შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.თავი 3


22-02-2019, 10:31
ავტორი zia-maria
ნანახია 2 896

-თაღლითობა,მკვლელობა,სხეულის დაზიანება-დასახიჩრება,ბოლო წლებია დამნაშავეებს ამ ბრალდებით ვიჭერთ,მაგრამ ვერ გავიგე ახლა ვინ დავაკავოთ და არ ვიცი რა ბრალდებით.დანაშაულს როცა სჩადის დამნაშავე,შეიძლება ვთქვა რომ ის სოციალურად და ეკონომიურად გასაჭირშია,იძულებულია ჩაიდინოს დანაშაული,მაგრამ გვაქვს ორი გვამი,ორი მოკლული და არც ერთი დანაშაული არ არის ძარცვის სახით ჩადენილი.ისინი დაგეგმილად განგებ მოკლეს,მარამ რატომ ესაა გასარკვევი ნიკოლოზ.გამოძიება ჩიხში შევიდა და პოლიცია ვერ მივიდა დასკვნით წერტილამდე,სხვები კი სიკვდილის მოლოდინში კანკალებდნენ.
-გოგოტა სად ხარ,უნდა გნახო.
-რა მოხდა,კობა კარგად ხარ?
-შემხვდი,უნდა დაგელაპარაკო.გოგიტას არ მოეწონა მეგობრის აკანკალებული ხმა და მასთან შესახვედრად წავიდა,ისინი ერთ ძველ-ნახევრად დანგრეული შემობაში შეხვდნენ ერთმანეთს.
-რა მოხდა,რა გჭირს.
-მეშინია გოგიტა.
-რისი და რატომ.
-რატომ? ორი მკვლელობა მოხდა,ორივე ჩვენი საერთო მეგობარია არ ფიქრობ,რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ძველ საქმეს? ორივეს მკვლელმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს და ორივე ასე მოიშორეს.გოგიტა არ მასვენებს ფიქრები,ვფიქრობ რომ ზვიადიმ მოიშორა გიორგი და ზაალი.
-არა,თავადაც გაოგნებული და შეშინებულია აზრზე არ არის ვინ არის მკვლელი.ნუ ჩავარდები პანიკაში მეგობარო,მშვიდად უნდა ვიყოთ.
-გოგიტა სიკვდილი გვიახლოვდება ყოველ დღე,როგორ უნდა ვიყო მშვიდად.ორი მკვლელობა მოხდა და მოკლეს სწორედ ისინი,ვინც ჩვენთან ერთად იყო იმ ღამით.
-მოხდა უბედურება,მაგრამ გაირკვევა ვინ ჩაიდინა,ვიცი რომ ზვიადი აქ უდანაშაულოა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,რადგანაც თავადაც ეშინია უკვე.წადი,მშვიდად იყავი ტელეფონზე დაგირეკავ.დაამშვიდა გოგიტამ მეგობარი და თავადაც არეული დაბრუნდა მაღაზიაში.
-ნიკოლოზ წინ ვერ წავიწიეთ,ერთი ნაბიჯიც კი ვერ გადავდგით?
-ვერა კომისარო,მაგრამ ვფიქრობ მკვლელი ქალი არის.
-ქალი?
-ნუ გიკვირს,ჩემი მოსაზრება ასეთია.
-რატომ ფიქრობ ასე,რამ მიგიყვანა ამ დასკვნამდე.
-კომისარო,ქალი რომელიც სუსტ,ნაზ არსებად აღიქმნება,შეიძლება გარემომ და მისმა ტკივილიანმა წარსულმა სასტიკ და დაუნდობელ დამნაშავედ აქციოს.
-კომისარო ზარია,ვარკეთილში მკვლელობაა.კომისარმა და ნიკამ ერთმანეთს შეხედეს და ორივე ერთად წამოდგა ფეხზე.
-ნიკოლოზ სადაცაა გავგიჟდები,ჯერ ეს ორი მკვლელობა არ გამოძიებულა და ახლა მესამე,რა ჯანდაბა ხდება.დანაშაულის ადგილზე მივიდნენ და საოცარი სურათი დახვდათ,მათ წინ დანახშირებული მანქანა იდგა.
-რა ხდება,გაარკვიეთ ვისია მანქანა?
-ექსპერტიზა ჩაუტარდა კომისარო,საბარგულში ადამიანის დანახშირებული გვამი იყო,მალე დადგინდება გარდაცვლილის ვინაობა.
-ნიკუშ რა ხდება გამაგებინეთ ვინმემ,რა ხდება.
-ვიცი და არ ვამბობ? თქვა ნიკამ ჩაფიქრებულად,ზვიადი კი სრულ პანიკაში ჩავარდა და ადგილს ვეღარ პოულობდა.
-დაწყნარდი,დამშვიდდი პანიკაში ყოფნა საქმეს არ მოაგვარებს.
-ვინ,ვინ სჩადის ამ ყველაფერს.ისევ გაურკვევლობაში ჩავარდნენ,გამოუძიებელ საქმეს კიდევ საქმე დაემატა და კიდევ ერთი სქელი საქაღლდე დაიდო ნიკას მაგიდაზე.ისევ გვიან დაბრუნდა და დაღლილს გაუხდელად ჩაეძინა,დილით კი 11 საათზე გაეღვიძა მალიბუ ჯერ კიდევ სახლში იყო.
-არ წასულხარ ჯერ?
-არა ვივარჯიშე,ახლა კი ვისაუზმებ და წავალ.
-ივარჯიშე?
-ხო,რა გაგიკვირდა.ვერ ხედავ რა კუნთები მაქვს? ნიკუშა ყავას სვამდა,რომ უეცრად ხველა აუტყდა და ბოლოს მთელი ხმით ახარხარდა.
-რა გაცინებს იდიოტო.გაუბრაზდა მალიბუ და თვალი შეასწრო ალექსანდრეც როგორ ცდილობდა გაცინებას.
-გაიცინე მამა თორემ მეშინია არ გასკდე.ნიკამ და ალექსანდრემ ერთმანეთს შეხედეს და ორივემ ერთ ხმაში ახარხარდა.
-ვაიმეეეე,მშვენიერია დაცვაში ხომ არ აგიყვანო საყვარელო.
-სად?
-როგორ თუ სად,ჩემი პირადი დაცვა იქნები.
-მშვენიერია,მამა და ძმა ორივე დამცინის.
-არ დაგცინით,უბრალოდ გავხალისდით,მაგრამ შენ მართალი ხარ შენს კუნთებს რომ შევავლე თვალი ცოტა არ იყოს შემეშინდა.
-ნიკოლოზ.
-ჩუმად ვარ.პირზე ხელი მიიდო ნიკამ,მალიბუმ კი გახუხულ პურს თაფლი გადაუსვა ნიკას შეხედა და წარბაწეულმა უთხრა.
-რატომ მომჩერებიხარ,ასეთი საუზმე ჯამრთელობისთვის არის კარგი.ადგა,ჩანთა აიღო სამივეს აკოცა და სახლიდან გავიდა.გავიდა თუ არა ტელეფონზე შეტყობინება მიიღო.
-,,ამ ქვეყნად ის ადამიანი ხარ,ვინც ჩემთვის ყველაფერია''.
-ღმერთო ვინ არის გამოჩნდეს,რომ მეც მშვიდად ვიყო.ჩაილაპარაკა და გზა გააგრძელა,ნიკუშამ კი ტელეფონით დაელაპარაკა კომისარს და მისი გადაწყვეტილების შესახებ უთხრა.
-კომისარო,უნდა დავკითხო თორნიკე ქართველიშვილი.არ ელოდა თანხმობას კომისრისგან და გაოცებული დარჩა როცა თანხმობა მიიღო.
-წადი,დაკითხე და ვნახოთ რას გვეტყვის.ნიკამ კომპანიაში მიაკითხა თორნიკეს რომელიც გაოცებული უცქერდა ნიკას და ვერ მიმხვდარიყო ორგანოს მუშაკს მასთან რა საქმე ჰქონდა.
-ბოდიშს გიხდი გაუფრთხილებლად მოვედი,მაგრამ აუცილებლად უნდა მენახეთ.
-მობრძანდით,აქ დაბრძანდით.
-მადლობა,რამოდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ.
-გისმენთ.
-გაიგებდით ახალი მკვლელობის შესახებ,რომელიც დღეს დილით მოხდა.
-კი გავიგე, თბილიში რომ დავბრუნდი.
-რა ურთიერთობა გქონდათ გარდაცვლილთან.
-არანაირი,სახელიც კი არ ვიცოდი მისი.
-როგორც გავიგე,სამი დღით გასული იყავით ქვეყნიდან.
-მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა თურქეთში, ჩემს პატრნიორებთან.
-ვიცი,მაგრამ მე სხვა რამ მინდა გითხრა თორნიკე რადგან აქ მეგობრულად მოვედი,ეს ბრელოკი გეცნობა?
-კი,ეს ჩემია,ჩემი ბრელოკია.ვეძებდი,სად იპოვეთ ან თქვენს ხელში როგორ მოხვდა ჩემი ბრელოკი.
-სად დაკარგე გახსოვს?
-არ დამიკარგავს,მანქანაში მაქვს.
-შეიძლება გავიდეთ და ვნახოთ?
-კი,ახლავეს.თორნიკე წამოდგა და ნიკასთან ერთად გავიდა კომპანიიდან,მანქანა კომპანიის სადგომზე ეყენა,მაგრამ ბრელოკი ვერ ნახა რომელიც სულ ერთ ადგილზე ჰქონდა დაკიდებული და ამჯერად კი ნიკუშას ხელში იყო.
-არ არის,აქ მქონდა ვერ ვპოულობ.
-რა თქმა უნდა,არ არის.თორნიკე ეს ბრელოკი მნიშვნელოვანი სამხილია,ვფიქრობ განყოფილებაში დაგიბარებენ და ჩვენება უნდა მისცე,ამ ბრელოკით ეჭვმიტანილი ხარ მკვლელობაში.
-რაააააააააააა? მე არ მეშინია,ნიკოლოზ არანაირი კავშირი არ მაქვს მკვლელობასთან.
-მე ვალდებული ვარ კითხვა დაგისვა,ვიღაცამ შენი ბრელოკით ისარგებლა და ფრთხილად იყავი გვერდით ჯერ კიდევ უხილავი მტერი გყავს,ის სულ ახლოს არის შენთან.
-მაგრამ ვინ,ვინ არის.
-ეს არ ვიცით და უნდა დავადგინოთ.გაბრაზებული დაბრუნდა თავის კაბინეტში და იქ გაგა დახვდა თავის ადვოკატთან ერთად.
-რა მოხდა,რა სახე გაქვს,რა უნდოდა ახვლედიანს შენთან.თორნიკემ ყველაფერი უამბო მათ და ისინიც გაოცებული უსმენდნენ.
-ზეწოლა ხომ არ მოახდინა შენზე.
-არა,მეგობრულად ვისაუბრეთ და გამაფრთხილა.
-დაეთანხმე,რომ ის ბრელოკი ნამდვილად შენია?
-ჩემია,რატომ ვუარყო და დავაბნიო პოლიცია ასე ხომ მათ მრუდ გზაზე დავაყენებ,ასეც რომ არ იყოს ბრელოკს აწერია ჩემი სახელი და გვარის ინიციალები,ის დედამ მაჩუქა და სულ თან დავატარებდი.
-მის ხელში როგორ მოხვდა შენი ბრელოკი.
-არ ვიცი,ვიცი მხოლოდ ის რომ ვიღაცამ ჩემი ბრელოკი გამოიყენა,რომ მე დამადანაშაულონ მკვლელობაში, რომელიც არ ჩამიდენია და გავიგე თურქეთში ყოფნის დროს რაც მოხდა აქ.
-ვერავინ ვერ დაგადანაშაულებს,შენ ალიფი გაქვს რომ ქვეყნიდან იყავი გასული.
-ახვლედიანი ძლიერია თავის საქმეში,ყველაფერი გაანგარიშებული აქვს.
-არაფერი უთქვამს ცუდად,მოვიდა და მეგობრულად მითხრა,მაგრამ მე ჭვმიტანილი ვარ მკვლელობაში ეს გესმის ჩემთვის და ჩვენი კომპანიისათვის რას ნიშნავს?
-ყველაფერს გავაკეთებ,რომ ეს ყველაფერი არ გახმაურდეს.
-სად გვძინავს,ჩვენს გარშემო რა ხდება ხვდებით? ვიღაცას უნდა,რომ აგვწიოს ჰაერში და გაგვანადგურს,მაგრამ ვის.
-მე ვერ ვფიქრობ ვერავისზე,ჩემი ტვინი გათიშულია.თქვა თორნიკემ.
-გაგა შენ გაქვს ვინმეზე ეჭვი?
-არა,თითქოს ჩემი ტვინის უჯრედები გაიყინა და ვერაფერზე ვერ ფიქრობს.
-ვის უნდა გაუკეთოს ცუდი თორნიკეს.
-დარწმუნებული ვარ თორნიკე შორს არის ასეთ საქმეებთან.
-ის შენს კომპანიას ხელმძღვანელობს,გაგა ვფიქრობ დროა თორნიკეს დაელაპარაკო,ზვიადის ბინძური საქმეები შენც ჩაგძირავს და თორნიკესაც.
-თორნიკე რატომ უნდა ჩაძიროს,ის ხომ წარსულთან არანაირ კავშირში არ არის,თქვი თუ რამე იცი ნოდარ.
-იმათგან ერთ-ერთი ვერ იტანს თორნიკეს.
-რატომ,რა დაუშავა.
-ის მისი სკამია,თორნიკე ვის ადგილზე ზის ჩემზე უკეთ შენ იცი.
-ზვიადი,ზვიადი ვერ იტანს თორნიკეს.
-შენ ჩემზე კარგად იცნობ შენს ძმა,ის უშეცდომოც ერთი დღეც ვერ გაჩერდება,ყოველთვის შეცდომებს უშვებს და შენ მიყვები მას უკან და ამ შეცდომებს შლი.არ შემეკამათო,გაგა შენც იცი რომ სიმართლეს ვამბობ.მაშინაც უნდა შეეშინებია დავითი მან კი რა გააკეთა,მოკლა და ის ქალი რომელიც თქვენთან ერთად გაიზარდა გააუპატიურა.
-რა ქნა? გააუპატიურა? ეს მე რატომ არ ვიცოდი ნოდარ.გაოცებული უცქერდა გაგა ნოდარს და ორივე ხელები მაგრად მომუშტა.
-არ გითხარი მაშინ,დავმალე იმ ანალიზის პასუხი და უდანაშაულო ქალი დამნაშავე გამოვიყვანე.ზვიადისთან ერთად მეც დამნაშავე ვარ,ვნანობ რომ ეს გავაკეთე,ძალიან ვნანობ რადგან ზვიადი ისევ აგრძელებს ასეთ ბინძურ საქმეებს.მას სანამ შენ ჰყავხარ დამცველი,არ გადაეჩვევა ცუდი საქმეების კეთებას
-უნდა გეთქვა,ეს ჩემთვის უნდა გეთქვა ნოდარ და არ უნდა დაგემალა.
-ამასაც დამალავდი,ერთ დღეს დაგღლის წარსულზე ფიქრი და თავად ალაპარაკდები.თქვენ მართალია ერთი დედა და მამა არ გყოლიათ,მაგრამ ინდირას დედამ დედობა გაგიწიათ და მის სახლში მიგიყვანათ,დღესაც მის სახლში ცხოვრობ გაგა და ეს ყველაფერი შენმა ძმამ არ გაითვალისწინა.
-ეს არ ვიცოდი,ეს ჩემთვის არ უნდა დაგემალა ნოდარ.
-რას იზამდი.
-რას ვიზამდი? არ გავწირავდი უდანაშაულოს და დამნაშავე დაისჯებოდა.გგონია კარგად ვარ მთელი ეს წლები? 22 წელია სიმშვიდე ვერ მიპოვია,მაგრამ ამჯერად ზვიადი უდანაშაულოა.
-თუ ზვიადი არ არის,აბა ვის უნდა სხვას თორნიკეს განადგურება.
-ვინც არის,უნდა რომ მარტო თორნიკე არა ყველა გაგვანადგიროს.
-ვფიქრობ,უნდა მიიღო გადაწყვეტილება.
-22 წელია ჩუმად ვარ,22 წელია ტკივილი ხრავს ჩემს გულს და სულს,ამ რუტინით ვცხოვრობ და არავის უკითხავს რატომ ვარ ჩაკეტილი.მიჭირს,ნოდარ ძალიან მიჭირს.ვერ გადმოვცემ ჩემს ტკივილს,ვერ წავშალე მისი მხიარული თვალები ჩემი მეხსიერებიდან,ეს ყველაფერი კი მაწვალებს და მაწამებს,მიშხამავს მთელ ორგანიზმს ნოდარ.
-ვიცი გაგა შენ არ გგავს შენი ძმა,ის სულ სხვაა და სხვა სული აქვს.
-ბინძური სული აქვს მის ბინძურ ფიქრებთან ერთად.დამშვიდებული ადგა დილით,მზემ დაასწრო ამოსვლა,მაგრამ თუმცა ჯერ ისევ ღამის სიგრილე ტრიალებს.ივარჯიშა,სულ მარტოა გარეთ მეეზოვეც კი არ დაუნახავს,დაისვენა და ნანატრი სიჩუმით დატკბა,რომელსაც ჩიტების ხმაური არღვევდა.წამოდგა და სახლისკემ წავიდა,უკვე ყველა ამდგარიყო,მალიბუ ფეხებაკეცილი დამჯდარიყო მოხერხებულად და ნება-ნება მიირთმევდა ყავას.
-მობრძანდი ტარზან? ნიკას გაეცინა და მალიბუს თმები აუჩეჩა.
-შვილო ყავას არ დალევ? შეეკითხა იზაბელამ ნიკას.
-არა დე არ მინდა,უფრო სწორად ვერ დავლევ დღეს ანალიზები უნდა ავიღო.
-რატომ,რა გჭირს ავად ხარ? შეშფოთებულმა შეხედა ნიკას.
-არა,სამედიცინო შემოწმება გვაქვს დღეს და სისხლი უნდა ავიღო,გულზე გადავიღო და შემდეგ შევჭამ რამეს.მალიბუ წამოდგა ფეხზე და ნიკას რომ გასცა შორიდან დაუძახა.
-შანსი გაქვს ტვინზედაც გადაიღე,იქნებ შესაძლებელია ჯერ კიდევ ჩაიტარო მკურნალობა და გამოჯამრთელების შანსი გაქვს.
-მალიბუ ენას ამოგაძრობ და დაგადუმებ.
-ვერ იზამ მაგას,შენ როგორც მე ისე ჩემს ენასაც ვერ შეელევი.გაეცინა,ჩაიცვა და წავიდა.მეგიბრები უკვე ელოდნენ ნიკას და ერთად მივიდნენ კლინიკაში,პრაქტიკანტი ახალგაზრდა გოგონა იყო,ჯერ სისხლის საერთო ანალიზი აიღო შემდეგ კი გულზე გადაიღო.გოგონა დიდხანს აკვირდებოდა ნიკას რედგენის ფოტოს და სევდიანი ხმით თქვა.
-ვწუხვარ,ძალიან მიმძიმს გითხრათ მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ.ნიკას ფერი დაეკარგა,გოგონას შეხედა და ძლივს წარმოთქმული სიტყვებით უთხრა.
-შეგიძლია დამშვოდდე და ისე მითხრა რა მჭირს,მინდა სიმართლე ვიცოდე.
-თქვენ გულთან ახლოს ჩრდილი გაქვთ,ვფიქრობ ოპერაციაა საჭირო.
-რამდენად რთულია მდგომარეობა.
-ჯერ არ ვიცით,ეს უნდა გამოვიკვლიოთ.
-კარგი,ეს ჩემი ნომერია და დაველოდები თქვენს ზარს.ვეღარ შეძლო განყოფილებაში წასვლა,შეწუხდა კომისარი ნიკას მდგომარეობა რომ გაიგო და უხმოდ დაეთანხმა,წავიდა თუ არა ნიკა ზაზას ცრემლი მოერია და თავის მანქანაში უხმოდ ჩაჯდა,ნიკამ კი სახლში მივიდა და ყველას მოეფერა.
-რა გჭირს ტარზან,ჩემი სიტყვები ხომ არ გამართლდა,ტვინზე გადაიღე და მკურნალობას არ ექვემდებარები?
-ტვინზე უნიკალური შედეგი მაქვს,გულზე კი არა.
-რაააა? შეიცხადა იზაბელამ ყავის ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და ფერი წაუვიდა.
-დამშვიდდი,ჯერ ზუსტი პასუხი არ უთქვამს ექიმს,ჯერ ვარაუდია და გამოკვლევა უნდა ჩავიტარო.მალიბუ გაშეშდა და ცრემლმორეულმა მოეხვია ნიკას.
-მაპატუე,გთხოვ მაპატიე მე რაც გითხარი გულით არ მითქვამს.
-ვიცი საყვარელო,აქ ვარ შენთან ერთად,ვიბრძოლებ სისხლის ბოლო წვეთამდე და აქ ვიქნები შენთან ერთად,ნუ იფიქრებ რომ დიდი ხნით დაგტოვებ,მე არსად არ ვაპირებ წასვლას.ნიკამ მალიბუსთან ერთად დადგა ფანჯარასთან,გარეთ გაიხედა და შეხედა თუ როგორ თავისუფლად დახტოდა ტოტიდან-ტოტზე ბეღურები,ზოგიერთი მათგანი რამდენიმე წრეს არტყამდა ჰაერში და ისევ მის ადგილს უბრუნდებოდა ფრთების ფართხუნით.
-როგორ მინდა ყველა ასე ლაღად შლიდეს ხელებს და თავისუფალი იყოს,ყველას ამ ჩიტებივით უხაროდეს სიცოცხლე.სახლში მისულმა უფრო დაკვირვებულად გაანალიზა იმ დღის მომხდარი და მის წინ გაირბინა მისმა განვლილმა 30-მა წელმა,წავიდა უხმოდ და თავის ოთახში ჩაიკეტა.
-ნიკუშ შემოვიდე?
-შემოდი,როდის მერე მეკითხები შემოსვლა შეიძლება თუ არა.
-მეგონა უკვე გეძინა.
-რამ შეგაწუხა,გისმენ.
-იცი როგორი ერთფეროვანი სამსახური მაქვს,გეფიცები აღარ გაგაბრაზებ,აღარც ჩასაცმელზე ვიწუწუნებ.
-ნუ მექცევი ისე თითქოს უკვე გადადებული მომაკვდავი ვარ და რამდენიმე საათში ჩემი სუნთქვა შეწყდება.გაბრაზებულმა მაისური გადაიძრო და მალიბუმ თვალები დაჭყიტა და შემდეგ გულიანი ხარხარი ატეხა,ნიკა კი იდგა და გაოცებული უცქერდა.
-რა გჭირს,რა მოგივიდა.
-ვინ გადაგიღო გულზე რედგენი,იცნობ?
-საიდან უნდა ვიცნობდე ახალგაზრდა გოგონაა, რატო მეკითხები.
-მართლა ტვინზე უნდა გადაგეღო,ნიკუშ როცა რედგენი გადაიღე ყელსაბამი მოიხსენი?
-მოიცადე,მგონი არა.
-წავედით,მაჩვენე ის ექიმი მისი დიპლომი თავზე უნდა გადავახიო.გაბრაზდა მალიბუ და ნიკასთან ერთად გავიდა სახლიდან.ნიკამ ექიმს დაურეკა და მოითხოვა კიდევ ერთხელ გადაეღო რედგენი,ყელსაბამი მოიხსნა და მალიბუს მისცა,გოგონა თვალებგაფართოვებული უცქერდა ახლალ გადაღებულ რედგენის სურათს და მალიბუმ უთხრა.
-ამჩნევ განსხვავებას? თუ ბრუციანი არ ხარ,უნდა შეამჩნიო რამდენად განსხვავდება ეს სურათი ამ დილანდელ სურათთან.
-ეს,ეს როგორ მოხდა.
-შემიძლია აქვე გაგანადგური და ლიცენზია თავზე გადაგახიო,მაგრამ შანსს მოგცემ და ამიერიდან დაკვირვებულად გააკეთე შენი საქმე.
-მე,მე,მე მაპატიეთ,გთხოვთ.
-მე გაპატიებ დღეს,მაგრამ ხვალ სხვა მოვა და ის არ გაპატიებს,ასე რბილად არ მოგექცევა.იცი რა გამიკეთე? დღეს დილით გავიფიქრე,რა უსამართლოა ხარ ცხოვრებავმეთქი და შენ სიცოცხლეზე თითქმის წარმოდგენა დამაკარგვინე.
-გთხოვთ მაპატიეთ,ვიცი რომ დიდი შეცდომა დავუშვი.
-ასეთი შეცდომა ზოგჯერ ადამიანს სიცოცხლეს უსწრაფებს,შემდეგ თქვენს შეცდომაზე პასუხიც არ გინდათ აგოთ ექიმებმა.იცი რა დღეში დავტოვე სახლში დედა და მამა? იცი ახლა ისინი რას განიცდიან?
-მეორედ არ გაქვს უფკლება ასეთი დიდი შეცდომა დაუშვათ.უთხრა მკაცრად ნიკამ შეშინებულ გოგონას,ნიკამ ხელი მოკიდა მალიბუს და თითქმის ძალით გაიყვანა ექიმის კაბინეტიდან.მანქანაში ჩასხდნენ და ნიკამ სიცილით უთხრა მალიბუს რომელიც ჯერ ისევ ბრაზობდა ახალბედა ექიმზე.
-ნუ ბრაზობ,გაიღიმე ყველაფერი კარგად არის,მეც ხომ გითხარი უშენოდ არსად წასვლას ვაპირებთქო,თუ წავალთ ერთად წავალთ იმ ქვეყნად წრუწუნ.
-შენც იდიოტი ხარ ნიკა იდიოტი.
-კარგი,დამშვიდდი სახლში მიგიყვან და განყოფილებაში წავალ.განყოფილებაში მისულ ნიკას ზაზამ საყვედური უთხრა.
-რატომ მოდი,ხომ გითხარი დაისვენეთქო.ნიკას გაეცინა და კომისარს მოუყვა რაც მოხდა.
-მართლა შეცდომა იყო და არაფერი არ გჭირს?
-არა,არაფერი არ მჭირს და ხარივით ჯამრთელი ვარ კომისარო.
-როგორ გამახარე და რამოდენა სიმძიმე მომიხსენი გულიდან ნიკუშ.თქვა კომისარმა და ნიკას გადაეხვია.
-ბატონო კომისარო,თორნიკე ქართველიშვილს თქვენთან შეხვედრა სურს.ორივემ ერთმანეთს შეხედა და თქვა,რომ მზად იყო სტუმრის მისაღებად.
-შენ დაიბარე?
-არა,თავად მოვიდა.
-გამარჯობათ,ალბად გაგიკვირდათ მაგრამ მოვედი რომ გავერკვე რა ხდება ჩემს თავს.
-მობრძანდით,სიმართლე გითხრათ მართლა გამიკვირდა თქვენი მოსვლა,არ გელოდით.
-ისეთი ჩახლართულია ყველაფერი,მინდა გავერკვე რა ხდება.კომისარო,ვიღაც ცდილობს მკვლელობა რომელიც არ ჩამიდენია მე დამბრალდეს.
-ვიპოვით მკვლელს,აუცილებლად ვიპოვით და თქვენც დამშვიდდებით.
-გთხოვთ იპოვეთ დამნაშავე,სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ და საქმეს გულს ვერ ვუდებ,მინდა მკვლელი იპოვოთ და დაისაჯოს მკაცრად.მალიბუ გაღიმებული შევიდა სახლში და იზაბელას და ალექსანდრეს უთხრა სადაც იყო წასული ნიკასთან ერთად და სამსახურში წავიდა,კარგ განწყობაზე შეაბიჯა რუხვაძების დიდ და სიმწვანეში ჩაფლულ ეზოში.ღიმილით ათვალიერებდა ყველაფერს,რომ მას ზვიადი აესვეტა წინ.
-დილა მშვიდობის ბატონო ზვიადი.
-თუ არ ვცდები მალიბუ გქვიათ ხომ?
-დიახ,მალიბუ არჯევანიძე.
-მომისმინე არჯევანიძე,ჩვენზე გული გტკივა?
-არა,რას ამბობთ.
-იმას ვამბობთ,რომ ჩვენ არ ვართ შენი კმაყოფილი და წადი აქედან.
-რატომ? რა არ მოგწონთ,როგორც ვიცი ქალბატონ იას მოსწონს ჩემი მუშაობა,კმაყოფილია და ჩემი ახალი პროექტიც მოეწონა.
-მომისმინე,შენს მეგობარს გადაეცი თუ ვინც არის,იქნებ სულაც შენი საყვარელია,ჩვენი ოჯახიდან თავი შორს დაიკავოს.
-ვერ გავიგე.
-გაიგებ როცა დაკარგავ და ინანებ,რომ არ დამიჯერე.
-რას ამბობთ,მე რა შუაში ვარ მის პროფესიასთან.
-ნუ გვაწუხებს,მე და ჩემიანები ვინც შეაწუხა ძალიან ადრეულ ასაკში დაასრულა ყველამ სიცოცხლე,უთხარი თუ სიცოცხლე არ მობეზრებია ჩვენ გვერდი აგვიაროს.გაოცებული იყო მალიბუ და სახლში შევიდა თუ არა იას უთხრა.
-კარგია რომ მოდი უკვე მალიბუ.
-ქალბატონო ია როგორც გავიგე ჩემით კმაყოფილი არ ხართ და მე შემიძლია წავიდე სამსახურიდან,მადლობა რომ არჩევანი პირველად ჩემზე შეაჩერეთ.ია გაოცებული უცქერდა მალიბუს და უთხრა.
-წახვიდე? რატომ,როსთვის ან ვინ გითხრა ასეთი რამ.
-თქვენთან მოსვლამდე ბატონი ზვიადი ვნახე და მან მითხრა,რომ არ გჭირდებით და თან გამაფრთხილა,მაგრამ მე არ ჩავთვლი ამას გაფრთხილებად,ეს უფრო მუქარა იყო.
-დაასრულეთ მუშაობა? კაბინეტში გაგა შემოვიდა და შეხედა იას რომელიც გაოცებული უცქერდა მალიბუს.
-კარგ დროს მოდი,გაგა მალიბუს აიძულებენ აქედან წავიდეს და შეგიძლია ამიხსნა ეს რატომ?
-ვინ? ვინ აიძულა,შვილო ვინ გითხრა აქედან რომ უნდა წახვიდე.
-თქვენმა ძმამ, მითხრა რომ აქ ზედმეტი ვარ.
-ნუ უსმენ მას,გააგრძელე შენი საქმე.
-და კიდევ ნიკოლოზს რომ რამე დაემართოს,ვერავინი ვერ წარმოიდგენს მამას რა შეუძლია გააკეთოს,გადაეცით თქვენს ძმას რომ თუ ნიკას შეეხება მე ვიქნები მისი და თქვენი ოჯახის ყველაზე დიდი მტერი.დღეს მან დამემქრა და მიმანიშნა,რომ ნიკა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა სიცოცხლის შესაწყვეტად.ახლა კი მაპატიეთ,დღეს ვერ ვიმუშავებ და უნდა წავიდე.მალიბუმ ისე დატოვა რუხვაძეების სახლი არ მოუსმინა არც იას და არც გაგას.
-ყველას კლავენ მის გარშემო,ის არავინ არ მოკლა.იცი რას ვფიქრობ? გაგა თავად შენი ძმა არის ამ ყველაფერში გარეული და თავად იშორებს მისი გვერდიდან ზედმეტ ხალხს.
-გეფიცები ერთ დღეს თავზე გადამივლის და მეც მკვლელს გამხდის.
-მამა მინდა დაგელაპარაკო.
-ახლა არა,გთხოვ ახლა არა.
-არ გინდა,გინდა აერიდო ჩემთან საუბარს მაგრამ მოსმენა მოგიწევს.
-მითხარი რა გინდა,ამ სახლში როგორც ვხედავ ყველა ყველაფრით უმადურია.
-მე წავედი,არ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა.თქვა იამ და კაბინეტი დატოვა.
-გისმენ ფატი.
-რაც მალიბუმ ჩვენს სახლში შემოვიდა და მუშაობა ჩვენთან ერთად დაიწყო,ერთი აზრი არ მასვენებს მამა.
-ხოდა,თქვი რა აზრი არ გასვენებს.
-დააკვირდი ამ ფოტოებს,ამჩნევ რამე განსხვავებას მათ შორის? გაგამ ფატის ფოტოები გამოართვა და დააკვირდა.
-ერთი შეხედვით გეგონა ერთი და იგივე ადამიანია,მაგრამ რაღაც განსხვავება არის მათ შორის.
-სწორედ მეც ეს მიკვირს,რატომ ჰგავს ეს გოგო ასე ძალიან ბებიას მამა.
-ბებიას? ჰო,მართლაც ჰგავს,მაგრამ ეს დამთხვევაა.
-ფიქრობ რომ დამთხვევაა?
-კი,დამთხვევაა.
-მამა ყველაფერს გავარკვევ,ვიცი რომ რაღაცას მალავ და მითხარი ვინ არის ეს გოგონა.
-საიდან უნდა ვიცოდე შვილო ვინ არის და რატომ ჰგავს ასე ძალიან დედაჩემს.
-ჰოდა მე გავარკვევ.
-მე კი შედეგებს დაველოდები,იცოდე მეც ძალიან დამაინტერესდა.ფატი წავიდა და ჩაფიქრებულ გაგას იამ მხარზე შეეხო.
-რამ ჩაგაფიქრა,რაზე ფიქრობ.
-ზვიადიზე ვფიქრობ,რამე სისულელე არ ჩაიდინოს.
-ვერ გაბედავს შეეხოს ორგანოს მუშაკს.
-ნიკუშ მართლა ძალიან გამახარე,მოდი გავიდეთ და ავღნიშნოთ.
-გავიდეთ და მწვადზე გეპატიჟებით,ერთი ძალიან კარგი ადგილი ვიცი.
-ლაშა წაყევი ნიკას და მეც მალე შემოგიერთდებით.ლაშა და ნიკა ერთად გავიდნენ,მანქანაში ჩასხდნენ და ნიკას გაახსენდა კომისარის კაბინეტში ტელეფონი დარჩა.
-ტელეფონი დამრჩა ახლავეს დავბრუნდები.გადავიდა,გაიარა რამოდენიმე ნაბიჯი და ნიკას მანქანა ჰაერში ავარდა,ის ააფეთქეს.
-ლაშაააააა.გაიწია ალმოდებული მანქანისკენ ნიკა მაგრამ ის თვით კომისარმა დააკავა და არ გაუშვა.
-შეჩერდი სად მიდიხარ შვილო,გინდა შენც დაიღუპო?
-იქ ლაშააა,ლაშა დარჩა მანქანაში ზაზა.ჩაჯდა მიწაზე და ხელებს უშენდა მიწას.
-აქ ვარ,ნიკუშ აქ ვარ მეც გადმოვედი მანქანიდან და ისიც აფეთქდა.მხოლოდ შოკში ვიყავი და ხმა ვერ მოგაწვდინე.
-კარგად ხარ,რამე დაგიშავდა? მოეხვია ნიკა ლაშას.
-ზემოთ ავიდეთ,თქვენ კი საქმეს მიხედეთ.ზაზამ ხელი მოკიდა ორივეს და თავის კაბინეტში ავიდნენ.
-წყალი,წყალი მოუტანეთ ორივეს,აქ დაჯექით ორივეს ბედი გქონიათ რომ აქ ხართ.
-ტელეფონი დამრჩა და ამიტომ დავბრუნდი,თორემ ახლა ალბად ჩემი და ლაშას დაგლეჯილი სხეულის ნაწილების შეგროვებით იქნებოდი დაკავებული.
-კარგი ნუ გაიხსენებ,დაწყნარდით მთავარია რომ ცოცხლები ხართ და გადარჩით ორივე.
-ეს არ იყო გაფრთხილება,ეს განგებ იყო მოწყობილი და ამას განძრახ მკვლელობა ჰქვია კომისარო.ვიცი ვინც არის და საიდან მოდის ზიზღი.
-ნუ იჩქარებ დასკვნის გამოტანას,შესაძლებელია არსებობდეს ისეთი უხილავი მტერი,რომელიც სარგებლობს თქვენს შორის არსებულ ზიზღით და სიძულვილით.წადით დაისვენეთ და ხვალ ნუ მოხვალთ.ნიკამ და ლაშამ ნელი ნაბიჯით დატოვა განყოფილენა,მალიბუმ კი რუხვაძეების სახლიდან გამოვიდა.
-გისმენთ კომისარო,თქვენი ზარია ჩემს ტელეფონში რა ხდება,ნიკა კარგად არის?
-რაააააა? როდის,როგორაა,ვინ ჩაიდინა.მალიბუ კედელს მიეყრდნო,თავი გაიმაგრა რომ არ წაქცეულიყო.
-უკვე გზაში ვარ,მივდივარ მალე სახლში ვიქნები.
-რა მოხდა შვილო.ასაკოვანი მებაღე ძია რობერტი მალიბუს მიუახლოვდა და წყალი მიაწოდა.
-ნიკოლოზი,ჩემი ნიკოლოზის მოკვლის მცდელობა იყო რამდენიმე წუთის უკან.
-რააააა? როგორაა,თავად ნიკა როგორ არის შვილო.
-არ ვიცი,მეშინია რომ დავურეკო.
-დაურეკე შვილო გავიგოთ როგორ არის მეც ავნერვიულდი.მალიბუმ ხელის კანკალით აკრიბა ნიკას ნომერი.
-გისმენ საყვარელო,როგორ ხარ უკვე მოდიხარ?
-ნიკუშა კარგად ხარ?
-კარგად ვარ, მალიბუ შენ რა ტირი?
-შენი ხმა რომ გავიგონე,მართლა კარგად ხარ?
-კარგად ვარ და ვიცი რატომ ტირი,შენ საიდან გაიგე ასე მალე.
-ზაზამ დამირეკა და მითხრა,ეს როგორ მოხდა.
-სახლში მოდი და აქ ვისაუბროთ მალიბუ.
-კარგი,მეც გამოვედი უკვე და მალე მოვალ.
-როგორაა,კარგად არის?
-კარგადაა ძია რობერტი უნდა წავიდე.
-წადი შვილო,წადი.რობერტიმ ფეხის ხმა გაიგონა და მის გვერდით მდგარ გაგას შეხედა.
-რა მოხდა,მალიბუ ახლა წავიდა?
-ახლა წავიდა ატირებული.
-ატირებული? რატომ,რა ატირებდა.
-ვიღაცამ ცოტა ხნის წინ ახვლედიანის მოკვლა სცადა,პირდაპირ განყოფილების წინ აფეთქდა მისი მანქანა,ბომბი დაამაგრეს მის მანქანაზე.
-როგორ,როდის,ვინ.
-ვინ არ ვიცი,მაგრამ ახვლედიანს თუ კარგად იცნობთ,უნდა იცოდეთ ისიც რომ ამ საქმეს გამოუძიებელს არ დატოვებს.
-რა ჯანდაბა ხდება ეს ბოლო პერიოდი.გაოცებული იდგა გაგა და ვერ გაეგო, რა ხდბოდა.
-ღმერთო ცოცხალი ხარ,აქ ხარ.თქვა მალიბუმ და ნიკას მოეხვია.
-ნუ ტირი კარგად ვარ,ბომბი აფეთქდა სხვა ხომ არაფერი მომხდარა.
-ნიკა როგორ ფიქრობ,დღეს რაც მოხდა ეს სახუმაროა?
-აქ ვარ,მთელი და ყველაფერი მის ადგილზე მაქვს,არ გაუმართლდათ,მე გადავრჩი.
-შემეშინდა,ნიკოლოზ შემი დაკარგვის შემეშინდა.ალექსანდრე ფეხზე წამოდგა,ორივეს ხელი მოხვია და თავზე აკოცა ორივეს და სახლიდან გავიდა,გაგას დაადგა თავზე,რომელიც მის მოლოდინში იყო.
-ჩვენი ბოლო შეხვადრაზე შენ მე დამემუქრე,გაგა ეს შენ იყავი მუქარა დამიტოვე და წადი.
-არ მიგულისხმებია ასეთი რამ ალექსანდრე.
-არ მაინტერესებს შენ რა იფიქრე და რა იგულისხმე გულში,მე რეალობას ვხედავ.22 წელია ჩუმად ვარ,22 წელია ხმას არ ვიღებ,იმიტომ რომ გგონია შენი სიძლიერის მეშინია?გაგანადგურებ,გაგაცამტვერებ,და ამ ადგილზე ისევ ისეთ ნანგრევები დარჩება,როგორც ინდირას და დავითის სახლი დგას მხოლოდ ცეცხლისაგან გაშავებული კედლებით და იქ ბალახიც კი არ ხარობს ამ წლების მანძილზე.
-დამიჯერე,ჩვენგან არ მომხდარა რაც მოხდა.
-არ მაინტერესებს და არ ვკითხულობ,თქვენ თქვენი არ დაინდეთ და რა გგონია შენი მჯერა და შენს სიტყვას ვენდობი? შენ არ ხარ ის გაგა რომელსაც მე ვიცნობდი 30 წლის წინ,შენ ამ წლებმა,ძალაუფლებამ და ფულმა უსისხლო ადამიანად გადაგაქცია.უსისხლო,უგულო და სიძულვილით სავსე,მაგრამ არა მაინც ვიტყვი რომ შენ არ ხარ ასეთი ადამიანი,შენში სულ სხვამ გაიღვიძა ერთ დილით,ჯიბეც გაგისქელდა და უკანაც არ იხევ არაფერზე.დღეიდან მე ვდგევარ შენს წინ და იცოდე ისე გადაგიარ,თავადაც გაგიკვირდება,რომ შენ ეს ალექსანდრემ გაგიკეთა,ეს მე გპირდები ამ სიტყვებს ალექსანდრე არჯევანიძე.ალექსანდრემ აღარ მოუსმინა გაგას და მისი სახლიდან გაბრაზებული სახით გამოვარდა,ჭიშკრამდე მისდია გაგამ მაგრამ უკან არ მოუხედა ძველმა მეგობარმა.მიხვდა გაგა რომ კიდევ ერთი დიდი შეცდომის დაშვება და ალექსანდრე თავის სიტყვას შეასრულებდა.
-მალიბუ რგორ ხარ,თბილიში ვარ საყვარელო.
-ჯანაშია ლანა როდის დაბრუნდი.
-რამდენიმე დღეა და ძალიან მინდა გნახო.
-სახლში ვარ,აქ მოხვალ?
-არა,ჩემთან გამოდი მარტო ვარ,ჩემები ჯერ არ დაბრუნდებიან მხოლოდ მე ჩამოვედი.
-კარგი,მოვალ.მალიბუმ იზაბელას უთხრა სადაც მიდიოდა და წავიდა წლების უნახავ მეგობართან,რომელიც დიდი სიხარულით შეხვდა მალიბუს.
-როგორ ხარ,ახალი რა არის შენსკენ.
-ბევრი,ძალიან ბევრი დამიგროვდა სათქმელი ლანა.
-როგორც.
-როგორც ის,რომ სიმართლეში ნელა-ნელ ვერკვევი.
-რა ხდება,მალიბუ რა სიმართლეს გულისხმობ.
-შემიძლია გენდო? უბრალოდ სათქმელი ბევრია,მე კი გული ვის გადავუშალო არ ვიცი.
-შეგიძლია მენდო საყვარელო,მე ყოველთვის შენთან ვიქნები.
-საქმე ისაა, რომ არ ვიცი მოყოლა საიდან დავიწყო.
-ვფიქრობ ყავა მოუხდება ამ საქმეს,წინ დიდი ღამე და ყავა.ლანამ ყავაც მოადუღა და მალიბუს წინ დაჯდა.
-ყველაფერი გამახსენდა ლანა.
-ყველაფერში რას გულისხმობ მალიბუ.ლანა გაოცებული უსმენდა მალიბუს და სიტყვებს ვერ პოულობდა მის დასამშვიდებლად.
-ლანა დედაჩემი უდანაშაულოდ დააპატიმრეს,სასჯელი მიუსაჯეს დანაშაულისთვის რომელიც არ ჩაუდენია და ისე დაიღუპა თავისი უდანაშაულობა ვერ დაამტკიცა.
-შენ ამბობ რომ იმ ხალხს იცნობ, ვინც ეს ჩაიდინა?
-უფრო მეტიც,მე მათთან ერთად ვმუშაობ.იცი რა ძალის მოკრება მჭირდება,როცა იმ საზიზღარ კაცს ვხედავ?
-ეს რა გადაგიტანია,დარწმუნებული ვარ სიმართლე მალე გაირკვევა.ალექსანდრე სახლში ვერ მივიდა ასეთი არეული და გაბრაზებული,მთელი ღამე ქუჩებში დადიოდა უმისამართოდ და იზაბელას სიტყვები ყურში ჩაესმოდა.
-რა გამეკეთებინა,იზაბელა ბავშვი არ გადამერჩინა და ისიც მამასთან ერთად დამწვარიყო?
-არა,ბავშვი აქ არაფერ შუაშია,სიმართლე არ უნდა დაგემალა ალექსანდრე.
-შენ,მერე შენი სიცოცხლე იყო საფრთხეში.
-შენ ერთ მძიმე და ტრაგიკულ დანაშაულ ხელი დააფარე ალექსანდრე და ნუ ცდილობ თავი გაიმართლო.დავითი და შენ მეგობრები იყავით,რატომ,რატომ არ ამხილე დამნაშავე და დღეს წმინდა,სუფთა სინდისით მოგიწევდა ცხოვრება.
-დავითი და ინდირა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები იყვნენ და ეს შენც კარგად იცი.
-მართლა? ამიტომ გაჩუმდი და არ თქვი სიმართლე? უფრო უარესი მაშინ მოხდა,როცა ინდირა ციხეში გაუშვი,ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო შენი მხრიდან.
-არ შემეძლო სხვაგვარად,შენი და ალექსანდრეს სიცოცხლით დამემუქრნენ.
-დავიჯერო შენ მუქარამ შეგაშინა? მაგრამ ფაქტი სახეზეა,რომ შეგეშინდა,იმ არაკაცი ზვიადის შეგეშინდა,გაგასი შეგეშინდა და შეგეშინდა მათ ხომ ფული აქვთ და ჩვენ არა,მაგრამ მათ მშვიდად სძინავთ და შენ კი არა,ვერ შეეგუე დღემდე ამ სიმართლის არ გამხელას,ამ სიჩუმეს და დღემდე იტანჯები.რამდენიმე დღე მოუწია ნიკას სახლში ყოფნა,ჯერ კიდევ შოკში იყო,რადგან სულ იმ სურათს ხედავდა,როგორ აფეთქდა მანქანა და როგორ გადარჩა,როგორც იქნა შეაბიჯა განყოფილებაში და კომისარმა დაინახა თუ არა,დაუძახა.
-კარგია რომ დაბრუნდი,ახალი მეწყვილე გეყოლება,ვისთანაც იმუშავებ დღეც და ღამეც.
-ვინ არის,ვიცნობ?
-არ ვიცი იცნობ თუ არა,ის წარმატებულია მის საქმეში.ლაერტი ქობალია.
-ლაერტი ქობალია? გახსოვს რომ გიყვებოდი ერთ უშიშარ პიროვნებაზე? სწორედ ეს არის.ნიკას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ზაზასაც გაუხარდა ლაერტი ასეთი უშიშარი და პრინციპული ადამიანი რომ აღმოჩნდა.სამივემ გვიან ღამემდე ისაუბრეს,შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და დაიშალნენ.
-ნიკა ამ დროს სახლში როგორ წახვალ.
-ტაქსით კომისარო,რა პრობლემაა.
-წანოდი,ჩვენ ერთი გზა გვაქვს და მიგიყვანთ სახლში.ნიკა სახლთან დატოვა კომისარმა,მაგრამ მოულოდნელად ლაერტიმ უთხრა.
-გააჩერე მანქანა.
-რა მოხდა,რა დაინახე.
-ნიკოლოზს დახვდნენ,ორნი არიან.მანქანიდან გადასულმა ნიკამ,ერთი ბნელი ადგილი გაიარა სახლთან უკვე მისული იყო,რომ მოულოდნელად წინ დანით ხელში გადაუდგა ნიღბიანი პიროვნება და უთხრა.
-ფული და რაც გვაქვს მოგვეცი.მეორემ კი იარაღი დაუმიზნა ნიკას.
-წაიღეთ,რაც მაქვს თან ყველაფერს მოგცემთ მხოლოდ მშვიდად,მაგრამ შეცდომას უშვებთ,მე ორგანოს მუშაკი ვარ.მოულოდნელად ნიკაც რომ არ ელოდა ერთ-ერთს რომელსაც იარაღი ეჭირა ხელთ ლაერტი დაესხა თავს და მეორეს თავად ნიკამ გაუმკლავდა.
-კარგად ხარ?
-კარგად ვარ,შენ კარგად ხარ?
-მე კარგად ვარ,მაგრამ მეორეს დანა ჰქონდა და შენ სისხლი მოგდის,დაჭრილი ხარ.
-არა უშავს ნაკაწრია,კომისარო თქვენც აქ ხართ?
-ბედად რომ არ ვიყავით შორს,ლაერტიმ შეამჩნია რომ დაგხვდნენ.დავრეკავ და განყოფილებაში გადავიყვანოთ,იქ კი მივხედავთ.
-ლაშა ნიკოლოზის სახლთნ მოდით,ორი დაკავებული გვყავს და წაიყვანეთ.რაააა? მანდ რა გინდა.
-კომისარო ახლა ვაპირებდი თქვენთან დარეკვას,მკვლელობაა.
-ისევ? გაოცებულმა წამოიყვირა ზაზამ და ნიკას და ლაერტის შეხედა.
-რა მოხდა,ისევ მკვლელობაა? იკითხა ნიკამ.
-ისევ მკვლელობა,ესენი ჩვენ წავიყვანოთ და შემდეგ მკვლელობის ადგილზე უნდა მივიდეთ,ჯგუფი უკვე გასულია.
-წავიდეთ.სამივემ ჯერ განყოფილებაში შევიდნენ და მათ მიერ დაკავებულები მიიყვანეს და შემდეგ დანაშაულის ადგილზე მივიდნენ და კიდევ ერთხელ მკვლელმა მოახდინა მათი გაოცება.
-კომისარო მოხვედით, ისევ ის ხელწერაა.
-გულისხმობ რომ ისევ ნარკოტიკია.
-დიახ,ისევ ნარკოტიკი.
-ზაზა რა ხდება მეც გამარკვიეთ.უთხრა ლაერტიმ კომისარს.
-არ ვიცი რა ხდება,ჩვენც ვერ გავიგეთ რადგან ეს უკვე მეოთხე მკვლელობაა რომელიც ჩემს მაგიდაზე გაუხსნელი დევს.
-შურისძიებაა,ან ვიღაცას უნდა გააჩუმოს ის ხალხი ვინც იცის დიდი საიდუმლო,რა დიდი გამოცნობა ამას უნდა მეგობარო.
-ეგ ვიცით,მაგრამ ვინ არის ამ ყველაფრის ავტორი ეს ვერ გამოვიცანით,არ ციცით ვინ არის, და რა საიდუმლოა ასეთი ამდენი ადამიანის სიცოცხლე რომ შეიწირა.
-ალექსანდრე სად ხარ,მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე ვნერვიულობ.
-არ დაეწქი? ვერ მოვედი,ვიცოდი რომ მელოდებოდი იზაბელა.
-გითხარი როცა დრო იყო თქვი სიმართლეთქო,არ დამიჯერე ახლა კი რას აკეთებ,ხედავ შენს თავს რას დაემსგავსე? თავსაც იტანჯავ შენი უთქმელობით და მეც გამანახევრე ნერვიულობით.
-კიდევ მეოთხე მკვლელობა მოხდა იზაბელა.
-მეოთხე? ისევ იმ ბანდიდან?
-მეოთხე და ისევ იმ ბანდიდან.
-მაშინ ვიღაც არის,ვინც იცის ეს საიდუმლო.
-არის,მაგრამ ვინ.არა მარტო ალექსანდრე გიჟს დაემსგავსა გოგიტაც და ზვიადის დაურეკა.
-ჩვენს ადგილზე მოდი,სასწრაფოდ გელოდები.
-მოვედი, აქ ვარ.
-რა მოხდა ზვიადი,არჩილი 5 წლის წინ მოკლეს,სულ რაღაც ორ თვეში კი ზაალი,გიორგი და ახლა კობა მოკლეს.ჩვენ ექვსნი ვიყავით და მხოლოდ მე და შენ ვართ დარჩენილი ჩვენი ჯგუფიდან,ვერ ხვდები რომ უკვე მოგვიახლოვდა მტერი? ახლა ჩვენი ჯერია,მხოლოდ არ ვიცით პირველი რომელს მოგვკლავს.მხოლოდ ჩვენ დავრჩით ვინც ვიცით ეს დიდი საიდუმლო ზვიადი და რამე იღონე.
-სიმშვიდე შეინარჩუე,მართლა არ ვიცი რა ხდება.
-ისევ ნარკოტიკი იპოვეს,მე არ მჯერა ეს ყველაფერი,მხოლოდ ვიცი მკვლელი ერთი და იგივე ადამიანია.
-ერთი ადამიანია და ეს მისი ხელწერაა.
-ზვიადი ნუთუ შენ ხარ ვინც იშორებს მათ ვინც იცის ეს საიდუმლო.
-სულ გააფრინე?
-მაშინ მოძებნე რამე გამოსავალი,გამოსავალი კი მხოლოდ ერთია.
-რა არის გამოსავალი.
-რაც შეიძლება შორს წავიდეთ აქედან.
-ეს ხომ გაქცევაა.
-გაქცევაა,მაგრამ თავს გადავირჩენთ.მხოლოდ მე და შენ დავრჩით,ხვალ ან ზეგ ან შენ გაგისწორდებიან და ან მე.
-რამეს მოვიფიქრებ.
-დილა მშვიდობის ყველას.
-გვაქვს მშვიდობიანი დილა? ზაზამ უძილო თვალები შეანათა ნიკას.
-რა გვაქვს,ვიპოვეთ რამე ხელჩასაჭიდი?
-ჯერ-ჯერობით როგორც სხვაზე,აქაც სიბნელეში ვართ.წარმატებულია ეს ორი თვე ჩვენთვის,ოთხი გვამი და არც ერთი არ არის გამოძიებული.
-კომისარო ამ ოთხი მკვლელობიდან ერთის გამოძიება,ოთხივეს გამოძიებას უდრის.ლაერტი შეუერთდა ნიკას და ზაზას
-ერთი დარწმუნებით ვიცი.
-რა,რა იცი.
-ხუთ წელიწადში გავდივარ პენსიაში და ძალიან მინდა ეს ხუთი წელი წინ გადმოვწიო,რომ თუნდაც ხვალისთვის შემეძლოს აქედან წასვლა,გეფიცებით სიხარულით წავიდოდი.
-ვიღაც არის არ აწყობს და არ უნდა ამ ხალხმა პირი გააღოს და თქვას ის,რასაც ალბად წლებია მალავს.
-შენც იმავეს ფიქრობ,რომ ეს მკვლელობა რუხვაძეებისგან მოდის?
-მე ასე ვფიქრობ კომისარო,თუ შევეჭიდებით შევეჭიდებით რაღაც დიდ საიდუმლოს,რომელიც მათ არ უნდათ გახმაურდეს.სიფრთხილე სჭირდება ამ საქმის მიდგომას და დრო.თქვა ლაერტიმ.
-მე დაველაპარაკები ზემოთ ორგანოებს და დრო გვექნება,მინდა,რომ მკვლელი სასტიკად დაისაჯოს.
-თამაშით როცა გვიახლოვდებიან,არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო სიბნელეში,ნიკუშ უნდა დაელოდო ის აუცილებლად დაუშვებს შეცდომას,აუცილებლად.ამიტომ ორი რამ დაიმახსოვრე,თუ გინდა მტერი დაძლიო თავდაჭერა უნდა იცოდე და ირონია.შენი თავდაჭერილობით და ირონიით ის თავს გასცემს.
-ლაერტი საოცარი ადამიანი ხარ,ამიტომ ხარ ყოველთვის გამარჯვებული და წინ ერთი ნაბიჯით უსწრებ მოვლენებს,ნებისყოფა არ გღალატობს და ფიქრებს არ უსწრებ წინ.
-ეს ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის და მუდამ გახსოვდეს.
ფეხით მიდიოდა,ვერ გრძნობდა ძლიერი ქარს შეეძლო ის უმისამართოდ წაეყვანა,მაგრამ მიუხედავად იმისა გამომშრალი თვალებით უცქერდა გარემოს მაინც წინ მიიწევდა.კომპანიის კარი შეაღო და გაშეშდა,რადგან შეხედა,მას შეხედა და გაფითრდა,სილურჯე შეეტყო მის ტუჩებს,სახეზე კი ნელა-ნელა ყვითელი ფერი დაედო.გაყინულ სხეულში ცხელი ლავა ჩაეღვარა,როცა თორნიკემ შეეხო,ხელი მოჰკიდა და იქვე დააჯინა.
-მალიბუ ცუდად ხარ?
-არა,კარგად ვარ.
-არ გეტყობა,ფერი არ გაქვს და ისეთი გრძნობა მაქვს,რომ შემხედე თუ არა გაჟრიალებები და გამოჟრიალებები დაგეწყო,რა ხდება მალიბუ დავიჯერო შენზე ასე ვმოქმედებ?
-წადი,მომწყდი თავიდან.შეუღრინა მალიბუმ თორნიკეს და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა,თორნიკემ კი ღიმილით გააყოლა თვალი.
-გელოდი ახვლედიანო ვიცოდი რომ მოხვიდოდი,მაგრამ სანამ რამეს მეტყვი,მე გეტყვი რომ მე აქ ვიყავი და მოწმეებიც მყავს.
-ვიცი რომ აქ იყავი,მეც განყოფილებაში ვიყავი მეგობართან ერთდ და აქედან წასულს კი თავს დამესხა ორი ნიღბიანი,მაგრამ დავიჭირეთ და ახლა კი ისინი სადაც საჭიროა იქ არიან.გოგიტას ფერი დაეკარგა და აწრიალდა.
-დაწყნარდით,არ მოვსულვარ ბრალი წაგიყენო,მოვედი რომ დავსხდეთ და წყნარად ვისაუბროთ,მინდა ის ძველი ისტორია მომიყვე რომელსაც საგულდაგულოდ უფრთხილდები და ამდენი ხალხი დაიხოცა.
-რომელი ისტორია ახვლედიანო.
-ვთქვათ ასე,რომ 22 წლით უკან დავიხიოთ და მომიყვე შენი დიდი საიდუმლო.
-რას ეძებ ახვლედიანო,იცი რომ თავად უხმობ სიკვდილს?
-ვეძებ იმას ვინც ან რაც მიმიყვანს საიდუმლოს კართან,რომ ოდნავ შევაღო,ამის შემდგ კი მე გადავწყვიტავ რა გავაკეთო,შენ კი მითხარი,რა მოხდა 22 წლის უკან,რას მალავ გეგენავა.



№1  offline წევრი mia miako 15

საინტერესო და ძალიან კარგი ისტორია.ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი manana

ჩამთრევი ისტორიაა, დეტექტიური ჟანრი მომწონს, წარმატებები და გელოდები, ლოდინი მიჭირს , როცა რაიმეს ვკითხულობ და თამ მაინტერესებს.

 


№3  offline მოდერი zia-maria

heart_eyes 12-ის მერე დავდებ მომდევნო თავს,მადლობა ყველას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent