შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სითამამე თუ მოქმედება? (მეოთხე თავი)


18-02-2019, 19:44
ავტორი My lucky star
ნანახია 1 255

კლასიდან გამოვედი, მომწონდა ტატოს გამწარება, ამიტომ გაბადრული სახით ჩავედი ეზოში, ბავშვებიც ჩამომყვნენ, იქაც გავერთე, ვითამაშე ერთი-ორი ხელი ფრენბურთი, ზარის დარეკვის შემდეგ კი დავბრუნდით კლასში.
ჩვეულებრივად გავიდა ერთი კვირა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ეხლა კი ისევ ორშაბათია და ინგლისურის გაკვეთილზე ვიჯექი და როგორც იქნა ზარიც დაირეკა, კლასი ზარის დარეკვისთანავე დაიცალა და სპორტზე ჩავიდნენ, ჩვენ კი ისევ კლასში დავრჩით...
-დღეს ხო მივდივართ ჩემთან?-(ჩემი კლუბი ვიგულისხმე, დღეს კარგი ივენთი იგეგმებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ წასვლა) ვკითხე ბავშვებს და ჩვენი გეგმები გავახსენე
-კი აბა რაა, დღეს მაგრად ვგუგუნებთ-თქვა ნიკამ და ამაზე ყველას გაგვეცინა, ამასობაში ტატო შემოვიდა, ძმაკაცებთან და პადრუგებთან ერთად, უფროსწორედ კი არ შემოვიდა შემოვარდა, ეტყობა გაკვეთილზე შესვლა დააგვიანდათ, დირექტორი დაინახეს და თავი ჩვენს კლასს შეაფარეს.
-პრივეტ-უთხრა ლიზიმ თავის ძმას-კლასში რატომ არ ხართ?
-გაკვეთილზე დავაგვიანეთ, დირექტორმა დაგვინახა და აქ შემოვედით-უპასუხა ტატომ
-მერე ეხლა შედით, გაივლიდა უკვე-ლიზიმ უთხრა თვალების ტრიალით
-კაი რა ისედაც გვეზარებოდა
-მერე მასწავლებელი არაფერს იტყვის 5 ბავშვი გაკვეთილზე რომ არ იქნებით-საუბარში ჩავერთე მე
-შენ ნუ ინერვიულებ-თვალის ჩაკვრით მიპასუხა თვით ირონიამ
-კაი რა მე-12 კლასია, ისედაც ვერ იგებს მასწავლებელი გაკვეთილზე ვართ თუ არა-ტატოს პასუხი დააიგნორა და მიპასუხა ლუკამ, რომელიც თურმე ტატოს ძმაკაცი გამხდარა და რომელიც ადრე მე მომწონდა, მაგრამ ადრე, მან არ იცოდა რათქმაუნდა...
-ეჰ მეც მინდა მე-12 კლასი-მწუხარებით ჩაილაპარაკა სანდრომ, რაზეც ჩვენც გაგვეცინა
-ეხლა აქ აპრენთ ყოფნას-გაკვირვებულმა კითხა ლიზიმ მათ
-ხო, რავი გაკვეთილზე არ გვინდოდა შესვლა და დასარჩენიც გამოგვიჩნდა-ისევ ირონიული ღიმილით უპასუხა ტატომ
-კაი მაშინ ვითამაშოთ რამე-წამოიყვირა ნიკამ
-თქვენ და თქვენი თამაშები-ჩუმად, უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე
-რა ვითამაშოთ?-იკითხა ალექსამ, ცოტახანი ყველა გაჩუმდა და ფიქრობდნენ, მე კი არ მინდოდა თამაში
-აუ მე ვიცი-ისევ ნიკა წამოენთო-ეხლა დასხედით წრეზე და მერე გავაგრძელებ-ბავშვებმა მერხები და სკამები ისე დაალაგეს რომ წრე გამოსულიყო და ნიკას ბრძანებას დაელოდნენ, მე კი მათ თვალს ვადევნებდი
-კარგი ეხლა ყველანი დასხედით და თქვით თუ რა მოგწონთ თქვენს გვერით მჯდომში
-სულ ესაა თამაში?!-უთხრა სალომემ და თვალები გადაატრიალა
-ჯერ ეს გავაკეთოთ და მერე გეტყვით რა არის თამაში-მიუტრიალდა სალომეს და ისე უთხრა
-შენ არ თამაშობ?!?!-გამომხედა ლოლიტამ
-არა, არ მინდა-დავიწუწუნე და წიგნს ჩავხედე
-ეე კაი რაა, მოდი ძაან მაგარი იქნება, მოგეწონება, დამიჯერე რაა-მითხრა ნიკამ მუდარანარევი ხმით, სხვებიც შემეხვეწნენ, მაგრამ უარზე ვიყავი
-კარგი, დაანებეთ თავი თუ არ უნდა ნუ ითამაშებს-წამოისისინა ნინუცამ, რომელიც ასევე ტატოსთან ერთად შემოვიდა, არ მომწონდა ეს გოგო, ჩემი მეზობელია, ღრმა ბავშვოვაში რაღაცაზე დამცინა, ისიც არ მახსოვს რაზე, მაგრამ ის მახსოვს რომ იმის მერე სულ ვებღვირებით ერთმანეთს...
-სამწუხაროდ უკვე დამიყოლიეს-მოჩვენებითი დანანებით გავხედე მას და წრე შევათვალიერე რომ სადმე დავმჯდარიყავი, მხოლოდ ტატოსა და ლუკას შორის იყო ადგილი და მეც იქ დავჯექი
-კარგი, დავიწყოთ, საათის ისრის მიმართულებით მივყვეთ და დავასახელოთ რა მოგვწონს თქვენს გვერდით მჯდომში ოღონდ ეს სხეულს უნდა ეხებოდეს-აგვიხსნა ნიკამ და ჩვენც დავიწყეთ. პირველი იყო ნიკა და მის გვარდით მჯდომზე ანუ სალომეზე თქვა რომ მოსწონდა თვალები, სალომემ-ვასკაზე რომ მოსწონდა მისი ცხვირი, ვასკამ-თათიაზე რომ მოსწონდა მისი ყვრიმალები(ისინი ორივე ტატოს მეგონრები იყვნენ), თათიამ-სანდროზე თქვა წარბები, სანდრომ-ლოლიტაზე ის თუ როგორ ეჩხვლიტებოდა ლოყები როდესაც იღიმოდა, ლოლიტამ-ტატოზე ცხვირი თქვა და გამეცინა რადგან თვითონ ცუდი ცხვირი ქონდა და ყველას ჯერ ცზვირზე აკვირდებოდა, ჯერი კი ჩემზე მოდგა, ტატომ შემომხედა, დამაკვირდა ჩაიღიმა და ისე თქვა ტუჩები, მეც ვითომც არაფერი გავატარე და გადავედი ლუკაზე, სიმართლე რომ ვთქვა ისიც ძალიან სიმპატიური იყო, სულ შავგვრემანი მაგრამ მის სავსე და წითელ ტუჩებზე ვაბოდებდი და მეც ტუჩები წამოვიძახე, შემდგე ლუკამ ნინუცაზე თქვა რომ მისი თვალები მოსწონდა, ნინუცამ კი ალექსაზე ლოყები აირჩია, ალექსამ კი ნუცაზე ხალი აირჩია რომელიც წარბთან ქონდა და მართლა საოცრად უხდებოდა, ლიზა-ნიკუშას დააკვირდა და ლოყები თქვა, წრე დასრუკდა და ახლა ნიკამ დაიწყო
-ეხლა ჩემო კარგებო, ერთმანეთს იქ უნდა აკოცოთ რა ადგილებიც დაასახელეთ, ყველამ შევიცხადეთ, მე განსაკუთრებით რადგან ორი ბიჭისთვის მიწევდა მეკოცნა
-შანსი არაა, არ არსებობს, მე გავდივარ-წამოვდექი და უკან გავხტი
-კაი რა პროსტა თამაშია-ჩაილაპარაკა ნინუცამ და “მკვლელი” მზერა მივაბყარი
-შეგეშინდა პატარავ?!?!-მომმართა თვითირონიამ
-არა უბრალოდ ნამდვილად არ მინდა შენ გაკოცო-ზიზღით ვუთხარი და გავტრიალდი
-წინა კვირას მშვენ...
-კარგი, ვთამაშობ-უცებ ჩავეჭერი ტატოს რადგან ვიცოდი რის თქმასაც აპირებდა და არ მინოდა ეს ლიზას გაეგო რადგან არ მოეწონებოდა რომ ვუმალავდი, მანაც კმაყოფილი ღიმილით შემომხედა და თამაში გავაგრძელეთ...
როდესაც ჯერი ტატოზე მიდგა არ მინდოდა ამის გაკეთება, მითუმეტეს ყველას თანდასწრებით მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, არ მინდოდა ლიზას სწყენოდა, მეც არ შევიმჩნიე რომ არ მინდოდაა მეკოცნა, ტატო შემომიტრიალდა და...
-აბა მანახე ერთი რა შეგიძლია-ცინიკური ღიმილით ვუთხარი და დაველოდე
-რა პრობოემაა-ეს მითხრაა დაა დამეწაფა ტუჩებზე, დაახლოებით ერთი წუთი გაგრძედა და რომ მივხვდი გაჩერებას არ აპირებდაა ხელებით გავწიე, და ისიც მომშორდა, ვეცადე ბავშვებისთვის არ შემეხედა და პირდაპირ ლუკასკენ გავტრიალდი, ისიც მელოდებოდა მე როდის ვაკოცებდი
-კაი ვიცი რომ მე უნდა გაკოცი მაგრამ ოდნაც მაინც გადმოიწიე-თვალები ავატრიალე და ასეე ვუთხარი, როდესაც მივხვდი მე მელოდებოდა როდის შემოვეხვეოდი, სხვათაშორის აშკარად ავნერვიულდი, ლუკა ხო ადრე მომწონდა. ხმა არ ამოიღია ესე ვაკოცე მალევე მოვშორდი და სიცილით ამოვილაპარაკე...
-აშკარად ლუკამ აჯობა-და ამაზე ბავშვებსაც გაეცინათ, ტატოსკენ როდესაც გავიხედე, აშკარად არ ეცონებოდა და ჩემთვის ჩავიღიმე
-ხო ოღონდ ეს პროსტა თამაშია და ჩვენ შორის ნუ შექმნის უხერხულობას-ტატოს და ლუკას ვუთხარი-ხო და თქვან ნუ ააკრავთ ეხლა რაღაც უაზრო იარლიყს ამ ყველაფერს-თვალი ჩავუკარი და ესე ვუთხარი ბავშვებს.
ამის შემდეგ ისევ გავაგრძელეთ თამაში და მალევე მოვრჩით, ამასობაში ზარიც დაირეკა და დასვენებაზე კლასიდან გავედით, მე და ლიზა ერთად ვიდექით აივანზე და ვალაპარაკობდით როდესაც ტატო მოვიდა და ლიზას უთხრა..
-დღეს დედამ თქვა სტუმრები მოდიანო, მე სახლში არ ვიქნები, კლუბში მივდივარ და უთხარი რომ ვერ მოვალ
-არც მე ვიქნები დღეს, მაგრამ სახლში მაინც უნდა მივიდე და ვეტყვი-უპასუხა და ისევ მე მომიტრიალდა
-და სად მიდიხარ ან ვისთან ერთად ქალბატონო?-თვალები მოჭუტა და ისე კითხრა ლიზას
-კლუბში. მე, ანა, სალომე, ლოლიტა, ალექსანდრე, ნიკოლოზი, ნინა და სანდრო
-აი თურმე ვინ შეგცვალა-ეს თქვა და თავით ჩემსკენ ანიშნა
-უკაცრავად-წარბები ავქაჩე და ისე ვუთხარი-ანუ?-სანამ ლიზა იტყოდა რამეს მე დავასწარი
-ანუ სანამ აქ გადმოვიდოდა, მეგობრებთან არსად დადიოდა, მარტო მეცადინეობდა და კლუბზე ხო ვაბშე ზედმეტია ლაპარაკი-(ლიზაც ახალი გადმოსული იყო წინა წლის მეორე სემესტრიდან გადმოვიდა, რადგან მაშინ ჩამოვიდა უცხოეთიდან და იმის მერე დავმეგობრდით, მართლა წიგნის ჭია იყო და არის კიდევაც უბრალოდ ჩვენთან ერთად გასართობადაც დადის)მე მითხრა და შემდეგ ლიზის მიმართა-ხო და ჯობია სახლში დარჩე, და სწავლა გააგრძელო, თან თქვენ ვინ შეგიშვენთ კლუბში?!?!-ეს თქვა და დამცინავად შემოგვხედა
-სხვათაშორის არამგონია ეს ცვალებადობა ცუდი იყოს, რადგან ეხლა სწავლობს და გართობაც ისწავლა-ეს ვუთხარი ლიზას მოვკიდე ხელი და გამოვტრიალდი-და კიდევ ლიზა დღეს წამოვა ჩვენთან ერთად და მაგასაც ვნახავ თუ არ შეუშვებენ-მივუტრიალდი და დაბღვერით ვუთხარი
-კარგი მე გაგაბრთხილეთ და მერე წუწუნით ნუ მოხვალთ რომ არ შეგიშვს-თვალი ჩამიკრა და ესე მითხრა
-ოკ, შენ რომელ კლუბში მიდიხარ?!?! როდესასაც ჩემი კლუბი დაასახელა ლიზამ უთხრა...
-ჩვენც იქ მივდივართ და ბარემ ერთად წავიდეთ
-არა იყოს ღლაპებთან გართობა არ მიზიდავს- ეშმაკურად გამეღიმა და გზა განვაგრძე, რათქმაუნდა არ იცოდა რომ ის ჩემი კლუბი იყო და აუცილებლად შემიშვებდნენ...
სკოლა დამთავრდა, როდესაც სახლში მივედი მხოლოდ ნუნუ დამხვდა, წავიხემსე და ჩემს ოთახში ავედი, ვიმეცადინე, შემდეგ ტანსაცმელი ავირჩიე საღამოსთვის, ვიბანავე და როდესაც გამოვედი საწოლზე გავწექი, შემთხვევით ჩამეძინა და ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, სანდრო იყო
-ადამიანო ერთი საათია გირეკავთ და ქვემოთ გელოდებით, იქნება გვაღირსო და ჩამოხვიდე!!!
-მზად ვარ უკვეეე მოვდივარ-ვიცრუე, ტელეფონში ჩავყვირე და დროზე წამოვხტი, უცებ გადავიცვი ბრეტელებიანი იასამნისფერი ბრჭყვიალა კაბა, ბალეტკებში გავყავი ფეხები, თმები რახან თავისით გამიშრა, დაიხვა და ამიტომ ეგრევე გაშლილი დავიტოვე, ჰაილაითერი და ბლესკი წავისვი და ეგრევე ქვემოთ დავეშვი ვატოს და ლილეს მივესალმე, ვუთხარი რომ კლუბში მიდიოდნენ მათაც მითხრეს რომ შეიძლება მოსულიყვნენ, ვატოს ეშმაკურად მივაძახე რომ ნინაჩკაც იქ იქნებოდა და სახლიდან გავარდი
-კაი ეხლა არ მითხრათ რომ დიდხანს გალოდინეთ-ხელები ავიქნიე და ისე გადავხედე თითქოს არაფერი დამიშავებია
-არაა ანა ერთი საათი აქ ვდგავართ, პროსტაა ტელეფონი აგიფეთქეთ ადამიანო, მაგრამ რა აზრი აქვს ჩხუბს ან ლაპარაკს მაინც სულ იგივეს იმეორებ-ხელის ჩაქნევით მითხრა სანდრომ
-მართალია, ყოველ ჯერზე ხო არ უნდა მეჩხუბებოდეთ?!?!-ვითომ გაბრაზებულმა ვთქვი და მანქანაში ჩავჯექი, მე ლიზა სალო და სანდრო ერთად ვიყავით და როცა კლუბთან მივედით სხვებიც უკვე იქ იყვენენ.
-აუ ამ რიგში უნდა ჩავდგეთ?!?!-მობეზრებით თქვა ნიკამ, რადგან მართლაც დიდი რიგი იყო
-კაი რაა მე თქვენ რიგში დაგაყენებთ?!?!-ვითომ განაწყენებულმა ვთქვი-კაი წამო წავიდეთ-მე გამომყვნენ და როდესაც შესასვლელთან მივედი ტატოც თავის სასტავთან ერთად იქ დამხვდა, რიგში იდგნენ, ამაზე გულში გადავიხარხარე და შესასვლელთან მივედი
-ოჰო თქვენც აქ ყოფილხართ-წამოძახა ტატომ
-პრივეტ-მეც ვუთხარი ხელი თითების აქნვით ავუწიე და დაცვასთან მივედი
-სხვათაშორის აქ რიგია-თქვა ნინუცამ
-კაი ნუ გაატრაკე-დამცინავად ვუთხარი და დაცვსთან მივედი
-პრივეტ გიო-მივესალმე
-ოჰ ქალბატონი მობრძანებულა-მითხრა და გადამკოცბა
-შეგვიშვებ ამ არასრულწლოვან ბავშვებს?!?!-თავი მოვისაწ.... და ისე ვუთხარი
-თვენთვის გამონაკლისს დავუშვებ-ეს მითხრა და გამეცინა, კარისაკენ გზა განმითავისუფლა
-შიგნით შეგხვდებით, თქვენც შეგიყვანდით, მაგრამ შენ ხო ღლაპებთან გართობა არ გიზიდავს-ტატოს მივაძახე და ჩავუცინე, ბავშვბთან ერთად შევედი, ჩვენი ადგილისაკენ წავედით, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის იყო და უცხოები არ შედიოდნენ, ქურთუკები დავტოვეთ და ისევ დარბაზში გამოვტრიალდით...
-აბა ნოდარიუსს შენ რომ იცი ისეთი გამოუშვი-ბარმენს ვუთხარი რომელსაც კარგად ვიცნობდი
-ვააა ვინ მოსულა, რაო დავინტერესდით ჩვენი ბიზნესითო?!?!-მომაძახა და კოქტეიკის მზადება განაგრძო
-კაი რა რა ბიზნესი, ყური მოვკარი კაი DJ უკრავსო და მეც წამოვედი, ვნახავ რა ხდება თქო-სიცილით ვუპასუხე
-აჰჰ მომიტევეთ თქვენ და ბიზნესი შორს ხართ ერთმანეთისგან-თავის დაკვრით მითხრა
-მომიტევებია-მეც თავი დავუკარი ამაზე ორივეს გაგვეცინა და სასმელიც მომაწოდა
-ესენი ჩემიანები არიან და აბა შენ იცი-ნოდოს ბავშვებზე ვუთხარი, მე გამოვეცალე და სცენისკენ წავედი საცეკვაოდ
-ვსო დავკარგეთ-დანანებით დაიყვირა ალექსამ და ჩემზე მიუთითა, მათაც გაეცინათ და ბარისაკენ მიბრუნდნენ, ეს იმიტომ თქვა რომ ცეკვა ძალიან მიყვარდა და როდესაც კლუბში ვიყავით არარსებობდა ვინმესთვის ყურადღება მიმექცია, უბრალოდ სასმელი მეჭირა ხელში, ტანს რიტმს ვაყოლებდი, ყველას და ყველაფერს ვივიწყებდი და არ ვჩერდებოდი, სულ უკვირდათ როგორ შემეძლო საათების განმავლობაში, შეუსვენებლივ ესე ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი დასვენება ეს იყო...



№1 სტუმარი m

როდის დადებ მეხუთე თავს

 


№2  offline წევრი My lucky star

m
როდის დადებ მეხუთე თავს

დავდე უკვე♥️

 


მართლა ძალიან მომწონსს ერთადერთი პრობლემა თუმცა არც პრობლემა ერთადერთი რაც ცოტაათი არმომწონს ასაკია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent