შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო ჩემში (ნაწილი მეთერთმეტე)


11-02-2019, 21:46
ავტორი Natiiaa33
ნანახია 3 401

_საბოლოოდ გადაწყვიტეს ლიასთვის დაერეკათ და ყველაფერი ეთქვათ. მართლაც, ლია ნახევარ საათში ნიკას სახლში იყო.
-მშვიდობაა ბავშვებო? ისეთი ხმა ჰქონდა თათას, რომ შემეშინდა.
-არადედა, მშვიდობა ვერ იქნება.
-რამოხდა?იქნებ მითხრას ვინმემ.
-ლევანი გავიცანი.
-ლევანი? ვინარის ლევანი.
-ძალიან მალე დაგვიწყებია ძვირფასო დედიკო მამაჩემი.
-როგორ გაბედა? ამდენი წლის მერე? მას უფლება არაქვს.
-ვინ იყო ის კაცი ვისაც მამას წასვლის შემდეგ გაჰყევი?
-ეს რაკითხვებია? შენრა დაკითხვას მიწყობ? თათა ამას როგორ მიკეთებ?
-ბიძაჩემს რომ ჰკითხო არ გინდა?
-რაშუაშია?
-სწორედაც რომ მისი და მისი ვალების ბრალია ყველაფერი. ასერომ მტკიოდა გული თურმე ბიძაჩემის დამსახურებაა.ეგ კაცი თვალით არ დამენახოს თორემ მოვკლავ.არც დავფიქრდები ისე მოვკლავ.
-ნომერი მომეცი სასწრაფოდ.
-დედა არ გინდა.
_მობილური გამოგლიჯა ხელიდან და დაურეკა. ადგილი უთხრა სადაც უნდა მისულიყო და გაუთიშა. ჩანთა აიღო და სასწრაფოდ გაიქცა.
-სჯობდა ასეც მომხდარიყო, წავიდეს და გაარკვიოს ყველაფერი, ცოტა არ იყოს და კიშემეცოდა მამაჩემი. ნუ რაც იყო იყო.მოკლედ ყველაზე მაგარი ამბავი გავიგე ახლა და სულ არაფერი აღარ მაინტერესებს..
-თათა რასამბობ?
-დეიდა ვხდები მარიანა, დეიდაააა...
-რაა? ვინ? ნია? ურაააა.
-კარგი რა. მე მინდოდა მეთქვა..
-არგამებუტო რაა. ვერ მოვითბინე.
-აუუ გილოცაავთ! ეს უნდა ავღნიშნოთ.წვეულება მოვაწყოთ.
-ილია რადროს წვეულებაა? ჰმმ! ნია უნდა იწვეს, არმინდა გადაიღალოს.
-ვაიმე მიშველეთ ვინმემ! ცხრა თვეში ალბათ შემშლის! მკლავს აღარ შემიძლია! როგორ შეიძლება ფეხმძიმე გააიგივო ავადმყოფთან? ასე ბავშვი ისე გაზარმაცდება დაბადება დაეზარება..
-არმეგონე ძმაო ასეთი მშიშარა თუ იყავი..
-ნიკა ნუ ფხუკუნებ თორე ჩაგცხებ რაღაცას..დაიცა დაქორწინდები შენც და ვნახავთ როგორი მამა იქნები..
-ისე, პილატესზე მინდა სიარული. გავიგე ორსულებისთვის ძალიან კარგიაო.
-გოგო ხომარ გაგიჟდი შენ? არ გაბედო.
-ღმერთო ვერ გაუძლებ ამ ყველაფერს.
_ნიამ ჩანთა აიღო, ბავშვებს დაემშვიდობა და ბუზღუნით გავიდა სახლიდან. გიორგიც მას გაჰყვა უკან. მანქანაში ჩასხდომამდე დაურეკეს და უთხრეს რომ ზაზა ძალიან ცუდად იყო და საავადმყოფოში დააწვინეს.
-ნია წამოხვალ შეენც?
-სიყვარულო არვგეწყინოს, ხომიცი საავადმყოფოს სუნი ძალიან ცუდად მხდის. სახლში წავალ ტაქსით და დავისვენებ..
-სჯობს მანქანით წახვიდე. ტაქსით მე წავალ.
-კარგი როგორც გინდა.
_გიორგი ტაქსში ჩაჯდა და უეცრად ტაქსი ისევ გააჩერა, გაიქცა და წასვლამდე ნიას მაგრად ჩაეხუტა
-ფრთხილად იარე რა პატარავ
-ნუ ინერვიულებ ძვირფასო..
_გიორგი ტაქსით წავიდა, ნიამ კი თავის კურსელი დაინახა ვიკა და საუბარი დაუწყო. აღმოჩნდა რომ ერთი გზა ჰქონდათ, მანქანაში ჩასხდნენ და სახლისკენ გასწიეს.წყნარად საუბრობდნენ და ნელა მიჰყავდა მანქანა ნიას.
გიორგი საავადმყოფოში მივიდა. აღმოჩნდა რომ ზაზას მიკრო ინფაქტი გადაეტანა და მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.არც აპირებდა ზაზას ნახვას, ვერ იტანდა იმ კაცს და იმის გაფიქრებაც რომ მამა მკვლელი ყავდა ცუდად ხდიდა, ყოველ ჯერზე როცა მისი სახელი ესმოდა ახსენდებოდა ნიას სახე, მისი სიტყვები და მისი ტკივილი თვითონ ორმაგად ტკიოდა. საავადმყოფოში ნახევარი საათი დაჰყო და უკან აპირებდა წამოსვლას როცა გიორგის დაურეკეს და უთხრეს, რომ მანქანა რომელიც მის სახელზე იყო გაფორმებული ავარიაში მოყვა.ტრაილერი შეასკდა რომელიც ადგილიდან მიიმალა.. ადგილმდებარეობა უთხრეს და გაუთიშეს.
ცუდად იყო, ძალიან ცუდად გახდა. უეცრად ყველა ის წამი დაუდგა თვალწინ, რომელმაც გაიარა და რომელსაც მომავალში უნდა გაევლო.ადგილზე გაქვავდა, ვერ აზროვნებდა, ჩუმად ბუტბუტებდა რომ ეს ხუმრობა იყო და მისი საყვარელი ქალი მას არ დატოვებდა. რამდენიმე წამში გონს მოვიდა, ცრემლები რომელიც უნებლიედ სდიოდა ხელისგულებით შეიმშრალა და გაიქცა..ტაქსი გააჩერა და უღრიალა რაც შეიძლება მალე მიეყვანათ.
რაც ძალიდა ღონე ჰქონდა ტაქსისტი სწრაფად მიდიოდა და როგორციქნა მიაღწია. უამრავი პოლიციელი იდგა. ყვითელი ლენტით იყო გზა გადაკეტილი და ავარიის ადგილას არავის უშვებდნენ. ტაქსიდან გადმოვიდა და მანქანისკენ გაიქცა. საშინელი სანახავი იყო, მანქანის მცირედი ნაწილიც კი არ იყო გადარჩენი. სულ დაჭენჭყილი, დამწვარი ჯართი დარჩენილიყო. მცხედარი იქვე იდო გახვეული. არიცოდა რა ექნა, როგორ მოქცეულიყო, ერჩივნა იქ მისი მცხედარი ყოფილიყო ვიდრე ნიასი. მზად იყო თავის სიცოცხლე დაეთმო დაუფიქრებლად ვიდრე იქ ის ქალი ყოფილიყო რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა...
-ღმერთო რატოოო. ჩემი ნია, ჩემი პატარა, ჩვენ ხომ ბავშვი უნდა გვყოლოდა? მანახეთ, ჩემი ნია დამანახეთ, ვიცი არმომკვდარა, არმიმატოვებდა, არშეეძლო. ჩემი სულია.. გულია.. ყველაფერი იყო ის ჩემი.. მას არშეეძლო რომ წასულიყო
-ბატონო დამშვიდდით, ცხედარს ვერ ნახავთ. ისეთი დამწვარია ეს რომ ნახოთ თქვენთვის საბოლოოდ განადგურების საბაბი გახდება..
-როგორ თუ ვერ ვნახავ? ჩემ ნიას საბოლოოდ ვერ ვნახავ? ვერ შევეხები? მე აქ როგორ ვიყო? რანამუსით დავრჩე ამ წყეულ დედამიწაზე და ის იქ, იმ ცივ მიწაში გავუშვა? მანახეთ ჩემი ნია.
_მუხლებზე დამხობილი ღრიალებდა, ცდილობდნენ შეეჩერებიათ და მისი ცხედარი არ ენახა მაგრამ ვერ შეაჩერეს. გაიქცა, ლენტა გაგლიჯა და ფრთხილად გახსნა ზმეიკა. ღმერთო რა საშინელება იყო. შეუძლებელი იყო ადამიანი გეცნო. სულ დამწვარი იყო მისი სხეული.
-ეს ნიაა? ეს ჩემი ნია არარის! ნია ეს არ არის! შეუძლებელია. ვგრძნობ რომ ეს ნია არარის. იცით რა მემართებოდა მასთან მიახლოებისას? შინაგანად ვიწვოდი. გულში რაღაც სითბო მეღვრებოდა. არანაირივრეაქცია არ მაქვს. ეს ნია არარის!
-ბატონი ნუ ყვირით. შეცდომა შეუძლებელია. სასწრაფოთ დამამშვიდებელი გაუკეთეთ.
_აუცილებელი გახდა სასწრაფოს ექიმების ჩარევა..შვიდი კაცი აკავებდა, ბოლომდე იბრძოდა რომ თავის სიმართლე დაეცვა და დაემტკიცებია რომ ის მისი ნია არ იყო. ბოლო წამამდე ცდილობდა არ დაძინებოდა და სანამ ძალა ეყო ღრიალებდა.ექიმები გაოცებულები უყურებდნენ, ნახევარი საათის შემდეგ ძლივს გაითიშა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.. ნიას ცხედარი კი ისეთი დამწვარი იყო სასწრაფოდ უნდა დაეკრძალათ.გიორგის აძინებდნენ, საავადმყოფოდან მისი გამოშვება და დაკრძაკვაზე დასწრება საბოლოოდ გაანადგურებდა.ყველა ცუდად იყო, ნიკას და თათას ქორწილი საკმაოდ დიდი ხნით გადაიდო. არავის არაფერი ახარებდა. ციალა ბებო ყოველ დღე ურეკავდა გიორგის, ჩემი ნია დამელაპარაკოს გული ცუდს მიგრძნობსო მაგრამ ხან რას იმიზეზებდა ხან რას. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ყოველ დღე ნიას საფლავზე მიდიოდა და ელაპარაკებოდა.ძალიან წყნარი იყო, აღარც ტიროდა. ალბათ იმ ცრემლების მარაგი რაც მას ჰქონდა იმ დღეს ამოწურა როცა ნია დაიღუპა.
-პატარავ დღესაც მოვედი, ხომ გითხარი ყოველ დღე მოვალ ხოლმე-თქო, რომ შემეძლოს თმაზეც მოგეფერებოდი, როგორ გიყვარდა..ჩემს თმაში უმისამართოდ თითების ბოდიალიც ხომ გიყვარდა? იცი, ვეღარ ვტირი. ცრემლი აღარ მოდის, როგორ მინდა იცი ბოლო ხმაზე ვიღრიალო? შენამდე რომ ჩამოვაწვდინო ხმა. გული ისევ თბილი მაქვს. ეს ნორმალურია? შენი ნია ცოცხალიაო მეუბნება, მაგრამ ხომ გნახე..ხომ ვნახე შენი დამწვარი სხეული, ვერც შეგეხე.. ვერგავბედე ბოლოჯერ მაინც მეგრძნო შენი სითბო, ისევ თბილი იქნებოდი..შენ ხომ სულ თბილი იყავი..საუკეთესო იყავი ჩემში. ჩვენი პატარა? ის კიკინებიანი პატარა მაინც არ შეგეცოდა? ჯერ ხომ სულ ციცქნა, ხელისგულისხელა იყო..ნუთუ არ შეგეცოდა?გულში მეყოლებით თქვენ ორი, გულს არც სჯერა და არც დაიჯერებს რომ ახლა ამ ცივ მიწაში ხართ.. ჩემი სიცოცხლეს მიწას ჰგავს.შავბნელი და ცივია. როგორ მიყვარს შენთან ლაპარაკი.რომშემეძლოს აქ ავიშენებდი სახლს და სულ შენთან ვიქნებოდი. ხვალამდე..
_ქვაზე გამოსახულ ნიას შუბლზე აკოცა და თავჩაღუნული წავიდა სახლისკენ. დღეები ერთმანეთს მიჰყვებოდა, გიორგიმ კი ყველაფერი ნიკას დაუტოვა და ომალოში დაიმკვიდრა საცხოვრებელი. ბედნიერი იყო იქ, ყველაფერი ნიას ახსენებდა, თითქოს აღარც ტკიოდა იმდენად. ყველა დღე ერთნაირი იყო, შავთეთრი, ის ჰაერიც კი მძიმე იყო რომელსაც სუნთქავდა და მაინც იმედით ცოცხლობდა, მაინც ის აძლიერებდა რომ ნია დაბრუნდებოდა, ის მას არ მიატოვებდა..უბრალოდ ეს მას არ შეეძლო..




ხვალ ფინალური თავი დაიდება, უფრო მეტი ემოციით და უფრო მაგარი ემოციით..ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და ვინც უფრო მეტ სტიმულს მაძლევთ რომ ვწერო...



№1  offline წევრი დარინა

ისე ვინერვიულე ძალიან მომწონს გიორგი და ნია, ამიტომ ვიცი, რომ ნია ცოცხალია და ყველაფერი კარგად ექნებათ, როგორ განიცადა გიომ ძალიან შემეცოდა.

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

დარინა
ისე ვინერვიულე ძალიან მომწონს გიორგი და ნია, ამიტომ ვიცი, რომ ნია ცოცხალია და ყველაფერი კარგად ექნებათ, როგორ განიცადა გიომ ძალიან შემეცოდა.

ფინალი იქნება ძალიან კარგი <3

 


№3 სტუმარი Niniko15

Es ra ikoo dedaaa auu rogor shemecodaa magram es xo niaa arikoo nu vinc mokvda dzaan shemecodaa moutmenlad veli shemdeg taavs♡

 


№4  offline წევრი Metreveli liza

გამარჯობა... შეიძლება ეს კომენატარი არ უადგილოა მაგრამ ვერანაირად ვერ ავტვირთე ჩემი ისტორია საიტზეა და ვინმეს თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ რა... კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს... ისე ძალიიან მომეწონა "საუკეთესო ჩემში" გიოს და ნიას დიდი გულშემატკივარი ვარ წარმატებები შენც და მათაც❤❤

 


№5  offline მოდერი Natiiaa33

Metreveli liza
გამარჯობა... შეიძლება ეს კომენატარი არ უადგილოა მაგრამ ვერანაირად ვერ ავტვირთე ჩემი ისტორია საიტზეა და ვინმეს თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ რა... კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს... ისე ძალიიან მომეწონა "საუკეთესო ჩემში" გიოს და ნიას დიდი გულშემატკივარი ვარ წარმატებები შენც და მათაც❤❤

მომწერე პირადში და დაგეხმარები სიახლის ატვირთვაში..ასევე მადლობა დიდიი ❤❤

Niniko15
Es ra ikoo dedaaa auu rogor shemecodaa magram es xo niaa arikoo nu vinc mokvda dzaan shemecodaa moutmenlad veli shemdeg taavs♡

❤❤❤მადლობა ესეთი აქტიური მკითხველი რომ ხარ

 


№6  offline წევრი elene2619

heart_eyes ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მთელი ისტორია...
მომეწონა და როგორც პირველი ისტორია ძალიან კარგიცაა <3
მომწონს პერსონაჟები და მათი დამოკიდებულებები
მოუთმენლად ველი დასასრულს... heart_eyes

 


№7  offline მოდერი Natiiaa33

elene2619
heart_eyes ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მთელი ისტორია...
მომეწონა და როგორც პირველი ისტორია ძალიან კარგიცაა <3
მომწონს პერსონაჟები და მათი დამოკიდებულებები
მოუთმენლად ველი დასასრულს... heart_eyes

ძალიან დიდი მადლობაა❤❤დიდი სტიმულია ჩემთვის ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent