შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 4)


23-02-2019, 16:51
ავტორი kiira
ნანახია 2 379

ბლუ თავის შეყვარებუილთან,ალისიასთან ფეხით წასულა,აქედან შორს არ ცხოვრობს.სადილის შემდეგ,მე ლეიამ და ჰანტერმა ,,ამის პატრონმა რა ქნას''ვითამაშეთ.სახელები ფურცლებზე დავწერეთ და ცილინდრში ჩავყარეთ.
-კარგიი...ამის პატრონმა რა ქნას?-ვთქვი მე
-ჰმმ...-ჩაფიქრდა ლეია-ტკბილი სამივეს გვიყვარს არა?-თავი დავუქნიეთ-ხოდა ამის პატრონმა მარილიანი ნამცხვარი მიირთვას.
-გამოწვევა მიღებულია-ვუთხარი მე
როგორც ჩანს დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი.ფურცელი ამოვიღე,გავშალე და ხმამაღლა წავიკითხე.
-მია..მოიცა რაა??მეე???-უკმაყოფილოდ ჩავიფრუტუნე-ღმერთო კარგი რაა.
ლეია და ჰანტერი ლამის სიცილით გაიგუდნენ.
რა გზა მქონდა ავდექი,ნამცხვარი გამოვიღე მაცივრიდან და მარილი მოვაყარე და მადიანად ჩავკბიჩე,ისეთი სახე მქონდა თითქოს რაღაც არაამქვეყნიურს ვჭამდი.რასაკვირველია ამას სპეციალურად ვაკეთებდი ,თუმცა ტყუილად,როგორც ჩანს ამან ისინი უფრო გაამხიარულა და ახლა ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ.
როცა თამაში დავასრულეთ გარეთ უკვე დაბნელებულიყო და გადავწყვიტეთ ფილმს გვეყურებინა,სკაი ჯერაც არ გამოსულა ოთახიდან და მასთან ასვლა და ფილმის ყურების შეთავაზება გადავწყვიტე ,თან ,მიუხედავად იმისა ,რომ ღირსი იყო ბოდიშს მოვუხდიდი სახეში გარტყისთვის.
მეორე სართულზე ავედი,მისი ოთახი ჩემი ოთახის მოპირდაპირედაა,დავაკაკუნე.
-სკაი.
ხმას არ მცემს.ისევ დავაკუნე,როცა ხმა ისევ არ გამცა ცოტა არ იყოს ვინერვიულე,სახეში რომ გავარტყი ძალიან გაბრაზებული ჩანდა და მას მერე ისეთი სახით დადიოდა,თითქოს ვინმეს მოკვლას ლამობსო.
-ფილმის საყურებ...-კარები ნელა შევაღე,სიბნელის გამო,მეგონა არავინ იყო ,მაგრამ რაღაც ჩამი-ჩუმი მომესმა და ოთახის მარცხენა,ბნელ კუთხეში მჯდომი სკაი დავინახე, ერთი ფეხი გაშლილი ქონდა,მეორე მოკეცილი და ზედ გაშლილი ხელი ედო.მართალია ჯერ კიდევ გაბრაზებულივარ მასზე მაგრამ,როდესაც მისი მძიმე სუნთქვა შევნიშნე სიტყვა შუაზე გამიწყდა.იმდენად გაოგნებული ვიყავი ნანახით,რომ სიტყვა ვერ დავძარი.მხოლოდ ერთი დღეა რაც ვიცნობ,მაგრამ საკმარისი დრო აღმოჩნდა იმის გასაგებად,რომ მას მტკიცე და ურყევი ხასიათი აქვს,ახლა კი რას ვხედავ,ზის და ტირის?ამას ვერ დავიჯერებ.
-სკაი კარგად ხარ?-რაც შეიძლება ჩუმად ვუთხარი.
მომესმა მისი დაგუდული ხმა,ისედაც ბოხი ბარიტონი კიდევ უფრო დაბოხებია.
-აქედან გადი.
-მისმინე,თუ იმის გამო ხარ გაბრაზებული,რომ მე...
წამოდგა და ჩემკენ სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა, დასამალი არაფერია,შემეშინდა.ჩემთან ძალიან ახლოს იდგა.
-არასოდეს!!!
დიგრგვინა მთელს ოთახში.თითი ცხვირწინ დამიქნია და სწორედ მაშინ შევამჩნიე სისხლიანი მუშტები,ოთახის კედლები მოვათვალიერე და იმ ადგილას სადაც სკაი იჯდა მუქი ლაქები შევნიშნე.
-მეორეჯერ ვიმეორებ,ასე აღარასდროს მოიქცე!!!მეტჯერ აღარ გავიმეორებ და თუ მაინც არ შეისმენ ჩემს ნათქვამს შემდეგ არ მითხრა ,რომ არ გამიფრთხილებიხარ.
მისი კუპრივით შავი თვალების გარშემო სკლერა მთლიანად ჩაწითლებულიყო.მათში იმხელა სევდა და ბრაზი იმალებოდა ერთდროულად ,რომ მის გადმოსაცემად სიტყვები საკმარისი არაა. ფაქტობრივად მის ტკივილს ვხედავდი.ხელებზე,კისერზე,საფეთქელთან ვენებს გარკვევით იყო გამოკვეთილი.მისი ნერვიული სიცილი კი უფრო მაშინებდა.რა დაემართა?
-ახლა კარგად მომისმიმნე და დაიმახსოვრე-ხელები მხრებში ჩამავლო,ისეთი ცივი ჰქონდა,რომ ჟრუანტელმა დამიარა მთელს ტანში.-მართალია ერთმანეთს თითქმის არც კი ვიცნობთ,მაგრამ ეს ხელს არ შემიშლის იმაში,რომ გაუაზრებლად რამე ისეთი გაგიკეთო რასაც შემდეგ ვინანებ.ასეთი შემთხვევა კი ბევრი არ ყოფილა,იყავი კარგი გოგო არაფერი მკითხო და არ გააკეთო ისეთი რამ ამის გაკეთებისკენ მიბიძგებს.ახლა კი აქედან გადი-ისეთი ზიზღით მელაპარაკებოდა,თითქოს მისთვის რამე არაადამიანური დამეშავებინოს და არ მახსოვდეს.
-სკაი მე...
მძიმედ ამოიოხრა,მკლავში უხეშად მომკიდა ხელი და კარების მეორე მხარეს აღმოვჩნდი.
-და კიდევ-ორწამიანი პაუზა-როდესაც ასეთ დღეში ვიქნები ეცადე ხელში არ მომყვე,ისე ადვილად არ ჩაივლის,როგორც დღეს.-და ჩემს დაბინტულ ხელს მიაჩერდა.ეს მითხრა თვალებში წამიერად შემომხედა და გვერდით ჩამიარა და სახლიდან გავარდა,კარების მიჯახუნების ხმა აქაც კი გავიგე.ეს შემოხედვა არ გავდა მუქარას ,ეს უფრო...ბოდიშის მსგავსი რაღაც იყო,ან უბრალოდ მომეჩვენა.
კიბეებზე სრულ გაუგებრობააში მყოფმა ჩავიარე და შუაში გავჩერდი.ლეიამ და ჰანტერმა შეამჩნიეს ,რომ ისეთივე ხასიათზე არ ვიყავი ,როგორც სკაისთან ასვლამდე.
-ამდენი ხანი სად ხარ,ან სკაი სად წავიდა,ასეთი გაბრაზებული რატომ იყო?
-მე...ვინმემ იცის რა დაემართა სკაის?-ენა ძლივს ვიბრუნე პირში
-რა სჭირს.
-ის...-მინდოდა ყველაფერი მომეყოლა,მაგრამ გადავიფიქრე,ყველაფერი რომ მეთქვა შეიძლება სკაი,ბლუსა და ჰანტერს შორის მეგობრობა ჩამეშალა,მე კი ეს არ მინდოდა და მხოლოდ ეს ვთქვი-ტიროდა,ის ტიროდა.
ჰანტერი შეიკურთხა და ბრაზნარევი ხმით თქვა.
-ამის დედას შევე*ი,ისევ გაახსენდა.
ნათქვამი ვერ გავიგე.
-რა გაახსენდა?
-დედამისი,უფროწორად ქალი,რომელმაც გააჩინა.
ჰანტერს დაბნეული ვუყურებ,ჩემი გამომეტყველებით მიხვდა,რომ გაურკვევლობაში ვიყავი და მოყოლა დაიწყო.
-სკაი...რბილად ,რომ ვთქვათ ,,ერთი ღამის ნაყოფია'',მის მშობლებს ეს გეგმაში არ ჰქონდათ,დედამისს ფეხმძიმობისას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა,აბორტის გაკეთება ამ სიტუაციაში ფატალურ შედეგამდე მივიდოდა.მამა ადრე გარდაეცვალა,ასერომ მხოლოდ დედა ახსოვს,მასაც თუ დედა ქვია,დღე არ გავიდოდა ისე ,რომ მის სხეულს კიდევ ერთი სილურჯე არ შემატებოდა.ამის შემდეგ ის ბო*ი იჯდა და ისე სვამდ,თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყოს.გაზრდასთან ერთად სკაის ძალაც ემატებოდა,დედამისს კი უბრალოდ აღარ შეეძლო მისი დამცირება,ასეთი საქციელის გამო ქალები სამუდამოდ შეძულდა,როდესაც იმ ადამიანს ხედავს ვინც თუნდაც რამენაირი ტკივილი მიაყენა,მასში დედამისს ხედავს,ბრაზს მათ ტკივილის მიყენებაში ახშობს,ემოციური ან ფიზიკური ტკივილის.ფიქიკური ტკივილის მიყენებაში სიამოვნებას მხოლოს ის ღებულობს,ალბათ ხვდებით რას ვგულიოსხმობ და ეცადეთ ისეთი რამ არ გააკეთოთ ან უთხრათ რაც გააბრაზებს,ის თავს ვერ აკონტროლებს.
რათქმაუნდა ვხვდები,ტკივილის მიყენებაში დარტყმას არ გულისხმობს,ეს დღესავით ნათელია და უკვე იმასაც მივხვდი სად წავიდა, ,,ბრაზის ჩასახშობად''.ჩემს საქციელს ვნანობ თუმცა უკვე გვიანია,ძალიან გვიანი,მას სამუდამოდ შევძულდები,ისე, როგორც ყველა ქალი.არ შემიძლია მივიდე მასთან და ვუთხრა:იცი რა, მე შენი მესმის,ძალიან ვწუხვარ,რადგან მისი ნამდვილად არ მესმის,არცერთ ჩვენგანს არ ესმის მარტივ მიზეზის გამო,არცერთი ჩვენგანი მსგავს სიტუაციაში არ ყოფილა.
მივტრიალდი და კიბეებზე დაპროგრამირებულივით ავედი,ჰანტერის მონაყოლს ნელ-ნელა თავში ვხარშავდი,ლეია და ჰანტერი კი უსიტყვოდ დავტოვე.
-მია?-დამიძახა ლეიამ ,გავიგონე ,თუმცა საპასუხოდ ძალა არ მეყო.
დაძინება არც მიცდია,ვიცოდი,რომ ასეთი სინდისის ქენჯნით არ დამეძინებოდა.ვერ ვიშორებდი თავიდან იმაზე ფიქრს ,რომ სკაის ასეთი მდგომარეობა ჩემი ბრალია.
ბოლოს დაღლილობისგან ჩამეძინა.
სიზმრად სკაი ვნახე,ზრდასრული სკაი,ის ჩემკენ სახით იდგა მუხლებზე წელში მოხრილი,ვიღაც ქალი კი მას ქამარს გამეტებით ურტყამდა,მისი ნახშირივით თვალები წარბებს ქვემოდან ჩემსას მიშტერებოდა,მე კი უბრალოდ ვიდექი,ცრემლად ვიღვრებოდი და ვერაფერს ვაკეთებდი.
შუა ღამეს გამომეღვიძა და მივხვდი,რომ მართლა ვტიროდი.იმასაც მივხვდი ,რომ ვიღაცამ საბანი დამაფარა,დარწმუნებული ვარ ,რომ როცა დავწექი მხოლოდ ტანსაცმელი მეცვა და ზემოდან არაფერი დამიფარებია.ალბათ ჰანტერი იყო,ასე ხშირად აკეთებს,ამისთვის დიდი ყურაღება არ მიმიქცევია,გადავწყვიტე სკაის ხვალ დავლაპარაკებოდი...თუ მომისმენდა.



№1  offline წევრი Ανάξιος

ძაააააან მაგარია ახალი თავი რაც შეიძლება მალე დადე რა heart_eyes

 


№2  offline წევრი kiira

korean
ძაააააან მაგარია ახალი თავი რაც შეიძლება მალე დადე რა heart_eyes

უფრო მეტ ხალისს მაძლევს,რომ ვწერო როცა ვხვდები რომ ვიღაცას ჩემი ნაწერი მოსწონს ❤❤ ვეცდები ❤❤❤

 


№3  offline წევრი -Unknown-

ძალიან ძალიან კარგია.. კარგად წერ და სწორად გადმოსცემ ემოციას.. ისეთი ისტორია ჩანს,რომ აიი დიდი ემოცია უნდა ჩადო.. განცდები.. შეგრძნებები.. არ დაიშურო მოკლედ(მგონი მიხვდები რასაც ვგულისხმობ) წინა თავებთან შედარებით დიდი იყო, მაგრამ მაინც არ მყოფნის❤️ გელი მოუთმენლად..

 


№4  offline წევრი fluctus Oceani

ძალიან მაიტერესებს რა ვქნა და ახალ თავს ველი მალე ღმერთო ვკვდები ინტერესით

 


№5  offline წევრი kiira

-Unknown-
ძალიან ძალიან კარგია.. კარგად წერ და სწორად გადმოსცემ ემოციას.. ისეთი ისტორია ჩანს,რომ აიი დიდი ემოცია უნდა ჩადო.. განცდები.. შეგრძნებები.. არ დაიშურო მოკლედ(მგონი მიხვდები რასაც ვგულისხმობ) წინა თავებთან შედარებით დიდი იყო, მაგრამ მაინც არ მყოფნის❤️ გელი მოუთმენლად..

მინდა უფრო საინტერესოდ განვავითარო მოვლენები და ახალ თავზეც შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს,მაგრამ იმედებს არ გაგიცრუებთ ❤❤

I love you baby
ძალიან მაიტერესებს რა ვქნა და ახალ თავს ველი მალე ღმერთო ვკვდები ინტერესით

არ ველოდებოდი,თუ საერთოდ ვინმეს მოეწონებოდა ისტორია :დდდ ვეცდები მალე დავდო ❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი Salome

Dzalian momewona shemdeg rodis dadeb

 


№7  offline წევრი kiira

სტუმარი Salome
Dzalian momewona shemdeg rodis dadeb

ახლა :დდდ.მიხარია ,რომ მოგეწონა <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent