი, მთავარია პაატა დავკეროთ და მაგრად გავერთობით სვანეთში-უაღრესად ბედნიერია ზურა
--
ერთ კვირაში უკვე ჩვენი ბარგიანა მესტიისკენ მიმავალ მარშუტში ვიჯექით, მე კვლავ ვაჩნაძის გულზე მიხუტებულს მეძინა და მხოლოდ მაშინ გამაღვიძეს, როდესაც უკვე ბუნების საოცარი სურათი გადაგვეშალა წინ. დათოვლილ მთებს აღტაცებით შევყურებდი. სვანეთში არასდროს ვიყავი ზამთარში ნამყოფი, ზაფხულში ვიცოდი ულამაზესი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერს გადააჭარბა. რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, სადღაც შუა გზაში გააჩერებინა მძღოლს გაგამ და ჩვენი ბარგიანად შუა გზაში აღმოვჩნდით.
მალევე გამოჩნდა ბიძამისი, მანქანაში ჩავჯექით და ოც წუთიანი სიარულის შემდეგ მის სახლს მივადექით.
მე როგორც ერთადერთი გოგო ცალკე ოთახში შემიშვეს. ბიჭებს კი ერთად მიუჩინეს ბინა.
ოთახიდან გამოსულს, ბიჭები უკვე მისაღებში დამხვდნენ და ოჯახის უფროსთან, გაგას ბიძასთან, შალვასთან საუბრობდნენ. გავედი თუ არა, ზურას მივუჯექი გვერდით, მათემ კი გამომხედა წარბაწეულმა, მაგრამ ძალიან მერიდებოდა უცხო ოჯახში, მასთან ერთად ჩახუტებული ჯდომა.
-დღეს დავისვენოთ და ხვალ ულამაზესი ჰაწვალი უნდა ვნახოთ, მესტიაც, რა თქმა უნდა-გაგვაცნო გეგმა გაგამ.
თითქმის ნახევარი საათი ვიჯექით და შალვას ვესაუბრებოდით, შემდეგ დიასახლისმა სამზარეულოში მიგვიხმო.
კვლავ ზურას გვერდით ვაპირებდი დაჯდომას, მათემ რომ გზა "ჩამიჭრა" და მის გვერდით მომათავსა
-რაც აქ ვიქნებით სულ თავი უნდა ამარიდო?-წარბები ამიწია მან და ჩურჩულით გამიბრაზდა
-მცხვენია მათე-ამოვიწუწუნე და მასზე გაბრაზებულმა გულზე გადავიჯვარედინე ხელები.
-კარგი, ნუ მიბრაზდები, მიდი ჭამე და მერე ვისაუბროთ-ხმაში სითბო ეპარება მას
-მაშინ შენც ნუ მიშლი ნერვებს-ვუთხარი და საჭმელი თეფშზე გადმოვიღე. მშვიდად და ძალიან გემრიელად ვისადილეთ. ისე ძალიან მომეწონა დიასახლისის მომზადებული კერძები ლამის სულ ვჭამე.
-დავიძინებ მე რა, დავიღალე-ვუთხარი ბიჭებს და ჩემი ოთახისკენ წავედი.
-ძილინებისაა, ხვალ ადრე გაგაღვიძებთ-მომაძახა ზურამ და მეც ჩემ ოთახში შევიკეტე. ციოდა, ამიტომ თბილ სპორტულებში გამოწყობილიშევწექი დიდ საბანში და ვცადე გავმთბარიყავი.
მეორე დღეს მესტია მოვინახულეთ, ჰაწვალის საბაგიროზეც ვიყავით, ულამაზესი იყო, მეტი არ ვიცი რა ვთქვა, ულამაზესი.
სვანეთიდან ერთ კვირაში დავბრუნდით სახლში მე ზურა და მათე.
გაგა ბიძამისთან დარჩა.
მათეც თბილისში მიდიოდა ოჯახთან.
--
-მომენატრები-მუჩურჩულა ყურში, ისევ იმ ძელსკამზე ვიჯექით, მდინარის პირას.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ხელები კისერზე მოვხვიე და გაყინული ცხვირი მის თბილ კისერში ჩავრგე
-მეც მომენატრები-ვუთხარი ჩურჩულით.
-მიყვარხარ ნიაკო-მითხრა, თავი ამაწევინა და ნელა მაკოცა, მისი ღვინისფერი ბაგეებით.
-მეც მიყვარხარ მათე-გავუღიმე და ამჯერად მე ვაკოცე.
---
-ხვალ ოცდაორის ვხდები-თავზე დავახტი მძინარე ქმარს და ლოყაზე ვაკოცე
-გახსოვს შარშან რას შემპირდი?-ეცინება უკვე გამოფხიზლებულს და ამჯერად ის ექცევა ჩემს ზემოდან
-არა?-გამიკვირდა მე
-დაბადების დღეზე არ დაგპატიჟებო-იცინის ის და მთელ სხეულზე მეფერება
-ადექი, ლექციები გვაქვს და მერე სამსახურში უნდა წახვიდე, სად გცალია საწოლში ნებივრობისთვის-მეცინება მასზე
-ხვალ რა გაჩუქო ჩემო პატარავ?-უკვე ფეხზე ამდგარი მეკითხება და სააბაზანოსკენ მიდის
--
ზურა, გაგა და სალომე ტრადიციულად დილიდან მოდიან, 10 საათი იყო თავზე რომ დაგვადგნენ, ტორტით და ტკბილეულით ხელში.
-მოდით, ერთი კვირაა უკვე ელოდება ეს დილა როდის დადგება-იცინის მათე და სტუმრებს სახლში უშვებს.
-ნუ დამცინიი-ვებუზღუნები სამზარეულოდან-მიყვარს ჩემი დაბადების დღე და რა გავაკეთო?
--
-საჩუქრების დრო დადგაა-წინ ვუდგები მეგობრებს, ეს ჩემგან უკვირთ, რადგან იციან საჩუქრები, მითუმეტეს ძვირადღირებულები არ მიყვარს.
-მე დავიწყებ მაშინ-ფეხზე დგება ზურა, გარეთ გადის და უდიდესი დათუნია შემოაქვს
-აუ რა საყვარელიაა-ვართმევ და დათუნიას ვიხუტებ
სალომეს ულამაზესი საათი აქვს ჩემთვის შერჩეული, გაგა კი თვალს მიკრავს, მხოლოდ მე ვიცი ეს თვალის ჩაკვრა რას ნიშნავს.
-ქმარო, რას მჩუქნი?-დავუდექი წინ ამჯერად მას
-ამას, იქნებ ახლა მაინც გამაგონო დროზე, როდესაც გირეკავ-კომოდის უკრიდან იღებს ბოლო მოდელი ტელეფონის გაუხსნელ ყუთს და მაწვდის, გახარებული ვეხუტები მას და ლოყაზე კოცნით ვაჯილდოებ.
-მეც მაქვს ერთი დიდი საჩუქარი, უდიიიდესი-ხელებს დიდზე ვშლი და ვიცინი
-რა ხდება?-დაეჭვებული მიყურებს ქმარი
-ორსულად ვარ მათე, შვილი გვეყოლება-ხმადაბლა ვეუბნები და მის რეაქციას ველოდები.
ჯერ გაოცება ეწერება სახეზე, შემდეგ სიხარული და ვხედავ ბედნიერების ცრემლები ადგას თვალებზე.
რამდენიმე წუთი ასე იჯდა გაშეშებული, მერე ფეხზე წამოვარდა და ხელში ამიტაცა, იმდენი მაბზრიალა ჰაერში სანამ სიცილით და ტრიალით თავბრუ არ დამეხვა.
ბოლოს გაგამ ამოიღო საჩუქარი.
-აჰა რძალო ჩემი საჩუქარი-გამომიწოდა და გამიღიმა
პატარა თეთრი ბოდე და ფეხსაცმელები რომ ვნახე გული ამიჩუყდა და მთელი ძალით მოვეხვიე გაგას.

დასასრული..



№1  offline წევრი ნორმი

ნადმვილად კარგინ იყო.
ნამდვილი საოცრება!
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი Takk.22

სულ ღიმილით ჩავიკითხე,უფრო ვრცელი ვარიანტი კარგი იქნებოდა

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ნორმი
ნადმვილად კარგინ იყო.
ნამდვილი საოცრება!

დიდი მადლობაა❤️❤️❤️

Takk.22
სულ ღიმილით ჩავიკითხე,უფრო ვრცელი ვარიანტი კარგი იქნებოდა

კი მაგრამ ფიზიკურად არ მაქვს დრო ბევრი რომ ვწერო❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი დარინა

მიყვარს შენი ასეთი პატარა და თბილი ისტორიები, რა ვქნა უკვე მოთხოვნილებად მექცა შენი ტკბილობების წაკითხვა და სულ ველოდები ხოლმეე, ესეც ისე გაბადრულმა ჩავიკითხეეე. მოკლედ დღე და საღამო გამილამაზეეე, წარმატებები და უკვე გელოდები ახალი გემრიელობით.

 


№5  offline წევრი Rania

Eogorc yoveltvis patara. Tevadi. Tbili da tkbili istoria iyo. Yochagg
--------------------
Q.qimucadze

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დარინა
მიყვარს შენი ასეთი პატარა და თბილი ისტორიები, რა ვქნა უკვე მოთხოვნილებად მექცა შენი ტკბილობების წაკითხვა და სულ ველოდები ხოლმეე, ესეც ისე გაბადრულმა ჩავიკითხეეე. მოკლედ დღე და საღამო გამილამაზეეე, წარმატებები და უკვე გელოდები ახალი გემრიელობით.

მეც მილამაზებთ საღამოს!! მადლობა❤️❤️❤️

Rania
Eogorc yoveltvis patara. Tevadi. Tbili da tkbili istoria iyo. Yochagg

დიდი მადლობააა ❤️❤️❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

dakarguli
ისეთი საყვარელია შენი "პაწაწკუნტელა" ისტორიები
დარწმუნებული ვარ,შენც ასეთი გულღია ,თბილი, საყვარელი და მხიარული ხარ ♥♥♥

არც კი ვიცი რა ვთქვა ისე მახარებს კომენტარები❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


ძაან მაგარი იყო, მე მომექონა და არ დაიკარგო, წარმატებები

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სიყვარული გულს გვტკენს
ძაან მაგარი იყო, მე მომექონა და არ დაიკარგო, წარმატებები

დიდი დიდიი მადლობაა❤️❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი mariam m.k

Mmm ratkbili da tfili iyo.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

mariam m.k
Mmm ratkbili da tfili iyo.

მადლობა❤️❤️❤️

 


№12  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძალიან კარგია წარმატები
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

თაკოთაკო
ძალიან კარგია წარმატები

დიდი დიდი დიდიიი მადლობააა<3

 


№14 სტუმარი სტუმარი Eka

Rogor mikvarxart tqvenc da tqveni istoriebic ????????????????❤️❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი ეკა 5

როგორ მიყვარს ესენიიიიი არც მახსოვს მერამდენედ წავიკითხე. ისე თბილიააა. ალბათ ასეთივე თბილი და პიზიტიურია ავტორი????❤️ წარმატებები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent