შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო ჩემში (ნაწილი მეათე)


9-02-2019, 16:45
ავტორი Natiiaa33
ნანახია 3 024

თათამ გაიგო მიზეზი იმ ტკივილის თუ რატომ ცხოვრობდა ამდენი წლის განმავლობაში მამის გარეშე..ნიამ ახალი ამბით გაახარა გიორგი რამაც მის ცხოვრებას კიდევ უფრო განსხვავებული და ლამაზი ემოციები შემატა...

_ბაღში მსხდომ თათას და უცნობ მამაკაცს დავუბრუნდეთ..საუბარი უძნელდებოდა, ცდილობდა სიტყვების თავმოყრას და საუბრის დაწყებას. უყურებდა გოგონას შეშფოთებულ სახეს და უარესად იბნეოდა. აშკარად ეტყობოდა თათას რომ წასვლა უნდოდა.
-ალბათ ახლა 24 წლის ხარ
-23 ის ვარ. ერთ თვეში ვხდები 24 ის. რატომ მეკითხებით?
-სამწუხაროა, არასწორად მახსოვდა ანუ.
-იქნებ თქვათ? ნუღარ მაყოვნებთ.
-თათა მე ლევანი ვარ.
-ლევანი? არგიცნობთ ბატონო და რა აზრი აქვს სახელის თქმას.
-მამაშენი ვარ.
-ეს რა ხუმრობაა?
-არ ვხუმრობ, თანაც ასეთ თემაზე ხუმრობა სწორად არ მიმაჩნია.
-ჰაჰ, სასაცილოა. მამა რომელმაც საკუთარი შვილის დაბადების დღეც კი არ იცის. მამა რომელმაც ცოლი მიატოვა მარტო ბავშვთან ერთად და ახლა მოდის და მეუბნება ასეთ თემაზე ხუმრობა სწორად არ მიმაჩნიაო.. ისიყო ხომ სწორი საქციელი?
-გთხოვ დაწყნარდი და მომისმინე.
-რამოგისმინო? მე მამა არმყავს. ლიაა ჩემთვის დედაც, მამაც, დაც და ძმაც. ისაა ჩემი ყველაფერი და შენნაირი მამა არაფერში მჭირდება. ალბათ კარგია ხომ გაზრდილი შვილის აღიარება. წვალება აღარ დაგჭირდება.გაკეთებაც ადვილი იყო ალბათ არა?
-იძულებული ვიყავი, თორე მე ლიას არ დავტოვებდი.
-23 წელი გავიდა.იცი ეს რა დროა?
-ვიცი, კი კი, ყველაფერი ვიცი. ალბათ არც მაპატიებ, მაგრამ გთხოვ უბრალოდ მომისმინე.
-სწრაფად თქვი. არ მაქვს შენი სახის ყურების სურვილი. ზიზღის გრძნობა მაქვს. საშინელი ზიზღის რომელიც უკვე მთელ სხეულში მედება და ვერ გავუძლებ ერთი არარსებული ადამიანის გამო ჩემთავს ვავნო.
-გული მტკივა ასე რომ მელაპარაკები.
-ხოო? იცი შენ საერთოდ რაარის გულის ტკივილი? არამგონია, მერას განვიცდიდი იცი? ყველა ბავშვს რომ ჰყავდა მამა და მე არა. ყველა რომ აღმერთებდა მამას და მე ვერაფერს ვამბობდი. "მამიკოს პრინცესა" რომ იყო ყველა და მე? დღითი დღე მეზიზღებოდი შენ, დღითი დღე მიორმაგდებოდა ის სიყვარული რასაც ლიას გვერდით ვგრძნობდი. ის ქალი კი არა, ჩემთვის ქალღმერთია,
-მე თუ არ წავიდოდი, შენ მოგკლავდნენ. იცი ეს რამხელა ტკივილი და ტანჯვაა? საკუთარ შვილს რომ ვერ უყურებ? ვერ ეხები?
-ახლა გინდა მითხრა, რომ დედაჩემის ამხელა ტანჯვის მიზეზი მე ვარ?
-არა, არა.. შენ დიდი სიყვარულის ნაყოფი ხარ და სწორედაც ამ სიყვარულის დასანგრევად საუკეთესო გზა იპოვეს.
-ვინ?
-ვერგეტყვი.
-მაშინ არც დაგიჯერებ..
-ლიას არ ეტყვი?
-ლიასთან შენი სახელის პირველ ასოსაც კი არ ვახსენებ!
-კარგი.. ბიძაშენმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის რომ მედა დედაშენი დავშორებულიყავით..
-რაში დაჭირდა მასეთი რაღაც. ნუცდილობ შემაძულო..
-კაზინოში დიდი რაოდენობის თანხა წააგო. ერთი მაგის ძმაკაცი დიდ ფულს ატრიალებდა და შესთავაზა თუ შენდას გამომაყოლებ ფულს დაგიფარავო..ჩემი მოშორების მერე ლია ძალით გააყოლეს იმ კაცს და რამდენიმე თვეში ვიღაცას მოუკლია. ესყველაფერი ახლახანს გავიგე. აქ არ ვცხოვრობდი და როგორც კი მითხრეს მაშინვე წამოვედი..
-ვინ კაცი? არარსებობს. დედა არ დამიმალავდა.
-დედაშენს გონია თუ მივატოვე.
_თათა ცრემლიანი სახით წამოდგა, აღარ მოუსმინა, უბრალოდ არ შეეძლო კიდევ რამის თქმას ვერ გადაიტანდა. მობილური გათიშა და რობოტივით დააბიჯებდა ქუჩებში. არავის ხმა, არავის სახე არ დაუნახავს. მხოლოდ ის სიტყვები უტრიალებდა თავში რაც ცოტა ხნის წინ გაიგონა..ცუდად იყო, ვერ გაეგო გახარებოდა თუ წყენოდა რომ მამამის არ მიუტოვებია და სულ ერთი არ იყო მისთვის.


***
-საყვარელო სახლში ხარ?
-სადხარ ნია აქამდე? ნიკას დაურეკე და მათთან არ ყოფილხარ. არც თათა არ ჩანს არსად, ყველა იმას ეძებს.
-თათას რა მოუვიდა?
-ვიღაც კაცთან შესახვედრად წასულა და იმის მერე არსად ჩანს.
_ნიას გული წაუვიდა და ხელიდან დაუცვივდა პარკები. ვეღარ გაიგო შიშით რა გაეკეთებია და ლოგინზე დააწვინა, ხელებს უსრესდა და წყლით უსველებდა სახეს. როგორციქნა გონს მოვიდა და ღიმილიანი სახით შეხედა.
-დაწყნარდი პატარავ, კარგად ვარ.
-რადაგემართა? ექიმთან წავიდეთ რა.
-პარკი მომიტანე გთხოვ. დამივარდა ალბათ.
-აიღე. რადგინდა? ამისთვის გცალია? ცუდად ხარ ნია.
-გახსენი გთხოვ..
_პარკიდან პატარა ყუთი ამოიღო. თავი ახადა და შიდ პატარა ბაჩუჩები იყო ბავშვის..
-რასაყვარლობაა. ვინარის ფეხმძიმედ? ვისთვის მიგაქვს?
-ჰმმ! შენ რა პატარა არ გინდა?
-ანუ? არარსებობს? ვაიმე! მამა? მამა ვხდები? მამაააა ვხდებიიიი..
-ბიჭო ნუ ღრიალებ სირცხვილია..
-ხალხნოო მამა ვხდებიიიი..
-დახურე ფანჯარა, სირცხვილია.
-სირცხვილი? მოდი აქ...
-დამსვიიიი, გიორგიი დამსვიი თავბრუ მესხმის..
-ცუდად ხარ? გული ხომარ გერევა? დაწექი მოდი ფრთხილად. რამე ხომარ მოგიტანო? რამე ხომარ გინდა?
-გიორგი ფეხმძიმედ ვარ!! ავად კი არა..
-აუუუ კიდე არ მჯერა! მითხარი რომ არ მატყუებ! მიჩქმიტე რაა..
_ჩქმეტის მაგივრად ისე უკბინა რომ სულ დაულურჯა მხარი..
-აააა, კაი კაი.. მჯერა..
-აუ რაკაი იყოო, კიდევ მინდა?
-მაზოხისტი ხარ გოგო? ვაიმე ჩემი პატარაც ასეთი გაიზრდება..ორი ერთნაირი, ჰმმ!! რაგაგიძლებთ?
-ანუ არ გჭირდებით?
_ნიას ცრემლები წამოუვიდა და ცდილობდა სახე ხელებით დაეფარა..
-რატომ ტირი? ჩემო პატარა, მოდი ჩემთან, ვიხუმრე მხოლოდ! მაპატიე რა..
-გაიწიე! არ მომეკარო! რასუნი გაქვს ეგ? რაჯანდაბა გასხია.
-შენხომ მოგწონდა ეს სუნამო?
-გაიხადე! დაიბანე! საშინელი სუნი გაქვს!
-ღმერთოოო, დაიწყო ჩემი ტანჯვის წუთები..
-რათქვი? უფრო ხმამაღლა..ვერ გავიგონე.
-მივდივარ დასაბანადთქო!
-ხოდა მიდი. მე მარიანას დაურეკავ თან თათას ამბავს გავიგებ.
-მოიცა მოგიტან მობილურს.
-მე ავიღებ
-არაა! არადგე შენ..
-შენ რა მთელი 9 თვე ჩემს წოლით რეჟიმში ყოფნას აპირებ? ხომარ შეიშალე?
-არმინდა რამე მოგივიდეს, ამიტომ იწექი მანდ!
_გიორგი დასაბანად შევიდა. ნია კი მარიანას ესაუბრა, ახალი ამბის თქმა ვერ მოასწრო რადგან მარიანამ უეცრად დაიკივლა..
-რამოხდა? რატომ კივი?
-თათა მოიყვანეს..გულწასულია. პატარავ ახლა უნდა გაგითიშო მოგვიანებით დაგირეკავ..
-კარგი მედა გიორგიც მოვდივართ.
_გიორგის სააბაზანოში შეუვარდა შეშინებული სახით.
-რამოხდა? ბავშვს მოუვიდა რამე?
-რაბავშვი.თათა იპოვეს გულწასული. გამოდი სწრაფად მივდივართ.
-ღმერთო ჩემი! რამოუვიდა?
-არვიცი.ათ წუთში მზად იყავი გავდივართ.
_ნიამ ჯინსის შარვალი ჩაიცვა, ბოტასები და თეთრი მაიკა გადაიცვა. გარეთ ციოდა და თბილი ჟაკეტი მოიცვა. გიორგიც სწრაფად მოემზადა და ლიფთი გამოიძახეს.
-წამოდი კიბით ჩავიდეთ.. როდის მოვა ეს დასაწვავი ლიფტი..
-არა! კიბით არ შეიძლება.
-რატომ გიორგი?
-ფეხი რომ დაგიცდეს? არა! ვერ გავრისკავ..
-ახლა ისე გცემ და დაგაგორებ ამ კიბეებიდან რომ სულ დაკარგავ მეხსიერებას!
-კარგი აი ლიფტიც. _ღიმილიანი სახით ანიშნა ლიფტის კაბინისკენ და წინ შეუშვა..როგორც იქნა მიაღწიეს ნიკას სახლამდე. ყველა იქ იყო და თათას მდუმარე სახეს უყურებდნენ. ხმას არ იღებდა, თავდაღუნული იწვა და არავის არ უყურებდა.
-ჩემო პატარა, რამოხდა? მე მაინც მომიყევი. _ნია გვერდით მიუჯდა და თმაზე ეფერებოდა. თათა ისევ ჩუმად იჯდა და არაფერს ეუბნებოდა.
-იცი რაღაც უნდა გითხრა. რანაირი პრობლემაც არ უნდა გქონდეს ვიცი რომ ეს ყველაზე მეტად გაგახარებს. მალე დეიდა გახდები, გახსოვს როგორ ვოცნებობდით ამ დღეზე? _ყურში ჩუმად უჩურჩულა და თათას რეაქციებს დააკვირდა.
-ნუთუ? ვაიმე დაო, რა ბედნიერებაა.
-ხომიცი შენ ჩემი არაბიოლოგიური და ხარ. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ყველა პრობლემა მოგვარდება. ყველაფერი გაივვლის პატარავ.
-ტყუილში მაცხოვრეს იცი? მამაჩემი ვნახე დღეს.
_ნიამ საუბარი დაიწყო და ყველას უამბო მომხდარის შესახებ.
-ახლა რა ვქნა? ლიას რა ვუთხრა? ან როგორ მოვიქცე?
_ყველა გაოგნებული უსმენდა და ვერავინ გაბედა მისთვის რჩევის მიცემა..



№1  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგი იყოო♡♡

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

Niniko11
ძალიან კარგი იყოო♡♡

მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent