შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

' გრავიტაცია ' (8)


15-02-2019, 17:49
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 974

-თებე,- ალექსანდრემ წამოიყვირა გაუცნობიერებლად და ხელი სტაცა რომ შეეკავებინა და თებე იატაკზე არ დაცემულიყო ,- რა დაემართა? ,- სასოწარკვეთილი ხმით ჰკითხა ნენეს და გულ-წასული თებე ხელში აიყვანა,-ოთახში შევიყვან,-მიუგო მან.ნენე ძლივს გამორკვეული,თუ რა ხდებოდა მის თავს,ალექსანდეს წინ გაუძღვა,ოთახისკენ.
ალექსანდრემ თებე საწოლზე წამოაწვინა და გადასაფარებელი მიაფარა.
- წავალ,წყალს მოვიტან,-უთხრა ნენემ და ოთახიდან გავიდა.ალესანდრე საწოლის გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა და თებეს სახეზე დაუწყო ყურება ,- ჩემი თავი არ მეყოფობდა ახლა შენც დამემატე ,- ჩაიბურტყუნა და ხელი მისი სახისკენ წაიღო,უნდოდა შეხებოდა,მაგრამ ნენე შემოვიდა ოთახში და ალექსანდრემ დამნაშავესავით ხელი ჯიბეში დამალა.
ნენე თებეს მიუახლოვდა,ხელის გული წყლით დაისველა და სახეზე მოუსვა.
-გამოფხიზლდი თებე ,- ნერვიული ხმით უთხრა
-ნუ ნერვიულობ,ნენე,უბრალოდ გონება დაკარგა,მალე მოვა გონს,ხდება ხოლმე,როცა ადამიანი ფიზიკურად იღლება,ან რამეზე ნერვიულობს,-მიუგო ალექსანდრემ შეცვლილი ხმით.
- ცუდად არ გაიგოთ,მაგრამ სანამ თვქენ მოხვიდოდით კარგად იყო,არაფერი აწუხებდა,შეგეძლოთ უფრო თავაზიანი ყოფილიყავით,ისედაც იცის რომ დავალიანება აქვს,მას საკმარისად აქვს სადარდებელი,რომ თქვენც არ დაუმატოთ.
-მე მის გასანერვიულებლად არ მოვსულვარ,არც ვინმეს დაუვალებია აქ მოსვლა,უბრალოდ მის ისტორიას გადავხედე და გავარკვიე რომ გადასახდელი აქვს,ამ მდგომარეობაში თუ ჩავარდებოდა ვერ წარმოვიდგენდი,მე ის უფრო ძლიერი მეგონა,თუმცა ვხედავ რომ საკმაოდ სუსტი და დაუცველია,წყენას აუდიტორიაში ვტოვებ,ნამდვილად არ მყავს ამოჩემებული,ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც დანარჩენი სტუდენტები,ახლა ერთ რამეს გეტყვით და არ ჩათვალოთ რომ მის მიმართ რამე გრძნობა მაქვს ან მეცოდება,უბრალოდ როგორც საკუთარ დას დავუდგებოდი გვერდში,ისე დავუდგები თებესაც,რადგან ამ სამყაროში მეც მარტო ვარ და ვიცი,რა გრძნობაა,როცა არავინ გყავს გვერდით.
-ამით რისი თქმა გინდათ? - ჰკითხა დაბნეულმა ნენემ
-მე წავალ და მის სწავლას დავაფინანსებ,ოღონდ შენთან მექნება ერთი თხოვნა,თებესთან არაფერი წამოგცდეს,ვიცი მისი ხასიათი ამაზეც ჩხუბი უნდა დამიწყოს და მართლა ცუდად დასრულდება ჩვენი ურთიერთობა,მინდა რომ ისწავლოს და კარგი მომავალი ჰქონდეს,სხვა არაფერი,არ გამთქვა,უბრალოდ უთხარი რომ რექტორმა შეიწყალა და სწავლა დაუფინანსა,-ნენე დაბნეული შეჰყურებდა ლექტორს და ყურებს არ უჯერებდა,რასაც იგი ალექსანდრეს პირიდან ისმენდა.
- თებემ რომ გაიგოს,ნამდვილად გასაქცევად გექნებათ საქმე,იგი უბრალოდ ორგანულად ვერ იტანს მსგავს ქმედებებს,ის სხვანაირია.
-ვიცი,ნენე,ვიცი რომ სხვანაირია,ძალიან კარგად ვხედავ,შეხვედრამდე- მიუგო ალექსანდრემ წამოდგა სკამიდან და ოთახიდან გავიდა.

უცნაური ხმები ჩაესმის ყურში და ცდილობს თვალები გაახილოს...
-ნენე,- პირველი რაც პირზე ადგება ,- რა მოხდა? -ეკითხება და სახეზე ხელებს იფარებს
-გონება დაკარგე და ალექსანდრემ ოთახში შემოგიყვანა
-ვინ? მან მე ხელში ამიყვანა? -გონებაში ყველაფერი აიბურდა
-დამშვიდდი თებე,წავიდა უკვე უბრალოდ დამეხმარა,ძალიან შეგვაშინე,- თებეს სიცილი აუტყდა,- რა გაცინებს გოგო,მე ლამის გავგიჟდე და ეს კიდე იცინის.
-თქვენზე მეცინება,შენ შეგაშინე,მაგრამ ალექსანდრე? -სიცილს უმატა ,- ალბათ გულში ხარობდა,როგორც იქნა წაქცეული თებე ვნახეო_ო.
-არ ყოფილა ეგრე,თებე,დამიჯერე,მეც გამიკვირდა მისი საქციელი,მაგრამ სახეზე რომ შეგეხედა მართლა ძალიან შეშინებული ჩანდა.
-კარგი მსახიობია,რომელი ჭკუათმყოფელი რექტორი უშვებს ლექტორს სტუდენტთან,სპეციალურად მოვიდა რომ მე გავემწარებინე,ძალით მაზიზღებს თავს,თუმცა აქამდეც მძულდა და რაღა მნიშვნელობა აქვს...
-ეჰ,თებე,მისგან ისეთ რამეებს ვისმენ,ვეღარც კი ვიგებ რა ადამიანია.
-მე კი ვიცი,მაგრამ არ გეტყვი,ეს ბოლო 5 წუთია იცავ და მეშინია თავში რამე არ ჩამარტყა.
-ნუ სულელობ,სხვა მის ადგილზე უკან მოუხედავად გაიქცეოდა,მან კი ხელი გტაცა,აგიყვანა და საწოლზე დაგაწვინა... რაღაც უნდა გითხრა ,- თებე საწოლიდან წამოიწია,თითქმის წამოჯდა და ნენეს მიაცქერდა,- წყლის მოსატანად გავედი და რომ დავბრუნდი უკან,მას ხელი შენ სახესთან ჰქონდა მოტანილი,იგრძნო ალბათ,რომ ვუახლოვდებოდი და სწრაფად ჩამოწია,- თებე გაოცებული სახით უყურებდა ნენეს და გონებაში ძაფივით აბურდულ სიტყვებს ალაგებდა.
-ხომ გეუბნებოდი,დაინახა უსუსური არსება და მოუნდა ხელის შეხება ,- ძლივს მოუყარა თავი წინადადებას.
-შენი არ ვიცი,მაგრამ მე დაბნეული ვარ,ვეღარ ვხვდები ვერაფერს.
-ვეღარ ხვდები კი არა,არ გინდა რომ მიხვდე,არაუშავს მეც მჭირდა გამოშტერებები.
-ახლაც გჭირს,კი არ გჭირდა. . .
-ჯობია გამასწრო ,- სახე დაუბღვირა თებემ და საწოლიდან წამოხტა.

* * *
„რა გემართება ალესანდრე?“ ეკითხებოდა საკუთარ თავს და სარკეში მიშტერებოდა.
„რა საქმე გაქვს იმ სულელ გოგოსთან?“ არ წყდებოდა გონებიდან კითხვების დინება,პასუხები კი არსად ჩანდა.მარჯვენა ხელში ერთი ღერი სიგარეტი შერჩენოდა,ფიქრებმა გადაავიწყა რომ ნახევარი საათის უკან მოსაწევად უნდა გასულიყო აივანზე.სადაცაა მისი მეგობრები კარს შემოაღებენ,სასმელებით ხელში,ის კი დგას,გაუნძრევლად სარკის წინ,ღერი ისევ ხელის გულში უდევს და სახეს მიშტერებია.“დალევ და გადაგივლის“ გაიფიქრა და ძლივს გამორკვეული სარკეს ჩამოსცილდა.სიგარეტის ღერი პირში ჩაიდო და მოუკიდა.
-ალექსანდრე ,- შემოესმა ხმა ზურგიდან და კარისკენ შებრუნდა ,- საქართველოში თუ კიდევ გიხილავდი ვერ წარმომედგინა,ტო,- გაბადრული სახით მიუგო ალექსანდრეს მეგობარმა.
-ვა,თენგო,აქ საიდან გაჩნდი,-გადაეხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს,- „ტო“ ხო ვერ მოიშალე რა ,- მიუგო და გულიანად გადაიხარხარა.
- არ მელოდი ხო,ვიცი სხვას ელოდი,მაგრამ მე დავასწარი,საბაც მოვა და ჩავუსხდეთ ძველებურად,-ხელი გადახვია მხარზე ,- გავიხსენოთ ძველი ამბები,როგორ მომენატრე შენ ხომ აზრზე არ ხარ ტო . . .
-კაი „ტო“ რას ლაპარაკობ,რამდენჯერ გითხარი,ჩამოდი რუსეთში_მეთქი,მაგრამ ხან რა მოიმიზეზე ,ხან რა.
-აუ ჩემი,აქ იცი რა გოგო მყავდა? როგორ დამეტოვებინა ტო. .. არასწორი იყო,თორემ გადმოფრენას რა უნდოდა...
-გოგოში გაცვალე ბიჭო ბავშვობის მეგობარი? არ გრცხევნია? რა პირით ამბობ მაგას,მართლა „ტო“
-აუ კაი ტო,კიარ გაგცვალე ისეთი თემა იყო,რომ მაგარ შარში ვეხვეოდი,ლამის შემეტენა ბოლოს და კულტურულად მოვიშორე,ახლა ისევ თავისუფალი ვარ,ჩიტივით.
- ფრენაც ხოარ ისწავლე „ჩიტო“?-სიცილით ჰკითხა ალექანდრემ
-წამო,წამო დავლიოთ,სასწაული ვისკია,ლუდს და არაყს ხოარ გაკადრებდი
-არ გინდა ახლა ზედმეტი ბაზარი,წამოდი რაღაც მინდა გკითხო და როგორც გამოცდილი კაცი,ისეთი რჩევა უნდა მომცე რომ გამომადგეს პრაქტიკაში.
-გოგოს კერავ და ვერ დაკერე თუ? მე რაში უნდა დაგეხმარო.
-ენას კბილი,რომ დავლევთ მერე გეტყვი,-ხელი გააშვებინა და მისაღებისკენ წავიდა.
-თუ კარგი გოგოა მე გამაცანი..
-კარგი გოგო არის კი,მაგრამ შენთვის არ მემეტება,-თვალი ჩაუკრა თენგოს და ვისკი ხელიდან გამოსტაცა.
-რა ლაპარაკია ახლა,ვინაა ეგეთი რომ არ იმეტებ,თუ გევასება ხმას არ ამოვიღებ ტო
-„გევასება“ არა, არ მომწონს,თუმცა არც ჩემთვის მემეტება
-შენ სულ გაგირეკია,მიდი მიდი ჭიქები მოიტანე ჩამოასხი დავლიოთ თორემ ნამეტანს ბოდიალობ და მეშინია უკვე.
ალექსანდრეც მორჩილივით წამოდგა ჭიქების მოსატანად.
-არა ტო,შენ თუ არ მოგხედე წასულია საქმე,ქალებს ხელთათმანებივით იცვლიდი,ფეხებზე გეკიდა ყველა,იმდენს ამოგლიჯე გული მეც კი მომიჯოკრე.
-ვიცი,ვიცი და ყველაფერი შეიცვალა,ასაკი აღარ მაქვს ისეთი რომ ვინმეს რამე დავუშავო,მითუფრო ქალს.
-შენ შეყვარებული ხარ და არ იცი თუ რა თემაა ტო...
-არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ ,- ჭიქები მაგიდაზე დააწყო და ვისკი ჩამოასხა.
-შენი საქმისა შენ იცი,დალიე და თუ რამეში დაგეხმარები აქ ვარ,-მიუგო თენგომ და ჭიქას სწვდა და სწრაფად მოიყუდა.ალექსანდრემ ოდნავ მოსვა და მეგობარს მიაცქერდა.
-ისევ მეფობ თუ ჩამოგართვეს ტახტი?-ჰკითხა და კიდევ მოსვა.
-ვინ გაბედავდა,რომ მხედავენ იმალებიან,ისევ ვმეფობ აბა სხვა რა შემრჩენია,აი შენ კი ვხედავ ძველებური იერი დაგიკარგავს,ადრე ატომური ბომბივით იყავი,ახლა კიდე საახალწლო ბომბაჩკას ჰგავხარ,ყველას შეუძლია ხელი მოგკიდოს და აგაფეთქოს.
-სიმთვრალე ხოარ შემოგერია ჩემო თენგო? - სიცილით ჰკითხ ალექსანდრემ - რა შედარებებია,ამხელა ლექტორი კაცი ვარ.
-მე სიმთვრალე შემომიერია,აი შენ კი სიყვარული-ჩემო ალექსანდრე...



პ.ს დაბრუნება..



№1  offline წევრი დარინა

დაბრუნებას გილოცავ, გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდააა, მე მიყვარს თებეა და ალექსანდრეე, საოცრად უხდებიან ერთმანეთს, აი სხვებთან ვერ წარმომიდგენიან, უკვე ძალიან მომწონს ბატონ ალექსანდრეს რომ შემოეპარა გრძნობააა.

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

დარინა
დაბრუნებას გილოცავ, გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდააა, მე მიყვარს თებეა და ალექსანდრეე, საოცრად უხდებიან ერთმანეთს, აი სხვებთან ვერ წარმომიდგენიან, უკვე ძალიან მომწონს ბატონ ალექსანდრეს რომ შემოეპარა გრძნობააა.

მადლობ რომ ისევ გაქვს კითხვის სურვილი .. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი Rania

Armjeraaaaa. Ramdeni xania gelodebi. Atjer shemovedinshen gverdzew. Xoargqmomepara axali tavitqooo. Imedia sgar daagvianeb
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Rania
Armjeraaaaa. Ramdeni xania gelodebi. Atjer shemovedinshen gverdzew. Xoargqmomepara axali tavitqooo. Imedia sgar daagvianeb

აღარ დავაგვიანებ,მიხარია,რომ კიდევ გქონდა იმედი. <3 <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5 სტუმარი ღამის სტუმარი

ოჰ დაგვიბრუნდი?სადა ხარ ჰა გადმომცვივდა თვალები ლოდინით.))DDD

 


№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ღამის სტუმარი
ოჰ დაგვიბრუნდი?სადა ხარ ჰა გადმომცვივდა თვალები ლოდინით.))DDD
დავბრუნდი <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№7  offline წევრი თამოთამო25

არარსებობს.... აიი ვერ ვიჯერებდი რო ვნახე ახალი თავი....
როგორ გამახარე შენი დაბრუნებით....❤❤❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

თამოთამო25
არარსებობს.... აიი ვერ ვიჯერებდი რო ვნახე ახალი თავი....
როგორ გამახარე შენი დაბრუნებით....❤❤❤

მადლობა ჩემო კარგო,მიხარია ძალიან რომ ისევ კითხულობ. <3 <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№9  offline წევრი Takk.22

ვაუ არ მჯერავს რომ ეს ოსტორია გრძელდება,ძალიან გამიხარდა

 


№10  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Takk.22
ვაუ არ მჯერავს რომ ეს ოსტორია გრძელდება,ძალიან გამიხარდა

კი გადავწყვიტე გამეგრძელებინა... <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№11 სტუმარი )))

მეღირსა შენი დაბრუნება რაღა მომკლავს ????????

 


№12  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

)))
მეღირსა შენი დაბრუნება რაღა მომკლავს ????????

ღმერთმა კარგად გამყოფოს.. მე ცოტახნით დასვენება მქონდა და დავბრუნდი. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent