ბუმერანგი.თავი 7.
წვიმაში მიაბიჯებს და მისი განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობს,ფიქრობს წარსულზე და ფიქრობს მომავალზე.თავი მაღლა ასწია და ფიქრისგან დაღლილი სახე წვიმის წვეთებს შეუშვირა,წვიმას რომელსაც თან მოაქვს საზარელი მოგონებები და არ აძლევს დავიწყების საშუალებას.დამძიმებული სხეულით მიაბიჯებს და რამოდენიმეჯერ შეჩერდა,გზა უსაშველოდ გაიწელა,ფეხებიც ისე დამძიმდა უჭირს ნაბიჯების გადადგმა,საშინლად არეული გონებით დათგრუნული დგას,მის ირგვლივ მხოლოდ სიცარიელეა.ბოლოს მუხლებზე დაეცა და გულს მოწოლილი დარდი საშინელი ხმით გარეთ გამოუშვა. -შენი ბრალია,ყველაფერი შენი ბრალია და პასუხი უნდა აგო მწარედ,სასტიკად იმ ტკივილზე რომელიც მომაყენე.ვცდილობდი დავიწყებას,მაგრამ ვერ შევძელი რადგან შურისძიება უფრო გამიმძაფრდა ახლოდან რომ გაგიცანი და მივხვდი რა არაკაციც ხარ.მე შევძლებ,შევძლებ ბოლომდე ვითამაშო ჩემი როლი და ბოლოს დადგება ის წუთებიც,რომ დავტკბე შენი სახის ცქერით როცა გაიგებ ჩემს ვინაობას,თუ ვინ ვარ და რატომ დაგიახლოვდი.დამძიმებული სხეულით ფეხზე დადგა და სულ სველი სახლში შევიდა,ტანისამოსი გაიხადა,შხაპიც კი მიიღო და ბავშვის საძინებელში შევიდა,ანასტასიას დასძინებოდა დედას ლოდინში,გვერდით მიუწვა გულში ჩაიკრა და თვალები მაგრად დახუჭა.ერთი საათი ასე იყო თვალდახუჭული და შემდეგ ადგა,თითქოს ძალა მოემატა დედის და დის ფოტოს რომ შეხედა,თვალზე მომდგარი ცრემლით გულზე მუჭი დაირტყა და კიდევ ერთხელ მისცა პირობა დედას და დას. -შენს გამო დედიკო,ჩემი დის გამო და მამიკოს გამო,თქვენს გამო და ჩემი ძმის რომას გამო,ასევე ანასტასიას გამო,შევძლებ ბოლომდე მივიყვანო ჩემი დასახული გეგმა,მინდა გავანადგურო,მინდა ერთ დღეს თავად მთხოვდეს პატიებას მუხლზე დამდგარი.ფოტო ადგილს დაუბრუნა,ცრემლიც მოიწმინდა,მოემზადა თავი მოიწესრიგა და სახლიდან გავიდა.საავადმყოფოში მივიდა და ზვიადის პალატა იკითხა,გაფითრებული დადგა კართან და ფრთხილად,ნელა-ნელა შეაღო კარი.ზვიადიმ შეხედა,გაუღიმა და უთხრა. -მოხვედი? -მოვედი,ვერ შევძლებდი დაძინებას რომ არ მენახე. -ხატია მართლა გრძნობა გაქვს ჩემს მიმართ თუ მეთამაშები. -გეთამაშები? მე დაძინება ვერ შევძელი,არ ვიცოდი როგორ იყავი და შენ ჩემს გრძნობებს თამაშს უწოდებ? -მომისმინე,აქ მხოლოდ მე და შენ ვართ და მინდა სიმართლე მითხრა.უეცრად ხატია დაიბნა,მაგრამ მალე მოეგო გონს ფეხზე წამოდგა და ზვიადის უთხრა გაბრაზებულმა. -მე არ ვთამაშობ,არც შენი ფული მაინტერესებს თუ ფიქრობ რომ ფულის გამო და სიმდიდრის გამო დაგიახლოვდი. -კარგი,კარგი დამშვიდდი ეს მინდოდა მომესმინა შენგან,სწორედ ეს სიტყვები და მოვისმინე.ასე გვიან არ მეგონა თუ მოხვიდოდი. -რატომ,გეგონა შემეშინდებოდა? -არ ვიცი რატომ,მაგრამ ასე ვიფიქრე. -კარგი,არ აქვს მნიშვნელობა შენ რა იფიქრე,მითხარი როგორ ხარ და რა გითხრა ექიმმა. -სამი გასროლიდან ერთი მომხვდა,მგრამ საბედნიეროდ არ არის ჭრილობა სერიოზული. -ზვიადი რა უნდათ შენგან,მტერი გყავს? -როგორც ყველა ადამიანს,მეც მყავს მტერი. -გაამწარე ვინმე,თუ სასიკვდილოდ რატომ გაგიმეტეს. -კომპანიას ყავს მტრები,ხატია მძიმე დღე იყო და გთხოვ ნუ დამისვამ კითხვებს,გაირკვევა ყველაფერი ვის და რატომ უნდოდა ჩემი სიკვდილი.ახლა კი მინდა სერიოზულად დაგელაპარაკო. -გისმენ,მითხარი რა უნდა მითხრა. -ხატია მომწონხარ და მინდა საერთო ენა გამოვნახოთ. -შესაძლებელია,მაგრამ ვფიქრობ ვერ შევძლებთ. -რატომ? -შეიძლება გვიზიდავს ერთმანეთი,ვეწყობით კიდეც ერთმანეთს,მაგრამ ვიცი მალე მოგბეზრდება ერფეროვნება,ამიტომ მეც თავს შევიკავებ ზედმეტად არ ვიფიქრო და უკეთესია თუ აღარ შევხვდებით ერთმანეთს,ვიცი რომ კარგად ხარ და ეს დამაკმაყოფილებელია ჩემთვის. -არა,ეს არ გააკეთო და არ დამტოვო. -ზვიადი ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე აქამდე მოვსულიყავი,მოვედი და გნახე,დავრწმუნდი რომ კარგად ხარ,ახლა უნდა წავიდე. -მოგძებნი,ხატია მე შენ გიპოვი.ხატიამ საავადმყოფო დატოვა,მანტოს ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ფეხით გაუყვა თითქმის დაცარიელებულ ქუჩას,სიჩუმეს კი მხოლოდ თავისივე ნაბიჯების ხმა არღვევდა,ნიავი კი თმებს უწეწავდა და სიცივე კი ძვლებამდე აღწევდა.არ დანებდა და ღამის სიბნელეში სასაფლაოს მიადგა იქ სადაც მისი საყვარელი სამი ადამიანი განისვენებდა,მუხლებზე დაეცა და მთელი დღის ნაგროვები დარდით იქ დაიცალა,დაიღალა ტირილისგან და ბოლოს თქვა. -ადრე თუ გვიან სიმართლე გაიმარჯვებს დედა და სიცოცხლის ბოლომდე იქ იქნება სადაც ახლაც უნდა იყოს.იმდენად ძლიერ ველოდები ამ დღის დადგომას და ამ წუთებს,რომ შემეძლოს დროის დაჩქარება,გავაკეთებდი და დროს წინ წამოვწევდი,მაგრამ ლაერტის უნდა დავუჯერო და ნელა-ნელა მივუდგე საქმეს,წყნარად-მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევი წინ.მიყვარხართ და თქვენ ხართ ჩემი ცხოვრების უდიდესი ტკივილი,ტკივილი რომელიც ჯერ არ გამნელებია და არც არასოდეს განელდება.გულიც კი საყინულეში მყოფი ყინულების მსგავსად არის გაყინული და გაქვავებული,იმედია ოდესმე იპოვის სითბოს. -ნიკა დღეს მორიგე ხარ? -არა,მაგრამ შემოვლაზე ვარ მალიბუ და დამაგვიანდება. -კარგი,მე დავწვები.ძალიან გვიან იყო ფრთხილად რომ გააღო სახლის კარი და ფრთხილად გაიხადა პიჟაკი,შუქი არ აუნთია ისე ჩაჯდა სავარძელში და თავი სავარძელს მიადო,უნდოდა სიმშვიდე შეეგრძნო მთელი დღის დაღლილს,მაგრამ შუქი აინთო და მის წინ ალექსანდრე იდგა. -დაღლილი ხარ,შემოვლა გქონდა? -შემოვლა მქონდა და ვაღიარებ,რომ დაღლილი ვარ. -ალექსანდრე ნიკა მოვიდა?მოესმა ნიკას იზაბელას ხმა და გაეღიმა,რა ტკბილია ოჯახური სითბო რომ დაგხვდება. -მოვიდა,მოვიდა მაგრამ..................... -რა მაგრამ,რა დაემართა ავად არის? იზაბელაც დაადგა თავზე ნიკას და შუბლზე მიადო მისი ტუჩები. -ცხელი არ ხარ,მაგრამ ძალიან დაღლილი ხარ შვილო. -მართლა დაღლილი ვარ,მაგრამ მგელივით მშია. -ადე დაიბანე ხელები და მე მაგიდას გაგიშლი,შენი საყვარელი ჩახოხბილი მაქვს გაკეთებული.იზაბელამ სამზარეულოში გავიდა მაგიდა გააწყო და ნიკას დაუძახა,ისიც წამოდგა ხელები დაიბანა და მაგიდასთან დაჯდა,უხმოდ მიირთვა მისი საყვარელი და უგემრიელესი კერძი და ბოლოს წყალიც რომ დალია,ალექსანდრემ უთხრა. -რა ხდება,შვილო ამ ბოლო დროს ძალიან იღლები და არ მომწონს ეს. -სამსახური არაფერ შუაშია,ამ ბოლო დროს რაღაც მახრჩობს ყელში,მხუთავს და ასე მგონია დიდ და უზარმაზარ ტყუილში ვცხოვრობ.არ ვიცი რატომ,მაგრამ როდემდე გინდა ჩუმად რომ იყო,იცი რომ შენი სიჩუმით მეც ხელ-ფეხი მაქვს შეკრული? -მე რასაც ვაკეთებ კანონით ვაკეთებ შვილო,მაგრამ არის კიდევ რაღაც-რაღაცეები რომლებიც ჯერ არ იცი,მაგრამ ეს უკვე ჩემი საქმეა,მხოლოდ ჩემი და მე მოვაგვარებ.უსამართლობა ყოველთვის იყო,შენ ვერ მოსპობ მექრთმეებს და თავიანთი ჯიბეების გასქელებით დაავადებულ სახელმწიფო მოხელეებს,მხოლოდ გთხოვ ფრთხილად იყავი,შენს საქმეს სიფრთხილე სჭირდება და კარგად იცი,რომ ვერ ითამაშებ შენი სიცოცხლით. -როცა ემსახურები ხალხს და მათი სიცოცხლე გაბარია,უნდა დაიცვა ისინი მათ წინ უნდა იდგეს პოლიციელი ყოველთვის და ყველგან. -მაგრამ შენი სიცოცხლე მე მაბარია და შენ ვალდებული ხარ,მას გაუფრთხილდე. -ნუ ნერვიულობ,მე კარგად ვიქნები. -წადი დაისვენე,თვალები ჩაწითლებული გაქვს უძილობით და დაღლილობით.ნიკამ წყალი გადაივლო და დაწვა თუ არა გაითიშა,დილით არავინმა არ გააღვიძა და როცა გაიღვიძა უკვე 5 საათი იყო,ისიც მუცლის ღურღულმა შეაწუხა,რადგამ მოშივდა.ადგა,სახლში სიწყნარე იყო,მაგრამ წყნარი მელოდიის ღიღინი მოესმა სამზარეულოდან,მიუახლოვდა და დაინახა მალიბუ ღიღინებდა. -რას მიმზადებს შენი ლამაზი ხელები? მალიბუმ შეხედა და გაოცებულმა შეეკითხა. -ცოცხალი ხარ? -რა მომკლავდა გოგო. -მეგონა ძილში გაიპარე და შიშისგან ვერ მოგიახლოვდი. -რაო,იმედები გაგიცრუვდა ცოცხალს რომ შემხედე? -არა,უფრო გამიკვირდა შეხედე საათს რომელი საათია? -საათი არ ვიცი,მაგრამ ჩემი მუცელი აწრიალდა,მომშივდა. -სულ ცოტაც და მზად იქნება,ერთი წამოდუღება უნდა. -აუუუუ,ადრე ვერ დაიწყე კეთება? -მე სამსახური მოვიარე,მოვედი და კერძიც გავაკეთე თითქმის მზად არის რა გაწუწუნებს,სალათას გავაკეთებ და მამა და დედაც მოვა.თვალები დაუბრიალა მალიბუმ ნიკას და ისიც უხმოდ გავიდა,ტელევოზორი ჩართო და ახალ ამბებს უსმენდა,უეცრად მალიბუს შეკივლება რომ გაიგონა. -რა მოხდა,მოვიდე გჭირდები? -არა,აქ ნერვებს მომიშლი.სალათის დაჭრის დროს თით გაიჭრა,მაგრამ გადაიხვია სალფეტკით და მაგიდა ცალი ხელით გააწყო,ალექსანდრე და იზაბელაც მოვიდნენ. -რა გაკეთე,რა კარგი სუნია.ქვაბს თავი ღიმილით ახადა და კმაყოფილმა შეხედა ალექსანდრეს. -სად იყავით,მოგვშივდა თქვენს ლოდინში.თქვა ნიკამ და პირველი მიუჯდა მაგიდას,სანამ არ დანაყრდა კარგად თავი არ აუწევია და არც სიტყვა არ უთქვამს,ბოლოს კი მალიბუს გადახვეულ თითს შეხედა. -რა დაგემართა თითზე მალი გაიჭერი? -მოგეწონა ჩემი გაკეთებული კერძი? -კი,ის იყო რაც ძალიან მჭირდებოდა.ყოჩაღ,მეგონა ჯერ კიდევ პატარა იყავი,მაგრამ თვალსა და ხელს შუა ისე გაზრდილხარ ვერც კი შევამჩნიეთ.სიმართლე გითხრა,შენი გათხოვების აღარ შეგვეშინდება,რომ მეორე დღეს მოგვადგები კარზე. -გველო,იცი რატომ არის გემრიელი ეს კერძი და რამ მიცა ასეთი განსხვავებული გემო? -გისმენ მოვისმინო შენი საიდუმლო,რა უქენი განსხვავებული,ასე რომ დააგემრიელე. -თითი გავიჭერი და ჩემი სისხლი შევურიე.ნიკამ ჯერ მალიბუს შეხედა და შემდეგ ალექსანდრეს. -გესმის რა თქვა? უთხრა ალექსანდრეს რომელიც ღიმილით უცქერდა ორივეს. -და შენც დაიჯერე,ასეთი მიამიტი როგორ ხარ ნიკოლოზ. -მალი ვიმახსოვრებ დღევანდელ დღეს და მიფრთხილდი. -როგორ შემეშინე? გაეცინა მალიბუს და მაგიდის ალეგება დაიწყო. -დღეს რატომ მოდი ასე ადრე სამსახურიდან. -დღეს შაბათია,აგერია დღეები მაგრამ მე მაინც ვიყავი წასული და ადრე მოვედი. -დამავიწყდა დღეს შაბათი რომ არის,მართლა ძალიან გადავიღალე. -არ გინდა რამდენიმე დღე აიღო და სადმე წახვიდე დაისვენო და განიტვირთო? შეეკითხა ალექსანდრემ ნიკას. -არა,არ შეიძლება ძალიან დაძაბული მდგომარეობაა და თავად გამიჭირდება შევკადრო კომისარს დასვენებისთვის რამდენიმე დღე მომცეს. -ვიცი,ზაზა ვნახე და მითხრა,ძალიან დაიძაბა და გართულდა ყველაფერიო.განყოფილებაშიც შემცირებებს ელოდებიან და არ იცის ვინ მოხვდება შემცირებაში,თავადაც ვერ იყო კარგად. -ოხ,ოხ,ოხ რა სუნია,ჩქარა დამისხი უნდა ვჭამო თორემ ჩემში მყოფი ეს პატარა ემბრიონიც კი აწრიალდა ამ სურნელისგან. -ლანა? როგორ ხარ ქალბატონო სიძე ცოცხალია თუ მიაყუჩე სახლში და შენ აქეთ გამოიქეცი ალიბისთვის.ნიკა ლანას უცქერდა და თან ეღიმებოდა,მის უკან მდგარნა ლაშამ კი ნიკას შეუღრინა. -აქ ვარ,იქით ეშინია არ მივაყუჩო. -სიძე?ჯერ არ ბრძანდება სიძე.მალიბუმ დიდი თეფშით დაუდგა ლანას წვნიანი და თავადაც მის გვერდით დაჯდა. -შენ მართალი ხარ,ქორწილის შემდეგ იქნები ძმაო კანონიერი სიძე,ახლა არ ვიცი ვინ ხარ და არც ის ვიცი აქ რას აკეთებ. -ნიკა დაწყნარდი,ნუ აურევ ისედაც არეულ ტვინს. -მალიბუ ეს რა არის,მეორე თეფში სად არის? -ლაშაც მოვა და დაუსხამ,შენ დაწყნარდი და მშვიდად მიირთვი. -ის თავად მიხედავს თავის თავს,შენ მე დამისხი მეორე თეფშზე წვნიანი. -დაუსხი მალიბუ რასაც მიირთმევს ორ-ორ პორციას იღებს,ღმერთო გაძლება მომეცი ეს 9 თვე. -9 თვე არა, კიდევ 7 თვე და მე წსორად ვიქცევი,მე თუ ვჭამ ჩემმა შვილმაც ხომ უნდა ჭამოს,იზაბელა დეიდა ვაშავებ რამეს? -არა შვილო,დაშავებით არაფერს არ აშავებ,მაგრამ ასეთი პანიკაც არ არის საჭირო.ვიცი თანდათან დამძიდები,მაგრამ თავისუფლად უნდა იყო და არ უნდა დაიძაბო. -მშვიდად ვარ,მაგრამ ეს მუტანტი რატომ მიყურებს ასე და მიცინის.ნიკასკენ გაიშვირა თითი ლანამ და ნიკამ გულიანად გაიცინა,იზაბელამ კი ღიმილით გადაისვა თავზე ხელი ლანას და ნიკას თვალები დაუბრიალა.ყველა მხიარულრბდა,მხოლოდ მალიბუს სახეზე იყო ყალბი ღიმილი და ეს მხოლოდ ნიკამ შეამჩნია.მალიბუ ადგა თავის ოთახში გავიდა და იქ ტელეფონი შეამოწმა,მაგრამ არანაირი ზარი და შეტყობინება არ ყოფილა მოსული.ნიკამ უკან გაყვა და ოთახში შევიდა,მკაცრად შეხედა მალიბუს და უთხრა. -დაჯექი. -რატომ გაქვს ასეთი მკაცრი სახე,რა მოხა. -დაჯექი,უნდა მიხვდე რატომ ვარ ასეთი მკაცრი ახლა და ყველაფერი უნდა მითხრა,რატომ ხარ თავად უხასიათოდ -მე კარგად ვარ,წადი სირცხვილია ლაშასი. -შეეშვი ლაშას და შენ გხედავ როგორ კარგად ხარ,თორნიკემ დაგირეკა? -არა,უკვე ორი კვირაა რაც არ შემხმიანებია,თუმცა ის არაა დამნაშავე,მე თავად ვთხოვე წასულიყო და წავიდა კიდეც. -არ წასულა იმიტომ რომ შენ თხოვე,სამსახურმა მოითხოვა მისი წასვლა.მალიბუმ შეხედა ნიკას და ენის ბორძიკით უთხრა. -შენ,შენ ეს საიდან იცი. -წასვლის წინ მნახა და ვილაპარაკეთ,ლონდონშია აუცილებელ სემინარს უნდა დაესწროს.შენ რა იგრძენი ეს ორი კვირა რომ ვერ ნახე,მოგენატრა? -ისე ვარ თითქოს სადღაც ღრმა წყალში ვარ და ნაპირისკენ მივცურავ,მაგრამ ჩემს გარშემო დიდი გემი დაცურავს იალქნების,ღუზის და საჭის გარეშე რომელიც მხოლოდ ქარის მიმართულებას მიყვება.ნელა-ნელა ისიც დაიკარგა თვალთა ხედვიდან და გზაც დამეკარგა მასთან მისასვლელი. საკუთარ თავთან ვბრძოლობ,მაგრამ ამ ბრძოლაშიც წავაგე. -შეგიძლია მიპასუხო რა ჰქვია ამ ყველაფერს,ტკივილი? სიყვარული? თუ როგორ შეგიძლია ამიხსნა შენი სიტყვები,რომლის აზრს მე ვერ ჩავწვდი.მალიბუს წამწამზე ცრემლი დაეკიდა,ნიკამ მიუახლოვდა,ცრემლი მოწმინდა და თვალებზე ეამბორა,სწორედ ეს ცრემლი იყო იმის დასტური რომელიც მალიბუს სულიდან მოდიოდა და უსასრულობაში ჩაძირვამ უფრო გაამყარა ის გრძნობა მასში,რომელსაც არ აღიარებდა. -შენ ის ისე შეგიყვარდა თავადაც ვერ გააცნობიერე როდის მოხდა ეს აფეთქება შენში და დროა ეს თავადაც აღიარო. -არა,არ მიყვარს. -გიყვარს,დარწმუნებული ვარ რადგან გხედავ მის ხსენებაზე როგორ ცახცახებ ფოთოლივით,დავიჯერო ასე გეშინია აღიარების? არ უნდა შეგრცხვეს ამ გრძნობის გამხელის,რადგან ის შენს სულში ჩასახლებული ცისარტყელაა. ის შენი ადამიანია,შენეულია და შენი სულის ნაწილია,გააბედნიერებ თუ პირადად ეტყვი როგორ ძალიან გიყვარს. -როგორ ძალან მინდა გითხრა ის რაც გულში მაქვს,მაგრამ არც ის ვიცი ამ ყველაფერს როგორ ვებრძოლო ისე,რომ შესამჩნევი არ გახდეს.არ მეგონა მალულად და ჩუმად გულში ჩადებულ ფიქრებს ამხელა ძალა თუ ჰქონდა. -ფიქრობ,მაგრამ არ აღიარებ,თვალებით კი მას დაეძებ,ამ ყველაფერს რას დაარქმევ მალი.მომისმინე,შენ კარგად იცი რომ ჩემთვის ყველაფერი ხარ.ისიც იცი,რომ შენს თვალზე ცრემლს ვერ ავიტან,უბრალოდ დრო................................ -არ დაასრულო,არ თქვა რადგან ძალიან მეშინია დროის რომელიც ასე ძლიან მალე გადის. -მართალია დრო ძალიან სწრაფად გადის,ისიც მალე დაბრუნდება და უნდა შეძლო რომ უთხრა,რას გრძნობ.შენ მეოცნებე ხარ და ბევრს ოცნებობ,მაგრამ ახლა ოცნება გვერძე გადადე და რეალისატი იყავი,ასევე გულახდილი იყავი თუნდაც საკუთარ თავთან.მალი ნუ ჩაიწვები და ნუ დაიფერფლები ისე,რომ გრძნობები მხოლოდ შენში იქცეს ფერფლად.ახლა დაგტოვებ,მეც უნდა დავისვენო რადგან ამ დღეებმა ძალიან გადამღალა,შენ კი იფიქრე,გთხოვ კარგად იფიქრე და გადაწყვეტილებაც მიიღე. -კარგი,დაისვენე მე ლანასთან გავალ.უთხრა მალიბუმ და ნიკას მაგრად ჩაეხუტა.ლანა და ლაშაც მალე წავიდნენ და მალიბუმ კი თითქოს სიმშვიდე იგრძნო ნიკასთან საუბრით და მშვიდად იძინა,დილით კი ნიკას სიურპრიზი მოუწყო რომელიც თვალებგაფართოვებული უცქერდა მალიბუს. -გამოფხიზლდი 11 საათია. -ეს რაა,რით დავიმსახურე ასეთი ყურადღება? -სჯობს შეიფერო ჩემი სიურპრიზი და მიირთვა საწოლში საუზმე,მეორედ ეს არ მოხდება.ნიკას გაეღიმა და უთხრა. -მოხდება,შენ მას დაელაპარაკები. -რატომ ხარ დარწმუნებული რომ დაველაპარაკები? -იმიტომ რომ ვხედავ წუხანდელმა ჩვენმა საუბარმა მგონი გონება გაგინათა და უკვე მიღებული გაქვს გადაწყვეტილება. -სიმართლე გითხრა,ჯერ არა ისევ ვფიქრობ. -ფიქრობ თუ მერყეობ,რადგან ჯერ არ არის მყარი ეს გრძნობა და მალე გადაგივლის? -ნიკოლოზ მეშინია,ძალიან მეშინია. -რისი გეშინია ან რატომ. -თორნიე კარგი ადამიანია,მაგრამ ის რუხვაძეებთან მუშაობს და როგორც მათ,არც მას ვენდობი. -მალი თორნიეს ნუ გარევ რუხვაძეების მიერ აღძრულ სიძულვილში,ის არ არის ამ საქმის გაგებაში,ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით,შენ და ჩვენმა ოჯახმა,მაგრამ პირობას გაძლევ მე ამოვხსნი ამ დამალულ საიდუმლოს. -ძალიან ბურუსითაა მოცული ეს ყველაფერი. -შეგიძლია საიდუმლო შემინახო? -მითხარი,ხომ იცი რომ შემიძლია საიდუმლოს შენახვა. -ეჭვი მაქვს,რომ ალექსანდრე არ გვიმხელს რაღაც მნიშვნელოვანს. -ფიქრობ ყველაფერი არ აქვს ნათქვამი და მნიშვნელოვანს გვიმალავს? -არა,რაღაცას გვიმალავს და სწორედ ამას ვიძიებთ ჩუმად,დამალულად -მარტო შენ შეეჭიდე ამ საქმეს? -არა,ლაერტი ქობალია მუშაობს ამ საქმეზე კომისარის ბრძანებით,მაგრამ მე ჩემი საიდუმლო გზებიც მაქვს. -ენდობი ძალიან შენ გზაზე სიარულს? -ვფრთხილობ,მაგრამ მაინც ვენდობი.იცი რა გამახსენდა? ის ღამე გამახსენდა ალექსანდრემ რომ მოგიყვანა სახლში წითელი კაბა გეცვა,სწორედ იმ დღეს შეგისრულდა 4 წელი მალიბუ. -გახსოვს ის ღამე? -მახსოვს,შენ ტიროდი და დედა გულში გიხუტებდა,გამშვიდებდა.ალექასანდრემ უთხრა იზაბელას რომ სახელი უნდა შეეცვალათ შენთვის და შემდეგ სადმე მშვიდ ადგილზე უნდა დაემალეთ.მახსოვს დედა თხოვდა პოლიციისთვის დაერეკა,მაგრამ მამამ უარი უთხრა,რომ ისინი ყველას ამოგვწყვიტავდნენ. -სად უნდა დავმალოთ,ალექსანდრე ბავშვს ყველგან იპოვნიან. -რობერტისთან,რობერტისთან იყოს სახლში რამდენიმე დღე. -ენდობი რობერტის? -ვენდობი,მან დამირეკა და მითხრა,რომ რუხვაძეები დავითისთან მიდიოდნენ.იმ ღამეს წაგიყვანა,შემდეგ რამოდენიმე წელი არ მინახიხარ,მოგიყვანა რამდენჯერმე და უკვე მალიბუ გქვიოდა. -მალიბუ უცხო სახელია და საინტერესოა ვინ მოიფიქრა. -მართლაც უცხო სახელია,არ ვიცი საიდან მოვიფიქრე მაგრამ მე დაგარქვი მალიბუ.ყველა ისტორია ერთნაირად არ მთავრდება,ზოგი თავს წირავს სიმართლის დასამტკიცებლად და ერთ-ერთი მათგანი მე ვარ.ეს უბრალო თამაში არ არის,ეს არის ცხოვრების მწარე გაკვეთილი რომელიც სიცოცხლიდ ბოლომდე გაგრძელდება და თუ ვერ გაიგებ სიმართლეს,მუდამ მის ძიებაში ხარ.ამიტომ ავირჩიე ჩემი სამუშაო რომ ყოველი წუთი,ყოველი წამი შევწირო ამ საქმეს. -ვიცი რომ შენს ჩანაფიქრს ბოლომდე მიიყვან,მხოლოდ ძალიან გთხოვ ფრთხილად იყავი. -ამ საქმეს სიფრთხილე ისედაც ჭირდება,შენ არ იდარდო მე კარგად ვიქნები და ადრე თუ გვიან სიმართლეს დავადგენთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.