გამოიდარებს /ნაწილი1/
ყველა თქვენგანის უმეტესობა,ერთხელ მაინც არის ნამყოფი ბანაკში.ყველა ბანაკი სახვადასხვანაირია,თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ.ყოველი მათგანი რაღაც კვალს ტოვებს ადამიანის ქვეცნობიერში და ამახსოვრებს თავს. მე ბანაკების დიდი მოყვარული გახლავართ.ყოველ ზაფხულს,ყველაზე ცოტა ერთხელ მაინც მივდივარ.სწორედ ერთ-ერთ ჩვეულებრივ ბანაკში მოხდა ისტორია,რომლის დავიწყებაც,უბრალოდ შეუძლებელი გახდა ჩემთვის.ამ ისტორიამ შეცვალა ჩემი პიროვნულობის რაღაც ნაწილი.შემახსენა,რომ ადამიანებს ადვილად არასდროს უნდა ენდო და პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მართალი არაა.მასწავლა,რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავი უნდა შეიკავო,თუ ყველაფერი კარგად არ იცი. ეს ამბავი მაშინ დაიწყო,როდესაც ავტობუსი დანიშნულების ადგილას მივიდა.ბანაკში სადღაც 280 ბავშვამდე ვიყავით,ამიტომ 12 გუნდად დავიყავით.თითოეულში 24 ბავშვი იყო და 1 ლიდერი. ჩემი ყურადღება დიდად არავის მიუქცევია,თუმცა გამონაკლისებიც იყვნენ რათმაუნდა.აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ჩემი უხალოესი მეგობარი ქეთი.ქალბატონი ქეთევანი 175 სანტიმეტრის სიმაღლის შავგვრემანი გოგონა გახლავთ.მისი გრძელი გაშლილი თმა მის აღნაგობას უფრო მიმზიდველსა და სექსუალურს ხდის.მისი ასეთი ლამაზი ტანი,ხშირად იმის მიზეზი იყო,რომ გოგონებს 90% მისი შურდა,თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ მისი ეს სილამაზე რატომღაც არ იქცევდა მისი არც ერთი „ქრაშის“ ყურადღებას.ისიც ჩემთან ერთად გახლდათ ბანაკში.შემეხება მე,180 სანტიმეტრის სიმაღლის ვარ.მოკლე,ხუჭუჭი ყავისფერი თმით.წარსულში მოცეეკვავე ვიყავი,ხოლო ახლა „პროფესია“ შევიცვლე და კალათბურთელი გავხდი,რის გამოც ვარ ახლა ამ ბანაკში. როდესაც დანიშნულების ადგილას ჩავედით,ჩენი მომავალი ლიდერი დაგვხვდა. გუნდებად დაყოფისა და მაისურების აღების შემდეგ გავემართეთ ჩვენი სადარბაზოსაკენ. მემგონი დრო მოვიდა,რომ ალექსანდრე და ანდრია გაგაცნოთ.არც ერთი არ იყო ჩემი გუნდელი, თუმცა ორივემ დიდი როლი ითამაშა ჩემს ისტორიაში და მალე გაიგებთ,თუ რატომ.ალექსანდრე მაღალი იყო,სადღაც 195 სანტიმეტრი,წითური თმით,აპრეხილი ცხვირითა და მწვალე თვალებით.ეს ყველაფერი მის დაკუნთულ სხეულთან კი,უბრალოდ იდელაურობას ქმნიდა. როდესაც მის წითურ თმას შუქი ეცემოდა და ბზინვას იწყებდა,უბრალოდ შეუძლებელი იყო მისთვის თვალის მოცილება.ძალიან უბრალო ადამიანი ჩანდა და დიდად ყურადღებას არ იქცევდა,თუმცა მისი სილამაზე შეუმჩნეველი არასდროს არ რჩებოდა.ხოლო რაც შეეხება ანდრიას,სიმაღლით ასე 185 იქნებოდა.შავგვრემანი იყო,მუქი შავი თვალებით. როდესაც პირველად დავინახე,ვერ მიხვდი,მაგრამ მომდევნო შეხვედრისას მივხვდი,რომ ძალიან გავდა ამერიკელ მსახიობ დილან ო’ბრაიენს.ეს ბიჭი რატომღაც გამუდნებიც იქცევდა ჩემს ყურადღებას,ხან თავისი ქცევით,ხანაც მისი სილამაზით. ყოველთვის ქედმაღალი იყო და მისი საყვარელი აქტივობები ჭამა და ფეხბურთი იყო. როდესაც ბანაკში ჩავედით,დაახლოებით საღამოს ექვსი საათი იყო.იქიდან გამომდინაარე,რომ დღის ბოლომდე ცოტა დრო იყო დარჩენილი,პირდაპირ გაცნობით აქტივობებზე გადავედით.ზუსტად იგივე აქტივობები მიმდინარეობდა ჩვენს მეზობელ გუნდშიც.აღსანიშნავია ისიც,რომ ამ თამაშებს გუნდმა ძალიან კარგად გავართვით თავი(აბა რა იქნებოდა ყველა გენიოსი ერთად რომ შეიყარა). დადგა 8 საათიც,დრო რომელიც არ ვიცოდი თუ ასე ძალიან შემიყვარდებოდა. ქალბატონებო და ბატონებო ეს გახლდათ ვახშმის დრო.თუმცა გარშემო ისეთი სილამაზე იყო,რომ ჭამაც კი დამავიწყდა. ვჭამე და ახლა ძილის დროც დადგა ჩემთვის,თუმცა არა ბანაკისთვის.ბანაკში სწორედ ახლა იწყებოდა ცხოვრება.ცოტა დავისვენეთ და დაიწყო დიდებული დისკოთეკაც.საერთოდ როდესაც ვინმე მომწონს,ან მის მიმართ ინტერესი მაქვს,თვალთვალს ვიწყებ ხოლმე.ასე მოხდა ახლაც.მთელი საღამო თვალი არც ალექსასთვის და არც ანდრიასთვის არ მომიშორებია. ხანდახან ალექსანდრე ისე გაქრებოდა ხოლმე,რომ ვერც კი ვხვდებოდი ამას როგორ აკეთებდა.დისკოთეკა გვიანობამდე გაგრძელდა და ბოლოს ყველა გუნდი თავის ადგილს დაუბრუნდა. დღე მეორე დილის გამამხნებებელი ვარჯიშის შემდეგ,საუზმის დროც დადგა. როგორც გითხარით მე მერვე გუნდში ვიყავი,ხოლო საუზმე პირველმა გუნდმა დაიწყო,ასე,რომ ცოტა ლოდინი მოგვიწია.რადგანაც წვიმდა,სანამ ჩვენი ჯერი დადგებოდა,სადარბაზოში ვიცდიდით.DJ ჩვენ გაწყობაზე ზრუნავდა და აღარავის ახსოვდა შიმშილი ბატონ ანდრიას გარდა.ყოველ ხუთ წუთში ერთხელ წუწუნებდა იმასე,რომ ჯერ მისი გუნდის ჯერი არ იყო,არადა ძალიან შიოდა უკვე.ხოლო ალექსანდრე,როგორც ყოველთვის თავისთვის წყნარად იჯდა და თავის რიგს ელოდა.რაღაც მომენტებში,როდესაც ჩავფიქრდებოდი ხოლმე,ვამჩნევდი ალექსანდრეს მიერ ჩემს მიმართ მომართულ მზერას.არ ვიცოდი ეს რისთვის უნდა დამებრალებინა,მაგრამ შემდეგ გუშინდელი საღამო გამახსენდა,მე ხომ მიშტერებული მიყავი მასზე(ეტყობა შეამჩნია და სამაგიეროს გადახდა მოინდომა.არადა ვკომპლექსდები,როდესაც ვიღაც დაჟინებული მზერით მიყურებს).როგორც იქნა დადგა ჩვენი ჯერც.რიგში დავდექით და ისე შევედით სამზარეულოში.საუზმედ ჩაი,კარაქი,თაფლი,პური და წიწიბურა იყო.ალბათ ჩემი საყვარელი ტრიო.არვიცი ბედი იყო თუ უბრალო დამთხვევა, მაგრამ ისე დავჯექით,რომ ალექსა ჩემს პირდაპირ იჯდა და მუდამ ერთმანეთს ვუყურებდით. ბანაკის საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა,რომ ჩვენი გეოგრაფიის ცოდნა შეემოწმებინა,ამიტომ ბანაკში მსოფლიოს დღე მოეწყო.ყველა გუნდი სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენა,მისი ყველაზე ცნობილი ნიშნით.საბედნიეროთ თუ საუბედუროდ ჩვენ იტალია შეგვხვდა.დიდი ფიქრი დაგვჭირდა იმაზე,თუ რას გავაკეთებდით,ბოლოს კი შევდანხმდით ლუჩიანო პავაროტიზე,პიცაზე და მზარეულებზე.ვისაც როლი არ შეხვდა დელეგაციის წარმომადგენელი იყო და დროშის ფროალი ევალებოდა(მათ შორიც მეცვიყავი,აბა ესეთ მოუქნელს სხვა რა უნდა შემხვედროდა).ალექსანდრეს გუნდს საბერძნეთი შეხვდა და ისიც ჩემნაირ როლში იყო.ხოლო ანდრიას გუნდს დიდი ბრიტანეთი შეხვდათ და ,,ჰარი პოტერის“ გამსახიერება გადაწყვიტეს და არც მეტი არც ნაკლები გუნდი ,,სლიზერინის“(ისე კი დავინტერესდი მთელი გუნდის ნომერი ერთი ადამიანის პიროვნებას რანაირად მოარგესთქო,მაგრამ მე არავინ არაფერს მეკითხებოდა,ასე,რომ ეს შეკითხვა სასწრაფოდ მოვკალი).სხვათაშორის ცეკვაც დავდგით საღამოსთვის,მაგრამ ამინდმა მაგრად დაგვცინა და ისეთი წვიმა წამოვიდა,დარბაზამდე ძლივს მივაღწიეთ.დარბაზში კი იმდენი ადგილი არ იყო რომ ჩვენი ,,გრანდიოზული“ ნომერი წარგვედგინა,ასე,რომ მხოლოდ აღლუმით შემოვიფარგლეთ.დღეც ჩვეულებისამებრს დისკოთეკით დაიხურა.მე და ჩემმა გუნდლებმა გვარიანად მოვილხინეთ და იმდენი ვიხტუნავეთ,სადარბაზომდე მისვლის თავი არავის აღარ ჰქონდა. გზაში ალექსანდრეს მოვკარი თვალი,ჩემსკენ მოდიოდა.მემგონი რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა მისი ძმაკაცი დაეწია,რაღაც უთხრა და წაიყვნა.ძილისწინ სულ იმის ფიქრში ვიყავი,თუ რისი თქმა უნდოდა მას ჩემთვის.ათასი ვარიანტი მაგრამ არვიცი რომელი იყო მართალი,ან საერთოდ იყო რომელიმე მათქგანი მართალი კი?!ამ ფიქრებში დამეძინა და მთელი ღამე და უშფოთველად მეძინა. დღე მესამე საუზმე მეხუთე გუნდმა დაიწყო,შესაბამისად უფრო მალე მოგვიწია ჭამა.როდესაც სასადილოში შევედით,ალექსაც იქ იყო.ჩვენს შემდეგ აღარავინ აღარ შემოუშვეს იმიტომ,რომ საშინელი წვიმა დაიწო და სასადილომდე მოსვლა უბრალოდ შეუძლებელი გახდა. საუზმე დამთავრდა,თუმცა ისევ გადაუღებლად წვიმდა.ალექქსანდრე თვალს არ მაშორებდა.არ ვიცოდი რა მექნა,ამიტომ გადავწყვიტე მეც საპასუხო მზერით მეპასუხა. -რას მიშტერებულხარ ასეთი თვალებით?-გაკვირვებული ხმით მკითხა ქეთიმ. -რა?მე?არაფერს უბრალოდ ჩავფიქრდი. -უბრალოდ ჩაფიქრდი არა? ჩემს მზერას თვალი გააყოლა და ბოლოს ალექსანდრესთან მივიდა. -რა სიმპატიურია ეს „არაფერი“ ნუუ!-ჩაეცინა. -მიყურებს და რავქნა?ვეცადე ყურადღება არ მიმექცია მაგრამ... -მაგრამ ის,რომ ესეთ სიმპატიურ „რაღაცას“ თვალს ვერ აშორებ.-წინადადება ქეთიმ ჩემს მაგივრად დაასრულა. -ჰოომ! -არ გინდა მიხვიდე და გაიცნო?ან კითხო ასე რატომ გიყურებს. -გაგიჟდი?! -ჯეირანი ვითამაშოთ და თუ მე მოვიგებ წახვალ. -და თუ მე მოვიგებ,ერთ სიტყვასაც აღარ იტყვი მასზე. -რა პრობლემაა!ჯე-ი-რა-ნი! -არსადაც არ წავალ!-როგორც ყოველთვის ისევ წავაგე.არც კი მახსოვს ბოლოს როდის მოვუგე ქეთის ან საერთოდ რატომ დავთანხმდი მას ამ წინადადებაზე. -პირობას შესრულება უნდა,აბა წარმატებებიი!-ღიმილი მაჩუქა ქეთიმ და მზერით გამაცილა. გზაში მუხლები მიკანკალებდა ნერვიულობისგან.არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და როგორი სახე უნდა მიმეთო:ღიმილანი და სანდო,თუ მკაცრი და უხეში.ჩვენს შორის სულ ორიოდე ნაბიჯი იყო,თუმცა მე უსასრულოდ მეჩვენებოდა.ბოლოს როგორც იქნა მასთან მივაღწიე, გამბედაობა მოვიკრიბე და პირველად რაც თავში მომივიდა ის ვთქვი. -გამარჯობა,მე ანა მქვია.-ვუთხარი მე. -სასიამოვნოა.მე ალექსანდრე მქვია,მაგრამ მეგობრები ალექსს მეძაიან.შენც რაც გინდა ის დამიძახე. -ჩემთვისაც სასმიამოვნოა. -ალბათ შეამჩენვი,რომ გუშინ შეთან მოვდიოდი სალაპარაკოდ,თუმცა ლიდერი მეძახდა და შენამდე ვეღარ მოვაღწიე.ასე,რომ თუ თამახმა იქნები აქ ვილაპარაკოდ,მაიც სხვა საქმე არ გვაქ. -კი,მაგრამ აქ ადგილი რომ არ არის? -სულაც არა,არის! მისი მწვანე თვალების ყურებით გართულმა,ვერც კი შევამჩნიე როგორ გაანთავისუფლეს მისმა მეგობრებმა მაგიდა.ამ შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია და უყოყმანოდ დავთანხმდი. - ალბათ იცი,რომ მცხეთიდან ვარ. -იქიდან გამომდინარე,რომ შენს გუნდში უმეტესად მცხეთიდან არიან ბავშვები და შენც მეშვიდე გუნდელი ხარ,მაგის გამოცნობა ძნელი არიყო. -ნუ ხო.-ჩაეცინა. -მე თელავიდან ვარ. -მე როგორც როგორ ალექსანდრე მქვია,ალექსანდრე სულხანიშვილი. -მე ანა მახარაძე.შენ მემგონი ფეხბურთელი ხარ ხო? -როგორ მიხვდი? -მოდი ინტუიციას დავაბრალოთ(არადა გუშინ მის გუნდელ გოგოს ვესაუბრე და იმან მითხრა ფეხბურთელიაო,თუმცა არა მგონია ამის მისთვის თქმა სწორი ყოფილიყო). -შენ მოჭადრაკე არა?? -საერთოდაც არა,კალათბურთელი(ნუ კალათბურთელი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,მაგრამ არაუშავრს)! -აბა,ასეთი ჭკვიანი თვალები საიდან?! ჭკვიანი არა ის კიდე.ნორმალურად არ მძინებია და ჩასიებული მქონდა თვალები.ვერ ვიტან,როდესაც ნორმალურად არ მძინავს.ეს თუ ესეთ თვალებს ჭვიანურს ეძახის,ჩასიებულ თვალებს რაღას ეძახის ნეტა.ეხლა კი იტყვით თავის მოწონება უნდაო,მაგრამ მე გეტყვით,რომ თავის მოწონება უკეთესი ხერხებით შეიძლებოდა. -ხელს ხომ არ გიშლით გვრიტებო??? ვერც კი შევამჩნიე ანდრიას მოსვლა.ეს სიტყვები კი ისეთი ტონით წარმოთქვა,თითქოსდა რამე დავაშავეთო და მშობელი მოვიდა დასატუქსადო. მთელი დარბაზი დავათვალიერე,მაგრამ მისი გუნდელი იქ არავინ არ იყო და არც მისი ლიდერი ჩანდა სადმე.არვიცი ეს როგორ მოახერხა,მაგრამ ცხადია,რომ გუნდი დატოვა და წვიმაში ირბინა აქ მოსასვლელად.თავიდან ბოლომდე სველი იყო.წარმოდგენაც არ მქონდა ეს რატომ,ან რისთვის გააკეთა.არც მე და არც ალექსანდრე მას ნორმალურად არ ვიცნობდით და ვერც იმას მივხვდი სიტყვა „გვრიტებო“ რატომ იხმარა.თუმცა ცხადია,რომ ის ახლა ჩვენს წინ იდგა. -სხვათაშორით კი და პატივს დაგვდებ,თუ დაგვტოვებ და საუბრის გაგრძელების საშუალებას მოგვცემ!-მიუგო ალექსანდრემ. სიტუაცია საშინლად დაიძაბა.შეიძლება დიალოგში არ იმჩნედა,მაგრამ იმ დროს მათი სახეები,რომ დაგენახათ,უსათუოდ მიხვდებოდით,რომ ორივეს ცოტა ეკლდა,რომ ერთმანეთი არ ეცემათ.არ ვიცი წვიმის ბრალი იყო თუ რის,მაგრამ ცხადია,რომ ორივე ნერვებზე იყო.სიტუაციის განმუხტვას შევეცადე და დიალოგში „შევიჭერი“. -ჰაიიი გაიზ(მემგონი ყველაზე დებილური გზა იყო დილოგში ჩასართველად)! რახდება???იქნებ მეც გამარკვიოთ თორე,სულაც არ მომწონს ეს სიტუაცია. -ორი წუთით გვაცადე რააა!! -კაი! თითქოს დაგეგმილი იყოვო,ისე სინქრონში თქვეს ეს სიტყვები.მემგონი ყველაფერს მოველოდი ამ სიტყვების გარდა.იქაურობა ისე დავტოვე,უკან არც მიმიხედია.ჩემდა საბედნიეროდ წვიმას გადაეღო და პირდაპირ შეკრების ადგილისკენ გავემართე.როგორც გავიგე დღევანდელი დღე თავისუფალი იყო და საღამოს მხოლოდ დისკოტეკა იყო დაგეგმილი. გუნდის საათის შემდეგ,მოედანზე გადავინაცვლეთ,სადაც ტერნინგი ჩაგვიტარდა ოჯახურ ძალადობაზე.მემგონი ცოტა სირცხვილია,როდესაც 21 საუკუნეში კიდევ გვიწევს ამ თემაზე საუბარი.მემგონი ყველა ხვდება იმას,რომ ძალადობა მიუღბელია და მნიშვნელობა არ აქვს ძალადობის სახეს.ბევრს ჰგონია,რომ ოჯახური ძალადობა,მხოლოდ ფიზიკური შეიძლება იყოს.მისი მრავალი სახე არსებობს და სულაც არაა აუცილებელი,რომ მოძალადე მხოლოდ ერთი პიროვნება იყოს და ისიც მამრობითი სქესის წამომადგენელი.ზოგიერთ ოჯახში მოძალადე ქალია.ყველაზე ცუდი კი ისაა,რომ ძალადობის მომსწრენი ხშირად ბავშვებიც არიან.ზოგი ბავშვი ხვდება,რომ მამა/დედა ცუდად იქცევა და მას არ უნდა მიბაძოს და პირიქით,მისნაირებისგან უნდა დაიცვას ქვეყანა.მაგრამ ყველა ბავშვი ასეთი როდია. ზოგიერთს ფსიქიკა უმახინჯდება და ის პოტენციური მოძალადე ხდება.ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი აკისრია ოჯახის სხვა წევრებს,მეზობლებსა და ახლობლებს,რომლებმაც იციან ამ ფაქტის შესახებ.ჩვენდა საბედნიეროდ ქვეყანაში უკვე არსებობს ცხელი ხაზი,სადაც შეგვიძლია დარეკვა ძალადობის შემთვევაში და ვიტყვი,რომ გაჩუმება გამოსავალი არაა! ორივე ბატონი მთელი ტრენინგის განმავლობაში ჩემს უკან იჯდა.დილის წყენას ჯერ გადავლილი არ ჰქონია,ამიტომ არცერთისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. -დილით საუზმეზე რა მოხდა?-ჩურჩულით მკითხა ქეთიმ. -არაფერი ისეთი. -რა არაფერი ისეთი.შვენივრად საუბრობდით შენ და ალექსანდრე,მერე ვიღაც ტიპი მოვიდა და გამოგაგდესავით.მოყვები რა მოხდა? -შენ თვითონ მოყევი ამ წამს თუ ხვდები. -ის ტიპი ვინიყო? -ანდრია ჰქვია თუ არ ვცდები,მეცხრე გუნდელია. -და თქვენთან რა უნდოდა? -მე რა ვიცი ქეთიი!-უკვე ნერვებს მიშლიდა ასეთი კითხვებით. -კარგი დაწყნარდი,რა მოგივიდა! -არაფერი,კარგად ვარ მე! არადა საშინლად ვიყავი.ნერვები მეშლებოდა,რომ ვიღაც იდიოტის გამო მე და ალექსანდრემ საუბარი შევწყვიტეთ.თუმცა ალექსანდრეზეც ვბრაზობდი,რადგან ვიღაც ბიჭის გამო ასე ადვილად გამიშვა. ტრენინგის დასრულებისთანავე გასავლელისკენ წავედი რომელიმეს,რომ არ შევხვედროდი, თუმცა ყველა გიჟივით გარბოდა(როდის გვქონდა ქართველების წესრიგის მიმართ სიყვარული).საბოლოოდ კი ისე გამოვიდა,რომ ბოლოს მე მომიწია დარბაზის დატოვება. უცბად ვიღაცამ ხელი მომკიდა და უკან მიმატრიალა.ეს მიტრიალება იმდენად მულოდნელი და ინერციული იყო,რომ შეტრიალებისას მას გულმკერდზე ,,ავეკარი“.ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო.როდესაც სახეში შევხედე,დავინახე მწვანე თვალები,რომლებიც დაჟინებულად მიყურებდნენ. -დღევანდელისთვის ბოდიშს გიხდი,მემგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა.მაგრამ იმ სირმა ნერვებზე ამთხარა და თავი ვეღარ გავაკონტროლე უბრალოდ.სორიიი! ბიჭი,რომელიც წყნარი და გაწონასწორებული მეგონა, ძალიან თავდაჯერებული აღმოჩნდა(აი რატო არ უნდა ენდოთ პირველ შთაბეჭდილებას).არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,აახვიე შენი დედაცთქო,თუ კაი არაუშავრს მერე რამოხდათქო.რატომღაც მეორე ვარიანტი ავირჩიე,რადგან ძალიან მაინტერესებდა ანდრიას იქ რა უნდოდა,ან ჩხუბი რატო დაწყეს და საერთოდ რომელი დებილი ირბენს თავსხმა წვიმაში,რომ ორ ადამიანს საუბარი შეაწყვეტინოს. -კარგია თუ ხვდები,რომ ზედმეტი მოგივიდა,იმიტომ რომ არაა ლამაზი როცა ახალ გაცნობილ გოგოს ეუბნები აახვიეო ,რადგან ვიღაც ბიჭს საქმეები გაურჩიო. -ჯერესერთი არმითქვია აახვიეო,უბრალოდ გითხარი ცოტახანი დაგვტოვეთქო. -მაგრამ საკმაოდ უხეშად გამოგივიდა!ისე რა უნდოდა ანდრიას? -სახელი საიდან იცი? -მაგას რამე არსებითი მნიშვნელობა აქვს? -კი. -გუნდელმა ბიჭებმა მითხეს,ამასთან გვაქვს თამაშიო და... -აჰაამ,გასაგებია.-მის სახეზე კმაყოფილების ღიმილი გამოისახა. -და რამზე ილაპარაკეთ? -ამ გოგოს ახლოს არ მიეკარო და არც ელაპარაკოვო,თორემ საქმე ცუდად წაგივაო! -მაგას სიცხე ხო არ აქ? -მაგრამ მე როგორც ზრდილობიანმა პიროვნებამ,ზრდილობიანად ავახვევინე! -ძალიან კარგი. -რაღაცის თქმა მინდოდა დილით,მაგრამ არ დამცალდა ამიტომ ახლა გეტყვი,ოქეი? -კაი,გისმენ! -პირველივე დანახვისთანავე მიიქციე ჩემი ყურადღება.არ ვიცი,როგორ და რანაირად,მაგრამ ეს ორი დღეა სულ შენზე ვფიქრობ და სხვა რამეზე ვერ ვკონცენტრირდები და მინდა,რომ უფრო ახლოს გაგიცნო და არ მინდა ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ნაცნობობით შემოიფარგლოს. ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის ამ სიტუაციაში მართლა არ ვიცოდი რა უნდა მექნა.ჩემი ერთი ნაწილისთვის დამეჯერებინა,რომელიც ამბობდა,რომ ალექსას წინადადებას დავთანხმებოდი,თუ მეორესთვის,რომელიც თავის შეკავებას მირჩევდა.ჩემდა საბედნიეროდ ამ დროს ტელეფონმა დარეკა,არც მეტი არც ნაკლები ჩემი მეორე ყველაზე ახლო მეგობარი მარიამი გახლდათ. მემგონი ასე ძაან მისი ზარი არასდროს გამხარებია.ალექსას ვუთხარი სასწრაფო ზარია უნდა ვუპასუხოთქო და ეგრევე მოვტყდი იქიდან. -რა შეყვარებულიო,რა ალექსაო,რა ანდრუშაო,რა ჩხუბიო,რა დრამაო,დროზე დაფქვი ყველაფერი თორე ვერჩამოხვალ აქ ცოცხალი.უჩემოდ რეებს ატრიალებ ჰააა??-თავისი ტრადიციულად სიყვარულით სავსე ხმით მიყვიროდა მარი. -საიდან გაიგე შვილო,მეც არ ვიცი ნორმალურად რა ხდება და შენ საიდან რა გაიგეე?? -მე ყველაფერი ვიცი ძმაო,შენ ის თქვი რა ხდება,ოღონდ დროზე,მეჩქარება. მევთქვი რას მირეკავ თუ გეჩქარება(ამას სულ ეჩქარება,მაგრამ არავინ იცის სად),როგორ მოვყვე ორ წუთში ორი დღის ამბებები,მაგრამ მოვიკრიბე მთელი ჩემი გამჭრიახობა და საქმეს შევუდექი. -მოკლეედ ერთი მცხეთელი ფეხბურთელია რააა,მაგარი ტიპია,მწვანე თვალებით,მაგარი ცხვირით და წითურია კიდე.ჩემთან მოდიოდა რაღაცის სათქმელად და ვეღარ მოახერხა.ხოდა როგორც კი დრო ვნახე მაშინვე გავიცანი,მარა ბედიარგინდა?!ანდრია მოვიდა,იქჩხუბეს და გამომაგდეს ზრდილობიანად. -რა ბეჩავი ხარ შვილოო რაა,რა არაფერში ბედი არ გაქ.სიმპატიური მაინც არი რომელიმე??? -სხვათაშორის ორივე. -ვაა,საღოლლ.კაი წავე აბა. კი ვთქვი მისი ზარი ესე არ გამხარებიათქო,მაგრამ რეალობა ისაა,რომ ამ საუბარმა არაფერიც არ მიშველა,პირიქით უფრო ავირიე. -გამარჯობა!-ხმა ჩემს უკნიდან ისმოდა და სასწრაფოდ შევტრიალდი. -გამარჯობა?! -დღეს ცოტა უხეშად მომივიდა,ბოდიში.მაგრამ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ხშირად ემოციების შეკავება მიჭირს ხოლმე.თან ამას პლიუს ისიც ,რომ იმ ტიპს ვერვიტან და იმასთან რო დაგინახე,ნერვები მომეშალა. -ორი დღეა რაც აქ ხარ,ნორმალურად გაცნობას ვერც მოსწრებდი და უკვე რანაირად ვერ იტან? -დავიჯერო,რომ შენ ასე არ მოგსვლია??უბრალოდ ადამიანისთვის ერთი შეხედვაც კი საკმარისია,რომ გაიგო,დებილია თუ არა. -რაც უნდა იყოს ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავი უნდა შეიკავო. -მეჩვენება თუ იმ ტიპის მხარეს ხარ? -მემგონი ყველაფერი კარგად გაიგე! -ბოლოს ინანებ! -არაუშავს!-მის პასუხს არც დაველოდე ისე წავედი შეკრების ოთახისაკენ, როდესაც შეკრების ოთახში შევედი,იქ უკვე გაეგოთ ჩემი ამბები.ლაპარაკობდნენ,თუმცა როდესაც მივედი მაშინვე გაჩუმდნენ. და დადგა ჩვენი საყვარელი წყნარი საათი.ამ დროს შენი პირდაპირი მოვალეობა ძილი და დასვენებაა,თუმცა რაღაც დროის მანძლზე დაძინება ვერ მოვახერხე და ინფორმაციის გადახარშვას მოვანდომე,ხოლო დანარჩენი დრო ძილში გავატარე.სულ იმაზე ვფიქრობდი,თუ რა მეთქვა ალექსანდრესთვის,რადგან საუბარი ვერ დავამთავრეთ და პასუხი სათქმელი მქონდა.გულის რაღაც ნაწილი მეუბნებოდა,რომ მისთვის არ დამეჯერებინა,რადგან სანდო არ იყო.ხოლო მეორე ნაწილი კი ამბობდა,რომ მისთვის შანსი მიმეცა.სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,რატომღაც ისევ მეორე ნაწილს დავუჯერე. ტრადიციულად მე და ალექსანდრე ერთად შევედით სამხარზე.მიუხედავად იმისა,რომ გუნდები ერთად ვჭამთ ხოლმე,ის უცბად ჩემს წინ დაჯდა. -აბა რაო მნიშვნელოვანმა ზარმა,მიეცი შანსი ალექსასო??? -მიეციოო!ოღონდ შანსიო,სხვა რაღაცა არაოო!!! და ორივემ ერთად დავიწყეთ ხარხარი. -სიწყნარეეეე!!!აქ ჭამთ თუ ჭორაობთ.დროზე მორჩით,თქვენს შემდეგაც უნდა შემოვიდეს აქ ხალხი!-დაიყვირა რომელიღაც ლიდერმა. ორივემ სწრაფად შევჭამეთ ხაჭაპური(ალექსანდრეს კინაღამ გადასცდა ერთხელ,მაგრამ წყალმა უშველა).ახლა გუნდების შეკრების დრო იყო.ამიტომ შეკრების ადგილამდე მიმაცილა და ისევ თავის გუნდს დაუბრუნდა. -იმ ტიპთან რას აკეთებდი? ხმა ისევ უკნიდან ისმოდა და აბა თუ მიხვდებით ვინ იყო. -ანგარიშები შენ უნდა ჩაგაბარო? -უბრალოდ გკითხე,რა მოხდა. -თუ უბრალოდ,მაშინ საქმე მაქვს და უნდა წავიდე. -ანა არ მომწონს იმ ბიჭთან ერთად,რომ გხედავ.-რაღაცნაირი სევდიანი ხმით მითხრა ანდრომ ეს სიტყვები. -კაი კაცო,არ გამაგიჟო!-ბოლომდე შევეცადე,რომ სერიოზულობა შემენარჩუნებინა და არ გამეცინა. -სერიოზულად გეუბნები მე! -მეც სერიოზულად მეჩქარება ოთახში!-მისთვის არც შემიხედია ისე წავედი ოთახისაკენ. როგორც ლიდერებისგან გავიგეთ,ხვალ კარგი ამინდი იყო და ჩემპიონატი იყო დაგეგმილი. გვეღიიირსაააა!!!!-ერთდროულად წარმოვთქვით ყველამ ეს სიტყვები.მთელი დრო თამაშებში გავატარეთ.სხვათაშორის ძალიან აზარტული თამაშები იყო და რთულიც.თავიდან კი ცოტა გაგვიჭირდა,მაგრამ მერე როცა ,,დავამუღამეთ“ უფრო საინტერესო გახდა.ალბათ ყველამ იცით თამაში ,,ხლართაობა“.ეს თამაში უფრო სანტერესო ბევრ ბავშვშია,ამიტომ ჩვენი და ალექსას გუნდი გავერთიანდით და ერთად დავიწყეთ თამაში.მე და ის გვერდი-გვერდ ვიდექით.სულ ვცდილობდი,რომ როგორმე მისთვის წონარწორობა დამეკარგვინებინა,თუმცა ძალიან „გაწონასრორებული“ პიროვნება აღმოჩნდა და ამასთან ელასტიურიც. თამაშში დრო ძალიან სწრაფად გავიდა და ვერც კი მიხვდვდი ისე სწაფად დადგა ვახშმობის დროც.ამჯერადაც ჩემს წინ დაჯდა ალექსანდრე და უკვე ჩუმად ვლაპარაკობდით შენიშვნა რომ არ მიგვეღო.სხვათაშორის აქამდე არ აღმინიშნია და ახლა მინდა,რომ ვთქვა:ბანაკში საოცარი კერზები იყო და ამასთან ერთად ჯანსაღი. ვახშმის შემდეგ,დისკოთეკაზე გადავინაცვლეთ.საღამო მოსაწყენი,რომ არ გამოსულიყო, ლიდერებმა გადაწყვიტეს რომ კონცერტვით რაღაც მოეწოთ.ანუ ვიღაც იცეკვებდა,ვიღაც იმღერებდა და ამ ყველაფერში მონაწიელობას არა მარტო ბავშვები,არამედ ლიდერებიც მიიღებდნენ მონაწილეობას,რათმაუნდა თავისი სურვილით. კონცერტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.თუმცა არავის უცეკვია და მხოლოდ სიმღერით შემოიფარგლნენ.უნდა ავღნიშნო ისიც,რომ საკმაოდ ნიჭიერი მონაწილეები იყვნენ. -სიმღერა შეგიძლია?-მოულოდნელად მკითხა ალექსანდრემ. -კი,მაგრამ არ ვიცი ეგ რა შუაშია. -რომელ სიმღერას მღერი ხოლმე ყველაზე ხშირად? -John Lennon-Imagine ხომ იცი. -ხოდაა ეგაა. -რას გულისხმობ?? - აბა ვინ იქნება შემდეგი??-იკითხა DJ-მ. -ჩვენ!!-უპასუხა ალექსამ. -რა ჩვენ??-ცოტა არ იყოს დავიბენი. ანუ მე და მას ერთად უნდა გვემღერა ამხელა ბანაკის წინაშეე??ეს იდეა რაღაც არ მომწონდა,ალბათ იმიტომ,რომ სააბაზანოს გარდა არსად მიმღერია და ის მოსაზრება,რომ სიმღერა შემიძლია,მხოლოდ ჩემი პირად აზრი იყო და სხვას არადროს დაუდასტურებია.ის დრო იყო,როდესაც უარი უნდა მეთქვა,რომ მიკროფონი ხელში შემომაჩეჩეს და მუსიკაც ჩაირთო.სხვა გზა არ იყო,უნდა მემღერა.ჩვენდა საბედნიეროდ,ჩვენი ხმის ტონალობები ერთმანეთს დაემთხვა და არც ისეთი საშინელება გამოვიდა როგორც ვფიქრობდი. მისამღერამდე მხოლოდ მე და ალექსანდრე ვმღეროდით,თუმცა მისამღერიდან უკვე ბანაკი აგვყვა და სულ ყველა ამ სიმღერას ვმღერობდით.უცბად ისეთი სასიამოვნო გარემო შეიქმნა, რომ არ მინდოდა ეს სიმღერა ოდესმე დამთავრებულიყო. -მიესალმეთ ხალხო,ქართველი John Lennon-ები! -ვითომ იხუმრა ბატონმა წამყვანმა. -არ მეგონა ასე კარგად თუ მღეროდი. -შენ წარმოიდგინე და არ მე!-გაოცებული ხმით წარმოვთქვი ეს სიტყვები. -მემგონი დროა კალათბურთს თავი დაანებო და სიმღერა დაიწყო.-ვითომ აზრიანი შემოთავაზება მომაწოდა. -შენთვისაც იგივის თქმა შემიძლია. -იქიდან გამომდინარე,რომ მეტი მსურველი არ ჩანს,შეგვიძლია დისკოთეკა გახსნილად გამოვაცხადოთ.-თქვა DJ-მ. არ ვიცი დისკოთეკაში რა იგულისხმეს,მაგრამ რაღაცნაირად ვალსი ჩაირთო.ალექსამაც დრო იხელთა და საცეკვაოდ გამიწვია.მემგონი ჯერ არ მითქვია,რომ საშინლად კარგად ცეკვავდა ფეხბურთელის კვალობაზე.უცბად თვალი მოვკარი ანდრიას,რომელიც ვიღაც გოგოს ჩახუტებული ეცეკვებოდა.არ ვიცი ის გოგო ვინ იყო,მაგრამ დაზუსტებით შემიძლია იმის თქმა,რომ მისი გუნდელი ნამდვილად არ გახდათ.აი ასე უნდა სიყვარულიი ხალხოოო! ანდრიამ ხელი ხურგთან ჩაიტანა და და უფრო ქვევითაც ჩატანას აგრძელებდა,გოგოც არ ეწინააღმდეგებოდა და გამომწვევად უღიმოდა.კინაღამ გული ამერია ამ სასწაული სცენით.არვიცი თავი სად ეგონათ,მაგრამ ამ ბანაკში ასეთი რაღაცეები ნაღდად არ ხდება და ლიდერებმა ორივე თავიაანთ ოთხებში დააბრუნეს.ცოტა ხანში ნამდვილი დისკოთეკა დაიწყო და ცეკვა ქეთისთან ერთად განვარგრძე,რადგან ალექსანდრეს,გუნდის ლიდერმა დაუძახა. საბოლოოდ დისკოთეკა ,,იავნანით“ დასრულდა და ოთახებს დავუბრუნდით.ისეთი დაღლილი ვიყავი,ბალიშზე თავი დავდე თუ არა მაშინვე დამეძინა. დღე მეოთხე დილით კინაღამ დამაგვანდა ადგომა. ათი წუთიღა იყო დარჩენილი,სანამ გუნდი შეიკრიბებოდა.ამ ათ წუთში მესამე სართულიდან(მესამე სართულვე ვიყავით,ჩვენ ქვემოთ მცხეთის გოგოები იყვნენ)ჩავირბინე სააბაზანოში,გავიხეხე კბილები და ტანსაცმელიც ჩავიცვი(ნუ რა ვარ ესეთი ყოჩაღი).დღეს მართლაც მზიანი დღე იყო,თან ისეთი მწველი,რომ კინაღამ არ ,,შევიწვი“.ამიტომ საუზმის შემდეგ ზღვაზე გავედით.უნდა ავღნიშნოთ ისიც,რომ საკმაოდ კარგად ვცურავ და როდესაც ზბორებზე მივდივართ ხოლმე,მაშველის ფუნქციასაც ვითავსებ.პლიაჟე ალექსანდრე ვერ დავინახე,ალბათ ზღვას აუზი არჩია.ზღვაში თამაშები ვითამაშეთ,გავერთეთ და ზაგარიც მივიღეთ.დღეს ჩემპიონატის დღე იყო,ამიტომ ზღვიდან ამოსვლის შემდეგ შხაპი მივიღეთ და სათამაშოდ გავემზადეთ.თამაშები კალათბურთში, ფეხბურთში და ჭადრაკში ჩატარდა ბანაკის გუნდებს შორის.პირველი თამაში ფეხბურთელების იყო.ჩვენმა მიჭებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს 3-0 და ჩვენი ჯერიც დადგა.პირველი თამაში 21-0 გავიმარჯვეთ და თამაში 2 წუთით ადრე დასრულდა. ალექსანდრეს სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა,მაგრამ არ იცოდა,რომ მომდევნო თამაში მის გუნდთან,რომ გვქოდა.ანდრიასთვის თვალი არ მომიკრავს,ალბათ ისევ წუხანდელზე დარდობდა(აბა რა ეგონა მთელი ბანაკის წინაშე გოგოს რომ კერავდა) და კომენტატორმა გამოაცხადა:„ქალბატონებოდა ბატონებო,დადგა სანატრელი სადილის დრო.როგოც იცის სადილს დაიწყებს მეშვიდე გუნდი,ხოლო სადილის შემდეგ იქნება ფეხბურთის მატჩი.“აი თურმე სად გაქრა ვაჟბატონი,ეტყობა თამაში ჰქონდა და ემზადებოდა. სადილზე ჩემ წინ აღარ დამჯდარა ალექსადრე.გუშინ ლიდერმა უსაყვედურა არაა ლამაზი გუნდიდან შორს,რომ ზიხარო და მანაც აღარაფერი თქვა.კახელებისთვის პატივის ცემა უნდოდათ თუ რა არ ვიცი,მაგრამ სადილზე მწვადი დაგვხვდა(თუმცა მხოლოდ 3 ნაჭერი). საბოლოოდ თამაშები განახლდა.იქიდან გამომდინარე,რომ დანარჩენი საკალათბურთო თამაშები ბოლო დღისთვის გადადეს,ფეხბურთის მოედნისკენ გადავინაცვლეთ.თამაში ადრიას გუნდა მოიგო.მთელი თამაში უპირატესობას ფლობდნენ და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს. წყალი მომწყურდა,ამიტომ სასადილოში წავედი წყლის დასალევად.ანდრიაც იქ ყოფილა, ეტყობა იმასაც წყალი უნდოდა.ისე მივედი,მისთვის სიტყვაც არ მითქვია.საწრაფოდ დავლიე წყალი და წამოსვლა დავაპირე და ამ დროს კი ანდრომ გამაჩერა(უფრო სწორად საუბარი დაიწყო,ისე,რომ ჩემთვის არ შემოუხედია). -გავიგე მოგიგიათ,გილოცავ. -შენც გილოცავ. -შენსა და იმ სირს შორის როგორარი საქმე. -ჯერესერთი არა ალექსანდრე ჰქვია,მეორეც იმაზე კარგად ვიდრე შენსა და იმ გოგოს შორის. -ვის გულისხმობ??-გაოცებილი ხმით მკითხა ანდრიამ,ეტყობა უკვე დაავიწყდა გუშინდელი ამბები. -ვა სკლეროზიც გვაქ უკვე?! -მართლა ვერ ვიხსენებ,ვინ გოგოზე ლაპარაკობ!! -კაი ეხლა,ვითომ ვერ იხსენებს.გუშინ ვისთან ერთადაც ცეკვავდი,თუ მე მომეჩვენა?! -ააააა,ჰოოო.-ეშმაკურად ჩაიცინა და ტუჩზე იკბინა. -გაგახსენდაა?! -ეჭვიანობ თუ მეჩვენება? -ვინ ეჭვიანობს,მეე???მეტი საქმე არამაქ ეხლა შენზე ვიეჭვიანო რაააა! -შენი საქციელი სხვა რამეს ამბობს. -ხო ჩემი საქციელი ამბობს,რომ მაგარი დეგენერატი და ნარცისი ხარ. -ანა შეგიძლია ორი წუთით მოხვიდე?-ქეთი იყო. არვიცოდი ანდრიასგან თავი როგორ დამეღწია და ეს უბრალოდ ღმერთის საჩუქარი იყო(თუ მიხვდებით უკვე მეორედ გადამარჩინდა დაქალმა უსიამოვნო საუბარს,ასერომ დააფასეთ დაქალები). -ეხლავე!-ვუპასუხე სასწრაფოდ. -რაიყო კი არ შევჭამ!-ცინიზმით თქვა ანდრიამ. -შენგან ყველაფერია მოსალოდნელი,ასერომ არცეგაა გამორიცხული! გველი!აი რატოა გველი დაქალი კარგი.მოსვა თუ არაა?! -გოგო ნორმალური ხარ?მაგასთან რა გინდოდა,ალექსანდრემ რო დაგინახოს მერე სად მიდიხარ? თან წეღან გეძებდა სალაპარაკო მაქო. -რა უნდოდა? -მერავიცი აბა,მიდი და კითხე აქეთ მოდის. -მთელი დღეა გეძებ, სად ხარ??? -რავიცი ბანაკში,სხვაგან სად უნდა ვიყო?! -შეიძლება ერთი წუთით დაგელაპარაკო? რაღაც საქმე მაქ- უცნაური ხმით მითხრა ალექსამ. -მემგონი ლიდერი მეძახის წავალ ვნახავ რა უნდა.-თქვა ქეთიმ,მიხვდა,რომ უკვე ზედმეტი იყო. -აბა რახდება მშვიდობაა?? -კი,უბრალოდ მთელი დღე არ მინახიხარ და მომენატრე. ჩვენთან როდის გაქვთ თამაში? -ბოლო დღეს გადაიტანეს ყველა თამაში და ალბათ ბოლო დღეს იქნება,დღევანდელი ძაალიან დაიტვირთაო და... -შევამზადო გოგოები თუ ...? -შეამზადე კარგი იქნება,მაინც გული რომ არ დასწყდეთ. -კაი. როგორც კი ლაპარაკი დაასრულა,ეგრევე გულში ჩამიკრა.თითქოს ყველა დარდი მოეხსნაო, ისეთი შეგრძნება დამეუფლა.ნიკაპი თავზე ჩამომადო და ღრმად ამოისუნთქა... ახლაც მახსოვს მისი სუნამოს სურნელი.გრილი,მაგრამ ამავე დროს ტკბილი. საღამოს როგორც ვიცოდით დაგეგმილი არაფერი იყო და ჩვეულებრივ დისკოთეკა გაიმართლა. საღამოც დამთავრდა და ყველანი დასაძინებლად წავედით.ამ დროს კი ტელეფონმა დარეკა,აბა თუ მიხვდებით,რომელი გენიოსი დარეკავდა შუა ღამისას-მარი. -hi,puta! -hi,bitch! ხანდახნ რა ზრდილობიანები ვართ ხოლმე ეს გოგოები ნუ?! -რახდება აბა ახალი და კაი. გუშინ დაგარბენაზე ვიყავი და ბოლომდე ვერ მოვისმინე ისტორია. ეხლა მცალია და დაცხე აბა ბოლომდე,გისმენ გულისყურით. -თუ ხვდები ეხლა თორმეტი ხდება და მეძინება ხვალე,რო მოვყვე არა?? -ოოოოო,ხვალე არ მცალია პრეზენტაცია მაქ,ეხლა მოყევი არაფერი მოგივა. -კაი ჰო.მოკლედ საიდან დავიწყო. -გავიგე რო ორი ბიჭია ალექსანდრე და ანდრია.ალექსანდრე მოგწონს და ანდრიას მოსწონხარ. იჩხუბეს რაღაცაზე,გამოგაგდეს და მერე მოყევი. -ხოდა მაგის მერე ტრენინგი გვქონდა რა,ხოდა ორივე ჩემს უკან დაჯდა.არც ერთისთვის არ მიმიხედია.ხოდა როგორც კი ტრენინგი დამთავრდა,ეგრევე გასასვლელისკენ გავედი,რომ არცერთი არ მენახა,მაგრამ ისეთი გიჟებივით გავარდნენ,რომ ბოლოს გავედი მე. -უიმეე მხეცები!რაიყო არიციან რიგში დადგომა რაარი?! -ხოდა რაღაცნაირად,გასავლელში ალექსამ დამიჭირა.ზურგით ვიდექი რადა რო შემატრიალა ზედ შევასკდი. -დედაა რა „რომაწიკაა“.საყვარეელიი!!!რაო მერე. -რაო და ბოდიშიო,ზედმეტი მომივიდაო და თუ შენც გინდა გავიცნოთ ერთმანეთი უფრო ახლოსო და მაგ დროს დარეკე შენც. -უიმეეე!ბოდიში. -ხოდა რო გამითიშე უკნიდან ანდრო მომეპარა და გამაცნო თავი.მეკიდე რაც გინდა თქვი და დროზე წადითქო.იმან კიდე დილას ზედმეტი მომივიდაო ბოდიშიო. -თვალები რად აქვთ გოგოო?!ეს შრეკის ფიონა რამ მოაწონათ.თუ ისინი არიან ვისი ფბ-ებიც მანახა ქეთიმ,მაშინ ძაან სიმპოა ორივე. -ისე რომელი ჯობია?? -მე ანდრო მომეწონა,თან საყვარელია.ქეთიმ მითხრა საშინელ წვიმაში ირბინა,იმიტო როცა დაინახა ისინი ლაპარაკობდნენო. -ჰოომ,ცოტა რომანტიკულად კი გამოუვიდა რომ ვუფიქრდები ეხლა. -ცოტა კი არა ძააან.ისე ბანაკში რახდება,არი გუგუნი? -მარაა.სხვათაშორის თამაში გვქონდა დღეს და 21-0 მოვიგეთ. -ისინი არ თამაშობდნენ ხოო? -შენი აზრით?! -აუუუ მე ისევ იმათთან ვარ რა.ისე,შენ ხო ბოლოს რომელიმეს აირჩევ და მეორე,რომ მე წამომიყოლო რა ვითომ! -ხომ არ შევფუთო კიდეც?! -აუუ ხოო და ვითომ სურპრიზია და მე არ ვიცი,ისე შემოიტანეთ. -აუუ ტვინს ჭამ უკვე.კაი დავიძინე აბა. გავუთიშე ტელეფონი ისე,რომ პასუხს არც დავლოდებულვარ.ისე მეძინებოდა საწოლამდე ძლივს მივაღწიე. დღე მეხუთე მეორე დილით აღარ დამძინებია და დროულად ავდექი(მწარე გამოცდილებამ იცის).დღეს ფილმის საღამო იყო.ყველა გუნდი ფეხბურთის მოედანზე შევიკრიბებოდით და იმ ფილმს ვუყურებდით,რომელსაც ლიდერები შეარჩევდნენ. მთელი ამ დროის მანძილზე ანდროსთვის თვალი არ მომიკრია,ხოლო ალექსანდრე გუნდთან ერთად იყო.სადილის შემდეგ ყოველთვის წყნარი საათია.სადილზე შორს იჯდა და ამიტომ,ლაპარაკი ვერ მოვახერხეთ.გასასვლელში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. -რას შვრები აბა.- მის ხმაში რაღაც რიგზე არიყო. -საღამოსთვის ვეზადები.შენ რას შვრები? შენი ხმა არ მომწონს რაღაც. -რავი,დღეს რაღაც საშინელ ხასიეთზე ვარ. -რატო მოხდა რამე?? -ბოლოს ინტერნეტში როდის შეხვედი? -გუშინ შუადღეს. -არაფერი გინახია? -რაუნდა მენახა?! -ყოველ წელს საბერძნეთში ერთ-ერთ კუნძულზე ვისვენებ ხოლმე და გავიგე,რომ თურმე იქ ხანძარია და ნახევარი ტერიტორია დაიწვა. -რა საშინელებაა!კაი არ ინერვიულო რაა,ყველაფერი კარგად იქნება.-მიდოდა,რომ დამემშვიდებინა,ამიტომ თითის წვერებზე ავიწიე და ჩავეხუტე. წყნარი საათი ძილში გავატარეთ,ხოლო გაღვიძებისთანავე თამაში დავიწყეთ.ისევ „ხლართაობას“ ვთამაშობდით.ერთი იმერელი გოგო მოვიდა,ანდრიას გუნდელი,მეც მათამაშეთო,ჩვენები ისევ ძილში არიან და არაფრის თავი არააქვთო.ჩვენ როგორც ყველაზე კეთილმა არსებებმა,თანხმობა ვუთხარით.ცოტახანში ანდრიაც მოვიდა,მასაც უნდოდა თამაში.მე წყურვილი მოვიმიზეზე და ბუნგალოში წავედი წყლის დასალევად.ალექანდრეს გუნდიც იქ იყო.როდესაც მივედი ისიც მაშინვე ჩემკენ წამოვიდა. -აბა რას შვრებით? -რამის თამაში გვინდა,მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ რა. -„დაჭერაობანა“ ხოარ გვეთამაშა??-მივმართე მის გუნდს. -კარგია აზრია ხოიცი შენ!-მიპასუხა რომელიღაც იქვე მდგომმა ბიჭმა. მიუხედავად იმისა,რომ ეს თამაში საკმაოდ ძველია,მაინც არ კარგავს აქტუალობას.თან თუ იმისაც გავითვალისწინებთ,რომ ბავშვები სხვადასხვა კუთხიდან ვიყავით,ამ თამაშმა დაგვაახლოვა(აღსანიშნავია ისიც,რომ ეს თამაში ყველამ იცოდა და არავისთვის ახსნა არ დაგვჭირდა). შემდეგ ლიდერმა დამიძახა,რადგან ჩვენი ჯერი მოახლოვდა ვახშამზე.ვერც კი მივხვდი ისე სწრაფად გავიდა დრო. დღეს ფილმის ჩვენება იყო,ამიტომ ფორმების ჩაცმა სავალდებულო აღარ იყო და ვისაც რა უნდოდა იმას ჩაიცმევდა.თავიდან შორტის ჩაცმას ვაპირბდი,თუმცა მივხვდი,რომ თავისუფლად ჩაცმაში კაბის ჩაცმა იგულისხმეს.მეგონა,რომ კაბა არ მქონდა წამოღებული რადგან არ ჩამიდია,თუმცა ერთი ლამაზი სარაფანა ვიპოვე(თურმე დედაჩემს ჩაუდია,იმისდა მიუხედავად,რომ ვუთხარი არ ჩაედო.ხანდახან კარგია,რომ რაღაცეებს ძალით აკეთებენ ხოლმე მშობლები,მაგრამ ვაკონკრეტებ,რომ ხ ა ნ დ ა ხ ა ნ !).ეს სარაფანა,ზამთარში ვიყიდე სკოლის კარნავალის after party-სთვის.კაბა მერლინ მონროს კაბას წააგავდა,ოღონ მუხლებს ოდნავ ქვემოთ იყო და ვარდისფერი აბრეშუმისგან იყო შეკერილი.ჩემს ჩემოდანშივე აღმოვაჩინე ამ კაბის შესაფერისი თეთრი მაღალქუსლიანები(დედაჩემმა საიდან იცოდა,რომ ეს რაღაცეები დამჭირდებოდ?დედის ინტუიცია ვითომ?!).დიდიად არ მსიამოვნებდა ქუსლებზე დგომა,მაგრამ შავ კეტებს სჯობდა.ხვეული თმა მაქვს და დახვევა არ დამჭირდა (ამაში მაინც გამიმართლა),არც მაკიაჟის გაკეთებით შემიწუხებია თავი.ასე,რომ საღამოსთვის ორ წუთში გავემზადე. ჩემი მეწყვილე ამ ღონისძიებაზე ჩემი გუნდელი კალათბურთელი იყო(ბიჭი რათქმაუნდა).კინოთეატრის ფუნქცია ფეხბურთის მოედანმა შეითავსა.ლიდერებმა საგულდაგულოდ მორთეს იქაურობა.შესასვლელში წითელი ხალიჩა იყო დაგებული და გუნდები თანმიმდევრობით შევედით.უნდა ავღნიშნო ისიც,რომ მარტო მე მეცვა გრძელი კაბა.უმეტესობას მოკლე კაბა ეცვა,ზოგიერთს კი მეტისმეტად მოკლეც.იქიდან გამომდინარე,რომ საკმარისი სკამები არ იყო,ყველანი ხელოვნურ მოედანზე მოვიკეცეთ.უნდა გენახათ ჩემი კმაყოფილი სახე,როდესაც ჩემს ნებაზე დავჯექი,ხოლო სხვა გოგოები იმაზე ფიქრობდნენ,როგორ დამჯდარიყვნენ ისე,რომ არაფერი გამოსჩენოდათ(ამიტომ გაითვალისწინეთ,ფილმის ჩვენებაზე არ ჩაიცვათ მოკლე კაბა,მითუმეტეს ტანზე მომდგარი,თუ ლიდერი არ ხართ).ყველა ბიჭს ერთნაირად ეცვა:ჩვეულებრივი მაიკა და ან ჯინსი,ანაც უბრალოდ სპორტული შარვალი.ალექსანდრე ამ ბიჭებს არ ეკუთვნოდა.შავი შარვალი და თეთრი „საროჭკა“ ეცვა(ეტყობა დედამ ჩაუდო.მისი ნება,რომ ყოფილიყო აუცილებლად სპორტულებს ჩაიცვამდა). ფილმის ჩვენებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა.ფილმის პირველი ნაწილი ორი ახალგარზრდის შესახებ იყო,რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ,თუმცა რადგანაც ოჯახი წინააღმდეგი იყო მათი ერთად ყოფნისა,ამიტომაც გაიქცნენ სხვა ქვეყანაში.მეორე ნაწილში კი მათი ცხოვრება იყო აღწერილი ამ ამბების შემდეგ. ჩვენების შემდეგ,უკვე ტრადიციული დისკოთეკა გაიმართა. ქუსლებზე ვიდექი და თანაც საკმაოდ დაღლილი ვიყავი,ასე,რომ ორ წუთიანი ცეკვის შემდეგ time out-ი ავიღე. ნორმალურად დამდგარიც არ ვიყავი,რომ ჩემს გვერდით ალექსანდრე გაჩნდა. -თვალისმომჭრელად გამოიყურები!-მის ხმაში გაოცება შეიმჩნეოდა. -მადლობა,ეს დედაჩემის დამსახურებაა.სხვათაშორის შენც კარგად გამოიყურები. -დედაშენის დამსახურებაში რას გულისხმობ? -იმას,რომ მან ჩამიდო ეს კაბაც და ფეხსაცმელიც,ისე,რომ არ ვიცოდი. -მაშინ შეგვიძლია,რომ ჩემი სილამაზეც დედაჩემს დავაბრალოთ. ორივემ სიცილი დავიწყეთ.არ ვიცი დიჯეის რამ დაარტყა თავში,თუმცა უცბად კონცერტის გამართვა მოუნდა. -მოდით ეს საღამო უფრო საინტერესო გავხადოთ. dance challenge გინდათ??? -კიიი!!-აყვიდა მთელი დარბაზი. ამ ხალხს ენერგია არ ელევათ??ჯერ ამდენი იცეკვეს ახლა კიდე dance challenge.ოღონდაცა რაა?! -მოკლედ წესები ასეთია.ჩემპიონატი გაიმართება წყვილებს შორის და აუცილებელია არაა თქვენი მეწყვილე თქვენივე გუნდელი იყოს.ოქეი?! წყვილებს შორის ჩემპიონატი დაიწყო.ღმერთო ჩემოო,თუ ერთმანეთს ვერ ეწყობით ნუღარ ცეკვავთ რაა!ერთი სხვას ცეკვავს,მეორე სხვას,რითმზე ხო საუბარი არ ღირს.თან განა გუნდელთაც ცეკვავენ,დაიმატეს სხვა გუნდელები და პერფორმანსიო.აი თურმე რატომ არ იცეკვა წინა კონცერტზე არავინ. -ვალერიანი წამოღებული გაქ??-შეწუხებული ხმით შემეკითხა ალექსანდრე. -წამო ექიმთან რაა!ნეტა არ მეარა სპორტულ ცეკვებზე და ხო აღარ დამეტანჯებოდა გული არა?!ნუ მაინც დამეტანჯებოდა,მაგრამ ასე მაინც არა. -სპორტულ ცეკვებზე დადიოდი?? -კი,შენც?! -კი,სადღაც სამი წელი,ისიც დედაჩემს უნდოდა და იმიტო.მერე მამაჩემს ვთხოვე ფეხბურთი მინდათქო და იმან მომიგვარა.მაგრამ საკმაოდ კარგად ვცეკვავ. ამის დამატება საჭირო არ იყო,რადგან ნანახი მქონდა მისი ცეკვა და ისიც კარგად ვიცოდი,რომ საკმაოდ კარგი მოცეკვავე იყო. -გინდა მასტერკლასი ვაჩვენოთ??თან ლიდერების საცოდავ სახეეებს შეხედე,დაიტანჯნენ უკვე. -კი,მაგრამ რა ვიცეკვოთ?თან ისეთი,რომ ორივემ ვიცოდეთ.-ვუპასუხე ცოტა ეჭვშეპარებული ხმით. -როცა ვცეკვავდი,ყველაზე კარგად ტანგო გამომდიოდა,ისე ტანგოსთან როგორხარ?? -ისევე როგორც შენთან(აქ იუმორია რა თუვერმიხვდით). -ხოდა წავედით. -შემდეგი ვინ არის?? ოღონდ თუ ისევ ასე აპირებთ ცეკვას,მაშინ შეგიძლიათ არ გამოხვდეთ და დავიშალოთ უკვე გვიანია. -ჩვენ გამოვალთ!-დაიძახა ანდრიამ. -გვეშველაა!!ეხლა უყურეთ როგორ უნდა ცეკვა!-თქვა მისმა ლიდერმა,ალბათ უკვე იცოდა მისი მონაცემები. -რის ცეკვას აპირებთ?- იკითხა დიჯეიმ. -ტანგო! -ოოოოო!მეტად თამამი ნათქვამია,ხოდა თუ ნორმალურად არ იცეკვებთ,ორივე ხვალ ოთხებიდან ვერ გამოხვალთ იცოდე. აბა რააა!დავიჯერე უკვე.მაგრამ მისიც მესმის,როგორია უყურო ამდენ უნიჭოს ერთად(უნიჭო ცუდი გაგებით არა,ანუ თუ ცეკვა არ იცი ნუ ცეკვავ რაა). მუსიკა ჩაირთო.ჩვეულებრივი ტანგო ვიცეკვეთ,ყოველგვარი აწევების გარეშე.ამ ცეკვაში ალექსანდრე საშინლად მიმზიდველი იყო.საბოლოოდ ისე ვიცეკვეთ,ჩერტკოევი იქ რომ ყოფილიყო,ათიანს უპრობლემოდ აწევდა.ნამღერისა არ,იყოს ბანაკი აპლოდისმენტებით გაივსო(ისე თუ დააკვირდებით რა მაგარი წყვილი ვართ.ჯერ სიმღერაო,ეხლა ცეკვაო, შემდეგში რა იქნება ნეტა). -ხვალე შეგიძლიათ ოთხაიდან გამოხვიდეთ და ორმაგ საუზმესაც მიიღებთ ჩემი გულის დაწყნარებისთვის.ჩემი ვალერიანები ხართ!!-წარმოთქვა დიჯეიმ. ასეთი კომპლიმენტი ცხოვრებაში პირველად მივიღე.ხოლო რამაც გამახარა იყო ის,რომ ორმაგი საუზმე გველოდა(არ მკმაროდა ხოლმე საჭმელიდა რა ვქნა ვაა). აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია,მაგრამ მხოლოდ ახლა შევამჩნიე ადნრიას ჩემკენ მომართული მზერა.თითქოს მეუბნებოდა,შენი ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდებაო. საბოლოოდ დავიშალეთ და დასაძინებლად გვაემართე.ტრადიციულად კორპუსამდე ალექსამ მიმაცალია. -ლამაზი საღამო იყო არა? -კი ძალიან,სხვათაშორის არ ვიცოდი ასე კარგად თუ ცეკვავდი.-პირველი კომპლიმენტიც მივიღე მისგან. -სხვათაშორის არც მე,რადგან წყვილში პირველად ვიცეკვე. -სერიოზულად?! -კი.არ მოელოდი?? -ისე ცეკვავდი,თითქოს მთელი ცხოვრება წყვილში ცეკვავდაო. -სერიოზულად მეუბნები? -მთელი სერიოზულობით. -მასეც ნუ მაქებ,თორემ თავი ჩერტკოევი მგონია უკვე. -ეგ კაცი როა არა?? -ცოლი ვარ ჩერტკოევისა რაა,ისიც ხო ცეკვავს. უკვე ავღნიშნე რო სასწაული იუმორიმაქ???არამგონია. -ანუ მე ჩერტკოევი ვარ?? -ნუ ცოლ-ქმარი არ ვართ,მაგრამ იყავი კაი. -ოღონდ იასამნისფერი წვერი რომ არ მაქ და არც ამერიკული აქცენტი? -არც მე მაქ ორმეტრიანი ფრჩხილები და აბუებული თმა. -ანუ ქართული ჩერტკოევები ვართ?? -მასე გამოდის. ორივეს ისტერიკული სიცილი აგვიტყდა.ნებისმიერი სტილს ავიტან ალექსანდრეზე,მაგრამ იასამნისფერ წვერს ნაღდად ვერა.თან დავაკონკრეტე ვერა და არა ა რ ა. უკვე სადარბაზოს წინ ვიყავით. -ძილინებისა აბა,ნახვამდის. -ტვბილი ძილი! თვითონ ჩამუხუტა,ყოველგავრი გაფრთხილების გარეშე.თითისწვერებზე აწევა აღარ დამჭირდა,რადგან ქუსლებზე ვიდექი.ისე მაგრად ჩამიკრა გულში,რაღაც დროის მანძილზე ვერ ვსუნთქავდი.როდესაც ოთხაში ავედი,არაფერის თავი აღარმქონდა და მაშინვე ჩამეძინა. შეაღამისას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.მეგონა,რომ მარი იყო და უკვე საგინებლად გავემზადე,შუაღამისას რასმირეკავ ბუ ხო არ ხართქო,მაგრამ უცხო ნომერი აღმოჩნდა.ასე,რომ გინება დავივიწყე და ზრდილობიანად ვუპასუხე. -გისმენთ. -ხომ არ გაგაღვიძე? არა რას ამბობ! შუა ღამის 3 საათზე რომ მირეკავ და მეუბნები ხო არ გაგაღვიძეო,შენი აზრით რას ვაკეთებ,ყანას ვთიბავ? -რომელი ხარ? -ვერ მიცანი? შენი აზრით რომეცანი იმას გკითხავდი რომელიხართქო??აზრზე არ ვიყავი ვინ იყო ის ტიპი,მაგრამ ერთი სული მქონდა მეცემა,რადგან გამაღვიძა და დებილურ კითხვებს სვამდა.ზრდილობა დავივიწყე და ჩემში ტიპიურმა ანამ გაიღვიძა. -დროზე თქვი ვინ ხარ და რატო რეკავ შუა ღამისას,თორე საშინლად მეძინება. -სუ ესე უხეშად რატო მელაპარაკები,რამე დავაშავე? არ არსებობს,ანდრია კაპანაძე.შანსი არააა.გულიცემა გამიხშირდა და ცივმა ოფლმა დამასხა. -ჩემი ნომერი საიდან?? -შენ გუნდელს ვთხოვე საქმემათქო და ეგრევე მომცა.ისე ესეთი ერთგული გუნდელიც არშეიძლება,საშიშია. -რაგინდა?? არშეიძლება რო თავი დამანებო?? ხომ ხედავ რო არმევასები არააა?? და ტვინს ნუღაჭმ! -ამდენი კითხვა არშეიძლება ერთდროულად დავბნევი.მოდი თანმიმდევრობით ვუპასუხებ შენს კითხვებს. პირველი რა მინდა და შენი გაცნობა,მეორე,რატომღაც არ მინდა და რო მინდოდეს არ დაგირეკავდი და მესამეც კარგად ვხედავ და არ მომწონს რასაც ვხედავ. -ამ შუა ღამისას რაზე რეკავ? -უნდა მეთქვა კარგად იცეკვეთქო და კიდე სხვა რაღაცა. -კომპლიმენტისთვის მადლობა,მაგრამ ეხლა მაგრად მეძინება და ხვალე ვილაპარაკოთ რა. -იცოდე იმ პირობით ვთიშავ,რომ ხვალე ვილაპარაკებთ. -კარგი. ტელეფონი გავთიშე,მაგრამ ახლა უკვე საერთოდ აღარ მეძინებოდა.როგორია ვიღაც უცხო ნომრიდან გირეკავს ღამის 3 საათზე და გეუბნება რასშვრებიო.ცოტა ვინერვიულესავით მაგრამ ეს საუბარი სიზმრად ჩავთვალე და ტკბილად დავიძინე. დღე მეექვსე წუხანდელ ლაპარაკზე და დაპირებაზე საერთოდ არ ვნერვიულობდი,რადგან სიზმარი მეგონა და რეალურად არც აღმითქვია.იმ დღეს ალექსანდრესთვის თვალი არ მომიკვრია,თითქოსდა აორთქლდაო და არც არსებულაო.არვიცი ასე გაქრობა,როგორ შეეძლო.ძალიან დამაინტერესა სად იყო,ამიტომ მის ლიდერთან მივედი. -გამარჯობა,როგორ ხართ? -კარგად ანა,შენ? -მეც კარგად.ხომარიცით ალექსანდრე სად არის?? ესე მითხრა რაღაც საქმე მაქ შენთანო და ეხლა ვეღარ ვპოულობ. სინამდვილეში არაფერი არ უთქვია,მაგრამ იმას ხოარვიტყოდი გაქრა და სადარითქო.თან ჩვენ შესახებ ქეთის გარდა არავინ იცოდა.ეხლა კი იტყვით ერთად იმღერეთ,იცეკვეთ და რანაირადო,მაგრამ მართლაც ასე იყო.ის,რომ ბანაკში ვინმესთან ერთად იცეკვო,ან იმღერო არაფერს ნიშნავს,იმიტონ,რომ მემგონი ეს ბანაკი მსოფლიოში ყველაზე მეგობრულია. -ეგ და ნინი სადღაც გავიდნენ და მალე მოვლენ.თუ საჩქაროა რამე შეგიძლია დაელოდო ან მე ვეტყვი. -არაფერია იყოს და ნინი ვინარის,გუნდელი ალბათ ხო?? -გუნდელიც და როგორც გავიგე შეყვარებულიც.თურმე სამი წელია რაც ერთად არიან. ხანდახან ისე უყურებენ ხოლმე,რომ მშურს კიდეც.სასწაული წყვილია! -გეთანხმებით,მართლაც სასწაული წყვილია.ეხლა უნდა წავიდე,თორემ ლიდერმა არ იცის არ,რომ ვარ და არ მინდა,რომ ინერვულოს.ალექსანდრეს ნუ ერტყვით აქ,რომ ვიყავი,ვნახავ და მეთვითონ ვეტყვი ყველაფერს-არაფერი არ შემიმჩნევია. შოკში ვიყავი,არვიცოდი რა მექნა.თურმე შეყვარებული ყოლია და აქეთ კიდე მე მკერავდა.,,ისეთი თვალებით უყურებენ ერთმანეთს მშურსო“,ნეტა ორივეს დაეთხაროს ის თვალები და მერე უყურონ ერთმანეთს სიბნელეში.ამას მისგან ნამდვილად არ მოველოდი,შეიძლება ყველაფერი მეფიქრა მასზე,მაგრამ ამას ნამდვილად ვერა.თავს საშინლად ვგრძნობდი.ალბათ ჩემს ცხოვრებაში პირველად,ბიჭს უფლება მივეცი,რომ ასე ახლოს მოსულიყო ჩემთან და მანაც ასეთი რამ გააკეთა.იმ მომენტში ბავშვს ვგავდი,რომელსაც ის ბურთი გაუხეთქეს,რომელიც ძალიან უყვარდა.არ ვიცოდი ალექსანდრეს,რომ დავინახავდი რა მომივიდოდა და რას გავაკეთბდი. -ცუდად გამოიყურები,ხომ ყველაფერი კარგადაა?-შეშფოთებული ხმით მკითხა ანდრიამ. -მშენივრად,მაგრამ უფრო კარგად ვიქნები,თუ უკნიდან აღარ მომეპარები ხოლმე,მეშინია. -მაგ თხოვნას შეგისრულებ.სხვათაშორის ასეთი წინადადება პირველად მითხარი,შენსა და იმ სირს შორის რამე მოხდა?? -არც არაფერი ხდებოდა და რაუნდა მომხდარიყო? -ძალიანაც კარგი.წუხელ ხომ არ შეაგაშინე?? უბრალოდ არ მინდოდა,რომ ვინმეს გაგეგო და იმიტომ დაგირეკე გვიან ღამით. -როდის დამირეკე? -გუშინ საღამოს,არ გახსოვს? - მართლა დარეკე? მე სიზმარი მეგონა. - ვაა სიზმარშიც მნახულობ უკვე??-კმაყოფილება დაეტყო სახეზე. -როგორც შენ თქვი მართლა დარეკე ასე,რომ სორი მარა სიზმარში არ მინახიხარ. -მოკლედ ვისაუბროთო არა?! თუ მე გავიგე შეცდომით. -კარგი სმენა გაქვს სხვათაშორის. -ხოდა ეხლა ტრენინგი გვაქ და მაგის მერე სადილზე ვილაპარაკოთ,ოქეი?? -რა ტენინგი? -დღეს ხო ჯარის დღეა და ჯერ ჯარზე იქნება რაღაც მოკლე მიმოხილვა და მერე როგორ გადავრჩეთ ექსტემალურ პირობებში. -ხომმ...კაი მაშინ აბა სადილამდე. -კარგად. დღეს ტრენინგი ქართული ჯარის ისტორიაზეჩაგვიტარდა.უნდა ავღნიშნო ის,რომ ეს ისტორია ძალიან საინტერესო იყო.არ ვიცი რატომ,მაგრამ ამ ტრენინგმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და მართალია მხოლოდ ორი საათით,მაგრამ ჩემში პატრიოტმა გაიღვიძა და მეც მომინდა ჩემი წვილილი შემეტანა ამ დიდ საქმეში.ხოლო როდესაც ვუყურებდით ვიდეოს 2008 წლის აგვისტოს ომზე,მთელმა ბანაკმა ცრემლები ვერ შევიკავეთ.ამ ვიდეოში იყო იმდენი უცნობი ფაქტი,იმდენი მომენტი ომიდან,რომ ყურების დროს მეგონა,რომ მეც ცხინვალში ვიყავი და პირდაპირ ვუყურებდი ომს,განვიცდიდი იმას,რასაც ქართველი ჯარისკაცები იმ წუთას გრძნობდნენ.როცა მთელი გულით გინდა შენი სამშობლოს დაცვა ურჩხულისგან, რომელიც მას ორი საუკუნეა ეპატრონება,მაგრამ უბრალოდ უძლურიხარ,როცა ცდილობ,რომ დაიცვა ოჯახები,რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ,მაგრამ რატომღაც ცხოვრობდნენ იმ ადგილას,სადაც რუსეთმა გადაწყვიტა პირველი იერიშის მიტანა,როცა ხედავ როგორ გიკვდება უახლოესი მეგობარი და ვერაფერს აკეთებ.არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი,რომ ამ დროს მთელი მსოფლიო საქართველოს გვერდით იდგა და ყველა ერთად ცდილობდა მტრის შეჩერებას,ხოლო ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი საქართველოში ჩამოვიდა,მიუხედავად იმისა,რომ იცოდნენ შესაძლებელი იყო რუსეთს თბილისამდე მოეღწია და ისინიც აგრესორის ხელში აღმოჩენილიყვნენ.ეს ისტორია უდიდეს ტკივილად დარჩა ქართველი ხალხისთვის და დღემდე არ მესმის,ამ ამბის შემდეგ კიდევ როგორ უნდა უწოდო რუსეთს მეგობარი და თქვა,რომ რუსეთია საქართველოს სხნა.როცა ხედავ ამდენ ადამიანს,რომელთაც ასე სტკივათ აფხაზეთი და ცხინვალი,უბრალოდ შეუძლებელია რომ ასე იფიქრო. ტრენინგი დამთავრდა და სასადილო ოთახში გადავინაცვლეთ(არ მითქვია,რომ სადილს დღეს ჩვენ ვიყებდით ასე,რომ ალექსანდრეს გუნდი ბოლო შეჭამდა).ანდრუშას ლიდერი,საკმაოდ მკაცრი პიროვნება იყო,ამიტომ გუნდისგან შორს ჭამის უფლებას არ მისცემდა და იძულებულები ვიყავით ჩვენი საუბარი სადილის დასრულებისთვის გადაგვედო.მიუხედევად იმისა,რომ ჩემს მერე შემოვიდა და ჭამის გაწელვა უყვარდა ხოლმე,რაღაცნაირად გასასვლელში შევხვდით ერთმანეთს. -სადმე დავჯდეთ კაი??-ამჯერად საუბარი მე დავიწყე. -თუგინდა აუზთან რომ სკამია იქ,ხმაური ცოტა მაინც არ შეგვაწუხებს. -კარგი აზრია ხო იცი შენ. გზაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია,მისკენ გახედნავაც ვერ ვბედავდი.არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო.მაინც ალექსანდრეზე ვფიქრობდი და არ მინდოოდა,რომ მას მის გვერდით დავენახე, მაგრამ მეორე მხივ მინდოდა,რომ მასაც განეცადა ის იმედგაცრუება,რომელიც მე განვიცადე. -რითი დავიწყოთ??-მხნედ მკითხა,მაგრამ მის ხმაში მერყეობა მაინც იგრძნობოდა. -სხვათაშორის საუბარი შენი იდეა იყო,ხოდა რითაც გინდა იმით დაიწყე. -თუმასეა,შენ მითხარი ვისაუბროთო და ... სიტყვის დამთავრება არ ვაცადე და ჩავეჭერი -მაგას რა მნიშვნელობა აქ.ხომ დამირეკე რაღაცის სათქმელად,ხოდა რაც მაშინ უნდა გეთქვა ის მითხარი ეხლა. -იმიტო დაგირეკე,რომ... ეხლა უკვე საუბარში ჩემი ლიდერი ჩაიჭრა -ანა! წყნარი საათი დაიწყო და ოთახში ადი. -ახლავე! დასამშვიდობებლად მოვემზადე,მაგრამ სიტყვის თქმა ანდრიამ დამასწრო. -აბა მეც წავედი და ოთახიდან დაგირეკავ,იმედია ეხლა მაინც არ შემამოწმებენ მძინავს თუ არა.-თავისებური ცინიზმი მაინც გაურია საუბარში. -და ნომერი იცი?? -შენი აზრით გუშინ როგორ დაგირეკე?? -უი ეგ სუ დამავიწყდა,კაი აბა წავედი. -კარგად. სადარბაზოსკენ მიმავალ გზაზე ალექსანდრე შემხვდა.შორი გზიდანაც მოვუარე,რომ მისთვის თავი ამერიდებინა,მაგრამ ის ჩემზე მოხერხებული აღმოჩნდა და პირდაპირ ჩემ წინ აღმოჩნდა. -მეჩვენება თუ თავს მარიდებ? -არაფერიც არ გეჩვენება!-მკაცრი ხმით ვუთხარი. -ხომ ყველაფერი კარგადაა?? რამე მოხდა და მეარვიცი?! -ყველაფერი ვიცი და მოტყუება საჭირო აღარაა. -რისი თქმა გინდა ვერ ვხვდები! -ოთახში მეჩქარება.წყნარი საათი დაიწყო და წესით ახლა ოთახში უნდა ვიყო,ასერომ თუ ნებას დამრთავთ ოთახში წავალ საყვედური რომ არ მივიღო. მის პასუხს არც დავლოდებულვარ,მხარი გავკარი და გზა განვაგრძე. -მაინც გაივიგებ რა გჭირს და საუბარს თავს ვეღარ აარიდებ!!-უკნიდან მესმოდა მისი ხმა. -წარმატებები!-ვუთხარი ისე,რომ მისკენ არც მიმიხედია. ოთახში ნორმალურად შესულიც არვიყავი,რომ ტელეფონმა დარეკა,ანდრია იყო. -რა სწრაფი ხარ ,რა არი!-ნორმალური ადამიანი ან გამარჯობას იტყოდა,ან „ალოს“,მაგრამ როგორც მიხვდით მე ნორმალური არვარ! -ფეხბურთელი სწრაფი უნდა იყოს! -იდეაში მართალი ხარ. -იდეაში კი არა სინამდვილეშიც მართალი ვარ,მოკლედ სად გავჩერდით? -იმას მეუბნებოდი,გუშინ ღამე რატო დამირეკე. -რატო დაგირეკე და შენი ხმის გაგონება მინდოდა. -ბიჭო შენ ნორმალური ხარ?! ღამის სამი საათის გარდა სხვა დრო ვერ შეარჩიე ჩემი ხმის გასაგებად?? -აბა მთელი დღე იმ დებილთან ერთად იყავი ხოლმე და როდის მომესწრო შენთან ლაპარაკი. თან ამას პლიუს ისიც,რომ არ მელაპარაკებოდი და სხვა გზა აღარ მქონდა. -კაი ხო,მაშინ თუ მოვრჩით და გავარკვიეთ რაც უნდა გეთქვა,შენის ნებართვით გავთიშავ. -რას გათიშავ ეეეე,ძლივს მოვახერხე შენთან ლაპარაკი და ეხლა გაგათიშინებ?? -აბა რა გინდა,თემა ამიწურა და იმას ხოარგკითხავ პური გიყვარს თუარათქო?! -შენ შეიძლება არ გაქვს ჩემთან კითხვა,მაგრამ მე მაქვს შენთან. -მიდი,აბა გისმენ.-დიდად არ მეძინებოდა და სხვა საქმე მაინც არც მქონდა. -დილით კიმითხარი ჩემსა და იმას შორის არაფერი ხდებოდა და არც არაფერი მომხდარაო,მაგრამ ხომ იცი,რომ არ მჯერა.რა მოხდა ისეთი,რო დღეს საერთოდ ზედაც არ შეგიხედია და ჩემთან ესე თავისფლად ლაპარაკობ. -მოკლედ შენ ენაზე რო აგიხსნა,მივხვდი რო მაგარი ა და თავი დავანებე რაა,ხო ხვდები?! -კაია რომ მიხვდი,თორე იმ ბიჭისთვის არ მემეტებოდი. -აბა ვისთვის გემეტები? შენც არ იყო ჩემი პატრონი რაა. -ვისთვის და ჩემთვის.ხო გაგიგია კარგი ყველას თავისთვის უნდაო,ხოდა რატო არ უნდა მინდოდე. ისეთი უცნაური იყო ეს სიტყვები ჩემთვის,რომ სიცილი ვეღარ შევიკავე.აქამდე ასეთი სიტყვები ჩემთვის არავის უთქვია,ასერომ არვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. -რა გაცინებს?! რამე არასწორად ვთქვი? -არა,არა ყველაფერი კარგად თქვი,მაგრამ ასეთი სიტყვები ჯერ არავის არ უთქვია. -არც ალექსას?! -შეგიაძლია,რომ მისი სახელი ჩემთან აღარ ახსენო და ისე მოიქცე ვითომ არც არსებობს?? -ძლივს რაღაც მთხოვე და არ შეგისრულებ?? თან ისეთი რაღაც,რო მეთვითონ მინდა ეგ. -ხოდა მთლად უკეთესი.კიდე რამე კითხვა გაქ თუ დავიძინო? -კაი დაიძინე,წუხელ ალბათ ძილი არ გაცადე და ეხლა მაინც დაგაძინებ. -კარგად. გავთიშე ტელეფონი და „თვალი მოვატყუე“,აბა ნახევარ საათში რა ძილი უნდა მომესწრო. დღის ბოლომდე კიდევ ერთი ტრენინგი ჩაგვიტარდა,თუ როგორ გადავრჩეთ ექსტრემალურ პირობებში.იმდენი საინტერესო რამე გავიგე,თან ისეთებიც თავში აზრადაც რომ არ მომივიდოდა. მაგალითად თუ იცოდით,რომ მიწისგან წყალი შეიძლება მიიღოთ. სხვათაშორი ამ ტრენინგმა დიდი გამოცდილება და ინფორმაცია მომცა და ახლა უკვე თაისუფლად შემეძლო უკაცრიელ ტყეში დაკარგვა და თავის გადარჩენა. ტრენინგის დასრულებისთანავე,სასადილოში გადავინაცვლეთ.იმდენი ილაპარაკეს საჭმელზე,რომ საშინლად მოშიებული ვიყავი.სამხრის შემდეგ,გასასვლელში ანდრია შემხვდა. -აბა,ეხლა ტყეში რო დაიკარგო გადარჩები ხო?! -რა წვეტიანი აზრები გაწუხებს,ხო კარგად ხარ? -რავი აბა რამე ხო უნდა მეთქვა.-მრავლისმეტყვლად ჩაიცინა ანდრიამ. -რამე უნდა გეთქვა,მაგრამ ეს არა.-ცოტაოდენი სიმწარე მეც გავურიე ლაპარაკში. -კაი მეორედ აღარ გავიმეორებ.ხომ არ გველაპარაკა? -და რაზე? -რა ვიცი რამეზე,თემა ლაპარაკში მოვა. -მაშინ წავედით. ხეებთან ახლოს სკამზე დავჯექით,თუმცა ლაპარაკი დაწყებულიც არ გვქონდა,რომ უცბათ თვალი მოვკარი ჩვენკენ მომავალ ალექსანდრეს. -აი თურმე რა დაგემართა, პირდაპირ რო გეთქვა არა?! -მეც ეგ შეკითხვა მაქვს სხვათაშორის!! -უკაცრავად?! მემგონი შენ ზიხარ აქ სხვა ბიჭთან ერთად და არა მე სხვა გოგოსთან. -ჯერესერთი ეს სხვა ბიჭი კიარა,ანდრიაა და მეორეც შენ შენ გოგოს მიხედე. -თუ ხვდები ეხლა მაგას ვაკეთებ და როდისაქეთ გახდა ეს დებილი ანდრია? -აქამდე არ გეჭრებოდით,მაგრამ პირად შეურაწოფაზე ნუ გადმოდიხარ ბიჭო!!-ამჯერად საუბარში უკვე ანდრო ჩაერია. -შენ შენ საქმეს მიხედე რაა!-უკვე დასარტყმელად გაიწია ალექსამ. -ანდრია,მემგონი შენი გუნდი ჩამოდის უკვე და ოთახიდან დაგირეკავ კაი?? -ჯერ არ დაგვიმთავრებია იცოდე!-მიმართა ანდრომ ალექსანდრეს. -წადი თუ მიდიხარ რაა! -სად გავჩერდით?? აა ხო იმას ამბობდი ჩემ გოგოს ვუვლიო არა??!! -ზუსტადაც. -ერთი კითხვა გამიჩნდა,მე ვარ შენი გოგო თუ ნინი??!! ან ნინიმ ჩემზე იცის საერთოდ? ან რა თქვა ერთად რო ვიმღერეთ და ვიცეკვეთ??დავიჯერო არაფერი უთქვია?!! თითქოს ტყვია დაახალესო ისეთი სახე მიიღო.სახეზე ფერი დაეკარგა და მემგონი რაღაც დროის მანძილზე არც სუნთქავდა.აი როგორი რეაქცია აქვს ადამიანს,როდესაც მის ყველაზე დიდ საიდუმლოს ახდიან ხოლმე ფარდას.ჩემ სახეს კი კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. -შშენ საიდან გაიგე?!-ენა ემბმოდა და ნორმალურად ვერ გამოთქვავდა სიტყვებს. -რა მნიშვნელობა აქ საიდან გავიგე?! მთავარი ისაა,რომ გავიგე.ახლა კი თვენის ნებართვით დაგტოვებთ,გუნდს უნდა დავუბრუნდე. როგორც ყოველთვის,არც ეხლა არ დაველოდე პასუხს და წავედი.ალექსანდე გაუნძრევლად იდგა და მხოლოდ მაშინ მოახერხა განძრევა როდესაც ლიდერმა დაუძახა.არ ვიცი რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია.ნუ წესით არ უნდა ჰქონოდა,მაგრამ რავიცი,ფაქტია რომ ჰქონდა.ასეა თუ ისე,ჩემსა და მას შორის ყველაფერი გაირკვა და წერტილი დაესვა.თავს საშინლად ვგრძნობდი და ტირილი მინდოდა,თუმცა არ შემეძლო. მიუხედავად იმისა,რომ ანდროს დავპირდი დაგირეკავთქო,მაინც მან დამირეკა პირველმა. -ხომ გითხარი მე დაგირეკავთო,რა საჭირო იყო,რო დაგერეკა?-გაკვირვებული ხმით ვუთხარი. -ვეღარ მოვითმინე და დავრეკე.უბრალოდ არ მინდოდა,რომ ბანაკში რაღაც დაძაბულობა ყოფილიყო და პრობლემები შექმნილიყო,თორემ იმ სირს იქვე მივასიკვდილებდი! ხომ გითხარით ტიპიური ქუთაისელიათქო.ბევრი ითმნა,მაგრამ თავისი რეალური პიროვნება მაინც გამოაჩინა.როგოც წესი არ მომწონს ხოლმე ასეთი ტიპები,მაგრამ თითქოს ჩემში სხვა პიროვნებამ გაიღვიძაო,რაღაცნაირად ეს ტიპი მომწონდა,რაც საერთოდ არ მახარებდა.წ -რაც იყო იყო,ყველაფერი დამთავრდა და მადლობა,რომ არაფერი ქენი და იქაურობა წყნარად დატოვე,უბრალოდ არ მინდოდა მის გამო რამე პრობლემა შეგქმნოდა. -ჩვენი ურთიერთობა პროგრეს განიცდის,თუ მე მეჩვენება?? -მემგონი ასეა! -ძალიან კარგი,მოკლედ ამ საღამოს რა გეგმები გაქ?? -რა უნდა მქონდეს?! რომ გითხრა პარლამენტში მივდივარ სესიაზეთქო დამიჯერებ?! -მეწყვილე არ გყავს ხო? -მყავს,საიდან მოიტანე,რომ არ მყავს? -ვინ?!-გაკვირვებული ხმით მკითხა ანდრუშამ. -ქეთი,აბა შენ ვინ გეგონა?! -აუუ,მეც არ გამისკდა გული?? ესეიგი ერთად ვცეკვებთ არა?? -რავი თუ გინდა.... -მინდა აბა არ მინდა??მოკლედ ბუნგალოსკენ რო წავალთ,შენთან მოვალ და ერთად წავიდეთ. -ოქეი. როდესაც გუნდის დრო დამთავრდა,ლიდერებმა ცოტა ხნით დაგვტოვეს და თამაშის უფლება დაგვრთეს.თუმცა სანამ თამაშს დავიწყებდით,ქეთიმ ცოტა ხნით გვერძე გამიყვანა. -ამ ბოლო დროს ვეღარ გხედავ და არ მომწონს იცოდე! -და შენი აზრით მე მინდა როო?? -აბა მე მინდა?!! ხან ალექსაო,ხან ანდრუშაო,ყველაფერს თავი,რომ დავანებოთ წყნარს საათზეც კი იგვიანებ ოთახში და დისკოთეკაზეც სულ ვიღაცასთან ერთად ცეკვავ.მიუხედავდ იმისა,რომ ბანაკში ერთად ვართ და ერთ ოთახში ვართ,მაინც არ ვიცი ნორმალურად რა ხდება შენ გარშემო და საერთოდ არ მომწონს,ეს ანა მახარაზე!-ისე საშინლად გამოკვეთა ჩემი სახელი და გვარი ბოლოში,რომ შიშის ჟრუანტელმა დამიარა. -მეც კი ვერ გავერკვიე ბოლომდე რა ხდება ჩემ გარშემო და შენ რანაირად გეცოდინება. -შენ და ალექსა ხო ძალიან ახლოს იყავით და რა მოხდა ისეთი,რო ზედაც არ უყურებ. -შეყვარებული ყოლია იმ დებილს! -არა და ნორმალურ ადამიანს გავდა.უიმეეე! და ანდრო მაგიტო?? -არვიცი შეგნებულად ვბლოკავდი თუ რა,მაგრამ ვერ ვამჩნევდი თუ როგორი პიროვნება ყოფილა ანდრია სინამდვილეში.ნუ ხო რაღაც მინუსები აქ,მარა სრულყოფილი არავინაა.ძალიან საყვარელი და მხიარულია და რაც მთავარია გოგოს პატივისცემა იცის ალექსანდრესთან შედარებით.-აი აქ კი ფილოსოფიურობა ბოლომდე გამოვამჟღავნე. -აუ ჩამოყალიბდი რაა!! -ჩამოვყალიბდი უკვე,ანდრია! -არ მომწონს ეგ ტიპი და როცა ამას შენც მიხვდები უკვე ძალიან გვიანი იქნება.აი ძაღლი ახსენენო და აგერ მოდის შენი ანდრუშა. მაინც ვერ ვხვდები როდესაც ქეთისთნ ვლაპარაკობ,ზუსტად მაშინ როგორ უნდა ჩამოიაროს რომელიმე მათგანმა.თითქოსდა პროგრამააო და როგორც კი ახსენებ ეგრევე იქ ჩნდებიანო. -კი გითხარი დისკოთეკაზე წასასვლელად მოვალო,მაგრამ მალე დამთავრდა შეკება დაა...ხო არ ვითამაშოთ?! თან შენ დაქალსაც გავიცნობდი.-მხიარული ხმით შემოვიდა ანდრო. -სხვათაშორის მეც მინდა შენი გაცნობა,იმიტომ რომ ამ გოგოსთან ესე შეხვედრა არ შეიძლება ძმაო!-ცოტა კაცური ხმით მიმართა ქეთიმ. -აუ შენ ის არ ხარ,რომ მითხარი შენგან ყველაფერია მოსალოდნელი და არ იქნება გასაკვირი რო შეჭამოო?!-არ ვიცი შენგნებულად აკეთებდა ამას თუ რა,მაგრამ ფაქტი იყო,რომ ყოველი წინადადების ბოლოს ეშმაკურად იცინოდა. -ვაა,მეხსიერებაც კარგი გვქონიაა!-აღფრთოვანებული ხმით წარმოთქვა ქეთომ ეს სიტყვები. ქეთის ანდრო საერთოდაც არ მოსწონდა,მარისგან განსხვავებით.თვლიდა,რომ ის მეტისმეტად ამაყი იყო და საერთოდაც არ იმსახურებდა ჩემგან ასეთ ყურადღებას.ვიცოდი,რომ თუ არ ჩავერეოდი,ეს ორი აუცილებლად იჩხუბებდა,ამიტომაც სასწრაფოდ ჩავერიე. -ჩვენები იქით თამაშობენ „ხლართაობას“ და იმათთან მივიდეთ! -მე ამასთან თამაშს არ ვაირებ და თქვენ წადით!-თქვა ქეთიმ. -ქეთიიი!!-დაახლოებით ისეთი სახით შევხედე,როგორც დედა უყურებს ხოლმე შვილს,როცა რამის ისე გაკეთებას სთხოვს,რომ სხვამ არ შეამჩნიოს. -კაი ხოო,მაგრამ მხოლოდ შენი ხათრით! -ჩემი ზრდილობიანიი!!-მე მეგონა,რომ ანდრომ მე მომართთა,თუმცა ეს სიტყვები ქეთის მისამართით იყო გაგზავნილი. -მაგარი რო ხარ იცი?! ღმერთო ყველას არ მისცე ასეთი ზრდილობიანი დაქალი რააა!!!! -კი ვიცი,ანამ მითხრა რამოდენიმე დღის წინ.-რატომღაც ანდრიამ კმაყოფილი სახით უპასუხა. -ხოდა კარგად დაიმახსოვრე,არ დაგავიწყდეს და მივდივართ თუ კიდე დიდი ხანი უნდა ვილაპარაკოთ?! -მივიდვართ აბა რაა!-სასწრაფოდ ვუპასუხე დაძაბულობის გასაფანტად. ქეთი ადნროს გვერდით დადგა.ბოლო წამამდე ცდილობდა,რომ ანდრია თამაშიდან გაეგდო და რა ხერხრს აღარ მიმართავდა,თუმცა ამაზე ანდრო მხოლოდ იცინოდა.წონასწორობას არ კარგავდა და ბოლოს ისე მოხდა,რომ აქეთ გააგდო ქეთი თამაშიდან. ვახშმად საკმაოდ გემრიელობები გვქონდა.კოტლეტი პიურეთი,ფორთოხლის წვენი და წვნიანი.არ ვიცი ხალხი იყო ნამეტანი მოშიებული,თუ საჭმელი იყო ძალიან გემრიელი,თუმცა ყველა ძალიან კმაყოფილი სახით ჭამდა(მათ შორის მეც).ხოლო გემრიელად ჭამაში ხელი არ შეუშლია იმას,რომ ვახშმის შემდეგ დისკოთეკა იყო და ცოტა მსუბუქად უნდა ვყოფილიყავი,თან მითუმეტეს,რომ ანდროსთან ერთად უნდა მეცეკვა. მე და ჩემი მეწყვილე ერთმანეთს გასასვლელში შევხვდით. -აბა მზად ხარ? -არ მეტყობა როო??? ამ მომენტში შევეცადე,რომ რაც შეიძლება სერიოზული სახე მიმეღო,მაგრამ რატომღაც სასაცილოდ გამომივიდა და ანდრიამ სიცილი ვერ შეიკავა. -კაი მაშინ წავედით და ეგაა.ისე ქეთი სადაა?!იცის ჩემთან რო უნდა იყო? -ქეთი გუნდთანა და შენ წარმოიდგინე და იცის! -იცის და ესე გამოგიშვა? -შენ ქეთი ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი ხომ არ გგონია?! -შენ წარმოიდგინე და კი.რაც გავიცანი ჩემთან ერთხელაც არ ულაპარაკია ნორმალურად,სულ უხეშად მელაპარაკება.რამე დავაშავე?! -მაგის ცოდნა მეც მინდა.აბა მივდივართ თუ კიდე ბევრი უნდა ილაპარაკო? -წავედით,წავედით! ხელკავი გამომდო და ასე წავედით ბუნგალომდე.ცოტა ხანი ლოდინი მოგვიწია,რადგან ბავშვები მოსასვლელები იყვნენ.მანამდე კი მე და ანდრომ ცოტა საუბარიც მოვასწარით. -ეხლა რა ვაკეთოთ?-მკითხა მან. -რავი ვილპარაკოთ თუ გინდა. -კი მინდა.ისე შენზე კიდე ბევრი რამე არვიცი,მიუხედავად იმისა,რომ უკვე ამდენი დღეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ. -მაინც რა გაინტერესებს?-გამჭოლი მზერით შევხედე. -ნუ სახელი და გვარი ვიცი,კიდე ტელეფონის ნომერიც,კიდე ისიც,რომ თელაველი ხარ და კალათბურთელი. -და არის რამ რაც არ იცი? -ისადა რამდენის ხარ? -16 და დიდი მიხვედრა არ უნდა რომ შენც ამდენის ხარ. -სხვათაშორის ოქტომბერში 17-ის ვხდები და მეტი ზრდილობა თუ შეიძლება. -ეუუფფფფ!!! კიდე რაგინდა?! -შენ! არ ვიცი ამ ბიჭში რაიყო ასეთი,მაგრამ ფაქტი ერთი იყო,მისი მზერა ყოველთვის მამუნჯებდა და მაშეშებდა,ხოლო როდესაც რაიმეს მეუბნებოდა უბრალოდ უსასრულობაში ვიკარგებოდი. ახლა კი,როდესაც ეს მითხრა უბრალოდ სუნთქვა შემეკრა. -ხომ მშვიდობა?! რაზე ჩაფიქრდი? -არაფერი ისე.რაო რას ამბობდი? -რაოდა მჭირდებითქო გაიგე? -კი. -არაფერს არ მეტყვი? -ამდროს მეც უნდა გითხრა რაღაც ხო? -სხვათაშორის კი და დამავალებ თუ მალე მეტყვი,თორე დამაწყდა ნერვები.-ცოტა ხმას აუწია ანდრომ. -ხოდა მეცმჭირდები გაიგე?!-მეც ავუწიე ხმას. -გავიგე! სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.სიტყვა ნორმალურად დამთავრებულიც არ ჰქონდა,რომ ჩამეხუტა.აქამდე არ შემიმჩნევი,თუ როგორი ძლიერი მკლავები ჰქონდა,იმდენად ძლიერი,რომ როდესაც ჩამეხუტა განძრევა ვერ შევძელი. -ხელს ხომ არ გიშლით?-გაბრაზებული ხმით წართმოთქვა ალექსანდრემ. საიდან გაჩნდა იქ ან,როდის მოვიდა აზრზე არ ვარ.არვიცი ჩვენი საუბრის რა ნაწილი გაიგონა,ან საერთოდ თუ გაიგონა.მაშინ ვერ ვხვდებოდი,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ ზუსტად ასე მოვიდა ანდროც პირველად ჩვენთან. -სხვათაშორის კი! -ანა ამას შენგან საერთოდ არ მოველოდი.არა როგორ შეგიძლია ერთ დღეს ერთ ბიჭთან იყო და მეორე დღეს მეორესთან? -აი დარდი რაა,თუ არ მოელოდი.და მეორეც შენ შენ შეყვარებულს მიხედე!არსად არ დაგეკარგოს.ანდრო მემგონი იწყება და დიჯეისთან ახლოს მივიდეთ რა. -კაი.-ორივე ისე მოვიქეცით თითქოს ალექსანდრე იქ არც ყოფილიყო. -ორი წუთით გავალ და ეხლავე მოვალ კაი? -სად მიდიხარ?-რატომღაც დამაეჭვა მისმა ამ უეცარმა გადაწყვეტილებამ. -მალე მოვალ,აქ იყავი. ძმაკაცთან მივიდა და რაღაც ჩასჩურჩულა და გაიცინეს ორივემ.ნუ ჯერ ანდრომ გაიცინა და მერე ისიც აყვა.არ ვიცი რაუთხრა,მაგრამ უკვე ცუდი წინათგრძნობა მქონდა. -ძაან დავიგვიანე? -არა,ისე ხო მშვიდობაა?! -კი,წამო დიჯეის წინ! -იქ რა გვინდა? -ვცეკვავთ? -რაა? ჯერ დისკოთეკაც არ დაწყებულა,სად უნდა იცეკვო? -შენი აზრით დისკოთეკა ვინ უნდა გახსნას? -შენ ცეკვა იცი?? -ორგზის საქართველოს ჩემპიონი საყვარელო! -რაა?-ძალიან გამაკვირვა მისმა ამ პასუხმა. -რაც გაიგე და დროზე თორე დიჯეი იცდის. მემგონი მასზე ყველა პროფესიას წარმოვიდგენდი,მაგრამ მოცეკვავეს ნაღდად ვერა,თან ორ გზის საქართველოს ჩემპიონი.მასთან ბევრი კითხვა მქონდა,მაგრამ დრო არ იცდიდა,უკვე ადგილზე ვიყავით და დიჯეიც მუსიკას არჩევდა. -შეიძლება გავიგო რას ვცეკვავთ? -სამბა! -საიდან რა მოიფიქრე,კაი რაა!-სიტყვის დამთავრება ვერც მოვასწარი,რომ მუსიკა ჩაირთო. ძალიან ემოციური მუსიკა იყო.წინა ცეკვისგან განსხვავებით,ეს ახლართული და სანახაობრივიც.ალბათ ბევრჯერ შეგიმჩნევიათ,როდესაც მოცეკვავეები ერთმანეთს ცეკვის დროს ელაპარაკებიან,არ ვიცოდი ასე როგორ შეეძლოთ,ან რითმდან როგორ არ ვარდებოდნენ, ან მოძრაობები როგორ არ ავიწყდებოდათ.თუმცა ამაში მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ეს მეთვითონ გავაკეთე.როდესაც ცეკვა დავიწყეთ,ანდრიამ საუბარიც დაიყო. -არ მოელოდი,რომ ვცეკვავდი? -შენ წარმოიდგინე და არა.ისე ორგზის საქართველოს ჩემპიონმა ცეკვა როგორ მიატოვე? -თავიდან ცეკვა მართლა მიყვარდა,მაგრამ მერე ჩემმა მეწყვილემ ტრავმა მიიღო და ცეკვა ვეღარ გააგრძელა.ჩვენ მწვრთნელს სხვა მეწყვილის პოვნა უნდოდა,მაგრამ მე უარი ვთქვი,რადგან უკვე ფეხბურთით ვიყავი დაინტერესებული. შემდეგ ჰაერში ამიტაცა და დამატრიალა.ცეკვის დროს უბრალოდ ვენდობოდი და მივყვებოდი და ეს საუბარიც ისე სინქრონში იყო,რომ არ მინდოდა ეს ცეკვა ოდესმე დამთავრებულიყო. -ანუ შენი მეწყვილეა იმის მიზეზი,რომ ცეკვას თავი დაანებე? -ნუ მასე გამოდის.ისე შენ რატო დაანებე თავი? -თავიდან მეც ძალიან მიყვარდა ცეკვა,თუმცა წლების შემდეგ გემოვნება შემეცვალა და უფრო კალათბურთისკენ წავედი.ესაა ჩემი მოკლე და არც ისე ტრაგიკული ისტორია. -ჰმმ,მოკლე და მხიარული!-აქ ცინიზმი გაურია თუ რა,მაგრამ დამცინა მემგონი. ნუ ამის მერე კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ,თუმცა არამგონია მათი ასე საჯაროდ თქმა სწორი იყოს. როგორც კი ცეკვა დავასრულეთ და მუსიკა დამთავრდა,ბანაკი აპლოდისმენტებით დაინგრა. ნუ მე და ალექსა რო ვცეკვავდით მაშინაც კი დაუკრეს ტაში,მაგრამ ახლა სულ სხვა ტაში და სხვა ემოცია იყო(აბა რაიქნებოდა საქართველოს ორგზის ჩემპიონია ბოლო-ბოლო). -შენ წინაზე ტანგო იცეკვე არა?!-მე მომმართა დიჯეიმ. -კი,მე ვიყავი! -შენ ცეკვავ ხო? -არა,კალათბურთელოი ვარ!-ამაყი ხმით წარმოვთქვი ეს სიტყვა. -პირველად ვნახე კალათბურთელი ასე კარგად ცეკვავდეს და შენი მეწყვილე ხო მაინც არის მოცეკვავე? -მე ფეხბურთელი ვარ!-პასუხის თქმა ანდრომ დამასწრო. დიჯეის სახეზე გაოცება გამოიკვეთა.თითქოს არ მოელოდაო ასეთ პასუხს,მაგრამ რას ვიზამთ. -მოკლედ ჩვენ საღამო გახსნილად გამომიცხადებია და წავიდა გუგუნი!! მე და ანდრო ცოტა ხნით გვერდით გავედით,რადგან საკმაოდ დაღლილები ვიყავით და ცოტა განთვირთვა გვჭირდებოდა. -აბააა,არაფერს იტყვი?-ისეთი სახით მიყურებდა ანდრო,თითქოსდა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა მისთვის და ვაყოვნებდი. -როგორ შეგიძლია,რომ ყოველდღე აოცებდე ადამიანს და მაინც რაღაც საიდუმლოს იტოვებდე შენთვის? -ნუ ეგ უკვე ნიჭია!-ისევ ეშმაკურად ჩაიცინა. -სულ ესეთი ნარცისი ხარ? -ძირითად კი! -ხოდა მაშინ მე წავალ ვიცეკვებ და შენც წამოხვალ? -არა,ცოტახანი დავისვენებ და მერე შემოგიერთდები ისევ. -კაი. ქეთი მოვნახე სად იყო და მასთან მივედი.ცეკვა მინდოდა,მაგრამ ქეთიმ ხელი მომავლო და გვერდით გამიყვანა. -რა ხდება მშვიდობაა??!! -სხვათაშორის არა!შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქ,ლიდერს ვეტყვი და ოთახში ავიდეთ! -კი მაგრამ დისკოთეკა ეხლა დაიწყო და რომ დამთავრდება მერე მითხარი. -სერიოზულთან ერთად სასწრაფოცაა! -კაი რა. ქეთიმ ჩემ ნათქვამს ყურადღებაც არ მიაქცია და ლიდერთან წავიდა.საერთოდ არ მომწონდა როდესაც გადაწყვეტილებებს თავისით იღებდა ხოლმე და ახლა მითუმეტეს.ისედაც ბოლო დღეები იყო ბანაკში და გართობასაც არ მაცდიდა.უკან გახარებული სახით დაბრუნდა. -ლიდერმა ადითო და დღეს დისკოთეკა ისედაც მალე უნდა დამთვარდესო და ანამ არ ინერვიულოსო. -აბა რა დავიჯერე მეც!ეხლა დროზე წავიდეთ თორე თავს ძლივს ვიკავებ რო არგცემო. -ხოდა დროზე,ვერც მე ვერ ვითმენ. სადარბაზოსკენ მიმავალ გზაზე ხმაც არ მომიღია.საშინლად გაბრაზებული ვიყავი. ჯერესერთი იმიტომ,რომ დისკოთეკაზე ცეკვა არ მაცადა,მეორეც იმიტო რო ანდრია უნდა მოსულიყო.საბოლოოდ როგორც იქნა სადარბაზოშიც შევედი და მესამე სართულამდეც ავაღწიეთ. -მიდი აბა მითხარი რაც გინდა,ძაან მაინტერესებს რა არი ესეთი მნიშვნელოვანი რო ვერ მოიცადა. -ჯერ დაჯექი იმიტო,რო შენი წიკებისა და გულის წასვლების თავი არმაქ. აი აქ კი მართლა დავინტრიგდი და შევშინდი.რაუნდა ყოფილიყო ისეთი,რომ გული წამსვლოდა და ცუდად გავმხდარიყავი.თავიდან ისიც ვიფიქრე ჩემებს ხომ არ დაემართად რამეთქო,მაგრამ შემდეგ მივხვდი,რომ მათ რომ რამე მოსვლოდათ,აქამდე გაგებული მექნებოდა.ასე,რომ სასწრაფოდ დავჯექი და დავწყნარდი როგორც შემეძლო. -ქეთი,მაშინებ უკვე და არ მომწონს ეს. -ხომ იცი,რო არ მიყვარს მიხლართულ-მოხლართული ლაპარაკი და ასე,რომ პირდაპირ გეტყვი.ანდრია გატყუებს. -კაი რა,ქეთი,კაი რაა.ვიცი რო ანდრო არ გევასება,მაგრამ ესე გაზვიადებაც არ გინდა. -სერიოზულად გეუბნები,შენთვითონ ვერ ამჩნევ? -კაი დავუშვათ მასეა და მიყენებს,რითი დაამტკიცებ? -დღეს სანამ დისკოთეკა გაიხსნებოდა და იცეკვებდით,ის ხო წავიდა ძმაკაცთან და იცინეს. -ხო,მერე?-აქ უკვე ჩემში რაღაც ეჭვმა გაიღვიძა.ანდროს არ უთქვია ძმაკაცმა რა უთხრა,ან რატო იცინეს ან ასე უცბად რატო წავიდა მასთან. -თურმე ანდროს ძმაკაცთან სანაძლეო დაუდია,რო ნებისმიერ გოგოს დაკერავდა.როგორც გავიგე ის ბიჭი თავიდან უარზე ყოფილა,მაგრამ მერე იმიტომ,რომ გაეჩუმებინდა და დაეწყნარებინდა დათანხმდა.რატომღაც შენ აგარჩია.ის წვიმის სცენაც დადგმული იყო,ყველაფერი დადგმული მათ შორის ის ამბებიც,რომელიც გიამბო. -შანსი არაა,მატყუებ!ანდრო ესე ვერ მოიქცეოდა,უბრალოდ ასე ვერ მომექცეოდა.ის ხომ ასეთი კეთილი და საყვარელია! -გატყუებსოთქო არგესმის?დღეს როცა ძმაკაცთან გავიდა,იმ ბიჭმა საბოლოოდ აღიარა დამარცხება და აღიარა მისი შესაძლებლობები.სანამ მასთან გავიდოდა რაზე ილაპარაკეთ? -არაა!-ამის დედაც,ქეთი მართალი იყო! -რაზე ილაპარაკეთ?!-ხმას აუწია უკვე ქეთიმ! -ვუთხარი,რომ მჭირდებოდა და მისგარეშე ვერ ვძლებდი! -დებილი ხარ გოგო შენ?! ეგ რატო უთხარი! -შენ საიდან გაიგე? -იმათ უკან ვიდექი,ანდრო,რომ მოვიდა,ხეს მოვეფარე და ვეღარ დამინახა.ესე უთხრა სანაძლეო მოგებულია,გოგო დაკერილიაო.იმანაც საღოლო და დაიშალნენ. ამ მომენტში თავი ბოლო დონის იდიოტად ვიგრძენი.ის თურმე მიყენებდა და დამცინოდა.თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი,რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.მისნაირი ნარცისი და თავისთავზე შეყვარებული ადამიანი წვიმაში ირბენდა იმიტომ,რომ საუბრი ჩაეშალა?!მას ხომ შეეძლო უბრალოდ თავისი შარმი გამოეყენებიდა და ზედმეტად არ დახარჯულიყო?მაგრამ მე დებილმა ვიფიქრე,რომ ასეთი ბიჭი ჩემზე გიჟდებოდა და უჩემოდ ვერ ძლებდა.ერთი სული მქონდა მეცემა და მისთვის მეყვირა,მაგრამ ამით რამე შეიცვლებოდა?არაფერი.მან მე გამომიყენა და მეც ვერაფერს მივხვდი. -თავიდანვე არ ვენდობოდი მაგ ბიჭს და აჰააა!ჩემთვის რო დაგეჯერებინა ახლა ასეთ დღეში აღარ იქნებოდი.ისე რას აპირებ ეხლა? -არ ვიცი!ეხლა უბრალოდ ფიქრი მინდა.თან მემგონი დისკოთეკაც დამთავრდა და ყველა იძინებს.ხვალ გავიგებთ რაც მოხდება. არ მახსოვს როგორ გამოვიცვალე და როგორ დავწექი.შოკში ვიყავი.ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა. მე,რომელსაც მეგონდა,რომ ასეთი რაღაც არასდროს დამემართებოდა,რადგან ასეთ ბიჭებს საკმაოდ კარგად ვიცნობდი,სწორედ მე გავები ამ მახეში.თავიდან ცრემლები მომეძლა,თუმცა მივხვდი,რომ ის ჩემი ცრემლების ღირსი არ იყო.ამ ფიქრებში გართულს დამეძინა ისე,რომ ვერც კი მივხვდი. დღე მეშვიდე დილა საშინლად გათენდა.საწოლიდან ადგომა არ მინდოდა,მაგრამ უნდა ავმდგარიყავი.ეს ამბავი ჯერ-ჯერობით არავინ იცოდა და ყველას გაუკვირდებოდა ჩემი ამბავი და ძიებას დაიწყებდნენ,რაც მე არ მინდოდა.ასერომ თავს ძალა დავატანე და საწოლიდან ავდექი. გამახნევებელმა ვარჯიშმა როგორღაც გამომაფხიზლა და გონზე მომიყვანა.დღეს ბანაკში საქართველოს დღე იყო და ყველა სხვადასხვა მხარეს წარმოვადგენდით. დიდად არ ვიწვალეთ და ყველა გუნდმა თავისი გუნდი წარმოადგენდა.იქიდან გამომდინარე,რომ დღეს ბოლო დღე იყო,ყველა დარჩენილი თამაში დღეს ტარდებოდა და რომ მოესწროთ,საუზმის შემდეგ დაიწყებოდა პირდაპირ.ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა,რადგან როდესაც ცუდ ხასიეთხე ვარ,თამაშს ყოველთვის გამოვყავარ მდგომარეობიდან და როდესაც მედანზე ფეხს ვადგამ,უბრალოდ ყველაფერი მავიწყდება, თუ რა ხდება გარე სამყაროში. გადავწყვიტე,რომ ანდროს ძმაკაცი მენახა და ქეთის ინფორმაცია გადამემოწმები,რადგან ბოლომდე მაინც არ მჯეროდა ეს ამბავი.იქიდან გამომდინარე,რომ დღეს საუზმე მე-12 გუნდმა დაიწყო საუზმემდე საკმაო დრო მქონდა.ლიდერს დავეთხოვე და მათი კორპუსისკენ გავემართე. -გამარჯობა!-ბოლომდე შევეცადე,რომ ბრაზი დამემალა და ზრდილობიანი ხმით მიმემართა. -გამარჯობა ანა,როგორ ხარ?-ისეთი ხმით მიპასუხა,იფიქრებდით არაფერ შუაშიაო. -შეიძლება რაღაც გკითხოთ? -კი,რათქმაუნდა! -ანდროსთან ასეთი სანაძლეო რატომ დადე?-პირდაპირ ვუთხარი შეკითხვა,რადგან შეპარების თავი არმქონდა. -საიდან გაიგე?-გაკვირვებული ხმით მკითხა. -მაგას რა მნიშვნელობა აქვს?მთავარია ეს რატომ ქენით? -რაო პატარა ანას გული ეტკინა და დაენგრა ბროლის კოშკებიო?-საუბარში ანდრია ჩაერთო,რომელიც კიბეზე ჩამოდიოდა. იმ ბიჭთან მარტო მინდოდა ლაპარაკი და არვიცოდი ისიც იქ თუ იყო.როდესაც მისი სახე დავინახე ზიზღი მომეძალა,ხოლო როდესაც ეს ჩვეულებრივი დამცინავი ლაპარაკი დაიწყო,უბრალოდ მისი მოკვლის სურვილი გამიჩნდა. -არა,უბრალოდ დამაინტერესა ადამიანი ასეთი გულქვა როგორ უნდა იყოსთქო.როგორ შეგიძლიათ,რომ ადამიანების გრძნობებზე ასე უბრალოდ ითამაშოთ და მერე ასე უბრალოდ მიატოვოთ?არა ისე ძალიან მაინტერესებს ეს თამაში სადამდე მივიდოდა სიმართლე რომ არ გამეგო!-ხმა ამიკანკალდა და ცრემლები მომეძლა,მაგრამ მათ შეკავებას როგორღაც ვახერხებდი. -პირველრიგში იმას გეტყვი,რომ ნიკა არაფერ შუაშია(ნიკა ძმაკაცს ერქვა) და ეს ყველაფერი მე მოვინდომე.ხოლო რაც შეგეხება შენ,ჩაფიქრებული არ იყო,რომ სიმართლეს გაიგებდი და თამაში რავი,სანამ არ მომბეზრდებოდი,მანამ არ მოვრჩებოდი.ისე სიმართლე როგორ გაიგე? შენ იმდენი ტვინი არ გაქ,რომ შენით ქეფიქრა,ალბათ ქეთიმ გითხრა.სუ მიზიდავდა ეგ გოგო, მისი ასეთი სიუხეშითა და მწარე ენით.დღემდე ვერ ვხვდები შენთან რატომ არის. არმეგონა ის ასეთიც თუ იქნებოდა.მისი ეს ცინიზმი და ეს...ეს...უბრალოდ რაღაც საშინელება იყო. -უბრალოდ ნაძირალა ხარ და ეგოისტი.მეტს ვერაფერს გეტყვი!-კიდევ დიდი ხანი,რომ დავრჩენილიყავი იქ,იქვე ავტირდებოდი,ასე,რომ სასწრაფოდ წამოვედი იქიდან. სადარბაზოდან როგორცკი გამოვედი,ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი.ვეცადე,რომ თავი შემეკავებინა მაგრამ ვერ ვჩერდებოდი.ჯერ ალექსანდრეს ამბავია,ახლა კი ეს.მაშინ როგორღაც თავის შეკავება შევძელი,მაგრამ ახლა ვეღარ.იქნებ ალექსანდრეზე შურისძიება რომ არ მომენდომებინა ეს არც მომხდარიყო,მაგრამ მოხდა და ვეღარაფერს შევცვლით. .ცოტა მოშორებით ალექსანდრე იდგა,ეტყობა რაღაცას ან ვიღაცას ელოდებოდა.როდესაც დამინახა,სახე შეეცვალა და ჩემკენ აჩქარებული ნაბიჯებით წამოვიდა. -რა მოგივიდა?-შეშინებული ხმით მკითხა. -რაში გაინტერესებს?შენ სუ ფეხებზე არ გკიდია მე რა მომივა და რა არა?! -კითხვაზე მიპასუხე ანა!-მის ხმაში სიბრაზე შეიმჩნეოდა. -აუ,დაიკიდე რა!ეხლა ნაღდად არაფრის მოყოლის თავი არ მაქ!-ნახევრად ისევ ვტიროდი და იმედი მქონდა,რომ ჩემი ნათქვამიდან ალექსამ ერთი სიტყვა მაინც გაიგო. -შენით მეტყვი რა მოხდა,თუ ჩემით გავარკვიო! -ანდრიამ სანაძლეო დაუდო ძმაკაცს,რომ ნებისმიერ გოგოს დაკერავდა და ჩემი დახმარებით მოიგო რა. -მოიცა,რაა??? -რაც გაიგე!ეხლა დაწყნარდი? პასუხი არც დაუბრუნებია,ისე წავიდა მეცხრე სადარბაზოსკენ.საშინელი სახე ჰქონდა და მეშინოდა რამე შარში არ გახვეულიყო. -ალექს,შეჩერდი!სად მითიხარ?რის გაკეთებას აპირებ! ის კი გზას განაგრძობდა,თითქოს ჩემი ხმა არც გაეგო.საშინელი გრძნობა დაუფლა.ის სადარბაზოში შევიდა.მე იქ შესვლა უბრალოდ ვერ გავბედე და გარედან ვუყურებდი ორივეს. ალექსანდრეს გაცოფებული სახე ჰქონდა,ანდრო კი თავისი ტრადიციული გველის ღიმილით იცინოდა.არ ვიცი რა ილაპარაკეს,თუმცა დავინახე,რომ ალექსანდრემ მას შუბლი ცხვირში ჩაარტყა და იქიდან ისე გამოვიდა.როგორც გითხარით,მე გარეთ ვიყავი და როდესაც გამოვიდა პირდაპირ ჩემთან მოვიდა. -იცოდე მეორედ აღარ გაბედო ამ სირთან საქმის დაჭერა,მეორედ აღარაფერს გავაკეთებ. არაფერის იმედი იმედი არ გქონდეს,ჩვენს შორის არაფერი მოხდება და ესეც იმის გამო ვქენი,რაც ჩვენს შორის ოდესღაც იყო. ისევ არ მაცადა პასუხის დაბრუნება და უკანმოუხედავად წავიდა.ჯერ ისედაც ხომ არეული ვიყავი,ახლა კიდე ეს.თუ საერთოდ არ ვადარდებდი, მაშინ რატომ ვერ იტანდა ჩემს ტირილს?!მხოლოდ ის მოვახერხე,რომ როგორმე ჩემს სადარბაზოსთან მივსულიყავი. კორპუსის წინ სკამზე დავჯექი,თავი მუხლებში ჩავრგე და ტირილი დავიწყე.ამ დროს ქეთი მოვიდა და ოთახში ამიყვანა.ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი,ქეთი კი,როგორც შეეძლო მამშვიდებდა.ხანდახან მეგობარი უბრალოდ საჭირო კი არა,შეუცვლელია. -რა მოხდა ანა?რატომ წახვედი იქ?შენ და ალექსამ რაზე ილაპარაკეთ? -ქეთი,ეხლა ლაპარაკისთავი ნაღდად არ მაქ რა და ნურაფერს ნუ დამაძალბ! -გოგო!ისტერიკულად ტირიხარ და კიდე მეუბნები,რო არაფერი გკითხო?იცოდე მითხარი! -ქეთი! -ანა! მივხვდი,რომ ის ამ სიტუაციაში ჩემზე ძლიერი იყო,ასე,რომ დავნებდი და ყველაფერის მოყოლა გადაწყვიტე. -ანდრიას კორპუსში წავედი მის ძმაკაცთან,რომ მელაპარაკა.თუმცა მერე თვითონ იმას შევხვდი და ბოლო დონეზე გამომლანძღა.დებილი მიწოდა.ბოლოს ვუთხარი ნარცისი და ეგოისტი ხართქო და იქიდან წამოვედი.როგორც კი გამოვედი,ალექსანდრე მოვიდა ჩემთან,რა გატირებსო.თქმა არ მინდოდა,მაგრამ გაჯიუტდა და მეც ვუთხარი.მერე წავიდა იმასთან და ცემა.რო გამოვიდა მითხრა,ამასთან საქმე აღარ დაიჭიროო.ჩვენს შორის არაფერი მოხდება და ტყუილად არაფრის იმედი არ გქონდესო და წავიდა. -თუ არაფერი მოხდებაო,მაშინ რატოღა ქნა ეგ.ასიანი ეგ იმიტო გითხრა,რო შეყვარებული ყავს და იმას არ გაუტეხა,თორე ეტყობა,რომ უყვარხარ. -კაი რა ქეთი,შენ მაინც ნუ ამბობ მაგას.როგორ შეიძლება ერთ პიროვნებას ორი ადამიანი უყვარდეს?თვითონვე მითხრა,რომ არაფერის იმედი არ უნდა მქონდეს. -რაღაც კუთხით შენც მართალი ხარ.სანამ ისინი ერთად არიან,თქვენ შორის არაფერი იქნება. -კიდე ეგ მინდა?! -კაი,ჰო.მიდი ეხლა გამოიცვალე და დავაწექით სამზარეულოში,ისედაც ცოტა გვაქ დრო და კიდე ეს დრამა გვინდა?ეცადე,რო არც ერთზე იფიქრო და არც მეორეზე.წარმოიდგინე ვითომ აქ არც არიან. -ვააა!რა ადვილად ამბობ!თითქოს ორი წელი იყოს გასული მომხდარიდან და არა ორი წუთი. -ეხლა აქ რო დაჯდე და ტირილი გააგრძელო შეიცვლება რამე?არც არაფერი,ხოდა ადექი და წავედით. სასწრაფოდ გამოვიცვალე და დაბლა ჩავედით.ალექსანდრესთან მინდოდა ლაპარაკი,თუმცა ვეერსად ვერ დავინახე.ნორმალურად ვერც გავიგე რა მითხრა,ან საერთოდ რატომ მითხრა ეს ჩვენი ბოლო საუბარიაო.სასადილოშიც ერთმანეთს ავცდით,ასე,რომ მისი ნახვის ერთადერთი შანსი მოედანი იყო. პირველი თამაში ალექსანდრეს გუნდთან გვქონდა,ხოლო თუ მოვიგებდით,ფინალში გადავდიოდით და სავარაუდოდ ანდრიას გუნდს ვხვდებოდით. როგორც ვიცოდი,ალექსანდრეს შეყვარებული კალათბურთელი იყო,ასე რომ მოედანზე ისე შევედი,როგორც მებრძოლი,რომელმაც წაგება არ იცის რა არის.მთელი თამაში დინამიკურად მიმდინარეობდა.უპირატესობა თავიდანვე ჩვენ გვქონდა და როგორ წინა თამაში,ესეც 21-0 მოვიგეთ,ოღონდ იმ განხვავებით,რომ თამაში ერთი წუთით მალე დამთავრდა. ჩვენს შემდეგ იმერეთი-თბილისი იყო და გამარჯვებული ჩვენ შეგვხვდებოდა. გახარებულები ვიყავით და ჩემში თვითკმაყოფილების გრძნობამ გაიღვიძა,რადგან თამაშის დროს ალექსას შეყვარებულს ბევრჯერ წავართვი ბურთი.მცხეთის გულშემატკივრებს გავხედე და ალექსანდრეც იქ იყო.მისკენ გავიწიე,თუმცა დამინახა და ბუნგალოსკენ წავიდა.ნაბიჯს ავუჩქარე,რომ დავწეოდი,თუმცა მანაც აუჩქარა. -ალექსანდრე!-ვეძახდი,თუმცა უშედეგოდ,პასუხს მაინც არ აბრუნებდა. არ მინდოდა მისთვის მთელი გზა ასე მეყვირა,ამიტომ გზა გადავუჭერი და პირდაპირ მისწინ აღმოვჩნდი. -ვერ ხვდები,რომ შენთან ლაპარაკი და საერთოდ ურთიერთობაც არ მინდა? -შენი აზრით ესე უბრალოდ შეგიძლია,რომ კითხვები გაუჩინო ადამიანს და შემდეგ უკანმოუხედავად წახვიდე? -რის მიღწევას ცდილობ ანა?!შენ გგონია,რომ შეგიძლია ერთ დღეს ერთ ბიჭთან იყო და მეორე დღეს მეორესთან?გინდა შეგახსენო,რომ შეყვარებული მყავს?თუ ის კითვა გაწუხებ,რატომ ვქენი დილით ის,მე უკვე გითხარი,რომ ეს მხოლოდ იმის ხათრით გავაკეთე,რაც ოდესმე ჩვენს შორის იყო.თუ გინდა შეგახსენებ,რომ ჩვენი ურთიერთობა სწორედ შენ გაწყვიტე.საკმაოდ კარგად გიცნობ და ვიცი,რომ შენ ამას მართლა არ იმსაურებ.შენ ჩემზე და მასზე უკეთეს ადამიანს იმსახურებ. -გინდა შეგახსენო ეს რის გამო ვქენი? -თავიდან ნუ დაიწყებ! -რა თავიდან ნუ დავიწყებ ალექს!ჯერ მიახლოვდები და მეუბნები შეყვარებულები ვიყოთო, შემდეგ ვიგებ,რომ შეყვარებული გყავს,შემდეგ კი ჩემს გამო ბიჭს სცემ.შენი აზრით ეს ნორმალურია? -ჩვენს შორის ვერაფერი ვერ მოხდება და დროა ეს შეიგნო! -თუ არაფერი მოხდებოდა,მაშინ ეს ყველაფერი რა საჭირო იყო? -შევცდი!-თქვა და უკანმოუხედევად წავიდა. -ამას სერიოზულად ამბობ?!-უკნიდან მივაძახე. -სრული სერიოზულობით. ეს იყო ბოლო საუბარი ბანაკში ჩემსა და ალექსანდრეს შორის.მართალია ამის შემდეგ კიდევ ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს,მაგრამ ერთმანეთისთვის არც შეგვიხედია და არც გვილაპარაკია. როგორც იქნა ფინალიც დაიწყო.საკმაოდ დაძაბული თამაში იყო,ხან ჩვენ ვიყავით წინ,ხანაც ისინი.სულ რაღაც ხუთი წამი იყო დარჩენილი თამაშის დამთავრებამდე,ორი ქულით ვაგებდით,ისინი გვიტევდნენ.საბედნიეროდ ბურთი ფარმა აისხლიტა და პირდაპირ ხელში ჩამივარდა.სამ ქულიანის ხაზიდან სადღაც სამ ნაბიჯით ვიყავი დაშორებული.ცენტრის პოზიციაზე ვთამაშობ ხოლმე ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე(180 სანტიმეტრი ვარ) და სამიანების სროლა საერთოდაც არ მიწევს.პასის გადაცემის დრო არ იყო,დრო კი გადიოდა.უცბად მომელანდა ანდრიას სახე,რომელიც დამცინოდა და თავის გუნს მოგებას ულოცავდა.ამ ყველაფერმა ისეთი ბრაზი გამოიწვია ჩემში,რომ ამის ახდენას ვერ დავუშვებდი.ბოლომდე მობილიზაცია გავუკეთე ჩემს თავს და სამიანი ვესროლე.ბურთი ნახტომში გავისროლე,ხოლო იმ დროს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე შემეჯახა და თავი ძლიერად დავარტყი.გამოსახულება აირია და არაფერი მესმოდა სადღაც ერთი წუთი.გუნდელები ჩემთან მოცვივდნენ და ყველა ზედ „დამახტა“.ჩავარდა!!-ეს იყო,რაც პირველად გავიფიქრე.ჩემმა სამიანმა თამაში მოგვაგებინა და საქართველოს ჩემპიონები გავხდით.ბოლომდე არ მეჯერა.იმ მომენტში არ ალექსა მახსოვდა და არც ანდრუშა.ემოციებისგან ტირილიც კი დავიწყეთ,ყველა ვტიროდით,მათ შორის ჩვენი ლიდერებიც.მთელი ხუთი წუთი ვხტუნაობდით და ერთმანეს ვულოცავდით. ჯერ კალათბურთი მოვიგეთ,ახლა ჯერი ფეხბურთზე მიდგა.სანამ ჩვენ ჩემპიონები ვხდებოდით,ჩვენს ფეხბურთლებეს უკვე ორი თამაში მოუგიათ და ფინალში იყვნენ. დაგვაინტერესა თუ ვინ იყო მათი მომავალი მოწინააღმდეგე,ამიტომაც დიჯეისთან მივედით.ეხლა კი გაგიკვირდებათ დიჯეის საიდან ეცოდინებოდა ეგენიო,მაგრამ დამიჯერეთ, რომ ბანაკის დიჯეიმ ყოველთვის ყველაფერი იცის.თურმე ფინალი ისევ ჩვენსა და ანდრიას გუნდს შორის იქნებოდა.არ ვიცი როდის ვინ რა მოასწრო,მაგრამ ცხადია,რომ ალექსას გუნდმა ჩემპიონატი ნაადრევად დატოვა. თამაშის დაწყებამდე ჩვენი ბიჭები გავამხნევეთ და საგულშემატკივროდ მოედნის გარეთ დავდექით.საშინელი გრძნობა დამეუფლა როდესაც ანდრია დავინახე და გავაანალიზე,რომ მისი ყურება მომიწევდა მთელი ოცი წუთი.პირველი გოლი იმათმა გაიტანეს,და ეს ანგარიში იყო თამაშის ბოლო წუთებამდე.იმერეთს ჰქონდა ბევრი ძალიან კარგი მომენტები,მაგრამ ვერ გამოიყენეს.ყველა „დავიგრუზეთ“ რადგან გვეგონა,რომ ვაგებდით,თუმცა ჩვენმა ლიდერმა მობილიზაცია გაგვიწია და ყველამ გამამხნევებელი ყვირილი დავიწყეთ.არ მეგონა ეს თუ ასე იყო,მაგრამ ჩვენმა გამხნევებამ ჩვენს ბიჭებს უშველათ.უფრო აქტიური თამაში დაიწყეს და ორი გოლიც გაიტანეს.მოწინააღმდეგე გუნდმა ვეღარაფერი შეძლო და ასე მარტივად კიდევ ერთი ოქროს მედალი მიითვალა ჩვენმა გუნდმა.თამაშის დასრულების შემდეგ,დერეფანი მოვაწყვეთ და ორივე გუნდს ტაშით შევხვდით.ანდრო საშინლად გამწარებული იყო და იგინებოდა.საშინელი თვითკმაყოფილებისა და სიამაყის გრძნობა დამეუფლა.თითქოს ფეხბურთელებმა ჩემს მაგივრად იძიეს შურიო,წაართვეს ყველაზე ძვირფასი რაც მისთვის ღირებული იყო.ანდროსთვის ფეხბურთი ცხოვრების აზრი იყო და ჩემპიონის ტიტულის დაკარგვა,კი სიკვდილის ტოლფასი.მთელი დღე საშინელი სახით დადიოდა და ყველას აგინებდა(ოღონდ ხმამაღლა არა,იმიტომ,რომ ბანაკში გინება აკრძალული იყო) და იმისდა მიუხედავად,რომ ჭამა უყვარდა,არაფერი უჭამია. აი რაც შემეხება მე,მიუხედავდ იმისა,რომ ჩემპიონი გვახდი და ანდრიაც გამწარებული იყო,მაინც რაღაც მაწუხებდა და ჩემში რაღაც რიგზე ვერ იყო. ალბათ ეს იმის ბრალიც იყო,რომ ყველაფრის გადახარშვა ჯერ ვერ შევძელი და ალბათ დიდი ხნის მანძილზე ვერც შევძლებდი.ახლა სადილის დრო იყო,ხოლო სადილის შემდეგ შეკრების ოთხაში უნდა წავსულიყავით,რადგან სცენარი იყო სადაწერი. დიდი ხანი ვიფიქრეთ თუ რა გაგვეკეთებინა,თუმცა ბოლოს შევთანხმდით,რომ „სიყვარული ყველას უნდა“-დან გაგვეცოცხლებინა მომენტები.ქეთი ყველანაირად ცდილობდა,რომ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და დილით მომხდარზე არ მეფიქრა,თუმცა მაინც არ გამოსდიდა.ჩვენს გუნდში კარგი მსახიობები იყვნენ და მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.ალბათ იკითხავთ,შენ რას აკეთებიო.სიმართლე, რომ გითხრათ, არაფერის თავი არ მქონდა და ყველაფერი მეზარებოდა.მხოლოდ იმიტომ,რომ ეს ფილმი თავიდან ბოლომდე ზეპირად ვიცოდი,რეჟისორის როლს ვასრულებდი და მოკლედ,რომ ვთქვათ,მთელი სცენარი მე დავდგი რა. ბოლოს და ბოლოს,ნანატრი წყნარი საათიც დადგა.ალბათ პირველად მთელი ბანაკის განმავლობაში,დროულად ავედი ოთახში.საწოლზე დავწექი თუ არა მაშინვე დამეძინა.არ ვიცი ეს იმის ბრალი იყო,რომ დავიღალე თუ იმის,რომ დღევანდელი დღე უბრალოს საშინელება იყო და მინდოდა,რომ რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო. როგორც კი წყნარი საათი დასრულდა,მაშინვე რეპეტიცია დავიწყეთ.ახლა უკვე მეც ყველანაირად ვცდილობდი,რომ კონცენტრაცია დადგმაზე მომეხდინა და სხვა არაფერზე მეფიქრა.მალე სამხრის დროც მოვიდა და სასადილოში გადავინაცვლეთ.შეძლებისდაგვარად მალე მოვრჩით ჭამას და ისევ რეპეტიციას დავუბრუბდით,რადგან ტექსტები იყო დასამუშავებელი,ფორმები შესაკერი და ამისთვის კი მხოლოდ სამი საათი იყო დარჩენილი. მარტივად,რომ ვთქვათ მაგარ შარში ვიყავით.როგორღაც მოვაგვარეთ დადგმა და ჯერი ფორმებზე მიდგა.ჩემი წარსულის გამო,ხშირი შეხება მქონდა ხოლმე ნაჭრებთან,ამიტომაც დიზაინერიც გავხდი.იქიდან გამომდინარე,რომ ნემსისა და ძაფის ხმარება საკმაოდ კარგად ვიცი, „ხელოვნების ნიმუშები“ შევქმენი.როგორც იქნა დადგა რვა საათი და დაიწყო ღონისძიებაც. ყველა გუნდს რაღაც განსხვავებული ჰქონდა და სხვა კუთხით ცდილობდნენ,რომ მათი კუთხე დაგენახა.ნომრებს შორის დაჯილდოება იყო.ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო,როდესაც სცენაზე ავედით და თასი ავწიეთ ამდენი ხალხის წინაშე,უბრალოდ საოცრება. როგორც კი სცენიდან ჩამოვედით,მაშინვე უკან ავბრუნდით,რადგან ახლა ჩვენი ჯერი იყო(ჩვენს წინ ალექსას გუნდის ნომერი იყო,მაგრამ იმედია ხვდებით რატომაც არ ვახსენე და რატომაც არ ვახსენებ ანდრიას გუნდის ნომერს).ძალიან ვნერვიულობდი,თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.სხვათაშორის,ჩვენმა ნომერმა ლიდერებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება სადღაც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.ჯერ ნომრებიო ახლა დაჯილდოებაო და სადღაც ათ საათზე დაიწყო დისკოთეკაც. არავითარი dance challenge და კონცერტი არ ყოფილა,უბრალოდ ვცეკვავდით.ეს ბოლო ცეკვა და ბოლო საათები იყო ამ ბანაკში და ვცდილობდი ბოლომდე მესიამოვნა.დისკოთეკა ჩვეულზე დიდხან გაგრძელდა,თუმცა არავის უნდოდა დამთავრებდა და დაძინება მაგრამ, როგორც ყველაფერი კარგი,ესეც დამთავრდა. სადარბაზოში ავედით და მე და ქეთი ცოტახნით აივანზე გავედით საუბრისთვის. -როგორ ხარ?-მკითხა მან. -როგორ უნდა ვიყო?! საქართველოს ჩემპიონები გავხდით! -მშვენივრად ხვდები რასაც გეკითხები და თავს ნუ ისულელებ რა! -ცუდად ვარ,მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ,რომ ხვალ აქედან მივდივართ და არც ერთს და არც მეორეს აღარ ვნახავ. -ყველაფერი ხდება და არც ეგაა გამორიცხული! -შენ ჩემი დამშვიდება გინდა თუ გაგიჟება? -კაი რაიყო,ორივემ კარგად ვიცით იმის შანსი,რომ რომელიმე მათგანი ხელახნა კიდევ ნახო, მილიონიდან ერთია და თუ ახდა...არ ვიცი რა.მოკლედ დავიძინოთ ეხლა,თორემ დილით ადრე ვართ ასადგომები. სწორედ ახლა მივხვდი,თუ როგორი ძვირფასი და შეუცვლელი იყო ის ჩემთვის.ალბათ სწორედ ესაა ადამიანების უდიდესი შეცდომაც.მეგობრებს მხოლოდ მაშინ ვაფასებთ, როდესაც ისინი გვჭირდება და სხვა მომენტებში,ჩვეულებრივი ნაცნობებივით არიან და ნებისმიერ მომენში შეგვიძლია მათი მიტოვება. იქიდან გამომდინარე,რომ გვიანი იყო და საშინლად მეძინებოდა,სასწრაფოდ გამოვიცვალე და დავწექი.ჩემდა უნებურად დავიწყე ფიქრი,თუ რა მოხდა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში. გავიცანი ახალი ადამინები,ვისწავლე,რომ არასდროს უნდა ენდო პირველ შთაბეჭდილებას და ნურასდროს დაუჯერებთ ადამიანს,რომელსაც ნორმალურად არც იცნობთ.ამ ბანაკში აღმოვაჩინე,რომ თურმე სიმღერის ნიჭი მქონია და კიდევ მაქვს გრძნობები ცეკვის მიმართ.ლიდერები დამეხმარნენ იმაში,რომ ჩემი თავის მერწმუნდა და არც კი ვიცოდი,თუ რეჟისორობის,ან დიზაინერობის ნიჭიც მქონდა.ახლა მივხვდი ამ ადგილის ჯადოსნურობას და არ მინდოდა მისი დატოვება იმისდა მიუხედავად რაც აქ მოხდა. დღე მერვე დილით ჩვეულებრივ ავდექით.ჩავალაგეთ ჩვენი ბარგი და დაბლა ჩავიტანეთ.რიგის მიხედვით შევედით სამზარეულოში.ვჭამეთ და საგზალი ავიღეთ.შემდეგ კი ცოტახნით გარეთ დავიცადეთ.ავტობუსს ველოდებოდით, რომელიც წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო.ყველა ერთმანეთს ემშვიდობებიდა და ტიროდა,თუმცა გამონაკლისი იყო ჩვენი გუნდი,რადგან დამშვიდობებით დიდად თავი არ შეგვიწუხებია,რადგან მთელი გზა ისევ ერთად უნდა ვყოფილიყავით. და როგორც იქნდა მოვიდა ჩვენი ავტობუსი.ალექსანდრეც და ანდრიაც თავიანთ ავტობუსებში დაბინავდნენ და ყველა ერთად გავედით ბანაკის ჭიშკრიდან.სანამ ალექსანდრე ავტობუსში ჩაჯდებოდა,დავინახე,რომ დაჟინებით მიყურებდა. მისი ეს მზერა იმდენად საშიში იყო,რომ სასწრაფოდ ჩავჯექი ავტობუსში,რომ მისი მზერისთვის თავი ამეცილებინა.აქ მივხვდი,რომ თუ კი ჩვენს შორის რამე არსებობდა,მან ყველაფერი მოკლა და გაანადგურა. თავიდან გზაში თამაში დავიწეთ.ძირითადად „სიმართლე თუ მოქმედებას“ ვთამაშობდით. შემდეგ ბანაკის მიმოხილვა დავიწყეთ და არც თუ ისე ძველი მოგონებები გავიხსენეთ. ბიჭები ძირითადად თავიაანთ სასიყვარულო ისტორიებზე ლაპარაკობდნენ,ხოლო გოგოები,კი თამაშეზე.მალე მომბეზრდა ლაპარაკი და ყურსასმენები გავიკეთე.არ ვიცოდი,თუ რომელი სიმღერა ჩამერთო,ბოლოს კი თორღვას „ბოლოს ყველაფერი მორჩა“-ზე გავჩერდი. რატომღაც მომეჩვენა,რომ ეს სიმღერა სპეციალურად ჩემთვის იყო დაწერილი და მთელი გზის მანძილზე სხვა არაფერისთვის მომისმენია. ახლა კი სახლში მივდივარ და ისე უნდა გავარგრძელო ცხოვრება,თითქოს ეს „სასიყვარულო“ ისტორია არც მომხდარა და აქ მხოლოდ შემოქმედებითი გამოცდილება მივიღე.მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი,მაინც ბოლომდე ვიმედოვნებდი,რომ არც ერთს და არც მეორეს აღარასოდევ ვნახავდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.