შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.თავი 9.


26-02-2019, 16:47
ავტორი zia-maria
ნანახია 2 024

-დედააააააააა.
-აქ ვარ,რატომ ყვირი ფატი შვილო.
-დედა,დღესვე დაითხოვ სამსახურიდან მალიბუს.
-რატომ? რა დააშავა მალიბუმ ის ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს.
-დედა საქმეს აკეთებს,მაგრამ შევამჩნიე თორნიკეს რომ მალიბუს მიმართ გულგრილი არ არის და გრძნობები აქვს.
-მერე შენ რა თორნიკეს თუ გრძნობები აქვს,ამიტომ დავითხოვო? ია გაოცებული უცქერდა მის წინ მდგარ 22 წლის შვილს,რომელსაც თავის ხელით ჭიქაც კი არ გადაედგა მაგიდიდან.
-უნდა დაითხოვო და ხვალიდან ის აღარ მოვიდეს კომპანიაში.
-რატომ,შეგიძლია ამიხსნა?
-ასე მინდა და იმიტომ.
-მომისმინე შვილო,შენ ნერვები თუ არ გაქვს კარგ მდგომარეობაში ამისათვის ექიმები არსებობს,მაგრამ შენ არა,ჩემი ბრალია შენ ასეთი რომ ხარ,იმიტომ რომ შენ ყველაფერი გქონდა.მალიბუ 26 წლის არის,მაგრამ მუშაობს და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.რაც შეეხება თორნიკეს,შენ თუ არ გიყურებს ისე როგორც ქალს დაფიქრდი და იქნებ მიხვდე რას არ აკეთებ სწორად მის თვალში,რა მოსწონს მას იმ ქალში რომელსაც შენ ვერ იტან იმის გამო,რომ თორნიკემ ის აირჩია.კარგი,მე დაგეთანხმე და მალიბუ დღესვე დავითხოვე სამსახურიდან,დავითხოვე კომპანიიდან და ავუკრძალე ჩვენს ტერიტორიაზე მოახლოვება არ გაბედოს,მაგრამ არ დაფიქრებულხარ მალიბუ თუ არ იქნება,იქნება თამარი,ირინი,ნინი,ლელა და ვინ იცის კიდევ რამდენი ქალი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას შენი ახირებული მოთხოვნების გამო,რომ თორნიკემ მათაც არ შეხედოს,ან იქნებ თავად თორნიკე დავითხოვოთ ეს ხომ უფრო ადვილია და ყველა მშვიდად ვიქნებით.
-რაა ცუდი იმაში,რომ თორნიკე მიყვარს.
-ცუდი ისაა შვილო,რომ ძალით თავს ვერავის ვერ შეაყვარებ,მაგრამ ეს ჩვენი ბრალია,შენ ბავშვობიდან ხარ ასეთი რომ რაც გინდოდა ის უნდა მიგეღო,მაგრამ დაიმახსოვრე,ყოველთვის ვერ მიიღებ იმას,რაც ძალიან გინდა.გაიაზრე,რომ გაიზარდე ისე,რომ არაფერი არ მოგკლებია.გქონდა ის რაც გინდოდა და მიდიოდი იქ სადაც გინდოდა.
-დედა რა გჭირს,შენ შეიცვალე.
-შევიცვალე?არა,მე ასეთი ვიყავი უბრალოდ მე არავინ არ მიცნობდა და შენ ახლა გგონია,რომ მე შევიცვალე,დავუშვათ რომ შევიცვალე და იცი რატომ? რადგან სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას,მაშინ როცა ამდენი პატარა იზრდება დედის სიყვარიულის გარეშე.ფატი როცა შენ ოქროს საწოლში გეძინა რბილად და სამი ძიძა გადგა თავზე,მალიბუ ამ დროს ბავშვთა სახლში იზრდებოდა და არ იყო ის ცხოვრებით განებივრებული გოგონა ისე როგორც შენ.შენ ზღაპრულ სამყაროში გაიზარდე და ახლაც ზღაპარში ცხოვრობ ჯერ კიდევ,ის კი ცხოვრობს იმ სამყაროში სადაც რეალური ცხოვრებაა და არა ჩვენნაირი.დროა უკვე შენც დატოვო ეს ზღაპარი და მიეჩვიო რეალურ ცხოვრებას,გაიზარდე შვილო აღარ ხარ ის პატარა გოგონა რომელიც თოჯინებით თამაშობს,თმებს უვარცხნის მათ და ლამაზად უბწნის.
-დედა შეიცვალე,შენ ძალიან შეიცვალე.
-მოინდომე და შენც შეიცვლები.
-დედა.........................................
-დამიჯერე შვილო,ასე აჯობებს შენთვისაც და ყველასთვის.ვიცი გაგიჭირდება თავიდან,მაგრამ მალე მიეჩვევი.ამოიგდე თავიდან მალიბუ და თორნიკე ისინი ძალიან მშვიდად და წყნარად აკონტროლებენ თავიანთ გრძნობებს,შენ კი ვერა. იამ მოეფერა შვილს და ნელი ნაბიჯებით გავიდა ეზოდან,ფატიმ კი გაოცებული მზერა გააყოლა დედას,დედა რომელიც ჩუმად,ყველას შეუმჩნევლად ტიროდა მაგრამ მის თვალზე ცრემლი არასდროს არავის არ დაენახა,დედა რომელსაც დაავიწყდა მისი ქალური მოვალეობები და გვიან შეიგრძნო რეალური ცხოვრების არსი.
-მაპატიე,მაპატიე რომ ამ ქუჩაზე არ დარჩა შენი ნაბიჯების კვალი,მაგრამ დღემდე ვერავინ და ვერაფერმა წაშალა შენი არსებობა ჩემში,ჩემს გარშემო ნისლია და მეც ჩემს წარსულს მივტირი,წარსულმა რომლის მოგონებებით ვცხოვრობ დღემდე და ჩემი ცხოვრება შეცვალა.შენ არასოდეს აღარ მოხვალ,ნეტავ ეს შესაძლებელი იყოს,ხელს ჩაგკიდებდი და ვერავინ ვერ შეძლებდა ჩვენს შეჩერება,მაგრამ დავიგვიანე, ახლა უკვე შეუძლებელია.არავინ იცის რატომ გავხსენი ბავშვთა სახლი და რატომ ვეხმარები უდედ-მამოდ დარჩენილ პატარებს,ეს ხომ შენი ოცნება იყო.შენ აღარ ხარ,მაგრამ მე ეს შევძელი და ეს გავაკეთე.შენ ისევ ჩემში ხარ,ყოველ დღე მოვდივარ და გნახულობ,მაგრამ დილით შენთან მოსვლამდ შენს ცოცხალ ფოტოს ვხედავ,ფატი შენ გგავს,ის მამას ჰგავს და ეს ძალიან მახარებს.
-გულში ტკივილი,ტკბილი და მწარე მოგონებები,უდიდესი მონატრება,სიყვარული,დაკარგული ადამიანები,უცბათ მოვა მონატრება და თვალზე ცრემლი გვადგება,მაგრამ ცრემლს ვმალავთ და გულში ვტირით.შეუძლებელია იმ ადამიანის დავიწყება რომელისგანაც შეიგრძენი ნამდვილი ცხოვრების ფასი და სულ მოკლე დროში,სამ წელიწადში კი ცხოვრებამ აზრი დამაკარგვინა,მაგრამ შენ კი მთელი ცხოვრება დაკარგე.დღემდე მაშფოთებს ის ფაქტი,რომ გვიან მივხვდი ჩვენს სიყვარულს რამდენი მტერი ყოლია და დღემდე მტკივა.თურმე რა დაუნდობელია ეს ცხოვრებაა,ისე მოგკლავენ არ დაფიქრდებიან,სასტიკია ეს ცხოვრება,რადგან ყველაზე მეტად მენატრება ის ვინც უზომოდ მიყვარდა,მხოლოდ ერთი რამ კარგად ვიცი ეს ის წარსულია რომელსაც მუდამ ერთი სახელი ექნება,ჩემში უშენობის ტკივილი და მას ,,ბუმერანგი'' ჰქვია.მინდა დაბრუნდე,ჩემი ეს ტკივილი ყველას უკან დაუბრუნდეს რომ შენს სიკვდილში ვინც გაერია ყველამ აგოს პასუხი მწარედ.
-დასრულდა ჩემი წამება,ყველა გამოცდა ჩავაბარე მამიკო.
-დაველოდოთ პასუხებს და სიხარული შემდეგ გამოამჟღავნე.
-კარგი რა,რატომ არასდროს არ ხარ მადლობელი.
-მადლობელი შენ დარჩები ბოლოს შვილო,ცოდნა რომ გექნება და შენი სამსახური,შენი ხელფასი ეს ყველაზე ბედნიერი დღედ გადაგექცევა.
-დღეს ბარში მივდივარ გოგოებთან ერთად.
-12-ზე სახლში იყავი,12-ზე.
-გასაგებია 12-ზე სახლში ვარ. თვალები გადაატრიალა იამ და თავის ოთახში ავიდა.მოტკეცილი შარვალი ჩაიცვა და გადმოშვებული ზედა-ტანი.იას ისეთი ტანი ჰქონდა,რაც არ უნდა ჩაეცვა ყველაფერი უხდწბოდა,9 საათზე უკვე მზად იყო და სახლიდან გავიდა,ცოტა ფეხით გაიარა და ლურჯმა ნისანმა ფარები აუნთო,გააჩერა და თავადაც ღიმილით შეეგება მომღიმარ მამაკაცს.
-როგორ ხარ,ხასიათზე არ ხარ მოხდა რამე?
-სამსახურიდან დამითხოვეს დღეს.
-რატომ?
-მითხრეს რომ კადრების შემცირებაში მოვხვდი,მაგრამ მე არ მჯერა.
-აბა რა უნდა მომხდარიყო.
-ვფიქრობ მამაშენმა გაიგო ჩვენს შესახებ.
-გინდა მამას მე დაველაპარაკო და დაგაბრუნებს სამსახურში.
-არა,არავითარ შემთხვევაში. სულ მალე ჩვენს ოცნებებს ფრთებს შევასხამთ და სულ ერთად ვიქნებით.წარმოგიდგენია რამდენ პატარას დავეხმარებით და ვაჩუქებთ სითბოს?
-ვიცი,უამრავ პატარას გავახარებთ და ეს დიდი,ძალიან დიდი ბედნიერება იქნება ერთად მუშაობა ერთმანეთის გვერდით.
-გინდა წავიდთ ჩვენ ორი სხვაგან განმავრტოვდეთ და თუნდაც სიჩუმეს ვუსმინოთ,მხოლოდ მე და შენ ვიყოთ მარტოები,გინდა ჩემს ქოხში წავიდეთ?
-წავიდეთ,სადაც გონდა იქ წავიდეთ,მხოლოდ 12-ზე სახლში უნდა ვიყო.
-კარგი,12-ზე სახლში იქნები რომ მამა არ გაგიბრაზდეს,რადგან ეს არც ეს მაწყობს.ღიმილით დაუკოცნა სახე საყვარელ ქალს და მის საყვარელ ადგილზე წაიყვანა.ეზოს პატარა სახლი ამშვენებდა ლამაზი აივნით,რატიმ კარი შეაღო,შუქი აანთო და ყავაც კი მოადუღა,აივანზე ისხდნენ ტკბებოდნე სიჩუმით და ყავას ნელა-ნელა მიირთმევდნენ.მხრებით ეხებოდნენ ერთმანეთს,რატიმ თავზე აკოცა იას და მისკენ მჭიდროდ მისწია,წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული,18 წლის გოგონასათვის ძნელი აღმოჩნდა თავის შეკავება და სულ მალე ერთმანეთის გვერდი-გვერდ სრულიად შიშვლები იწვნენ.იას თვალები ჰქონდა დახუჭული და მომხდარზე ფიქრობდა,იმავეს ფიქრობდა რატი.
-საყვარელო,გეფიცები ეს გეგმაში არ მქონდა.
-დამშვიდდი,ეს ოდესღაც ხომ უნდა მომხდარიყო.
-არ მადანაშაულებ?
-რაში დაგადანაშაულო,მე რომ მეთქვა შეჩერდითქო დარწმუნბული ვარ შეჩერდებოდი,მაგრამ მე არ მოვინდომე,ორვეს სისუსტემ გვძლია და ორივს სურვილი ახდა.
-შენებს არ ეტყვი?
-არა,რატომ უნდა ვუთხრა და გავიტანჯო ცხოვრება,წელს თუ არა მომავალში ხომ ერთად ვიქნებით.
-ჩემო სიყვარულო,მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.იამ და რატიმ შეხვედრები გააგრძელეს და ეს საიდუმლო მათ შორის სამი წელი გრძელდებოდა,ერთ დღესაც საიდუმლოს ფარდა აეხადა,როცა იას გული წაუვიდა და შეშინებულმა მშობლებმა ის საავადმყოფოში წაიყვანა,ის უკვე 21 წლის გოგონა იყო სიცოცხლით სავსე და ექიმმა შეშინებულ მშობლებს მალე შვილიშვილის გაჩენა მიულოცა.ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს გაებედა ასეთი მრისხანე და საშიში მამის გარემოცვაში რამე ეთქვათ ან დაეშავებინათ იასთვის.მამამ შეძლო და თავი შეიკავა არადეკვატური საქციელისგან,ის ხომ საავადმყოფოში იმყოფებოდა.სრულიად მშვიდ მდგომარეობაში შევიდა შვილის სანახავად და უთხრა.
-ჩემი შვილი ხარ და ჩემთვის მთელი სამყარო. იამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-არ მიბრაზდები?
-არა,რატომ ხომ მხედავ ძალიან მშვიდად ვარ,ახლა დროა სახლში წავიდეთ.მშვიდად და გაწონასწორებულად დატოვა საავადმყოფო და სახლამდეც უხმოდ მივიდნენ,მაგრამ სახლის კედლებში მოხვდნენ თუ არა კეთილი მამა მრისხანე მამად გადაიქცა და სიბრაზისგან განერვიულებულმა უთხრა.
-ვისია ბავშვი.
-არ ვიცი.
-როგორ არ იცი,ვისთან იწექი არ იცი? უყვირა მამამ და დასარტყმელად მოქნეული ხელი მათ შუაში ჩამდგარ დედას მოხვდა,თვალებში უცქერდნენ ერთმანეთს,ბოლოს კი 21 წლოს მანძილზე გაბედა და მამას უთხრა.
-სულ ოდნავ რომ თავისუფლება მოგეცა ჩემთვის ეს არ მოხდებოდა,მთელი ჩემი ცხოვრება საათზე აწყობილივით დავდივარ,ყოველ დღე იმავე დროს უნდა ვისაუზმოთ,ვისადილოთ თუ ვივახშმოთ.შენს გვერდით უბრალო ხუმრობა რა არის,გაღიმებას შეუძლებელია.დროა იფიქრო,რომ ყველაფერი რაც მოხდა,შენი ბრალია,მხოლოდ შენი ბრალი.იამ თავის ოთახში ავიდა და რატის შეხვედრა სთხოვა,მაგრამ რამდენიმე დღე ვერ მოახერხა სახლიდან გასვლა.ერთ დღეს კი თავისუფლად გავიდა ეზოში,ეზოდან კი ქუჩაშიც ამოუო თავი,გაუკვირდა და თან მიხვდა რომ ეს ბაგიდა იყო,მაგრამ რატი რომ დაინახა გრძნობები ვეღარ გააკონტროლა და ერთმანეთს მოეხვია ორი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილი.იამ ბავშვის შესახებ უთხრა რატის და სიხარულით აღფრთოვანებულმა ხელში აიყვანა,მაგრამ ეს სიხარული არ გაგრძელებულა თვეები,წლები რადგან რატი ერთი კვირა დაიარგა და აღარ გამოჩნდა.ერთი კვირას ერთი თვე მიემატა და ბოლს მოთმინება რომ ამოიწურა იამ წერილი მიიღო.
-,,მაპატიე საყვარელო,ჯერ მზად არ ვარ მამა გავხდე''.გაშეშდა,ბევრი იტირა,მაგრამ შემდეგ წერილს დაკვირდა და მიხვდა ეს რატის ნაწერი არ იყო.ბევრი ეძება,მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მიაგნო,მუცელი დააჩნდა და ის აიძულეს გაგა რუხვაძეს გაჰყოლოდა ცოლად.
-გამოსავალი არ გაქვს,უნდა დათანხმდე ამ ქორწინებას.
-დავთანხმდები მხოლოდ ერთი პირობით.
-გისმენ.
-რატის სიცოცხლეს არ შეეხები.
-თანახმა ვარ,შენ შეძლებ თავი გააკონტროლო?
-ჩემთვის საკმარისია ვიცოდე,რომ ის ცოცხალია,თუნდაც შორს ვიყო მისგან,მაგრამ ვიცოდე რომ სუნთქავს და ცოცხალია.
-კარგი,როგორც შენ იტყვი.ნიშნობა იყო და ქორწილის დღეც დანიშნეს,სწორედ ქორწილის დღეს ელვასავით მოედო სამეგობროს და საახლობლოს რატის სიკვდილის ამბავი.იამ გაგას შეხედა და უთხრა.
-რატომ,რატომ გაკეთე ეს,რა გინდოდა მასთან მე ხომ პირობა მოგეცი.
-მამაკაცი რომელიც ცოცხალია და იცის მის შვილს ელოდება ჩემი ცოლი,არ მიმაჩნია ლამაზად გამუდმებით ჩვენს შორის ყოფილიყო,მაგრამ მე არ მიბრძანებია მისი მოკვლა,მამაშენს მოკითხე ეს ცოდვა და არა მე.
-თქვენ ორივემ,შენც და მამაჩემმაც დღეს მოკალით ჩემში ქალი და არ მომთხოვო ცოლის მოვალეობები შევასრულო,ეს არ მოხდება.
-არც მიფიქრია,მე ის მივიღე რაც მინდოდა,ესაა და ეს.იამ ცრემლი მოიწმინდა და გზას გახედა,გზად ყვავილები იყიდა და სასაფლაოს ბილიკს გაუყვა,ახალგაზრდა მამაკაცის საფლავთან შეჩერდა,ყვავილები ვაზაში ჩააწყო და იქვე სურათთან მოკალათდა.
-დღეს შენი გარდაცვალების დღე არის,22 წელი გავიდა და თითქოს გუშინ იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა,ჩვენი ფატიც ამდენივე წლის არის საყვარელო და ის შენ გგავს.ხასიათით ვერ დაგემსგავსა,ის ერთი დედას განებივრებული შვილია,შვილი რომელსაც არ უნდა არასდროს დასრულდეს ის ზღაპარი სადაც ცხოვრობს.გაიზარდა,გაზრდამდე კი ყოველ დღე ვპულობდი მასში ახალ-ახალ დეტალებს რომელიც შენ გიკავშირდებოდა,არ ვიცი შეიძლება მე მეჩვენება ასე რადგან ძალიან მინდოდა დაგმსგავსებოდა.ძალიან,ძალიან მენატრები რატი.ნელა-ნელა გაქრა ის ლამაზი კადრები და მე ახლა აქ ვარ შენს ცივ საფლავთან.დღემდე იმ ლამაზი წუთებით და მოგონებებით ვცხოვრობ და ვცოცხლობ რაც შენთან მაკავშირებს.ერთ დღეს დასრულდა ჩემთვის ყველაფერი და ახალი არც დაწყებულა,ეს ჩვენ ორივემ ვიცოდით,რომ ოდესღაც ყველაფერი დასრულდებოდა.შენი შვილი უშენოდ გაიზარდა,ჩემი ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა,მაგრამ ბავშვის გამო მე შევძელი მეცოცხლა,მაგრამ მეცოცხლა უშენოდ,შენს გარეშე,მაგრამ მაინც შენზე ფიქრში გადის დრო.ტკივილმა დამასახიჩრა,ბოლო მომიღო.მე ხომ სულ მარტო ვარ,სულ მარტოდ-მარტო.ადგა,ნელა-ნელა გაშორდა საფლავს,კიდევ ერთხელ მოუხედა უკან და შემდეგ წავიდა,კომპანიაში მივიდა და საქმეში ისე ჩაეფლო,რომ ვერც კი გაიგო როდის დასრულდა სამუშაო საათები.უეცრად თავი ასწია და გაახსენდა,ვინ იყო და რას წარმოადგენდა ამ კომპანიის მყარ კედლებში.ის ხომ მთავარი სახეა და მის გარეშე არ უნდა გადაწყდეს არც ერთი პროექტი,არც ერთი საქმე.წამოდგა და გაგას კაბინეტში შუქი დაინახა,მივიდა და კარი შეაღო,გაგას სკამზე ჩამოსძინებოდა,მაგრამ იას შესვლა გაიგო და უთხრა.
-უკვე მიდიხარ?
-არა,აქ მოვედი შენთან რადგან მინდა მნიშვნელოვან თემაზე დაგელაპარაკო.გაგამ სახეზე მოისვა ხელები და იას შეხედა.
-აქ ვისაუბროთ თუ სახლში.
-აქ გეტყვი და მეირედ არ გაგიმეორებ.გაგას უცნაურად მოეჩვენა იას საუბარი და გაოცებულმა შეხედა.
-გისმენ,თქვი რა არის ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო.
-ვინ გგონია შენ შენი თავი.
-რას გულისხმობ?
-რას ვგულისხმობ? მე აქ ვცხოვრობ,რაც ამ კომპანიის კედლებში ხდება ხომ არ დაგავიწყდა რომ მეც მეხება ეს ყველაფერი.
-შენ არასოდეს დაინტერესებულხარ კომპანიით.
-არასოდეს არ მოსულხარ და არ გიკითხავს ჩემთვის არაფერი,საკმარისია უკვე ეს ყველაფერი.ხვალ 1 სთ-მდე გაძლევ დროს ჩემს მაგიდაზე იყოს ყველა ის მონაცემები თუ როგორი ეკონომიური მდგომარეობა იყო როცა ჩაიბარე კომპანია და როგორი მდომარეობაა დღეს.
-ია ზედმეტი მოგდის.
-რას იზამ,შენ გამაჩუმებ თუ სხვას უბრძანებ ჩემს გაჩუმებას,შენ ხომ ეს საქმე გამოგდის ყველაზე კარგად.
-გინდა იქ დამარტყა სადაც ძალიან მტკივა?
-არა,მე არ ვაპირებ შენ დაგარტყა,შენ შენი ძმა გირტყამს და მისგან ჩადენილი ყველა მისი ბინძური საქმე რომელსაც შენ მალავ და საერთოდ შლი მათ კვალს.
-ია მომისმინე..................................
-ახლა უკვე გვიან არის,მე მივდივარ სახლში და ხვალ 1 საათზე ველოდები შენგან ზუსტ ინფორმაციას.გაგა გაოცებული იჯდა და იმ კარს უცქერდა,სადაც ია გავიდა,თავად კი ისე ღრმად სუნთქვდა ცხვირიდან ბოლს უშვებდა.
ცხოვრება ყველაზე კარგი მასწავლებელია,ნებივრობდა ნიკა და ჯერ არ აპირებდა განყოფილებაში წასვლას,სახლში მარტო იყო და ამიტომ ფლოსტების ფრატუნით გავიდა სამზარეულოში ყავა მოიდუღა და დიდი ფინჯანით ხელში ისევ საძინებელში შელასლასდა,ისევ უნდოდა საწოლში შეწოლა,რომ ტელეფონმა შეახსენა თავი.
-ოჰო,კომისარს მოვენატრე და უჩემოდ ვერ ძლებს?
-გამოიძინე?
-კიიიიი,კარგად ვარ თითქოს ძალები აღვიდგინე და შევივსე.
-ჰოდა საკმარისია ნებივრობა,მოდი გელოდები.
-რა მოხდა,შეუძლებელია დასვენება გააგრძელოს ნიკოლოზმაო თუ ახალი გვამი გაიჩითა უფროსო?
-მოდი,კარგად მიხვდი ახალი მკვლელობაა.ნიკამ წელმოწყვეტილი ადგა და ჩაიცვა,ყავაც ვეღარ დალია ბოლომდე ისე წავიდა, პირდაპირ დანაშაულის ადგილზე მივიდა და კომისარს უთხრა.
-გავიგეთ ჯერ რა მოხდა?
-როგორც ხედავ ჯერ ჩვენს წინ გვამი არის,რომელიც გადმოვარდა სიმაღლიდან.
-გადმოვარდა თუ გადმოაგდეს.
-ჯერ არ ვიცით,ავიდეთ და შევამოწმოთ ადგილზე როგორ გადმოვარდა.
-მარიამ და ლელა კარგად შეისწავლეთ თითოეული დეტალი ვინ ყავს მიცვალებულს,ვინ დარეკა სასწრაფოში და ვინ მოგვაწოდა ჩვენ ინფორმაცია.
-გარდაცვლილს ცოლი და შვილი ჰყავს უფროსო,რომლებიც სახლში იყვნენ და მისი გარდმოვარდნა ვერ გაიგეს,ასევე ჰყავს ძმა რომელთანაც არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა.
-გასაგებია,უთხრა მარიამს ნიკამ და თავადაც გაიარა უბანში,შემდეგ კი პროზექტურაში წავიდა ექსპერტის დასკვნა რომ წამოეღო.
-როგორაა საქმე ძია თომა რა გვაქვს ხელთ?
-20 წელია აქ ვმუშაობ და ამ წლებში ვერა და ვერ გავიგე რატომ არსებობს ბოროტი ადამიანები.
-რას გულისხმობ,ისევ ახალ მკვლელობასთან გვაქვს საქმე?
-ნიკოლოზ მე ვიცნობდი პირადად გარდაცვლილს,ძალიან უწყინარი პიროვნება იყო და წყნარი ოჯახიც ჰქონდა,მაგრამ არ ვიცი ვინ და რატომ მოწამლა საცოდავი,ის მოწამლულია შხამით რომელიც იშვიათად შეუძლია მიუწვდეს ხელი ადამიანს,მას უბრალო გლეხი ადამიანი ვერ იშოვის რადგან მისი გამოყენება აკრძალულია.ვფიქრობ,მკვლელობაა ნიკოლოზ.
-ვის უნდა ჩაედენა ეს,როგორც თქვით პირადად იცნობდით გარდაცვლილს და ის უწყინარი პიროვნება იყო,მაშ რა მოხდა.
-მე ჩემს ვარაუდს გეტყვი ნიკოლოზ.
-გისმენ ძია თომა.
-იმ ადგილზე სადაც გარდაცვლილი და მისი ოჯახი ცხოვრობს რამოდენიმეჯერ მივიდნენ მთავრობიდან და უთხრეს,რომ ის სახლიდან უნდა გასულიყვნენ.
-რატომ,ის ხომ მათი საკუთარი სახლი არის.
-კი,საკუთარი სახლია,მაგრამ ფულს გადაუხდიდნენ და იქ მაღალ-სართულიან ბინას ააშენებდნენ.საცოდავი ანდრო იქ დაიბადა,გაიზარდა,ოჯახიც შექმნა და თმაც იქ გაუთეთრდა,არ დაეთანხმა მათ შემოთავაზებას და ვფიქრობ ის მოწამლეს და ამ გზით მოიშორეს თავიდან ვინმე ახლობლის დახმარებით.რას გაიგებ შვილო,განა სიმართლე ყოველთვის მტკიცდება?
-გასაგებია,როგორც გავიგე ესე იგი სქელ ჯიბიანი დგას ამ საქმის უკან.
-ასეა,სქელი ჯიბე დგას ამ საქმის უკან.
-ვნახოთ და ჩვენ შევეცადოთ,რომ სიმართლე შეძლებისგადგვარად დავადგინოთ.ნიკამ რამოდენიმე დღე მოუნდა საქმის დეტალების დადგენას და შემდეგ ზაზასთან შევიდა.
-რადგან იკადრე და აქ მობრძანდი,ვფიქრობ რაღაც მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი,გისმენ ნიკუშ.
-ეს ჩვენი გარდაცვლილი ანდრეა არც ისე წყნარი და მშვიდი ყოფილა როგორც ახასიათებს მეზობლები და მეგობრები.
-არა?
-არა,კომისარო.ის ცოლს და შვილს თითქმის ყოველ დღე აწიოკებდა და მითუმეტეს ცოლს,სასტიკად სცემდა.შვილი ბევრჯერ გადაფარებია დედის გონ-დაკარგულ სხეულს,რომელსაც რტყმევაში ძლიერი ტკივილისგან ისე წასვლია გული ქმარს მისი რტყმევა არ შეუწყვეტია.
-შენ რას ფიქრობ ნიკუშ.
-ჯერ ვერაფერს გეტყვი,ვნახოთ.მაქვს რაღაც ვერსიები,მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ და არ გეტყვი.
-კარგი,გააგრძელე საქმის ძიება.თავჩარგული მუშაობდა ნიკა ახალ საქმეზე და რამოდენიმე დღეში მიიღო შედეგი,მან მკვლელს მიაგნო და ისიც გარდაცვლილის მეზობელი აღმოჩნდა,რომელთანაც დაფარულად სქესი ჰქონდა ახალგაზრდა ქალბატონს.ნიკამ ჯერ ძმაზე აიღო ეჭვი და დააინტერესდა თუ რატომ არ ჰქონდათ გარდაცვლილთან ძმებს კარგი ურთიერთობა.
-გამარჯობათ.
-მობრძანდით,ვიცი ვინც ხართ და ისიც ვიცი რატომ მოხვედით ჩემთან.
-დიახ,მინდა ვიცოდე რატომ გქონდათ ძმებს ცუდი ურთიერთობა,რატომ ვერ ეწყობოდით ერთმანეთს.
-მე ბექა ვარ გიგაური,ანდრო ჩემი ძმა ჩემზე ბევრად უფროსია უფროსო და წესით ის სახლი მე მეკუთნოდა,მაგრამ 18 წელი შემისრულდა თუ არა მშობლები დაგვეღუპა ეს მოულოდნელი და დიდი ტკივილი იყო ორივესთვის,მაგრამ მან შემთხვევით ისარგებლა და მშობლები მე გავასვენე ეს სახლიც მე მეკუთნოსო,კერ კიდევ ბავშვი ქუჩისთვის გამიმეტა.ეს არაფერი,მე ნელა-ნელა ფეხზე დავდექი და კეთილი ადამიანების დახმარებით,ასევე ჩემი შრომით სახლიც შევიძინე და ოჯახიც მყავს,მაგრამ გავიგე რომ ცოლს სასტიკად ექცეოდა და რამოდენიმეჯერ გაუფრთხილებლად მივედი,იქ რაც ვნახე ჩემს თვალებს არ ვუჯერებდი,უბრალოდ მიჭირდა იმ ყველაფრის დაჯერება და ჩემს რძალს მტკიცედ ვუთხარი თუ შენ არ გააცხადებ პოლიციაში,მე წავალ და სიმართლეს ვიტყვითქო.ჩემმა ძმამ ეს რომ გაიგო გზაში დამხვდა და სასტიკად გამისწორდა,რამოდენიმე თვე საავადმყოფოში ვიწექი.ამის შემდეგ კი საერთოდ გავწყვიტე მასთან კონტაქტი და არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.
-გასაგებია,მადლობა რომ გულახდილად ითანამშრომლეთ ჩვენთან.
-მართალია მტკივა ის ჩემი სისხლი და ჩემი სხეულის ნაწილია,მაგრამ უნდა ვაღიარო ამიერიდან ჩემი რძალი და ძმიშვილი მშვიდად იცხოვრებს.ნიკამ დაემშვიდობა ბექას და განყოფილებაში წავიდა,ეს ვერსია გამორიცხა მისი ფიქრებიდან და ახლა სხვა ვერსიების განხილვას შეუდგა.სულ მალე მიაგნო მკვლელსაც,ის მან სიგარეტის ნამწვავით აღმოაჩინა და პირდაპირ უთხრა ეჭვმიტანილს.
-თქვენ ფული გადაგიხადეს,რომ დაახლოვებოდით გარდაცვლილს,ეს მოახერხეთ და უფრო მეტიც მას თავი შეაყვარეთ,ამით კი მის ოჯახში არეულობა გამოიწვიეთ,როცა გიბრძანეს კი ის დაუფოქრებლად მოიშორეთ თავიდან.
-რას ამბობთ ვერ გავიგე,ვერ ვხვდები რისი თქმა გინდათ.
-მე გავიგე თქვენი პასუხით,თქვენ დაკავებული ხართ ქალბატონო ლიზი ბატომ ანდრო გიგაურის განზრახ მკვლელობაში.ზაზამ ამაყად შეხედა ნიკას და მხრებში გასწორდა,ნიკათი ის ძალიან ამაყობდა რადგან ნიკა მისი ერთგული მუშაკი ა



№1  offline მოდერი zia-maria

შეცდომა მომივიდა ჩემო ძვირფასებო,მერვეს ნაცვლად მეცხრე თვი დავაწერე ახალ თავს და არ შეცდეთ. kissing_heart

 


№2  offline წევრი mia miako 15

ძალიან ძალიან კარგი იყო.სუპერ.ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი Eni

მეორედ თუ მესამედ შემხვდა უკვე სიტყვა"ბაგიდა"და რას ნიშნავს?

 


№4  offline წევრი anukaaa

სტუმარი Eni
მეორედ თუ მესამედ შემხვდა უკვე სიტყვა"ბაგიდა"და რას ნიშნავს?

მგონი მახეს ნიშნავს. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.

 


№5  offline მოდერი zia-maria

სტუმარი Eni
მეორედ თუ მესამედ შემხვდა უკვე სიტყვა"ბაგიდა"და რას ნიშნავს?

kissing_heart მართალი ხარ მახეს ნიშნავს,მაგრამ ერთი და იგივე სიტყვაა ორივე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent