ბამბის ნაყინი (სრულად)
-უკაცრავად,ხურდა ხომ არ გექნებათ? -ვერ გავიგე! -ათ-ლარიანს ხომვერ დამიშლით? -როგორ? -ბავშვს ნაყინი მინდა ვუყიდო -მე გკითხეთ,რა უნდა ქნათ? -მითხარით რომ არ გაქვთ,ამდენი დრო სად მაქვს -5 ლარიანები გაწყობთ? -დიახ! მამაკაცი ჯიბიდან საფულეს იღებს და სიფრიფანა ქაღალდის 5-5 ლარიანებს ეძებს. -ინებეთ,-აწვდის ქალს და ართმევს ათ-ლარიანს,-კარგად ბრძანდებოდეთ! -კარგად,-ემშვიდობება ქალიც და ლოდინით დაღლილ ბამბის ნაყინის გამყიდველ ბიჭს უბრუნდება. -ინებეთ,-გამყიდველი ფულს ართმევს და ძლივს მოხიკულ ხურდას უბრუნებს -მადლობ,-უღიმის ქალი და უზარმაზარ ბამბის ნაყინს პატარა გოგონას აწვდის,რომელიც მის მარჯვნივ,მაისურზე ჩაბღუჯული,გაბადრული სახით დგას. -ამას რომ შევწამ,მელე კიდე მიკიდი?-ეკითხება აღტაცებული ბავშვი და ნაყინს აგემოვნებს -თუ ჭკვიანად მოიქცევი გიყიდი,-ლოყაზე კოცნის ქალი და თვითონაც უსინჯავს გემოს ბამბის გორგალს. -ყველას მირცევნიხარ დე,-სიხარულით ხტუნვას იწყებს გოგონა,-მამა რომ აქ იყოს ბევრს გაკოცებდა? -კი,ალბათ,-შვილის კითხვაზე ქალს ხასიათი უფუჭდება,-მოდი სახლში წავიდეთ,-ხელს ჰკიდებს და მიჰყავს,-საღამოა უკვე,ნახე როგორ მოიღრუბლა -დე,-აჩერებს ბავშვი,-შენთან უფლო მოიგრუბა,ნახე ცა თეთლია -ტასო,-ძლიერად კიდებს ქალი ხელს რომ გოგონა არ გაექცეს,როგორც ყოველთვის,-შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ,დაუჯერე დედას და წამოდი სახლში,თორემ გაწვიმდება და ძალიან დასველდები,გინდა რომ დასველდე? -კი,მინა რომ დავსვედე,წვიმას ხომ მამიკო გზავნის,-ეკრიჭება დედამისს და ფეხებს აბაკუნებს,მერე მაღლა იყურება და ნაყინსაც ზემოთ სწევს,-მამიკო,ჩამო ჩვენთან და ნაყინს შეგინახავ,დე ხო შევუნახოთ,რომ ჩამოვა მე ვაწმევ,ის კი მეტყის ლო მე კაქი გოგო ვალ -ტასო,-ხმა აუკანკალდა ქალს,-ძალიან გთხოვ,ნუ ვაწყენინებთ მამას,ჯერ სახლში წავიდეთ -რომ არ გამოგყვე მამა მიწყენს?-დაღონებული სახით შეხედა დედამისს -კი,მას უნდა რომ თავი კარგად იგრძნო,შენ თუ წვიმაში დასველდები და გაცივდები მამიკო ინერვიულებს და გაგიბრაზდება -კაქი,მე არ მიდა მამიკო ლო გავაბაზო,შენ გადაეცი ლო მე იც მენატლება და ხშილად მოვიდეს ცემთან -ჩემი გოგო ხარ,-მისკენ იხრება და ორივე ლოყას უკოცნის,-დედას ძალიან უყვარხარ,-ხელს სახეზე უსვამს და თბილად უღიმის. ტასო ნენეს გვერდიდან არ სცილდება,ხელი ძლიერად უკიდია დედამისის მტევანზე და მშვიდად მიჰყვება,დროდადრო ნაყინსაც შეექცევა. * * * -გამაგიჟა ამ ბავშვმა,-ჩურჩულით ეუბნება ნენე თავის მეგობარს გაბრიელას,-რა კითხვები აქვს იცი? -ვიცი,-არ უკვირს გაბრიელას,-ჭკვიანი ბავშვია,დამშვიდდი,უკეთესია ასე რომ ჰყავს მამამისი წარმოდგენილი -კი,არ ვამბობ რომ ცუდია,მაგრამ ძალიან ვითრგუნები,როცა მასზე საუბარს ვიწყებთ,-თვალები ემღვრება ნენეს,-თითქოს შიგნიდან მეცლება რაღაც,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ,დიდი ძალისხმევა მჭირდება რომ მან ჩემი ტკივილი არ იგრძნოს და ის სილაღე არ გაუქრეს,რაც ახლა აქვს. -ნუ ღელავ,როცა წამოიზრდება ყველაფერი მოგვარდება,მე თუ მკითხავ,უკეთესია,ტასო შეგუებულია რომ მამა გვერდით აღარ ეყოლება -ძალიან გვენატრება,-ოხრავს ნენე,-ტასო კიარა,მე ვეღარ ვძლებ სანდროს გარეშე,ყოველი დღე ჯოჯოხეთია,ერთადერთი რაც მაკავებს ტასოა,ის დამრჩა სანდროსგან და უფლება არ მაქვს უჩემოდაც დავტოვო -ვერ გეტყვი რომ ეგ ტკივილი სრულად გაივლის,მაგრამ დროთაგანმავლობაში გაგინელდება და ისე აღარ გეტკინება,როგორც ახლა,-მის დამსვიდებას ცდილობს გაბრიელა -ალბათ,-აკანკალებულ ხელს თმაზე ისვამს და იჩეჩს. -შენ ის მითხარი,ფოტოგრაფობას რომ აპირებდი,რა ქენი? -რამდენიმე ტესტირება გავიარე და მითხრეს,პასუხს რამდენიმე დღეში შეგატყობინებთო -როგორ ფიქრობ,აგიყვანენ? -გადაღების პროცესს ვიღაც აკვირდებოდა და მომესმა რომ შემაქო,გამოგვადგებაო ზაზუს უთხრა,მტკიცე ხმა ჰქონდა -იმედია,-გაეღიმა გაბრიელას,-თან ბავშვობის ნატვრას აიხდენ,თან სამსახურს იშოვი,გახსოვს სანდრომ რომ მოგიტაცა? -როგორ შეიძლება ეგ არ მახსოვდეს! -შეგპირდა რომ თუ გაჰყვებოდი,ყველა შენს ნატვრას აასრულებდა -კი,მაგრამ ძალიან ბევრი რამ დამიტოვა,-ცრემლები ვეღარ შეიკავა ნენემ -ნეტავ ის არ გეთხოვა -რა? -რა და,როცა ძალიან იჩხუბეთ,შენ უთხარი რომ ჩემი ნატვრა მხოლოდ შენი სიკვდილია-ო,-ნენე ცახცახმა აიტანა,ყველაფერი თვალწინ დაუდგა და ცხარე ცრემლი ჩამოუცურდა ღაწვებზე.გული საშინლად შეეკუმშა და ასტკივდა. -რატომ გაიხსენე?-ამღვრეული ხმით ჰკითხა იმედგაცრუებულმა,-გემუდარები,მასზე ნუღარ მელაპარაკები,თორემ ჭკუიდან გადავალ -კარგი,ხმას არ ვიღებ,დაჯექი,დამშვიდდი,-წამოდგა გაბრიელა და ნენე სკამზე დასვა,თავად კი წყლის მოსატანად გავიდა.ნენე მოიკუნტა,თავი მუხლებზე დადო.სიმწრით კბილებს აღჭიალებდა,აბჯენდა ერთმანეთზე,-დალიე,-გაუწოდა წყლით სავსე ჭიქა და ქალმა ძლივს მოაცილა სახე მუხლებს რომ ჭიქა გამოერთმია.ცრემლები შეიმშრალა და წყალი დალია.ცოტა მოეშვა,მოდუნდა და დივნის საზურგეს მიეყრდნო. -მადლობ,გადამიარა,-მიუგო და ცრემლის ბოლო წვეთი მოიწმინდა -ჭკუა სად მქონდა,რაზე ვფიქრობდი -კარგი,სადამდე გავექცევი,მთელი ცხოვრება უნდა მსდიოს,ტყუილად ვცდილობ მის მოცილებას,მაინც მარადიულია -მეც გიმატებ,თითქოს არ გყოფნიდეს -ეს მერგო წილად და ვალდებული ვარ მივიღო,-ტუჩები აუთრთოლდა საუბრისას ნენეს -ტასოს ხმაა,მგონი გაეღვიძა,-უთხრა გაბრიელამ და ნენე სწრაფად წამოდგა რომ შეემოწმებინა. -დე,-უკვე ოთახთან იყო ტასოს დაძახილი რომ გაიგო -აქ ვარ, დედა,-მიუახლოვდა საწოლს და გოგონა ხელში აიყვანა -ტიროდი?-ნენეს ამღვრეული მზერა არ მოეწონა ტასოს -არა,-მიუგო და ლოყაზე აკოცა -რატო იტყუები?-გაიბუსხა ბავშვი,-მე რომ მასწავლი ტყუილი არ სეილებაო,სენ სულ მატუებ -კარგი ტასუნა რა,როდის მოგატყუე,-ნაწყენი ხმით უთრა ნენემ -თუ მომატუებ მეც მოგატუებ,-ხელის გული მიუშვირა გოგონამ,-დამპილდი ლა დე,-ნენეს გაეცინა და მის პაწაწინა ხელის გულზე,თავისი ხელი დადო -გპირდები,ჩემო მეტიჩარა რომ აღარ მოგატყუებ,-მერე მოაცილა და მსუბუქად უჩმიტა გამობურცულ ლოყაზე -ასე ჯობია,-კმაყოფილებით აღივსო ტასო * * * რთულია იყო დედა და უფრო რთული,მარტოხელა.ის ყველანაირად ცდილობს,გააკეთოს შეუძლებელიც კი,რომ ტასო ბედნიერი გახადოს.ცოტა მაინც შეუმსუბუქოს მამის მონატრება. დილით ადრე გაიღვიძა,მოწესრიგდა და საუზმის გაკეთებას შეუდგა რომ სანამ ტასოს ბაღში წაიყვანდა ცოტა დაენაყრებინა. -ტასუნა,ადგომის დროა,-ალერსიანი ხმით შეეცადა გოგონას გაღვიძებას,-შენ ხომ გიყვარს ბაღი,-ცოტაზე გადაუწია საბანი და ტასო შეიშმუშნა სიცივე რომ იგრძნო. -დღეს არ წავიდე ლა,-ბუტბუტით თქვა მან და საბანი გადაიფარა -ეგ როგორ შეიძლება,გელოდებიან,სირცხვილია,-ისევ გადახადა ნენემ საბანი და ტასო ზანტად წამოდგა,დედას ორივე ხელი შემოხვია და თავი მიაბჯინა,-ნუ მთაფლავ ტასუ,-სიცილით უთხრა ნენემ,მის წელზე კნუტივით შემოხვეულ შვილს და თმაზე მოეფერა,-წავიდეთ,საუზმე გაგვიცივდება,დამიჯერე და გარეთ შოკოლადს გიყიდი -ბამბის ნაყინი მინდა,-წამოიძახა გოგონამ და საწოლიდან ჩამოხტა,-ხო სეიძლება?-ნენე დაფიქრდა -კარგი,ამ ერთხელ გიყიდი,ისე იცოდე რომ არ შეიძლება,ახლა დილაა,-უთხრა და კარადასთან მივიდა,მისი ტანსაცმლის გამოსაღებად -მხოლოდ დღეს,მეტი ალა დე,-ხელები უცნაურად ასწია და დედას გაეკრიჭა,მერე რამდენიმე ბრუნი გააკეთა და ბარბაცით მივიდა ნენესთან ქალმა საჩქაროდ ჩააცვა ტანზე,მერე აბაზანაში შეიყვანა ხელ-პირის დასაბანად და როცა მის მოწესრიგებას მორჩა,სასაუზმოთ სამზარეულოში გაიყვანა. -დე -რაიყო ტასო?-ნენემ ჭურჭელს ანება თავი და გოგონას მიუბრუნდა -სხვა მამიკოს მომიყვან?-ქალს სახე გაუფითრდა,სკამი გამოწია და მოწყვეტით დაეშვა ზედ -ტასო,სხვა მამიკო გინდა?-დაბნეულმა გაიმეორა კითხა,-სხვა მამიკო?-ენის ბორძიკით ისევ თქვა ნენემ -მე მამიკო მინდა,-სერიოზული სახით მიუგო ტასომ,-მომიყვან? -მალე ჭამე,ბაღში დავაგვიანებთ,-ძლივს უთხრა ნენემ და წყლის დასალევად წამოდგა.ნიჟარასთან მივიდა და ზედ დაეყრდნო ხელის გულებით.ძალისხმევის მოკრებას შეეცადა,მაგრამ უკვე მეტისმეტი იყო,ლიმონივით გამოეწურა მთელი ენერგია.ონკანი ხელის კანკალით მოუშვა და ჭიქა მიუშვირა,ასავსებად.“დამშვიდდი“,შეუძახა თავს და წყალი დალია,-ტასო წავედით,-მიუბრუნდა შვილს.ტასო იქ აღარ იყო,-ნენე მეტად გაფითრდა,მთელ სახლში დაუწყო ტასოს ძებნა,მაგრამ ვერსად ნახა.შეშლილი გავარდა სახლიდან და გარეთ დაიწყო მისი ძებნა.“მენაყინე“ გაუელვა ფიქრმა და მოპირდაპირე ქუჩაზე გადავიდა,შემდეგ მარცხნივ აუყვა ქვაფენილს. -ტასო,-განწირული ხმით ყვიროდა ნენე -ნენე,-ზურგიდან მოესმა უცხოს დაძახილი,გაჩერდა და მისკენ შებრუნდა -ტასო,-შეჰკივლა გოგონას დანახვაზე.ტასოს წარბი არ შეუხრია,დინჯად იდგა ვარდისფერი ბამბის ნაყინით ხელში და ნენეს უყურებდა -არ ეჩხუბოთ,პატარაა და არ ესმის,-თხოვნით მიუგო მამაკაცმა -ჩემს საქმეში ნუ ჩაერევით,თქვენც რომ დაკარგოთ შვილი,დამერწმუნეთ,მშვიდად არ იჯდებით და არ დაელოდებით,როდის მოვა თავისით,-გაგულისებით მიუგო ნენემ და ტასოს ხელი მოჰკიდა,-სახლში მოგივლი,-უთხრა მან -მეცნობით,-ეჭვით მიუგო მამაკაცმა და ნენე შეათვალიერა,-ხურდა,-ჩაილაპარაკა შემდეგ და ჩაიცინა.ნენეს მისი საქციელი ცინიკური მოეჩვენა და გაღიზიანდა -რა ცუდი დამთხვევაა,-ცივად მიუგო ქალმა -ძალიან ცუდი,-დაუდასტურა მამაკაცმაც,-თან ისევ ბამბის ნაყინი -რა ღირდა? -ფასს რა მნიშვნელობა აქვს? -უნდა დაგიბრუნოთ,-ნენეს ნათქვამზე მამაკაცს ხარხარი აუტყდა -რა უნდა დამიბრუნოთ,ტასოს ვუყიდე,თქვენ რა შუაში ხართ,-დასერიოზულებულმა თქვა და გოგონას დახედა,-შეხვედრამდე, ჩემო ლამაზო,-თვალი ჩაუკრა ტასოს -შეხვედრამდე არა,მშვიდობით,-შეუსწორა გამწყრალმა ნენემ და ზურგი აქცია -შეხვედრამდე,-ისევ მოესმა მამაკაცის ხმა -მშვიდობით,-მიაძახა შეღონებული ხმით *** -კიდევ თუ გაიმეორებ მასეთ რამეს,ხმას არ გაგცემ,-ბაღთან იყვნენ უკვე,ნენემ რომ მიუგო ტასოს,-რამე რომ მოგსვლოდა? -გიგა ბიძია ხომ იქ იყო,-დაამშვიდა ტასომ -უცხოა ის შენთვის,თუარ დამიჯერებ გიგა ბიძიასთან დაგტოვ და აღარ მოგაკითხავ -აღარ გავიპარები,-შეშინებული სახით უთხრა ტასომ და ბავშვებს შეერია. ნენე დამშვიდბული გამობრუნდა ბაღიდან და დედამისს აუარა სახლში.ტასოს ბებია,როგორც ყოველთვის,მარწყვის ტორტს აცხობდა. -ვინმეს ელოდები?-შედგმული არ ჰქონდა ნენეს ფეხი,ტორტის სუნი რომ იგრძნო და დაინტერესდა. -შენ იშვიათად მოდიხარ და სულ რომ არ გამოვყრუვდე,ჩემი ძველი ნაცნობები დავპატიჟე,-უპასუხა ლელამ ნენეს,-ყავას დალევ?-უკვე დადგმული ჰქონდა ყავა ქურაზე -კი,დავლევ,თან მოგიყვები რა გააკეთა შენმა შვილიშვილმა დღეს დილით,-ჩამოჯდა სკამზე ნენე -რა ქნა ამისთანა? -სახლიდან გამეპარა,ორი წუთით მივტრიალდი წყლის დასალევად და დრო იხელთა -რაო?-შეიცხადა ლელამ,-პირველად გააკეთა მასეთი რამ,რა გააპროტესტა?-ეჭვით ჰკითხა შვილს -მეტიჩარა გახდა,ადრე უფრო მიჯერებდა,სხვა მამიკო მომინდომა გოგომ,-ლელამ პირი დააღო ნენეს ნათქვამზე. -საწყალი ბავშვი,-თქვა დაღონებული ხმით და ყავა ფინჯანში დაასხა -მე ვარ საწყალი,მე,-ამღვრეული ხმით თქვა ნენემ,-რატომ არავის ვეცოდები,-ნაწილ-ნაწილ ვარ ქცეული,აღარავის ადარდებს რას გრძნობს დედა,მთავარია შვილი -ამის გამო ნუ გაბოროტდები -შენი შვილი მაინც არ ვიყო,უბრალოდ მეც უნდა გამიგოთ,-ფინჯანი აიღო და სული შეუბერა,-ტასომ უნდა გაიგოს რომ მის სურვილს ვერ შევასრულებ,არც კი იცის,როგორ მიყვარდა სანდრო,როგორ შევძლო სხვა მამაკაცის გვერდით ყოფნა,მხოლოდ იმიტომ რომ ტასოს უნდა მამა .მე ვიქნები ეგოისტი დედა,მხოლოდ ამ საკითხში. -მე არაფერს გაძალებ,-გვერდით მიუჯდა ლელა,-შენ კარგად იცი ჩემი ხასიათი,როგორც საჭიროდ გადაწყვეტ ისე მოიქეცი,-ხელი დაადო განერვიულებულ შვილს.ნენემ ღრმად შეისუნთქა და ცოტა შვებაც იგრძნო. -ვინ უნდა მოვიდეს,კარგად ამიხსენი,-თემის შეცვლას შეეცადა -ერთი ახალი მეზობელია,მითხრა ამოვალო და მზია,შენ რომ გიყვარდა ბავშვობაში,თბილი ქალია -კარგია,ცოტას გულს გადავაყოლებ,-დამშვიდებული ხმით უთხრა ნენემ და განელებული ყავა მოსვა *** -მზია დეიდა,როგორ ბრძანდებით?-გადაეხვია ნენე დიდი ხნის უნახავ ქალს,მთელი ბავშვობა მის კალთას არ მოსცილებია,რაც გათხოვდა კი ვეღარ ნახულობდა -ჩემო შვილო,-თბილად ჩაიხუტა მონატრებული ნენე,-სულ დამეკარგე,-ნაწყენი ჩანდა მზია -შვილის ყოლა რას ნიშნავს ხომ იცით,-თავი იმართლა ნენემ -კარგი,დღეიდან აღარ გაპატიებ დავიწყებას,-სიცილით მიუგო მზიამ -შევთანხმდით,-გაეცინა ნენეს -ტასუნა როგორაა? -მშვენივრად,ახლა ბაღშია. -რომელზე გამოგყავს? -5_ზე -წამოვალ მეც -როგორც გინდა! -ტორტს არ გამისინჯავთ?-დაუდგა თეფშები წინ ლელამ -ამისთვის ვარ მოსული,-სიცილით თქვა მზიამ და ტორტი დააგემოვნა,-ძალიან გემრიელია,როგორც ყოველთვის,-კმაყოფილმა მიუგო ლელას -მართლაც არაჩვეულებრივია,-დაეთანხმა ნენე,-ცოტა მომიჭერი,ტასუნას წავუღებ,-სთხოვა დედამისს -აბა რას ვიზამ,ტასოს შენზე მეტად უყვარს ჩემი ნახელავი,-ეშმაკურად ჩაიცინა ლელამ -ნაკლებად არც მე მიყვარს,-საყვედურით თქვა ნენემ,-შენი მეზობელი არ აპირებს ამოსვლას,როგორც სჩანს -გადაიფიქრა ეტყობ,ეგ არაფერი,მეტი ნაჭერი შეგხვდებათ -რა ლაპარაკია?-ჰკითხა მზიამ და გულიანად გაიცინა,-გშურს ფორმაში რომ ვარ და გინდა გამასუქო?-შეიფერა რომ 45წლის ასაკშიც ისევ ისე გამოყურება,როგორც ახალგაზრდობაში. -კარგი,ისე ინახავ თავს,თითქოს გასათხოვარი იყო -ქალი ყველა ასაკში უნდა იყოს მომხიბვლელი,მერე რა გათხოვილი იქნება თუ შინაბერა,არა ნენე?-მისი მხარის აბმას შეეცადა მზია -დიახ,გაიპრანჭე მზია დეიდა,დედაჩემს ნუ უსმენ,-მკლავზე უჩმიტა ლელამ მოღალატე შვილს -შენც გაიპრანჭე,როდემდე აპირებ შავებით სიარულს,2წელი გავიდა უკვე -შავი ფერი მიყვარს,მერე რა რომ დრო გავიდა,ჩემი გემოვნება არ შეიცვლება -ვიცი რატომაც გაცვია მასე და ნუ იგონებ რაღაცებს,გაიპრანჭე -ვის გავეპრანჭო დეიდა?-გაოცდა ნენე -ხვალ არის ნიკას დაბადების დღე და დაგპატიჟებ იმ პირობით თუ ლამაზად გამოეწყობი,ბევრი ამხანაგი მოჰყავს,მამაკაცებიც იქნებიან -ნიკა ვინაა? -ჩემი შვილია გოგო,-თვალები გაუფართოვდა მზიას,-როგორ დაგვიწყებია ყველაფერი,მთელი ბავშვობა ერთად გაატარეთ,ვეღარ გცნობ ნენე,ძალიან შეცვლილხარ -მხოლოდ შენ თუ შეამჩნევდი რომ მე ის ძველი ნენე აღარ ვარ -ხოდა ჩვენ ისევ ძველ ნენეს დავაბრუნებთ,-კატეგორიული ხმით თქვა მზიამ,-ხო ლელა,-შეხედა დედამისს -აბა რა,-აჰყვა ლელაც,-ჩვენ არ გვჭირდება გვერდით ახალი ნენე -ნურაფერს ეცდებით,-ამაყად წარმოთქვა ნენემ,-მე გზას არ გადავუხვევ,მე შევეჩვიე მარტოობას და ძალიან შემიყვარდა -კი,როგორ არა ახალი მარტოობა რომ გამოჩნდეს და შეგიყვარდეს,უცებ მიაგდებ ძველ მარტოობას,-თვალი ჩაუკრა ლელამ -არ წამოვალ იცოდე დაბადების დღეზე -კარგი ერთსაც ვიტყვი და გავჩუმდები,ნიკას ჰყავს ძალიან კარგი მეგობარი,საქორწინო,ნიკამ მითხრა,ძალიან წუნიაა და თუ არ ვუშველეთ უცოლოდ დაბერდებაო -მე რა შუაში ვარ? -უნდა გაგაცნო,ამიტომ შენც რომ არ დაგიწუნოს,შინდისფერი კაბა ჩაიცვი და თმა გაიშალე -დედაჩემო,გესმის რას ამბობს?-გაოცებული ნენე ეკითხება ლელას,-ვინმეს მოსაწონად მე არასოდეს არაფერი გამიკეთებია,არც ვაპირებ -ამ ერთხელ დამიჯერე,არაფერი მოგივა,არც სანდრო გვიწყენს ამის გამო,მას არ უნდა ბედნიერება წაგართვას -უკვე წამართვა,რადგან თავად იყო ბედნიერება,-ცრემლი ჩაუდგა თვალებში -ეჰ,ნენე,შენს თავს მიეცი უფლება -რისი უფლება,სხვა კაცთან გართობის?-განერვიულდა ნენე და სკამიდან წამოდგა. -არ გთხოვ არაფერს,უბრალოდ ხალს შეერიე,დანარჩენი თავისით მოხდება,თუ კი ასე უნდა იყოს -ლელა მართალია,არავინ გთხოვს სანდროს უღალატეო,უბრალოდ ცოტა გამოდი დეპრესიიდან და ადამიანებს დაუახლოვდი,დამიჯერე უკეთ იგრძნობ თავს შენც და შენს გარშემო მყოფებიც. *** ნენე მთელი გზა ფიქრობდა მზიას თხოვნაზე.ყველაფერი არეული ჰქონდა გონებაში.სხვის გამო თავისი სურვილები არასოდეს დაუკნინებია,ახლა კი საკუთარი ბედნიერებისთვის სხვა უნდა დაიხმაროს.ცხოვრებამ ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაუბრუნა,როცა არ მოელოდა მაშინ ჩამოეშალა სიმაგრეები და დარჩა სიცარიელის ამარა.მარტივი არაა,ყველაფერი ნულიდან დაიწყო,როცა შეგუებული ხარ ბედნიერ ყოფას,იქიდან კი უცებ ამოვარდნილი ქარიშხალივით,რომელიც წყლის ზედაპირზე მყოფ ყველა ნივთს ფსკერში ჩაიტანს,უეცრად დამტყდარ უბედურებას შეეგუო. *** ნენეს დანახვაზე ტასო გახარებული გამოვარდა ოთახიდან და დედას ფეხებზე შემოეხვია -მომენატლე,-ზემოთ ახედა გოგონამ ნენეს,-დღეს იცი ჩვენი ბედნიერი ოჯახი დავქატეთ,-სიამაყიდ აცნო ახალი ამბავი,-მოდი,გაჩენო,-ხელი მოჰკიდა და ოთახის მარცხენა კუთხეში,კედელზე გაკრულ ნახატებთან მიიყვანა,-აი ეს ხარ სენ,-თითი ნახატზე გამსოახულ პიროვნებას მიაბჯინა,-ეს მე,-ნენე გაფითრებული სახით აკვირდებოდა შვილის ყოველ მოძრაობას,-მამას ნაკინი უკავია,-ეხატა კაცუნა,რომელსაც ხელში ვარდისფერი ბამბის ნაყინი ეჭირა.ძალიან უბრალო ნახატი იყო,მაგრამ ნენეს ცრემლები მოადგა. -ლამაზია,ყოჩაღ,-თმაზე მოეფერა ტასოს,-შეიძლება სახლში წავიღოთ?-ჰკითხა მან -ალა დე,ჯელ არა,-დაღონებული სახით მიუგო გოგონამ,-აქ უნდა იკოს,გარეთ რო გავალტ,მიკიდე ფერადი ფანქრები და უკეთესს დაგიხატავ,-დაჰპირდა ტასო -კარგი,ჩემო მეტიჩარა,-ნენე დაიხარა და ორივე ლოყაზე აკოცა,ბედნიერეისგან სახეგაბრწყინებულ შვილს,შემდეგ კარადიდან ფეხსაცმელი და შემოსაცმელი გამოუღო,ჩააცვა და მასწავლებლებთან დამშვიდობებისთანავე გავიდნენ გარეთ,-კიდევ რა ხდებოდა ბაღში?-ჰკითხა ნენემ,თვალიერებით გართულ ტასოს -ნიკას ვეცუბე,-ნაწყენი ხმით უპასუხა შვილმა -რატომ?-გაუკვირდა ნენეს,რადგან ტასო და ნიკა ყოველთვის კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს -თმებზე მომკიდა ქელი -მერე რა დედიკო? -არ მიკვარს დე,დილით რისთვის იწვალე,დავარცხნე,მომაწესლიგე -ჩემი ჭკვიანი გოგო,-გაეღიმა ქალს,-წამოდი,გიყიდო ფანქრები,-საკანცელარიო მაღაზიაში შეიყვანა ტასო. -დე,-ცოტახანში მირბის გოგონა ნენესთან,ხელში დიდი ზომის ყუთი უკავია ფანქრების,-ამას იკიდი?-თხოვნით ეკითხება ნენეს -ძვირი თუ არ იყო,გიყიდი,-გამოართვა ნენემ ყუთი და ფასი შეამოწმა,-კატასტროფა არაა,გიყიდი,მაგრამ შემპირდი რომ გაუფრთხილდები -გპიდები დედი,-სერიოზული ხმით მიუგო ტასომ -კარგი,ვყიდულობთ,-მის ნათქვამზე გოგონამ ხტუნვა დაიწყო,ნენეს კი ღიმილი მოჰგვარა მისმა ქცევამ და ჩუმად საძერწი მასალა,სახატავი რვეული და ფერადი ფურცლები აიღო.სანამ ტასო გართული იყო,ნენემ ყველაფერი სალაროში გაატარა და მერე მიუბრუნდა შვილს,-ხომარ წამოხვიდოდი?-უბრალოდ ჰკითხა მან -ნეტა,ეს მაგაზია ჩემი იკოს,-ოხვრით თქვა ტასომ და ნენეს ხელი მოჰკიდა -რად გინდა?-ჰკითხა ,როცა უკვე მაღაზია დატოვეს -ბევრს დავხატავდი,-უპასუხა ტასომ -სახლშიც ბევრს დახატავ,თუ ჭკვიანი გოგონა იქნები და დედიკოს დაუჯერებ -ჭკიანი ნენეს,ჭკიანი ტასო,-აღტაცებით თქვა გოგონამ,-იქნება,-დააყოლა სიცილით -ტასო,მართლა გინდა ახალი მამიკო?-შეახსენა დილანდელი თხოვნა.ტასო გაჩერდა,მოიღუშა და თავი დახარა,-შემომხედე,-ხელი სახეზე მოჰკიდა ნენემ და ააწევინა.ტასო ტიროდა.-რა გატირებს?-ჩაიმუხლა და შვილი ჩაიხუტა. -მინდა,-სლუკუნით უთხრა ტასომ და თავი მხარზე დაადო,-მამიკომ მითხლა,მე არ გაგიბრაზდები,თუ დედიკოს სხვა შეიკვალებსო -როდის გითხრა ეგ?-ინტერესით ჰკითხა ნენემ -არ გეტკვი,-ჩამოსცილდა ტასო და ნელი ნაბიჯებით წავიდა წინ.ნენე წამოეწია და ხელი მოჰკიდა. -დედას დრო სჭირდება,დაელოდები? -დლო ცოტა გაქ დე -რატომ?-გაიკვირვა ქალმა -მერე მე უნდა გავთოვდე და მამიკო ლაგათ მინდა,-ტასოს ძალიან სერიოზულ სახეზე ნენეს სიცილი წასკდა -უკვე გათხოვებაზე ფიქრობ ტასუ?-შეეკითხა გაოგნებული ქალი -მშია დე,-წუწუნით თქვა და ხელი მუცელზე დაიდო,-აქ ლაღაც ბუტბუტებს -კუჭია ტასო,-აუხსნა ნენემ,-გატყობინებს რომ უნდა აჭამო -მოიცა,დე ლა გამოდის,მე ლასაც ვჭამ კუჭი მართმევს?-შეძრწუნდა ტასო,-ჩალა ამომაწერი დე -რატომ უნდა ამოგაჭრა,მერე შენს საყვარელ ბამბის ნაყინს ვეღარ შეჭამ -მე კიარა დე კუწი მიწამს,-უთხა ტასომ -კარგი,კარგი,წამოდი მალე მივიდე სახლში რომ დავამშვიდოთ კუჭი -კალგი,-დაჰყვა ტასო დედამისის სურვილს და აჩქარებული ნაბიჯებით გაჰყვა სახლში. * * * საღამოხანს ორივე ტელევიზორს მიუსხდა,ტასოს საყვარელი მულტფილმის საყურებლად,რომლის ნახვაზეც უარს არც ნენე ამბობს,რადგან ბევრს ხალისობს და პატარაობასაც იხსენებს. -დე,ტომის ჯერი არ უკვალს?-ეკითხება შუა ყურებისას დედამისს -კატას თაგვი არ უყვარს,რადგან ის მისი საჭმელია -მე რომ მიყვარს ნაკინი? -ეგ სხვადასხვა რამაა ტასო,-აუხსნა ნენემ -არაა სხვადახსხვა,-ხელები გადააჯვარედინა ტასომ და ინტერესით დააკვირდა ეკრანს,-ტომი ჯელის იმიტომ დასდევს რომ უკვას და უნდა თავისთან ჰყავდეს,ჯელი კიდევ შენ ხარ და არ აძლევ ტომის უფლებას თავისთან წაგიკანოს -რა აზრები გაქვს,-გულიანად გაეცინა ნენეს,-ხო მე ვარ ჯერი და ვიღაც ტომი,რომელსაც უნდა ჩემი შეჭმა,მე კი გავრბივარ რომ არ შემჭამოს და სულ შენთან ვიყო -არ გაიქცე ლა დე,-შეეხვეწა ტასო,- ლო დაგიჭელს, მელე ,მე, შენ და ტომი ერთად ვიცხოვრებთ -არა ტასო,შემჭამს და აღარ გეყოლები,-მის შეშინებას შეეცადა ნენე -კარგი რა დე,შეგჭამს არა ის,თუ ძალიან ეყვარები შეგწამს -ხედავ?-ჰკითხა,-შენც ამბობ რომ შემჭამს,-ტასოს ხმა აღარ ამოუღია.ორივე გადაერთო მულტფილმის ყურებაში. *** მთელი დილა გადაბმულად რეკავდა ნენეს მობილური,გაბრაზებული წამოდგა,საპასუხოდ. -ნენე,-გაისმა ყურმილში დედამისის ხმა,-მიდიხარ ხო დაბადების დღეზე? -დედა,ჯერ გაღვიძება დამაცადე,-უსაყვედურა ნახევრად მძინარემ,-რა საჩქაროა,ან რა აუციელებელია ჩემი იქ ყოფნა -კიდევ მაგაზე ფიქრობ?-გაგულისდა ლელა,-მზია გიწყენს და შემოირიგე მერე,არ გინდა? -კარგი,კარგი,ტასოს ბაღში დავტოვებ და წავალ,-დაამშვიდა გაბრაზებული ქალი ნენემ და ტელეფონი გათიშა,-ტასო,ადექი დე,-შეაღვიძა შვილი და ბაღისთვის მოამზადა. ყველაფერი რომ მოათავა,საჩქაროდ გაიყვანა სახლიდან და ტაქსით მიიყვანა ბაღში,დატოვა და თვითონ სალონში წავიდა თმების გასაკეთებლად.დიდად არ უნდოდა გამოწყობა,მაგრამ უარი ვერ თქვა ყოფილიყო თვალში საცემი.ქალურმა სურვილბმა მაინც იჩინეს თავი და შეკავება აღარ უცდია,სალონიდან კაბის საყიდლად წავიდა.მუქი შინდისფერი, მუხლებამდე კაბა შეარჩია.განსაკუთრებული არაფერი,უბრალოდ დეკოლტე ჰქონდა და ფორმებს კვეთდა.სახლში რომ მივიდა წყალი გადაივლო,ტანის სურნელოვანი კრემი წაისვა და კაბა ჩაიცვა,კარადიდან დიდი ხნის ჩაუცმელი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი გადმოიღო,ერთხანს საკუთარ თავს გაოცებულმა დაუწყო ყურება სარკეში და ძლივს გამორკვეულმა გამზადება გააგრძელა.“ზედმეტად სექსულაური ხარ“ უთხრა საკუთარ თავს და სიბრაზე მოერია,“რატომ მივდივარ,ჯანდაბა ყველას რა,ამ ერთხელ და მორჩა“,დაჰპირდა თავს და მაკიაჟის გასაკეთებლად სარკესთან ჩამოჯდა. * * * ყველაფერი რომ მოათავა მშვიდად გავიდა სახლიდან,ტაქსი გააჩერა და ნიკასთან წავიდა.გზაში უამრავი შეტყობინება მიიღო მზიასგან "მალე მოდი" ერთი და იგივე შინაარსის, მობეზრებული აღარც კი ხსნიდა ტელეფონს,სავარძელზე ჰქონდა მიგდებული და ფანჯარაში ყურებით გაჰყავდა დრო. -მადლობ,-მიუგო მძღოლს მანქანიდან გადმოსვლისას და ფული მიაწოდა -არაფრის,-უთხრა ტაქსისტმაც და ფული გამოართვა.ნენემ კარი მიხურა და მის პირდაპირ მდგომი კორპუსის სადარბაზოში შევიდა. -რა გოგო ხარ,-აღფრთოვანდა მზია მისი დამნახავი,-არ მოგელოდი ასე გამომწვევად ჩაცმულს,-ეშმაკურად ჩაეღიმა.ნენემ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი -არც მე,-გაკვირვებულმა მიუგო მან,-შენი ხათრით,თორემ აქ არ ვიქნებოდი -კარგია,ისეთ ბიჭს გაგაცნობ მერე მადლობას მეტყვი რომ დამიჯერე -ვითომ?-გაეცინა ნენეს -ნამდვილად,-თავდაჯერებული ჩანდა მზია -რაში მოგეხმარო?-ჰკითხა ნენემ და მაგიდა შეათვალიერა -ყველაფერი მზადაა,ნიკაც მოვა მალე,გიგა პირველად მოდის ჩვენთან და გზა არ იცის,ამიტომ ნიკა წავიდა მოსაყვანად -როგორ აწუხებენ იუბილარ ბიჭს,-სიცილით თქვა ნენემ -რა ბიჭი მოჰყავს რომ იცოდე,მშვიდი,გაწონასწორებული,შეძლებული,დინჯი. -მუდო იქნება-უკმაყოფილოდ თქვა ქალმა და ზეთის ხილს დასწვდა -მამაკაცია,ცოტა მკაცრი,მაგრამ კეთილი,საშენოა -აი,მაგ საშენო საჩემოს ვერ ვიტან,-შეწუხებული სახე მიიღო ნენემ,-უბრალოდ გავიცნობ და მორჩა,-თქვა და სალათის თეფში ხელიდან გამოსტაცა მზიას,-მე მივიტან,-უთხრა და სამზარეულოდან მისაღებში გადაინაცვლა.უკვე უნდა დაედგა,როცა იდაყვი გაჰკრეს და ლამის დაააგდებინეს თეფში.გაბრაზებულმა ძლივს მიუჩინა ადგილი სალათს -მაპატიეთ,არ მინდოდა,-სინანულით მიუგო დამნაშავემ -ფრთხილად უნდა იყოთ,-მიუბრუნდა გაღიზიანებული ქალი და მის დანახვაზე მოულოდნელობისგან წამოიკივლა,-შენ? -თქვენ ხართ?-უსიამოვნოდ იკითხა მამაკაცმა,-ხომ გითხარით,შეხვედრამდე -მე კი გითხარით მშვიდობით,-შეახსენა მანაც -ნიკას საიდან იცნობ?-თემის შეცვლას შეეცადა გიგა -ბავშვობის მეგობარია,ერთად გავიზარდეთ -საინტერესოა,ჩვენც ბავშვობის მეგობრები ვართ,წესით უნდა მახსოვდე,-უცნაური ხმით თქვა გიგამ და გაეცინა -მნიშვნელოვან ადამიანებს არ ვივიწყებ,-მიუგო ირიბი ღიმილით ნენემ -ალბათ,ნიკა გმალავდა -რისგან? -ჩემგან -რატომ?-გაკვირვებულმა შეხედა,-ყოველთვის ასეთი იყავი?-ჰკითხა სიცილით -როგორი?-დაეჭვდა გიგა -აუტანელი,-მტკიცედ უპასუხა ნენემ -არ ვყოფილვარ და არც ვიქნები,-შეღონებული ხმით უთხრა მამაკაცმა,-აქ,საჩხუბრად არ მოვსულვარ,ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეა და მინდა დრო გავატარო -მე კი შენ არ გელოდი,თორემ არ მოვიდოდი -ჩემ გამო არ მოხვიდოდი?-უცაბედმა აზრებმა გაუელვა გონებაში და ნასიამოვნებს ჩაეღიმა,-რა პატივია -მე თუ მკითხავ,სულაც არა,შენი ნახვა არ გამიხარდებოდა და არც ახლა აღვტაცებულვარ,ნიკას ვცემ პატივს,სულ ესაა,-გიგას ეშმაკურად ჩაეღიმა და ერთიანად აკანკალებული ნენე აათვალიერა,მზერა მის ყელს გაუსწორა და აღგზნებულმა ნერწყვის დიდი ბურთულა გადაყლაპა.ქალმა იგრძნო მისი ურცხვი მზერა და ხელის გული კისერზე მიიფარა,მერე უკან დაიხია და სამზარეულოში გულაჩქარებული შევიდა -რა მოგივიდა ნენე?-ნიჟარასთან უცებ მივარდნილს ჰკითხა მზიამ.ქალმა ჯერ წყალი დალია,ღრმად შეისუნთქა და მზიას მიუბრუნდა. -გიგას ვიცნობ,-ტუჩები ყურთან მიუტანა,თმა გადაუწია და უჩურჩულა.მზია გაოგნდა.დაბნეული მიაცქერდა ნენეს. -საიდან იცნობ?-ჰკითხა ინტერესით აღსავსემ -ტასოს ნაყინი უყიდა,-უკმაყოფილო სახით თქვა ქალმა -მერე?-ვერ დაკმაყოფილდა მზია,-რა სახე გაქვს?-მწყრალად მიუგო,-გაგქურდა თუ რა? -დიახ,გამქურდა,სიმშვიდე ამომაცალა სხეულიდან,ამაზე ძვირფასი რაღა უნდა წაერთმია,ყოველდღე ფეხებში მებლანდება,ხან სახლიდან გაქცეულ ტასოს მიბრუნებს,ხან ფულს მიხურდავებს,ჩემი ბრალია,ნეტა სულ არ მეთხოვა დახურდავება,-ამოიოხრა და ცარიელი ჭიქა საწურზე დადო -რა ძალიან შეიცვალე ნენე,-ნაღვლიანი ხმით თქვა მზიამ და საქმეს მიუბრუნდა,-თუ არ შეიცვლები,ძალიან ცუდ შედეგს მიიღებ,-დააყოლა და პირი მოკუმა,თითქოს სურვილი დაეკარგა მასთან საუბრის. -შენ და ლელა ჩემს შევიწროვებას ნუ ცდილობთ,დრო მჭირდება,გესმის?-ჰკითხა გაჩუმებულ ქალს,-კარგი,თუ ლაპარაკი არ გინდა გავალ,-ცრემლი ჩაუდგა თვალებში და ნაწყენი გავიდა სამზარეულოდან. -ნენე!-შემოსასვლელში იდგა,ნიკას ხმამ რომ შეაკავა,-მოდი აქ,სად მირბიხარ,არც კი მნახე,მოლოცვას რომ თავი დავანებო,-თავად მივიდა ნიკა მასთან და შემოეხვა ზურგიდან,-მომენატრე,ჩემო ხალისიანო მეგობარო,-მიუგო და ლოყაზე აკოცა -დაბადების დღეს გილოცავ,ნიკოლოზ,-მისკენ შებრუნდა ნენე და ძლიერად ჩაეხუტა მონატრებულ მეგობარს,-როგორ ხარ?-ჰკითხა მორიდებით,-ძალიან ხარ შეცვლილი,ხმით გიცანი -ხედავ,რამდენს ვაშავებთ ერთმანეთს რომ არ ვნახულობთ,-გულდაწყვეტით თქვა ნიკამ და ხელი ძველებურად გადახვია,-გახსოვს?-ჰკითხა,-ასე,გადაგდებული ბურთის მოსატანად მივდიოდით,-ნენეს თვალწინ დაუდგა,როგორ ხვევდა ხელს ნიკას რომ უმისოდ არ წასულიყო საზღვარს გაცდენილი ბურთის მოსატანად. -მახსოვს,-თქვა ოხვრით და თვითონაც გადახვია ხელი,-მაგრამ გიგას ვერ ვიხსენებ -გიგას?-გაიკვირვა ნიკამ,-რა გემახსოვრება,ყველაზე წყნარი ბავშვი იყო,ერთხელ შენც კი ეხვეწე,წამოდი ბურთით გვეთამაშეო,რადგან სტადიონთან ახლოს დაინახე,ახალი ნაყიდი ბურთით ხელში,მან კი ცივად დაგიბრუნა პასუხი და შენც გაბრაზებული წამოხვედი,მერე ხმას არ სცემდი,სანამ მის თამაშს არ წაასწარი,-თითქოს იღდგენდა კადრებს გონებაში,მაგრამ გიგა მაინც კადრს მიღმა რჩებოდა,-მან ჩვენზე უკეთ იცოდა თამაში,ამიტომ არ თამაშობდა შენთან,იმის ჩვენება არ უნდოდა რომ შენ მასზე სუსტი იყავი,ის კი ძლიერი,-ნენეს გაახსენდა რომ ყოველთვის სჯეროდა,მასზე უკეთესი მოთამაშე არ დადიოდა სოფელში. -კარგი,აღარ მინდა წარსულის გახსენება,-სთხოვა ქალმა და ნიკამაც უმალ შეწყვიტა საუბარი -მგონი,დასხდომის დროა,თორემ მოვა 5 საათი და ბაღს მოიმიზეზებ,-სიცილით შეიყვანა მისაღებში -ეგ აღარც კი მახსოვდა,-აკისკისდა ნენეც და ნიკას გამოწეულ სკამზე მოკალათდა -აქ მაინც წამოგეყვანა,ნიკა ბიძიას ძალიან მოენატრა,-სახე დაემანჭა ნიკას -არაუშავს,დრო ჯერ კიდევ არის,ხვალ გამოგვიარე და ნახე,რა დიდი პრობლემა ეგაა? -კარგი,ბაღში არ წაიყვანო,დილით დაგადგებით თავზე და მთელი დღე თქვენთან ვიქნები -როგორც გენებოს,-კმაყოფილიებით აღივსო ნენე -ფოტოგრაფობის საქმე როგორ მიდის?-ჰკითხა ნიკამ,უკვე მივიწყებული პროფესიის ასავალ-დასავალი -არ ვიცი,დღემდე ველოდები პასუხს,-გახსნებაზე მოიღუშა ნენე,-ალბათ,არ მოვეწონე,იმ ზვიადს -რა შეფასებებია,-გადაიხარხარა ნიკამ,-ზვიადი ჩანდა?-გაიმეორა მისი ნათქვამი,-მოვიდეს ერთი ვკითხო,-და ოთახში შემოსულ გიგას გაუსწორა მზერა,-რატომ ზვიადობ?-დამჯდარი არ იყო ნიკამ რომ ჰკითხა -რას ნიშნავს ეგ?-გაკვირვებული დარჩა გიგა -შენ ხომ მიიღე ბევრი საკონკურსო ფოტო,რაუყავი?-ნენეს ლამის ლუკმა გადასცდა,კონკურსის ორგანიზატორიც გიგა ყოფილა,მისი ბავშვობის აუტანელი მეზობელიც და ტასოს მპოვნელიც.ქალი ლამის ჭკუიდან გადავიდა. -ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ,-მკაცრი ხმით თქვა გიგამ -სხვაც არ მოველოდი,-ჩაილაპარაკა ნენემ -მომეწონა! -რა? -ფოტო!,-ისევ მოკლედ უპასუხა -დიდი მიღწევა მქონია,შენ თუ ჩემი ფოტო მოგეწონა,-ცინიკურად ჩაიღიმა ნენემ -დიახ!-სიტყვაძუნწობას აგრძელებდა გიგა -ჯობია დავლიო,თორემ თქვენ რომ გიყურებთ გული ცუდად მიხდება,-წითელი ღვინო ჩამოასხა ჭიქებში.ნენემ ჭიქა მომიმარჯვა და ნიკა დალოცა. -რატომ გინდა ფოტოგრაფობა?-ჰკითხა მოულოდნელად გიგამ,როცა უკვე დალოცა მანაც ნიკა და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა.ნენე გაოცებული მიაცქერდა გიგას და ძლივს გადაყლაპა ლუკმა -იმიტომ,-გამოიყენა გიგას ჩვეული ხერხი და მოკლედ უპასუხა -იმიტომ პასუხი არ არის!-ხმა გაიმკაცრა და წარბებშეჭმუხვნით მიუგო ნენეს,-თუ გინდა კონკურსში გამარჯვება,ამ მარტივ კითხვას უნდა გასცე პასუხი,რა თქმა უნდა,მიკერძოებული არ ვიქნები და ვინც უკეთეს შედეგს მაჩვენებს მას მივანიჭებ უპირატესობას,მაგრამ მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს შენს ახირებას -ფოტოგრაფია ახირება არაა!-სიბრაზისგან ღაწვებზე სიწითლე შეერია და დაბნეულმა ხელები მიიდო,-სურვილია,რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელო, სხვაგვარად ვერ ვიქნები სრულყოფილი,-სიმწრის ღიმილი გაუკრთა ბაგეზე.გიგამ ჩაიცინა,მარჯვენა მტევანი მაგიდაზე დადო და თითები უცნაურად აათამაშა,შემდეგ გაოცებული ნენეს დააკვირდა.აშკარად არ მოელოდა მისგან,ასეთ მომხიბვლელ პასუხს.ნენე უხერხულად შეიშმუშნა გიგას მზერისგან შეწუხებული და სკამიდან წამოდგა,-ტასოს გამოყვანის დროა,-ძლივს გასაგონად თქვა მან -შენმა ქმარმა გამოიყვანოს,-გიგას ნათქვამმა ქარიშხალივით დაუარა მთელ სხეულზე ნენეს და ერთიანად მოწოლილი ტკივილისგან წაბარბაცდა. -გიგა,-წამოდგა ნიკა და ნენეს ხელი შეაშველა.ნენე გონს მოეგო და სიბრალულით შეხედა გიგას. -მან არაფერი იცის,არაუშავს,-მიუგო ნიკას,-წავალ მე,-მშვიდად თქვა და მეგობარს გადაეხვია -რა ვთქვი ცუდად?-ვეღარ მოისვენა სკამზე გიგამაც -ქმარი არ მყავს,-ხმის კანკალით უთხრა ნენემ -გაშორდი?-დაინტერესდა იგი -გარდაიცვალა!-ერთ სიტყვას მთელი ტკივილი ამოაყოლა ქალმა.გიგა შედგა,სილაღით აღსავსე თვალები დარდით და სიბრალულით ამოევსო. -ვწუხვარ!-შეეცადა გულწრფელად,რბილად ეთქვა თავისი უხეში ხმის მიუხედავად -მადლობ,-გადაუხადა ნენემ და ნიკას ჩამოსცილდა -მეც გავდივარ,წამოვალ ბაღში,-უეცრად გაუმჟღავნა სურვილი გიგამ.ნენეს ხმის ამოღების ძალა აღარ შესწევდა და მძიმედ დაუქნია თავი.ორივე დაემშვიდობა მზიას და ნიკას,გულდაწყვეტილი და სახლიდან გავიდნენ. გიგა მანქანის მოსაყვანად წავიდა,მოშორებით,ნენე კი სადარბაზოს წინ იდგა და უცდიდა. -შეგიძლია მომიყვე?-უკვე მანქანაში ისხდნენ,გიგა რომ მიუბრუნდა და ჰკითხა -რა?-გაკვირვებით შეუბრუნა კითხვა ნენემ -შენს ქმარზე,-უხერხულად შეიშმუშნა გიგა,თან ძალიან აინტერესებდა ნენეს ქმრის ბედი,თან ეშინოდა ქალის რეაქციის -რატომ დაინტერესდი?-აღელვდა ნენე -თუ არ გინდა ნუ მომიყვები,-შეატყო,ქალი ანერვიულდა -ავარიის შედეგად გარდაიცვალა,-გახსენებაზე ეკლებმა დააყარა და ტუჩებიც აუკანკალდა,-ნაწვიმი იყო,სამსახურიდან ბრუნდებოდა,მაშინ ტასო 1 წლის იყო,-ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე,რომ გიგას აზრის გამოტანა შესძლებოდა,-შუა გზაზე მანქანა გაუფუჭდა,გვიანი იყო უკვე,ძლიერი წვიმის გამო ხილვადობა გაუარესდა,სანდრო ცდილობდა მანქანის დაძვრას,როცა მის უკან მომავალი მანქანა მოსრიალდა და მთელი სიმძლავრით შეასკდა ჩემი ქმრის მანქანას.ორივე ადგილზე გარდაიცვალა. -სამწუხაროა,-ოხვრით თქვა გიგამ,-უკვე მესმის რატომ ხარ ასეთი უხეში,-გაღიმებას შეეცადა,-ერთი რამ იცოდე,რთული ეტაპები ყველა ადამიანის ცხოვრებაშია,მაგრამ ჩენ უნდა ვიყოთ სათანადოთ ძლიერები რომ შევძლოთ სირთულეების გადავლა,არასოდეს თქვა არ შემიძლია,თქვი რომ შეგიძლია,მაგრამ ამისთვის დრო გჭირდება,თუკი არ ეცდები დაამარცხო ტკივილი,ის უფრო მეტად გაიდგამს შენს სხეულში ფესვებს,ტკივილს უყვარს,როცა ნიადაგი მყიფეა,ეს მას ეხმარება გაძლიერებაში,შენ კი თანდათან უფრო სუსტდები და მერე ყველაზე დაუცველ არსებად გადაიქცევი,-თითქოს მოეშვა,ღრმად შეისუნთქა და დამშვვიდებული გადაწვა საზურგეზე,გიგას ნათქვამმა მასზე იქონია ზეგავლენა,-თუ შენს თავში ჯერ არ გიპოვია სიძლიერე,გაუმკლავდე უარყოფითს,მაშინ ძებნა დაიწყე ამ წამსვე!-მომხოვნი ხმა გაუხდა გიგას. -არ ვიცი რა გითხრა,-ჩაილაპარაკა ნენემ,-შენგან ასეთ თანაგრძნობას არ მოველოდი,-თითქოს გაეღიმაო,მაგრამ მალევე მწარედ მოკუმა პირი -ნურაფერს მეტყვი,მე ვიგებ ყველა ადამიანის ტკივილი,მაგრამ ერთია,როცა გესმის და მეორე,როცა გრძნობ -ამ შემთხვევაში როგორ არის?-წამოიწია,სადამდეც ღვედმა გაუშვა -ვგრძნობ,-მიუგო გიგამ,-და როცა ასე ხდება,სიტყვები თავისით მოდის,დაფიქრების და ძალდატანების გარეშე -ვერ ვიტან ფიქრებს,-შეღონებული სახით თქვა ნენემ -უნდა იფიქრო,აუცილებელია,მაგრამ ჭარბად არა რომ თავი უარესად იგრძნო,იფიქრე მაშინ,როცა ამის საბაბი არსებობს,სხვა დანარჩენისთვის გონება არ დაიღალო -რა უცებ შეიცვალე? -თუ შენ გამიცანი რეალურად?-გულიანად გაიცინა გიგამ -რავიცი რომ რეალობაა,-თქვა ნენემ -არ ვამხელ რომ კეთილი ვარ,მერე ყველას ჩემი სიკეთის გამოყენება მოუნდება,ჯობია ვიყო ბოროტი რომ ნაკლებად უნდოდეთ ჩემთან ურთიერთობა -გამოგდის,თითქოს შენი ბუნებრივი ქცევაა,იყო ის რაც რეალობას არ შეესაბამება -ოსტატი ვარ! -დიახ,მსახიობობის,მაგრამ ფოტოგრაფი ხარ,პროფესია უნდა შეიცვალო -გგონია,ოსტატობა ფოტოგრაფს არ სჭირდება? ვგონებ უფრო მეტი ვიდრე მსახიობია,სურათს რომ იღებ უნდა შეეწყო იმ გარემოს,სადაც ამას აკეთებ,სხვანაირად არაფერი გამოვა,ქამელეონივით უნდა იცვალო კანი,ცხოვრებას არ უყვარს ერთფეროვნება. -ოსტატი ქამელეონი,დღეიდან ასე გერქმევა,-ბავშვურად დაყოლა სიცილი გახალისებულმა. * * * -ტასო რატომ გარბიხარ?-ძლივს წამოეწია ნენე გოგონას -გიგა ბიძიას მინდა ჩავეხუტო,-მის დანახვაზე გახარებული გაიქცა ოთახიდან და შემოეხვია.გიგამ ხელში აიყვანა და ძლიერად ჩაიხუტა,ტასო გაიტრუნა და თავი მხარზე დაადო,-ლა თილი ხარ ბიძიკო,-უთხრა გოგონამ და კისერში აკოცა,-იქნები ცემი მამიკო?-ტასოს კითხვამ გიგა გააფითრა,დაბნეულმა შეხედა ნენეს და ძლივს ამოღო ხმა.ტასო მის პასუხს სულმოუთქმელად ელოდა. -არ გშია? მე ძალიან,-ძირს ჩამოსვა და ხელი მუცელზე მიიდო,-ჩემი მუცელი უკვე ხმებს გამოსცემს შენი არა?,-დაიხარა და მერე ხელის გული ტასოს მუცელს მიადო,-ნახე როგორი მოწყენილია,წამოდი ვაჭამოთ,-ხელი მოჰკიდა მან.ნენე მასწავლებლებს დაემშვიდობა და უკვე გასულ გიგას და ტასოს წამოეწია. -სად მიიჩქარით?-ჰკითხა მათ -პამანზე,-ამაყად მიუგო ტასომ და გიგას ახედა -პაემანზე?-გაოცებული სახით ჰკითხა ნენემ და სიცილი აუტყდა -კი,ლატო გაიკვილვე,სენ არ მიკვები ცოლად და მე გავკები,-მის მეტიჩარა საუბარზე ორივე გულიანად იციოდა,გოგონა კი დაბნეული ვეღარ ამბობდა ბოლომდე რა უნდოდა. -გვაპატიე,ჩემო სულელო გოგო,-მოუბოდიშა ნენემ მის ნათქვამს რომ დასცინეს. -გატატიე,-გულუბრყვილოდ მიუგო ტასომ -ოხ,ეს ბავშვები,-ღიმილმოუშორებლად თქვა გიგამ და გოგონას ლოყაზე უჩმიტა -სასწაული თუ გინდა,მაგის ნათქვამი რომ ჩავიწერო,იუმორის დიდი კრებული მექნება -აბა,აბა,-დაეთანხმა მამაკაცი და გაუცნობიერებლად გადახვია ხელი ნენეს მხარზე ხელი. -უკაცრავად,-როცა გააცნობიერა საკუთარი საქციელი,სანამ ნენე რამეს იტყოდა,უმალ მოაცილა ხელი და კარგადაც ჩამოშორდა.ნენეს ჩაეღიმა გიგას საქციელზე,აპირებდა კიდეც რამე ეთქვა,მაგრამ გადაიფიქრა. -ჯობია ავჩქარდეთ,თორემ ზეცა ცუდად იყურება,-თქვა მან და ნაბიჯს აუჩქარა -როგორ იყურება ზეცა?-მის ნათქვამზე გულიანად გადაიხარხარა გიგამ და მანქანის კარი გამოუღო -ცუდად,-უპასუხა ნენემ და ტასოსთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა -რა უცნაური ხარ,-ჩაილაპარაკა გიგამ და საჭესთან დაჯდა -რამე მითხარი?-ჰკითხა დაბნეულმა -არა,არაფერი,ტასოს რა უყვარს?-სარკიდანნ დააკვირდა მათ,-რას შეჭამს? -ჰამბულგელი მინდა დე,-კაბაზე მოჰკიდა ნენეს და ჩამოქაჩა,-მაკდოლანდსი წამიკან? -არა,-ხელი გააშვებინა გაბრაზებულმა,-რა დროს მაკდონალცია -იცოდე,გაგეპუტები,-ხელები გადააჯვარედინა და გაბუსხული კუთხეში მიჩოჩდა -მართალი ხარ,თუ არ მორჩები გაიპუტები -ალ მესინია,-მიუგო და ენა გამოუყო -ტასო,ძალიან ცუდად იქცევი,-გაგულისდა ნენე,-თუ არ გაჩერდები გიგა ბიძია მანქანიდან გადაგვყრის და ფეხით მოგიწევს სახლში წასვლა,-ტასოს მისი მუქარის სულაც არ ეშინოდა,გიგასკენ გადაიწია და ხელები კისერზე შემოხვია,მერე შუბლი ზედ მიაბჯინა და თავისთვის ჩაიბუტბუტა:“მამიკო წამიკანს“. -ნენე,ტყუილად ბრაზობ,თუ ტასოს მაკდონალცში უნდა წავიყვან,მე არ მაქვს არანაირი პრობლემა,-სიცილით თქვა და ტასოსკენ მიტრიალდა რომ ეკოცნა -ტუტუცია,ყველაფერი თუ შევუსრულე ძალიან გათავხედდება -კარგი რა,პატარაა და ახლა უხარია მაკდონალცი,თორემ რომ წამოიზრდება და გაუჩნდება პრობლემები,სულ გადაავიწყდება,უფრო მეტიც,გახედვაც არ მოუნდება,რადგან თავით ფეხებამდე იქნება ჩარგული -დედას ნუ უსმენ,წამიკანე ლა,-ბუტბუით უთხრა ტასომ გიგას და კისერში აკოცა -ტასო,მომისმინე,-არ ნებდებოდა ნენე,-სახლში წავიდეთ და პიცა გავაკეთოთ,შენ ხომ პიცა უფრო გიყვარს,-ტასოს დაყოლიებას შეეცადა.გოგონა ერთხანს ჩაყუჩდა,მერე გონებაში წარმოიდგინა სად უფრო აჯობებდა და ნენეს მიუბრუნდა. -კარგი,თუ სენ,ძია და მე ერთად გავატეტებთ პიცას,-სერიოზული სახე დაიჭირა ტასომ -მე და შენ გავაკეთებთ,ტასო,გიგა ძია სახლში უნდა წავიდეს -რატო,ჩვენს სახლში არ დარცება?-გაუკვირდა გოგონას,-დარცეს რა,-თვალებამღვრეულმა სთხოვა ნენეს -არა,დე,საქმეები აქვს და ჩვენ ვაცდენთ -მე მინდა რომ მე და გიგა ბიძიამ გამოვაცქოთ პიცა,-ტაში შემოჰკრა,თითქოს ბრძანება გასცა -დიდი სიამოვნებით,-ჩაერია გიგა,-სამივე ერთად ძალიან გემრიელ პიცას გავაკეთებთ,-ტასო კმაყოფილი იყო,ნენე კი დაბნეული. -ხომ ვთქვი მეტიჩარაა-მეთქი,-თქვა ქალმა უხერხულად -ზედმეტად სერიოზული ხარ,-მიუგო გიგამ და ღვედი შეისწორა,-საერთოდ არაფერი რომ არ უნდოდეს მერე იტყოდი უჭმელია-ო,ხოდა შეეცადე შეუსრულო ყველაფერი ნორმის ფარგლებში,რათა თავი ცუდად არ იგრძნოს -გაწუხებთ ძალიან -მე არ ვწუხდები,პირიქით,მიყვარს,როცა ადამიანებს ჩემს გვერდით ყოფნა სიამოვნებთ,განსაკუთრებით პატარებს,მათ ხომ ყველასთან ყოფნა არ შეუძლიათ,ესეიგი მე ტასუნასთვის გამორჩეული ადამიანი ვარ -ალბათ,-დაეთანხმა ნენე -შენ ის ნენე ხარ?-ჰკითხა მოულოდნელად გიგამ და სარკეში დააკვირდა,-დიდად არ შეცვლილხარ -როგორც ჩანს წარსულიდან ხარ გადმომხტარი,-სიცილით მიუგო ქალმა,-არ წარმომედგინა,შენ თუ ის გულცივი და ჩუმი გიგა რომ ყოფილხარ -სულ არ ვიყავი ჩუმი,თქვენ თამაშობდით უჩემოდ,-შეუსწორა ნათქვამი -შენ არ გვკადრულობდი -როგორ არა,უბრალოდ რომ წაგეგო მცემდი -მოიცა,ასეთი ქაჯი ვიყავი?-გაოცებისგან პირი დააღო -სასწაული,-ხარხარით თქვა გიგამ,-შენი ნაცემი ჩემი გვერდითა მეზობელი რომ დავინახე,იმ წამს დავიფიცე რომ შენ არასოდეს გაგეკარებოდი,მაგრამ ფიცმა არ გასჭრა -ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ,-დაამშვიდა გაბადრული მზერით ნენემ,კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავით -ძლივს დაგტყვია ქალობა,აღარ მეშინია,-მშვიდად თქვა მამაკაცმა.ნენე გაირინდა. *** -ფრთხილად,ფქვილი!-მიუხედავად იმისა რომ ნენემ გააფრთხილა გიგა,ტასოს გაქნეული შეკვრა მაინც შეეყარა სახეში და გადათეთრდა.მისი შემხედვარე ტასო გულიანად აკისკისდა,აღარც ნენეს მოერიდა და ძლივს სულმოთქმულ გიგას მათი სიცილი მკაფიოდ გაიგო. -ნენე,-მიმართა გართულ ქალს,-უფქვილოდ არ მომწონხარ,-უთხრა და ერთი მუჭა მასაც შეაყარა -სულ ტასოს ბრალია,-ფქვილიანი სახით დაუწყეს კოცნა სახეზე გოგონას და სამივე გვარიანად დაისვარა. -პიცისთვის აღარ დარჩა,-შეწუხებით თქვა ნენემ -ჩავალ და ვიყიდი,-დაამშვიდა გიგამ -არ გინდა,რაც დარჩა იმით გამოვა რაღაც,-შეაკავა ქალმა -თუ დამფერთხავ გამოვა ალბათ,-სიცილი დააყოლა ნათქვამს -მოდი,დაგფერთხავ,-საბერტყი მოიმარჯა უცებ -ხელით,გეთაყვა,-დაარიგა გიგამ -როგორ შეგეხოთ?-გაუკვირდა ნენეს,-თქვენო უფქვილესობავ,განა მაქვს უფლება საკუთარი ხელით შევეხო თქვენს სამოსს -როგორ გეკადრებათ,ეს მხოლოდ სამოსია,მის შიგნით ვერ შეაღწევთ,სამწუხაროდ,-ირიბად გაუღიმა გიგამ -სურვილი არ მაქვს!-გამოკვეთილად წარმოთქვა ნენემ -მჯერა! -ძალიან კარგი,შევუდგეთ კულინარიას? -შევუდგეთ! ტასო სულმოუთმენლად ელოდა,როდის გამოცხვებოდა პიცა,სულ დასტრიალებდა ღუმელს,სადაც მზადდებოდა. -ცუდი არ უნდა იყოს,-მისავათებული მიწვა დივანზე ნენე და ხელები ცარიელ მუცელზე დაიწყო,შიმშილს უკვე ისიც გრძნობდა,-კარგი სუნი დადგა,-დააყოლა კმაყოფილმა და გახედა. -მე კარგ კულინარობას ვერ დავიჩემებ,მაგრამ როცა ვაკეთებ კარგად გამომდის,-მოშორებით ჩამოჯდა და საზურგეს მიეყრდნო გიგაც,ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები ჭერს მიაპყრო,-იმდენად იშვიათად მიწევს კეთება,რომ ხან მიკვირს,კიდევ რომ შემიშლია რამე გავაკეთო -თავს დიდად არ ვიწუხებ,არ მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი -რატომ მერე,ქალს გემრიელი ხელი უნდა ჰქონდეს,-წამოწია მოდუნებული კისერი და ალმაცერად შეხედა ნენეს -ჩემს ხელს არავინ მოითხოვს შესაჭმელად,ასე რომ სულ არაა საჭირო,მქონდეს გემრიელი,-დაზძინა ქალმა და ხელი დაინიავა სახეზე -მთავარია,საჭმელს როგორს გააკეთებ,სხვა დანარჩენი არავის აინტერესებს,ბებია მყავდა სასწაული,ჭამით ვერ გაძღებოდი,სულ გენდომებოდა მისი ნახელავი გეჭამა,-გახსენებაზე მადიანად გადაყლაპა ნერწყვები,-რა კარგი იყო სოფელში ჩასვლა,მარტო ამად ღირდა,ახლა კი სად წავიდე,ვისთან,ან რატომ?-ამოიოხრა,-ყველაფერი გაუბრალოვდა მისი დაღუპვის მერე -ამხელა მადის მქონე დადიხარ უცოლო?-აღტაცებული დარჩა ნენე -ნახევარი თბილისი უმადოა,თუ მიპოვი ქალს,რომელსაც ჭამა ეყვარება და გემრიელ კერძებს მომიმზადებს გამირიგე,-სიცილით თქვა გიგამ,-ოღონდ,ამას არ გამოაკლო მისი შინაგანი და გარეგანი სილამაზე,მხოლოდ დიასახლისი კიარა,ძალიან კარგი ქალი მინდა ცოლად,-გადაუშალა თავისი სურვილები -შევეცდები თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილო,-სერიოზული სახით მიუგო ნენემ და პიცის სანახავად წამოდგა. -დე,პიცა გამოცხა?-ჰკითხა ნერწყვების ყლაპვით და ლოდიით დაღლილმა ტასომ ქალს,რომელიც ამოწმებდა პიცას -მგონი მზადაა,-გამორთო ღუმელი და ცხელ-ცხელი პიცა გადმოიღო ფოდნოსზე -რა მადისაღმძვრელად გამოიყურება,ვიღაცას მაგონებს,-მათთან მივიდა გიგა და დაჭრის პროცესს დააკვირდა.ყველანაირად ეცადა,რომ რვა ნაჭრიანი,ცხრა ნაჭრიანად ექცია,ბოლოს ერთმანეთი რომ არ დაეჭამათ და სამივე კმაყოფილი დარჩენილიყო. ნენემ მაგიდის გაშლა დაიწყო,გიგამ პიცა შუაგულში ჩადგა,ქალმა კი თეფშები შემოუწყო,ჭიქებიც მიაყოლა წვენისთვის. -ესეც ასე,-კმაყოფილმა დახედა მწირ,მაგრამ გემრიელ სუფრას გიგამ და ტასო სკამზე დასვა,-მე დესერტს ამოვიტან,კარგი?-უჩურჩულა გოგონას და წავიდა,ისე რომ ნენესთვის არაფერი უთქვამს,ქალმა ვერც გაიგო,რა დროს გავიდა გიგა სახლიდან. -სად წავიდა?-მაგიდას რომ მიუბრუნდა და გიგა ვერ დაინახა ტასოს ჰკითხა -სახსი,-უპასუხა გოგონამ და პიცის ნაჭერი აიღო.ნენე გაოგნდა,დაბნეული ჩამოჯდა ტასოს გვერდით და ცარიელ თეფშს დააშტერდა. -პიცა არ უნდოდა? -ალ მიკვალს მე პიცაო,-აუხსნა ტასომ -რატომ არ მითხრა რომ მიდიოდა? -კიდევ გინდა ლო მოვიდეს?-ინტერესით მიაცქერდა დედამისს,-დაულეკე და მოვა -ნომერი არ მაქვს,არაუშავს,შენ შეჭამე მე ახლავე მოვალ,-მაგიდიდან წამოდგა და საძინებელ ოთახში შევიდა.თითქოს ძალიან შიოდა,მაგრამ მადა დაეკარგა,უხასიათოდ მიწვა საწოლზე და თვალები დახუჭა -დედა!-ტასოს დაძახილზე წამოყო თავი და წამოდგა,-ლატო გაიბუტე,-მიუცუცქდა ტასო ნენეს და თავი მის კალთაში ჩარგო -დაასრულე ჭამა?-ჰკითხა ქალმა -ალა,-უპასუხა გოგონამ და ხელი მოჰკიდა,-წამო,გიგა ძიამ დესელტი მოიტანა,-ნენე გაოგნდა,მერე გაბრაზდა,ძალიან მოუნდა ტასოს მიტყეპვა ,მაგრამ მერე გადაუარა,რადგან ნათქვამი ტყუილი აღმოჩნდა და ამით გამოწვეულმა სიხარულმა გადაფარა სიბრაზე. -რატომ მომატყუე?-როცა სამზარეულოში გავიდნენ ჰკითხა ნენემ -რა მოგატყუა?-ჩაერია გიგა -ის,რომ შენ სახლში წახვედი,-უპასუხა ნენემ და ტასოს მიუბრუნდა,-კიდევ თუ მომატყუებ,ძალიან გეჩხუბები,-თითი დაუქნია სახესთან -მერე ამაზე გაბრაზდი,წესით უნდა გაგხარდებოდა,-ქალი წამოწითლა,დაბნეულმა გაიარა გიგას გვერძე და მაგიდასთან ჩამოჯდა -პიცა გაცივდება,მოდით,ვჭამოთ,-თქვა და ერთი ნაჭერი თეფშზე გადმოიღო.გიგა და ტასოც დასხდნენ და სამივე შეექცა. -საოცრად გემრიელია,-თვალების ლულვით და ნასიამოვნები სახით თქვა გიგამ -მართლაც,-დაეთანხმა ნენე და კმაყოფილმა გააგრძელა მეორე ნაჭრის მირთმევა. -მგონი,მხოლოდ ქალი კიარ უნდა ტრიალებდეს სახლში,იმისთვის რომ გემრიელი კერძი გამოვიდეს,არამედ მთელი ოჯახი,სასაცილოა არა,ეს მართლაც სრულყოფილებაა. -მართლაც სასაცილოა,როცა ერთ ადამიანს შეუძლია კარგად გააკეთოს სხვა რაღა საჭიროა -საჭიროა,რადგან კერძში მეტი სიყვარული იქნება ჩადებული და მცირე ლუკმაც კი დაანაყრებს -შენს ცოლს დაეხმარები? -რა თქმა უნდა,თუ მას არ ექნება პრეტენზია,თუ უნდა სულ ნუ გააკეთებს,ყველაფერი მე მომანდოს,მინდა რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს და არ ვაპირებ მის დაღლას საჭმლის კეთებასა ან დალაგებაში,თუმცა სულ არ მოვადუნებ,-გაეცინა,-იმის თქმა მინდა რომ,როცა ის იქნება ძალიან დაღლილი,მე შევეცდები ვიზრუნო მასზე,დავავიწყო მძიმე დღე და დავასვენო,მგონი ამისთვის დამჭირდება ქალი,რომელიც ძალიან მეყვარება,სხვა არაფერი. -დიდი უცნაური ვინმე ხარ,-სიცილით თქვა ნენემ,-რა სურვილები გქონია,აუცილებლად უნდა დაწერო განცხადება და დამერწმუნე დაგესევიან გოგოები -რატო,თაფლი ვარ?-სერიოზულად უნდოდა ეკიტხა,მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა ტუჩის კუთხეში -თაფლი ხარ,აბა რა ხარ,-მიუგო ქალმა,-ისეთი მზრუნველობა გამოავლინე მეც კი პირღია დამტოვე -შენი ქმარი არ იყო მზრუნველი?-ჰკითხა და ინტერესით მიაცქერდა მის ტუჩებს -ჩემი ქმარი?-კითხვა გაიმეორა დაბნეულმა ნენემ -კი,შენი ქმარი,-უპასუხა გიგამ და ქალის შემყურემ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი. -კი,-ყოყმანით მიუგო ნენემ -რა დაურწმუნებლად ამბობ,რამდენი წელი იყავით ერთად? -3წელი,დარწმუნებული ვარ,მაგრამ იცი როგორი ადამიანი იყო,ჩაკეტილი,საკუთარ გრძნობებზე არასოდეს ულაპარაკია,ქმედებით ცდილობდა ეგრძნობინებინა რომ ძალიან ვუყვარდი,თუმცა ხშირად ქმედებაზე მეტი საყვარელი ადამიანის საუბარია,გამოგიტყდები და ნამდვილად მაკლდა მასთან განმარტოებით საუბარი,ყოველთვის სადღაც იყო -დღემდე გიყვარს?-საბოლოოდ ჰკითხა ის,რაც ძალიან აინტერესებდა და ფიქრებს უღრღნიდა -კი,მიყვარს და მგონი რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდება -ვაი და მოხდა შემთხვევა -რა შემთხვევა?-ტასო ჩუმად წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა. -იპოვე ადამიანი,რომელმაც შენი ქმარი დაგავიწყა -ასე არ მოხდება,-კატეგორიული ხმით თქვა ნენემ,-მერე რა რომ ცოცხალი აღარაა,ჩვენთან არაა უბრალოდ,სხვაგან გადაცხოვრდა,სადაც ადრე თუ გვიან მეც წავალ,როგორ შევძლო მისი გადაყვარება,მაშინ არც მყვარებია -იქნებ,არც გყვარებია,-ხელი მისკენ გააჩოჩა გიგამ,ფრთხილად,აუჩქარებლად დაადო მტევანზე და გაუღიმა.ნენე შეკრთა,მთელ სახეზე ალმური მოედო,ცივად გასწია ხელი და წამოდგა,-ბოდიში,-მიუგო გიგამ მორიდებით და თვითონაც წამოდგა,განერვიულებულ ქალს მიუახლოვდა და ხელი მხარზე შეახო -ნუ მეხები,-სიბრაზით წარმოთქვა ნენემ და ისევ მოიცილა მისი ხელი,რომელიც მთელ კანს უწვავდა. -არ გყვარებია,-დაასკვნა გიგამ და გვერდით დაუდგა,-რატომ კანკალებ?-ჰკითხა მან -ძალიან გთხოვ,შენი აზრები შენვის შეინახე,-ცივად მიუგო ნენემ -ბოდიში,წავალ მე,-უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით,-ძალიან დიდი ხანი გავიდა,გადავამეტე შენთან ყოფნის დროს -ჩემთან ყოფნის დრო განსაზღვრე? -დიახ,მხოლოდ 5წუთი,მაგრამ მთელ დღედ გადაიქცა -არავინ გეხვეწებოდა! -ტასო ბევრს ნიშნავს ჩემთვის -ის შენთვის არავინაა! -დიახ,ვიცი,მაგრამ ძალიან შემიყვარდა,მიკრძალავ?-გაკვირვებულმა ჰკითხა და ზურგი აქცია,უკვე კართან იდგა. -იშვიათად შეგიძლია ნახო,მაშინ,როცა მე მასთან არ ვიქნები,-მომთხოვნი ხმა ჰქონდა ნენეს -მეგონა ყველაფერი შეიცვალა,-დანანებით თქვა გიგამ და კარი გააღო -მეც,-ბრაზით მიუგო ნენემ -რამე ცუდად გავაკეთე?-შეყოვნდა ზღურბლზე -კარგად!-მშვიდად დაემშვიდობა ნენე -ნახვამდის,-თბილად მიუგო გიგამ და ზღურბლს გასცდა.ქალმა კარი მიხურა და ოთახში შევიდა.ტასოს თამაშით გართულს,მის საწოლზე ჩასძინებოდა.ფეხაკრეფით მიუახლოვდა,გოგონა ხელში აიყვანა და მის საწოლში ჩააწვინა. *** რატომღაც მანქანით წასვლა გადაიფიქრა,ნენეს კორპუსთან დატოვა და ფეხით დაუყვა დაღმართს,რომელიც ქვაფენილით იყო მოპირკეთებული.ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ისე მიდიოდა,თითქოს სადარდებელი არაფერი ჰქონდა,თუმცა როგორ არა,ნახევარ-ძმის პოვნაში მთელი ქვეყანა შემოიარა,მაგრამ მაინც ვერ მიაგნო.გონებას იმაზე ფიქრი,თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ძმა,აღარ შესწევდა. -გიგა!-დაუძახა,მოშორებით,ტროტუარზე მდგარმა მამაკაცმა და გზა გადაკვეთა -შენ აქ რა გინდა?-ჰკითხა გაკვირვებულმა და გადაეხვია -საკუთარ შვილს ქუჩაში თუ ვნახავ,თორემ ისე სახლში არ მოდიხარ,-უკმაყოფილო ხმით მიუგო მამაკაცმა გიგას -მიზეზი მითხარი რომ მოვიდე და მოვალ -მშობელთან მისვლას მიზეზი უნდა?-გაოცდა მამამისი -დიახ,როცა დედა ცალკეა გათხოვილი მამა კი-დაქორწინებული,მე უკვე თქვენს გუნდს აღარ ვეკუთვნი,სხვა კერა მაქვს. -ცოლი მოიყვანე? -არა,ჯერ მაგისთვის არ მცხელა,შენსავით არ მინდა მოვიქცე,მოვიყვანო და ჰოპ’ერთ დილას გავიღვიძო და მივხვდებო,თურმე სხვა მყვარებია. -შენს საქმეში აღარ ვერევი,მაგრამ მშობლების დავიწყება არანაირად არაა გასამართლებელი -მე ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ,ჩემი ნახევარ-ძმა მაპოვნინა,-მამაკაცმა გამომეტყველება უმალ შეცვალა და შვილს მხარზე დააყრდნო ხელი -იმის ძებნა,ვინც დიდი ხანია აქ აღარაა. . .,-დამცინავად თქვა მან -რას ნიშნავს აქ აღარაა? -დედაშენს ჰკითხე,მისი შვილი იყო -მიპასუხე,-გაღიზიანდა გიგა -არ ვიცი,ამბობენ ცოლმა მოკლა-ო -გარდაიცვალა? -ხო. . .,-დავზარი დასცა მამამისის ნათქვამმა,მუხლები აუკანკალდა და ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე.ტკივილისგან გულ-მკერდი შეეკუმშა. *** -გიგა ძია კიდე მოვა?-ჰკითხა საწოლში შემძვრალმა ტასომ ნენეს და ხელები საბნის ზემოდან დააწყო. -არ ვიცი,ტასო,დაიძინე!-მკაცრი ხმით მიუგო ნენემ და საბანი შეუსწორა -გაებუტე?-მოუსვენრად ცქმუტავდა გოგონა -ძილინებისა,-უთხრა ქალმა,ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.ტასო ბუზღუნით გადაბრუნდა და დაძინება სცადა. ნენე შხაპის მისაღებად აბაზანაში შევიდა.დამღლელი დღის შემდეგ სრული ნეტარებაა წყლის ქვეშე დგომა.ქოქოსის სურნელით გაჟღენთილი თმა და სხეული.გაბრუებულ ქალს ლამის მიეძინოს აბაზანაში.დამშვიდებული ასრულებს შხაპს და სველ ტანზე პირსახოცს იხვევს.თმას იჩეჩს და მხრებზე დაფენილს იწურავს.ლასლასით შედის მისაღებში და დივანზე წვება,თვალებს ხუჭავს და სწყდება ყველაფერს. რამდენიმე ხანი ასე გრძელდება,ქალი თითქმის მშვიდდებოდა კარის ხმა რომ გაისმა. ბუზღუნით წამოდგა და გასაღებად მივიდა -რომელი ხარ? -გიგა ვარ!- -ერთი წუთით,-გაოგნებული ძლივს გაინძრა,ოთახში შევარდა და რაც ხელთ მოხვდა გადაიცვა.მუქი ბორდოსფერი საზაფხულო სარაფანი. -ბოდიში,-ნენეს დანახვაზე გიგა შეცბა,ხმის კანკალით უთხრა,-ძილინებისა,-და უკან მიბრუნდა -არაუშავს,რამე მოხდა?-ჰკითხა ქალმა -შეიძლება შემოვიდე?-ნენეს ძალიან ეუცნაურა გიგას საქციელი -კი,-ნებართვა მისცა და მამაკაციც თავისუფლად შევიდა სახლში,-რა მოხდა? -ბოდიში,ასეთ დროს არ უნდა მოვსულიყავი,უბრალოდ ისეთი ამბავი გავიგე ვინმესთვის რომ არ მეთქვა გული გამისკდებოდა -რა მოხდა?-ინტერესით მიაცქერდა ნენე -ნახევარ-ძმა მყავდა და მინდოდა მეპოვნა,გამეცნო,მაგრამ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ვერ მოვახერხე,-ამოიოხრა,-ძალიან მტკივა,გაუსაძლისად,-თვალები აემღვრა,-დედაჩემის შვილი იყო მეორე ქმრისგან,დაკარგვის დღიდან ყველა ეძებდა. -როდის დაიკარგა? -13 ივნისს,მამაჩემმა მითხრა რომ ცოლმა მოკლაო,მაგრამ არ მჯერა,სტიქიის დროს დაიღუპა,-ძლივს იკავებდა გიგა ცრემლებს,ნენესი ძალიან ერიდებოდა. -გინდა?-ქალმა ძალიან განიცადა მისი ამბავი -რა?-დაიბნა გიგა -ტირილი,-უპასუხა ნენემ მშვიდი ხმით -არა.. მე...,-დაიბნა გიგა -შეგიძლია ჩამეხუტო და იტირო,-თამამად მიუგო ნენემ და ხელები გაშალა.გიგა გაოგნებული შეჰყურებდა ქალს და ნაბიჯს ვერ დგამდა რომ მისულიყო და ჩახუტებოდა,-მოდი,არაფერია,-მიუგო ნენემ.გიგა კანკალს აეტანა. -ჩემ გამო?-ჩაილაპარაკა მან -არაუშავს,-ურყევი იყო ნენე.გიგა მიუახლოვდა,ცახცახით შემოხვია წელზე ხელები და თავი მხარზე,როგორც კი დაადო მისი თმების სურნელით გაბრუებულმა ტირილიც ვეღარ შეძლო.ქალის სხეულმა ერთიანად მოადუნა და თვალები დახუჭა,-კარგად ხარ?-ჰკითხა ნენემ -ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ,-ლუღლუღით უპასუხა გიგამ და თამამად ჩარგო ნესტოები ნენეს სველ თმაში,-რაღაც რომ გითხრა გაბრაზდები?-ყოყმანით ჰკითხა მამაკაცმა და ჩამოსცილდა -რა?-დაიბნა ნენე,-რა არის ამისთანა? -მგონი შეყვარებული ვარ,-ეჭვით მიუგო გიგამ.ნენეს ცივმა ტალღებმა დაუარეს მთელ სხეულში. -ვისზე?-რატომღაც საკუთარ თავს მოელოდა.წინასწარ გაიარა სიცოცხლის ნახევარი სანამ გიგა პასუხს ეტყოდა -არ იცნობ! -მასთან რატომ არ წახვედი? -შენ რა,ეჭვიანობ? -რა შუაშია ეჭვიანობა,სხვა გიყვარს და ჩემთან მოდიხარ ტკივილის გასაყუჩებლად -დამშვიდდი ნენე,-ქალს შესამჩნევი კანკალი დაეწყო და თავს ვეღარ თოკავდა,-რომ მეთქვა შენ შემიყვარდი-მეთქი,ერთს გემრიელად გამლანძღავდი,ლექციას წამიკითხავდი და გამიშვებდი,არ ჯობია სხვა მიყვარდეს,შენც მშვიდად იქნები და მეც -რა თქმა უნდა, არ დამიძალებია შენთვის შემიყვარე-მეთქი,უბრალოდ ცუდად ხარ და მასთან წადი,ის უფრო დაგეხმარება -შენ მჭირდები,ამჯერად,-ხმა კვლავინდებურად გაიმკაცრა გიგამ -ეს მოთხოვნაა? -როგორც გინდა ისე გაიგე -ისევ ისეთი უხეში ხარ,საერთოდ არ უნდა შემომეშვი,მე კიდევ ჩახუტების უფლება მოგეცი -რა შემცვლიდა,ჩახუტებისთვის კი მადლობ,ნამდვილი ნეტარება იყო,თან ქოქოსი. . .,-ენის წვერი მოისვა ზედა ტუჩზე -რა ქოქოსი? -მიყვარს,როცა ქალს ქოქოსის სურნელი აქვს -აფრენ! -კიდევ კარგი მიხვდი,-გადაიხარხარა -სულ უფრო მეტად მძულდები,-გაგულისებული ჩამოშორდა და სავარძელზე ჩამოჯდა,-შეგიძლია წახვიდე,უკვე უკეთ ხარ,-მიუგო და ზურგი აქცია.გიგა უხმოდ ჩამოჯდა მის გვერდით,-არ მომეკარო,-წამოიყვირა ნენემ და ტასოს გახსენებაზე სიმწრით მოკუმა პირი. -მაპატიე,-ნაღვლიანი თვალებით მიაცქერდა გიგა,-არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა,მართალი ხარ,შენთან არ უნდა მოვსულიყავი,მაგრამ მინდა ამიხსნა,რატომ მემართება შენთან ყოფნის სურვილი? -რა გემართება?-ცინიკურად ჰკითხა ქალმა -კიარ მემართება,მინდება,-სრული სერიოსულობით განუცხადა გიგამ -მგონი მისამართი შეგეშალა,ყველა ბრუნვაში აფრენ! -მე ვაფრენ,შენც აფრენ,ასე რომ ჩუ! -აბა სცადე! -მე გაგაჩუმო გინდა? -არა! -როგორ არა,-ზედმეტად ათრთოლებული მის ტუჩებს დაეწაფა.საკუთარ თავს ვეღარ შეეწინააღმდეგა,ძალიან უნდოდა რომ ნენეს შეხებოდა.ქალი სიბრაზისგან გაწითლდა და ძლივს მოიცილა გიგა. -ვინ მოგცა უფლება,-გაღიზიანებულმა უთხრა და გარტყმა დააპირა,მაგრამ ხელი დაუკავა მამაკაცმა -გითხარი,შენი სიახლოვე მალე დამღუპავს,რა გაქვს ასეთი რაც შენთან მაჯაჭვებს -შემეშვი,-ხმაში მუდარა იგრძნობოდა,-მოგზავნილი ხარ? -არა,გააქრე წყეული მიზიდულობის კანონი და წავალ -ჭკუა დაკარგე? -ტასო რომ არა. . .,-აღარ გააგრძელა გიგამ.მწარედ იკბინა ტუჩზე და წამოდგა,-მიცნოდეთ მე გიგა მაისურაძე ვარ და ვიღაც უბრალო,ულამაზო ქალმა მიმიზიდა.ნენეს მოთმინება აღარ ჰქოფნიდა. -გულს მირევ!-გამოსცრა ნენემ და ატირებული ტასოს ოთახისკენ გაიქცა.გიგამ ხელები თავზე მოიკიდა და ჩაფიქრდა. -მიყვარხარ,-ძლივს გასაგონად თქვა და სახლიდან გავარდა. -დედა ლატო ტილი?-გამოეღვიძა ტასოს ნენეს ხმაზე.გოგონა საწოლიდან წამოხოხდა და დედამისს შემოხვია წელზე ხელები. -არ ვტირი,-ქალი შეეცადა მშვიდად ეპასუხა შვილისთვის -ახალმა მამიკომ გაგაბრაზა? -ვინაა ახალი მამიკო ტასო?-დაჟინებით დააცქერდა გოგონას -გიგა,-ამაყად მიუგო ტასომ და ყელი მოიღერა -გიგა არაა შენი ახალი მამიკო,ის უბრალოდ დაგვეხმარა პიცის გამოცხობაში -მაგრამ,მე რომ მინდა გიგა ჩემი მამიტო იკოს?-მოიწყინა ტასომ -მეც ბევრი რამე მინდა,-გაგულისდა ნენე -შენ დიდი ქალ,მე პატალა,იცოდე თუ ალ მომიკან გიგა მამიკოს გაგებუტები -მას სხვა უყვარს,წადი,დაიძინე! -ალა,დე კაცები მათთან ალიან ვინც უკვალთ -მერე ხედავ სადმე გიგას,ესეიგი არ ვუყვარვარ,შეწექი ჩქარა,თორემ მოგცხებ -მე ვიცი,-თავისას აგრძლებდა ჯიუტად ტასო და ნენე უკვე სიმწრით იღიმოდა,თან თითებს ტუჩებზე ისვამდა,ისევ გრძნობდა მისი ტუჩების გემოს და გახსენებაზე არაამქვეყნიურად უვლიდა სხეულში რაღაც . *** დილით როდესაც გაიღვიძა,თითქმის დავიწყებული ჰქონდა წინა ღამე.მშვიდად წამოდგა საწოლიდან და გაემზადა.ტასოს გემრიელად ეძინა,ამიტომ გადაწყვიტა აღარ გაეღვიძებინა და სახლში დაეტოვა,თუმცა თვითონ მაინც ადგა დილადრიან და სახლის საქმეებს მიჰყო ხელი.ლაგებაში სულ გადაავიწყდა გიგაც და მისი ტუჩების გემოც.ყველაფერი რომ მოათავა,გაოფლილი და მტვრით ავსებული საჩქაროდ შევარდა წყლის გადასავლებად.როგორც კი ჩამოირეცხა ჭუჭყი,გალაღებული გამოვიდა აბაზანიდან და ახმაურებულ ტელეფონს დაუწყო ძებნა. -გისმენ გაბრიელა,-საუკუნეა მისი ხმა არ გაუგია,-სად დაიკარგე?იკრიბებით?არ ვიცი,მეზარება,რა მინდა მე კლუბში ჩაგამწარებთ იცოდე,-გააფრთხილა ნენემ კისკისით,-ჯანდაბა შენ ტასოს დედაჩემთან დავტოვებ და წამოვალ,-უთხრა და ტელეფონი გათიშა. -ვინ იკო დე?-ტასო უკვე მის გვერდით იდგა ფეხშიშველი და თვალებს იფშვნეტდა -გაბრიელამ კლუბში დამპატიჟა,-უპასუხა ნენემ და ხელში აიყვანა.ტასოს ფეხები ერთიანად გაყინვოდა შიშველი დგომისგან. -კუბი ლა ალის?-ჰკითხა გოგონამ და ხელები თმაში შეუცურა -კლუბი არის დიდების გასართობი,იქ პატარები არ დაიშვებიან,-უპასუხა ცნობისმოყვარე შვილს.ტასო გაეკრიჭა და თმა აუბურდა. -მე ბებიკოსთან უნდა წამიკანო? -კი,არ გინდა?-თმაზე გააშვებინა ხელი -როგორ ალა,-ლოყაზე აკოცა აღტაცებულმა -მაშინ,ჩავიცვათ და წავიდეთ,-ოთახში შეიყვანა და საგარეო ტანსაცმელი გამოუღო,სწრაფად ჩააცვა და კლუბის შესაფერისი სამოსის საპოვნელად თავით შეძვრა კარადაში.წითელი,მუხლამდე კაბა გამოიღო, ხერხემალზე გულის ფორმის ჭრილით,საჩქაროდ გადაიცვა და ტასოსთან ერთად ოთახიდან გავიდა.სანამ გოგონა გართული იყო ტელეფონში ძრომიალით,ნენემ მაკიაჟი გაიკეთა და სახლის გასაღებს დასწვდა.ტასომ ტელეფონი დაუბრუნა და მორჩილად გაჰყვა უკან,როდესაც ნენე სახლიდან გავიდა. -ჭკვიანად მოიქეცი ბებოსთან,არ გააბრაზო თორემ დაისჯები,-აფრთხილებს თითის ქნევით ნენე და ტაქსში ჯდებიან.ტასო გატრუნული გასცქერის ქუჩას,ნენე კი ჩაფიქრებული უაზროდ აწვალებ ტელეფონის სენსორს. -ბებოს გოგო,-ეზოში ხვდება ნენეს დედა გაქცეულ ტასოს და ხელში აჰყვას,-კარგი ამიდნია,ცოტახნით ეზოში ვიქნებით -როგორც გინდა,-უღიმის ნენე და ისევ ტაქსში ჯდება. *** -მაკოცა,-ჩურჩულით ეუბნება ნენე გაბრიელას ახალ ამბავს -სერიოზულად,-გაოგნებული შეჰყურებს მეგობარს და გაფანტულ აზრებს ძლივს ალაგებს,-მოგეწონა?-წარბებს ათამაშებს და ტუჩს იკვნეტს,-წარმომიდგენია გიგას კოცნა რა იქნებოდა,-მხურვალედ ამბობს და სახეზე ინიავებს,-დამცხა,-სიცილით ამბობს და ნენეს პასუხს ელოდება. -მითხრა რომ სხვა უყვარს და მე მაკოცა,მის საქციელს რამე გამართლება აქვს?-სერიოზულდება ნენე -შეუყვარდი?-აღტაცებული სკამიდან ვარდება,-წყალი უნდა შევისხა,-ნიჟარასთან მიდის,ონკანს უშვებს წყალს მუჭაში იგროვებს და სახეზე ისხავს. -გამოფხიზლდი?-ეკითხება ნენე სიცილით.გაბრიელა კი ყელზე წურწურით ჩამოსულ წყალს იწმენდს და ღრმად სუნთქავს -დაუჯერებელია,გიგას შენ უყვარხარ,-არ ფარავას საკუთარ აზრებს -სხვა უყვარს-მეთქი,-ახსენებს ნენე -კარგი რა,შენ უყვარხარ და ჩუ ახლა,-მწარედ ჩმეტს მკლავზე,-დავურეკავ და ვთხოვ კლუბში მოვიდეს -რა?-გაფითრდა ნენე,-არ გაბედო! -კარგი რა,დიდი ამბავი,ერთად იცეკვებთ,-არ თმობდა სურვილს გაბრიელა -იცოდე,იქ რომ დავინახო ჩემი ხელით დაგახრჩობ,-ფართოდ გახელილი თვალებით შეხედა ნენემ -კარგი,-ჩაილაპარაკა გაბრიელამ,-იმედია კარგი საღამო იქნება,უწინდელივით ცხვირ ჩამოშვებული არ იჯდები -ვეცდები, ჩემი სახის გამო არ ჩაგიშხამო საღამო -რა საყვარელი ხარ,-ლოყაზე ჩმეტს პატარა ბავშვივით,-ერთი სული მაქვს,-თვალს უკრავს და მისაღებში გადის,-მოვალ ახლავე,-მარტო რჩება ნენე სამზარეულოში.დგება და წყლის დასალევად ონკანთან მიდის. გაბრიელა ჩუმად ურეკავს ნიკას და გიგას ნომერს ართმევს,შემდეგ გიგას ურეკავს და ჩურჩულით უთანხმებს ჩანაფიქრს. -გაბრიელა,სად წახვედი?-შეღონებული ნენე მისაღებში გავიდა და დივანზე ჩამომჯდარ ქალს გვერდით მიუჯდა,-რაზე ფიქრობ? -სისულელეა,-გამოერკვა ძლივს,-საშენო არაფერია,მალე მოვა საღამო,ჯობია გავემზადოთ -მე მზად ვარ! -უკეთ მინდა იყო,მაკიაჟი საერთოდ არ გეტყობა,თმაც აბურდული გაქვს,წამოდი ერთი,-ხელი მოჰკიდა და ოთახში შეიყვანა,სარკის წინ სკამზე დასვა,უჯრიდან თმის უთო ამოიღო და შეეცადა ცოტა შეელამაზებინა ნენეს დაუმორჩილებელი თმა. -ვინ იქნება კლუბში?-ჰკითხა ნენემ და საკუთარ კულულებს აღტაცებულმა დაუწყო თამაში. -მე,შენ,ნიკა,ლელა,სოფო,ზაზა,ბექა,მგონი ბევრია,-სიცილით თქვა გაბრიელამ -არა,კარგია,გაპარვა რომ მომინდეს ვერ გაიგებთ,-კმაყოფილს ჩაეღიმა. -6 წყვილი თვალი შენსკენ იქნება მომართული,-ბრაზით თქვა ქალმა.ნენეს სახე დაემანჭა,უხმოდ მიაცქერდა თავს სარკეში. *** -რატომ არ სვამ?-ვისკით სავსე ჭიქა მიაწოდა ლელამ ნენეს -მინდა ფხიზელმა გიყუროთ,-ღიმილნარევი ხმით უპასუხა მან -კარგი რა,დალიე და გაერთე,-ხელში მიაჩეჩა ჭიქა და მანამ არ მოეშვა სანამ ბოლომდე არ დაალევინა.ნენეს თავბრუ დაეხვა,წაბარბაცდა და ხელი ბარის მაგიდას დააყრდნო,-ახლა ცეკვის დროა,-უთხრა ლელამ და გაბრიელად გაწვდილი შავი სახვევი თვალებზე ააფარა,მჭიდროდ შეუკრა და ხელი მოჰკიდა. -ასე როგორ ვიცეკვო?-გაოცდა ნენე და ხელი სახეზე მიიდო -ბრმა ცეკვა,-ჩურჩულით უთხრა ლელამ და ხელი გაუშვა.ნენეს შეეშინდა,უაზროდ დაიწყო ხელების ქნევა,როდესაც ვიღაცამ ხელი მოჰკიდა,-რომელი ხარ?-ხმას არავინ სცემდა,ქალს წელზე ხელი შემოხვია და მსუბუქი მოძრაობით სცენის შუაგულში მიიყვანა,-ასე უცნაურად ჯერ არ მიცეკვია,-ქალი ცდილობდა პარტნიორის აყოლიებას რომ რამე ეთქვა,-მუნჯი ხარ?-სიბრაზე შეერია კითხვას,-ძალიან არ მომწონს ეს ამბავი,შენთან ცეკვა არაკომფორტულია,-დამშვიდებას შეეცადა,-მაპატიე,-სიცილით მიუგო,როდესაც ფეხი დააბიჯა და მისი ჩუმი ყმუილი გაიგონა,-ასე მწარე იყო? -საშინელება,-ვეღარ გაძლო ხმაამოუღებლად -რა ნაცნობი ხმა გაქვს?-შეცბა ნენე -კარგი ერთი,-უფრო მძლავრად შემოხვია ხელი და მიიხუტა -გამიშვი,-სიბრაზისგან ერთიანად გაწითლდა ნენე,-რა საზიზღრები ხართ,არ მეგონა ალკოჰოლი ასე თუ მომადუნებდა -ცოტა ვიმაიმუნეთ,-სახეზე ნაზად ჩამოუსვა ხელი -ნუ მეხები,-კანკალით სთხოვა ქალმა -ჩემს ხელებში ხარ და სახეზე რომ გკიდებ ხელს რა გაგიჟებს? -გამიშვი,-სიბრაზისგან ერთიანად გაწითლდა ნენე,-რა საზიზღრები ხართ,არ მეგონა ალკოჰოლი ასე თუ მომადუნებდა -ცოტა ვიმაიმუნეთ,-სახეზე ნაზად ჩამოუსვა ხელი -ნუ მეხები,-კანკალით სთხოვა ქალმა -ჩემს ხელებში ხარ და სახეზე რომ გკიდებ ხელს რა გაგიჟებს? -სწორედ ეგ მაცოფებს რომ შენთან ვცეკვავ,ამით კიდევ ერთხელ დამიმტკიცე რომ ჩემი სურვილი სრულებით არ გაინტერესებს -რა სურვილი? -ის რომ შენთან ცეკვა არ მდომებია,არც ახლოს ყოფნა -ვცდილობ არაფერი დაგაძალო,მაგრამ ძალიან ჯიუტი ხარ და სხვაგვარად არაფერი გამოდის,მაშინ მითხარი,რა უნდა გააკეთოს ნორმალურმა მამაკაცმა,როცა ურჩი ქალი უყვარდება?-ნენე საშინლად დაბნეულია.გიგას მკლავებში მოქცეული კანკალებს და სიმწრით ქვედა ტუჩს იჭამს,-მხოლოდ მე და შენ ვართ,-ყურში ჩურჩულით ეუბნება გიგა და ცერა თითს ტუჩზე უსვამს,ნენე უარესად კრთება და ცახცახებს,გული ლამის ამოუვარდეს ისე გამალებით უცემს.სახეზე გიგას ცხელი სუნთქვა ეცემა და გრძნობს,როგორ ნაზად ეხება მამაკაცი მის ქვედა ტუჩს,ამას მოზდევს შეგრძნება თითქოს,ჯერ ცხელი,შემდეგ კი ცივი წყალი გადაასხეს.გიგა ცდილობს მისი სახე კარგად შეითვისოს,წელზე ძლიერად ხვევს ხელებს და მკერდზე იხუტებს,შიშით რომ ხელიდან არ გაუსხლტეს და კოცნა ტუჩებიდან ლოყაზე,ლოყიდან შუბლზე,შემდეგ ცხვირის წვერზე გადააქვს და ისევ ტუჩს უბრუნდება.ქალი საკუთარ სხეულს მოსწყდა,მოდუნდა და მამაკაცის მკლავებში ჩაესვენა.ვერ გძნობდა ვერაფერს გარდა მისი შეხებით გამოწვეულ მოსიარულე არსებებს ორგანოებში. -რა გაურიე?-ლუღლუღით ჰკითხა და თავი მკერდზე მიაბჯინა -არაფერი,-უპასუხა გიგამ და თმაზე ნაზად დაუსვა ხელი -რაღაც გაურიეთ,ერთი ჭიქა ასე არ მომადუნებდა -ჩემთან რომ ხარ იმიტომ მოდუნდი,-ღიმილი შეერია ხმაში მამაკაცს,-ხან იწვი,ხანაც იყინები -ახლა ვიყინები,-შეწუხებული ამბობს ნენე -კიდევ?-მკლავებზე უსვამს ცხელ ხელის გულს,-ვგრძნობს უკვე აღარ,-ამბობს კმაყოფილი და შუბლზე კოცნის,-ჩემთან წაგიყვან,-თავდაჯერებული ამბობს და ხელში იტაცებს.ნენე უეცრად სწყდება იატაკს და ძლივს აცნობიერებს რომ გიგას ჰყავს აყვანილი. -რატომ გადამეკიდე?-შეღონებული ამბობს და თავს უკან იქნევს.გიგას სურვილი უჩნდება მის მოშშვლებულ ყელში ჩარგოს თავი. -მინდა ჩემი იყო,-ალერსიანი ხმით ეუბნება გიგა -მე არ მინდა,-ისეთი ხმით ამბობს,საცაა ატირდება-ო -კარგი რა ნენე,-გიგა უკვე დაიღალა,-როდემდე გააგრძელებ ზღაპრების მოგონებას,შენს მაგივრად სხეული ალაპარაკდა,ჩემი შეხება შენში -გაჩუმდი,-აწყვეტინებს ნენე და თავს ასწორებს -როდემდე,ყოველვის ასეთი რბილი და მომთმენი არ ვიქნები,დავუბრუნდები ჩემს ქცევებს და დამერწმუნე ყველაფერი შეიცვლება,არა უკეთესობისკენ,არამედ უარესობისკენ -შენთან ყოფნაზე უარესი რაღა უნდა იყოს? -უჩემობა!-მკაცრად ეუბნება და გარეთ გაჰყავს.საღამოს გრილი ნიავი ნენეს ცოტათი აფხიზლებს და თვალებზე ახვეული ნაჭრის მოცლას ცდილობს,-მოითმინე,-ხელს აშვებინებს გიგა,-ჯერ არ მოიხსნა. -რატომ,ახლაც ვცეკვავთ?-გაკვირვებული ეკითხება ნენე და ჯიუტად ცდილობს სახვევის მოცლას -დაიცადე,-ღიზიანდება გიგა,-მეთვითონ,-თავად ცდილობს მოხსნას -თვალებს ვეღარ ვგრძნობ რა უბედურებაა ეს,-როდესაც სახვევს ხსნის,რამდენიმე წუთი გაჭირვებით ახელს თვალებს,თითქოს ლიბრა გადააკრეს. -მაპატიე,სხვანაირად ვერ გეცეკვებოდი,-ამღვრეული თვალებით შეხედა მამაკაცმა -საერთოდ არ გეცეკვა! -ნერვებს ნუ მიშლი! -შენ მაიძულებ! -ნენე,შენი სიჯიუტე უფრო მახელებს,აქამდე არ მოვიდოდით შენ რომ არ შემწინააღმდეგებოდი და სხნაირად მომქცეოდი,მიზიდავს ის,რისი ადვილად მიღებაც არ შემიძლია,-მანქანის კარს უღებს ქალს,-დაჯექი,-ნენე წინააღმდეგობას ვეღარ წევს,მანქანაში ჯდება და ღვედს იკეთებს. -მალე დაგავიწყდება,-ჯდება გიგაც და მტკიცე ხმით ეუბნება ნენეს -რა უნდა დამავიწყდეს?-გაკვირვებული ეკითხება ქალი -დრო მოვა და მიხვდები,-ჰპასუხობს გიგა და საჭეს ჰკიდევს მარცხენა ხელს,მარჯვენათი გასაღებს არგებს და ძრავს რთავს. -შენთან ყოფნა ვერ წარმომიდგენია,-საზურგეს ეყრდნობა და ისე ამბობს ქალი -რაც ვერ წარმოგიდგენია სწორედ ის ხდება,-თვალს ეშმაკურად უკრავს გიგა და გაზს ფეხის გულით მძლავრად აწვება,ისე რომ ადგილს ელვისებურად სწყდება მანქანა. -რომ არ დაგნებდე?-მზერას არ აცილებს,-მოგბეზრდები და წახვალ? -იქამდე არ შეგეშვები,სანამ ჩემად არ გაქცევ,-ურყევია მამაკაცი,-შენ ის ბამბის ნაყინი ხარ ერთი გასინჯვისას მთელ სხეულში რომ ჩამადნა -თუ მაინც არ მენდომება შენთან?-ხელის გულებს ერთმანეთს აბჯენს და ისრესს -ძალით მეყოლები,-სერიოზული სახით ეუბნება გიგა -მოძალადე ხარ?-გაფითრებული ეკითხება ისევ ნენე -არა,-პასუხობს მამაკაცი,-შეყვარებული,-და იღიმის -შეყვარებული ადამიანი ასე არ იქცევა,-თავისას აგრძელებს ქალი -აბა როგორ?-უკვირს მისი ნათქვამი გიგას -ნებდება,რადგან თვლის რომ ამით უფრო ბედნიერს გახდის,-მზერას არიდებს.ფანჯარაში იყურება. -რომ მიგატოვო გაძლებ უჩემოდ?-ნენე იბნევა,ღრმად სუნთქავს და ხელებს ღვედზე იკიდებს.აწვალებს,-პასუხი სადაა ნენე?-გიგა მის დაბნევაზე იღიმის -კი,-ყოყმანით ამბობს ქალი -ამდენი ხანი ამას ფიქრობდი?-გულიანად ეცინება გიგას -წინ იყურე,-მისი მზერით შეწუხებული აფრთხილებს ქალი. -ხალი გაქვს?-მოულოდნელად ეკითხება გიგა -რა?-იბნევა ნენე -მკერდის შუაგულში ხალი გაქვს?-ისევ ეკითხება მამაკაცი -შენ რა იცი?-სირცხვილისგან სახე უწითლდება ნენეს -ვხედავ,დასაწყისში,მოყავისფრო,პუტკუნა ხალს,როგორი გამორჩეული ყოფილხარ -ეს გამორჩეულობას ნიშნავს?-ეღიმება გაწილებულს -პირველად ვხედავ,შუახაზში ხალს,ძალიან მომხიბვლელია,ნეტავ კიდევ რა იმალება,-ინტერესი აღეძრა გიგას -მორჩი ჩემზე საუბარს,მოიცა,მე ხომ დახურული კაბა მაცვია,-უარესად იბნევა,როცა მკერდს დაჰყურებს,-საიდან იცი? -ერთხელ,სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი,-ეშმაკურად მიუგო გიგამ -ამაზრზენი ხარ! -რატომ?-უკვირს გიგას -სად მიგყავარ?-კითხვას თავს არიდებს კითხვით -ჩემთან,-პასუხობს მამაკაცი -არ მინდა,-შეღონებული ამბობს ნენე -მე მინდა და შენი ხმა აღარ გავიგო! -შემეშინდა,-სახე ებრიცება და ღვედს იხსნის -რას აკეთებ? -არაფერს,დამშვიდდი -პატრული დამაჯარიმებს! -არაუშავს! -ნენე! -გისმენ! -ფულს შენ გადაიხდი იცოდე! -არა! -მაშინ გაიკეთე! -ყველაფერი მეზღუდება,ღვედი მაინც მოვიხსნა! -ჭკუა სულ დაკარგე,არ მესმის შენისთანა ქალი რამ შემაყვარა,კარგი ჯერ არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში -შენს უიღბლობას მე მაბრალებ? -ამის დედაც,შენ არაფერს გაბრალებ,უბრალოდ ყველაფერი თავდაყირა დადგა,არ უნდა შემყვარებოდი,სხვა მომყავდა ცოლად,მაგრამ მივატოვე -რა?-ნენემ წამოიყვირა გაოგნებულმა,-ჩემ გამო?-ასეთი რამ ჯერ არ სმენია.მის გამო საცოლე მიატოვეს. -დიახ,-ადასტურებს მამაკაცი -გადაირიე,როგორ მიატოვე,არ შეგეცოდა? -რომ შემეცოდა იმიტომ მივატოვე,ჩემთან ვერ იქნებოდა ბედნიერი,რადგან შენ შემიყვარდი. ქალი შეკრთა,ღვედზე ჩაჭიდებული ხელები უღონოდ ჩამოუშვა და იმედგაცრუებულმა ძლივს ჩაისუნთქა.რამდენი ხანია არ უგრძვნია ვინმეს სიყვარული და ახლა ისე უეცრად მის გვერდით აღმოჩნდა.გულის ცემის გაორმაგებას საფეთქლების ბაგაბუგი მოჰყვა,ღაწვებზეც სიწითლე შეერია,დაბნეულმა დაუწყო გიგას ყურება და სცადა ხმის ამოღება,მაგრამ როგორც კი მის თვალებს აკვირდებოდა,სიტყვა,რომელიც ენის წვერზე ადგებოდა უმალ უქრებოდა. -ნენე!-მამაკაცის მიერ უცნაურად წარმოთქმულმა მისმა სახელმა უარესად დაზაფრა,თითქოს გრძნობდა,მაგრამ ბოლომდე არ იჯერებდა. -რაიყო?-თავი მოაჩვენა,ვითომ აღარ ახსოვდა უწინ რაზე ესაუბრებოდა -ტასო როგორ არის?-თემისგან სრულიად გადახვევამ გააკვირვა,მაგრამ გაუხარდა კიდეც. -კარგად,დედაჩემთან დავტოვე,-მიუგო მან -რას ფიქრობს იმაზე რომ დედა მეორედ გაუთხოვდეს?-სიმწრით ეღიმება გიგას.ნენე პასუხს არ აყოვნებს. -არც არაფერი,მას უნდა რომ მამა ჰყავდეს,-პასუხობს მშვიდად -ესეიგი უარს არ მეტყვის შენ რომ ცოლად მოგიყვანო,-ეღიმება კმაყოფილს -არ მოგყვები,-მტკიცედ ეუბნება ნენე -შენ არავინ გეკითხება,-უხეშად უთხრა გიგამ და მანქანა გააჩერა,-მოვსულვართ,-ღვედი შეიხსნა და მანქანიდან გადავიდა. -ჩემი უფლებაა,ვინც მინდა ის შევიყვარო და ცოლად გავყვე,-მტკიცე ხმით მიუგო ნენემ,როცა სადარბაზოში შევიდნენ -გინდა რომ სხვას გაჰყვე?-ეჭვით ჰკითხა გიგამ და კიბეებთან შეჩერდა -დიახ,-წინ წავიდა ნენე -მეტიჩარა ქალი,-ჩაილაპარაკა მის გასაგონად და ნაბიჯს აუჩქარა.ახლა ის იყო წინ.ნენე გაცხარდა,დაწევის და გადასწრების სურვილმა ისე შეიპყრო გასცდა კიდეც გიგას,მაგრამ ბოლო კიბეზე უხერხულად დადგა ფეხი და გადაყირავდა.პირდაპირ გიგას მკლავებში ამოჰყო თავი,-ხო ხედავ,მცდელობა,უჩემოდ გაიარო ცხოვრება,ფუჭი აღმოჩნდა,-გადაიხარხარა გიგამ და მის მკლავებში მოქცეულ,კნუტივით მოფუზულ ნენეს დააცერდა,-რატომ კანკალებ?-ქალის ასეთმა რეაქციამ გააკვირვა გიგა. -როცა გველს ვხედავ ჩემს სიახლოვეს შიშით მაკანკალებს,-ბრაზმორეულმა უპასუხა და როგორღაც გათავისუფლდა მისგან,მშვიდად მივიდა სახლის კარამდე და გასაღების მოსარგებად ჩანთაში დაიწყო ქექვა. -რა მოხერხებული მატყუარა ხარ,ჩუმად მეზობლებმა არ გაიგონ გიგა,თორემ მერე შენ გამო ამოეჭრებიან ნენეს და სასამართლოს მოუწყობენ არარსებულ სააქმეებზე,-ხელებ გადაჯვარედინებული მამაკაცი თავისთვის ლაპარაკობდა.ნენე კი გამწარებული ჩხრეკდა მძარცველივით ჩანთას და ძლივს მიგნებულ გასაღებს ლამის ხტუნვით და ცეკვით არგებდა საკეტს. -არანორმალური ხარ,-უკვე სახლში იყვნენ ქალმა სიცილით რომ მიუგო და მისაღებში შევიდა. -რატომ?-გიგაც შეჰყვა და სანამ ღრმად არ ამოიოხრა არ დაჯდა -უაზროდ ლაპარაკობ,-უპასუხა ნენემ,-მართლა გინდა ჩემი ცოლად მოყვანა?-უცებ დაუსერიოზულდა სახე.გიგამ ეშმაკურად ჩაიღიმა,ხელი შარვლის ჯიბეში ჩააცურა და ორი ფოტო ამოიღო -რაღაცას გაჩვენებ,-წამოდგა და ნენეს წინ დადგა,ორივე სურათი სახესთან ახლოს მიუტანა და მის რეაქციას დააკვირდა. -ხელი ვის აქვს გადახვეული?-გაოგნებული შეჰყურებდა ნენე საკუთარ თავს და მის გვერდით,თმა ჩამოფხატბულ ბიჭს,რომელსაც ხელი ჰქონდა დაყრდობილი მთლიან მხარზე. -ვერ იცანი?-გაუკვირდა გიგას.ნენე მეტი მონდომებით დააკვირდა ფოტოს,მეხსიერებაში ამოუტივტივდა,როგორი ხშირი თქმა ჰქონდა გიგას,თანაც სულ აბურდული და თვალებზე ჩამოფხატებული -მე და შენ ვართ?-ჰკითხა აღტაცებულმა და ხელიდან გამოსტაცა.ფოტო საკმაოდ ძველი იყო. -კი,-უპასუხა თავდაჯერებულად გიგამ,-მეორე ფოტოც ნახე,-შეახსენა მან.ნენეს გაეცინა და ფოტოები შეანაცვლა.ახლა უფრო მეტად დაიბნა,გაოგნებისგან დაღებულ პირზე ხელი აიფარა. -აქ ხომ კადრს ვიღებ,-თითს ადებს საკუთარ თავს.ხელში პროფესიონალი კამერით მომარჯვებული ნენე,ცდილობს საინტერესო სურათის გადაღებას,მაგრამ ყველაფერს მომავალი ვიღაცის თავი აფუჭებს,-მახსოვს,ჩემმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა,ჩანს კიდეც ის აყლაყუდა,რა კადრი გამიფუჭა,-გულდაწყვეტილი ანიშნებს უცნობზე. -არადა,ეს პიროვნება შენთვის ამოვიდა კადრში მზესავით,მაგრამ განათება არ აცადე,-გულიანად გაეცინა გიგას -ესეც შენ ხარ?-თავგზა აებნა ნენეს -კი მე ვარ,ეს ორადორი ფოტოა,სადაც მე და შენ ვართ,უწინ და ახლა,-თითქოს გული დასწყდაო სიმწრით ჩაიღიმა -ხო მართლა,აარჩიეთ უკვე საუკეთესო ფოტოგრაფი?-ამოუტივტივდა მივიწყებული კონკურსი -კი,ერთ ხმად გადაწყდა რომ აგვეყვანა,ერთი ძალზედ ნიჭიერი გოგონა,მან ყველაზე უკეთ აჩვენა,რას ნიშნავს იყო ფოტოგრაფი -და ვინაა ის იღბლიანი?-სუნთქვა შეეკრა ინტერესისგან -შენ!-მტკიცედ მიუგო გიგამ,-მხოლოდ მე კიარა,მთელი ჟიური აღფრთოვანებული დარჩა,ისეთი საოცარი კადრები გქონდა აღბეჭდილი,-ნენეს სიხარულისგან გულისცემა მოემატა,გული კედლებს მიებჯინა,თითქოს იზრდება და საგულეში ვეღარ ეტევა-ო. -მე...არ ვიცი,უბრალოდ,ღმერთო ახლა გული გამისკდება,-მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს წარმატებული ფოტოგრაფიაში.აღელვებული სიტყვებს ვეღარ პოულობდა,ცრემლებიც კი ჩაუდგა თვალებში. -დამშვიდდი და ჩამეხუტე,-ღიმილნარები ხმით მიუგო გიგამ და ხელები გაშალა.ნენემ ალმაცერად შეხედა,მერე ფოტოებს დააკვირდა და გადაწყვიტა რომ ღირდა ჩახუტებად.მამაკაცის ფართოდ გაშლილ ხელებში მოექცა და ,როგორც კი იგრძნო მისი სხეულის გადამეტებული ბაგაბუგი და სითბო,ალკოჰოლ დალეულივით,მოდუნებული მიეხუტა.გიგაც მოეშვა,უცებ შემოხვია ხელები წელზე და ოდნავ მოუჭირა,რომ უფრო მეტად ეგრძნო ნენე. -უცნაური შეგრძნება მაქვს,-ლუღლუღით თქვა ნენემ -რა?-ინტერესისგან ყურებიც კი დაეძაბა გიგას -თითქოს კანი მეწვის,სული მეხუთება,მცხელა და ძალიან ბევრი უცნაური რამ მემართება,როცა შენს სიახლოვეს ვარ -გიყვარვარ! -არა! -როგორ არა,მარცხენა მხარეს ვგრძნო,როგორ ძლიერად გიცემს გული,გამომყევი ცოლად ნენე,გთხოვ. -ძალიან მთხოვ? -დაივიწყე სანდრო,მე ბევრად უკეთესი ქმარი და მამა ვიქნები -კარგი! -ნიკას დავურეკავ,შენ გაბრიელას შეატყობინე,დედაშენი ტასოს მოიყვანს და ერთად დავგეგმოთ ქორწილი,-ჩამოსცილდა ქალს და ნიკას დაურეკა. ნენე ძალიან დაიბნა,ტელეფონი ცხვირწინ ედო და ძებნა დაუწყო,ასე უცებ არაფერი გადაუწყვეტია,თვითონაც ვერ ხსნის რა დაემართა,ნუთუ მართლა შეუყვარდა გიგა და მასთან ყოფნა სჭირდება. -რაღაც მინდა მოგიყვე,-როცა დაასრულეს საუბარი,ნენემ ხელი მოკიდა თამამად და დივანზე დასვა -სანდროზე?-ჰკითხა გიგამ,გრძნობდა უკვე ისეთი სახე ჰქონდა ნენეს -ავარიის დღეს ის სახლიდან წავიდა,გამომიცხადა რომ აღარ ვუყვარდი და ტასოს მარტოც მშვენივრად გავზრდიდი,რაღაცის იმედი მქონდა,გულის სიღრმეში მჯეროდა რომ მას სხვა არ შეჰყვარებია და ოდესმე დაბრუნდებოდა.ტასოსთან მასზე ყოველთვის ისე ვსაუბრობ,თითქოს საოცარი ადამიანი იყო,არა,ცუდი პიროვნება ნამდვილად არ იყო,უბრალოდ მკვდარსაც ვერ ვპატიობ რომ იმ ღამეს მიმატოვა,არა მარტო მე.ასე რომ არ მომხდარიყო,შეიძლება ახლაც ცოცხალი ყოფილიყო.არ ვიცი ეს სასჯელია თუ ბედი,-ცრემლები ვეღარ შეიკავა და ცხარედ ატირდა,წამებში ჩამორეცხეს ცრემლებმა სახე და თვალებიდან ჩამოსული მაკიაჟი შავ ზოლებად ჩამოუვიდა. -დამშვიდდი,-სახეზე მოკიდა აკანკალებული ხელები გიგამ და ცერა თითების ბალიშებით ნაზად მოწმინდა ცრემლები,-მიგატოვა და დაისაჯა კიდეც -ალბათ,თავიდან მენატრებოდა,მიყვარდა,ტასოს ყოველ ნათქვამ სიტყვა “მამაზე“ გული მეკუმშებოდა,არ მინდა ფერადი სანდრო უცებ შავად გადიქცეს,ტასოს წარმოდგენებში როგორიცაა ის,მინდა მუდამ ასეთი დარჩეს. -არავინ გაიძულებს სიმართლე უთხრა,ის ადამიანი უკვე აღარ არსებობს,უბრალოდ როგორ შეძლო შენი და ტასოს მიტოვება,არ მესმის ასეთი სიყვარული,ცოლი მოგყავს,მისი წყალობით ხდები მამა და უცებ ყველაფერი ქრება,სად კიმაგრამ,ასე უცებ წყალიც კიარ ორთქლდება,მითუმეტეს სიყვარული,შეიძლება გრძნობები განელდეს,მაგრამ როცა იცი რომ შენს გვერდით წევს ქალი,რომელმაც მამობა გარგუნა,იდიოტური მიზეზის გამო ადგე და წახვიდე? -ახლა უკვე იცი ყველაფერი და მეც შვება მომგვარა,-ღრმად შეისუნთქა და საზურგეზე გადაწვა. -თავი ძალიან შემაყვარე,შენც რომ მთხოვო გადამიყვარეო,ჩუმად ჩემთვის მეყვარები,იატაკზეც კი დავწვები,თუ მეცოდინება რომ ოთახში საწოლზე წევხარ და გძინავს,არ დამიჯერებ,მაგრამ ასე ჯერ არავინ მყვარებია. -მე მხოლოდ იმის მჯერა რომ შეიშალე,-სიმწრით ჩაეღიმა ნენეს,-ყველა იმის მტკიცებას ცდილობს რომ მეორედ გათხოვება ტკივილს უკან მომიტოვებს,მაგრამ ხომ შეიძლება ჩემი ნასროლი ისარი უკან დამიბრუნდეს -მცირედი რისკი ყველა საქმეშია საჭირო,თუ არ რისკავ ბევრსაც კარგავ -თანახმა ვარ,ოღონდ იმ პირობით თუ ცოლის მოვალეობას არ მომთხოვ -შენი ოთახის იატაკი თბილია? -ვერ გავიგე,-გაკვირვებულმა შეხედა -გაციების მეშინია,თანაც იატაკზე წოლა ძალიან მოუხერხებელია -იატაკზე არავინ გაწვენს,მისაღებში დაიძინებ დივანზე,-გიგას სახე მოეღუშა -ხომ ვთქვი,მირჩევნია შენს ოთახში ვიყო იატაკზე მწოლი,ვიდრე ორი ოთახის მოშორებით რბილ დივანზე ვათენებდე ღამეებს,უშენოდ ვეღარ ვიძინებ,იმის უფლება მაინც მომეცი რომ ღამე შენს ხვრინვას ვუსმინო -არ ვხვრინავ! -არც სუნთქავ?-წარბები აათამაშა და ეშმაკური მზერა მიაპყრო,ნენეს გაეცინა -დღე გამოშვებით,-აჰყვა ვითომ.ორივე გულიანად იცინოდა. -მიყვარხარ,-ღიმილი პირზე შეაშრა,როცა გიგას ნათქვამი გაიგონა,რამდენისგან მოუსმენია,ერთობ ყველაზე ტენდენციური სიტყვა,მაგრამ ისეთი ინტონაციით,როგორც გიგამ წარმოთქვა აქამდე არასოდეს გაეგო და წამიერად მთელ სხეულში სიცივემ დაუარა,მკლავებზე ეკლებმა დააყარა. -შემცივდა,წავალ რამეს მოვისხავ -შუა ივლისია და შენ შეგცივდა?-გაოგნებული სახით შეხედა გიგამ,-გაგიჟდი? -ნახე,-მკლავები გაიშვირა მისკენ -ჩაგეხუტები და გაგივლის,-მიუახლოვდა გიგა და ხელები ძლიერად მოჰკიდა მაჯებზე,სხეული თითქოს დამშვიდდა,სიცივემ გადაუარა,ეკლებიც გაქრა,ახლა უბრალოდ გული უცემდა ორმაგად,რადგან გიგას სუნთქვა მთელ სახეზე ეცემოდა.მამაკაცის სახე მასთან ძალიან ახლო იყო,ორივე საშიშ ზონას უახლოვდებოდა.ნენეს სუნთქვა გაუჭირდა,ბაგეები ოდნავ გააღო,თითქოს უჭირდა სულ გახსნა.გავარვარებულმა ენის წვერი ზედა ტუჩზე მოისვა,რადგან სიცხისგან გამოუშრა.გიგამ თავი ვეღარ შეიკავა,სახეზე მოკიდა ორივე ხელი და ბაგეზე ოდნავ შეეხო ცერა თითებით,ნენე შეკრთა არ ელოდა მის მოქმედებას,თვალები მორიდებით დახარა დაბლა.ქალი ყველაფერს გრძნობდა,შიშს,ღალატს,იმედგაცრუებას,ლტოლვას,გულის სიღრმეში მაინც მოუსვენრობა ტანჯავდა,თითქოს არ აკეთებდა სწორად. -რომ არ შემიყვარდე?-ლუღლუღით მიუგო და სახე მოარიდა. -შეგიყვარდები,დამიჯერე,-მისკენ შეაბრუნა გიგამ და ბაგე ოდავ შეახო,-უკვე გიყვარვარ -რა იცი? -იცი რა ხდება მაშინ,როცა ქალს მამაკაცი არ უყვარს?-ნენემ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია-დედამიწას ამოატრიალებს,ყველაფერ გააკეთებს ოღონდ ის აუტანელი მამაკაცი ჩამოიშოროს,შენ არ იცი სიყვარული,მე კი მინდა რომ გასწავლო -ტასოს მოსაყვანად წავალ -დედაშენი მოიყვანს,რატომ ცქმუტავ,ნუ გეშინია არაფერი მოხდება,-ხელი ოდნავ მოადუნა -არ მეშინია,მის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ,დედაჩემიც აგვიანებს მოსვლას --დამშვიდდი,ზარია,იქნებ ისინი არიან,-საჩქაროდ მივიდა კართან ნენე -სასიძო სად მყავს?-შედგმული არ ჰქონდა ლელას ფეხი რომ ჰკითხა გაფითრებულ ქალს. -მისაღებშია,-უპასუხა ნენემ და დედამისის უკან მდგომ ტასოს მიუახლოვდა,-არ მოგენატრე?-ჰკითხა,ბავშვის ქცევით გაკვირვებულმა და დარდიანად ამოიოხრა,-ნახე შენთვის რამდენ რამეს ვაკეთებ,შენ კი არც კი მეხუტები,-ჩაიმუხლა მის წინ და ხელები გაშალა,ტასო ზანტად წავიდა დედამისისკენ და მიეხუტა,გოგონა უჩვეულოდ სუსტი ჩანდა,ღონმიხდილი.ნენემ შეშინებულმა მოუსვა სახეზე ხელის გულები და მალევე იგრძნო ტასოს ცხელი სახის კანი,-სიცხე აქვს?-ხელში აიყვანა და ლელას მიუბრუნდა -არა,რა სიცხე?-გაიკვირვა დედამისმა და მანაც გასინჯა ტასო,-სახე ცხელი აქვს,მაგრამ დილით მშვენივრად იყო,ეზოში შესცივდა,ნეტავ? -რა მოხდა?-გამოვიდა გიგა მისაღებიდან -თერმომეტრი ნახე,გთხოვ,ჩემს ოთახში დევს კარადაში,წამლების ყუთში,-გიგა უთქმელად შევიდა საზომის მოსატანად,კარადა გამოაღო და ყუთიდან თერმომეტრი ამოიღო,ჯერ დახედა რამდენზე იყო სითხე,ცოტა დაფერთხა და ნენეს გაუტანა.ქალმა,როგორც კი გამოართვა,გოგონა დივანთან მიიყვანა,ჩამოაჯინა და მარჯვენა ხელი აუწია,თერმომეტრი წვერით იღლიაზე მიადო და ხელი დაბლა ჩამოაწევინა,-ასე იყავი,კარგი,ჩემო ლამაზო?-ტასომ მძიმედ დაუქნია თავი დედამისს,-აშკარაა,სიცხე აქვს,ძალიან მოდუნებულია,-აღელვებული ხმით მიუგო ლელას.ისიც ძალიან ანერვიულდა,ნაოჭებ შეპარებული ხელები აუკანკალდა და დასაფარად ერთმანეთზე გადააჭდო. -ნუ გეშინია,-მხარზე დაადო ხელის გული გიგამ ნენეს. -სანამ თერმომეტრს არ ვნახავ ვერ დავმშვიდდები,-მიუგო ნენემ და ტასოს გვერდით ჩამოჯდა.რამდენი წუთი კიდევ დაელოდა და შემდეგ გამოიღო. -აქვს?-ჰკითხა ლელამ -კი,საკმაოდ მაღალი! -რამდენი?-გამოართვა გიგამ საზომი,-დაბლა ჩავალ,მანქანაში დაგელოდებით,მალე გაემზადეთ -არაფრის გამზადება არ მინდა,-ხელში აიყვანა ნენემ ტასო,-ჩქარა წავიდეთ,არ მინდა კრუნჩხვებში ჩამივარდეს. * * * -ვირუსია ქალბატონო,გადასხმას გაუკეთებენ და გამოკეთდება,არ ინერვიულოთ,-დაამშვიდა მორიგე ექთანმა ბავშვთა განყოფილებიდან -დღესვე გაწერთ?-ჰკითხა ნენემ -არა,ერთი ღამით აქ იქნება,პატარაა და სუსტი იმუნიტეტი აქვს -კარგით,ექიმის გამოწერილი რეცეპტი მინდა,რომ წამლები ვუყიდო,-ექთანი გვერდით ოთახში გავიდა და ნენეს დანიშნულება მოუტანა. -საავადმყოფის გვერდითაა აფთიაქი,-მიაწოდა ფურცელი -მადლობთ,-ძლივს გაიღიმა ნენემ და ექთანს ჩამოსცილდა. როცა სკამებს მიუახლოვდა მოსაცდელში,სადაც გიგა და ლელა ისხდნენ,მამაკაცი წამოდგა და ქალს მიუახლოვდა. -მომეცი,გავალ და ვიყიდი,-გამოართვა რეცეპტი და წავიდა.ნენე ლელას გვერდით ჩამოჯდა -კარგი გადაწყვეტილებაა-მიუბრუნდა შვილს -რა?-ვერ გაიგო ნენემ ნათქვამი -დაქორწინება,-უპასუხა ლელამ -ახლა მაგის დრო არაა,-უსაყვედურა მან -ვიცი,მაგრამ შენთან მარტო საუბრის საშუალება წელიწადში ერთხელ მეძლევა და ხომ უნდა გამოვიყენო,კი,მართალია ტასო ცუდადაა,მაგრამ სანერვიულო არაფერია,ხვალ გამოწერენ და შევუდგებით მზადებას ნიშნობისთვის -გიხარია? -შენ არა? -თქვენ უფრო მეტად, ვიდრე მე,ტასოს გამო ვიქცევი ასე,დარწმუნებული არ ვარ რომ გიგა შემიყვარდება,მაგრამ ოჯახი ხომ გვექნება,ტასოს კარგ მამობას გაუწევს -ოჯახი ისაა,სადაც სიყვარულია,შენ უკეთ იცი,მაგრამ დედის გული სხვა რამეს გრძნობს,-ეშმაკურად ჩაეღიმა ლელას და ხელი ხელზე მსუბუქად მოუჭირა -წავალ,ტასოს ვნახავ,ექთანთან ლაპარაკში შესვლა გადამავიწყდა,-ისევ წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა პალატისკენ. -დედა,-ქალის დანახვაზე ტასო საწოლიდან წამოიწია,-ნახე,ხელზე რაგაც მიჩიტეს,-დაახედა მარჯვენა ხელზე,რომელზეც გადასხმის აპარატი ეკეთა -ვიცი ჩემო ლამაზო,ხომარაფერი გაწუხებს?-მის გვერდით ჩამოჯდა ნენე და ხელებზე ფერება დაუწყო -მომსივდა დე,-დაიწუწუნა ტასომ -ცოტახანი კიდევ მოითმინე და მერე შეჭამ,კარგი? -მე კი ვითმენ,მაგრამ კუჭი მეცხუბება დე,-მოღუშული სახით უთხრა და ისევ წამოწვა -კარგი,დამშვიდდი,ორივემ ვაპატიოთ შენი შეწუხება,-სიცილით მიუგო ნენემ და მისკენ დაიხარა ლოყაზე საკოცნელად. -მომენატრე დე,-ტასომაც აკოცა ქალს -მეც,ძალიან,უშენოდ წამითაც ვერ ვძლებ,რა მეშველება რომ გაიზრდები -მე რომ გავიზრდები შენც გაიზრდები,-დაეჭყანა ტასო დედამისს -გასაგებია,მეტიჩარა ქალო! -მამა სადაა?-კარისკენ გაიხედა ტასომ -მამა?-უცებ დაიბნა ნენე,ვერ გააცნობიერა ვინ მამას გულისხმობდა ტასო -გიგა მამა სადაა?-ისევ ჰკითხა გოგონამ -წამლების საყიდლად გავიდა აფთიაქში,-უპასუხა ცნობისმოყვარეობით დატანჯულ ტასოს -ხომ შემოვა? -კი,თუ გინდა გავალ,მოვიდოდა და შემოვუშვებ -კი,მინა დე,-თვალები გაუბრწყინდა გოგონას.ნენე ფეხზე წამოდგა,შვილს თბილად გაუღიმა და პალატიდან გავიდა.გიგა უკვე მოსულიყო და ლელასთან ერთად წამლების შეკვრებს ათვალიერებდა. -ყველაფერი რიგზეა?-ჰკითხა გამოსულ ქალს და წამლებს თავი ანება. -შედი,ტასოს შენი ნახვა უნდა,-უთხრა ნენემ -მშვენიერი,-გაბადრული შევიდა გიგა ოთახში,-რა დროს სიცხეა,ადექი,-მიუგო ტასოს -განა მე მიდოდა,მამიკო,-მოიღუშა გოგონა -კარგი,ეგ არაფერი,დღეს გაპატიებ,მაგრამ კიდევ თუ განმეორდება,შენ სიცხეს სულ ცემით გავგზავნი მოუსვლელში -მოუვლელი რა არი მამიკო? -მოუსვლელი,ჩემო ლამაზო,ეს არის,ადგილი სადაც მიდიან და აღარ ბრუნდებიან -შენ რომ გააგდებ აღარ მოვა,-ამაყად თქვა ტასომ -აბა რა,-დაეთანხმა გიგაც -მიკვალქალ,მამა,-ხმამაღლა უთხრა მან და ფეხები აათამაშა -მეც მიყვარხარ,ოღონდ მოისვენე რომ მალე გავაგდოთ სიცხე,-ფეხებზე მოკიდა ხელი -მართალი ქორწილი გექნებათ შენ და დედას? -ხო,აბა,ტყუილი ქორწილი სად გინახავს?-ეჭვით შეხედა გიგამ -მინახავს,-დაზუსტებით წარმოთქვა მან -არ მეტყვი?-დაინტერესდა მამაკაცი -არა,-მტკიცედ მიუგო ტასომ -შე მაიმუნო,-ლოყაზე უჩმიტა მას -არ მიგვატოვებ? -არასოდეს,თუ დედაშენი არ გამაგდებს -ჯერ მე უნდა მკითხოს,-დიდი ქალივით მოიღერა კისერი და ხელის გულით საწოლზე დააბარტყუნა. -გადარეულო,-გაეცინა გიგას,-როგორ ფიქრობ,დედაშენს არ შევყვარებივარ? -კი,ლოგოლ არა,მაგრამ ბებომ მითლა,ლოცა ქალს უკვალს არ ამქელსო -ეგ ნენეზე თქვა? -კი,-თავიც დაუქნია ტასომ -აჰამ,ასეც ვფიქრობდი! -ხო,იფიქლე,იფიქლე,-მიუგო ტასომ და თვალები დახუჭა.ძილი მოერია საკმაოდ. -ძილინებისა,ლამაზო ქალბატონო,-შუბლზე ეამბორა გოგონას. * * * -რა დღეში ხარ,დადე კაბა,-მაღაზიიდან ახლად მოსული ნენეს ხმა ისმოდა მხოლოდ სახლში.ტასოს მისი საქორწინო კაბა საწოლიდან გადმოეღო და ძირს მჯდომს ზედ გადაეფარებინა,-ასე ხომ კაბას დამისვრი,ქორწილში რა უნდა ჩავიცვა?-მივიდა და კაბა ააცალა,ტასო წამოხტა და მიმავალ ნენეს უკან გაჰყვა. -მეც ასეთ კაბას მიკიდი?-ჰკითხა,როცა კარადასთან მივიდნენ -რომ გაიზრდები ბევრად კარგს გიყიდი,-როდესაც კაბა საგულდაგულოდ შეინახა,ტასოს მოჰკიდა ხელი და ოთახიდან გაიყვანა. როდესაც ნენე და სანდრო დაქორწინდნენ,სანდრომ საჭიროდ არ ჩათვალა ქალს თეთრი ცმოდა,მითუფრო საქორწინო,ამიტომ ნენეს ოცნება,რომ გაიზრდებოდა ლამაზი,თეთრი საქორწინო კაბა ცმოდა,აუხდენელი დაუტოვა.ქალი ვერასოდეს წარმოიდგენდა,თუ კიდევ გათხოვდებოდა და შეძლებდა უბრალო ოცნების ასრულებას. რატომ არ გააპროტესტა მაშინ,როდესაც არაფორმალურად ეცვა?!უბრალოდ ვერ ხვდებოდა,რაღაც აბრმავებდა,უფრო სწორად სანდროს სიყვარული უჩრდილავდა რეალობას. გამოჩნდა გიგა,პიროვნება,რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებში ყოველთვის დარწმუნებული იყო და იცოდა რას აკეთებდა,მის ნამოქმედარს რა შედეგი მოჰყვებოდა.ფოტოგრაფი,რომელმაც ნენე ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიყვარა,დაკარგა და შემდეგ ისევ დაიბრუნა.სასაცილოა?არა ეს უბრალოდ ბედისწერა და ბამბის ნაყინია.რომ არა მენაყინე,ტასოს მისი ნაყინის შეჭმა არ მოუნდებოდა,ნენე კი უცხოს არ სთხოვდა დახურდავებას.გამიგია,თუკი ადამიანი შენი ბედია,შენს გზაზე მეორედ აუცილებლად გამოივლის-ო. * * * ნენემ ფანჯრიდა შენიშნა,როგორ ესაუბრებოდა გიგა ვიღაც ქალს,ფერები გადაუვიდა,ფეთიანივით გავარდა ოთახიდან,ლამის ლელას შეეჯახა -სად მიდიხარ?-ჰკითხა დედამისმა,მაგრამ ნენეს მისი ხმა არ ესმოდა,კარი გააღო და გარეთ გავიდა.ლელამ,გაოგნებულმა დახურა კარი და სამზარეულოში შებრუნდა. -გიგა,-შორიდან დაუძახა ქმარს და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა მათკენ.გული ამოვარდნას ჰქონდა -რა მოხდა?-ჰკითხა მისი გაწითლებული სახით შემხედვარემ და ჩაეღიმა -საქმე მაქვს,მთელი დღეა გელოდები სად ხარ?-ბრაზით ჰკითხა და უცხო ქალი ფეხის თითებიდან თმის ღერამდე აათვალიერა -ახლა უნდა დამერეკა,რა მოხდა? -არ გცალია,როგორც ჩანს,-გამობრუნდა და წამოსვლა დააპირა,მაგრამ გიგამ შეაჩერა -მოიცა,სად გარბიხარ,არ გაეცნობი?-შემოაბრუნა გაგულისებული ქალი მათკენ -არ მცალია,ლელას ვეხმარები დალაგებაში,ახალი სახლია და ყველაფერი თავზე გვაყრია,ვითომ არ იცოდე -დამშვიდდი და გაეცანი ჩემს მამიდაშვილს,-გიგას ნათქვამზე სიმწრი გაეღიმა ნენეს და გულში გაიმეორა “მამიდაშვილი ხომ“ და ხმამაღლა გადაიხარხარა რომ სიბრაზე გაექარწ....ბინა.დაბნეულმა სახეზე ჩამოსვა ხელები და ქალს მიაშტერდა ისევ. -გამარჯობა,რძალო,-მიუგო მან ნენეს.ქალს ემოცია იმდენად მოაწვა რომ სლოკინიც კი დააწყებინა.დაბნეულმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.საშინლად დასცხა,ისე რომ ყინულით სავსე აუზიც ვერ გამოყვანდა მდგომარეობიდან. -ნენე ცუდად ხომ არ ხარ?-ხელი მოჰკიდა გიგამ,-ქამელეონო,წამში რვა ფერი გახდი,-გულიანად გაეცინა -არა,წავალ,როცა დავალაგებ ამოდით,ყავას შენ ჩაგაცეცხლებ,თქვენ კი დაგალევინებთ,-ძლივს შეიკავა სლოკინი და როცა დაასრულა სათქმელი უკან გაბრუნდა.გზაში ისევ შეახსენა თავი და კარამდე სულ სლოკინით მივიდა. -ხო საყვარელი ცოლი მყავს?-ჰკითხა გიგამ მარიამს -ძალიან,-ღიმილით მიუგო მამიდაშვილმა,-კარგად აუხსენი,შეიძლება არც ის ჯერა რომ მამიდაშვილი ვარ,აშკარად ჩემზე იეჭვიანა,დავინახე,როგორ იყურებოდა ფანჯრიდან და უცებ აქ გაჩნდა -ეგ არაფერზე არ ეჭვიანობს,სულ არ აინტერესებს სახლში როდის მივალ -ცდები,ღამით ყველაფერს გეტყვის -კი მეტყვის,როცა იატაკზე საწოლის გაშლას დაასრულებს,ძილინებისა-ო და რბილად დაწვება -საყვარლებო -ვაიმე,ახლა გული ამიჩუყდება,ვინმემ სიყვარულის ელექ გამოიგონოს,თორემ გამიშეშდა წელი იატაკზე წოლით * * * -სად წახვედი?-სახლში ხვნეშით შესულ ნენეს ლელა მივარდა -მამიდა,-სლოკინმა შეაწყვეტინა სიტყვა,-შვილი მოუვიდა გიგას -ვინ? მამიდა და მისი შვილი? -არა,მამიდას შვილი -აჰა,გასაგებია,სად არიან მერე უთხარი სახლში ამოვიდნენ,თითქმის დავასრულეთ დალაგება,გული არ გაუსკდება -ამოვლენ,აბა სად წავლენ,ყავა მოუდუღე,მე ოთახში ვიქნები,-გულზე მიიბჯინა ხელი და საძინებელში შევიდა.საწოლზე ჩამოჯდა და იატაკს დააშტერდა.საკუთარი ქცევა რომ გაახსენდა,სიცილი აუტყდა და კუჭის ტკივილით შეწუხებული საწოლის სიგანეზე გადაწვა. -სულელო ქალო,რა მოგივიდა?-იგრძნო,ზემოდან აიზბერგივით გადაეფარა გიგას სხეული.მამაკაცმა მომუშტული ხელები საწოლს დააბჯინა რომ ძალიან არ დაწოლოდა ნენეს ტანზე. -არაფერი,გაიწიე,ვეღარ ვსუნთქავ,-ხელის გული მიაბჯინა მკერდზე -ვეღარც მე,-მოდუნდა და ზედ დააწვა გიგა -გავიჭყლიტე ბიჭო,-ამოიკნავლა ნენემ -გაუძელი,აბა რა გეგონა ხელს რომ მადებდი,შენს შეხებაზე ყველა კუნთი დუნდება და აჰა,იყავი ახლა მასე. -სად გაყვს ის გოგო? -ლელას ეჭორავება,მე კი ჩემს ცოლს მოვაკითხე,რას გაშოტილხარ აქ,გამოეტიე,მაჭამე რამე -როდის იყო სუფრას მე გიწყობდი -სიყვარულს რა ვუთხარი,თორემ შენ რა მოსაყვანი იყავი -აბა,აბა -ბევრს ნუ ტლიკინებ,თორემ თავს ვერ ვიკავებ -რაზე? -უნდა გაკოცო -არა! -ნეტა ვინ გკითხა,-ხელები დაუკავა და მშვიდად მიუახლოვდა მის ტუჩებს.ნენე აკანკალდა,ტუჩები დაუბრუჟდა და სანამ გიგა შეეხებოდა რაღაც სიტყვა წარმოთქვა,ისე რომ თვითონაც ვერ გაიგო.მამაკაცს კი მოთმენა აღარ შეეძლო და ჯერ ოდნავ შეეხო შემდეგ კი გაშმაგებით.ქალს გულისცემა გაუხშირდა და თვალები გაუფართოვდა დახუჭვის მაგივრად. როცა გიგამ ტუჩები მოაცილა,ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და მსუბუქად იკბინა. -ანუ მოგეწონა,კიდევ ხომ არ გავიმეორო?-ეშმაკურად ჰკითხა ქმარმა -არა,-სანამ კიდევ აკოცებდა უთხრა ნენემ,-ადექი,სტუმარი გვყავს,რა დროს სიყვარულია -ნეტავ,სიყვარულის დრო როდის გაქვს შენ -გაჩუმდი! -ღამე აღარ დავიძინებ იატაკზე! -კი როგორ არა -დიახაც! * * * -ყავა გაციებულა,-ცოტა მოსვა და ისევ უკან დადგა -სანამ გამოხვედით აბა რა იქნებოდა,-უთხრა ლელამ და ფინჯანი ააცალა,-ახალს გავაკეთებ -საიდუმლო თათბირი გვქონდა,ვერ გავაცდენდი,ყავა კი აღარ მინდა -კარგი,ნენეს ვკითხავ მაგ თათბირის შესახებ,-თქვა და ყავა ნიჟარაში ჩაასხა. -დიდი ბოდიშით,მე უნდა წავიდე,მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა,გერმანიიდან ქორწილისთვის ვერ ჩამოვედი,რთული პერიოდი დაემთხვა,ამიტომ გიგას გული რომ აეცრუებინა ჩემზე,გადავწყვიტე უკვე შექმნილი ოჯახი მომენახულებინა -ჩემთვისაც,იმედი მაქვს კიდევ გნახავთ,-ღიმილო მიუგო ლელამ -ასევე,-დაეთანხმა ნენეც,-რომ დარჩენილიყავი ტასოს გაიცნობდი,ახლა ბაღშია -კიდევ მოვალ,აუცილებლად,-მიუგო მარიამმა და მაგიდიდან წამოდგა -გაგვიხარდება,-ხელი მოკიდა ლელამ და შემოსასვლელამდე მიაცილა. ნენე გაშეშებული იდგა და გიგას მიჩერებოდა. -არ გააცილებ? -შენ გააცილე -შენი მამიდაშვილია -შენი ქმრის ნათესავია -გადი -შენ გადი -წავიდა უკვე,რას კინკლაობთ,-შემობრუნდა მალევე ლელაც -ამან დაიწყო,-ხელი გაიშვირა ნენესკენ გიგამ -გაჩუმდი,-გაბრაზდა ქალი -ორივე მორჩით და ნენე მომეხმარე,სუფრა გავშალოთ,არ მოგშივდათ? -მე კი,ძალიან,-დაიწუწუნა გიგამ -დღეს ნენემ მოამზადა -უნდა დავაჯილდოვო -არაა საჭირო -რატო,დარიშხანი გაურიე? -არა,მაგრამ სიამოვნებით გავურევდი -ასე ძალიანაც ნუ გიყვარვარ,ნენე,-გადაიხარხარა გიგამ -რომ მიყვარხარ იმიტომ მინდა შენი მოცილება,ხოიცი რა კეთილი ვარ -ვიცი,ჩემო ლამაზო -ძალიან კარგი! * * * -არ დავიძინებ მანდ,გითხარი უკვე,მტკივა უკვე ყველაფერი,-შეღონებული ხმით თქვა გიგამ და რაც დააფინა ნენემ იატაკზე ყველაფერი აყარა. -რამსიგრძე ხელები გაქვს?-გაბრაზდა ნენე,მაგრამ მეორედ გაშლა არ უცდია,-დაიძინე საწოლზე,ჯანდაბას,მე მისაღებში გავალა -ვერსადაც ვერ გახვალ,ან ახლა აღიარებ რომ გიყვარვარ და უჩემოდ ვერ სუნთქავ ან,ზურგზე მოგიგდებ და სანაგვეზე წაგიყვან. -იდიოტო! -ეგ მიყვარხარ იყო? -არა,ილუზიავ,წადი გიგას გონებიდან და რეალობავ,დაბრუნდი შენს ადგილზე! -გაჩუმდი ერთი,ცარიელ სიტყვებს აფრქვევს აქ,არ მჯერა შენი -ძალიან ცუდი,-მშვიდად ჩამოჯდა საწოლზე -წავედით სანაგვეზე,-ხელი მოკიდა გიგამ -რა სასაცილო ხარ -ახლა გვიანია,დავწვები,დავიძინებ და რომ გავიღვიძებ გვერდით დამხვდი,ნიშნად რომ გიყვარვარ,-მაისური გადაიძრო საჩქაროდ და გაშლილ საწოლში შეწვა,შარვალიც გაიხადა და შიგნიდან გამოაძვრინა,-ძილინებისა ცოლო,-ზურგი აქცია და სცადა დაეძინა.ნენემ მხრები აიწურა,რა გაეკეთებიან არ იცოდა,თეთრეული მოხვეტა და მისაღებში გავიდა.გაშლა დაიწყო,მაგრამ ისევ აურია,მიხვდა რომ დიდ სისულელეს აკეთებდა.ცოტახანი მაინც მოიცადა მისაღებDი და როცა იფიქრა რომ გიგა უკვე ღრმა ძილში იქნებოდა ოთახში შეიპარა,ფრთხილად,რომ არ შეხებოდა,გვერდით მიუწვა და იმ იმედით დაიძინა რომ დილით მასზე ადრე გაიღვიძებდა,გავიდოდა და დივანზე დაწვებოდა. თეონა შუბითიძე *** პ.ს მე პეპი ვარ და მენატრება თეო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.