შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ იპოვი გზას (ნაწილი მესამე)


22-02-2019, 21:06
ავტორი ანაკონდა
ნანახია 1 423

მერიემი ნერვიულად ათამაშებდა თითებს ყავის ჭიქაზე. სვიტერის გრძელ მკლავებს ექაჩებოდა. გაბრიელი მიხვდა, უნდოდა, ის ნაიარევები დაეფარა მისგან, რომლის ნახვაც უკვე მოასწრო. ისევ ჩააფრინდა გოგოს ხელებს. მისი მარცხენა ორივე მუჭში მოიქცია და თავისკენ გასწია.მერიემი შეკრთა და ხელის გამოწევაც სცადა, მაგრამ გაბრიელმა არ დაანება, წინ ოდნავ გადაიხარა, მაჯა მოუშიშვლა და იარაზე ოდნავ შეეხო ტუჩებით ისე, რომ მისი თვალებისთვის მზერა წამითაც არ მოუშორებია. ქალს გააკანკალა და უნებურად ატირდა. უკვე გულამოსკვნილი ქვითინებდა. გაბრიელი წამოდგა, ქურთუკის მოცმაში მოეხმარა გოგოს, გულზე მიიკრა და შენობიდან გაიყვანა. ტაქსის სანამ უცდიდნენ, მერიემმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა:
_ ნუ იზამ ასე, ნუ იქცევი ასე, რა. აღარ მინდა შენთან კამათი, ვერაფერს მოგიყვები. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, მაგრამ ,,ჩვენ“ აღარ არსებობს, ნუ სტკენ გულს იმ გოგოს. არ ვიმსახურებ ამას, უბრალოდ დამემშვიდობე ახლა და წადი, გთხოვ.
გაბრიელს მოთმინება აშკარად აღარ ყოფნიდა. შუბლზე ხელი მძიმედ მიიჭირა. მერე წყნარად მიუტრიალდა გოგოს:
_ ახლა სახლში წაგიყვან, სხვა დროს ვისაუბრებთ.
საბედნიეროდ, მერიემი აღარ შეპასუხებია. მის სახლამდეც მალე მივიდნენ. ბიჭმა ქვემოდან ახედა ფანჯრებს, გაახსენდა, რამდენჯერ ჩაუვლია ამ სახლის წინ მას მერე, რაც მერიემი საფრანგეთში წავიდა, როგორ ელოდა.. ხასიათი წაუხდინა ამ ყველაფრის მოგონებამ და სცადა, მაქსიმალურად კონცენტრირებულიყო აწმყოზე.
_ ჯობია, წამოწვე. აქ მზა რაღაცებია, ახლა გშია?_შეეკითხა გოგოს სახლში შესვლისას. მერიემი თავს სუსტად გრძნობდა. დივანზე კი არ დაჯდა, დაეცა და დაღლილი თვალებით შეხედა არანაკლებად დაღლილს. გაბრიელი მის სამზარეულოში ფუსფუსებდა, თან თვალებს იფშვნეტდა.
_ უნდა დაიძინო! _ საყვარელი ხმა ძალიან ახლოდან მოესმა ბიჭს. შებრუნდა და დახედა ერთი თავით დაბალ ქალს, ჩაშავებული უპეების მიუხედავად თვალები რომ უციმციმებდა და ქვემოდან დინჯად შესცქეროდა. იმ წამს იგრძნო, რომ მხოლოდ ეს მდგომარეობაც ეყოფოდა სამარადისოდ: უბრალოდ მერიემი ყოფილიყო იმ ოთახში, სადაც ის. გამოფხიზლდა:
_ წადი, შენ დაჯექი, ჩემზე ნუ ღელავ, _ ისევ მიუბრუნდა პარკებს. _ ყავას დალევ?
მერიემმა სკამი გამოაჩოჩა და ყურადღებით ახედა კაცს. გაეცინა:
_ ჭეშმარიტი მასპინძელივით იქცევი.
_ ჰო, შენ წარმოიდგინე, ისიც კი ვიცი, სად დევს ყავა, _ გამარჯვებული ღიმილით შეათამაშა ხელში ქილა._ ცვლილებები აშკარად არ შეგყვარებია.
_ ჰო.. ცვლილებები არასოდეს მიყვარდა, _ ხმადაბლა, უფრო თავისთვის, თქვა მერიემმა. ფანჯარას უმზერდა. ფიქრებით სადღაც შორს წასულიყო.
ყავა სრულ სიჩუმეში მიირთვეს გაბრიელის მომზადებულ ბუტერბროდებთან ერთად. მერიემმა ნახელავი შეუქო და ბიჭს გაეღიმა. ქალს უკვირდა, როგორ ძლებდა აქამდე ამ ღიმილის გარეშე, თურმე როგორ ენატრებოდა.
_ გაბრიელ!_ბიჭმა შეხედა. _ შენი მიტოვება არასოდეს მდომებია. უბრალოდ საფრანგეთში გატარებულმა პირველმა წელიწადმა ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მე შემცვალა. ამ ხელებს ხომ ხედავ?_ მკლავები მაგიდაზე დააწყო ისე, რომ კარგად დაენახა. _ ვიცი, რომ ექიმი ნარკოტიკებზეც გეტყოდა. მძიმე დღეები გავიარე, მაგრამ ახლა კარგად ვარ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. დედაჩემიც კარგადაა.._დროდადრო ხმას ისე ადაბლებდა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო. _ იქ ყოფნა აღარ მინდოდა, დედა.. მასთან ვიჩხუბე და ისედაც, აქაურობა მომენატრა. მერე კურსელებმაც დაწერეს ჯგუფში შეკრების შესახებ და ცოტა ადრე ჩამოვედი. გაბრიელ! _ კაცი უდიდესი ყურადღებით უსმენდა. _ შენი ცხოვრების არევა მართლა არ მდომებია. ახლა ძალიან მანერვიულებს, რომ აქ ხარ, თავს ვერ ვერევი. შენ აქ არ უნდა იყო, მე შენ.. მე შენ არ გამოგადგები...
_ სისულელეებს ლაპარაკობ უკვე, გეყოფა!
_ არა, არ გინდა, რომ გაიგო..
_ არაფერს ამბობ და რა უნდა გავიგო? შენ ვერ გადაწყვეტ რა არის ჩემთვის სწორი და რა _ არა. უბრალოდ გულახდილი იყავი, არ შეიძლება?
_ რთულია..
_ იოლი არაფერია, უნდა მომიყვე, რომ დაგეხმარო, გისმენ.
_ ამას არ ვიზამ!
_ რატომ ჯიუტობ?
_ მინდა, რომ წახვიდე და აღარ შემაწუხო!
_ შეგაწუხო? _ გაბრიელის მოთმინება საშიშ ზღვარს უახლოვდებოდა. _ გაწუხებ?
_ მაწუხებ!
_ მომიყევი და აღარ შეგაწუხებ!
_ შენი არ მჯერა!
დუმილი ჩამოწვა.
_ გპირდები!
მერიემს გული ეტკინა. იცოდა, ბიჭი ყოველთვის ასრულებდა დანაპირებს. რაც უნდა მომხდარიყო, სიტყვას არ გადავიდოდა. სხვა გზა არ ჰქონდა, სხვანაირად ვერ მიახვედრებდა, რომ უნდა წასულიყო და დაეტოვებინა.
_ პირობის გარეშეც მიმატოვებ, როცა ყველაფერს გაიგებ. _ ახედა სიმწრის ღიმილით. გაბრიელს სახე გახევებოდა.
_ უკვე დაგპირდი და გისმენ!
_ხომ იცი, დედაჩემთან გადასარევი ურთიერთობა არასოდეს მქონია. რომ ჩავედი, მალევე იმ ამბავზეც მოვუყევი, ვიღაც მანიაკმა რომ კინაღამ მომკლა. მისი ყოფილი საყვარელი აღმოჩნდა, ვინ იცის მერამდენე, _ ამოიხვნეშა და განაგრძო. _ საფრანგეთში წასვლამდე ერთი წლით ადრე დაშორებულან და დედაჩემს მისი ფული წაუღია, ბევრი ფული. გააკოტრა, ფაქტობრივად და იმანაც შურისძიება გადაწყვიტა. ჩემთან ამ კაცზე არასოდეს უხსენებია. რომ ჩავედი, ცუდად იყო. რაღაც გადამდები დაავადება აუკიდებია და თირკმელზეც პრობლემა შეექმნა მერე. მოკლედ თუ ოპერაციას არ გაიკეთებდა, შეიძლება, მომკვარიყო კიდეც. ფული არ გვქონდა. აღარ ვიცოდი, რა უნდა მექნა._ ცოტა ხანს გაჩუმდა.
გაბრიელი უსმენდა და მთელი არსებით გრძნობდა ქალის ტკივილს. უნდოდა, ეჩხუბა, რატომ არ მიყვებოდი ამას მაშინო, მაგრამ დუმილს ამჯობინებდა. ჯერ მერიემს ყველაფერი უნდა ეამბა. ყავა მოსვა და თხრობა განაგრძო:
_ ნათესავები არ გვყავს, ვინც გვყავს, იმათ დიდი ხნის წინ მოგვიძულეს ზუსტად იმის გამო, რომ მამას გარდაცვალების მერე დედაჩემს არაერთ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა. მე ამის გამო ვერ განვიკითხავ.. უბრალოდ.. ჰოდა, დახმარებას ვერავის ვთხოვდი. აღარ ვიცოდი, სად მეპოვა ხსნა. ერთ დღეს ქუჩის გადაჭრისას მანქანა კინაღამ დამეჯახა. ჟანი მანდ გავიცანი. იმ მანქანის მფლობელი იყო, _ მერიემმა ისევ ამოიოხრა._ მეც არ ვიცი, როგორ და რატომ, მაგრამ ჩემს გასაჭირე ვუამბე და.. დედაჩემის ოპერაციის სანაცვლოდ საყვარლობა შემომთავაზა.._ ხმა თითქმის ჩაუწყდა. გაბრიელი არ ინძრეოდა. ამან სითამამე შემატა. _ მთელი წლის განმავლობაში. დავთანხმდი.
გაბრიელს სახეზე შეძრწუნება გამოესახა. სკამს მძიმედ მიეყრდნო. მერიემი აგრძელებდა:
_ დედასთვის არაფერი მითქვამს. მოვატყუე, რომ რომელიღაც კომპანიაში დავსაქმდი და კრედიტი გამოვიტანე. ჟანი მდიდარი იყო, მაგრამ საშინელი ცხოვრების წესი ჰქონდა. ნარკოტიკების მოხმარებაც მან დამაწყებინა. უფრო სწორად, მაიძულა. როცა უარის თქმა დავაპირე, შემახსენა, რაც ჩემთვის გააკეთა. ამის მიუხედავად, არ მინდოდა. მე.._ ხელები უკანკალებდა უკვე._ ვეცადე, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ, როცა მეძინა.. დილით რომ გავიღვიძე, საშინლად ვიყავი. სასმელში გაურევია. ერთი კვირის შემდეგ უკვე მოთხოვნილება გამიჩნდა._ თავს ვეღარ აკონტროლებდა. თვალები ცრემლებით აევსო, მერე ძლიერი ხელი იგრძნო მტევანზე. გაბრიელი უყურებდა. მის თვალებში არაფერი ჩანდა მხარდაჭერის გარდა. _ აღარ მინდა დეტალების გარჩევა. დედამ ყველაფერი ცოტა ხნის წინ გაიგო და ნამდვილი ისტერიკა მომიწყო. მცემა კიდეც. წელი გავიდა, მაგრამ ჟანს ვეღარ ვიშორებდი. ცხოვრება მომბეზრდა და მერე ეს ვქენი, _ დაიხედა მაჯებზე. _ გადამარჩინეს. როგორღაც იტალიაში გადავედი ისე, რომ არც მითქვამს არავისთვის და იქ დავიწყე მუშაობა აღმზრდელად. სანამ სამსახურს ვიპოვიდი, ქუჩაში მეძინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იქ ვცხოვრობდი. პატარა ბინის დაქირავებაც შევძელი. დედაჩემთან კონტაქტი აღარ მაქვს. მას მერე, რაც გააკეთა, უბრალოდ აღარ მინდა. მგონი, დავასრულე._ ოდნავ გაუპო ბაგეები ტკივილნარევმა ღიმილმა. _ მესმის.. ახლა, შემიძულებ. რომც არ შემიძულო, ჩემში ვეღარ დაინახავ იმ ადამიანს, რომელიც მოგწონდა სისუფთავის გამო. მე სუფთა აღარ ვარ. ძალიან დიდ ჭუჭყში ვიცხოვრე და, _ ფეხზე წამოდგა მერიემი._ შენი წასვლის დროა.
გაბრიელი დუნედ წამოდგა სკამიდან. მოსმენილის გამო ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს. ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ მის საყვარელ ქალს ამდენი უბედურების გადატანამ მოუწია. მრისხანება ერეოდა, მაგრამ მთელი ძალით ეცადა, შეეკავებინა. მერიემს მიუახლოვდა. ერთმანეთს უმზერდნენ. მერიემი რიდით უყურებდა, პირველად ყვებოდა თავისი ცხოვრების შავ-ბნელ პერიოდზე და არასოდეს წარმოუდგენია, რომ გაბრიელი იქნებოდა მსმენელი. ამას ვერც კი ინატრებდა. გაბრიელის თვალებიდან სითბო მოდიოდა და ეს უფრო აფრთხობდა. დაძაბულობის რამდენიმე წამის მერე საოცარი შვება იგრძნო: ბიჭმა თავისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა. ისე მაგრად ეხუტებოდა, თითქოს მთელი სამყაროსგან უნდოდა მისი დაცვა. დაეფიცებოდა მერიემს, მას მერე, რაც აეროპორტში დასცილდა და ტრაპს აუყვა პირველად გრძნობდა თავს ასე უსაფრთხოდ და კიდევ.. ბედნიერად.
გაბრიელი ნელა ჩამოსცილდა საყვარელ სხეულს.
_ დაისვენე და, თუ რამე დაგჭირდება, დამიკავშირდი. პირობასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულების შესახებ იცი. სანამ ეს გენდომება, საერთოდ არ გამოვჩნდები. უბრალოდ იცოდე, რომ არსად მივდივარ. აქ ვარ. და არასწორად უყურებ ბევრ რამეს. მომეცი უფლება, შენთან ვიყო და წარსულიც ძალიან შორს მოვიტოვოთ.
_ არ შემიძლია, გაბრიელ, ეს.. გმადლობ, რომ ჩემი გესმის და ზრუნავ, მაგრამ მე ვერ ვიქნები შენთან, მე ვერავისთან ვიქნები ახლა. თანაც..
_ თანაც რა?
_ აქ ჩამოსვლისას ერთ მეგობარს ველაპარაკე პარიზში. ჟანი მეძებს. იმედია, აქ ვერ მიპოვის, მაგრამ რომ მიპოვოს.
გაბრიელი წამოწითლდა:
_ რომც გიპოვოს, შენ მარტო აღარ იქნები. მე აქ ვარ.
_ არასოდეს დავუშვებ, მას შეხვდე!
_ ამას შენ ვერ გადაწყვეტ, მერიემ! გეყოფა! ჩემ მაგივრად ერთხელ უკვე მიიღე გადაწყვეტილება. შეწყვიტე!
_ თავი ამტკივდა, უნდა დავიძინო. ყველაფრისთვის გმადლობ, მაგრამ გახსოვდეს შენი პირობა და ჩემგან თავი შორს დაიჭირე, გთხოვ.
_ შეხვედრამდე, მერიემ. თავს გაუფრთხილდი! _ კაცმა ხელის ზურგი ჩამოუსვა ლოყაზე და სახლი დატოვა. მერიემს ლოყა აეწვა.

სინათლემ თვალები აუწვა. ფარდების ჩამოფარება დავიწყებოდა და მზის სხივებმა შეაფხიზლა. არ ესიამოვნა. სწრაფად წამოხტა და მუქი ფარდები ბოლომდე დაუშვა. ისევ საბნის ქვეშ შეძვრა. ეჩვენებოდა, რომ სასიცოცხლო ძალებისგან ბოლომდე დაიცალა. ემოციებისგანაც. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ყველაფერი შეიცვალა. ერთი კვირის წინ ამ საწოლში საყვარელ მამაკაცთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა. სამი დღის შემდეგ ტელეფონი პირველად ჩართო. გამოტოვებული ზარები: დედა (,,ალბათ, ნერვიულობით მოკვდებოდა“), თანაშემწე (,,ერთხელ მაინც ხომ უნდა გააკეთოს რამე დამოუკიდებლად?“), თინანო (,,ამას რაღა უნდა? თუ უნდოდა მეგობრობა, თავიდანვე არ უნდა ჩაეფლავებინა საქმე!“), შოთა.. ის არ ჩანდა. არცერთი შეტყობინება გაბრიელისგან, არცერთი ზარი. დაივიწყა. თუ საერთოდ ოდესმე რამედ მაინც მიაჩნდა. თეკლას ცრემლები მოერია. შოთა? რატომ ურეკავდა? თარიღს დახედა. ექვსი ზარი იყო. ფაქტობრივად, ყოველდღე რეკავდა. დღეში ერთხელ. გამოზომილად. ამაზე უნებურად გაეცინა გოგოს. უცბად შეხტა. ეკრანი განათდა. სანამ სახელი გამოჩნდებოდა, წამით ინატრა, ნეტავ, ის იყოსო, მაგრამ ტელეფონზე ,,შოთა“ ეწერა. ვერ გადაწყვიტა, გაეგონებინა თუ არა. ბოლოს მწვანე ღილაკს დააწვა:
_ გისმენ! _ ძილისგან ოდნავ დაბოხებული ხმით ჩასძახა.
_ დილა მშვიდობისა, ხომ ცოცხალი ხარ?
_ რადგან ვლაპარაკობ, ლოგიკურია, ცოცხალიც ვარ.
ბიჭმა ოსტატურად დააიგნორა მისი სიუხეშე:
_ რამდენჯერმე დაგირეკე და..
_ ეს მეშვიდეა!
_ ითვლიდი? ოჰ, ეს უკვე საინტერესოა.
_საინტერესო კი არა, მომაბეზრებელია. ხომ უნდა მიხვდეთ, რომ არ მინდა საუბარი და ამიტომ ვრთავ მობილურს? საერთოდ გადავაგდებ და ყველანი დავისვენებთ.
_ დილის მრისხანებით დაწყება დღესაც ასევე გააგრძელებს, პატარა.
_ ასე ნუ მიძახი და ფეხებზე , როგორ გაგრძელდება დღე.
თეკლა უფროდაუფრო ბრაზდებოდა. წყობიდან ვერაფრით გამოიყვანა, რკინის ნერვები ჰქონდა ამ ბიჭს, თუ რა?
_ თეკლა, შენი ნახვა მინდა..
_ მეც ბევრი რამ მინდა.
_ შეწყვიტე ბავშვივით მოქცევა და მითხარი, როდის შემხვდები.
თეკლამ უღონოდ დაუშვა ხელები. საძაგლად ექცეოდა ბიჭს და ეს საერთოდ არ ჭრიდა. ნამდვილად არ აწყენდა სახლიდან გასვლა. თანაც ეს გაბრიელის ღალატად ვეღარ ჩაეთვლებოდა. რა ღალატი? შოთასთან რიგიანად აღარც კი მეგობრობდა. ან როგორ უღალატებდა კაცს, რომელმაც მიატოვა? სხვის გამო..
_ საღამოს, ჩემს სახლთან ახლოს რომ კაფეა, იქ გნახავ, რავი.
_ ძალიან კარგი, შეხვედრამდე.. პატარა! _ გადაიხარხარა შოთამ და გათიშა.
,,რა იდიოტია, მაგრამ აქ გდებას ნამდვილად აჯობებს სახლიდან გავიდე.ერთხელ და სამუდამოდ ავუხსნი, რომ ჩემთან შანსი არ აქვს. მაგრამ რატომ არ აქვს? ახლა ხომ თავისუფალი ქალი ვარ. თავისუფალი კი არა მიტოვებული. მიგდებული ქალი ვარ. ჯანდაბა, გაბრიელ. მენატრები.“ _ ამ ფიქრებში გართულმა წყვილი ცრემლი გადაყლაპა კიდევ და ისევ ბალიშზე მიდო თავი.

ესეც მესამე თავი. ველოდები თქვენს შეფასებებს



№1  offline წევრი Rania

Gmerto meriemi zalian girseuli vinmea. Me arvizamdi mis adgilas aset rames dedistvis. Romelic sulac araa girseuli. Tekla codoa. Tumca vfiqrob galati galats shobs. Moutmenlad gelodebiii
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი ანაკონდა

Rania
Gmerto meriemi zalian girseuli vinmea. Me arvizamdi mis adgilas aset rames dedistvis. Romelic sulac araa girseuli. Tekla codoa. Tumca vfiqrob galati galats shobs. Moutmenlad gelodebiii

❤❤❤ ძალიან მიხარია, ასე რომ გაინტერესებს. ვცდილობ მაქსიმალურად, რომ არ გავწელო.

 


№3 სტუმარი anno123

არვიცი, უბრალოდ ბრავო❤???? მთელი გულით ველოდები შემდეგ თავს!!❤❤

 


№4  offline წევრი ანაკონდა

anno123
არვიცი, უბრალოდ ბრავო❤???? მთელი გულით ველოდები შემდეგ თავს!!❤❤

❤❤ მთელი გულით გავაგრძელებ ხვალ ???? გმადლობ

 


№5 წევრი დარინა

არ ვიცი რა უნდა ვთქვა არანაირი აზრი არ მოდის თავში, არ ვიცი მერიემის ადგილზე მე როგორ მოვიქცეოდი, ალბათ სანამ ჟანთან ვიქნებოდი მანამდე მოვიკლავდი თავს, ბევრი გამოუვლია მაგრამ მე მაინც ვერ ვაპატიე გაბრიელის მიტოვება, ველოდები შემდეგ თავს.

 


№6  offline წევრი ანაკონდა

დარინა
არ ვიცი რა უნდა ვთქვა არანაირი აზრი არ მოდის თავში, არ ვიცი მერიემის ადგილზე მე როგორ მოვიქცეოდი, ალბათ სანამ ჟანთან ვიქნებოდი მანამდე მოვიკლავდი თავს, ბევრი გამოუვლია მაგრამ მე მაინც ვერ ვაპატიე გაბრიელის მიტოვება, ველოდები შემდეგ თავს.

❤❤❤

 


№7  offline წევრი n.k.

gamosavali koveltvis moidzebneba meriemma es gza airchia.mecodeba tekla ar imsaxurebs vfikrob meriemi warsulshi unda darches .velodebi shemdeg tavs

gamosavali koveltvis moidzebneba meriemma es gza airchia.mecodeba tekla ar imsaxurebs vfikrob meriemi warsulshi unda darches .velodebi shemdeg tavs

 


№8  offline წევრი ანაკონდა

n.k.
gamosavali koveltvis moidzebneba meriemma es gza airchia.mecodeba tekla ar imsaxurebs vfikrob meriemi warsulshi unda darches .velodebi shemdeg tavs

gamosavali koveltvis moidzebneba meriemma es gza airchia.mecodeba tekla ar imsaxurebs vfikrob meriemi warsulshi unda darches .velodebi shemdeg tavs

იმდენად ჩაიხლართა,მეც არ ვიცი რა გველოდება ჯერ ❤ და მიხარია, რომ ელოდები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent